You are on page 1of 5

ენა ვერ განიხილება ოდენ დამოუკიდებელ სისტემად

,
ვერც ოდენ საზოგადოებრივ მოვლენად_ ეთნოსის თუ
სოციუმის მახასიათებლად, ვერც ოდენ კულტურულ,
სულიერ ღირებულებად _ ,,ენა სულია ერისა” (ჰუმბოლდტი)
,,განსხვავებით ცხოველისაგან, რომელიც ორ განზომილებაში _ დროსა და
სივრცეში _ ცხოვრობს, ადამიანი ცხოვრობს სამ განზომილებაში _ დროში,
სივრცეში და ენაში.“
/ჯემალ ქარჩხაძე/
ადამიანი არსებობს ენაში, ენის არსებობა დროსა და სივრცეში
გულისხმობს ადამიანის არსებობას დროსა და სივრცეში. ყველა სხვა ცოცხალი
არსებისგან განსხვავებით ის მეტყველია. ეს ღვთიური ნიჭიცაა და ტვირთიც.
გახსოვთ ილია ჭავჭავაძის გუთნისდედა როგორ მიმართავს ლაბა-ხარს: „შენ
პირუტყვი ხარ და მე მეტყველი...“ უ-ტყვ-ი და მე-ტყვ-ელ-ი, ხოლო მეტყველების
ინსტრუმენტი სი-ტყვ-ა. სიტყვას აქვს თავისი მახასიათებელი. ასე განსაზღვრავს
სულხან-საბა: ,,სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი“. საქმის უკან დგას
ადამიანი, ის, ვინც საქმიანობს, მქმნელია, შემომქმედია... არც ადამიანი ანუ
საქმე ვარგა სიტყვის/აზრის გარეშე და არც სიტყვა/აზრი ადამიანის გარეშე.
უფრო მეტიც, „პირველითგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი არს ღმერთი“, _ ეს უკვე
ბიბლიაა, იოანეს სახარება. ხოლო შესაქმეში წერია: „უფალმა თქვა: იქმენ
ნათელი! და იქმნა ნათელი.“
მაშ ასე: სამყარო არსებობს დროსა და სივრცეში, მაგრამ ამ
განზომილებებს იქით არსებობს ადამიანური და ამავდროულად ღვთიური
განზომილება - ენა და მასშია განსხეულებული სამყარო.
ენა არის ის, რაც ადამიანს ქმნის ადამიანად.
ენა თუ თავად ადამიანია და ენის, იგივე ადამიანის/ეთნოსის/ერის
ისტორია დროითი განზომილებაა, ადამიანის გარემომცველი ბიოგეოგრაფია _
სივრცითი განზომილებაა. ამ მთლიანობის გამო თქვა ვაჟა-ფშაველამ:
,,მადლი შენ, ყველა ერთმანეთს
უფალო, დაუმონია;
ამაზე ტურფა და კარგი
მე სხვა აღარა მგონია”.
ამდენად, ბიოლოგიური სამყაროს სხვა წარმომადგენლებთან ადამიანს
აერთიანებს თანდაყოლილი რეფლექსები და ინტუიცია, ის, რომ მას შეუძლია
თავისი არსებობისათვის ბრძოლაში მოიხმაროს თავისივე ცხოვრებისეული
გამოცდილება, განასხვავებს კი ის, რომ ადამიანს უნარი აქვს გამოიყენოს
სხვათა მიერ მოპოვებული ცოდნა. ამის საშუალებას კი მხოლოდ ენა იძლევა.
მაშასადამე, კაცობრიობის განვითარების უწყვეტობას ენა (ენაში დაუნჯებული
ცოდნა) განაპირობებს.
ენა იმავდროულად პიროვნების სოციალური და ეროვნული ვინაობის
გამომხატველია. ენა გვიჩვენებს მისი მატარებელი ხალხის მსოფლხედვას, ანუ
სამყაროში არსებული საგნების თუ მოვლენების სახელდება
კოლექტიური
დაკვირვების და გამოცდილების შედეგია, რომელიც თაობიდან თაობას
გადაეცემა და აყალიბებს აზროვნების სისტემას. ენა რომ შედეგის სახით არ
გვეძლეოდეს, მაშინ ყოველი ინდივიდი იძულებული იქნებოდა შეექმნა ახალი
ენა. ამავე დროს, ენის გამოყენება შემოქმედებითი აქტია, წინააღმდეგ
1

რომელმაც წარმოქმნა სიტყვა „ცისარტყელა“. კახურში _ „კლდის დანდური“. „მრავალძარღვა“ ხევსურულში „ცხრაძარღვად“ იწოდება და იმავდროულად „მოგზაურაც“ ჰქვია. აღნიშნულ რეგიონებში. აზროვნების წესს. „მსუქანა“ იმერულსა და გურულში არის „უკვდავა ფხალი“. ქართველური ენები და მათი დიალექტები ქართული არამატერიალური კულტურის ისეთივე ძეგლია. აქ არსებით სხვაობას „მოგზაურა“ იძლევა. რომ მისი მფლობელი სწორედ ასე ხედავს ბუნების ამ მოვლენას. როგორც ხალხური სიმღერები და ლექსები. მნიშვნელობით „ტახტი“ . საგნის სახელდებისას გამოყენებულ იქნეს ყველა მახასიათებელი და სახელის დიალექტური ვარიაციებით ასახოს ერის მსოფლხედვა. ეთნოგრაფიული. ფსიქოლოგიური ფაქტორები. ტაოური. რომ ენა არის ერის სულის უშუალო გამოხატულება. სვანური (4 დიალექტიტ). ინტეგრაციული და ასიმილაციური პროცესების ფონზე ლაზურიც და ქართული დიალექტიც კარგავს საოჯახო საურთიერთო ენის 2 . შესაბამისად. „ძირწითელა“. ქვემოიმერულში კი მას „ბამბაძარღვა“ ეწოდება. ამიტომაც ამბობენ.. ცხადია. შემდეგ კი უკვე ენა განაპირობებს იმას. თუმცა ასევე საცხოვრებლის ლოკალიზაციისა და დანარჩენი საქართველოდან/დიალექტებიდან იზოლაციის შემდეგ თურქეთის ქართველების მეტყველებაში ჩნდება სიტყვა „[მ]თისარტყელა“. სიტყვით „ქინძისთავი“ ენა საგნის ფორმაზე ამახვილებს ყურადღებას.. რა როლი მიუძღვის ქართულ და მის მონათესავე ენებს ქართული კოლექტიური ენობრივი პიროვნების ჩამოყალიბებაში. ამავდროულად ენა იძლევა საშუალებას. ეს მოკრძალება იწვევს მისი ხსენების აკრძალვას.) თურქეთში. ქართული ეთნოსოციალური და ენობრივი სინამდვილე. ნებისმიერი ენის ლექსიკური მარაგი საუკეთესოდ ასახავს ამ ენის მატარებელი ხალხის ყოფას. მაგალითისთვის ავიღოთ მცენარეების სახელები. კულტურას. ქართულში „მრავალძარღვათი“ მცენარის ანატომიურ აგებულებას მიექცა ყურადღება. ზანური/მეგრულ-ლაზური ანუ ჭანური) და ორ ათეულზე მეტი დიალექტით (17 დიალექტი) და განმტკიცებულია საერთო ეროვნული კულტურითა და სახელმწიფო ქართული ენით. კლარჯული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ენობრივი კუნძულები. რამდენადაც ისტორიული. წარმოდგენებს. დღეს აღნიშნავს მიცვალებულს (ძველი მნიშვნელობა შემორჩენილია სიტყვაში „თანამეცხედრე“). კიდევ ერთი მაგალითი: კულტურის გარკვეული დონე განაპირობებს მოკრძალებას მიცვალებულისადმი. რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლობენ საზღვარგარეთ. აჭარულში „თაგვყურა“ ან „თიკნიყურა“. სახელდებისათვის საგნის რომელიმე თავისებურების ამორჩევის მიზეზი იმდენად ენობრივი ფაქტორი არაა. ქართველი ხალხის ყველაზე დიდი სიმდიდრე და მონაპოვარია. დაისმის კითხვა: როგორია ქართული ენით დანახული „სამყაროს ხატი“. რაც მიანიშნებს მსოფლხედვის ნაწილობრივ კორექტირებას. ფერეიდნული ქართული ირანში და ინგილოური აზერბაიჯანში. როდესაც სახელდებისთვის შეირჩევა საგნის ერთი რომელიმე მახასიათებელი მრავალთაგან.. მაგალითად. მთიულურში _ „ხველის წამალი“ ან „დაჭრილაის წამალი“. ხოლო სიტყვით „ცისკარი“ _ ამ მოვლენის არსზე.. სიტყვა „ცხედარი“ ძვ. კვდომის საშიშროება დაემუქრებოდა. ენობრივ კონტაქტებს. სხვადასხვა ენების არსებობა არის შედეგი ერთი და იმავე საგნებისადმი შემოქმედებითი მიდგომისა. შედეგად. რელიგიური. ენის საშუალებით ახდენს ინდივიდი იდენტიფიკაციას ენობრივ/ეროვნულ კოლექტივთან და პირიქით. საზოგადოების თვითრეალიზაციის საშუალებაა ენა. რომელიც წარმოდგენილია სამი ქართველური ენით (ქართული. ესაა: ლაზური და ქართული ენის რამდენიმე დიალექტი (შავშური. გარემოს. კულტურის გარკვეულმა დონემ შეაპირობა ის ხედვა.შემთხვევაში ენას გაქრობის. საერთო გლობალიზაციისა და ქვეყნების შიგნით მიმდინარე ურბანიზაციული.

ჩვენი ნათქვამის დასადასტურებლად მოვიყვანთ ამონარიდებს მურატ შაჰინის (თურქეთის ქ.com/ ეს ჩემი საიტი არი. მშობლიურ ენაზე ვეღარ ლაპარაკობს.ფუნქციას. ასევე მგრძნობიარედ ეკიდებიან ფერეიდნელები მშობლიური დიალექტის _ „დედას ენის“ თანდათანობითი დავიწყების პროცესს. მეც თურქეთში ჩვენებურების. რომ ქართული ღმერთის მოცემული ენაა. დედის ენის გამგუებელნო (უარმყოფელნო)! თქვენმა ცხვრებმა არ დაივიწყეს ბღავილი. რომ ისტორიული ხსოვნა საქართველოსთან და ქართულ კულტურასთან შენარჩუნებული იყო.. რომლებიც ლექსიკონების. ჭანეთი“. თქვენმა ბულბულებმა გალობა არ დაივიწყეს! დედებო. დედის ენაზე საუბარს ნატრობთ.” ჩვენი მხრიდან დავამატებთ. რომ „ერთმანეთის განაყარნი ვართო“. სამწუხაროდ. უნიეში მცხოვრები 32 წლის ეთნიკური ქართველის) გზავნილებიდან: “დიდი მადლობა. რასაც ადასტურებს პეტრე უმიკაშვილის მიმოხილვა „ტაოს-კარი და კოლა. 20 წლის ასაკის ქვემოთ. მით უფრო ისტორიულ ხსოვნაში 3 . მეც მინდა არ დეიკარგოს თურქეთში ბათუმიდან მოტანული ლაპარიკი… იმისთინ მეც ვწერავ უნიაში ქართველების ენა. ძალვან გიმიხარდა. ლაზების მიმართ გაუცხოება მაინც იგრძნობა. რაც რომ ღმერთის მოცემული იყოს. თქვენმა ჩიტებმა _ ჭიკ-ჭიკი. თქვენმა თხებმა _ კიკინი. რომ მურატ შაჰინის ვებგვერდს ძალიან ბევრი წვეული ჰყავს _ თურქეთის თითქმის მთელი ეთნიკური ქართველობა. კილოს შენარჩუნებისა. ძალვან მომეწონა თქვენი ვებ საიტი… გიმიხარდა. ზოგადი ტენდენცია ასეთია _ ეთნიკური ლაზებით თუ ქართველებით კომპაქტურად დასახლების ადგილებშიც კი. რომელიც გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა 1877 წელს. ჟურნალ-გაზეთებისა და ვებ-გვერდების საშუალებით ცდილობენ ენის გადარჩენასა და პროპაგანდას. იმიტომ. ეს დამოკიდებულება ფერეიდნული ”ხალხური რიტორიკის” ამ შესანიშნავი ნიმუშიდანაც ჩანს (ავტორი მიმართავს სოფელ აფუსის მცხოვრებთ. ქართული არ იციან და მათ მენტალობაში მეგრელი და ქართველი გამოცალკავებულია ერთმანეთისაგან. არ დეიკარგოს ქართული ენის თურქეთში ლაპარიკი… გაიხარეთ… :)) დიდი მადლობა.wordpress. სახლის ბოძებო! აფუსელნო.. ქი ჩემი საიტი მაქვს http://genatsvale. განსხვავებით თავიანთი მშობლებისაგან. თურქეთის ქართველები აღიარებენ. ლაზები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ქართულსაც ფლობდნენ. დავიწყების პირას მისულ ლაზურსაც ბოლო დროს გამოუჩნდნენ ახალგაზრდა ქომაგები. სიმღერები… ჩემიდან რამეთუ გინდებიან გულით გავაკეთებ… საქართველოს და ბათუმს ბევრი სელამი… მურატ შაჰინ ძნელაძე. თქვენმა ქათმებმა_ კრას-კრასი. ახალი თაობა. თქვენმა მამლებმა _ ყივილი. ფოლკლორის. ბუნებრივია. ანდაზები. მაგრამ. ეს ფაქტი მიანიშნებს იმას. აქავრი ქართველების ენა (ორდუ/უნიაში. დედას ენას გამგუებელნო! მე ხომ ვიცი. თქვენმა ძროხებმა _ ბღავილი. ძლიერია ამით გამოწვეული სინანულის განცდა და სწრაფვა ეთნიკური კულტურის. ამავე დროს. რომელთაც დაივიწყეს ქართული ენა): აფუსელნო. არ დაიკარგების!“ (ჰეიდარ დარჩიაშვილი) განსაკუთრებით საგანგებო მიდგომას მოითხოვს ლაზური ენა. რწმენა მეგრულთან ერთობისა შეიძლება გადაიქცეს გზად ქართული კულტურისკენ. როგორც სხვადასხვა ეთნოსი. ბატონო. მართალია. იმავეს ვერ ვიტყვით თანამედროვე ლაზებზე.” “დიდი მადლობა.

გამორჩეული ადამიანები და ფერეიდნული ენობრივი მეხსიერების ნიმუშები _ ამბები. ბუნებისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება ადამიანის ცხოვრების წესია. რასაც ენსახურება სტუდენტური ექსპედიციები. ენის. შესაბამისად. სხვადასხვა ტიპის ლექსიკონებითა და ურთიერთობების ინტენსიურობის გაზრდით შეიძლება ლაზურის გააქტიურება ისტორიულ ლაზეთში. ი. კულტურის ძეგლები.. ამ უკანასკნელის 35 ნიმუშია ჩამოტანილი. რომელშიც ისინი და მათი წინაპრები ათასწლეულების მანძილზე ცხოვრობდნენ. რომ მსოფლიოში ვაზის მოშინაურება დაიწყო კავკასიის რეგიონში და აქედან გავრცელდა ჯიშები ევროპასა და ამერიკაში. ვაშლოვანი. სტუდენტები დაინტერესდნენ და სათანადო ნაშრომებით წარმოადგენენ ისეთ საკითხებს. ველური/გაველურებული ვაზის ჯიშები. ე. რა კავშირია მათ შორის? ირკვევა. დამატებით არგუმენტაციებს შეიძენს ექსპედიციის დროს დაფიქსირებული ენობრივი მასალითაც და საკუთრივ ველურ თუ გაველურებულ ვაზთა ნიმუშებითაც. რელიგიური მოტივაციით კი მოიშალა ღვინის დაყენების ტრადიცია. არსებობს ცოდნაც იმ ეკოსისტემებისა. 2011 წლის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია და ამ გზით შერჩეულ სტუდენტთა ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში.. ჯერ კიდევ „თამარის ხიდს“ რომ ეძახიან. საყოველთაოდ აღიარებული ვარაუდი. სივრცისა და ენის განზომილებებში თავის 4 . ტაოკლარჯეთელთა ლექსიკაში დადასტურდა ვაზთან დაკავშირებული ლექსიკა. ეს გამოცდილება და ცოდნა ენის საშუალებით გადაეცემა თაობიდან თაობას და ინარჩუნებენ ბუნებასთან ჰარმონიული თანაარსებობის პირობებს. მაგრამ მან გამოცდილებით იცის. თანაც ეს ხალხიც ძირძველი მოსახლეა ჭოროხის ხეობისა. თუმცა რეალურად რაც ქართული და მშობლიური გააჩნდათ. ამიტომაც. ამ რეგიონში ვაზი უძველესი დროიდან არსებობს. ციხეები. უფრო მეტიც. დედაენას. ხოლო ექსპედიციის დროს შესწავლილი იქნა ადგილობრივ ქართველთა მეტყველება.. ადამიანი ახალ გარემოშიც ცდილობს იმ ეკოსისტემების იმიტაციას. თუმცა ვაზი. რაც იმას ნიშნავს რომ დავიწყების ბურუსში გაეხვევა ისტორიული მემკვიდრეობაც _ ეკლესიამონასტრები. თურქეთის ქართველები. ისტორიასა და ბიოლოგიას. სად გადის ზღვარი ეკოსისტემების გამოყენებასა და განადგურებას შორის. ხიდები. საკონფერენციო თემები ეხებოდა ენას. ფერეიდანში მე-16 საუკუნეში გადასახლებული ასიათასობით ქართველი სრულიად ხრიოკსა და კახეთის მადლიანი ბუნების საპირისპირო გარემოში ეძებდა მიმსგავსებულ ადგილებს და ქართული სოფლების სახელებს არქმევდა. რომ გაველურებული ვაზის ნაყოფი ყოფაში გამოიყენება: აშრობენ და ფლავში ურევენ. ირანში... რომელიც მისთვის ბუნებრივი იყო.დღემდე შემონახულია თამარ მეფის სახელი. როგორიცაა ქართული ენის ტრანსლაცია ფერეიდნულ ოჯახში. მაგრამ ახალი თაობა ივიწყებს აკვნის ენას. მაგალითად. რომ სანამ ფერეიდნელები.. ქართული ენა ჯერ კიდევ ახსოვთ გურჯებს. გვაქვს ფერეიდანში მარტყოფი. ინგილოები დროის. ამ ვითარების გაცნობისა და შესწავლის მიზნით წელს შედგა სტუდენტური ექსპედიცია ფერეიდანში. ქართველ მეცნიერთა მიერ ლაზურის შესწავლით. ყოფაც შეიცვლება და ბიომრავალფეროვნებაც მათ კვალდაკვალ გაფერმკრთალდება. მხოლოდ ენა იყო.ყურზენი” გამოიყენება. დღემდე ამ ენის ძალით ინარჩუნებენ კავშირს საქართველოსთან. ზოგადად შეიძლება ითქვას. ისტორიისა და ბიომრავალფეროვნების ურთიერთკავშირში შესწავლა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტრატეგიული ამოცანაა. ფერეიდნელების წეს-ჩვეულებები. ვენახი სიტყვების მნიშვნელობით მხოლოდ . მაგრამ ყოფის შემადგენელ ელემენტად ის მაინც დარჩა.

საქართველოს. ბესარიონ ჯორბენაძე. განურჩევლად რელიგიური კუთვნილებისა. ანუ როგორც თავად ამბობენ. 2011. გურჯებად. საინგილოს. შემოქმედების კანონი. თბ. ხელმწიფე-ენა. გვ. ფერეიდანსა და ტაო-კლარჯეთს რომ აშორებს ერთმანეთისგან. სანამ საქართველოს ქართველები. მანამდე ისინი რჩებიან ქართველებად. დამატებითი ლიტერატურა: 1.თავს ხედავენ ქართულ ენაში. ენა და კულტურა. ქართული ენა დარჩება იმ დროითი და სივრცითი საზღვრების მომშლელად. ქართული ენით ქმნიან და თაობიდან თაობას გადასცემენ კულტურულ მემკვიდრეობასა და ბიომრავალფეროვნებას. თბ. ჯემალ ქარჩხაძე. 1997 5 ..49-63 2.