You are on page 1of 15

საინფორმაციო ბუკლეტი

ბაგა-ბაღის მომავალი თანამშრომლოების კონკურსისათვის
(ტესტის აღწერილობა და დავალებათა ნიმუშები)
ბაგა-ბაღების მომავალი თანამშრომლების ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან:
1) ზოგადი უნარების ტესტი
2) პროფესიული უნარების ტესტი
ქვემოთ მოცემულია ამ ტესტების აღწერილობა, და წარმოდგენილია დავალებათა ნიმუშები.

ზოგადი უნარების ტესტი
ტერმინი ზოგადი უნარები გულისხმობს ინფორმაციის ადეკვატურად დამუშავების,
ლოგიკური მსჯელობის, მოვლენათა შორის არსებითი მიმართებების წვდომის უნარებს. ესაა
ცხოვრებისეულ

მოთხოვნებზე

სათანადოდ რეაგირებისა და გარემოსთან

ადამიანის

ადაპტირების საფუძველი. ნებისმიერი ინტელექტუალური საქმიანობის წარმატება მათზეა
დამოკიდებული.
მეცნიერული კვლევის შედეგად დადგენილია ზოგადი უნარების გამოვლენის
რამდენიმე სფერო, რომელთა შორის ძირითადია ვერბალური (ენობრივი) და რაოდენობრივი
სფეროები. ზოგადი უნარების საკვლევად შექმნილი ტესტი სწორედ ვერბალური და
რაოდენობრივი აზროვნების უნარების ადეკვატურად შეფასებას ისახავს მიზნად.
ტესტის ვერბალური ნაწილის მეშვეობით მოწმდება ახალი ინფორმაციის გაგებისა და
გააზრების, აგრეთვე, ლოგიკურად, თანმიმდევრულად მსჯელობის უნარი. ვერბალურ
ნაწილში დავალებათა სამი ბლოკია წარმოდგენილი: ანალოგიები, ლოგიკა და წაკითხული
ტექსტის გააზრება.
რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილის მეშვეობით მოწმდება რაოდენობრივი ხასიათის
პრობლემების გადაჭრის, რიცხვებით ოპერირების, აგრეთვე, ცხრილის, გრაფიკის ან
დიაგრამის სახით წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის უნარი. ტესტის ამ ნაწილში
მოცემულია ამოცანებისა და მონაცემთა ანალიზის ბლოკები.
ზოგადი უნარების ტესტი 30 დავალებას შეიცავს. მათგან 15 ვერბალური ნაწილისაა, 15
- რაოდენობრივისა. თითოეულ დავალებას ახლავს ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან
მხოლოდ ერთია სწორი. თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.

ვერბალური ნაწილი ანალოგიები (5 ანალოგია) ანალოგიების ბლოკის დავალებათა მეშვეობით მოწმდება კანდიდატის უნარი: • განსაზღვროს მიმართება სიტყვათა მნიშვნელობებს შორის. დავალებები. ლოგიკის ბლოკში სამი ტიპის დავალებებია: 1. ყოველი შეკითხვა ითვლება დამოუკიდებელ ტესტურ დავალებად. გარკვეული ფაქტების ასახსნელად შემოთავაზებული ვარაუდების შეფასების უნარი. აგრეთვე. და საჭიროა მათი განმამტკიცებელი თუ უარმყოფელი/დამრღვევი არგუმენტების მოძიება. 2 გამოყენება ახალი პრობლემის . • იპოვოს ერთგვაროვანი მიმართებები. წაკითხული ტექსტის გააზრება (5 შეკითხვა) ტესტის ეს ბლოკი ამოწმებს წაკითხული ტექსტიდან ინფორმაციის მოპოვების. ასევე. • მთელი ტექსტიდან ან მისი ცალკეული ნაწილიდან დასკვნის გამოტანა. ლოგიკა (5 ლოგიკა) ლოგიკის ბლოკის დავალებებით მოწმდება არსებული მონაცემების (წანამძღვრების) საფუძველზე დასკვნის სწორად გამოტანისა და არგუმენტირების. გაანალიზებისა და შეფასების უნარს. დავალებები მრავალგვარი ფორმითაა წარმოდგენილი და მოითხოვს სხვადასხვა ლოგიკური ოპერაციის შესრულებას. • მიღებულ ინფორმაციაში ძირითადის (არსებითისა) და მეორეხარისხოვანის გარჩევა. რომლებშიც გარკვეული პირობების გათვალისწინებით უკვე გამოტანილია დასკვნები ან გამოთქმულია ვარაუდები. წაკითხულის გააზრების ბლოკში მოცემულიa ტექსტი. 2. • ტექსტიდან მოპოვებული ინფორმაციის გადასაწყვეტად. დავალებები. დებულებებს შორის მიმართებებს ეხება. 3. დავალებები. მას ახლავს 5 შეკითხვა. • ვარაუდისა და ფაქტის ერთმანეთისაგან გარჩევა. რომლებშიც ძირითადი აქცენტი ობიექტებს შორის სივრცით მიმართებებზეა გადატანილი. თითოეული შეკითხვის/დავალების მეშვეობით მოწმდება წაკითხული ტექსტის გასააზრებლად აუცილებელი რომელიმე უნარი: • ტექსტის თემისა და ძირითადი იდეის გამოკვეთა. რომლებიც ობიექტთა ჯგუფებს (სიმრავლეებს). • ტექსტში წარმოდგენილ მოვლენათა შორის არსებული კავშირების დადგენა. • ტექსტის სხვადასხვა ნაწილებს (წინადადებებსა და აბზაცებს) შორის მიმართების დადგენა.

დიაგრამის სახით წარმოდგენილი ინფორმაციის აღქმისა და გააზრების უნარი. აგრეთვე. 3 . • მარტივი გეომეტრიული ცნებებით ოპერირება. • ლოგიკურად მსჯელობა.რაოდენობრივი ნაწილი მათემატიკური ნაწილის მეშვეობით მოწმდება რაოდენობრივი ხასიათის პრომლებების გადაჭრის. • ცხრილის. გრაფიკის. დიაგრამის სახით წარმოდგენილ მონაცემთა აღქმა და გაანალიზება. ამ ნაწილში შემდეგი ტიპის დავალებებია: • ამოცანები (11 დავალება) • მონაცემთა ანალიზი (4 დავალება) აპლიკანტს უნდა შეეძლოს: • მარტივი გამოთვლების ჩატარება. ცხრილის. რიცხვებით ოპერირების. გრაფიკის.

რომელშიც სიტყვათა მნიშვნელობებს შორის მიმართება საწყის წყვილში არსებული მიმართების მსგავსია (ანალოგიურია). მეცნიერება : ფიზიკა (ა) შენობა : აგური (ბ) ცეკვა : მუსიკა (გ) ტანსაცმელი : სამოსი *(დ) თამაში : დამალობანა 2. ცისარტყელა : ფერადი (ა) ბუჩქი : მარადმწვანე (ბ) ვაშლი : მწიფე *(გ) ცეცხლი : მწველი (დ) გვირაბი : გრძელი 4 . პასუხის არჩევისას გაითვალისწინეთ წყვილებში სიტყვათა თანმიმდევრობა. დაადგინეთ. რომელთა მნიშვნელობებს შორის არსებობს გარკვეული მიმართება. რა სახისაა ეს მიმართება. სავარაუდო პასუხთა ყოველ ვარიანტში ასევე მოცემულია მნიშვნელობით ურთიერთდაკავშირებული სიტყვების წყვილი. 1. აირჩიეთ მათგან ის წყვილი.ზოგადი უნარების დავალებათა ნიმუშები ანალოგიები ამ სახის დავალებებში მოცემულია მუქი შრიფტით გამოკვეთილი ორი სიტყვა (საწყისი წყვილი).

რომელიც არ ბრწყინავს. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შეკითხვას. არ არის ოქრო. რა პროფესიისაა ილია? (ა) მასწავლებელი (ბ) ჟურნალისტი *(გ) მსახიობი (დ) ინჟინერი 5 . მარჯვნივ კი – ნინო. ნინო და კოტე (არა უცილებლად ამ თანმიმდევრობით). კოტეს მარცხნივ ზის ინჟინერი. მაგიდას ოთხი მხრიდან უსხედან ილია. ზოგიერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემას გაგიადვილებთ მონაცემების გამოსახვა ნახაზის ან დიაგრამის ფორმით. მესამე – ჟურნალისტი. რაც მოცემულს? (ა) არსებობს ისეთი ოქრო. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ დებულებას აქვს იგივე შინაარსი. (დ) რაც ბრწყინავს. (ბ) რაც ოქრო არ არის. რომელიც არც მსახიობია. დიტოს მარჯვნივ ზის მასწავლებელი. რაც ბრწყინავს. დიტო. არ ბრწყინავს. *(გ) ზოგიერთი რამ. 2. ერთ-ერთი მათგანი ინჟინერია. მეორე – მასწავლებელი. არც – მასწავლებელი. ოქრო არ არის. რომელიც ახლავს თითოეულ დავალებას და მოცემული ვარიანტებიდან აირჩიეთ შესაბამისი პასუხი. არ არის ოქრო.ლოგიკა ამ სახის დავალებები განსხვავდება ერთმანეთისგან წინასწარი მონაცემებისა და გამოსატანი დასკვნების თვალსაზრისით. რაც ბრწყინავს. 1. მეოთხე – მსახიობი. მოცემულია: • ყველაფერი.

სადაც გავრცელდა ვირუსული ინფექცია. ბავშვის ფსიქოლოგიის. ე. სკოლაში შესვლამდე და შემდეგ სკოლაში. წაკითხული ტექსტის გააზრება (ნიმუშად წარმოდგენილია ნაწყვეტი ტექსტებიდან) ყურადღებით წაიკითხეთ და გაიაზრეთ ტექსტი. რაც გადაწყვეტს.3. 6 . თავი შეიკავოს და ამა თუ იმ ქცევას მას შემდეგ მიმართოს. (დ) მცენარეულ წამლებს არ აქვს უკუჩვენება და ვირუსული ინფექციით დასუსტებულ ორგანიზმს არ ვნებს. ამ დაავადების სამკურნალო გაცილებით მეტი მცენარეული წამალი გაიყიდა. უფრო ადრე იკურნებიან. შეგნებული ცხოვრების უნარს და მისი ქცევა ჯერ კიდევ უშუალო მოთხოვნილებებით განისაზღვრება. როგორც მეცნიერების ამოცანას ადამიანის ცხოვრების იმ პერიოდის შესწავლა წარმოადგენს. თითოეული შეკითხვის სავარაუდო პასუხებიდან აირჩიეთ ის ვარიანტი. მოზრდილი ადამიანი. უშუალოდ როდი ცდილობს მის დაკმაყოფილებას. რომ მცენარეული წამლები უფრო ეფექტურია ამჟამად გავრცელებული ვირუსული ინფექციისგან განსაკურნებლად. ბავშვისაგან განსხვავებით. ეს კი საკმაო ხანს გრძელდება: ჯერ 6-7 წლამდე. რომელიც მართებულია მოცემული ტექსტის მიხედვით. როგორც კი იგრძნობს რაიმე მოთხოვნილებას. მას უკვე საგანგებო უნარი აქვს გამომუშავებული. ქვემოთ მოცემული ფაქტებიდან რომელი აყენებს ეჭვის ქვეშ ამ ვარაუდს? (ა) ადამიანები. როდესაც არსებითად ის ჯერ კიდევ მოკლებულია ე.ი. ვიდრე არამცენარეული წამლების მომხმარებლები. არამცენარეული წარმოშობის წამლებს იყენებენ. რაც ამ ქალაქში ვირუსული ინფექციისგან განსაკურნებლად. ამ ინფორმაციის საფუძველზე ექიმებმა ივარაუდეს. იმწამსვე. რომლებიც უპირატესობას მცენარეულ წამლებს ანიჭებენ. ვიდრე არამცენარეული. ქალაქში. როგორც წესი. (ბ) დიდი ხანია.წ. ვიდრე იმავე დანიშნულების არამცენარეული წამლები. სადაც ბავშვი განვითარების რთულ საფეხურებს გაივლის. თუ რა ქცევა იქნება მისთვის ხელსაყრელი. სწორედ ეს არის შეგნებული ცხოვრების უნარი. *(გ) ქალაქში არსებული სამკურნალო საშუალებებიდან ყველაზე იაფი და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი მცენარეული წარმოშობის წამლებია.

როგორც მეცნიერების მთავარი მეთოდი (გ) პირველ აბზაცში აღნიშნულია ბავშვის ქცევის ძირითადი თავისებურება. მაშინვე დაიკმაყოფილოს იგი (გ) თავი შეიკავოს მისთვის ხელსაყრელი ქცევის განხორციელებისგან (დ) წინასწარ იგრძნოს. მეორეში კი აღწერილია ბავშვის მიერ შეგნებული ცხოვრების უნარის თანდათანობით გამომუშავება *(დ) პირველ აბზაცში აღნიშნულია ბავშვის ქცევის ძირითადი თავისებურება. ჩამოთვლილთაგან რომელი ასახავს მართებულად ტექსტის პირველი და მეორე აბზაცების ძირითად აზრს? (ა) პირველ აბზაცში აღნიშნულია სკოლამდელი ასაკის ბავშვის ქცევის თავისებურება. თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამა თუ იმ მოთხოვნილება 7 .1. რომ ბავშვი განვითარების რთულ საფეხურებს გაივლის. მეორეში კი აღწერილია ბავშვის ფსიქოლოგიის. მეორეში კი დახასიათებულია სკოლის მოსწავლის ქცევა (ბ) პირველ აბზაცში აღნიშნულია. რა არის "შეგნებული ცხოვრების უნარი" (უპასუხეთ მეორე აბზაცის მიხედვით)? ესაა ადამიანის უნარი: *(ა) წინასწარ განჭვრიტოს ქცევის დადებითი და უარყოფითი შედეგები და განახორციელოს მისთვის ხელსაყრელი ქცევა (ბ) იგრძნოს მოთხოვნილება და უშუალოდ. მეორეში კი აღწერილია მოზრდილ ადამიანთა ერთ-ერთი არსებითი მახასიათებელი 2.

სულ რამდენი კონსერვის ქილაა ყუთში? (ა) 11 (ბ) 13 (გ) 22 *(დ) 30 2. ანა ბაბუას დღეგამოშვებით ესტუმრება ხოლმე. თამრიკომ კი – 5 ასეთივე ფილა. ხოლო მეორეში კი – 8-ით. ყუთი სავსეა რიგებად და მწკრივებად ჩალაგებული კონსერვის ქილებით (იხ. ამ თვის კიდევ რომელ რიცხვში ესტუმრება ბატონ შალვას ორივე შვილიშვილი? (ა) 17 (ბ) 21 *(გ) 24 (დ) 31 4. ნიკამ შოკოლადის 3 ერთნაირი ფილა იყიდა. დარბაზებში მკითხველების რაოდენობა გათანაბრდა. რამდენი თეთრი ღირებულა ერთი ფილა შოკოლადი? (ა) 8 (ბ) 18 (გ) 30 *(დ) 45 3. თამრიკომ 90 თეთრით მეტი გადაიხადა. ბატონ შალვას ორი შვილიშვილი ჰყავს: ანა და ნინო. ბიბლიოთეკის ორ სამკითხველო დარბაზში ერთად 48 მკითხველი იყო. ვიდრე ნიკამ.ამოცანები 1. ნინო კი – მხოლოდ შაბათობით. 10 ივლისს ბატონ შალვას ორივე შვილიშვილი ესტუმრა. როდესაც პირველ დარბაზში მკითხველთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა. ნახაზი). რამდენი მკითხველი ყოფილა პირველ დარბაზში თავდაპირველად? (ა) 14 (ბ) 16 (გ) 23 *(დ) 25 8 .

4. დეტექტივი და სამეცნიერო-პოპულარული) დაესახელებინათ მათთვის ყველაზე საყვარელი ერთი ჟანრი. რა ჟანრი უყვართ მამაკაცებს ყველაზე ნაკლებად? (ა) კომედია *(ბ) დრამა (გ) მელოდრამა (დ) დეტექტივი 7. გამოკითხულთა რამდენ პროცენტს უყვარს სამეცნიერო-პოპულარული ჟანრის ფილმები? (ა) 14% *(ბ) 18% (გ) 20% (დ) 30% 9 . დრამა. filmis Janri mamakacebi qalebi sul komedia 64 56 120 drama 12 32 44 melodrama 16 64 80 deteqtivi 60 24 84 samecniero-popularuli 48 24 72 sul 200 200 400 მოცემული ცხრილის მიხედვით უპასუხეთ შემდეგ 2 შეკითხვას: 6. მელოდრამა. 6 და 11-კილოგრამიანი თითო საწონი. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რამდენკილოგრამიანი ნივთის აწონას ვერ შევძლებთ თეფშებიან სასწორზე ერთი აწონით მხოლოდ ამ საწონების გამოყენებით? (ა) 13 (ბ) 15 *(გ) 19 (დ) 21 მონაცემთა ანალიზი 400 ადამიანს სთხოვეს ფილმის რამდენიმე ჟანრიდან (კომედია.5. გვაქვს მხოლოდ 1. ცხრილში მითითებულია. რამდენმა ადამიანმა დაასახელა ფილმის ესა თუ ის ჟანრი.

ტესტის მიზანია იმის განისაზღვრა. რომლებშიც აღწერილია ბაგა-ბაღის პერსონალის/აღმზრდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული სიტუაციები. რამდენად ადეკვატურად შეუძლია აპლიკანტს ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში წამოჭრილი ტიპური პრობლემების გადაწყვეტა. ეს დავალებები ფასდება 1 ქულით. ნიმუში 10 ან მოყვანილია .პროფესიული უნარების შეფასება ტესტის ეს ნაწილი აფასებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პერსონალისათვის მნიშვნელოვან ცოდნასა და საბაზო უნარებს. ფაქტები. არჩევითპასუხიანი დავალებები შედგება: მოცემულობის.ge/geo/news/show/25/637). http://eqe. ტესტის საშუალებით შესაძლებელი იქნება აპლიკანტის შეფასება ბაგა-ბაღის აღმზრდელი-პედაგოგის მოთხოვნების სტანდარტით შესაბამისად განსაზღვრული (ბაგა-ბაღის ძირითადი აღმზრდელი-პედაგოგის (არსებითი) სტანდარტის პროექტი. განმავითარებელი გარემოს ძირითადი მახასიათებლების ცოდნა და ამგვარი გარემოს შექმნის უნარი. კოლეგებთან და მშობლებთან თანამშრომლობა. პირობის ან კითხვისა და სავარაუდო პასუხებისაგან. პროფესიული უნარების ტესტით შეფასდება: ბავშვის ასაკობრივი განვითარების ძირითადი კანონზომიერებების ცოდნა. მათი გამოყენების უნარი. რომლის გაცნობის შემდეგაც უნდა უპასუხოთ კითხვას. განვიხილავთ რამდენიმე მაგალითს: სიტუაცია-სტიმული. პირობაში აღწერილია სიტუაცია. ტესტი მოიცავს 30 დავალებას. ბავშვის თანამედროვე მიდგომებისა და სტრატეგიების განვითარების ხელშემწყობი ცოდნა. ტესტში მოცემული ყველა დავალება არჩევითპასუხიანი. მოცემულ ტესტში ამგვარ დავალებებს ოთხი სავარაუდო პასუხი აქვს. სადაც სწორია მხოლოდ ერთი პასუხი.

ხოლო სწრაფი და გაუგებარი მეტყველება (დ) მათთვის. როცა ჩამონათვალში ერთი ან 11 . ბავშვის ფსიქიკური განვითარების შეფასების ფონზე. რომლებიც ხელს უშლის ჯგუფში ბავშვის სრულფასოვან ფუნქციობას. აღმზრდელმა. ჰიპერაქტიურ ბავშვს უჭირს მისთვის უინტერესო საკითხზე ყურადღების კონცენტრირება. ყურადღების გაფანტულობა.პრობლემები. ჩამოთვლილთაგან რომელი ნიშანი მიუთითებს ბავშვის ჰიპერაქტიურობაზე? ა) თავს არიდებს ბავშვებთან ურთიერთობას. რამდენიმე პასუხის მოთხოვნა (ჩამონათვალი რომაული ციფრებით). მრავალფეროვანია და ხშირ შემთხვევაში . დ) მეტყველებს სწრაფად და გაუგებრად. ასეთი ფორმატის დავალებები იმ შემთხვევაში გამოიყენება. დროულად ამოიცნოს მისთვის დამახასიათებელი არათვალსაჩინო პრობლემური ნიშანი და მის დასაძლევად გამოიყენოს შესატყვისი მიდგომა. რადგან ბავშვებთან ურთიერთობის თავის არიდება (ა) უფრო მეტად დამახასიათებელია კომუნიკაციის პრობლემის მქონე ბავშვებისთვის. მალე იღლება. სწრაფი დაღლა. მისი შესაძლებლობების რეალიზებასა და სკოლისათვის მომზადებას. განმარტება: ჰიპერაქტიურ ბავშვისათვის ძირითადად დამახასიათებელია ერთი აქტივობიდან მეორეზე სწრაფად გადასვლა. გ) ხშირად იტკიებს თავს.ვისაც ფიზიკური პრობლემები აქვს. ვისაც მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მნიშვნელოვანია. ბევრს მოძრაობს უმიზეზოდ. ხშირად თავის ატკიება (გ) მათთვის . (გ) და (დ) პასუხები არ არის სწორი. მუდმივად ცქმუტავს და ვერ ისვენებს ერთ ადგილას. (ა). ჰიპერაქტიური ბავშვის ქცევის მახასიათებლებიდან გამომდინარე სწორი პასუხია (ბ). ბ) შფოთავს.არათვალსაჩინო.

რომ ბავშვები იძენენ ახალ გამოცდილებას და სწავლობენ სხვა ადამიანებზე დაკვირვებით. შეარჩიეთ მათგან ის პასუხი.მხოლოდ I და II . რომელთაგან უნდა აირჩიოთ ის ფაქტორი (ფაქტორები). სწორი პასუხია “ა“. იგი (მოდელი) გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. რომელიც. დასწავლის (მიბაძვის) განმაპირობებელი ფაქტორებია მოდელის 12 .სოციალური დასწავლის თეორიის თანახმად. რომელიც საფუძვლად უდევს დასწავლას. II.წ. მოდელის ქცევას მიბაძოს. მნიშვნელოვანია ასაკის გათვალსიწინება .ერთზე მეტი სწორი პასუხია. ა) მხოლოდ I და II ბ) მხოლოდ I და III გ) მხოლოდ II დ) მხოლოდ III განმარტება: დავალებაში რომაული ციფრებით აღნიშნულია სამი სხვადასხვა ფაქტორი. III.ბავშვები მხოლოდ ასაკით მათზე უფროსს ბაძავენ. მოცემულია ამ ფაქტორებისგან შემდგარი ოთხი სავარაუდო პასუხი. ე. იმისათვის. შ. თუ თავად ბავშვი მიიჩნევს მოდელს კომპეტენტურად.ბიჭები ავტორიტეტულ მამაკაცებს ბაძავენ. ასეთი ტიპის დავალებებში სავარაუდო პასუხები ასე შეიძლება იყოს ფორმულირებული: მაგ. მხოლოდ I და II.ქალებს. რომელიც შეიცავს ფაქტორს (ფაქტორებს). ნიმუში ცნობილია. სოციალური დასწავლის თეორიის მიხედვით. ჩამოთვლილთაგან რომელ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მოდელი იმისათვის. ხოლო გოგონები . რომ ბავშვმა სხვა ადამიანის. საფუძვლად უდევს დასწავლას. მოდელირება/მიბაძვა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში. მხოლოდ II და III და ა. მნიშვნელოვანია სქესის ფაქტორის გათვალისწინება . თუმცა. რომ სოციალური დასწავლის პროცესი ეფექტიანად წარიმართოს? I.

ბაგა-ბაღის კვალიფიციურ აღმზრდელ- პედაგოგად ჩამოყალიბებისთვის კარგი წინაპირობა იქნება. შესაბამისად. ტესტის ამ ნაწილის პროგრამა/საკითხთა ჩამონათვალი: 1. პრესტიჟი და ძალაუფლება. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა  ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით სასწავლოსააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა  ბავშვის ინტერესებისა და საჭიროებების გამოვლენის გზები და ხერხები  სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების სასწავლო-სააღმზრდელო აქტივობებისთვის სხვადასხვა რესურსის შესაბამისობის განსაზღვრა. აპლიკანტს შესაძლებლობა ექნება დავალებათა ნაწილი საკუთარ გამოცდილებასა და ინტუიციაზე დაყრდნობით შეასრულოს. ბავშვები ხშირად თავიანთ თანატოლებსაც ბაძავენ. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა  ჯგუფთან (როგორც დიდ. მიუხედავად იმისა. თანდართული პროგრამიდან შეფასდება ყველაზე საკვანძო. ასევე მცირე) აქტივობების განხორციელების ეფექტური მეთოდები და განსახორციელებელი აქტივობების ტიპები. რომ მართებულ მსჯელობას მოიცავს (მხოლოდ II). პასუხის „გ“ ვარიანტი. სადაც ფიგურირებს ასაკის ფაქტორი (III). შესაბამისად.  სააღმზრდელო პროგრამაში მარავალფეროვნებისა და განსხვავებულობის გათვალიწინების გზები 2. რაც ამ აპლიკანტთა სწავლებისა და პროფესიული განვითარების აქტივობებში ჩართულობის შემთხვევაში. ტესტის შექმნისას გათვალიწინებული იქნება ტესტირების მიზნები და სამიზნე პოპულაციის სპეციფიკა. მოდელის უფროსი ასაკი არ ქმნის მიბაძვის საფუძველს. სქესი. ვინაიდან ის არასრულია. არსებითი კომპეტენციები. მაინც არ მიიჩნევა სწორად.  ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების და სწავლების ხელშეწყობის მეთოდები  ადრეულ ასაკში ბავშვის განმავითარებელი შეფასებისა და წახალისების პრინციპები და მეთოდები  ადრეული ასაკის ბავშვების ქცევის მართვის მეთოდები 13 . თავისთავად გამოირიცხება.კომპეტენტურობა. პასუხის ის ვარიანტები („ბ“ და „დ“). ტესტი უპირატესად შეაფასებს აპლიკანტის მზაობასა და საბაზო მონაცემებს.

5. ბავშვის მრავალმხრივი განვითარება  აღმზრდელის როლი სკოლამდელ განათლებაში: თამაშის ხელშეწყობისა და მისი განვითარებისათვის. გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ბავშვის ჩართვის გზები. მეტყველების უნარის განვითარებაში. მათი დაგეგმვა და განხორციელების გზები  ადრეულ ასაკში წიგინიერების.  სკოლამდელ განათლებაში კომუნიკაციის მნიშვნელობა.3. ინკლუზიური გარემოს მახასიათებლები  განსხვავებულობის მიმღებლობის მნიშვნელობა. ინკლუზიური და ტოლერანტული გარემოს უზრუნველყოფა  სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკა. კომუნიკაციის უნარების განსავითარებელი აქტივობები. მეცნიერების (ბუნება) და მათემატიკური წარმოდგენების განმავითარებელი აქტივობები. მათი დაგეგმვა და განხორციელების გზები  დაგეგმილი აქტივობების შესატყვისი მიზნის მიღწევის პროცესისა და შედეგის შეფასების მეთოდები 4. თამაშის მნიშვნელობა ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისა და მისი კეთილდღეობისთვის.  თამაშის განვითარების ეტაპები და ფორმები.  თითოეული ბავშვის ჩართვის მნიშვნელობა. მათი დაგეგმვა და განხორციელების გზები  თვითგამოხატვისა და კრეატიულობის ან/და მოტორული უნარების განსავითარებელი აქტივობები. განსხვავებულობის გამოვლენის მეთოდები 14 . ადრეული წიგნიერების განვითარებაში. განმავითარებელი გარემოს მოწყობა  ბავშვის განვითარების შესაბამისი სააღმზრდელო გარემოს უსაფრთხოდ მოწყობის პრინციპები და ხერხები  ბავშვისთვის ფსიქოლოგიურად მისაღები გარემოს შექმნის პრინციპები  ბავშვებისთვის ესთეტიური გარემოს მოწყობის ძირითადი პრინციპები  ბავშვის დამოუკიდებელი მოქმედების მნიშვნელობა მისი განვითარებისთვის.

 გარემოებები და თავისებურებები. 15 . კონფლიქტური სიტუაციების მართვის სტრატეგიები. თემთან და ოჯახთან თანამშრომლობა  ეფექტური კომუნიკაციის მეთოდები: მშობლისთვის ინფორმაციის მიწოდების ხერხები. ეკოლოგიური საკითხები და სხვა) 7. რომელთა გათვალისიწნება მნიშვნელოვანია სკოლამდელ დაწესებულებაში (ბავშვების კვება. ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ნორმების დაცვა  უსაფრთხოების დაცვის ეფექტური საშუალებები. ბავშვებისთვის უსაფრთხოების წესების გაცნობის ხერხები  ბავშვებისთვის ჰიგიენური თვითმომსახურების ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. პოზიტიური ურთიერთობის ხელშეწყობის სტრატეგიები.6. ეზოში გაყვანის წესი. სასწავლო-სააღმზრდელო აქტივობებში მშობელთა ჩართვის გზები.