პროლოგი
1. მთები
აქ ჰფლობს ტიტანიცეცხლის მიმტანი, -ღმერთი პრომეთე.
ს ო ფ ო კ ლ ე.
მთა მთაზე მოსჩანს მაღალი,არწივის ჩრდილით ფარული,თოვლზე თოვლგდანაყარიწარღვნიდან ამოპარული. ხან სჩანს მზის ამოსახედი, ხან შავი ღრუბლის ნახირი,მეხის, ნიაღვრის ხმას ერთვის ხმალდარტყმულ ვეფხვის ძახილი...აქ იზრდებოდა მრავალითავისუფლების მფიცარი,აქ, ჯამში მაჯას იპოხდნენ, სტკიოდათ გულის ფიცარი. ხმლით ულალავდნენ ერთმანეთსყორნებს, დაჭრილი გმირები,ყორანი დაჭრილს მისდევდა სისხლისთვის შენამზირები... შინ ლაშქრობიდან უმხედროდთუ ბრუნდებოდნენ ცხენები, - ხმალი ეკიდათ კისერზე,კაცობა შეურცხვენელი.* *აქ, ვეფხვის ჯიში, ხმლის ჯიში, სწამდათ უმეტეს ყოვლისა;აქ თაყვანს სცემდნენ მოდგმობით ხმალს, ბრძოლით ცეცხლგამოვლილსა.
4