ქუჩაში ერთხელ? ქუჩაში ერთხელ რა შეიძლება მოხდეს?რა შეიძლება იფიქრო? რა შეიძლება იგრძნო? არაფერი?ყველაფერი? ცოტა რამე?

ბევრი რამე? კარგი? ცუდი? ნორმალური? ცოტა, ბევრი, ყველაფერი, არაფერი, კარგი, ცუდი... რა პირობითობაა..... უსაზღვრო პირობითობა.. რომელიც გაიძულებს დაიჯერო რო შენ არ არსებობ შენით, შენ არსებობ მხოლოდ სხვებით. არსებობ რო საერთოდ? თითქოს უაზრობაა. უაზრობა რა არის? თან „თითქოს“ უაზრობა? აზრი რაღაა? ადამიანის ქვეცნობიერში, მახსოვრობაში ნათქვამი. ადამიანის ცნობიერი და არაცნობიერი... ფენომენი. ყველაზე ამოუცნობი.. ისევ პირობითობა, ისევ „ყველაზე“. ნუთუ არაფერი არ არსებობს? არსებობა? არსებობა, არსი... ანუ არსებობს ის, რასაც არსი აქვს? არსი... შინა და გერა არსი. ან ზოგადად არსი. მე ვარსებობ? იმიტო ვარსებობ, რო შენ იცი ამის შესახებ? შენ რომ არ არსებობდე, მე ვერ ვიარსებებდი? არსს შენ მაძლევ მე? ცოდნა. უცნაურია. შენ და მე, და სხვებიც. ადამიანები,კაცობრიობა. ადამიანები. ადამის შვილები? ყველანი ადამის შთამომავლები ვართ? მეცინება და მერე მეშინია. არა, არ მეშინია. მართლა არ მეშინია. შიში, სიცილი, არსებობა, ცოდნა,ყოფნა.... არსებობა და ყოფნა. ვარ ანუ ვარსებობ? რომ არა ჩვენი საერთო წინაპარი, სამყარო, მინიმუმ დედამიწა იქნებოდა და არა იარსებებდა? საერთო წინაპარი? „საერთო“ რაღა საჭიროა. საჭიროება, სამყარო.. რა სჭირდება სამყაროს? რას სჭირდება სამყარო? დედამიწა გრილდება. სამყარო არ ვიცი რას შვება. დედა მიწა, მშობელი მიწა, ცივი მიწა. მიწა ვარ, მიწა ხარ. მიწისგან შევიქმენით? ჩვენ შევქმენით მიწა. დროს არ აქვს მნიშვნელობა. მიწა,მნიშვნელობა,დრო...სამი უცნაური სიტყვა. დრო. დრო ყველაფრის მკურნალიაო,ადამიანებმა თქვეს.დრო ყველაფრის წამშლელია. ყველაფრის გამაფერმკრთაკებელი. აუფერულებს კარგსაც, ცუდსაც... შლის კარგსაც, ცუდსაც. ცუდის წაშლა დროის მკურნალობად მიიჩნიეს. მიიჩნიეს, ანუ იფიქრეს, ანუ ეს ასეა.ჭშმარიტება ზოგადად და ჭშმარიტება კერძოდ. ჭეშმარიტება - გაურკვევლობა... მე ჩემი კანი მაქვს. მე ჩემს კანში ვარ და მე ჩემი კანი ვარ. სამყარო ჩემს კანს მიღმა მე ვარ. გული, ღვიძლი, სისხლი.....- ყველაფერი ფიზიკური და.... და მთავარიგონება. ჭეშმარიტება, სამყარო-მე, ჩემი გონება. მთავარი შენი გონებაა, ის რაც შენს სამყაროში ხდება.შენს კანს იქეთ, შენ აღარ ხარ. სამყარო, რომელიც შენ ხარ და სამყარო, რომელიც შენ არა ხარ. რომელი უფრო დიდია? რომელი უფრო ტევადია? რომელი უფრო შენ ხარ? აღარ მინდა... ყველაფერი ქუჩაში, ერთხელ დაიწყო.......

Sign up to vote on this title
UsefulNot useful