You are on page 1of 1

ინფორმაცია მედიისთვის

17.11.2010

ეროვნული უნდა გაივსოს!!!


მედია ანონსი
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და „ნატახტარი კასრის“
რაგბის ქომაგთა კლუბის“ ერთობლივი პრეს–კონფერენცია

17 ნოემბერს, 13:30 საათზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო


დარბაზში გაიმართება სპორტის სამინისტროს და „ნატახტარი კასრის“ რაგბის ქომაგთა კლუბის ერთობლივი პრეს–
კონფერენცია 20 და 27 ნოემბერს, თბილისში გასამართი რაგბში საქართველოსა და კანადის ეროვნული ნაკრებების
შეხვედრისა და ქომაგთა–კლუბის მიერ დაგეგმილი აქტივობების თაობაზე. პრეს–კონფერენციაში მონაწილეობას
მიიღებენ და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხებენ:
• ნიკა რამიშვილი (დრუპი) – ქომაგთა კლუბის პრეზიდენტი
• დავით ნამგალაური – სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
• ამირან ურუშაძე – ქართული სპორტის ქომაგების გამგეობის წევრი
• ნიაზ მამრიკიშვილი – საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენელი

„ნატახტარი კასრის“ რაგბის ქომაგთა კლუბის ხელმძღვანელის, ნიკა რამიშვილის განცხადებით: „ქომაგთა კლუბის
მთავარი მიზანი სამი სიტყვით შეიძლება გმაოიხატო – „ეროვნული უნდა გაივსოს!“ რაგბის მსოფლიო რეიტინგში
ჩვენზე წინ მყოფი და მაღალი კლასის ისეთი ნაკრებების სტუმრობა, როგორიცაა კანადა და ა.შ.შ. ნამდვილად
უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქართული რაგბის ისტორიაში და ყველა ქომაგი ვალდებულია მივიდეს ეროვნულ
სტადიონზე და მხარი დაუჭიროს ჩვენს გუნდს. ამასთან, ამ პერიოდში ჩვენ ქვეყანას ესტუმრებიან „რაგბის
საერთაშორისო ფედერაციის“ (IRB) წარმომადგენლები, ვისაც უნდა ვანახოთ, რომ საქართველო სარაგბო ქვეყანაა და
რომ სპორტის ეს სახეობა ნამდვილად პოპულარულია ჩვენთან“.

რაგბის ქომაგთა კლუბი, რომლის მიზანიც საქართველოში რაგბის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების
ხელშეწყობაში მდგომარეობს, 13 თებერვალს, საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებების თამაშის წინ დაფუძნდა.
ნატახტარი კასრისა და საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით შექმნილი კლუბის გამგეობაში, რომელმაც კლუბის
ხელმძვანელად ნიკა რამიშვილი (დრუპი) აირჩია, კომპანია „ნატახტარის“, რაგბის კავშირის, კომპანია „ბეთერფლაის“, სააგენტო
„ლაივისა“ და კომპანია „ჯეპრას“ წარმომადგენლები შედიან.

გიორგი ჭანიშვილი კახა მაღრაძე


ტელ: 292049 ტელ: 550199
899292969 899322025
gchanishvili@yahoo.com kakha@gepra.ge
www.sport.gov.ge www.gepra.ge