You are on page 1of 12

წარმატებული პროგრამა

ინტერნეტი საქართველოს სკოლებში

(ზოგადი ინფორმაცია და გზამკვლევი)


მე-2 გამოცემა

© პაატა პაპავა; პავლე თვალიაშვილი

2008 წელი

1
1. რ ა არ ის iEARN საე რთ აშ ორ ისო საგა ნ მან ათ ლე ბ ლო ქსე ლი ?

თანამედროვე სატელეკომუნიკაციო საშუალებები ფართო ასპარეზს იძლევა


საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის. დღეს უკვე წარმოუდგენელია,
ზრუნავდე სკოლის განვითარებაზე და უგულებელყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით
მიმდინარე ინფორმატიზაცია. მიუხედავად ამისა, სკოლაში თუნდაც ერთი კომპიუტერისა
და ინტერნეტის გაჩენისთანავე უამრავი პრობლემატური შეკითხვა იჩენს თავს: “როგორ
ავამოქმედოთ ეს საშუალებები?”, “როგორ ჩავრთოთ ისინი სასწავლო პროცესში?”

iEARN (International Educational and Resource Network - საერთაშორისო


საგანმანათლებლო სარესურსო ქსელი) ყველაზე მასშტაბური პროგრამაა ამ მიმართულებით.

ქსელში გაერთიანებულია 115-ზე მეტი ქვეყნის 20.000-მდე სკოლა. პროგრამა თანაბრად


სასარგებლოა პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის, რადგან მკვეთრად ამაღლებს
დაინტერესებას საპროგრამო და დამატებითი განათლებისადმი. ის ხელს უწყობს
ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების უნარ-ჩვევების განვითარებას.

2. რა ფორმით მუშაობს iEARN საერთაშორისო საგანმანათლებლო სარე სურსო


ქსელი ?

 სადისკუსიო ფორუმები;
 პროექტები (ონ-ლაინ);
 ვორქშოფები, სემინარები;
 შეხვედრები, ბანაკები;
 ყოველწლიური კონფერენციები;
 სხვა რეალური და ონ-ლაინ ღონისძიებები.

iEARN პროგრამის ფარგლებში მუშაობის ძირითადი ფორმებია ონ-ლაინ/ინტერნეტ


პროექტები www.iearn.org/projects და ფორუმები http://foro.iearn.org. ქსელში გაწევრიანებული
სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს საშუალება აქვთ, არა მარტო დაუმეგობრდნენ
სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებსა და კოლეგებს, არამედ, გაუზიარონ მათ საკუთარი
მოსაზრებები და გამოცდილება. iEARN-ის ეგიდით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმართება
საერთაშორისო ღონისძიებები (ბანაკები, ფორუმები, სამიტები, სემინარები, კონფერენციები)
მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით.

2
3. სად მოვიძიოთ ინფორმა ცია iEARN პროგრამის შესახებ ?

iEARN ვებ-საიტის მისამართია: www.iearn.org

4. როგორ დავიწყოთ iEARN ქსე ლში მუშაობა ?

ყველაზე გამოცდილი და ეფექტური გზა ქსელში მუშაობის დასაწყებად არის iEARN


სპეციალურ სემინარში/ვორქშოფში მონაწილეობის მიღება.
შეარჩიეთ სკოლაში მასწავლებელი (ან სხვა დაინტერესებული პიროვნება, თუნდაც
მოხალისე მშობელი ან უფროსკლასელი) და დააკავშირეთ პროგრამის წარმომადგენელთან.

ასოციაციაში «სკოლა-ოჯახი-საზოგადოება» iEARN სემინარის ან კონსულტაციის


წარმატებით გავლის შემდეგ სკოლა გაწევრიანდება საერთაშორისო ქსელში და მიეცემა
საშუალება აქტიურად ჩაებას ინტერნეტ-ფორუმებსა და პროექტებში.

სემინარი ერთი ორდღიანი სესიისაგან შედგება, რომლის ფარგლებშიც


დაინტერესებული სკოლის (ორგანიზაციის) პედაგოგები გაეცნობიან სასწავლო პროცესში
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ზოგად პრინციპებს, iEARN პროგრამის
მუშაობის სტრუქტურასა და პროცედურებს. ისინი მიიღებენ ინფორმაციას არსებული
პროექტებისა და ახალი პროექტის ამოქმედების მეთოდების შესახებ.

ასევე, არსებობს iEARN სახელმძღვანელო, რომელიც შეიცავს რეკომენდაციებს


პროექტებზე მუშაობის დასაწყებად, სასწავლო პროგრამაში პროექტების
ინტეგრირებისათვის და სემინარის ჩასატარებლად. სახელმძღვანელოს ნახვა შესაძლებელია
მისამართზე: http://www.iearn.org/professional/prof_handbook.html

3
iEARN -ში მუშაობის ონ-ლაინ გზამკვლევი (ინგლისურ ენაზე).

5. რა ტექნიკური საშუა ლებებია საჭირო პროგრამაში სა მუშაოდ ?

იმისათვის, რომ ჩაერთოთ პროგრამაში, სკოლას უნდა გააჩნდეს კომპიუტერი,


რომელიც მიერთებულია ინტერნეტის ქსელთან.

iEARN პროექტებსა და ფორუმებში ჩასართავად ერთი ასეთი კომპიუტერიც


საკმარისია.
კომპიუტერული კლასის, სასკოლო ქსელის ან დამხმარე მოწყობილობების: სკანერი,
ციფრული ფოტო-აპარატი, მიკროფონი, ვებ-კამერა არსებობის შემთხვევაში შესაძლოა
სკოლამ მონაწილეობა მიიღოს ან თვითონ გახდეს ორგანიზატორი მრავალი საინტერესო
ინტერნეტ-თანამშრომლობითი ინიციატივის.

6. ვის მივმართოთ iEARN პროგრამა სთან დაკავშირებულ საკითხებზე ?

iEARN პროგრამის კოორდინატორებს საქართველოში:


პაატა პაპავა (papava11@yahoo.com)
პავლე თვალიაშვილი (siqaptv@gmail.com)

7 . რ ო გ ო რ დ ა ვ რ ე გ ი ს ტ რ ი რ დ ე თ i E A R N - შ ი ა ხ ა ლ წ ე ვ რ ა დ? რ ო გ ო რ შ ე ვ ი ტ ა ნ ო თ
მ ონ აცე მე ბი ახა ლი წე ვრ ის შე სახე ბ i EARN მონ აცე მთ ა ბა ზაში ?

იმისათვის, რომ iEARN სრულფასოვანი წევრი გახდეთ, თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ,


როგორც ამ ქსელის წევრი.
თქვენ მოგეცემათ საშუალება, შეხვიდეთ ფორუმების “ოთახებში”, დაათვალიეროთ
მიმდინარე დისკუსიები ან მონაწილეობა მიიღოთ მათში. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა
გქონდეთ საკუთარი username და password.

4
დარეგისტრირება სასურველია იმ შემთხვევაშიც, როცა თქვენ პროექტებში მონაწილეობა
ან ქსელში ახალი პროექტის შეთავაზება გსურთ.
თუ თქვენ არა ხართ დარეგისტრირებული iEARN-ში, მიმართეთ პროგრამის
კოორდინატორებს.
პროგრამის კოორდინატორები: პაატა პაპავა (papava11@yahoo.com)
პავლე თვალიაშვილი (siqaptv@gmail.com)

7. დ ა რ ე გ ი ს ტ რ ი რ ე ბ ა

iEARN-ში დასარეგისტრირებლად შედით საწყის საიტზე www.iearn.org. დააწკაპეთ ღილაკს


“Join iEARN”.

თქვენ შეხვალთ ვებ-გვერდზე, რომელზეც იწყება რეგისტრაციის პროცესი. დააწკაპეთ


ბმულზე “Registration Form”

5
ასოციაცია ,,სკოლა – ოჯახი –საზოგადოება” ©
,,სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია” ©

თქვენ შეხვალთ ვებ-გვერდზე, რომელზეც მოცემულია ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა.


საჭიროა ამ ფორმის შევსება ქვემოთ მოცემული ნიმუშის მსგავსად.

ფორმის შევსების შემდეგ დააწკაპეთ ღილაკს submit. თქვენ შეხვალთ იმავე ფორმის მეორე,
საბოლოო გვერდზე. განაგრძეთ ფორმის შევსება. ვარსკვლავით (*) მონიშნული პუნქტების შევსება
სავალდებულოა. ფორმის შევსების შემდეგ კვლავ დააწკაპეთ ღილაკს submit.

6
თუ ზემოთ აღწერილ პროცედურას უშეცდომოდ გაივლით, გადახვალთ რეგისტრაციის
დამასრულებელ ვებგვერდზე:

რეგისტრაციის გააქტიურებას გარკვეული პერიოდი სჭირდება. თქვენი მონაცემები


გადაეგზავნება iEARN პროგრამის კოორდინატორს საქართველოში. იგი დაამოწმებს
რეგისტრაციას, რის შემდეგაც მიიღებთ შეტყობინებას ფორმაში მითითებულ ელ-ფოსტის
მისამართზე. ამის შემდეგ თქვენ გეძლევათ უფლება, შეხვიდეთ და იმუშაოთ iEARN
ფორუმებსა და პროექტებში.
თუ რეგისტრირების პროცესში გაგიჩნდათ შეკითხვა ან პრობლემა, დაუკავშირდით
iEARN -საქართველოს პროგრამის კოორდინატორებს ზემოთ მითითებულ ელექტრონულ
მისამართზე.

8. როგორ დავი წყოთ i EARN პროექტზე მუშაობა ?

iEARN ქსელში მუდმივად მიმდინარეობს უამრავი საინტერესო პროექტი. თუ მოსწავლეების


პროექტებში ჩართვის სურვილი გაგიჩნდათ, პირველ რიგში მათთვის საინტერესო პროექტი უნდა
შეირჩეს.

iEARN პროექტის შერჩევა ორი გზით არის შესაძლებელი.


ვ ა რ ი ა ნ ტ ი 1 : შედით ვებ-გვერდზე: http://media.iearn.org/projects

7
ამ გვერდზე მოცემულია მხოლოდ ოთხი პროექტის მაგალითი. თქვენთვის საინტერესო
პროექტის მოძებნა შეგიძლიათ ამავე ვებ-გვერდის მარცხენა საძიებო სისტემაში ,,F Find
Projects” პროექტის სათაურის, საკვანძო სიტყვების, საგნის, ასაკის ან ენის მიხედვით.
მაგალითად, თქვენ გაინტერესებთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში VIII
კლასელი (13-14 წლის) ბავშვებისათვის ინგლისურ ენაზე მიმდინარე პროექტები. პუნქტში
,,b
by subject” მარჯვენა ისრის დაწკაპუნებით შეარჩიეთ ,,sscience” (ანუ ბუნებისმეტყველება).
ასევე მოიქეცით პუნქტებზე ,,b by age level” (ასაკი) და ,,b
by language” (ენა). შემდეგ დააწკაპეთ
ღილაკზე ,,S Search”.

ვ ა რ ი ა ნ ტ ი 2 : შედით ვებ-გვერდზე http://www.iearn.org/projects/projectbook.html


ამ გვერდზე მოცემულია iEARN პროექტების დაბეჭდილი ბუკლეტის ელექტრონული ვერსია.
დააწკაპეთ ბუკლეტის ყდის ქვემოთ მოცემულ ბმულზე 2008-2009 iEARN Project Book -- ENGLISH VERSION
(3.2 MB) ამ გზით თქვენ ჩამოტვირთავთ ბუკლეტის ფაილს.

8
გააცანით პროექტები მოსწავლეებს. ისაუბრეთ საინტერესო პროექტებზე და შეარჩიეთ
ერთი ან რამდენიმე მათგანი.
მაგალითად, თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ჩაერთოთ პროექტში “Daffodil and Tulip Project”.
ჩაწერეთ “Daffodil and Tulip Project” უჯრაში: Title, დააწკაპეთ ღილაკს Search. თქვენ შეხვალთ
პროექტის ვებგვერდზე.

აქ მოცემულია პროექტის სრული აღწერა. ამ გვერდიდან შესაძლებელია:


1. პროექტის ფასილიტატორთან დაკავშირება;
2. პროექტის ვებსაიტზე შესვლა (თუკი ასეთი არსებობს).
“Daffodil and Tulip’’ პროექტის ფასილიტატორები არიან Ruty Hotzen და Amy Dwyer.
დააწკაპეთ ერთ-ერთი მათგანის (მაგალითად Ruty Hotzen) სახელზე. თქვენ გადახვალთ
ახალ გვერდზე, სადაც მითითებულია მისი ელ-ფოსტა: eh2y@netvision.net.il

9
 შეადგინეთ პროექტის სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება მოსწავლეებისაგან და
დამხმარე მასწავლებლ(ებ)ისაგან. შეგიძლიათ, მოსწავლეებს შორისაც დაასახელოთ
ჯგუფის ლიდერი.
 დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორს. მისი საკონტაქტო
მისამართი (ელ- ფოსტა ან საითი) ყოველთვის ახლავს პროექტის
ანოტაციას/აღწერას. გაუგზავნეთ მას წერილი, რომელიც შეიცავს მოკლე ინფორმაციას
თქვენი ჯგუფის, სკოლის, ქალაქის, ქვეყნის შესახებ. გამოთქვით პროექტში ჩართვის
სურვილი და სთხოვეთ, დააზუსტონ, კონკრეტულად რა ამოცანების გადაჭრას და
რა ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს პროექტი. თქვენ გამოგეხმაურებიან
წერილით, რომელიც საკმარის ინფორმაციას მოგაწვდით
საქმიანობის დასაწყებად. გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ პროექტს
შესაბამისი დისკუსიები ეთმობა ფორუმებში, რაც საპროექტო მუშაობის ერთგვარი
შემავსებლის როლს ასრულებს. ამ ფორუმის სახელწოდება აგრეთვე ახლავს პროექტის
ანოტაციას. დაათვალიერეთ დისკუსიები და გაგზავნეთ წერილები.

8. როგორ ვიმუშაოთ ფორუმებში ?

შევიდეთ ვებგვერდზე http://media.iearn.org/forums

კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებული ფორუმი შეგიძლიათ მოძებნოთ ,,P


P r o j ec t s ”
ღილაკზე დაწკაპუნებით.

12
არსებობს ფორუმებში მუშაობის ორი ძირითადი ფორმა:
1. მიმდინარე დისკუსიაში ჩართვა;
2. ახალი დისკუსიის დაწყება.

1. მიმდინარე დი სკ უსიაშ ი ჩართვა:


შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო დისკუსია ჩამონათვალიდან (სვეტი “T Title”) თქვენ
შეხვალთ კონკრეტული დისკუსიის ვებგვერდზე. ახალი მესიჯის დასამატებლად ჩაწერეთ
ტექსტი ველში ,,M
Message”, შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკს ,,P
Post My Message”.

2. ახა ლი დისკ უსიი ს დაწყება:


ახალი დისკუსიის დასამატებლად დააწკაპუნეთ გვერდის ბოლოს ბმულზე ,,Add:
Discussion”. ჩაწერეთ დისკუსიის თემა ველში ,,T Title” შემდეგ კი აკრიფეთ დისკუსიის
დასაწყები ტექსტი ველში ,,M
Message”. დააწკაპუნეთ ღილაკზე ,,Add Discussion”.

გისურ ვებთ წარმატებულ მუშაობას iEARN სამყაროში !

12
iEARN პროგრამას საქართველოში ახორციელებენ

ასოციაცია ,,სსკოლა-ოჯახი-საზოგადოება” და
,,სიქა – საგანმანთლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია”

www.gearn.blogspot.com GEARN (iEARN-საქართველოს ბლოგი)

ა ს ო ც ი ა ც ი ა „ ს კ ო ლ ა – ო ჯ ა ხ ი – ს ა ზ ო გ ა დ ო ებ ა “
A ss ocia tio n , , Sch oo l – Fa mil y – S oci ety ”

0162, საქართველო, თბილისი ჭავჭავაძის #82,


ტელ.: +995 32 15 55 66.
www.sfsa.org.ge
office@sfsa.org.ge

“ ს ი ქ ა - ს ა გა მ ა ნ ა თ ლ ე ბ ლ ო ი ნ ი ც ი ა ტ ი ვ ე ბ ი ს ქ ა რ თ უ ლ ი ა ს ო ც ი ა ც ი ა ”
“ S I Q A – G e o r g i a n A s so c i a t i o n o f E d u c a t i o n a l I n i t i a ti ve s ”
3700, საქართველო, რუსთავი, მეგობრობის გამზ. 12/56,
ტელ.: 8 24 - 15 13 58; (მობილურიდან ან ახალი ქსელებიდან)
12 20 45 (ძველი ქსელებიდან)
www.siqa.org.ge
siqaoffice@gmail.com

12

You might also like