You are on page 1of 1

ინფორმაცია მედიისთვის

19.11.2010

ყველანი სტადიონზე!!!

მედია ანონსი

ცნობილი ადამიანები ქართული რაგბის მხარდასაჭერად

19 ნოემბერს, 12:00 საათიდან, „ნატახტარი კასრის რაგბის ქომაგთა კლუბის“ ინიციატივითა და საქართველოს
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება აქცია „ყველანი სტადიონზე!“.
საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და მედიის წარმომადგენლები დაარიგებენ სპეციალურ საინფორმაციო
ფლაერებს და მოუწოდებენ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობას, თამაშზე დასასწრებად. აქციაში
მონაწილეობას მიიღებენ და 4 სხვადასხვა ადგილას, უმაღლეს სასწავლებლების მიმდებარე ტერიტორიაზე (1. თსუ–ს
I კორპუსი, 2. სტუ–ს VI კორპუსი, 3. ილიას უნივერსიტეტი და 4. თსუ–ს მაღლივი კორპუსი) ფლაერებს დაარიგებენ:
• ნიკა რამიშვილი (დრუპი) – ქომაგთა კლუბის პრეზიდენტი
• ზურა გაჩეჩილაძე – თბილისის საკრებულოს წევრი
• ინგა გრიგოლია – თბილისის საკრებულოს წევრი
• ზაზა კორინთელი (ზუმბა) – მომღერალი
• ალეკო ელისაშვილი – ტელეწამყვანი
• ვასიკო ოდიშვილი – ტელეწამყვანი
• ლევან ჯავახიშვილი – ტელეწამყვანი
• გია ცინაძე (მყუდრო) – მსახიობი
• გოჩა თანდარაშვილი – იუმორისტი

აქციის მონაწილეები 12:00 საათზე შეიკრიბებიან რაგბის კავშირის ოფისთან (ჭავჭავაძის გამზ. 49ა), საიდანაც
გადანაწილდებიან უნივერსიტეტებში.

რაგბის ქომაგთა კლუბი, რომლის მიზანიც საქართველოში რაგბის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების
ხელშეწყობაში მდგომარეობს, 13 თებერვალს, საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებების თამაშის წინ დაფუძნდა. ა,
პერიოდიდან მოყოლებული „ნატახტარი კასრისა“ და საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით შექმნილი კლუბი,
სხვადასხვა აქციებისა და საინფორმაციო აქტივობების განხორციელების გზით, ცდილობს დაამკვიდროს ქომაგობისა და
გულშემატკივრობის კულტურა.

გიორგი ჭანიშვილი კახა მაღრაძე


ტელ: 292049 ტელ: 550199
899292969 899322025
gchanishvili@yahoo.com kakha@gepra.ge
www.sport.gov.ge www.gepra.ge