You are on page 1of 15

1.

სამართლის პოზიტიური ცნება
პოზიტიური ცნების თანახმად, სამართალი არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი
სავალდებულო წესების ერთობლიობა. პოზიტიური თეორია განასხვავებს სამართალს,
როგორც ის „არის“ და როგორც „უნდა იყოს“. იგი მკაცრად გამიჯნავს მორალსა და
სამართალს-მორალურობა არ განსაზღვრავს არც სამართლის მოქმედებას და არც მის
სავალდებულობას.
იურიდიული პოზიტივიზმის თანახმად, სამართლის ნორმის დამახასიათებელი ნიშნებია:

ნორმა დადგენილია სათანადო უფლებამოსილების მქონე პოლიტიკური და
სახელმწიფო ორგანოს მიერ;
სამართლის ნორმა სოციალურად ქმედითია, რაც სახელმწიფოს მიერ
გარანტირებულია. სამართლებრივია ნორმა, თუ მას მოსამართლეები და
სახ.ორგანოები იყენებენ და შეუფარდებენ;
სამართლის ნორმას, როგორც ქცევის სავალდებულო მოდელს, აღიარებენ
როგორც სახ.ორგანოები, ასევე მოქალაქეები. სამართალს მიეკუთვნება
საზოგადოებაში აღიარებული მორალური ნორმაც.

სამართლის ნორმატიული თეორია- სამართლის მოქმედების საფუძველს აყალიბებს
სახელმწიფო ხელისუფლების სუვერენული ნება-სურვილი. თეორიას საფუძველი ჯონ
ოსტინმა ჩაუყარა, ის წმინდა თეორიის მომხრეა.
(+კელზენის „წმინდა თეორია“+პრინციპების არგუმენტი+რადბრუხის ფორმულა)
2. არის თუ არა იურისპრუდენცია მეცნიერება?
იქ, სადაც ორი იურისტია, სამი აზრია“. იურისპრუდენცია არ არის ზუსტი მეცნიერება,
რადგან ერთ შეკითხვას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე სამართლიანი და სწორი პასუხი.
საჭიროა მიღებული გადაწყვეტილების იურიდიული არგუმენტაცია.
არისტოტელეს აზრით, იურისპრუდენცია ხელოვნება და გონიერება უფროა, ვიდრე
მეცნიერება, რადგან მისი დაკვირვების ობიექტი მუდამ იცვლება.
იურისპრუდენციის მეცნიერულობას ეჭვქვეშ აყენებს პრუსიელი პროკურორის კირხმანის
მოსაზრება, რომ კანონმდებლის სამად სამ უფლებამოსილ სიტყვას შეუძლია
მაკულატურად აქციოს მთელი იურიდიული ბიბლიოთეკა. თუმცა ეს არ ამცირებს
იურიდიული მეცნიერების როლს.
როცა სამართლის ნორმა ბუნდოვანია, სამართლის შემფარდებელი იურისტი
სასამართლოს პრაქტიკას ეცნობა. თუ მსგავსი საკითხი არ ყოფილა, მაშინ ის სამეცნიერო
ლიტერატურას ეცნობა, აყალიბებს საკუთარ შეხედულებებს.
განასხვავებენ საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს: ანალიტიკური
მეცნიერების საგანი წინასწარ მოცემული არაა, ის თვითონ აყალიბებს აქსიომებს. მას
შეუძლია თეზისების პოზიტიურად დასაბუთება; საბუნებისმეტყველო მეცნიერება
დაკავებულია ახსნით, ჰუმანიტარული-გაგებით. ჰერმენევტიკა- ტექსტის გაგების მეთოდებს
ეწოდება. იურისპრუდენციაც ჰერმენევტიკული მეცნიერებაა.
იურისპრუდენციის მეცნიერების ტიპური ნიშნებია:





შემეცნების ობიექტს აანალიზებს სისტემურად, განსაზღვრული მეთოდით;
ობიექტურია;
კვლევის შედეგი გადამოწმებადია;
საკითხს უდგება ლოგიკურად და რაციონალურად;
განასხვავებს ფაქტს, ვარაუდს, ფაქტის ანალიზსა და ნორმატიულ მსჯელობას.

იურისპრუდენცია განიხილება, როგორც:


ტექსტის (ჰერმენევტიკული) მეცნიერება-შეისწავლის სამართლის ნორმას,
სასამართლო გადაწყვეტილებებს, სამართლის შეფარდების სხვა აქტებს;
ნორმატიული მეცნიერება- შეისწავლის ნორმებს. ნორმა აღწერს არა იმას, თუ რა
„არის“, არამედ იმას, თუ როგორ „უნდა იყოს“-იგი ჯერარსული წინადადებაა.
სამართლის სოციოლოგია-სწავლობს სოციალური სინამდვილის მოვლენებს,
რომლებიც გავლენას ახდენენ სამართალშემოქმედებაზე, სამართლის შეფარდების
პროცესზე.

მეორე ვერსია -

იურისპრუდენცია არის მეცნიერება სამართლის შესახებ, რომელიც
შეისწავლის ადამიანის სავალდებულო ზოგად ქცევას. ის ყველა
მეცნიერებასთან კავშირშია.
იურისპრუდენცია მეცნიერებაა, თუმცა არა ზუსტი.
იურისპრუდენცია მეცნიერებაა რადგან, სამართალში არსებობს
რამდენიმე სწორი პასუხი. იურისტის ამოცანაა მიღებული
გადაწყვეტილების არგუმენტაცია.
იურისპრუდენცია ანალიტიკური მეცნიერებაა, რადგან ანალიტიკური
მეცნიერება თვითონ აყალიბებს აქსიომებს და იკვლევს მის მიერვე
შექმნილ სიმბოლოების სამყაროს. სამართალიც, მის მსგავსად,
იკვლევს თავის სიმბოლოებს.
იურისპრუდენცია სოციალური მეცნიერებაა, რადგან სამართალი
შეისწავლის საზოგადოების, სოციუმის და კონკრეტულად ადამიანის
ქცევას.
იურისპრუდენცია ჰუმანიტარული მეცნიერებაა, რადგან ჰუმანიტარული
მეცნიერების საგანი მოცემულია ტექსტის სახით. იურისპრუდენციას
მიაკუთვნებენ ჰერმენევტიკულ მეცნიერებას, რადგან სამართალი
მხოლოდ ტექსტის სახითაა მოცემული.
იურისპრუდენცია არის ნორმატიული მეცნიერება, რადგან ნორმატიული
მეცნიერება შეისწავლის ნორმებს. სამართლის მეცნიერების საგანია

ნორმატიული წინადადების სახით ჩამოყალიბებული ქცევის
სავალდებულო წესები.
იურისპრუდენცია არ არის მეცნიერება რადგან, მეცნიერების შემეცნების
ობიექტი წინასწარ არის მოცემული და უცვლელია. არისტოტელეს
აზრით, აქედან გამომდინარე, იურისპრუდენცია უნდა გავიგოთ,
როგორც ხელოვნება ან გონიერება.
სამართლის მეცნიერება ანუ იურისპრუდენცია ასრულებს სამ ძირითად
ფუნქციას: 1) იურისტების განათლება 2) თეორიული მიმდინარეობების
და მოძღვრების ანალიზი 3) საკუთარი მოსაზრებების წამოყენება
მართლწესრიგის სრულყოფის თვალსაზრისით.
სამართლის მეცნიერება შეისწავლის მართლწესრიგის არსსა და
ფუნქციას, მის ჩამოყალიბებისა და განვითარების ტენდენციას.

3. ბუნებითი სამართლის ცნება
ბუნებითი სამართალი უცვლელია დროსა და სივრცეში. მისი პრინციპები პოზიტიურ
სამართალზე უფრო მაღლა დგას, ამიტომ მას ზეპოზიტიურ სამართალსაც უწოდებენ. ის
მორალისა და სამართლიანობის იდენტურია. ბუნებითი სამართლის წყარო შეიძლება იყოს
ადამიანის ბუნება, ღვთის ნება და გონი. შესაბამისად, განასხვავებენ ანთროპოლოგიურ,
რელიგიურ და რაციონალურ ბუნებით სამართალს.
ბუნებითი სამართალი მორალსა და სამართალს არ მიჯნავს. სამართალი, პოზიტიური
ნორმების გარდა, მოიცავს მორალის პრინციპებს, რომელიც აფუძნებს და გარკვეულ
ფარგლებში აქცევს პოზიტიურ სამართალს. მორალის გარკვეულ პრინციპებს აქვთ
იურიდიული მოქმედების პრეტენზია. სამართალი არის ნორმათა წესრგი, რომელიც უნდა
შეესაბამებოდეს მორალის პრინციპებს.
ამ ცნებასაც ჰყავს კრიტიკოსები-„შეუძლებელია არსიდან გამომდინარეობდეს
ჯერარსი“. რა მოხდება, თუ მოსამართლის აზრით პოზიტიური სამართლის ნორმა არ
შეესაბამება ბუნებით სამართალს? სამართლის ნორმა ინარჩუნებს იურიდიულად
სავალდებულო ძალას მაშინაც, თუ ის მორალს ეწინააღმდეგება.

ბუნებითი სამართალი მოიცავს დროისა და სივრცის გარეშე
არსებულ ქცევის ობიექტურად სავალდებულო წესებს.
ბუნებითი სამართალი არსებითად მორალისა და სამართლიანობის იდენტურია.
ბუნებითი სამართლის წყარო შეიძლება იყოს ღვთის ნება,გონი და ადამიანის
ბუნება.
მეორე ვერსია -

შესაბამისად განასხვავებენ რელიგიურ,რაციონალურ და ანთროპოლოგიურ
ბუნებით სამართალს.
რელიგიული ბუნებითი სამართალი- რელიგიაზე დაყრდნობით
რაციონალური ბუნებითი სამართალი-გონიერებაზე დაყრდნობით,
ანთროპოლოგიური ბუნებითი სამართალი-ჰუმანურობაზე დაყრდნობით.
ბუნებითი სამართლის ნორმები,რომლებიც კანონითაა
გამყარებული,სავალდებულოა შესასრულებლად.
ბუნებითი სამართალი ერთმანეთისგან არ გამიჯნავს მორალსა და სამართალს.
ბუნებითი სამართლის მიხედვით მორალი არის სამართალი.
ბუნებითი სამართლის ნორმები ლოგიკური აუცილებლობით არ მოქმედებენ.
ისინი გამომდინარეობენ ადამიანის გონიდან,რელიგიიდან,ჰუმანურობიდან და
მორალიდან.
ბუნებითი სამართლის ცნება ღიად ტოვებს მისი მოქმედების საკითხს.
სამართლის ნორმა ინარჩუნებს იურიდიულად სავალდებულო ძალას იმ
შემთხვევაშიც,თუ იგი ეწინააღმდეგება მორალს,ბუნებით სამართალს.
ბუნებით სამართალს კი არ ექნება ძალა,თუ იგი ეწინააღმდეგება სამართლის
ნორმას.

4. სამართლის რეგულაციური ფუნქცია
სამართალი არის არა თვითმიზანი, არამედ განსაზღვრული მიზნის მიღწევის საშუალება. ის
არეგულირებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს და მოქმედებს მხოლოდ საზოგადოებაში.
სამართლის რეგულაციური შესაძლებლობები ზღვარდადებულია სოციალური
კანონზომიერებით. ასევე, საზოგადოება დამოკიდებულია სამართალზე. თუმცა,
სამართალი არეგულირებს ურთიერთობების გარკვეულ ნაწილს, სხვა ურთიერთობები
ავტონომიურად, იურიდიული ჩარევის გარეშე რეგულირდება (ჩვეულება, მორალი).
ორგანიზაციული ფუნქცია- სამართალი აყალიბებს სოციალური მართვის ნორმატიულ
საფუძვლებს.
სოციალირი მართვის ფუნქცია- გარკვეული მიმართულებით წარმართავს ურთიერთობაში
მონაწილე სუბიექტების ქცევას.
სოციალური კონტროლის ფუნქცია- ინდივიდის ქცევამ არ უნდა დაარღვიოს
საზოგადოებისა და სხვა ინდივიდების ინტერესები.
დაცვითი ფუნქცია- სამართალდარღვევაზე სათანადო რეაქციაა საჭირო, წინააღმდეგ
შემთხვევაში, საზოდაგოების სოციალური სტრუქტურა დაირღვევა. იურიდიული სანქციების
მუქარით სამართალი იცავს საზოადოებას-რეპრესიული ფუნქცია. სამართალს აქვს
აგრეთვე უსაფრთხოების და სოციალური ინტეგრაციის ფუნქციები. ეს უკანასკნელი
საზოგადოების წევრებს უყალიბებს ერთიანობის და სოციალური სოლიდარობის განცდას.

იძულება-სამართლებრივ იძულებას სახელმწიფო ორგანოები ახორციელებენ
განსაზღვრული პროცედურის დაცვით. მორალური იძულება უზრუნველყოფილია
საზოგადოებრივი ზეწოლის მექანიზმებით (ამორალური ქცევის
მეორე ვერსია -

სამართალი არის მიზნის მიღწევის საშუალება. ის არეგულირებს
საზოგადოებრივ ურთიერთობებს და საზოგადოებაში მოქმედებს.
სამართალი აყალიბებს სოციალური მართვის ნორმატიულ საფუძვლებს
და ახორციელებს ორგანიზაციულ ფუნქციას.
სამართალი ასრულებს სოციალური მართვის ფუნქციასაც, როდესაც
წარმართავს ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების ქცევას.
სამართალი ასრულებს დაგეგმვისა და სოციალური პროგნოზირების
ფუნქციას.
სამართლის დაცვითი ფუნქცია გამოიხატება სამართალ დარღვევაზე
სათანადო რეაქციის ფორმით. სანქციების მუქარით სამართალი იცავს
საზოგადოებას და ასრულებს რეპრესიულ ფუნქციას.
სამართალი ასრულებს სოციალური ინტეგრაციის ფუნქციას,
რამდენადაც საზოგადოების წევრებს უყალიბებს ერთიანობისა და
სოციალური სოლიდარობის განცდას.

5. ანთროპოლოგიურ-პერსონალური ფუნქცია
სამართლის ანთროპოლოგიურ ფუნქციას განსაზღვრავს ადამიანის არსება და მისი
ეგზისტენციალური (საარსებო) მოთხოვნილებები. სამართალი იცავს პიროვნების
სიცოცხლეს,ჯანმრთელობასა და ღირსებას.
სამართლის პერსონალური ფუნქცია ეხება სოციალური ურთიერთობის მონაწილე
ინდივიდს, იცავს მის პირად ავტონომიას და ცხოვრების ინტიმურ სფეროებს სხვა
ინსტიტუტების უკანონო ჩარევისგან.
თავისუფლება სამართლის ერთ-ერთი ფუნქციაა, სამართალი აწესებს არა აბსოლუტურ,
არამედ ლიმიტირებულ თავისუფლებას.
თანამედროვე პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკოლოგიურ ფუნქციას, რადგან
გარემოზე ადამიანის ზემოქმედების მასშტაბმა ისეთ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, რომ
აუცილებელი გახდა მომავალი თაობების სასიცოცხლო ინტერესების სამართლებრივი
დაცვა. თუ აქამდე სამართალი აწესრიგებდა ურთიერთობას მხოლოდ ერთი თაობის
ადამიანებს შორის, თანამედროვე სამართალი არეგულირებს ადამიანის ურთიერთობას
როგორც ბუნებასთან, ისე მომავალ თაობებთან.

6. მორალის ცნება და სახეები:
მორალი არის კულტურაზე, რელიგიაზე ან ფილოსოფიურ მსოფლმხედველობაზე
დაფუძნებული ადამიანთა ქცევის წესების სიტემა. განასხვავებენ მორალის, ეთიკისა და
ზნეობის ცნებებს.
მორალს ხშირად განმარტავენ როგორც “შინაგან ვალდებულებას” , რომელსაც
განსაზღვრავს სინდისი. მორალური ნორმები ადამიანის სინდისისკენაა მიმართული.
მორალი როგორც სამართალი არეგულირებს ადამიანთა ქცევას, რომლებიც იყოფა 2
ჯგუფად :
1)ქცევის ინდივიდუალური წესები რომელსაც ინდივიდი ავტონომიურად განსაზღვრავს
2)სოციალური ნორმები.
ამ კლასიფიკაციით განასხვავებენ ინდივიდუალურ და კონვენციონალურ მორალს.
კონვენციონალური მორალი ეფუძნება საზოგადოების უმრავლესობის მორალურ
წარმოდგენებს. ადამიანთა უმრავლესობა კონვენციონალური
მორალის გავლენით ცდილობს დაიცვას საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესები.
საზოგადოებრივი მორალი იცვლება დროის შესაბამისად (ადრე მიჩნეული ამორალური
ქმედება შეიძლება დროთა განმავლობაში აღარ მიიჩნეოდეს ამმორალურად
(ჰომოსექსუალები)).
სავალდებულოობის მიხედვით განასხვავებენ:
1)მორალის მოთხოვნებს, რომელთა დაცვაც ყველა შემთხვევაშია სავალდებულო
(უპირობო);
2)მოთხოვნები, რომელთა დაცვაც არაა სავალდებულო, მაგრამ სასურველია
(ტყუილი).

7. მსგავსება და განსხვავება სამართალსა და მორალს შორის
მორალისა და სამართლის კავშირის შესახებ შეიძლება გამოიყოს სამი მიდგომა :
1)მორალი და სამართალი აყალიბებს ერთიან მთლიანობას. სამართალი წარმოადგენს
მორალური წესრიგის შემადგენელ ნაწილს.
2)სამართალი და მორალი ფუნქციონალურად და არსებითად განსხვავდება
ერთმანეთისგან
3)სამართალი და მორალი არ არის ერთიანი, მაგრამ არც გამიჯნულია ერთმანეთისგან.

სამართალსა და მორალს ახასიათებს საერთო ნიშნები :
1)სამართალიც და მორალიც აწესრიგებს ადამიანებს შორის ურთიერთობას.
2)მორალისა და სამართლის მოთხოვნები შინაარსობრივად მსგავსია.
3)სამართლისა და მორალის დაცვა განიხილება,როგორც მოვალეობა.

მორალი და სამართალი ერთმანეთისგან განსხვავდება :

1) მორალი ყალიბდება ჩვეულების, ტრადიციის გავლენით. სამართლის ნორმას ადგენს
სახელმწიფო შესაბამისი პროცედურების დაცვით.
2) მორალური ნორმა დადგენილია პირდაპირი აკრძალვის ან მოთხოვნის ფორმით.
სამართლის ნორმაში აკრძალვა ან მოთხოვნა აბსტრაქტულადაა ფორმირებული.
3) მორალური ნორმა იცვლება ნელა, საზოგადოებასთან ერთად. სამართლის ნორმაში
ცვლილებების შეტანა ხდება სათანადო პროცედურების დაცვით.
4) მორალს აინტერესებს პირის სუბიექტური ნება და მისი მოტივი. სამართლის ნორმა
აწესრიგებს ადამიანთა გარეგან ქცევას.
5) მორალს ახასიათებს საზოგადოებრივი ზემოქმედების სახით სანქციებით იძულება.
სამართალს ახასიათებს ორგანიზებული და აბსოლუტური იძულება.
მორალი,როგორც სამართალი ნორმატიული ჯერარსული წესრიგია, რომელიც ადგენს
მოთხოვნას აკრძალვასა და ნებართვას. მართლწესრიგი ჰეტერონომიული წესრიგია, (მას
„უცხო“ ინსტიტუტი ადგენს) მორალი- ავტონომიური (საზოგადოება თავად ადგენს).
სამართლისგან განსხვავებით, მორალს საზოგადოებისგან “იზოლირებული” ინდივიდიც
აინტერესებს.

სამართალსა და მორალს ახასიათებს როგორც საერთო,ისე
განმასხვავებელი ნიშნები.
როგორც სამართალი,ასევე მორალი აწესრიგებს ადამიანებს შორის
ურთიერთობებს.
მორალისა და სამართლის მოთხოვნები მსგავსია.
სამართლისა და მორალის მოთხოვნათა დაცვა თავისთავად გასაგები
მოვალეობაა.
მორალი და სამართალი ერთმანეთისგან განსხვავდება შემდეგი ნიშნებით:
1) მორალი ყალიბდება ჩვეულების,ტრადიციების გავლენით.
სამართლის ნორმას აყალიბებს სახელმწიფო სპეციალური პროცედურების დაცვით.
2)მორალური ნორმა დადგენილია პირდაპირი აკრძალვის/მოთხოვნის ფორმით,
სამართლის ნორმაში აკრძალვა აბსტრაქტულადაა მოცემული.
3)სამართლის ნორმაში ცვლილებების შეტანა/გაუქმება ხდება სათანადო
პროცედურის დაცვით.
მორალური ნორმა იცვლება უფრო ნელა,სზოგადოების მორალური წარმოდგენების
ცვლილებათა პარალელურად.
4)სამართლის ნორმა აწესრიგებს ადამიანთა გარეგან ქცევას.
მორალს უფრო მეტად აინტერესებს ადამიანის ნება,მისი ქცევის მოტივი.
5)სამართალს ახასიათებს აბსოლუტური იძულება,რომელიც განმტკიცებულია
სანქციით,მაგალითად თავისუფლების აღკვეთით.
მორალური იძულება ხორციელდება უფრო საზოგადოების მხრიდან ზემოქმედებით.
ამორალური ქცევა შეიძლება არ აიკრძალოს იურიდიული სანქციით.
თუმცა სამართალი არ უნდა უბიძგებდეს პირს ამორალური ქცევისკენ.
სამართალმა უნდა გაითვალისწინოს მორალის ელემენტარული
მოთხოვნები,წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალი ვერ პოვებს საზოგადოებრივ
მეორე ვერსია =

აღიარებას.
მორალიც და სამართალიც ადგენენ მოთხოვნას,აკრძალვას და ნებართვას.
მართლწესრიგი ჰეტერონომიული წესრიგია, ანუ გარეშე,უცხო ინსტიტუტების
მიერ დადგენილი.
მორალი არის ავტონომიური წესრიგი.
უმაღლესი მორალური ისტანცია არის ადმაიანის სინდისი.

8.

სამეცნიერო კვლევის მეთოდები და მეთოდოლოგია
მეთოდი არის კვლევის წესი.
მეთოდოლოგია - მეცნიერება კვლევის წესების შესახებ.
სამეცნიერო კვლევის მეთოდების კლასიფიკაცია შეიძლება
განხორციელდეს სხვადასხვა საფუძველზე. მაგალითად:
ახსნის მეთოდი დამახასიათებელია საბუნებისმეტყველო მეცნიერებისთვის,
გაგების მეთოდი დამახასიათებელია ჰუმანიტარული მეცნიერებისთვის.
ნომოთეტიური მეთოდი აყალიბებს კანონებს,
იდიოგრაფიული მეთოდი აღწერილობითი მეთოდია.
ასევე არის ინდუქციური და დედუქციური სამეცნიერო კვლევის მეთოდები.
ასევე ცნობილია:
ანალიტიკური და სინთეზური,
ემპირიულ-ანალიტიკური,
შედარებითი,
ისტორიულ-გენეტიკური,
ინსტიტუციონალური,
ბიჰევიორისტული,
ფუნქციონალურ-სტრუქტურული,
აქსიომატური,
სტატისტიკური და სხვა მეთოდები.
მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია საკვლევ თემაზე.
იურიდიული მეცნიერება ნაკლებად მიმართავს პრაქტიკულ
ექსპერიმენტებს,იურიდიული სამეცნიერო გამოკვლევა ზირითადად ეფუძნება
კანონმდებლობის,სამეცნიერო ლიტერატურისა და სასამართლო პრაქტიკის
ანალიზს.

9.

სამართლის ნორმის ლოგიკური და სტრუქტურული აგებულება
სამართლის ნორმებს განსხვავებული შინაარსი,მაგრამ ერთი საერთო
სტრუქტურა აქვთ.

ლოგიკური თვალსაზრისით, ნორმა შედგება 2 ნაწილისგან:

1) დესკრიფციული ნაწილი- ანუ ის ფაქტობრივი ურთიერთობა,რომელიც
ნებადართულია,აკრძალულია ან მოთხოვნილია. (აღწერილობითი ნაწილი)
2) ნორმატიული ნაწილი-რომელიც ამბობს,რომ ეს ფაქტობრივი
ურთიერთობა ნებადართულია,აკრძალულია თუ მოთხოვნილია.
სამართლის ნორმა,ჩვეულებრივ,მოცემულია ნებართვის,აკრძალვის ან
მოთხოვნის სახით:
ნებართვა- „პარლამენტის წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საპარლამენტო
ფრაქციაში“. პარლამენტის წევრებს აკრძალული არ აქვს ფრაქციაში
გაერთიანება,მაგრამ არც მოთხოვნილია რომ ისინი უნდა გაერთიანდნენ
ფრაქციაში. პარლამენტის წევრს აქვს უფლბა,ნება,თვითონ გადაწყვიტოს
გაერთიანდეს თუ არა.
ნებადართულია ის,რაც აკრძალული არ არის. ეს პრინციპი მოქმედებს
მხოლოდ ინდივიდებისთვის,რადგან სახელმწიფო ორგანოს აკრძალული
აქვს ისეთი ქმედება,რომელიც კანონით ნებადართული არ არის.
აკრძალვა- ჩვეულებრივ გამოიხატება სიტყვით „აკრძალულია“. თუმცა
ყოველთვის არა.მაგალითად: „ნუ მოწევთ!“
მოთხოვნა- „ყველა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს
კონსტიტუციას“.
მოთხოვნის გამოხატვის ზირითადი ფორმაა „უნდა“.

სტრუქტურული თვალსაზრისით სამართლის ნორმა შედგება 2
ძირითადი ნაწილისგან:
|
|
ფაქტობრივი შემადგენლობა
შედეგი
|
|
სანქციით) განსაზღვრული
განუსაზღვრელი
|
|
|
|
პოზიტიური ნეგატიური
დესკრიფციული ნორმატიული

იურიდიული
(გამოხატულია

ფაქტობრივი შემადგენლობა ასევე შეიძლება იყოს კუმულაციური და
ალტერნატიული.
ფაქტობრივი შემადგენლობა განსაზღვრავს იურიდიული შედეგის
წინაპირობებს.
განსაზღვრული ფაქტობრივი შემადგენლობა არ მოითხოვს განმარტებას,
(რიცხვი,წონა,ზომა..)
განუსაზღვრელი ფაქტობრივი შემადგენლობა მოითხოვს განმარტებას.
განუსაზღვრელი ფაქტობრივი შემადგენლობა არის დესკრიფციული-შეეხება
ობიექტს და მის ნიშანთვისებებს,(„უძრავ ნივთს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი

მასზე არსებული წიაღისეულით,შენობებით და მცენარეებით)
განუსაზღვრელი ფაქტობრივი შემადგენლობა არის ნორმატიულიც- და იგი
მოითხოვს შეფასებას. „გარიგება,რომელიც ეწინააღმდეგება ზნეობის
ნორმებს ბათილია.“ ამ შემთხვევაში შესაფასებელია ძნეობის ცნება.
კუმულაციური ფაქტობრივი შემადგენლობის დროს,იურიდიული შედეგის
დადგომა დაკავშირებულია ერთდროულად რამდენიმე პირობის
არსებობასთან. მაგალითად,დაქორწინებისთვის აუცილებელია საქორწინო
ასაკი და დასაქორწინებელ პირთა თანხმობა. ორივე პირობა ერთდროულად
უნდა არსებობსდეს რომ დადგეს იურიდიული შედეგი.
ალტერნატიული ფაქტობრივი შემადგენლობა მოიცავს ორ ან მეტ
პირობას,რომელთაგან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში დგება
იურიდიული შედეგი. მაგალითად, კანონი კარგავს ძალას,თუ ამის შესახებ
პირდაპირ უთითებს ახალი კანონი,ან ძველი ეწინააღმდეგება ახალს. ამ
ორიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში უკვე დგება იურიდიული
შედეგი.
იურიდიული შედეგი დგება როცა სახეზეა ნორმის ფაქტობრივი
შემადგენლობა.
სისხლის სამართალში იურიდიული შედეგია დამნაშავისთვის სასჯელის
შეფარდება,
სამოქალაქო სამართალში-ზიანის ანაზღაურება.
იურიდიული შედეგი ხშირად გამოხატულია სანქციით:
ნეგატიური სანქცია ითვალისწინებს იურიდიულად არასასურველ შედეგს.
პოზიტიურ სანქციას სურს მართლზომიერი მოქმედების წახალისება.
რეპრესიული სანქცია ანგარიშს უწევს დაზარალებულის სამართლიანობის
გრნობას.
რესტიტუციული სანქციის მიზანია ნორმის დარღვევამდე არსებული
მდგომარეობის აღდგენა(რეკონსტრუქცია).მაგალითად,ზიანის ანაზღაურება.
პრევენციული სანქციის უმთავრესი ფუნქციაა სამართალდარღვევის
თავიდან აცილება,პრევენცია.
10. სამართლის ნორმის სახეები

სამართლის ნორმა შეიძლება დაიყოს ნორმის ადრესატების და
ნორმატიული მოქმედების ძალის მიხედვით.
ნორმის ადრესატების მიხედვით განასხვავებენ ზოგად და
ინდივიდუალურ ნორმას.
ზოგადი ნორმა მიმართულია ინდივიდთა ჯგუფისკენ,რომელიც არ არის
ახელობით განსაზღვრული.
ინდივიდუალური ნორმა მიმართულია კონკრეტულად განსაზღვრული
პირისკენ(ან პირებისკენ).
უპირობო ნორმა შესასრულებლად
სავალდებულოა ყოველგვარი წინასწარი პირობის გარეშე. მაგალიტად: „ნუ
მოწევ!“ არის ინდივიდუალური უპირობო ნორმა.
განპირობებული ნორმა
მოქმედებს მხოლოდ განსაზღვრული პირობების არსებობისას. „თუ....

მაშინ...“
დეფინიციური ნორმა მოქმედებს მხოლოდ სხვა ნორმებთან კავშირში.
მაგალითად, ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილის ცნება
მნიშვნელოვანია ნივთის სამართლებრივი რეჟიმისთვის. ანუ,მაგალითად
„ნივთის შემადგენელი ნაწილი,რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია
ნივთის განადგურების ან დაზიანების გარეშე,ცალკე უფლების ობიექტად
შეიძლება იყოს მოხლოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში.“
11. სანქციის სახეები

იურიდიული შედეგი ხშირად გამოხატულია სანქციით:
ნეგატიური სანქცია ითვალისწინებს იურიდიულად არასასურველ შედეგს.
პოზიტიურ სანქციას სურს მართლზომიერი მოქმედების წახალისება.
რეპრესიული სანქცია ანგარიშს უწევს დაზარალებულის სამართლიანობის
გრნობას.
რესტიტუციული სანქციის მიზანია ნორმის დარღვევამდე არსებული
მდგომარეობის აღდგენა(რეკონსტრუქცია).მაგალითად,ზიანის ანაზღაურება.
პრევენციული სანქციის უმთავრესი ფუნქციაა სამართალდარღვევის
თავიდან აცილება,პრევენცია.
მეორე ვერსია
სანქციები არსებობს ნეგატიური და პოზიტიური.სანქციათა უმრავლესობა
ნეგატიურია,ვინაიდან ითვალისწინებს იურიდიულად არასასურველ შედეგს. პოზიტიური
სანქციები გამოიყნება მართზომიერი მოქმედების წასახალისებლად.რეპრესიული
სანქციებია-ანგარიშს უწევს დაზარალებული მხარის სამართლიანობის
განცდას.რესტიტუციული - ნორმის პირვანდელი მდგომარეობის
აღდგენა.პრევენციული-სამართალდარღვევის აღმოფხვრა სამართალდამრღვევი
პირის ან საზოგადოების პირების მიერ.

12. მსგავსება და განსხვავება ჩვეულებასა

და სამართალს შორის
სამართალსა და ჩვეულებას აქვთ საერთო ნიშნები:
1) ჩვეულებაც და სამართალიც არის ნორმატიული ხასიათის.
2) ორივე არის ჯერარსული წესრიგი.
3)ორივე არეგულირებს ადამიანებს შორის ურთიერთობებს.
4)ჩვეულებაც და სამართალიც ეხება მხოლოდ ადამიანთა გარეგან
ქცევას.პირის შინაგანი განწყობა ნაკლებად აინტერესებს.
სამართალი და ჩვეულება ერთმანეთისგან განსხვავდება:
1)სამართალს ადგენს სახელმწიფო.
ჩვეულებას აყალიბებს რომელიმე სოციალური ჯგუფი.
2)ჩვეულება მოქმედებს მცირერიცხოვან სოციალურ ჯგუფში,
სამართალი მოიცავს უფრო ფართო სოციალურ წრეს.
3)სამართლისგან განსხვავებით,ჩვეულება ინდიფერებტულია ეთიკის

მიმართ,ანუ ცუდი ჩვეულებაც ჩვეულებაა.
4)ჩვეულება არ ხორციელდება სახელმწიფო იძულების
გამოყენებით.ჩვეულებას არ ახასიათებს იურიდიული სავალდებულოობის
განცდა,მაგრამ აქვს სანქციები(საზოგადოებისგან იზოლირება,გაკიცხვა).
ჩვეულების დარღვევისას სანქციას განსაზღვრავს ესა თუ ის სოციალური
ჯგუფი.
სამართლებრივ იძულებას კი ახორციელებს სახელმწიფო.
5)იურიდიული სანქციები წინასწარ განსაზღვრულია.
ჩვეულების დარღვევისას რთულია წინასწარ სანქციის
განსაზღვრა,რამდენადაც იგი დამოკიდებულია იმაზე,თუ რას გადაწყვეტს
სოციალური ჯგუფი.
6)ჩვეულებითი წესრიგი ყალიბდება ფაქტობრივი ურთიერთობების
შედეგად,
ხოლო სამართალი ყალიბდება სპეციალურა დგანსაზღვრული პროცედურის
შემდეგ.
7)ჩვეულება მოქმედებს იმის გამო,რომ იგი ფაქტობრივად სრულდება.
სამართალი მოქმედებს იმისგან დამოუკიდებლად,დაცულია თუ არა მისი
ნორმები.
სამართლის ნორმებს უფრო მეტად იმიტომ იცავენ,რომ იგი ჩვეულების
მოთხოვნებს შეესაბამება. მაგალითად საქორწინო ურთიერთობებში
შვილებისა და მშობლების ურთიერთობა ერთნაირადაა მოწესრიგებული
ჩვეულებითა და სამართლით.
არსებობს სფეროები,რომლებიც შეიძლება მოწესრიგდეს მხოლოდ
სამართლით.
ჩვეულებითი ნორმა ვერ მოაწესრიგებს რთულ სოციალურ ურთიერთობებს.
ამავე დროს არის ურთიერთობები,რომლებიც შეიძლება მოწესრიგდეს
მხოლოდ ჩვეულებითი სამართლით,ასეთ დროს ძირითადად მოწმედებს
წესიერებისა და ზრდილობის ნორმები.
სამართალი და ჩვეულება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.
ჩვეულებასა და სამართალს შორის კონფლიქტისას უპირატესობა ენიჭება
სამართალს.
ჩვეულება ისტორიულად წინ უსწრებდა სამართალს. საზოგადოების
განვითარების საწყის ეტაპზე ადამიანთა შორის ურთიერთობებს
აწესრიგებდა ჩვეულება.
(მაგალითად,სისხლის აღების ჩვეულება) მორალსა და ჩცეულებას შორის
მთავარი განსხვავება კი ისაა,რომ მორალი სინდისისკენაა
მიმართული,ჩვეულება კი გულგრილია ადამიანის შინაგანი განწყობის
მიმართ.
13. სამართლის ფუნქციები (რეგულაციის,წესრიგის და

ანთროპოლოგიური)

სამართალი ახორციელებს 3 ძირიტად ფუნქციას:
1) სამართლის რეგულაციური ფუნქცია ნიშნავს,რომ სამართალი
არეგულირებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს და მხოლოდ
საზოგადოებაში მოქმედებს.
ამ რეგულაციაში იგულისხმება,რომ სამართალი ახორციელებს :
სოციალური მართვის ფუნქციას,როდესაც გარკვეული მიმართულებით
წარმართავს ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების ქცევას. ასევე
სამართალი ასრულებს
სოციალური კონტროლის ფუნქციას,რადგან ინდივიდს ქცევამ არ უნდა
დაარღვიოს სხვა ინდივიდის ინტერესები.
სამართლის დაცვითი ფუნქცია გამოიხატება სამართალდარღვევაზე
სათანადო რეაქციით. სამართლის სოციალური სტრუქტურა შეიძლება
მთლიანად დაირღვეს, თუ კანონსაწინააღმდეგო ქცევა სათანადო
რეაგირების გარეშე დარჩება.
სამართალი უზრუნველყოფს სოციალურ ურთიერთობათა სტაბილურობას.
სამართალი ასრულებს სოციალური ინტეგრაციის ფუნქციას, რამდენადაც
საზოგადოების წევრებს უყალიბებს ერთიანობისა და სოციალური
სოლიდარობის განცდას.
იძულება მე უფრო ხერხად მიმაჩნია,ვიდრე ფუნქციად. სამართლებრივი
იძულება ხორციელდება ორგანიზებულად და მხოლოდ უფლებამოსილი
სახელმწიფო ორგანოების მიერ,განსაზღვრული პროცესუალური წესების
დაცვით.
2) წესრიგის ფუნქცია სამართლის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა.
წესრიგი არის წესებისა და კანონების შესაბამისად ჩამოყალიბებული
მთელი,რომელიც შედგება ურთიერთდამოკიდებული ელემენტებისგან.
წესრიგი უნდა იყოს ცვალებადი. მხოლოდ მუდმივი სრულყოფის პროცესში
მყოფი წესრიგი არის ოპტიმალური.
წესრიგის ძირითადი ელემენტია ადამიანი. წესრიგი არის მხოლოდ იქ,სადაც
ადამიანი მოქმედებს ინდივიდუალური პასუხისმგებლობით.
წესრიგი ემსახურება ადამიანისთვის ღირსეული ყოფის ცამოყალიბებას.
წესრიგი არ არის მხოლოდ იძულება.
სამართალია სრულებს სოციალური მშვიდობის ფუნქციას. კონფლიქტებს
სამართალი ვერ მოხსნის,მაგრამ იგი ამ კონფლიქტებს მშვიდობიანად
აწესრიგებს.
სამართალს აკისრია კონფლიქტების პრევენციის ფუნქციაც.
საზოგადოებაში,სადაც ყველა ცდილობს დაამკვიდროს საკუთარი
სამართალი,ემუქრება მუდმივი ქაოსი,ამიტომ მართლწესრიგი არის
მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა.
სამართლებრივი უსაფრთხოების ფუნქცია გულისხმობს,რომ ინდივიდმა

წინასწარ უნდა იცოდეს თუ რას მოითხოვს მისგან სამართლის ნორმა.
მაგალითად,როცა ერთმა მხარემ იცის რომ უდნა დაიცვას ხელშეკრულების
პირობები,ის უნდა ვარაუდობდეს რომ მეორე მხარეც დაიცავს ამ პირობებს.
სამართალი ასრულებს კონსერვატორულ როლს, რაც ნიშნავს,რომ იგი
უზრუნველყოფს პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლას არჩევნების გზით.
3)სამართლის ანთროპოლოგიურ-პერსონალურ ფუნქციას
განსაზღვრავს ადამიანის მოთხოვნილებები.
სამართლის პერსონალური ფუნქცია ეხება არა იზოლირებულ,არამედ
სოციალური ურთიერთობის მონაწილე ინდივიდს. სამართალი იცავს მის
პირად ავტონომიასა და ცხოვრბეის ინტიმურ სფეროებს სხვა
პირების/სახელმწიფოს უკანონო ჩარევისგან.
თავისუფლება სამართლის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა. ერთი
შეხედვით,სამართალი ანტონიმური ცნებაა,რადგან იგი ინდივიდის ქცევას
გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს. აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს.
სამართალი ადგენს არა აბსოლუტურ,არამედ ლიმიტირებულ
თავისუფლებას.
დიდი მნიშვნელობა შეიძინა სამართლის ეკოლოგიურმა ფუნქციამ.
თანამედროვე სამართალია რეგულირებს ადამიანის ურთიერთობას
ბუნებასთან და მომავალ თაობებთან. სამართალი გარკვეულწილად
ზღუდავს თანამედროვე თაობებს მომავალი თაობების სასიცოცხლო სივრცის
შენარჩუნების მიზნით.
14.

სამართლის მეცნიერების ფუნქციები
სამართლის მეცნიერება შეისწავლის მართლწესრიგის არსს და
ფუნქციას, განმარტავს კანონებს და აანალიზებს იურიდიულ პრაქტიკას.
მეცნიერ-იურისტი იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილებას ვერ
მიიღებს, მეცნიერ-იურისტი მართლწესრიგს შეისწავლის და აფასებს
გარედან.
(სამართლის შემფარდებელი იურისტი კი იღებს სავალდებულო
გადაწყვეტილებებს)
სამართლის მეცნიერება ასრულებს 3 ძირითად ფუნქციას:
1) იურისტების განათლება
2) თეორიული ანალიზი
3) საკუთარი მოსაზრებების წამოყენება(მართლწესრიგის სრულყოფისა და
განვითარების თვალსაზრისით)
სამართლის მეცნიერება მჭიდრო კავშირშია იურიდიულ პრაქტიკასთან.
როგორც იურიდიული მეცნიერება,ასევე იურიდიული პრაქტიკა სწავლობს
ქცევის წესს.
სისტემური აზროვნება დამახასიათებელია როგორც მეცნიერი,ასევე

შემფარდებელი იურისტისთვის.
სამართლის შეფარდების პროცესში იურისტმა
კანონმდებლობა,სასამართლო პრაქტიკა და ლიტერატურა(თეორია) უნდა
გააანალიზოს.