Professional Documents
Culture Documents
(1888-1966)
[გვ. 30:] პეტრე პავლეს ძე ქავთარაძე 1888 წელს დაიბადა სენაკის რაიონის სოფელ
ნოსირში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში.
[გვ. 31:] …დრო გადიოდა, უკან დარჩა ძვ. სენაკის ოთხწლიანი სასწავლებელი,
ქუთაისის ქართული გიმნაზია, ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი,
მათთან დაკავშირებული მოწაფეობისა და სტუდენტობის სანუკვარი წლები და
განცდები…
აი, რისთვის არის უკიდურესად საჭირო, რომ ბოროტს წადილს მედგრად წინ
აღუდგნენ მეგრელნიც, სვანნიც და ყველა ქართველებიც”.
[გვ. 73:] …და მტრებმა უკან დაიხიეს: იგივე ლევიტსკი, რომელიც კატეგორიულად
მოითხოვდა სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის განდევნას, ამჟამად
უკანდახეული, აი, რას წერდა თავის მოხსენებით ბარათში კავკასიის სასწავლო
ოლქის მზრუნველს – იანოვსკის: - ”არის მრავალი მეგრელი აზნაური, რომელიც თავს
ქართველად თვლის და სურს, რომ მისი ბავშვები სკოლაში ქართულ ენაზე
სწავლობდნენ. ნაცნობი მეგრელებისა და ძველი სენაკის ბავშვთა გამოკითხვიდან მე
მივედი იმ დასკვნამდე, რომ სამეგრელოს თითქმის ყველა აზნაური კითხულობს და
წერს ქართულად და ბევრი დედა ასწავლის თავის ბავშვს ქართულ ენას სკოლაში
მისვლამდის. ამ ფაქტების გამო და აგრეთვე ყურადსაღებად იმისა, რომ სამეგრელოს
თავადაზმაურობამ, რომელიც ინახავს ამ სკოლას, თავისი წარმომადგენლების პირით
განაცხადა, რომ ის ქართულ ენას თვლის თავის მშობლიურ ენად და
შუამდგომლობაც აღძრეს სამასწავლებლო უწყების წინაშე, რომ ძველი სენაკის
სააზნაურო სკოლაში სწავლება წინანდებურად ქართულ ენაზე მიმდინარეობდესო,
მე შესაძლებლად და დასაშვებად ვთვლი, [გვ. 74:] რომ ქართული ენა დატოვებულ
იქნას ამ სკოლაში სწავლების ენად”.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
[გვ. 47:] რევოლუციამდელ ძველ სენაკში ორი სკოლა არსებობდა: 1874 წელს
დაარსებული სამინისტრო სკოლა და 1884 წელს დაარსებული სათავადაზნაურო
სკოლა. 1964 წლის ოქტომბერში ქართველმა საზოგადოებრიობამ დიდი ზეიმით
აღნიშნა სათავადაზნაურო სკოლის დაარსების 80 წელი. სკოლის ეზოში და შემდეგ
სოფლის კლუბში შეიკრიბნენ ამ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, რაიონის
ხელმძღვანელები, რესპუბლიკის პედაგოგიური საზოგადოების წარმომადგენლები,
სტუმართა შორის იყვნენ სკოლის აღზრდილები: კ. გამსახურდია, ვ. თოფურია, ა.
ჩიქობავა, პ. ქავთარაძე, ი. ბჟალავა, ვ. ნორაკიძე და სხვ., რომლებმაც ტკბილად
მოიგონეს სკოლაში გატარებული წლები.
[გვ. 7:] ძველი სენაკის სკოლა რუსული სკოლა იყო. იმ დროს სამეგრელოში არც
ერთი ქართული სასწავლებელი არ არსებობდა. საჭიროება კი დიდი იყო. იგი
ქართული კულტურის პროპაგანტისტი უნდა გამხდარიყო სამეგრელოში. სწორედ ამ
მოტივით ხელმძღვანელობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების გამგეობა, როცა გადაწყვიტა და კავკასიის სასწავლო ოლქის
მზრუნველისაგან მიიღო ნებართვა ძველ სენაკში გაეხსნა მესამე თანრიგის
სასწავლებელი [კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის ცირკულიარი, 1884 წ, # 10,
გვ. 483.]. გადაწყდა ქუთაისის სააზნაურო სკოლის ერთი მოსამზადებელი
განყოფილება გადაეტანათ ძველ სენაკში, დაემატებინათ მეორე და ჯერ
ორგანყოფილებიანი, ხოლო შემდეგ ოთხგანყოფილებიანი დაწყებითი სკოლა
გაეხსნათ. ეს საკითხი პრაქტიკულად 1884 წელს გადაწყდა. ამიერიდან ძველ სენაკში
ორი სკოლა არსებობდა: სამინისტროსი - რუსულ ენაზე და "ქართველთა შორის წერა-
კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" - ქართულ ენაზე.
[გვ. 8:] ეს სკოლა 1884 წლის 28 ოქტომბერს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ამ ზეიმს
ძველი სენაკისა და მის ახლო-მახლო სოფლების ბევრი მცხოვრები დაესწრო.
1885 წელს ძველი სენაკის სააზნაურო სკოლის ახალი შენობა საზეიმოდ
აკურთხეს.
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელით სიტყვა
წარმოთქვა აკაკი წერეთელმა. "ვალდებულნი ვართ შევისწავლოთ ჩვენი წარსული, -
თქვა აკაკიმ, - გავიცნოთ ჩვენი [გვ. 9:] მამა-პაპანი და მათი ღვაწლი, არავითარი
გონიერება ამას წინ არ აღუდგება!... ის ვინც თავისი ვინაობა არ იცის და თავის თავს
ვერ იცნობს, სხვას როგორ-ღა შეისწავლის?... საჭიროა, რომ მარტო აწმყოზე არ
შევჩერდეთ. ეა აგვამაღლებს ჩვენ ზნეობრივად, აგვევსება გული სიმართლითა და
სიყვარულით... მაშინ შეგვეძლება ის სიყვარული სხვასაც გავუზიაროთ: ვინც
გვეძმობა - ვეძმოთ.
სად უნდა შევიძინოთ ესეები ყველა? იმ ახალ ტაძარში, რომელსაც ჩვენ
სასწავლებლებს ვეძახით და ერთი რომელთაგანი დღეს აქ ვაკურთხეთ. დიაღ, აქ
უნდა შეისწავლონ ჩვენმა შვილებმა თავისი თავი და მიხვდნენ, რომ საქართველოს
სხვადასხვა კუთხის მცხოვრებნი, ძმები ვართ, სამის ძლიერის, უხრწნელის კავშირით
საუკუნოდ შეხორცებული. ვიმეორებთ, აქ, ამ სკოლაში მიხვდება იმერელი, რომ ის
კერძოდ, თუმცა იმერელია, მაგრამ საზოგადოდ კი იგივე ქართველია; აქ გაიგებს
მეგრელი, რომ კერძოდ ის მეგრელია, თავის საკუთარი ფერის მექონი, მაგრამ
საზოგადოდ კი, ძირეულად, იგივე ქართველია და თავისი კერძო მეგრელობით
მხოლოდ აფერადებს ქართველობას" [ა. წერეთელი, თხზულებანი, ტ. XII, გვ. 274-
275.].
[გვ. 10:] მოგვიანებით შალვა დადიანი სკოლის გახსნის შესახეაბ წერდა: "...მაშინ
ასეთი სკოლის დაარსება საქართველოში დიდ ეროვნულ გამოფხიზლებას უდრიდა
და აკი ცოტაოდნად თავმოღერილ მეგრელს ესმოდა მნიშვნელობა ამ გარემოებისა,
თავი მოსწონდა და საზოგადოებაში ტრაბახობდა კიდეც" [შალვა დადიანი,
თხზულებანი, ტ.V, გვ. 48.]. [გვ. 13:]
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ალექსი მინდაძე
პეტრე ქავთარაძე
შინაარსი
ბიოგრაფიული მონახაზი... 3
პეტრე ქავთარაძის პიროვნების ზოგიერთი თავისებურება... 26
პ. ქავთარაძის სამეცნიერო შრომები... 37
I. სახელმძღვანელოები... 38
II. სადოქტორო დისერტაცია... 42
III. ნერვული ბარიერების მნიშვნელობა... 46
IV. სამხარეო პათოლოგიის საკითხები... 47
V. საქართველოს საკურორტო ფაქტორების გავლენა ნერვულ სისტემაზე... 51
VI. ნერვული სისტემის ტრავმები... 57
VII. შრომები ნევროლოგიის გამოჩენილ მოღვაწეებზე... 60
ჟ. შარკო... 60
ვ. ბეხტერევი... 61
ვ. ბაბინსკი... 62
ი. ანფიმოვი... 63
გ. პონდოევი... 66
ლიტერატურული გატაცება... 67
მოულოდნელი იყო; სიცოცხლე გრძელდება... 73
პ. ქავთარაძის სამეცნიერო შრომების სია... 72
П. П. Кавтарадзе... 84
გამოყენებული ლიტერატურა... 86
617.9 (ჩ41)(09)
61+616.8(47.922)(092 ქავთარაძე)
მ 688
ГЛУБОКОУВАЖАЕМЫЙ РЕДАКТОР!
ბიოგრაფიული მონახაზი... 3
პეტრე ქავთარაძის პიროვნების ზოგიერთი თავისებურება... 26
პ. ქავთარაძის სამეცნიერო შრომები... 37
I. სახელმძღვანელოები... 38
II. სადოქტორო დისერტაცია... 42
III. ნერვული ბარიერების მნიშვნელობა... 46
IV. სამხარეო პათოლოგიის საკითხები... 47
V. საქართველოს საკურორტო ფაქტორების გავლენა ნერვულ სისტემაზე... 51
VI. ნერვული სისტემის ტრავმები... 57
VII. შრომები ნევროლოგიის გამოჩენილ მოღვაწეებზე... 60
ჟ. შარკო... 60
ვ. ბეხტერევი... 61
ვ. ბაბინსკი... 62
ი. ანფიმოვი... 63
გ. პონდოევი... 66
ლიტერატურული გატაცება... 67
მოულოდნელი იყო; სიცოცხლე გრძელდება... 73
პ. ქავთარაძის სამეცნიერო შრომების სია... 72
П. П. Кавтарадзе... 84
გამოყენებული ლიტერატურა... 86 [გვ. 89]
დაიბეჭდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს
დადგენილებით
*
გამომცემლობის რედაქტორი ნ. ავალიანი
მხატვარი გ. ნადირაძე
ტექრედაქტორი ნ. ბოკერია
კორექტორი ლ. ამაშუკელი
პროფ. ა. რუხაძე
პეტრე ქავთარაძე
(მოგონება)
მალე შესრულდება 60 წელი მას შემდეგ, რაც 1900 წლის სექტემბრის დამდეგს
რამდენიმე ბავშვი, მათ შორის პეტრე ქავთარაძე, ძველი სენაკის ქართული
სააზნაურო ოთხგანყოფილებიანი სკოლის ახალკურსდამთავრებულნი, ქუთაისის
სააზნაურო ქართული ოთხკლასიან სასწავლებელს მოადგნენ პირველ კლასში
შესასვლელად. პეტრესა მის თანაკლასელთა (ბოკერია ევგენი, დადიანი შოთა და
ფაღავა ყარამანი) ცხოვრებაში ახალი საფეხური იწყებოდა.
ქუთაისის ქართული სკოლა ქუთაისის მოწინავე ინტელიგენციამ დაარსა 1880
წელს მოსამზადებელი კლასების სახით. მას ინახავდა ქუთაისის საზნაურო ბანკი,
ამიტომ სააზნაურო სკოლას უწოდებდნენ, მდაბიურად "ბანკის კლასს". ქართული
იმიტომ ეწოდებოდა, რომ მოსამზადებელ ოთხ განყოფილებაში სწავლა ქართულ
ენაზე მიმდინარეობდა და ქართულ ენასა და და ისტორიის სწავლებას დიდი
ყურადღება ექცეოდა. მალე განყოფილებებს ოთხი პროგიმნაზიული კლასი მიემატა.
ეს სასწავლებელი უუფლებო იყო. პირველ ხანებში ზოგი მშობელი ახერხებდა
შვილის აქედან მთავრობის სასწავლებელში გადაყვანას, ან თბილისის ქართულ
გიმნაზიაში მოწყობას, რომელიც 1890 წლების მიწურულში 8 კლასიანი
სასწავლებელი გახდა, მაგრამ ისიც უუფლებო იყო. მალე ქუთაისის ქართული
სკოლადამთავრებულ ახალგაზრდებს დაეკეტათ გზა საშუალო განათლების
მიღებისა, რადგან გადატვირთვის გამო არც სახაზინო გიმნაზიაში უშვებდნენ
გამოცდაზე და არც თბილისის ქართულ გიმნაზიაში იღებდნენ. მათ დარჩათ ერთი
გზა: თუ სახაზინო სასწავლებელში ოთხი კლასის (პროგიმნაზიის) მოწმობაზე
ჩააბარებდნენ გამოცდას, შეეძლოთ სადმე დაბალი მომსახურების თანამდებობაზე
მოწყობილიყვნენ: აფთიაქის მოწაფედ, რკინის გზაში, ფოსტაში, კანცელარიის
მწერლებად. ქართული პროგიმნაზიის მრავალკურსდამთავრებულს შეხვდებოდით
ასეთ დაბალ თანამდებობაზე, განსაკუთრებით აფთიაქის მოწაფეებად.
ცარიზმი 1880-იანი წლებიდან საქართველოში სასტიკ გამარუსებელ
პოლიტიკას აწარმოებდა, კერძოდ სამეგრელოს სკოლებიდან განდევნა ქართული ენა,
სცადა მისი განდევნა ეკლესიიდანაც, ვითომდა როგორც არამშობლიური
მეგრელთათვის. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა
საზოგადოებამ, რომელიც ხელმძღვანელობდა ქუთაისის ქართულ სასწავლებელს,
ცარიზმის კოლონიალურ პოლიტიკას ის დაუპირისპირა, სხვათა შორის, რომ,
რადგან, სამეგრელოს ახალი ქართული სკოლის გახსნის უფლე[გვ. 13]ბას მას
მთავრობა არ მისცემდა, ქუთაისის სააზნაურო სკოლის მოსამზადებელი კლასების
პარალელები ძველ სენაკში გადაიტანა 1884 წელს და მის ინსპექტორად დანიშნა
განათლებული და ენერგიული პედაგოგი სამსონ ყიფიანი. ერთი წლის შემდეგ, 1885
წელს, ამ სკოლის მოთავსება საკუთარ შენობაში დიდი ზეიმით აღინიშნა. ზეიმს
დაესწრო დიდძალი ადგილობრივი მოსახლეობა, რომლის წინაშე პატრიოტული
სიტყვები წარმოთქვეს დიმიტრი ყიფიანმა, აკაკი წერეთელმა, ბახვა ფაღავამ, ვასილ
მაჩაბელმა, ნიკო დადიანმა და სხვებმა. ეს ზეიმი გადაიქცა ხალხის დემონსტრაციად
მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ. ეს პატარა სასწავლებელი მალე გახდა
ქართული კულტურის კერად მთელ სამეგრელოში, რომელსაც დევნიდნენ ქართველი
ხალხის მტრები - იანოვსკი, ლევიტსკი, მათი აგენტი თადა აშორდია და სხვანი.
აი ეს სკოლა დაამთავრა პეტრემ 1900 წლის გაზაფხულზე.
ამ ოთხგანყოფილებიან კურსდამთავრებულთაგან საუკეთესონი,
მასწავლებელთა შერჩევით, ქუთაისში იგზავნებოდნენ სწავლის გასაგრძელებლად,
სადაც მათ უეგზამენოთ ქართული სკოლის პირველ კლასში იღებდნენ. ქუთაისის
ქართულ სკოლაში მაშინ სახელმოხვეწილი აღმზრდელები მოღვაწეობდნენ: სილოვან
ხუნდაძე, გერასიმე ცაგარეიშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე, ალექსანდრე
გარსევანიშვილი, სამსონ ყიფიანი, თომა მთავრიშვილი, სერგო რობაქიძე და სხვანი.
1901 წლის იანვარში წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ამ სკოლის
ინსპექტორად შეარჩია შესანიშნავი პედაგოგი იოსებ ოცხელი, რომლის
ხელმძღვანელობით ქუთაისის ქართულმა სააზნაურო სკოლამ დიდ წარმატებას
მიაღწია მოწაფეთა შორის შეგნებული დისციპლინისა და სწავლების დარგში. მაშინ,
როდესაც ყველა სახაზინო სასწავლებელი მასწავლებლებისა დ მოსწავლეების ორ
მტრულად განწყობილ ბანაკს წარმოადგენდა, ქართულ სკოლაში მასწავლებლებსა და
მოწაფეებს შორის მამაშვილური განწყობილება არსებობდა. მასწავლებლები (და
პირველ რიგში ინსპექტორი) დიდ მზრუნველობას იჩენდნენ მოწაფეთა მიმართ,
რომელნიც გრძნობდნენ მასწავლებელთა ამ მშობლიურ დამოკიდებულებას.
ასეთ სასკოლო გარემოში მოექცა პეტრე ქავთარაძე. ის ბავშვობის ასაკში
ნაკლებად წააგავდა ბავშვს: მეტად დინჯი იყო, აუჩქარებელი, დაკვირვებული.
არასოდეს არ მინახავს ის ჩვენი სკოლის ვრცელ ეზოში სხვა ბავშვებივით მორბენალი,
ოთურმისა, ქვასალობის და ლახტის მოთამაშე, ან ორძელზე მოვარჯიშე. ყველა
გაკვეთილი კლასში მომზადებული მოჰქონდა და ბევრი სახელმძღვანელო წიგნის
მოტანა უყვარდა. არა მარტო თანაკლასელები, არამედ მასწავლებლებიც მას
მორიდებით და პატივისცემით ეპყრობოდნენ. ყველა საგანს წარმატებით სწავლობდა.
რამდენიმე თვე ერთ ბინაში ვცხოვრობდით და ოჯახშიც ისეთივე იყო, როგორც
სკოლაში
მაგრამ მიუხედავად სანაქებო ცოდნისა და ყოფაქცევისა, პეტრე ქავთარაძესაც,
ისე როგორც ამ სასწავლებლის სხვა კურსდამთავრებულთ, იგივე ბედი მოელოდა,
რაც წილად ხვდა იმათ, ვინც ეს სკოლა წინა წლებში დაასრულა, მაგრამ საქმე ჩვენი
სასწავლებლის შემყურეთათვის საკეთილოდ დატრიალდა. ქუთაისის მოწინავე
ადამიანთა განუწყვეტელი მზრუნველობის შედეგად პეტერბურგში მოხერხდა
ქუთაისის ოთხკლასიანი ქართული სააზნაურო უუფლებო სკოლა გადაკეთებულიყო
მოწაფეთათვის უფლებიან გიმნაზიად, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ოლქიდან
გამოგზავნილ დეპუტა[გვ. 14]ტის თანადასწრებით ატესტატის მისაღებად
რვაკლასდასრულებულები იმავე გიმნაზიაში და იმავე მასწავლებლების მიერ
გამოიცდებოდნენ; ეს დიდი გამარჯვება იყო, რასაც ხელი შეუწყო კარზე მომდგარმა
1905 წლის რევოლუციამ პეტრე ქავთარაძემ თავის თანაკლასელებთან ერთად
განაგრძო მეხუთე და მომდევნო კლასებში მეცადინეობა.
გიმნაზიის მასწავლებლები, პირველ რიგში კი იოსებ ოცხელი, ზრუნავდნენ
გიმნაზიის თვითეულ მოსწავლეზე, ეხმარებოდნენ მათ ყოველგვარად. პეტრე
ქავთარაძე მამით ობოლი იყო და ნივთიერად ნაკლებ უზრუნველყოფილი.
ერთხელ ის მძიმედ ავად გახდა; იოსებ ოცხელმა ყოველგვარი საშუალება
მიიღო მისი საიმედო მოწაფის განკურნებისათვის. ექიმები, წამლები, სათანადო კვება
მისგან პეტრეს არ დაკლებია და დირექტორი ყოველდღე დადიოდა მასთან და
ავადმყოფობის მსვლელობას თვალყურს ადევნებდა.
პეტრე ახლაც მოკრძალებით იგონებს ამ ამბავს. ამ მხრით პ. ქავთარაძე
გამონაკლისს არ შეადგენდა. 1908 წელს პეტრესა და მის თანაკლასელებს გიმნაზია
უნდა დაესრულებინათ. მთელი ქართული საზოგადოება თვალყურს ადევნებდა
ქუთაისის ქართულ გიმნაზიის ამ პირველ გამოშვებას. ოლქმა დეპუტატად დანიშნა
ბათომის გიმნაზიის ინსპექტორი, შავრაზმელი მელნიკოვ-რაზვედენკოვი, რომელმაც
წერითი გამოცდების შესრულების შემდეგ მოახსენა მზრუნველს, რომ მოწაფეებს
ისტორიასა და ლათინურ ენაში სამინისტროს პროგრამა გავლილი არა აქვთ და
მოითხოვა გამოცდების შეწყვეტა. მეფის მოადგილის ბრძანებით გამოცდები
აბიტურიენტებს გადაედოთ აგვისტო-სექტემბრისათვის. არ ჩაეთვალათ მათ წერითი
გამოცდებიც. პეტრე ქავთარაძე იმ ზაფხულს თავის ოთხ თანაკლასელს გელათის
მონასტერში გაჰყვა, სადაც ისინი გამოცდებისათვის ემზადებდნენ. 1908 წლის
აგვისტოში სასწავლო ოლქმა დეპუტატად ერევნის გიმნაზიის დირექტორი
კოტილევსკი გამოგზავნა და ქუთაისის სახალხო სკოლის დირექტორსაც სემიონოვს
დაავალა გამოცდების მსვლელობისათვისაც თვალყური ედევნებინა. გამოცდები
სექტემბერში წარმატებით დასრულდა. ორივე დეპუტატი დადებით შეფასებას
აძლევდნენ ქუთაისის ქართული გიმნაზიის პირველი გამოშვების მოწაფეებს.
ამ წელს ქართული გიმნაზია დაასრულა 27 აბიტურიენტმა. ესენი იყვნენ:
ბოკერია ევგენი, დადიანი შოთა, დარასელია ნიკოლოზ, ერისთავი კონსტანტინე,
თვარაძე აკაკი, კავილაძე პავლე, კანდელაკი ალექსი, კიკაჩეიშვილი სისო, კიკნაძე
ანდრია, კუჭაიძე ვლადიმერი, კუჭაიძე გრიგოლ, ლომინაძე ვალერიან, მაჭავარიანი
იოველ, მხეიძე შალვა, მხეიძე ივანე, ნიჟარაძე ტარასი, ნანეიშვილი კონსტანტინე,
პაიჭაძე ივლიანე, სანებლიძე ვლადიმერი, ფაღავა ყარამან, ქავთარაძე პეტრე,
ქუთათელაძე გიორგი, ჩიჩუა ვარლამ, ჩხეიძე მიხეილ, ცაგარეიშვილი ალექსი,
ცაგარეიშვილი სერგო, ჭუბაბრია გიორგი.
ამათში წარჩინებულთაგან ერთ-ერთი პეტრე ქავთარაძე იყო, რომელიც ოდესის
უნივერსიტეტში შევიდა სამკურნალო ფაკულტეტზე. [გვ. 144]
პროფ. პ. ქავთარაძე
პ. ქავთარაძე
წერილი წაღვერიდან
პ. ქავთარაძე
ა) "საქართველო მუდამ ომში იყო გაბმული, ომი იყო წყარო ყმობისა. უცხო ან სხვა
სარწმუნოებისა თუ ჩაუვარდებოდა ვისმე ტყვედ, ის იყო საკუთრება (დამწერისა),
საყიდზე უფრო ძლიერი". ტყვე, მომავალი ყმა, სულ ერთია რა სარწმუნოების არ
უნდა ყოფილიყო, იწვევდა დავას იმის გამო, თუ ვის საკუთრებად გამხდარიყო. ვინც
პირველად დასჭრა და ცხენიდან გდმოაგდო, ტყვეც იმისი იყო, მაგრამ, თუ ვინმემ
მტერი დასჭრა და მას ყურადღება არ მიაქცია, მაშინ ის კარგავდა ტყვეს, რომელიც
გადადიოდა იმის საკუთრებად, ვინც აიყვანდა და უპატრონებდა დაჭრილს.
ბატონს უსაზღვრო უფლება ჰქონდა გლეხზე. ყველაფერი მისი იყო გარდა ყმის
სულისა, ე. ი. მოკვლა ყმისა აკრძალული ჰქონდა ბატონს. აგრეთვე ქართული კანონი
მედგრად იცავს გლეხის ოჯახურ ცხოვრებას: "თუ ყმამ შეუსწრო ბატონს ცოლთან,
სულ ერთია დღე თუ ღამე, და ამისთვის მოკლა, ის გლეხი არ ისჯება, რაც უნდა
დიდი კაცი იყოს მისი ბატონი".
1812 წელს კახეთის ამბოხება მოხდა, გაგრძელდა ოთხ თვეს, რომელსაც გენერალმა
"უსაშინლესი რევოლუცია" უწოდა.
1841 წელს გურიაში ისევ იფეთქა მღელვარებამ და თითქმის მთელ გურიას მოედვა.
აჯანყებულებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ჯარს.
ჩვენ ერთჯერ ვთქვით, რომ მთავრობას არ ჰქონდა გარკვეული გზა, არ იცოდა როგორ
და რა კანონით ემართა საქართველო. ის ერთმანეთში ურევდა ადგილობრივ
ჩვეულებებსა და რუსეთის იმპერიის კანონებს და აი "მკაცრი კანონისა და ცვალებადი
ჩვეულებების არევა შეიქმნა ერთი უმთავრესი ნაკლთაგანი ადგილობრივი
მდგომარეობისა. ამ სერიოზული ნაკლოვანების მაჩვენებელია დღემდე დარჩენილი
დროებით ვალდებულ გლეხთა ინსტიტუტი. თბილისის გუბერნიაში 1904 წელს 2702
მებატონე იყო დროებით ვალდებულთა მეპატრონე, დროებით ვალდებულ გლეხთა
რიცხვი კი 17.467 კომლს შეადგენდა". [გვ. 185]
ეს რეცენზია დაიბეჭდა გაზთ "იმერეთში" 1913 წელს ოქტომბრის თვეში. ჩემი მიზანი
იყო მეჩვენებინა ილია ჭავჭავაძის როლი გლეხთა განთავისუფლების საქმეში და
ამით გამეფანტა მის ირგვლივ არსებული აზრი.
ამ ჩემს რეცენზიას პასუხი გასცა პ. გელეიშვილმა. მისი თქმით ის თავადი ჭავჭავაძე,
რომელსაც მე ილია ჭავჭავაძედ ვაღიარებ, ილია არ არის, ის სხვა ჭავჭავაძეა. ამის
შესახებ შემდეგ მექნება საუბარი. [გვ. 186]
პ. ქავთარაძე
სათვისტომო თუ კოოპ ერაცია ?
[1 ეს წერილი, ოდესიდან გამოგზავნილი, დაიბეჭდა გაზეთ "იმერეთში" 1913 წლის
მაისში.]
ეს შარშან მოსკოვში მოხდა, ახლა კი ამ საკითხმა აქაც, ოდესაში, იჩინა თავი. აგერ
ერთი ხანია, რაც ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში ამის გარშემო კამათია
გამართული. ყველას სწამს, რომ სტუდენტობისათვის შველაა საჭირო, ეს მომავალი
საზოგადოება, ქვეყნის იმედი, ახლა თითქმის შიმშილობაში ატარებს დროს, ცალკე
მეცადინეობა, ცალკე ცუდი ცხოვრება ასახიჩრებს მას, როგორც ფიზიკურად, ისე
ფსიქიურად, და იმის მაგიერ, რომ ცხოვრების ასპარეზზე გამოსული მედგრად
შეებროლოს უსამართლობას, იგი უკვე დავრდომილია და ცხოვრების მაჩანჩალა
ხდება. აგრეთვე უმრავლეს შემთხვევაში ასეთი უკუღმართი ცხოვრების ბრალია
ახალგაზრდობაში თვითმკვლელობის ხშირი მოვლენა. ეს ყველას სწამს და შველასაც
ყველა ეძებს, მაგრამ როგორ და რა სახით, აი სად იბადება სხვადასხვა აზრი.
ზოგიერთს სურს დაარსოს აქ ეგრეთ წოდებული "სწრაფი დახმარების წრე". კიევში
ასეთი საზოგადოება უკვე არსებობს. სხვანი კი კოოპერაციისაკენ მიისწრაფიან. [გვ.
187]
ამ უკანასკნელ გზას ადგია თვით სტუდენტობა და უმრავლესობა პროფესორებისა.
საინტერესოა თვით მოწინავე სტუდენტობის "წერილი რედაქციას და
საზოგადოებისადმი" სადაც ისინი უარყოფენ ყოველგვარი ფილანტროპიული
საზოგადოებისაგან მიღებულ საშუალებას, რაღაც საღამოებისა და თხოვნით
შეკრებილ ფულს. "მუშაობა და თვით მოქმედება და არა მოწყალება" - აი რა გვინდა
ჩვენო. და მართლაც იმ დროს, როცა კოოპერაციის გარშემო ინტელიგენტ პირებს
შეუძლიათ იმუშაონ და თავის გასამრჯელოც მიიღონ, საქველმოქმედო საზოგადოება
წარმოადგენს დამამცირებელ ორგანიზაციას.
პ. ქავთარაძე
თეთრი მთა
სადაც უდაბურს, მთასა მყინვარსა,
ო
რ
ბ
ნ
ი
,
ა
რ
წ
ი
ვ
ნ
ი
ვ
ე
რ
შ
ე
ხ
ე
ბ
ი
ა
ნ
..
.
ი. ჭ.
სწორედ ხუთი წელიწადია, რაც თეთრი მთის ქებათაქება მესმის, დადგება თუ არა
ზაფხული, მთელი ოდიში თეთრი მთის სახელს გაიძახის "ვაი, ნიტე, ქომიღუდას
თეში საქმე, ჩე გოლაშა მიდმართედას" [1 ვაი, ნეტავი ისე მქონდეს საქმე, რომ თეთრ
მთაზე შემეძლოს წასვლაო.]. ასეთი ნატვრა, ზაფხულის დამლევამდე მუდამ გვესმის.
რასაკვირველია, ეს ბევრს ნატვრად ურჩება, მხოლოდ უმცირესობა ახერხებს ამის
ასრულებას და ყოველ ზაფხულს 700 კაცამდე გროვდება საგარაკოთ.
ვისაც უნდა ჰკითხო ოდიშში ამ მთის შესახებ, ყველასაგან ამნაირ პასუხს მიიღებ:
"ჰაერი დიდებულია, აბასთუმანი და ბაკურიანი რას მიედრება. უბედურებაა ისაა,
რომ გზა ძლიერ ცუდი და საშიშია, ცხენიანი კაცი ძლივს გაეტევა, დიდი მანძილიც
ფეხითაა სასიარულო".
ჩვენ მჟავე წყალზე ვიყავით, აქ არის რკინის წყალი [2 ამბობენ ანალიზი გაუკეთესო,
მაგრამ ვინ და სად არ იციან; კარგი იქნებოდა თუ გამოაქვეყნებდნენ მის
შემადგენლობას.], ჩემის აზრით, ბევრად უკეთესი ვიდრე ჟელეზნოვოდსკისა. აქვე
არის ცივი გოგირდის დასალევი წყალი, ხანდისხან ამას ათბობენ, საწნახელისებრ
ჭურჭელში ასხამენ და ბანაობენ, ამბობენ ძალიან მარგებელიაო. აგრეთვე არის აქ
ბუნებრივი "შხაპი", მთიდან გადმოსჩქეფს ანკარა თეთრი წყალი, ქვეშ ამოუდგებიან
მას და ისხურებენ. ეს წყალი, როგორც მოგახსენეთ, თეთრია, მაგრამ რასაც კი
დაესხურება ყველაფერს: ქვას, ხეს და სხვ. მწვანედ ღებავს და ამის გამო მას
შაბიამანის წყალს ეძახიან. აქ არის აგრეთვე სახმარი წყარო, მისი წყალი ძალზე
სასიამოვნო დასალევია. ტეხურიც ახლო უვლის, ერთი სიტყვით ბუნებით
დაჯილდოვებულია ეს ადგილი. საოცრად უხდება აქაური ჰავა და წყალი
სისხლნაკლულებს, ჭაობის ციებას, კუჭის ავადმყოფობას და სხვ.; ამბობენ ჭლექსაც [3
თუმცა აქ ჰაერი მშვენიერია, ახლოს ნაძვის ტყეა, მაგრამ ჭლექიანს მაინც არ
ვურჩევდი აქეთ ამოსვლას, რადგან სრულიად მოუწყობელია და გზაც ცუდია.], ბევრი
პირდაპირ სიკვდილისაგან იხსნაო. აქ ექიმი არ არის, არც ვინმე დაგარიგებთ, თუ
როგორ უნდა მოიქცეთ. აქ ყველაფერი გამოცდილებით იციან, ვინ როგორ უნდა
მოიქცეს, მჟავე წყალი რამდენი უნდა დაილიოს; თუ მუცელში შეგკრა, მაშინ ერთი
ჭიქა გოგირდის წყალი უნდა დალიო. ვისაც სურს, შხაპს ღებულობს. საკუთრივ
აქაური მოიჯარადეები, ნაჭყეპიები, უფრო ფულის შოვნას ეძებენ, ვიდრე რამის
გაკეთებას: ყოველ ზაფხულს 5.000 მ. იღებენ [გვ 191] და ერთი შაურის დახარჯვაც არ
უნდათ აგარაკის მოსაწყობად, მოაგარაკენი ამათ საწველ ფურად ჰყავთ.
ეს რომ ასე არ იყოს, აბა რა დიდი საქმე იქნებოდა, რომ მთის გზას ყოველ
გადასახვევზე ჯოხი დაერჭოთ და ზედ წაეწერად "გზა თეთრი მთისაკენ". ეს დიდ
ხარჯს არ მოითხოვს, ხოლო მოაგარაკეებისათვის ძლიერ საჭიროა. ასე რომ იყოს,
თეთრ მთაზე მიმავალი, გზის მაჩვენებელს, რომელიც სამი მანეთი ღირს აღარ
იქირავებდა.
ამას გარდა, კარავს რაღაც ორ-სამ ყავარს დაადებენ და მორჩა, ფული ბლომად მიაქვთ,
ხოლო თავზე მაინც გაწვიმს. მჟავე წყლის დალევაც დიდი გასაჭირია, მისასვლელად
ფეხი უნდა დაისველო, რადგან წყაროს წყალი გზაზეა მიშვებული. რა იქნებოდა ამ
წყლისათვის ღარი გაეკეთებინათ. შხაპიც უპატრონოთაა მიტოვებული; ავადმყოფს
ქვაზე და ქვიშაზე უწევს გახდა და დგომა. ამასაც ძლიერ ცოტა ხარჯი უნდა - საჭიროა
მხოლოდ რამდენიმე ფიცარი დასაჯდომად და ქვეშ დასაგებად. აქ უკუღმართობა
ბევრია. მაგრამ არავინაა ისეთი, რომ ამას ყველაფერს ყურადღება მიქციოს და
აგარაკის მოიჯარადეთა თავგასულობა ალაგმოს. წარმოიდგინეთ მერძეევებიც
თავნება ხალხია, ხან მოგიტანენ რძეს, ხან არა. როცა ჩვენ ამ დეფექტებზე
მივუთითეთ ნაჭყეპიებმა "ბუნტოვჩიკებად" მოგვნათლეს და როდესაც უკან
დაბრუნება დავაპირეთ, თურმე კანტორაში კაცი აფრინეს, "ბუნტოვჩიკები" მიდიან
და თვალყური ადევნეთო. გზაზედაც ვიღაც მიხეილ ნაჭყეპიამ, თოფით მოკვლა
დამიპირა, რადგან ვუთხარი, თქვენს სისაძაგლეს გაზეთში დავწერ მეთქი.
ეს ამბავი იყო 1910 წელს, რაც ქუთაისის გაზეთ "კოლხიდაში" 1911 წ. 5 აგვისტოს
დაიბეჭდა.
პ. ქავთარაძე
ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლა გადაიტანონ ახალში ?
***
პ. ქავთარაძე
იოსე ბ ივანეს ძე ოცხ ელი
(მოგონება)
ი. ოცხელი რომ ასეთი დირექტორი იყო, ამას მაგალითებით მტკიცება ჩემი მხრივ არ
ესაჭირეობა, მით უმეტეს, ზოგიერთებს, თავიანთ მოგონებებში ამის
დამადასტურებელი მაგალითები უხვად მოყავთ.
თავის კრიტიკული წერილის შესავალში იაკ. ფანცხავა შემდეგს სწერდა: [გვ. 197]
შინაარსი
პ. გელბახიანი. წინასიტყვაობა... 3
წერილები და მიმოხილვები
რეცენზია-ოპონენციები
დამატება
პ. ქავთარაძის სამეცნიერო შრომები მოკლე ანოტაციით... 198
სარჩევი... 214 [გვ. 216]
რედაქტორი პ. გელბახიანი
გამომცემლობის რედაქტორი ლ. ხუნდაძე
ტექრედაქტორი ვ. ხუციშვილი
ხელმოწერილია დასაბეჭდად 3.XII-59 წ.
ქაღალდის ზომა 70 ხ 108 1/16.
ნაბეჭდი თაბახი 13,5 სააღრ.-საგამომც. თაბახი 15,25. საავტორო თაბახი 14,75
ფასი 8 მან. შეკვეთა # 1170 უე 00701 ტირაჟი 1000
საქ. კპ ცკ-ის გამომცემლობის ა. ფ. მიასნიკოვის სახ. სტამბა
"ზარია ვოსტოკა" თბილისი, რუსთაველის გამზ., # 42.
Back:
http://www.geocities.com/komblege/publications2.htm
&
http://www.geocities.com/komblege/kavta.html
&
http://www.scribd.com/kavta
&
http://kavtaradze.wetpaint.com/?t=anon