გიყვარდეს საკუთარი თავი და დააკვირდი!

"გიყვარდეს საკუთარი სხეული, გიყვარდეს საკუთარი გონება. გიყვარდეს საკუთარ თავში ყველაფერი, მთელი შენი ორგანიზმი. ასეთი სიყვარული ნიშნავს მიიღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ. ნუ ცდილობ, დათრგუნო შენი თავი. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვთრგუნავთ, როცა რაღაცა გვძულს, როდესაც რაღაცას ვეწინააღმდეგებით. ნუ თრგუნავ, რადგან, თუ შენ თრგუნავ, როგორღა აპირებ დააკვირდე ? თუ შენ არ გიყვარს საკუთარი თავი, ვერ ჩაიხედავ საკუთარ თვალებში, ვერ დაინახავ საკუთარ სახეს და საკუთარ რეალობას. დაკვირვება - ეს არის მედიტაცია. დააკვირდი, უბრალოდ დააკვირდი. დააკვირდი ყველაფერს. სეირნობისას დააკვირდი საკუთარ ნაბიჯებს. საკვების მიღებისას დააკვირდი, თუ როგორ ჭამ. ბანაობის დროს დააკვირდი წყალს, თუ როგორ გწმენდს ცივი წყალი, როგორ ეხება შენს სხეულს. დააკვირდი სიცივეს, დააკვირდი კანკალს, ბეჭებზე, რომ ვრცელდება - დააკვირდი ყველაფერს "დღეს, ხვალ, ყოველთვის"...

და დადგება ჟამი, როცა შენ შეძლებ დააკვირდე საკუთარ სიზმარსაც კი. ეს არის უმაღლესი მიღწევა დამკვირვებლობაში. სხეულს ძინავს, მაგრამ დამკვირვებელს ისევ ღვიძავს და მშვიდად აკვირდება ღრმა ძილს. შენს სხეულს ძილი სჭირდება, მაგრამ შენი ცნობიერება ძილს არ საჭიროებს. ცნობიერება არის ცნობიერება; მისი ბუნება, მისი არსი - ეს მღვიძარებაა."

გაუტამა ბუდა.