You are on page 1of 76

გა ბრი ელ გარს ია მარკეს ი - ჩვენ ი ცხ ოვრე ბი ს მდ ინარე

ბავშვობაში დაბრუნებას მხოლოდ ერთი მიზეზით ვისურვებდი: რათა კიდევ ერთხელ ვიმოგზაურო
მაგდალენაზე. მდინარის გემით წელიწადში ორჯერ ვმგზავრობდი (ბოგოტასკენ და ბოგოტადან) -
საშუალო სკოლაში სწავლის ექვსი წლისა და უნივერსიტეტში სწავლის პირველი ორი წლის
განმავლობაში.
ყოველი მგზავრობისას გაცილებით უკეთ ვეცნობოდი ცხოვრებას, ვიდრე - სკოლაში. მდინარის
წყალუხვობის პერიოდებში ხუთი დღე სჭირდებოდა გემით მგზავრობას ბრანკილიადან პუერტო-
სალგარამდე და, შემდგომ, მატარებლით ბოგოტამდე მიღწევას. წვიმების დროს - რაც არცთუ ისე
იშვიათი მოვლენა გახლდათ - მგზავრობა სამ კვირამდე გრძელდებოდა.
პუერტო-სალგარიდან ბოგოტისკენ მიმავალი მატარებელი მთაგორიან ადგილებში მიიკლაკნებოდა და
კლდოვან ქედებზე დაბობღავდა. ციცაბო აღმართებზე ის უკან მიგორავდა, შემდეგ სიჩქარეს
ავითარებდა და კვლავ წინ მიიწევდა. დრაკონივით მძლავრად ქშინავდა და ოხშივარს უშვებდა.
მატარებლის სვლის გასაიოლებლად მგზავრები ზოგჯერ ფეხით ადიოდნენ უახლოეს ქედზე.
ლიანდაგის გასწვრივ ჩამწკრივებული გათოშილი, პირქუში სოფლელები ყიდდნენ შემწვარ ყვითელ
წიწილებს და კარტოფილის პიურეს, საავადმყოფოს სუნით რომ ყარდა.
მატარებელი ბოგოტას აღწევდა საღამოს ექვსი საათისთვის, რომელიც ახლაც დღის ყველაზე
უსიამოვნო მომენტად მიმაჩნია. ამ უხალისო, ცივ ქალაქში ტრამვაები ღრჭიალებდნენ და ყოველ
მოსახვევთან ნაპერწკლებს ისროდნენ. ჭვარტლნარევი წვიმა არ წყდებოდა.
ქუჩებში შავქუდიანი კაცები ირეოდნენ, ერთმანეთს ეჯახებოდნენ და სადღაც მიიჩქაროდნენ. არც ერთი
ქალი არ ჩანდა. მთელი წელი ბოგოტაში უნდა გაგვეტარებინა სწავლის საბაბით, სინამდვილეში კი
სულმოუთქმელად ველოდით დეკემბერს, როდესაც მაგდალენაზე ხელახლა უნდა გვემგზავრა.
იმ დროს გემებს სამი გემბანი და ორი გრძელი საკვამლე მილი ჰქონდათ. ღამით ისინი გაჩირაღდნებულ
პატარა ქალაქებს ემსგავსებოდნენ და სანაპიროს ჩაბნელებული სოფლების გასწვრივ მიცურავდნენ.
მუსიკისა და ჯადოსნური ზმანებების შლეიფი არემარეს ეფინებოდა.
გემებს ჰქონდათ ადვილად დასამახსოვრებელი სახელწოდებები: "ატლანტიკო", "მედელინი",
"კაპიტანი დე კარო", "დავიდ არანხო". კონრადის მოთხრობების პერსონაჟთა მსგავსად, კაპიტნები
1
სიმკაცრით და, იმავდროულად, გულისხმიერებით გამოირჩეოდნენ. ისინი ხარბად, გარეული
მხეცებივით ნთქავდნენ საჭმელს, მაგრამ თავიანთ პატარა კაიუტებში ღამღამობით მარტონი როდი
იყვნენ. ეკიპაჟი კაპიტნებს "მეზღვაურებს" უწოდებდა, თუმცა ბრანკილიას ბარებსა და ბორდელებში,
ნამდვილ მეზღვაურთა გარემოცვაში, მათ "მენავეების" სახელით იცნობდნენ.
მგზავრობისას დრო ნელა და საინტერესოდ გადიოდა. დღისით გემბანზე ვისხედით და ნაპირებს
ვაკვირდებოდით. ჩრდილში გაწოლილ ალიგატორებს, ხის ტოტებს რომ ჰგავდნენ, ხახები ფართოდ
დაეფჩინათ, თითქოს ელოდნენ, რომ მსხვერპლი თავისთავად ჩაუვარდებოდათ პირში. ვამჩნევდით
ჩვენი ხმაურით დამფრთხალ უამრავ ყანჩას; წყალსავსე ჭაობებში მსხდარ გარეულ იხვებს; თევზთა
გუნდებს. მეჩეჩებზე ლამანტინები შვილებს ძუძუს აწოვებდნენ და მათი გაბმული ყვირილი
სიმღერასავით ჟღერდა.
ზოგჯერ დღის ძილს გვიკრთობდა ამაზრზენი სიმყრალე და ვხედავდით, როგორ მოჰქონდა დინებას
ძროხის ვეება, გაბერილი ლეში, რომელზეც გრიფი დამჯდარიყო. მთელი მგზავრობის განმავლობაში
რიჟრაჟზე გვაღვიძებდა მაიმუნების ყაყანი და გრძელკუდა თუთიყუშების გნიასი.
თვითმფრინავით მგზავრობისას ძნელად თუ შეიძენ ნაცნობებს. მაგდალენაზე ცურვის დასრულებისას
კი ერთ მრავალრიცხოვან ოჯახს წარმოვადგენდით. მომავალი შეხვედრებით ვხარობდით: ელიას
ოჯახი კალამარში ამოვიდოდა გემზე, პენას და დელ ტოროს ჯალაბი - ლა-პლატაში; ესტორინოს და
ვინას ცოლ-შვილი - მაგანგვაში, ვილაფანისა - ელ-ბანკოში.

ნავსადგურებში შეჩერებისას გემის არაერთი


მგზავრის ბედი იცვლებოდა: ვინსენტ ესკუდერო, სტუდენტი-მედიკოსი, გამარაში დაუპატიჟებლად
შეუერთდა მექორწილეებს, ნებართვის თხოვნის გარეშე იცეკვა ყველაზე ლამაზ ქალთან და ამ
უკანასკნელის ქმრის ტყვიას შეეწირა. სამაგიეროდ, ბარანკაბერმეიაში მთვრალმა პედრო პაბლო
გილიენმა ცოლად შეირთო პირველივე ქალიშვილი, რომელიც მოეწონა. ისინი ახლაც ბედნიერად
ცხოვრობენ თავიანთ ცხრა შვილთან ერთად. შესანიშნავმა მუსიკოსმა ხოსე პალენსიამ ტენერიფეში
მონაწილეობა მიიღო მედოლეთა კონკურსში და ჯილდოდ მიღებული ძროხა იქვე გაყიდა ორმოცდაათ
პესოდ, რაც იმ დროს მნიშვნელოვან თანხას შეადგენდა.
ზოგჯერ გემი ორიოდ კვირით ქვიშიან მეჩეჩზე ჯდებოდა, მაგრამ უკმაყოფილებას არავინ
გამოთქვამდა: გართობა ხომ კვლავ გრძელდებოდა. კაპიტანი მაძლევდა წერილობით, ბეჭედდასმულ
ახსნა-განმარტებას სკოლაში წარსადგენად.
ჩემი უკანასკნელი მგზავრობის დროს, 1948 წლის ერთ ღამეს გაგვაღვიძა შემზარავმა ყვირილმა,
რომელიც ნაპირიდან გაისმოდა. თურმე დედალი ლამანტინი მეჩეჩთან ჩამოვარდნილი ხის ტოტებში
გახლართულიყო. ჩვენმა კაპიტანმა კლიმაკო კონდე აბელომ (ერთ-ერთმა საუკეთესო კაპიტანმა) ეკიპაჟს
უბრძანა, პროჟექტორებით გაენათებინათ მეჩეჩი. ეკიპაჟის წევრები წყალში ჩახტნენ და ლამანტინი
გაათავისუფლეს. ეს იყო ოთხი მეტრი სიგრძის - ფანტასტური შესახედაობის არსება, რომელიც
უცნაურად მოძრაობდა. გლუვი, ბაცი ფერის კანი ჰქონდა და დაბურული მკერდი ქალისას მიუგავდა.

2
დიდრონი თვალებიდან ცრემლები სდიოდა.
სწორედ ამ კაპიტანმა განაცხადა ერთხელ, რომ მდინარის აუზში მცხოვრები ცხოველების დახოცვა
ქვეყანას საშინელ საფრთხეს უქადდა. ის მგზავრებს ნადირობას უკრძალავდა და ყვიროდა, თუ ვინმეს
მკვლელობის ჩადენა სურს, ეს თავის სახლში მოიმოქმედოს და არა ჩემს გემზეო.
სამწუხაროდ, მისი ნათქვამი არავინ შეისმინა.
ცამეტი წლის შემდეგ, 1961 წლის 19 ივლისს, მეხიკოში მეგობარმა დამირეკა და მაუწყა, რომ მაგანგუს
ნავსადგურში გემ "დავიდ არანხოს" ცეცხლი წაეკიდა და ერთიანად ნაცრად იქცა. როდესაც ყურმილი
დავკიდე, დამეუფლა საშინელი გრძნობა, თითქოს ჩემი ახალგაზრდობა საბოლოოდ დამთავრდა და
ჩვენს მდინარესთან დაკავშირებული მოგონებები გემთან ერთად ჩაიფერფლა.
ეს მართლაც ასე მოხდა.
ამჟამად მაგდალენა მკვდარი მდინარეა. მისი წყალი მოწამლულია, ხოლო ცხოველები ამოწყვიტეს.
მთავრობის მიერ გარემოს დაცვის შესახებ დაწყებული მსჯელობა (რასაც ბიძგი მისცეს ამ საკითხით
დაინტერესებულმა ჟურნალისტებმა) სხვა არაფერია, თუ არა ყურადღების გაფანტვის უღირსი ხერხი.
მაგდალენას აღდგენას დასჭირდებოდა, სულ ცოტა, ოთხი თაობის ენერგიული ძალისხმევა, ე.ი. მთელი
საუკუნე.
ადამიანები ხალისით საუბრობენ ტყეებით მაგდალენას ნაპირების განაშენიანების შესახებ, რაც
საჭიროებს 59.1100000 ხის დარგვას. უკეთ გააზრების მიზნით სიტყვიერად გამოვთქვათ:
ორმოცდაცხრამეტი მილიონ ასათი ათასი ხე. ამასთან, მთავარ პრობლემას წარმოადგენს არა ხეების
რაოდენობა, არამედ - ტერიტორია, სადაც ისინი უნდა დაირგოს. თითქმის მთელ ვარგისიან მიწებს
კერძო მესაკუთრეები ფლობენ და ტყეებით სრული განაშენიანება ნიშნავს ამ მიწების 90 პროცენტის
დაფარვას. ერთი ვიკითხოთ, რომელი ჭკუათმყოფელი მეპატრონე გვიბოძებს მისი მიწების 90
პროცენტს მხოლოდ ხეების დასარგავად და დათმობს თუ არა ის საკუთარი შემოსავლის 90 პროცენტს?
დაბინძურება მხოლოდ მდინარე მაგდალენას როდი ანადგურებს. მის შენაკადებს მოაქვს სამრეწველო,
სასოფლო-სამეურნეო და ცხოველური ნარჩენები ეროვნული ნარჩენების გიგანტურ რეზერვუარში -
ბოკა დე კენიზას სრუტეში.
1980 წლის ნოემბერში ჯარიდან გამოპარული ორი დეზერტირი მდინარე ბოგოტაში ჩახდა. ისინი
მდინარის წყლისგან დაინფიცირდნენ და კინაღამ დაიღუპნენ. მაგდალენას ნაპირებზე მცხოვრები
ადამიანები მდინარის წყალს არ სვამენ და არც სხვა საჭიროებისთვის იყენებენ. ისინი მაგდალენას
თევზსაც არ ხმარობენ საკვებად, რადგან ეს იგივეა - მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის - რაც სკორეს ჭამა.
გარემოს დაცვის ამოცანა ძნელად განსახორციელებელია, მაგრამ, საბოლოო ანგარიშში, რეალურია.
საამისოდ საჭირო ღონისძიებები დეტალურადაა აღწერილი ჰოლანდიელ და კოლუმბიელ მეცნიერთა
ერთობლივ გამოკვლევაში, რომელიც რამდენიმე წლის წინათ დასრულდა. გამოკვლევის ოცდაათი
ტომი ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის არქივში იმტვერება. ამ მონუმენტური
ნაშრომის დირექტორის მოადგილე გახლდათ ანტიოქიელი ახალგაზრდა ინჟინერი ხაირო მურილიო,
რომელმაც თავისი სიცოცხლის ნახევარი შესწირა გამოკვლევას და სულიერი სიმშვიდე დაკარგა: ის
თავისი ოცნებების მდინარეში ჩაიხრჩო.
თავისთავად ცხადია, რომ ახლო წარსულში პრეზიდენტობის არც ერთმა კანდიდატმა არ დაუთმო დრო
ამ ამოცანის გადაწყვეტას.

ინგლისურიდა ნ თარგმნა თამარ ლომიძემ

People&The Planet, 1996

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი “

3
უოლტ უიტმ ენის "ბალ ახ ის ფო თლე ბი "

უიტმენის "ბალახის ფოთლების" ბოლო გამოცემამ განაახლა ის კამათი, სხვათა შორის, მეტ-ნაკლებად
აგრესიული, მუდამ რომ იჩენდა ხოლმე თავს ამ ავტორის სახელის ხსენებისას. ზოგიერთი კრიტიკოსი
ხელაღებით უარყოფს მის პოეტურ ტალანტს და თავის პირდაპირ მოვალეობად მიიჩნევს დაგმოს ის
"ვულგარული და მოულოდნელი იერიში", რომელიც უიტმენს მხატვრული მეთოდის გამოვლენის
ძირითად ხერხად დაუსახავს. უნდა ითქვას, რომ მსგავსი კრიტიკოსები უხერხულ მდგომარეობაში
იგდებენ თავს სწორედ იმ შეხედულებათა (და ზოგჯერ გამონათქვამთა) ვულგარულობითა და
გაურანდავობით, რომლითაც სხვისი ვულგარულობის წინააღმდეგ ილაშქრებენ. თუკი ისინი ამ წიგნში
ვერაფერს ხედავენ ბრტყელ-ბრტყელი ტრუიზმებისა და აგრესიულობის გარდა, უნდა ვიფიქროთ, რომ
მათი გემოვნება დასახვეწია; ისინი სათანადოდ ვერ აღიქვამენ ჩვეულებრივი მოვლენების ახლებურ,
სისხლსავსე წარმოჩენას, მძლავრ აღმაფრენას, უდიდეს სიყვარულს ადამიანისა და ბუნების მიმართ,
ვერც უკვდავების რწმენას პატიობენ პოეტს. ეს ყოველივე ხომ არის უიტმენის პოეზიაში მიწიერი ყოფის
გამომხატველი უმართებულო სითამამისა და იმ მოუქნელი მეთოდის პარალელურად, რომლითაც იგი
ხშირად აღწერს დაკნინებულ, დაბეჩავებულ საზოგადოებას? დროის უბრალო დაკარგვად მიმაჩნია
იმის გარკვევა, არის თუ არა პოეტი მისტერ უიტმენი: მისი უდიდესი ავტორიტეტი - შემოქმედებითთან
ერთად კრიტიკულიც - გვინდა თუ არა, მაინც მეტყველებს მის სასარგებლოდ. არც მის მხატვრულ
მეთოდზე ღირს თავის მტვრევა: ეს ფორმა სულაც არ არის ისეთი გამაოგნებელი და ნოვატორული,
ძალიან ბევრს, და მათ შორის თავად უიტმენსაც რომ მიაჩნია.
მართალია, ამ წიგნში მოვლენათა უმრავლესობა სინატიფეს მოკლებული ხერხითაა გადმოცემული და
ზოგჯერ ფორმისა და სტილის უსუსურობა ამ პოეზიას მოსაწყენ პროზამდე აქვეითებს, მაგრამ
მკითხველი გვერდს ვერ აუვლის მის ფურცლებზე წამიერად გაელვებულ სილამაზესა და უჩვეულო
დახვეწილობას. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ შემოქმედის თითოეულ რაფსოდიას ერთიან,
განუყოფელ მთლიანობად განვიხილავთ, გინდაც მათი ცალკეული მონაკვეთები უშინაარსო და
უმწიფარ პოეზიად მოგვეჩვენოს. ისე კი, უსაზღვრო, შეუზღუდავი ფანტაზია და ამა თუ იმ აზრის
"ახლებურად" გამოთქმისაკენ სწრაფვა, უიტმენს ზოგჯერ ასეთ რამესაც წამოაძახინებს: "მე ჩემს
სხეულს მორევს მივანდობ!"... "განმიმარტეთ მითები აზიაზე!"... "ნიღაბს ჩამოვგლეჯ და
4
წარმოგიდგენთ!" როგორ უნდა ემსახუროს თავისუფლებას ხელოვნებაში, ან ნებისმიერ სხვა
ამაღლებულ იდეალებს ის მწერალი, რომელიც თავად "literat"-ს განასახიერებს? უფრო შთამბეჭდავი და
ორიგინალური იქნებოდა, მისთვის უბრალოდ "inkvat" რომ გვეწოდებინა (სიტყვათა თამაში: literate -
განსწავლული, განათლებული; literat - ლიტერატურის ვირთხა; inkvat - მელნის ვირთხა (მოკალმე)).
მეორეს მხრივ, ამ წიგნის ფურცლები ამზეურებენ გემოვნებით შერჩეულ და ცინცხალ გამონათქვამებს.
ერთგან მოცურავე ასე მომნუსხველად არის აღწერილი: "მონავარდე გამჭვირვალე, მწვანე ნათელში"; ...
"გულახდილი ყბედობა ქვაფენილისა"... ეს მართლაც შესანიშნავი მიგნებაა. საინტერესო და დახვეწილ
პოეზიად მიმაჩნია ასეთი სტრიქონები: "ფიცარსა რანდავს დურგალი / და შალაშინის ენა / ველურ
მელოდიას უსტვენს". შედარებით დიდი ზომის ნაწარმოებები, სადაც ბევრი რამ ბანალური და საკმაოდ
უფერულია, გაყალბებულ ესეებს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე პოეზიას, თუმცა ხელაღებით არც მათი
უარყოფა შეიძლება, აქაც ხშირია შემთხვევები ძალიან მარტივი და გაცვეთილი აზრის საინტერესო
კუთხით გადმოცემისა. მაგრამ აშკარა უგუნურობაა იმის მტკიცება, თითქოს To You-თი
დასათაურებული ეს სტრიქონები ადგენენ ლექსს და არა რაღაც უაზრობას (ამაში, ალბათ, თავად
პოეტიც დაგვეთანხმება):
"უცხოვ, თუკი ჩამივლი გვერდით
და მოისურვებ შეხმიანებას,
რატომ არ უნდა შემეხმიანო?
ანდა თავად მე რატომ არ უნდა შეგეხმიანო?"

მაგრამ თუ გსურთ მის პოეზიაში რაიმე საინტერესოს აღმოჩენა, გირჩევთ წაიკითხოთ მშვენიერი
Pioneers, O Pioneers. ბევრი რამ მოგხიბლავთ ამ სტრიქონებში: ვაჟკაცური შემართება და მძლავრი
რიტმი, მეგობრობის სულისჩამდგმელი გრძნობა და აღტაცება ახალი სამყაროს წინსვლით; წაიკითხეთ
უიტმენის მდიდრული და შთამბეჭდავი წარმოსახვით გაჯერებული Man-of-War-Bird, ანდა შესანიშნავი
ელეგია ზღვისპირეთზე, ასეთი სიტყვებით რომ იწყება: "აკვნიდან, რომელიც მარად ირწევა..." აი, ეს
ლექსები სავსეა სიცოცხლითა და ემოციებით. ლინკოლნის აღსასრულის პოეტური აღწერისას მან ასე
გამორჩეულად უმღერა სიკვდილს: "ო, ბნელო დედავ, უხმაუროდ რომ ჩაგვიქროლებ მსუბუქ
ფეხებით"... ან როგორ ასხამს ხოტბას ჩვენებური გაზაფხულის ერთ-ერთ საღამოს!

"ო, ეს მეოთხე თვით საღამო, ეს დაისი


და მონაცრისფრო ბურუსი გამჭვირვალე.
ზანტად გამავალი ოქროსფერი მზის
სხივთა მარაო...
ლორთქო ბალახი, მკრთალი ფოთლები,
შორით ელვარე მკერდი მდინარის,
ქარით აჭრილი და აქოჩრილი..."

წაიკითხეთ პოეტის ის სტრიქონები, რომლებითაც ჩვეულებრივ ლოკომოტივს ახასიათებს:


"თანამედროვე ემბლემა მოძრაობისა
და კონტინენტის მაჯისცემაა."

გამოყენებითი მექანიკის გრანდიოზულობა ასე არავის აუსახავს ამერიკულ პოეზიაში. დემოკრატიზმი,


ვაჟკაცობა, სიკეთის რწმენა - აი, რითი ფასობთ უიტმენის შემოქმედება. "მკლავის სიმაგრე და სიმამაცე!"
"კმარა ვედრება და ქედის მოხრა!"... იგი ესწრაფვის დაუშრეტელი ენერგიის გამოვლენას და ამის გამო,
რაც არ უნდა მცდარი იყოს მისი მეთოდი, ამერიკულ ყოფასა და ლიტერატურას, ვფიცავ, აუგი არაფერი
ემუქრება!
მაგრამ სხვა კუთხით უნდა მივუდგეთ უიტმენისეულ სხეულის "განდიდებას". აკი თავადაც

5
გვაფრთხილებს ერთგან: "ჩემს ლექსებს ყოველთვის არ მოაქვთ სარგებელი, მათ ზიანის მოტანაც
შეუძლიათ". მას თავი "სხეულისა და სულის" პოეტად მიაჩნია და ჩვენც გვარწმუნებს, რომ სული არ
არის სხეულზე მეტი. ამით თითქოს როზეტის აზრსაც იზიარებს, თუმც ამ უკანასკნელისაგან
განსხვავებით, მაინც იყურება მომავლისაკენ: "განახლებული ჯიში, გონიერი ქალები და მამაკაცები,
უცოდველობა და სიჯანსაღე... ალბათ ეს არის ბედნიერება!" მის ბოლო ლიტერატურულ მანიფესტში
ასეთ სიტყვებსაც ამოიკითხავთ: "ველტვი უაღრესად ინდივიდუალურ საზოგადოებას, ბუნებასავით
დაუდეგარს, კეთილკრძალულს და კეთილმოსურნეს, თანაგრძნობით ნიჭით დაჯილდოებულს,
სრულქმნილს, მგზნებარეს, შთაგონებულს, მამაცს". ეს ყოველივე იმაზე მიუთითებს, რომ საბოლოო
მიზანი ქების ღირსია და არც პოეტი ტკბება საკუთარი უდიერებით, მაგრამ ამ მიზანს სავალალო
შედეგი მოსდევს: იგი აშიშვლებს და ხელმისაწვდომს ხდის ყველაფერ იმას, რასაც ბუნება ოდითგანვე
იფარავდა უდიდესი რუდუნებით და თავმდაბლობით. უცნაურია, რომ ეს ზედმიწევნით "ბუნებრივი"
შემოქმედი არღვევს ბუნების ერთ-ერთ საუკეთესო და უღრმეს კანონს და იმის ნაცვლად, რომ სხეული
წმინდად მიიჩნიოს, იგი ძარცვავს მას ყველა იმ სიკეთისაგან, რასაც ამჟამად მას მიაწერს კაცობრიობა.
უიტმენი ამცრობს სულსაც და ხორცსაც და ადამიანს მხეცს უთანაბრებს, განძარცულს ყოველგვარი
სულიერი თვისებებისგან.
მისტერ უიტმენი ამაყობს საკუთარი სიჯანსაღით. მაგრამ რა არის ეს სიჯანსაღე თუ ჯანმრთელობა?
სხვა არაფერი, თუ არა ადამიანის ორგანოთა ნორმალური მოქმედება და ასეთ დროს ის იშვიათად
ფიქრობს მათ ფუნქციაზე, მაგრამ როგორც კი რომელიმე მათგანის ფუნქცია დაირღვევა - გულის,
კუჭის, ტვინის თუ ნებისმიერი სხვა ორგანოსი - ადამიანი მყისვე შეიგრძნობს ამ ცვლილებას და,
ცხადია, ჯანმრთელობაც შეერყევა... აქედან კი სნეულებაც წარმოიშვება. ზუსტად ასეა უიტმენის
შემთხვევაშიც: როდესაც იგი ხელით ეხება ხელშეუხებელს და თავს იმტვრევს იმ იდუმალ პროცესებზე,
წესით, უჩუმრად რომ უნდა მიმდინარეობდნენ, მას უკვე ჯანსაღს ვეღარ ვუწოდებთ. გახრწნილი არა,
მაგრამ სნეული უთუოდ შეიქნება. მას თავი მოაქვს საკუთარი "მრავლისმომცველობით", კარგისა და
ავის უკიდურეს გამოვლინებათა ფლობით, და ყველაფერში ერთი პოლუსიდან მეორეზე გადაფრენას
ელტვის. სხეულთან (ხორცთან) დაკავშირებით მშვენივრად ართმევს თავს ამ ამოცანას, ხან აკნინებს და
ხანაც აღაზევებს. ისე კი, ჩანს, თავად სათანადოდ ვერ აღუქვამს საკუთარი "ყოვლისმომცველობა" ამ
მიმართულებით, და რომ აღექვა, ალბათ, თავისი ლექსის სიტყვებით მიპასუხებდა:
"მაშ, მე საკუთარ თავს ვუმხედრდები?
ძალიან კარგი, ასეც ვიქცევი!
მე უსაზღვრო ვარ, მრავლისმომცველი".

მაგრამ ეს "მრავლისმომცველობა" ვერაფერს შველის მის სნეულებას. მას არ ძალუძს შეარბილოს


მისტერ უიტმენის დიდი შეცდომა. მან ხომ ხელახლა ისეთი რამ გამოაქვეყნა, რისი ხმამაღლა
გამეორებაც კი აღარ ღირდა. რატომ შეიტანა ადრინდელი უხამსობა ახალ გამოცემაში? განა ეს წიგნი
მრავალი წლის შემდეგ არ გამოვიდა? ნუთუ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ასე გაძნელდა
ყმაწვილკაცური სენისაგან განკურნება? ყველა "საღი აზრის მატარებელი" უნდა აღშფოთდეს მისი
"აგრესიული იერიშით", ყოველმა ჩვენგანმა უნდა გააპროტესტოს ეს წრეგადასული უდიერება.
საბედნიეროდ, ზემოაღნიშნულით ძირითადად თავად ავტორი ზარალდება: ის ხომ შესაშური
მონდომებით იკნინებს საკუთარ ფიზიკურ ბუნებას - სხეულს! მართალია, კაცობრიობა არ არის
სრულყოფილი, მაგრამ ის გაცილებით უკეთესია, ვიდრე "ბალახის ფოთლებში" აღწერილი -
დამახინჯებული, თავლაფდასხმული და გაყალბებული. აი, ამიტომ ვერ იქონიებს ეს წიგნი ჩვენზე
დიდ გავლენას, აი, ამიტომ გაუჭირდება ჩვენი დათრგუნვა.

ინგლისურიდა ნ თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა


The Atlantic Monthly, January 1882

6
© “წიგნები – 24 საათი ”

იოს იფ ბრო დ ს კი - დოს ტო ევ ს კის შე სა ხე ბ

მიწასთან, წყალთან, ჰაერთან და ცეცხლთან ერთად, ფული მეხუთე სტიქიად უნდა მივიჩნიოთ, სტიქი-
ად, რომელსაც ადამიანი ყველაზე ხშირად უწევს ანგარიშს. ალბათ ამის გამოცაა, რომ დღეს, დოსტოევს-
კის გარდაცვალებიდან ასი წლის შემდეგ, მისი ნაწარმოებები ისევ ინარჩუნებენ აქტუალობას. თუკი თა-
ნამედროვე სამყაროს ეკონომიკური ევოლუციის ვექტორსაც გავითვალისწინებთ, - რომელიც აშკარად
საერთო გაღატაკებისკენ და ცხოვრების დონის უნიფიკაციისკენ იხრება - დოსტოევსკი წინასწარმეტყვე-
ლურ მოვლენადაც შეგვიძლია განვიხილოთ. რადგანაც, საუკეთესო საშუალება - რათა არ შევცდეთ მო-
მავლის პროგნოზირებისას - ისაა, რომ ამ მომავალს სიღარიბისა და ბრალეულობის პრიზმაში შევხე-
დოთ. სწორედ ამ ოპტიკით სარგებლობდა დოსტოევსკი.
მწერლის მხურვალე თაყვანისმცემელი, ელიზავეტა შტაკენშნეიდერი - პეტერბურგელი ქალბატონი, ვის
სალონშიც გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ლიტერატორები, სუფრაჟისტები, პოლიტიკური მოღვა-
წეები და მხატვრები იკრიბებოდნენ - 1880 წელს, დოსტოევსკის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე,
თავის დღიურში წერდა:
"...იგი მეშჩანია. დიახ, მეშჩანი. იგი არც აზნაურია, არც სემინარისტი, არც ვაჭარი და არც შემთხვევითი
ადამიანი, როგორც მხატვარი ან მეცნიერი, არამედ მეშჩანი. და აი, ეს მეშჩანი უდიდესი მოაზროვნე და
გენიალური მწერალია... ახლა იგი არისტოკრატთა ოჯახების ხშირი სტუმარიცაა და რა თქმა უნდა, თა-
ვი ყველგან ღირსეულად უჭირავს, მაგრამ მასში მაინც მეშჩანობა გამოსჭვივის. ინტიმურ საუბრებში,
თუ ნაწარმოებებში... დიდი კაპიტალის აღწერისას, მისთვის უზარმაზარ თანხას წარმოადგენს ექვსი ათ-

7
ასი მანეთი".
ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი: ნასტასია ფილიპოვნას ბუხარში - ექვსი ათას მანეთზე გაცილებით
დიდ თანხას მოისვრიან. მეორე მხრივ, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე თავგანწირულ
სცენაში, რომელიც მუდამ აუტანელ კვალს ტოვებს მკითხველის ცნობიერებაში, კაპიტანი სნეგირიოვი
თოვლში ორასიოდე მანეთს ჩატკეპნის. თუმცა საქმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყბადაღებული
ექვსი ათასი მანეთი (ახლა ეს დაახლოებით 20 ათასი დოლარია) საკმარისი იყო, რომ დაახლოებით ერ-
თი წელი ნორმალურად გეცხოვრა.
სოციალური ჯგუფი, რომელსაც ქ-ნი შტაკენშნეიდერი - თავისი დროის სოციალური სტრატიფიკაციის
პროდუქტი - მეშჩანებს უწოდებს, ახლა "საშუალო კლასს" წარმოადგენს და ეს ჯგუფი არა იმდენად წარ-
მოშობით განისაზღვრება, რამდენადაც ყოველდღიური შემოსავლის მოცულობით. სხვა სიტყვებით, ზე-
მოთდასახელებული თანხა არც საოცარი სიმდიდრის მაჩვენებელია და არც სიღატაკის, არამედ უფრო
ნორმალურ ადამიანურ პირობებზე მიგვითითებს: ანუ, იმ პირობებზე, რომელიც ადამიანს ადამიანად
აქცევს. 6 ათასი მანეთი ზომიერი და ნორმალური არსებობის ფულადი ეკვივალენტია და თუკი ამის გა-
საგებად აუცილებელია მეშჩანი იყო, მაშინ გაუმარჯოს მეშჩანს.
რადგანაც კაცობრიობის უმრავლესობა სწორედ ამას ესწრაფვის - მიაღწიოს ნორმალურ ადამიანურ პი-
რობებს და მწერალი, რომელსაც ექვსი ათასი მანეთი უზარმაზარ თანხად მიაჩნია, სწორედ იმავე ფიზი-
კურ და ფსიქოლოგიურ სივრცეში ფუნქციონირებს, რომელშიც საზოგადოების უმრავლესობა იმყოფე-
ბა. სხვა სიტყვებით, იგი ცხოვრებას მის საკუთარ, ყველასათვის ხელმისაწვდომი კატეგორიებით აღ-
წერს, რადგანაც, როგორც ნებისმიერი ბუნებრივი პროცესი, ადამიანური არსებობაც ზომიერებისკენ
ილტვის და პირიქით, მწერალი, რომელიც მაღალ საზოგადოებას ეკუთვნის, ან დაბალ სოციალურ ფე-
ნას წარმოადგენს, აუცილებლად ამახინჯებს სურათს, რადგანაც ორივე შემთხვევაში იგი ცხოვრებას
ძალზე მახვილი კუთხიდან აფასებს. საზოგადოების კრიტიკა (რომელიც, შეიძლება ითქვას, ცხოვრების
სინონიმიცაა) როგორც ზემოდან, ისე ქვემოდან, შეიძლება საინტერესოდ იკითხებოდეს, მაგრამ მხო-
ლოდ შიგნიდან მის აღწერას ძალუძს შვას ეთიკური მოთხოვნილებები, რომელთაც მკითხველმა ანგა-
რიში უნდა გაუწიოს.
ამას გარდა, მწერლის მდგომარეობა, რომელიც საშუალო კლასს წარმოადგენს, საკმაოდ მერყევია და იგი
განსაკუთრებული ყურადღებით და ინტერესით აკვირდება ქვედა ფენებში მიმდინარე მოვლენებს. შე-
საბამისად, ყველაფერი, რაც ზევით ხდება - უშუალო ფიზიკური სიახლოვის წყალობით - იდუმალების
შარავანდისგან განიძარცვება. ყოველ შემთხვევაში, წმინდა რიცხობრივი თვალსაზრისით, მწერალს,
რომელიც საშუალო ფენას ეკუთვნის, პრობლემების მრავალფეროვნებასთან აქვს საქმე, რაც აფართოებს
მის აუდიტორიას. ყოველ შემთხვევაში, ეს ერთ-ერთი მიზეზია დოსტოევსკის ფართო პოპულარობასა -
ისევე როგორც მელვილის, ბალზაკის, ჰარდის, კაფკას, ჯოისისა და ფოლკნერის პოპულარობისა. მართ-
ლაც, როგორც ჩანს, 6 ათასი მანეთი დიდი ლიტერატურის გარანტიად შეიძლება იქცეს.
მაგრამ პრობლემა ისაა, რომ აღნიშნული თანხის მოპოვება გაცილებით ძნელია, ვიდრე მილიონების
"შოვნა" ან პირიქით, მათხოვრობა - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ნორმა ყოველთვის უფრო მეტ პრე-
ტენდენტებს შობს, ვიდრე უკიდურესობა. ამ თანხის - თუნდაც მისი ნახევრის, ან მეათედის - მოპოვება
ადამიანისგან გაცილებით მეტ სულიერ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე რაღაც ფინანსური მაქინაცია,
რომელსაც მყისიერ გამდიდრებამდე მივყავართ, ან პირიქით, ვიდრე ასკეტიზმის ნებისმიერი ფორმა.
უფრო მეტიც, რაც უფრო მოკრძალებულია სასურველი თანხა, მით უფრო მეტ ემოციებთანაა დაკავში-
რებული მისი მოპოვება. ამ თვალსაზრისით, გასაგებია, რატომ მიიჩნევდა დოსტოევსკი - ვის შემოქმე-
დებაშიც ადამიანური ფსიქიკის ლაბირინთი ასეთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს - 6 ათას მანეთს კო-
ლოსალურ თანხად. მისთვის იგი კოლოსალურ სულიერ დანახარჯებს უტოლდება, ნიუანსების კოლო-
სალურ მრავალფეროვნებას, კოლოსალურ ლიტერატურას. სხვა სიტყვებით, საუბარია არა იმდენად რე-
ალურ, რამდენადაც მეტაფიზიკურ ფულზე.
მისი ყველა რომანი, ლამის გამონაკლისის გარეშე, ხელმოკლე ადამიანების შესახებ მოგვითხრობს. ამგ-
ვარი მასალა უკვე თავისთავად წინაპირობაა საინტერესო საკითხავისთვის. თუმცა დიდ მწერლად დოს-
8
ტოევსკი კარგად შეთხზული სიუჟეტის ან ფსიქოლოგიური ანალიზისა და თანალმობის უნიკალური
ნიჭის წყალობით როდი იქცა, არამედ ინსტრუმენტით - უფრო სწორად, მასალის ფიზიკური შემადგენ-
ლობით - რომელსაც იგი იყენებდა, ანუ რუსული ენის წყალობით, რომელიც თავისთავად - ისევე, რო-
გორც ნებისმიერი სხვა ენა - ძალზე წააგავს ფულს.
რაც შეეხება სირთულეს, მისთვის რუსული ენა - სადაც ქვემდებარე ხშირად წინადადების ბოლოს ექცე-
ვა, არსი კი დამოკიდებულ წინადადებაშია ხოლმე გადმოცემული და არა მთავარში - შეიძლება ითქვას,
იდეალური ნიადაგია. ეს არაა ანალიტიკური ინგლისური მისი ალტერნატიული "ან/ან"-ით - ესაა დამო-
კიდებული დათმობითის ენა, ენა, რომელიც "თუმცა"-ზეა დამოკიდებული. ამ ენაზე გამოთქმული ნე-
ბისმიერი იდეა მაშინვე თავის საპირისპირო იდეაში გადაიზრდება და არაფერია რუსულ სინტაქსში
უფრო მომხიბლავი და მაცდური, ვიდრე ეჭვისა და თვითდამცირების გადმოცემა. სიტყვიერი მარაგის
მრავალმარცვლიანობა (რუსულში სიტყვა საშუალოდ სამი-ოთხი მარცვლისგან შედგება) მოვლენათა
პირველად, სტიქიურ ბუნებას გამოავლენს, რომელსაც სიტყვა უფრო კარგად გამოხატავს, ვიდრე რაღაც
დამაჯერებელი განსჯა და ხშირად მწერალი, თავისი აზრის გადმოცემისას, უეცრად ჟღერადობაზე წაი-
ბორძიკებს და ბოლომდე ამ სიტყვის ფონეტიკაში ეშვება - რის გამოც მისი განსჯები სრულიად მოუ-
ლოდნელ განვითარებას პოულობს. დოსტოევსკის შემოქმედებაში ხშირად აშკარად იგრძნობა სადის-
ტური ინტენსივობის დაძაბულობა, რომელიც თემის მეტაფიზიკისა და ენის მეტაფიზიკის განუწყვეტე-
ლი ურთიერთშეხებითაა გამოწვეული.
რუსული გრამატიკის ქაოსიდან დოსტოევსკიმ მაქსიმუმი ამოიღო. მის ფრაზებში გაცხარებული, ისტე-
რიული, განუმეორებლად ინდივიდუალური რიტმი ისმის და თავისი შინაარსითა და სტილისტიკით
მისი მეტყველება - ბელეტრისტიკის, სალაპარაკო ენისა და ბიუროკრატიზმების ნაზავი - დამთრგუნვე-
ლად მოქმედებს ფსიქიკაზე. რა თქმა უნდა, მას მუდამ ეჩქარებოდა. თავისი გმირებივით, იგი მუშაობ-
და, რათა საარსებო წყარო ჰქონოდა მევალეებისა და გამომცემელთა ვადებში გახლართულს. ამასთანა-
ვე, უნდა აღვნიშნო, რომ ვადებით ხელფეხშეკრული ადამიანის პირობაზე, იგი ხშირად უხვევდა ხოლმე
თემას და შეგვიძლია ვამტკიცოთ კიდევაც, რომ ეს წიაღსვლები უმრავლეს შემთხვევაში თავად ენის მი-
ერ იყო ნაკარნახევი და არა სიუჟეტით. ერთი სიტყვით, დოსტოევსკის კითხვისას ხვდები, რომ ცნობიე-
რების ნაკადის წყარო სულაც არაა ცნობიერება, არამედ სიტყვა, რომელიც ცნობიერების ტრანსფორმი-
რებას ახდენს და ცვლის მის კალაპოტს.
არა, იგი არ იყო ენის მსხვერპლი; თუმცა მის მიერ გამოვლენილი ინტერესი ადამიანის სულის მიმართ
ცდება რუსული მართლმადიდებლობის საზღვრებს, რომელთანაც იგი თავს აიგივებდა: სინტაქსმა უფ-
რო მეტად, ვიდრე რწმენამ, განაპირობა ამ ინტერესის ხასიათი. ნებისმიერი შემოქმედება იწყება რო-
გორც ინდივიდუალური სწრაფვა თვითსრულყოფისკენ და იდეალში - წმინდანობისკენ. ადრე თუ გვი-
ან - ალბათ უფრო ადრე, ვიდრე გვიან - მწერალი აღმოაჩენს, რომ მისი კალამი გაცილებით დიდ შედე-
გებს აღწევს, ვიდრე სული. ამ აღმოჩენას ხშირად აუტანელი სულიერი გაორება მოჰყვება და სწორედ აქ-
ედან მოდის დემონური რეპუტაცია, რომელსაც ლიტერატურა ფართოდ იყენებს. არსებითად, ეს ასეც
არის, რადგანაც სერაფიმთა დანაკარგი თითქმის ყოველთვის მონაპოვარია ხოლმე მოკვდავთათვის. თა-
ნაც ნებისმიერი უკიდურესობა თავისთავად ყოველთვის მოსაწყენია და კარგ მწერალთან ყოველთვის
ისმის ზეციური სფეროებისა და ქვესკნელის დიალოგი. მაგრამ, მიუხედავად იმისა, მივყავართ თუ არა
ამ გაორებას ავტორის ან ხელნაწერის ფიზიკურ განადგურებამდე (რისი მაგალითიც - გოგოლის "მკვდა-
რი სულების" მეორე ტომია) - სწორედ მისგან იშვება მწერალი, ვინც თავის ამოცანას კალამსა და სულს
შორის მანძილის შემცირებაში ხედავს.
ამაშია მთელი დოსტოევსკი; თანაც, მისი კალამი ყოველთვის აძევებდა სულს მის მიერვე ნაქადაგები
მართლმადიდებლობის საზღვრებიდან. რადგანაც, იყო მწერალი, აუცილებლად ნიშნავს, იყო პროტეს-
ტანტი, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ადამიანის პროტესტანტული კონცეფციის აღმსარებელი. რუსულ
მართლმადიდებლობაშიც და რომაულ კათოლიკობაშიც ადამიანს უზენაესი, ან მისი ეკლესია განსჯის.
პროტესტანტიზმში ადამიანი თავად ადგენს განკითხვის დღეს და ამ მსჯავრისას იგი გაცილებით უფ-
რო დაუნდობელია საკუთარი თავის მიმართ, ვიდრე უფალი, ან თუნდაც ეკლესია - იმიტომ, რომ იგი
9
(ყოველ შემთხვევაში მას ასე სწამს) ღმერთზე და ეკლესიაზე უკეთ იცნობს თავს და კიდევ იმიტომ, რომ
მას არ სურს, უფრო სწორად, არ შეუძლია აპატიოს. რადგანაც, არც ერთი ავტორი არ წერს მხოლოდ თა-
ვის მრევლზე გათვლით, ლიტერატურული გმირები და მათი საქციელი მიუკერძოებელ და სამართლი-
ან განსჯას იმსახურებენ. რაც უფრო გულდასმით მიმდინარეობს "გამოძიება", მით უფრო დამაჯერებე-
ლია ნაწარმოები - მწერალი ხომ უპირველეს ყოვლისა, დამაჯერებლობას ესწრაფვის. წმინდანობა ლი-
ტერატურაში თავისთავად არცაა დაფასებული: სწორედ ამიტომაც იხრწნება დოსტოევსკის ბერი.
რა თქმა უნდა, დოსტოევსკი სიკეთის, ანუ ქრისტიანობის დაუცხრომელი ქომაგი იყო. მაგრამ თუკი და-
ვუფიქრდებით, არც ბოროტებას ჰყოლია მასავით გაწაფული ადვოკატი. კლასიციზმისგან დოსტოევს-
კიმ ძალზე მნიშვნელოვანი პრინციპი შეითვისა: ვიდრე საკუთარ მოსაზრებებს ჩამოაყალიბებდე - რო-
გორც არ უნდა იყო დარწმუნებული, რომ მართალი ხარ და სრულიად უბიწო - აუცილებელია ჯერ მო-
წინააღმდეგე მხარის ყველა არგუმენტი ჩამოთვალო. საქმე ის არაა, რომ ჩამოთვლის პროცესში მოწინა-
აღმდეგე მხარეზე შეიძლება გადაიხარო: უბრალოდ, ასეთი ჩამონათვალის გაკეთება ძალზე მომხიბლა-
ვი პროცესია. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება არ უღალატო მრწამსს, მაგრამ როცა მოსაზრებებს ბოროტე-
ბის სასარგებლოდ განიხილავ, ჭეშმარიტი რწმენის პოსტულატებს უფრო ნოსტალგიით წარმოთქვამ,
ვიდრე გულმოდგინებით და ესეც, რა თქმა უნდა, ამაღლებს დამაჯერებლობის ხარისხს.
მაგრამ არამხოლოდ დამაჯერებლობის გამოა, რომ დოსტოევსკის გმირები კალვინისტური შეუპოვრო-
ბით აშიშვლებენ მკითხველთა წინაშე თავიანთ სულს. კიდევ არის რაღაც, რაც აიძულებს დოსტოევსკის,
რომ მათ ცხოვრებას სულ სხვა კუთხიდან შეხედოს და მისი იდუმალი სულის ყველა ნაოჭსა და ნაკეცს
დააკვირდეს. და ეს არაა ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა. რადგანაც მისი ინკვიზიციის შემდეგ რაღაც უფრო
მნიშვნელოვანი აშკარავდება, რაც თავად ჭეშმარიტებასაც აღემატება: იგი აშიშვლებს ცხოვრების პირვე-
ლად ქსოვილს და ეს ქსოვილი საშინელია. ამისკენ მას ძალა უბიძგებს, რომელსაც სახელად ენის გაუ-
მაძღრობა ჰქვია და ერთ დღესაც მას ეცოტავება ღმერთი, ადამიანი, სინამდვილე, დანაშაული, სიკვდი-
ლი, უსასრულობა, ხსნა და საკუთარ თავს დაეძგერება.

1980

თარგმნა მალხა ზ ხარბედიამ

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი “

ჯოზეფ კონრა დი – წიგნე ბი

10
"ამ მწერლის წიგნები არ წამიკითხავს, და თუ წამიკითხავს კიდეც, არაფერი მახსოვს".
ეს სიტყვები თურმე ქალაქის ერთ-ერთ მესვეურთაგანს უთქვამს საჯაროდ სასამართლოს დარბაზში,
დაახლოებით ასიოდე წლის წინ. უბრალო მოკვდავთა ნათქვამთან შედარებით, ოფიციალურ პირთა
სიტყვას გაცილებით მეტი ძალა და მნიშვნელობა აქვს, რადგან საყოველთაოდ მიჩნეულ ჭეშმარიტებას
ჩვენს მმართველთაგან ვერავინ გამოთქვამს ისე ზუსტად, როგორც ქალაქთა მესვეურები, სწორედ ისინი
გამოხატავენ ხოლმე ყველაზე მკაფიოდ მთლიანობაში საზოგადოებისათვის დამახასიათებელ
სულისკვეთებას, არსსა და ნორმებს. თუმცა, სამართლიანობისა და ჩვენი ამჟამინდელი კეთილი
ურთიერთობის კარნახით, აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ მსგავსი განზოგადოება ამერიკის შეერთებულ
შტატებში არ ვრცელდება: თუკი იქაური გაზეთების ოდინდელი და უძლური გააფთრების მიხედვით
ვიმსჯელებთ, ამერიკაში ქალაქის მესვეურთა უმრავლესობა გაიძვერათა სრულიად განსაკუთრებულ,
აბსოლუტურად ხელშეუვალ და მოუწყვლად ტიპს განეკუთვნება. მაგრამ ეს ისე, სხვათა შორის.
ამჯერად მე მხოლოდ ხსენებული განცხადება მაინტერესებს, რომელშიც დიდი და მდიდარი
საზოგადოების ტემპერამენტი და კეთილგონიერება აისახა და რომლის ავტორიც, როგორც ჩანს, ფრიად
უშიშარი და საკუთარ თავში ჯრმად დაჯერებული მსაჯული გახლდათ.
გამოგიტყდებით, ძალიან მომწონს მისი ხასიათი, მისი აშკარა წინდახედულება. "ეს წიგნები არ
წამიკითხავსო - ბრძანებს და იქვე ამატებს: - გინდაც წამეკითხოს, აღარაფერი მახსოვსო". მართლაც
მომხიბლავი წინდახედულებაა. მომწონს სტილიც: სადა და ვაჟკაცური გულწრფელობით აღბეჭდილი.
ეს განცხადება, პროზის თვალსაზრისით თუ განვიხილავთ, იოლად იკითხება და იოლი სარწმუნოცაა.
წიგნების უდიდეს უმრავლესობას საერთოდ არც კითხულობს არავინ..უფრო მეტი - დავიწყებას
ეძლევა. ორატორული ხელოვნების კუთხით თუ შევხედავთ, განცხადება გამაოგნებელ შთაბეჭდილებას
ახდენს. გამიზნული ზემოქმედების მოსახდენად ადამიანის გონებაზე, რომელსაც გულმავიწყობის
უამრავი ფორმა ემუქრება, ეს განცხადება, ამავე დროს, არც მრავალგვარი სხვადასხვა ფიქრის აღძვრის
შედეგად დახვეწილი ემოციების უნარსაა მოკლებული - ნათქვამ სიტყვას ხომ მართლაც ზემოქმედების
უდიდესი ძალა გააჩნია! თუმცა, განსაკუთრებულ აღტაცებას განცხადება თავისი ბუნებრიობით იწვევს,
რამდენადაც არაფერია ესოდენ ბუნებრივი, როგორც თავად ფაქტი, რომ ქალაქის მამას აღარ ახსოვს, რა
ეწერა იმ წიგნებში, რომლებიც ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინათ, ალბათ, უდარდელი სიჭაბუკის
ჟამს წაიკითხა.
არადა, ლაპარაკი რომანებზეა, ყოველ შემთხვევაში, ეს წიგნები ნამდვილად რომანებად იყო
ჩაფიქრებული. ვინაიდან ჩემს მიერვე მოხმობილი მაგალითი კარგად მახსოვს, მსურს სიფრთხილე
ამთავითვე გამოვიჩინო: მართალია, არაფრის მეშინია, მაგრამ მინდა შეძლებისდაგვარად თავიდან
ავიცილო საყვედური და დაუყოვნებლივ ვაღიარებ - ეს წიგნები არც მე წამიკითხავს.
დიახ, არ წამიკითხავს, და იმ მთლიანობით, ან იქნებ კიდევ უფრო მეტ ადამიანს შორისაც, ვინც
ირწმუნება, ეს წიგნები წაკითხული გვაქვსო, ჯერ ერთიც არ შემხვედრია ისეთი, საკუთარი აზრის
იმდენად ნათლად გამოთქმის უნარი ჰქონოდეს, გასაგებად რომ მოჰყვეს მათი შინაარსი. ვიმეორებ,
ლაპარაკია წიგნებზე - კაცობრიობის განუყოფელ ნაწილზე, და რაკი ეს მართლაც ასეა, რაკი მათი
რიცხვი უამრავია და მათი რაოდენობაც განუწყვეტლივ იზრდება, წიგნები უთუოდ იმსახურებენ
ყურადღებას, აღტაცებას და თანაგრძნობას.
განსაკუთრებით თანაგრძნობას; ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ითქვა - ყველა წიგნს თავისი ბედი აქვსო.
დიახ, ბედი, და ეს ბედი ძალიან ჰგავს კაცისას. წიგნებსაც ჩვენსავით ახასიათებს სირცხვილისა თუ
დიდების, მკაცრი სამართლიანობისა თუ უაზრო დევნის, ცილისწამებისა თუ უგულებელყოფის,
დაუმსახურებელი წარმატებით შეცბუნების ბოლომდე გაუაზრებელი განცდა. ადამიანის მიერ შექმნილ
ყველა უსულო საგანს შორის, წიგნი ჩვენთვის ყველაზე ახლობელია, რადგან მასში მომწყვდეულია
ჩვენი ფიქრები, ჩვენი პატივმოყვარეობა, ჩვენი აღშფოთება, ჩვენი ილუზიები, სიმართლისადმი ჩვენი
ერთგულება და შეცდომისაკენ ჩვენი მარადიული მიდრეკილება. მაგრამ, ყველაზე მეტად, წიგნები
მაინც სიცოცხლესთან კავშირის სწრაფწარმავლობით გვგვანან. ხიდის აგება სამშენებლო ხელოვნების

11
კანონთა შესაბამისად, უთუოდ უძველესი, საპატიო და სასარგებლო საქმეა. მაგრამ აი, წიგნი კი,
თავისთავად ხიდივით, "მკვიდრად ნაგები", შეიძლება დაბადებისთანავე სასიკვდილოდ განწირული
აღმოჩნდეს. რაც მთავარია, მისი სიცოცხლისუნარიანობის გარანტიად წიგნის შემქმნელის ხელოვნებაც
არ არის საკმარისი. ადამიანის გონების მოუთმენლობით, შთაგონებითა და პატივმოყვარეობით
შექმნილ, სხვათა შორის, მუზებისათვის განსაკუთრებულად საყვარელ წიგნებს, სხვებზე მეტად
ემუქრება ადრეული სიკვდილის საფრთხე, თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, წიგნები საკუთარი ნაკლის
წყალობით ინარჩუნებენ ხოლმე დღეგრძელობას. ხშირად, ერთი შეხედვით თითქოსდა კარგ წიგნს,
მაღალფარდოვნად თუ ვიტყვით, საკუთარი სული არ გააჩნია. ცხადია, ამგვარ წიგნს არც სიკვდილი
უწერია. ის მხოლოდ მტვრად თუ იქცევა. მაგრამ უკეთესთა შორის უკეთესნი, ისინი, რომელნიც
სასიცოცხლო ძალას ადამიანთა თანაგრძნობასა და მახსოვრობაში პოულობენ, მაინც მარად ყოფნა-
არყოფნის ბეწვის ხიდზე გადიან, რადგან კაცის მახსოვრობა ხანმოკლეა, ხოლო თანაგრძნობა -
აუცილებლად უნდა დავუშვათ ამგვარი ვარაუდი - სულის უაღრესად ცვალებადი და უპრინციპო
მდგომარეობა.
ისევე არ ღირს წიგნის უკვდავების საიდუმლოს ძიება ხელოვნების კანონებში, როგორც ადამიანის
უკვდავებისა - ამა თუ იმ, სხვადასხვა წამლის ურთიერთზემოქმედებაში. ძალიან ხშირად წიგნი
სრულებითაც არ კვდება იმიტომ, სიცოცხლის გაგრძელებას რომ აღარ იმსახურებს: უბრალოდ,
ხელოვნების კანონები განსხვავებული, არამდგრადი და არასაიმედო ფაქტორების ერთობლიობაზეა
დამოკიდებული, ვთქვათ - ადამიანის სიმპათიებსა და ცრურწმენებზე, სიყვარულსა და ზიზღზე,
სიქველისა და ზომიერების გრძნობაზე, რწმენასა და თეორიაზე. თავისთავად მარადიული ეს
ფაქტორები, განუწყვეტლივ იცვლიან სახეს და ხშირად, სულ რაღაც ერთი თაობის სიცოცხლის
განმავლობაშიც კი.

II

წიგნებიდან მუზების ყველაზე დიდი სიყვარულით რომანები სარგებლობენ და ჩვენს თანაგრძნობაზეც


სწორედ ისინი აცხადებენ სერიოზულ პრეტენზიას. რომანისტის ხელოვნება არცთუ ისე რთულია. ამავე
დროს, იგი მაინც ყველაზე მოუხელთებელია მხატვრული შემოქმედების სახეობათა შორის, ყველაზე
მეტად განიცდის მისი მსახურებისა თუ ქომაგების უხილავი მერყეობისა და ათასგვარი ეჭვების
გავლენას და შეუძლია უკვე წინასწარვე უამრავი უსიამოვნება მიაყენოს მხატვრის გონებასაც და
სულსაც. საბოლოო ჯამში, სამყაროს შექმნა იოლი საქმე არ გახლავთ, ამ მხრივ გამონაკლისს მხოლოდ
ღვთაებრივი ნიჭით ცხებულნი წარმოადგენენ. სინამდვილეში, ნებისმიერი რომანისტი საკუთარი,
დიდი თუ მცირე სამყაროს შექმნას უნდა ისახავდეს უპირველეს მიზნად, და ამ სამყაროსი თვითონ
გულწრფელად უნდა სჯეროდეს. იგი მხოლოდ შემქმნელის წარმოსახვაში არსებობს და გინდაც
ზოგჯერ შეგნებულად აცხადებდეს პრეტენზიას - დარჩეს ინდივიდუალური, ოდნავ იდუმალებით
შეფერილი, ასე თუ ისე, მაინც მუდამ ნაცნობი უნდა იყოს მკითხველის გამოცდილებისათვის,
ფიქრებისათვის და გრძნობებისათვის. ნებისმიერი მხატვრული ნაწარმოების არსს, სულერთია, გინდაც
იგი ამ განსაზღვრებას დიდი გაჭირვებით ექვემდებარებოდეს, ცხოვრების სცენაზე გამეფებული
სიმართლე უნდა შეადგენდეს, გნებავთ, თუნდაც ისეთი გულუბრყვილო თეატრალურობით
გამოხატული, როგორც დიუმა-მამის რომანებშია. ჰენრი ჯეიმზის რომანებში შეგვიძლია ვიპოვოთ
ადამიანის ბუნების დახვეწილობის ჭეშმარიტი სიმართლე, ხოლო გახრწნილი სულის ადამიანთათვის
დამახასიათებელი სიხარბის მკაცრი ტრაგიკომიკური სიმართლე ბალზაკის მიერ შექმნილ საზარელ
სამყაროში ცოცხლობს. ბედნიერების მიღწევა კანონიერი თუ უკანონო გზებით, მორჩილებით თუ
ჯანყით, პირობითობათა უნარიანი მანიპულირებით თუ მეცნიერული თეორიის განვითარებაში
უკანასკნელი მიღწევების გამოყენებით - ერთადერთი თემაა, რისი გონივრული გაშუქების სრული
უფლებაც აქვს მინიჭებული მიწიერი სამყაროს მრავალგვარ საფრთხეთა შორის მცხოვრები ადამიანური

12
საზოგადოების წინსვლის მემატიანე-რომანისტს. ხოლო თავად ეს მიწიერი სამყარო, მიწა, რომელზეც
ადამიანები დგანან, ეცემიან ანდა კვდებიან, ასევე მართლად აღწერის ჩარჩოებში უნდა იქნას
მომწყვდეული. ყოველივე ზემოთქმულის ჰარმონიულ კონცეფციად გაერთიანება უდიდესი ამოცანაა,
ხოლო ამგვარი საქმისათვის არა უმეცარი გულის იმპულსთა გავლენით, არამედ სერიოზული
განზრახვით ხელის მოკიდების თვით მცდელობაც კი - საქებარი მისწრაფებაა, რადგანაც დიდი
სიმამაცეა საჭირო ფრთხილად დააბიჯო იქ, სადაც ბრიყვი ფეხების ხმამაღალ ბრაგუნს ატეხდა.
როგორც ერთმა ცნობილმა და აღიარებულმა ფრანგმა რომანისტმა შენიშნა, "ეს მეტისმეტად რთული
ხელოვნებაა".
სრულიად ბუნებრივია, როცა რომანისტს აეჭვებს ამ ამოცანის ამოხსნის შესაძლებლობა. ამოცანა ხომ
გაცილებით უფრო გრანდიოზული ჰგონია, ვიდრე სინამდვილეშია.
და მაინც, ლიტერატურული ნაწარმოების შექმნას, ანუ მრავალთაგან ერთ-ერთ კანონიერ ფორმას
ადამიანური ქმედებებისა, მხოლოდ იმ პირობით აქვს ფასი, თუკი ის ამ ქმედებათა სხვა, დანარჩენი
უმნიშვნელოვანესი გამოხატვის ფორმების სრულად აღიარების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
მწერლები ზოგჯერ ივიწყებენ ხოლმე ამ პირობას, განსაკუთრებით სიჭაბუკეში, როცა უჩნდებათ
პრეტენზია, საკუთარი საქმიანობა დააყენონ უყოყმანოდ იმ სხვა ყველაფერზე მაღლა, რაც ადამიანის
გონებისთვისაა დამახასიათებელი. ბევრ ლექსს, ისევე როგორც პროზას, შესწევს უნარი ღვთაებრივი
ბრწყინვალებით იკაშკაშოს, მაგრამ ყველა ადამიანური მისწრაფების ჯამში, მათ შეიძლება დიდი
მნიშვნელობა არც ჰქონდეთ. არ არსებობს დოქტრინა, რომელიც სხვებთან შედარებით ერთი რომელიმე
ქმნილების არსებობას მეტად ამაღლებდეს. სხვა ყველაფერიც დატოვებს, უკეთეს შემთხვევაში, ან
მხოლოდ სუსტ კვალს, ანდა დავიწყებისთვის გაიწირება. გონებრივი შრომის დანარჩენ
წარმომადგენლებთან შედარებით, რომანისტს მხოლოდ ერთი უპირატესობა გააჩნია - თავისუფლების
პრივილეგია, ანუ ფიქრებისა და ყველაზე სანუკვარი ოცნების გამოხატვის თავისუფლება - და ამ
პრივილეგიის გააზრებამ უნდა შეუწყოს სწორედ ხელი მისი მძიმე, მონური შრომის შემსუბუქებას.

III

რომანისტის ყველაზე ფასეული უნარი წარმოსახვის თავისუფლება უნდა იყოს. საკუთარი შთაგონების
აღმაფრენის ჟამს რომანტიზმის, რეალიზმის და ნატურალიზმის ზოგიერთი კონცეფციის ჩახლართული
დოგმის ამოხსნის ნებაყოფლობითი მცდელობა ღირს ადამიანურ შეუპოვრობად, რაც, აბსურდულობის
გამოაშკარავების შემდეგ, ცდილობს გაამართლოს იგი დამსახურებულ წინამორბედთა ძველი და
კეთილშობილი წარმომავლობით. მხოლოდ შეზღუდული უნარით აიხსნება, რომ მავანთ და მავანთ,
საკუთარ ნიჭში დაეჭვებულებს, ვინც ცდილობს ამ ნიჭს ელვარება სკოლის ავტორიტეტულობის
წყალობით შეასმინოს, არ გააჩნიათ ხოლმე დახვეწილი მეთოდი. ასეთთა რიცხვს განეკუთვნებიან,
მაგალითად, ის წარჩინებული ქურუმები, რომელთაც სტენდალი ნატურალიზმის წინასწარმეტყველად
გამოაცხადეს. ოღონდ, თავად სტენდალი ვერასოდეს შეურიგდებოდა საკუთარი თავისუფლების
შეზღუდვას. სტენდალის ნიჭი - ჭეშმარიტად უდიდესი და ელვარე ნიჭია. მის სულს უთუოდ შეძრავდა
განსაკუთრებული, სტენდალისებური ზიზღი და აღშფოთება, ვინაიდან სიმართლე ის გახლავთ, რომ
ლიტერატურული ფორმულირების მიღმა ინტელექტუალური სიმხდალის მრავალრიცხოვანი
სახესხვაობა იმალება. სტენდალი კი საკუთარ დროსთან შედარებით ნაადრევად გაბედული იყო. მან
თავისი ორი ყველაზე დიდი რომანი - სამწუხაროდ, ძალიან ცოტას მიერ წაკითხული - უშიშარი
შინაგანი თავისუფლების სულისკვეთებით დაწერა.
არ მინდა ვინმეს მოეჩვენოს, თითქოს მე მწერლისაგან მოვითხოვ ნიჰილიზმის თავისუფლებას
მორალის თვალსაზრისით. მე მისგან მოვითხოვ რწმენის სხვადასხვაგვარ გამოვლინებას,

13
რომელთაგანაც უპირველეს ადგილზე უნდა იდგეს ურყევი იმედი, იმედი კი, უეჭველია, გულისხმობს
როგორც აქტიური ქმედებისადმი ერთგულებას, ასევე მასზე უარის თქმით უნარსაც. ესაა ღვთით
მოვლენილი რწმენა მაგიური ძალისა და შთაგონებისა, რომელნიც, თავის მხრივ, ჩვენს პლანეტაზე
სიცოცხლის განუყოფელ ნაწილებს შეადგენენ. ჩვენ დავიწყება გვჩვევია, რომ თვალსაჩინო ოსტატობა
მაღალ ინტელექტუალურობასაც გულისხმობს და არა მარტო ემოციონალურ ზემოქმედებას. აშკარა
პესიმიზმის შემთხვევაშიც კი, მხოლოდ თავდაჯერება შეიძლება იყოს უიმედოდ უნაყოფო.
გამორიცხული არ არის მოგვეჩვენოს, რომ სხვადასხვა დროში სხვადასხვა ადამიანთა მიერ შენიშნული
ფაქტი - სამყაროში ძალიან ბევრი ბოროტება არსებობსო, - ზოგიერთი თანამედროვე მწერლის სიამაყისა
და ზებუნებრივი სიხარულის წყაროდ იქცა. როცა ცდილობ სერიოზულად ეზიარო მხატვრული
ლიტერატურის ნაწარმოების შექმნის ხელოვნებას, ამგვარად აზროვნება არ არის მართებული,
რამდენადაც ავტორს - ღმერთმა უწყის რატომ - უჩნდება საკუთარი უპირატესობის ამაღლებული
განცდა, ხოლო ამ განცდათა და გრძნობათა აყოლა კი, რაც შემოქმედს მუშაობის კულმინაციურ
მომენტებში იპყრობს ხოლმე, უაღრესად სახიფათო საქმეა.
იმედისმომცემი მხატვარი აუცილებლად ის მხატვარი როდია, ვისაც მიაჩნია სამყარო მშვენიერიაო.
სავსებით საკმარისია სჯეროდეს, რომ არსებობს სამყაროს გამშვენიერების შესაძლებლობა. ხოლო თუკი
წარმოსახვა გაგიტაცებს და ადამიანთა საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ზნეობრიობის სხვა
ასპექტებზე ზემოთ აგიტყუებს, მაშინ რომანისტმაც, ვინც თავს დანარჩენ ადამიანებზე მაღლა აყენებს,
შეიძლება სულ იოლად უგულებელყოს საკუთარი მოწოდების უპირველესი პირობა. სიტყვის
ხელოვნების ფლობა ჯერ კიდევ ყველაფერს როდი ნიშნავს. კაცი, რომელსაც ხელში თოფი უჭირავს,
მონადირე ან მეომარი არ ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ შეიარაღებულია; მონადირე ან მეომარი რომ
გახდეს, ხასიათისა და ტემპერამენტის კიდევ მრავალი თვისებაცაა აუცილებელი. იმ კაცისაგან, ვინც
ფრაზათა არსენალს ფლობს და ამ ასი ათასობით ფრაზიდან კი მხოლოდ ერთი შეიძლება მოხვდეს
დიდი მანძილით დაშორებულსა და მარად მოძრავ ხელოვნების სამიზნს, მე შემიძლია ისიც
მოვითხოვო, ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობისას უყოყმანოდ დაუშვას და აღიაროს ზოგიერთი
ადამიანის ბუნებისათვის დამახასიათებელი ჩრდილოვანი მხარის არსებობა. მე არამც და არამც არ
მოვითხოვ მწერლისაგან შეუწყნარებლობას ადამიანურ პატარ-პატარა მარცხთა მიმართ და არც
დამცინავ დამოკიდებულებას შეცდომებისადმი.
არ მოვითხოვ, დიდ მადლიერებას ელოდეს კაცობრიობის მხრიდან, რომლის ბედსაც, ცალკეული
ადამიანების ბედის მაგალითზე, მწერალი კომიკურად თუ შიშის მომგვრელად ასახავს. ვისურვებდი,
ადამიანის შეცნობისას, ეპატიებინა მისთვის ბევრი შეხედულება და ცრურწმენა, რაც
არაკეთილგანწყობის გამოხატულებას კი არ წარმოადგენს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ აღზრდის,
სოციალური მდგომარეობისა და პროფესიის შედეგია. ჭეშმარიტ მხატვარს მაინცდამაინც არ უნდა
აფიქრებდეს მისი შრომის აღიარება და მისი გენიით აღტაცება, რადგან ამ შრომის შეფასება იოლი არ
არის, ხოლო გენია არაფერს ნიშნავს საქმეში ჩაუხედავთათვის, იმათთვის, ვინც მაშინაც კი, როცა
მემკვიდრეობით წინაპართა სიბრძნე ერგება, ბევრ რამეში მაინც პრიმიტიული და ბანალური რჩება.
ასევე ვისურვებდი, მისი თანაგრძნობა გაძლიერდეს მშვიდი და მუდმივი დაკვირვების ჟამს, მაშინ,
როცა ის საკუთარი გონების ძალასაც სრულყოფს. ჩვენი ხელოვნების სრულყოფის შესაძლებლობა
მხოლოდ თავად სიცოცხლის სიმართლეშია საძიებელი და არა აბსურდულ, ვითომდა ტექნიკური
ოსტატობისა თუ სხვადასხვაგვარი კონცეფციების ამხსნელ ფორმულებში. ვაცალოთ წარმოსახვის
ძალას, განმტკიცდეს თავად ცხოვრების ორომტრიალში, რომელსაც აუცილებლად უნდა ვიცნობდეთ
და პატივს ვცემდეთ, და ნუ გავამტკიცებთ შთაგონების გრძნობას - ამ მზამზარეულ სრულყოფილებას,
რის შესახებაც შემოქმედს წარმოდგენაც არა აქვს, და მაშინ აღარც მე გამოვთქვამ უკმაყოფილებას იმ
ამაყი ილუზიის გამო, რაც დროდადრო მწერალს ეუფლება: თითქოსდა მისი შრომა მნიშვნელობით
მისივე ოცნების სიდიადეს უტოლდება. თუ არადა, სხვამ აბა რამ უნდა შეუქმნას მას ნათელი
წარმოდგენა და რამ შეასმინოს იმის ძალა, გულთან მიიტანოს თავისი თანამოქალაქეების სიქველენი,
პირდაპირობა და გამჭრიახობა, უბრალო ჭმევრმეტყველებით განცხადებული ქალაქის მამის მიერ: "ამ
14
მწერლის წიგნები არ წამიკითხავს, და თუ წამიკითხავს კიდეც. არაფერი მახსოვსო..."

ინგლისურიდა ნ თარგმნა ზეზვა ჭანტურია მ

© “წიგნები – 24 საათი ”

ფი ლი პ სო ლერ სი – "იყ ა ვი თ რე ა ლის ტე ბი - მო ითხ ო ვეთ შე უძ ლე ბე ლი "

ფი ლიპ სო ლერ სი
"იყ ავით რე ალის ტე ბი - მო ითხ ოვეთ შე უძ ლებე ლი "

ეს, ალბათ, 68 წლის მაისის ყველაზე შესანიშნავი ლოზუნგია - იგი ამ ამბოხის მთელ სიღრმეს მოიცავს,
მთელ მის სიურეალისტურ დაუმორჩილებლობას. იგი, ალბათ, ნებისმიერ ეპოქას მოერგებოდა - დრო
მას ვერაფერს დააკლებს. ლამის ვოლტერისეული ირონიით იგი ე.წ. "ანბანური ჭეშმარიტებების" სი-
ყალბეს ამხელს, რომ თითქოს "ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდეს ამ მადლიან სამყაროში" და მარ-
თლაც, ჯოგური ოპტიმიზმი ყოველთვის საქმოსნებისა და ფარისევლების თავშესაფარი იყო.
ხელისუფლების წარმომადგენლები დროთა განმავლობაში გამოიწვრთნენ და უკვე ძალზე დამაჯერებ-
ლად საუბრობენ იმის შესახებ, რომ საქმე არც ისე ცუდადაა; ორი ბოროტებიდან ყოველთვის უმცირესს
ირჩევენ და ჩაგვაგონებენ, რომ არ უნდა გავცდეთ შესაძლებლობის ფარგლებს... და მართლაც, აბა რა მო-
ნების საქმეა აღშფოთება! რეალობას ახლა მხოლოდ პოლიტეკონომია და ფინანსური ბაზრის ლოგიკა
განაპირობებს. სიღატაკე? ვაი რომ, ეს ავადმყოფობა უკვე ქრონიკული გახდა, მაგრამ ადრე თუ გვიან,
მას ბოლო მოეღება, პირობას გაძლევთ. სიკვდილი? დიდი ამბავი, ყველანი სიკვდილის შვილები ვართ.
მოუთმენლობა? ამისთვის განათლების საერთო დონე უნდა ავამაღლოთ. მასობრივი რეპრესიები? ისი-
ნი ხომ უბრალოდ, ისტორიის გულდასაწყვეტი შეცდომებია, დაუდევრობა, ერთი სიტყვით, წვრილმა-
ნები. ნუ მოითხოვთ შეუძლებელს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, უბრალოდ, ბედს შეურიგდით, ბოლოს და
ბოლოს. თქვენი ხვედრი - წარსულის ხმაურიანი აღაპია. პური ხვალ, სანახაობა - დღეს. სურვილი თა-
ვისთავად უმიზნოა, ამიტომ უკეთესია, აუცილებელზე იფიქროთ.

15
როგორც ჩანს, დიდი ხანია უკვე გავიდა დრო კადნიერი აფორიზმისა, რომლის თანახმადაც, "ფრანგის-
თვის არაფერია შეუძლებელი". ნუთუ არ გვესმის, სადამდე შეუძლია მიგვიყვანოს ამგვარმა ბაქიაობამ...
თავისუფლების სიჭარბეს მხოლოდ ქაოსამდე მივყავართ; თავის შეკავება უნდა შეგვეძლოს - სამწუხა-
როდ, ასეთია რეალობა. მაგრამ შეგახსენებთ, რომ ერთმა დიდმა ფრანგმა მწერალმა თავის წიგნს "შეუძ-
ლებლობა" უწოდა; კარგი იქნებოდა, გადაგვეკითხა ეს წიგნი. ამ ადამიანმა ხომ ერთხელ თქვა: "შესაძ-
ლებელი იმათ დაუტოვე, ვისაც იგი სიამოვნებს და კმაყოფილებას ანიჭებს". ეს ფრანგი ჟორჟ ბატაი იყო.
ალბათ მას, უბრალოდ, სურდა ეთქვა, რომ ჭეშმარიტი რეალობა, როგორც სიყვარული - შეუძლებელის
სფეროს ეკუთვნის, წარმოსახვა კი შეზღუდულია ჩვენს სტანდარტულ ჩარჩოებში. მაგრამ მიუხედავად
ამისა, კიდევ არიან ადამიანები (და მეც, მათ შორის), რომელთაც სწორედ ეს რეალობა აკლიათ. მხო-
ლოდ მასშია პოეზიის თავისუფლება.

L’Express, 1998 წლის მა ისი

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი “

ჰენრი დე ვი დ თორო - სამ ოქ ალ აქო დაუმორჩ ილე ბლ ობ ა

1845 წე ლს 4 ივლისს , ამერიკი ს დამოუკი დებ ლობის დღეს , ჰენრი დევიდ თორომ
საზოგადოე ბისაგან , ხე ლისუფლებისგან , მთე ლი ამერიკული თუ არაამერიკული
ცივილიზაციისგან დამოუკი დებ ლობა გამოაცხადა და ტყეში გადასახლდა . უოლდენის
ტბის მახლო ბლად ხის სახლის აშენებაში კონ კორდელი ინტელე ქტუალები , მასავით
მწერლე ბი და ფილოსოფოსები ემერსონი , ჩანინგსი , ოლკოტი , ძმები კერპიკსები და სხვები
ეხმარებოდნენ . ყველანი ერთად (მათ გარდა , მარგარეტ ფულერი , ფრედერი კ ხეჯი ,
ბრაუნსონი და სხვები ) ტრა ნსცენ დენტალის ტე ბად იწოდებოდნენ .
მე -19 საუკუნი ს პირველ ათწ ლეულ ებში კონ კორდში , უმეტესად ხელოვანი ხალხით
დასახლებულ კოლ ონიაში , საინტერესო პროცესე ბი ხდებოდა . ახალ ინგლისში
პურიტა ნიზმის მძიმე გავლენას და ამერიკულ მატერიალიზმს ტრა ნსცენ დენტალის ტთა

16
დაჯგუფება დაუპირისპირ და , ადამია ნის ,,დაცემულ ” ბუნებას შეღავათიანი ხედვით
შეხედა და საკუთარი ძალების რწმენის იდეა (selfreliance) დაამ კვიდრა ; პიროვნება ,
ინ დივიდუალო ბა , მისი უფლ ებები , მისი სი ნდისი ღვთაე ბრივ ფენომე ნად გამოაცხადა .
ესენი იმ - და შემდეგდროინდელი ამერიკი სათვის ბევრ მძაფ რ საკითხ ს წამოწ ევენ :
რასიზმს , მონობას , ქალ თა უფლებ ებს , გადამეტებულ მატერიალიზმს და ა.შ. ამერიკელ
ტრა ნსცენ დენტალის ტთა იდეალი ზმმა გადამწყვეტი გავლენა მოახდი ნა განდიზე და
ტოლსტოიზეც .
ამ გავ ლენის კვინტე სენციას თოროს ერ თი ბრწყინვალე ესე წარმოადგენდა : ,,სამოქალა ქო
ხელისუფლე ბისა დმი დაუმორჩილე ბლობა ” (1848) (თავიდან ასე ერქვა ), რომელიც
ხელისუფლე ბისა დმი არაძალადობრივი წინააღ მდეგობის კატეხიზისად იქცა .
თორო 1817 წელს მასაჩუსეტში , კონკორდ ში დაიბადა და ჰარვარ დში გატარებული ოთხი
წლის გარდა , მთელი ცხოვრე ბა იქ გაატარა . დაახლოები თ 1836 წე ლს
ტრა ნსცენ დენტალის ტე ბს შე უერთდა , და მათი რე ლიგიური ფილოსოფიი ს ერთ -ერ თი
განმ საზღვრელი წევრი გახდა . 1842-43 წლიდან გადასახა დებს პრინციპულად არ იხდიდა .
ტყეში ცხოვრე ბის (1845-1847) ორნახევარი წე ლიწადი აღწერა თავის ცნობი ლ ,,უოლდენში ”
(1854). ემერსონი მასზე წერდა : ,,არ იცოდა არც ერთი ხე ლობა , არ ჰყავდა ცო ლ-შვილი ,
მარ ტოო ბა ყველაფერს ერ ჩივნა , არ დადიოდა ეკლ ესიაში , პრინციპულად არ
მონაწილეო ბდა არჩ ევნებში და არ იხდიდა სახელმწიფო გადასახა დს , არ ჭამ და ხორცს ,
ღვინო ს პირს არ აკარებდა , თამბაქ ო არც კი გაუსინჯავს , და , მიუხედავად იმისა , რომ
ნა ტურალისტი იყო , ბუნებაში ყოფნი სას არც ხაფანგი დაჰქონდა თან და არ თოფი . უთუ ოდ
ბრძნულად აირჩია , რომ მხოლოდ აზროვნებისა და ბუნების ამარა დარჩენილიყო . ქონე ბის
დაგროვების არავითარი უნარი არ ჰქონდა , მაგრამ ის კი იცოდა , როგორ ყოფილიყო ღარიბი
ისე , რომ არც ჭუჭ ყში ეცხოვრა და არც გარეგნობა ზე დასტ ყობ ოდა ...” ემერსონი იმასა ც კი
წერდა , რომ ტოროს თევ ზები ხე ლებში თავისით უც ურდებოდნენ , მელი ები კი
მონა დირეე ბს მის ქოხში ემალ ებოდნენო .
თორომ რამ დენიმე მნიშვნელოვანი ესე დაწერა , რომელთა მკითხველი შეიტყობს , რომ სხვა
ადამია ნების უუფლე ბობასთან , ხელისუფლე ბის უზნეობასთან შეგუე ბა , ,,უპრინციპო
ცხოვრება ”, ,,ღვთაე ბრივი ადამია ნისგან ეშმაკეულის ” ქმნაა . თოროს ცხოვრება სიმართლის
და თავისუფლე ბის მაძიებლ ობის ერთი უკომპრომისო გზა იყო , რომელიც მწ ერალმა სადად
და მხნედ განვლო .
ტექსტი იბეჭდება შემოკლებით .

ჰენრი დევიდ თორო

სამოქალაქ ო დაუმორჩილე ბლობა

[1] მთელი არსებით ვეთანხმები ამ გამონათქვამს, - ,,საუკეთესო ხელისუფლება ისაა, რომელიც


ყველაზე ნაკლებად მართავს”; მინდა, რაც შეიძლება მალე და სისტემურად ვიხილო იგი
განხორციელებული. განხორციელებულს კი, საბოლოო დედააზრად ეს ჰქოდეს: ,,საუკეთესო
ხელისუფლება ისაა, რომელიც საერთოდ არ მართავს”. როცა ადამიანები ამისთვის მზად იქნებიან,
ხელისუფლებაც ასეთი ეყოლებათ. საუკეთესო შემთხვევაში, ხელისუფლება სხვა არაფერია, თუ არა
მიზანშეწონილება; მაგრამ ხელისუფლებათა უმეტესობა – როგორც წესი, და უკლებლივ ყველა
ხელისუფლება კი - ხშირად, სრულიად მოკლებულია მიზანშეწონილებას;
[2] რაზე დგას ეს ამერიკული ხელისუფლება, თუ არა მხოლოდ ტრადიციაზე, და ისიც მოძველებულ
ტრადიციაზე, რომელიც ცდილობს შთამომავლობას უცვლელად გადაებაროს, მაგრამ მის მთლიანობას

17
ყოველ წუთს რაღაც აკლდება? ერთი ადამიანის სიცოცხლისუნარიანობა და ძალაც კი არ გააჩნია,
რადგან ერთ ცალკეულ ადამიანსაც შესწევს იმის ძალა, რომ იგი მოდრიკოს და თავისი
მოსაზრებისამებრ მოაქციოს. თუმცა, ამის გამო მის საჭიროებას არა აკლდება, რადგან ადამიანებს
აუცილებლად უნდა გააჩნდეთ რთული მექანიზმი, მისი ცხოველქმედების ხმა უნდა ესმოდეთ, რათა
ხელისუფლების ყოლის თანდაყოლილი მოთხოვნილება დაიკმაყოფილონ. ხელისუფლება ხომ სწორედ
ასე ამტკიცებს, რა კარგად ადგება იგი ადამიანთა საჭიროებებს, თავად ადამიანებსაც რა კარგად ადგება
კისერზე უღელად - თითქოს მათსავე სასიკეთოდ. ეს შესანიშნავია, ამაში ყველანი უნდა დავეთანხმოთ.
ხელისუფლება ისე არაფერს ითავებს, თუ მონდომება მისივე ზნით და წესით დაწყებულ საქმეს არ
მოახმარა.
[3]. მაგრამ ჩვენ საქმეს საქმიანად მივუდგეთ, როგორც მოქალაქეს შეშვენის, და არა იმათსავით, ვინც
თავს მსგავს საკითხებზე ფიქრით არ იმძიმებს, და მაშინ ვიტყვი, რომ მე უხელისუფლებობას კი არა,
უკეთეს ხელისუფლებას ვითხოვ. გააგებინეთ თითოეულ ადამიანს, როგორი ხელისუფლება სცემს მას
პატივს, და პირველი ნაბიჯი გადადგმული იქნება.
[4]. ხელისუფლება, რომლის უმრავლესობა ყველა ვითარებაში მართავს, სამართლიანობის პრინციპებს
არ ემყარება, და ეს ადამიანური გაგებითაც კი ასეა. შეიძლება კი არსებობდეს ისეთი ხელისუფლება,
სადაც მართალი და მტყუანი უმრავლესობის ძალით კი არა, სინდისით განისჯება? ან, რომლის
უმრავლესობაც მხოლოდ იმ საკითხებს გადაწყვეტს, რომლებიც მხოლოდ მიზანშეწონილებით იქნება
ნაკარნახევი? განა შეიძლება, რომ მოქალაქემ როდესმე, თუნდ ერთი წუთით, სულ მცირე ხნით,
საკუთარ სინდისზე უარი თქვას და კანონმდებელს მიაბაროს? მაშ თითეულ ადამიანს სინდისი რაღად
უნდა? მე კი მგონია, რომ ჯერ კაცნი უნდა ვიყვნეთ, ადამიანები, და ქვეშევრდომნი კი მხოლოდ ამის
შემდეგ. არც კანონის განდიდება, მისადმი მოწიწება გვმართებს ისე, როგორც უფლებებისადმი.
ერთადერთი ვალდებულება, რომელიც გამაჩნია, - და მე უფლებას ვიტოვებ, ასე ვიფიქრო, - ისაა, რომ
მუდამ იმას ვაკეთებდე, რაც სწორად თავად მიმაჩნია. უკვე საკმარისად ბევრია ნათქვამი იმის თაობაზე,
რომ კორპორაციას სინდისი არ გააჩნია; მაგრამ სინდისიერ კაცთა კორპორაცია ხომ სინდისიერი
კორპორაციაა. კანონს ადამიანი უფრო სამართლიანი ჯერ არასდროს გაუხდია; პირიქით, მისდამი
მორჩილებით ყველაზე თვალსაჩინო ადამიანებიც კი ყოველდღიურად უსამართლობას ამრავლებენ.
კანონის გადამეტებული მორჩილების ბუნებრივი შედეგი კი ისაა, რომ ჯარისკაცები, და მათზე მდგომი
სამხედრო პირები, რიხიანად მიაბიჯებენ საომრად, საკუთარი ნების წინააღმდეგ, საღ აზრზე და
სინდისზე გადაბიჯებით. იმათ ხომ არც იციან, რომ დაწყევლილ საქმეში მონაწილეობენ, იმათ ხომ
ყველას მშვიდობა უნდათ. მხოლოდ ერთეულები - გმირები, პატრიოტები, წმინდანები, ფართო გაგების
რეფორმატორები არიან ის ხალხი, ვინც სახელმწიფოს თავიანთ სინდისს ამსახურებენ. გონიერი
ადამიანი მხოლოდ მისი კაცებრივი თვისებებით შეიძლება იყოს სასარგებლო, საზარბაზნე ხორცად,
უსულო ნივთივით მისი გამოყენება [არ შეიძლება].

,,მე ღვთის შვილი ვარ, ღვთაებრივი წარმოშობის,


მე ვერავინ დამისაკუთრებს.”

[7]. მაშ როგორ უნდა მოიქცეს დღეს ადამიანი ამერიკის ხელისუფლების მიმართ? გიპასუხებთ: თუ
მასთან კავშირზე უარი არ თქვა, პატივის აყრას ვერ გადარჩება. ისეთ პოლიტიკურ ორგანიზაციას,
როგორიც ჩემი მთავრობაა, რომელიც თან ,,მონების მთავრობაცაა”, მე ერთი წუთითაც ვერ ვაღიარებ.
რევოლუციის მოხდენის, ანუ ხელისუფლებისადმი მორჩილებაზე უარის თქმის და მის წინააღმდეგ
აღდგომის უფლებას ყველა აღიარებს, თუ ხელისუფლების ტირანია და მართვის უუნარობა ზღვარს
აჭარბებს და ხალხისთვის აუტანელი ხდება., მაგრამ თან ყველა ამბობს, თითქოს ახლა მსგავსი
ვითარება არ გვაქვს, თუმცა კი თვლიან, რომ 75 წლის რევოლუციამდე მდგომარეობა ასეთი იყო.
ხახუნი და წინააღმდეგობა ყოველი მექანიზმის მუშაობას თან ახლავს, მაგრამ შესაძლოა, თავად
მექანიზმის მუშაობის შედეგი ღირდეს ამად, და მისი ნაკლი გადასწონოს. ასეა თუ ისე, ყურადღების

18
მხოლოდ ხახუნზე გამახვილება დიდი ბოროტება იქნებოდა. მაგრამ თუ ხახუნი მთელს მანქანას
მოედება, ადამიანების დათრგუნვას და ძარცვას დაიწყებს, მაშინ ვიტყვი, რომ ასეთ მანქანაზე უარი
გვაქვს სათქმელი. სხვაგვარად მოგახსენებთ: როცა იმ ერის ერთ მეექვსედს, რომელსაც თავი
თავისუფლების ნავსაყუდელად გამოუცხადებია, თავად იმონებენ, მთელი ქვეყანა კი მომხდურის
ბოგინსა და უცხო ჯარისაგან ძარცვას უნდა შეეგუოს, და საომარი დროის კანონებს უნდა
დაემორჩილოს, მაშინ, ასე მგონია, პატიოსან ადამიანს წინ აღდგომის, ამბოხის დრო უდგება. ამ
მოვალეობის აღსრულებას მნიშვნელოვნებას კიდევ უფრო მეტად ის ფაქტი ჰმატებს, რომ დაპყრობილი
ქვეყანა ჩვენი ქვეყანა არაა, ჩვენი - დამპყრობთა ჯარია მხოლოდ.
[9] ფეილი, ზნეობის საკითხების დიდი გამგე და ავტორიტეტი თავისი წიგნის ერთ-ერთ თავში:
,,სამოქალაქო ხელისუფლებისადმი დაქვემდებარების მოვალეობა” მოქალქეობრივ ვალს
მიზანშეწონილებამდე ამცრობს, და აცხადებს: ,,სანამ ამას მთელი საზოგადოების ინტერესები
მოითხოვს, ანუ სანამ არჩეული ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ან შეცვლა
საზოგადოებისათვის ცხოვრების გაურთულებლად შეუძლებელია, ხელისუფლების მორჩილება თავად
ღვთის ნებაა, მაგრამ მხოლოდ აქამდე. ამ პრინციპის მიდევნება მხოლოდ იმის გათვალისწინებით უნდა
მოხდეს, თუ როგორ შედეგს გამოიღებს, რა სახის დანაკარგის და ხიფათის შემცველია წინააღმდეგობის
გაწევის ყოველი კერძო შემთხვევა, რაც თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა განსაზღვროს.” მაგრამ,
როგორც ჩანს, ფეილი იმგვარ შემთხვევებზე არ დაფიქრებულა, რომელთა მიმართ მხოლოდ
მიზანშეწონილების მისადაგება შეუძლებელია, როცა ხალხმაცა და ცალკეულმა ადამიანებმაც, რადაც
არ უნდა დაუჯდეთ, სამართალი უნდა აღასრულონ. თუ დასახრჩობად განწირულ კაცს ხის მორი
უსამართლოდ წავართვი, უნდა დავუბრუნო, თუნდ მერე თავად დავიხრჩო. ფეილის ნათქვამს თუ
მივყევით, ასეთი საქციელი ადამიანს თურმე ზედმეტ თავსატეხს უჩენს. მაგრამ ვინც თავის გადარჩენას
ამგვარად ფიქრობს, დაიღუპავს მას.
[10] მე შორეულ მტრებს კი არ ვებრძვი, არამედ იმათ, ვინც აქვე გვყავს, და თავიანთი უმოქმედობით
იმათ, შორეულთ, სამოქმედოდ ხელ-ფეხს უხსნიან; ვისაც ხშირ-ხშირად უყვარს გამეორება, რომ ხალხის
მასები ჯერ მოუმზადებელია; მაგრამ უკეთესობას პირი არ უჩანს, რადგან ისინი, მცირენი, იმათზე
გონიერები არ გახლავან, ვისაც მრავლობით მოიხსენიებენ. დიდი მნიშვნელობა არც იმას აქვს, რომ
ბევრი იმათგანი შენსავით კარგი და კეთილია, რადგან სადღაც აბსოლუტური სიკეთეც უნდა
არსებობდეს, რომელთან შედარებით ყველაფერი წუმპედ გამოიყურება. ათასობით კაცი მეგულება,
ვინც შეხედულებებით მონობის და ომის წინააღმდეგია, მაგრამ მათს აღმოსაფხვრელად თითსაც არ
ანძრევს; ვინც თავს უოშინგტონის და ფრანკლინის სულიერ შვილებად თვლის, მაგრამ
გულხელდაკრეფილები სხედან; ამბობენ, რომ იციან, რაცაა საკეთებელი, მაგრამ არაფერს აკეთებენ;
ვისაც თავისუფლების საკითხი სამომავლოდ, თავისუფალ ვაჭრობაზე მსჯელობის დრომდე
გადაუდვია, ახლა კი, ნასადილევს, მშვიდად კითხულობენ ახალი ფასების მონაცემებს, მექსიკიდან
მოსულ ახალ ამბებთან ერთად, და ალბათ, ერთნიცა და მეორენიც თვლემას ჰგვრით. როგორია დღეს
პატიოსანი კაცის და პატრიოტის ფასი? ზნეობის ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტ მცველზე ერთი
ზნეობრივი ადამიანი მოდის. მაგრამ მოლაპარაკება ხომ ერთი ნამდვილ მფლობელთან უფრო
გონივრულია, ვიდრე დანარჩენ ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტთან, ვის ხელშიც მოლაპარაკების საგანს
მხოლოდ გაუვლია.
ყველა ყაიდის კენჭისყრა თავისებური თამაშია, შაშივითაა, ზნეობის თვალისასახვევი მოვარაყებით;
ზნეობის საკითხებით იქ მხოლოდ თამაშობენ, ვითომ მტყუან-მართალს არჩევენ, და ბუნებრივია, სადაც
თამაშია, იქ ფსონების დადებაც ჩვეულებრივი ამბავია. ხმის მიცემა ცალკე საკითხია. ხმა, ალბათ, ისე
უნდა მივცე, როგორც საჭიროდ მიმაჩნია, მაგრამ სასიცოცხლოდ დაინტერესებული კი არ ვარ, რომ ჩემი
უფლება შეურყვნელი იყოს. ამ უფლებას მე უმრავლესობას ვანდობ. მას კი თავის ვალად ის მიაჩნია,
მიზანშეწონილების კარნახს არ გადაუხვიოს. მართებული საქმისთვის მხოლოდ ხმის მიცემა თვით
საქმეს არაფერს ჰმატებს. ეს მხოლოდ თქვენი სურვილის უღიმღამო გამჟღავნებაა, რომ ამა თუ იმ საქმის
გამარჯვებას ემხრობით. გონიერი კაცი საგულშემატკივრო საქმეს შემთხვევას არ მიანდობს, და არც
19
უმრავლესობის ღონით ისურვებს მის შესრულებას. მასების ნამოქმედარს მუდამ სიქველე აკლია.
[14]. პატრიოტიზმის ნაკლებობას ყველაზე ხშირად უკეთილშობილეს ადამიანებს აბრალებენ ხოლმე.
მაგრამ ისინი, ვინც ხელისუფლებას ნაბიჯებს არ უწონებენ, მაგრამ ერთგულებას და მხარდაჭერას არ
აკლებენ... ცვლილებების უდაოდ ყველაზე დიდი ხელისშემშლელები არიან.
[15]. განა შეიძლება, რომ ადამიანი მხოლოდ აზრის გამოთქმას და კამათს სჯერდებოდეს? განა ეს საქმე
მცირედ სიამოვნებას მაინც მოუტანს, თუკი თავს მოტყუებულად გრძნობს? მეზობელმა რომ დოლარი
წაგართვათ, მხოლოდ იმის გააზრებაზე შეჩერდებით, რომ მეზობელმა მოგატყუათ, გულს ამის
მოყოლით მოიფხანთ, თუ ჭოჭმანს განზე გადადებთ, ვალის დაბრუნებას მოსთხოვთ, და დაანახებთ,
რომ თავს მეორედ აღარასოდეს მოატყუებინებთ? პრინციპებით მოქმედება, სამართლიანობის გააზრება
და ძიება მოვლენებსა და ურთიერთობებს ძირფესვიანად ცვლის; - სწორედ ესაა რევოლუციური
აზროვნება, და არა წარსულის მონარჩენით შეკოწიწებული მცდელობები; მან ერთმანეთისგან მხოლოდ
სახელმწიფოები და ეკლესიები კი არა, ოჯახები დაჰყო, ისევე ჰყოფს ორად ადამიანსაც, და
ღვთაებრივისაგან ეშმაკისეულს განაშორებს.
[16] არსებობს უსამართლო კანონები: მათს მორჩილებას უნდა დავჯერდეთ, თუ ყველაფერი ვიღონოთ,
რომ მათ გაუქმებას მივაღწიოთ, იქამდე კი სანამ კანონობენ, დავემორჩილოთ, თუ იქნებ დავარღვიოთ?
როგორც წესი, ასეთი ხელისუფლების შემხედვარე, როგორიც ჩვენ გვყავს, ადამიანები ფიქრობენ, რომ
მათ შესაცვლელად იქამდე უნდა დაიცადონ, სანამ უმრავლესობაში არ აღმოჩნდებიან; იმასაც
ფიქრობენ, რომ არსებულ ვითარებას შეებრძოლებიან, წამალი საწამლოზე უარესი შეიძლება
აღმოჩნდეს. ხელისუფლებას ეს ხელს აძლევს. მაგრამ წამალი რომ საკურნავ ბოროტებაზე უარესია,
ამაში თვით ხელისუფლებაა დამნაშავე. განა მთავრობას ბოროტების წინდაწინ განჭვრეტა და
რეფორმების გატარება არ უნდა შეეძლოს? ან გონიერი უმცირესობის დაფასება არ მოეთხოვება? რატომ
ტირის და ჭირვეულობს დროზე ადრე, სანამ ნამდვილი ტკივილები დაეწყება? საკუთარ მოქალაქეებს
თავად რად არ უბიძგებს, რომ მის შეცდომებზე მიუთითონ, რათა შემდეგ მათი გამოსწორება შესძლოს?
რატომ ხდება ყოველთვის, რომ ხელისუფლება ქრიტეს ჯვარს აცვამს, კოპერნიკს და ლუთერს
ეკლესიიდან განკვეთს, უოშინგტონს და ფრანკლინს შფოთისთავებად აცხადებს?
[17]. ისე ჩანს, რომ ხელისუფლების შეგნებული და ქმედითი უარყოფა ერთადერთი რამაა, რაზეც
მთავრობები არასდროს ფიქრობენ და მოელიან. ასე რომ არ იყოს, განა საამისოდ შესატყვის და
შესაბამის სასჯელს არ დააწესებდნენ?
[18]. თუ უსამართლობას სახელისუფლებო მანქანის გარდაუვალ ხახუნად ჩავთვლით, ღმერთმა ხელი
მოგვიმართოს. რაც უნდა უხმაუროდ იმუშაოს იმ მანქანამ, ბოლოს, თქმა არ უნდა, მაინც გაცვდება. თუ
უსამართლობა მისი მექანიზმის არსად გადაიქცევა, და მხოლოდ საკუთარი თავის სასიკეთოდ
იმუშავებს, ალბათ, მაინც ღირს დაფიქრება. წამალი უფრო საზიანოა, ვიდრე ბოროტება, მაგრამ თუ ეს
მანქანა, ყველა სიკეთესთან ერთად, სხვათა მიმართ უსამართლობის ჩადენასაც მოგთხოვთ, მაშინ,
ვამბობ მე, კანონი უნდა დავარღვიოთ. მაშინ თქვენი ცხოვრება ხახუნის შეჩერების დაუსრულებელ
მცდელობად უნდა იქცეს. ყოველ შემთხვევაში, კაცი იმ ბოროტებას არ უნდა ემსახუროს, რომელსაც
თავად გმობს.
[20]. ასე მგონია, რომ თუ საქმეში ღმერთის შეწევნა იქნა, უკეთესი დახმარების მოლოდინი არც ეგების.
მეტსაც ვიტყვი, ყოველი კაცი, რომელიც თავის გარემოცვაზე მართალია, უკვე თავისთავად გახლავთ
უმრავლესობა.
[21] დარწმუნებული ვარ, ათასმა, ან ასმა, თუნდაც ათმა პატივსაცემმა ადამიანმა მასაჩუსეტსის
შტატიდან - რომელთა ჩამოთვლა სახელებითაც შემიძლია - მონების ყოლაზე უარი რომ თქვას, და ამის
გამო საზოგადოებამ მოიკვეთოს, შტატის ციხეში გამოამწყვდიოს, ამერიკაში მონობა უკვე ამის
წყალობით გაუქმდებოდა. ასეთ საქმეებში, რაგინდ უმნიშვნელო დასაწყისიც არ უნდა უჩანდეთ, ერთი
ანგარიშგასაწევი კანონზომიერება მოქმედებს: რაც ერთხელ მომხდარა, შემდეგ სამუდამოდ
დამკვიდრებულა. ჩვენ კი საკუთარ ხვედრს მხოლოდ სიტყვით ვუჩივით.
[22] იმ მთავრობის ხელში, რომელიც ადამიანებს უსამართლოდ აპატიმრებს, მართალი კაცის ადგილიც
20
ციხეშია. დღეს ერთადერთი შესაფერი ადგილი, რომელიც მასაჩუსეტსმა ყველაზე თავისუფალ და
დაუთრგუნველ სულებს მიუჩინა, მისი ციხეებია. სადაც შტატს მათი გამწესება საკუთარი
კანონმდებლობის თანახმად შეუძლია, და სადაც ისინი საკუთარი პრინციპების გამოისობით უკვე
აღმოჩნდნენ გამომწყვდეულნი. სწორედ იქ შეიძლება შეხვდნენ გაქცეულ მონას, მექსიკელი სამხედრო
ტყვესა და ინდიელს, თავისი მოდგმის მიმართ ჩადენილ უკეთურებებს რომ არ ეპუება - საგანგებოდ
გამოცალკევებულ და შემოსაზღვრულ, მაგრამ უფრო თავისუფალ და საპატიო, ღირსეულ ადგილას,
სადაც სახელმწიფო იმათ ამწყვდევს, ვინც მასთან ერთად არ არის, მონობის მაღიარებელი შტატის
ერთადერთ სახლში, სადაც ადამიანს თავის ღირსებასთან გაყრა არ ემუქრება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ
ეს ხალხი ასე გავლენას დაკარგავს, მათი ჩახშული ხმა კი ხელისუფლების ყურთასმენას აღარ
შეაწუხებს, რომ მათ, ოთხ კედელში გამომწყვდეულებს, მოწინააღმდეგე მტრად აღარ მოიხსენიებს,
მწარედ შემცდარა. ასეთ კაცს არ ესმის, რამდენად ძლიერია სიმართლის ძალა, ან უსამართლობაზე
რამდენად მეტი ძალა გააჩნია იმის იერიშს, ვისაც იგი საკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი. ხმის
მიცემისას მხოლოდ ქაღალდი კი არა, მთელი თქვენი ძალა მიეცით, გავლენა მოიკრიბეთ. უმცირესობა
მანამაა უძლური, სანამ უმრავლესობასთან შემგუებლობას სჯერდება. ასეთ შემთხვევაში მას
უმცირესობასაც ვერ დავარქმევ; მაგრამ როცა მთელი თავისი წონით იწყებს ზეწოლას, წინ უკვე
ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება; თუ საქმე არჩევანზე მიდგება, და საქმე ციხეებში მათს გამწესებასა და
ომის თუ მონობის აღმოფხვრას შორის ასარჩევად ექნება, ხელისუფლება ჭოჭმანს არ დაიწყებს. წელს
გადასახადების გადახდაზე უარი ათასიოდე კაცს მაინც რომ ეთქვა, გადასახადების აკრეფვას ისეთი
სისხლიანი და დაუნდობელი მოვლენები არ მოყვებოდა, როგორც ახლა. როცა გადასახადებს იხდიან,
მთავრობას ძალადობის საქმნელად და უდანაშაულოთა სისხლის საღვრელად ხელ-ფეხს უხსნიან.
სინამდვილეში სწორედ ესაა მშვიდობიანი რევოლუცია, თუკი, რა თქმა უნდა, ასეთს შესაძლებლად
ჩავთვლით. გადასახადების ამკრეფმა, ან სხვა სამოქალაქო მოხელემ რომ მკითხოს, მაშ, როგორღა
მოვიქცეთო, ვუპასუხებდი: ,,თუ მართლა გინდა საქმის კეთება, მაშინ სამსახურზე უარი თქვი”. როცა
ქვეშევრდომი მორჩილებაზე უარს იტყვის, მოხელე სამსახურიდან გადადგება, რევოლუციაც შედგება.
მოსალოდნელ სისხლისღვრაზე ვინ ფიქრობს, როცა სინდისია დაჭრილი? ასეთ ჭრილობებზე დგას
ნამდვილი ადამიანობა და სულის უკვდავება.
[23] კანონის დამრღვევის დასჯის წესზე ვფიქრობდი, და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ციხის პატიმრობა
მისთვის უფრო მძიმე სასჯელი იქნება, ვიდრე საკუთრების ჩამორთმევა, რადგან, იმის მიუხედავად,
რომ ორივე ერთ მიზანს ემსახურება, სახელმწიფოსთან შესაბმელად საჭირო გაბედულების მქონე
ადამიანები, ჩვეულებრივ, ქონების დაგროვებაზე დროს არ კარგავენ. ასეთი ხალხისთვის
ხელისუფლება მხოლოდ უმნიშვნელო ადგილებს იმეტებს ხოლმე. სულ სხვაა მდიდარი -
დამამცირებელი შედარების სურვილი არ მქონია, მაგრამ ასეთი კაცი ყოველთვის იმ ინსტიტუციებსაა
მიყიდული, რომელთა წყალობითაც მდიდრდება. რომ განვაზოგადოთ, რაც მეტია ფული, მით
ნაკლებია სიქველე; რადგან ფული ადამიანსა და მის პირველდანიშნულებას შუა დგება, აქედან კი
ვერარა სიქველე ვერ წამოდგება. ფული კაცს ბევრ თავსატეხს აკლებს, მაგრამ მათს მქონებელს სხვა
რიგის კითხვები უჩნდება, რომლებიც, თავისთავად ადვილი საპასუხო არ გახლავთ, თუმცა პასუხის
გაცემას კი მოითხოვს.
[24] როცა ჩემს მეზობლებში ყველაზე თავისუფალი აზროვნების მქონეთ ვესაუბრები, კარგად ჩანს, რომ
რაც უნდა მნიშვნელოვან და სერიოზულ საკითხზე მსჯელობდნენ, ხელისუფლების მხარდაჭერისა და
დაცვის გარეშე დარჩენა აშინებთ და იმ შედეგებს უფრთხიან, რომლებიც შეიძლება თავად და მათმა
ოჯახებმა დაუმორჩილებლობის პასუხად მოიმკან. მე თვითონ ისე მგონია, რომ მთვარობის ხელის
შემყურე და მისი მფარველობის მაძიებელი არასდროს ვიქნები. მაგრამ თუ ხელისუფლების
საგადასახადო დეკლარაციის ხელმოწერაზე უარს ვეტყვი, საკუთრებას უსწრაფესად ჩამომართმევს,
ხოლო მე და ჩემს შვილებს შევიწროვებით სულს ამოგვხდის. ადამიანისთვის პატიოსნად, და თან
კეთილდღეობაში ცხოვრება, გარშემომყოფთა პატივისცემის შენარჩუნება, შეუძლებელია. მაშ ღირს კი
ქონების დაგროვება, თუ იცი, რომ მას აუცილებლად დაკარგავ? სრულიად აუცილებელია
21
დამოუკიდებლად, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ცხოვრება, ისე, რომ არც ბევრი საქმე გქონდეს
საკეთებელი და თან ყოველ წუთს ადგილიდან დასაძვრელად და ახალი ადგილის საძებრად მზად
უნდა იყო. ადამიანი სიმდიდრეს თურქეთშიც კი მოიხვეჭს, თუ თურქეთის მთავრობას ყველა
თვალსაზრისით კეთილგონიერ და სანდო ქვეშევრდომად შეუდგება. კონფუციუსი ამბობს: ,,როცა
სახელმწიფო გონიერებით იმართება, სიღარიბე და გაჭირვება სამარცხვინოა; თუ სახელმწიფოს
უგუნურება მართავს, სამარცხვინოდ სიმდიდრე და პატივი იქცევა.” ხელისუფლების დაუმორჩილება
და ამისთვის სასჯელის მიღება ხომ ისე ძვირი არ დამიჯდება, როგორც მორჩილება. ამ შემთხვევაში
თავს ხომ არარაობად ჩავთვლიდი.
[25]. რამდენიმე წლის უკან სახელმწიფომ ეკლესიის სახელით მომმართა და სასულიერო წოდების
წარმომადგენელთა მოსაკრებელში გარკვეული თანხის გადახდა მომთხოვა. ,,გადაიხადე”, მითხრა,
,,თორემ ციხის გზას გაგიყენებ!” მე გადახდაზე უარი ვთქვი. მაგრამ, სამწუხაროდ, ერთმა ადამიანმა ის
თანხა ჩემს მაგიერ გადაიხადა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა გადაიხადოს სკოლის მასწავლებელმა
გადასახადი მღვდლის სასარგებლოდ; რატომ არ შეიძლება სასულიერო წოდება დაეხმაროს
მასწავლებელს.
[26]. საშემოსავლო გადასახადს ექვსი წლის განმავლობაში არ ვიხდიდი. ერთხელ ამის გამო ერთი
ღამით ციხეში ჩამსვეს; სანამ ორი თუ სამი ფუტის კედლებს შორის მივდი-მოვდიოდი, ლითონით
ნაჭედ უსქეს კარს და რკინის გისოსებს ვათვალიერებდი, რომლებიც ჩემს საკანში დღის სინათლეს არ
უშვებდნენ, ჩვენი საზოგადოებრივი ინსტიტუციების სიბრიყვეზე ფიქრი არ მშორდებოდა; მაშ
მათთვის ხორცის ერთი ნაგლეჯი ვყოფილვარ, სისხლის და ძვლის ტომარა, რომელიც შეიძლება ოთხ
კედელს შუა გამოკეტონ; მიკვირდა, რომ ჩემთვის ამაზე უკეთესი დანიშნულება ვერ მოიგონეს, უფრო
გონივრულად ვერ გამომიყენეს. ჩემსა და ჩემს თანამოქალაქეებს შორის მხოლოდ ეს ერთი კედელი რომ
ყოფილიყო აღმართული, დიდი გაჭირვებით კედელზე გადმოძრომა ან მისი გარღვევა მოუხდებოდათ,
რომ ისეთი თავისუფლება ეგემნათ, როგორიც მაშინ მე გამაჩნდა. პატიმრად თავი ერთი წუთითაც კი არ
მიგრძვნია, ის კედლები კი - მისი ქვა და კირი ამშენებლებს სულ ტყუილად დაეხარჯათ. თავს ისე
ვგრძნოდი, თითქოს მთელს ქალაქში გადასახადების ერთადერთი გადამხდელი ვყოფილიყავი. არავინ
იცოდა, რა მოეხერხებინათ ჩემთვის, როგორ მომპყრობოდნენ, ამიტომ ისე იქცეოდნენ, როგორც სრული
ყეყეჩები. ყოველ მუქარასა და ყოველ ქათინაურში შეცდომა მოსდიოდათ, რადგან რატომღაც
გადაეწყვიტათ, რომ ყველაზე მეტად იმ ქვის კედლის მიღმა დგომა მსურდა. მეცინებოდა, როცა
ვფიქრობდი, რა გულმოდგინედ ურაზავდნენ საკნის კარს ჩემს ფიქრებს, რომლებიც ციხის გარეთ
ლაღად და დაუბრკოლებლად დანავარდობდნენ, არადა, ჩემგან ყველაზე დიდ ხიფათს სწორედ ის
ფიქრები უქმნიდნენ, სხვა კი არაფერი. რაკი მე ვერ მომწვდნენ, სხეული დამიპატიმრეს და მისი დასჯა
გადაწყვიტეს; განა ბიჭებიც ასე არ იქცევიან ხოლმე, როცა იმის მაგიერ, ვისი ბოღმაც გულში ჩაუდვიათ,
მის ძაღლს ერჩიან ხოლმე? მაშინ ცხადად დავინახე, რომ სახელმწიფოს ჭკუასუსტობა დამართნოდა,
რომ ისეთივე უსუსური გამხდარიყო, როგორც ვერცხლის კოვზების ამარა დარჩენილი შინაბერა, მტერს
და მოყვარეს ერთმანეთისგან ვეღარ ასხვავებდა; მაშინ იყო, რომ პატივისცემის ის მონარჩენიც
დამეკარგა, რომელიც მის მიმართ კიდევ მქონდა შერჩენილი, და შემებრალა.
[27]. ამიტომაა, რომ სახელმწიფო ადამიანის ცნობიერებას, გონების მოღვაწეობასა თუ ზნეობრივ
გრძნობას ვერაფერს უპირისპირებს, ხელი მხოლოდ მის სხეულსა და შეგრძნებებზე მიუწვდება. არც
გამჭრიახობა აქვს იარაღად და არც პატიოსნება, ადამიანს მხოლოდ ფიზიკური ძალით აღემატება.
ოღონდ მე იმისთვის არ დავბადებულვარ, რომ ძალა დამატანონ. მე თავისუფლად უნდა ვისუნთქო,
ისე, როგორც თავად მსურს. შევეჭიდოთ, ვნახოთ, ვის დარჩება გამარჯვება. განა რა ძალა აქვს
უმრავლესობას? ხერხად მხოლოდ ძალადობა დარჩენიათ, მაგრამ მე უზენაეს კანონებს ვემორჩილები.
ძალადობენ, და უნდათ, საკუთარ თავს დამამსგავსონ. ან როგორ ცხოვრებას მთავაზობენ? თუ
სახელმწიფო გზაზე გადამიდგა და მეუბნება: ,,ფული ან სიცოცხლე”-ო, ვითომ ხელი მაშინვე ჯიბეზე
უნდა გავიკრა? თუ გონება ამღვრევია, და აღარ იცის, რა მოიმოქმედოს, მე მანდ ვერაფრით
დავეხმარები. საკუთარ თავს თავად უნდა შველოდეს, ისე, როგორც მე ვიქცევი. საზოგადოებრივი
22
მექანიზმის უხინჯო მუშაობაზე პასუხს მე არ ვაგებ; ინჟინრის შვილიც კი არ გახლავართ.
[36]. საგზაო გადასახადის გადახდაზე უარი არასდროს მითქვამს, რადგან ჩემი მეზობლებისთვის კარგი
მეზობლობის გაწევა სწორედ იმდენადვე მსურს, როგორც სახელმწიფოს ურჩი ქვეშევრდომობა. რაც
შეეხება სკოლების დახმარებას, ჩემი წვლილი თანამემამულეთა განათლების საქმეშიც შემაქვს, მაგრამ
სულობრივ გადასახადს მაინც არ გადავიხდი, რადგან არ ვიცი, რა გზას გაუყენებენ ჩემს დოლარს. აქ
სახელმწიფოს ნებას არ დავყვები, მისგან გამოკერძოვება და განზე გადგომა მსურს. იმ დოლარის გზაც
არ მაინტერესებს - სანამ ჯარისკაცის დასაქირავებლად არ გამოუყენებიათ, ან მუშკეტი არ უყიდიათ,
დოლარი სუფთაა, მაგრამ, სამწუხაროდ, თვალის გადევნება მხოლოდ ჩემი დაუმორჩილებლობის
შედეგებისთვის შემიძლია. არსებითად, სახელმწიფოს, მშვიდად და აუმღვრევლად, ომს ვუცხადებ,
თუმცა, იმ შემთხვევებში, როცა თავად ჩავთვლი საჭიროდ, კვლავაც გამოვადგები, და მისი არსებობით
მონიჭებულ უპირატესობებსაც გამოვიყენებ.
[38]. ამ დროისთვის ასეთი შეხედულებები მაქვს. მაგრამ არც საკუთარ აზრზე ჯიუტად დგომაა
ყოველთვის სწორი, ისევე, როგორც სხვათა აზრისთვის უმართებულოდ ანგარიშის გაწევა. ადამიანს
იმაში დარწმუნება უნდა დასცალდეს, რომ საკუთარი შეხედულებებისა და დროის მოთხოვნისამებრ
იქცევა.
[34] ადრე ჩვენში ერთი ჩვეულება არსებობდა: როცა კაცი ვერგადამხდელთა ციხიდან გამოვიდოდა,
ნაცნობები შეხვედრისას თითებს ციხის გისოსებივით გადააჭდობდნენ, შუიდან გახედავდნენ, და
მოკითხვას ასე დაიწყებდნენ. ჩემი მეზობლები ასე არ დამხვედრიან; ისე მიყურებდნენ, თითქოს შორი
მოგზაურობიდან დავბრუნდი. ციხეში რომ გამაქანეს, მეწაღესთან მივდიოდი: შეკეთებული
ფეხსაცმელი უნდა გამომერთმია. მეორე დილას, ციხიდან გამოსვლისთანავე ის გზა გავაგრძელე,
გაახლებული ფეხსაცმელი ჩავიცვი, და მოცხარის მოყვარული მეგობრების ჯგუფს შევუერთდი: ესენი
მოუთმენლად მელოდებოდნენ, ტყე-ღრეში მათი გზისმკვლევი ვიყავი ხოლმე, და ახლაც მე უნდა
გავძღოლოდი. ნახევარი საათიც არ გასულა - ან, შესაძლოა, ცხენი მყავდა ფეხმარდი - რომ უკვე
ქალაქიდან ორი მილის დაშორებულ ყველაზე მაღალ მთაზე ეკალ-ბარდებში დავძრებოდი.
1849
ინგლისურიდა ნ თარგმნა ქეთი ქანთარია მ

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი “

ჰარო ლდ ბლუმ ი - ტო ლსტ ოი და გმირ ობ ა

წიგნიდან "დასა ვლური კანონი "


23
ტოლსტოი ყველაზე კარგად მაქსიმ გორკის "მოგონებებმა" გამაცნო, სადაც ავტორი სამოცდათორმეტი
წლის მწერალთან სტუმრობის შესახებ გვიამბობს. 1901 წლის დასაწყისში ავადმყოფი და რუსული
მართლმადიდებლური ეკლესიისაგან არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამდგარი ტოლსტოი ყირიმში
ცხოვრობდა. გორკი პირდაპირ გადმოგვცემს ორაზროვნებას, რაც მან ტოლსტოისთან ურთიერთობაში
შენიშნა და რაც ტოლსტოის იდუმალებას კიდევ უფრო აძლიერებდა:
"დღიურში, რომელიც მან წასაკითხად გადმომცა, უცნაურ აფორიზმს წავაწყდი: "ღმერთი ჩემი
მისწრაფებაა". დღეს რვეულის დაბრუნებისას ვკითხე, რას ნიშნავდა ეს სიტყვები.
"აზრი არაა დასრულებული...", - თქვა მან, გვერდს გადახედა და თვალები მოჭუტა, - "შეიძლება
მინდოდა მეთქვა, რომ ღმერთი თავად ღმერთის შემეცნებისკენ მისწრაფებაა, ჩემი მისწრაფება...
შესაძლოა ვცდები..." მან სიცილი დაიწყო, რვეული დაახვია და პერანგის ფართო ჯიბეში ჩაიდო. მას
ღმერთთან უცნაური დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ხანდახან ისინი "ერთ ბუნაგში ორი დათვის
ურთიერთობას" მაგონებდნენ".
გორკის მიერ ანდაზების გონებამახვილური ციტირებისას ჩანს ტოლსტოის ნიჰილიზმის დაფარული
სიმართლე და მისივე უუნარობა, შეეგუოს ნიჰილიზმს. წინასწარმეტყველი მწერლის ფიქრებში ღმერთი
უკვდავების სურვილთანაა გაიგივებული. უსაზღვროდ გამბედავი ტოლსტოი იმდენად სიკვდილის
ბანალური შიშით არ მოქმედებდა, რამდენადაც არაჩვეულებრივი სიცოცხლისუნარიანობით, რომელიც
შეუთავსებელია არსებობის შეწყვეტასთან. გორკი ამასაც შესანიშნავად გვიამბობს:
"მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე მას სძულდა სიკვდილი და ეშინოდა მისი, მისი სული
"არზამასულ ძრწოლას" მოეცვა – ნუთუ იგი, ტოლსტოი, უნდა მოკვდეს? მთელი სამყარო, დედამიწის
თითოეული მცხოვრები მას შეჰყურებს, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ამერიკიდან, ყველა მხრიდან, მათ
შორის მთრთოლავი ძაფებია გაბმული. მისი სული ყველასთვის და ყოველთვის არსებობს. რატომ არ
უნდა დაუშვას გამონაკლისი ბუნებამ თავის კანონში, რომ ერთ კაცს სხეულებრივი უკვდავება
მიანიჭოს?"
ტოლსტოის მისწრაფებას, ალბათ, აპოკალიპსურ სევდას უფრო დავარქმევთ, ვიდრე რელიგიურ
სურვილს. დედამიწაზე კიდევ არსებობს რამდენიმე ტოლსტოელი, მაგრამ მათი გამორჩევა სულიერი
რაციონალიზმის სხვა უამრავი სახეობიდან უკვე ძნელია. ტოლსტოის, როგორც თვითონ ამბობდა,
უყვარდა ღმერთი ცივი გრძნობით, უფრო ღარიბი, ვიდრე ბრწყინვალე. მისი ქრისტე მხოლოდ მთიდან
მქადაგებელია და, შესაძლოა, უფრო ნაკლებადაა ღმერთი, ვიდრე თავად ტოლსტოი. რელიგიური
თვალსაზრისით ტოლსტოის კითხვისას შეხვდებით მკაცრ, ხანდახან სასტიკ მორალისტს, რომელიც
არაფერს მოგცემს, თუკი განდის მსგავსად შემწყნარებლობას არ აყენებ ყველა სხვა ღირებულებაზე
მაღლა. ტოლსტოი ცამეტი შვილის მამა იყო, მაგრამ მისი შეხედულება ქორწინებასა და ოჯახზე
არაჯანსაღია, ხოლო მისი დამოკიდებულება ადამიანის სექსუალობაზე ქალთმოძულეობას ემყარება. რა
თქმა უნდა, ეს ყველაფერი მართალია, თუ საუბარია დისკურსიულ ტოლსტოისა და არა მწერალ
ტოლსტოიზე, თუნდაც მის გვიანდელ რომან "აღდგომასა" და მოთხრობებზე - "ეშმაკსა" და
გახმაურებულ "კრეიცერის სონატაზე". ტოლსტოის თხრობის ნიჭი ძლიერი და მტკიცეა, მისი
მქადაგებლური გადახვევები მის თხზულებებს არ ამახინჯებს და არც ტენდენციურს ხდის.
რუსმა კრიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს, რომ მისი რომანები და მოთხრობები ნაცნობ თემას ისე უცნაურად
გადმოსცემს, ყველაფერი ახალ აზრს იძენს. ჩვენს მიერ დანახულ კოსმოსს, რასაც ნიცშე "კაცობრიობის
პირველქმნილ ლექსს" უწოდებდა, ტოლსტოი სხვაგვარად აღიქვამს. ტოლსტოის კითხვისას ყველაფერ
იმას ვერ დაინახავთ, რასაც ის ხედავს, და მიხვდებით, როგორი უსაფუძვლოა თქვენი ხედვა. მისი
სამყარო თქვენსაზე მდიდარია, რადგან ის როგორღაც ახერხებს, შთაგვაგონოს, რომ რასაც ხედავს,
ერთდროულად ბუნებრივიცაა და უცნაურიც. დრო სჭირდება იმის გარკვევას, რამდენად
მეტაფორულია ბუნების მისეული ცნება, რადგან ტოლსტოის მოჩვენებითი სიმარტივე რიტორიკული
ტრიუმფია. მისი ყველაზე ცხადი ანალოგი ინგლისურენოვან ლიტერატურაში "ტინტერნის

24
სააბატომდე" შექმნილი ვორდსვორთის ადრეული ლექსებია - "დანაშაული და მწუხარება",
"დანგრეული კოტეჯი" და "კამბერლენდელი მოხუცი მათხოვარი". მათში ვორდსვორთი არ მიმართავს
მეხსიერების მითს ან ადამიანის გონებისა და ბუნების თანაზიარობის კოლრიჯისეულ გაგებას.
ნამდვილი მამაკაცისა და ქალის დარდის გათავისებით ვორდსვორთის პირველი მნიშვნელოვანი
ლექსები ტოლსტოიმდე გახდა ტოლსტოური, მაგრამ იგი ისე ოსტატურად იყო გამარტივებული, რომ ეს
ოსტატობა თითქმის არ შეიმჩნეოდა. ჯორჯ ელიოტი ყველაზე მეტად ვორდსვორთულ ნაწარმოებში
"ადამ ბიდი" უჩვეულოდ ტოლსტოური ჩანს, რასაც ტოლსტოის ამ რომანით აღტაცებაც ამტკიცებს.
ვორდსვორთის მინიშნება იმაზე, რასაც იგი უკვდავებას უწოდებდა, მისი ადრეული ბავშვობის
მოგონებებიდან მომდინარეობს, რომელიც დროთა განმავლობაში უნდა გაფერმკრთალებულიყო,
მაგრამ ბუნებრივი სიწმინდე მაინც შეინარჩუნა. ტოლსტოის მსგავსი მინიშნებები არ გააჩნდა, ის
ბუნებრივი სიწმინდის ეკვივალენტს რუს გლეხში ეძებდა. რაც უნდა ეპოვა, ის მაინც არ იქნებოდა,
რასაც ეძებდა. ის იმდენად მტკიცე რაციონალისტი იყო, რომ ხალხის რწმენას არ იზიარებდა, და ამის
მიუხედავად, მაინც ისწრაფოდა, ხალხისთვის ღმერთის სიყვარული ჩაენერგა. უარყოფდა ყოველგვარ
სასწაულს, და ამიტომ საკმაოდ ძნელია იმის განსაზღვრა, რას შეიძლება ნიშნავდეს მისთვის
მოყვარული ღმერთი. გორკი წერდა: "ტოლსტოი ამბობდა ხოლმე, რომ სიმართლე ყველასთვის ერთია –
ღმერთის სიყვარული. მაგრამ ამ საკითხზე ის გულგრილად და მოსაწყენად ლაპარაკობდა". სხვა დროს
ტოლსტოიმ გორკის უთხრა, რომ რწმენა და სიყვარული სიმამაცესა და გამბედაობას მოითხოვს, რაც
ახლოსაა ტოლსტოურ ეთოსთან. თუ ღმერთის სიყვარული თავისთავად გამბედაობაა, ვინ უშველის
მშიშარას?.. ის, რაც ტოლსტოიში დიდ აღტაცებას იწვევს, მისი ორიგინალობა და უცნაური
ტემპერამენტია. მისი მოტივები იშვიათად გვიახლოვდება ჩვენ. სიმამაცე და გამბედაობა ეპიკური
ღირსება და ტოლსტოის რელიგია (ასე დავარქვათ) მისვე ხელოვნების იმ თვისებას იძენს, რომელსაც
ყოველმხრივ ეპიკური ტენდენცია აქვს. როცა ტოლსტოი თავის თავს ჰომეროსს ადარებს, ის ისე
გვარწმუნებს, რომ ვერცერთი ჰომეროსის შემდგომი პოეტი ვერ შეძლებდა ჩვენს დარწმუნებას. როგორც
წინასწარმეტყველი და მორალისტი, ტოლსტოი ეპიკური ფიგურაცაა და ეპოსის შემქმნელიც.
აქვს ტოლსტოის მრწამსს - მორალს, რელიგიას, ესთეტიკას მნიშვნელობა? თუ კითხვა რწმენას შეეხება,
პასუხი დადებითი იქნებოდა წარსულში, როცა უამრავი ტოლსტოელი არსებობდა, მაგრამ არა ახლა,
როცა ის ჰომეროსთან, დანტესა და შექსპირთან ერთად უნდა წავიკითხოთ, როგორც ერთადერთი
მწერალი რენესანსის შემდეგ, რომელიც მათთან გაჯიბრებას შეძლებს. რამდენად უკმაყოფილო უნდა
ყოფილიყო იგი თავისი ბედისწერით, რომ საკუთარი თავი უფრო წინასწარმეტყველად მიეჩნია, ვიდრე
ამბის მთხრობელად. თუმცა მისთვის, როგორც მწერალისათვის, "ილიადა" და "დაბადება" უფრო
მისაღები იქნებოდა, ხოლო დანტესა და შექსპირს კვლავ დასცინებდა. ის განსაკუთრებით ბრაზობდა
"მეფე ლირზე", თუმცა სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში მან უნებლიედ ითამაშა ლირის როლი, როცა
თავისუფლებისაკენ თავგანწირული სწრაფვის გამო სახლიდან გაიქცა. მას უსაზღვროდ სურდა
მოწამეობრიობა, რასაც მეფის მთავრობა გამუდმებით ჭკვიანურად უშლიდა ხელს: მის მომხრეებს
დევნიდა, მაგრამ არასდროს ეხებოდა მსოფლიოში ცნობილ ბრძენ და დიდებულ მწერალს, რომელიც
თავიდანვე პუშკინის ნამდვილ მემკვიდრედ, იდეების განმახორციელებლად და რუსეთის უდიდეს
მწერლად აღიარეს, და რომლის დიდებაც, როგორც ჩანს, არასოდეს გაქრებოდა. იგი მუდამ
ისწრაფვოდა, გათანაბრებოდა და ეჯობნა კიდეც ჰომეროსისა და ბიბლიისათვის, თუმცა მისი ძლიერი
მხარე პოლემიკაში ლიტერატურის უნდობლობასა და ფასეულობის ესთეტიკური სფეროს უარყოფით
გამოიხატა.
ნაწარმოებს "რა არის ხელოვნება?" (1886), რომელიც ბერძნული ტრაგედიის, დანტეს, მიქელანჯელოსა
და ბეთჰოვენის კრიტიკაა, გასაოცარი "ჰაჯი-მურატი" უპირისპირდება, პატარა რომანი, რომელიც
ტოლსტოიმ 1896-1904 წლებში დაწერა, მაგრამ მის სიკვდილამდე არ გამოქვეყნებულა. მართალია,
ტოლსტოი ხანდახან აკრიტიკებდა კიდეც "ჰაჯი-მურატს", როგორც საკუთარ კაპრიზს, მაგრამ ის მაინც
წერდა მოთხრობის უამრავ ვარიანტს და ძალიან კარგად იცოდა, რომ ის ხელოვნების ნიმუში იყო,
რომელიც მთლიანად ეწინააღმდეგებოდა მისი ქრისტიანული ხელოვნების მორალურ პრინციპებს.
25
ზოგიერთს ჰაჯი-მურატი არ მიაჩნია ყველაზე დიდ მიღწევად ტოლსტოის პატარა რომანებს - ისეთ
ბრწყინვალე ნაწარმოებებს შორის, როგორებიცაა "ივან ილიჩის სიკვდილი", "ოსტატი და კაცი",
"ეშმაკი", "კაზაკები", "კრეიცერის სონატა" და "მამა სერგი". მე კი "ჰაჯი-მურატმა" პირველ ორ
თხზულებაზე მეტად მომხიბლა, როცა ის ორმოცზე მეტი წლის წინ პირველად წავიკითხე. ეს
თხზულება ჩემი პირადი კრიტერიუმია პროზის გრანდიოზულობის შესაფასებლად, ჩემთვის ის
მსოფლიოში საუკეთესო მოთხრობაა, ალბათ, ყველაზე კარგი, რაც კი ოდესმე წამიკითხავს.
მე ვამტკიცებდი, რომ ორიგინალობა და თავისებურება ყველაზე მეტად კანონიკურს ხდის ნაწარმოებს.
ტოლსტოის თავისებურება თავისთავად უცნაურია, რადგან, ერთი შეხედვით, ის პარადოქსულად
ჩვეულებრივი გვეჩვენება. ყოველთვის გესმის ტოლსტოის ხმა, როგორც მთხრობელისა და ეს ხმა
პირდაპირი, რაციონალური, დამაჯერებელი და გულწრფელია. თანამედროვე რუსი კრიტიკოსი
ვიქტორ შკლოვსკი აღნიშნავდა, რომ "ტოლსტოის ჩვეული სტრატეგია ობიექტის შეცნობის უარყოფა და
ისე დახასიათებაა, თითქოს ის პირველად იხილა". უცნაურობის ასეთი ტექნიკა, შერწყმული
ტოლსტოის ტონალობასთან, მკითხველს არწმუნებს, რომ ტოლსტოი შესაძლებლობას აძლევს მას,
დაინახოს ყველაფერი ისე, თითქოს პირველად ხედავდეს და ამავე დროს ჩაუნერგოს გრძნობა, რომ
ყველაფერი უკვე ნანახი აქვს. თითქოს უჩვეულოა, ერთდროულად თავი იგრძნო სახლში და სახლიდან
შორს, მაგრამ ესაა ტოლსტოის თითქმის უნიკალური ატმოსფერო.
როგორ შეიძლება მხატვრული თხზულება ერთდოულად იყოს ამოუცნობი და ბუნებრივი? ვფიქრობ,
რომ ამის დასტურია უდიდესი ნაწარმოებები - "ღვთაებრივი კომედია", "ჰამლეტი", "მეფე ლირი", "დონ
კიხოტი", "დაკარგული სამოთხე", "ფაუსტი" (ნაწილი მეორე), "პერ გიუნტი", "ომი და მშვიდობა",
"დაკარგული დროის ძიებაში" - სადაც ერთმანეთში არეულია ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშან-
თვისებები. ისინი უამრავ პერსპექტივას უსახავენ საკუთარ თავს, ალბათ, ქმნიან კიდეც ამ
პერსპექტივებს. მაგრამ ცოტა მოთხრობა თუ არსებობს, სადაც უცნაური პარადოქსების თანაარსებობაა
შესაძლებელი. "ჰაჯი-მურატი" "ოდისევსივით" უცხოა და ჰემინგუეისავით ახლობელი. ტოლსტოის
მოთხრობის დასასრულის კითხვისას, როცა ჰაჯი-მურატი და მისი ერთი მუჭა ერთგული მომხრეები
უკანასკნელ გმირულ ბრძოლაში ურიცხვ მტერს უპირისპირდებიან, ჩვენ გვახსენდება, ჩემი აზრით,
ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი რომანიდან "ვის უხმობს ზარი" - ელ სორდოსა და
პარტიზანების უკანასკნელი შებრძოლება უფრო კარგად შეიარაღებულ და მრავალრიცხოვან
ფაშისტებთან. ჰემინგუეი, ტოლსტოის სწავლას მოწყურებული მოწაფე, ბრწყინვალედ ბაძავს
დიდებულ ორიგინალს. ჰაჯი-მურატი ცხოვრობს და კვდება, როგორც არქაული გმირი, იგი თავის
თავში აერთიანებს ოდისევსის, აქილევსისა და ენეასის ყველა ღირსებასა და ნაკლს.
ლუდვიგ ვიტგეშტაინსა და ისააკ ბაბელს, შეიძლება ითქვას, საერთო მხოლოდ ებრაული წარმოშობა
აქვთ, მაგრამ ძალიან მომწონს, რომ ორივე პატივს სცემს "ჰაჯი-მურატს". ვიტგეშტაინმა თხზულების
ეგზემპლარი თავის მოწაფეს, ნორმან მალკოლმს მისცა სამხედრო სამსახურში წასაღებად და თან
უთხრა, რომ ამ წიგნში ბევრი რამ იყო, რაც გამოადგებოდა. ბაბელმა 1937 წელს, ცხოვრების მძიმე
პერიოდში ხელმეორედ გადაიკითხა წიგნი და მაღალფარდოვნად წარმოთქვა: "ელექტრული მუხტი
წამოვიდა დედამიწიდან, ხელებიდან გადავიდა ფურცელზე, ყოველგვარი იზოლაციის გარეშე, და
ზედაპირი დაუნდობლად გააშიშვლა სიმართლით".
წიგნი, რომელმაც სტიმული მისცა ბაბელსა და ვიტგეშტეინს თავიანთი ვალი მოეხადათ, საყოველთაო
გახდა, რისკენაც ტოლსტოი ყოველთვის ისწრაფვოდა. ჰენრი ჯეიმსი, რომელსაც ტურგენევი
ტოლსტოიზე მეტად მოსწონდა, ჰაჯი-მურატს "ომი და მშვიდობის" უცნაურ მიმოხილვაში
მოიხსენიებდა, როგორც "ფართხუნა სამოსიან მონსტრს". ამ ნაწარმოების ახლოს გაცნობა ცხადყოფს,
რომ ეს ისაა, რაც ტოლსტოის ყველაზე კანონიკურს ხდის მეცხრამეტე საუკუნის მწერლებში, იგი
თითქმის განმარტოებული ფიგურაა დემოკრატიული ხელოვნების უმდიდრეს ეპოქაში.

***
"ჰაჯი-მურატი", უპირველეს ყოვლისა, ისტორიაა, თუმცა უცნაური იქნება, თუ მას ისევე მივიჩნევთ

26
ისტორიულ ნაწარმოებად, როგორც "ომსა და მშვიდობას". "ჰაჯი-მურატი" არაა ისტორიის გააზრება, ის
უბრალოდ ამბის თხრობაა. რაც წიგნში ხდება, ნათლად რომ ვთქვათ, ტოლსტოის არ გამოუგონია,
ყოველ შემთხვევაში, მისი ძირითადი ამბავი. ჯ. ფ. ბედლის "რუსების მიერ სამხრეთ კავკასიის
დაპყრობასთან" (1908) ერთად ამ მოთხრობის წაკითხვისას პარადოქსის წინაშე აღმოვჩნდი, რადგან
ტოლსტოი თითქოს ერთდროულად ფაქტებსაც მიყვება და ბუნებასაც, მისი "ჰაჯი-მურატი"
იდუმალებითაა მოცული, ის მითიურ ეპოსს მიეკუთვნება და არა ქრონიკას. მეცხრამეტე საუკუნის
პირველ ნახევარში რუსეთის იმპერია გამუდმებით იბრძოდა კავკასიის მთებისა და ტყეების ბინადარ
მუსლიმანთა დასამორჩილებლად. რუსების წინააღმდეგ წმინდა ომში გაერთიანებულ კავკასიელებს
ბოლოს იმამი შამილი მეთაურობდა, მისი ყველაზე აქტიური სამხედრო თანაშემწე იყო ჰაჯი-მურატი,
რომელიც სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე გახდა ლეგენდარული გმირი. 1851 წლის დეკემბერში
შამილთან უთანხმოების შემდეგ ჰაჯი-მურატი რუსების მხარეს გადავიდა. ოთხი თვის შემდეგ, 1852
წლის აპრილში მან გამოქცევა სცადა, რუსები დაედევნენ და მათთან უკანასკნელ თავგანწირულ
შეტაკებაში დაიღუპა.
ელმერ მუდი, ტოლსტოის ბიოგრაფი და მთარგმნელი, ამ მოთხრობის დასაბამს 1851 წლის 23
დეკემბრით დათარიღებულ წერილში პოულობს, სანამ ტოლსტოი შამილის წინააღმდეგ ომში
არტილერიის ოფიცრად დაიწყებდა სამსახურს:
"თუ გსურს, კავკასიის ცოდნით თავი მოიწონო, შეგიძლია თქვა, რომ ვინმე ჰაჯი-მურატი – შამილის
შემდეგ მეორე მნიშვნელოვანი პირი, ამ დღეებში რუსეთის მთავრობას ჩაბარდა. ის იყო მთელს
ჩერქეზეთში სახელგანთქმული, თავზეხელაღებული და "მამაცი" მეომარი, რომელიც იქამდე მიიყვანეს,
რომ უსინდისოდ მოიქცა".
ნახევარი საუკუნის შემდეგ ტოლსტოი არც კი ახსენებს, რომ ჰაჯი-მურატის ქმედება უსინდისოა, ან
შეიძლებოდა უსინდისო ყოფილიყო. მოთხრობაში ნებისმიერ სხვა პერსონაჟთან, განსაკუთრებით, მის
მეტოქე ლიდერებთან, შამილსა და მეფე ნიკოლოზ I-თან შედარებით, ჰაჯი-მურატი ნამდვილი გმირია.
მიუხედავად იმისა, რომ ტოლსტოის ჰომეროსის მიმართ არასოდეს გამოუთქვამს უკმაყოფილება, ჰაჯი-
მურატი ჰომეროსის გმირების მძლავრი კრიტიკაა. ის საუკეთესო თვისებები, რომლებსაც ჰომეროსი
აქილევსსა და ჰექტორს შორის ანაწილებს, ტოლსტოის გმირში ერთიანდება, მაგრამ მას არც აქილევსის
მძვინვარება და არც ჰექტორის სიკვდილისადმი პასიური მორჩილება არ ახასიათებს.
აქილევსის მსგავსად ჰაჯი-მურატი გასაოცარი, სრულყოფილი ძალის პატრონია, იგი ძლიერია, და არა
სასტიკი. აქილევსზე ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე ჰაჯი-მურატი ოდისევსს მოხერხებითა და
დიპლომატიით უტოლდება. ოდისევსის მსგავსად ისიც შინისაკენ, ცოლ-შვილისაკენ ისწრაფვის.
ოდისევსისაგან განსხვავებით ის მიზანს ვერ აღწევს, მაგრამ ტოლსტოი გმირის აპოთეოზს აღწერს და
არა მარცხის გამო გლოვას. ტოლსტოის არც ერთი ცენტრალური პერსონაჟი არ იმსახურებს იმდენ
სიყვარულს, რამდენსაც ჰაჯი-მურატი და მჯერა, რომ დასავლეთის ლიტერატურაში მისი მსგავსი
ველური ხალხის მეთაური არ არსებობს. სხვა რომელმა მწერალმა დახატა ბუნების შვილი, როგორც
ძლევამოსილი პროტაგონისტი, რომელშიც შერწყმულია მსგავსი სიმამაცე და ვერაგობა? კონრადის
ნოსტრომო, ხალხის შვილი, მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ ჰაჯი-მურატზე ნაკლებად შთამბეჭდავია.
ტოლსტოის თავზეხელაღებული გმირი ისეთივე გამჭრიახია, როგორც თავად ტოლსტოი. იგი
ღირსეულად კვდება და მისი სიკვდილი ისეთივე დიდებულია, როგორი ირონიულიც - ნოსტრომოსი.
არ იქნება უადგილო იმის აღნიშვნა, რომ 1902 წლის დასაწყისში ტოლსტოი სიკვდილის პირას იყო. იგი
აპრილისთვის გამოჯანმრთელდა და დაუბრუნდა "ჰაჯი-მურატის" გადასინჯვას. მისი
გამოჯანმრთელება პროტაგონისტის სიკვდილში აისახა - ჰაჯი-მურატი ავტორის ნაცვლად კვდება.
ალბათ, მწერალს მიაჩნდა, რომ გარკვეულწილად თვითონაც ჰაჯი-მურატი იყო, ან სულაც ეს პერსონაჟი
ტოლსტოის შექსპირისეული ვარიანტია, რაც დრამატურგის ირონიული ტრიუმფია მწერალზე,
რომელსაც ყველაზე მეტად აღიზიანებდა.
"ჰაჯი-მურატი" ტოლსტოის მართლაც ყველაზე შექსპირული მოთხრობაა მდიდარი ხასიათების
გალერიის, დრამატული ერთგულების არაორდინალური დიაპაზონისა და ყველაზე მეტად
27
ცენტრალური პროტაგონისტის ცვლილების მხრივ. შექსპირის მსგავსად ტოლსტოი ჰაჯი-მურატის
ამბავს უყვება ერთდროულად ყველას და არავის, ვისაც აინტრესებს ან არ აინტერესებს, ემოციურად და
ამავე დროს თავშეკავებულად. ტოლსტოიმ შექსპირისაგან რადიკალურად განსხვავებული სცენების
შეთავსების ხელოვნება ისწავლა (თუმცა ამას ალბათ უარყოფდა), მარტივის ნაცვლად მოვლენების
უფრო რთული თანამიმდევრობა რომ დაეხატა. ჰაჯი-მურატს მწერლისთვის უცნობ კონტექსტში
ვხვდებით და ძალიან მოგვწონს სიტუაციებისა და პიროვნებების შექმნის ხელოვნება.
ტოლსტოი აბსურდულად აკრიტიკებდა შექსპირს, თითქოს მან ვერ შეძლო თავისი პერსონაჟები
ინდივიდუალურად აემეტყველებინა, რაც იმის განცხადებას ჰგავს, თითქოს ბახმა ვერ შეძლო, შეექმნა
ფუგა. ინგლისურის უკეთესად ცოდნა ამ მხრივ ტოლსტოის ბევრს ვერაფერს შემატებდა. შექსპირის
მიმართ მისი რისხვა თავდაცვითი იყო, თუმცა ალბათ ამას ვერ ხვდებოდა. ტოლსტოის მხოლოდ
ფალსტაფი მოსწონდა, ლირის სიძულვილს კი გაცოფებამდე მიჰყავდა. არასასიამოვნოა ტოლსტოის
შეზღუდულობაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს მხოლოდ შექსპირთან მიმართებაში იგრძნობა. მის უძლიერეს
პერსონაჟს, ანა კარენინას, მკვეთრად ამჩნევია შექსპირის გმირების ხასიათის ნიშან-თვისებები, რასაც
საკუთარ გმირზე შეყვარებული ტოლსტოი შექსპირს ვერ აპატიებს. გადაჭარბებული არ იქნება იმის
თქმა, რომ ტოლსტოის ნამდვილად სძულდა შექსპირი, მხოლოდ ის უნდა დავამატოთ, რომ მას
ეშინოდა კიდეც შექსპირის. თომას მანი ფიქრობდა, რომ ტოლსტოი შექსპირს ფარულად აიგივებდა
ბუნებასთან, საკუთარ თავს კი - სულთან. მორალიზმი ჩვენს სამეცნიერო წრეებში ისევ მოდაშია და ჩვენ
ისევ ვიწონებთ ტოლსტოის არჩევანს, ჰარიეტ ბიჩერ სტოუს რომ აყენებდა შექსპირზე წინ. ტოლსტოის
მსგავსად ახალი ისტორიციზმის წარმომადგენლებს, ფემინისტებსა და მარქსისტებს "ბიძია თომას
ქოხი" ურჩევნიათ "მეფე ლირს".
"ჰაჯი-მურატი" ტოლსტოის გვიანდელ შემოქმედებაში უდიდესი გამონაკლისია, რადგან აქ მოხუცი
შამანი შექსპირს უწევს მეტოქეობას. შექსპირის არაჩვეულებრივი უნარი, ყველაზე პატარა პერსონაჟსაც
კი მიანიჭოს სისხლსავსე სიცოცხლე, შეაჯახოს ცხოვრებასთან, მოხერხებულად შეითვისა ტოლსტოიმ.
"ჰაჯი-მურატში" ყველა პერსონაჟი აშკარად ინდივიდუალურია: შამილი, მეფე ნიკოლოზი, ბრძოლაში
დაღუპული უიღბლო რუსი ჯარისკაცი ავდეევი, თავადი ვორონცოვი, ვისაც ჩაბარდა ჰაჯი-მურატი,
ასეულის მეთაური პოლტორაცკი, ჰაჯი-მურატის მომხრეთა მცირე ჯგუფი: ელდარი, გამზალო, ხან-
მაჰომა და ხანეფი. პერსონაჟთა გალერეა, ისევე როგორც შექსპირის მნიშვნელოვან პიესებში, აქაც
უსასრულოდ გვეჩვენება. აქ არის რუსეთის ჯარის მეთაური მოხუცი ვორონცოვი, მისი ადიუტანტი
ლორის-მელიქოვი, რომელიც ჰაჯი-მურატს მეთვალყურეობდა, ასევე ბუტლერი, გმირული სულის
მქონე ოფიცერი, რომელმაც შეძლო ჰაჯი მრატში გმირის ღირსებები დაეფასებინა. ასევე
დამაჯერებლად ბრწყინავს ორი ქალი, რომლებიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ მოთხრობაში:
ახალგაზრდა ვორონცოვის მეუღლე მარია ვასილევნა და მაიორის საყვარელი მარია დმიტრიევნა.
ეს თხუთმეტი და სხვა მრავალი უმნიშვნელო პერსონაჟი შექსპირისეული სიზუსტითა და
გემოვნებითაა გამოჭრილი. ისინი ჰაჯი-მურატის ხასიათს ისე აძლიერებენ, რომ იგი ისეთივე ნაცნობი
ხდება ჩვენთვის, როგორც შექსპირის დიდი მეომრები: ოტელო, ანტონიუსი, კორიოლანუსი, "მეფე
ჯონის" უკანონო შვილი ფალკონბრიჯი. ჩვენ ჰაჯი-მურატს უფრო სრულყოფილად ვეცნობით, ვიდრე
ანა კარენინას, რომელიც ტოლსტოის გულთან ძალიან ახლოსაა. ამჯერად, შექსპირის მსგავსად
ტოლსტოიც არ მეტყველებს თავისი ხმით და ასრულებს ჰაჯი-მურატის, როგორც ეპიკური გმირის,
უდიდეს როლს.
ისტორიული ჰაჯი-მურატი არის და არც არის ტოლსტოის პერსონაჟი. ჯ.ფ. ბედლის აზრით,
ადგილობრივი გმირი გაბედული და მამაცია, მაგრამ საშინლად ულმობელი. მთიელი ხალხის,
დაღესტნის ავარიის შვილი ჰაჯი-მურატი თავდაპირველად მურიდების - მუსლიმანური მისტიკური
აღორძინების მასობრივი მოძრაობის წინააღმდეგ იბრძოდა, იმ მოძრაობის წინააღმდეგ, რომელიც
რუსებსა და ავარიელებს შორის ომის დაწყების მიზეზი გახდა. ბედლის მიერ აღწერილი ჰაჯი-მურატის
ცხოვრების ქრონიკა, მართალია, ფაქტებზეა დაფუძნებული, მაგრამ ფანტასტიკური ნაწარმოებივით
იკითხება. მურიდების ლიდერის, იმამ გამზათის, მოკვლის მერე გმირი რუსების მხარეზე გადავიდა.
28
შემდეგ ჰაჯი-მურატს ავარიელების ზედამხედველმა უღალატა და ცილი დასწამა, თითქოს ის ახალი
იმამის, შამილის, მომხრე იყო. ჰაჯი-მურატი ღრმა ხრამში გადახტომით რუსებს გამოექცა, მურიდებს
მიემხრო და თავისი სიმარჯვის წყალობით მალე შამილის მთავარი თანაშემწე გახდა. შამილს დროთა
განმავლობაში შური აღუძრა ჰაჯი-მურატის მიერ სასტიკ ბრძოლებში მოხვეჭილმა დიდებამ და
მემკვიდრეობითი უფლებების დასაცავად მან თავისი საუკეთესო ჯარისკაცის მოკვლა განიზრახა. სხვა
გზა რომ აღარ ჰქონდა, ჰაჯი-მურატი ისევ რუსებისაკენ გადავიდა - სწორედ ასე იწყება ტოლსტოის
რომანი. ტოლსტოი ცდილობდა, ფაქტობრივი სიზუსტე დაეცვა, ჰაჯი-მურატის ამბიცია და სისასტიკე
არ დაუფარავს და ეს თვისებები მის ბრწყინვალებასთან შეათავსა.
ტოლსტოის რომანი მოკლე პრელუდიით იწყება, სეირნობიდან დაბრუნებული მწერალი დიდი
გაჭირვებით წყვეტს "მშვენიერ ჟოლოსფერ ბირკავას, რომელსაც ჩვენში "შავნარას" ეძახიან". ბირკავა
ჰაჯი-მურატის შეფარული სიმბოლოა: "მაინც რა ენერგია და შეუპოვრობაა, რა თავგანწირვით იბრძოდა
და რა ძვირად დათმო სიცოცხლე". რამდენჯერაც ვკითხულობ ამ პრელუდიას, მიკვირს, რომ ბირკავას
უცხადესი სიმბოლო ესთეტიკურ ნაკლად არ მეჩვენება. მაგრამ ვფიქრობ, რომ "ჰაჯი-მურატში"
ყველაფერი ძალიან ცხადია. მოთხრობაში არსად არ არის სიურპრიზი და მოულოდნელი ცვლილება.
მართლაც, ტოლსტოი ხშირად გვაძლევს საშუალებას, წინასწარ ვიცოდეთ, რა უნდა მოხდეს. ეს ტექნიკა
ნარატიული სუბვერსიის მწვერვალს აღწევს, როცა მწერალი ჯერ ჰაჯი-მურატის მოჭრილ თავს
გვიჩვენებს და შემდეგ მოთხრობას გმირის უკანასკნელი ბრძოლის დეტალური აღწერით ამთავრებს.
ტოლსტოი თითქოს ვარაუდობს, რომ ჩვენ უკვე ვიცით ისტორია, რომანი ამბის მნიშვნელობაზე არ
გვაფიქრებს, არ არის მოყვანილი არც მორალი და არც პოლემიკაა გამართული. მნიშვნელობა არა აქვს
არც მოქმედებას და არც პათოსს, მნიშვნელოვანია მხოლოდ გმირის ეთოსი, ჰაჯი-მურატის ხასიათის
გახსნა.
სიმამაცისა და ჭკუის მიუხედავად ორ ბოროტ დესპოტს – შამილსა და მეფე ნიკოლოზს შორის
მოქცეული გმირი დასაწყისიდანვე განწირულია. მისი საბოლოო ბედისწერა წინასწარ განსაზღვრულია,
რუსები მას საკმარისად არ ენდობიან, შამილის წინააღმდეგ ამბოხების ხელმძღვანელობის უფლება რომ
მისცენ. მან იმამის ტყვეობაში მყოფი ოჯახის გამოხსნა უნდა სცადოს. ასე რომ, ჰაჯი-მურატმა
ტოლსტოისა და მკითხველის მსგავსად იცის, როგორ უნდა დასრულდეს მისი ამბავი, როგორ უნდა
დასრულდეს ყველა ამბავი, თუ ის გმირის საბოლოო ბედისწერას ეხება. მაგრამ ჰაჯი-მურატი არ არის
დანტეს ულისე “ღვთაებრივი კომედიიდან” და არც მოძველებულ მორალურ სამყაროში ჩაკეტილი
რომელიმე ეპიკური გმირი. ის შექსპირისეული პროტაგონისტია, რომლის ღრმა ეთოსი შინაგანი
ცვლილებების უნარია, გაძლიერებული იმის წინააღმდეგ ბრძოლით, რამაც უნდა გაანადგუროს, ისევე
როგორც ანტონიუსი გაადამიანურდა ღმერთი ჰერკულესის მიტოვების შემდეგ. ჰაჯი-მურატის ამბის
თხრობისას ტოლსტოის ისე იტაცებს მთხრობელის ხელოვნება, რომ თავს ითავისუფლებს
ტოლსტოული დოქტრინისაგან და მის ნაცვლად ხელოვნების სიწმინდესა და დადგენილ წესებს
მიჰყვება.
ნოემბრის ცივ საღამოს ყაბალახსა და ნაბადში გახვეული ჰაჯი-მურატი თავისი მურიდის, ელდარის
თანხლებით რუსების ბრძოლის ხაზიდან თხუთმეტიოდე მილით დაშორებულ თათრულ სოფელში
შევიდა. რუსებისაგან ცნობას ელოდებოდა, მიიღებდნენ თუ არა მას თავიანთ მხარეზე. ჰაჯი-მურატს
უთანხმოება ჰქონდა შამილთან, იმამთან, რომელიც, ბედლის მიხედვით, ყველგან
ნაჯახმომარჯვებული ჯალათის თანხლებით დადიოდა. ტოლსტოის მოთხრობის პირველივე
პარაგრაფში შექმნილი ატმოსფერო გვარწმუნებს, რომ ვიტგენშტაინს "ჰაჯი-მურატში" ყველაზე მეტად
ტრაგიკული გმირი აღაფრთოვანებს, რომელიც ერთდროულად კიდეც აღძრავს და კიდეც ანელებს
ჩვენს სკეპტიციზმს ტრაგედიის ჭეშმარიტების მიმართ.
ლორა ქუინი თავის შესანიშნავ გამოკვლევაში "ჭეშმარიტების სისასტიკე" ჯონსონისა და შელის მიმართ
სიცოცხლის ტრაგიკულ აღქმაზე ვიტგენშტაინის დიალექტიკურ დამოკიდებულებას იყენებს.
ვიტგენშტაინი აღფრთოვანებული იყო ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ტოლსტოითა და
დოსტოევსკით, იგი, როგორც ჩანს, ორივე მათგანში ტრაგედიის მიმართ ორაზროვან
29
დამოკიდებულებას ხედავდა. ვიტგენშტეინს არ მოსწონდა შექსპირი, მას ისევე ეშინოდა "მეფე ლირისა"
და "ჰამლეტის" შემქმნელი დრამატურგის, როგორც ტოლსტოის. თუ სკეპტიკურად ხარ განწყობილი
ტრაგედიის მიმართ, თუმცა კი მისკენ ისწრაფვი, როგორც ტოლსტოი და ვიტგენშტაინი, შექსპირი შენი
უდიდესი პრობლემა იქნება, რადგან შეგაშფოთებს ის ფაქტი, რომ ტრაგედიაც ისე აქვს გათავისებული
მას, როგორც კომედია და რომანტიკული ამბავი. ტოლსტოიმ განსაკუთრებით ვერ დაივიწყა, რა მოხდა
"მეფე ლირში" და ალბათ "ჰაჯი-მურატი" თავისი გაუცნობიერებელი შექსპირიანიზმით შექსპირის იმ
მხატვრული ხერხის კრიტიკაა, როცა ტრაგიკული გმირი ადამიანისთვის შეუცნობელ ძალას ფლობს.
ჰაჯი-მურატს, უმამაცეს გმირს, არ შეუძლია საკუთარი თავის შველა, მაგრამ იგი არ ებრძვის და არც
იხმობს დემონურ ძალებს. იგი ტრაგიკულია მხოლოდ იმიტომ, რომ გმირული სულის მატარებელია და
უდიდეს სირთულეებს უნდა გაუმკლავდეს. აქ გორკი მაგონდება, რადგან მისი და ტოლსტოის საუბრის
მერე გაოცებული ვარ, როგორ შეეძლო ტოლსტოის სწორედ იმ დროს ემუშავა "ჰაჯი-მურატის"
დასრულებაზე:
"მე ვუთხარი, რომ ყველა მწერალი რამდენადმე გამომგონებელია, ისინი ისეთ ადამიანებს ქმნიან,
როგორებიც უნდათ იხილონ ცხოვრებაში. ასევე ვუთხარი, რომ მომწონდა აქტიური ადამიანები,
რომლებიც ცხოვრების ბოროტებას ყველანაირი ხერხით უპირისპირდებიან, ძალადობითაც კი.
"ძალადობა მთავარი ბოროტებაა", - წამოიძახა მან და მკლავში ხელი ჩამავლო, - "როგორ უნდა დააღწიო
თავი ამ წინააღმდეგობას, გამომგონებელო? შენი "ბატონი თანამგზავრი" არ არის გამოგონილი – არ
ვარგა, რადგან გამოგონილი არ არის. თქვენ ფიქრობთ, რაინდებს ქმნით და ისინი ყველა ამადისები
არიან”.
ტოლსტოის მოხეტიალე რაინდი, მისი ამადის გალელი, რა თქმა უნდა, საუცხოო და უსასტიკესი
(როდესაც საჭიროა) ჰაჯი-მურატია, გმირი, რომელიც გამოგონილიც არის და არც არის. თათართა
ლიდერზე თხრობისას ძალადობის წინააღმდეგ მქადაგებელ ტოლსტოის სიმკაცრე აკლია. სად უფრო
მართალია ტოლსტოი, როგორც "ჰაჯი-მურატის" მთხრობელი, თუ როგორც "აღსარებისა" და "რა არის
ხელოვნების" მორალზე მეოცნებე? შეიძლება ვინმემ განაცხადოს, რომ არსებობს ორი ტოლსტოი, და
რომ ერთი მეორის ანტითეზაა. როგორ შეიძლება შემდეგი ნაწყვეტის შემქმნელი ტოლსტოი არ იყოს
უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კანონიკური ტოლსტოი?
"ამ ორი ადამიანის თვალები პირისპირ შეხვედრისას ერთმანეთს ბევრს ეუბნებოდნენ, რაც სიტყვებით
არ გამოითქმებდა და სრულებით არ შეესაბამებოდა თარჯიმნის ნათქვამს. ისინი პირდაპირ უსიტყვოდ
ეუბნებოდნენ ერთმანეთს მთელ სიმართლეს: ვორონცოვის თვალები ამბობდნენ, რომ მას ჰაჯი-
მურატის ერთი სიტყვისაც არ სჯერა, რომ ის ყოველგვარი რუსულის მტერია, ყოველთვის ასეთად
დარჩება, ახლა მხოლოდ იმიტომ დამორჩილდა, რომ ასე სჭირდება. ჰაჯი-მურატსაც სჯეროდა ეს,
მაგრამ მაინც არწმუნებდა მას თავის ერთგულებაში. ჰაჯი-მურატის თვალები კი ამბობდნენ, რომ ამ
მოხუცს ომზე კი არა, სიკვდილზე უნდა ეფიქრა, რომ ის, მართალია, მოხუცია, მაგრამ ძალიან ეშმაკია
და მასთან ფრთხილად უნდა იყოს. ვორონცოვს ესმოდა ეს და მაინც ეუბნებოდა ჰაჯი-მურატს იმას,
რასაც ომის წარმატებისათვის აუცილებლად თვლიდა".
ტოლსტოი მოხუცი კაცია, რომელიც საკუთარ სიკვდილზე ფიქრს გაურბის და სანაცვლოდ ომზე
ფიქრობს. ჰომეროსის მსგავსად ომს არც ადიდებს და არც გმობს. ორივე მათგანისათვის ომი ცხოვრების
ძირითადი კანონია. ზოგიერთი ინტერესდება საკითხით - ტოლსტოი და შემწყნარებლობა, მაგრამ რა
ესაქმება შემწყნარებლობას ვორონცოვის კავკასიასა და ჰაჯი-მურატთან? ომი შვებაა "ჰაჯი-მურატში",
ერთადერთი გზა იმ სამყაროდან თავის დასაღწევად, რომელიც შამილისა და რუსეთის მეფის ღალატს
შორის მერყეობს. აშკარაა, "ჰაჯი-მურატის" დაწერა შვება და მოხუცი ტოლსტოის კაპრიზების
საუკეთესო ასრულება იყო. ამის მიუხედავად იგი გორკის ეუბნება: "გმირები - ეს ტყუილი და
გამონაგონია; აქ უბრალოდ ხალხია, ხალხი და სხვა არაფერი".
მაშ ვინ არის ჰაჯი-მურატი, თუ არა გმირი? ნაწილობრივ, ალბათ, ტოლსტოის დიდი ხნის წინ
დაკარგული ახალგაზრდობის სუროგატია, მაგრამ მარტო ამით არ აიხსნება თათარი მეომრის
გამორჩეულობა. მასთან შედარებით ტოლსტოის ძირითადი რომანების პროტაგონისტები ნაკლებად
30
სიცოცხლით სავსენი და სასიამოვნონი არიან. თითოეული მკითხველი ეძებს მხატვრულ ხასიათს,
რომელიც ისეა შეთავსებული თავის სამყაროსთან, როგორც ჰაჯი-მურატი. შექსპირის შემდეგ არც ერთ
მწერალს არ ჰქონია ისეთი ნიჭი, დაეხატა შეურიგებელ სამყაროში ძალაუფლებისათვის ბრძოლა,
როგორც ტოლსტოის, ჰაჯი-მურატი ნამდვილად იმსახურებს კონრადის ნოსტრომოსთან ან
ანტონიუსთან შედარებას "ანტონიუსსა და კლეოპატრაში". შექსპირის მსგავსად ტოლსტოიც ერთსა და
იმავე დროს გულგრილიცაა თავის გმირის მიმართ და ძლიერ თანაგრძნობასაც გამოხატავს მისი
მოსალოდნელი ბედისწერის გამო.
ტოლსტოის ჰაჯი-მურატთან ურთიერთობას კიდევ ერთი ნიშანი ემატება, რაღაც საოცრად პიროვნული,
მიმართული ნამდვილი იდენტიფიკაციისაკენ. გარემოებებმა ჰაჯი-მურატი დევნილი, მაგრამ
ღირსეული და პატივცემული დევნილი გახადა. მიუხედავად იმისა, რომ გმირი ბრწყინვალედაა
მორგებული კონტექსტს, მან იცის, რომ ეს კონტექსტი იშლება და ერთი მუჭა ერთგული ადამიანების
ამარა რჩება. დასასრულის შეგრძნება მთელ მოთხრობას ისევე გასდევს, როგორც "ანტონიუსსა და
კლეოპატრაში" გმირის ყოველ გამოჩენას. მეფესა და შამილს შორის მოქცეულ ჰაჯი-მურატისათვის
საბოლოო თავისუფლება მხოლოდ ვაჟკაცურ სიკვდილშია, რაც მის პიროვნებას ზიანს კი არ აყენებს,
პირიქით, ავსებს.
შემთხვევითი არ არის, რომ ორი ლიტერატურული პერსონაჟი, რომლებთანაც ტოლსტოი ყველაზე მეტ
მსგავსებას პოულობდა, იეჰოვა და შექსპირის ლირი იყო, მაგრამ მას ერჩია, დამსგავსებოდა ჰაჯი-
მურატს, მოხერხებულ და მამაც მეომარს და არა ფიცხ მეფე-ღმერთს. თომას მანი უცნაურ ესსეში
"გოეთე და ტოლსტოი" თავისდა უნებურად ადასტურებს ამ აზრს:
"ჩვენ ტოლსტოიში ცხოველური სულის სიჭარბე შევნიშნეთ, მართლაც მიიჩნევდნენ, რომ სიბერემდე
მას აკლდა ღირსება, დიდებულება, გოეთეს გვიანდელი პერიოდის ფორმალური დარბაისლობა, რაც
არავისთვის ახალი არ არის. ჩვენში ეჭვს არ იწვევს, რომ გოეთე უფრო პატიოსნად, მუყაითად,
სანიმუშოდ ცხოვრობდა, ვიდრე სლავი ბებერი. გოეთეს კულტურული საქმიანობა უფრო გულწრფელ
თვითაუარყოფას, თავდაჭერილობას და დისციპლინას გულისხმობს, ვიდრე ტოლსტოის სრულიად
არაეფექტური სპირიტუალიზაციის მცდელობა, რომელიც ფანტასტიკურ აბსურდს განეკუთვნება.
ტოლსტოის არისტოკრატიული შარმი, გორკის მიხედვით, ისეთივეა, როგორც კეთილშობილი
ცხოველისა. მან ვერასდროს მოახერხა, ამაღლებულიყო ცივილიზებული ადამიანის ღირსებამდე,
რომელმაც ახირებულობაზე გაიმარჯვა".
ამაზე სარწმუნო პასუხი ჯონ ბეილიმ გასცა, რომელმაც აღნიშნა, რომ გოეთე და ტოლსტოი უდიდესი
ეგოისტები იყვნენ, მაგრამ ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებულები: "თუკი გოეთე საკუთარი თავის
გარდა არაფერზე ზრუნავდა, ტოლსტოი არაფერი იყო საკუთარი თავის გარდა. ტოლსტოის მოსაზრება,
თუ რა ელოდებოდა ცხოვრებაში და რას ნიშნავდა მისთვის ცხოვრება, შესაბამისად უფრო პირადული
და ამაღელვებელია".
ტოლსტოი თავისი ჰაჯი-მურატის მსგავსად სხვა არაფერი იყო, თუ არა თვითონ. მანს, ალბათ, ჰაჯი-
მურატი კიდევ ერთ კეთილშობილ ცხოველად მიაჩნდა, რომელიც ცივილიზებულ ღირსებას
უარყოფდა, რამდენად უცნაურიც უნდა იყოს ეს. როგორც უდიდესი ირონიული მწერალი, მანი
ყველაფერს ეწინააღმდეგება, რაც მის მხატვრულ ძალას არ შეესაბამება. ჰაჯი-მურატში ყველაზე
მნიშვნელოვანი ესთეტიკური ღირსებაა, რომელიც ყველა თვისებას აღემატება, რასაც მანის
პერსონაჟებში ვხედავთ. ესთეტიკური ღირსების პრობლემას ჰაჯი-მურატის უკანასკნელ ბრძოლამდე
და სიკვდილამდე მივყავართ, რომელიც, შესაძლოა, ტოლსტოის მხატვრული ქმნილებებში ყველაზე
დახვეწილი ეპიზოდია.
ერთი განსხვავება, რაც ტოლსტოისა და ჰაჯი-მურატს შორის არსებობს, ისაა, რომ ჩეჩენ გმირს უყვარდა
თავისი ცოლი და ვაჟი და შამილის შურისძიებისაგან მათი დახსნის თავგანწირულ მცდელობას
შეეწირა. საკითხავია, უყვარდა თუ არა ტოლსტოის ვინმე, თუნდაც საკუთარი შვილები. არც
ვორდსვორთი ან მილტონი, დანტეც კი ვერ შეედრება ტოლსტოის, როგორც დიდ სოლიფსისტს.
ტოლსტოის რელიგიური და მორალური ნაწარმოებები სხვა არაფერია, თუ არა მისი სოლიფსიზმის
31
აღიარება, თუმცა რას ისურვებდა "ომი და მშვიდობისა" და "ჰაჯი-მურატის" მკითხველი, თუ არა იმას,
რომ ტოლსტოი ნაკლებად ყოფილიყო ამ იდეებით შეპყრობილი? არაფერი ხდება უმიზეზოდ და ვერც
ერთი კარგი მწერალი (როგორც ქალი, ისე კაცი) სოლიფსიზმის გარეშე ესთეტიკური ბრწყინვალებას
ვერ მიაღწევს. შექსპირი, რამდენადაც შეიძლება ითქვას, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად
სოლიფსისტი მწერალია. ამ თვალსაზრისით ჩოსერი შექსპირის მეტოქეა. ზოგჯერ სალონური თამაშის
ცდუნებას ავყვები, რომლის დროსაც მნიშვნელოვან მწერლებს სოლიფსიზმის ხარისხის საფუძველზე
ჰყოფენ. სინამდვილეში აქვს ამას მნიშვნელობა? სრულიად არა, თუ საქმე მათ მიერ დაპყრობილ
სიმაღლეებს ეხება. ჯოისი უდიდესი სოლიფსისტია, მაშინ როცა ბეკეტი ადამიანთა შორის ერთ-ერთი
ყველაზე ნაკლებად ეგოისტია. კონტრასტი "ფინეგანის ქელეხსა" და ბეკეტის ტრილოგიას "მოლოის",
"მელოუნი კვდებას", "უსახელოს" შორის ერთის მხრივ ბეკეტის მიერ თავისი წინამორბედების
გავლენისაგან თავის დაღწევასთანაა დაკავშირებული, უფრო მეტად კი – მათ მიერ "სხვა მეს" საოცრად
განსხვავებულ შეგრძნებასთან.
ტოლსტოის სხვა მამრი პროტაგონისტებისაგან განსხვავებით, ჰაჯი-მურატი არაბუნებრივად
შეიგრძნობდა "სხვა მეს" რეალობას. ამის გარეშე უფრო ადრე დაიღუპებოდა. ბატლერისადმი მწერლის
გულთბილი დამოკიდებულება გვიჩვენებს, რომ მისი ცოდნა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ
სიფრთხილე. ამ ოფიცრის რომანტიკული შეხედულებანი და აზარტული თამაშისადმი სწრაფვა
კავკასიაში ახალგაზრდა ტოლსტოის სამხედრო სამსახურის გამოძახილია. თუ რაღაც თვალსაზრისით
ჰაჯი-მურატის ტრაგიკული იზოლაცია ტოლსტოის დილემას ავლენს, ჩეჩენი მეომრის სულგრძელობა
იმ თვისებას წარმოაჩენს, რომელიც, მწერლის აზრით, თვითონ აკლია. უეჭველია, გმირის სამხედრო
ვაჟკაცობა იყო ის, რასაც ტოლსტოი საკუთარ თავში ეძიებდა. ჯონ ბეილი ტოლსტოის ჯარში სამსახურს
ხატავს, როგორც "ამბების თხრობისა და შეთხზვის მცდელობას, კურდღლებსა და ხოხბებზე
ნადირობას, კაზაკ ქალებთან სასიყვარულო ურთიერთობებსა და ადგილობრივი წყაროებით გონორეის
მკურნალობას". ბეილი განაგრძობს, რომ ეს გამოცდილება ჰემინგუეის სამხედრო გმირობის მსგავსია,
რომლის მთლიანი შემოქმედება ტოლსტოისთან გააზრებული კონფლიქტია. ორივე მწერლის მიერ
საკუთარი თავის კერპად ქცევა მათი ხელოვნების სიღრმეებშიც იგრძნობა - საგნების ბუნებაში
საკუთარი მეს ჩანერგვის საშუალებით. ასე შევიდნენ ისინი სამყაროში, რომელსაც ფროიდმა
"რეალობის გამოცდა" უწოდა, თუმცა სიკვდილის აუცილებლობასთან დამეგობრების ფროიდული
სიბრძნის გარეშე.
ჰაჯი-მურატი, რომელიც უკანასკნელ ბრძოლაში ისეთივე ბრწყინვალეა, როგორიც მთელი თავისი
ცხოვრების მანძილზე, ისეთ სიბრძნეს ავლენს, მხოლოდ შექსპირის ტრაგიკულ გმირებს რომ
ახასიათებთ - იბრძოლონ ბოლომდე და მოკვდნენ დემონსტრაციულად, მაგრამ დიდებულად.
უკანასკნელ დილას, როცა ინათა, მაგრამ მზე ჯერ არ ამოსულიყო, მან მოუხმო თავის ცხენს და
ერთგული მეგობრებისა და ხუთი კაზაკი მცველის თანხლებით სოფლიდან გავიდა. კაზაკებზე
თავდასხმისა და დახოცვის შემდეგ მან და მისმა მეგობრებმა ვერ შეძლეს, გამკლავებოდნენ სხვა
კაზაკების გარშემორტყმულ ჯგუფსა და რუსებთან მომსახურე თათართა მილიციას. სასტიკი ბრძოლის
შემდეგ ჰაჯი-მურატის დასასრულიც დგება:
"ჰაჯი-მურატს კიდევ მოხვდა ტყვია მარცხენა მხარზე. იგი თხრილში ჩაწვა, ჩოხიდან ბამბა ამოაძრო და
ჭრილობაში ჩაიტენა. ჭრილობა გვერდში სასიკვდილო იყო და გრძნობდა, რომ კვდებოდა. მოგონებები
და სახეები გასაოცარი სისწრაფით ცვლიდნენ ერთმანეთს მის წარმოდგენაში. ხან ღონიერი აბუნუნცალ-
ხანი დაუდგებოდა წინ, ცალი ხელით ჩამოთლილი ლოყა რომ ეჭირა და მეორით მტერს ხანჯლით
ებრძოდა. ხან უძლურ, სისხლნაკლულ მოხუც ვორონცოვს ხედავდა ეშმაკური თეთრი სახით და
ესმოდა მისი რბილი ხმა, ხან თავისი ვაჟი იუსუფი წარმოუდგებოდა ხოლმე თვალწინ, ხან ცოლი
სოფიათი, ხანაც ფერმკრთალი, წითურწვერიანი, თვალებმოჭუტული მტერი შამილი.
ყველა ამ მოგონებამ ისე გაირბინა მის გონებაში, რომ არავითარი გრძნობა არ გამოუწვევია – არც
სიბრალული, არც სიბრაზე და არც რაიმე სურვილი. ყველაფერი ეს არარაობად ჩანდა იმასთან
შედარებით, რაც იწყებოდა და რაც უკვე დაიწყო მისთვის. ამასთანავე მისი ძლიერი სხეული დაწყებულ
32
საქმეს განაგრძობდა. მან მოიკრიბა უკანასკნელი ძალა, წამოდგა საფარიდან, მისკენ წამოსულ კაცს
დამბაჩა ესროლა, მოარტყა და კაცი დაეცა, შემდეგ მთლიანად ამოძვრა ორმოდან და
ხანჯალამოწვდილი კოჭლობით პირდაპირ მტრისკენ წავიდა. გაისმა რამდენიმე გასროლის ხმა, იგი
შეტორტმანდა და დაეცა. რამდენიმე მილიციელი გამარჯვების ყიჟინით მივარდა დაცემულ სხეულს.
მაგრამ უცებ სხეული, მკვდარი რომ ეგონათ, შეინძრა. ჯერ სისხლიანი, უფაფახო, გაპარსული თავი
წამოიწია, შემდეგ ტანიც წამოიმართა, ხეს ჩაეჭიდა და მთლიანად წამოდგა. ისეთი საშინელი სანახავი
იყო, რომ თავდამსხმელები შეჩერდნენ. მაგრამ უეცრად ის შებარბაცდა, ხეს მოშორდა და მთელი ტანით
პირქვე დაეცა მოთიბულ ბირკასავით და აღარ განძრეულა.
ის აღარ ინძრეოდა, მაგრამ გრძნობა ისევ ჰქონდა.
როცა მასთან პირველად ჰაჯი-აღამ მიირბინა და ხანჯალი დაჰკრა, ჰაჯი-მურატს მოეჩვენა, რომ მას
თავში ჩაქუჩს ურტყამდნენ, მაგრამ ვინ და რატომ, ვერ ხვდებოდა. ეს იყო მისი ცნობიერების
უკანასკნელი კავშირი სხეულთან. შემდეგ ვერაფერს ვეღარ გრძნობდა, მტრები თელავდნენ და ჭრიდნენ
იმას, რასაც მასთან საერთო უკვე აღარაფერი ჰქონდა".
ამ ნაწყვეტის ობიექტური, გრძნობისაგან დაცლილი ძალის გარდა ჩვენ იმითაც ვართ გაოცებულები,
რომ ტოლსტოი თავის გმირთან იდენტიფიკაციის მიუხედევად, თავს იკავებს შოკისგან, სევდიანი
სინანულისა და მეტაფიზიკური შიშის გამოხატვისაგან, როცა ჰაჯი-მურატი ცნობიერებას კარგავს.
სხეულს "არავითარი საერთო აღარ ჰქონდა მასთან" და ჩვენ გვახსენდება ნატაშას წამოძახილი "ომსა და
მშვიდობაში“, როცა იგი თავადი ანდრეის სიკვდილის ამბავს გაიგებს: "სად არის და ვინ არის ის ახლა?"
მე სიტყვასიტყვით მომყავს ჯონ ბეილის ვერსია, როცა იგი ტოლსტოის პიროვნული ძალის
გათვალისწინებით შესანიშნავ კომენტარს აკეთებს: "სოლიფსიზმი უკვდავების მაჩვენებელია".
ჰაჯი-მურატის სიკვდილი, რაც სოლიფსიზმისაგან მოხუცი ტოლსტოის თავის დაღწევის მცდელობა
იყო, არ წარმოშობს ნატაშას ტკივილით სავსე, ორმაგი კითხვის მსგავს შეკითხვას. ამის ნაცვლად
ტოლსტოი წერს: "ბრძოლის დროს ხმაგაკნედილმა ბულბულებმა კვლავ დაიწყეს სტვენა, ჯერ ერთმა -
საკმაოდ ახლოს, შემდეგ სხვებმა - მოშორებით".
ჩვენ ვრჩებით გადახნულ მინდორზე გათელილ ბირკავასთან ბულბულების სამგლოვიარო გალობის
თანხლებით. ტოლსტოის თხრობის შეფარული ძალა, ჰომერული ატმოსფეროთი, შექსპირული
პერსონაჟებით, უპირველეს ყოვლისა, გმირობითაა კომპენსირებული. ჰაჯი-მურატი საუკეთესოა მის
სამყაროში – არა აქვს მნიშვნელობა, კავკასიელი იქნება თუ რუსი – ყველა თვისებით – გამბედაობით,
მხედრული ნიჭით, გამჭრიახობით, ლიდერობით, რეალობის ხედვით. ეპოსის ან საგის სხვა გმირი,
ძველი იქნება თუ თანამედროვე, მას ვერ უტოლდება, მისი მსგავსიც კი არ არის. როცა ჰაჯი-მურატი
კვდება, ის დაცლილია სიბრალულის, ბრაზისა და სურვილისაგან. ასეა ტოლსტოი და ასე ვართ ჩვენც.
ტოლსტოიმ ყველა სხვა მწერალზე უკეთესად შეძლო, საკუთარი გარდაცვალების შიშის მსგავსად და
ამავე დროს მისგანვე განსხვავებულად წარმოედგინა სიკვდილი, რაც ესთეტიკური ღირსების
მოულოდნელი და დამაიმედებელი ტრიუმფის გამოვლინებაა. ის, რაც ჩვენ კანონიკურად მიგვაჩნია,
ჰაჯი-მურატს დემოკრატიული ეპოქის ცენტრში აქცევს.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი “

ჯე იმს ერლ ი – წიგნებ ის კი თხ ვა , როგ ორც სია მო ვნე ბის წყ არო

ცხრა წლის ვიქნებოდი, დიდი კარადიდან წიგნი რომ ავწაპნე და მის წასაკითხად სადღასაც მივიმალე.
დედამ მომძებნა და შენიშვნა მომცა, საშენო წიგნი არ აგიღიაო, მაგრამ ამით რაღას შემაჩერებდა. ეს იყო
ცხოვრების ერთ-ერთი იმ გარდამტეხ მომენტთაგანი, რომელთა მნიშვნელობას მრავალი წლის
შემდეგღა იცნობიერებ. წიგნის სათაურმა მიმიზიდა: "სად იყავი? - არსად. რას აკეთებდი? - არაფერს".
იგი წარმოადგენდა რჩევების კრებულს მშობლებისათვის, რომელშიც, კერძოდ, ეწერა, რომ ზოგჯერ
ბავშვს უჩნდება სავსებით ბუნებრივი მოთხოვნილება, უბრალოდ, წამოწვეს ბალახზე და უცქიროს
ღრუბლებს, ცაზე რომ მიიზლაზნებიან. წიგნში ნათქვამი იყო, რომ ეს სავსებით ნორმალური სურვილია

33
და როცა ბავშვი კითხვაზე - "რას აკეთებ?" - გიპასუხებს - "არაფერსო", - ამაში არაფერია საძრახისი.
ამ ცოდნით შეიარაღებული ეზოში გავედი, ბალახზე წამოვწექი და კითხვა განვაგრძე. წიგნმა მომანიჭა
კანონიერი უფლება, მეკეთებინა ის, რასაც ისედაც ვაკეთებდი, ოღონდ ისე, რომ ჩემი უფლებები ამ
სფეროში გაცნობიერებული არ მქონდა. მან, თითქოსდა, გარკვეულწილად წამართვა უცოდველობა,
მოსპო უოდსუორთისეულად უშუალო კავშირი ჩემსა და ღრუბლებს შორის და ნეტარი უსაქმობა
ერთგვარ პოზად გადამიქცია.
დამოკიდებულება უქმი ოცნებებისადმი ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ სულის სიღრმეში
ყველამ კარგად იცის, რომ ეს არცთუ უსარგებლო საქმიანობაა. ბავშვისთვის ეს არის ერთ-ერთი
საშუალება, ისწავლოს აზროვნება. მახსოვს, ღრუბლების ცქერამ მეც ბევრი მნიშვნელოვანი რამ
გამაგებინა, მაგალითად ის, რომ ცვლილებები ნელა და ხშირად სრულიად შეუმჩნევლად ხდება. დღეს,
საწერ მაგიდასთან რომ ვიჯექი და სარკმელში უმიზნოდ ვიყურებოდი, გამახსენდა, როგორ
გვიკითხავდა უნივერსიტეტში ბერძნული ფილოსოფიის ისტორიას პროფესორი ფელი. ისიც ხშირად
შეგვაქცევდა ხოლმე ზურგს და დაფიქრებული იმზირებოდა ფანჯარაში, ვიდრე ჩვენ
სუნთქვაშეკრულნი ველოდით პასუხს მის მიერვე დასმულ კითხვაზე. შესაძლოა, დოქტორი ფელის ამ
საქციელსაც მნიშვნელოვანწილად პოზა განაპირობებდა. შესაძლოა, მას სურდა, მიმსგავსებოდა
სოკრატეს, ქუჩაში რომ შეჩერდებოდა ხოლმე და ხანგრძლივად შესცქეროდა ზეცას.
დორზეს ეთიოპური ტომისადმი მიძღვნილ წიგნში ანთროპოლოგი დენ სპერბერი მოგვითხრობს ერთ
ამბავს, რომელიც მე ძალიან მიყვარს: "ბავშვობაში ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ასეთმა
სცენამ: მამაჩემი ვერანდაზე სავარძელზეა მიწოლილი; უძრავად ზის - ხელები უსიცოცხლოდ
ჩამოუყრია და სივრცეში რაღაცისთვის მიუციებია თვალი; ჩამესმის დედის ჩურჩული: "ხელს ნუ
შეუშლი, მამა მუშაობს". გავიდა დრო, მე ეთნოგრაფი გავხდი და პროფესიამ ეთიოპიაში ჩამიყვანა; და
ერთხელ აქ, საველე დაკვირვებების დროს, ჩემი ყურით გავიგონე, როგორ გადაუჩურჩულა დედამ
პატარა ბიჭს: "ხელს ნუ შეუშლი, მამა წინაპრებს აპურებს".
სპერბერის მსგავსად, მეც პროფესორი გავხდი. ახლა ჩემი ღრუბლებიცა და ჩემი წინაპრებიც ჩემივე
წიგნებია. შემიძლია, სრულ სიჩუმეში, ყველასა და ყველაფრისგან განმარტოებული, საათობით ვიჯდე
და წიგნს ვკითხულობდე. მიმაჩნია, რომ ჩვენს ეპოქაში, როცა ცხოვრების ტემპი განუწყვეტლივ
ჩქარდება და ჩქარდება, კითხვის ეს ასპექტი, - სიჩუმე და განმარტოება, - უდიდეს თავისთავად
ღირებულებას იძენს.
უცნაურობა კითხვის პროცესისა, ღრუბლების ჭვრეტას რომ მიაგავს, სწორედ განმარტოებისა და ნელი
ტემპის აუცილებლობაში მდგომარეობს. ვიცი, რომ, შეიძლება, ველოტრენაჟორზე ვარჯიშის დროსაც
იკითხო რამე და დილაობით ძუნძულით სირბილისას ან მანქანის საჭესთან ჯდომისასაც ისმინო
პლეერით მოთხრობები. მაგრამ აქ სხვაგვარ კითხვაზე გესაუბრებით - ძველმოდურ, არაეფექტურ,
ანტისოციალურ საქმიანობაზე, უამრავ დროს რომ მოითხოვს. მინდა დავწერო წიგნი: "სად იყავი? -
არსად. რას აკეთებდი? - წიგნს ვკითხულობდი... თქვენ თუ შეგიძლიათ, რომ თავს ამის უფლება
მისცეთ?" ეს შრომა განკუთვნილი არ იქნება ფართო საზოგადოებისთვის, რომელიც (წიგნის
მაღაზიების მზარდი რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ), პოულობს დროს, რათა იკითხოს. არა,
მის ადრესატად უფრო ვიწრო წრე წარმომიდგენია, კერძოდ - უნივერსიტეტების პროფესორები. მე ხომ
ყოველდღიურად ვისმენ, როგორ შესჩივიან ისინი ერთმანეთს, წიგნების წასაკითხავად ვეღარ
ვიცლითო.
იყო დრო, როცა იმგვარ კითხვაზე ვოცნებობდი, როგორსაც აღწერს მაკიაველი: "საღამოობით, შინ რომ
ვბრუნდებოდი, ჩემს კაბინეტს მივაშურებდი. გავიხდიდი ჩემს დაჭუჭყიანებულ-დამტვერილ სადაგ
ტანსაცმელს და მეფური შესამოსლით ვიმოსებოდი. შემდეგ კი ასე ჯეროვნად მორთული დიდ
წინაპართა საკრებულოში შევაბიჯებდი. ისინი ხელგაშლილად მხვდებოდნენ ხოლმე და მე ვტკბებოდი
მარტოდენ ჩემთვის განკუთვნილი ნუგბარით, რომლისთვისაც ვიყავ შობილი. აქ შემეძლო
მორიდებისგან შეუბორკავს მესაუბრა მათთან, დავკითხოდი ამა თუ იმ საქციელის მიზეზს და
წინაპრები პასუხს არ იშურებდნენ".
34
ჩემთვის ნაცნობია ეს გრძნობა. ოცდახუთი წლის წინ ჩემი პირველი საპროფესორო შვებულება ამგვარ
კითხვაში გავატარე. ვკითხულობდი ყველაფერს, რაც კი სკოლასა და უნივერსიტეტში დამრჩა
წაუკითხავი. აი, მაშინდელი ავტორები და წიგნები: პლატონი, კანტი, შექსპირი, მილტონი, შელი, "დაო
დე ძინი", "უპანიშადები", "ბჰაგავატგიტა", ლაიბნიცი, ბეკონი, მონტენი, უაიტჰედი, ბერგსონი,
კასირერი, ფროიდი, შოუ, იეიტსი, ჰაიდეგერი, ლევი-სტროსი და... დენ სპერბერი. კითხვას გვიანობით,
ღამით ორ ან სამ საათზე ვწყვეტდი საოცარი მღელვარებით მოცული. თავს ეზეკიელივით ვგრძნობდი,
როცა უფალმა უთხრა მას: "ადამის ძევ!.. შეჭამე ეს გრაგნილი... აჭამე შენს მუცელს და აივსე ნაწლავები
ამ გრაგნილით, რომელსაც მე გაძლევ. მეც შევჭამე და თაფლივით მეტკბილა პირში".
ვათვალიერებ იმდროინდელ ჩანაწერებს, - ერთიანად შენიშვნებით აჭრელებულ გაყვითლებულ
ფურცლებს, თავბრუდამხვევ აღმოჩენათა ამბავს რომ მოგვითხრობენ, - და შეცბუნება მიპყრობს: იმ
დროს მეჩვენებოდა, რომ ცხოვრების არსი შევიცანი და ყოფიერების ყველა საიდუმლოს ჩავწვდი! და
თუმცა შემდგომში აღარასოდეს გამიმეორებია ასეთი ექსპერიმენტი, ეს იყო მეტად ფასეული
გამოცდილება. დროდადრო ჩემს თავს ვუსვამ შეკითხვას: განუცდია კი ჩემს რომელსამე სტუდენტს (ან
მომავალში თუ მოელის) ეს ენით აუწერელი მღელვარება - კითხვის ვნებით მანიაკალური
შეპყრობილობა?
ახლა, როცა ბევრად უფრო მოწიფული კაცი მეთქმის, მივხვდი, რომ მაკიაველის დამოკიდებულებაც
კითხვისადმი და ჩემი უძილო ღამეებიც მნიშვნელოვანწილად ეგოიზმის გამოვლინებას
წარმოადგენდა. მაკიაველი თავდაჯერებული ადამიანი იყო და ფიქრობდა, რომ ძალა შესწევდა ისე
გასაუბრებოდა პლატონს, ტიტუს ლივიუსსა და ციცერონს, როგორც ტოლი ტოლებს. კითხვამ,
შესაძლებელია, შეგიქმნათ იმ ავტორებთან თანასწორობის მცდარი შეგრძნება, რომელთა აზრის გაგებაც
მოახერხეთ. ასეთი კითხვა თანამედროვე აბსტრაქტული მხატვრობის თვალიერებას ჰგავს, როცა დიდია
ცთუნება განაცხადო: "ამის დახატვას ხომ მეც შევძლებდი!" ჰო მაგრამ, ეს სურათები ხომ თქვენ არ
დაგიხატავთ და, რომ არ გენახათ, აზრად არასოდეს მოგივიდოდათ, რაღაც მსგავსის შექმნა შემიძლიაო.
პირველ ლექციაზე სტუდენტებს ასე მივმართავ ხოლმე: "ჩემი კურსის დამუშავება კლასში არ ხდება.
უნდა იშრომოთ შინ ან სადმე სხვაგან, სადაც განმარტოებას შეძლებთ და ხელს არავინ შეგიშლით. ეს
შეიძლება იყოს ბიბლიოთეკის მყუდრო კუთხე, სხვენი ან ნებისმიერი სხვა ადგილი, რომელსაც თქვენს
დროებით თავშესაფრად - წიგნის კითხვისთვის განკუთვნილ ადგილად - აქცევთ. ჩემთვის ასეთი
თავშესაფარი არის ჩემი ბინა ღამის საათებში, როცა ბოლოს და ბოლოს ყველა დაიძინებს და მთელი
სახლი ჩაბნელდება ხოლმე. მაშინ შემიძლია ავიღო წიგნი და მოვკალათდე სინათლის მაგიურ წრეში,
სადაც ვარსებობთ მხოლოდ მე და წიგნი; ან უფრო სწორად ვარსებობთ მე და ავტორი, წიგნი კი,
უბრალოდ, შუამავალია ჩვენ ორს შორის".
გაოცდები კაცი, იმდენად დიდია რაოდენობა ახალგაზრდებისა, რომლებიც შეცბუნების გარეშე
გამოგიტყდებიან, კითხვა არ გვიყვარსო; და მათ რიცხვში თვით სიტყვიერების შემსწავლელი
სტუდენტებიც კი გამოერევიან ხოლმე. ეს გასაგებიცაა - კითხვა ხომ ჯოჯოხეთურად ნელი საქმიანობაა.
დღეს, როცა უკვე კომპიუტერის ეკრანის ორწამიან გაშეშებასაც კი ძალუძს მოთმინებიდან ჩვენი
გამოყვანა, კითხვა ადამიანისგან სრულ შეჩერებას მოითხოვს - საჭიროა, უბრალოდ, შევჩერდეთ და
სხვას ვუსმინოთ.
ბოლო დროს კითხვას სწორედ სხვისი ხმის სმენად აღვიქვამ. პირველ ლექციას რომ განვაგრძობ,
სტუდენტებს ვეუბნები: "სინათლის მაგიურ წრეში წიგნით ხელში რომ შეაბიჯებთ, არ უნდა იფიქროთ,
თითქოს თქვენი ამოცანა ამ წიგნის დამორჩილება, მოთვინიერება, გაკრიტიკება ან თუნდაც გარჩევა-
გაანალიზება იყოს. წიგნის კითხვას იმიტომ კი არ იწყებთ, რომ შეიყვაროთ ან შეიძულოთ ის; და არც
იმიტომ, რომ დაამტკიცოთ, თითქოს ავტორზე უფრო ჭკვიანი ბრძანდებით. არა, წიგნს უწინარეს
ყოვლისა იმიტომ კითხულობთ, რომ მოისმინოთ, რას გეუბნებათ იგი".
ასეთი მიდგომა კითხვისადმი ნაკლებეგოისტურია, ვიდრე მაკიაველისეული. ადამიანი, ვინც
წიგნისადმი ეს ბევრად უფრო თვინიერი დამოკიდებულება მასწავლა, ზიგმუნდ ფროიდი იყო.
დამწყები ფსიქოანალიტიკოსებისათვის განკუთვნილ მის რჩევებს რომ ვეცნობოდი, სადაც ფროიდი
35
მოძღვრავს მათ, როგორ უნდა უსმინონ პაციენტებს, მე აღმოვაჩინე კავშირი კითხვასა და ღრუბლების
ჭვრეტას - არაფრის კეთების ხელოვნებას შორის. სწორად სმენის წესი, ამბობს ფროიდი, "უბრალოდ,
იმაში მდგომარეობს, რომ განსაკუთრებით არაფერზე მოახდინოთ კონცენტრირება და გულისყური
მუდამ თანაბრად გქონდეთ მიპყრობილი ყველაფრისკენ, რასაც პაციენტი მოგითხრობთ. რადგან
როგორც კი რაღაც ერთზე გაამახვილებთ ყურადღებას, მაშინვე მასალის დახარისხებას იწყებთ... თქვენ
კი სწორედ ამას უნდა გაურბოდეთ. როცა შერჩევას დაიწყებთ, თქვენ უკვე საკუთარი მოლოდინის ტყვე
ხდებით და, მაშასადამე, დიდია შანსი, ვეღარაფერი გაიგონოთ გარდა იმისა, რაც ისედაც იცით... ექიმის
კანონი ასე უნდა იქნას ფორმულირებული: "საჭიროა, უბრალოდ, ვუსმინოთ".
რთული სასწავლია, უბრალოდ, უსმინო ადამიანს: არც მისი სიტყვების დაუყოვნებლივ
ინტერპრეტირება სცადო, არც ნაუცბათევი დასკვნები გააკეთო, არც საკუთარი რჩევებით ჩაეჩარო
საუბარში.
ბედის ირონიით, არაფრის კეთების ხელოვნება, რომლის სრულყოფას ყრმობიდან მოყოლებული
ამდენი ძალა შევალიე, ჩვენს უნივერსიტეტებში დიდად არ ფასობს. ჩემმა კოლეგებმა მგონი დაივიწყეს,
რომ ჩვენი პროდუქციის უდიდესი ნაწილი ხშირად სწორედ იმ სახის შრომის შედეგად მიიღება,
როგორითაც პატარა დენ სპერბერი მამამისმა გააოცა. ჩვენს დღეებში უნივერსიტეტებში მთავარ
საზრუნავად იქცა ფონდები და კანონმდებლობა, ბაზარი და კონკურენცია, ტექნოლოგიები და მოდის
ბოლო კაპრიზების დაკმაყოფილება. ბოლოს და ბოლოს, უმაღლესი განათლებაც ხომ ბიზნესია.
მწვანე მდელოები და კორომები პასტორალურ საუნივერსიტეტო ტრადიციებს გვახსენებს. ეს კორომები
დასაბამიდანვე მოწყვეტილი იყო კომერციული სულისკვეთებითა და ყოველდღიური საზრუნავით
სავსე გარემომცველი სამყაროს ფუსფუსსა და ამაოებას. უნივერსიტეტი იმ ადგილს წარმოადგენდა,
სადაც ადამიანს შეეძლო შეჩერებულიყო, ეკითხა, ესმინა, ესწავლა. ჩემი პროფესორობის ოცდაათი წლის
განმავლობაში კი აკადემიურმა სამყარომ ნელა, მაგრამ არსებითად იცვალა სახე (აი, კიდევ ერთი
ილუსტრაცია იმისა, რაც ბავშვობაში მასწავლეს ღრუბლებმა - სამყარო თანდათანობით და
შეუმჩნევლად იცვლება). დღეს გვარწმუნებენ, რომ ისტორიამ სვლა ააჩქარა, ხოლო საზოგადოება
ყოველდღიურად სულ უფრო სწრაფად იცვლება; რომ თუკი ჩვენ წამით მაინც შევჩერდებით, მომავალი
ჩაგვიქროლებს და უნივერსიტეტებს სადღაც შორეულ წარსულში ჩატოვებს; რომ ჩვენ უნდა ვიქცეთ
მომავლის უნივერსიტეტებად, კომპიუტერების ეპოქის უნივერსიტეტებად, XXI საუკუნის
უნივერსიტეტებად...
სჯერათ კი ამის იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ჩვენს უნივერსიტეტებს განაგებენ? დევიზი - "დროს
არ ჩამოვრჩეთ" - სარეკლამო მოწოდებასავით ჟღერს. და მართლაც, უნივერსიტეტები ცდილობენ
ბაზარზე გაყიდონ საკუთარი თავი. კაცმა არ იცის რა მიზეზით, მათ მიიჩნიეს, რომ ამერიკას სურს
ისინი ზეთანამედროვე, სუპერტექნოლოგიურ, ეფექტიან კორპორაციულ დაწესებულებებად იქცნენ,
რომლებიც შეძლებენ კომპიუტერული ტექნოლოგიების ბატონობის ეპოქაში თავიანთი კლიენტები,
კურსის დამთავრების შემდეგ, გარანტირებული მაღალანაზღაურებადი სამუშაოთი უზრუნველყონ.
ვფიქრობ, ამერიკა უკეთ ერკვევა თავის საჭიროებებში. ამერიკას არაფერში სჭირდება განუწყვეტელი და
სულ უფრო აჩქარებული ცვლილებები; ისინი სჭირდება ბაზარს, რომელიც ცდილობს გამუდმებით
გაუჩინოს მომხმარებელს სულ ახალ-ახალი ნივთების ყიდვის სურვილი. ხოლო ამერიკას კი სჭირდება
უნივერსიტეტები და კოლეგები, რომლებიც მოდის კაპრიზებს არ აჰყვებიან და ყოველწლიურად არ
იცვლიან სახეს. ვისურვებდი, უნივერსიტეტები ნამდვილად განსაზღვრავდნენ მომავალს, ნაცვლად
იმისა, რომ თავქუდმოგლეჯით მისდევდნენ აწმყოს. ცხადია, სინათლის მაგიურ წრეში ჯდომით და
ძველ ავტორებთან დინჯი საუბრით, მათი ხმის აუჩქარებლად სმენით ჩვენ მომავალს ვერ დავეწევით.
ლამპის შუქი სხვა მაგიურმა ნათებამ შეცვალა - ციმციმმა სარეკლამო დაფისა, რომელიც გიგანტური
საინფორმაციო ჰაივეის გასწვრივ არის დაყენებული, უნივერსიტეტის მწვანე კორომს რომ სერავს.
გამორიცხული არ არის, მომავალი მართლაც კომპიუტერებს დარჩეს, მაგრამ წარსული ხომ უეჭველად
წიგნების იყო. სწორედ ამიტომ ვცდილობ ვასწავლო ჩემს სტუდენტებს წიგნების კითხვა და წინაპართა
ხმების აუჩქარებლად სმენა, სწორედ ამიტომ ვეუბნები მათ: "თუ ჩვენ არ გვეხსომება წარსული და
36
პატივს არ ვცემთ მას, იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ მომავალი თაობები პატივისცემით მოგვიგონებენ.
არადა, ჩვენ ხომ ნამდვილად გვაქვს იმის იმედი, რომ მომავალ თაობებს ეხსომებათ სამყარო, რომელშიც
ჩვენ ვცხოვრობდით, საგნები, რომლებიც ჩვენ გვიყვარდა, წიგნები, რომლებიც ჩვენ დავწერეთ?

The Cronicle of Higher Education

ჰერმან ჰესე - კით ხვ ის შეს ახე ბ

კითხვის შესახე ბ
ჰერმა ნ ჰესე

ადამიანთა უმრავლესობამ კითხვა არ იცის, უფრო მეტს კი ბოლომდე ვერ გაუგია, რატომ კითხულობს.
ზოგიერთები თვლიან, რომ კითხვა, ძირითადად, მძიმე, მაგრამ აუცილებელი რამაა
"განათლებისთვის", და ნებისმიერი საკითხავი მათ, დიდი-დიდი, "გაანათლებს". სხვებისთვის კითხვა
მსუბუქი სიამოვნებაა, დროის მოკვლის საშუალება, და მათთვის, სინამდვილეში, სულ ერთია, რას
წაიკითხავენ, ოღონდ კი არ მოიწყინონ.
ასე, ბ-ნი მიულერი გოეთეს "ეგმონტს" ან მარკგრაფინის ქალის, ფონ ბაიროიტის მოგონებებს
კითხულობს, იმის იმედით, რომ უფრო განათლებული გახდება და შეავსებს თავის ცოდნას, რომლის
ნაკლებობასაც თავად განიცდის. ის, რომ ცოდნის ნაკლებობას ასე მძაფრად გრძნობს და არ ივიწყებს,
უკვე იმის მანიშნებელია, რომ მისი აზრით განათლება რაღაც გარედან მომავალია და იგი შრომით
მიიღწევა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ რაც არ უნდა ისწავლოს, მასში ყველაფერი მკვდარ და უნაყოფო
ცოდნად დარჩება.
ბატონი მაიერი კი "სიამოვნებისთვის" კითხულობს, ანუ მოწყენილობის ჟამს. დრო ბევრი აქვს,
რენტიეა, დრო იმაზე მეტი აქვს, რამდენის გამოყენებასაც შეძლებდა. მაშასადამე, მწერლები მას გრძელი
დღის მოკვლაში უნდა დაეხმარონ. იგი ისევე კითხულობს ბალზაკს, როგორც კარგ სიგარას ეწევა, და
ისევე კითხულობს ლენუას, როგორც გაზეთს.

37
არადა, ეს ბატონები, მიულერები და მაიერები (ისევე, როგორც მათი ცოლები, ვაჟები და ასულები), სხვა
რამეებში სულაც არ არიან არჩევანსა და დამოუკიდებლობას მოკლებულები. თავიანთ ფასიან
ქაღალდებს სათანადო მიზეზების გარეშე არასოდეს ყიდულობენ და ყიდიან, გამოცდილი აქვთ, რომ
ძილის წინ მძიმე საჭმელის მიღება არასასურველია, და ფიზიკურად იმაზე მეტად არ იტვირთავენ
თავს, ვიდრე ჯანმრთელობისთვის არაა აუცილებელი. ზოგიერთი მათგანი სპორტსაც კი მისდევს და ამ
ნიშანდობლივი დროსტარების საიდუმლოშიც ერკვევა, იცის, რომ სპორტით ჭკვიან ადამიანს არამარტო
სიამოვნების მიღება, არამედ გაახალგაზრდავება და ჯანზე მოსვლაც შეუძლია.
ჰოდა, ისევე, როგორც ვარჯიშობს ან ნიჩაბს უსვამს, ბატონმა მაიერმა უნდა იკითხოს კიდეც. იმ
საათებისაგან, რომლებსაც კითხვას ანდომებს, არანაკლები ხეირი უნდა ჰქონდეს, ვიდრე იმ დროისგან,
რომელსაც თავის საქმეს ახმარს, და მას არ უნდა აცდუნებდეს ისეთი წიგნი, რომელიც ცოდნით არ
გაამდიდრებს, ოდნავ მაინც უფრო ჯანმრთელს, ერთი დღით უფრო ახალგაზრდას არ გახდის.
განათლება მას ისევე ნაკლებად უნდა ადარდებდეს, როგორც პროფესორის წოდების მოპოვება, და
რომანების გმირ ყაჩაღებთან და საროსკიპოების მფლობელებთან ურთიერთობა ისევე უნდა
რცხვენოდეს, როგორც ნამდვილ ნაძირალებთან საქმის დაჭერა. მაგრამ მკითხველი ასე მარტივად არ
მსჯელობს, ის დაბეჭდილ სამყაროს განიხილავს როგორც უდავოდ ამაღლებულ რამეს, ბოროტსა და
კეთილს მიღმა არსებულს, ანდა ამრეზით უყურებს ამ სამყაროს, როგორც არარეარულს, მეოცნებეების
მიერ გამოგონილს, რომელიც მხოლოდ იმისთვის ვარგა, რომ მოწყენილობის ჟამს მიაკითხო, და
საიდანაც არანაირ ხეირს არ უნდა ელოდე, დიდი-დიდი, ის შეგრძნება გამოგყვეს, რომ რამდენიმე
საათი სასიამოვნოდ გაატარე.
მიუხედავად ლიტერატურის მცდარი შეფასებისა და დაკნინებისა, ბ-ნი მიულერი და ბ-ნი მაიერი,
როგორც წესი, ძალიან ბევრს კითხულობენ. იმ საქმეს, რომელიც მათ, სინამდვილეში, სულ არ ეხებათ,
მეტ ყურადღებას და დროს უთმობენ, ვიდრე რამე სხვა საქმეს. შესაბამისად, გუმანით მაინც ხვდებიან,
რომ წიგნებში არის რაღაც, არცთუ მთლად უმნიშვნელო. ოღონდ მათი წიგნების მიმართ
დამოკიდებულება იმდენად პასიური და თავისუფალ ნებას მოკლებულია, რომ, ბიზნესში იგივე რომ
ჭირდეთ, დიდი ხნის გაკოტრებულებულები იქნებოდნენ.
ის მკითხველიც, რომელიც დასვენებასა და დროის გატარებას ცდილობს, და ისიც, ვინც საკუთარ
განათლებაზე ზრუნავს, წიგნებში ერთგვარ მაცოცხლებელ და სულიერად ამამაღლებელ ძალას
გრძნობენ, თუმცა დანამდვილებით არაფერი იციან და არც რამის შეფასება შეუძლიათ. ისინი უგუნური
ავადმყოფებივით იქცევიან, რომლებმაც იციან, რომ აფთიაქში ბევრი კარგი წამალია და ამიტომ იქ
ყველა საშუალების გასინჯვას ცდილობენ, ყველა კოლოფის, ყველა შუშის ნახვას. არადა, კარგი
იქნებოდა, თუ წიგნის მაღაზიასა და ბიბლიოთეკაში, კარგი აფთიაქის მსგავსად, ყველასთვის
მონახულიყო საკუთარი საშუალება, რომ მოწამვლისა და ზედმეტის მოხმარების გარეშე ყველას
შეძლებოდა ახალი ძალების მოკრება.
ჩვენ, ლიტერატორებს, გვსიამოვნებს, რომ ხალხი ამდენს კითხულობს, და ალბათ ავტორის მხრიდან
არცთუ ჭკვიანურია იმის თქმა, რომ ხალხი მეტისმეტად ბევრს კითხულობს. მაგრამ როცა ეს ამბავი
დიდხანს გრძელდება, საყოველთაოდ არასწორად გაგებული და ბოროტად გამოყენებული საქმიანობა
სულ უფრო ნაკლებად სასიამოვნო ხდება, და ათი კარგი, მადლიერი მკითხველის ყოლა, ნაკლები
მოგების მიუხედავად, ათასი უმადურის ყოლაზე უკეთესიცაა და უფრო სასიხარულოც.
ამიტომ გავკადნიერდი და ვაცხადებ, რომ ხალხი, საზოგადოდ, მეტისმეტად ბევრს კითხულობს და ეს
"კითხვადობა" ლიტერატურისთვის პატივი კი არა, ზარალია. წიგნები იმისთვის როდი იწერება, რომ
დამოუკიდებლობას მოკლებული ხალხი კიდევ უფრო უნიათო გახდეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ
იმისთვის იყენებენ, რომ უსიცოცხლო ადამიანებს იაფად მიაწოდონ რაღაცა, რაც ცხოვრების ილუზიას
ქმნის და თითქოს მისი შემცვლელია. არადა, წიგნები ხომ მხოლოდ მაშინაა ფასეული, როცა
სიცოცხლეს გვაზიარებს, სიცოცხლეს ემსახურება, და კითხვის ყოველი საათი ფუჭადაა ჩავლილი, თუ
მკითხველს ერთი წვეთი ძალა, ახალგაზრდობა, ხალისი მაინც არ შემატა.
გარეგნულად კითხვა ისეთი რამაა, რომელიც კონცენტრაციას მოითხოვს, და "დარდის გასაქარვებლად"
38
კითხვა ტყუილი ამბავია. თუ ადამიანი სულით ავადმყოფი არაა, არაფრის გაქარვება არ სჭირდება,
პირიქით, ყველგან ყურადღებით ყოფნა მართებს - სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, რასაც არ უნდა
აკეთებდეს, რასაც არ უნდა გრძნობდეს - მთელი არსით მოვლენებში უნდა იყოს ჩართული. ასევე,
კითხვის დროს უნდა გვესმოდეს, რომ ყოველი კარგი წიგნი, უპირველეს ყოვლისა, ყურადღების
გამახვილებას გულისხმობს, ჩახლართული ამბების ერთ წერტილში კონცენტრირებას და
გამარტივებას. ადამიანური გრძნობების ასეთი გამარტივება და კონცენტრირება სულ პატარა ლექსითაც
შეიძლება, და თუ მისი კითხვისას იმის ძალა არ შემწევს, რომ ყურადღება მოვიკრიბო, თანამონაწილე
და თანამგრძნობი არ გავხდე, ცუდი მკითხველი ვყოფილვარ. ის, რომ ამით ლექსისა თუ რომანის
მიმართ უსამართლობას ვიჩენ, შეიძლება არ მაღელვებდეს, მაგრამ ცუდი კითხვით, უპირველეს
ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ ვარ უსამართლო. დროს ისეთ რამეზე ვხარჯავ, რაც ფასეული არაა,
მხედველობას და ყურადღებას ჩემთვის უმნიშვნელო რამეს ვახმარ, იმას, რაც - წინასწარ ვიცი - მზად
ვარ უმალვე დავივიწყო, გონებას ვღლი შთაბეჭდილებებით, რომლებიც ჩემთვის უსარგებლოა და
რომელთა გადახარშვაც არ შემიძლია.
ხშირად იტყვიან ხოლმე, ეს "ცუდი კითხვა" გაზეთების ბრალიაო. მე ასეთი აზრი სრულიად მცდარად
მიმაჩნია. შეიძლება ყოველდღიურად იკითხო გაზეთი ან გაზეთები და ამავე დროს
კონცენტრირებულად და ქმედითუნარიანად დარჩე, ახალი ამბების ამორჩევა და სწრაფი კომბინაცია
ძალიან ჯანმრთელი და ფასეული ვარჯიშიც კია. ამ დროს, სავსებით შესაძლებელია, რომ განათლებას
დანატრებულმა მაიერმა თუ სიამოვნებისთვის მკითხველმა იმგვარად წაიკითხონ "არჩევითი
ნათესაობა", რომ ის სრულიად უსარგებლო იქნება.
ცხოვრება ხანმოკლეა, და იმქვეყნად არავის მოეკითხება, რამდენ წიგნთან შეძლო გამკლავება. ამიტომ
არცთუ ჭკვიანურია და მეტიც, მავნეა ფუჭ კითხვაზე დროის ხარჯვა. მე ცუდ წიგნებს კი არა, კითხვის
ხარისხს ვგულისხმობ. კითხვისაგან, ისევე, როგორც ცხოვრებაში ყოველი ნაბიჯისა და ჩასუნთქვისგან,
რაღაცას უნდა ველოდეთ, მას ძალა უნდა დავახარჯოთ, რომ მეტი მივიღოთ, უნდა დავიკარგოთ, რომ
უფრო ცნობიერად აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი. ლიტერატურის ისტორიის ცოდნას არანაირი
ფასეულობა არ გააჩნია, თუკი ყოველმა წაკითხულმა ტომმა ნუგეში, ან ძალა, ან სულიერი სიმშვიდე არ
მოიტანა. უაზრო, დაბნეული კითხვა იგივეა, რაც ლამაზ მიდამოში თვალახვეული სეირნობა. არც
იმისთვის უნდა ვიკითხოთ, რომ საკუთარი თავი და ყოველდღიური ცხოვრება დაგვავიწყდეს,
პირიქით, უფრო ცნობიერად და გონივრულად უნდა მოვკიდოთ მტკიცე ხელი ჩვენს ცხოვრებას.
წიგნებს ისე არ უნდა მივუდგეთ, როგორც შეშინებული მოსწავლეები - ამპარტავან მასწავლებელს, და
არც ისე, ფუქსავატები რომ მიადგებიან ხოლმე არყის ბოთლს, - არამედ ისე, როგორც მთამსვლელები
უდგებიან ალპებს, მებრძოლები – არსენალს. უნდა ვიყოთ არა დევნილები და ცხოვრების
არმოსურნენი, არამედ კეთილი ხალხი, რომელსაც მათთან აქვს საქმე, ვინც მისი მეგობარი და შემწეა.
ასე რომ იყოს, ასე რომ მოხდეს, იმის მეათედსაც აღარ წაიკითხავდა ხალხი, რასაც ახლა კითხულობს,
და ყველანი ათჯერ უფრო გახარებულები და მდიდრები ვიქნებოდით. ხოლო თუ ეს იმას გამოიწვევდა,
რომ ჩვენს წიგნებს არავინ იყიდდა და ჩვენ, მწერლები, ათჯერ ნაკლებს დავწერდით, სამყაროს ამით
არაფერი დაუშავდებოდა. ვინაიდან, კითხვისა არ იყოს, არც წერის საქმეა კარგად.
გერმანულიდა ნ თარგმნა ნატო თოთ ლაძემ
© “წიგნები – 24 საათი ”

39
ხორხე ლუ ის ბორხეს ი - ავ ტო ბიო გრაფ იულ ი ჩანა წერებ იდ ან

ხორხე ლუის ბორხესი


"ბედნიერებას ნებისმიერ წამს უნდა მოელოდე "
ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან

ვინმემ რომ მკითხოს, რა არის თქვენი ცხოვრების უმთავრესი მოვლენაო, იმწამსვე მამაჩემის
ბიბლიოთეკას დავუსახელებ. ასე მგონია, ახლაც იქა ვარ, იმ სამყაროში, თვალდახუჭულსაც შემიძლია
მისი დახატვა: ეს იდუმალი ნავსაყუდელი შემინულ კარადებიან ოთახში იყო განთავსებული და
რამდენიმე ათასეულ ტომს ითვლიდა. ახლომხედველი ვარ და საგრძნობლად მიჭირს ადრინდელ
ნაცნობთა სახეების გახსენება (ის კი არადა, ბაბუაჩემზე, ასევედოზე როცა ვფიქრობ, მისი სურათი
მიდგება თვალწინ, და არა თვითონ), ჩემბერსისა და ბრიტანულ ენციკლოპედიათა გრავიურების
უმრავლესობას კი ქვეყნად ვერაფერი დამავიწყებს.
"ჰეკლბერი ფინი" იყო პირველი ნაწარმოები, რომელიც ბავშვობაში წავიკითხე. მას "კალიფორნიის
დაუვიწყარი დღეები" მოჰყვა, შემდეგ - კაპიტან მარიეტის თხზულებანი, უელსის "პირველი
ადამიანები მთვარეზე", დიკენსის, პოს და ლუის კეროლის ნაწარმოებები, ლონგფელოს ერთტომეული,
"განძთა კუნძული", "დონ კიხოტი", "ტომ ბრაუნის სკოლის წლები", ძმები გრიმები, ამჟამად სრულიად
მივიწყებული "მისტერ ვერდანტ გრინის თავგადასავალი", ბერტონის მიერ თარგმნილი "ათას ერთი
ღამის" ზღაპრები. მოგეხსენებათ, ეს შესანიშნავი ნაწარმოები უწმაწურობის და უხამსობის
განსახიერებად იყო მიჩნეული, მეკრძალებოდა მასთან მიახლოება და მეც მალულად ვკითხულობდი,

40
ჩვენივე სახლის სახურავზე მიყუჩებული... ჩემთვის უცნობი, ჯადოსნური სამყარო მიტაცებდა. ვფიცავ,
რაიმე დასაძრახს ვერც კი ვამჩნევდი, ზღაპრებს ვკითხულობდი ფრთაშესხმული, ეს იყო და ეს, სხვა
არაფერი მაინტერესებდა. ყველა ეს წიგნი ინგლისურ ენაზე წავიკითხე და მერე, როცა "დონ კიხოტს"
ორიგინალში გავეცანი, მომეჩვენა, რომ უვარგის თარგმანს ჩავკირკიტებდი. კარგად მახსოვს გარნიეს
გამომცემლობის პატარა წითელი ტომები, მოხდენილი და ოქროს ნატვიფრიანი. ერთი ხანობა რაღაც
ცვლილება მოხდა მამაჩემის ბიბლიოთეკაში და როცა ამ წიგნის სხვა გამოცემა წავიკითხე, ისეთი
გრძნობა დამეუფლა, თითქოს ეს არ იყო ნამდვილი "დონ კიხოტი". მოგვიანებით, ერთ-ერთმა
მეგობარმა მაჩუქა გარნიეს მიერ გამოცემული წიგნი, ჩემთვის ნაცნობი გრავიურებით, შენიშვნებითა და
მცდარბეჭდილებით. ყველა ეს დეტალი ნაწარმოების განუყოფელი ნაწილი იყო ჩემთვის, მუდამ
ასეთად წარმომედგინა ნამდვილი "დონ კიხოტი".
ესპანურ ენაზე მაქვს წაკითხული ედუარდო გუტიერესის თხზულებანი თავზეხელაღებულ ყაჩაღებზე
(მათ შორის საუკეთესოდ "ხუან მორეირას" დავასახელებდი), მისივე "სამხედრო სილუეტები", სადაც
შთამბეჭდავად იყო აღწერილი პოლკოვნიკ ბორხესის აღსასრული. ისიც უნდა ვთქვა, რომ დედაჩემმა
ამიკრძალა "მარტინ ფიეროს" გადაკითხვა, ეს წიგნი მხოლოდ უწლოვან ხულიგნებს თუ გაიტაცებს,
თანაც ჭეშმარიტ გაუჩოებზე არ მოგვითხრობსო. მისი ასეთი განწყობა იმით აიხსნებოდა, რომ
ერნანდესი როსასის მიმდევარი გახლდათ, ანუ მტერი ჩვენი უნიტარი წინაპრებისა. ცხადია, ამ წიგნსაც
მალულად ვკითხულობდი. მოგვიანებით გავეცანი სარმიენტოს "ფაკუნდოს", გარდა ამისა,
ნაწარმოებებს ძველბერძნულ და სკანდინავიურ მითოლოგიაზე. აი პოეზია კი, ინგლისურად
წავიკითხე: შელი, კიტსი, ფიცჯერალდი, სუინბერნი. ყველა მათგანზე ჭკუას კარგავდა მამაჩემი,
ზეპირად ახსოვდა მათი ლექსებისა თუ პოემების საკმაოდ ვრცელი მონაკვეთები და ციტირებაც უზომო
სიამოვნებას ანიჭებდა.
სხვათა შორის, მამაჩემის თითქმის ყველა წინაპარი და ნათესავი ლიტერატურის დიდი სიყვარულით
გამოირჩეოდა. მისი ბაბუის ბიძაშვილი, ხუან კრისოსტომო ლაფინური ერთ-ერთი პირველი
არგენტინელი პოეტი იყო, ავტორი ოდისა გენერალ მანუელ ბელგრანოს აღსასრულზე. მამაჩემის
ბიძაშვილი, ალვარო მელიან ლაფინური, რომელსაც მეც კარგად ვიცნობდი, აგრეთვე პოეტი გახლდათ
და მოგვიანებით არგენტინის ლიტერატურის აკადემიის წევრადაც აირჩიეს. მამაჩემის ბაბუა დედის
მხრიდან, ედუარდ იანგ ჰეიზლემი, არგენტინაში ერთ-ერთი პირველი ინგლისური გაზეთის
("სამხრეთის ჯვარი") გამომცემელი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა თუ
ლიტერატურის (კარგად არ მახსოვს, რომლის) დოქტორი იყო. ოქსფორდსა და კემბრიჯზე ხელი არ
მიუწვდებოდა, ამიტომაც მიაშურა გერმანიას. როგორც ამბობენ, მთელი კურსი ლათინურ ენაზე გაიარა
და იქვე მიენიჭა ეს ხარისხი. საბრალო, თუ არ ვცდები, პარანაში გარდაიცვალა. თავად მამაჩემს
დაწერილი აქვს რომანი "კაუდილიო", ენტრე-რიოსის პროვინციის ისტორიის ამსახველი, რომელიც
1921 წელს გამოაქვეყნა კუნძულ მაიორკაზე. აგრეთვე დაწერა (და გაანადგურა) ნარკვევების წიგნი,
ასეთივე ბედი არგუნა აღმოსავლურ მოთხრობათა კრებულს, "ათას ერთი ღამის" სტილში შექმნილ
არცთუ ურიგო ნაწარმოებს. გარდა ამისა, დაწერილი აქვს დრამა "გზა არსაითკენ", შვილზე
გულაყრილი კაცის ტრაგედიას რომ ასახავს, არგენტინელი პოეტის ენრიკე ბანჩსის მიბაძვით
გალექსილი სონეტები. ბავშვი ვიყავი, მამაჩემი როცა დაბრმავდა; ჩვენი ოჯახი ღრმად იყო
დარწმუნებული, რომ მისი გზა მე უნდა გამეგრძელებინა. მსგავსი რწმენა კი, უბრალო სურვილსა თუ
ოცნებაზე გაცილებით ძლიერია. სხვა გზა არ მქონდა: მწერლობას ვერსად გავექცეოდი!

***

1937 წელს პირველად მოვეწყვე ე.წ. "მუდმივ სამსახურში". იქამდე უმნიშვნელო ლიტერატურულ
მოღვაწეობას ვეწეოდი: ვთანამშრომლობდი ჟურნალ "კრიტიკის" რაღაც გასართობ, უგემოვნოდ
ილუსტრირებულ დამატებაში; პოპულარულ ყოველკვირეულ გამოცემას, რომელსაც რატომღაც "კერა"
ეწოდებოდა, თვეში ორჯერ ვამარაგებდი უცხოურ წიგნებზე დაწერილი რამდენიმეგვერდიანი

41
რეცენზიებით და ამ წიგნების ავტორთა ბიოგრაფიებით; გარდა ამისა, ვწერდი ტექსტებს სხვადასხვა
ქრონიკებისთვის და გამოვცემდი ფსევდომეცნიერულ ჟურნალს "ქალაქი", ბუენოს-აირესის კერძო
მეტროპოლიტენის სარეკლამო ორგანო რომ იყო ფაქტიურად. ამ ყველაფერში ძალიან ცოტას
მიხდიდნენ, მე კი, უკვე იმ ასაკში გახლდით, კარგა ხნის წინ რომ უნდა დამეწყო წვლილის შეტანა
საოჯახო ბიუჯეტში. შემდეგ მეგობრები დამეხმარნენ და მიგელ კანეს ბიბლიოთეკის ფილიალში
მომაწყვეს პირველი თანაშემწის მოკრძალებულ თანამდებობაზე. ბიბლიოთეკა ძალიან შორს იყო ჩემი
სახლიდან, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ერთობ უღიმღამოსა და მოქუფრულში. იმ
სამსახურში ჩემსაზე დაბალი თანამდებობებიც არსებობდა, მაგალითად, მეორე და მესამე თანაშემწისა,
პირადად მე კი დირექტორს და მის სამ მოადგილეს ვემორჩილებოდი. ჯერ თვეში ორას ათ პესოს
მიხდიდნენ, მერე ორას ორმოცი დამინიშნეს. უნდა გითხრათ, რომ ზემოაღნიშნულ თანხებს
სამოცდაათი-ოთხმოცი ამერიკული დოლარი შეესაბამება.
ბიბლიოთეკაში ძალიან ცოტას ვმუშაობდით. ორმოცდაათი თანამშრომელი თხუთმეტიოდე კაცის
საქმეს ვინაწილებდით. ოც ადამიანს საბიბლიოთეკო ფონდის კლასიფიკაცია და კატალოგების შედგენა
გვევალებოდა. ბიბლიოთეკას იმდენად ცოტა წიგნები ჰქონდა, იოლად ვახერხებდით მათ მიგნებას და
არასოდეს მიგვიმართავს იმ გულდასმით შემუშავებული სისტემისათვის, ურომლისოდაც, წესით, ფონს
ვერ უნდა გავსულიყავით. პირველ დღეს თავი გამოვიდე და შესაშური გულმოდგინებით ვიმუშავე,
მეორე დღეს კი ერთმა კოლეგამ განზე გამიხმო და შემარცხვინა, თქვენი ასეთი სიბეჯითით ორმოს
გვითხრითო. თურმე ნუ იტყვით, კატალოგიზაცია მხოლოდ იმიტომ წამოუწყიათ, ხალხისთვის საქმე
რომ გაეჩინათ, მე კი ჩემი კეთილსინდისიერი მუშაობით ლუკმა-პურს ვაცლიდი ხელიდან ადამიანებს.
იმწამსვე პატიოსნად ვაღიარე, რომ სავალდებულო ასი დასახელების კლასიფიკაციის ნაცვლად,
ოთხასიოდეს გავართვი თავი. თქვენ თუ ასე გააგრძელებთ, დირექტორი ძალიან გაბრაზდება და ჩვენც
უფუნქციოდ დავრჩებითო, შემომჩივლეს კოლეგებმა. ბოლოს შევთანხმდით, რომ ერთ დღეს
ოთხმოცდასამ წიგნს დავამუშავებდი, იმის მომდევნოს - ოთხმოცდაათს, მესამე დღეს კი ას ოთხი
წიგნის დამუშავების უფლება მეძლეოდა.
ცხრა წელი გავლიე ამ ყოფაში, მძიმე და გაუხარელი წლები... იქ მამაკაცებს ძირითადად დოღი,
ფეხბურთი და უხამსი ისტორიები აინტერესებდათ. ჩემი იქ მუშაობის პერიოდში ერთ ქალზე ძალაც კი
იხმარეს, როცა ის ტუალეტისკენ მიდიოდა. მაგრამ ეს არავის გაკვირვებია, ასეც უნდა მომხდარიყო,
რადგან ქალებისა და მამაკაცების ტუალეტები ამ შენობაში ერთმანეთის გვერდითააო განთავსებული,
გაიძახოდნენ. ერთხელაც ორმა დარბაისელმა და კეთილმოსურნე ქალბატონმა მომინახულა,
აინტერესებდათ რა სახის სამუშაოს ვასრულებდი ბიბლიოთეკაში. ორიოდე დღის შემდეგ დამირეკეს ამ
მანდილოსნებმა და ისეთი რამ მითხრეს, რაც არასდროს დამავიწყდება: "თქვენ, შესაძლოა, მოგწონდეთ
კიდეც ეგ სამუშაო, მაგრამ გავბედავთ და პირობას ჩამოგართმევთ, რომ ერთ თვეში სხვა სამსახურს
მოიძიებთ, სადაც ცხრაას პესოს მაინც გადაგიხდიან". პატიოსანი სიტყვა მივეცი, რომ სურვილს
უთუოდ შევუსრულებდი. მთელი ამ სიტუაციის კომიკურობა იმაში გახლდათ, რომ იმ ხანებში საკმაოდ
ცნობილ მწერლად ვიყავი მიჩნეული, ჩემს კოლეგებს კი ჯერ არაფერი სმენოდათ ამის შესახებ.
მახსენდება, როგორ გაოცდა ბიბლიოთეკის ერთი თანამშრომელი, როდესაც ენციკლოპედიაში ვინმე
ხორხე ლუის ბორხესს გადააწყდა, რა უცნაურად ემთხვევა თქვენი და ამ კაცის სახელები და დაბადების
თარიღებიო. დროდადრო, მთელი ამ წლების განმავლობაში მუნიციპალურ მუშაკებს მატეს
ორფუნტიანი კოლოფით გვაჯილდოვებდნენ და ნებას გვრთავდნენ, ეს სიმდიდრე სახლში წაგვეღო.
ასეთ დღეებში, საღამოობით, როცა ფეხით გავდიოდი ათიოდე კვარტალს ტრამვაის გაჩერებამდე,
ძალიან მიჭირდა ცრემლების შეკავება: ეს სამარცხვინო მოწყალება ხაზს უსვამდა ჩემი არსებობის
უბადრუკობასა და ამაოებას.
თითქმის ყოველდღე, ტრამვაიში, გზად სამსახურისკენ თუ შინისაკენ, საათობით ჩავკირკიტებდი
"ღვთაებრივ კომედიას". "სალხინებლის" უკეთ გასაგებად ჯონ ეიტკენ კარლეილის პროზაულ თარგმანს
მივმართავდი, დანარჩენს თავად ვუმკლავდებოდი, სამსახურში კი "საბიბლიოთეკო სამუშაოს" დილით
ერთ საათს ვანდომებდი, შემდეგ სარდაფში, ანუ წიგნსაცავში ვიძურწებოდი და დარჩენილ ხუთ საათს
42
წერა-კითხვაში ვატარებდი. ასე წავიკითხე ედუარდ გიბონის "ნგრევა და დაცემა", ვისენტ ფიდელ
ლოპესის მრავალტომეული - "არგენტინის რესპუბლიკის ისტორია", ლეონ ბლუა, კლოდელი, გრუსაკი
და ბერნარდ შოუ, შაბათ-კვირას კი ვირჯინია ვულფს და ფოლკნერს ვთარგმნიდი. ერთ მშვენიერ დღეს
თავბრუდამხვევ ზეასვლასაც მივაღწიე, მესამე მოადგილედ გადამიყვანეს.
ერთხელ დედამ სამსახურში დამირეკა და შინ მისვლა მთხოვა. მეც სასწრაფოდ დავეთხოვე
უფროსობას. მამაჩემს აგონია დასწყებოდა, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დამიხვდა სახლში
მიჭრილს. მამა 1938 წელს გარდაიცვალა და იმავე წლის შობის წინა დღეს თავად მეც ძლივს გადავურჩი
სიკვდილს: კიბეზე სწრაფად ავდიოდი, უცებ ვიგრძენი, რომ ვიღაცამ სკალპი ამხადა... ფანჯრის ახლად
შეღებილ საგდულს მივჯახებივარ თავით. პირველადი დახმარება კი აღმომიჩინეს, მაგრამ ჭრილობა
გამიავდა და მთელი კვირა არ მომიხუჭავს თვალი, მაღალმა სიცხემ და ჰალუცინაციებმა გამაწამა. ერთ
საღამოსაც ენა წამერთვა. მაშინვე საავადმყოფოში გამაქანეს, იქ კი გამოირკვა, რომ საოპერაციო ვიყავი.
მალე სისხლის მოწამვლა დამეწყო, მთელი თვე ვებრძოდი სიკვდილს (მოგვიანებით ეს ყველაფერი
დაწვრილებით აღვწერე მოთხრობაში "სამხრეთი"). როდესაც გამოჯანსაღება დავიწყე, გულში შიში
შემეპარა, სულ იმას ვფიქრობდი, ნეტა გონება არ დამიქვეითდეს-მეთქი. მახსოვს, დედა ხმამაღლა
მიკითხავდა ლუისის წიგნს "მდუმარე პლანეტიდან". ერთი ხანობა ვერც კი ვუსმენდი, ბოლოს
დამიყოლია, თავს ძალა დავატანე და... ორიოდე გვერდის მოსმენის შემდეგ ავტირდი. მიზეზი მკითხა.
"ვტირი იმიტომ, რომ მესმის", ვუპასუხე. მაინც ვღელავდი, არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა ოდესმე
წერას, მანამდე კი საკმაოდ ბევრი ლექსი და არცთუ ცოტა რეცენზია მქონდა დაწერილი.
დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ შევეცდებოდი რეცენზიებზე მუშაობას და ხელი მომეცარებოდა, ეს
მართლაც მიწასთან გამასწორებდა, მაგრამ თუ ისეთი რამის შექმნას შევეცდებოდი, რაც ადრე არ
შემიქმნია და ამასაც ვერ გავწვდებოდი, ეს დარტყმა ნაკლებად მძიმე აღმოჩნდებოდა ჩემთვის და
ალბათ ახალი აღმავლობისთვისაც მომამზადებდა. ამიტომ მოთხრობის დაწერა განვიზრახე და ასე
გაჩნდა "პიერ მენარი, ავტორი დონ კიხოტისა".
"პიერ მენარი", ისევე როგორც მისი წინამორბედი - "მიახლოვება ალმუთასიმთან", დროებითი
ნავსაყუდელი აღმოჩნდა ესედან ჭეშმარიტ მოთხრობამდე მიმავალ გზაზე, თუმცა წარმატებამ მაინც
გამამხნევა და უფრო ამბიციური რამის შექმნაც გავბედე: "ორბის ტერციუსი" იყო ნაწარმოები ახლად
აღმოჩენილ სამყაროზე, რომელსაც საბოლოოდ უნდა განედევნა ამჟამინდელი. ორივე მოთხრობა,
"მენარიცა" და "ტერციუსიც" ვიქტორია ოკამპოს ჟურნალში დაიბეჭდა. კვლავ განვაგრძობდი მუშაობას
წიგნსაცავში, ზოგჯერ კი, თუ ამინდი ხელს შემიწყობდა, ბიბლიოთეკის ბრტყელ სახურავსაც არ
ვიწუნებდი. კოლეგები ალმაცერად მიყურებდნენ, ვერ გაეგოთ, რატომ გავურბოდი ხმაურიან
თავყრილობებს.
კაფკას მოტივებზე შექმნილი მოთხრობა "ბაბილონის ბიბლიოთეკა" ჩაფიქრებული იყო როგორც
კოშმარული ვარიანტი ჩვენი მუნიციპალური ბიბლიოთეკისა და ამის გამო ტექსტის დეტალებს სულაც
არა აქვთ რაიმე სიმბოლური მნიშვნელობა. ამ მოთხრობაში წიგნებისა და თაროების ჩემ მიერ
დასახელებული რაოდენობა ზედმიწევნით თანხვდება იმას, რასაც მთელი ცხრა წელი შევყურებდი.
კრიტიკოსები თავს იმტვრევდნენ ამ ციფრებზე და ხელგაშლით აჯილდოვებდნენ მისტიციზმით.
"ლატარია ბაბილონში", "სიკვდილი და ბუსოლი", "ნანგრევებში" - ყველა ეს მოთხრობაც მოპარულ
სამუშაო საათებში დაიწერა. სხვებთან ერთად ეს ნაწარმოებებიც შევიტანე წიგნში "განტოტვილ
ბილიკთა ბაღი", რომელიც ხელახლა გამოიცა 1944 წელს სხვა სათაურით: ახლა მას "გამონაგონი" ერქვა.
ეს წიგნი და მოთხრობების კრებული "ალეფი", ვფიქრობ, ჩემი საუკეთესო ქმნილებებია.
1946 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა პრეზიდენტი, რომლის სახელის ხსენებაც არ მსურს. მალე მაუწყეს,
რომ "დაწინაურებული" გახლდით, ინსპექტორის თანამდებობა ებოძებინათ ჩემთვის - ქალაქის
ბაზრებში ჩიტებითა და ბაჭიებით ვაჭრობის კონტროლი მევალებოდა. საქმის გასარკვევად მერიას
მივაშურე: "უცნაურია, რომ უამრავ თანამშრომელს შორის გამომარჩიეს და მაინცდამაინც მე მხვდა
წილად ასეთი პატივი!" - მაშ რა გეგონათ? - მომიგო ვიღაც მოხელემ, - თქვენ ხომ მოკავშირეთა მომხრე
იყავით, სხვას რას ელოდით? მივხვდი, რომ ამ საქმეს აღარაფერი ეშველებოდა, მეორე დღესვე დავტოვე
43
ბიბლიოთეკა. მეგობრები იმწამსვე დაირაზმნენ და გამოსამშვიდობებელი სადილი გამიმართეს.
წინასწარ სიტყვაც კი მოვამზადე, მაგრამ ვიცოდი, თავად ვერ შევძლებდი მის წაკითხვას და ჩემს
მეგობარს, პედრო ენრიკე ურენიეს ვთხოვე დახმარება.

***

ახლა, ჩემი ასაკისდა მიუხედავად, სულ მუდამ ვფიქრობ უამრავ ლოდზე, რომელთა გადაბრუნებაც ვერ
მოვასწარი, და ისეთებზეც, კვლავაც სიხარულით რომ შევეჭიდებოდი. ვიმედოვნებ, ვიხილო მორმონთა
ქალაქი იუტა, სადაც ბავშვობაში მარკ ტვენისა და კონან დოილის წყალობით "ვიმოგზაურე";
სიამოვნებით მოვივლიდი ისლანდიას, ტექსასსა და შოტლანდიას კი ხელმეორედ ვეწვეოდი.
სამოცდათერთმეტი წლის ასაკში მუხლჩაუხრელად ვშრომობ და საინტერესო იდეათა ნაკლებობასაც არ
ვუჩივი. გასულს წელს მოვამზადე ლექსების კრებული "Elogio de la sombra" ("წყვდიადის ხოტბა"). მასში
მხოლოდ ახალი ლექსები შევიტანე, სპეციალურად ამ გამოცემისთვის დაწერილი. ძირითადი იდეა ამ
კრებულისა, რომელიც რამდენიმე ლექსშია გაცხადებული, ეთიკის სფეროს მიეკუთვნება, აქ ვერ ნახავთ
რელიგიურ თუ ანტირელიგიურ მიკერძოებას. თქვენც კარგად იცით, "წყვდიადი" სიბრმავესაც რომ
გამოხატავს და სიკვდილსაც. "Elogio"-ს ლექსებს ყოველ დილას ვკარნახობდი ეროვნულ ბიბლიოთეკაში
ერთ-ერთ თანამშრომელს. როცა ეს სამუშაო გავასრულე, გადავწყვიტე არასოდეს მეღალატა ამ
წამოწყებისთვის და ახლა მოთხრობების კარნახს შევუდექი. 1953 წლიდან მოყოლებული ახალი
მოთხრობები აღარ დამეწერა და გულით გადავერთე საქმეში. კრებული, რომელიც "El informe de
Brodie"-ით ("ბროუდის შეტყობინება") დავასათაურე, შეულამაზებელი, მარტივი თხრობის
მოკრძალებული ცდაა. მთელი ხუთი წლის მანძილზე შეუსვენებლივ ვეჩიჩინებოდი ამ წიგნზე დიდსა
თუ პატარას. ახლახან დავამთავრე მუშაობა კინოსცენარზე "Los otros" ("სხვები"), სიუჟეტი ჩემია,
სცენარს კი ადოლფო ბიოიმ კასარესთან და ახალგაზრდა არგენტინელ რეჟისორ უგო სანტიაგოსთან
ერთად ვწერდი. ამჟამად, სადილის შემდგომ საათებში, ჩემთვის სასიხარულო საქმითა ვარ
დაკავებული: სამი წელია, რაც საკუთარი მთარგმნელი მყავს და ერთად ვთარგმნით ჩემს ნაწარმოებთა
ტომეულებს ინგლისურად, ენაზე, რომლის გამოყენების ღირსადაც თავს არა ვთვლი... ისე კი,
არაერთხელ მინატრია, რომ ინგლისური ჩემი მშობლიური ენა ყოფილიყო...
განზრახული მაქვს საინტერესო სამუშაოს წამოწყება: ეს, ალბათ, იქნება მთელი რიგი არამეცნიერული,
პირად აღქმაზე აგებული ესეებისა დანტეს, არიოსტოსა და შუა საუკუნეების სკანდინავიურ
სიუჟეტებზე. გარდა ამისა, მსურს შევადგინო "ლაღი" კრებული, სადაც თავს მოვუყრი საკუთარ
აზრებსა და ესთეტიკურ შეხედულებებს, მახვილსიტყვაობის უამრავ ნიმუშს. შემდეგშიც რაიმეს
მოვიფიქრებ: ბევრი ამბავი მაქვს თქვენთვის შემონახული - გაგონილი თუ გამოგონილი... სიამოვნებით
მოგიყვებოდით. ამჟამად ვამთავრებ ვრცელ ნაწარმოებს კაფკასეული სათაურით ("კონგრესი") და
ვიმედოვნებ, რომ ამისდა მიუხედავად, ის უფრო ჩესტერტონის მოტივებზე იქნება აგებული.
მოქმედების ადგილად არგენტინა და ურუგვაი შევარჩიე. ოცი წელია თავს ვაბეზრებ ჩემს მეგობრებს,
სულ ერთთავად მის სიუჟეტზე ვესაუბრები. ახლა კი მივხვდი, რომ სრულიად ზედმეტია მისი
დამატებითი გადამუშავება: რაც არის, არის! კარგა ხანია ვაპირებ მამაჩემის რომანის "კაუდილიოს"
რედაქტირებასა და გადაწერას, ეს ხომ მან მრავალი წლის წინ მთხოვა. ბევრ რამეზე ვიმსჯელეთ მაშინ.
ვიცი, დიდ სიხარულს მომანიჭებს ეს სამუშაო, ის იქნება ჩვენი თანამშრომლობაც და დაწყებული
დიალოგის გაგრძელებაც...
ადამიანები მუდამ კეთილად მეპყრობოდნენ. მტრები არა მყავს და თუკი ვინმე შეეცდებოდა
არაკეთილმოსურნის ნიღბის აფარებას, მაინც იჩენდა იმდენ დიდსულოვნებას, რომ ჩემთვის გული არ
დაეწყვიტა. იმ წერილების კითხვისას, რომლებითაც მაკრიტიკებენ, უცნაური გრძნობა მეუფლება: არა
მარტო ვეთანხმები ჩემს ოპონენტებს, არამედ, ვფიქრობ, რომ მათ ადგილას მე მეტ სიმკაცრეს
გამოვიჩენდი. უნდა ვურჩიო ჩემს მომავალ კრიტიკოსებს, რომ წერილობით გამომიგზავნონ თავიანთი
პრეტენზიები, ოღონდ წინასწარ, თავდასხმამდე. ვფიცავ, ყოველნაირად დავეხმარები! ის კი არადა,

44
იმაზეც ვოცნებობ, დაუნდობლად გავაკრიტიკო საკუთარი შემოქმედება, ქვა ქვაზე არ დავტოვო ჩემი
ნაწერებიდან. და ამ ოცნებას თუ ავისრულებ, ცხადია, ფსევდონიმის გამოყენებაც მომიხდება. ო, რომ
იცოდეთ, მკითხველებო, რამდენი შეულამაზებელი "სიმართლე" დაგიმალეთ!
ჩემი ასაკის ადამიანმა უნდა შეიცნოს და გაითავისოს საკუთარ შესაძლებლობათა ზღვარი, ამის აღქმას
ხომ ბედნიერების შეცვლაც შეუძლია. სიყმაწვილეში ლიტერატურა დახვეწილ ვარიაციათა
მონაცვლეობად მიმაჩნდა მხოლოდ, ახლა კი, როცა საკუთარ "ხმას" მივაგენი, ვგრძნობ, რომ დაკემსვა
და საკერებლებით აჭრელება არც წაადგება და არც ავნებს ჩემ ჩანახატებს. ცხადია, ამის გაფიქრება
დიდი მკრეხელობაა ჩვენი საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი ტენდენციის -
მრავალსიტყვაობისკენ ამბიციური სწრაფვის თვალსაზრისით. ამ ტენდენციამ აიძულა ისეთი ადამიანი,
როგორიც ჯეიმს ჯოისია, გამოექვეყნებინა "დაუმთავრებელი ნაშრომი" - ვრცელი ფრაგმენტები ამ
ხმამაღალი და პრეტენზიული სათაურით.
ვფიქრობ, ჩემი საუკეთესო ნაწარმოებები უკვე დაწერილია, ეს აზრი ახლა შვებასაც კი მგვრის, მაგრამ
მგონია, ჯერ კიდევ ბევრი რამა მაქვს სათქმელი მკითხველისათვის. ახალგაზრდული შემართება და
სილაღე ახლა უფრო მახლობელია ჩემთვის, ვიდრე მაშინ, შორეულ სიყმაწვილეში. ბედნიერება
მიუწვდომლად აღარ მეჩვენება, ადრე კი, ძალიან დიდი ხნის წინათ, სწორედ ასეთად მესახებოდა. ახლა
მე ვიცი, რომ მას ნებისმიერ წამს უნდა მოელოდე, არავინ იცის როდის გეწვევა... მაგრამ არც მის
გამოდევნებას ვურჩევდი ვინმეს. რაც შეეხება დიდებასა თუ ხელის მოცარვას, მათ მიმართ ყოველთვის
გულგრილი გახლდით. ახლა ჩემთვის მთავარი სიმშვიდე და სიხარულია, მეგობრებთან
ურთიერთობით და ზოგჯერ საკუთარ ფიქრებთან განმარტოებით რომ მიიღწევა, და რაც არ უნდა
ხმამაღლა ჟღერდეს, მსურს მუდამ ვფლობდე უნარს სხვისი სიყვარულისა და სხვაშიც შევძლო ამ
გრძნობის აღძვრა.

თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა

© “წიგნები - 24 საათი ”

ფორდ მედო ქს ფორდ ი – კონრ ად ი და ზღ ვა

45
ჯოზეფ კონრადის გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ, ნიუ-იორკში ვარ და ვინ იცის, უკვე
მერამდენედ ვკითხულობ მის ნაწერებს; უცნაურია, მაგრამ მათ შორის ყველაზე მეტად "საიდუმლო
აგენტი" მომწონს და საერთოდაც, კონრადის მხოლოდ იმ წიგნებს ვანიჭებ უპირატესობას, რომლებსაც
არაფერი აქვთ საერთო ზღვასთან და მეზღვაურების ცხოვრებასთან ("ოქროს ისარი", "დასავლეთის
თვალით", "ნოსტრომო", "წყვდიადის გული"). თუკი ამ დიადი რომანტიკოსის შემოქმედებას პუბლიკაც
ასეთივე განაჩენს გამოუტანს, მისი საბრალო სული, ალბათ საბოლოოდ დამშვიდდება. კონრადი ხომ
ხშირად იმეორებდა, რომ ზღვა სულაც არ იყო მისი საყვარელი თემა, იგი გაეყარა ზღვას, როგორც
მობეზრებულ საყვარელს, ძულდა იგი უღონო კაცის სიძულვილით, რომელიც ზამთრის შტორმიან
ღამეში არაერთხელ შერკინებია სველი ბაგირის უსასრულო იარდებს; იგი ოცნებობდა მოშორებოდა
ზღვას, თავი დაეღწია მასთან დაკავშირებული მოგონებებისგან და განუწყვეტლივ იმეორებდა
კრისტინა როსეტის უკანასკნელ სტრიქონებს: "მადლობა ღმერთს, მალე ჩავალთ იქ, სადაც ზღვა არაა".
კონრადისთვის დამახასიათებელი უცნაური, აღმოსავლური თავაზიანობა გაოცებას იწვევდა. იგი
ყველაზე ბეჩავების წინაშეც კი ქედს იხრიდა, ფეხქვეშ ეგებოდა; ადამიანებს ნაზად ეხებოდა, თავს
ხრიდა და ქებით აღსავსე სიტყვებით ესალმებოდა მათ. ეს სალამი ტახტზე დაბრძანებულ რუს მეფესაც
კი შემატებდა მედიდურობას. ვიმეორებ, მე ვხედავდი, როგორ თამაშობდა იგი ამ აღმოსავლურ
სპექტაკლს მუშის მოხუცებული ცოლის წინაშე, თავისი ვაჟის ძიძისა და ჩემს თვალწინ, ლორდთა
პალატის წევრ ბატონებთან: გორთან, გარნეტთან და გოლსუორსისთან, ღვიძლ შვილთან, თორმეტი
წლის ბიჭუნასთან და წვეროსან, სახედანაოჭებულ, გამოყრუებულ გლეხებთან. ერთი სიტყვით, იგი
ყველას აჩვენებდა, რომ უყვარდა ადამიანები და უყვარდა ისინი ერთნაირად, განურჩევლად წოდებისა
და სქესისა. მან ირწმუნა, რომ ბრიტანელები ამაყობდნენ თავიანთი ვიკინგური წარმომავლობითა და
თავის აღმოსავლურ, ახირებულ თავაზიანობას აყოლილი, მოვალეობად მიიჩნევდა შემოქმედებითი
დროის უდიდესი ნაწილი ზღვის სივრცეების სახოტბოდ დაეხარჯა - ტილბერიული დოკებიდან
დაწყებული, პალემბრანგითა და სიდნი-ჰედსით დამთავრებული.
საოცარი იყო, მაგრამ კონრადს თითქოს ბოლომდე არ ესმოდა (და ამავე დროს ესმოდა) ინგლისელთა
ხასიათი. ამიტომაც არ შეეძლო თავისი უბადლო რომანი "სიჭაბუკე" ამ სიტყვებით არ დაეწყო:
"ეს მხოლოდ ინგლისში თუ მოხდებოდა, სადაც ზღვა და ადამიანები, შეიძლება ითქვას, ერთმანეთში
აღწევენ: ზღვა ადამიანების ცხოვრებაში შემოდის, ადამიანებმა კი ბევრი რამ - ან სულაც ყველაფერი -
46
იციან ზღვის შესახებ". ილინოისელთან, ან რუსეთის მივარდნილი სოფლის მოსახლესთან შედარებით
საშუალო ინგლისელის გონებაში ზღვა მართლაც უფრო დიდ ადგილს იკავებს, მაგრამ ეს სხვაობა მაინც
არაა საგრძნობი. ისევე როგორც კონრადი, ჩემი თაობის ყველა ინგლისელი ბიჭუნაც კითხულობდა
მარიეტის წიგნებს და ათი-თორმეტი წლის ასაკში ყველანი სამხედრო გემების კაპიტნებად ან ფლოტის
ადმირალებად წარმოვიდგენდით ხოლმე თავს. თუმცა ფანტაზიებით როდი ვკმაყოფილდებოდით;
ახლანდელი ყმაწვილები კი "პიტერ სიმპლსაც" არ გადაშლიან წასაკითხად. და მაინც, კონრადის
ოსტატურად გათამაშებული ენთუზიაზმით შეპყრობილი ინგლისელი (ჩვენი საუკუნის პირველი ან
მეორე ათწლეულის ბინადარი) წიგნის გადაფურცვლისთანავე იბღინძებოდა და თავს უწყალო
ვიკინგად ან დრეიკის შთამომავლად წარმოიდგენდა, ან სულაც ნელსონის თანამებრძოლად, უარეს
შემთხვევაში კი, თანაშემწედ ბეწვით დატვირთულ ავსტრალიურ კლიპერზე. თითქოს ამის სამაგიეროდ
ინგლისელი მხოლოდ ერთს მოითხოვდა კონრადისგან - ეწერა ზღვაზე და მხოლოდ ზღვაზე.
სასტიკი ბედის ირონიაა! მრავალი წლის მანძილზე თითქმის ყველა ინგლისელი, რომელსაც კონრადი
იცნობდა, ზღვასთან იყო დაკავშირებული და მანაც, თავისი გამძაფრებული თვითშეგნებით, ცოტათი
გადააჭარბა, როცა ასეთი მნიშვნელოვანი როლი მიანიჭა ზღვას ინგლისელი ერის ისტორიაში - იმ
ანგლოსაქსონურ დომხალში, საიდანაც ეს ერი იშვა.
ჩასულთა უმრავლესობა ლონდონში ჩარინგ-კროსის ან ვიქტორიას რკინიგზის სადგურებიდან
ხვდებიან, რომელიც სამოცი მილითაა დაშორებული ზღვასა და გემებს. ასეთი მგზავრებისათვის
ლონდონი - ქალაქი ლონდონია. ჰკითხეთ მათ და თუკი ცოტა რამ მაინც გაუგიათ ამ ქალაქის შესახებ,
იმასაც მოკრავდნენ ყურს, რომ სადღაც ქალაქგარეთ, ღმერთის მიერ დავიწყებულ მხარეში, მართლაც
დგანან გემები. ასე მაგალითად, ნიუ-იორკში საცხოვრებლად გადასული მინეაპოლისელიც არ დავობს
იმის თაობაზე, რომ სადღაც ბეტერის მახლობლად ხომალდები დაცურავენ. ერთი სიტყვით, ორივე
დაგეთანხმება, რომ ქალაქ ლონდონთან ერთად პორტი ლონდონი ან პორტი ნიუ-იორკიც არ უნდა
დავივიწყოთ.
მაგრამ კონრადმა ლონდონში სხვა, ჯადოსნური მხრიდან შეაბიჯა: სამოცი მილის მანძილზე
მიცურავდა იგი დოკებს შუა, სადაც გვერდიგვერდ, თევზებივით ჩარიგებულიყვნენ ხომალდები რუხ-
ვერცხლისფერი მდინარის ნაპირზე. მას ფუფუნების, შეუპოვრობის, მამაცობის, სიყოჩაღისა და
სამართლიანობის სამყარო დახვდა, რომლის პირველ და უკანასკნელ სიქველედაც ხომალდის წყალში
ჩაშვების უნარი ითვლებოდა. ასე რომ, კონრადისთვის დედაქალაქი პორტი-ლონდონი იყო.
როცა იგი წერდა: "ეს მხოლოდ ინგლისში შეიძლებოდა მომხდარიყო"-ო, კონრადი იმას გამოხატავდა,
რაც იმ მომენტში მისთვის უზენაეს ჭეშმარიტებას წარმოადგენდა. მაშინაც კი, როცა ზღვა მიატოვა და
"სიჭაბუკისა" და "წყვდიადის გულის" წერას შეუდგა მივარდნილ სოფელ სტანფორდ-ლე-ჰოუპში,
ესექსის თიხიან ვაკეებზე ტემზის შესართავთან, იგი ჯერ კიდევ რჩებოდა ხომალდის სირენებისა და
მოქცევის ხმის სმენადობის არეალში...
მწერლისთვის საზღვაო თემა ორმაგად სახიფათოა: როცა ზღვას ნაპირიდან უყურებ, იგი ჰორიზონტს
ორ ნაწილად ჰყოფს; და თუკი ზღვაში გასული ადამიანების შესახებ დაწერ, შენს წიგნებს აუცილებლად
საბავშვო ლიტერატურის რიგებს მიაკუთვნებენ. ასეთია უკანასკნელი შეურაცხყოფა, რომელიც
კაცობრიობამ კაპიტან მარიეტს მიაყენა. არადა, მარიეტი, კონრადის პირველი მასწავლებელი,
გაცილებით ნაკლებს წერდა ზღვაზე და მეტს ადამიანთა მიზნებსა და მისწრაფებებზე. კონრადი
ზოგჯერ - შეიძლება ითქვას, ძალზე ხშირადაც - წყლის პირქუშ სტიქიას ადამიანის თვისებას ანიჭებდა;
მარიეტი არასდროს მოქცეულა ასე. მისთვის ზღვა სამწუხარო მოვალეობა იყო, რომელიც ზოგჯერ
საფრთხეშიც გადაიზრდებოდა ხოლმე; კონრადისთვის კი ანგლოსაქსებისადმი (ვიკინგებისა და
კლერკების შთამომავლებისადმი) პატივისცემის ნიშნად ზღვა ხშირად უზარმაზარ, ყოვლისმომცველ,
ანთროპომორფულ ღვთაებად იქცეოდა, მრისხანე, ჟინიან, დამცინავ, მეფურ სტიქიად, რომელიც ხან
ბრმა რისხვით აენთებოდა, ხანაც მზის ბრწყინვალებაში ინაბებოდა. "პიტერ სიმპლის" საშინელი
შტორმი არაფრით ჩამოუვარდება "ტაიფუნის" ქარიშხალს, მაგრამ იგი არაფრით არ ჰგავს
ანთროპომორფული ღვთაების ახირებას.
47
მარიეტს ესმოდა, რომ მამაკაცების სამყარო ქალების გარეშე, ლამის უჰორიზონტო სამყაროს
წარმოადგენდა და ამიტომაც ეს მწერალი ცდილობდა სიუჟეტში თავის პერსონაჟთა სატრფოები
შემოეყვანა. კონრადსაც იმავე პრობლემებთან ჰქონდა საქმე, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში იგი
საერთოდ არც ახსენებდა ქალებს, სამაგიეროდ უსქესო, მძლავრ ტალღებს ხატავდა ხოლმე და მათ ხან
მამაკაცური რისხვის მძვინვარე ლტოლვებით, ხან კი დახვეწილი ქალური სიკეკლუცით ახასიათებდა.
მაგრამ რაც უფრო შორდებოდა კონრადი საძულველ სტიქიას, მის წიგნებში სულ უფრო ხშირად
ჩნდებოდნენ ქალები და მამაკაცები, რომლებსაც არაფერი ჰქონდათ საერთო ზღვასთან. სიუჟეტებში კი
პოლიტიკური ინტრიგები და გამოგონილი სახელმწიფოების ხვედრი იკავებდა ძირითად ადგილს.
"ნოსტრომო", პირველი დიადი წიგნი, რომელიც კონრადმა ზღვასთან განშორების შემდეგ დაწერა, მის
პირველ პოლიტიკურ თხზულებად და ავტორის უსაყვარლეს რომანად იქცა. მასში ჯერ კიდევ
იგრძნობა ადრეული შემოქმედებისთვის დამახასიათებელი გაქანება. ამ ნაწარმოების ასაგებად
კონრადს მთელი ადამიანური კოსმოგონია დასჭირდა - მთელი რესპუბლიკა მართვის მექანიზმებით,
კონსტიტუციით, ინტრიგებით, კომერციით, ინდუსტრიით, კორუფციით - და ქალთა უზარმაზარი
გალერეა, რომელსაც მისის გულდის პორტრეტი იწყებს.
მის პოლიტიკურ რომანებში ქალები უკვე არსებით როლს თამაშობდნენ, არადა, პოლიტიკური
რომანები სულ უფრო მეტად იტაცებდა კონრადის წარმოსახვას. "საიდუმლო აგენტი" - საერთაშორისო
კომუნისტური ორგანიზაციის შესახებ მოგვითხრობს, სადაც მისის ვერლიკი "Deus ex Machina"-ს
როლში გვევლინება; "ოქროს ისარი" - როიალისტების ინტრიგების შესახებაა, თანაც ყოველი ფრაზა
მწერლის პირველი სიყვარულის, რიტას არსებითაა გამსჭვალული; "დასავლეთის თვალით" -
ნიჰილისტების რუსულ-შვეიცარულ შეთქმულებას ეხება, რომელსაც ნისლივით ეფინება მისის
გალდინის ნეტარი და მშვენიერი სული.
თუმცა პოლიტიკური მოტივები კონრადის ადრეულ ნაწარმოებებში, მალაიზიური საზღვაო
ესკაპადების აღწერისასაც იჩენდა თავს. "ოლმეირას ახირება" ჰოლანდიელთა მტაცებლურ ხასიათს
ამხელდა, რომელთაც კუნძულიდან სუნელ-სანელებლები გაჰქონდათ; "პროგრესის ავანპოსტში"
ავტორმა იმპერიალიზმის საზარელი და ცინიკური შიდაპირი დაგვანახა, "წყვდიადის გულში" კი
ისეთი ვნებითა და გატაცებით იხსნება ადამიანური ფარისევლობის, სიხარბისა და სისასტიკის (რა თქმა
უნდა, გმირობისაც!) იდუმალი მექანიზმი, რომ ძნელია სხვა რომელიმე ავტორთან ნახო ამგვარი რამ.
სულის სიღრმეში კონრადი მონარქიისა და არისტოკრატიის მომხრე რჩებოდა, პოლიტიკური
მემარცხენეობა მასში ინსტინქტურ ეჭვებს იწვევდა და თავისდაუნებურად, ისე, რომ თავადაც ვერ
ხვდებოდა ამას, კონრადის ყოველ წიგნში იგრძნობოდა ოცნება პოლონეთის სამეფოს რესტავრაციის
გამო და იმ ძველი იერარქიის შესახებ, რომელსაც უპასუხისმგებლო, თავზეხელაღებული და უაღრესად
დახვეწილი გემოვნების ბატონები უდგნენ სათავეში. მხოლოდ ამაში ხედავდა კონრადი კაცობრიობის
ხსნის გზებს... მაგრამ პოეტი პოლონელ პანზე უფრო მაღლა დადგა და აღწერა მალაიზიაში, ოქროთი,
კაუჩუკითა და სისხლით გამდიდრებული ჰოლანდიელები, საზარელი ვამპირი ლეოპოლდ II, ლამის
ყველაზე უნამუსო მევახშე, რომელიც კი ისტორიას ახსოვს - და ყველა ამ კოშმარმა კონრადის
როიალისტურ ლტოლვებსაც კი ძლია.
როგორც არ უნდა ყოფილიყო, იგი დიდ პოეტად და დიდ მწერლად დარჩა. ჩემი აზრით, ცოტა ვინმე
თუ იყო დაჯილდოებული ადამიანის წინააღმდეგობებით აღსავსე ხასიათში შეღწევის ამგვარი
უნარით...
ჩემი ერთი მრავლისმცოდნე მეგობარი ამასწინათ შეეცადა აეხსნა იმის მიზეზები, თუ რატომ იკლო ნიუ-
იორკში ამ დიდი მწერლისადმი ინტერესმა - ეს ქალაქი ხომ თხუთმეტიოდე წლის წინ აღმერთებდა
კონრადს. მან თქვა, რომ კონრადი აღარავის დააინტერესებს, რადგანაც მის წიგნებში არაა აღწერილი
მასობრივი მოძრაობები, არადა, სამყარო მუდამ წინ მიიწევს და ინდივიდისადმი მიძღვნილი წიგნები
ვერ მიიქცევს პუბლიკის ყურადღებას, რომელიც სამყაროს მხოლოდ ამ მასობრივი მოძრაობებით
აფასებს. არადა, ამგვარი შეხედულება სამყაროზე უბრალოდ მორიგი ფაზაა, ისეთივე წარმავალი,
როგორიც ყველა სხვა მოდა. დრამაში ფონმა დროებით პერსონაჟთა უფლებების უზურპირება
48
მოახდინა, მაგრამ ისინი მაინც დაბრუნდებიან, მეფე დაბრუნდება თავის სამფლობელოში, ჩვენ ხომ
ყველანი მეფეები ვართ, თუნდაც საკუთარი ფანტაზიის მხარეში.

© “არილი ”

ჯუდ ით შულე ვიც ი – როგორ ვიკ ით ხო თ წიგნებ ი იმაზ ე , თუ როგ ორ ვი კი თხ ოთ


წიგნებ ი

მწერლებს კეთილგონიერება არ ღალატობთ და, როგორც წესი, ვიდრე მკითხველებს წიგნების კითხვის
ინსტრუქციებს შესთავაზებდნენ, თავს მოვალედ თვლიან, რამდენადმე დაამცრონ საკუთარი
ღირსებები და წინდაწინ აღნიშნონ ამ განზრახვის კადნიერება. ამ დროს ავტორი, შესაძლოა, ერთიანად
იყოს მოკლებული გულწრფელობას. თუმცა, მწერალს ხომ ამ სიტუაციაში თავმდაბლობა არც
მოეთხოვება, მისი ამოცანაა, საკუთარი უმნიშვნელობის ხაზგასმით, ცოტათი თავი მოუქონოს
მკითხველს, რათა მას თავმოყვარეობა არ შეელახოს.
მაგალითად, მუდამ ტაქტიანობით გამორჩეულმა ვირჯინია ვულფმა სტატიას - "როგორ ვიკითხოთ
წიგნები?" - ასეთი შენიშვნა წაუმძღვარა: "ერთადერთი რჩევა, რაც ერთმა ადამიანმა მეორეს წიგნის
კითხვასთან დაკავშირებით შეიძლება მისცეს, არის ის, რომ ყური არ ათხოვოს, საერთოდ, არანაირ
რჩევას". თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ვ. ვულფისთვის, ამ აზრისთვის მოეყოლებინა მკაფიოდ
ფორმულირებული რჩევები და მათ შორის ასეთიც: "ნურასოდეს ეცდებით საკუთარი ნება მოახვიოთ
თავზე ავტორს. უმჯობესია, თვითონ სცადოთ ავტორად ქცევა". მონტენი მისი დროის კლასიკური
კანონების თვალსაზრისით გამომწვევად ორიგინალურ მანიფესტს "წიგნებისათვის" მობოდიშებით
იწყებს: "ცხადია, ხშირად მიხდება ისეთ საგანთა გამო საუბარი, რომლებზე მსჯელობაც ამ საქმის
ოსტატებს მართებდათ". დევიდ დენბის "დიად წიგნებში", სადაც 48 წლის ავტორი კოლეჯში
მიბრუნდება, რათა კლასიკოსების კითხვა ისწავლოს, შემდეგ კი ჩვენ გვმოძღვრავს ამ საქმეში, იგი
საკუთარი უბირობის ასეთი აღიარებით ცდილობს დაიმდაბლოს თავი: "მე მქონდა ინფორმაცია, და არა
ცოდნა; შეხედულებები, და არა პრინციპები; ინსტინქტები, და არა მრწამსი".
თუმცაღა, არც ისე დიდი ხანია, ამ ტიპის წიგნთა ავტორები საჭიროდ აღარ თვლიან, მსგავსი წინასწარი
პირფერობით მოინადირონ მკითხველის გული. ალბათ იმიტომ, რომ მათ რიცხვში იმატეს ცნობილმა
პროფესორებმა, რომლებიც გაცილებით ნაკლებად არიან მკითხველთა კეთილგანწყობაზე
დამოკიდებულნი, ვიდრე ჩვეულებრივი მწერლები. ისიც შესაძლებელია, რომ გამუდმებით გაფუყულ
მეცნიერთა და კრძალვით შემყურე უფროსკლასელთა წრეში ტრიალმა ამ ადამიანებს ჩამოუყალიბა
საკუთარი ინტელექტუალური აღმატებულებისა ყველა სახის არაკომპეტენტურობის რწმენა. წერის
კულტურას აღსასრული დაუდგა, ამბობენ ისინი, და რაკი ასეა საქმე, რაღატომ ვხარჯოთ საბოდიშო
სიტყვები? ჰაროლდ ბლუმის 2000 წელს გამოქვეყნებულ წიგნში - "როგორ და რატომ უნდა ვიკითხოთ?"
- აპოკალიპსური შეშლილობის ნოტები ჟღერს. ბლუმის მოთქმა დღევანდელი მდგომარეობის გამო
ბიბლიური წინასწარმეტყველის ხმას გაგვახსენებს, ისრაელის გარდაუვალ დაღუპვას რომ ჰგოდებდა:
"ტელევიზორთან გატარებულ ყრმობას კომპიუტერთან ჩავლილი სიჭაბუკე მოსდევს და
უნივერსიტეტის სტუდენტი უკვე იმ ფაქტის გააზრების უნარს ჰკარგავს, რომ ოდესმე ყველას ისევე
მოგვიხდება ამ სოფლიდან განსვლა, როგორც მოვედით მასში" (აქ ბლუმი მიგვითითებს ბრძნულ
გამონათქვამზე სიკვდილთან შერიგების შესახებ "მეფე ლირის" ბოლო ნაწილში). "წიგნის კითხვა
თანდათან ქრება როგორც რეალობა და ამას თან სდევს პიროვნების რღვევა, მაგრამ ჩივილი უკვე საქმეს
ვეღარ უშველის".
პროფესორთა წიგნები იმაზე, თუ როგორ ვიკითხოთ წიგნები, ყველაზე მეტად იმით მაოცებდა, რომ
ძნელი მისახვედრი მეჩვენებოდა, საერთოდ, ვის რაში სჭირდება ისინი. თუკი უბრალო მკითხველს
საკმაო შეგნება აღმოაჩნდა საიმისოდ, რათა ეყიდა წიგნი იმაზე, თუ როგორ უნდა ვიკითხოთ წიგნები,
რატომღა უნდა ვიწუწუნოთ ხალხის შეუგნებლობაზე და რად გადავასხათ მის ცოდნისთვის ანთებულ

49
ენთუზიაზმს ცივი წყალი? ამასთან, ლიტერატურათმცოდნეობა სწორედ კითხვას გვასწავლის და ამას
ყველაზე უკეთ მაშინ ახერხებს, როცა მეტისმეტად თვალშისაცემი არ არის, რომ რაღაცის სწავლებას
ცდილობს.
ასე ვფიქრობდი, მაგრამ, როგორც გამოირკვა, ვცდებოდი. ამ დღეებში ბოლოს და ბოლოს ვაიძულე
თავი, წამეკითხა ბლუმის წიგნიცა და მისი წინამორბედის, რობერტ ოლტერის შრომაც
გულშემაღონებელი სათაურით "კითხვის მშვენიერებანი იდეოლოგიების ეპოქაში" (1989) და, ჩემდა
გასაოცრად, აღმოჩნდა, რომ თურმე მათში ბევრი არაფერი შეგიღონებს გულს. პირიქით, ამ წიგნებს
სიხარულიც კი მოაქვთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბლუმი და ოლტერი თავიანთ პირქუშ
წინასწარმეტყველებათა ღაღადებას შეწყვეტენ ხოლმე და კითხვის თემას ჩაუღრმავდებიან. კარგი
იქნებოდა, ამ სახელგანთქმულ მკვლევრებს ძალები გაეერთიანებინათ და მოეწყოთ ერთობლივი
სატელევიზიო შოუ. მეტად სასარგებლო სანახაობა იქნებოდა, რას მოიმოქმედებდა ეს ორი
ურთიერთშემავსებელი ანტიპოდი. მაშინვე აშკარა გახდებოდა, რომ ვინც რა უნდა გვითხრას, სულ
ერთია, კითხვის აბსოლუტური რეცეპტი მაინც არ არსებობს; და რომ მხოლოდ საბაზისო ჩვევების
ათვისება არის შესაძლებელი, შემდეგ კი ყველაფერს უკვე პირადი გემოვნება განსაზღვრავს.
თანამედროვეობის უთვალსაჩინოესი ბიბლიისმცოდნე ოლტერი გემოვნებიანი და ჩაკირკიტებული
მკითხველია, ხოლო ენციკლოპედიური გაქანების ლიტერატურათმცოდნე ბლუმი, რომელმაც
ლიტერატურა განსაზღვრა როგორც ბრძოლა ძლიერ და სუსტ პოეტებს შორის, - შეუპოვარი და თავნება
მკითხველი. ოლტერი ცდილობს პოეტური ხელოვნების თავისებურებებში გაგვარკვიოს, ამიტომ ცალკე
თავებს უთმობს სტილს, ალუზიებს, სტრუქტურას და ა.შ. ბლუმს კი ლამის რელიგიურ გრძნობას
აღუძრავს ლიტერატურის უნარი, კირთებისაგან იხსნას სული, და ცდილობს მკითხველსაც იგივე
გრძნობა ჩაუნერგოს; იგი, უწინარეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს მწერლურ ძალმოსილებაზე,
პერსონაჟის ცხოველხატულობაზე, იმაზე, რომ, აუცილებელია, ლიტერატურათმცოდნეს მაღალი
გემოვნება ჰქონდეს. ბლუმი მოითხოვს, განვავითაროთ ჩვენში სასწაულის წინაშე განცვიფრების უნარი,
როცა ლექსების კითხვას იწყებს, ხმა უკანკალებს და ვგრძნობთ, როგორ ევსება ცრემლით თვალები.
ოლტერი მასთან შედარებით უფრო დინჯი და მსჯელობისკენ მიდრეკილია, ოღონ ოდნავადაც არ არის
ნაკლებად დაჟინებული. ორივე უაღრესად დიდსულოვანი ინტერპრეტატორია. ორივეს ძალუძს
მღელვარე ყურადღებით მიადევნოს თვალი, როგორ მუშაობს ოსტატი, როგორ აკეთებს თავის საქმეს და
ამ დროს ერთადერთი მიზანი ჰქონდეს: თვალნათლივ დაგვანახოს, რას ნიშნავს საქმის კარგად კეთება.
არსებითად, აი, რა უპირატესობა აქვს ამ ჟანრს - წიგნებს იმაზე, თუ როგორ ვიკითხოთ წიგნები: იგი
ლიტერატურათმცოდნისაგან არანაირ თეზისებს არ მოითხოვს, ყოველ შემთხვევაში - აშკარად
გამოთქმულს მაინც. მიეცით საშუალება კრიტიკოსებს, ეძებონ და ახსნან ტექსტში დაფარული აზრები
და აქონ ან განაქიქონ ავტორის კულტურული თვალსაზრისები. უბრალო მკითხველს ისღა დარჩენია,
რომ დააკვირდეს ინტერპრეტატორის მოქმედებას და თვითონ გადაწყვიტოს, აღუძრავს თუ არა მისი
შრომა რაღაც უფრო მეტის გაგების სურვილს. ოლტერი განსაკუთრებით დამაჯერებელი ხდება მაშინ,
როცა ძველებრაული ბიბლიიდან მოჰყავს მაგალითები. მის მიერ დახატული ბიბლიური დავითის სახე,
- ტრაგიკული ფიგურა მეფისა, რომლის უსაყვარლესი ვაჟი სათავეში ჩაუდგა აჯანყებას მამის
წინააღმდეგ, - შექსპირულ სიღრმესა და ძალმოსილებას აღწევს. ბლუმი, რომელმაც ათასობით გვერდი
მიუძღვნა შექსპირს, დღემდე ახერხებს, განგვაცვიფროს - და, ამავე დროს, ინტერესიც აღგვიძრას - იმ
ენერგიითა და გაქანებით, რომლითაც იგი შექსპირის სიდიადეს ამტკიცებს.
კითხვა, როგორც პროცესი, ყოველთვის განმარტოებასთან არის დაკავშირებული, და არასოდეს -
მარტოობასთან. ყოველთვის შეგვიძლია მოვიწვიოთ თანამოსაუბრე და ვაზიაროთ იგი წიგნისადმი
ჩვენს ინტიმურ დამოკიდებულებას, ოღონდ ზიზღს აღგვიძრავს ბრბო. კრიტიკოსები, სხვადასხვა
სერიოზული იდეის სამსახურში რომ დგანან, ხშირად ცდილობენ ჩაგვაგონონ, რომ კეთილგონიერი
ადამიანები კითხულობენ, ვთქვათ, ასე ან სხვაგვარად. ავტორები წიგნებისა იმაზე, თუ როგორ
ვიკითხოთ წიგნები, მეტი პატივისცემით ეპყრობიან მკითხველებს, ყოველ შემთხვევაში, მათ შორის
საუკეთესონი მაინც (ხოლო თუკი რომელიმე მათგანი მენტორულ ტონზე გადავა და ჭკუის სწავლებას
50
არ მოიშლის, შეგვიძლია, მაშინვე დავხუროთ და მივაგდოთ მისი წიგნი). ისინი საშუალებას გვაძლევენ,
გავეცნოთ მწერლის სამზარეულოს. ამქვეყნად ჯერ არავის მოუხერხებია, სხვებისთვის აღეძრა კითხვის
სურვილი ლიტერატურის რაღაც კატეგორიებში მოქცევით. ლიტერატურა სავსებით იმსახურებს იმას,
რომ მასზე ვხარჯოთ დრო და იგი ჯიუტად ამბობს უარს, ჩაეტიოს რაღაც ხელოვნურად შეკოწიწებულ
ჩარჩოებში. აი, მაგალითად, რას ამბობს ვ. ვულფი: "განა არ არსებობს საქმეები, რომლებსაც ვაკეთებთ,
უბრალოდ, იმის გამო, რომ მათი კეთება სახალისოა და საბოლოო სიამოვნებას ველით? და განა კითხვა
ერთ-ერთი ასეთი საქმიანობათაგანი არ არის?" უეჭველია, ასეა - იმ შემთხვევაშიც კი, თუ კითხვის
უკიდურეს სოლიპსიზმს ძალუძს (ამაზე თვით ვულფიც მიგვანიშნებს ავბედითი განსაზღვრებით
"საბოლოო"), ლამის ზარდამცემი ლოგიკურობით გააუფერულოს ამქვეყნად სხვა ყველაფერი.

The New York Times


27 იანვარი , 2002 წ.

© “წიგნები – 24 საათი ”

იოსი ფ ბრ ოდს კი - "ლოუელს ნებ ისმი ერ ამი ნდში შეეძ ლო ლექს ებ ის წერ ა "

51
ფრაგ მენტი სოლ ომონ ვო ლკოვის წიგნიდა ნ "საუბრ ები იოსიფ ბრ ოდ სკისთან "

- დიდი ხანია მი ნდოდა თქვ ენთვი ს ლოუ ელის შესახებ მეკითხა ...
- ჩვენ 1972 წელს გავიცანით ერთმანეთი "Poetry International"-ზე, სადაც ოდენმა მიმიყვანა. იმ საღამოს
ლოუელმა ჩემი ლექსების ინგლისურად წაკითხვა მოინდომა, რაც მისი მხრიდან ძალზე
კეთილშობილური ჟესტი იყო, შემდეგ კი კენტში, თავისთან მიმიპატიჟა, სადაც იგი იმ ზაფხულს
ისვენებდა. წამიერად გაჩნდა რაღაც ინტუიტიური ურთიერთგაგება, თუმცა ჩვენს შეხვედრას ერთმა
ამბავმა შეუშალა ხელი. საქმე იმაში გახლავთ, რომ იმ დროს საკმაოდ გაღიზიანებული და გადაღლილი
ვიყავი მთელი ამ გადაადგილებებით: ვენა, ლონდონი, ერთი ბინიდან მეორეში გადასვლა და ა.შ.
თავიდან მეგონა, ვაითუ ეს ყველაფერი დასრულდეს-მეთქი... მაგრამ ვცდილობდი ყველაფერი გამეგო
და ყველაფერი ერთდროულად აღმექვა. ამიტომაც ყველაფერი რაღაც ერთიან ვინეგრეტში აიზილა.
მახსოვს, ვიქტორიას სადგურზე რომ მივედი ლოუელთან გასამგზავრებლად და მატარებლების
განრიგს ავხედე, თავბრუ დამესხა, დავიბენი. უბრალოდ, აზროვნების უნარი დავკარგე. განა იმის
შემეშინდა, რომ ისევ სადღაც უნდა გავმგზავრებულიყავი... არა, უბრალოდ, თვალის ბადურა მქონდა
გადაღლილი და შემაძრწუნა სივრცის რომელიღაც ახალ ვერსიაზე გაფიქრებამ, რომელიც ჩემს
თვალწინ უნდა გადაშლილიყო. ალბათ წარმოგიდგენიათ ეს სიტუაცია, არა?..
- ო, რა თქმა უნდა ! ამ დროს შიში გეუფლება და არა ხარ დარწმუნებული იმაში ...
- ...თუ რა ხდება აგერ, ყურისძირში, არა? ერთი სიტყვით, სადგურიდან დავურეკე ლოუელს და
შევეცადე ვერჩასვლის მიზეზები ამეხსნა, დაწვრილებით მომეთხრო ყველაფერი, მაგრამ ამ დროს
მონეტები დამიმთავრდა და ტელეფონიც გაითიშა. ლოუელი შემდეგ მეუბნებოდა, თურმე ეგონა, რომ
უისტენმა გადამათქმევინა გამგზავრება, რადგანაც ლოუელსა და ოდენს შორის რაღაც დაძაბულობა
არსებობდა. რა თქმა უნდა, არაფერი ამდაგვარი არ ყოფილა! უისტენმა არც იცოდა, რომ ლოუელთან
შეხვედრას ვაპირებდი. მაგრამ ლოუელის ეს რეაქცია ნათელს ჰფენს მთელ მის არსებასაც, იმას, თუ
როგორი ადამიანი იყო რობერტი. არა, იგი დაკომპლექსებული არ იყო, თუმცა საკუთარი თავის რწმენა
აკლდა. რა თქმა უნდა, ეს წმინდა ადამიანურ მხარეს ეხება, რადგანაც, როგორც პოეტმა, ლოუელმა
თავისი ფასი კარგად იცოდა. ამ მხრივ მას პრობლემები არ ჰქონდა. ოდენს თუ არ ჩავთვლით,
მწერლური თვალსაზრისით ასეთი ორგანული ფიგურა მე არასდროს შემხვედრია. ლოუელს ნებისმიერ

52
ამინდში შეეძლო ლექსების წერა. არა მგონია, რობერტს ჰქონოდა პერიოდები, როცა იგი...
- ...იშრიტებოდა ...
- ჰო. შესაძლოა მასაც უჭირდა დრო და დრო, როგორც ყველა პოეტს, მაგრამ ეს არ ტანჯავდა ლოუელს,
მის თანამედროვეთაგან - დილან ტომასისგან, ჯონ ბერიმანისგან, სილვია პლათისგან განსხვავებით.
ჩემი აზრით, სწორედ ამ ტანჯვამ მიიყვანა ბერიმანი და პლათი თვითმკვლელობამდე და არა
ალკოჰოლიზმმა ან დეპრესიამ. ლოუელი ძალზე გონებამახვილი ადამიანი იყო და ამავე დროს, ერთ-
ეთი საუკეთესო თანამოსაუბრე, რომელსაც კი ვიცნობდი. ოდენი აბსოლუტურად მონოლოგური იყო.
როცა ლოუელზე ვფიქრობ, ყოველთვის მახსენდება ხოლმე თანამოსაუბრის მიმართ მისი არათუ
გულისყური, არამედ უზარმაზარი ყურადღება. სახის გამომეტყველებაც მუდამ კეთილი ჰქონდა. და
შენც გესმოდა, რომ კედელს არ ესაუბრებოდი, არ ეხლებოდი რაღაც იდიოსინკრაზებს, არამედ
ელაპარაკებოდი ადამიანს, რომელიც გისმენდა. პირველი შეხვედრის შემდეგ, 1972 წელს, ჩვენ 1975
წლამდე არ გვინახავს ერთმანეთი. გვქონდა მეგობრული მიმოწერა, რომელიც უფრო ზოგად ხასიათს
ატარებდა. 1975 წელს სმიტკოლეჯში ვასწავლიდი, უეცრად ბოსტონიდან დამირეკა ლოუელმა და
თავისთან მიმიწვია, თანაც იქვე, ტელეფონით ათასი კომპლიმენტის თქმა მოასწრო (ალბათ, პირველად
აიღო ხელში ჩემი წიგნი). კომიკურ ეპიზოდს ვერც ამჯერად გადავურჩით, რადგან ლოუელთან
შეთანხმებულზე ერთი კვირით ადრე თუ გვიან ჩავედი - ზუსტად აღარ მახსოვს. სამაგიეროდ, კარგად
მახსოვს ჩვენი საუბრები, ეს ნამდვილი საოცრება იყო! ანა ანდრეევნას შემდეგ, 1975 წლამდე (ანუ
ლოუელთან შეხვედრამდე) დანტეს შესახებ, მაგალითად, არავისთან მისაუბრია. "ღვთაებრივი
კომედია" ისე იცოდა, როგორც ჩვენ "ევგენი ონეგინი". მისთვის ეს ისეთივე წიგნი იყო, როგორც
ბიბლია. ან ვთქვათ, "მაინ კამპფი", სხვათა შორის.
- უცნაური შეხამებაა ...
- ო, ეს რთული ისტორიაა. საქმე იმაში გახლავთ, რომ როცა მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარში
გაიწვიეს, ლოუელმა უარი თქვა სამხედრო სამსახურზე. იგი ურყევი პაციფისტი იყო. და ამის გამო
ლოუელმა რაღაც ნომინალური სასჯელიც კი მოიხადა, გარკვეული პერიოდი იჯდა, მაგრამ როცა ომი
დამთავრდა, გამოირკვა (პაციფისტური მრწამსის მიუხედავად), რომ ფაშიზმი სწორედ ის ბოროტება
ყოფილა, რომელთანაც უნდა გებრძოლა. როგორც ჩანს, ლოუელს, მთელი თავისი პრინციპულობის
მიუხედავად, მოსვენებას არ აძლევდა ეს აზრი და ამის გამო, მე მგონი ფაშიზმის უფრო დაწვრილებით
შესწავლა განიზრახა, გადაწყვიტა პირველი ხელიდან მიეღო ინფორმაცია. ასე წაიკითხა მან "მაინ
კამპფი". მე მგონი, სწორედ ჰიტლერის ცნობიერებისთვის დამახასიათებელმა ვულგარულობამ
მოახდინა ლოუელზე შთაბეჭდილება. ეს ვულგარულობა საკუთარი პოეტიკით ხასიათდება. ამის
შესახებ არაერთხელ მიფიქრია. საქმე ისაა, რომ ნებისმიერ უხამსობაში ჭეშმარიტების ელემენტია;
კატასტროფული სწორედ ეს გახლავთ. თანაც ამას დაუმატეთ ოდენის განცხადება (რომელიც
დაახლოებით 35-36 წლებში ითქვა) იმის შესახებ, რომ ჰილტერი არაფერ შუაშია, რომ უბრალოდ ყველა
ჩვენთაგანში ცხოვრობს ეს ჰიტლერი. "მაინ კამპფის" შესწავლა ლოუელთან დეპრესიას ერწყმოდა. იგი
მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით იყო შეპყრობილი, რომელსაც, მართალია არასდროს მიუღია
კოშმარული ფორმები, მაგრამ შეტევები საკმაოდ ხშირად მეორდებოდა. მინიმუმ წელიწადში ერთხელ
იგი საავადმყოფოში ხვდებოდა ხოლმე. და ყოველთვის, როცა ლოუელს ეწყებოდა ეს მანიაკალური
პერიოდები, იგი ნაცნობებს "მაინ კამპფს" აჩვენებდა ხოლმე, როგორც თავის საყვარელ წიგნს. ეს იყო
სიგნალი, რომ ლოუელი "ვერ იყო". მე მგონი, ასეთ ვითარებაში იგი - გარკვეულწილად - ჰიტლერთან
აიგივებდა თავს. ამას ძალზე უბრალო სარჩული ჰქონდა: აზრი იმის შესახებ, რომ მე ცუდი ადამიანი
ვარ, ბოროტების წარმომადგენელი, არა? სინამდვილეში კი ასეთი მანია გაცილებით უფრო მისაღებია,
ვიდრე ის, როცა ადამიანი ქრისტესთან ან ნაპოლეონთან აიგივებს თავს. ჰიტლერის მაგალითი, მე
მგონი, უფრო ახლოს დგას სინამდვილესთან.
- ხომ არ ფიქრობთ , რომ ყველაფერი ეს გარკვეუ ლ ფსიქ ოლოგი ურ და შესაძლოა ,
ინ ტელ ექტუალ ურ თავაშვე ბულო ბაზ ე მეტ ყველ ებს ?
- შესაძლოა ასეც იყოს. ლოუელი განსაკუთრებული ინტუიციით იყო დაჯილდოვებული.
53
ინტელექტუალური თავაშვებულობა - როცა ყურადღებას აღარ აქცევ დეტალებს და განზოგადებისკენ
ისწრაფი - გარკვეულწილად ყველა იმ ადამიანისთვისაა დამახასიათებელი, ვისაც ლიტერატურასთან
რაიმე აქვს საერთო. განსაკუთრებით ეს კაზმულ სიტყვიერებას ეხება. ლოუელს შესანიშნავი
ფორმულირებები ჰქონდა და ყველაზე მეტად მასში ის მომწონდა, რომ ასპროცენტიანი ამერიკელი იყო.
მაღიზიანებს არასრულფასოვნების ეს კომპლექსი, რომელიც განათლებულ ამერიკელებს ახასიათებთ
ევროპელებთან მიმართებაში. ეზრა პაუნდი ან ვინმე სხვა, გარბის ევროპაში და იქიდან გაჰყვირის, რომ
ამერიკელები ღორები არიან და ა.შ. ჩემზე ეს ისევე ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს, როგორც
ვულგარული მედასავლეთეობა რუსეთში. ლოუელში ასეთი რაღაც საერთოდ არ იყო.

თარგმნა
მიხო ხარაძემ

პატ რი კ ზიუს კი ნდი

ლიტერატურული ამ ნე ზია

...მოიცა, რა კითხვა იყო? ჰო, გამახსენდა: რომელმა წიგნმა მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება,
ყველაზე მეტი გავლენა რომელმა იქონია ჩემს განვითარებაზე, თავისი კვალი დატოვა, შემძრა და
საერთოდაც, "ჭეშმარიტ გზაზე დამაყენა", ანდა სულაც გამომაშტერა.
თუმცა, სიმართლე ითქვას, მთელ ამ აურზაურს უფრო გიჟურ-ტრავმატული ან შოკური განცდების
სუნი ასდის, მათ კი დაზარალებული მხოლოდ თავის კოშმარულ სიზმრებში თუ გამოიხმობს ხოლმე,
მაგრამ არამც და არამც სიფხიზლისას; ეგეთ რაღაცეებზე წერა და ამ ფიქრების ხმამაღლა განცხადება
ხომ საერთოდ წარმოუდგენელია; ამაზე, თუ არ ვცდები, ერთმა ავსტრიელმა ფსიქოლოგმა მიუთითა,
ვისი სახელიც ახლა თავში არ მომდის - თავის საპროგრამო სტატიაში, არადა, ამ სტატიის სათაურსაც
ვერ ვიხსენებ ზუსტად. ვიცი, რომ იგი შესულია კრებულში საერთო სახელწოდებით "მე და შენ" თუ
"იგი და ჩვენ" ან "მე თვითონ" თუ რაღაც ეგეთი (ზუსტად არ ვიცი, ვინ გამოსცა ეს წიგნი ხელახლა,
"როვოლტმა", "ფიშერმა", "დეტეფაუმ" თუ "ზურკამპმა", მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ყდა
თეთრი და მწვანე ჰქონდა, თუ მოყვითალო-ცისფერი, მე მგონი, უფრო რუხ-ლურჯ-მომწვანო იყო).
თუმცა, ვფიქრობ, ეს კითხვა სულაც არ ისახავს მიზნად ჩემი ნევროდრამატული სამკითხველო
გამოცდილების შესწავლას, არამედ უფრო იმ გასაოცარ ხდომილებას გულისხმობს შემოქმედებითი
ცხოვრებიდან, რომელიც, მაგალითად, ცნობილ ლექსში, "მშვენიერ აპოლონშია" გამოხატული... თუმცა
არა, მე მგონი ამ ლექსს "მშვენიერი აპოლონი" კი არა, რაღაც სხვა სათაური ჰქონდა, უფრო არქაული,
"ყმაწვილის ტორსი", "ძველი მშვენიერი აპოლონი", თუ რაღაც ამდაგვარი, მაგრამ მე მგონი თემას
გადავუხვიეთ... ერთი სიტყვით, გამოხატულია ამ ცნობილ ლექსში, რომელიც დაწერა, დაწერა... ჰმ...

54
ახლა ავტორის სახელსაც ვერ ვიხსენებ, მაგრამ ნაღდად ვიცი, ძალიან ცნობილი პოეტი იყო ძროხის
თვალებითა და ხშირი ულვაშით, იგი რიუ-დე-ვარენზე ბინის შოვნაშიც დაეხმარა იმ გასიებულ ფრანგ
სკულპტორს (მოიცა, რა ერქვა?) - ისე, ბინას ვამბობ, თორემ, ნამდვილი სასახლე იყო, პარკით - ათი
წუთი რომ მოუნდებოდი შემოვლას! (სხვათა შორის, ძალიან მაინტერესებს, საიდან იხდიდნენ ამხელა
ფულებს, ან სად შოულობდნენ?) მოკლედ... რომელიც გამოხატულია ამ შესანიშნავ ლექსში, რომელსაც
რომ მომკლა, ზეპირად ვერ ვიტყვი, სამაგიეროდ, ბოლო სტრიქონი დამამახსოვრდა კარგად,
მორალური იმპერატივივით: "უნდა შეცვალო ცხოვრება შენი!"
მაშ ასე, იმ წიგნების შესახებ, ჩემი ცხოვრება რომ შეცვალეს! ამ პრობლემის გასაშუქებლად ჩემი
წიგნების თაროსთან მივდივარ და ყდებს გადავხედავ. როგორც ყოველთვის, ასეთ შემთხვევებში - როცა
ერთ ადგილასაა თავმოყრილი ერთი სახეობის ბევრი წარმომადგენელი და თვალები გიჭრელდება მათი
სიმრავლით - ჯერ თავბრუ მესხმის, შემდეგ კი თვალდახუჭული თითს ვასობ მთელ ამ მასაში და ერთი
კონკრეტული წიგნი გამომაქვს, ვფურცლავ და კითხვას ვიწყებ.
მალე ვამჩნევ, რომ წარმატებით გავისარჯე და თითიც ზუსტად იქ დამიდევს, სადაც საჭირო იყო. ჩემს
წინაშე უდახვეწილესი პროზაა, ავტორი ძალზე გარკვევით გადმოსცემს აზრებს, ტექსტი საოცრად
საინტერესო, აქამდე ჩემთვის უცნობი ინფორმაციითაა გადაჭედილი და სავსეა წარმტაცი
მოულოდნელობით - სამწუხაროდ, იმ მომენტში, როცა ამ სიტყვებს ვწერ, წიგნის სახელწოდება თავში
არ მომდის, ისევე როგორც ავტორის გვარი ან შინაარსი, მაგრამ ეს, როგორც ვნახავთ, საქმეს არ ცვლის,
უფრო მეტიც: მხოლოდ ხელს უწყობს პრობლემების ნათელყოფას. მაშ ასე, ხელთა მაქვს შესანიშნავი
წიგნი, ყოველი წინადადება მასში, ნამდვილი მონაპოვარია და კითხვით გართული დიდი გაჭირვებით
ვუახლოვდები სკამს, კითხვა-კითხვით ვჯდები და მავიწყდება საერთოდ რატომ ვკითხულობ, ერთი
გაუმაძღარი ვნება ვარ, რომელსაც დახვეწილი და სრულიად ახალი საკვები ესაჭირება და მას აგერ,
ყოველ გვერდზე ვნთქავ. ზოგან, ტექსტში ხაზგასმულ ადგილებს ვპოულობ, აშიებზე კი ძახილის
ნიშანს ვხედავ; ეს ჩემი წინამორბედის შენიშვნებია - არადა, ვერ ვიტან ეგეთ რაღაცებს, როცა ვინმე ხელს
მიშლის კითხვაში თავისი ფანქრით. ამჯერად შენიშვნებს საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას, რადგანაც
თხრობამ გამიტაცა და თუკი საერთოდ ვამჩნევ ფანქრის კვალს, მხოლოდ იმ ადგილებზე, რომლებიც
მეც ძალიან მომწონს; გამოდის, რომ ჩემმა წინამორბედმა - აზრზე არა ვარ, ვინ უნდა ყოფილიყო - იქ
გაუსვა ხაზები და ძახილის ნიშნებიც იქ დასვა, სადაც ჩემი აღფრთოვანება პიკს აღწევდა. და ასე
ვაგრძელებ კითხვას, ორმაგად ფრთაშესხმული ტექსტის გასაოცარი ხარისხითა და ჩემს უცნობ
წინამორბედთან სულიერი ნათესაობით, სულ უფრო ვეფლობი ზღაპრულ სამყაროში, სულ უფრო
განცვიფრებული მივსდევ ავტორს მის მიერ გაკვალულ საუცხოო ბილიკებზე... ვიდრე არ მივაღწიე იმ
ადგილს, სადაც, როგორც ჩანდა, თხრობის აპოგეა უნდა ყოფილიყო და სადაც ძალაუნებურად
აღმომხდა "აუ!", "აუ, რა მაგარი აზრია! რა მაგარი სიტყვებია!" და ერთი წამით თვალებს ვხუჭავ, რათა
გავიაზრო წაკითხული, რომელმაც თითქოს ბილიკი გაჭრა ჩემი ცნობიერების ბუნდოვანებაში,
სრულიად ახალი პერსპექტივები დამანახა, ახალი ცოდნითა და ასოციაციებით დამმუხტა და მართლაც
რომ დამნესტრა იმპერატივით: "უნდა შეცვალო ცხოვრება შენი!" და თითქმის ავტომატურად ჩემი
ხელი ფანქრისკენ იწევს და ვფიქრობ - "შენ უნდა ხაზი გაუსვა ამას, აშიაზე აღნიშნავ "ძალიან
კარგია!"-ს, დიდ ძახილის ნიშანს დასვამ იქ და რამდენიმე სიტყვით დააფიქსირებ ამ გასაოცარი
პასაჟით გამოწვეულ აზრთა მდინარებას!"
მაგრამ უყურე შენ! დავუშვი თუ არა ფანქარი წიგნზე, ჩემი "ძალიან კარგია!"-ს მისაჯღაბნად, დავინახე,
რომ იქ უკვე ეწერა "ძალიან კარგია!" და აღმოჩნდა, რომ რეზიუმეც, მე რომ უნდა მიმეწერა, ჩემს
მკითხველ წინამორბედს უკვე დაუტოვებია, თანაც მისი ხელწერა ძალიან მეცნობა, ჩემსას ჰგავს,
რადგანაც ეს წინამორბედი სხვა არავინაა, თუ არა მე, ვისაც კარგა ხნის წაკითხული მქონდა ეს წიგნი.
ამ დროს ენითაღუწერელმა სევდამ შემიპყრო. ძველი ავადმყოფობა ისევ დამიბრუნდა: amnesia in litteris,
ლიტერატურული მეხსიერების სრული დაკარგვა და შემეცნებისკენ სწრაფვის და საერთოდ,
ყველანაირი ინტელექტუალური სწრაფვის ამაოების გამო პესიმიზმის ტალღამ გადამიარა. რატომღა
ვკითხულობ, თუკი ვიცი, რომ სულ მცირე ხანში მისგან ერთი მისხალი მოგონებაც კი არ დამრჩება? რა
55
საჭიროა რაიმე აკეთო, როცა ყველაფერი ირღვევა, არარად მიიქცევა? აზრი აქვს ცხოვრებას, თუკი მაინც
უნდა მოვკვდეთ? ...ჰოდა, მეც დავხურე ეს წიგნი, ავდექი და ნაცემივით, კარგად ნაბეგვი ბიჭივით
მივლასლასდი სტელაჟთან და ტომი სხვა, მრავალრიცხოვან ანონიმურ და დავიწყებულ წიგნებს შორის
შევჩურთე.
მზერა ბოლო თაროს შევავლე. რა დევს იქ? ალექსანდრე დიდის სამი ბიოგრაფია. ოდესღაც სამივე
წავიკითხე და რა ვიცი ალექსანდრე დიდის შესახებ? არაფერი. შემდეგი თაროს ბოლოში რამდენიმე
კრებული დევს ოცდაათწლიანი ომის შესახებ, მათ შორისაა ვერონიკა ვეჯვუდის ხუთასგვერდიანი
მონოგრაფია და გოლო მანის ათასგვერდიანი წიგნი ვალენშტაინზე. ყველაფერი ეს ყურადღებით მაქვს
წაკითხული, მაგრამ ოცდაათწლიანი ომის შესახებ მაინც ვერაფერს გეტყვით; არ ვიცი, რა ვთქვა. ქვედა
თარო თავიდან ბოლომდე ლუდვიგ II ბავარიელისა და მისი ეპოქის შესახებ შექმნილი წიგნებითაა
გადაჭედილი. ისინი არამხოლოდ წავიკითხე, არამედ გადავღეჭე კიდეც (წელიწადზე მეტი მოვუნდი)
და შემდეგ ამ თემაზე სამი კინოსცენარი დავწერე, შეიძლება ითქვას, ლუდვიგ II-ს ექსპერტიც კი
გავხდი, მაგრამ ახლა? მახსოვს რამე მის შესახებ? არაფერი. სულ მთლად არაფერი. კი ბატონო, ვფიქრობ
მე, ლუდვიგ II-სთან დაკავშირებული ამნეზია შესაძლოა არც ისე საშიში იყოს, მაგრამ რა ვუყო წიგნებს,
აგერ აქვე რომ დევს, ჩემს საწერ მაგიდასთან, უფრო პრესტიჟულ, ლიტერატურულ განყოფილებაში? რა
დარჩა ჩემს მეხსიერებას ანდერშის თხუთმეტტომეულიდან? არაფერი. ბიოლის, ვალზერისა და
კიოპენის მრავალტომეულებიდან? არაფერი. ჰანდკეს ათი ტომიდან? კიდევ უფრო ნაკლები. რა მახსოვს
ტრისტრამ შენდის, რუსოს აღსარებისა და ზოიმეს გასეირნებიდან? არაფერი. არაფერი და კიდევ
ერთხელ არაფერი. აი, მაგალითად! შექსპირის კომედიები! შარშან ყველა წავიკითხე, ზედიზედ, მათგან
მაინც ხომ უნდა დარჩენილიყო რამე, თუნდაც ერთი გაელვება, სათაური მაინც, ერთადერთი სათაური
შექსპირის ერთადერთი კომედიისა! ა-რა-ფე-რი. მაგრამ, ღმერთო ჩემო, გოეთე. გოეთე მაინც... აი,
თეთრი ტომი, "სულთა ნათესაობა", სამჯერ თუ ოთხჯერ მაქვს წაკითხული... მომკალი და ვერაფერს
ვიხსენებ. თითქოს ყველაფერი სადღაც გაფრინდა. წარმოიდგინეთ, დედამიწაზე არ არსებობს წიგნი,
რომელსაც მე გავიხსენებდი. აი, ორი წითელი ტომი, წითელი ფოლიანტი გაცვეთილი სანიშნეებით,
ისინი მაინც ხომ უნდა მახსოვდეს, ასეთი ნაცნობი, ასეთი ახლობელი. რა თქმა უნდა, წაკითხული მაქვს,
კვირების მანძილზე თავაუწევლად ვუჯექი ამ წიგნებს და თანაც, არც ისე დიდი ხნის წინ იყო ეს... რა
წიგნებია, რა ჰქვიათ? "ეშმაკნი". ბიჭოს! საინტერესოა! ავტორი ვინაა? ფ.მ.დოსტოევსკი. ჰმ. მე მგონი
ბუნდოვნად მახსოვს: რომანის მოქმედება, თუ არ ვცდები, მე-19 საუკუნეში ვითარდება და მეორე
ტომში ვიღაცა თავს იკლავს პისტოლეტით. მეტს ვერაფერს გეტყვით.
სკამზე ვჯდები საწერ მაგიდასთან. ვაი, სირცხვილო! ეს ხომ სკანდალია! აი, უკვე ოცდაათი წელია
კითხვა ვიცი და ამ დროის მანძილზე აუარება თუ არა, საკმაოდ ბევრი წიგნი მაინც წავიკითხე და
ყველაფერი, რაც დამრჩა, ერთი ბუნდოვანი მოგონებაა იმის შესახებ, თუ როგორ იკლავს გმირი თავს
პისტოლეტით ათასგვერდიანი რომანის მეორე ტომში. ოცდაათი წელი სულ ტყუილად
ვკითხულობდი! ჩემი ბავშვობის ათასობით საათი, ყმაწვილობისა და ახალგაზრდობის წლები
კითხვაში გავატარე და მეხსიერებას არაფერი დარჩა. თანაც, ამ ავადმყოფობისგან არათუ არ ვიკურნები,
არამედ იგი პროგრესირებს კიდეც. დღეს, როცა რომელიმე წიგნს ვკითხულობ, ბოლომდე არმისულს
წიგნის დასაწყისი მავიწყდება ხოლმე. ჩემი მეხსიერება ზოგჯერ ერთი გვერდის დამახსოვრებასაც ვერ
"ქაჩავს" და ასე მივჩოჩავ აბზაციდან აბზაცამდე, ერთი წინადადებიდან მეორემდე და მალე, ალბათ
მხოლოდ სიტყვების დამახსოვრებასღა თუ შეძლებს ჩემი ცნობიერება, სიტყვების, რომლებიც
გაუგებარი ტექსტის ბურუსიდან ამოტივტივდებიან, მოწყვეტილი ვარსკვლავებივით უკანასკნელად
გაკრთებიან, რათა სრული დავიწყების მღვრიე დინებას მისცენ თავი. ლიტერატურულ დისკუსიებზე
კარგა ხანია ხმას აღარ ვიღებ, სირცხვილის მეშინია, ერთმანეთში ვურევ მერიკესა და ჰოფმანსტალს,
რილკესა და ჰოლდერლინს, ბეკეტსა და ჯოისს, იტალო კალვინოსა და იტალო სვევოს, ბოდლერსა და
შოპენს, ჟორჟ სანდსა და მადამ დე სტალს... როცა ციტატის ძებნას ვიწყებ, კვირები ვუნდები სხვადასხვა
წყაროს ქექვას, რადგან არ მახსოვს ციტატის ავტორის გვარი, ამასობაში კი იმდენ ახალ სახელს
ვაწყდები ხოლმე, რომ საერთოდ მავიწყდება, რას ვეძებდი. აბა, როგორ შემიძლია ასეთ ქაოტურ
56
სიტუაციაში გავცე პასუხი კითხვას: რომელმა წიგნმა შეცვალა ჩემი ცხოვრება? არც ერთმა? ყველამ?
ზოგიერთმა? არ ვიცი, არ ვიცი.
მაგრამ იქნებ - კითხვისას (ისევე როგორც ცხოვრებაში) ჩვენი შეხედულებების ფორმირება და მკვეთრი
ცვლილებები მსოფლმხედველობაში რაღაცნაირად ფარულად მიმდინარეობს - თავს ვიმშვიდებ ხოლმე
ხანდახან. იქნებ კითხვა ერთგვარი გაჟღენთვის აქტია, რომლის დროსაც ცნობიერება, მართალია
ბოლომდე ნაყრდება, მაგრამ იგი ისე ოსმოტურად მოუხელთებელია, რომ ცნობიერება ამ პროცესს ვერც
კი ამჩნევს. შესაძლოა ლიტერატურული ამნეზიით შეპყრობილი მკითხველი ძალიან ხშირად იცვლება
კითხვის წყალობით, თუმცა ვერ ამჩნევს ამას, რადგანაც კითხვის დროს მასთან ერთად იცვლება მისი
ტვინის ის კრიტიკული ინსტანციებიც, რომლებიც მის ამ ცვლილებებზე მიანიშნებდნენ. იმისთვის კი,
ვინც თავადაც წერს, ასეთი ავადმყოფობა, შესაძლოა მადლიც იყოს და უფრო მეტიც, აუცილებელი
პირობა ლიტერატურული შემოქმედებისთვის, რადგანაც იგი იცავს მწერალს, რათა არ თრთოდეს
ყოველი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვისას და არც პლაგიატის ხიბლს
დანებდეს; ამის გარეშე ხომ წარმოუდგენელია რაიმე სერიოზულის შექმნა.
ვიცი, რომ სულ ტყუილად ვიმშვიდებ თავს და ვცდილობ თავი დავაღწიო ამ ავადმყოფობას: არ უნდა
დანებდე ამ საშინელ ამნეზიას - ვფიქრობ მე - მთელი შენი არსებით უნდა დაუპირისპირდე ლეთეს
მღვრიე ტალღებს, ნუღარ გადაეშვები ასე უკანმოუხედავად ლიტერატურულ ტექსტებში, არამედ ცივი,
ნათელი და კრიტიკული გონებით უნდა შეაფასო ისინი, ამონაწერები უნდა გააკეთო, დაიზეპირო
ზოგიერთი ადგილი, უნდა ავარჯიშო მეხსიერება, ერთი სიტყვით: შენ უნდა... და აქ თავს უფლებას
მივცემ, ერთი ციტატა მოვიყვანო ცნობილი ლექსიდან, რომლის ავტორსა და სახელწოდებასაც ვერ
ვიხსენებ, მაგრამ კარგად მახსოვს უკანასკნელი სტრიქონი, როგორც მარადიული მორალური
იმპერატივი: "შენ უნდა" - ნათქვამია იქ - "შენ უნდა... უნდა..."
რას იზამ! ახლა უკვე სიტყვებიც კი დამავიწყდა, მაგრამ არაუშავს, აზრი მაინც კარგად მახსოვს,
რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: "უნდა შეცვალო ცხოვრება შენი".

თარგმნა
მალხაზ ხარბ ედია მ
© “არილი ”

არნ ოლდ ბენე ტი

57
რო გორ იწერე ბა რო მა ნე ბი
ცნობილი ინგლისელი მწერალი (1867-1931), გამოცემული ჰქონდა რამდენიმე რომანი, მოთხრობებისა და ლიტერატურულ-
კრიტიკული სტატიების კრებულები ("სიმართლე ავტორის შესახებ" - 1903, "ლიტერატურული გემოვნება" - 1909).

ინგლისურიდან თარგმნა მანანა ბეზარაშვილმა

I
რომანისტი სწორედ ის ადამიანია, რომელიც საოცარი სიმძაფრით აღიქვამს ცხოვრებას და უჩნდება და-
უოკებელი მოთხოვნილება, სხვასაც გაუზიაროს თავისი ღრმა შთაბეჭდილებები. იგი ამას მხატვრული
პროზის მეშვეობით ახერხებს, რადგან სწორედ ის მიაჩნია თავისი გრძნობების გამოხატვის ყველაზე
ქმედითუნარიან ფორმად. ვით სხვა ხელოვანთ, მასაც არ ძალუძს იყოს ჩუმად და დაკმაყოფილდეს იმ-
ით, რომ მისთვის ცხადი შეიქნა ისეთი რამ, რაც სხვებისთვის ჯერაც ბინდით არის მოსილი. რომანისტს
ერთი სული აქვს ყველას გაუზიაროს თავისი აღმოჩენა, ხმამაღლა გამოაცხადოს, მას სურს ბოლომდე
თქვას თავისი სათქმელი და არც გაემტყუნება - უაღრესად საოცარი და ამაღელვებელია ის, რაც მან იც-
ის! სხვა ხელოვანთაგან რომანისტი მხოლოდ ერთი რამით განსხვავდება: ყველაზე მეტად მას იზიდავს
ადამიანის არსი, ესოდენ შეუცნობელი და არსებობის სისტემა მთლიანად. ცხადია, თავად რომანისტიც
მარტივიდან რთულისაკენ ევოლუციის შედეგია. რომანისტის მარტივ ფორმას თქვენ ყველგან შეგიძ-
ლიათ გადააწყდეთ ახლაც კი - იქნება ეს ქუჩა, კაფე თუ კლუბი: ის ნაცნობ-მეგობრების წრეში ცდილობს
განმარტოს ცხოვრების მისეული ხედვა, მაგრამ მისი დასკვნები ბუნდოვანი და ტლანქია.
ამგვარი რომანისტები ხელოვნების დაბალ საფეხურზე დგანან, მაგრამ ამავდროულად ისინი და მათ
მიერ ამორჩეული ჟანრი წარმოადგენს რომანის საფუძველს. სწორედ მათგან იწყება ის ჯადოსნური კი-
ბე, რომელსაც ავყავართ უდიდეს მწერლებამდე: ამ მწერალთა თვალსაწიერი კი იმდენად ყოვლისმომც-
ველი, რთული და დიადია, რომ ყოველივეს სათანადოდ გამოსახატავად მხოლოდ რომანის ტრადიცი-
ული ფორმა თუ გამოდგება; ბუმბერაზმა მწერლებმა იმდენად სრულქმნეს თავისი ოსტატობა, რომ რო-

58
მანი ჯერაც რჩება ხელოვნების უდიადეს ჟანრად.
სრულიად არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ რომანი საუკეთესოა ხელოვნების ტრადიციულ ფორმათა-
გან. არც ის მაინტერესებს, თუ რომელი ჟანრი (თუკი არსებობს ასეთი) სჯობს რომანს. შარტრის ტაძარი,
ზოგიერთი ბერძნული ქანდაკება და მოცარტის "დონ-ჟუანი" ყოველთვის მიმაჩნდა საუკეთესოდ, რაც
კი შექმნილა ამ ქვეყნად, რასაკვირველია, შექსპირისა და ნიჟინსკის ჩათვლით. და მიუხედავად ამისა,
სრულიად მართებული მტკიცებაა, რომ ჭეშმარიტი პირველობა ეკუთვნის ისეთ ლიტერატურულ ფორ-
მას, როგორიცაა მხატვრული პროზა (თანამედროვე ეპიკური პოეზიაც კი ყველაფერს მხატვრულ პრო-
ზას უნდა უმადლოდეს). რომანს აქვს და მუდამ ექნება ყოვლისმომცველი მასშტაბურობის უპირატესო-
ბა. წმ.პეტრეს ტაძარი რომში წვრილმანია ტოლსტოის "ომსა და მშვიდობასთან" შედარებით და არა
მგონია ჩვენ გეოლოგიურ ეპოქაში ვინმეს გაუჩნდეს სურვილი ეპიკური პოემის წაკითხვისა, გინდაც ის
მოცულობით გაცილებით ნაკლები იყოს "ომსა და მშვიდობაზე" (და განა ვინმე დაწერს ახლა ასეთ პოე-
მას?).
დიდი ხანია ნათელია, რომ რომანისტები (დრამატურგების ჩათვლით, რომლებიც რომანისტების ნაირ-
სახეობას წარმოადგენენ) პირიდან ლუკმას აცლიან სხვა ხელოვანთ. ფერმწერებში ფართოდ არის გავრ-
ცელებული ბრაკონიერობა, კომპოზიტორებში - მით უფრო, მაგრამ ფერმწერებისა და კომპოზიტორების
ოინები არაფერია რომანისტების სიხარბესთან შედარებით. და თუკი ფერმწერებისა და კომპოზიტორე-
ბის ამგვარი უტიფრობა ყოველთვის იწვევდა გაღიზიანებას, რომანისტების ბრაკონიერობა, კოლონიზა-
ცია და ანექსია დაუსჯელი რჩებოდა. ძნელად თუ მოიძებნება ცხოვრების რომელიმე საინტერესო ასპექ-
ტი - დაწყებული პეიზაჟიდან ვიდრე სოციოლოგიამდე - რომელიც არ იყოს ასახული მხატვრულ პრო-
ზაში. ერთი თვალის გადავლებაც კი სრულიად საკმარისია რომანის განვითარებისა და წინსვლის დასა-
ნახად. ემილ ზოლას "ჟერმინალის" შემდგომაც ამ ჟანრს არ შეუჩერებია გიგანტური ნაბიჯებით სვლა
ახალი ტერიტორიების დასაპყრობად. ბოლო 15 წლის განმავლობაში რომანი კიდევ უფრო განვითარდა
და თუკი იგი იმ ფერს მიიღებდა, რომლითაც ბრიტანეთის სამფლობელონი აღინიშნება მსოფლიო რუ-
კაზე, მოკლე ხანში მთელი რუკა წითელი ფერით დაიფარებოდა. რა ადგილიც არ უნდა მივაკუთვნოთ
რომანს ფორმათა იერარქიაში, ამჟამად მასავით ემოციონალურად ცხოვრებას ვერცერთი ჟანრი ვერ გად-
მოსცემს. რომანი არის და კიდევ დიდხანს დარჩება იმ ფორმად, რომელსაც ფართო თვალსაწიერის ხე-
ლოვანნი კვლავ და კვლავ მიუბრუნდებიან, რადგან იგი მეტ შესაძლებლობებს იძლევა და გაცილებით
ადვილად აკმაყოფილებს შემოქმედის მოთხოვნებს; უფრო მეტიც; თუ რომანი შეინარჩუნებს განვითა-
რების ამჟამინდელ ტემპს და პროგრესის გზით წარიმართება, იგი კვლავ მიაღწევს იმ ბრწყინვალე
მწვერვალს, რომელზედაც იგი აიყვანა და დატოვა ბუმბერაზმა ბალზაკმა 1850 წელს. ასე რომ, საკითხი
რომანის რანგის თაობაზედ ამოწურულად მიმაჩნია.

II
რომანისტს ორი უმთავრესი თვისება უნდა გააჩნდეს: პირველი - მშვენიერების გრძნობა, ურომლისო-
დაც შემოქმედი ვერ იარსებებს. ყოველი ხელოვანი ასე თუ ისე დაჯილდოებულია ამ გრძნობით, სწო-
რედ ამიტომ არის ის ხელოვანი. შემოქმედი ადამიანი ქმნის ინსტინქტურად და ვერანაირი ინსტინქტი
ვერ აიძულებს მას გამოიყენოს მასალა, რომელიც არ იზიდავს; ეს უდავოდ ასეა. ისიც უეჭველია, რომ
რანაირ ცხოვრებასაც არ უნდა ასახავდეს რომანისტი, იგი შეყვარებული და მოხიბლულია - ე.ი. მან ამ
ცხოვრებაში რაღაც მშვენიერი დაინახა. სილამაზე შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მაგრამ მწერალმა
შეძლო შეენიშნა იგი, ნამდვილად დაენახა ის სილამაზე, რომელიც მის (და კიდევ რამდენიმე ახირებუ-
ლი ადამიანის) გარდა შეიძლება ვერავის ვერასდროს შეენიშნა. თუ რომანს ინტერესით წავიკითხავთ,
სისულელე იქნებოდა გვემტკიცებინა, რომ მის ავტორს არ გააჩნია სილამაზის გრძნობა (თვით ის ფაქ-
ტი, რომ წიგნმა დაგაინტერესათ, ნათელი დასტურია ამგვარი კრიტიკის უსუსურობისა და კიდევ
ერთხელ გვარწმუნებს რეცენზენტის მცდარობაში, როცა მას, მაგალითად, ასეთი დასკვნა გამოაქვს: "მა-
ვანმა შთამбეჭდავი ნაწარმოები შექმნა, მაგრამ სამწუხაროდ, მას წერა არ ხელეწიფება". მაგრამ მავანმა
ხომ შექმნა ეს ნაწარმოები და თანაც ისე, რომ ჩაწვდა რეცენზენტის სულს!). ჭკვიანი კაცი ამ შემთხვევა-

59
ში უბრალოდ აღიარებდა, რომ იგი სილამაზეს სხვაგვარად აღიქვამს და არა ისე, როგორც ხსენებული
შემოქმედი.
ყველა თვითმყოფად რომანისტს ყოველთვის, როგორც წესი, ბრალს სდებენ სილამაზის გრძნობის არ-
ქონაში, მაგრამ იგივე საყვედურს იშვიათად თუ გაიგონებთ საშუალო რომანისტების მიმართ. ნებისმი-
ერ შემთხვევაში ამგვარი ბრალდება უსაფუძვლოა: მე არ ვგულისხმობ ისეთ მწერლებს, როგორიცაა, მა-
გალითად, ზოლა - იგი არასოდეს ვარდებოდა უკიდურესობაში, არამედ ვთქვათ, ჯორჯ გისინგი, ნამდ-
ვილი ექსტრემისტი, რომელსაც უნარი ჰქონდა, როგორც ახლა აღიარებენ, შეენიშნა უხილავი სილამაზე
არსებობის ისეთ ფორმებშიც კი, რომელთაც სხვა შემოქმედნი არც ეხებოდნენ. ანდა ავიღოთ კიდევ უფ-
რო უკიდურესი შემთხვევა - მწერალი ჟორის ჰიუისმანსი; არც ერთ წიგნს არ გამოუწვევია იმდენი
ბრალდება სიმახინჯის ასახვისათვის, როგორც მის რომანს "ოჯახური კერა" და ნარკვევებს "ყველაფერ-
ზედ". ამ ნაწარმოებებში მთელი ბოღმით არის წარმოჩენილი ყოველდღიური ყოფის უფერულობა და
უგვანობა. ამავე დროს ამ წიგნებს ისეთი ხიბლი აქვს, რომ ყოველთვის მიიპყრობს მკითხველთა ყურად-
ღებას მაშინაც კი, როცა მისივე "ტაძარი" შეიძლება არც არავის გაახსენდეს. ძნელი დასაჯერებელია,
რომ ჰიუისმანსი, როგორადაც არ უნდა გვიმტკიცებდეს საპირისპიროს, არ იყოს მოხიბლული იმ უხი-
ლავი სილამაზით, რომელსაც ის აღწერს.
მეორე მთავარი თვისება, რომელსაც უნდა ფლობდეს რომანისტი და ხელოვანი საერთოდ, გახლავთ
სიმძაფრე, რომლითაც ის ხედავს ამა თუ იმ მოვლენას. ამ თვისების გარეშე ხელოვანს არ გაუჩნდება
სურვილი, საჯაროდ გული გადაგიშალოთ; მისი ხილვები არ იქნება მისთვის ისე შემაწუხებელი, რომ
თქვენც გაგიზიაროთ. ყოველი გრძნობა, რომელსაც ადამიანი განიცდის ნებისმიერი წიგნის კითხვისას,
მწერალს თავად აქვს განცდილი მკითხველზე ადრე და უფრო ინტენსიურადაც. ხშირად გაიგონებთ,
რომ მკითხველი, რომელიც ძლიერ განიცდის წიგნის გმირების ბედუკუღმართობას, აღშფოთებულია
მწერლის ულმობლობით. ამგვარ ხალხს არანაირი წარმოდგენა არა აქვს მხატვრული შემოქმედების
პროცესზე.

III
ჩვენ განვიხილეთ რომანისტისთვის აუცილებელი ორი თვისება - სილამაზის გრძნობა და ხედვის სიმ-
ძაფრე; ნება მომეცით, თქვენი ყურადღება მივაპყრო კიდევ ერთ გრძნობას, რომელიც ასევე სავალდებუ-
ლოა შემოქმედისათვის; იგი პრაქტიკულად ზემოთ მოხსენიებული თვისებების მაგივრობას სწევს, ხო-
ლო მისმა არქონამ შეიძლება არარად აქციოს ორივე გრძნობა. ეს გახლავთ სულის სინატიფე. დიდ რომა-
ნისტს სულიც დიდი უნდა ჰქონდეს. იგი უნდა იყოს გულისხმიერი, მგრძნობიარე, ვაჟკაცური, პატიოსა-
ნი, ოდნავ ირონიული, ნაზი, სამართლიანი და შემწყნარებელი. ასეთი მწერალი უნდა ესწრაფოდეს იდ-
ეალს, მაგრამ მუდამ ახსოვდეს, თუ რა არასრულყოფილია ის მიწიერი სამყარო, სადაც ცხოვრობს. მთა-
ვარია, საღ აზრს დაეყრდნოს; მოკლედ, უნდა იყოს კეთილშობილი. სხვაგვარად მწერალი ვერ მიაღწევს
მწვერვალს. მისი სულის არსი - აი, რა არის გადამწყვეტი წიგნის ყველა გვერდსა და ყოველ წამს; აი, ის
სარკე, რომელშიც მწერალი ხედავს სამყაროს. სხვა თვისებები მეორეხარისხოვანია და არ იმსახურებს
ყურადღებას. ინგლისელ რომანისტებში ფილდინგს ბადალი არ ჰყავს, რადგანაც ვერავინ შეედრება სუ-
ლის სიდიადესა და კეთილშობილებაში. მის წიგნებს ახლაც აღფრთოვანებით კითხულობენ, რადგან
ყველა გვერდზე მკითხველი გრძნობს მწერლის პიროვნების დიდბუნოვანებას და მწერლური ტექნიკის
ვერანაირი განვითარება ვერ დააკარგინებს ფილდინგს მის კუთვნილ ადგილს ინგლისურ ლიტერატუ-
რაში; მის მყარ პოზიციას არაფერი ემუქრება, სანამ ლიტერატურაში არ გამოჩნდება უფრო კეთილშობი-
ლი სულის მწერალი. დიკენსის დიდება შელახულია საზოგადოებაში ფეხმოკიდებული შეხედულებით
მისი სულის, ცოტა არ იყოს, ზედმეტი უხამსობის შესახებ და იმ თვალსაზრისით, რომ მწერალს არ ეყო
ვაჟკაცობა, ბოლომდე გაესწორებინა თვალი სიმართლისთვის. ცხოვრების მისეული აღქმაც უხეშადაა
მიჩნეული. იგივე შეიძლება ითქვას თეკერეიზეც, რომლის სულიც არ აღმოჩნდა ისეთი ყოვლისმომცვე-
ლი, როგორიც შეეფერებოდა ამ ბუმბერაზ პიროვნებას; მას უამრავი ნაკლი ჰქონდა, რაც წინ ეღობება
უკვდავებას.

60
უაღრესად მიჭირს ამის თქმა და ეს სახიფათოც კი შეიძლება იყოს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ხელოვან-
თათვის ფორმა არაფერს წარმოადგენს, მაგრამ მაინც უნდა გამოვტყდე, რომ დროთა განმავლობაში
სულ უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ ლიტერატურულ ტექნიკას. რასაკვირველია, ვაფასებ კარგ
ფორმას და მუდამ ვიღვწოდი, რომ მას ინგლისში მეტი პატივისცემით მოპყრობოდნენ, მაგრამ ახლა
თვალნათლივ ვრწმუნდები, რომ თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის ისტორია საპირისპიროს
ღაღადებს. ჩემი დაკვირვებით, თუ არ ჩავთვლით ტურგენევს, სხვა არც ერთი ცნობილი რომანისტი, ან
არ ფიქრობდა ფორმაზე, ან ფრიად ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა მასზე. შეცდომა იქნებოდა გვეფიქ-
რა, რომ უცხოურ რომანებს ფორმის უფრო ფაქიზი გრძნობა გააჩნიათ, ვიდრე საუკეთესო ინგლისურ ნა-
წარმოებებს. ამ მხრივ ბალზაკს უამრავი შეცოდება აქვს; ის ცალკეულ ფრაზასაც ვერ ართმევდა წესიე-
რად თავს, რომ არაფერი ვთქვათ მთელი ნაწარმოების ფორმაზე. საყოველთაოდ ცნობილია ბუმბერაზი
რომანისტის - სტენდალის უარყოფითი დამოკიდებულება ფორმის მიმართ; მას თავის შედევრში შეიძ-
ლება ასეთი ფრაზა დაეწერა: "ჰო, მართლა, ადრე უნდა მეცნობებინა თქვენთვის, რომ ჰერცოგინია..."!
და დოსტოევსკი? ის ხომ გაცილებით დიდია ბალზაკზეც და სტენდალზეც, მაგრამ მისი უბადლო და
განსაცვიფრებელი "ძმები კარამაზოვები" სინამდვილეში ხომ საოცრად უფორმო და ნაჩქარევად ჩამომ-
ტვრეული ოქროს ზოდია! დაუსწრებელი კურსების ნებისმიერი პედაგოგისთვის, რომელიც ასწავლის
მხატვრული ნაწარმოებების შექმნას, ოცი გაკვეთილი სრულიად საკმარისი იქნებოდა, რომ სტუდენტე-
ბისათვის მიეთითებინა დოსტოევსკის ენის გაუმართაობასა და ხარვეზებზე. რა განაჩენს გამოუტანდა
ფლობერი ამ რომანს გამოწვლილვითი შესწავლის შემდეგ? ან რა მნიშვნელობა ექნებოდა მის განაჩენს?
ანდა თუ ავიღებთ უფრო საშუალო დონის მაგალითს: ლიტერატურული ტექნიკის მხრივ განსვენებუ-
ლი "მარკ რეზერფორდი" მუდამ მოუხეშავი დილეტანტი იყო, მაგრამ ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია
მისთვის, უაღრესად მიმზიდველი რომანისტი ყოფილიყო მკითხველისათვის. როცა ვეცნობით დიდი
ფორმალისტების - გი დე მოპასანისა და ფლობერის შემოქმედებას, განა შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ
ბრწყინვალე ლიტერატურული ტექნიკა რამეში ეხმარება მათ, ან ოდნავ მაინც გამოისყიდის მათი სუ-
ლის სისუსტეებს? ორივე თავისი საქმის დიდოსტატია, მაგრამ ნელ-ნელა მეორეხარისხოვანი მწერლე-
ბის რიგში გადადიან. ვინაიდან ადამიანის ბუნება ისეთია, როგორიც არის, ხოლო მოპასანის წიგნები
ეროტიკითაა გაჟღენთილი, ისინი მუდამ გამოიწვევენ მკითხველთა ინტერესს, მაგრამ მოპასანმა უკვე
დაიმკვიდრა თავისი ადგილი; უამრავი ღირსების მიუხედავად, აღარავინ მიიჩნევს მას პირველხარის-
ხოვან მწერლად. ხოლო რაც შეეხება ფლობერის ჩამოგდებას მაღალი მწერლობის კვარცხლბეკიდან, ეს
მართლაც შეიძლება ჩაითვალოს საოცარ მოვლენად თანამედროვე ფრანგულ კრიტიკაში. ახლა ირკვევა,
რომ თურმე ფლობერის სული არამც თუ კეთილშობილი, პირიქით - ულმობელი და ცოტა არ იყოს, ანე-
მიური იყო. "ბუვარი და პეკუშე" დასტურია იმისა, რომ ფლობერი ვეღარ ამჩნევდა ადამიანთა სამყაროს
არასრულყოფილებას და ცდომილებაში ჩავარდა, თითქოსდა სულ სხვა პლანეტაზე იყო დაბადებული.
მისი ფორმალური ტექნიკის ბრწყინვალება გაფერმკრთალდა და უგუნურნი ამ ბრწყინვალებასაც ნაკ-
ლად უთვლიან მწერალს. ფლობერის კეთილშობილება ადამიანური მოღვაწეობის მხოლოდ ერთ ვიწრო
სფეროშია ჯერჯერობით უეჭველი - ეს არის ლიტერატურული ტექნიკა. მისი წერილებიც ხომ სწორედ
ლიტერატურული ტექნიკის საკითხებს ეხება და ამჟამად მწერლის საუკეთესო ნაწარმოებებად გვევლი-
ნება, რადგან უამრავი შემოქმედისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. ასე რომ, მე კვლავ ვუბრუნდები იმ-
ას, რომ შემოქმედისათვის უმნიშვნელოვანეს თვისებად (გარდა უკვე აღნიშნული ორი თვისებისა) მი-
მაჩნია მისი სულის არსი. მხოლოდ იგი და არა სხვა რამ, უჩენს მას მეგობრებსა და მტრებს, ლიტერატუ-
რული ტექნიკა კი ერთობ უმნიშვნელო და წარმავალია. ვიმეორებ, რომ ამის თქმა ჩემთვის არ იყო
იოლი.
რატომღაც სულ უფრო ვრწმუნდები, რომ მხატვრულ პროზაში მომუშავე უდიდესი მწერლები თავიან-
თი ბუნებიდან გამომდინარე, მარადიულ დილეტანტებად რჩებიან; ყოველ დიდ ხელოვანში, შესაძლე-
ბელია, დილეტანტი იმალებოდეს. არ ვიცი аსე რად ხდება - იქნებ საკუთარი სიძლიერით აღფრთოვანე-
ბულთ აღარ სურთ თვინიერად დაემორჩილონ სისტემატური განათლების მძიმე წესებს და მომაბეზრე-
ბელი სავარჯიშოებით მეტ სრულყოფილებას მიაღწიონ იმ სფეროში, რაც მათთვის მეორეხარისხოვანია.
61
ყველასათვის ცნობილია, რომ არც ერთი დიდი შემოქმედი არ იყო ერუდირებული მეცნიერი. დიდ ხე-
ლოვანს სულ სხვა მიზნები გააჩნია; ყველა შემოქმედი, დიდი იქნება ის თუ პატარა, გულის სიღრმეში
გრძნობს, რომ ხელოვნებაში ბევრია ხელოვნურობა, რომელსაც ბადებს შემოქმედებითი გატაცების დაუ-
ოკებელი წყურვილი და სრულიად ბუნებრივი სურვილი იმისა, რომ ერთი და იგივე რამდენჯერმე -
სამჯერ, შვიდჯერ, ათჯერ - არ გადააკეთოს. აქ მაგალითად შექსპირის დასახელება შეიძლება, რომელიც
ერთობ გულგრილი იყო გამომსახველობითი სინატიფის მიმართ და რომლის მეთოდებიც ფლობერს
ნამდვილად არ მოეწონებოდა. მართლაც, კაცი რომ დაუკვირდეს, შექსპირის დილეტანტიზმი ამ ბოლო
წლებში უფრო ნათლად გამოიკვეთა, მაგრამ ეს გარემოება თითქოს არავის აწუხებს. ფლობერი რომ დი-
დი შემოქმედი ყოფილიყო, გაცილებით დიდი დილეტანტი იქნებოდა.

(c) „არილი “

უმ ბერტ ო ეკ ო

პოლიტკო რექტულობ ის შე სახებ


თარგმნა მალხაზ ხარბედიამ

მიმაჩნია, რომ ცნებას “პოლიტიკური კორექტულობა” ჩვენს დროში პოლიტიკურად არაკორექტულად


იყენებენ: ლინგვისტურმა ნოვატორობამ ლინგვისტურ ორაზროვნებამდე მიგვიყვანა. წაიკითხეთ PC-ს
(PC, ეს ძალზე მოდური აბრევიტურა არც “პერსონალურ კომპიუტერს” ნიშნავს და არც “კომუნისტურ
პარტიას”) ფენომენისადმი მიძღვნილი სტატია ონლაინ-ენციკლოპედია “ვიკიპედიაში”, სადაც ამ
გამოთქმის დაბადების ისტორიაცაა მოთხრობილი. თითქოს, 1793 წელს აშშ-ში, ერთ-ერთ
სასამართლოზე (საქმე სახელწოდებით “ჩიზჰოლმი ჯორჯიის წინააღმდეგ”) განაცხადეს, რომ ძალიან
ხშირად “სახელმწიფოს” იყენებენ “ხალხის” მნიშვნელობით, ვისთვისაც ეს სახელმწიფო არსებობს და
ვის კეთილდრეობაზეც იგი უნდა ზრუნავდეს. შემოვიდა წინადადება გაესამართლებინათ ადამიანი,

62
ვინაც საჯაროდ წარმოთქვა სიტყვა, სადაც “პოლიტიკურად არაკორექტულად” იყო გამოყენებული
გამოთქმა “ამერიკის შეერთებული შტატები”, ნაცვლად გამოთქმისა “შეერთებული შტატების
ხალხი”[1].
მოძრაობა პოლიტკორექტულობისთვის გასული საუკუნის 80-იან წლებში აშშ-ს უნივერსიტეტებში
განვითარდა და გულისხმობდა (ისევ “ვიკიპედიას” ციტირებას ვახდენ) მეტყველებას, რომელიც არ
შეიცავდა უსამართლო დისკრიმინაციას (რეალური ან მოჩვენებითი) და არავის აყენებდა
შეურაცხყოფას. ესაა მეტყველება, სადაც რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ფიზიკური ნაკლის,
რელიგიისა და პოლიტიკური მრწამსის აღმნიშვნელი ლინგვისტური დეფინიციები ევფემიზმებითაა
ჩანაცვლებული.
ყველამ ვიცით, რომ პირველი ბრძოლები პოლიტკორექტულობისთვის ფერადკანიანთა სახელდების
გარშემო გაიმართა, და ეხებოდა არამხოლოდ ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა “ბინძური ზანგი”, არამედ
თავად სიტყვას – “ზანგი”, რომელსაც ინგლისურ ენაზე ჟღერს როგორც ესპანურიდან ნასესხობა (Negro)
და მონათმფლობელურ წარსულს გვახსენებს. ამიტომაც საზოგადოება გადაერთო ტერმინზე black –
“შავი”. მალე მისი კორექტირებაც მოხდა და “შავი” “African American”-ად გადააკეთეს.
პოლიტკორექტულობის კორექტირების ეს ისტორია პკ-ს ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს
გვაჩვენებს. მთავარი ის კი არაა, რომ მოვიგონოთ თუ რა ვუწოდოთ “ჩვენ” (მოსაუბრეებმა) სხვებს.
მთავარია ვიცოდეთ, თუ როგორ სურთ ამ სხვებს იწოდებოდნენ. ხოლო თუკი კორექტირებული
ტერმინი მათ რატომღაც ისევ არ მოეწონებათ, “ჩვენ” მზად უნდა ვიყოთ “მათ მიერ” შემოთავაზებული
მესამე ვარიანტი მივიღოთ.
ეს სწორია. თუკი გარკვეულ კომპლექსებს არ განიცდი, ვერ მიხვდები, რომელი სიტყვა აწყენინებს ან
გააბრაზებს მათ, ვინც ამ სიტყვის ქვეშ საკუთარ ტავს მოიაზრებს. ამიტომაც, ყველაზე ჭკვიანურია –
ანგარიში გავუწიოთ “მათ” წინადადებებს. ტიპიური მაგალითია – სიტყვა “სუსტი მხედველობის”,
რომელსაც ჩვენთან “უსინათლოს” ნაცვლად ხმარობენ. არაფერი საწყენი არ იგულისხმება სიტყვა
“უსინათლოში” და მისი ხმარება კი არ ამცრობს, პირიქით, ზრდის მათდამი პატივისცემას და ზრუნვას,
ვინც ამ კატეგორიას ეკუთვნის (ჰომეროსსაც ხომ “უსინათლო გენიას” ვუწოდებთ), მაგრამ თუკი ამ
კატეგორიის ადამიანებს სურთ “სუსტი მხედველობისად” იწოდებოდნენ, დაე ასე იყოს.
პროფესია “მეეზოვე” არაკეთილხმოვანია ხალხისთვის ვინც ამ ღირსეული სამუშაოს ასრულებს? კი
ბატონო, თუკი მეეზოვეები ამას მოითხოვენ, მოდით მათ “ეკოლოგიური ოპერატორები” ვუწოდოთ.
ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა ადვოკატებსაც მოუვიდეთ გული თავიანთ სახელზე (ხომ არსებობს
კნინობითი ფორმები, “ინტიგანი ადვოკატი”, “საქმოსანი ადვოკატი” და ა.შ.) და მათთვის
“სამართლებრივი ოპერატორების” დაძახება მოგვიწიოს.
თუმცა, მგონია, რომ ადვოკატებს სახელის გადარქმევა არ მოუნდებათ (ძნელი წარმოსადგენია, რომ
ჯანი ანიელიმ[2] მოითხოვოს გინდა თუ არა, “სამართლებრივი ოპერატორი” ანიელი დამიძახეო). ჯერ
ერთი იმიტომ, რომ პირველ რიგში ადვოკატი – პრესტიჟული პროფესიაა, და მეორე – კარგად
ანაზღაურებადია. გამოდის, რომ ზოგჯერ პკ-ს მიმართავენ, რათა სოციალური პრობლემები მოაგვარონ,
ეს კი ნერვებზე მოქმედებს. იმის ნაცვლად, რომ საზოგადოება სრულყონ, ლექსიკის სრულყოფაზე
ზრუნავენ. როცა ადამიანებს, რომელთაც სიარული არ შეუძლიათ, საზოგადოება “ინვალიდის”
ნაცვლად “ალტერნატიულად განვითარებულს” უწოდებს, იმის ნაცვლად რომ მათთვის პანდუსები
ააგოს, გასაგებია: ფარისევლურად გაუსწორდნენ ტერმინს, ჩაატარეს კოსმეტიკული ენობრივი
რემონტი, მაგრამ კიბეები ჯერ კიდევ გასარემონტებელია.
ვუწოდოთ უმუშევრებს “ნეზატრებოვანნიმი ნა ნეოგოვორენნი სროკ”, სამსახურიდან
გათავისუფლებულებს “საქმიანობის შეცვლის მოლოდინში მყოფი”. აიღეთ ედოარდო კრიზაფულის
წიგნი “ენის ჰიგიენა. პოლიტკორექტულობა და ლინგვისტური ტავისუფლება”, სადაც სხვადასხვა
წინააღმდეგობაა გამოვლენილი და მრავალი თვალსაზრისია გამოთქმული ამ ტენდენციის როგორც
მხარდასაჭერად, ასევე საპირისპიროდ.
ახლა ჩვენთვის ნათელია, თუ რატომ ცდილობს გარკვეული კატეგორია სახელის შეცვლას, ხოლო მას
63
შემდეგ, რაც ისინი ახალ სახელს მიიღებენ და აღმოჩნდება, რომ რეალურ ცხოვრებაში არაფერი
შეიცვალა, სახელის ხელმეორედ შეცვლას ითხოვენ. ამგვარი ადგილზე სირბილი შესაძლოა არასდროს
დამთავრდეს, ან მანამ გაგრძელდეს, სანამ სახელის გარდა კიდევ სხვა რამე შეიცვლება. არსებობს ე.წ.
უკან გადახვევებიც, როცა გარკვეული კატეგორია მიაღწევს ახალი განსაზღვრების შემოღებას, თუმცა
კერძო უზუსში ძველი განსაზღვრების გამოყენებას აგრძელებს ან უბრუნდება ამ ძველ წოდებას, თანაც
გარკვეული აზრით, გამომწვევად (“ვიკიპედია” გვეუბნება, რომ ახლგაზრდა აფრო-ამერიკელები
ხანდახან, საკუთარი თავის აღსანიშნად ხშირად იყენებენ სიტყვას “ზანგი”. თუმცა ღმერთი არ
გაგიწყრეთ და მათ ასე არ უწოდოთ). ასეთივე სიტუაციაა, როგორც ვიცით, ებრაულ ანეკდოტებთან
დაკავშირებით და შოტლანდიელების, ან კუნეოს მხარის მაცხოვრებლების შესახებაც: მათი მოყოლის
უფლება მხოლოდ თავად ებრაელებს აქვთ, ან შოტლანდიელებსა და კუნეოს მოსახლეობას.
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ პოლიტკორექტულობიდან ერთი ნაბიჯია ფარულ რასიზმამდე.
მახსოვს, ომის შემდგომ, ბევრი იტალიელი უნდობლობით უყურებდა ებრაელებს, მაგრამ არც
ანტისემიტის სახელი უნდოდათ დაეგდოთ და ამიტომ დიდი ყოყმანის შემდეგ მათ “ისრაელის
შვილები” უწოდეს. მათ არ იცოდნენ, რომ ებრაელებისთვის უფრო მისაღებია “ებრაელი”, მიუხედავად
იმისა, რომ ეს სიტყვა, სულ რამდენიმე წლის წინ მტრობისა და ზიზღის კონტექსტში იხმარებოდა.
კიდევ ერთი სახალისო შემთხვევა ლესბიანკებს ეხებათ. ძალზე დიდხანს, მოსაუბრენი, რომლებიც
დეკორუმზე ზრუნავდნენ, არაფრის დიდებით არ იტყოდნენ “ლესბოსელი”, ისევე, როგორც
ჰომოსექსუალების სხვა საძულველ მეტსახელებს. ისინი მორიდებით იტყოდნენ ხოლმე, “საფოს
მიმდევრები”. შემდეგ, როცა უკეთ გაერკვნენ ჰომოსექსუალებში, გაირკვა, რომ მამაკაცებს ყველაზე
მეტად მოსწონთ, როცა მათ gay-ს უწოდებენ, მაშინ როცა ქალებისთვის ასეთი სიტყვაა – “ლესბოსელი”:
კერძოდ, ლექსემა “ლესბოსის” კულტურული კონოტაციების წყალობით. როგორც აღმოჩნდა,
ლესბოსელებისთვის ლესბოსელები უნდა ეწოდებინათ.
პერიოდულად პოლიტკორექტულობა, როგორც მგონია, ცვლის, - ძირითადად უმტკივნეულოდ –
თავად ენის წყობას. სულ უფრო ხშირად, როცა ზოგადი მაგალითების მოყვანა სურთ, ადამიანები
გაურბიან მამრობითი სქესის სიტყვებს. ჩემი ამერიკელი კოლეგები, უნივერსიტეტების მასწავლებლები,
“სტუდენტების” ნაცვლად ამბობენ, “სტუდენტი ბიჭები და სტუდენტი გოგონები”; ყველამ იცის, რომ
თამჯდომარეს (chairman) ჩვენს დროში ან chairperson-ს ეძახიან, ანდა სულაც chair-ს (ანუ “სკამს”). და აი,
კიდევ ერთი ხუმრობა პოლიტკორექტულობაზე: განიხილიბა საკითხი გადაერქვას სახელი
ფოსტალიონს (mail man) და დაერქვას person person, იმიტომ, რომ არამხოლოდ man-ია მამაკაცი, არამედ
mail-იც (ფოსტა) ისევე წარმოითქმის, როგორც male (მამაკაცი).
ამგვარ ანეკდოტებსა და სხარტულებში დასცინიან იმ ფაქტს, რომ სავალდებულო დემოკრატიული და
“ლიბერალური” პრინციპების ნაწილად ქცევის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მყისვე შეიძინა
“მემარცხენეობის” (მინიმუმ ამერიკაში) კონოტაცია, პოლიტკორექტულობა ძალიან მალე მივიდა
აბსურდამდე. დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ “mankind” (კაცობრიობა) არაკორექტული სიტყვაა, რადგან
შეიცავს man ფუძეს და ადამიანთა მოდგმისგან აცალკევებს ქალებს. უცოდინრობის გამო გადაწყვიტეს
ეს სიტყვა humanity-თ შეეცვალათ: მათ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, არ იცოდნენ, რომ humanity-ც
სიტყვა homo-სგან წარმოსდგება (და არა ვთქვათ, mulier-ისგან![3]). ყველაზე არასერიოზული მაინც
ზოგიერთი ფემინისტური ფრაქციის გადაწყვეტილება იყო, რომელთაც, ასევე ეტიმოლოგიური
მოუმზადებლობის გამო, საერთოდ აღარ ახსენებენ სიტყვას ისტორია, როგორც history-ს (his ხომ
მამრობითი სქესის ნაცვალსახელია), არამედ ამბობენ მხოლოდ herstory-ს.
სხვა კულტურებში პოლიტკორექტულობის დებულებათა შეტანა ახალი კრუნჩხვებითა შფოთით
იწყებოდა და ყველამ კარგად იცის, რამდენი ენერგია დაიხარჯ, სანამ გაარკვევდნენ, ეწოდებინათ თუ
არა ქალი-ადვოკატისთვის ადვოკატესა. ამერიკიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ ტექსტში კი აღმოვაჩინე,
რომ პოეტესა ქალს მხოლოდ მაშინ შეიძლება ეწოდოს, როცა იგი პოეტის მეუღლეა. მემგონი უზუსის
მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. იტალიაში, მაგალითად, “პოეტესა” არანაკლებ მიღებულია, ვიდრე,
ვთქვათ, “დოგარესა”[4], “ბანკარესა” კი (ბანკის თანამშრომელი ქალი) ცუდად მოხვდებოდა ყურს.
64
ზემოთ ციტირებული, ზანგის “შავად” გადაღებვის მაგალითი სწორედ რთული გადატანის შემთხვევაა.
ამერიკაში negro-დან black-ზე გადასვლა ენობრივი რევოლუცია იყო. ხოლო იტალიურში negro-დან nero-
ზე გადავიდნენ და ეს ცოტა ხელოვნურად ჟღერს. თანაც, ტერმინ negro-ს თავისი, მრავალი
ლიტერატურული წყაროთი გამყარებული სრულიად კანონიერი ისტორია ჰქონდა: ყველას გვახსოვს,
ჰომეროსის თარგმანებში, რომელსაც სკოლაში ლათინურად ვკითხულობდით, ამაყად ვამბობდით “შავ
ღვინოს”, “negro vino”[5], და ისიც გვახსოვს, რომ ფრანგულენოვანმა აფრიკელმა ლიტერატორებმა
სამყაროს შესთავაზეს “ნეგრიტიუდის” დოქტრინა.
ამერიკაში პოლიტკორექტულობის მზარდი განვითარების შემდეგ აუარება პაროდიული, ძალიან
სასაცილო ლექსიკონი და ცნობარი გამოჩნდა, სადაც ვერ გაიგებ, შემოთავაზებული ფორმების დანერგვა
მართლა უნდათ ენაში თუ ეს უბრალო ხუმრობაა. ჩვეულებრივი, ყოველდღიური და ქარაგმული
გამოთქმების გარდა, რომელიც ყველამ იცის, ასეთ უცნაურ ცნებებსაც ვპოულობთ: “საზოგადოებიდან
სეგრეგირებული” (პატიმარი), “ხარ-ძროხმართვის ოპერატორი” (კოვბოი), “გეოკორექცია” (მიწისძვრა),
“მოქნილი განსახლების სუბიექტი” (მაწანწალა), “ერექციულად შეზღუდული” (იმპოტენტი),
“ჰორიზონტალურად ადვილად მისაწვდომი” (მსუბუქი ყოფაქცევის ქალი), “ფოლიკულარული
რეგრესია” (გამელოტება) და თქვენ წარმოიდგინეთ, “მელანინით ბოლომდე დაუკომპლექტებელი
” (თეთრი რასის ადამიანებისთვის).
ინტერნეტში ორგანიზაცია S.T.U.P.I.D.-ის საიტი (Scientific and Technical University for Politically Inteligent
Development – პოლიტიკურად გონივრული განვიტარების სამეცნიერო-ტექნიკური უნივერსიტეტი),
სადაც გვაუწყებენ: ამ სასწავლო დაწესებულების კამპუსში “საგზაო მოძრაობის ნიშნები ხუთ ენაზეა და
გარდა ამისა, ბრაილის შრიფტითაცაა აღნიშნული ეს წესები”, აქ კითხულობენ ლექციებს იმის შესახებ
თუ რა წვლილი შეიტანეს კვანტურ მექანიკაში ავსტრალილემა აბორიგენებმა და ალეუტის
ინდიელებმა. შეისწავლიან საკითხებს, თუ როგორ გავლენას ახდენს სიდაბლე (საუბარია მათზე, ვინც
Vertically challenged, ანუ “ვერტიკალურად შეჭირვებულნი” არიან) ადამიანების უნარზე აღმოჩენები
გააკეთონ, ნიუტონის, გალილეისა და აინშტაინის მაგალითზე, ასევე იკვლევენ ფემინისტურ
კოსმოლოგიას, რომელმაც მასკულინურ და დიდი აფეთქების (Big Bang) ეაკულატორულ კონცეფციას
ჩვენი სამყაროს “ხანგრძლივი მომწიფების” (Gentle Nurturing) თეორია დაუპირისპირეს.
ინტერნეტში ადვილად იპოვით წიტელქუდასა და ფიფქიას პოლიტკორექტულ ვარიანტებს. თუმცა არ
მახსოვს, იქ როგორ აღწერენ ჯუჯებს, ალბათ სიმაღლეზე არც არაფერს ამბობენ. გრძელი დისკუსიაც
წავიკითხე იმის შესახებ, თუ სწორად როგორ უნდა ჩამოაყალიბო არაკორექტული წინადადება:
“მეხანძრემ ხეს კიბე მიაყუდა, ავიდა და კატა ჩამოხსნა”. ცხადია, რომ მეხანძრეს მხოლოდ
ხანძარსაწინააღმდეგო ქვედანაყოფის მენეჯერი უნდა ვუწოდოთ, თანაც როგორ მოვიქცეთ, თუკი ეს
მენეჯერი ქალია? ხომ არ არის ეს მეხანძრე (ან მეხანძრე ქალი) კატის თავისუფალი თვითგამორკვევის
ჩამხშობი?! იქნებ კატას ხეზე დარჩენა ერჩივნა? ჰქონდა თუ არა უფლება მეხანძრეს ზეწოლა მოეხდინა
ხეზე და მის განვითარებაზე, როცა მას ჯიბე მიაყუდა? მეხანძრემ ხომ შეურაცხყოფა მიაყენა კატას და
ისე მოიქცა, თითქოს კატა პატრონთა უუფლებო საკუთრება იყოს! კიბეზე ასვლით მან ფსიქოლოგიური
დისკომფორტი შეუქმნა ყველა ფიზიკურად არათვითკმარ პირს, ვისი მოძრაობაც, რაღაც ტრავმების
გამო შეზღუდულია! და ა.შ. და ა.შ.
პოლიტკორექტულობამ, მისი თანმდევი კომიკური და პაროდიული ობერტონებით, თავიდანვე
კონსერვატორების საშინელი გაღიზიანება გამოიწვია, რომელთაც მას პოლიტიკური ელფერი მიანიჭეს
და პოლიტკორექტულობაში “მემარცხენე ძალების იდეოლოგია” დაინახეს, ასევე “მემარცხენე ძალების
ფარისევლობა” და სიტყვის ნორმალურ თავისუფლებაზე და თვითგამოხატვის უფლებაზე გალაშქრება.
პოლიტკორექტულობის ლანძღვისას ხშირად ახსენებენ ორუელის “ახალმეტყველებასაც” და უფრო
ხშირად, სტალინის ეპოქის ახალმეტყველებას. ბევრი ამ რეაქციათაგან, ტავის მხრივ ფარისევლურია.
დარწმუნებული იყავით, რომ მემარჯვენე ბანაკის პოლიტკორექტულობაც არსებობს, რომელიც
არანაკლებ მტრულადაა განწყობილი მემარცხენეთა ლექსიკის მიმართ. გავიხსენოთ რა ამბავი ატყდა,
როცა ერთ-ერთმა ჩვენმა ჟურნალისტმა გაბედა აზრის გამოთქმა “ერაყის წინააღმდეგობაზე”.
65
და მაინც, უნდა ვიცოდეთ სად მთავრდება მორალური იმპერატივი და სად იწყება იურიდიული,
სისხლისსამართლებრივი დევნა. ცხადია, ეთიკური თვალსაზრისით ქების ღირსი ნამდვილად არაა ის,
ვინც ჰომოსექსუალებს “პიდარასტებს” უწოდებს, მაგრამ ეს წმინდა ეთიკური პრობლემაა. მაშინაც კი,
როცა ამას მინისტრი ამბობს სამინისტროს გერბიან ქარალდზე, საქმე გვაქვს მხოლოდ გულისამრევ
უხამსობასთან.[6] ყველაფრის მიუხედავად, სასამართლომდე მაინც შორია (თუკი ამ მინისტრმა
პიდარასტი არ უწოდა ვინმე სხვას, კონკრეტულ ადამიანს, რაზეც ამ სხვას აქვს უფლება მას
სასამართლოში უჩივლოს). ასერომ, არც ერთი კანონი არ მოგისჯით თქვენ ტავისუფლების აღკვეთას
სიტყვა “მეეზოვესთვის”, “ეკოლოგიური ოპერატორის” ნაცვლად. პოლიტკორექტულობა პირად
პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. იგი ყველას ეხება და ადამიანის გემოვნებასა და
გარშემომყოფთა პატივისცემაზე მეტყველებს.
თუმცა, ცნობილია ისეთი შემთხვევებიც, როცა არაპოლიტკორექტულ გამონათქვამებზე სატელევიზიო
პროგრამებისთვის გარკვეულ სანქციებს მიმართავენ. მაგალიტად, აღარავის მიაქვს გადაცემაში
რეკლამა, ხანდახან კი ხურავენ კიდეც პროგრამას. ჩემთვის ცნობილია საუნივერსიტეტო სკანდალები,
როცა პროფესორებს ბოიკოტს უცხადებდნენ არაკორექტული გამონათქვამების გამო. და უნდა
დავძინო, რომ შეტაკებები არამხოლოდ ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის ხდება. წყალგამყოფი
ხშირად საკმაოდ ბუნდოვან სადემარკაციო ხაზებზე გადის.
არც ისე დიდი ხნის წინ, “ლოს ანჯელეს თაიმსმა” ტავისთვის აარჩია საგამომცემლო პოლიტიკის ახალი
პრინციპი: გამოიყენოს ტერმინი “anti-abortion” ნაცვლად “სიცოცხლის დასაცავად” (pro-life). ტერმინ pro-
life-ში სინამდვილეში იმტავითვე ჩადებულია რაღაც იდეური წინასწარ აკვიატებული აზრი. მოკლედ,
საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ რომელიღაც თეატრალურ წარმოდგენაზე
დაწერილი სტატიაში გაზეთის თანამშრომელმა ნახა გამოთქმა pro-life, რომელიც აბსოლუტურად
განსხვავებულ კონტექსტში იყო ნახმარი. ამის მიუხედავად, “რედაქტორმა” pro-life-ს ნაცვლად anti-
abortion ჩასვა და ამით მთლიანად დაარღვია საგაზეთო სტატიის შინაარსი. ყველაფერმა ამან სკანდალი
გამოიწვია და გაზეთმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში და დამნაშავის სახელიც გამოაქვეყნა. თუმცა ამავე
მიზეზით მეორე სკანდალიც მოხდა, რადგან privacy-ს კანონის მიხედვით, გაზეთს არ ჰქონდა უფლება
გამოექვეყნებინა თანამშრომლის გვარი, რომლის საქმიანობაც სხვისი სტატიების რედაქტირებაში
მდგომარეობდა.
ასერომ, თანდათანობით, განსაკუთრებით კი ამერიკაში, შეინიშნება წმინდა ლინგვისტური
პრობლემატიკიდან (ანუ ვუწოდოთ თუ არა სხვებს ისე, როგორც მათ სურთ) უმცირესობათა
უფლებებზე თანდათანობითი გადასვლა. ბუნებრივია, რომ უნივერსიტეტებში უცხოელ სტუდენტებს
სურთ მოისმინონ ლექციების კურსები საკუთარ კულტურულ და რელიგიურ ტრადიციებზე და
მშობლიურ ლიტერატურაზე. თუმცა, არც ისე ბუნებრივი იქნება, აფრიკული წარმოშობის
სტუდენტებმა რომ შექსპირის კურსის შეცვლა მოითხოვონ აფრიკული ფოლკლორის კურსით:
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სკოლამ სტუდენტებს მხოლოდ ის არ უნდა ასწავლოს, რაც მათ სურთ,
ხშირად მან სწორედ ის უნდა ასწავლოს, რაც სტუდენტებს საერთოდ არ სურთ რომ ისწავლონ ან
თავიდანვე არ აღიქმება როგორც სასურველი საგანი. სხვაგვარად, დაწყებით და საშუალო სკოლებში
მათემატიკის, გრამატიკისა და ლათინურის ნაცვლად ალბათ მხოლოდ კომპიუტერულ თამაშებს
ასწავლიდნენ. პოლიტკორექტული ლოგიკის მიხედვით მეხანძრემ თავი უნდა დაანებოს კატას, დაე
ირბინოს პროსპექტებზე რამდენიც უნდა, სანამ მანქანა არ გადასრისავს – სამაგიეროდ კატა ამით
ბუნებრივი თავისუფლების რეალიზაციას მოახდენს.
ამგავრად ჩემი სტატიის ბოლო დებულებამდე მივედით.სულ უფრო ხშირად პოლიტკორექტულობად
ითვლება (PC) ნებისმიერი პოლიტიკური მიდგომა, რომელიც განსხვავებულ რასებსა და რელიგიებს
შორის გაგებას უწყობს ხელს. ზოგჯერ პოლიტკორექტულობა იმდენად შორს მიდის, რომ იდეური
მოწინააღმდეგის მდგომარეობაში შესვლის მცდელობებსაც ვხედავთ ხოლმე.
ამ თვალსაზრისით ყველაზე სახასიათო ამბავი სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის ტელევიზიით მოხდა,
როცა წამყვანი ბილ მაერი არ დაეთანხმა პრეზიდენტ ბუშს, რომელმაც ტერორისტებს, მსოფლიო
66
სავაჭრო ცენტრი ვინც ააფეთქეს, “მშიშრები” უწოდა. მაერმა მაშინ თქვა, რომ კამიკაძე ნებისმიერ რამეში
შეიძლება დაადანაშაულო, მაგრამ არა შიშში. რა მოჰყვა ამას? მომენტალურად მოიხსნა გადაცემაში
მთელი რეკლამა და მალე თავად პროგრამაც დაიხურა. ბილ მაერის შემთხვევას არაფერი ჰქონდა
საერთო არც მემარცხენეობასთან და არც მემარჯვენეობასთან. მაერმა მხოლოდ საკუთარი აზრი
გამოთქვა. მისთვის შეიძლებოდა გესაყვედურა, რომ ასეთი რამ ფართო საზოგადოების წინაშე არ უნდა
ეთქვა, რომელიც ჯერ კიდევ მტკივნეულად აღიქვამდა ყველაფერს, რაც 11 სექტემბერს ეხებოდა. ან ის,
რომ (და ვიღაცამ, როგორც მახსოვს მისცა კიდეც მას ეს შენიშვნა) არის განსხვავება ფიზიკურ და
ზნეობრივ მშიშრობას შორის. იმის აღნიშვნაც შეიძლებოდა, თუ რამდენადაა კამიკაძე გაბრუებული
თავისი ფანატიზმით, რომ მასთან მიმართებაში “მამაცობისა” და “შიშის” კატეგორიები უძლურია. და
მაინც, ყვლაფერ ამის მიუხედავად, მაერის გამონათქვამი, რომელიც მის პირად აზრს გამოხატავდა, არ
შეიცავდა რაიმე არაპოლიტკორექტულს.

ჩვენთან ხშირად აქილიკებენ ხოლმე პალესტინელთა მხარდამჭერებს ზედმეტი პოლიტკორექტულობის


გამო, ასევე მათ, ვინც ჩვენი ჯარების გამოყვანას უჭერს მხარს ერაყიდან და ძალზე ლოიალურია
არალეგალური ემიგრანტების მიმართ. არადა ყვლა ამ შემთხვევას არაფერი აქვს საერთო
პოლიტკორექტულობასთან. საუბარია იდეურ და პოლიტიკურ მრწამსზე, რომელიც თავის თავში ბევრ
საკამათოს შეიცავს, მაგრამ ლექსიკისა და გამოხატვის პლანში იგი უმანკოა.
თუმცა კონსერვატიული პოლიტიკური ძალები იმდენ ხანს სპეკულირებენ პოლიტკორექტულობაზე ამ
თვიანთი საუბრებით, რომ ვიღაცის არაპოლიტკორექტულობაში დადანაშაულება უბრალოდ ხერხის
შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც ხმის ჩაკმენდინებას ემსახურება. ასერომ, PC საკმაოდ საზარელ
სიტყვად იქცვა, როგორც ეს “პაციფიზმს” დაემართა.
როგორც ხედავთ, რთული სიტუაციაა. ისღა დაგვრჩენია, რომ დასკვნა გავაკეთოთ, რომ
პოლიტკორექტულია ზოგიერთი ტერმინის გამოყენება, მათ შორის ტერმინ “პოლიტკორექტულობის”,
ოღონდ ტერმინი კონკრეტული მნიშვნელობით უნდა იქნას გამოყენებული და ამავე დროს, საღი აზრი
უნდა იყოს საქმეში ჩრთული. მემგონი არ ღირს ბერლუსკონის “ფოლიკულარული რეგრესიის
სტადიაში მყოფი ვერტიკალურად შეზღუდული სუბიექტი” ვუწოდოთ. უნდა გვახსოვდეს მტავარი და
ფუნდამენტური პრინციპი – ჰუმანურობა და ცივილურობა და არ უნდა დავუშვათ ჩვენს მეტყველებაში
გამონათქვამები, რომლებიც გულს ატკენს სხვა ადამიანებს, ისეთივე ადამიანებს, როგორებიც ჩვენ
ვართ.

2004

[1] “ჩიზჰოლმი ჯორჯიის წინააღმდედ” – საქმე აშშ-ს უზენაეს სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაც (1793)
განმსაზღვრელი აღმოჩნდა შტატების უფლებათ დოქტრინაში. სამხრეთ კაროლინის ორი მოქალაქემ საჩივარი შეიტანა
ჯორჯიის წინააღმდეგ, შტატის ხელისუფლებამ კი უარი განაცხადეს სასამართლო დაცვისგან და განაცხადეს, რომ კერძო
პირს არა აქვს უფლება შტატის წინააღმდეგ შეიტანოს საჩივარი. უზენაესმა სასამართლომ არ დაუჭირა მხარი შტატს, მაგრამ
შტატის საკანონმდებლო კრებამ უარი თქვა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე. ამის შედეგად აშშ-ში მიიღეს
კონსტიტუციის 11-ე შესწორება (1795), რომელმაც გაამყარა შტატის იმუნიტეტი სხვა შტატის მოქალაქის ან უცხოელის
მხრიდან სასამართლო დევნის წინააღმდეგ.
[2] ჯანი (ჯოვანი) ანიელი (1921-2003) – იტალიელი მეწარმე, ავტოქარხანა ფიატის სახე-სიმბოლო. გაზეთებში მას
უწოდებდნენ “ადვოკატი ანიელი”, ხანდახან მხოლოდ ერთი სიტყვა, “ადვოკატიც” კმაროდა.
[3] Homo (ლათ.) – ადამიანი, მამაკაცი. Mulier (ლათ.) – ქალი.
[4] დოგარესა - დოჟის მეუღლე.
[5] ბოლო წლებში, საქართველოში ამ ტერმინის აღსანიშნად (ზურაბ ქარუმიძის რომანის წყალობით) დამკვიდრდა
“ღვინომუქი”-ც.
[6] საუბარია იტალიელ მინისტრ მირკო ტრემალიაზე (დ. 1926 წ.), დეპუტატზე ნეოფაშისტების სიით, უკანასკნელი წლების
მანძილზე მინისტრი იყო ბერლუსკონის მთავრობაში. დაკავებული იყო იტალიელების უფლებებით საზღვარგარეთ. 2004
წლის 12 ოქტომბერს ტრემალიამ უხეში კომენტარი მისცა (პირად წერილში გერბიან ქაღალდზე) მინისტრ როკო

67
ბუტილიონეს საერთაშორისო წარუმატებლობაზე, რომელიც ბრიუსელში გამოვიდა თეზისით “ჰომოსექსუალიზმი -
ცოდვაა” და ვერ მიიღო მხარდაჭერა. იმავდროულად, ალესანდრა მუსოლინიმ, დუჩეს შვილიშვილმა აღნიშნა ”სჯობს
ფაშისტი იყო, ვიდრე პედერასტი” – ეს იყო შეურაცხყოფა ვლადიმირ ლუსკურიას, კომუნისტი დეპუტატი-ტრანსვესტიტის
მისამართით.

© “ლიტერატურა - ცხელი შოკოლადი ”

იან მაკ იუე ნი

მხო ლოდ სი ყვა რუ ლი , შემ დეგ კი - სიკ ვდი ლი

ემოციებს გარკვეული თანმიმდევრობით განვიცდით ხოლმე. ელდას, ჩვეულებრივ, მწუხარება მოსდევს


და ეს გრძნობა უფრო ადვილად ასატანია, თუ მას სხვებიც იზიარებენ.
თავდაპირველმა ვიზუალურმა შთაბეჭდილებამ - დიდებული ცათამბჯენების ავბედითმა ჩამონგრევამ
- ყველანი გაგვაოგნა. ოთხშაბათს კი კიდევ უფრო შეგვზარა ახალმა ვიდეოკადრებმა: პირველი თვითმ-
ფრინავის მიერ ცათამბჯენის კედლის გაპობამ, ხელიხელჩაკიდებული ორი ადამიანის გადმოხტომამ
ზედა სართულიდან, კიდევ ერთმა უცნაურმა ფიგურამ, რომელიც ხელგაწვდილი მიექანებოდა მიწის-
კენ (ქოლგის გამოყენება ხომ არ სურდა პარაშუტის სახით?), მაშველებმა, ჩამოცვენილი ლოდების გი-
განტურ გროვაზე რომ დაცოცავდნენ.
აფორიაქებულნი, გულს ლაპარაკით ვიოხებდით. განუწყვეტლივ ვქაქანებდით ტელეფონით, იმეილით
ან პირისპირ. ვიცოდით, რომ წინ უფრო დიდი განსაცდელი გველოდა, მაგრამ ამას სრულად ვერ ვაცნო-
ბიერებდით.
ეს განსაცდელი, რა თქმა უნდა, პირადული ხასიათისა გახლდათ. ხუთშაბათს ჩემს ნაცნობ-მეგობრებს
უილაჯობა და სასოწარკვეთა დაეტყოთ. იგივე განწყობილება შეინიშნებოდა ტელე და რადიოკომენტა-

68
ტორთა ხმაში. ადამიანები დეპრესიამ მოიცვა.
სანახაობა დამთავრდა. ახლა უკვე დაღუპულთა ხმებს ვუსმენდით და ვხვდებოდით, რომ ყოველი ცალ-
კეული სიკვდილი, თავისთავად, აფეთქებაა, რომელიც ანადგურებს დაღუპულის ახლობლებს. სწორედ
იმ დღეებში გავიგენით ადამიანის სიცოცხლის ფასი.
შემზარავი იყო დაღუპულთა ნათესავების ხილვა. ისინი საავადმყოფოებთან იყრიდნენ თავს ან, ფოტო-
სურათებით ხელში, ქუჩებში დაეხეტებოდნენ. ეს გვახსენებდა ომებისა და ბუნებრივი კატასტროფების
თანმდევ ტრაგედიებს. ამასთან, მანჰეტენი, მსოფლიოს ეს ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი ქალაქი, ჩვენ-
თვის ძალიან ძვირფასი იყო.
ადამიანთა ყოველდღიური ყოფის განუყოფელ ნაწილად იქცა მობილური ტელეფონი და, თუ ძალგ-
ვიძს, მას სიცოცხლის უკანასკნელ მომენტებშიც ვიყენებთ. ხუთშაბათს ვუსმენდით, რას ეუბნებოდნენ
ცათამბჯენებში მყოფნი თავიანთ ახლობლებს და გაგვაოცა იმან, რომ ისინი ჩვეულებრივად იქცეოდნენ.
ახალმა ტექნოლოგიამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა ადამიანის მარადიული, უცვლელი არსი.
სან-ფრანცისკოში მყოფ მამაკაცს ეძინა და ვერ გაიგონა ტელეფონის ზარი, ამ დროს კი მას ცოლი ურე-
კავდა მსოფლიო სავაჭრო ცენტრიდან. ქალმა თავის მეუღლეს ბოლო შეტყობინება დაუტოვა ავტომოპა-
სუხეზე. ტელეეკრანზე ვიხილეთ, როგორ ისმენდა ეს მამაკაცი ცოლის უკანასკნელ სიტყვებს. ქალი ტი-
რილით ამბობდა, საშველი არსად ჩანს, ხანძარი მძვინვარებს და კიბით ჩასვლა შეუძლებელიაო. მან
წარმოთქვა სამი სიტყვა, რომლებიც ვერ გააუფასურა ვერც მდარე ლიტერატურამ და ვერც უხამსმა სიმ-
ღერებმა თუ ფილმებმა. ეს სიტყვები იყო: მე შენ მიყვარხარ.
ქალმა ეს მანამ იმეორა, სანამ სატელეფონო კავშირი შეწყდებოდა. ამავეს ეუბნებოდნენ თავიანთ ახლობ-
ლებს გატაცებულ თვითმფრინავებსა და ცეცხლმოდებულ შენობებში მყოფი ადამიანები. მხოლოდ სიყ-
ვარული, შემდეგ კი - სიკვდილი. მკვლელებს მათ სიყვარული დაუპირისპირეს.
კაცობრიობის მეხსიერებას შემორჩა გამოჩენილი პიროვნებების - ჰენრი ჯეიმსის, ნელსონის, გოეთეს -
უკანასკნელი სიტყვები, რომლებიც მათ წარმოთქვეს სიკვდილის წინ. მათში იგრძნობა შერიგება სიკვ-
დილთან, ზოგჯერ კი - არაჩვეულებრივი მხნეობა და შეუპოვრობა. ამასთან, ცათამბჯენებსა და თვითმ-
ფრინავებში მყოფი ადამიანების მიერ ახლობლებისთვის ტელეფონით ნათქვამი უკანასკნელი სიტყვები
გაცილებით უფრო შთამბეჭდავი და დამაჯერებელია.
ისინი გვაიძულებენ, წარმოვიდგინოთ, როგორ მოვიქცეოდით, კატასტროფის ადგილას რომ აღმოვჩენი-
ლიყავით და ახლა ვიცით, რას ვიტყოდით იმ მომენტში.
ჩვენი უმრავლესობა არ მონაწილეობდა იმ საშინელ მოვლენებში. უბრალოდ, ვუყურებდით ტელევი-
ზორს, ვკითხულობდით გაზეთებს, ვუსმენდით რადიოს. გარკვეულად, ნუგეშს გვგვრიდა გამოცდილი
ანალიტიკოსებისა და მეცნიერების გამოსვლები, ხოლო ჟურნალისტების ყბადაღებულმა პროფესიამ
კვლავ დაიბრუნა თავისი კეთილშობილური დანიშნულება ამ ეროვნული ტრაგედიის მომენტში.
ჩემი აზრით, იმ დღეებში არავინ ფიქრობდა წარუმატებელი საგარეო პოლიტიკის, გეოპოლიტიკური
სტრატეგიის ან საბრძოლო ვერტმფრენების ოპერატიული შესაძლებლობების შესახებ. ამის ნაცვლად,
მხოლოდ ნანახის გამო ვდარდობდით და უიმედო ფანტაზიებს ვეძლეოდით. ამერიკელთა უმეტესმა ნა-
წილმა შემდგომშიც ვერ დააღწია თავი შემზარავი მოვლენების შესახებ ფიქრებს. გამუდმებით ვფიქ-
რობდით მომხდარ კატასტროფაზე.
სწორედ ესაა სიბრალულისა და თანაგრძნობის არსი: ღამით, როცა ძილი არ გეკარება, ხედავ, შიშისგან
როგორ ეკვრი თვითმფრინავის ტუალეტის იატაკს და ჩურჩულით გადასცემ უკანასკნელ შეტყობინებას
საყვარელ არსებას. და ესაა თქვენი ყველაზე არსებითი სათქმელი. უნდა იჩქაროთ, სანამ მავანი ბრიყვი
(რომელიც სამოთხეში თავისი ადგილის მოპოვებას ესწრაფვის), კარს შემოანგრევს, ხელს ჩაგავლებთ და
გიბრძანებთ, სავარძელში ჩაჯდეთ. აი, სავარძლის ღვედები. აი, ჟურნალი, რომელსაც კითხულობდით,
სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა.
ამ დეტალების ბანალურობამ შეიძლება გაგაოცოთ. თუ პანიკისგან თავგზა არა გაქვთ აბნეული, ჩაეჭი-
დებით იმედის ნაპერწკალს და ივარაუდებთ, რომ თვითმფრინავის მარჯვე კაპიტანი იატაკიდან ადგე-
ბა, ხმას ამოიღებს და ყოველივე მოგვარდება...
69
ბანდიტებს მგზავრების აზრებისა და განცდების წვდომა რომ შეეძლოთ, თავიანთ საქმიანობას შეწყვეტ-
დნენ. ძნელია სისასტიკის გამოჩენა, თუ ხვდები, რა ხდება შენი მსხვერპლის სულში. ჰუმანურობის სა-
ფუძველს წარმოადგენს საკუთარი თავის წარმოდგენა სხვა ადამიანის ადგილას. ეს თანაგრძნობისა და
ზნეობრიობის ქვაკუთხედია.
ბანდიტებს სჩვევიათ ფანატიკური, ურყევი რელიგიური რწმენა და სიძულვილი სხვა სარწმუნოების
ადამიანთა მიმართ, რაც თრგუნავს თანაგრძნობის ინსტინქტს. მათ ერთ-ერთ დანაშაულად შეიძლება
ჩაითვალოს წარმოსახვის უქონლობა. რაც შეეხება მსხვერპლთ, ისინი, ალბათ, ვერც კი ხვდებოდნენ,
რომ სიყვარულის გამომხატველი აღიარებები მათი სიმამაცის შესანიშნავი გამოხატულება იყო!

2001, 15 სექტემბერი

© “არილი ”

სა ლმა ნ რუშდ ი

მაღ ლა ცის კენ


ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

გასული ნოემბრის ერთ დღეს დიდხანს დავეხეტებოდი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მხრჩოლავი ნანგ-
რევების ირგვლივ. ვაკვირდებოდი ამ შემზარავ სანახაობას და ვესაუბრებოდი ჩემსავით გაოგნებულ
უცნობებს. ვამჩნევდი, როგორ ირეკლებოდა ჩემი დაბნეულობა იმ ადამიანების თვალებში, რომლებსაც
თავდაპირველად, ალბათ, მხოლოდ აქაურობის დათვალიერების სურვილი ამოძრავებდათ და არა უფ-
რო სერიოზული და საპატიო განზრახვა - ქცეულიყვნენ მომხდარი ტრაგედიის მოწმეებად. დავინახე
აგრეთვე მაშველები და მახლობელი მაღაზიებისა და ოფისების თანამშრომლები, რომლებიც ყოველდ-
ღე მოდიოდნენ ნანგრევებთან. ზოგიერთი მაშველი თვალს არიდებდა აუტანელ სურათს, რათა მუშაო-
ბის გაგრძელების უნარი შეენარჩუნებინა. საათების განმავლობაში დავდიოდი და ადამიანების თვა-
ლებში ვეძებდი პასუხს იმ შეკითხვებზე, რომლებიც ყოველ ჩვენგანს აღელვებდა. ჩემი დაკვირვებული
მზერა არავის აღიზიანებდა. იმ დროს მხედველობითი კონტაქტი, უბრალოდ, აუცილებელი იყო და
შვებასაც კი გვგვრიდა.
მაღლა, ცისკენ ავიხედე. ბევრი რამ დაიწერა და ითქვა იმის შესახებ, რაოდენ შემაძრწუნებელი იყო ცა-
თამბჯენების გაუჩინარება ლანდშაფტიდან. ადამიანები თვალებს აცეცებდნენ და ეძებდნენ იმას, რაც
ერთხელ იხილეს. არ სჯეროდათ, რასაც ხედავდნენ. არარსებობა არსებობად იქცა. ნოემბრის ამ დღეს ცა-
რიელი სივრცე თითქოს გამკვრივდა და მაღლა აიზიდა გამქრალ ნაგებობათა შესანაცვლებლად. "აი, აქ
მოხდა ეს", შევახსენე საკუთარ თავს, "ქვემოთ კი არა, იქ, ზემოთ". ანაზდად თვითმფრინავის ხმაური
მომესმა და შევკრთი.

70
ახლა, როცა ქალაქში მსჯელობენ შენობათა რეკონსტრუქციის შესახებ, სულ უფრო ხშირად მახსენდება
ის ილუზია. მახსოვს, აგრეთვე, სენატორ ჩარლზ შუმერის გულისტკივილით აღსავსე კილო, რომლითაც
ის საუბრობდა ქალაქის აღდგენის შესახებ. მაგონდება პოლონეთისა და ინგლისის მიერ ომის შემდგომ
მიღებული გადაწყვეტილებები, აღდგენილიყო ლონდონის პარლამენტის დაბომბილი შენობა და ვარშა-
ვის მიწიდან აღგვილი ცენტრი. ამ ქალაქების მკვიდრნიც ესწრაფოდნენ ვარშავისა და ლონდონის რე-
კონსტრუქციას უწინდებური სახით.
ნიუ-იორკის მცხოვრებთა უმრავლესობა ერთსა და იმავე თვალსაზრისს იზიარებს. მათი შეხედულე-
ბით, ორი ცათამბჯენის ზუსტი აღდგენა გაამთლიანებს ქალაქს. ჩვენ არ შეგვიძლია წარსულის წაშლა,
მაგრამ ძალგვიძს მისი ნაკვალევის აღმოფხვრა.
არსებობს საპირისპირო არგუმენტებიც. "მემორიალისტთა" ჯგუფს, დაღუპულთა ნათესავების მეთაუ-
რობით, სურს, ეს ადგილი წმინდა მიწად გამოაცხადოს. "ანტიკაპიტალისტურად" განწყობილი ადამია-
ნები, რომლებიც დაუკავშირდნენ "მემორიალისტებს", ეწინააღმდეგებიან ექვსი ახალშემუშავებული
პროექტის მიღებას. ისინი არ ეთანხმებიან, აგრეთვე ხელისუფლების მოთხოვნას, რომ შენობებში გან-
თავსდეს იმდენივე ოფისი და სასტუმრო, რამდენიც დანგრეულ ცათამბჯენებში ჰქონდა არენდატორს,
ლარი სილვერსტაინს. "არქიტექტორთა" ჯგუფი ამტკიცებს, რომ უნდა აშენდეს ახალი ტიპის (და არა
ძველი ცათამბჯენების იდენტური) ნაგებობები. ბოლოს, იმ ჯგუფს, რომელიც უფრთხის მომავალ სა-
შიშროებებს, სჯერა, რომ ცათამბჯენების აშენება გამოიწვევს ტერორისტთა ახალ იერიშებს, და რომ აქ
არავინ მოინდომებს მუშაობას.
მალე განიხილება ცათამბჯენთა ექვსი პროექტი, რაშიც მონაწილეობას მიიღებენ ზემოჩამოთვლილი
(და, აგრეთვე, სხვა) ჯგუფები? არ უნდა დავივიწყოთ გუბერნატორ ჯორჯ პატაკის წინადადებაც, იმის
შესახებ, რომ აქ საერთოდ არაფერი არ უნდა აშენდეს. ვფიქრობ, აზრთა მთელი ამ სხვადასხვაობის შე-
დეგად მივიღებთ ახალ ქვემო მანჰეტენს, ის კი (თუ ინგლისურ ანდაზას გავიხსენებთ), იქნება ერთგვა-
რი მრავალკუზიანი აქლემი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა საერთო ძალისხმევით დახატული ცხე-
ნი.
თუ ეს მოხდება, მაშინ ჩემი საკუთარი წარმოდგენა რეკონსტრუქციის შესახებ ხორცშესხმას ჰპოვებს,
სულ ცოტა, ერთზე მეტ პროექტში. სწორედ ნოემბრის იმ დღეს გავიფიქრე, რომ იქ უნდა აშენებულიყო
რაღაც გრანდიოზული (სასურველია, ახალი ნაგებობები ძველ ცათამბჯენებს ჰგავდნენ, გარეგნულად
მაინც). მსოფლიო სავაჭრო ცენტრის აფეთქება სიმბოლური ქმედება გახლდათ, რასაც ჩვენი სიმბოლუ-
რი რეაგირება უნდა მოჰყვეს. კარგი იქნება, აიგოს ახალი 110 სართულიანი ცათამბჯენი (ან ორი ცათამბ-
ჯენი), რომლის ზედა 30 ან 40 სართულს ცარიელი სივრცე დაიკავებს, გიგანტური ატრიუმის მსგავსად.
ამ მემორიალის კედლებზე უნდა აღინიშნოს დაღუპულთა გვარები, როგორც ეს გაკეთდა ვაშინგტონში,
ვიეტნამის ომის მემორიალში. შესაძლოა, ჩემი წინადადება მისაღები იყოს ყველა ჯგუფისთვის.
შემთხვევით გავიგე, რომ ჩემი მეგობარი, ინგლისელი მხატვარი ბრაიან კლარკი კონსულტაციას უწევდა
ლარი სილვერსტაინსა და არქიტექტორთა მის ჯგუფს. კლარკს ჩემი იდეა ძალზე მოეწონა და დამპირ-
და, რომ შეეცდებოდა მის ხორცშესხმას.
პირადად მე არაფერი შემატყობინეს, მაგრამ ახლა ვიცი, რომ, ერთ-ერთი საგაზეთო ცნობის თანახმად,
"მემორიალური ცათამბჯენის პროექტი წარმოადგინა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის არენდატორმა ლარი
სილვერსტაინმა. 110-სართულიანი შენობის ზედა 40 სართულს დაიკავებს ცარიელი სივრცე". გავვოც-
დი. ვცადე, გამერკვია, იყო თუ არა ეს ჩემი იდეის ვარიანტი, მაგრამ ვერაფერი გავიგე. თუმცა, ბოლოს
და ბოლოს, სულ ერთია, ვის ეკუთვნის ზემოაღნიშნული ჩანაფიქრი. ჩემი აზრით, ის მართლაც მოსაწო-
ნია.
უფრო არსებითია, დროულად გავიაზროთ, რას ვაგებთ - ნეკროპოლს თუ ფენიქსს. ვფიქრობ, შრომის-
მოყვარე ადამიანები, რომლებიც აქ ბეჯითად მუშაობდნენ, იმსახურებენ, რომ აღდგენილ იქნას ეფექ-
ტური სამუშაო გარემო და გამთლიანდეს ის ქალაქი, რომელიც მათ ესოდენ უყვარდათ.
ეს, ალბათ, გაცილებით უკეთესი მემორიალი იქნება, ვიდრე - ნებისმიერი ქანდაკება, სკვერი ან ატრიუ-
მი და უწინდებურად მომხიბვლელი ქვემო მანჰეტენი კვლავ გახედავს ნიუ-იორკს - ის ხომ ყოველთვის
71
მომავლისკენ იყურებოდა და არა - წარსულისკენ.
27 ივლისი, 2002 წელი
© “არილი ”

ჯონ აპდ აი კი

სი ცოც ხლე გრძელ დე ბა

დიადი და შემზარავი სანახაობის უეცარი ხილვისას, ჩვეულებრივ, ვცდილობთ ხოლმე, არ დავიყვანოთ


ის საკუთარ უმნიშვნელო მასშტაბებამდე. ბრუკლინში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მისულმა,
მეათე სართულის გადასახედიდან დავინახე, როგორ ჩამოინგრა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობები
და ამ სანახაობის მოჩვენებითი მინიატურულობის შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ტელეკადრებს ვუყუ-
რებდი. საბიბლიოთეკო ოთახიდან ოთხი წლის გოგონამ და მისმა ძიძამ დაგვიძახეს და ფანჯრიდან
გვაჩვენეს ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავიდან ამოსული კვამლი. თავდაპირველად კი არ შეგვეშინ-
და, არამედ, უბრალოდ, დავინტერესდით. უღრუბლო ცაზე კვამლი ზემოთ მიიკლაკნებოდა, ხოლო შე-
ნობის გოფრირებულ ფასადზე უცნაური, მელნისფერი ჩქერები ჩამოედინებოდა. მსოფლიო სავაჭრო
ცენტრი მკრთალად მოჩანდა ქვედა მანჰეტენის ფონზე, რომლის ოცდაათიან წლებში აშენებულ ცათამბ-
ჯენებში შერწყმული იყო პოსტმოდერნის წინამორბედი პერიოდისთვის დამახასიათებელი თვალის-
მომჭრელი სიდიადე და არქიტექტურული სამშვენისების ზომიერება. როდესაც მეორე ცათამბჯენსაც
ცეცხლი მოედო, თვალებს არ დავუჯერეთ. რა თქმა უნდა, ტექნოკრატიას, რომლის სიმბოლოებსაც ეს
ცათამბჯენები წარმოადგენდნენ, უნდა ეპოვა საშუალებები ცეცხლის ჩასაქრობად და ტრაგედიის თავი-
დან ასაცილებლად.
სწორედ მაშინ, როდესაც ცოლთან ერთად ბრუკლინის შენობის სახურავიდან მანჰეტენს ვაკვირდებო-
დი, სამხრეთით განლაგებული ცათამბჯენი უეცრად მთლიანად ჩამოინგრა. ის ლიფტივით, ვერტიკა-
ლურად ჩამოიქცა, ზრიალითა და გუგუნით. მივხვდით, რომ შევესწარით ათასობით ადამიანის სიკვ-
დილს და ერთმანეთს ჩავეკარით, თითქოს ჩვენც იგივე ბედი გველოდა. ისტ-რივერის გასწვრივ აღმარ-
თულ კრიალა შენობათა შორის ცარიელი სივრცე გაჩნდა. ქარს ოკეანისკენ მიჰქონდა მოყვითალო კვამ-
ლი, ლურჯ ცაზე კი არც ერთი რეაქტიული თვითმფრინავის ნაკვალევი არ შეიმჩნეოდა. ქვედა მანჰეტე-
ნი მტვერმა დაფარა. მეორე ცათამბჯენის ჩამონგრევა ტელევიზიით ვნახეთ და არაერთხელ ვიხილეთ,

72
როგორ ირყეოდა და ძირს ეცემოდა აფეთქებული შენობა, კოშმარული ბალეტის მსგავსად.
კოშმარი დამთავრდა. დაღუპულნი ნანგრევებქვეშ დარჩნენ. უკანასკნელ სატელეფონო შეტყობინებებში
სიმშვიდე და სიყვარული გამოსჭვიოდა (ბევრი მათგანი განმეორებით მოვისმინეთ). თვითმფრინავის
ხმაური შიშს გვგვრის - იმ ფანატიკოსთა თანამოაზრეებმა, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს იმქვეყნიუ-
რი სასუფევლის მოსაპოვებლად, შეიძლება, კვლავ ცოდვა დაატრიალონ. ჩვენ კი უნდა აღვასრულოთ
ამქვეყნიური ვალდებულებები: აღვადგინოთ შენობები, დავმარხოთ მიცვალებულები და მეტი სიფრ-
თხილე გამოვიჩინოთ. ერთი სიტყვით, სიცოცხლე გრძელდება.
შეილახა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ანუ ჩვენი სიამაყის ერთ-ერთი საგანი. განა შეგვიძ-
ლია, გულწრფელად ვამტკიცოთ, რომ ვერც ერთი მომავალი კამიკაძე ვერ შეძლებს ფლორიდის საფრე-
ნოსნო სკოლაში ჩაწერას? ერთ-ერთი ეჭვმიტანილი პირის ფლორიდელი მეზობელი იხსენებს: "მან
თქვა, რომ ესაა ძალზე დაუცველი ქვეყანა, და რომ შეუძლია, წავიდეს ყველგან - ხელს ვერავინ შეუშ-
ლის". ამ პირის უცნაურ აღიარებაში, შესაძლოა, იგრძნობა თხოვნა მის ქმედებათა შეჩერების შესახებ.
უცნაურია აგრეთვე ცაში გამეფებული სიჩუმე, მაგრამ ამერიკის ცა კვლავ უნდა დასერონ თვითმფრინა-
ვებმა. რისკი თავისუფლების საფასურია და ახლა, შუადღისას, როდესაც ბრუკლინში დავდივარ, როდე-
საც ჰაერში ფერფლი დაფრინავს, ხოლო მონტეგიუ-სტრიტის ქუჩის კაფეებში ადამიანები ჩვეულებისა-
მებრ საუზმობენ, ვფიქრობ, რომ მართლაც ღირს ბრძოლა თავისუფლებისათვის. აქ, ადამიანებს შორის,
მისი ღირებულება ძალზე მძაფრად შეიგრძნობა.
მეორე დილას დავბრუნდი იმ სახლში, საიდანაც ცათამბჯენის ჩამონგრევა ვიხილე. დილის მზის სხივე-
ბი ირეკლებოდა შენობათა ფასადებზე. რამდენიმე გემი დინჯად მიცურავდა მდინარეზე, ნანგრევებს
ჯერ კიდევ კვამლი ასდიოდა, მაგრამ ნიუ-იორკი დიდებულად გამოიყურებოდა.

2001, სექტემბერი

ორ ჰა ნ პამ უკ ი

და მცი რე ბულ თა რი სხვა

სახელგანთქმული თურქი მწერლის, ორჰან პამუკის (დ.1952) ეს წერილი 2001 წლის 15 ნოემბერს
დაიბეჭდა The New York Book Review-ში.

73
ხშირად მიფიქრია, რომ უბედურება აახლოებს ადამიანებს. ბავშვობისას, როდესაც ცეცხლმოკი-
დებული სტამბული ვნახე და ორი წლის წინანდელი მიწისძვრის დროსაც, ინსტინქტურად ვუ-
ზიარებდი ჩემს გრძნობებს თავზარდაცემულ ადამიანებს. მაგრამ როდესაც სტამბულის პატარა
ყავახანაში, მეეტლებთან და მეკურტნეებთან ერთად, ტელეეკრანზე ვიხილე ნიუ-იორკის ორი ცა-
თამბჯენის აფეთქება, უკიდურესი მარტოობის შეგრძნება დამეუფლა.
როგორც კი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობას მეორე თვითმფრინავი დაეჯახა, თურქეთის სა-
ტელევიზიო არხებმა დაიწყეს რეპორტაჟი მოვლენათა ადგილიდან. ყავახანაში შეკრებილ ხალხს
გადავხედე და დავრწმუნდი, რომ ისინი განცვიფრებულნი იყვნენ, მაგრამ არ აღშფოთებულან.
რაღაც მომენტში მინდოდა მათთვის მეთქვა, რომ სამი წელი გავატარე მანჰეტენზე და არაერ-
თხელ ვყოფილვარ ამ ცათამბჯენებში, მაგრამ ხმა არ ამომიღია - მარტოობის მძაფრმა შეგრძნებამ
დამადუმა. აღარ ძალმიძდა შემზარავი რეპორტაჟის ყურება და ქუჩაში გავედი, თანაც მწადდა,
საკუთარი განცდები სხვებისთვის გამეზიარებინა. სანაპიროზე, ბორანის მომლოდინე ხალხში,
შევნიშნე აქვითინებული ქალი, მაგრამ მისი გამომეტყველების მიხედვით ვიაზრე, რომ ის მანჰე-
ტენში დაღუპულ ადამიანებს კი არ დასტიროდა, არამედ ფიქრობდა, ქვეყნის აღსასრული დად-
გაო. მახსოვს, ჩემი ბავშვობისას, შიშობდნენ, რომ კუბის კრიზისი მესამე მსოფლიო ომში გადაიზ-
რდებოდა. მაშინ ვნახე ასეთივე თავზარდაცემული ქალები, ხოლო საშუალო შეძლების სტამბო-
ლელები ოსპსა და მაკარონს იმარაგებდნენ.
ყავახანაში დავბრუნდი და გაფაციცებით ჩავაშტერდი ტელეეკრანს. მოგვიანებით, როდესაც ქუ-
ჩაში გავედი, ჩემს ერთ-ერთ მეზობელს შევხვდი. მან მკითხა: "ხომ ნახეთ, როგორ დაბომბეს ამე-
რიკა?" და ღვარძლიანად დასძინა: "სწორადაც მოიქცნენ".
ეს გულმოსული ბერიკაცი თავგადადებული რელიგიური ფანატიკოსი როდი გახლდათ. ის თავს
ირჩენდა წვრილმანი სარემონტო სამუშაოთი და მებაღეობით, ყოველ საღამოს თვრებოდა და
ცოლს ეკინკლავებოდა. მას ჯერ არ ენახა შემაძრწუნებელი ტელერეპორტაჟი. უბრალოდ, ყური
მოეკრა, რომ ამერიკაში საშინელი რამ მოხდა. იმ პერიოდში თურქეთში საუბრობდნენ "მხეცური"
ტერორისა და "აღმაშფოთებელი" თავდასხმის შესახებ. ამასთან, უდანაშაულო ადამიანთა მკვლე-
ლობის შესახებ მსჯელობა მთავრდებოდა "მაგრამ"-ით, რასაც მოსდევდა ამერიკის პოლიტიკური
და ეკონომიკური კურსის კრიტიკა.
მსოფლიოში, ამერიკის როლის განხილვისას, ტერორისტთა თვალსაზრისის (რომელიც ემყარება
"დასავლეთისადმი" სიძულვილს) გათვალისწინება, ალბათ, მორალურად გამართლებული არაა,
მაგრამ ტერორის საზარელი აქტებით სამართლიანი აღშფოთებისა და ნაციონალისტური განწყო-
ბილებების გაღვივების დროს შეიძლება გაისმას ისეთი სიტყვები, რომლებიც მიგვიყვანს სხვა
უდანაშაულო ადამიანთა მკვლელობამდე.
ყველა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბოლოდროინდელი დაბომბვები, აგრეთვე - ავღანეთ-
სა და მსოფლიოს სხვა კუთხეებში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვა (რასაც ამერიკელები სჩა-
დიან შურისძიების მიზნით) გააძლიერებს დაძაბულობას აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ანუ ის-
ლამსა" და "ქრისტიანულ სამყაროს" შორის. ეს ხელს შეუწყობს ტერორიზმის მასშტაბების გაფარ-
თოებას, რის აღკვეთასაც მიზნად ისახავს ამერიკელთა საომარი ქმედებები. ამჟამად მორალურად
შეუძლებელია მსჯელობა მსოფლიოში ამერიკის ბატონობის საკითხზე, რადგან დღის წესრიგში
დადგა გაცილებით უფრო აქტუალური რამ: ტერორისტების უმაგალითო სისასტიკე. ამავდროუ-
ლად, გასათვალისწინებელია იმ სიძულვილის მიზეზები, რომელსაც განვითარებად ქვეყნებში
მცხოვრები მილიონობით ადამიანი განიცდის ამერიკის მიმართ.
ამასთან, მსგავსი განწყობილებები ყოველთვის როდი იმსახურებს თანაგრძნობას. საყურადღებოა
ისიც, რომ მესამე სამყაროს ქვეყნებსა და ისლამურ სახელმწიფოებში, ანტიამერიკული განწყობი-
ლებები ხშირად გამოიყენება დემოკრატიის დეფიციტის შენიღბვისა და ადგილობრივ დიქტა-
ტორთა ძალაუფლების განმტკიცების მიზნით. ზოგიერთი სახელმწიფო, მაგალითად, საუდის
არაბეთი, თითქოს ცდილობს, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ ისლამი და დემოკრატია ურთიერთ-
74
შეუთავსებელია, ეს კი ხელს უშლის სამოქალაქო დემოკრატიის დამკვიდრება-განვითარებას ას-
ეთ ქვეყნებში. ანალოგიურად, მტრული დამოკიდებულება ამერიკის მიმართ (მაგალითად, თურ-
ქეთში) საშუალებას აძლევს ქვეყნის მმართველ წრეებს, გაფლანგონ (კორუფციისა და არაკომპე-
ტენტურობის მიზეზით) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან მიღებული თანხები და
ასეთი გზით შენიღბონ ღრმა უფსკრული ღატაკებსა და მდიდრებს შორის.
აშშ-ში ამჟამად ბევრი ადამიანი უჭერს მხარს საბრძოლო იერიშებს, რომელთა ამოცანას შეადგენს
ქვეყნის საომარი ძალმოსილების დემონსტრაცია და ტერორისტების "მორჯულება". ზოგიერთი
ტელეკომენტატორი ხალისით მსჯელობს ამერიკული თვითმფრინავების მიერ მშვიდობიანი მო-
ქალაქეების დაბომბვის შესახებ. ისინი მხოლოდ ამძაფრებენ მტრულ გრძნობებს ამერიკის მი-
მართ, რომელთაც განიცდიან ისლამურ ქვეყნებსა და მსოფლიოს ღარიბ რეგიონებში მცხოვრები
დამცირებული და ღირსებაშელახული ადამიანები.
არც ისლამი და არც სიღარიბე, თავისთავად, არ უქმნის ხელსაყრელ პირობებს კაცობრიობის ის-
ტორიაში უპრეცედენტო ტერორიზმს. მისი საფუძველია დამცირებული მდგომარეობა, რომელ-
შიც იმყოფებიან მესამე სამყაროს ქვეყნები.
ღარიბებსა და მდიდრებს შორის არსებული უფსკრული ამჟამად უკიდურესად ფართოა. შეიძლე-
ბა ვამტკიცოთ, რომ მდიდარი სახელმწიფოების დოვლათი მათ საკუთარ მონაპოვარს წარმოად-
გენს, რაც არ უნდა აღელვებდეს ღარიბ ქვეყნებს. მაგრამ ამ უკანასკნელთ არასოდეს უნახავთ ეგ-
ზომ თვალსაჩინოდ, როგორია ფუფუნებაში ცხოვრება, რასაც აკვირდებიან ტელევიზიისა და ჰო-
ლივუდის ფილმების მეშვეობით. შეიძლება აგრეთვე ითქვას, რომ ზღაპრები "მეფეთა ცხოვრე-
ბის" შესახებ ანუგეშებს ღატაკებს. ამასთან, გაცილებით უარესია, რომ მსოფლიოს მდიდარი და
ძლიერი სახელწიფოების "სიმართლე" და "კეთილგონიერება" ესოდენ ხაზგასმულია.
სადღეისოდ მაჰმადიანური ღარიბი, არადემოკრატიული ქვეყნის (ისევე, როგორც - ყოფილი სო-
ციალისტური რესპუბლიკის ან მესამე სამყაროს რომელიმე სახელმწიფოს) რიგითი მოქალაქე
ხვდება, რაოდენ უმნიშვნელოა მისი წილი მსოფლიო დოვლათში, მან იცის, რომ მისი ცხოვრების
დონე გაცილებით დაბალია "დასავლურთან" შედარებით. იმავდროულად, ასეთი ადამიანი აც-
ნობიერებს, რომ მისი სიღატაკის მიზეზს წარმოადგენს საკუთარი (ან წინაპრების) უნიათობა და
არასრულფასოვნება. დასავლეთის სამყაროსთვის, ალბათ, გაუგებარია დამცირების დამთრგუნ-
ველი შეგრძნება, რომელსაც განიცდის დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობა. საჭიროა ამ გან-
ცდის დაძლევა, იმგვარად, რომ მათ არ დაკარგონ საღი განსჯის უნარი და თავი აარიდონ ტერო-
რიზმის, ნაციონალიზმისა და ფუნდამენტალიზმის საფრთხეს. ამ მტანჯველ განცდებს ვერ
სწვდებიან ვერც რეალისტური რომანები, რომელთა მიხედვით, სიღარიბესა და უმეცრებას გარკ-
ვეული ხიბლი გააჩნიათ, ვერც - ეგზოტიკური სათავგადასავლო ნაწარმოებები, თუმცა ადამიან-
თა უმეტესი ნაწილი სულიერ სიღატაკეს განიცდის. დასავლეთმა ის კი არ უნდა იკვლიოს, რომე-
ლი ტერორისტი ამზადებს ბომბს ამა თუ იმ კარავში ან გამოქვაბულში, არამედ - უნდა გაუგოს
ღარიბებსა და დამცირებულებს, რომლებიც არ წარმოადგენენ დასავლური სამყაროს წევრებს.
საომარ მოწოდებებს, ნაციონალისტურ გამოსვლებსა და საომარ ოპერაციებს საპირისპირო შედე-
გი მოსდევს ხოლმე. დასავლეთის სახელმწიფოთა მრავალი აქცია და პოლიტიკური ნაბიჯი არღ-
ვევს მშვიდობას მსოფლიოში. ასეთია, მაგალითად, ახალი სავიზო შეზღუდვები, აგრეთვე - იძუ-
ლებითი ღონისძიებები, რომლებიც ხელს უშლის მაჰმადიანებისა და ღარიბი ქვეყნების მცხოვ-
რებთა ემიგრაციას; დამახასიათებელია სიძულვილი მაჰმადიანობისა და, საერთოდ, არადასავ-
ლური რელიგიების მიმართ, აგრეთვე - აგრესიული გამოთქმები, რომელთა მიხედვით, მთელი
ისლამური ცივილიზაცია ტერორისა და ფანატიზმის საუფლოს წარმოადგენს. რამ აიძულა უპო-
ვარი სტამბოლელი ბერიკაცი, არაფრად ჩააგდო ტერორისტთა გამოხდომები ნიუ-იორკში? რა-
ტომ სცემენ თაყვანს პალესტინელი ჭაბუკები თალიბებს, რომლებიც აზოტმჟავას ასხამენ ჩადრ-
მოხდილ ქალებს? ამის მიზეზი არ გახლავთ არც ისლამი, არც (იდიოტური გამოთქმის თანახმად)
"დაპირისპირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის". მისი საფუძველია ადამიანთა ურთიერ-
75
თგაგების დეფიციტი.
წარჩინებული საზოგადოებრივი ფენის განათლებულ წარმომადგენელთა აღიარებით, თურქე-
თის რესპუბლიკა არ ცდილობს, გაუგოს საზოგადოების ღარიბ წევრებს, არამედ - მიმართავს იძ-
ულებით იურიდიულ ღონისძიებებს, აკრძალვებსა და სამხედრო რეპრესიებს. მოდერნიზაცია
ბოლომდე ვერ განხორციელდა, ამიტომ, თურქეთი იქცა მხოლოდ შეზღუდული დემოკრატიის
სახელმწიფოდ. ამჟამად, როდესაც გვესმის მოწოდებები დასავლეთისა და აღმოსავლეთის საომა-
რი დაპირისპირების შესახებ, ალბათ, ბევრი ქვეყანა აღმოჩნდება თურქეთის მდგომარეობაში,
რომელსაც თითქმის პერმანენტულად მართავს სამხედრო კანონი. ვშიშობ, რომ თვითკმაყოფილი
და ფარისევლური დასავლური ნაციონალიზმი, საბოლოოდ იმის მტკიცებას დაიწყებს, რომ ორს
პლუს ორი უდრის ხუთს (დოსტოევსკის რომანის - "ბარათები იატაკქვეშეთიდან" - გმირის მსგავ-
სად, რომელიც კიცხავს დასავლურ "გონს"). არაფერი ისე არ გააძლიერებს "ისლამისტების" ქმე-
დებებს, როგორც - მსოფლიოს დამცირებულ მოქალაქეთა ინტერესების გაუთვალისწინებლობა
დასავლეთის მიერ.

სტამბული, 2001 წ. 8 ოქტომბერი

76