პრობლემის განსაზღვრა

საზოგადოების განვითარება მუდმივი და შეუქცევადი, თანაც _ პროგრესირებადი
პროცესია. ტექნოსის შემოჭრამ, წინსვლამ, მეცნიერების განვითარებამ იცის ერთი ძალიან
მნიშვნელოვანი პრობლემის წამოჭრა _ წარსული მიღწევების მიჩქმალვა და მივიწყება, მაგრამ
ჩვენი, კაცობრიობის, მოვალეობა, სწორედ, ესაა: მომავალი არ მოსწყდეს წარსულს, იყოს მისი
ფესვიდან ამოყრილი და, რაც მთავარია, მისი დამფასებელი. მსოფლიო შედევრებისათვის
ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ წარმოჩნდეს, ეპოქათა მიხედვით, ჰარმონიული
მეტამორფოზა ხელოვნებისა, ხელოსნობისა, მეცნიერებისა. ადამიანი, ინოვაციებისა და
ცივილიზაციისაკენ მუდმივ მლტოლველი, ხშირად უმადურია არქაული ეპოქის
უმნიშვნელოვანესი მიღწევებისადმი და მისი დავიწყებაც იოლად ძალუძს. ასე დაემართა
მეთუნეობის, ანუ თიხის ჭურჭლის დამზადების, ტრადიციასაც, რომლის ჩასახვა
კაცობრიობის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო თავის დროზე, ნეოლითის ხანაში. მას
შემდეგ ეს დარგი დაიხვეწა, ხელოვნების ნიმუშადაც კი იქცა არა მარტო საქართველოში,
არამედ _ მთელ მსოფლიოში. (ძველი ელადა, ბიზანტია). (ნიმუშებისა და სტატიების ბმული)
განსაკუთრებულად უნდა გამოვყოთ ერთი გარემოება: მიწის მოზელა და მისგან
ნივთებ-საგნების დამზადება მანამ იყო მნიშვნელოვანი, სანამ ადამიანმა რკინის შენადნობი
მიიღო, მერე ძვირფას ლითონთა დამუშავებასაც მიჰყო ხელი, გაიმდიდრა ოჯახი,
სახელმწიფო, მაგრამ თიხა და მეთუნეობა საზოგადოების განვითარების ვერც ერთ ეტაპზე
საბოლოოდ ვერ განდევნა ვერანაირმა აღმოჩენამ და მიღწევამ: ადვილად ხელმისაწვდომ და
იაფ თიხის ჭურჭელს ჰყავდა თავისი „სოციალური მცველი“ _ ქვედა ფენა, ღარიბთა კასტა,
რომლის საოჯახო სერვისი სწორედ მეთუნე ხელოსნის ხელით იქმნებოდა.
დღეს სულ სხვა ვითარებაა: მეთუნეობა საბოლოოდ მიეცა დავიწყებას. იქნებ ეს
კანონზომიერი მოვლენაა, მაგრამ ჩვენ, ამ პროექტის ავტორები, სხვაგვარად ვფიქრობთ.
საქართველოს მიწას ვუმადლით ორ მნიშვნელოვან რამეს:
1. ვანის, ნოქალაქევის, საგვარჯილეს, ხრამის გორას, თრიალეთის, ვარძიისა და
სხვა გათხრების შედეგად სამზეოზე გამოტანილ თიხის უნიკალურ ნიმუშებს, რომლებსაც ეს
მიწა საუკუნეების მანძილზე ინახავდა;
2. ეს მიწა თავის წიაღში შეიცავს იმ რესურსს, რომელიც საშუალებას გვაძლევს,
აღვადგინოთ წარსულის მნიშვნელოვანი კერამიკული ნიმუშები, ვაჩვენოთ ეს ექსპონატები
არამხოლოდ მუზეუმთა შემინულ სადემონსტრაციო თაროებზე, არამედ ცოცხალ, მჩქეფარე
გარემოში _ შროშაში, ზესტაფონიდან 18 კმ-ით დაშორებულ ულამაზეს სოფელში, სადაც
ჯერაც მისდევენ მეთუნეობას, რომელსაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ფაქტობრივად,
მხოლოდ ერთი ფუნქცია დარჩა _ საღვინე ჭურჭლის როლის შესრულება; პრობლემათა ნუსხა
კი ამგვარად გამოიყურება:
მეთუნეობა სულს ღაფავს შროშაში. ფაქტობრივად, აქაურ მრეწველთა კუსტარული
ნაწარმი პირდაპირ ღია ცის ქვეშ, საქართველოს სამხედრო ტრასის პირას,იყიდება. ეს
ადგილი რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული მეთუნეთა საცხოვრებელსა და ე.წ.
„საამქროებს“, ფაქტობრივად ეს ხალხი ქუჩაშია დილიდან დაღამებამდე, წელიწადის
ყოველ დროს, ქარსა, წვიმასა, თოვლსა თუ თაკარა სიცხეში, მუდმივად მომლოდინე
თავისი ნაშრომის დამფასებლისა. (ასეთები იშვიათად ჩნდებიან); ეს ფაქტი მძიმედ
აისახა სოფლის მაცხოვრებელთა რაოდენობაზე _ ერთი ფენა ბარში მოკალათდა და
ვაჭრობას მიჰყო ხელი, მეორე ნაწილი კი დარჩა საწაბლეში, ამ ტრასიდან 3-4 კმ-ით
მოშორებულ სოფელში და ამზადებს სარეალიზაციო პროდუქციას.
3. ამ ოსტატებს, რომლებმაც იციან მიწის შერჩევა, დამუშავება და ყველა საჭირო
პროცედურა,ფაქტობრივად, შემცვლელი არ ეყოლებათ, რადგან შროშა, ისევე, როგორც
ბევრი მთაგორიანი და მოუსავლიანი იმერული სოფელი, მიგრაციას განიცდის და
ახალგაზრდობა ამ მძიმე და, სამწუხაროდ, დაუფასებელი საქმისადმი გულგრილია.
4. მეთუნეობის დარგის მივიწყება, ჩვენი აზრით, საქართველოსა და ჩვენს კუთხეს
მოუსპობს ეგზოტიკის ხიბლს. ეს განყენებული ფასეულობაც რომ არაფრად ჩავაგდოთ,

ძალიან მნიშვნელოვნად გვეჩვენება თუნდაც ის ფაქტი, რომ თიხის ჭურჭლის დამუშავების
ფენომენის მივიწყება დააზარალებს ქართულ ცნობიერებას _ გაწყდება უწყვეტი ჯაჭვი
წარსულსა და აწმყოს შორის, რომელსაც შროშელი მეთუნეები დღემდე დიდი ჯაფითა და
წვალებით ამაგრებენ და ინარჩუნებენ.
5.პრობლემად გვესახება ისიც, რომ დღევანდელობა კარგავს ინტერესს მეთუნეობისადმი
და, შედეგად ვიღებთ შემდეგი ხასიათის მოვლენათა რიგს:
ა) იკარგება მეთუნეობასთან დაკავშირებული მდიდარი ლექსიკა: ჭურჭელთა სახეობებისა,
ნაკეთობათა დამზადებისათვის საჭირო ხელსაწყო-ქურებისა; მეთუნეობის პროცესისათვის
დამახასიათებელი ლექსიკისა;
ბ)იკარგება ჭურჭლის სახეობათა ნაირგვარი ნიმუში და, რაც მთავარია, თანამედროვე
ქართველმა 2-3 სახის ამგვარი ნიმუშის არსებობა, ფორმა და სახელწოდება თუ იცის;
გ)ქართული კერამიკული ნაოსტატარი განიცდის ანტიკური ბერძნული ხანის მონაპოვართა
გავლენას, მაგრამ, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველოში, იყო თვითმყოფადი
კულტურა, ამ მხრივ, რაც ასევე უნდა იცოდეს საზოგადოებამ არა ზერელე წარმოსახვით,
არამედ ამ ნიმუშთა „გაცოცხლებით“, რასაც ჩვენი პროექტი აპირებს.
დ) ანტიკური საქართველოს ქალაქებს შეიძლება თიხისა და კერამიკისა უწოდო, რადგან აქ
სამშენებლო მასალა იყო: ალიზი, აგური, კრამიტი, თიხის მილები, მოჭიქული თიხის
ფილები. ასე რომ, არ იქნებოდა ურიგო, თუ ანტიკური ქალაქის ტიპის „თიხის ქალაქს“
შევქმნიდით; ეს იქნებოდა გასაოცარი სანახაობა და შროშელი მეთუნეებისათვის
შემოსავლის წყაროსა გაზრდა. პრობლემაა ის, რომ თანამედროვეობა ამ სახის სამშენებლო
მასალას აღარ მოიხმარს, არადა ეს არის ეკოლოგიურად სუფთა და საკმაოდ ლამაზი
პროდუქცია, რომელიც, თუ ექნება შესაბამისი რეკლამა, ნამდვილად პერსპექტიული
გახდება;
6. პრობლემაა ის, რომ ქართული ლიტერატურის შესწავლისას მოსწავლე აწყდება
უამრავ უცნობ სიტყვას, რომელიც დაკავშირებულია მეთუნეობასთან, ძვ. ქართული
ჭურჭლის სახეობებთან, ამიტომ, საჭიროა, შეიქმნას მდიდარი მასალა მეთუნეობაზე,
წარსულზე, განვითარების ეტაპებზე, პერსპექტივაზე; შეიქმნას შესაბამისი
განმარტებითი ლექსიკონები.
7. მეთუნეობის შესახებ ძალიან მწირია, თითქმის არ არსებობს, ინფორმაციული,
ვიზუალური, ტექსტური თუ ეთნოგრაფიული ხასიათის ელექტრონული მასალა
ინტერნეტში. ეს ლაფსუსი ჩვენი პროექტის მდიდარი ექსპონატებითა და ნაკვლევი
პროდუქციით უნდა შეივსოს;
8. თიხა არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ჩვენი საყოფაცხოვრებო ნივთები,
სამშენებლო მასალა არის ნეილონისა და ხელოვნური ნაერთების მთელი კასკადი.
ჩვენ ვაპირებთ, კერამიკული ნაწარმის რეკლამირებას არა მარტო საღვინე და საწყლე
ჭურჭელთან დაკავშირებით, არამედ სამშენებლო მასალებთან დაკავშირებითაც;
კრამიტი, ქუჩის ტროტუარების მოსაპირკეთებელი ფილა, მოჭიქული ფილა
ფასადების დასამშვენებლად და ა.შ.
9. იკარგება ადათ-წესები, რომლებიც დაკავშირებული იყო მეთუნეობასთან და
ირითადად მთვარის ფაზებს ითვალისწინებდა. ჩვენ ვთვლით, რომ ამ მხრივ
ჩატარებული სამუშაოც ღირებული იქნება.

2. მიზანი
ჩვენი გუნდი შეიქმნა იმ მიზნით, რომ მეთუნეობის წარსულის ჩვენებით, ასახვითა და
განხილვით, მოვახერხოთ მისი პერსპექტიულ დარგად გადაქცევა თანამედროვე ეპოქაში,
მაშინ, როდესაც
ფრთაშესხმული ტექნოკრატიული პროცესები გაფურჩქვნისა და
უნივერსალური შესაძლებლობების განხორციელების ფაზაშია.

გვეჩვენება, რომ სწორედ, ეს არის ხელსაყრელი დრო უძველესი ხელოვნების დარგის,
მეთუნეობის, პოპულარიზაციისათვის. ძველი და ახალი, უფრო სწორად, უძველესი და
უახლოესი ეპოქების მიჯნა, ოქროს კვეთის პრინციპით, სწორედ, შროშაში, ზესტაფონიდან 18
კმ-ის მოშორებით წარმოისახება ნებისმიერი მნახველის წინაშე მთელი თავისი
დიდებულებით.
წარსულს მუდამ აქვს ეგზოტიკური ხიბლი, მაგრამ იმ წარსულს, რომელსაც შროშელი
მეთუნეობა გვაგონებს, აქვს ათასწლეულების ისტორია. თანაც- საოცრად შთამბეჭდავი
ექსპონატებით სავსე. წლების გაბმავლობაში მოკვლეული ბერძნული და ქართული უძველესი
თიხის ნიმუშების აღდგენის სურვილი ახირება კი არ არის, არამედ მიზანმიმართული
სტრატეგიაა ტურისტების მისაზიდად და შროშის ტურიზმის ნუსხაში შესატანად.
ჩვენი მიზანია, მოკვლეული მეცნიერული და მხატვრული ტექსტების განხილვის
შედეგად მიღებული ცოდნა გამოვიყენოთ რამდენიმე მიმართულებით, რათა მოვახერხოთ
საზოგადოების ფართო მასებისათვის იმის დამტკიცება, რომ შროშას აქვს პერსპექტივა, გახდეს
მიმზიდველი ადგილი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დამთვალიერებლებისათვის.
შესრულებული სამუშაო ითვალისწინებს სოციალური ხასიათის გამოკვლევას. ჩვენი
მიზანია, დაწვრილებით შევისწავლოთ:
1.მეთუნე ხელოსნის სამუშაო პირობები;
2.ხელსაწყოები;
3.რესურსები;
4.ფინანსები(დანახარჯი და მონაგები)
5.მეთუნე ოჯახის წლიური შემოსავალი'
ამ გამოკვლევის შედეგით დავადგინეთ, რამდენად მომგებიანი იქნება მეთუნეებისათვის
ჩვენი პროექტი, სრული განხორციელების შემთხვევაში.
მეორე მხრივ, ჩვენ გვსურს აღვადგინოთ მეთუნეობის როლი ქართველთა ყოფაცხოვრებაში. კერძოდ: აღვადგინოთ კრამიტის, თიხის ფილების, მოჭიქული თიხის ფილების,
თიხის მილების გამოყენების ტრადიცია.მოჭიქული თიხა ფასადებს დაამშვენებს,თიხის
ფილები ტროტუარებს მოაპირკეთებს.ამიტომ უნდა დავიანგარიშოთ, რამდენად ღირებულია
ეს საქმე. რა თანხასთან იქნება დაკავშირებული ამგვარი პროდუქციის შექმნა. იქნება თუ არა ეს
მომგებიანი სახელმწიფოსათვის.
მეთუნეობის დარგის მეცნიერული შესწსვლა წარიმართება მისი ჩასახვის ფაზიდან
(ნეოლითიდან) დღემდე.ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ მსოფლიო შედევრები და ქართული მიწის
წიაღიდან მოპოვებული უძველესი ექსპონატების ფოტონიმუშები, შევქმნათ ვიდეო და
ფოტომასალა, შევქმნით თიხის ჭურჭლის აღმნიშვნელი დასურათხატებული ლექსიკონი,
ეპოქების მიხედვით:1. ძვ.ბერძნული ცივილიზაცია;2. ძვ.ქართული
მეთუნეობის
სათავეებთან;3. თანამედროვე შროშული მეთუნეობის პერსპექტივა.
აუცილებელია, დამუშავებული მასალა ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოების ფართო
ფენებისათვის; ჩვენ მას განვათავსებთ ვებ- გვერდზე, შექმნილ ბუკლეტს ვთარგმნით
ინგლისურ ენაზე; მდიდარი ფოტომასალით წარმოვსახავთ და ინტერესს აღვუძრავთ
ადამიანებს, ნახონ შროშა არა ტრასის პირას_ არამედ სიღრმეში, იმ უბანში, საწაბლეში, სადაც
უშუალოდ მზადდება თიხის ნიმუშები; ჭურები, ქვევრები, თონეები.
დღეს თიხის ჭურჭლის მყიდველი პასიურია, რადგან ამ სახის სერვისი არ გვჭირდება.
უწინ ყველაფერი თიხისა იყო. თავისთავად ცხადია, განსაკუთრებით, დაბალი ფენის
წარმომადგენლებისათვის. ჩვენი მიზანია, აღვადგინოთ ყველა ძველი ჭურჭლის სახეობა,
ნიმუში, რაც კი ცნობილია სამეცნიერო ლიტერატურაში, მუზეუმთა ექსპონანტებში. ამით
შროშელი მეთუნეები შეძლებენ ისტორიული განვითარების პროცესის რეალისტურ ასახვას
და თავიანთი ნაკეთობებისადმი ინტერესის გაზრდას: მიზნად გვაქვს, დავაინტერესოთ
ინვესტორები, რათა საფირმო მაღაზია-გამოფენები შეიქმნას, სოციალური ფონის ამაღლების
მიზნით;
სოფელს ახალგაზრდობა გაურბის. მიგრაციის თავიდან ასაცილებლად ჩვენი
პროექტი სახავს მთელ რიგ ღონისძიებებს; (დეტალურად აღვწერთ ქვევით) ჩვენი
მიზანია, ახალგაზრდობას გაუჩნდეს ინტერესი, შეისწავლოს მეთუნეობის ხელოვნება და

ტრადიციის ღირსეული გამაგრძელებელი გახდეს.
შროშა უნდა გადაურჩეს მიგრაციას და იქცეს თიხის ქალაქად, ადგილად, სადაც
მეთუნეობა იქნება არა მძიმე და არამი შრომის საფუძველი, არამედ სასიამოვნო პროცესი,
რაც ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას, სოფლის ეკონომიკურ გაძლიერებას,
მნიშვნელოვანი სოციალური ხასიათის წარმატებების მოპოვებას. ამ მიზნით, ადგილობრივ
ხელისუფლებასა და კერძო სექტორს ვთავაზობთ კონკრეტულ წინადადებებს:
1.აღდგეს ღვინის თიხის ბოთლებში ჩამოსხმის ტრადიცია;
2.სამშენებლო მასალა: აგური, კრამიტი და თიხის ფილები გადაიქცეს ზესტაფონის
კოლორიტად;
ჩვენს მდიდარ ლიტერატურულ ქმნილებებში, ისტორიულ ძეგლებში ხშირად
ვხვდებით ჭურჭლის სახელწოდებებს, ჩვენ გადავწყვიტეთ, ძველი ელინისტური
კულტურიდან მოყოლებული დღემდე, ვაჩვენოთ მეთუნეობის განვითარებისა და მიღწევების
ამსახველი ფოტოქრონიკა, აღვნუსხოთ მოძიებულ ნიმუშთა სახელწოდებები, შევქმნათ
უძველესი თიხის ნიმუშების ასლები, შროშელი მეთუნეების დახმარებით. მაგალითად:
ნაქალაქევის გათხრების შედეგად აღმოჩენილია კანთაროსი – შავლაქიანი კერამიკული
სასმისი, ძვ.წ.აღ.VI-II საუკუნეებით დათარიღებული. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ამგვარი
უძველესი ჭურჭლის ფოტონიმუში, მათი იდენტიფიკაციით შროშელი მეთუნე შეძლებს,
თავის ნამუშევარს ისტორიული ღირებულება შემატოს. დღეს დოქი, ჭინჭილა და კეცი
ქაართული ოჯახებისთვის რელიქვიას არ წარმოადგენს, ამ ტიპის ჭურჭლის პოპულარობის
გამო, მაგრამ კანთაროსი, დასტაქანი, თიხის მოჭიქული ფერადი ფილები (ამგვარი ფილებითაა
დამშვენებული ვარძიის ერთ-ერთი სამრეკლოს ფასადი), თიხის პიფოსი (ძვ.წ.აღ.XVIII ს.) _ ეს
ის პროდუქციია, რომელთა რეალიზაცია მიიზიდავს ქართველსა და უცხოელ ტურისტებს
შროშისაკენ.
ჩვენ მიერ იქმნება პროდუქცია:
ა) ქართულ-ინგლისური ლექსიკონი (თიხის ჭურჭლის ფოტომასალითა და
სახელწოდებებით)
ბ) ბუკლეტი: 1. ელინისტური კერამიკა; 2.ანტიკური ქართული კერამიკა;
3. გზამკვლევი _ შროშის ხედებით დასურათხატებული; 4.ანტიკური ხანის ქართული და
ბერძნული თიხის ნიმუშების ფოტოგალერეა; 5.დამუშავებული მასალით ვებგვერდის შექმნა
და ინტერნეტში განთავსება; ეს ყველაფერი იქნება მიზანმიმართული ყველა იმ პრობლემის
გადასაჭრელად, რომელთა შესახებაც გვქონდა საუბარი.
არსებობს კიდევ ერთი მიზანი – წეს-ჩვეულებათა აღნუსხვა, რომელიც რიტუალურია
მეთუნეობისათვის. ეს რიტუალები მივიწყებულია და აღდგენას საჭიროებს.

3. ამოცანები
ჩვენ მიერ დასახული მიზნის მისაღწევად საჭიროა შემდეგი ამოცანების გადაჭრა:
1. მეთუნეობასთან დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურისა და ალბომების მოძიება: ა)
საქალაქო ბიბლიოთეკაში; ბ) სასკოლო ბიბლიოთეკებში; გ) საოჯახო ბიბლიოთეკებში;
2. ლექსიკონების მოძიება: ა) განმარტებითი ლექსიკონი; ბ) ტოპონიმთა ლექსიკონი; გ)
სულხან-საბას ,,სიტყვის კონა''.
3. ეთნოგრაფიული ხასიათის წიგნების მოძიება;
1. ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ვიზიტი, თიხის ნაკეთობათა შესახებ
ინფორმაციული და ვიზუალური მასალის მოპოვება.
2. მოპოვებული მასალის დახარისხება და განაწილება გუნდის წევრებში მუშაობის
ორგანიზებული წარმართვისათვის;

3. ძველი ქართული თიხის ექსპონატების ფოტომასალების შექმნა მოძიებული წიგნებისა
და ინტერნეტის მეშვეობით. ინტერნეტში ამ მხრივ ძალიან მწირი ინფორმაციაა
(ვგულისხმობთ ქართულ საიტებს);
4. ძველი ელინისტური თიხის ექსპონატების ფოტომასალის შექმნა მოძიებული წიგნებისა
და ინტერნეტის მეშვეობით;
5. მოპოვებული ფოტომასალის დახარისხება ეპოქების მიხედვით;
6. მოპოვებული ფოტომასალის, ანუ ექსპონატების, სახელწოდებების მოძებნა;
7. ანტიკური ხანის თიხის ჭურჭლის სახელწოდებათა განმარტებითი ლექსიკონის შექმნა;
8. ანტიკური ხანის ქართული თიხის ჭურჭლის ფუნქციათა განსაზღვრა მეცნიერული
წარმოებიდან მოკვლეული დასკვნების საფუძველზე და მათი დალაგება
ფოტოგალერეისათვის შემდეგი თანმიმდევრობით: 1. სარიტუალო ჭურჭელი; 2.
საოჯახო ჭურჭელი; 3. საღვინე ჭურჭელი; 4. საწყლე ჭურჭელი; 5. თიხისგან შექმნილი
სამშენებლო მასალა;
9. დამუშავებული მასალისათვის შესაბამისი ფორმის მიცემა, ორიგინალური მსჯელობის
ტიპის ტექსტების დართვა და შექმნა ბუკლეტებისა: ,,ძველი ელინისტური კერამიკული
საოცრებანი'', ,,ანტიკური ხანის ქართული თიხის ნიმუშები''.
10. თანამედროვე ეპოქის დამოკიდებულება თიხის ნაკეთობასთან შროშის მაგალითის
განხილვით – ორიგინალური გამოკვლევა რამდენიმე მიმართულებით:
ა) სათუნე მიწის შემადგენლობა, სახეობანი, თვისება, მოსაწერნაქებელი მიწის
შემადგენლობა, თვისება, ლექსიკურ ერთეულთა ამოკრება, განმარტებითი ლექსიკონის
შექმნა, ეტიმოლოგიური კვლევა-ძიების ჩატარება;
ბ) მიწის დამუშავებისათვის საჭირო ხელსაწყების, ქურების, იარაღების, ფოტოფირების
შექმნა, სახელწოდებათა აღნუსხვა, ფუნქციათა განსაზღვრა. აქაც ლექსიკური და
ეტიმოლოგიური კვლევის ჩატარება.
გ) დღემდე შემორჩენილი თიხის ნაკეთობების ფოტოასლების შექმნა, სახელწოდებათა
და ფუნქციათა განსაზღვრა; დახარისხება საოჯახო და სამშენებლო დანიშნულების
მიხედვით;
დ) ანტიკური ხანის რამდენიმე ნიმუშის აღდგენა, მეთუნესთან შეთანხმებით,
დამუშავების სრული პროცესის ფოტო-ვიდეო და წერილობითი აღწერა;
ე)
შროშაში ექსპედიციაში ყოფნისას მიღებული შთაბეჭდილებების ამსახველი
ლიტერატურული ნარკვევის შექმნა სათაურით: ,,მიწამან მშობა ასეთი'';
ვ) შროშის ხედების გადაღება, დამუშავება და ლიტერატურული ნარკვევისათვის
დართვა;
ზ) თიხის ნაკეთობის დამზადებასთან დაკავშირებული ლექსიკონის შექმნა და
მოძიებული მასალის ლინგვისტური ანალიზი;
11. შროშის გზამკვლევის შექმნა, (რომელშიც აღნუსხული იქნება სათუნე მიწის
მოსაპოვებელი ადგილები, საწერნაქე მიწის მოსაპოვებელი ადგილები, სადაც
მეთუნეობას მისდევენ. ძველი მაღარო, სადაც მოიპოვებდნენ ძირულის ცეცხლგამძლე
აგურისათვის საჭირო ნედლეულს);
12. პროექტში წამოჭრილი ინოვაციური წინადადებების:
ა) ქართული ღვინის თიხის ბოთლებში ჩამოსხმა;
ბ) სამშენებლო მასალად ქართული თიხის ნაკეთობათა გამოყენება; (მოსაპირკეთებელი
ფილები)
გ) შროშისათვის ისტორიული ღირებულების შემატება აღდგენილი ანტიკური
ნიმუშების სერიული დამზადებით;
დ) შროშის ჩართვა ტურიზმის რიგში;
ე) ,,თიხის ქალაქის'' შექმნა ზესტაფონში (თუნდაც ერთ რომელიმე კუთხეში) და
ზესტაფონისათვის სრულიად ახალი, ეგზოტიკური და არქაული იერის მინიჭება;
განხორციელების გზების ძიება: დაკავშირება ადგილობრივ ხელისუფლებასთან,
ღვინის მარნებთან; კერძო სტრუქტურებთან და მათთვის ამ იდეების გაცნობა;
13. შექმნილი პროდუქციის ელექტრონული ვერსიების დამუშავება;

14. შემნილი პროდუქციის ვებგვერდზე განთავსება;
15. ინოვაციური წინადადებებისათვის საგანგებოდ დამზადებული ექსპონატების
ვირტუალური გამოფენის მოწყობა:
ა) ღვინის სერიულად ჩამოსასხმელი ბოთლის ნიმუში (შეიქმნება, ძველი, XIX საუკუნის
ნიმუშის მიხედვით);
ბ) ფასადების მოსაპირკეთებელი თიხის ნიმუში (შeიქმნება ვარძიაში ერთ-ერთი თაღის
მოსაპირკეთებლად გამოყენებული თიხის ფილის ნიმუშის მიხედვით;
გ) ქუჩის ტროტუარების მოსაპირკეთებელი თიხის ფილის ნიმუში; (შეიქმნება ჩვენი
დიზაინის მიხედვით);
19. მეთუნეობასთან დაკავშირებული ადათ-წესებით აღნუსხვა.

5. მოსალოდნელი შედეგები:

1. შეიქმნება რამდენიმე ტიპის ლექსიკონი:
ა) მეთუნეობასთან დაკავშირებული განმარტებითი ლექსიკონი;
ბ) ჭურჭლის სახეობასთან დაკავშირებული განმარტებითი ინგლისურ-ქართული
დასურათებული ლექსიკონი უცხოელი ტურისტების მისაზიდად; (ამ ტიპის ლექსიკონს ჩვენ
სერიულად გამოვუშვებთ და ბაჭასბოგირთან, იქ, სადაც მასობრივად ხდება შროშული
ჭურჭლის რეალიზაცია, დავდებთ, თუ ვნახავთ, რომ ყურადღებით ეცნობიან.)
გ) ტოპონიმთა ლექსიკონი;
დ) ეტიმოლოგიური ლექსიკონი;
ე) ჭურჭლის დამზადებასთან დაკავშირებული ლექსიკა და ხელსაწყო-იარაღების
ლექსიკა;
ვ) სათიხე მიწის ლექსიკა ( გ, დ, ე, ვ პუნქტები გაერთიანდება )
ზ) ამ ლექსიკონებზე მუშაობა გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას ლინგვისტიკაში, სიტყვის
ანალიზის, ფუძის, აფიქსების დანიშნულებისა და ფუნქციების გარკვევაში; ერთი სიტყვით,
ავიმაღლებთ ცოდნის დონეს ლექსიკოგრაფიაში, ეტიმოლოგიაში, ტოპონიმიკაში;
თ) ეს ლექსიკონები განთავსდება ინტერნეტში, ამოიბეჭდება პრინტერით და დაიდება
სკოლის ბიბლიოთეკაში მრავალჯერადი სარგებლობის მიზნით.
2. ჩვენ აღვწერთ მეთუნეობასთან დაკავშირებულ ადათ-წესებს, შროშაში მოგზაურობის
შთაბეჭდილებებს, დავურთავთ ფოტომასალას, ჩავიწერთ ინტერვიუს, გადავიღებთ შროშის
ხედებს _ ამ დროს ჩვენი ემოციების ამსახველი ლიტერატურულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი
შეიქმნება, რაც კიდევ უფრო დახვეწს ჩვენს მხატვრულ გემოვნებას, მაგრამ უფრო
მნიშვნელოვანი ისაა, რომ შროშის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას დავდებთ ინტერნეტში
მდიდარი ფოტომასალებით, ხედებით, ჭურჭლის სახეობათა აღწერით, ნიადაგის
კლასიფიკაციით, ინტერვიუებით;
3. ჩვენ აღვადგენთ ანტიკური ხანის ჭურჭლის ნიმუშებს შროშელი მეთუნის, გოჩა
ლაბაძის, დახმარებით: პელიკე, იონოქოე, არიბალოსი, ამფორა, (ფოტოები თამთასთან) ამით
უფრო მეტად დავაინტერესებთ უცხოელ ტურისტებს; მივუთითებთ მათს დანიშნულებას და
ინტერნეტში წარმოვადგენთ ძველი ელინისტური ხანის ნიმუშების პარალელურად
(ფოტომასალით)
4. ჩვენ დავამზადებინებთ მეთუნე გოჩა ლაბაძეს ქართული დროშის ფორმის საფასადე

ფილებს ( ჩვენი დიზაინით )
5. ჩვენ დავამზადებინებთ მეთუნე გოჩა ლაბაძეს ტროტუარის მოსაპირკეთებელ ფილას
(დიზაინი ჩვენია )
6. ჩვენ დავამზადებინებთ მეთუნე გოჩა ლაბაძეს ღვინის სერიული ჩამოსხმისათვის
განკუთვნილი ბოთლის ნიმუშს. ( XIX საუკუნის ექსპონატის მიხედვით )
7. შექმნილი პროდუქციით დავაინტერესებთ:
ა) ადგილობრივ ხელისუფლებას;
ბ) კერძო მეწარმეებს ( მეღვინეებს )
8. შექმნილ ნიმუშებს განვათავსებთ ვებგვერდზე და დაველოდებით გამოხმაურებას; (
რაც აქამდე დავწერეთ, უკვე განხორციელებულია და თან ერთვის ჩვენს პროექტს )
9. ჩვენი პროექტის სრული რეალიზაციის შემთხვევაში შეიქმნება:
ა) ქარხანა სამშენებლო მასალების დასამზადებლად: კრამიტი, ფილა, ( ტროტუარის,
ფასადის ) ბოთლი ღვინის სერიული ჩამოსხმისა და უცხოეთში ექსპორტისათვის;
ბ) გაძლიერდება ინფრასტრუქტურა შროშაში; დასაქმდება მოსახლეობა, სოფელი
გადაურჩება მიგრაციას;
გ) ჩვენ მიერ გამოშვებული პროდუქცია განკუთვნილია კიდევ ერთი მიზნის
შესასრულებლად _ შეიქმნას ეთნოგრაფიული კუთხე ზესტაფონში, პირობითად _ ,,თიხის
ქალაქი'' სადაც ყველაფერი: კვების ობიექტების სერვისი, ფანტანი, ხეივანი, ფასადი, თავად
კვების ობიექტებიც იქნება თიხის მასალის. შესაბამისად:
1. გაიზრდება შროშისადმი ინტერესი და შევა ტურიზმის რიგში;
2. გაიზრდება პროდუქციის რეალიზაციის ხარისხი;
( მე-9 პუნქტიდან ჩამოთვლილი შედეგების განხორციელებას შევეცდებით უფრო
ხანგრძლივი დროის განმავლობაში)

ბუკლეტი
ელინისტური კერამიკის ბრწყინვალება

ავტორთა ჯგუფი:

თამარ ლილუაშვილი,
თამარ კაციტაძე,
თამთა ხუჯაძე,
მარიამ სარალიძე,
ნანა ჩიტორელიძე.

ელინისტური კერამიკის ბრწყინვალება
მინოსური ხელოვნების განსაკუთრებულ სამყაროს
კერამიკა წარმოადგენს, რომლის წარმოების, მხატვრული
გაფორმების საქმეში კრეტელებმა გასაოცარ სიმაღლეს
მიაღწიეს და ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ფურცელი
გადაშალეს
მსოფლიო
მეთუნეობის
ისტორიაში.
თავდაპირველად კრეტაზე მცენარეული და გეომეტრიული
ოტნამენტის საოცარი
შეხამების შედეგად წარმოიქმნა
სრულიად განსაკუთრებული სტილი, რომელსაც ამ ტიპის
ნაწარმის პირველად აღმოჩენის ადგილის მიხედვით
კამარესის სტილი ეწოდა. ზედაპირზე გამოყვანილია
მრავალფერიანი (თეთრი, წითელი, ლურჯი, ყვითელი)
დეკორი, რომელიც კამარესის სტილის ათასობით ნიმუშზე
არსად არ მეორდება; ეს აქაურ მეთუნეთა ამოუწურავ
ფანტაზიაზე მეტყველებს. ამ სტილის ჭურჭელში ყურადღებას
იპყრობს საოცრად თხელკედლიანი, თითქოს კვერცხის ნაჭუჭის სისქის
პატარა ჯამები. მიუხედავად თავისი ფერადოვნებისა და სილამაზისა,
კამარესის სტილმა 300 წლის განმავლობაში ამოწურა თავისი თავი და
კრეტელმა მეთუნეებმა ახალი სტილი გამოიმუშავეს, რომელიც
უპირატესად მცენარეული და ზღვის არსებათა დეკორის საფუძველზე
იყო აგებული. განსხვავებით კამარესისაგან, აქ ჭურჭლის ღია ზედაპირი
მოიხატებოდა ხოლმე მუქი ფერებით, რამდენადმე სტილიზებული,
მაგრამ ძირითადად საკმაოდ რეალისტური გამოსახულებებით. ამგვარი
პროდუქცია, პირველ რიგში, მთელი ანტიკური კერამიკისაგან
განსხვავდება იმით, რომ თითქმის ყოველი ნივთი ახდენს ორგანული,
ცოცხალი არსების და არა-კონსტრუქციის შთაბეჭდილებას. იგი თითქოს
ჩვენს თვალწინ იკუმშება და ფართოვდება. ამ სტილის ჭურჭელი
თითქოს წარმოადგენს რვაფეხებით, თევზებით, ლოკოკინებით
მოფენილი ზღვის სამყაროს ან ყვავილებიანი მდელოს მხოლოდ რაღაც ერთ, შემოუზღუდავ
ნაწილს, რომელშიც გრძელდება ბუნების არსებობა. ზოგჯერ დეკორის საფუძველს ქმნის ერთი
ცოცხალი არსება, ერთი ყვავილი, ზოგჯერ კი ერთი ხატის რიტმული განმეორება ჭურჭლის
ზედაპირზე. კრეტულ კერამიკაზე არ
ჩანს ადამიანი. კრეტელ ხელოვანთა
ოსტატობას გვიჩვენებს შესანიშნავი
რიტონები _ ჭურჭლები, რომელნიც
ხარისა და სხვა ცხოველთა თავის
ფორმისა
არიან,
სრულიად
უნიკალური
ქვის
ნივთები
შესანიშნავად ამოკვეთილი რთული
კომპოზიციის მქონე რელიეფებით,
რომელნიც
შესრულების
დონით
უბადლოდ
არიან
მიჩნეულნი
სპეციალისტთა მიერ.

საინტერესო პერიოდში მოხდა ელინური კერამიკის კლასიკური ფორმების
ჩამოყალიბება. ელინური კერამიკა ბერძენთა მხატვრული კულტურის ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს სფეროდ არის მიჩნეული იმიტომ, რომ მან შემოგვინახა,
ფაქტობრივად, მთელი ინფორმაცია ელინური ფერწერის შესახებ. რაოდენ
პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს,
დღეს ჩვენ გაცილებით უკეთ ვიცნობთ ძვ.
წ.ა.II ათასწლეულის მინოსურ და მიკენურ,
ვიდრე არქაულ და კლასიკურ ბერძნულ
ფრესკულ ფერწერას. ამ მხრივ უხვად შემორჩენილი
მოხატული კერამიკული ნაწარმი ჩვენთვის, მართლაც,
რომ ამ ხარვეზის შევსების თითქმის ერთადერთ რეალურ
წყაროს წარმოადგენს. ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ
მეთუნეობა ეგეიდაში ოდითგანვე იყო განვითარებული
და არქაიკამდე მან სახეცვლილების საკმაოდ საინტერესო გზა განვლო. ახალი პერიოდი
დადგა ძვ. წ.ა. VII საუკუნეში, როდესაც ადრე არსებული გეომეტრიული სტილის
აბსტრაქტულ ხაზოვანმა ორნამენტმა დეგრადაცია დაიწყო. ამ მოვლენას ორმა ძირითადმა
ფაქტორმა შეუწყო ხელი_ აღმოსავლური დეკორატიული სტილის გავლენამ და სწრაფვამ
ხელოვნებაში ნიშნის, სიმბოლოს გამოსახვიდან სახის გამოხატვაზე
გადასვლისაკენ. (აქ ბმული 157 ნახატი) (1.52)
მეთუნეობა ბევრად უფრო ადრე
საკმაოდ განვითარებული იყო ძველი
სამყაროს სხვადასხვა რეგიონში. მის
გავრცელებას,
უპირველეს
ყოვლისა,
გამოყენებითი მომენტი განსაზღვრავდა.
თიხისაგან დამზადებული სხვადასხვა
ჭურჭელი
ადმიანს
სჭირდებოდა,
ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბუნებრივია,
კერამიკული ნაწარმის ამა თუ იმ სახის პრაქტიკული ფუნქცია
გავლენას ახდენდა მის არქიტექტონიკაზე. ასე, საუკუნეების
განმავლობაში ჩამოყალიბდა სხვსდასხვა ფორმები. მაგრამ ადამიანს გარკვეული პერიოდიდან
აღარ აკმაყოფილებდა მარტო ის, რომ ჭურჭელი თავის პრაქტიკულ დანიშნულებას
ასრულებდა. იგი საამო უნდა ყოფილიყო თვალისათვისაც. ამან განაპირობა კერამიკის
გაფორმების, ორნამენტული შემკობის გზების ძიება.ალბათ არ იქნება გადაჭარბებული, თუკი
ვიტყვით, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით დიდ წარმატებებს
მინოსურ კრეტაზე
მიაღწევს.აქედან მიიღეს მემკვიდრეობად ჯერ მიკენური, ხოლო შემდეგ გეომეტრიული და
არქაული ეპოქის ელინებმა კერამიკული ნაწარმის მოხატვის განსაკუთრებული
სიყვარული.უკვე არქაიკამდე ბერძნულმა სამყარომ კერამიკული
პროდუქციის უამრავი ფორმა გამოიმუშავა. მაგრამ არქაიკაში მოხდა
მათი საბოლოო დახვეწა და კლასიკური ფორმების ჩამოყალიბება,
რომლებმაც შემდეგ საუკუნეებს გაუძლეს.შეიძლება ითქვას, რომ
თიხისაგან დამზადებული ჭურჭლის მრავალფეროვნებით ძნელია ვინმე
აღემატოს ელინებს.სწორედ ამიტომ დღეს ასე რთულია მოვუნახოთ
ჭურჭლის ამა თუ იმ სახეობის აღმნიშვნელ ტერმინს შესაბამისი
ექვივალენტები სხვადასხვა ენაში. ზეთებისა და ღვინის შესანახად ან
გადასატანად გამოიყენებოდა ორი ვერტიკალური ყურის მქონე, ქვევრის
მოყვანილობის ამფორა, ხოლო წყლისათვის კი

სამსახელურიანი მრგვალი დოქი – ჰიდრია. კრატერში, რომელიც ფართოყელიან, მყარ
საყრდენზე დაფუძნებულ ჭურჭელს წარმოადგენდა, ღვინოსა და
წყალს აზავებდნენ ნადიმისათვის. კილიქსი ღვინის სასმელ ფეხზე
შეყენებული ფიალა იყო, ხოლო ჯამისებური სასმისი, უბრალოდ,
ფიალად იწოდებოდა. რიტონი, ჩვეულებრივ, ცხოველის ან ადამიანის
თავის გამოსახულების მქონე სასმელ ყანწს წარმოადგენდა, ხოლო
კიათოსი თავისი მაღალი სახელურით კრატერიდან ღვინის ამოსახაპ
ჭურჭელს.
ლეკითოსი
ერთსახელურიანი
წაწერწეტებული
ვიწროყელიანი
ჭურჭელი

დაკრძალვისას
საკულტო
დანიშნულებას
ასრულებდა.
კანთაროსი ორყურიანი, მეტწილად
მაღალ ფეხზე შეყენებული სასმისი
იყო, არიბალოსი კი – მუცელგანიერი
ჭურჭელი, ნელსაცხებლებისათვის და
ა.შ.
ბუნებრივია,
ჭურჭლის
მხატვრული
გაფორმება
დროთა
განმავლობაში სულ უფრო და უფრო ექვემდებარებოდა მის
დანიშნულებას და ამისათვის განსაკუთრებით ოსტატურად
გამოიყენებოდა ის სურათი, რომლითაც მოიხატებოდა ხოლმე კერამიკა. კერამიკის
ფერწერული გაფორმების სრულყოფის პროცესი არქაიკის პერიოდში ერთობ
ინტენსიურად წარიმართა. ჯერ კიდევ გეომეტრიულ ეპოქაში კერამიკის
ორნამენტიზაციაში იწყებენ ადამიანის გამოსახულების გამოყენებას, მაგრამ
იგი მხოლოდ სილუეტის სახით წარმოგვიდგება. ორიენტალიზებული
სტილის დამკვიდრება ამგვარ მისწრაფებებს
განვითარების
საკმაოდ
საინტერესო
მიმართულებას
შეუქმნის,
რომელიც
ე.წ.
,,ხალიჩოვანი
სტილის''
ფორმირებამდე
მიგვიყვანს. მისი არსი შემდგომში მდგომარეობს:
ჭურჭლის
ზედაპირი
იყოფა
რამდენიმე
სარტყელად,
რომლებზეც
გამოისახება
აღმოსავლური მანერის მსგავსად სტილიზებული
ცხოველები, ფრინველები, შედარებით იშვიათად,
ადამიანები. ისინი, მართალია, წარმოადგენენ უკვე სახეებს და არა
აბსტრაქტულ გეომეტრიულ ნიშნებს, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ
ქმნიან ერთიან ფერწერულ სინტაქსს. ჩვეულებრივ ფერწერულ
სარტყელებში მხატვარს უფრო სტილიზებულ გამოსახულებათა
რიტმული განმეორება იზიდავს, ვიდრე რაღაც სიუჟეტის
ფერწერულად გაშლა.
შავფიგურული სტილის ფორმირება ძვ.წ.ა. VI საუკუნის
პირველ ნახევარში უნდა მომხდარიყო. მისი არსი შემდგომში
მდგომარეობს: კერამიკის მოწითალო ზედაპირზე სრულდება შავი
ლაკით სხვადასხვა სცენები, რომელნიც ამა თუ იმ სიუჟეტის ილუსტრაციებს წარმოადგენენ.
ეს სურათები ექცევა გარკვეულ ჩaღჩოში ან სარტყელში, რაც ჭურჭლის ზედაპირის
კომპოზიციური ორგანიზაციის საფუძველს წარმოადგენს.

დეკორატიული და ორნამენტული ელემენტები აქ უკვე საკუთრივ სურათის გამოკვეთას
ემსახურება. მართალია, შავი ლაკით შესრულებული გამოსახულებები არსებითად
სილუეტებია, მაგრამ მხატვრები საკმაოდ მოხერხებულად
გამოიყენებენ ღია შტრიხებს, რომელნიც არღვევენ შავი ფერის
მონოტონურობას და აძლიერებენ სურათის გრაფიკული
გამომსახველობის ძალას. უკვე ძვ.წ.ა. VI საუკუნის პირველ
ნახევარში შავფიგურული სტილით კერამიკული ხელოვნების
მრავალი შედევრი იქმნება. შეიძლებოდა საგანგებოდ
აღგვენიშნა ე.წ. ,,ფრანსუას ვაზა'', რომელიც დაახლოებით
ძვ.წ.ა. 560 წლისათვის მეთუნე ერგოტომოსს და მხატვარ
კლიტიასს შეუქმნიათ, რომელთა სახელები მიწერილია ამ
ნაწარმზე. ვაზა წარმოადგენს კრატერს, რომლის ზედაპირი
დაყოფილია სარტყელებად. თითოეული მათგანი შევსებულია
რაღაც
სიუჟეტის
გადმომცემი
(როგორც მაგალითად – ღმერთთა
პროცესია, რომელიც თეტისისა და
პელევსის ქორწილზე მიემართება),
ეტლთა სრბოლის თუ მითიური და
რეალური
ცხოველების
სურათებით. ყურადღებას იპყრობს
ის გარემოება, რომ ეს სურათები სპონტანურად კი არ არის
გაფანტული
ჭურჭლის
ზედაპირზე,
არამედ
საკმაოდ
ოსტატურადაა განაწილებული თითოეულ სარტყელში. თავის
მხრივ, სარტყელები ერთმანეთთან საოცარ რიტმულ და
კომპოზიციურ თანხმობაში არიან. ხოლო ვაზის მთლიანი ფერწერა
მშვენივრად ეხამება ჭურჭლის არქიტექტონიკას. შავფიგურული
სტილის მრავალ ბრწყინვალე წარმომადგენელს შორის უთუოდ
გამორჩეული ადგილი უჭირავს ექსეკიასს, ძვ.წ.ა. VI ს. მეორე
ნახევრის ცნობილ ატიკელ
მხატვარს. მან შესანიშნავად
გადმოგვცა გვიანარქაული
პერიოდის ხელოვანთა სწრაფვა, აესახათ მოვლენა
დასრულებულად, შეძლებისდაგვარად სრულყოფილად
აღსაქმელად. ექსეკიასი თავის ნაწარმოებებში ახერხებს
კონკრეტულობა, ზოგჯერ ჟანრულობაც კი, შეუხამოს
საოცარ კომპოზიციურ გარკვეულობას. ამ მახრივ
უთუოდ გამოირჩევა ამფორა ვულჩიდან, რომელზეც
გამოსახულია აქილევსი და აიანტი კამათლის თამაშის
მომენტში. აქ ოსტატი მნახველის ყურადღებას უმალ
მიმართავს თავის მოვლენის ცენტრისაკენ, რაც
კომპოზიციის საინტერესო აგებით ხორციელდება. ორი
დახრილი ფიგურა, რომლებიც თითქმის შემორკალვიან
სათამაშო ადგილს, კონცენტრირებულია კამათლის
საყრელი ასპარეზისაკენ. ფიგურების მიერ შემოხაზული
რკალის შემოსაზღვრულობას ხაზგასმით

არღვევს ცენტრიდან სხივებივით აღმართული, მოთამაშეთა მხრებს მიყრდნობილი
შუბები. ფილიგრანულად არის დამუშავებული მათი მოსასხამების ფერადიოვანი ნახაზი.
ტრადიციისამებრ, გმირებს მიწერილი აქვთ (ოდნავ შესამჩნევი ასოებით) სახელები. ამ პატარა
სურათში, შეიძლება ითქვას, ამოწურულია გადმოცემული
მოვლენის შინაარსი, იგი გვხიბლავს თავისი საოცარი
დასრულებულობით და სიცხადით. ექსეკიასის ცნობილი
ნამუშევარია ,,დიონისე ხომალდში'', რომლითაც კილიქსის
ფსკერია მოხატული.
შავფიგურული ძვ.წ.ა. VI საუკუნის დასასრულისათვის
თანდათან ადგილს უთმობს ახალ, წითელფიგურულ სტილს.
იგი მხატვარს მეტი გამომსახველობის საშუალებას აძლევდა,
სურათის ფიგურებს უფრო რელიებურსა და მეტყველს ხდიდა.
ამ
სტილის
არსი
შემდეგში
მდგომარეობდა. ჭურჭლის მთელი
ზედაპირი იფარებოდა შავი ლაკით,
ხოლო
გამომწვარი
თიხი
მოწითალო ფერი კი გამოიყენებოდა
ფიგურებისა და
ორნამენტების
გადმოსაცემად. უკვე არქაული და
კლასიკუჯრი ეპოქების მიჯნაზე ამ
სტილმა განვითარების საკმაოდ
მაღალ დონეს მიაღწია, რამაც
გამოხატულება ჰპოვა მრავალი
შესანიშნავი
ოსტატის
ნამუშევარში,
რომელთა
შორის
გამოირჩეოდა არქაიკიდან კლასიკაზე გარდამავალი პერიოდის
ცნობილი მხატვარი ევფრონიოსი. მის ერთ-ერთ ყველაზე უფრო
ცნობილ ნამუშევრად მიჩნეულია ,,ვაზა მერცხლით'', რომელიც მრავალი თვალსაზრისით
ნოვატორული ნაწარმოებია. აქ ვხვდებით ისეთი სამფიგურიანი
კომპოზიციის მქონე სურათის შექმნის ერთ-ერთ პირველ ცდას,
რომელშიც ათენელთა ყოველდღიური ცხოვრების სავსებით
ჩვეულებრივი ამბავი არის გამოხატული. სურათზე სამი ასაკის – ბიჭი,
ყმაწვილი და კაცი – ფიგურებია გამოხატული. მაგრამ იგი არ
წარმოადგენს დიდაქტიკურ ალეგორიას საერთოდ ცხოვრების სამი
საფეხურის შესახებ. სამი განსხვავებული ასაკის პერსონაჟის ერთ
კომპოზიციაში მოქცევით მხატვარს ალბათ უნდოდა ეჩვენებინა
ადამიანის გარეგნობა და სხეულის აგებულება მისი არსებობის
სხვადასხვა
ეტაპზე.
შეეპირისპირებინა
და
შეეთანხმებინა
ერთმანეთთან ბავშვური მომხიბვლელობა და გულუბრყვილობა,
ყმაწვილის რამდენადმე ნაზი სილამაზე და კაცის უკვე
ჩამოყალიბებული სხეულის ფორმების დახვეწილობა. თემატურად ამ
სამ ფიგურას აერთიანებს მათ ზემოთ მფრინავი მერცხალი. ამასთან
თხლი ასოებით ნახატზე მიწერილია თითოეული პერსონაჟის ე.წ.
,,დრამატული პარტია''. ბიჭი: ,,აი!'', ყმაწვილი: ,,შeხე, მერცხალი!'', კაცი: ,,მართლაც, ვფიცავ
ჰერაკლეს!' უკვე გაზაფხულია!'' თითქოსდა სრულიად მარტივი ტექსტი ამ ისედაც ლამაზი
სურათის ლირიზმს კიდევ უფრო აძლიერებს.
ყველანაირად
ვეცადეთ,
წარმოგვედგინა
ელინისტური
კულტურის
ბრწყინვალება.
დემონსტრირებული ნიმუშები აშკარად მეტყველებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო თიხა,
მეთუნეობა, ანტიკურ სამყაროში. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ხელოვნება დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

ძველი ქართული კერამიკის სათავეებთან
წარსულს აწმყო კლავს ან აცოცხლებს. გააჩნია, როგორია მისი გუნება-განწყობილება.
საბედნიეროდ, ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ წინარე საუკუნეებისადმი მიდგომა
აბსოლუტურად
რაციონალურია.
ვეძებთ, ვიკვლევთ, ვჩხრეკთ ჩვენი
წინაპრების
დანატოვარს
და
ვცდილობთ,
გლობალიზაციის
გამალებულ პროცესს შევენივთოთ არა
ხელცარიელნი,
არამედ
მდიდარი
კულტურული წარსულით აღსავსენი.
,,მიწა ხარ!'' - ბიბლიის ეს პოპულარული ფრაზა სამყაროს
დასაბამად, ყველაფრის საწყსისად, სწორედ, მიწას მიიჩნევს.
როდესაც
ენეოლითური
ხანის
საქართველოს
ისტორიას
გადავხედე, მივხვდი, რომ მიწა არის უფრო მრავლისმომცველი
ფენომენი, ვინემ ის აქამდე მეგონა. კვლევა-ძიებას პრეისტორიული
წარსულიდან მოვყევი და ვნახე ჩემი წინაპრის ნახელავი ნივთების
პირველყოფილი სახე.
საგვარჯილეს გამოქვაბულით უნდა დავიწყო, რადგან
სწორედ აქ გვხვდება თიხის პირველი ნიმუშები: სამაჯურები,
საკიდები, თიხისაგან მეტად ფაქიზად ნაძერწი და შავად
გამომწვარ-გაპრიალებული სამკაულები, მაგრამ ჩემი ყურადღება
მიიპყრო თიხის ქანდაკებამ. იგი ქალის ტორსს გამოსახავს,
ფრაგმენტია, მაგრამ დაცული პროპორციები აშკარად მეტყველებს
იმაზე, რომ საკმაოდ დახვეწილ ნამუშევართან გვაქვს საქმე.
ვარაუდობენ, რომ ეს უნდა იყოს ნაყოფიერების ქალ-ღმერთის
ქანდაკება. გარდა ამისა,
საგვარჯილეს ნაშთები
ქმნიან იმის ვარაუდის
შესაძლებლობას,
რომ
დედის
ხაზის
წარმომავალი
საზოგადოების
არსებობაზე
ვიქონიოთ წარმოდგენა. სავარაუდოა, მეურნეობას
ქალი ედგა სათავეში. სწორედ ამ თიხის ქმნილებამ
გაუჩინა მეცნიერებს მსგავსი ვარაუდის საფუძველი.
გავყვეთ ისტორიას და ენეოლითური ხანის
აღმოჩენები
გულდასმით
შევისწავლოთ.
ამ
პერიოდის თიხის ჭურჭელი ხასიათდება ძერწვის
არქაული წესით; ნაკეთებია ხელით, უმორგვოდ.
უპირატესად გვხვდება: ჯამები, დერგები, ქილები,
ქოთნები,
ფიალები,
ბადიები
და
სხვ.
საყურადღებოა, რომ ეს ჭურჭელი ჩვეულებრივად
ყელისა და მხრის საზღვარზე მიძერწილი ორი
ნახევარსფერული ყურით გამოირჩევა.

ზოგიერთი ხასიათდება კარგად მოკრიალებული ზედაპირით, ზოგჯერ – ვარდისფერი
სარჩულით.

მეცნიერები ასკვნიან, რომ ამ ეპოქის ჭურჭელს აღმოსავლეთ საქართველოში თავისი
განსაკუთრებული ხასიათი ჰქონდა, კერძოდ, ორნამენტების ის მოტივები, რომლებიც ამ
პერიოდს ახასიათებს, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოკვლეულ მასალებში არ
გვხვდება.
საინტერესოა თრიალეთის სამარხების ერთი ნაწილი.
ყორღანებში
მიცვალებული
ჩასვენებულია
გვერდზე
მწოლარე, ფეხმოკეცილი. მიცვალებულის თავთან აწყვია
თიხის ჭურჭელი.
4-5 თიხის ჭურჭელი აღმოჩნდა ,,მწვანე გორაზე''.
ყველაფრიდან ჩანს, რომ ეს ჭურჭელიც ხელით არის ნაძერწი.
იგი
სქელკედლიანია,
კარგად
დამუშავებული
და
გაპრიალებული ზედაპირით. აქაც გვხვდება ვიწროპირიანი
და ფართოყელიანი ჭურჭელი ნახევარსფეროსებრი ყურებით.
საინტერესოა
სამგორის
ყორღანებში
აღმოჩენილი
კერამიმიკის ნიმუშები. ყურადღებას იპყრობს საჩხერის სამი
სამაროვანი სამარხეული ინვენტარი: რგოლები და
თიხის ჭურჭლის ნიმუშები.
ფაქტობრივად,
ეს
თიხის
ჭურჭელი ნეოლითის ხანისაა. მაგრამ
ქართული კერამიკა განსაკუთრებულ
ხიბლსა და დასრულებულ სახეს
მომდევნო
საუკუნეებში
იძენს.
როგორც ცნობილია, თიხის წარმოების
ტრადიციების გაჩენა დაკავშირებულია
ახალი სამეურნეო და საყოფაცხოვრებო
პირობების
შექმნასთან,
კერძოდ,
მიწამოქმედებისა და მესაქონლეობის
განვითარებასთან.

კერამიკის ფუნქცია საქართველოში
კერამიკას თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ანტიკური ხანის საქართველოში. ამ დროის
საოჯახო ჭურჭელი მკაფიოდ გამოირჩევა წინა ხანის ნაწარმისაგან მოყვანილობით,
მრავალსახეობით, სილამაზით. ელინისტური
ხანიდან მინის ჭურჭელიც ვრცელდება და,
ამრიგად, ვერცხლი, ბრინჯაო და მინა
ავიწროვებენ
ქონებიერთა
წრეში
თიხის
ჭურჭელს. მცირდება მოთხოვნილება და
ზრუნვა კერამიკის განვითარებისადმი. მაგრამ
მდიდრები ხელს უწყობენ საღვინე და ღვინის
შესანახი ჭურჭლის მასობრივ წარმოებას,
რომელიც დაფუძნებულია იაფფასიანი სამუშაო
ძალის გამოყენებაზე. ამ გზით დაწინაურდა
ქვევრების, დერგების, საღვინეების, კრამიტის,
აგურისა და თიხის მილების მოჭრა, რითაც საგანგებოდ იყო დაინტერესებული ანტიკური
ხანის ქალაქი.
ქართული
ხალხური
კერამიკის
წარმოების უმნიშვნელოლვანესი ცენტრებია:
ვაქირი, ანაგა, ბოდბის ხევი, თელავი,
რუისპირი,
იყალთო,
ველის
ციხე,
ნინოწმინდა,
თბილისი,
მცხეთა,
არაგვისპირი, ცხავატი, გორი, მეჯვრისხევი,
ვანათი,
დმანისი,
შროშა,
საწაბლე,
მაქათუბანი,
ხარაგოული,
გეზრული,
ნაგომარი, ხუცუბანი. ჭურჭელი იყო ორი
სახის:
2. მოუჭიქავი წითელი თიხის ჭურჭელი;
3. მოჭიქული ანუ მოწერნაქებული;
უნდა გამოვყოთ ჭურჭელთა სახეობანი
დანიშნულების მიხედვით:
10. საღვინე;
11. საოჯახო;
12. სამშენებლო.

საღვინე ჭურჭელი
საქართველოს ვაზის ქვეყანას უწოდებენ.
ამბობენ, ეს მცენარეული კულტურა ჩვენი ერის
გავითარების თანმდევი მოვლენა იყოო. ამ სახის
ჭურჭელს რამდენიმე დანიშნულება ჰქონდა:
შესანახი (ქვევრი, ჭური) და შესასმისი.
დავიწყოთ ჭურებ-ქვევრებიდან:

ეს არის საკმაოდ დიდი მოცულობის თიხი ჭურჭელი. რთული და შრომატევადია მისი
დამუშავება და შექმნა. ჭურსა და ქვევრთან ერთად შროშაში ქოცო დღესაც მზადდება.
ჭური ღვინის შესანახი დიდი ზომის თიხის ჭურჭელია. საბას განმარტებით: ,,ჭური არს
კეცთაგან ჭურჭელი; ქვევრი; ყვიბრი, ქოცო, ხალანი, დერგი, ლაგვანი, ლაგვინარი და
მისთანანი). მივყვეთ და განვმარტოთ თითოეული სიტყვა:
1. ყვიბარი – მომცრო ჭური.
2. ქვევრი – კეცის ჭური, ღვინის შესანახი თიხის დიდი ჭურჭელი. ინახავენ მიწაში
ყელამდე ჩამარხულს.
3. ქოცო-ა)პატარა ქვევრი(ხუთ ჩაფამდე ტევადობისა, ჩაფი-ღვინის ან წყლის მოსატანი
ჭურჭელი, 16 ლიტრის ტევადობისა, ბ) მცირე ჭური(საბა)
4. ხალანი- პირფართო ქოთანი.
5. დერგი პირფართო ქოთანი(ამჟამად ყველის შესანახად იყენებენ იმერეთში).
6. ლაგვანი პირფართო საწყაული,
7. ლაგვინტარი-პირფართო საწყაული;
ჭური _ იმერეთში მხოლოდ დიდი ზომის საღვინე
ჭურჭლის აღსანიშნავად იხმარება. მის გასარეცხად
კაცი შიგნით უნდა ჩავიდეს აუცილებლად. ამიტომ
მას ,, ჩასავალსაც'' ეძახიან; ,,ჭური'' და ,,ჩასავალი''
ერთმანეთის სინონიმებად უძველესი დროიდან
ეხმარება. შროშაში მზადდება ოცფუთიანიდან
სამასფუთიანამდე ჭურები. აი, მაგალითად, 150
ფუთის ტევადობის ჭურის ზომები ასეთია: სიმაღლე _
237 სმ., მუცლის გარშემოწერილობა _ 450 სმ.,
დიამეტრი 145 სმ., პირის დიამეტრი 76 სმ.,
კუნჭულოს დიამეტრი 10-12 სმ.
აღმოსავლეთში ,,კუნჭულოს'' ანუ ჭურის ძირს ,,ქუსლს'' უწოდებენ, საირმეში,
ლეჩხუმში ,,მუჯოროს'', გურიაში - ,,ჭურის
ნუჟურს'' ,,კუშტერს'' და ა.შ.
ქვევრი _ ჭურზე მცირე მოცულობის საღვინე
ჭურჭელს ერთიანად, 20 ფუთის ჩათვლით, შროშაში
ქვევრი ეწოდება. ქვევრს სულხან-საბა ორბელიანი კეცის
ჭურს უწოდებს. ქვევრი ჭურისაგან მხოლოდ ტევადობით
განსხვავდება. ქვევრი ზემოდან, შიგ შაუსვლელად
ირეცხება.
კიდევ უფრო მცირე ზომის ღვინის შესანახ ჭურჭელს
შროშაში ქოცო ეწოდება. ქოცოს ხშირად პატარა ჭურსაც
უწოდებენ. შროშის ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებული
ტერმინი ,,პატარა ჭური'' სავსებით ემთხვევა სულხან-საბა
ორბელიანის განმარტებას – ქოცო მცირე (მომცრო) ჭური.

თაღარი
_
ისარნა ღვინის გადასაღებ დიდი ზომის თიხის
ჭურჭელს შროშაში თაღარი _ ისარნა _ სატკბილე
ეწოდება. ჭიათურისა და საჩხერის რაიონებში მას
,,წინსადგარსაც'' უწოდებენ, მაშასადამე, ისარნა
საღვინე
თიხის
ჭურჭელია.
ხშირად
მას
,,ნახევარჭურსაც'' უწედებენ. (იმერეთი), ,,ლაგვანის
შუა ნაწილს'' (სამეგრელო, სოფელი ჯვარი, 1962)
,,სარნა-თაღარს'' ლეჩხუმში. ,,თაღარი თიხის დიდი
ჭურჭელი, შუას ქვევით ქვევრივითაა. თითქოს მუცელზე გადაჭრილი ქვევრის ტანიაო''

ვკითხულობთ ქიზიყუტრ ლექსიკონში. ირკვევა, რომ საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში
ისარნის დანიშნულების ჭურჭელი სხვადასხვა სახელით არის დამოწმებული და რომ
,,ისარნა'', ,,თაღარი'', ,,მენა'', ,,ნახევარჭური'', ,,ნახევარქვევრი'' და სხვა ერთმანეთის
სინონიმებია.
შროშაში დამოწმებული ისარნა ფორმით, მართლაც, ნახევარ, შუაში გადაჭრილ ჭურს
ჰგავს. ისარნა საჭურე მიწისაგან მზადდება. მას მეჭურე ხელოსნები აკეთებენ, მეჭურჭლე
იშვიათად აკეთებს ისარნას. შროშაში ორნაირი ისარნა მზადდება: უყურო და ყურიანი. ყურიან
ისარნას ყოველთვის ორი ყური აქვს. შროშული ისარნის ორივე ნიმუში დაცულია
საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ეთნოგრაფიის განყოფილების კერამიკის ფონდში.
შროშაში წინათ კუნჭულოვანი ისარნა უკეთებიათ;დღეს კი უკუნჭულო, ბრტყელძირიანი
ისარნის დამზადებას ამჯობინებენ.
სატკბილე – ჭურჭელს, რითაც
ხდება ტკბილის ამოღება ისარნიდან,
შროშაში
,,სატკბილე''
ეწოდება.
სატკბილეს ორიგინალური ფორმა
აქვს. იგი ლოკალურია შროშის
კერამიკული
წარმოებისათვის.
სატკბილე საჭურჭლე მიწისაგან არის
დამზადებული. სახელწოდება მის
ფუნქციაზე
მიუთითებს.
იგი
ისარნიდან ტკბილის ამოსაღებად
იხმარება
მხოლოდ.
სატკბილე
წითელი
ფერის
სქელკედლიანი
ცალყურა
თიხის
ჭურჭელია;
მკვეთრად გამოყვანილი ყელით და
აჭრილი
უფარფლო
პირით.
მრგვალი, მსხვილი ყური მიძერწილი აქვს შუა ყელიდან გვამზე. სატკბილე ყოველგვარი
შემკობის გარეშე დამზადებული ჭურჭელია. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის
ეთნოგრაფიის განყოფილების კერამიკის ფონდში დაცულია შროშიდან 1964-1970 წლრებში
ჩამოტანილი სატკბილე.

მოჭიქული ჭურჭლის დამზადება-მოჭიქვა
შროშულ
კერამიკულ
წარმოებაში
მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მოჭიქული,
წამალგადავლებული,
ქაშანური
ანუ
მონგლისებული ჭურჭლის წარმოებას. შროშაში,
შუა სოფელში დგას ქედის წმინდა გიორგის
სახელობის საკმაოდ დაზიანებული ეკლესია,
რომელიც გადახურული ყოფილა მწვანედ
მოჭიქული კრამიტით. ღვინის სასმელ მარნებს
და ,,სამლიტრიან'' ჭინჭილებს შროშაში დღეს
უკვე აღარ აკეთებენ და ამ ორი ორიგინალური
ფორმის ღვინის სასმელი ჭურჭლის კეთების
ტრადიცია დავიწყებას ეძლევა.

შროშული
მოჭიქული
ჭურჭელი
გამოირჩევა
ფორმის
დახვეწილობით,
პროპორციულობით. ხელოსანი იღებს პატარა ზომის მოწის გუნდას, რომელსაც ხელში
ასველებს, რის შემდეგაც მიწა ერთფეროვანი
და პლასტიკური ხდება. საჭიროა მიწის
გუნდაში დარჩენილი ჰაერის მოშორება. ეს
გუნდა თავსდება მორგვზე, იწყება ,,ძირის''
გაკეთება, ამოჰყავთ კედლები, ხდება ყელის
დაყენება. ყელის შემდეგ პირია საჭირო,
მრგვალი, გადაშლილი ან ნისკარტიანი პირი,
ასეთი მოყვანილობით ჭინჭილა ხასიათდება.
ჭინჭილას პირის კეთება სველი ნაჭრის ბანდის
შემოვლებით მთავრდება. ბოლო პროცესი კი
ყურის გაკეთებაა. ჭინჭილას ხელოსანი სველი
ძაფით აშორებს მორგვიდან, იღებს ცალი
ხელით და ათავსებს სწორ ადგილას, ან
სპეციალურად გამართულ თაროზე გასაშრობად. მოსაჭიქავი ჭურჭელი შრება, როგორც
წითელი ჭურჭელი. გათეთრებული ჭურჭელი გამშრალად ითვლება და მზად არის წითლად,
ე.ი. პირველად გამოსაწვავად. შემდეგ ხდება მისი მოჭიქვა, გაშრობა, გამოწვა და უკვე
საბოლოო ფორმა აქვს.

ლიტერატურულ - ეთნოგრაფიული ნარკვევი

ავტორთა ჯგუფი:
თამარ ლილუაშვილი,
თამარ კაციტაძე,
თამთა ხუჯაძე,
მარიამ სარალიძე,
ნანა ჩიტორელიძე.

მიწამან მშობა
ამგვარი

მიწამან მშობა ამგვარი
(ლიტერატურულ- ეთნოგრაფიული ნარკვევი)

თამუნა:
მთელი დილა: გავდიოდით, შემოვდიოდით. . . მასწავლებელმა ერთი სიტყვით გამოხატა
ჩვენი დინამიზმი_ ბორიალი. მერე ვიღაცამ, მგონი თამთა იყო, ბოდიალი უწოდა და . . .
მასწ._ ციფრული მიგვაქვს?
ჩვენ_ მიგვაქვს:
მასწ._მარკერები?
ჩვენ_მიგვაქვს.
მასწ._თაბახის ფურცლები?
ჩვენ._მიგვაქვს.
მასწ._??????
ჩვენ_მიგვაქვს, მიგვაქვს, მიგვაქვს. . .
და როგორც იქნა. . .

თამთა:
სხვა ვარ, სხვასთან ვარ, სხვისთვის ვარ.
ჩემი თავის დავიწყება ამგვარად მესახება,
როგორც კი ძირულას გავცდი და შროშა
დაიწყო: ერთი დიდი ნილია მდინარეზე,
მერე მოსახვევში მანქანებით ეზოდაძეძგილი
რესტორანი.
მერე_მაჭაროლა,
მოდებაძეები_მარცხნივ, სკოლა_ ნარჯვნივ,
თაბაგრები_
სერზე,ექსეულიძეები
გორაზე,რომელსაც კუნძულსაც ეძახიან და
უკვე ჩანს: ნეოლითი 21_ე საუკუნეში აგერ,
სახელდახელო დახლზე: თუნგულა, დოქი,
თასი. . . მაგრამ პატარები, მინიატურულები.
აი, ჭინჭილა და კულაც. . . აქ ვაპირებთ გაჩერებას, მაგრამ მასპინძელი, მეთუნე გოჩა ლაბაძე,
უფრო მოშორებით ცხოვრობს.გზაზე მწიფე ტყემლები გადმოძანძულან, იქით ალუბლები
პრიალებენ მზის სხივებზე. გზა მშრალია და მანქანით ჩავდივართ ბოლომდე.

ეზო
(მარი)
მეჩვენება, სიღარიბეს წამოვკარი ფეხი, მაგრამ შიგ
ჩაბნეულა სილამაზე:ღია ბეტონის აივანზე ყვავილები და
თიხის ვაზები მიჯრით მიწყობილა. მასპინძელი და მისი
ქალიშვილი, თამარი, გვეგებებიან, ეზოდან უცებ გადის
შავგვრემანი ბიჭი. საინტერესოა!.. თვალსა და ციფრულს
ერთად ვადევნებთ. . . აჰა, დაიმორცხვა ბიჭმა! მასპინძელი
პერანგის კალთებს თავს უყრის და ბალნიან მკერდს მალავს,
მაგრამ ღილების შეკვრაც საჭიროა. აჰა, მოვწესრიგდით:
მასწავლებელი იწყებს: ჩვენო. . . თქვენო... ეს ბავშვებო...
ერთი სიტყვით, მისვლის მიზანს უხსნის მეთუნე გოჩა
ლაბაძეს. მეთუნეს ცისფერი თვალები აქვს. კონტრასტს ქმნის დამზადებულ ჭურჭელთან.
(ჩემს აზრს არ იზიარებენ) გვეპატიჟება სახლში. ჩვენ უარზე ვართ, გვგონია, სუფრასთან
გვიხმობენ... თურმე:

სახლი- სახელოსნო
(აგრძელებს თამუნა)
ეზოში თეთრი მამალია, ისე იღერებს კისერს,ასე მგონია, ახლა მეცემა დასაკორტნად.იმ
მელიის როლი მენატრება სულხან-საბამ რომ ორმოში ჩააგდო, ბერული იერი მიაღებინა და
მამალი, ძერა, და ოფოფი სოროში შეიტყუა.ამ საზიზღარ მამალს მეც იმმელასავით არ
დავინდობდი , რადგან ფრთები გაშალა და დამენთო... აივანზე ავასწარი.სხვები უკვე ზევით
არიან. მეც მეხმარა ჭკუა! შემოდი ჩქარაო, მასწავლებელმა და შევედი: ჩემი საძინებლისხელა
ოთახია, მაგრამ საწოლების ნაცვლად აწყვია: გუჯალი, ანუ გუნჯალი- ეს არის უკვე
დამუშავებული; ნაკეთობისთვის დამზადებული
მასალა.
გუჯალის მისაღებად დიდი შრომაა საჭირო:
ჯერ მიწა უნდა მოიტანო. მეთუნემ
გვითხრა, რომ მიწა ორი სახისაა საჭირო: აყალო და
თიხა. აყალო, თურმე, საწაბლიდან ჩამოაქვთ, თიხა
უფრო იოლი მოსაპოვებელია. მასწავლებელი
მანიშნებს და ინტერვიუს ჩაწერას ვიწყებ:
- ბატონო გოჩა, რით ეზიდებით ნედლეულს?
- მანქანით.
- ადრე ცხენით ეზიდებოდნენო, წიგნებიდან
გავიგეთ;
- ახლა მანქანა გვყავს, საცა ვერ მივა მანქანა, იქ ისევ ცხენს ვიყენებთ;
- რა რაოდენობის ნედლეული დასჭირდა ამ
გუჯალის მიღებას.?
- გეტყვით ახლავე: ერთი ვედრა აყალო, ორი ვედრა
თირი, გააჩნია, რა სახის ჭურჭელს აკეთებ.
- როგორ აკეთებს გუჯალს?
- წამოდით, გაჩვენებთ ძარას, ე.წ. სატალახოს, სადაც
მოტანილ მიწას ვაზავებთ, ვტკეპნით, ვშხვეფავთ
და ვამზადებთ საზელ მანქანაში ჩასადებად.
- ე.ი.
მიწის
მოზელა
ამგვარად
ხდება?
ელექრომანქანით?
- მოზელა ახლა ამგვარად ხდება, უწინ მანქანის
სახელურში გაყრილი იყო დიდი ხარა –
მსხვილი ჯოხი – ატრიალებდნენ
ცხენით და ისე იზილებოდა.
- ე.ი. გუჯალი ამგვარად მზადდება?
- დიახ.

ისევ სახლი:
მარი
სახელოსნო ოთახში გამოსაწვავად გამზადებული ჭურჭელი დევს, ამას ჯერ ისევ აკლია
ინგლისი. ოოო, ეს ინგლისია, რაც არის! ერთი ვედრო 25 ლარი ღირს. ძალიან შორს
მოიპოვებენ, საწაბლის მთაში, გეზრულში. აქედან
30 კმ-შია და წასვლაც რომ მოინდომო, შენ ძნელად
გამოარჩევ,
ამიტომ
ყიდულობენ.
სწორედ,
ინგლისებით გამოირჩევა შროშული ჭურჭელი – ეს
ინგლისი აგერ, ზეით, მეზობელი ცხოვრობს, იმას
გავატანე, მთხოვა, მაინტერესებს შემცველობაო.
რუსთავში,
ქიმიურ
ქარხანაში
მუშაობს,
გაგიჟებული იყო, უმაღლესი ხარისხის კრასკა
(საებავი) გამოვიდაო, - გვეუბნება მასპინძელი, ამით ფერს ვაძლევთ და ჩვენი ჭურჭელი წითელია.
- წერნაქის შესახებ რას გვეტყვით?
- ეს არის ჭურჭლის მოსახატი საღებავი. უზორს ვაძლევთ, ხაზებს ვავლებთ, ვაჭრელებთ,
ჭურჭელზე გამოყვანილ ორნამენტს ჭრელი ეწოდება.
- ჩვენ
უკვე
ვიცით
დამუშავებული
ლიტერატურიდან, რომ ,,ჭრელის'' სახეები
ჭურჭელზე გამოჰყავთ წერნაქით; ხარატით
(გონგით). გონგით ორნამენტი სვალ თიხაზე
ჭურჭლის სრულ გაშრობამდე სრულდება,
წერნაქით მოხატვა კი პირიქით, ჭურჭლის
სრული გაშრობისა და მოინგლისების შემდეგ.
წერნაქი
შროშაში
არ
მოიპოვება.
იგი
კვალითიდან
მოაქვთ
შროშელებს.
კვალითელების
თქმით,
წერნაქი
ახალ
მთვარეზე ,,ამოიყრება'' და ..ბოჭავენ''. იგი
გამოწვამდე ყვითელი ფერის ,,ხვინჩკასავით''
ქვაა. დაწვის შემდეგ კი წითელ ფერს იღებს. ესაა წითელი წერნაქი. შავი წერნაქის
მისაღებად საჭიროა ჭიათურის მარგანეცი. შავ ქვას გამოუწვავად ნაყავენ და წერნაქს
შეურევენ. საჭიროა პროპორციების დაცვა. მუქი, შავი ფერის წერნაქის მისაღებად შავი ქვა
ორჯერ
მეტი
უნდა
იყოს
წერნაქზე.

თამთა
მარი
ისე
გაიტაცა
მოწერნაქების საკითხმა, მგონი,
დისერტაციის დაწერას აპირებს.
ამიტომ სასწრაფოდ გადავდივართ
ახალ საკითხზე. მარის განზე ვწევ
და ახალი პრობლემით თავსატეხს
ვუჩენ მასპინძელს. ვხედავ, თამუნა
გუნჯალთან მიჩოჩებულა და თითს ადებს, მაგრამ ცოტა შეშინებულიცაა, ეტყობა,

ოქრო ჰგონია. მე მასპინძელს ჩემკენ ვატრიალებ და მოჭიქვის საკითხის შესახებ ვიწყებ
საუბარს.
 მოჭიქვა არ ვიცით. ეგ იციან მოდებაძეებმა, მაგრამ არ ამხელენ, - მპასუხობს ბ-ნი გოჩა.
 ე.ი. იქ მოგვიწევს ასვლა?
 ტყუილა ნუ წახვალ, არავინ ამზადებს.
 რატომ?
 რა ვიცი, არც არავის ასწავლიან.
მე შესანიშნავად ვიცი, დამუშავებული
მეცნიერული
ნამუშევრების
წყალობით,
ჭიქურის
ხელოვნების
ყველა
საჭირო
ინფორმაცია: შროშაში ამზადებენ რამდენიმე
ფერის ჭიქურს: შავს, თეთრს, მტრედისფერს,
მოწითალო ყავისფერს, მობადრიჯნისფერ
ყავისფერს, ყავისფერს, მწვანეს, ყვითელს,
ყავისფერს;
ხელოსანი ყველა საჭირო მასალას ყიდულობს: შავი ქვა, ტყვია, კალა, სპილენძის ჟანგი და
სხვ.
შავი ფერის ჭიქურს სჭირდება შავი ქვა, ერთი ოყა (=1200 გრ). თეთრი კაჟი – ერთი ოყა,
თლილი ჭიქა, ანუ ბროლი – ოთხი ოყა, კოტროულას (მდინარეა, ჩამოდის ჩილათიდან და
ერთვის ძირულას). ქვა – ერთი ოყა, ტყვია და კალა – ოთხი ოყა.
თუ ზემოთ ჩამოთვლილ შედგენილობაში ტყვია
იქნება ,,რეხი'', ე.ი. მაგარი და კალით დაიწვება, ხოლო
მარგანეცი გამოირიცხება, მიიღება თეთრი ჭიქური.
ოთხი ოყა ტყვიით, ოთხი ოყა თეთრი ჭიქით, ერთი
ოყა კაჟით, 50 გრ. მარგანეცით, ერთი ოყა კოტროულის
ქვით მიიღება მუქი წითელი ჭიქური.
მწვანე-ზურმუხტისფერი
ჭიქურის
მისაღებად
საჭიროა სპილენძის ჟანგი ანუ ,,თოგალი'' – ჩამონაფხეკი.
ყავისფერს სჭირდება სპილენძის ჟანგი და ტყვია
უკალოდ უნდა დაიწვას.
ყვითელი ფერის წამლის მისაღებას საჭიროა რეხი – მაგარი ტყვია. ტყვიას მეჭურჭლეები
რკინეულობის მაღაზიაში ყიდულობენ. ერთხელ რბილი ტყვია ვერ უშოვიათ და წამლის
შედგენილობაში რეხი ტყვია უხმარიათ, რის გამოც მიუღიათ ყვითელი ჭიქური. დღესაც
აგრძლებენ ამ შემადგენლობით წამლის მომზადებას და ღებულობენ აღნიშნულ ფერს.
მაშასადამე, ყვითელი ფერის ჭიქურის შემადგენელი ელემენტებია: კალა, რეხი ტყვია
იმდენივე, რამდენიც ნათალი ჭიქა, ოთხი-ოთხზე, თაგვმარილა, კოტროულას ქვა.
დღეისათვის შროშაში ყვითელი ფერის ჭიქურის მისაღებად იყენებენ ავტომანქანის
აკუმულატორის კალანარევ ტყვიას. წამალს რომ სისველე ჰქონდეს და წმინდა ფერის
გამოვიდეს, ავტომანქანის სამ ოყა ტყვიას უმატებენ 600 გ. ჩვეულებრივ რბილ, სუფთა ტყვიას.

მარი:
გადაყვნენ მოჭიქვას და ჩვენც გადაგვიყოლეს.მასპინძლის ბიჭი გვიბრუნდება და
ისევ გვშორდება.მეთუნე მორგვთან ჯდება და იწყებს:
_ამის დამზადებას ერთი უმაღლესის დამთავრება სჭირდება, ამას მე ჩემ შვილებს
არ დავაძალებ.ერთი ახალციხეში სწავლობს, მეორე საექთნოზე უნდა მივიყვანო ზესტაფონში.
ბიჭიც კარგი მოსწავლეა. ამას არავის ვურჩევ. ამას ყველა კი ვერ აკეთებს.
ჩვენ თვალწინ სასწაული ხდება. ეს კაცი თოვლის გუნდის ზომის გუჯალს იღებს,

მასწავლებელი თვალებად იქცა. სწორედ მას, და არა_ ჩვენ _იარაღმომარჯვებულებს:მე _ თაბახის
ფურცლები და კალამი; თამთას_ ციფრული; თათიას_ ვიდეო;თამუნას დაუსრულებელი კითხვებიუსვამს კითხვას:
_რა გაგიკეთოთ?
და ვინ აცლის ნანა მასწავლებელს რამის თქმას? ერთხმად ვყვირით:
_ჭური!
ეუჰ! სახე შეეცვალა. სანამ თვითონ იტყოდა რამეს, მასპინძლის ქალიშვილი, 19 წლის
თამარი, ერთვება საუბარში;
_ჭურები საწაბლეში მზადდება! თონე, ჭური, ქოცო, ქვევრი იქ მზადდება. ეს იქნება
მინიატურა, რომელსაც სასმისის დანიშნულებას აძლევენ.
_ გაგვიკეთეთ, რა! _ვეხვეწები მე და ბ-ნი გოჩა იწყებს ჭურის დამზადებას.(ფოტო)
_თან ილაპარაკეთ, რა! _ერთხმად ვევედრებით.
ჯერ ძალიან მცირე მასას აცლის გუჯალს. იქვე
გაცრილი წმინდა სილით სავსე
თასია, შიგ დებს, გადმოაქვს მორგვზე და იწყებს
მორგვის ტრიალს.
_ ეს რატომ ჰქენით? აგვიხსენით ყველაფერი, რა
მოქმედებასაც აკეთებთ!_ სთხოვს
თათია, რომელსაც თავისი უპატრონო ბავშვები სულ
დაავიწყა ჩვენმა პროექტმა.
_კაი, ბატონო_ ამბობს გოჩა ბატონი და იწყებს: ეს
არის კუნჭულო. ამას უკეთებენ
ჭურს. დიდ ჭურსაც ასე იწყებენ, მაგრამ ამოიყვანენ
30-სმ-მდე და ჩერდებიან, მერე უტრიალებენ გარშემო და ამატებენ და ამატებენ, სანამ დაფარფლვაზე
არ მიდგება საქმე. ე.ი. თავის გამოყვანაზე. ჩვენ ახლა მთელ ჭურს ერთბაშად ვაკეთებთ. ვიწყებთ
ძროთი. ახლა გამოვთითავ, ამომყავს უკვე. ახლა გამოვგვამავ. ე. ი. მუცელს გავუკეთებ. ეს არის
გამოსაგვამი. ახლა ვასწორებ,ხის დანაჩხირი ეწოდება ამას. თავის მოსაჭრელად ბასრი გონგი
მჭირდება, ამ სოველი ბანდით ვასწორებ, ამას ჰქვია მოფარფლვა_ ფარფლი, ჭურის თავი.
გოჩა ბატონს ჰგონია ,,მორჩა კინო''. ჩვენთვის
ახლა იწყება.
_გამოგვამვა რით, რა იარაღით ხდება?
_ხარატიანი გონგია ეს. გვამის გაკეთების
პროცესში ლესავენ ამით.
-გარედან რით მუშაობდით?
-ეს წმინდა გონგია. გასალამაზებლად.
-აი, იმ იარაღს რა ჰქვია?(ფოტო)
-კობაჩური-ყურის მიდგმისას ვხმარობთ, ძირს
რომ არ დაიწიოს და პროპორცია დავიცვათ.
-ძ ალიან გთხოვთ,ყურის მიდგმის პროცესი
გვაჩვენეთ!
-ახლავე. მამა, ჩამოიღე ეის ბაკალი.
ესგასაშრობად
დადებული
ჭურჭელი
ყოფილა, ჩვენ გვეგონა, უკვე დამზადებული.(ფოტო)ამას ახლა, თურმე, რამდენიმე დღე ისევ
სჭირდება, რომ კარგად გამოშრეს. მერე შედგამენ ქურაში გამოსაწვავად.
მასპინძელი მეორე ოთახში გვეპატიჟება, სადაც გამომწვარი და მოინგლისებული, მოწერნაქებული
ჭურჭელი აწყვია. მე ყველაფერი ვიცი. იმდენი ვიკითხე ამ დღეებში შროშაზე, ამ ჭურჭლის კეთებასა
და იარაღებზე, რომ მასპინძელს ვაჩუმებ და მთელ ჯგუფს ვაოცებ.

თამთა:
მარი აშკარად სხვაა. ამდენი როდის ისწავლა და გაიგო?! მასპინძელი გვეუბნება წერნაქზე,
მხოლოდ შავი ფერისააო. ა, ეს არის ბატონოო. ნურას უკაცრავადო, ჩვენმა მარიმ, ხშირი წარბები
შეისწორა, ამაყად გადმოგვხედა და დაიწყო:

მარის მეცნიერული გამოკვლევა
შროშული კერამიკა
ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან მოყოლებული საქართველოს ისტორიაში დიდი ადგი
ლი უჭირავს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის, კერძოდ, მეჭურჭლეობის
ისტორიას. თიხა უძველესი დროიდანვე დასამუშავებლად ხელმისაწვდომ მასალად ითვლება.
მისგან დამზადებული ჭურჭელი ადამიანის თანამგზავრია ნეოლითის ხანიდან მოყოლებული
კულტურის განვითარების ყველა ეტაპზე. კერამიკა, თავისი სიუხვის წყალობით ყველაზე
უფრო საიმედო საფუძველს იძლევა სოციალური განვითარების დონის დასახასიათებლად.
კერამიკისა და მეთუნეობის უძველესი კერა საქართველოში მხოლოდ ერთ ადგილას, შროშაში,
შემორჩა. დროთა დინებამ და ახალი მასალის გამოჩენა- განვითარებამ ვერ ჩააქრო შროშაში
მბჟუტავი მეთუნეობის კერა, იგი დღესაც დიდ როლს ასრულებს საყოფაცხოვრებო თუ
ყოველდღიურ ცხოვრებაში.

თიხის ჭურჭლის ფუნქციური კლასიფიკაცია:
საღვინე ჭურჭელი
საქართველოში, მევენახეობის კლსიკურ ქვეყანაში, კერამიკული წარმოების ერთ-ერთი
დარგი – მექვევრეობა მევენახეობის ინტერესებს ემსახურება. (XX). ამ ტრადიციას არც შროშა
ღალატობს. შროშული მეჭურჭლეობის წარმოების ნახევარზე მეტი მეღვინეობას ეკუთვნის,
მოჭიქული ჭურჭელი კი მთლიანად საღვინე
დანიშნულებისაა.
ჭური – ღვინის შესანახ დიდი ზომის თიხის
ჭურჭელს შროშაში, ისევე, როგორც საერთოდ,
დასაცლეთ საქართველოში, ჭური ეწოდება. ჭურს
,,ჩასავალსაც'' უწოდებენ, რადგან მის გასარეცხად
კაცი შიგ უნდა ჩავიდეს. უდიდეს ქვევრებში
გასაწმენდად დიდი კიბეებით ჩადის რამდენიმე
კაცი.
ქვევრი – ჭურზე მომცრო მოცულობის
საღვინე ჭურჭელს ერთიდან ოცი ფუთის
ჩათვლით შროშაში ქვევრი ეწოდება. იგი ზემოდან,
შიგ ჩაუსვლელად, ირეცხება. იგი ჭურისგან მხოლოდ ტევადობით განსხვავდება.
ქოცო – კიდევ უფრო მცირე ზომის საღვინე შესანახ ჭურჭელს შროშაში ქოცო ეწოდება. მას
ხშირად პატარა ჭურსაც უწოდებენ. ქოცო მცირე (მომცრო) ჭურია.
თაღარი – ისარნა ღვინის გადასაღებ დიდი ზომის თიხის ჭურჭელს შროშაში თაღარი –
ისარნა – სატკბილე ეწოდება.
სატკბილე – ჭურჭელს, რითაც ხდება ტკბილის
ამოღება ისარნიდან, შროშაში ,,სატკბილე'' ეწოდება.
საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის
განყოფილების კერამიკის ფონდში დაცულია შროშიდან
1964 და 1970 წლებში ჩამოტანილი სატკბილე.
ჩაფი – საღვინე ჭურჭელია ასევე ღვინის საწყაო
თიხის ჩაფი. იგი გარეგნულად არაფრით განსხვავდება
წყლის ჩაფისაგან.
შროშაში ,,საღვინე ჭურჭელს'' უწოდებენ დოქებს,
რომლ;ებსაც
ახასიათებს
თავისებური
ნიკარტინისკარტი. ასეთებია ,,ხარა'' და მისი მიმყოლი დოქები.
ხარა დოქი – ხარა დოქი ნიკარტიანი, დიდი ზომის დოქია. მას ხშირად სახმარად

მოსაკავებელ ღვინოს ჭურჭლადაც იყენებენ. ჩაფიდან ღვინოს სახმარად ხარა დოქში ასხამენ.
ხარა დოქი ჩვეულებრივი საღვინე დოქისაგან სიდიდით განსხვავდება.
ორშიმო – შროშულ კერამიკულ წარმოებაში ორიგინალური ჭურჭელია ღვინის ამოსაღები
თიხის ორშიმო. ,,თიხის ორშიმოთი ამოღებული ღვინო წმინდაა''. მას ყურის ნაცვლად ხვრელი
აქვს, რომელშიც გრძელი ჯოხი-სახელურია გაყრილი.
ძაბრი – აღსანიშნავია მეღვინეობაში გამოყენებული თიხის ძაბრი, ,,ნოტიოთა შთასასხმელი
ჭურჭელი ვიწროპირითა შინა სასმითა'' აღნიშნული კოლექცია 1970 წელს იქნა ჩამოტანილი
შროშიდან.
ორხელი – ჭურიდან ნარეცხი წყლის
ამოსაღებად შროშაში თიხის ორხელი
იხმარება. ეს არის თიხის ღრმა ჯამი –
ქვაბის ფორმის. ორხელი, როგორც
სახელწოდება
მიგვითითებს,
წარმოადგენს ორ გრძელ ხის ტარზე
თითებით ჩამოკიდებულ თიხის ქვაბსჯამს.
შროშული
თიხის
ორხელი
მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციული
კულტურის
მაჩვენებელია
და
კერამიკული წარმოების მაღალ დონეზე
მიუთითებს.
საარაყე ჩაფი – მეღვინეობასთან
არის დაკავშირებული. იგი საჭურჭლე
მიწისაგან არის დამზადებული. იგი
ბრტყელძირა, გამობერილგვამიანი, დაბალყელა, ფართოპირიანი ჭურჭელია.
სანადიმო ურჭელი – მარანი, სანადიმო ქვევრი.
წყლის ჭურჭელი – ჩაფი, დოქი, თუნგულა, ლიტრა, კულა, ჩარექიანი.
სარძევე ჭურჭელი – ქოთანი, ხალამი, საკვეთო, სადღვებელი.
სამზარეულო ჭურჭელი – სალობიე, საშეჭამანდე, ვალყურა ქოთანი, საჩანახე, საფელამუშე,
საცომე, ჭურჭლის გასარეცხი, კეცი, თორნე, სახორბლე.
საწყაო ჭურჭელი – ჩარექა, ლიტრა, ბოთლი,
ხელადა, ხარა.
თიხის სამღებრე ჭურჭელი – ისარნა, ქვევრი.

სხვადასხვა დანიშნულების თიხის ნაწარმი – ხელსაქმის ქოთანი, საყვავილე, მაშხალაჟინჟღილი, სათამაშოები.

საჭურჭლე მიწის შერჩევა და დამუშავება
საჭურჭლე ნედლ მასალას შროშაში
'' მიწას'' უწოდებენ, დაზელილ მიწასაც ''
მიწა'' ჰქვია. თიხა კი ეწოდება მხოლოდ
გამომწვარ ჭურჭელს- კერამიკას. ჭურჭლის
დასამზადებლად უვარგისია ზედმეტად
ცხიმიანი და ''მჭლე'' მიწა.საუკეთესო
საჭურჭლე
მიწად
საშუალო
პლასტიკურობის მიწა ითვლება. ჭურჭლის
დასამზადებლად
შროშაში
ორშრიანი
მიწის _ აყალოსა და თირის ნარევს
იყენებენ. არჩევენ რამდენიმე ფერის აყლოს
'' წითელს'', მოწითალოს, წითელ-ჭრელს,
ყვითელ-ალისფერს, წითელს, რომელსაც
თეთრი ტალღები დაჰკრავს, მოშაოს, მოთეთროს და ა. შ. აყალო '' წებოიანი'', ''ცხიმიანი'',
''მსუქანი'', ''კეჟერი'', ''ფიცხი'', ''ძარღვიანი'' და ხელში კარგად დამყოლი მიწაა.'' წმინდა
აყალო'', როგორც საპონი ისეთია, ფერიც სხვანაირი აქვს, აუცილებლად წითელ-ჭრელი ფერი
დაჰკრავს, დაზელის დროს კარგად იწელება და ჭურჭლის ''გვამის'', ანუ მუცლის,
გამობერვისას არ სკდება.
საჭურჭლე მიწის მეორე შემადგენელი ნაწილია ''თირი''.იგი მოთეთრო ფერის ''უღალო'', ''
უძალო'', ''ტინტლი'', ''წმინდა მიწაა'', ხელით ადვილად ისრისება. თირი მიწა წებოვანიც არის
და მშრალი- შლილიც. თირს, რომელსაც წებოვნება აკლია, ''შლაში'' ეწოდება. საჭურჭლედ
წებოვანი თირი სჯობს, ცოტა რაოდენობით აყალოს შერევა სჭირდება. თირი უფრო ღრმად
არის მიწაში, ვიდრე აყალო, საჭრელად კი თირის ჭრა სჯობს მისი სიმშრალის გამო.
მიწის მოპოვების საუკეთესო დროდ ადრე გაზაფხული ითვლება.ხალხურ კერამიკულ
წარმოებაში მიწის მოპოვება ხელის იარაღებით
ხდება.აყალოს
მოსათხრელად
იხმარება:
წერაქვი,თოხი,ბარი
და
ასაღები
ნიჩაბი.
უვარგისი, შავი მიწის ზედაპირის გადაცლის
შემდეგ
წერაქვით
ითხრება
საჭურჭლე
აყალო.თირი აყალოზე ღრმად არის მიწაში,
მაგრამ
თავისი
სიმშრალისა
და
ნაკლებწებოვანების
გამო
იოლად
ითხრება.აყალოსა და თირს ძირითადად
მოთხრისთანავე არჩევენ და შემდეგ შინ
ეზიდებიან
სხვადასხვა
საზიდრით.მიწის
გასუფთავებას
მინარევებისაგან
დიდი
მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი თიხას თვისებებს უცვლიან. ამიტომ მოტანილ მიწას
ხელოსანი
ამტვრევს,
ასუფთავებს
ყოველგვარი
ორგანული
და
არაორგანული
მინარევებისაგან.გადარჩევის შემდეგ მიწა შრება. აყალოსა და თიხის ნარევს დასალბობად
სპეციალურ სალბობზე
ან საზელზე ყრიან.'' აყალოს ოდნავ სინესტე რომ ჰქონდეს,
წელიწადიც რომ იყოს წყალში, არ დალბება,შემაგრებული რჩება''.სალბობზე ანუ
''სატალახეზე'' თირი ორ ნაწილად იყოფა. შუაში იყრება და ფართოპირიანი თოხით
ერთმანეთში ერევა.მიწის დალბობის ხარისხს ხელოსანი ხელით ამოწმებს. თუ დამბალი მიწა
საკმაოდ რბილია, ხელს არ ეკვრება, მაშასადამე, წყალი საკმარისია და მიწის დაზელვა
შეიძლება. მიწის დაზელვა ფეხით ხდება, ანუ დაქუსვლა. კარგად დაზელილი მიწა ხელოსნის
გამარჯვებაა, მიწის დაზელვა შრომატევადი სამუშაოა.

ტექნიკური აღჭურვილობა
ს ა ზ ე ლ ი შროშაში მოსწორებული, კარგად დატკეპნილი მიწა ყოფილა. შემდეგში
ოთხკუთხედად მოთხრილი და მოსწორებულდატკეპნილი ორმო გამოუყენებიათ, უფრო
მოგვიანებით სიპი ქვებით ''მოუკირწლავთ'' და
ბოლოს
ცემენტით
გაულესავთ.
მოცემენტებული საზელი ხელოსანს მიწის
''დაქუსლვას'' უადვილებს. შროშაში საზელს
ფიჭვის ან მუხის ხისაგან
ამზადებენ. იგი
წარმოადგენს
ხის განიერ ლოგინს-ტახტს,
რომლის თავი და ბოლო ამოფიცრულია,
გვერდები კი ღიადაა დარჩენილი. საზელ
მანქანას შროშელი მეჭურჭლეები 1962 წლიდან
იყენებენ.
დღეისათვის
საზელი
მანქანა
თითქმის ყველა კერამიკოსის ოჯახს აქვს.
მ ო რ გ ვ ი. ხალხურ კერამიკულ
წარმოებაში
დღეისათვის
ორგვარი
კონსტრუქციის
ხელსაწყო
გამოიყენება,
პირველი, უფრო ძველი და პრიმიტიული ''ხელის
მორგვი''
და
მეორე,
უფრო
განვითარებული-'' ჩარხი''ანუ ''ფეხის ჩარხი''.
შროშაში ყოველგვარი ჭურჭელი ხელის
მორგვზე კეთდება. მორგვი შედგება სამი
ნაწილისაგან: მრგვალი დისკოსაგან- მორგვის
თავი ანუ ნორგვი, სამფეხის ანუ მორგვის
ფეხისა და '' ჭიჭლაკის'' ანუ '' მორგვის
ძუძუსაგან''. მორგვის ძირი და თავი კოპიტის
ან ნიგვზის ხისაგან მზადდება, ჭიჭილაკი კი
ბზისაგან. მორგვების მდიდარი კოლექცია დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის
ეთნოგრაფიის განყოფილების ხის ფონდში.
ქ უ რ ა. ტერმინი ქურა თავისი დღევანდელი მნიშვნელობით გავრცელებული და
ფესვგადგმული ტერმინი ყოფილა XVIII საუკუნეში.
იგი იხმარებოდა როგორც ჭურჭლის გამოსაწვავი
ღუმელის
აღმნიშვნელი
ტერმინი. ქურა,
როგორც
ცნობილია,
კულტურის
უძველესი
ელემენტია:
პირველყოფილი ხალხები თიხის ნაწარმს უძველესი
დროიდან ღია ცის ქვეშ წვავდნენ. დროთა
განმავლობაში კი გაჩნდა ქურები.

წითელი თიხის ჭურჭლის დამზადებისა და შემკობის
ხალხური წესები შროშაში
შროშაში ჭურჭელს თანდათან აშენებენ, მოჰყავთ სპირალურად დაწყობილი
ფთილებისაგან ანუ სორსოლებისაგან. იმის გამო, რომ ჭურჭლის დამზადება მოითხოვს მის
თანდათანობით შენებას,- ამოყვანას, შროშელი მეჭურჭლე ერთდროულად იწყებს იმდენი
ჭურჭლის გვამის გაკეთებას, რამდენსაც მოერევა მის გაშრობამდე. დოქის გვამის საკეთებლად
მეჭურჭლე იღებს გუჯალ მიწას, ყოფს ორ ნაწილად და მჭადის ცომივით აგუნდავებს. კარგად
შეგუნდავებულ იმ ნაწილს, რომელიც მორგვზე უნდა დაეკრას, მეჭურჭლე გამტკიცულ
სილაში ავლებს და მორგვს შუაში აკრავს. ეს არის ჭურჭლის ''საძროე'' მიწა. ძირის დაკეთების
შემდეგ ამოყავთ კედლები. ახლად ამოყვანილი ჭურჭლის კედლებს ხელოსანი ასველებს
შიგნიდან და გარედან სველი ჩვრით და ცოტაოდენ წყალსაც ასხამს. ჭურჭლის კეთების მეორე
ეტაპი გვამზე '' თავის დაბმაა'' კისრის დაშენება -მოყელვა.შემდგარ, შემშრალ გვამს მეჭურჭლე
იღებს ორივე ხელით, ათავსებს მორგვის ცენტრში და საფხეკი გონგით კარგად გლესავს.
შემდეგი პროცესი დოქზე '' ყურის მიდგმა'' ანუ ''შებმაა''. მეჭურჭლე იღებს პატარა ზომის
გუნდას, კარგად ასორსოლებს ხელში და იწყებს საყურეს ჩამოქნას. ჭურჭლის გაკეთების
ბოლო ეტაპია '' ნიკარტის გამოყვანა, რომელსაც ხშირად თავს, პირსა და ტუჩსაც
უწოდებენ.საინტერესოა
შროშაში
ჭურის
შენებასთან
დაკავშირებით
მდიდარი
ტექნოლოგია:მოთითვა, გათითვა, გალესვა, შებეჭვა, შეყელვა, დაფარფლა და ა. შ. ეს
შრომატევადი სამუშაო პროცესები ზუსტი თანმიმდევრობით მეორდება ყოველი ჭურის
აშენებისას. საინტერესო ტერმინია ტაკუტება, რითაც მთავრდება ჭურის შენება.

მარის მასპინძლებიც ინტერესით უსმენენ. შიგადაშიგ რაღაცებს ეკითხებიან. ერთი
სიტყვით, შროშასა და თიხაზე იმდენი რამ გავიგეთ, მაგრამ ნათქვამს ნანახი სჯობსო,
ნათქვამია და ჩვენც ამ ჭეშმარიტებით ვიხელმძღვანელეთ და განვაგრძეთ მეთუნე გოჩა
ლაბაძის მეურნეობის დათვალიერება.

თათია:
ვათვალიერებთ ქურას: ცა, ბოგირები, შესანთები, სამთვარიო,(ფოტოები) აქ ხდება
გამომშრალი ჭურჭლის გამოწვა და საბოლოო იერსახის შეძენა. ყველა სახეობის ჭურჭელია
ირგვლივ: დერგი, დოქი, ხარა, ჭინჭილა, თუნგულა, ბოკალი, ტუფლები(პატარა
საფერფლეები), ვიღებთ და მასპინძელთან სოციალურ საკითხებზე ვიწყებთ მსჯელობას.
_რა არის თქვენი ერთი თვის შემოსავალი?
ჯერ ჩუმადაა. ცისფერი თვალების იერზე ეტყობა, ანგარიშობს. მერე მოჭრილად
გადაწყვეტით ამბობს:
_500 ლარი, _მერე ისევ ყოყმანობს თქვას თუ არა, _ გააჩნია სეზონს. ზაფხულზე უფრო
დიდი რაოდენობით იყიდება, _ ამბობს და ვხვდებით, შემოსავალი სწორად არ
გამოგვიცხადა.ბაჭას ბოგირზე (იქ, სადაც ღია ცის ქვეშ იყიდება შროშული ჭურჭელი),
გავიცანით საინტერესო პიროვნება, ბიძინა კურტანიძე. მან გვითხრა, რომ ზოგჯერ, საბჭოთა
ეპოქაში 2000 მანეთსაც კი იღებდნენ თვეში. განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ
რუსები(ფოტო, ნანა და ბიძინა).თურმე, იმ პერიოდში, როდესაც მწერალთა კავშირის
თავჯდომარე რეზო ამაშუკელი იყო, ბ-ნი ბიძინა საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის
წევრი ყოფილა.დღესაც აქვს ყველანაირი დოკუმენტი.
ამ პიროვნების ნაკეთობას აშკარად ეტყობა დახვეწილობა და პროფესიონალიზმი. ახლაც
აქვს შეკვეთა კიეველი კაცისაგან.

_ორი დიდი, ,,გრანდიოზული''_ ასე ამბობს თვითონ,_ კეცი შემიკვეთეს, რომელშიც
შემკვეთი 200 დოლარს იხდის.
_სხვა უცხოელები არ იჩენენ
ინტერესს?
_ ძირითადად მცირე ზომის
ნივთებისადმი, თურმე, საბაჯოზე
ტვირთის წონაში ემატებათ და ... _
ამბობს
ბ-ნი
ბიძინა.,,გასაგებია,''_ვფიქრობთ და
ვათვალიერებთ
სახელდახელო
გამოფენას(ფოტოები):
_ბ-ნო ბიძინა, ეს მოჭიქულია? _
ხელს
ვავლებთ
ერთ-ერთ
ნაკეთობას.
გვიხარია,
რადგან,
ჩვენმა მასპინძელმა, გოჩა ლაბაძემ,
გვითხრა, მოჭიქვა აღარ ხდებაო.
_ სამწუხაროდ, ეს გალაქულია.
აი, თურმე, როგორ გაიიოლეს შროშელებმა საქმე. პრიალი კი გაუდის, მაგრამ ქიმიური
შენარევის დახმარებით. ეკოლოგია და ჯანსაღი ცხოვრების წესი შორს ჩვენგან. საშინელებაა.
უნდა აღვადგინოთ მოდებაძეების ჭიქური.
ჯერ კი ხედებით ვტკბებით და ვიღებთ და ვიღებთ...

თათია
გავდივართ ბაჭას ბოგირთან. აქ უკვე უსაზღვრო შესაძლებლობების ქვეშ ვექცევით. ჩვენ
ვმუნჯდებით და ფოტოები მეტყველებენ. იმედია, იმეტყველებენ. ეს ჩემი სამშობლოა...
ვიღიმები და მწვანით მოსილ მთებს გავცქერი.

რიტონი-ელინისტური
ხანა

რიტონი-თანამედროვე შროშა

მე და თიხა... მზე... ციდან მოფრენილი გენია, მიწაში ჩაქსოვილი და მისი წიაღიდან
ამოხეთქილი, ამ დიდებულ ოსტატთა ხელში... დგანან და ელიან... არა, ვაჟას მთებივით
უსაზღვრო არ არის მათი მოლოდინი, კანტიკუნტად ჩერდება ერთი-ორი მანქანა. ფასების
გამოკითხვა, მეთუნეთა შეჩოჩქოლება... ვიღაცამ გაიხარა: თიხის ყანწები მიაქვს ოჯახში!
მეთუნე ფულს ითვლის, ჩვენ კი თვალწინ გვესახება სულ სხვა შროშა: სერიულად
მწარმოებელი თიხის ნაკეთობები და მთელ მსოფლიოში აღიარებული. თვალს ვერ ვწყვეტ
ჩვენ მიერ აღდგენილ არიბალოსს, რიტონს, ამფორას. ჯერ სად ხართ!ჩვენ მოვდივართ ჩვენი
იდეებით, რომელთა ფრთაშესხმა არც ისე შორეული პერსპექტივაა.

თიხის დამზადებასთან დაკავშირებული ხელსაწყო იარაღები

4.
5.
6.
7.
8.

ბანდი _ სველი ნაჭერი მოსაპრიალებლად.
ბოგირები _ რაზეც ჭურჭელი ეწყობა.
დანაჩხირი _ დოქის ყელის ამოსაწმენდად და დასაწვრილებლად გამოიყენება.
კობაჩური _ ყურის მიდგმისას არის საჭირო, ძირს რომ არ დაიწიოს საყურემ.
მორგვი _ ხელსაწყო, რომელზედაც იდება თიხა; არის მრგვალი, ბრტყელი და
ტრიალებს ღერძზე ფეხის მოძრაობით.
9. საზელი _ შერეული თიხისა და აყალოს მოსაზელი ელექტრომანქანა.
10. სალბობი _ ადგილი, სადაც აყალოსა და თირს ალბობენ, იგივე სატალახე.
11. სამთვარიო _ საჰაერო.
12. სატალახე _ იგივე სალბობი.
13. ქურა _ აგურისაგან გაკეთებული გამოსაწვავი ნაგებობა.
14. შესანთები _ ქვედა განყოფილება, რომელშიც შეშით ცეცხლი ინთება.
15. ცა _ ზედა ნაწილი.
16. ცა _ 3 ღია ადგილი, საჰაერო, გამოწვა კარგად რომ მოხდეს.
17. ძარა _ იგივე სატალახე.
18. წმინდა გონგი _ ზედმეტი ამიღოს გვამიდან.

19. ჭინჭილას საზომი ჯოხი _ რომ ყელი ზედმეტი არ მოუვიდეს.
20. ხარატიანი გონგი _ გვამის ანუ მუცლის გაკეთების პროცესში გამოიყენება გასალესად.
მზადდება ფიჭვისაგან და ტოვებს ღარებს.

თიხის დამზადებასთან დაკავშირებული ლექსიკა
13. გათითვა _ თითის ჩაყოფა მორგვის ტრიალისას მუცლის გასაკეთებლად.
14. გალესვა_ სველი ბანდით გაპრიალება.
15. გვამი _ ჭურჭლის მუცელი.
16. დაფარფლა _ თავის დადგმა.
17. დაჩანგვლა _ უზორის მიცემა.
18. კუნჭულო _ ჭურის ძროს გაკეთება.
19. მოგვამვა _ მუცლის ამოყვანა.
20. მოჭიქვა _ ჭიქურის მიცემა თიხისათვის (იხ. დაწვრილებით ნარკვევში ,, მიწამან მშობა
ამგვარი'').
21. მოჭრა _ მორგვიდან გამზადებული ჭურჭლის აღება.
22. ოყა _ საწყაო, არის მოსაჭიქი ჭურჭლის დასამზადებელი ნივთიერებებისათვის.
23. სალბობი _ ადგილი, სადაც აყალოს და თიხას ერთმანეთში ურევენ და ალბობენ.
24. სატალახე _ იგივე სალბობი.
25. ქაშანური _ მოინგლისებული ჭურჭელი; ინგლისი _ წითელი ფერის მიმცემი მასალა.
26. შერევა _ 3 ვედრა თირი + 1 ვედრა აყალო.

სათუნედ გამოყენებული მიწა და მისი კლასიფიკაცია
8. აგუნდავება _ გუნჯალის ხელში დაზელა.
9. აყალო _ წითელი, (წით-ელ-ი, ,, წით'' _ ძირი, ,,ელ''- მაწარმოებელი აფიქსი, ,,ი''- სახ.
ბრუნვის ნიშანი).
მოწითალო,(მო-წით-ალ-ო, მო-ო ოდნაობითი ხარისხის მაწარმოებელი).
წითელ-ჭრელი, (კომპოზიტი, ორცნებიანი).
ყვითელ-ალისფერი, ( კომპოზიტი, ორცნებიანი).
მოშაო, (მო-შა-ო, აღდგება ,,შავ'' _ ძირი, მო-ო ოდნაობითი ხარისხის
ნიშნები).
მოთეთრო, ( მო-თეთრ-ო, მო-ო აქაც ხარისხის ნიშანია).
10. აყალოს თვისება _ წებოიანი, ( წებო-იან-ი, ,,იან'' _ ქონების მაწარმოებელი აფიქსი)
ცხიმიანი, ( ცხიმ-იან-ი, ანალოგიურია).
მსუქანი, ( მსუქან-ი, ,,სუქ'' _ ძირი).
კეჟერი, _ მიწის თვისებაა.
ფიცხი, _ მიწის თვისებაა.
ძარღვიანი, _ ძარღვ-იან-ი, (,,ცხიმ-იან-ის'' ანალოგიურია).
11. გუჯალი _ მოზელილი და დამუშავებული მიწა ჭურჭლის გვამის გასაკეთებლად.
12. თირი _ უღალო
უძალო
,,ტინტლი''
,,წმინდა მიწა''
შლაში
13. ინგლისი - წითელი ფერის მიმცემი მასალა.
14. საძროე _ მიწა, რომელიც ძროს გასაკეთებლად არის საჭირო.

შროშის ტოპონიმიკა
21. ამსაისი _ უბანი;
22. ბაჭას ბოგირი _ სადაც გამოფენა-გაყიდვაა;
23. ზედა შროშა _ მაჭარულას ზევით დასახლება;
24. ზვარი _ ადგილი მაჭარულასა და ბაჭას ბოგირს შორის;
25. კოტროულა _ პატარა მდინარეა, უერთდება ძირულას;
26. მაჭარულა _ პირველივე დასახლება, ცხოვრობენ მოდებაძეები, ჭინჭილის დამზადებით
არიან ცნობილი;
27. ნაკალოვარი _ ერთ-ერთი უბანი;
28. ორცხილა _ ადგილი თიხის მოსაპოვებლად;
29. რცხილათი _ ტყე;
30. საწაბლე _ უბანი, სადაც ამზადებენ დიდ ჭურჭელს: ჭური, ქვევრი, თონე და ა.შ. ;
31. ქანდარა _ მინდვრიანი, მაღალი გორა;
32. ქვედა შროშა_ ერთ-ერთი უბანი;
33. შუა სოფელი _ ერთ-ერთი უბანი;
34. წინწკილა _ ადგილი, წყალი მოწინწკილებს.

შროშული გვარები

შროშა არის პოლიგენური სოფელი. აქ ცხოვრობენ:
27. გაჩეჩილაძე;
28. გველესიანი;
29. ექსეულიძე;
30. თაბაგარი;
31. კალანდაძე;
32. კოპაძე;
33. ლაბაძე;
34. მახათაძე;
35. მელაძე;
36. მიქაბერიძე;
37. სვანიძე;
38. სუხიშვილი;
39. ღამბაშიძე;
40. ჩუბინიძე;
მოდებაძეები _ ამზადებდნენ მოჭიქულ ჭურჭელს. ახლა აღარ ეწევიან ამ საქმიანობას.

მეჭურჭლეობასთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები

მეჭურჭლეობის წარმოებას გარკვეული სიძნელეები ახლდა, რომელთა დაძლევისათვის
იყენებდნენ მაგიურ ნიშნებს. ერთ-ერთი ასეთი მაგიური ნიშანია ,,ჯვარი''.
წერნაქით გამოყვანილი ჯვარი ჭურჭლისა და ქურის ზედაპირზე ორგვარ როლს
ასრულებს: იცავს ჭურჭელს ავი თვალისაგან და ამკობს მას. ხელოსანი რამდენიმე ადგილას
უკეთებს ნახშირის ჯვარს ქურას: ცენტრში – დიდს, სხვადასხვა ადგილზე – სხვადასხვა
ზომისას და ამბობს: ,,ჯვარი წერია გლახა თავლისაგან'', ,,გლახა თვალით არავინ
შემოგხედოს'', ,,თვალი უნებურია'' და სხვ.
გამოუწვავ ქურაზე ,,ნათვალევის'' საწინააღმდეგოდ ნახშირის დიდი ზომის ჯვრის
გაკეთება ლეჩხუმში სოფ. საირმეშიც სცოდნიათ.
საზედაშე ჭურები გამიზნული იყო სხვადსხვა რელიგიური დღეობების სახელზე.
ჰქონდათ საღმრთო, საბატონო, საწირავი, საკალანდო, ახალი წლის, სამაისო, საჭაბუკო,
სანაზუქო და სხვა ჭურები.
მოხუც შროშელთა ხსოვნაში შემორჩენილია მოგონება, რომ მეჭურე მყიდველს ჭურის
ყიდვისას აფრთხილებდა, რომ ახალ მთვარეზე ტკბილი არ ჩაესხა ჭურში - ,,ღვინო ან
დაძმარდებოდა, ან პკეს მოიყენებდა''.
ზოგმა მეჭურჭლემ გაყიდვის დროს იცოდა ავი თვალის დაცდა. აკრძალულია საწყაო
ჩაფის განათხოვრება ორშაბათს ან მზის ჩასვლის შემდეგ, რომ ,,არ გატეხილიყო და დოვლათი
არ გადაჰყოლოდა''.

პროექტი და მასალები იხილეთ ინტერნეტში შემდეგ მისამართზე:
http://ge.lemill.net:8080/Lemill/community/nanachi

Sign up to vote on this title
UsefulNot useful