You are on page 1of 10

როგორ ტირიან შენი ხევები, რა ცრემლიანი აღმართებია, ვხვდები, რომ შენთვის ეგ ნანგრევები არც ოცნებაა და არც ფრთებია...

ეგ გალავნები და ციხეები დღეს რომ წინაპრებს დამსგავსებიან, წამომართულან, როგორც დევები და გიამბობენ ამბავს სევდიანს...

საუბარი მცხეთასთან

ლექსები სოსო ნადირაძე

თბილისს

ნადირობაა ალბათ მიზეზი, ჭალაში ისრით მეფის მომხმობი, როცა შუადღ ტოტზე ისე ზის, როგორც ბუდეზე დედა ხოხობი... ისარს მოზიდავს მეფე,ოღონდაც, ცისკენ შემართულს ლექსის რითმებად, როცა შუადღ ყოველ ფოთოლთან ხოხბის ფრთებივით გაირინდება... თითქოს ფარ-აბჯარს ტანზე ისხამს მზე, შეშინებული ისრის ქუხილით, ხოლო ხოხობი ყოველ სისხამზე ნისლიდან ჩეკავს თბილისს კრუხივით...

ისევ თბილისს
ნადირობაა ალბათ მიზეზი, ჭალაში ისრით მეფის მომხმობი, როცა შუადღე ტოტზე ისე ზის, როგორც ბუდეზე დედა ხოხობი... ისარს მოზიდავს მეფე ოღონდაც, ცისკენ მიმართულს ლექსის რითმებად, როცა შუადღე ყოველ ფოთოლთან ხოხბის ფრთებივით გაირინდება... თითქოს ფარ-აბჯარს ტანზე ისხამს მზე, შეშინებული ისრის ქუხილით, ხოლო ხოხობი ყოველ სისხამზე ნისლიდან ჩეკავს თბილისს კრუხივით...

ფიროსმანი

თითქოს ვიხილე იგი მეტეხთან, ქართული ჩოხით...ძველი ხალათით, ის დადიოდა, როგორც ლეგენდა, ფუნჯით დაჰქონდა მთელი ქალაქი. საით წავიდა არავინ იცის, მწუხარედ სდუმან გზები ჩავლილი, მთკვართან ბარბაცებს ძველი თბილისი, წელში მოხრილი ფიროსმანივით...

ბათუმს

თითქოს ამ ქალაქში დავიბადე, აქვე მოვიშუშე იარები, აქ მზე განახლების სულით მანთებს, წვიმა ნათლობის და ზიარების... აქ კაცს გული უცემს უღალატო, აქ ქალს სევდა ფარავს წარუშლელი და თუ ზღვის ტალღასთან მიხვალ მარტო, ცაში აგიტაცებს ლურჯი ხელი... და თუ მართლა იცნო გულმა გული და თუ მართლა იგრძნო ბგერამ ბგერა, ლექსად მოგაწყდება გარითმული წვიმის ქვითინი და მზის სიმღერა... ზღვასთან წუთიერი გარინდებით, თითქოს შთაგონებას ეწყურები, მინდვრებს შესევიან ყვავილები, ხეებს მოჟღურტულე ბეღურები... ო, რა ქართულია შენი მიწა---ზღვაში მოლივლივე ოქროს ნავი, გული შენს ნაწილად გადაიქცა და მკერდს ეხეთქება ტალღასავით

სამცხე-ჯავახეთს

განდეგილები დგანან ოდები და დანგრეული მტრისგან ტაძრები, თვალავსებულნი ცრემლის ლოდებით მწუხარენი და ცამდე მართლები... ჩვენ ვიხსენებდით წარსულს წამებულს, როგორ წაგვართვეს,როგორ დავკარგეთ და შორი ლოცვა წმინდა მამების გვიმსუბუქებდა თითქოს განაჩენს... დღემდის მოღწეულს ტანჯვით, წვალებით, სიტყვა არ უთქვამს მესხეთ-ჯავახეთს, მზემ შემოგვხედა მწყემსის თვალებით და გადაევლო ნაცნობ სანახებს...

მთა

ცეცხლიდან იშვა შენი ღირსება და მხრებზე გაწევს ქარის სიმძიმე, დილით ყვავილი გეალერსება, ღამით ვარსკვლავი შემოგციმციმებს... წელზე დუმილის ჯაჭვს შემოირტყამ და შენი სევდა ისე დიდია, გსურს რომ საკუთარ გულში მოიკლა ის რაც გინახავს, ან განგიცდია... ტანი წვიმებით დაზაფრული გაქვს, განმარტოებით დგახარ სრულებით, და დაგროვილი სევდა სულიდან გეღვრება,როგორც ნაკადულები... სულ რომ გვაგციო ზურგი ამაყად, ან მოეფარო შორეთს ბინდიანს იმ დიდ ჭრილობას ვერსად დამარხავ მაგ მხრებზე ჯვარცმით რომ აგინთია... ტანზე სამოსიც შემოგძარცვია, მთაო გალავნად წამომართულო, შენ ჟამმა თითქოს ბერად გაქცია და მძიმე აღთქმით დღემდე მარხულობ...

ხევსურეთს

ისე თბილა, ისე ლურჯი ცაა, მზე უთუოდ ხევსურეთზე ფიქრობს, პარნასი და პანთეონიცაა, მაგრამ აქ სულ სხვა მთებია თითქოს. მთაზე ხევსურს გაუშლია ფარა, ეს ხევსური კიდევ ერთი მთაა, ეს არაგვიც ერთ სიცოცხლედ კმარა, სიცოცხლეზე უკეთესიცაა...

ფშავი

მე ტრისტანი და ნიკო ერთ დილით, გზას დავადექით იმ სინათლისკენ, სად ერთურთს ხვდება ვაჟას აჩრდილი და დაღარული მთების სიმტკიცე ერთმანეთს ცვლიდა ფერდობი-რიყე, არ ნებდებოდა დაღლას სხეული, დაღამებამდე ჩვენს გვერდით იყო მზე ფშავის ცაზე ამაღლებული. აქ რომ შეგვყროდა დევების ჯიში, ბედი-შავბედი იქვე მოკლავდა, ჩვენ არ გვიგვრძნია დაღლა და შიში, მეგზურად გვყავდა გმირი კოპალა. მერე ვეწვიეთ გოგოლაურთას, იქ თურმე სტუმარს მუდამ ელიან, და როცა ღამეს სიტყვა გაუწყდა მზე ამოვიდა მამლის ყელიდან...

დაღუპულ მთამსვლელებს

ვინ მოიგონა, თითქოს და შეკრთით და გიღალატათ ფრთებმა არწივებს?! თქვენ გაგიტაცათ სიმაღლემ მთების და მწვერვალები გაინაწილეთ... თვალს გავადევნებ გაფრენილ მერცხლებს, თითქოს სივრცესაც ფრთები მოება, ჩვენ ფერმკრთალ ფურცლებს ვუწოდებთ ლექსებს, თქვენ კი კლდეებზე კვეთდით პოემას...

პოეტებს

რა უნდა გითხრათ?- უკვე ამ ხელებს ბოლო იმედის დაღი ატყვია, შუბლით ვეხები სარკის ნამსხვრევებს, როგორც ჭრილობას ანდა ნატყვიარს... ჩვენს ბილიკებზე უკვე დამზრალი მღვრიე ქარი და წვიმის წვეთია, სადაც ძაღლივით წოლა- წანწალი უყეფს პოეტის კენტად ხეტიალს... იმედი ზღაპრის გმირთა ხვედრია, გაგვიზომავენ მანძილს ხმიადით და ბოლოს ფიქრსაც დაგვაყვედრიან, თუ ავხმაურდით ან ავხმიანდით .. მხრებზე საკუთარ ცხედრებს დავიდგამთ, ცხოვრება თურმე მძიმე ტვირთია და სავალალოდ ის რაც არ გვითქვამს საფლავის ლოდებს გაურითმიათ... რა უნდა გითხრათ?- უკვე ამ ხელებს ბოლო იმედის დაღი ატყვია, შუბლით ვეხები სარკის ნამსხვრევებს, როგორც ჭრილობას ანდა ნატყვიარს...

რად გებრალები, რატომ დაღონდი? განა დავეცი სამარადისოდ, ჩემი ტკივილის ყველა ქვა-ღორღი ჩემმა მკლავებმა უნდა აზიდოს... რად გებრალები, განა მარტო ვარ, განა ბილიკზე კენტად მივდივარ! წვიმებს ვახსოვარ, ქარებს ვახსოვარ, მთვარეს ვახსოვარ, მოსულს ბინდიდან!

რად გებრალები

გაზაფხულის მონოლოგი
ბეღურამ თბილი ფრთებით მატარა, ჩემთვის ითმინა ყინვაც, გრიგალიც, ამიტომ იყო ასე პატარა, ასე სუსტი და ასე მიმქრალი. მიფრთხილდებოდა, როგორც ავგაროზს და როცა საზრდოც აღარ ებადა, გულში დამინთო ციცქნა სამყარო და უღალატო სისხლით მკვებავდა. ზღაპრულ კუნძულზე ვის არ სმენია?! მასაც ეძახდა თბილი ქალაქი, მაგრამ ბეღურას ის ურჩევნია, სიცივით მოკვდეს ვიდრე ღალატით. სიკვდილიც ბევრჯერ შემოეფეთა, ბევრჯერ აფრინდა ძერა მდელოდან, მაგრამ ბეღურა იდგა კედელთან და ჩემსკენ ნასროლ ტყვიას ელოდა. და, როცა სიკვდილს გამოვეპარე, სამყარო იყო ისე დაღლილი, რომ შიშით ყვავილს ამოვეფარე ყველა ყვავილზე სუსტი ყვავილი

ზამთრის მონოლოგი
ცივა, სხეული გამომეფიტა, მალე ყინულად გარდავიქმნები, ისე დავეცი ლურჯ თვალებიდან მცვივა და მცვივა თეთრი ფიფქები. მეგონა უცებ გაიდარებდა, მაგრამ, როდესაც მთვარე იღვიძებს, შიშისგან ვკვნესი ყველა კარებთან, რომ არ მომტეხოს ფრთები სიცივემ. მარტო დამტოვეს შეშლილ ქარებთან, და ვერ ვუპოვე ტკივილს სათავე, ახლა ბავშვებიც შეუბრალებლად უამრავ მარხილს გამომაბამენ. როცა გრიგალიც საქმეს მოილევს, და ჩამომამტვრევს მტევანს მარჯვენას; თითებს დავკიდებ,როგორც ლოლოებს, ბოლო იმედის გადასარჩენად. და, როცა ჟამი შხამიან ეკლებს, ისე მომაყრის, როგორც კამათლებს, მოვა ბეღურა და შიშველ მკერდზე თავის პატარა ნისკარტს დამადებს...

ექსპრომტი მას
ცოტა ამაყი,ცოტა თავნება, ჩამივლის ხოლმე ქარისებურად და თუ ვინმესთან დავმარცხებულვარ, ალბათ ამ ქალთან დავმარცხებულვარ... ახლაც იმ ქალზე ვფიქრობ რატომღაც, და მახსენდება ციხე ქაჯეთის და თუ ოდესმე გავიმარჯვებდი, ალბათ ამ მარცხით გავიმარჯვებდი...

ზღვა
ზღვა ხელგაწვდილი პალმის რტოებით, ცა მოლივლივე ბამბის ქულები, ტალღები-ლურჯი მწკრივი პოემის ნაპირს აწყდება ხელისგულებით... კვლავ სიჩუმეში განმარტოვდები, საკუთარ თავთან რჩები სრულებით და შრიალებენ ლერწმის ტოტები, როგორც ბულბულის სალამურები...

ნუშები

შეაკრთო ბაღი დეკემბრის ქარმა, ზამთარს პირველად შეხვდნენ ნერგები, პირველად იგრძნეს ფიფქების ქარვა, თოვლში პირველად ჩარგეს ტერფები... მწარედ ატირდნენ უსუსურები, სიზმრად ახსოვდათ ცხელი ზაფხული, თოვლს იგროვებდნენ მთები-სურები და შეთქმულება თვლემდა მზაკვრული... ყინვამ რომ გული ვერ მოიჯერა, მთიდან მოვარდა წყალი ხევებით, ვერც ცივმა თოვლმა, ვერც დიდმა ჩქერმა ვერ დაიმონეს სუსტი ხეები... სადაც გაზაფხულს აპრილი ერთვის, გულგაღეღილი დგანან ნუშები, ყვავილებისკენ გაწვდილი მკერდით, აფეთქებული სველი ტუჩებით...

არაგვი-მთების ნაჟური წმინდა, შემღაღადები მაღალთა კლდეთა, ბარში უძლეველ ლოდებად იქცა და ბებრის ციხედ დაგუბდა მცხეთას...

არაგვი

მუზას

მე ჩემი ლექსის სუნთქვა მაშინებს, ისე სუსტია და ნაღვლიანი, ვგრძნობ კალმის წვერით, როგორ ვამძიმებ, ან, როგორ ვაკრთობ ფურცლის შრიალით. ის ჯერ მუნჯია, უმწეო ბავშვი, ლურჯი სინათლე უდგას თვალებში, მე კი ვინ იცის რა მძიმედ დავსჯი, ჩემი სულის და კალმის თარეშით. მერე კი მზერით ვაცილებ ნელა და ვცდილობ ფურცელს გავუზიარო, თუ, როგორ იდგამს ბავშვივით ენას, ან რა ტაატით იწყებს სიარულს...

ისევ მუზას

იდუმალო, მე ამაოდ გელი, სულ უმწეოდ მიმატოვე უცებ, ნეტავ რატომ შემომხვიე ხელი, ასე რატომ შემაჩვიე ფურცელს, შენ მატყვევებ იდუმალი ბგერით და ზვარაკად თავგანწირვას ითხოვ ჩემი სულიც ისე ჩუმად მღერის, თეთრ ფურცელზე იღვენთება თითქოს. არაფერი აღარ მინდა გთხოვო, არ მინდა რომ მოგაბეზრო თავი, ეს ხელები ნიჩბებია მხოლოდ, შენს ტალღებზე დამსხვრეული ნავის...

სოსო ნადირაძე

You might also like