Welcome to Scribd. Sign in or start your free trial to enjoy unlimited e-books, audiobooks & documents.Find out more
Download
Standard view
Full view
of .
Look up keyword
Like this
12Activity
0 of .
Results for:
No results containing your search query
P. 1
ბორის გროისი - დროის ამხანაგები

ბორის გროისი - დროის ამხანაგები

Ratings: (0)|Views: 556|Likes:

More info:

Published by: Tornike Qaunta Chumburidze on Jun 15, 2013
Copyright:Attribution Non-commercial

Availability:

Read on Scribd mobile: iPhone, iPad and Android.
download as DOC, PDF, TXT or read online from Scribd
See more
See less

04/06/2015

pdf

text

original

 
ხელოვნებას თანამედროვე შეიძლება ეწოდოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ღიად ავლენსთავის თანადროულობას- და აქ, თანადროული მხოლოდ ახლახანს შექმნილს ანგამოფენილს არ გულისხმობს. ამიტომაც, შეკითხვა „რა არის თანამედროვეხელოვნება“ თავის თავში მოიცავს სხვა კითხვებსაც : „რა არის თანადროული“ „როგორშეგვიძლია ვაჩვენოთ თანადროული, როგორც ასეთი?“. თანადროულობა შეგვიძლიამოვიაზროთ დასწრებულობად, აქ და ახლა ყოფნად. ამ აზრით, ხელოვნება ჭეშმარიტადთანამედროვეა თუ ის აღიქმება როგორც ავთენტური, თუ მიიჩნევა, რომ მან მოახერხაჩაევლო აწმყოს დასწრებულობისთვის და გამოეხატა ის ისე, რომ თავი არ შეეზღუდაარც წარსულის ტრადიციებით და არც მომავალზე ორიენტირებული სტრატეგიებით.თუმცა, გასათვალისწინებელია დასწრებულობის კრიტიკაც, განსაკუთრებით მისიდერიდასეული ფორმულირება, რომელიც ერთობ დამაჯერებლად ასაბუთებს, რომაწმყო თავადაა „გაფუჭებული“ წარსულისა და მომავლის მიერ. რომ დასწრებულობისშუაგულში ყოველთვის არყოფნაა და არაფრით შეიძლება ისტორია, ხელოვნებისისტორიის ჩათვლით, „დაწრებულობათა წყებად“ წარმოვსახოთ.მაგრამ დერიდას დეკონსტრუქციის სიღრმისეული ანალიზის ნაცვლად, ვაპირებ უკანდავბრუნდე და ვიკითხო : რა არის აწმყოში - აქ და ახლაში - ისეთი, რაც ასე ძლიერგვაინტერესებს? ჯერ კიდევ ვიტგენშტეინი მოიხსენიებდა ირონიულად თავის იმკოლეგებს, ვინც იმის მაგივრად, რომ თავიანთ საქმესა და ყოველდღიურ პრობლემებზეეზრუნათ, დროდადრო გადაწყვეტდნენ, რომ აწმყოს ანალიზით უნდა დაკავებულიყვნენ.ვიტგენშტეინისთვის აწმყოს, მოცემულის პასიური ჭვრეტა არაბუნებრივი, მეტაფიზიკურიტრადიციით ნაკარნახევი საქმიანობაა, რომელიც უგულვებელყოფს ყოველდღიურიცხოვრების მდინარებას - ნაკადს, რომელიც ყოველთვის გადადინდება აწმყოზე დაარავითარ განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს მას. ვიტგენშტეინის თანახმად,აწმყოსადმი ინტერესი ფილოსოფების - შესაძლოა ხელოვანებისაც - პროფესიულიშეზღუდულობიდან გამომდინარეობს. ის მეტაფიზიკური დაავადებაა, რომელიცფილოსოფიური კრიტიკით უნდა განვკურნოთ.სწორედ ამიტომ მიმაჩნია ჩვენი დისკუსიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნადშემდგომი შეკითხვა : როგორ წარმოაჩენს თავს აწმყო ჩვენს ყოველდღიურცხოვრებაში? როგორ წარმოჩნდება ის მანამ, სანამ მეტაფიზიკური სპეკულაციების ანფილოსოფიური კრიტიკის საგანი გახდება? მეჩვენება, რომ აწმყო, თავისი არსით,ისაა, რაც ჩვენი ყოველდღიური (ან არაყოველდღიური) პროექტების განხორციელებაშიგვიშლის ხელს, რაღაც, რაც წარსულიდან მომავალში გადასვლას უქმნისდაბრკოლებებს, რაც წინ გვეღობება, ჩვენს იმედებსა და მიზნებს ნაკლებადშესაძლებელს, არათანადროულს, ან უბრალოდ შეუძლებელს ხდის. ხშირად გვიწევსვაღიაროთ : დიახ, ეს მშვენიერი პროექტია, მაგრამ ამჟამად ჩვენ არ გვაქვს ფული,დრო, ენერგია მის განსახორციელებლად. ან : ეს ტრადიცია დიდებულია, მაგრამდღესდღეობით ის არავის აღელვებს. ან : ეს უტოპია მშვენიერია, მაგრამ, საუბედუროდ,დღეს აღარავის სჯერა უტოპიების... აწმყო ის მომენტია, როცა გადავყვეტთ,მომავლისგან ნაკლებს მოველოდეთ ან წარსულის ძვირფას ტრადიციებსდავემშვიდობოთ, რათა აქ და ახლას ვიწრო კარში გავეტიოთ. ერნსტ იუნგერისცნობილი ფრაზაა, რომ მოდერნულობამ - პროექტებისა და გეგმების ეპოქამ parexcellence
-
გვასწავლა, მსუბუქი ბარგით ვიმოგზაუროთ. იმისათვის რომ აწმყოს ვიწროდერეფნებში სიარული განეგრძო, მოდერნულობამ თავი გაითავისუფლა ყველაფრისგან,რაც მეტისმეტად მძიმედ, მნიშვნელობით, მიმიკრიით, ოსტატობის ტრადიციულიკრიტერიუმებით, ნაანდერძევი ეთიკური და ესთეტიკური კონვენციებით მეტისმეტადდატვირთულად მიაჩნდა.
 
რედუქციონიზმის სტრატეგიით მოდერნულობა ცდილობს გადაურჩეს აწმყოსგადალახვის სახიფათო პროცესს. ხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა და ფილოსოფიამეოცე საუკუნეს იმიტომ გადაურჩნენ, რომ მხრებზე ზედმეტი ტვირთი არ ეკიდათ.ამადვდროულად, ეს რადიკალური რედუქციები ააშკარავებენ გარკვეულ დაფარულჭეშმარიტებას, რომელიც სცდება მათ მყისიერ ეფექტურობას. ისინი გვაჩვენებენ, რომშეგვიძლია ბევრი დავთმოთ - ტრადიციები, იმედები, უნარები, იდეები - და მაინცშევინარჩუნოთ ჩვენი პროექტი. ამ ჭეშმარიტებამვე აქცია მოდერნისტული პროექტებიტრანსკულტურულ ფენომენებად - კულტურული ბარიერების დაძლევა ხომ ბევრი რამითჰგავს აწმყოს ლიმიტების გადალახვას. ამიტომაც, მოდერნულობის ეპოქაზე აწმყოსგავლენა მხოლოდ ირიბად ვლინდება, იმ რედუქციების მეშვეობით, რომელიცხელოვნების, ან უფრო ზოგადად, კულტურის სხეულმა განიცადა. მოდერნულობისკონტექსტში აწმყო, როგორც ასეთი, ყოველთვის ნეგატიურად აღიქმება, რაღაცად, რაცმომავლის სახელით უნდა გადაილახოს, რაც ჩვენი პროექტების განხორციელებისპროცესს ანელებს, რაღაცად, რის გამოც იგვიანებს მომავალი. საბჭოეთის ერთ-ერთისლოგანი იყო „
დროვ,წინ!“
. ილფმა და პეტროვმა ამ მოდერნული განწყობისპაროდიაც შემოგვთავაზეს სლოგანით „
ამხანაგებო, იძინეთ უფრო სწრაფად!
“.მართლაც, იმ დროს ბევრი არჩევდა აწმყო გამოეძინა - დაეძინა წარსულში დაგამოეღვიძა პროგრესის მწვერვალზე, ბრწყინვალე მომავლის დადგომის შემდგომ.მაგრამ როცა ჩვენი პროექტების ანალიზს ვიწყებთ, მათში ეჭვი შეგვაქვს ან ახალფორმულირებებს ვეძებთ, აწმყო მნიშვნელოვანი, ცენტრალურიც კი ხდება ჩვენთვის. ესიმიტომ, რომ არსებითად, თანადროული ეჭვისგან, ყოყმანისგან, გადაუწყვეტელობისგანშედგება - გაჭინაურებელი რეფლექსიის, დაყოვნების საჭიროებისგან. დათანამედროვეობაც სხვა არაფერია თუ არა ეს - დაყოვნების ხანგრძლივი, პოტენციურადუსასრულო პერიოდი. კირკეგორმა იკითხა თუ რას ნიშნავს, იყო ქრისტეს თანამედროვედა თავად უპასუხა ამ შეკითხვას: იყო ქრისტეს თანამედროვე, ნიშნავს დაეჭვდე იმაში,რომ ის მაცხოვარია. ქრისტიანობის მიღება აუცილებლად გულისხმობს თავად ქრისტესწარსულში დატოვებას. ჯერ კიდევ დეკარტემ განმარტა აწმყო, როგორც ეჭვის პერიოდი- ეჭვისა, რომლისგანაც მოველით, რომ მკაფიო, ცხადი, აშკარა აზრებით დახუნძლულმომავალთან მიგვიყვანს.შეიძლება ის აზრიც გამოითქვას, რომ ამჟამად, ჩვენი ისტორიის ამ ეტაპზე, სწორედასეთ სიტუაციაში ვიმყოფებით, რადგანაც ჩვენი ეპოქა მოდერნული პროექტებისგადაფასების - არა მიტოვების, არა უარყოფის, არამედ ანალიზისა და გადაფასების -ხანაა. ყველაზე აშკარა მიზეზი ამ გადაფასებებისა, ცხადია, რუსეთისა და აღმოსავლეთევროპის მიერ კომუნისტური პროექტის უარყოფაა. პოლიტიკური და კულტურულითვალსაზრისით, მეოცე საუკუნეზე კომუნისტური პროექტი დომინირებდა. ცივი ომი,კომუნისტური პარტიები დასავლეთში, დისიდენტები აღმოსავლეთში, პროგრესულირევოლუციები, კონსერვატიული რევოლუციები, მსჯელობები დამოუკიდებელი დაჩართული ხელოვნების შესახებ - ამ პროექტებს, პროგრამებსა და მოძრაობებს,როგორც წესი, ერთმანეთთან აკავშირებდა ურთიერთდაპირისპირებულობა. მაგრამახლა ისინი მათსავე ტოტალობაში უნდა გადავაფასოთ. ამიტომაც, თანამედროვეხელოვნება შეგვიძლია მოვიაზროთ ხელოვნებად რომელიც ჩართულია მოდერნულიპროექტების გადაფასებაში. შეიძლება ითქვას, რომ გადაუწყვეტელობის, დაყოვნების -მოსაწყენ დროში ვცხოვრობთ. და ჰაიდეგერი ინტერპრეტირებს მოწყენილობას,როგორც წინაპირობას ჩვენი შესაძლებლობისა, განვიცადოთ აწმყოს დასწრებულობა -განვიცადოთ სამყარო, როგორც მთლიანობა იმით, რომ ჩვენთვის თანაბრად მოსაწყენიიყოს მისი ყველა ასპექტი, იმით, რომ არ გაგვიტაცოს ამა თუ იმ კონკრეტულმა მიზანმა,მაშინ როცა, მოდერნული პროექტები, სწორედ ამას, ცალკეულ ამოცანებზეორიენტირებას გულისხმობს.
 
ყოყმანი მოდერნულ პროექტებთან დაკავშირებით ძირითადად გამოწვეულია მათიდაპირებების მიმართ უნდობლობით. კლასიკურ მოდერნულობას სჯეროდა თავისიუნარისა, განეხორციელებინა წარსულისა და აწმყოს დაპირებები. სჯეროდა ამისღმერთის სიკვდილის შემდგომაც კი, მას შემდეგაც, რაც სულის უკვდავებისადმი რწმენაგაქრა. ყველაფერს ცხადს თუნდაც ხელოვნების მარადიული კოლექციის იდეაც ხდის:არქივი, ბიბლიოთეკა და მუზეუმი სეკულარულ მარადიულობას გვპირდებოდნენ,მატერიალურ უსასრულობას, რომელიც ანაცვლებს აღდგომისა და მარადიულიცხოვრების რელიგიურ დაპირებებს. მოდერნულობის პერიოდში „ნამუშევრის სხეულმა“შეცვალა სული და თავად გახდა „მე-ს“ პოტენციურად უკვდავი ნაწილი. ფუკო ამმოდერნულ უბნებს, რომლებშიც დრო კი არ ქრებოდა, არამედ აკუმულირდებოდა,ჰეტეროტოპიებს უწოდებდა. პოლიტიკური შინაარსით, შეგვიძლია ვისაუბროთმოდერნულ უტოპიებზე, როგორც აკუმულირებული დროის პოსტ-ისტორიულსივრცეეებზე, რომლებშიც აწმყოს სასრულობას განხორციელებული პროექტის,ხელოვნების ნიმუშისა თუ პოლიტიკური უტოპიის უსასრულობა ანაზღაურებდა. რა თქმაუნდა, განხორციელება მასში ინვესტირებულ, პროდუქტის შექმნაზე დახარჯულ დროსანადგურებს - როცა პროდუქტი დასრულებულ სახეს იძენს, დრო, რომელიც მისიშექმნისას გამოიყენეს, ქრება. თუმცა, ეს დაკარგული დრო კომპენსირდება ისტორიულინარატივით, რომელიც როგორღაც აღადგენს მას - ნარატივით, რომელიც ადიდებსმომავლისთვის მოღვაწე ხელოვანის, მეცნიერის, რევოლუციონერის ცხოვრებას.დღესდღეობით, უსასრულო მომავლის დაპირებამ თავისი დამაჯერებლობა დაკარგა.მუზეუმი, როგორც მარადიული კოლექციის სივრცე, ჩაანაცვლა მუზეუმმა, როგორცდროებითი გამოფენის ადგილმა. მომავალი გამუდმებით კვლავიგეგმება - კულტურულიტრენდებისა და მოდის განუწყვეტელი ცვლა ხელოვნების ნიმუშისა თუ პოლიტიკურიპროექტის სტაბილურ მომავალს ეჭვქვეშ აყენებს. წარსულიც გამუდმებით კვლავიწერება- სახელები და მოვლენები ჩნდებიან, ქრებიან, ხელახლა ჩნდებიან და ხელახლაქრებიან. აწმყო აღარ არის წარსულიდან მომავალზე ტრანზიციის წერტილი და ორივეგამუდმებული კვლავგადაწერის უბნად იქცა. უბნად ისტორიული ნარატივებისგამუდმებული კვლავგანვრცობისა, რომელიც უსხლტება ინდივიდუალური წვდომისა დაკონტროლის ნებისმიერ მცდელობას. ერთადერთი, რაშიც შეგვიძლია დარწმუნებულებივიყოთ აქ და ახლა ისაა, რომ ისტორიული ნარატივები ხვალაც ისევეკვლავგანივრცობიან, როგორც დღეს და არც ჩვენი მათდამი უნდობლობა შეიცვლება.დღეს ჩვენ გამომწყვდეული ვართ ამწყოს თვითკვლავწარმოებაში, რომელსაცარავითარი მომავლისკენ არ მივყავართ. ჩვენ უბრალოდ ვკარგავთ დროს, რაკი არშეგვიძლია მისი ინვესტირება, აკუმულირება - უტოპიურად თუ ჰეტეროტოპიულად.მარადიული ისტორიული პერსპექტივის გაქრობა წარმოშობს არაპროდუქტიული, ფუჭიდროის ფენომენს. თუმცა, შესაძლებელია ამ ფუჭი დროის პოზიტიურადინტერპრეტირებაც, როგორც ჭარბი დროისა, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ მხოლოდდროში ვარსებობთ, პოლიტიკური და ეკონომიკური პროექტების მიღმა.თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში ამ ტენდენციას ყველაზე უკეთ ე.წ. Time-basedArt ასახავს. და ეს იმიტომ გამოსდის, რომ ახდენს არაპროდუქტიული, ფუჭი,არაისტორიული, ჭარბი დროის თემატიზაციას - შეჩერებული დროის,stehende Zeit-ის,ჰაიდეგერის ტერმინი რომ გამოვიყენოთ. Time-based Art ჩაიჭერს და ასახავსქმედებებს, რომლებიც ხორციელდებიან დროში და არ ისახავენ მიზნად რაიმეპროდუქტის შექმნას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ქმედებებს შედეგად პროდუქტის შექმნამოჰყვება, ქმედებები წარმოჩნდებიან როგორც პროდუქტისგან დისტანცირებულნი,მასში არასრულად ინვესტირებულნი, მისით არ შთანთქმულნი. ამ ქმედებებში ჩვენ

Activity (12)

You've already reviewed this. Edit your review.
MariamAmashukeli liked this
1 thousand reads
TataKapianidze liked this
1 hundred reads
Teona Tsilosani liked this
Soso Chauchidze liked this
Katie Sartania liked this
Soso Chauchidze liked this
Soso Chauchidze liked this
alekskaka liked this

You're Reading a Free Preview

Download
scribd
/*********** DO NOT ALTER ANYTHING BELOW THIS LINE ! ************/ var s_code=s.t();if(s_code)document.write(s_code)//-->