You are on page 1of 6
ჩვენი თაობა №1 25 თებერვალი, 2012 წელი ჩვენ
ჩვენი თაობა №1 25 თებერვალი, 2012 წელი ჩვენ
ჩვენი თაობა №1 25 თებერვალი, 2012 წელი ჩვენ

ჩვენი თაობა

№1

25 თებერვალი, 2012 წელი

ჩვენ მოქალაქეები ვართ!

სამოქალაქო განათლებისა და პე- დაგოგთა გადამზადების პროგრა- მა ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის (პროექტი ჰარმონიის ფილიალი საქართველოში) მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენ- ტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრა- მას მხარს უჭერს საქართველოს განათ- ლებისა და მეცნიერების სამინისტრო. პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, გაააქტიუროს მათი მონაწილეობა დე- მოკრატიული საზოგადოების მშენებ- ლობის პროცესში. www.initiatives.ge www.civics.ge

საინტერესო ვიზიტი

სამოქალაქო კლუბების ვიზიტი ნატოს საინფორმაციო ცენტრში

სამოქალაქო კლუბების (15 კლუბი) წევრები და მათი მას- წავლებლები ეწვივნენ თბილისში არსებულ ნატოს საინფორმაციო ცენტრს. შეხვედრას მასპინძ- ლობდნენ ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგი- ლე გიორი კეპულაძე და ექსპერ- ტი გიორგი გამყრელიძე. გიორ- გი გამყრელიძემ წარმოადგინა ვრცელი პრეზენტაცია ნატოს განვითარებისა და მოქმედების ძირითადი ასპექტების შესახებ.

ასპექტების შესახებ. კლუბების წევრების

კლუბების წევრების სტუმრობა ნატოს ცენტრში

ტრენინგი ტრენინგი სოციალური ქსელების
ტრენინგი
ტრენინგი სოციალური
ქსელების შესახებ
თბილისის სამოქალაქო
კლუბების 15 წევრს პროექტ
ჰარმონიის წარმომდგენელმა
სანდრო ასათიანმა ჩაუტარა
ორდღიანი ტრენინგი სოციალური მედია-
საშუალებების შესახებ. კლუბების წევრებ-
მა შეისწავლეს სოციალური მედიის გამო-
ყენებისა და ბლოგების შექმნის ტექნიკები
და ინტერნეტ რესურსის ეფექტურად გა-
მოყენების სხვა საინტერესო საკითხები .
მაკლეინის ორგანიზაციის ტრენინგებზე
სოციალური მედიის ტრენინგზე

ტრენინგი

"მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის” ტრენინგები სამოქალაქო კლუბის წევრებისათვის

2011 წლის 29 ოქ- ტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით სამოქალაქო განათლებისა და პედა- გოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შექმნილი თბილისის სა- მოქალაქო კლუბების 25 წევრს მაკლეინის ორგა- ნიზაციამ ჩაუტარა 30 - საათიანი სრული კურსი ტრენინგებისა შეზღუ- დული შესაძლებლობე- ბის მქონე პირებთან მუ-

შაობის სპეციფიკის შესა- ხებ. კლუბის წევრები გაეცვნენ აღნიშნული მუშაობის პრინციპებს და ძირითად უნარ- ჩვევებს. სემინარის ბოლოს მონაწილეებს ჩაუტარდათ ტესტირება, რის საფუძველზეც გადაეცათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები.

საინტერესო ვიზიტი

კლუბების წევრების სტუმრობა აფხაზეთის მთავრობაში

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შექმნილი თბილისის სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები და მათი სამოქალაქო განათლების პედაგოგები 3 ნოემბერს საინფორმაციო ვიზიტით ეწვივნენ აფხაზეთის მთავრობას. ახალგაზრდებს უმასპინძლეს აფხაზეთის მთვრობის თავმჯდომარემ, პარ- ლამენტის წევრებმა, ფრაქციების თავმჯდომარეებმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა. ახალგაზრდებმა მრავალი კითხვა დაუსვეს აფხაზეთის მთავრობის წევრებს მათთვის საინტერესო საკითხებზე, რომელიც ეხებოდა აფხაზეთის ისტორიას, სამოქალაქო კონ- ფლიქტს, იძულებით გადაადგილებულ პირთა (იგპ) პრობლემებს და სხვა. მასპინძლებმა გამოხატეს მზაობა ითანამშრომლონ სამოქალაქო კლუბებთან და დაეხმარონ მათ საინ- ტერესო პროექტების განხორციელებაში.

შეხვედრა აფხაზეთის მთავრობაში
შეხვედრა აფხაზეთის მთავრობაში

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში თბილისის რეგიონის პარტნიორ სკოლებში შეიქმნა 47 აქტიური სამოქალაქო კლუბი.

გაზეთი შექმნილია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში

ფონდი თბილისის მოზარდთა სახლი: გორის 11, ტ ელ: 2345971, ტელ/ფაქსი:2355376,

№1 ჩვენი თაობა ჩვენ მოქალაქეები ვართ! 25
№1 ჩვენი თაობა ჩვენ მოქალაქეები ვართ! 25
№1 ჩვენი თაობა ჩვენ მოქალაქეები ვართ! 25

№1

ჩვენი თაობა

ჩვენ მოქალაქეები ვართ!

25 თებერვალი, 2012 წელი

ღონისძიება

ჩვენ თქვენ გვიყვარხართ!

თქვენ გვიყვარხართ! სარეაბილიტაციო
სარეაბილიტაციო ცენტრში
სარეაბილიტაციო ცენტრში

ოქტომბრის თვეში ფონდი თბილისი მოზარდთა სახლში სამოქალაქო კლუბის წევრები გაეცვნენ ამერიკელი ქველმოქმე- დი ქალბატონის ქესი მაკლეინის ორგანი- ზაცია MAC-ს, რომელიც შეზღუდული შე- საძლებლობების პირთა (შშმ) პრობლემებ- ზე მუშაობს საქართველოში. სამოქლაქო კლუბის წევრი მოსწავლეების ინტერესი იმდენად დიდი იყო შშმ პირთა საჭიროებე- ბის მიმართ, რომ MAC-ის ფსიქოლოგებმა შეადგინეს სპეციალური კურსი კლუბების მოსწავლეთათვის და 25 კლუბის წევრს ჩა- უტარეს 30 საათიანი ტრენინგი. ტრენინ- გის თემა იყო “შშმ პირთა საჭიროებები”. საბოლოოდ, არჩევანი შეჩერდა თბილისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავ- შვთა სარეაბილიტაციო ცენტრზე, რომე- ლიც გოცირიძის ქუჩაზე მდებარეობს და მზრუნველობას უწევს 38 ბავშვსა და მო- ზარდს. ყველა ბენეფიციარი ამ ცენტრისა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახი- დანაა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სამოქალაქო კლუბის წევრთა ძალისხმევა სამოქალაქო პროგრამით ღონისძიებისათ- ვის გათვალისწინებული რესურსების გარ- და დამატებითი ფონდების მოსაზიდად. მათ მიმართეს ფონდი თბილისი მოზარდ- თა სახლის ერთ-ერთ ამერიკელ დონორს და მოიზიდეს თანხა ამ ღონისძიებისათვის. აღ- სანიშნავია, რომ ამე- რიკელმა დონორებმა სპეციალური ხელნაკე- თი საერეაბილიტაციო თოჯინებიც კი გამოუგ- ზავნეს კლუბის წევრებს ცენტრის ბავშვებისათ- ვის გადასაცემად. ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული კლუბის წევრების მშობელთა კოლექტივიც. სარეაბი-

ლიტაციო ცენტრში ღო- ნისძიება ჩატარდა 22 ნოემბერს. ღონისძიების სახელად შეირჩა “მე შენ მიყვარხარ”! საოცარი სანახაობა გაიმართა, სავსე ურთიერთ სიყვა- რულითა და სითბოთი. სამოქალაქო კლუბის წევრებმა შესთავაზეს ბავშვებს საიტერესო და შემეცნებითი აქტი- ვობები და თამაშები, დაახატვინეს სურათე- ბი, რომლებიც შემდგომ დარბაზში გამოიფინა. მასპინძელმა ბავ- შვებმა წარუდგინეს სტუმრებს საკუთა- რი შემოქმედება — იცეკვეს და იმღერეს! ღონისძიება დასრულდა სურვილების ხის შექმნით, ერთობლივი ცეკვით, სიმღერითა და საჩუქრების გადაცემით. ეს იყო დღე — სავსე სითბოთი, სიყვარულითა და სიკე- თით. “მე შენ მიყვარხარ” — ეს სიტყვები ლაიტმოტივად გასდევდა მთელს ღონისძი- ებას და დაუსრულებლად გაისმოდა. ყვე- ლას უჭირდა დამშვიდობება. ამ შეხვედრამ დასაბამი დაუდო კლუბის წევრებისა და ცენტრის ბავშვების მომავალ, ხანგრძლივ და მზრუნველ მეგობრობას. ღონისძიების მომხადებისა და ცენტრის ბავშვებთან ურ- თიერთობის პროცესში, სამოქალაქო კლუ- ბის წევრებმა შეიტყვეს, რომ სარეაბილი- ტაციო ცენტრს არ ჰყავდა ფსიქოლოგი. სამოქალაქო კლუბის წევრები აქტიურად ამზადებენ წერილს სათანადო სახელმ- წიფო სტრუქტურებისადმი, რათა ხელი შეუწყონ ამ ცენტრისათვის ფსიქოლოგის დანიშვნას, რაც მეტად მნიშვნელოვანია სარეაბლიტაციო ცენტ- რის ბავშვებისა და მო- ზარდების კეთილდღე- ობისა და ჯანმრთელო- ბისათვის.

ჯანმრთელო- ბისათვის. საინტერესო ვიზიტი

საინტერესო ვიზიტი

კლუბის წევრები ესტუმრნენ თბილისის აეროპორტს

თბილისის აეროპორტში
თბილისის აეროპორტში
თბილისის აეროპორტში 7 დეკემბერს სამოქალაქო

7 დეკემბერს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამას- თან დაკავშირებით თბილისის პირველი ექპერიმენტული სკოლის სამოქალაქო გა- ნათლების კლუბის წევრები ესტუმრნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, სადაც შეხვდნენ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ქალბატონ ვერა ქობალიას მასთან ერთად კლუბის წევრებ- მა დაათვალიერეს აეროპორტის შენობა და გაიგეს მეტი საერთაშორისო ფრენების განხორციელების შესახებ.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგ- თა გადამზადების პროგრამის ფარგ- ლებში შეიქმნა კლუბების ბლოგები:

1. http://geopn.wordpress.com/

2. http://panatsea.wordpress.com/

3. http://stiqia.wordpress.com/

4. http://106school.wordpress.com/

5. http://sapara.wordpress.com/

6. http://yowy.wordpress.com/

7. http://www.fabulouskilljoy.blog.com/

8. http://teqnologia.wordpress.com/

9. http://teqnologia.wordpress.com/

10. http://mschoolclub.wordpress.com/

გაზეთი შექმნილია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში

ფონდი თბილისის მოზარდთა სახლი: გორის 11, ტ ელ: 2345971, ტელ/ფაქსი:2355376,

ჩვენი თაობა №1 25 თებერვალი, 2012 წელი ჩვენ
ჩვენი თაობა №1 25 თებერვალი, 2012 წელი ჩვენ
ჩვენი თაობა №1 25 თებერვალი, 2012 წელი ჩვენ

ჩვენი თაობა

№1

25 თებერვალი, 2012 წელი

ჩვენ მოქალაქეები ვართ!

საინტერესო ვიზიტი

თბილისის 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის სამოქალაქ ო კლუბის წევრები იუსტიციის სამინისტროს ეწვივნენ

თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლე- ბის კლუბ “LIBCLUB”-ის წევრები პროექტ “ჩვენი საზოგადოება”-ს ფარგლებში სა- ქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ქ. რუსთავის იუსტიციის სახლს სტუმ- რობდნენ. აქ მათ მიიღეს ინფორმაცია ამ სახელმწიფო უწყებებისა და მათ სფეროში გატარებული რეფორმების შესახებ.

სტუმრად იუსტიციის სამინისტროში
სტუმრად იუსტიციის სამინისტროში

კონსულტაცია

კონსულტაცია კლუბებისათვის

პროგრამის მენეჯერი ბელა კოპალიანი და კლუბის
პროგრამის მენეჯერი ბელა კოპალიანი და
კლუბის წევრი ნინო ჩიტიშვილი

ამა წლის 16 იანვარს სამოქალაქო გა-

ნათლებისა და პედაგოგთა გადამზადების

პროგრამის ფარგლებში თბილისის რეგი-

ონის სკოლების სამოქალაქო კლუბები-

სათვის ჩატარდა კონსულტაცია/სემინარი

მცირე გრანტების მართვასთან დაკავშირე-

ბით. ამავდროულად, კლუბების წევრებმა,

რომელთაც გასულ პერიოდში განახორცი-

ელეს საგრანტო პროექტები, გაუზიარეს

გამოცდილება თანატოლებს.

საინტერესო სტუმარი

შეხვედრა ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორ დელ ჰარნიშთან

ამა წლის 27 იანვარს ფონდი თბილისის მოზარდ- თა სახლში შეკრებილ თბი- ლისის რეგიონის სკოლე- ბის სამოქალაქო კლუბების წევრებსა და მასწავლებ- ლებს შეხვედრაზე ეწვია ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორი, განათლების სპეციალისტი, ბ-ნი დელ- ვინ ჰარნიში. ბ-მა დელმა გაიცნო თბილისის სკოლე- ბის სამოქალაქო კლუბების

წევრები, ესაუბრა მათ სა- კუთარ გამოცდილებაზე სამოქალაქო განათლების სფეროში. მოსწავლეებმა მრავალი საინტერესო კითხვა დაუსვეს პროფესორს, რაზეც მან ამომწურავი პასუხები გასცა.

დელ ჰარნიში სტუმრად კლუბებთან
დელ ჰარნიში სტუმრად კლუბებთან
სტუმრად კლუბებთან სამოქალაქო

სამოქალაქო განათლებისა და პედა- გოგთა გადამზადების პროგრამის ფარ- გლებში გამოცხადებული მცირე გრან- ტების კონკურსში თბილისის რეგიონში

2011 წლის დეკემბერში გამარჯვებული პროექტები:

1. “ერთად შევაჩეროთ ტუბერკულო-

ზი” — №-10 სკოლის კლუბი;

2. “ჩვენ მათთვის” — აფხაზეთის

მე-2 სკოლა;

3. “ტოლერანტობა”- 137-ე სკოლა;

4. “სიცოცხლე მოითხოვს მოძრა-

ობას” — 106- სკოლა;

5. “ნათელი მომავალი”- 124-ე სკო-

ლა;

6. “ნუ იქცევი ნაგვის ბუნკერად” —

61-ე სკოლა;

7. “წიგნიერება ქველმოქმედებისათ-

ვის” — 42-ე სკოლა;

8. “კრეატივი სკოლის მმართველო-

ბაში”- 136-ე სკოლა

9. “მე ვხედავ მზეს” — 146-ე სკოლა.

ტრენინგი

51-ე და 1-ლი ექსპ. კლუბების ტრენინგი აფხაზეთის მე-3 სკოლის თანატოლებისათვის

ტრენინგზე
ტრენინგზე

ამა წლის 27 და 30 იანვარს თბილისის 51-ე და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების სამო- ქალაქო კლუბების ლიდერები ეწვივნენ აფ- ხაზეთის მე-3 სკოლას, რათა დახმარებოდნენ მოსწავლეებს სკოლის სამოქალაქო კლუბის ჩამოყალიბებაში. სტუმრებმა ჩაუტარეს აფ- ხაზეთის სკოლის მოსწავლეებს ორდღიანი ტრენინგი მცირე გრანტების წერის ტექნიკსა და განვითარების გეგმაზე, ამავდროულად, სამოქალაქო კლუბების ბავშვებმა გააცნენ მასპინძელი სკოლის მოსწავლეებს სამოქალა- ქო კლუბის ჩამოყალიბების პრინციპები. აფხა- ზეთის სკოლის მოსწავლეებმა მზადყოფნა და მონდომება გამოხატეს სამოქალაქო კლუბის შესაქმნელად, დასახეს გეგმები კლუბის საქმი- ანობის დასაწყებად და სამოქალაქო განათლე- ბის ფართომასშტაბიანი პროგრამის სხვადასხ- ვა აქტივობაში მონაწილეობის მისაღებად.

გაზეთი შექმნილია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში

ფონდი თბილისის მოზარდთა სახლი: გორის 11, ტ ელ: 2345971, ტელ/ფაქსი:2355376,

№1 ჩვენი თაობა ჩვენ მოქალაქეები ვართ! 25
№1 ჩვენი თაობა ჩვენ მოქალაქეები ვართ! 25
№1 ჩვენი თაობა ჩვენ მოქალაქეები ვართ! 25

№1

ჩვენი თაობა

ჩვენ მოქალაქეები ვართ!

25 თებერვალი, 2012 წელი

ტრენინგი

ფონდების მოზიდვისა და მოხალისეობის ტრენინგები

ტრენინგები ტრენინგზე 4-5 თებერვალს
ტრენინგზე
ტრენინგზე

4-5 თებერვალს სამოქალაქო გა- ნათლებისა და პედაგოგთა გადამ- ზადების პროექტის ფარგლებში სკოლების სამოქალაქო კლუბებისა- თავის ჩატარდა ტრენინგები ფონ- დების მოძიების ტექნიკებსა და მო- ხალისეობაზე. ტრენინგები ჩაატარა მოწვეულმა ტრენერმა მაკა კვირ- ტიამ. ტრენინგებს ესწრებოდა 25 კლუბის ლიდერი. ტრენინგის მონა- წილენი, ძირითადად, ახალშექმნილი კლუბების წევრები იყვნენ. კლუბის ლიდერები მეტად კმაყოფილი დარჩ-

ნენ ტრენინგით. მათ აღნიშნეს, რომ მიღებული ცოდნას აქტიურად გამოიყენებდნენ პრაქტიკაში.

აქცია

კლუბების აქცია ”კათარზისში”

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგ- თა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებული 51-ე სკოლის სამოქალა- ქო კლუბის “სივიკის” წევრები 6 თებერ- ვალს ეწვივნენ ასოციაცია “კათარზისს”. მოზარდებმა მონაწილეობა მიიღეს სადი- ლის მოსამზადებელ საქმიანობასა და სუფ- რის გაწყობაში. ბავშვები ხალისით ემსა- ხურებოდნენ ხანდაზმულებს სუფრასთან. შემდეგ კლუბის წევრებმა დაალაგეს სასა- დილო დარბაზი. ბავშვების ურთიერთობა ხანდაზმულებთან ამით არ შემოფარგლუ-

ლა. ისინი გაესაუბრნენ მოხუცებულებს კლუბის საქმიანობაის შესახებ. კლუბის წევრები შეხვდნენ ქალბატონს, რომელმაც გა- იმარჯვა “კათარზისის” მიერ მოწყობილ 2010 წლის კონკურსში “ წლის საუკეთესო ბე-

ბია”. მოზარდებმა ვიდეო ინტერვიუც ჩაწერეს ხანდაზმულ ქალბატონთან. მოზარდების აქცია კათარზისში გაგრძელდა 6 თებერვლიდან 13 თებერვლამდე. თბილისის სკოლე- ბის სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებული სხვა სამოქალაქო კლუბების წევრებმაც გამოთქვეს სურვილი მონა- წილეობა მიეღოთ ამ აქტივობაში.

კლუბის წევრები "კათარზისში"
კლუბის წევრები "კათარზისში"

ტრენინგი

ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ტრენინგი

ტრენინგზე
ტრენინგზე

16 ნოემბერს ტოლერანტობის საერ- თაშორისო დღეს თბილისის პირველ ექ- სპერიმენტული საჯარო სკოლის ახალ, “ჯეოსელის” კლასში სამოქალაქო კლუ- ბის წევრებმა ჩაატარეს ღია გაკვეთი- ლი/ტრენინგი ტოლერანტობის თემაზე. ასევე ნაჩვენები იქნა 39-ე საჯარო სკო- ლის სამოქალაქო კლუბის მიერ მცირე გრანტების პროექტის ფარგლებში მომ- ზადებული ვიდეო-სლაიდი.

ღონისძიება

137-ე სკოლის სამოქალაქო კლუბის ტოლერანტობისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ღონისძიების დღე
ღონისძიების დღე

6 თებერვალს თბილისის 137-ე საჯა- რო სკოლაში გაიმართა ამავე სკოლის სა- მოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებული კლუბის მცირე გრანტე- ბის პროექტის “ტოლერანტობა” ღონისძი- ება. ღონისძიების სახელი იყო “გავიცნოთ ერთმანეთი”. აღნიშნული აქტივობა ეძღ- ვნებოდა ტოლერანტობის თემას დასხვა- დასხვა ეროვნების, მათ შორის, ქართული, აზერბაიჯანული, სომხური და სხვა ხალ- ხების მეგობრობასა და ერთობას.ღონის- ძიებაში მეტად საინტერესოდ და შემეც- ნებითად იყო წარმოჩენილი სხვადასხვა ერების კულტურა და ისტორია, კერძოდ ფოლკლორის ნიმუშები და ეროვნული სამზარეულო. ღონისძიებას სტუმრობდ- ნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და რესურს-ცენტრის წარმომადგენლები, ასევე ფონდი თბილისის მოზარდთა სახ- ლის სამოქალაქო პროგრამის თანამშრომ- ლები, სკოლის პედაგოგები, მშობლები და სხვა სტუმრები.

გვეწვიეთ ფონდი თბილისის მო- ზარდთა სახლის სამოქალაქო გა- ნათლებისა და პედაგოგთა გადამ- ზადების პროგრამის ფარგლებში შექმნილ ბლოგსა და ფეისბუქის გვერდზე http://tyhfblog.wordpress. com/ და "ფონდი თბილისის მო- ზარდთა სახლი Tbilisi Youth House Foundation"

გაზეთი შექმნილია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში

ფონდი თბილისის მოზარდთა სახლი: გორის 11, ტ ელ: 2345971, ტელ/ფაქსი:2355376,

ჩვენი თაობა №1 25 თებერვალი, 2012 წელი ჩვენ
ჩვენი თაობა №1 25 თებერვალი, 2012 წელი ჩვენ
ჩვენი თაობა №1 25 თებერვალი, 2012 წელი ჩვენ

ჩვენი თაობა

№1

25 თებერვალი, 2012 წელი

ჩვენ მოქალაქეები ვართ!

ინიციატივა

სამოქალაქო ინიციატივა—61-ე სკოლის კლუბი

ახალგაზრდულ ცენტრში
ახალგაზრდულ ცენტრში

სამოქალაქო პროგრამის ფარგლებში ჩამოყალი- ბებული თბილისის 61-ე საჯარო სკოლის კლუბის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება განეხორციელე- ბინათ სამოქალაქო ინიციატივა და დახმარებოდნენ მიუსაფარ ბავშვებსა და მოზარდებს. ეს წამოწყება აღტაცებით მიიღეს პროგრამის მონაწილე სხვა სკო- ლების კლუბებმა და აქტიურად ჩაერთვნენ ამ საქმი- ანობაში. ბავშვები დაუკავშირდნენ საერთაშორისო ორგანიზაცია მშვიდობის კორპუსს (Peace Corps) და კოორდინირებული ქმედების შედეგად მშვიდო- ბის კორპუსის უცხოელმა მოხალისეებმა, რომლე- ბიც ამთავრებენ მისიას საქართველოში და მიემგ- ზავრებიან სამშობლოში, ორგნიზებულად შეგროვეს

ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პირადი ჰიგიენისა და სხვა საგნები. იმის გათვალისწინებით, რომ მოხლისეთა მიერ შეგროვილი ნივთები განკუთვნი- ლი იყო მოზარდებისა და ზრდასრულთათვის, 2011 წლის ოქტომბრის თვეში კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს დაკავშირებოდნენ SOS სოფლის ახალგაზრდულ ცენტრს, სადაც 16 წლის ასაკს მიღწეული SOS სოფლის ბავშვები და მოზრდილები ცხოვრობენ (თავშესაფარი). დაიგეგმა დღე ამ ღონისძიების ჩასატარებლად. ახალგაზრდული ცენტრის დირექცია და მასწავლებლები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ ღონისძიებას და დათქმულ დღეს ზემოაღნიშნული ნივთები დაურიგ- დათ ახალგაზრდული ცენტრის ბენეფიციარებს. ტრანსპორტირება და ყველა ორგანზაციული საკითხი კლუბის წევრებმა იტვირთეს და ღირსეულად გაართვეს თავი ამ გეგმის განხორციელე- ბას. კლუბის წევრები არ შემოიფარგლნენ მხოლოდ ტანსაცმლის დარიგებით. მათ აღუთქვეს ცენტრის ახალგაზრდებს, რომ მათთან იქონიებდნენ მუდმივ კავშირს, როგორც პირადად, ასევე სოციალური ქსელების საშუალებით, ერთად განიხილავდნენ სხვადასხვა პრობლემას და ტრე- ნინგებსაც კი ჩაუტარებდნენ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

ინიციატივა

ერთმანეთის თანადგომა მომავლის იმედს ბადებს

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე გრანტების პროექტის “ყველა ფერი ბავშვებს” ფარგლებში 2011 წლის მაისსა და ივნისში თბილისის 11-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებ- მა დაამყარეს ურთიერთობა თბილისის კრიზი- სული ცენტრის ბავშვებსა და მოზარდებთან. კლუბის წევრებმა ბავშვებს მრავალი ღონის- ძიება ჩაუტარეს, წაიყვანეს კინოთეატრში, ატ- რაქციონებზე, გასართობ ცენტრში, ექსკურ- სიაზე და სხვა. ეს ურთიერთობა, რაღა თქმა უნდა, არ შემოფარგლულა მხოლოდ მოცემუ- ლი პერიოდით. კლუბის წევრებმა სხვა სამო- ქალაქო კლუბების დახმარებით გაავრცელეს ინფორმაცია სოციალური ქსელების საშუალე- ბით და აღდგომის დღესასწაულისათვის სხვა- დასხვა სკოლაში მოაგროვეს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ეს ნივთები დაურიგდათ კრიზი- სული ცენტრის ბავშვებს. კლუბების წევრებმა ყველა ღონე იხმარეს ფართოდ გაევრცელები- ნათ ინფორმაცია ამ ბავშვების დასახმარებ- ლად, რის შედეგადაც ამ ცენტრის ცხოვრებით დაინტერესდა ტელეკომპანია იმედი და ერთი

კრიზისულ ცენტრში
კრიზისულ ცენტრში

მეცენატი ქალბატონი. ამ კონტაქტების წყა- ლობით, ტელეკომპანია იმედმა მაისის თვეში სატელევიზიო პროექტის “რემონტის” ფარგ- ლებში გაურემონტა კრიზისულ ცენტრს სარე- აბილიტაციო ოთახი. ამ პროექტის წარმატებამ დიდი სიხარული და შვება მოუტანა კრიზისუ- ლი ცენტრის აღსაზრდელებს, მასწავლებლებ- სა და ადმინისტრაციას.

ტრენინგი

51-ე სკოლაში ჩატარდა სოციალური მედიის ტრენინგი

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩამო- ყალიბებულმა 51–ე საჯარო სკოლის სამოქა- ლაქო კლუბმა “Civic” 2012 წლის 11 თებერ- ვალს ამავე სკოლის ინფორმატიკის კაბინეტ- ში ჩაატარა სოციალური მედიის ტრენინგი, ტრენერად მოწვეული იყო კახეთის რეგიონის

ერთ-ერთი სკოლის სამოქალაქო კლუბის ყო- ფილი წევრი, წარმატებული ბლოგერი ბაჩო ბორაშვილი. ტრენინგი გაგრძელდა 6 საათის განმავლობაში. ამ ტრენინგს ესწრებოდა სხვა- დასხვა სკოლის სამოქალაქო კლუბის 19 წარ- მომადგენელი, კერძოდ, აფხაზეთს მე–3, 104- ე, 120-ე, 51-ე საჯარო სკოლების და კერძო

ღონისძიება

მე-10 სკოლის კლუბის ”პანაცეა” ტუბერკულოზის პრევენციისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ღონისძიების კონცერტზე
ღონისძიების კონცერტზე

3 თებერვალს თბილისის 10–ე საჯარო სკო- ლის სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგ- თა გადამზადების პროგრამის ფარგლებში დაარსებული სამოქალაქო კლუბ “პანაცეა”–ს წევრებმა ჩაატარეს ამავე პროგრამის მცირე გრანტების პროექტ “ერთად შევაჩეროთ ტუ- ბერკულოზი” –ს ფარგლებში ტუბერკულოზის პრევენციისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღო- ნისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმ- მართველობის წარმომადგენლები, მათ შორის, გლდანი–ნაძალადევის რაიონის გამგებელის მოადგილე ლერი დემეტრაშვილი და ჟურნა- ლისტი ლაშა ხარაზიშვილი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტ- რის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორ- დინატორი ეკა სანკიძე, მე–10 სკოლის პედა- გოგ– მასწავლებლები და მოსწავლეები და ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის თანამშ- რომლები. ღონისძიებაზე საპატიო სტუმრებად მოწვეულნი იყვნენ ტუბერკულოზით დაავადე- ბული ბავშვები და მათი მშობლები. ღონისძი- ების შემდეგ სამოქალაქო კლუბი “პანაცეა”–ს წევრებმა ბავშვებს საჩუქრად გადასცეს “ეკო– ფუდის” პროდუქტები.

სკოლის ”მწიგნობართუხუცესი” სამოქალაქო კლუბების ახალბედა წევრები. ტრენინგის მო- ნაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სოციალურ მედიაზე, მისი გამოყენების საშუალებებზე, ის- წავლეს ბლოგის შექმნა. 51-ე საჯარო სკოლის დირექციამ აქტიური დახმარება გაუწია აღნიშ- ნული ტრენინგის წარმატების ჩატარებას.

ტრენინგის შემდეგ
ტრენინგის შემდეგ

გაზეთი შექმნილია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში

ფონდი თბილისის მოზარდთა სახლი: გორის 11, ტ ელ: 2345971, ტელ/ფაქსი:2355376,

№1 ჩვენი თაობა ჩვენ მოქალაქეები ვართ! 25
№1 ჩვენი თაობა ჩვენ მოქალაქეები ვართ! 25
№1 ჩვენი თაობა ჩვენ მოქალაქეები ვართ! 25

№1

ჩვენი თაობა

ჩვენ მოქალაქეები ვართ!

25 თებერვალი, 2012 წელი

ღონისძიება

კლუბ ”LibClub”-ის დაბადების დღე

დაბადების დღის ღონისძიება
დაბადების დღის ღონისძიება

თბილისის 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის სა- მოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებული კლუბი “LibClub”-ი 15 თებერ- ვალს ერთი წლის გახდა! ამ დღესთნ დაკავშირე- ბით კლუბის წევრებმა კლუბის ლიდერის გიორგი ლომსაძის თაოსნობით, სკოლის დირექტორის დირექტორის ზაზა გრიგალაშვილისა, კლუბის ხელმძღვანელის სამოქალაქო განათლების პედა- გოგის ხათუნა თოთლაძისა და მშობლების აქტი- ური ხელშეწყობით ჩაატარეს მრავალფეროვანი ღონისძიება. კლუბის წევრებმა ფონდი თბილი- სის მოზარდთა სახლის დახმარებით მოიწვიეს ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორი დელვინ ჰარნიში, (ნებრასკა, აშშ), ჰემპტონის კოლეჯის პედაგოგი მერი ლუ ელენა, (პენსილვანია, აშშ) და ოსტინის საზოგადოებრივი კოლეჯის პედა- გოგი, პროფესორი ტატიანა გაბრიელსონი, (ტე- ხასი, აშშ). დელ ჰარნიში საქართველოში იმყო- ფება საქართველოს უნივერსიტეტის მოწვევით და ფულბრაითის ლიდერობის პროგრმის ფარგ- ლებში ატარებს ლექციებს უნივერსიტეტის პე-

დაგოგთა და სტუდენტთათვის. მერი ლუ ელენა გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის მოწვევით რამოდენიმედღიანი ვიზიტით ესტუმ- რა საქართველოს სასწავლო პროგრამებზე სა- მუშოდ, ხოლო ტატიანა გახლავთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლის დაწყებითი კლასების ინგლისური ენის სახელმძღვანელოზე მომუშავე ექსპერტი. პროფესორ დელვინ ჰარნიშს ადრევე იცნობდ- ნენ კლუბის წევრები, როდესაც მან სხვადასხვა სკოლის კლუბების ლიდერებს თბილისის მო- ზარდთა სახლში ლიდერობის ტრენინგი ჩაუტა- რა. დელმა და მერი ლუმ ჯეოსელის მიერ მოწ- ყობილ კლასში ჩაუტარეს “LibClub”-ის წევრებს მასტერ კლასი მოქალაქეობის, ტოლერანტობისა და მოხალისეობის ძირითად პრინციპებზე. მერი ლუმ აღნიშნა, რომ გაოცებული დარჩა კლუბის წევრების მოტივირებით, საერთო განათლებითა და აქტიურობით და შესთავაზა დაეგეგმათ და ჩაეტარებინათ ტელეხიდი თბილისის სხვადასხ- ვა სკოლების სამოქალაქო კუბების წევრების, ამერიკული აკადემიისა და ჰემპტონის კოლეჯის სტუდენტებს შორის. -”თქვენ საოცარი ბავშვები ხართ,”-ამბობდა მერი ლუ, – “თქვენ და თქვენი უცხოელი თანატოლები საუკეთესო მოქალაქე- ები უნდა გაიზარდოთ და გამოასწოროთ ჩვენი, უფროსების მიერ არეული მსოფლიო,”- სიცილით დაასრულა მან. მასტერ კლასის შემდეგ სტუმრებ- მა დაათვალიერეს სკოლის შენობა და შეხვდნენ დირექტორ ზაზა გრიგალაშვილს. სტუმრებმა ბ-ნ ზაზას მიღებული შთაბეჭდილებები და აღფრთო- ვანება გაუზიარეს. შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა გადაინაცვლეს სკოლის დარბაზში, სადაც ღონის- ძიების საზეიმო ნაწილი გაიმართა. ღონისძიებას

სამოქალაქო განათლებისა და პედა- გოგთა გადამზადების პროგრამაში სა- ქართველოს მასშტაბით მონაწილეობს საქართველოს განათლებისა და მეცნი- ერების სამინისტროს მიერ შერჩეული 740 საჯარო და კერძო სკოლა. თბილი- სის რეგიონში პროგრამაში ჩართულია 96 სკოლა.

უცხოელ სტუმრებთან, ფონდის წარმომადგენ- ლებთან, და მასპინძლებთან ერთად ესწრებოდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სა- მინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტა- მენტის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე სილაგაძე. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდ- ნენ “LibClub”-ის, 104-ე, 178-ე საჯარო და კერძო სკოლის “მწიგნობართუხუცესის” – კლუბების წევრები. ღონისძიება უხვად იყო დატვირთული მუსიკალური ნომრებით. სიტყვით გამოვიდნენ “LibClub”-ის ლიდერი გიორგი ლომსაძე, სკოლის დირექტორი ზაზა გრიგალაშვილი, კლუბის ხელმ- ძღვანელი პედაგოგი ხათუნა თოთლაძე, მშობელი ქეთევან გომართელი, პროფესორი დელ ჰარნიში, ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის სამოქალა- ქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მენეჯერი ბელა კოპალიანი და ახალ- გაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე სილაგაძე. ღონისძიების ბოლოს კლუბის წევრებმა ჩაწერეს ინტერვიუები საპატიო სტუმრებთან. ყველამ ერთხმად აღნიშ- ნა, რომ ამ ღონისძიებამ დააკავშირა ერთმანეთს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომელ- ნიც საერთო მიზანს ემსახურებიან – ხელი შეუწ- ყონ საქართველოს მოზარდების საუკეთესო მო- ქალაქეებად ჩამოყალიბებას.

ღონისძიება

42 სკოლის სამოქალაქო კლუბ ”კარპედიემის” ღონისძიება

18 თებერვალს თბილისის 42-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა “კარპედიემმა” თბილისის მ. გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში ჩაატარა სამოქლაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამ- ზადების პროგრამის ფარგლებში განხორციელე- ბული მცირე საგრანტო პროექტის “წიგნიერება ქველმოქმედებისათვის” დასკვნითი ღონისძიება. ამ პროექტის მიზანი გახლდათ უსინათლო მოსწავლე- ახალგაზრდობის საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. პროექტის წარმატებით განხორცი- ელებისათვის თავი არ დაუზოგავთ კლუბ “კარპე- დიემის” ლიდერ წევრებსა, სკოლის დირექციას და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, კლუბის ხელმძღვანელ მაკა ბიბილეიშვილს. პროექტის მიზ- ნის მისაღწევად კლუბმა დაამყარა ურთიერთობა თბილისის 202-ე სკოლასთან, სადაც უსინათლო ბავშვები სწავლობენ. კლუბმა აგრეთვე ჩაატარა ინ- ტელექტუალური ვიქტორინის წინასწარი შესარჩევი

ტურნირი თბილისის 61-ე, 104-ე, მე-10, 42-ე და 202-ე სკოლებში და გამოავლინა 15 გამარჯვებული საბო- ლოო კონკურსისათვის. პარალელურად სამოქალქო კლუბმა გრანტის ფარგლებში დაამზადებინა ხუთი ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელი და საჩუქრად გადასცა უსინათლო ბავშვებს. საპატ- რიარქოს ტელევიზიამ “ერთსულოვნება” უსასყიდ- ლოდ დაუთმო ეთერი უსინათლოთა პრობლემების განხილვას გადაცემაში “ უკეთ გავიცნოთ ჩვენი შვი- ლები, სადაც 202-ე და 42-ე სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. 18 თებერვალს მ. გელოვანის ბიბლიოთეკამ უმასპინძლა გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ სტუმრებს დასკვნითი ვიქტორინისათვის. ამ ღონის- ძიების მომზადებაში კლუბ “კარპედიემს” დაეხმარ- ნენ სპონსორები” ბარამბო (ტკბილეულით), ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა (სასაჩუქრე წიგნებით) და კომპანია ყაზბეგი (ლიმონათებით). ღონისძიება

გაზეთი შექმნილია ორგანიზაცია PH International-ის (პროექტი ჰარმონიის ფილი- ალი საქართველოში) მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გა- დამზადების პროგრამის ფარგლებში. საგაზეთო მასალების მომზადებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს თბილისის რე- გიონის სამოქალაქო კლუბების წევრებმა, რისთვისაც ფონდი თბილისის მოზარდთა სახლი დიდ მადლობას უხდის მოსწავლეებს აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომ- ლობისათვის!

თანამშრომ- ლობისათვის! მეტად მხიარულად

მეტად მხიარულად წარმიმართა და დას- რულდა მე-10 სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეთა გუნდის გამარჯვებით. ღო- ნისძიების დასკვნით ნაწილში მონაწილე კლუბებს გადაეცათ ბაკურ სულაკაურის მიერ ნაჩუქარი წიგნე-

ღონისძიება – ვიქტორინა
ღონისძიება
– ვიქტორინა

ბი, ხოლო მე-10 სკოლის გამარჯევებული კლუბი კი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

გაზეთი შექმნილია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში

ფონდი თბილისის მოზარდთა სახლი: გორის 11, ტ ელ: 2345971, ტელ/ფაქსი:2355376,