You are on page 1of 6

19.01.

2011 წელი

2011 წლის 18 იანვარს, დილით ეს წერილი გავუგზავნე ბ-ნ დავით პაიჭაძეს

გამარჯობა,

1. წუხელ გვიან ღამე ვნახე თქვენი რადიოგადაცემა და ძალიან გამიკვირდა: თქვენი


სტუმრისგან საკითხის ვითარება გაყალბდა და გადაცემა აიგო ჩემს პიროვნულ
შეურაცხყოფაზე. თქვენ ტაქტიანი ადამიანი ბრძანდებით და იმედი მაქვს, საპასუხო სვლას
გააკეთებთ.

2. სხვადასხვა ავტორის მიერ მსოფლიოს ენათა სხვადასხვა რაოდენობა სახელდება: 2 000-


დან 7 000-მდე. მიზეზი: არ არსებობს ენისა და დიალექტის გამიჯვნის ცალსახა
კრიტერიუმები;

3. ქ-ნი დობორჯგინიძე ჩემს მოსაზრებებს ადრეც ამახინჯებდა და მას სამეცნიერო ველში


ვუპასუხე. საჯაროდ, ტელევიზიით ქალის მხილება არ მიმაჩნია კარგ ტონად; თან არ მინდა ქ-
ნ დობორჯგინიძეს მისივე ტაქტით ვუპასუხო; ამიტომ დღევანდელ თქვენს გადაცემეში მე არ
მოვალ. იმედია, ჩემს ღირსებას კიდევ არ შელახავთ... ის აყალბებს კლასიკოსთა და
ისტორიკოსთა მოსაზრებებსაც; მაგ.: ლეონტი მროველი ქართველთა მხოლოდ ერთ ენას
ასახელებს - ქართულს; მთელ მსოფლიოში დედაენა ეთნოსის ძირითად განმსაზღვრელად
მიიჩნევა და სხვ.

4. ქართველური ენობრივი სამყაროს შემადგენელ ერთეულთა მცდარი კლასიფიკაციის


გამოა, რომ მთელ მსოფლიოში გავრცელებულია ქართველთა შესახებ არაადეკვატური
ეთნიკური კვალიფიკაციები თუ რუკები.

5. მიმაგრებული ფაილით გიგზავნი მასალების ნაწილს. ნახეთ იმ წიგნთან ერთად, რომელიც


უკვე გამოგიგზავნეთ და, თუ გექნებათ სურვილი, სხვა დროს დავგეგმოთ ისეთი გადაცემა,
რომელიც წაადგება სიმართლეს, შესაბამისად, ჩვენს სახელმწიფოსა და ერს. ენისა და
კილოს გამიჯვნის პრობლემურ თემაზე სატელევიზიო შოუ კარგ შედეგს არ მოიტანს
ქვეყნისთვის; ეს სამეცნიერო აუდიტორიის თემაა. არ შეიძლება ამ თემით საზოგადოების
დაძაბვა (ეს თქვენი გუშინდელი გადაცემიდანაც გამოჩნდა).

პატივისცემით ტარიელ ფუტკარაძე

პ.ს. დეოკუპაცია, სულ მცირე, ორ ასპექტს მოიცავს:

- დამპყრობლის ჯარის გაყვანა მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიიდან;

- დამპყრობლისგან თავს მოხვევული იდეოლოგიური სქემებისა და ეთნიკურად


დამანაწევრებელი "თეორიებისგან" გათავისუფლება. მე ვერასოდეს დავეთანხმები იმ
რუსსა თუ სხვა უცხოელს, ვინც ქართული ენის საზღვარს სამტრედიასთან ავლებს (იხ.,
მაგ., გიპერტის რუკა).

1
მიმაგრებული ფაილი ტექსტი:

პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე (საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია


პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის
ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი)

თანამედროვე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელში არსებული


ინფორმაციები ქართველთა იდენტობის შესახებ
(მეცნიერული და პოლიტიზებული კვალიფიკაციები)

1. 2000 წელს პარიზში გამოცემულ ატლასში "საფრანგეთი და სამყარო" (La France et le


Monde, Atlas) რუკის სხვადასხვა ფერით და ეთნიკური დასახელებით არიან წარმოდგენილი:
ქართველები, აფხაზები, მეგრელები, აჭარლები, სვანები და ოსები.

2. "ევროპის ენების ცენტრის" გრიფით 2002 წელს ესპანეთში გამოქვეყნებულ წიგნში


"Europe of the Peoples" სხვადასხვა დროშით და ეთნიკური დასახელებით არიან
წარმოდგენილი: ქართველები, აფხაზები, მეგრელები, სვანები და ოსები.

3. ევროპაში 2004 წელს შექმნილი და ინტერნეტში ფართოდ რეკლამირებული რუკის


მიხედვით, კავკასიაში მცხოვრები ეთნოსებია: ადიღელები, ქართველები, მეგრელელ-
სვანები, აფხაზები, სომხები, აზერბაიჯანლები, ბერძნები, ქურდები და სხვ.

4. მსოფლიო გლობალური ქსელის ძირითადი ეთნოლოგიური ენციკლოპედიის მიხედვით


(2010 წლის მდგომარეობით), საქართველოში არის შემდეგი ეთნოსები: აზერბაიჯანელები -
308 000, ასირიელები (აისორები) - 3 000, აფხაზები - 101 000, ბაცბები - 3 420, ბერძნები
- 38 000, ლაზები - 2 000, მეგრელები - 500 000, ოსები - 100 000, რუსები - 372 000,
სვანები (სამწერლობო ენად იყენებენ ქართულს და რუსულს) - 15 000, სომხები - 448 000 ,
ურუმები - 97 746, ქართველები - 3 901 380, ქართველი ებრაელები - 20 000, ქურთები -
40 000. (http://www.ethnologue.com/show_country.asp?name=GE).

2
5. ევროპის ისტორიის ახალ რუკებზე არაადეკვატურადაა წარმოდგენილი საქართველოს
რეალობა; მაგ., X საუკუნის რუკაზე გვერდიგვერდ ჩანს აფხაზეთი და იბერია:

6. ამგვარი არაადეკვატური კვალიფიკაციები და გაყალბებული რუკები სათავეს იღებს


მეფის რუსეთის დროინდელი ენობრივ-ეთნიკური დივერსიებიდან; იხ., მაგ., დღესაც ფართოდ
რეკლამირებული რუსული რუკა:

7. საუკუნენახევრის წინ შექმნილი ამ რუკისგან დიდად არ განსხვავდება თანამედროვე


რუს მეცნიერთა პროდუქციაც; მაგ., პროფ. იური კორიაკოვის მიერ განხორციელებულ
პროექტში: "მსოფლიოს ენათა რეესტრი" ქართველური ეთნიკური სამყარო წარმოდგენილია
შემდეგ დამოუკიდებელ ეთნოსებად (EG): მეგრელი, ლაზი, ქართველი, ბალელი (ზემო
სვანი) და ქვემო სვანი.

8. ყველასთვის ნათელია, რომ თანამედროვე მსოფლიოში რთულია საქართველოს


დანაწევრების დაკანონება მხოლოდ შეარაღებული აგრესიის გზით, ამიტომ არის მცდელობა,
"მეცნიერული" კვალიფიკაციებით და ისტორიული სინამდვილის გაყალბებით მოეძებნოს
საფუძველი ქართველთა ნაწილის არაქართველებად გამოცხადებას.

3
9. ისტორიული სინამდვილე საქართველოში ყველა საღად მოაზროვნებ იცის: ყველა
კუთხის ქართველი - მეგრელი, კახელი, სვანი, ტაოელი, აჭარელი, ხევსური, იმერხეველი,
თუში, რაჭველი, იმერელი, ჰერი, ლაზი, ჯავახი, ლეჩხუმელი, ლივანელი, ფშაველი,
მაჭახლელი, ქართლელი, ძველი აფხაზი თუ კახელი - ერთად ვქმნიდით საერთო
სამწიგნობრო ენას, ეროვნულ კულტურასა და საერთო სახელმწიფოს; შესაბამისად, ჩვენ
ერთი ეთნოსი ვართ. ცალკეულ ქართველ მეცნიერთა მიერ საერთაშორისო ქსელში
გავრცელებული ეს სიმართლე ვერ აკომპენსირებს საქართველოს შემდგომი დანაწევრების
მოსურნე ძალების მიერ კარგად დაგეგმილ საინფორმაციო-სამეცნიერო აგრესიას (რომლის
ტემპი ბოლო პერიოდში უფრო და უფრო იზრდება).
ვფიქრობ, ქართველთა ეთნიკური დანაწევრების მოსურნე ძალების მიერ
საერთაშორისო ველში გავრცელებული გაყალბებული კვალიფიკაციების ზრდადი
პროპაგანდის გასანეიტრალებლად, აუცილებელია ხელისუფლების, საქართველოს
მეცნიერებათა აკადემიისა და ქართველოლოგიური სამეცნიერო ცენტრების ერთობლივი
სტრატეგიის შემუშავება.

ბატონმა დავითმა მალევე მიპასუხა და კიდევ ერთხელ შემომთავაზა


გადაცემაში მონაწილეობა. მე დავთანხმდი მას გადაცემაში მონაწილეობაზე მას
შემდეგ, რაც ის ჩემგან მიწოდებულ მასალებს გაეცნობოდა და ჩემს მიერ
შეთავაზებულ უფრო პრობლემურ თემას განვიხილავდით)...

გადაცემის მსვლელობის დროს ერთ-ერთი რესპოდენტის მიერ ნათქვამმა


დეზინფორმაციებმა ვინმე რომ არ დააბნიოს, ქვემოთ გთავაზობთ ჩემს
კომენტარებს:

1. ლეონტი მროველი ქართველთა მხოლოდ ერთ ენას ასახელბს - ქართულს.


ქ-ნი ნ. დობორჯგინიძე ლეონტი მროველს უყალბებს მოსაზრებას და ჩემი თვალსაზრისი თუ
მონაცემები რომ გააყალბოს ხელს რა დაუშლის?

კიდევ ერი გაყალბების კრიმინალური ისტორიის შესახებ (ასეთ და მსგავს გამყალბებელთან


დიალოგს აზრი არა აქვს) იხ:
http://www.facebook.com/putkaradze#!/note.php?note_id=377220695677

2. ქ-ნი ნ. დობორჯგინიძე სხვა მემატიანეებისა და ისტორიკოსების მოსაზრებებსაც აყალბებს:

კომენტარისთვის იხ.: http://www.scribd.com/doc/27253445/Kartveluri-Memkvidreoba-XIII-


Gujejiani-Rozeta-Khorava-Bejan
ქ-ნი რ. გუჯეჯიანისა და ბ-ნი ბ. ჯავახიას წერილიდანაც ნათლად ჩანს: სვანეთისა და
სამეგრელოს დიდებული ქართველობა რუსეთის იმპერიის მზაკვრობამაც კი ვერ დააბნია (ქ-
ნი დობორჯგინიძის გაყალბებისა და კომენტარების ქვეტექსტები რა მოსატანია).

3. ქ-ნი დობორჯგინიძე ივანე ჯავახიშვილს ქართველთა დამანაწევრებელი თეორიის


მომხრედ აცხადებს. სინამდვილე სხვაგვარია; ივანე ჯავახიშვილი ერთენოვან
ქართველოლოგიის მხარდამჭერი იყო ჩემს დაბადებამდე ბევრად ადრე. იგი ნიკო მარს

4
აკრიტიკებდა ქართველთა დანაწევრების გამო (იხ.,ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ერის
ისტორია, პირველი ტომი, 1979 გვ. 152 [ქართველობის წარმართობა, სქოლიო]
http://www.amsi.ge/istoria/ij/qei1/T3.html

ქართველთა ერთ დედაენაზე ორიენტირებული ქართველოლოგიის ძირითადი პრინციპები


დიდი ხანია ჩამოყალიბებულია და მისი დაფუძნების პატივს ვერ მივიღებ ჩემი
ოპონენტებისგანაც კი :)

შდრ.:
მეგრული კილოს ენად გამოცხადების გამო საუკუნის წლის წინ ამხელდნენ რუსეთის იმპერიას
თედო ჟორდანია, გრიგოლ დადიანი, ამბროსი ხელაია და სხვა დიდი ქართველები; აი, რას
წერდა, მაგ., თედო სახოკია:
http://www.scribd.com/doc/24443368/Putkaradze-Saqartvelos-Mokle-Istoria
(იწყება მე-14 გვერდიდან)

იხ., აგრეთვე: http://iberiapage.ge/qartvelologia/gvanceladze/danarTi.htm

4. ბ-ნ კახა გაბუნიას (სამტრედიის გამო):


სამტრედია არ არის ქართველებისა და მეგრელების, მეგრულისა და ქართულის ს ა ზ ღ ვ ა რ
ი.

სამტრედიაზე გადის მეგრულისა და იმერულის საზღვარი; დამატებითი ინფორმაციისათვის,


იხ.:
http://www.scribd.com/doc/47055369/Putkaradze-Dezinpormacia-Kartvelebis-Shesaxeb-
Tezisebi

4. ბ-ნ კახა გაბუნიას (ბრუნვების გამო): ხევსურულსაც მეტი ბრუნვა აქვს ვიდრე
სალიტერატურო ქართულს; ენაა?
ძველი ქართული თითქმის ყველა ქართველურ ბრუნვას მოიცავს; მსჯელობისთვის იხ.:
- http://www.scribd.com/doc/36074095/Kartvelebi-sainterneto-versia

5. საკუთრივ ენათმეცნიერული მსჯელობა ვისაც აინტერესებს:


http://www.scribd.com/doc/13973516/T-Putkaradze-ergative-20081

ფაქტი ერთია:
ჩვენ ყველანი თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ როგორც ჩვენს დაედაენას -
ქართულს, ასევე: მეგრულს, სვანურს, ლაზურს, თუშურს, ხევსურულს, ტაოურს,
ფშავურს, ინგილოურს, რაჭულს და ა.შ. ქართველთა ყველა კუთხურ მეტყველებას -
ჩვენს ისტორიულ განძს.

6. არა მხოლო სამი ენათმეცნიერი, არამედ გაცილებით მეტი ფიქრობს, რომ ქართველებს
ერთი დედაენა გვაქვს; სანიმუშოდ, იხ. ამ წიგნის სქოლიოები:
http://www.scribd.com/doc/35702700/Tariel-Putkaradze-Eka-Dadiani-Revaz-Seroozia-
2010

7. ბ-ნმა დავით პაიჭაძემ 17 იანვრის რადიოგადაცემაში თქვა: "მეგრულ-სვანური


სოციოლინგვისტურად დიალექტებიაო"...

დავძენ:

5
როგორც წესი, არც ფონეტიკა-მორფოლოგია-სინტაქსის და არც ბგერათშესატყვისობების
საფუძველზე არ წყდება ენა-კილოების სტატუსი.
ბგერათშესატყვისობებით ენათა ნათესაობა დგინდება, და არა - სტატუსი.
მაგ., არანაირი მგერასთშესატყვისობა არ არის რუსულსა და უკრაინულს შორის; ამ ენების
მფლობელნი ერთმანეთისაც ესმით ("გაგებინების" კრიტერიუმი!), მაგრამ რუსული და
უკრაინული ენებია არამხოლოდ რუსებისა თუ უკრაინელებისათის, არამედ მთელი
მსოფლიოსათის. ასევეა: სერბიული და ხორვაიული, ბელორუსული და პოლონური და ა.შ.
მსოფლიოს ენათა უმრავლესობას კი აქვს ისეთი დიალექტები, რომელიც არ ესმით სხვებს...

როგორც წესი, სოციოლინგვისტური კრიტერიუმების საფუძველზეა ჩამოყალიბები ენათა


სტატუსი (მეტიც, მსოფლიოს ენათა უმრავლესობა ენად "მოინთლა" (ენათმეცნიერების
ჩამოყალიბებამდე).
ენათმეცნიერული ცოდნა არ სჭირდება ერისა და ენის ისტორიის გააზრებას:
საქართველოს ბრძენი პატრიარქი ჰყავს. გარდა ამისა, მან კარგად იცის საქართველოს
ეკლესიისა და ქართველი ერის ისტორია; სწორედ ამიტომ ამბობს ის, რასაც ამბობს:
ქართული წერილობითი კულტურა ყველა კუთხის ქართველმა შექმნა ზოგადეროვნულ
ქართულ ენაზე; ამიტომაა ეს ენა ყველა ქართველის დედაენა. ის ვინც ისტორიულ დედაენას
კუთხული მეტყველებით ანაცვლებს, მრავალსაუკუნოვან სამწიგნობრო [კულტურულ]
წარსულს უკარგავს ამ საზოგადოებას.
http://www.scribd.com/doc/40595100/patriarkis-kadageba-Kartuli-enis-shesaxeb-10-10-
2010

You might also like