სადაც ნანგრევში ქარი უბერავს,მე იქ ვეძებდი ქართლის ბუმბერაზს:მითხარი, ხავსო,მითხარ, ფათალო,სად იყო გმირიაქ უბადალო...როგორ იბრძოდა აქ გორგასალი,ან მისი მტერი როგორ განივლტო?მიამბე, სურო,წარსულის სულო,რომ ოქროს ძაფზე მივმარგალიტო!პასუხად მესმის ჩხერა აბჯრისა,ხელში ხმლით ვხედავ დაჭრილ გოლიათს,მოჟონავს სისხლი გორგასალისა,რკინის პერანგის ნამსხვრევ რგოლიდან...3აიმართება უჯარმის ციხე,ბრწყინვალებს კოშკის ერთი სარკმელი,სარკმელში მოსჩანს ქალი მდუმარეჩემი ოცნების გადამსარკველი.რას ფიქრობს ახლა ქალი კოშკელი,რად ყრია ირგვლივ აბჯრის ნალეწი?რად მეჩვენება იორის ზვირთში