You are on page 1of 1

შალვა მშველიძე

შალვა მიხეილის ძე მშველიძე (15 (28) ივლისი 1904, ტიფლისი—1984) - ქართველი


კომპოზიტორი, საქართველოს სსრ-ს სახალხო არტისტი, სტალინის პრემიის
ლაურეატი (1942, 1947) და ლენინის ორდენის კავალერი.
ბიოგრაფია

დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია


და ასპირანტურა, შემდეგ მეცადინეობდა ლენინგრადის კონსერვატორიის
გამოჩენილ მუსიკის მცოდნეებთან. სწავლის წლებში იგი ხელმძღვანელობდა
სამეცნიერო-მუსიკალურ ექსპედიციებს საქართველოს რაიონებში და დიდი
რაოდენობით შეაგროვა ხალხური მუსიკალური შემოქმედების ნიმუშები.

მთელი რიგი წლების განმავლობაში მშველიძეს კონსერვატორიაში


ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა. 1942 წელს მას მიენიჭა პროფესორის
წოდება.

1942 წელს მშველიძეს ირჩევენ საქართველოს საბჭოთა კომპოზიტორების


კავშირის თავმჯდომარედ. 1947 წლიდან იგი ამავე დროს არის საქართველოს
სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო
ხელმძღვანელი. გასულ წელს ამხ.

1942 წელს მას სიმფონიურიპოემისათვის მიენიჭა სტალინური პრემია. მეორედ


სტალინური პრემია მიენიჭა 1947 წელს ოპერისათვის "ამბავი ტარიელისა".

გარდაიცვალა 1984 წელს 80 წლის ასაკში.

კომპოზიტორია ფილმების:
1. სადარაჯო ჯიხური (1941)
2. დაგვიანებული სასიძო (1939)
3. ქაჯეთი (1936)

გადაღებულია ფილმში:
1. იმერული ესკიზები - (1979)

You might also like