Welcome to Scribd, the world's digital library. Read, publish, and share books and documents. See more
Download
Standard view
Full view
of .
Save to My Library
Look up keyword
Like this
2Activity
0 of .
Results for:
No results containing your search query
P. 1
პირიზმი და ეშმაკის ნევროზი

პირიზმი და ეშმაკის ნევროზი

Ratings: (0)|Views: 218 |Likes:
Published by Temo Keshelashvili
ზელიმხან უძილაურის ახალი ესე
ზელიმხან უძილაურის ახალი ესე

More info:

Published by: Temo Keshelashvili on Oct 30, 2009
Copyright:Attribution Non-commercial

Availability:

Read on Scribd mobile: iPhone, iPad and Android.
download as DOC, PDF, TXT or read online from Scribd
See more
See less

10/30/2009

pdf

text

original

 
პირიზმდა
 
ეშმაკის ნევროზი
პირ
”-
 
სპარსული
 
სიტყვაა
,
ნიშნავს
მოძღვარს
”, “
წინამძღვარს
”,
ჩვენებურად
,
ახალი
 
სტილითიქნება
სულიერი
 
მამა
”,
არაბულად
— “
შეიხი
”.
ქართული
პირი
სპარსულიდან
 
უნდა
 
მოდიოდეს
;
ქართული
 
პირიზმი
 
ანალოგიურია
 
იმ
 
პირიზმისა
,
რაც
 
გვიანშუასაუკუნეების
 
მუსლიმანურ
 
ქვეყნებში
,
განსაკუთრებით
 
სპარსეთ
-
ოსმალეთში
,
გაიფურჩქნა
.
პირიზმი
 
გამოიხატებოდა
 
პირისადმი
 
გაფეტიშებულ
 
მორჩილებაში
.
შეიხის
 
ანუ
 
პირისლოცვა
-
კურთხევას
 
არაჩვეულებრივი
,
მაგიური
 
ძალა
 
მიეწერებოდა
.
ეს
 
სულიერი
 
ძალა
 
ანუ
,
არაბულად
, “
ბარაქა
” (
ქართული
 
მადლ
-
ბარაქა
)
მორჩილზე
(“
მურიდი
”),
ბერზე
(“
დერვიში
”)
ანუბრალო
 
მრევლზე
 
გადმოდიოდა
:
პირის
 
ხელზე
 
ამბორით
,
პირისაგან
 
მიღებული
 
ხელდასხმით
,
ყველაზე
 
უფრო
 
კი
,
პირისათვის
 
გაწეული
 
მორჩილებით
.
მუსლიმანურ
 
ქვეყნებში
 
პირებმა
 
არამხოლოდ
 
უამრავი
 
ქონება
(
თუმცაღა
 
ისინი
 
უპოვარებას
 
ქადაგებდნენ
),
არამედ
 
პრაქტიკულად
 
მთელიძალაუფლებაც
 
ჩაიგდეს
 
ხელში
,
ხალხი
 
სახელმწიფო
 
კანონებსა
 
და
 
ნორმებს
 
კი
 
არ
 
იცავდა
,
არამედპირთაგან
 
მიღებულ
 
ლოცვა
-
კურთხევებს
.
ერთ
-
ერთი
 
მთავარი
 
მიზეზი
 
იმისა
,
რომ
 
ათა
-
თურქმა
1925
წელს
 
დერვიშთა
 
ორდენი
 
აკრძალა
,
ესეც
 
იყო
.
ჯერ
 
კიდევ
XVII
-
ში
 
ერთმა
 
არაბმა
 
თეოლოგმა
,
მისტიკური
 
ღვთისმოსაობით
 
სახელგანთქმულმაიქბალმა
 
ძლევამოსილად
 
გაილაშქრა
 
პირიზმის
 
წინააღმდეგ
.
მან
 
დაასაბუთა
,
რომ
 
პირიზმი
 
ანუ
 
პირ
-
მოძღვართადმი
 
უზომო
 
მორჩილება
 
იყო
 
ზღუდე
,
რომელიც
 
მორწმუნეს
 
ისლამის
 
ცოცხალ
 
და
 
ახალიდროის
 
შესაფერის
 
გაგებას
 
აშორებდა
.
პირისტული
 
იდეოლოგიის
 
თანახმად
,
მორჩილი
, “
სულიერიშვილი
ისევე
 
უნდა
 
შერწყმოდა
 
პირს
 
ანუ
 
შეიხს
,
როგორც
 
მართლმორწმუნე
 
ბუდისტი
— 
ნირვანას
.
არაბულად
 
ამ
 
თვითაღხოცის
,
საკუთარი
 
ნების
 
გაუქმების
 
პროცესს
 
ეწოდებოდა
fanà fà’ sh-shaikh — 
გაქრობა
 
შეიხში
,
სპარსულად
,
პირში
 
გაქრობა
,
ერთი
 
სიტყვით
,
მოწაფე
,
სულიერი
 
შვილი
 
ისევე
 
უნდადადნეს
 
პირში
,
როგორც
 
ბუდისტი
 
ნირვანაში
;
დნება
 
კიდევაც
.
ისლამის
 
საქვეყნოდ
 
ცნობილი
 
მკვლევარი
Annemarie Schimmel
თავის
 
წიგნში
ისლამის
 
მისტიკურიგანზომილებანი
”,
სხვა
 
მოვლენებთან
 
ერთად
 
პირიზმსაც
 
განიხილავს
.
იგი
 
მუსლიმანური
 
თემის
 
ავ
-
კარგზე
 
საუბარს
 
იწყებს
 
წინასწარმეტყველის
 
ცნობილი
 
სიტყვებით
: “
მორწმუნე
 
მორწმუნის
 
სარკეა
(
არაბ
. Al-mu’min mir’at al mu’min).
ამას
 
წინათ
 
კი
,
როდესაც
 
ერთ
 
ისლამის
 
მკვლევარ
 
გერმანელთანერთად
 
თბილისის
 
ქუჩებში
 
დავსეირნობდი
,
და
 
გერმანელმა
 
მეცნიერმა
 
რამდენჯერმე
 
მოჰკრა
 
თვალითავდაბურულ
,
ტანდაბურულ
,
მოძღვრებთან
 
მიმავალ
 
ეკლესიურ
 
გოგონებს
,
მტკიცედ
 
განაცხადა
:
როგორც
 
ჩანს
,
ისლამი
 
თქვენთანაც
 
აღორძინებას
 
განიცდისო
”.
კომენტარი
 
ზედმეტიც
 
კია
.
მართლაცდა
,
მორწმუნე
 
მორწმუნის
 
სარკეა
.
პირიზმი
 
ანუ
 
გაფეტიშებული
 
მორჩილება
 
მოძღვრისპირისადმი
 
არახალია
 
და
 
რელიგიის
 
ისტორიაში
 
ამ
 
მოვლენამ
 
თავის
 
უმაღლეს
 
მწვერვალს
 
ისლამისგზით
 
მიაღწია
.
რასაკვირველია
,
ჩვენებური
 
პირიზმი
,
ანუ
 
მოძღვარომანია
,
ისლამური
 
პირიზმისსრული
 
ანალოგი
 
ვერ
 
იქნება
,
ზოგი
 
რამ
 
თავისებურება
 
მასაც
 
ახასიათებს
.
მოკლედ
 
რომ
 
მოვჭრათ
,
ესთავისებურებანი
 
ეშმაკის
 
ნევროზში
 
ფოკუსირდება
.
პირი
 
ანუ
 
მოძღვარი
 
გვამცნობს
,
რომსექსუალურობა
 
ეშმაკის
 
მახეაო
.
მომწიფებული
 
ქალის
 
ბუნებრივი
 
ლტოლვები
 
ჰბრალდება
 
ბოროტძალას
.
ამის
 
დამადასტურებელი
 
ერთი
 
კერძო
 
შემთხვევაც
:
სასულიერო
 
აკადემიაში
 
ამ
 
ორიოდე
 
წლის
 
წინათ
 
მოხდა
 
მეტად
 
მრავლისმთქმელი
 
ფაქტი
:
ერთმა
ქრისტიანული
 
ანთროპოლოგიის
სტუდენტმა
 
გოგონამ
 
თავის
 
ახალგაზრდა
 
ლექტორს
 
სატრფიალოჯადოს
 
გაკეთება
 
დააბრალა
 
და
 
რექტორთან
 
უჩივლა
.
რატომ
 
გააიგივა
 
მან
 
ახალგაზრდა
,
წარმოსადეგი
 
კაცი
 
დემონურ
 
ძალასთან
?
იმ
 
გოგონას
, “
პირის
”,
.
.
მოძღვრის
 
მკაცრი
 
კონტროლისქვეშ
 
რომ
 
იმყოფებოდა
,
გული
 
შეუვარდა
 
თავის
 
ლექტორზე
.
რასაკვირველია
,
ეს
 
სავსებით
 
ნორმალურმოვლენად
 
ითვლება
 
ცივილურ
 
საზოგადოებაში
,
სადაც
 
ამ
 
სიტუაციაში
 
ყველაფერი
 
ისევნორმალურად
,
საწოლით
 
მთავრდება
.
იწყება
 
წყვილთა
 
მეგობრობა
,
რაც
 
გრძელდება
 
ცოტა
 
ხანს
,
თუხანგრძლივად
;
შესაძლებელია
,
სამუდამოდ
 
გაგრძელდეს
,
.
.
ცოლქმრულ
 
ურთიერთობაშიგადაიზარდოს
.
პირისტული
 
აგიტაციისაგან
,
პირ
 N-
ის
 
მიერ
 
დათრგუნულმა
 
მორჩილმა
 
კი
 
თავისიბუნებრივი
 
სასიყვარულო
 
ლტოლვა
 
სიყვარულის
 
ობიექტის
 
ბოროტ
 
ძალებთან
,
დემონებთანშეკრულობას
 
მიაწერა
.
დემონები
 
ჩვენთვის
 
ბოროტი
 
უკუგდებული
 
სურვილებია
,
განდევნილ
,
უარყოფილ
 
ლტოლვა
-
აღგზნებათა
 
შთამომავალნი
” (
.
ფროიდი
, “
ეშმაკის
 
ნევროზი
 
მეჩვიდმეტე
 
საუკუნეში
”).
სხვათა
 
შორის
,
ზემოხსენებული
 
ლექტორი
,
ანუ
 
სიყვარულის
 
ობიექტი
,
თეოლოგია
,
თანაც
 
რიგიანიკვალიფიკაციის
.
იქნებ
 
მან
 
ჩვენთვის
 
იიქბალოს
 
და
 
დალაშქროს
 
პირიზმი
,
რომელიც
 
ეშმაკის
 
ნევროზსეფუძნება
 
და
 
არა
 
ქრისტიანულ
 
საწყისებს
 
და
 
საქართველოს
 
სინამდვილეში
 
ქრისტიანობის
 
ცოცხალიდა
 
თანამედროვე
 
გაგების
 
წინაშე
 
აღმართულ
 
ზღუდედ
 
იქცა
.

Activity (2)

You've already reviewed this. Edit your review.
1 thousand reads
1 hundred reads

You're Reading a Free Preview

Download
/*********** DO NOT ALTER ANYTHING BELOW THIS LINE ! ************/ var s_code=s.t();if(s_code)document.write(s_code)//-->