ჯეპრას თანამშრომლების სახელმძღვანელო სოციალურ მედიაში

ვერსია #0.1.
სოციალური მედიის მზარდმა პოპულარობამ მრავალი კომპანია დააინტერესა და
დაარწმუნა მის სარგებლიანობაში. დღესდღეობით ყველა წამყვანი, თუ საშუალო ფირმა
თავის პოლიტიკას ამ ქსელზე დაყრდნობით აგებს. მისი მეშვეობით კომუნიკაცია უფრო
მარტივი და აქტიური გახდა, რამაც კომპანიებს ახალი გამოწვევები შესთავაზა.
პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრა ერთ–ერთი პირველია
საქართველოში, რომელმაც ქართულ ინტერნეტსივრცეში სოციალური მედიის
განვითარებაზე დაიწყო ზრუნვა.
სოციალური მედიის პოლიტიკა შემუშავდა Porter Novell, SHIFT Communication–სა და IPR–
ის დირექტივებზე დაყრდნობით და დაეფუძნა ჯეპრას სოციალური კომუნიკაციის
ინტერესებს.
აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა ჯეპრას სოციალური მედიის კონსულტანტების
თინათინ სამყურაშვილისა და ზურაბ ბალანჩივაძის მიერ.
ვაცნობიერებთ, რომ როგორც პიარ პროფესიონალები ჩვენ განსაკუთრებულ
მდგომარეობაში ვართ: ერთის მხრივ, ჩვენი მოვალეობა ჩვენი კლიენტების
საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების მართვა და გაძღოლა, რაც გარკვეულ
შეეთიკურ შეზღუდვებს გვიწესებს სოციალურ მედიაში საქმიანობისათვის, ხოლო მეორეს
მხრივ, ჩვენ პატივს ვცემთ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს ადამინის უფლებათა
და თავისუფლებათა შესახებ, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციისა და
საერთაშორისო აქტების მიხედვით. ამ გამოწვევის საპასუხოდ, ჩვენი მიზანია, სოციალურ
მედიაში კომპანია იყოს წარმოდგენილი აქტიური ფორმებით და რამდენიმე
მნიშვნელოვანი პროექტი ამ სფეროში თავადაც განახორციელოს. სოციალურ მედიაში
ჩვენი მოქმედების პლატფორმა მთლიანად ეყრდნობა საერთაშორისო სტანდარტად
მიჩნეულ დებულებებს: http://creativecommons.org/licenses/by/3.0/.
ჩვენი პრინციპები ამ ეტაპზე ჩამოყალიბებულია. მოხარული ვიქნებით, თუ
დაგვეხმარებით და გაგვიზიარებთ გამოცდილებას ჩვენი პოლიტიკის დახვეწის მიზნით.

 მაქსიმალური აქტიურობა
მნიშვნელოვანია
 კომპანიის პროდუქტის/სერვისის აღწერილობისა ან მიმოხილვის სხვადასხვა
სოციალურ საიტებზე პრომოუშენი
 მონაწილეობის მიღება პროფესიასთან თუ დარგთან დაკავშირებულ სხვადასხვა
ფორუმებზე არსებულ დისკუსიებში
 მონაწილეობის მიღება ონლაინ გამოკითხვებში

სიფრთხილის გამოჩენა
იმის გათვალისწინებით, რომ ზღვარი პირად ცხოვრებასა და სამუშაოს შორის
თითქმის აღარ არსებობს, ყურადღება მიქციეთ თითოეულ თქვენს გამონათქვამს
თუ ციტატას.

ინფორმაციის გამჭვირვალობა
 ნააზრევის გამოქვეყნებამდე უნდა გადამოწმდეს ყველა სახის ინფორმაცია
და მიეთითოს ინფორმაციის წყარო
 ციტატის გამოყენების შემთხვევაში სავალდებულოა წყაროს მითითება

დაუშვებელია
 ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის კომპანიის სხვადასხვა სოციალურ
ქსელებზე განთავსება
 პლაგიატორობა
 სხვისი კომენტარის გაქილიკება
 შეურაცხმყოფელი, ან უცენზურო სიტყვებით საუბარი
 პორნოგრაფიული და ძალადობრივი საიტების ლინკების მითითება
 ანონიმური კომენტარების დატოვება
 სხვა კომპანიის რეპუტაციის შელახვა
წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს ნებართვას, ამოშალოს თქვენ მიერ გავრცელებული
ნებისმიერი ინფორმაცია კომპანიის სოციალური მედიის საიტებიდან და გაანთავისუფლოს
თანამშრომელი დაკავებული თანამდებობიდან. სოციალური მედიის თანამშრომლების
სახელმძღვანელო, სპეციალური დანართის (ისევე როგორც ეთიკის კოდექსი) სახით, შესულია
ჯეპრას შრომით კონტრაქტებში.

სოციალური მედიის არასწორმა გამოყენებამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს როგორც
კომპანიას, ისე მის თანამშრომლებსაც. ვინაიდან ჯეპრას სოციალურ ქსელში
ჩართულობას, კომპანიის სოციალური მედიის კონსულტანტები უზრუნველყოფენ,
პასუხისმგებლობის დიდი წილი მათ ეკისრებათ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჯეპრას
სოციალური მედიის პოლიტიკა სწორად დაიგეგმოს და გაზიარებულ იქნას ყველა
თანამშრომლის მიერ.

ჩვენი მიზანია,
 ვიყოთ გამჭვირვალენი
ჩვენი გულწრფელობა აისახება ჯეპრას სოციალური მედიიის გარემოში. აქედან
გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მივუთითოთ ჩვენი ვინაობა, საქმიანობის სფერო და
კომპანია, რომელშიც ვმუშაობთ.
 ვიყოთ აუთენტურები
გავმიჯნოთ პირადი მოსაზრებები კომპანიის ოფიციალური შეხედულებებისაგან.
ყოველთვის მივუთითოთ, პირადია ეს თუ ის მოსაზრება, თუ ის კომპანიას ეკუთვნის.
 ვიყოთ თანამიმდევრული
ვწეროთ
ლაკონიური
და ღირებული
შინაარსის
მქონე
წინადადებებით.
გამოქვეყნებამდე გადავამოწმოთ ინფორმაცია, მივუთითოთ წყაროს ბმული
და
შევასწოროთ კომენტარი ორთოგრაფიული, პუნქტუაციური და სტილისტური კუთხით.

გვახსოვდეს, რომ ჩვენს მიერ გამოქვეყნებული ყოველი ინფორმაცია საჯაროა და
ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისათვის.
 ვაღიაროთ შეცდომები
დაშვებული შეცდომა გავასწოროთ მყისიერად და მადლობა გადავუხადოთ
მკითხველს ყურადღებისათვის.
 შევინარჩუნოთ კონფიდენციალურობა
კომპანიის შიდა ან პირადი ინფორმაციის გამოქვეყნებისას ვიმოქმედოთ
თანამშრომელთა საერთო მოსაზრების გათვალისწინებით, კომენტარის გაკეთებისას,
ვითხოვოთ ნებართვა კომპეტენტური პირისაგან. დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი
ნამოქმედარი ზიანს არ მიაყენებს კომპანიის კომერციულ საქმიანობას და რეპუტაციას.
 ვიყოთ თავაზიანები
კონსტრუქციულად ვესაუბროთ მათ, ვინც არ იზიარებს ჩვენს მოსაზრებებს და
რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები გააჩნია.

 მოვეკიდოთ საქმეს პასუხისმგებლობით
რადგან თითოეული გამოქვეყნებული კომენტარი გვაკისრებს ვალდებულებას,
როგორც საკუთარი თავის, ისე კომპანიის წინაშე. არასოდეს წარმოვადგინოთ
საკუთარი თავი, ან კომპანია ისე, რომ ამით სხვა შეცდომაში შევიყვანოთ. გვახსოვდეს,
რომ ჩვენ მიერ გაცემული ნებისმიერი არასწორი ინფორმაცია შესაძლებელია,
კომპანიის საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული. ნებისმიერი ინფორმაცია უნდა
ეთანადებოდეს ჯეპრას ეთიკის კოდექსის, ბრენდირების წესებისა და შინაგანაწესის
პრინციპებს.
 დავფიქრდეთ, სანამ გამოვაქვეყნებთ
არ ავყვეთ ემოციებს. შევეცადოთ, რომ ჩვენი კომენტარი ნეიტრალური პოზიცის
გამომხატველი იყოს. ვისაუბროთ ფაქტებზე დაყრდნობით და დიპლომატიურად
მივუდგეთ საკითხს.
 არასდროს
გამოვაქვეყნოთ ჩვენი კომპანიის სახელით კომენტარი რაიმე სახის დავასა თუ
სასამართლო პროცესსთან დაკავშირებით. ჯეპრაში ამ საკითხებზე კომენტარისათვის
უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მისი აღმასრულებელი დირექტორი.
 არ გამოვეხმაუროთ
სოციალურ მედიაში წამოჭრილ ისეთ თემებს, რომლებშიც განიხილება ამა თუ იმ
კომპანიის კრიზისული მდგომარეობა.
 არ განვათავსოთ
კომპანიის ლოგო პერსონალურ ონლაინ საიტებზე. ნუ გამოვიყენებთ კომპანიის
სახელს პირადი სარგებლისთვის.
 მოვიპოვოთ ღირებული წევრის სტატუსი
სოციალურ მედია ქსელებში (ფეისბუქი, ტვიტერი, ლინკედინი და ა.შ) ვწეროთ იმ
თემებზე, რომლებშიც კომპეტენტურნი ვართ.
 გავითვალისწინოთ ეთიკის კოდექსები
გავეცნოთ საიტებზე განთავსებულ მოხმარების
კეთილსინდისიერად.

წესებს,

რათა

ვიმოქმედოთ

Sign up to vote on this title
UsefulNot useful

Master Your Semester with Scribd & The New York Times

Special offer for students: Only $4.99/month.

Master Your Semester with a Special Offer from Scribd & The New York Times

Cancel anytime.