You are on page 1of 28

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის

მოსამართლის ნინო ონიანის განჩინებანი გიორგი ქავთარაძის სარჩელზე


საქმე №3ბ/309-10
განჩინება
საქართველოს სახელით

30 აპრილი, 2010 წელი


თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე: მანანა ჩოხელი

კერძო საჩივრის ავტორი − გიორგი ქავთარაძე;


მოწინააღმდეგე მხარე − 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტო;
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური;
დავის საგანი − სარჩელის განუხილველად დატოვება, სარჩელის დაუშვებლად
ცნობა;
გასაჩივრებული განჩინება − თბილისის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 დეკემბრის და 2010 წლის 12
იანვრის განჩინებები.
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა − თბილისის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 დეკემბრის და 2010 წლის 12
იანვრის განჩინებების გაუქმება.
განხილვის ფორმა − ზეპირი განხილვის გარეშე;

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული


განჩინების დასკვნებზე მითითება:

2009 წლის 20 ნოემბერს მოსარჩელე გიორგი ქავთარაძემ სარჩელი აღძრა


თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში,
მოპასუხეების − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და
მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოს 2009 წლის 15 ოქტომბრის №225055 გადაწყვეტილების
(ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა
და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული
№882009269587-03 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009
წლის 29 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე გიორგი ქავთარაძის
წარმომადგენელმა დავით დეკანოიძემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15 ოქტომბრის
№225055 გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის
თქმის შესახებ) ბათილად ცნობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009
წლის 08 სექტემბრის №882009269587-03 გადაწყვეტილებაში და საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის
სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 10 სექტემბრის №88200929612-05
გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა.

მოპასუხის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის დაუშვებლად ცნობის და


საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და მიუთითა, რომ მოსარჩელეს თბილისის
სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 08 სექტემბრის №882009269587-03 და
ამავე სამსახურის 2009 წლის 10 სექტემბერის №88200929612-05
გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, მიმართული არ ჰქონდა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო
სამსახურისათვის; შესაბამისად, მოსარჩელეს საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, გამოყენებული არ ჰქონდა
ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.3-ე მუხლის
თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს
უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების
გაცნობიდან... 1 თვის ვადაში. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თბილისის
სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული 2009 წლის 08 სექტემბრის
№882009269587-03 და ამავე სამსახურის 2009 წლის 10 სექტემბერის
№88200929612-05 გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან
30 კალენდარული დღის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. მოცემულ შემთხვევაში, გ. ქავთარაძეს
გაშვებული აქვს სადავო აქტების გასაჩივრების ერთთვიანი ვადაც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009


წლის 29 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელე გიორგი ქავთარაძის
სარჩელი, მოპასუხე − Eრრორ! Nოტ ა ვალიდ ლინკ.ს მიმართ, საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15
ოქტომბრის №225055 გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე
უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობის ნაწილში ცნობილი იქნა დასაშვებად,
ხოლო ამავე საოქმო განჩინებით მოსარჩელე გიორგი ქავთარაძის სარჩელი,
მოპასუხე − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის
სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 08 სექტემბრის №882009269587-03
გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის
2009 წლის 10 სექტემბრის №88200929612-05 გადაწყვეტილებაში ცვლილებების
შეტანის ნაწილში, ცნობილი იქნა დაუშვებლად და ამ ნაწილში შეწყდა საქმის
წარმოება.

2010 წლის 12 იანვარს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა


მოსარჩელე გიორგი ქავთარაძის წარმომადგენელმა დავით დეკანოიძემ
განცხადებით მიმართა სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 831-ე მუხლის თანახმად, ითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15 ოქტომბრის №225055
გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ)
ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის გამოხმობა.

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე − საქართველოს იუსტიციის


სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა
შუამდგომლობას სარჩელის გამოხმობის თაობაზე მხარი დაუჭირა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010
წლის 12 იანვრის განჩინებით გიორგი ქავთარაძის სარჩელი, მოპასუხე − Eრრორ!
Nოტ ა ვალიდ ლინკ.ს მიმართ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15 ოქტომბრის #225055
გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ)
ბათილად ცნობის თაობაზე, დარჩა განუხილველი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა შემდეგ სამართლებრივ


საფუძვლებზე:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის თანახმად,


ამოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის
მოთხოვნაზე; ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად გამოხმობის შემთხვევაში
სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და უკან
დაბრუნების თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის ”ვ” ქ/პუნქტის


შესაბამისად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით,
განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის
შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოთხოვის შესახებ.

2010 წლის 08 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ


საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 იანვრის განჩინება გიორგი ქავთარაძის მიერ
გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო საჩივრის ფორმით და მოთხოვნილ იქნა
აღნიშნული განჩინების გაუქმება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15 ოქტომბრის №225055
გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ)
ბათილად ცნობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 08
სექტემბრის №882009269587-03 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010
წლის 19 თებერვლის − ხარვეზის შესახებ განჩინების თანახმად, ხარვეზის
აღმოფხვრის მიზნით, გიორგი ქავთარაძის მიერ სააპელაციო სასამართლოში
შემოტანილი იქნა მოთხოვნა კერძო საჩივრის ფორმით, რომელსაც დაერთო
სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.

გიორგი ქავთარაძემ კერძო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო


სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 დეკემბრის და
2010 წლის 12 იანვრის განჩინებების გაუქმება, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15 ოქტომბრის
№225055 გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის
თქმის შესახებ) ბათილად ცნობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009
წლის 08 სექტემბრის №882009269587-03 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო ვერ


გაერკვა საკითხის არსში და ყურადღება არ მიაქცია საჯარო რეესტრის მიერ
გაცემული ნახაზების სიყალბეს. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მისთვის
გაუგებარია, თუ დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის
2009 წლის 08 და 10 სექტემბრის №882009269587-03 გადაწყვეტილებებში
ცვლილების შეტანა, მაშინ რა აზრი აქვს სარჩელის დასაშვებად ცნობას
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
2009 წლის 15 ოქტომბრის №225055 გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული
საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობის შესახებ. კერძო
საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სწორედ ამ გაუგებრობის გამო გამოითხოვა
სარჩელი ხსენებულ ნაწილში მისმა წარმომადგენელმა. კერძო საჩივრის ავტორმა
აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა სრულყოფილად
სასარჩელო მოთხოვნებზე, სასამართლოს განჩინებაში არაფერია ნათქვამი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 10 სექტემბრის
№882009269612-05 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის ნაწილში
სარჩელის თაობაზე. უფრო მეტიც, სარეგისტრაციო ნომერი არასწორად არის
მითითებული. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია ასევე მოთხოვნას საკუთრების
უფლების გაუქმების შესახებ, რომლის მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდია
№01.20.01.139.055 და რის შესახებაც საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ნახაზის
შემთხვევით გაცნობის შედეგად გახდა ცნობილი.

გასაჩივრებული განჩინებების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა და გაანალიზა საქმის მასალები, კერძო


საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება-
დასაბუთებულობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა
დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ
კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში
გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეათე კარის LI თავით


განისაზღვრა კერძო საჩივრის დასაშვებობისა და განხილვის წესი. ვინაიდან
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის
დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში კერძო საჩივრის განხილვისას
გამოიყენება მითითებული თავის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად


კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ
სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 390-ე მუხლის
მე-3 ნაწილის `გ~ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება
პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ
ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება
მათზე მითითებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი


ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას
საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე
მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით
შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების
მოთხოვნებით.

სააპელაცო პალატას დადგენილად მიაჩნია შემდეგი გარემოებები:

− 2009 წლის 8 ოქტომბერს გ. ქავთარაძემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და
თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 08 სექტემბრის
№882009269587-03 და ამავე სამსახურის 2009 წლის 10 სექტემბრის
№882009269612-05 გადაწყვეტილებებში დაშვებული უზუსტობის გასწორებას
ითხოვდა (იხ.ს.ფ.48-53).

− საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს


2009 წლის 15 ოქტომბრის №225055 გადაწყვეტილებით გიორგი ქავთარაძეს უარი
ეთქვა 2009 წლის 8 ოქტომბრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე იმ
საფუძვლით, რომ ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე
მუხლის პირველი პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრირებულ
მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორების მიზნით, განმცხადებელმა უნდა
მიმართოს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს − თბილისის სარეგისტრაციო
სამსახურს.

− 2009 წლის 20 ნოემბერს გიორგი ქავთარაძემ სასარჩელო წესით სადავო გახადა


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
2009 წლის 15 ოქტომბრის №225055 გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული
საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ) კანონიერება და მოითხოვა მისი
ბათილად ცნობა. ამასთან ერთად მოითხოვა საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო
სამსახურის 2009 წლის 08 სექტემბრის №882009269587-03 გადაწყვეტილებაში
ცვლილების შეტანა.

− თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009


წლის 29 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე გიორგი ქავთარაძის
წარმომადგენელმა დავით დეკანოიძემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15 ოქტომბრის
№225055 გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის
თქმის შესახებ) ბათილად ცნობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009
წლის 08 სექტემბრის №882009269587-03 გადაწყვეტილებაში და საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის
სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 10 სექტემბრის №88200929612-05
გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა (ს.ფ.101 11-ე აბზაცი).

− თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009


წლის 29 დეკემბრის საოქმო განჩინებით გიორგი ქავთარაძის სარჩელი,
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
2009 წლის 15 ოქტომბრის №225055 გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული
საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობის ნაწილში დასაშვებად
იქნა ცნობილი, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 08
სექტემბრის №882009269587-03 გადაწყვეტილებაში და საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო
სამსახურის 2009 წლის 10 სექტემბრის №88200929612-05 გადაწყვეტილებაში
ცვლილებების შეტანის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა დაუშვებლად იქნა
ცნობილი და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება (ს.ფ.103).

− თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010


წლის 12 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე გიორგი ქავთარაძის
წარმომადგენელმა დავით დეკანოიძემ წერილობით იშუამდგომლა სარჩელის
გამოხმობის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831–ე მუხლის
თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე.

− თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010


წლის 12 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა გიორგი ქავთარაძის
წარმომადგენლის დავით დეკანოიძის შუამდგომლობა − სარჩელი საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15
ოქტომბრის №225055 გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე
უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობის თაობაზე, დარჩა განუხილველი.

პალატა მიუთითებს ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 3-ე


მუხლის მესამე პუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტო თავის უფლებამოსილებებს
ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა
და ავტორიზებული პირების მეშვეობით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004
წლის 19 ივლისის №835 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების 6-ე
მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების
შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული
სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით. ”საჯარო რეესტრის შესახებ”
საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის
შესაბამისად, რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორების
მიზნით განმცხადებელმა უნდა მიმართოს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს −
თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ. ქავთარაძე, როგორც ადმინისტრაციული


საჩივრით, ისე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა თბილისის სარეგისტრაციო
სამსახურის გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანას (ტექნიკური ხარვეზის
გასწორებას). დადგენილია, რომ ასეთი მოთხოვნით გ. ქავთარაძეს თბილისის
სარეგისტრაციო სამსახურისათვის არ მიუმართავს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1-ლი მუხლის ”ი”


ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის
მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით
წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით
იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი
მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის
შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამოცემას;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.5-ე მუხლის


შესაბამისად, სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ
მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ
გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი


გადაწყვეტილება მიიღო, როცა გიორგი ქავთარაძის სარჩელი თბილისის
სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 08 სექტემბერის №882009269587-03-ის
და ამავე სამსახურის 2009 წლის 10 სექტემბრის №882009269612-05
გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის ნაწილში ცნო დაუშვებლად და ამ
ნაწილში შეწყვიტა საქმის წარმოება, რადგან მოსარჩელეს, საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.5-ე მუხლის თანახმად, გამოყენებული
არ ჰქონდა ადმინისტრაციულ ორგანოში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით დადგენილი წესით, საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აღნიშნული მოთხოვნით გ. ქავთარაძეს
თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის არ მიუმართავს.
სააპელაციო პალატამ გამოიკვლია ს.ფ.106-ზე არსებული 2009 წლის 18
დეკემბრის სანოტარო აქტი (რწმუნებულება), საიდანაც ირკვევა, რომ 2009 წლის
18 დეკემბერს მოსარჩელე გიორგი ქავთარაძემ ნოტარიუს ნ. გინტურთან გამოხატა
ნება დავით დეკანოიძისათვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე,
რაშიც მოიაზრებოდა დავით დეკანოიძის უფლება გიორგი ქავთარაძის სახელით
ემოქმედა სასამართლოში, დაეცვა მისი უფლებები და ინტერესები, მათ შორის,
ნაწილობრივ ან მთლიანად უარი თქვას სარჩელზე, შეცვალოს სარჩელის საგანი
და/ან საფუძველი, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა,
გაასაჩივროს ნებისმიერი სასამართლო აქტი, წარადგინოს სააპელაციო და
საკასაციო საჩივარი, საქმე დაამთავროს მორიგებით. რწმუნებულება გაიცა
განუსაზღვრელი ვადით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96–ე მუხლის 1-ლი ნაწილით


”წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად
გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქეთა მიერ გაცემული
მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით...”

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის 1-ლი ნაწილის


თანახმად ”უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ, უფლებას
აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო
მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრის, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემის,
სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის, სარჩელის
ცნობის, სარჩელის საგნის შეცვლის, მორიგების, სასამართლო გადაწყვეტილებების
გასაჩივრების, სააღსულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა,
მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება
ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად
უნდა იქნას აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.”

პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ


საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 იანვრის განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და
სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მოსარჩელე გიორგი
ქავთარაძემ 2009 წლის 18 დეკემბრის რწმუნებულებით დავით დეკანოიძეს გადასცა
უფლება მისი უფლებები და ინტერესები დაეცვა სასამართლოში. რწმუნებულებით
განისაზღვრა ის საპროცესო ქმედებების განხორციელების წარმომადგენლის მიერ
შესრულების უფლებამოსილება, რომელიც სპეციალურ აღნიშვნას საჭიროებს
სანოტარო წესით დამოწმებულ რწმუნებულებაში. მოცემულ შემთხვევაში 2010 წლის
12 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე გიორგი ქავთარაძის
წარმომადგენელმა დავით დეკანოიძემ განახორციელა საპროცესო ქმედება −
გამოიხმო სარჩელი, რომლის განხორციელების უფლებამოსილება განსაზღვრულია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით და ის არ
საჭიროებს მინდობილობაში სპეციალურ აღნიშვნას. ამდენად, მოსარჩელე მხარის
არგუმენტების სარჩელის გამოხმობის გამო, სასარჩელო მოთხოვნის
განუხილველად დატოვების თაობაზე, პრეტენზია სრულიად დაუსაბუთებელია და
სცილდება მართალზომიერების ფარგლებს.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა
სააგენტომ 2009 წლის 15 ოქტომბრის №225055 გადაწყვეტილება, რომლითაც
გიორგი ქავთარაძეს უარი ეთქვა 2009 წლის 8 ოქტომბრის ადმინისტრაციული
საჩივრის განხილვაზე, დააყრდნო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის 80.4-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც თუ განცხადებაში აღნიშნული
საკითხი სასამართლოს განსჯადია..., ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას
შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის
განმავლობაში და განცხადება ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად
განსახილველად არ გადაუგზავნა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს. თუმცა,
პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მხარის მიერ
სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15 ოქტომბრის
№225055 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში გამოხმობილია და
პალატის აზრით, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 იანვრის განჩინების გაუქმების
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ


კერძო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419.3 მუხლის თანახმად, კერძო


საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ
გასაჩივრდება.

სარეზოლუციო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული


საპროცესო კოდექსის პირველი, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის 414-ე, 419-ე, 420-ე, 390-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. გიორგი ქავთარაძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.


2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ
საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინება.
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ
საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 იანვრის განჩინება.
4. განჩინება არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: მანანა
ჩოხელი
აუცილებელია აღინიშნოს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის მანანა ჩოხელის მიერ 2010
წლის 30 აპრილს გამოტანილი განჩინება საქმეზე №3ბ/309-10 ჩვენთვის ცნობილი
გახდა მხოლოდ ამავე წლის ნოემბრის დამლევს, ისიც შემთხვევის წყალობით (რაც,
როგორც ჩანს, გამონაკლის შემთხვევას არ უნდა წარმოადგენდეს როდესაც საქმე
სასამართლოს ან საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებებს ეხება), როდესაც ოჯახის
ახლობელმა იპოვა აღნიშნული განჩინება სასამართლოს საინტერნეტო რესურსებში
და მისი ასლი გადმოგვიგზავნა.

აქვე საგანგებოდ უნდა შევნიშნოთ, რომ არც 30 აპრილს, არც მაისში და არც მას
მერე თბილისი არ დაგვიტოვებია და ბინაშიც ყოველთვის ვინმე იმყოფებოდა; რაც
შეეხება ჩვენი ფოსტის განყოფილების ფოსტალიონს მასთან ნაცნობობა და
ნორმალური (კარგი) ურთიერთობა გვაქვს.

ზემოთ მოყვანილი განჩინების ტექსტი, რომელიც რატომღაც უნიკოდზე გადაყვანის


გარეშე იყო განთავსებული სასამართლოს საინტერნეტო რესურსებში (იხ. აქვე,
ქვემოთ), იძულებული ვიყავით უნიკოდზე გადაგვეყვანა, მკითხველს ჩვენსავით რომ
არ ეწვალა ლათინური ასოებით ქართული ტექსტის კითხვისას.

იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენ სარჩელთან დაკავშირებით მოსამართლე მ. ჩოხელის


მიერ გამოტანილი განჩინების ტექსტის საინტერნეტო ქსელში განთავსებით,
WikiLeaks-ის მსგავს სკანდალს არ დავუდებთ სათავეს და ჯულიან ასანჯის მსგავსად
პროვოკაციებისა თუ დევნის ობიექტი არ გავხვდებით. თუმცა ვინ იცის, მითუმეტეს
რომ სიმართლისა დადგენისა და სამართალის ძიებისათვის თავის დანებებას
ჯერჯერობით არ ვაპირებთ - მერე ვნახოთ!
იხ. აგრეთვე, კერძო საჩივარი: http://www.scribd.com/doc/28230461/kavtaradze-kerdzo-
sachivari

იხ. ძირითადი სარჩელი: http://www.scribd.com/doc/28303269/Sas-Sarcheli-


Dziritadi

იხ. ძირითადი სარჩელის დანართები: http://www.scribd.com/doc/28321592/kavtaradzis-


dziritadi-sarchlis-danartebi

You might also like