You are on page 1of 15

სარჩევი

:
რედაქტორის ხე: შვეციური არდადეგები.
(აქვე, ამ გვერდზე)
ჩხუბის ალგორითმი - როგორ ვიჩხუბოთ სწორად.
(მე-3 გვერდზე)
მე, საძულველი პროფესიის ადამიანი.
პროფესია მეხუთე: მე პოლიტიკოსი.
(მე-5 გვერდზე)
შოუბიზნესი ერის პულსაციას აჰყვა
(მე-6 გვერდზე)
ცირკი ემზარას მიმართვა ამომრჩეველს.
ფასიანი პოლიტიკური სტატია®
(მე-8 გვერდზე)
პრაქტიკული მათემატიკა.
ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობა
(მე–9 გვერდზე)
ჟურნალსერიალი „უკანასკნელი იმპერატორი―
(მე-13 გვერდზე)
არასიმეტრიული კროსვორდი
(მე-14 გვერრდზე)
ხელმარჯვე ოსტატი - საჩუქარი მკითხველს
(ბოლო გვერდზე)
--------------------------------------

რედაქტორის ხე: შვეციური არდადეგები
პარასკევი საღამოა და არ მინდა ვორნები და
ბანები ჩამოვარიგო-ო? ჰოდა, მეც ვისარგებლებ ამ
შესანიშნავი საღამოთი და... დაგიბრუნდებით.
დავბრუნდები იმ
იმედით, რომ მკაცრად არ
განმსჯით ამდენხნიანი შესვენების გამო, ჩემი
შვეციური არდადეგებისთვის. რატომ შვეცია და არა
შვედეთი? ეს დილემა 1995 წლიდან მოყოლებული
აწუხებს საზოგადოებას, იმათ, ვინც უყურა ფილმს
„შვეციის პრინცი იმერეთიდან“.
მე არც პრინცი ვარ და არც იმერელი, მით უმეტეს,
არც პოლიტიკოსი, მაგრამ ხანდახან მეც კაი
მამაძაღლი ვარ, ვაფრენ ხოლმე. სწორედ პოლიტიკაა,
რომ მომწყვიტა ჟურნალისტურ საქმიანობას და
არდადეგები
გამიგრძელა.
პოლიტიკაა,
მთელ
ჟურნალზე რომ აირეკლა რუბრიკის, „საძულველი
პროფესიის ადამიანის“ გარდა, რიგით უწევდა მაგას
„პოლიტიკოსობა“. მიუხედავად ამისა, ჟურნალმა
შეძლო
გარდატეხა
შეეტანა
ქართულ

ჟურნალისტიკურ სივრცეში და პირველ ანაგლიფურსამგანზომილებიან ჟურნალად მოევლინა ქვეყანას.
ანაგლიფურ ჟურნალს, შესაბამისი სათვალეც
სჭირდება, მაგრამ მაგაზეც ვიზრუნეთ. სპეციალურად
ამობეჭდილ
ჟურნალებს
მოჰყვება
შესაბამისი
სათვალე, ხოლო ელექტრო ვერსიაში ხელმარჯვე
ოსტატი გასწავლით, როგორ დაამზადოთ 3D სათვალე
კუსტარულად. მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებთ
და წინასწარ გეტყვით, რომ მომდევო ნომრის ყდა
არამარტო ანაგლიფური, არამედ აკრობატულიც
იქნება, რომელსაც სანამ არ ნახავთ, წერილობით ვერ
აგიხსნით.
ამ
ნომერში
სიახლეთაგან
კროსვორდს
გამოვყოფდი. მართალია, ასიმეტრიული გამოვიდა,
მაგრამ შეგიძლიათ თქვენი ინტერნეტ გამოცდილების
დონე შეამოწმოთ. კროსვორდის შევსება ონლაინშიც
შეგეძლებათ, თუ თანდართულ ბმულს დააკლიკებთ.
ვინაიდან,
ბეჭდურ
ჟურნალში
ვიდეოს
ვერანაირად ვერ ჩავსვამთ, შოკოლადის გადაცემის
ცერემონიალს
ბლოგზე
იხილავთ.
ჩვენი
მკითხველისთვის
შეიძლება
შეუმჩნეველი
დარჩენილიყო ის ფაქტი, რომ ბავშვების მიერ
დახატული ნახატებისთვის სახელის დარქმევის
კონკურსი ბლოგზე წამოვიწყეთ, რადგან იქ
ინტერაქტიულობა იყო შესაძლებელი. გამოვლინდა 3
გამარჯვებული, რომელთაგან ერთს ფილმი სცენარი
გადაეცა, მეორეს ვირტუალური ბროლის თასი და
მესამეს - შოკოლადები. ვიდეო იხილეთ ბლოგზე
(სტატიის წერისას ვიდეო ჯერ არ არის მზად).
დანანებით აღვნიშნავ
ჩვენი შვეციური არდადეგების უარყოფით მხარეებს.
მოგეხსენებათ, 1 ივლისს
ჩატარდა კაი შოკოლადის
აქცია ინტერნეტ მომხმარებლების ქუჩაში გამოსაყვანად. ჩვენი მობილური
ჯგუფი ჟურნალის რეკლამის შემცველი ფურცლებისგან გაკეთებული პაკეტით
ავრცელებდა
შოკოლადებს.
მაგრამ,
რადგან
მომხმარებლების
აბსოლუტური
უმრავლესობა
ინტერნეტს მიჯაჭვული დარჩა, ხოლო ზოგიერთმა
რესპოდენტმა კინაღამ გვცემა, პირველი ივლისი
გამოცხადებულია ინტერნეტზე დამოკიდებულების
დღედ. მხოლოდ რამდენიმე „გადარჩენილი“ ვართ,
ვინც
გააგრძელებს
ინტერნეტთან
ბრძოლას
(ინტერნეტითვე). ისღა დამრჩენია, ამ უქმეებზე
ხალისიანი განწყობა გისურვოთ და გირჩიოთ:
ჟურნალი „მართლა შოკოლადი― წაიკითხოთ ბლოგზე
www.martlashoko.blogspot.com, რადგან არამარტო
სამგანზომილებიანი,
არამედ,
ვიდეოებით
გაფორმებული და ინტერაქტიულიც იქნება!

ჩხუბის ალგორითმი
- როგორ ვიჩხუბოთ სწორად
ჩხუბი მეგობართან ან საყვარელ ადამიანთან
ვისთვის
ქვეყნის
აღსასრულთან
ასოცირდება,
ვისთვის - დასისხლიანებულ თავ-ყბასთან. თვითონ
ასოთწყობაა ისეთი, რომ „ჩხ-ჩხ― და მხოლოდ სიტყვაც
საჩხუბრად აძაგრულ კატას წააგავს. თუ არამარტო
მიგაჩნიათ
ჩხუბი
ვინმესთვის
თავ-ყბის
გაერთიანებად, არამედ ხშირად ასეც იქცევით
ჩხუბისას, ფსიქოლოგები გირჩევენ, გადახედოთ
თქვენს
კრედოს,
რადგან
სინამდვილეში ჩხუბი სხვა რამეა,
არასწორად
იყენებთ
და
მის
ესთეტიურ მხარეს საერთოდ ვერ
შეიგრძნობთ.
„მთელი ეს ჩხუბები, კარატემარატე, სამბოები სრული უაზრობაა―!
- აცხადებს ზვიო. შეუძლებელია, არ
დაეთანხმო. ჩხუბი მარტო ფიზიკური
დაპირისპირება
არაა,
როგორც
უმეტესობას ჰგონია. ის ურთიერთობის ერთ-ერთი სახეა და ემოციურ-ესთეტიურ
დატვირთვას ატარებს, ოღონდ თუ მას სწორად
წარმართავთ და ნერვები არ გიმტყუნებთ. თუ თქვენი
ნერვების იმედი არ გაქვთ და კუნთებისკენ გაგირბით
თვალი, თავს შეახსენეთ, რომ ჩხუბის აცილება უფრო
იოლია, ვიდრე დაწყებულის შეწყვეტა და ამით
ფსიქოლოგიურად განმტკიცდებით.
წინააღმდეგ
შემთხვევაში ესთეტიური ჩხუბის მოწყობა სხვა
დროისთვის გადადეთ...
ამდენი ვილაპარაკეთ გარდა მთავარისა — რა
არის და რა სარგებლობა მოაქვს ჩხუბს?
სანამ ჩხუბის სარგებლიანობაზე გადავალთ,
როგორც
ჭეშმარიტმა
პროგრამისტმა,
უნდა
განვმარტო, რომ ჩხუბი არის ურთიერთობა ორ ან მეტ
პირს შორის, ხოლო ის, რასაც შეცდომით ჩხუბად
მოიხსენიებენ, არის ცემა-ტყეპა, ბრძოლა ანუ
ფიზიკური კონტაქტი ორ ან მეტ ადამიანს შორის

#include <etica.h>
#include <megobroba.h>
using namespace urtiertoba;
int adamianebi()
{
Timer on *t++;
SHERIGEBA:
bool chxubi;
bool cema-Tyepa;
bool gabutva;

ურთიერთობისას. შეგახსენებთ, პროგრამის წერისას
სავალდებულოა
ყველა
ცვლადის
წინასწარ
გამოცხადება, ანუ თავისი სახელის დარქმევა.
ვფიქრობ, რეალურ ცხოვრებაშიც არ იქნებოდა ურიგო
იგივეს გაკეთება (თუ „ყველაფერზე თავისი სახელის
დამრქმევ
მშობელთა
კავშირში―
არ
ხართ
გაწევრიანებული) და ამის შემდეგ გადასვლა
უშუალოდ ალგორითმის შედგენასა და მოქმედებაზე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დიდი ხანი
ეჩხუბო ან ეკამათო ადამიანს და ბოლოს აღმოჩნდეს,
ორივეს
ერთი
მიზანი
გქონიათ,
ოღონდ
სხვადასხვანაირად ჩამოყალიბებული.
მაგალითად, ახლა ვამტკიცებ, ჩხუბი
ადამიანების
ურთიერთობისთვის
აუცილებლად საჭირო რგოლიაო და
თქვენ გიკვირთ, რას ამბობ, მოყვასს
როგორ უნდა ეჩხუბო და მტკივნეული
დარტყმები მიაყენო ან მოგაყენოსო... ამ
დროს, მე თავიდანვე გამოვრიცხე
ჩხუბიდან
ფიზიკური
კონტაქტი,
წაქიმუნჯებაც კი და ეს აქამდე რომ არ
მეთქვა, კიდევ დიდხანს ვიდავებდით.
ჩხუბის
არსში
უფრო
გასარკვევად
(თვალსაჩინოებისთვის) პროგრამა დაგვიწერა ჩვენი
ჟურნალის
კარის
პროგრამისტმა,
რომლის
მეტსახელია უშიშარი ლიომი აფრიკიდან. მე
შიგდაშიგ
განმარტებებს
ჩავურთავ
ხოლმე.
პროგრამაში თავიდან, როგორც წესი, ბიბლიოთეკები
ცხადდება. ეს ბიბლიოთეკები შეიცავს ლექსიკონს,
წესებსა და ალგორითმებს, რომლებსაც შემდეგში
პროგრამა ავტომატურად გამოიყენებს და საქმე
შეგვიმსუბუქდება, რადგან იმის ახსნა არ გვიწევს, რაც
უკვე მრავალჯერ არის ჩამოყალიბებული და
მიღებული.
მაგალითად,
ბრძანება
#include
<kaibichi.h> ქუჩური ტერმინოლოგიისა და მანერების
ბიბლიოთეკაა, თუმცა, იგი ამჟამად მოძველებულია
და ჩვენს პროგრამაში გამოყენებას არ ვაპირებთ. მაშ
ასე, ვიწყებთ და კომენტარებს //ორი სლეშის
მეშვეობით დავურთავ:

//ეთიკის ნორმების ბიბლიოთეკა
//მეგობრობის ბიბლიოთეკა
//ეს ნიშნავს ჩვეულებრივ ურთიერთობას
//მონაწილე პირები – ადამიანები
//დასაწყისი
//პროგრამის ანუ ჩხუბის დაწყებიდანვე აითვლება დრო
//ეს არის საწყისი სტადია, როცა ადამიანები კარგად არიან
//აქ გამოცხადდა სამი მდგომარეობა: ჩხუბი,
//ცემა–ტყეპა
// გაბუტვა.

const char *gamtaroba = "6 Tb/sec";

//მუდმივი სიდიდე – ინფოს გამტარობა ჩხუბის დროს, მეცნიერულად
დადასტურებული ფაქტია...

int sibraze = 0;
//int – integer ცვლადი ტიპია, სიბრაზე იწყება ნულიდან
int ketilGanwyoba = 98;
//კეთილგანწყობა იწყება უმაღლესი კოეფიციენტიდან
cin >> "sheiyvanet sibrazis koeficienti: " >> sibraze; //აქ შეგვყავს ჩვენი სიბრაზის კოეფიციენტი,

რომელიც შეიძლება

სხვადასხვა იყოს

if(sibraze >= 99)
//ვარიანტად დასახელდა კეთილგანწყობაზე მეტი
{
chxubi=true;
//რაც იწვევს ჩხუბს
if(chxubi==true)
//ეს ბრძანება აყენებს შემდეგ პირობას:
{
for(int sibraze; sibraze <= ketilGanwyoba; sibraze++) //თუ სიბრაზე ნაკლებია ან ტოლია კეთილგანწყობაზე, სიბრაზე
მატულობს

{
//ქვეპროცესის დაწყება
ketilGanwyoba = 0
//თუ კეთილგანწობა ნულს გაუტოლდა
cout << "gatareuli informaciis moculobaa: " << gamtaroba * t << endl;

//გასული დრო მრავლდება გამტარობაზე
და ჩხუბი წყდება

cema-Tyepa = true;
//რის შედეგადაც იწყება ცემა–ტყეპა,
break;
//ამიტომ, პროგრამა წყდება და შედეგები ანულირდება
}
//ქვეპროცესის დასრულება
gabutva = true;
//შესაძლებელია, რომელიღაც გაიბუტოს
if(gabutva) goto SHERIGEBA;
//ამ შემთხვევაში, გადადის თავში და იწყება თავიდან
}
else {
//თუ ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევები არ მოხდა
cout << "gatarebuli informaciis moculobaa: " << gamtaroba * t<< endl;
//პროგრამას გამოაქვს გატარებული
ინფორმაციის შედეგები

}
}
return Urtiertoba;
}

//დაიხურა ყველა გახსნილი პროცესი
//ფაქტი დაკვალიფიცირდა ურთიერთობად
//პროგრამის/ჩხუბის დასასრული

როგორც პროგრამიდან ჩანს, ჩხუბის ბოლოს კაი
გვარიანი
მოცულობის
ინფორმაცია
იცვლება
ადამიანებს შორის, ჩვენ კი ინფორმაციულ საუკუნეში
ვცხოვრობთ, სადაც უტყუარი ინფორმაცია ოქროზე
მეტად ფასობს... გამოდის, რომ ჩხუბი ყოფილა
ინფორმაციის ურთიერთგაცვლის საუკეთესო ფორმა.
შეიძლება, მავანი შემკამათოს, ინფორმაციის გაცვლა

ჩვეულებრივი საუბრითაც შეიძლებაო. დავეთანხმები
ამ მოსაზრებას, მაგრამ ცოტათი. ჯერ ერთი,
საუბრისას ინფო-გამტარობა ბევრად ნაკლებია და
მეორეც, საუბრისას გასათვლისწინებელი ცვლადია
პირფერობა,
რომელიც
სხვადასხვა
დოზით
ამახინჯებს ინფორმაციას. დამტკიცებული ფაქტია,
რომ პირფერობა უკუპროპორციულია ინფორმაციის
გამტარობისა. ჩხუბისას კი ინფო-გამტარობა ყველაზე
მაღალია... დასკვნები თავად გააკეთეთ. დასასრულს
მინდა ვახტანგ ჯავახაძის ლექსით მოგიწოდოთ
ჯანსაღი ჩხუბისკენ:
აცალეთ, კარგად გაბრაზდეს კაცი…
ნუ შეკრავთ სინდის-ნამუსის ბაწრით,
და ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი,
აცალეთ, კარგად გაბრაზდეს კაცი.
აცალეთ, თვითონ მოსწყდება ფუძეს,
ვერ მოერევა საკუთარ სურვილს, ჩამოვარდება ნიღაბი უცებ
და გამოჩნდება შიშველი სული.

მე, საძულველი პროფესიის ადამიანი
პროფესია მეხუთე: მე პოლიტიკოსი
„კამეჩო―-ო, თუ ვინმემ მოგმართათ, თქვენს
აღშფოთებას საზღვარი არ ექნება! მართლაც, როგორ
აიტანთ თავი წარმოიდგინოთ ზორბა, მოუხეშავი,
ტლანქი, მუქი ფერის ცხოველის ადგილას, რომელსაც
სიზარმაცის გამო ლაფში ჩაფლული ურემი შინ
მიტანილი ჰგონია? მაგრამ არ იქნება სწორი, ისიც არ
გაიფიქროთ, რომ შესაძლოა, კამეჩიც ვერ აიტანდა
თქვენნაირ სუფთა, კეთილსურნელოვან და მომღიმარ
არსებასთან შედარებას. ზოგი კამეჩი ამ თემაზე
სდუმს, ხოლო ზოგი მკვეთრად გამორჩეული
რეაქციით გვპასუხობს - სარქენად გვეტანება ან
გვიფრთხის...

სინამდვილეში არ გვაქვს არანაირი საბაბი,
„კამეჩობა― ვიუკადრისოთ. ის, ვინც ამ ეპითეტით
ჩვენს დაკნინებას ცდილობს, საქმეში ჩაუხედავია და
არ იცის, რომ კამეჩი მეტად პუნქტუალური,
მოწესრიგებული, გონიერი და გუნდური პრინციპის
ცხოველია. მათ მკვეთრად გამოხატული ხასიათი
აქვთ, რაც თითოეული კამეჩის ინდივიდუალურობას
განაპირობებს. თამამად შეგიძია კამეჩებს სახელებით
მიმართოთ და „ელაპარაკოთ―, ოღონდ ფრთხილად,
რადგან ისინი ინტონაციებს არჩევენ და თუ
არაკორექტულად
მიმართავთ,
შეიძლება
გაანაწყენოთ.
კამეჩების გუნდი, ანუ ნახირი რომ ნახოთ,
გაოცდებით. შეიძლება სულაც პოლიტიკური პარტია
გეგონოთ, იმდენად იგრძნობა ორგანიზებულობა
ყველაფერში: ბალახობისას, გაგრილებისას და
გადაადგილებისასაც კი. სულ ერთად არიან და არ
იფანტებიან, პირიქით, რომელიმე კამეჩი თუ ჩამორჩა,
ან თავისით მიხვდება და გამოიქცევა გუნდისკენ,
ანდაც ერთი დაძახილიც საკმარისია. მოკლედ,
კამეჩებს იქითკენ მიჰყავთ საქმე, რომ ზოგიერთი

პოლიტიკოსი იქით არ იმსახურებს კამეჩად წოდებას.
არადა, ამ ბოლო დროს პოლიტიკა ძალიან შემოიჭრა
ჩვენს ცხოვრებაში და უამრავი კითხვისნიშნიანი
პოლიტიკოსი გამოაჩინა...
დაფიქრებულხართ იმაზე, რა არის პოლიტიკა?
ვინ არიან პოლიტიკოსები? ალბათ, დროა იფიქრო
ამაზე, ჩემო პოლიტიკოსო მკითხველო. არა, არ
მოგჩვენებია, შეგიძლია კვადრატულ ფრჩხილებში
ჩასმული ნაწერი პირველ პირში წაიკითხო და
საკუთარ თავზე მიიღო: [[მე პოლიტიკოსი ვარ!
არასდროს
ჩამოვშორდები
პოლიტიკას
და
ყოველთვის
გავატარებ
მას
ჩემი
შეხედულებებისამებრ, როგორც აქამდე!]]
ეს არც ფიცია და არც მაკვარანცხულად
დაგებული მახე, რომ თქვენთვის ეს სიტყვები
მეთქმევინებინა — ეს ჩვენი ყოველდღიურობაა. დიახ,
ჩვენ
ყოველდღიურად
ვატარებთ
ჩვენ-ჩვენ
პოლიტიკას: დაწყებული დილით მეზობელთან
მისალმებით, რომელსაც ტექნიკურად შეაპარებთ,
საღამოს იქნებ თქვენი კომპიუტერის შესაკეთებლად
მოიცალოს და დამთავრებული საღამოს სახლში ჯერ
არ მოსული ოჯახის წევრის მოკითხვით, „1-2 პური
ამოაყოლე―-თი.
ამ
პატარ-პატარა
პოლიტიკის
მხრებზე დგას დიდი პოლიტიკა, ისევე, როგორც
თითო ოჯახი არის სახელმწიფოს თითო ფეხი,
საყრდენი. თავის მხრივ, ოჯახი პატარა სახელმწიფოა,
რომელიც უნდა თუ არ უნდა, თავის პოლიტიკას
ატარებს.
ამ ბოლო დროს შეინიშნება ნეიტრალურების,
„პოლიტიკა
არ
მაინტერესებს―,
არავისტების,
შუაშისტების თუ რავიცი, რას უწოდებენ თავის თავს,
მომრავლება. ალბათ, არ ეწყინებათ, თუ მათ ცუდ
პოლიტიკოსებად მოვიხსენიებ და ავხსნი კიდეც,
რატომაც. როგორც აღვნიშნე, პოლიტიკას აქტიურად
ვიყენებთ
ყოველდღიურობაში.
უამისოდ,
გაგვიჭირდებოდა ცხოვრება. სწორი პოლიტიკის
გარეშე, ვერ მივაღწევთ ყველა მხარისთვის მისაღებ
შედეგს. მაგალითად, მე უარვყოფდე პოლიტიკას და
ისიც მინდოდეს, სახლში თუ არ მომიტანს
მაინცდამაინც, გამყიდველი
ადგილზე და ულაპარაკოდ
მიკლებდეს ფასს კარტოფილზე. თუმცა, ჩემი აზრით,
შუაშისტების როლი უფრო
უარყოფითია
და
სხვა
შედარებას გავაკეთებ:
საწარმოს
ხელმძღვანელი
არაგეგმიურად რომ არიგებდეს ხელფასებს, ზოგს 2-3
თვის
დაგვიანებული
რომ
ჰქონდეს,
ამის
გამოსასწორებლად სწორი პოლიტიკური მიდგომაა
გაფიცვა. შუაშისტ(ებ)ი, რომელიც პოლიტიკას
უარყოფს, არ ერევა გაფიცვაში (კმაყოფილია რაც აქვს)

და ამით იმას აღწევს, რომ საწარმოს ხელმძღვანელს
რამდენიმე დასაქმებულის გამოპანღურება და ახლით
შეცვლა არ უჭირს.
მაგალითები უამრავი შეიძლება მოვიყვანოთ,
მაგრამ აღარ არის საჭირო. შუაშისტების მომრავლება
„დიდი
პოლიტიკის―
არაჯანსაღად
წარმოებამ
განაპირობა და მათზეც ჩამოვაგდოთ ერთი-ორი
სიტყვა. იმედია მიხვდით, „დიდი პოლიტიკოსები―
ჩვენი მანდატით აღჭურვილი პირები არიან,
რომლებსაც ვუსმენთ და რომლებიც, ისევ ჩვენი
მხარდაჭერა
რომ
არა,
ჩვენნაირი
წვრილი
პოლიტიკოსები იქნებოდნენ. ასე გამოდის, რომ
პოლიტიკოსის სიძლიერეს მისი მხარდამჭერების
ხმამაღალი თანხმობა განსაზღვრავს, ხოლო სისუსტეს
- მოწინააღმდეგე პოლიტიკოსის მხარდამჭერების
ხმამაღალი
თანხმობა
(მოწინააღმდეგის
სასარგებლოდ, რასაკვირველია). მაგრამ არსებობს
მესამე
თანხმობაც
დუმილი,
რომელიც
არავისტებშია აკუმულირებული.
ამ თანხმობას, ცხადია, ორივე პოლიტიკოსი
გამოიყენებს,
მაგრამ
გამარჯვება იმას დარჩება,
ვისაც ხმამაღალი თანხმობა
უფრო მეტი აქვს. ასეა თუ
ისე,
არავისტების
თუ
შუაშისტების მომრავლების
მიზეზი სათავისკენ უნდა
ვეძიოთ... ვის, ვის და
მრავალრიცხოვანი
მხარდამჭერის მქონე პარტიას უფრო აწყობს შუაშისტების
არსებობა, მათი დუმილით ან ხმამაღალი თანხმობა.
ქალბატონ ნინია კაკაბაძეს დავეთანხმები და
ამერიკის მოსახლეობის 40%-ის მსგავსად, მეც
შუაშისტებში
შეიძლება
ჩამთვალოთ,
მაგრამ
ამერიკაშივე მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციის
ფარულად
მოსმენისთვის
წარმატებული
პრეზიდენტის კარიერა შეეწირა. ჩვენს ქვეყანაში კი
რაც მოსმენები ხდება, ყველას წინასაარჩევნოდ

ვუყურებთ ხოლმე 24 საათიან რეჟიმში,
გადატრიალების „ხელმძღვანელებიდან― ან
მოსმენის დამკვეთიდან ან განმხორციელებლებიდან
დასჯილი კი ჯერ არავინ გვინახავს...
ეს არის ჩიხი, დილემა და ქართულ პოლიტიკას ეს
დილემა აქვს გადასაჭრელი. ამ არჩვნებით კი
გადაიჭრა,
მაგრამ
ბოლომდეა
მისაყვანი.
საზოგადოება, ანუ პატარა პოლიტიკოსები ერთიანად
უნდა ჩავერთოთ ამის გადაჭრაში გამონაკლისების და
შუაშისტობების
გარეშე,
როგორც
ამერიკის
შუაშისტების
ის
40%-ივე
ჩაერთვებოდა
უოტერგეიტის სკანდალში. უნდა გავაცნობიეროთ,
რომ ჩვენს გარეშე არცერთ „დიდ პოლიტიკოსს― არ
ექნება შეუზღუდავი უფლებები, იმიტომ რომ ჩვენ
ვართ მთავარი პოლიტიკოსები. როგორც დიდ
ოჯახში ყველას თავისი მოვალეობა აქვს, ისე უნდა
ვფუსფუსებდეთ და თუ ვინმე არაფერს აკეთებს
საერთო საქმისთვის, ანუ შუაშისტია, გამომცხვარი
ნამცხვრის კარგი ნაჭერი არ შეხვდება. ერთხელ და
სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ნიჰილიზმი იმაზე,
რომ „გლეხი კაცითვინ არავინ არალი―, „ჩვენ რა
შეგვიძლია, მავანს როგორც უნდა, ისე იქნება
ყველაფერიო―. 1999 წლიდან ვახტანგ ჯავახაძესაც არ
უნდა სულგაყიდული მავანის იმედზე ყოფნა და ჩვენ
რა?!
მავანმა სახლი გაყიდა, მავანმა სული გაყიდა,
ვინ უნდა ამოგვიყვანოს, ნეტავი, ამ ტალახიდან?
როდესაც მივეპარები, შამპანურსა და კონიაკს,
ჩემი - ტალახში ჩაფლული - შინ მიტანილი
მგონია.
და როცა გამოვფხიზლდები, აღარ დავეძებ
პატრიოტს,
ჩვენი - ტალახში ჩაფლული - ჩვენ უნდა
ამოვათრიოთ!

შოუბიზნესი ერის პულსაციას აჰყვა

ჩვენ ახალი პოლიტიკური რეალობის შემდგომი
ცვლილებებით შოუბიზნესის ბედმა დაგვაინტერესა
და
ჩვენი
კორესპონდენტი
გუბაზ
ქობალია
შოუბიზნესის
წარმომადგენლებთან
სასაუბროდ
გავაგზავნეთ.
ვინაიდან,
არჩევნებმა
დიდი
გაურკვევლობა გამოიწვია მთელ ქვეყანაში, ამ
საყოველთაო არეულობების გამო ინტერვიუების
ჩაწერა სხვადასხვა ადგილას მოხდა. „მართლა
შოკოლადი―
უცვლელად
გთავაზობთ
მათ
კომენტარებს.

წიწილებს შემოდგომით ითვლიანო და აი,
ოქტომბრის არჩევნების შემდეგ
წიწილების
გადათვლით საქართველო ახლი რეალობის წინაშე
აღმოჩნდა.
ვგულისხმობ
იმას,
რომ
ერთმა
პოლიტიკურმა
ძალამ
მეორე
პოლიტიკურ
"სისუსტეს" არჩევნები მოუგო.
ცხადია,
ცვლილებებზე
დაკვირვება
აუცილებელია, რათა დროულად გამოვლინდეს
პოზიტიური თუ ნეგატიური ელფერის მოვლენები.

შალვა ჩუგუნაძე

სტეფანე მღებრიშვილი: აუ არ ვიცი რაა, შოკში
ვაარ! როგორ შეიძლება ადამიანმა ხმა მისცეს ასეთ
ბნელ ძალას, ალბათ, საზოგადოება აზროვნების
კრიზის განიცდის... გეფიცებით, სერიოზულად
ვფიქრობ თურქეთში წასვლაზე და ისევ ჩემი სფეროს,
ჯამბაზობის ოსტატობის განახლებას. маразм!!!
ნინო ჩხეიძე: მე, როგორც ხელოვანი, გავემიჯნები
პოლიტიკურ
პროცესებს,
თავს
შევიკავებ
კომენტარისგან... (როგორც ჩვენი კორესპონდენტი,
გუბაზ ქობალია აღნიშნავს, ნინო ჩხეიძეს სინანულის
ცრემლი წასკდა)
ბუბა კიკაბიძე: лариса ивановну хочу!
აჩი
მეფარიძე:
ბუნებრივია
ცვლილებები
მისასალმებელია და აუცილებელიც. შეიძლება
საიდუმლო გაგიმხილოთ? კულუარებიდან ვიცი, რომ
სააკაშვილი გაოგნებულია და ვერაფერს მიმხვდარა
ჯერ, მაგრამ მე მინდა მას ვუთხრა - გავა დრო, გავააა
დროო, გავაა დროოო მიხვდებიი, რომ აქ დარჩენას
წასვლა ჯობდააა.
პანჩო:
ქუჩაში რომ გავდივარ, გაღიმებულ
სახეებს ვხედავ. ასეთი გახარებული საზოგადოება
ჩემი შოუბიზნესიდან წასვლის შემდეგ არ მინახავს.
ლელა წურწუმია: ჩემო კარგო, მე აუცილებლად
მოვერგები ახალი პოლიტიკური რეალობის ხვრელს.
სხვამ იკითხოს რა!
ძვალი: ვფიქრობ, პირველ რიგში სასურსათო
პროდუქცია უნდა გაიფდეს, კერძოდ კი ხორცი.
უცნობი: ეს უნდა დასრულებულიყო, სხვანაირად
შანსი არ გვქონდა! ...ნუ გვქონდა, მაგრამ... როგორ
გავმაზეეეეთ, აახ ლევააან!
ეთერ კაკულია: ხოოო?! მართლაა?! ზუსტად ახლა
ვმღეროდი საქართველოს ჰიმნის, აი, იმ მომენტს
(ქალბატონმა ეთერიმ წაიღიღინა - ცისკრის ნანანაა
ანოდიიიის, ანოდიიის და ტარა რარა ერეეებაა)
მერაბ
სეფაშვილი:
ბიძინა
ივანიშვილი
ნამდვილად გმირია! მე მას ჩემი გმირი ვუწოდე და
ხელი გავუწოდე... სხვა რა ვთქვა, აბა?
ბედინა: შე###ცი როკერებს!
გია სურამელაშვილი: ვაიმე ქორწილში ვარ,
ვმღერი. ვაიმე დედააა, ფონოგრამა გამექცა, 5 წუთში
გადმომირეკე რა, შემოგევლე!
კახუჩელა: მე
რაც
ვიცი,
აჭარაში, აჭარაში
თხამ
ვენახი
შეჭამა.
ჰოი,
ნანინა ნანა, ეს
ინფორმაცია
დაზუსტებულია,
აჭარელი
ვიყავ
განა, განდაგანა.

ნინა წკრიალაშვილი: (გუბაზ ქობალიამ იგი
მტკვართან, შუშის ხიდზე ჩაწერა) გამანებეეეეთ
თავიი! აღარ მინდა სიცოცხლე, უნდა გადავხტეეე, არ
მომეკაროოოთ, არ მომეკაროოოთ! ვაიმე, რატომ
არავინ არ მეკარება... მიშა, მატირეეე...
ბერა: ლააა! შეგისრულეს ქართულად, გამოიღე
ქართულად, დაიხურე ქუდი და წადი კააცურაად!
გოგა ხაჩიძე: არ გინდოდათ ჩემი დოლი?
ჩეიდევით ავტოგოლი. მაგ უზრდელ ბავშვს, წვიმად
გადაქცევას რომ მომიწოდებდა, ვინმემ უთხრას,
რომ...
უცებ გოგამ ინტერვიუ შეწყვიტა და თავის
ანდროიდს
ჩააშტერდა.
გუბაზის
თხოვნაზე,
ინტერვიუ დაესრულებინა, გამატარე, მინისტრი ვარო
და მაინც წავიდა მანქანით, მაგრამ დაეჭვებულმა
გუბაზმა
სანდო
წყაროებით
მოიპოვა
მისი
სატელეფონო
საუბარი
და
გთავაზობთ
ექვს(6)კლუზიურად:
გოგა: ალო, მიშა! ნინა წკრიალაშვილის ფეისბუკი
ვნახე... ჩვენს მტერს, ირაკლი ღარიბაშვილს
დამეგობრებია... ნება მომეცი, ეგ მოღალატე
სამუდამოდ დავბლოკო!
ხმა: არ დაბლოკო, გოგა, ეგ ჩვენი ბიოლოგიური
იარაღია...
გოგა: ა, ხო... კაი. (ტუ-ტუ-ტუ)
გუბაზ ქობალია: მოგეხსენებათ, სოციალურ
ქსელებში არჩევნებამდე გავრცელდა ინფორმაცია,
რომ
თუკი
ნაციონალური
მოძრაობა
დამარცხდებოდა,
ნინა
წკრიალაშვილი
თავს
მოიკლავდა. ფარული აუდიო ჩანაწერების შემდეგ კი
დასკვნების გამოტანა საზოგადოებისთვის მიმინდია.
როგორც ჩანს, შოუბიზნესის თვალსაჩინო წევრები
ჯერ კიდევ ეიფორიაში არაინ. მე ამით ჩემი
ჟურნალისტური ვალი მოვიხადე, ახლა კი ბახუსს
მივხედავ... არჩევნების პირველადი შედეგების
გამოცხადებიდან ჭიქა არ გამიგდია. ცხრა სახარება
შეგვეწიოს
Chonchxis mzera

ცირკი ემზარას მიმართვა ამომრჩეველს
ფასიანი პოლიტიკური სტატია®
მოგესალმებით, ჩემო
თანამოქალაქენო! ადვილი
არ იყო ჩემთვის ეს ნაბიჯი,
მაგრამ გავაცნობიერე რა,
რომ უნდა გადამედგა,
გადავდგი კიდეც. მაშინვე
მივხვდი, რომ ეს იყო
სწორი ნაბიჯი, რადგან
დღეს
საქართველოს
აუცილებლად სჭირდება
მეოთხე ძალა და ეს ძალა
ვართ
ჩვენ

საზოგადოებრივი მოძრაობა „ცირკია ემზარა“ და მისი
დასი.
თუმცაღა, ნაბიჯი ხეირიანად არ გვქონდა
გადადგმული, რომ უდიდეს წინააღმდეგობებს
წავაწყდით! ეს არ იყო ჩვეულებრივი პრობლემები,
მთელი სახელმწიფო მანქანა ჩვენს წინააღმდეგ
ამუშავდა: დაგვიყადაღეს ცხვრის ფარა, გაგვიყიდეს
და გადაგვიხნეს საძოვრები, გადაგვიკეტეს წყალი და
სხვა მრავალი უსიამოვნება შეგვყარეს, რის გამოც,
როგორც
გუშინწინ
შემატყობინეს,
არჩევნებს
უჩვენოდ ჩაუვლია... თუმცა, ისიც გავიგე, რომ ჩვენი
მთავარი კონკურენტიც დამარცხებულა, ამიტომ
ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. მითი, რომ ის
უძლეველი იყო, წარსულს ჩაბარდა.
მერე რა, მეგობრებო, რომ არჩევნებამდე სულ
რაღაც 3 წელი და 350 დღე დარჩა?! ჩვენ დღეიდან
ვიწყებთ
საარჩევნო
კამპანიას,
რომელიც
უპრეცედენტო იქნება მსოფლიოში და ზუსტად 3
წელი და 348 დღე გასტანს, რაც იქნება იმისი
წინაპირობა, რომ ჩვენი მთავარი კონკურენტი
მომავალ არჩევნებში ამჯერად ჩვენ დავამარცხოთ! მე
დღეიდან მზად ვარ, ჩემი კურდღელივით მხდალი
კონკურენტი დღესვე გამოვიწვიო დებატებში,
დამიჯდეს სადაც უნდა, როგორც უნდა და
გავარჩიოთ ქვეყნის ავან-ჩავანი. მანამ კი ინტერვიუს
ავაღებინებ ერთ-ერთ ობიექტურ და მიუკერძოებელ
ჟურნალს (მკითხე, ბიჯო! © ემზარა)
მართლა შოკოლადი (შემდეგში მა): ბატონო
ემზარ, როდის ჩამოაყალიბეთ თქვენი პარტია თუ
დასი?
ემზარა
(შემდეგში
ემზ):
ჩემი
პარტია
ჩამოყალიბებულია სადღაც 2009-2010 წლებში. ჩემმა
პრეს-სპიკერმა, ბატონმა ნოკმა შეადგინა პარტიის
წესდება და გამოქვეყნებისთანავე დიდი მხარდაჭერა
მოვიპოვეთ
ფორუმზე.
მას
შემდეგ
ასე
გამარჯვებულები მოვდივართ.

მა: პოლიტიკაში არსებობს მიმართულებები:
ცენტრისკენული, მემარჯვენე და მემარცხენე. თქვენი
პარტია რომელზე აქვს სწორება?
ემზ: მემარჯვენე-მემარცხენე არ ვიცი მე! ჩვენი
პარტია
ოდითგან
მენახირეობას
მისდევს,
მეცხვარეობის განხრით.
მა: მე ვერ ვიხსენებ და რა ატქივობები გქონიათ
დღემდე პარტიის სახელით, რით დაამახსოვრეთ ან
შეახსენებთ მომავალ ამომრჩეველს თავს?
ემზ: ჩემი „კალიცოები“ ნანახი გაქვთ? არა,
გეკითხები, „კალიცოების დამზალოგებელი“ ნანახი
გაქვთ? ეგ და სხვა უამრავი პროექტის პროდიუსერი
ვყოფილვარ, რა კითხვაა, ეგ! ვინც იცის ემზარაი, იმას
დამახსოვრება არ სჭირდება!
მა: კარგით, თქვენს პოლიტიკურ ოპონენტზე
გადავიდეთ... თქვენ ახსენეთ ამ არჩევნებში
დამარცხებული მთავარი კონკურენტი და, ალბათ,
ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობდით,
ხომ?
ემზ: უკაცრავად ვის? ერთობ-ლივ... ნაცის-ტურ
გაერ-თიანებას?... ჰმ... ეგ არათუ მიგულისხმია, არც
გამიგია ვინ არიან...
მა: აი, მიხეილ სააკაშვილი როა მაგათი უფროსი,
ის...
ემზ: ა, მიშა ვიცი, ეგეც კაი სასაცილო რაღაცებს
ამბობს, უნდა შევთავაზო ერთი ჩემს პარტიაში
გადმოსვლა, რათა ერთიანი ძალებით შევუტიოთ
ჩვენს მთავარ მეტოქეს!
მა: დავიბენი... შეგიძლიათ დააკონკრეტოთ?
ემზ: რა დაგემართათ? შალვა ნათელაშვილს
ვგულისხმობ. ნუთუ, თქვენ გეგულებათ სადმე უფრო
ძლიერი კონკურენტი, ვიდრე შალვაა? ის ჩვენი ერთერთი ძლიერი კონკურენტია პროგრამაში - „მეტი
სიცილი ხალხს“. ამის აღიარება სისუსტე სულაც არ
არის, მაგრამ მე იგი უნდა დავამარცხო!
მა: თუ საიდუმლო არ არის, როგორ აპირებთ მის
დამარცხებას? თან დებატებში, რომელიც იგივე მიშას
სასტიკად მოუგო ადრე?
ემზ: საიდუმლო სულაც არ არის, საყოველთაოდ
ცნობილი ანდაზაა ყბედი
მუნჯმა
მოღალაო. სწორედ ეს
იქნება
ჩვენი
სტრატეგია და რაც
მთავარია,
მეტი
სიცილი ხალხს!
მა:
შეგიძლიათ
ამომრჩეველს
მიმართოთ.
ემზ: მე... მე მე, მე-მე. მე მე მე, მეე. მე მეე, მე-მე-მე
მეე მე!

მოძრაობა „ცირკი ემზარას― წესდება

მა: უკაცრავად, ცუდად ხართ? წყალი ხომ არ
მოგაწოდოთ?
ემზ: არა, გმადლობთ. მივმართე უკვე ჩემს
ცხვრებს...
მა: მადლობა ბატონო ემზარ, წარმატებებს
გისურვებთ!
ემზ: (ახლა ამომრჩევლისათვის ჩემი საარჩევნო
პროგრამა დაბეჭდე!)
ცირკი ემზარას სამოქმედო გეგმა:
ცირკი აღორძინდება და იქნება საქართველოს
ყველა ქალაქში!
საქართველოს ოფიციალურ ენებს დაემატება
ადნაკლასნიკური ტრანსლიტი.
ფორევერ გელა და მსგავსი ### გვერდები
აიკრძალება სამუდამოდ.
სკოლის ერთ-ერთ საგნად დაემატება ცირკაჩობა.
Forum.ge გახდება საქართველოს ოფიციალური
ფორუმი და კარდუს რეკლამები + პრესაჯის
ბმულები აიკრძალება.
ჩვენი ამომრჩევლებისთვის ამ ფორუმზე ფლუდ
კონტროლი გაუქმდება.
დაარსდება თვიურას სახელობის ჭვიშტარის
აკადემია.
გაუქმდება ე.წ yVellAzZEEe NarodEe, YveLLaaZee
TsLl PpplL და მსგავსი ფეიჯები.
ასოს სახაზავით გაზომვაზე ჯარიმა (10 სმ – 100
ლარი, 15 სმ – 150 ლარი და ა.შ).
პლებეფილიაზე იქნება ციხე.
ავტობუსში გაკუება აიკრძალება.
ავტობუსების ყველა გაჩერებაზე
დაყენდება
ცირკომეტრი
და
საშუალოზე
მაღალი
კოეფიციენტის ყველა მოქალაქე შეძლებს უფასოდ
მგზავრობას.
საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება უფასო
ინტერნეტი.
გაკეთდება საქართველოს ოფიციალური CS
სერვერი [no ping, no cheat, no lag, no shlang, no
woman, no cry].
ტროლოლოს სიმღერა გახდება საქართველოს
ჰიმნი.

საქართველოს დროშა გადაწყდება დოლანის
ფერებში (შავი, ლურჯი, ყვითელი, თეთრი)

აღვმოვფხვრით
გამსკდარი
ხინკლების
პრობლემას.
სადარბაზოს კუთხეებში დავაყენებთ უფასო
ტუალეტებს.
თვის დასაწყისში ყოველ მოქალაქეს დაურიგდება
იუმორის გრძნობის ვაუჩერი.
თვის შუა რიცხვებში ყოველ მოქალაქეს
დაურიგდება ცირკის ვაუჩერი.
პარლამენტი გადავა გლდანის მეშვიდეში.
ყოველი წლის 30 თებერვალს იქნება თვიურას
ხსოვნის დღე.
არცერთი გლეხი ქუსლზე და ცერა თითზე
გახეული წინდით!
ასი ახალი უროლოგიური კლინიკა და ასივე
ნოდარ მელაძის სახელობის!
### იუმორის ავტორი დაისჯება გარსონასთან 1
ღამის გატარებით (განმეორების შემთხვევაში
ბრუტალასთან).
სადაზღვევო აგენტები დაზღვევის პაკეტებს
პირით მიიტანენ კლიენტებთან, რის შემდეგაც
უკმაყოფილო კლიენტს თამამად შეუძლია
უთხრას: "ჩემი ### ჩეიდევი, ჩემი ###"!
ეს გეგმები არავინ მოიპაროს იცოდეთ ©
თორნიკე_
ეს გახლდათ ფასიანი პოლიტიკური სტატია.
ემზარას პარტიის საარჩევნო ნომერია 96 (რადგან სხვა
აზაბოჩენებმა დაასწრეს + მოგელაძესთან კონფლიქტს
აარიდეს თავი). თუ რამე არ მოგეწონათ ან კითხვა
გაგიჩნდათ, მოჰკითხეთ ემზარას ცხელ ხაზზე:
http://www.facebook.com/emzaraofficial
ან მოინახულეთ ცირკი ემზარას განვითარების
ფონდი http://www.facebook.com/emzarafoundation

პრაქტიკული მათემატიკა
ვასრულებთ წინა ნომერში გამოქვეყნებული ახალგაზრდა, ნიჭიერი, მაგრამ უცნობი ავტორის ნაწარმოებს. იმედია, ცოტათი
მაინც შეგაყვარებთ საგან მათემატიკას.

„სასამართლოს დადგენილებით შენი ქარხანა დაიხურება, ანგარიშები გაიყინება, შენ კი აღარ
გაბედო ამ ეშმაკის მანქანების გაკეთება, თორემ სამუდამოს მოგისჯი და სულს ამოგაცლიო!― - დამიბარა
წასვლის წინ და კარები ისე გაიჯახუნა, ფანჯრებმა ზრიალი დაიწყეს...
-უხ, მაგისი!... - ვეღარ მოვთოკე ნერვები, - რას გერჩოდნენ, ან ხელსაწყოები რატომ წაგართვეს, იმ
ნაძირლებმა?

-დამაცა, დავამთავრო. რომ დავლაგდი, მეც გული მომივიდა და სასამართლოში გასაჩივრება
გადავწყვიტე. იმდღესვე წავედი კიდეც ქალაქში, მაგრამ რაც იქ ვნახე... უკან გამოვიპარე.
-რა ნახე ამისთანა?
-ელექტროშოკებით შეიარაღებული პოლიციელები ჩემს გვირგვინებს ძალით თუ ნებით
აგროვებდნენ და ნაგვის მაქანაში ყრიდნენ. ერთი გნიასი იდგა, ვიტრინები და მანქანის მინები
ჩამსხვრეული იყო, ნამდვილი ომი გეგონებოდა. სახლიდან ცხვირი აღარ გამომიყვია, ინტერნეტიდან
ვადევნებდი თვალს მოვლენებს. ყველა ტელევიზია და გაზეთი მე მთათხავდა. მე მგონი, ლოგიკურიც
იყო. ადამიანები ისე შიფრავდნენ ერთმანეთს, თითქოს გადამწვარ ნათურას ამოწმებენ სინათლეზეო.
ორი კაცი შეხვდებოდა ქუჩაში ერთმანეთს, ორივე თავ-თავისთვის მიმავალი, უცებ ატეხავდნენ ჩხუბს
და ჩაითრევდნენ სხვებსაც. ვითომ უმიზეზოდ, მაგრამ, ალბათ, ერთმანეთის აზრებს რადგან
კითხულობდნენ, მაგიტომ. ეგ კი არა, მეც ლამის ვცემე რამდენიმე ჩემზე ცუდად გაფიქრების გამო. ისე
გახშირებულა ასეთი ჩხუბები, რომ პირდაპირ ეთერშიც კი იღებდნენ. ამასთან, უმუშევრობამაც
მოიმატა, რადგან ყველა უფროსს „მათემათიკოს გვირგვინი― ეხურა თავზე.
გული უცნაურად დამწყდა მოვლენების მოულოდნელი განვითარების გამო.
-უყურე შენ! მე კიდევ მთელი ცხოვრება ტელეპატობაზე ვოცნებობდი... მართალია, რაც მოჰყევი?
- ყოველი შემთხვევისთვის მაინც დავეჭვდი.
-ახლა ერთადერთი ეგზემპლარი გიჭირავს ხელში... მაგ ოხერმა სხვა მხრივაც ვერ გაამართლა —
ოცნების ინტეგრირება ვერ შეძლო.
-ოცნების ინტეგრირება რაღაა? - ვკითხე ზრდილობისთვის და მზერა სხვა მანქანებისკენ
გავაპარე.
-ოცნების ინტეგრირება არის ოცნების პირველსაწყისის პოვნა, ანუ რა აიძულებს ადამიანს,
იოცნებოს მაშინაც კი, როცა მას აქვს ყველაფერი რაც სჭირდება. ოცნება კი ყოველ წერტილზე განიცდის
უსასრულო წყვეტას, ამის გამო ინტეგრალი ამ წერტილზე არ არსებობს. ერთ მოხალისეზე გამოვცადე
რამდენჯერმე და თავი კინაღამ ავუფეთქე, - შემატყო, არ ვუსმენდი და საუბარი სხვა თემაზე
გადაიტანა, - ეგ ხელსაწყო, რომელსაც ახლა უყურებ, ჩემი ყველაზე გენიალური გამოგონებაა —
ადამიანის ხასიათის შეცვლა შეუძლია. ეგ კი არა, კაცი შეიძლება ქალადაც გადააქციო ან პირიქით.
-შეუძლებელია! - შევძახე გაოცებულმა, - ასეთი რამ როგორ შეიძლება მოხდეს?
-შენ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგე? მთავარი ხომ ტვინია?! კაცი ქალად გადაქცევის შემდეგ
ფიზიკურად არ იცვლება, მაგრამ უჩნდება ქალური შეგრძნებები და სურვილები, მაგალითად... ჰმ!
ამქვეყნად მამაკაცებს ჯერაც ვერ გაუგიათ რა სურთ ქალებს, მაგრამ გარდაქმნილი კაცი რომ
კეკლუცობას დაიწყებს და ისეთი თვალებით შემოგხედავს, რომ თავიდან ფეხებამდე ჟრუანტელი
დაგივლის, იგი უკვე ქალია, აბა, რა!
-ასეთი რამ როგორ მოახერხე? - ნამდვილად კმაყოფილი ვიყავი ჩემი მომავალი გამოგონებით.
-ავიღოთ ადამიანის განტოლება, რადგან ეს არის პასუხი ყველაფერზე. ადამიანი შედგება ნების,
გონებისა და ხასიათისაგან. ეს უზოგადესი განტოლებაა. აბა, ნება, ანუ სურვილი რამდენი აქვს
ადამიანს?! მისი გონება ფართოა, მაგრამ შემოსაზღვრული. აბა, დათვალე გონების მონაცემები! და
ხასიათი? ერთი სიტყვით ხომ ვერ გამოთქვამ? თითოეული თვისების კომპონენტები დეკარტის
კოორდინატთა სიბრტყეში რომ გადავიტანოთ შესაბამისი კოორდინატებით, მრავალკუთხა ფიგურას
მივიღებთ. მისი კუთხეების რაოდენობა, სულ მცირე, 24-ია, რადგან თვლის ოცდაოთხობითი სისტემა
უნივერსალურია მთელ გალაქტიკაში. ჯერ ამ ფიგურის განტოლებას შევადგენთ და დავიმახსოვრებთ,
ის სივრცითი სხეულის ერთ-ერთი წახნაგია. შემდეგ დანარჩენი წახნაგებისა და მათი განტოლებების
გამოთვლის ჯერია. მათ რომ ერთმანეთთან შევაერთებთ, მივიღებთ რთულზე ურთულეს
მრავალწახნაგა გეომეტრიულ სივრცულ სხეულს — ჰომორეფლექსოკაედრს. ჩემი სუპერთანამედროვე
„პენტიუმ-13―-იც კი ძალიან დიდ დროს ანდომებს ამის გაკეთებას. თუ ფიგურა მჭიდროდ არის
შეკრული, ე.ი. ყველაფერი სწორად გამოვითვალეთ. ამ ფიგურის ერთი წახნაგი არის ადამიანის ერთი
რომელიმე თვისება. მისი სიდიდე და კუთხეების რაოდენობა შესაბამისი თვისების განვითარებისა და
გამოყენების აღმნიშვნელია. ფიგურის წახნაგების განტოლებებისაგან შედგება მატრიცა. აი, ეს მატრიცა

უნდა შევიყვანოთ გარდამქმნელში, რომლის სადენების მეორე ბოლოზეც მიერთებულია მოხალისე
ექსპონანტი. მანქანა გარდაქმნის განტოლებებს და შეცვლილ მონაცემებს პატრონს უბრუნებს. შედეგად,
ადამიანი იცვლება.
-მოიცა, მოიცა, - ჩავერთე ლაპარაკში, - შენ ცდებს პირდაპირ ადამიანებზე ატარებ?
-აბა, რა ვქნა? ცხოველთა დაცვის საზოგადოება ცხოველების ხელყოფისათვის ჯარიმებს
გამომიწერს, თანაც სოლიდურს...
-ე! აბა, იმ ციყვს რომ სულს ხდი სირბილით, იმაზე არა?..
-ჰა-ჰა-ჰა! შენ ხომ იცი, როგორი ეშმაკები ვართ მე და შენ? დღემდე ვერცერთმა საზოგადოებამ
ვერ დამდო ბრალი, რადგან დამტკიცებულია, რომ მისი ბუნებაში გაშვება უფრო დატანჯავს მას, ვიდრე
მუდმივი მოძრაობა. გული ხომ არასდროს ჩერდება?! არ ღირს ამაზე კამათი...
მათემ კომპიუტერის ეკრანთან მიმიყვანა. ღია ლურჯ სივრცეში ნელა ირეოდნენ სხვადასხვა
ფერის ჰომორეფლექსოკაედრები. ყველას ეწერა სახელი, ზოგს გვარიც წამოშველებული ჰქონდა.
-აი, ჩვენი! - თქვა მათემ და ერთ-ერთზე მიმითითა.
ზოგი ფიგურა ეკრანიდან გაქრა, ჩვენი ჰომორეფლექსოკაედრი კი ყველაზე მაღლა მოექცა და
დანარჩენებთან სხვადასხვა ფერისა და სისქის ხაზებით შეერთდა, რომლებიც რაღაც თანრიგით
მოწესრიგებულიყვნენ. მაშინვე ვიცანი ნათესავები და მეგობრები.
-ჯერ-ჯერობით, ყველაზე სრულყოფილი სისტემაა, - კმაყოფილმა მითხრა მათემ, - რომელ
ადამიანზეც მიუთითებ, ის ყოველთვის სხვებზე მაღლა დგება, იმიტომ რომ ყოველი ადამიანი
ერთადერთი და განუმეორებელია. ადამიანები რომ კატეგორიებად დავყოთ, ზოგადად ორი კატეგორია
გამოვა — ქალები და კაცები, უფრო კონკრეტულად კი იმდენი, რამდენი ადამიანიც არსებობს. ხაზის
სისქისა და ფერის მიხედვით გაარკვევ, როგორი ურთიერთობა აქვს ორ ადამიანს ერთმანეთთან:
ახლობლური, მეგობრული თუ ნათესაური. ისეც გავითვალისწინე, რომ მტრები და უცნობები
ეკრანიდან გამქრალიყვნენ. მოგვიანებით მივხვდი, რაც ემართებოდათ გარდაქმნილ ადამიანებს...
-რა ემართებოდათ? - გულმა ცუდი მიგრძნო და წამოვხტი.
მათემ ენაზე იკბინა:
-უკვე აღარავის ვუკეთებ გარდაქმნას. გარდაქმნილი ადამიანები, უბრალოდ, ნაცნობ მეგობრებს
ვეღარ უგებდნენ, სხვა წრე იზიდავდათ, ახლო მეგობრები ახლო მტრები ხდებოდნენ. განტოლების
წევრები ტოლობის მეორე მხარეს ხომ საპირისპირო ნიშნით გადადიან? არ მეგონა, თუ ადამიანებზეც
იმოქმედებდა, დამშვიდდი რა!
მაგრამ მე უკვე ადუღებული ჩაიდანივით ვბუყბუყებდი. მომავლის იმედები ორთქლივით
გაიფანტა, ნუთუ, ადამიანების საზიანოდ ასე მონდომებით უნდა მემუშავა?!
-როგორ დავმშვიდდე, როცა ადამიანების ბედი არ გადარდებს? გახდი, არა, ყველასგან
გამორჩეული?! შენმა გამოგონებებმა რამდენი უბედურება მოუტანა სხვებს? რამდენ „მოხალისე
ექსპონანტს― გაუმრუდე ცხოვრება? თუ ფიქრობ, რომ სხვისი ცხოვრება კომპიუტერული თამაშია?
-ცხოვრება ჩემთვის მრავალუცნობიანი გატოლებაა, რომლის ამოხსნაც ჯერ არ შემიძლია და,
ალბათ, მრავალი წელი კვლავ მომიწევს მუშაობა, - ნირწამხდარმა მიპასუხა მათემ, - ცხოვრების
განტოლების ამოხსნით, ხოლო შემდეგ მისი საჭიროებისამებრ შეცვლით, მივაღწევ მსოფლიოში
მშვიდობის დამკვიდრებას. ამისთვის ღირს ყველაფრის გაწირვა, მაგრამ, ვშიშობ, ვერ მოვასწრებ ამის
გაკეთებას და პირველი ეტაპისთვის დროის მანქანა გამოვიგონე.
-რისთვის დაგჭირდა დროის მანქანა? - ჩავეძიე უნდოდ.
-თუნდაც იმიტომ, რომ სხვებისგან ვიყო გამორჩეული! დროის მანქანა ყველაზე რთული რამაა,
რაც აქამდე შემიქმნია. მან ადამიანის მატრიცა უნდა გადასცეს დროში. ის ორობითი წვიმა დროის
მანქანის მიერ იყო გამოწვეული. შენ გადალახე დროის ბარიერი...
-რისთვის დაგჭირდა საკუთარი თავის საცდელ მაიმუნად გამოყენება? - შევაწყვეტინე კბილების
ღრჭიალით და უკან დავიხიე. მათე ნელ-ნელა ბრაზდებოდა.
-მათემატიკით 27 წლისა დაინტერესდები, გვიან. ამიტომ ყველა შენი გამოგონება დაგვიანებული
იქნება ეპოქისთვის. ამასთან, შენ ვერ მოასწრებ ცხოვრების განტოლების პოვნას და ამოხსნას. აქედანვე

უნდა მიხედო „პრაქტიკულ მათემატიკას―, ნაშრომს, რომელიც შენთვის დავწერე. ის შენი მომავალი
დიდების გასაღებია! მე გთავაზობ დახმარებას: მინდა დაბრუნდე აი, ამ რვეულთან ერთად, - მე
გელათის კედლისისქე რვეული გამოვართვი და ხელში შევათამაშე, - და შეუდგე სწავლას, სწავლას
და...
მოქნეული რვეული მათემატიკოს მთელი ძალით ვთხლიშე თავში და მისმა სხეულმა იატაკზე
ყრუ ბრაგვანი გაადინა. რვეული დაიშალა და ფურცლები მთელ ოთახში მორიალდა. ჩემთვის უკვე
ყველაფერი ნათელი იყო — ჩემივე თავი დაპროგრამებას მიპირებდა.
-შე საწყალო ჩემო თავო, ეს რა დაგმართნია?! - დავიწყე მონოლოგი და კარისკენ ნება-ნება
წავედი, - განდიდების მანიას შეუპყრიხარ და სხვებს ცხოვრებას უმრუდებ. შორს რომ არ წავიდეთ,
საკუთარ თავსაც არ ინდობ! ეს რა სცენარი დაგიწერია? - გაბრაზებულმა ფურცლებს ფეხი წავკარი,
ავაფრიალე და მთელი ტანით მივუბრუნდი, - ცხოვრებას მიგეგმავ? რა აზრი აქვს ცხოვრებას, თუ
ყოველი დღე ნაცნობი და ერთფეროვანი იქნება ჩემთვის, მრავალჯერ ნანახი ფილმის კადრებივით?
მოდი, ვიმსჯელოთ შენზე მათემატიკურად: პირველი ჯართი გამოიგონე და ადამიანებს მავნებლობა
მოუტანე — სხვისი აზრები და საიდუმლო რა შენი საქმეა?! ერთ წერტილზე ბევრი წრფე გაივლება,
შესაბამისად, ამ ფაქტზეც მრავალი აზრი გამოითქმის. კარგი! მეორე ჯართიც მავნებლობა არ არის?
ადამიანი ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის, მაღაზიაში ხომ არ ყიდულობ, რომ შეცვალო? ორ
წერტილზე ერთი წრფე გაივლება და შენს შესახებ აზრიც ერთია — შენ მავნებელი ხარ!
მათე თანდათან გონზე მოვიდა, იატაკზე წამოჯდა და იქედნური ღიმილით მითხრა:
-მტკიცე შეხედულებისთვის ერთი აზრი საკმარისი არ არის... ჰომორეფლექსოკაედრის ერთი
წიბოს დასაფიქსირებლად სიბრტყეა საჭირო, შენ კი მხოლოდ ერთი წრფე გაქვს ხელთ.
-შენ საკუთარი თავი გასწირე მონოტორული ცხოვრებისათვის, წარმოდგენაც არ მინდა სხვებს
რას უპირებ, ფსიქოპატო! აი, მესამე წერტილიც, მტკიცება იმისა, რომ დანარჩენ ორ წერტილთან ერთად
სიბრტყე აიგება და, შესაბამისად, შენ მანიაკი ხარ!!! მე წავედი! - ორ ნაბიჯში კართან გავჩნდი.
-ჰიპოტენუზა! - დაიღრიალა მათემ.
შევკრთი და უკან მოვიხედე. მეორე ოთახიდან ძაღლისმაგვარი არსება გამოვიდა, ოღონდ უბეწვო
და უკბილო, ნახევარმეტრიანი ენა დასთრევდა.
-მაგასაც გულის კუნთები გადაუნერგე? ეგ რას დამაკლებს, კბილები არა აქვს... - ალბათ,
საკუთარი თავის დასამშვიდებლად უფრო ვთქვი და ხელი კარის საკეტისკენ გავაპარე.
-ეგ კათეტია, ეცი! - იყვირა მათემ და ძაღლისმაგვარი არსება ადგილს მოსწყდა...
ურჩხულს შეეძლო, ოთახი რამდენიმე ნახტომში გადმოეჭრა, მაგრამ მანძილი საშინლად გრძელი
მეჩვენა. კარს კი ვეჯაჯგურებოდი, მაგრამ არა და არ იღებოდა. ზურგსუკან ცხოველის ქშენა და
მათემათიკოს ველური ხარხარი მესმოდა.
ის-ის იყო, ურჩხული კანჭში უნდა მწვდომოდა, რომ გამომეღვიძა. ტყის ფოთლებიდან
დაფლეთილი ხალიჩასავით მოჭყიატე ლურჯი ცა ტყვიისფერ ღრუბელს დაეპყრო და თვალებს
აკვესებდა. უცებ წვიმის მოზრდილი წვეთი კისერზე დამეცა და ზურგისკენ გველივით ჩაუყვა.
შევშფოთდი. წიგნი ზურგჩანთაში ჩავდე და გავიქეცი. წვიმამ დაუშვა. ანაზდად, შევდექი. შორს
სინათლე მოსჩანდა... თვალწი აჩქარებული კადრებივით გამირბინა ნანახმა სიზმარმა. წვიმა ერთიანად
მასველებდა, მაგრმ წინ აღარ წავსულვარ. მოვბრუნდი და ნელი ნაბიჯით წამოვედი უკან.
წვიმამ მალე გადაიღო. ცოტა ხანში მზემ ღრუბლები გამოარღვია და ქარისაგან აჩეჩილ სველ
თმაზე სხივები გადამისვა. გზა ნამდვილად ჩემი სახლისკენ მიდიოდა, მაგრამ თითქმის ახდენილმა
სიზმარმა გუნება დამიმძიმა. მომეჩვენა, რომ ჩემი ცხოვრება უკვე დაგეგმილი იყო. აი, წავალ ასე, ნელი
ნაბიჯით, შევალ ეზოში, დედის საყვედურებს ისევ მეორე ყურიდან გამოვუშვებ, შევისწავლი
„პრაქტიკულ მათემატიკას―, გამოვიგონებ ათას უბედურებას და შეიძლება საგიჟეთშიც ამოვყო თავი...
ფიქრებში გართულმა ფეხი რაღაცას წამოვკარი, ტალახიან გზაზე გავიშოტე და ცხვირი მაგრად
დავარტყი. ასეთი შემთხვევა არ მქონია გათვალისწინებული. წამოვიწიე. შავ გზაზე წითელი წერტილი
გაჩნდა, ცოტა ხანში — მეორეც. ცხვირზე ხელი მივიფარე და ფიქრი დავიწყე:

„ორ წერტილზე ერთი წრფე შეიძლება გაავლო, ე.ი. შემიძლია ვიფიქრო, რომ ჯერ არა ვარ
დაპროგრამებული... მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია.―
თითებშუა მესამე წვეთიც გაიპარა და წინა ორის შორიახლოს დაეცა. თვალები გამინათდა:
„ესეც მესამე წერტილი! ე.ი. ჯერ არ ვარ დაპროგრამებული!―
წამოვხტი, ცხვირი მოვიწმინდე და სახლამდე სირბილით მივედი. ეზოში რომ შევედი, სანამ
დედაჩემი გონს მოეგებოდა, ყველაფრისთვის პატიება ვთხოვე და დავპირდი, შევიცვლებოდი.
გაოცებულმა დედამ შუბლზე ხელი მიმადო და მითხრა:
-შენი საყვარელი წვნიანი მოგიმზადე, მაგრამ ჯერ გამოიცვალე, არ გაცივდე!
ასე გემრიელად არასოდეს მისადილია!
ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდა. ყოველი დღე მოულოდნელობებით იყო აღსავსე. მეც
შევიცვალე, უფრო თამამი და ყურადღებიანი გავხდი. ადამიანებთან საუბარს, რომელსაც თითქმის
გადაჩვეული ვიყავი, ნელ-ნელა შევეჩვიე. ამასთან, დავუბრუნდი ძველ მეგობრებს და ახლებიც შევიძნე.
ცხოვრებისეულ პრობლემებს მარტო კი აღარ, მეგობრებთან ერთად ვუმკლავდები და, რაც ყველაზე
მთავარია, ჩემი მეგობრების დამსახურებით, „პრაქტიკული მათემატიკა― აღარასდროს გამხსენებია.
პრინციპში, არც იყო საჭირო, ცხოვრება ხომ ისედაც მშვენიერია!
დასასრული

უკანასკნელი იმპერატორი (მე-6 სერია)
Sh@ko-ს
იმპერატორად
კურთხევას
მშვიდ
გარემოში არ ჩაუვლია. ბოლოსწინა იმპერატორი, Balu,
ძალაუფლებას
არ
ელეოდა
და
გვირგვინის
შენარჩუნებისთვის ყველა ღონეს ხმარობდა. მაგრამ
მის ხელისუფლებას წყალი ჰქონდა შეყენებული უკვე
ვენესუელაში
დიდი
სახალხო
აჯანყება
მზადდებოდა Balu-ს დასამხობად და Sh@ko-ს
ხელისუფლებაში მოსაყვანად. Balu-მ იგრძნო მისი
მმართველობის დასასრულის მოახლოება, გვირგვინი
ბოხჩაში გამოკრა და ვენესუელიდან გადაიხვეწა.
Sh@ko-ს ტახტი უბრძოლველად დარჩა, მაგრამ
უგვირგვინო იმპერატორს ხალხი არ სცნობდა, ამიტომ
გვირგვინის მოსაპოვებლად კეთილ ფერია Ina-una-ს
მიმართა. Ina-una Balu-სთან დაახლოებული პირი იყო
და ძალიან განიცდიდა მის ბედს. მან გადახვეწილი
იმპერატორის მოსაძებნად მაგიური ძალა გამოიყენა
და ადვილადაც მიაგნო. ფერიამ დაარწმუნა Balu, რომ
თუ გვირგვინს ყველაზე მაღალი ხის ძირში არ
დამარხავდა სავსემთვარობამდე, იგი საშინელ
მაქციად
გადაიქცეოდა,
ხოლო
გამთენიისას
დაიფერფლებოდა.
Balu-მ დაუჯერა და ისე მოიქცა, როგორც ფერიამ
უთხრა. Ina-una-მ გვირგვინი მისგან უჩუმრად
ამოთხარა და Sh@ko-ს მიუტანა. ახალმა იმპერატორმა
გვირგვინი მოირგო და ვენესუელის მართვას შეუდგა,
ხოლო ფერია გაწეული სამსახურისთვის ჯადოსნური
ყუთით და ვენესუელის დამსახურებული ვიჯეის
წოდებით დააჯილდოვა. ყუთში ყველა მომღერლის
ვიდეო კლიპი იყო და Ina-una მონაცვლეობით

უკრავდა და ვენესუელის მოსახლეობას მხიარულ
ხასიათზე აყენებდა.
ცხადია, როდესაც Sh@ko გვირგვინს ეძებდა,
ვენესუელას დროებითი მმართველი უნდა ჰყოლოდა.
ამ
საპასუხისმგებლო
საქმეს
ასრულებდა
მოკლეთილბოროტო Bizzy. მის ხასიათში სისასტიკე
და იუმორი ისე ჰარმონიულად იყო შერწყმული, რომ
მას სხვანაირს ვერც წარმოიდგენდით. მაგალითად,
შეეძლო შუაღამე სახლში შესულიყო და ცოლისთვის
დაეძახა: „ჰეი, ბავშვები გააცხელე, საჭმელი
გააღვიძე!“ და მის მომღიმარ სახეზე სულაც არ
გაელვებულიყო ის კადრები, რომლებიც ცოტა ხნის
წინ იაპონურ კოლეჯში დაატრიალა - უდანაშაულო,
მაგრამ ბოროტი გოგოების სამურაის ხმლით
უმოწყალო ჩეხვა.
ინაუგურაციის
დღესაც
დიდი
სტიქიური
უბედურებები დაატყდა თავს ვენესუელას. როცა
Sh@ko-ს გაბურძგნულ თავს გვირგვინი შეეხო, მზე
დაბნელდა, ხოლო როცა კვერთხი შემართა - ჭექაქუხილი ატყდა. იმპერატორად კურთხევის ბოლო
ეტაპი კვერთხის მიწაზე დაბაკუნება იყო, რის
შემდეგაც საშინელი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი
მელომანიის ოლქი იყო. აქ ცხოვრობნენ ცნობილი
მომღერლები, რომელთა უმრავლესობას სახლები
დაენგრათ. სახლები დაინგრა ვენესუელის სხვა
ოლქებშიც...
თავზარდაცემული მოსახლეობა გოდებდა და
დანაკარგებს მტკივნეულად განიცდიდა. შესაძლოა,
სწორედ ეს გახდა ვენესუელაში თვითმკვლელობების
მოხშირების მიზეზი.

არასიმეტრიული კროსვორდი

ჰორიზონტალურად
6. რა უნდა დაიძახო სამჯერ "ქურდი ზონაში" თამაშის დროს ჩაჭრისას?
8. რომელი სკრიპტი დააყენა ტიმმა, რომელიც ###ს დიეზებში სვამს
ავტომატურად და მაგიტომ ვიძახი.
9. ვინ შემოდიოდა საღამოობით ფორუმზე და იხოცებოდა, მანამ სანამ
ჩმპრშგვთვ და ეგეთები დაიწერებოდა?
10. ქურდული ცხოველია. ძაღლებს გაურბის, კრისებს დასდევს.
11. სად დაიბადა უნივერსალური პოზის კაცი?
13. სახიფათო ჰალსტუხისა და შეძახილის სამშობლო.
15. ვინ არის არაგარეწარი და გაუნათლებელი ჯერ კიდევ?
19. კაი ბიჭობა თუ ტორტი?
21. რა ჰქვია პრინცესას ქართულ მხატვრულ ფილმში "შვეციის პრინცი
იმერეთიდან"?
22. "კვირის სიძველეების" რედაქტორობით გამოცემული ჟურნალის
დასახელების პირველი სიტყვა (იხ. ჰორ. 36)
24. რა ჰქვია ბებოს, რომელიც მიშას უმღერის და ამავდროულად,
სიყვარულის ქალღმერთის სეხნიაცაა?
28. რა დაბოლოება აქვთ საერთო: სეფას... ღიმილის... პიკასოს... ქუჩის...
კლავიატურის... ოპერატიულის... დინამიკის... კვების ბლოკის...
ქულერის... ვინჩესტერის... პროცესორის... პიქსელის... ტრანზისტორის...
მაუსის... დამრტყმელი... ვორნის... კრისტალის... ოდნოს... ბიჭების...
29. დაასრულეთ: "სამწუხაროა, რომ არ გქონია ადამიანებთან ისეთი
ახლო ურთიერთობა, რომ ასეთი ######### გქონდეს"
30. რა უნდა არახუნო ციხეში ბუნტის დროს?
31. სად ტვირთავდა თორნიკე_ თავის ვიდეოებს? (უდომენოდ)
34. ვინ არის შემსრულებელი სიმღერისა "მაჯანჯა"?
35. გლდანის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა.
36. "კვირის სიძველეების" რედაქტორობით გამოცემული ჟურნალის
დასახელების მეორე სიტყვა (იხ. ჰორ .22)
39. რა გადაწვა ფალკომ კალუგაში 1955 წელს?
40. რა ერქვა შიზოფრენიას შეყვარებულს ფილმიდან "კალიცოების
დამზალოგებელი"?
43. პოპულარული რუსი მომღერალი, "ვარავსკოე" სიმღერების
მგალობელი.

44. სამსახურში შესვენებაზე 37 მანეთად გადაფრენის (უკან
გადმოფრენისაც) დისლოკაცია.
47. რა ჰქვია "თეთრი ღამეების" ყოფილ წამყვანს?
49. ადმინი, რომლის სახელიც ნეტში გაფანტულ არქივებს შემორჩა
პაროლად.
51. წიგნზე ჩაძინებული გიგოს მეტოქე, რომელმაც არასწორად
გაუგო.
53. რის დაზალოგებას ლამობდნენ მგლები ერთ-ერთ ფილმში?
54. ♫ წავალ და გაგიფრინდები, კიდევ დაგიცდი გგონია, ბეღურა
ჩიტი ხომ არ ხარ ###### რომ დაგიგო ♪ (ჩასვით სიტყვა რეშოტკების
ნაცვლად)
56. ცრემლისმომგვრელი და ემოციური გადაცემა ხუთშაბათობით.
57. კაი ბიჭმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან რომ პატრული
გამოიძახოს, ხომ არ დაიწვება?
58. ნოდარ მელაძის შესაფერისი მშობლიური ტელევიზია.
59. რა იქნება ადამიანი, თუ სახინკლეში 100 ხინკალს შეუკვეთავს?
60. რა შესძახა ბიჭმა „ტრაილერის― ვიდეორგოლში ინტერვიუს,
მოსაწონი უნდა ვაკეთოთ, ბოლოს?
61. პურიც და სამშენებლო მასალაც.
ვერტიკალურად
1. დაასახელეთ DzaAan TeSleEe TraNsLitis სამშობლო.
2. ყველაზე კრისტალი საგანი.
3. დოლის თანამეინახე სრულყოფილი ქეიფის დროს.
4. სტუდია, რომელიც ინტერნეტ დაჯგუფების სახელს ატარებს და
სხვადასხვა ვიდეოებს ამზადებს.
5. რა ფრაზა უნდა წარმოთქვა სამჯერ "კოორდინატორი ზონაში"
თამაშისას თუ ჩაიჭრებით?
7. რა უთხრა კალაძემ ჟურნალისტს კითხვაზე: "ბატონო კახა"...
8. ბონუსად, აქ პირდაპირ ჩაწერეთ სიტყვა―არწერდი―.
12. ქალის დისლოკაციის ადგილი, რომელიც ყველამ ვიცით.
14. ვინ არის პარტიის ლიდერი, რომელის პარტიაც
ლეიბორისტების მთავარი კონკურენტია?
16. ყველაზე მაგარი ქურდული რუსული კინო.
17. რა სატრანსპორტო საშუალება ჰყავდა მძღოლს, რომელსაც
ხანშისესულმა ქალმა მიმართა: "ვაჟას უდგება"?
18. რა ჰქვია ინტერნეტში მაიმუნობას, რაც იწვევს ადამიანების
ნერვების მოშლას?
20. ქართველი, რუსი, ამერიკელი და ესპანელი ჩაჯდნენ ტაქსში.
რომელი აფუჭებს ანეკდოტს?
23. სამი კითხვიდან რომელ კითხვაზე პასუხისას ჩაჭრა ტარასამ
აკოშა 92-ში?
25. რა გამოექცათ ზოოპარკიდან, გეპეიში შეღწევას რომ ლამობდა?
26. თქმულების მიხედვით, კვირის ამ დღის საღამოს ყველანაირი
დარღვევა ამნისტირდება ორშაბათამდე.
27. მასიური თავშეყრისა და ჩახოცვის ადგილი, აკრძალული
ნოკის მიერ.
32. ხან დათო, ხან...
33. რეები გაჰქონდა კომისიას ერთი გადარეკვით, პროსტა, შესული
ზარი რომ დაფიქსირებულიყო?
37. ვინ მოკლეს ბოზებმა მუხანათურად სოროკ პერვი წელს?
38. რისი ატვითვა იყო სავალდებულო ადმინის მიერ ჯეჯე.გეზე,
თან სრული და HD?
41. ყოფილი მხედრიონელი, რომელსაც სულ უნდა ჩამოსვლა და
ვერა და ვერ ჩამოვიდა.
42. რა გაეჭედა წრიპას სარეცხის მანქანაში, რის გამოც ფანჯრიდან
გადაძვრა?
45. რა არ კეთდება საბავშვო ამინდის დროს?
46. რა გვარია გადაცემა "ქსიფო"-ს წამყვანი ჭოჭი?
48. რა უქნეს ბაბუს კონცლაგერის გერმანელებმა ცნობილი
ანეკდოტის მიხედვით?
50. რომელი ქალაქია ქურდების თავშესაფარი პაბეგის დროს?
52. რა სანქციაა დაშვებული ფორუმზე ნეგატიური ელფერით
წერისთვის?
55. ჰოსტინგის სახელი, სადაც განთავსებული იყო კრიმინალეე777-ს პერსონალური გვერდი.
56. ერთგვაროვანი მასა, რომელიც საკვებია, მაგრამ საკვებად არ
იყენებდნენ უსათაუროში.
პასუხები მოიკითხეთ აქ: www.fecebook.com/martlashoko

ხელმარჯვე ოსტატი
ეს ნომერი ანაგლიფურ სურათებს შეიცავს, თქვენ კი
მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალით არ შეგიძლიათ.
მე, ჟურნალის ახალმა ძველმა პერსონაჟმა, ვიზრუნე
თქვენზე და გთავაზობთ ანაგლიფური სათვალის
კუსტარულ პირობებში დამზადების ხერხს.
ამობეჭდეთ სურათი ან თავად დახატეთ მსგავსი.
გამოჭერით ნაწილები, წყვეტილ ხაზებზე ჩაჭერით და ერთმანეთს
ჩამოაცვით. წითელი და ცისფერი ლინზების ნაცვლად შეგიძლიათ იგივე
ფერის გამჭვირვალე მასალა მოიძიოთ და
მიაკრათ.

მაგალითად, რვეულების ფერადი გადასაკრავი, ფერადი
გამჭვირვალე საქაღალდე, ბოლოს და ბოლოს შესაბამისი
ფერის პლასტმასის ბოთლიც კი.
ხელებს ყველაფერი
შეუძლიათ,
ფანტაზია
კი
ამოუწურავია.
შემდეგ
ნომრებშიც
სხვა
ბევრ
გასართობს
შემოგთავაზებთ,
დამელოდეთ
და
შეგიძლიათ თქვენი
იდეებიც
გამიზიაროთ
და
ამგვარად
გამოვიგონოთ
ერთად რამე.

ჟურნალი „მართლა შოკოლადი“ © თბილისი, 2012. ყველა უფლება დაცულია. ვრცელდება ინტერნეტით ან ხელიდან ხელში. დახლზე არ იყიდება. ჩვენს
ჟურნალს ფეისბუკზე გვერდიც აქვს: www.fb.com/martlashoko. თქვენც დაალაიქეთ, მეგობრებშიც გაავრცელეთ და იმათაც სთხოვეთ, რომ თავის მეგობრებში
გაავრცელონ, რათა იმათმაც დაალაიქონ. დიდი მადლობა! (reklama: Cven gvaqvs interaqtiuli blogi da naxeT: www.martlashoko.blogspot.com)
მთ. რედაქტორი: Sh@ko, მთარგმნელი: Jules Winnfield, ჟურნალისტები: Chonchxis mzera, musolini, Sh@ko, მარუსა, ფოტოგრაფი: Sh@ko, მარუსა, დიზაინერი:
guka, სტეპლერების დამკრობი: xudojnika, მეთუთუნე: Shvelo96, დისტრიბუტორი: Sh@ko, სანიტ ზედამხედვ. და ექიმბაში: tkemali, სტამბის დარაჯი: Sh@ko.
ჯერ არ იბეჭდება, შეიცლება დაიხუროს(ც), თუ არადა, გაიყიდება პრესის გამავრცელებელ ჯიხურში. გამოდის შეძლებისდაგვარად. შენახვის ვადა 1 წელი.