თბილისის ახალგაზრდა მეცნიერთა საიუბილეო კონფერენცია
თბილისი
1981
ზოგიერთი მინოსური სიტყვის ეტიმოლოგიისათვის
გ. ქავთარაძე
არქეოლოგიური კვლევის ცენტრი /გვ. 48/
კრეტის A-ხაზოვანი ტექსტებიდან მხოლოდ რამდენიმე სიტყვის
მნიშვნელობა არის მეტ-ნაკლებად დადგენილი, მათთან სემიტურ და ინდოევროპულ მასალას აკავშირებენ. ვფიქრობთ, დასაშვები უნდა იყოს ქართველური ენების მონაცემების გათვალისწინებაც:
შდრ. მინოსური kuro (შენაჯამები) - ქართულ-ზანური ḳar/ḳr (შეკვრა,
ანალოგიურ ქართულ-ზანურ კლებით პრეფიქსს და აგრეთვე აღმატებითი ხარისხის პრეფიქსულ ფორმანტს; ხოლო მრავლობითი რიცხვის მინოსური t- ფორმანტი - მოთხრობითი, მიცემითი და ნათესაობითი ბრუნვების მრავლობითი რიცხვის ძველქართულ t- ფორმანტს.
ბერძნული ენის დიალექტებში შემონახულ, მცენარეების აღმნიშვნელ
მინოსურ ტერმინებს თითქოს მიახლოებული პარალელები უნდა ეძებნებოდეთ ქართველურ ენებსა და მათ დიალექტებში:
სთული “დართული ნართი”, რომლებიც შესაძლოა ქართულ-ზანურ *rtw-ს “გადაფარება” უკავშირდებიან.
სავარაუდოა, რომ მინოსური დამწერლობის წაკითხვის მცდელობასთან
დაკავშირებით, სხვა ენების მონაცემებთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იყოს ქართველური ენების მონაცემებიც, განსაკუთრებით წინაბერძნული ენის მათთან სიახლოვის ფონზე. უფრო ვრცლად ამავე საკითხთან დაკავშირებით, იხ.: http://www.scribd.com/doc/2443500/