You are on page 1of 22

პო ლ ვალ ერი (Ambroise-Paul-Toussaint-Jules Valéry)

უდიდესი ფრანგი პოეტი, ესეისტი და ფილოსოფოსი პოლ ვალერი


დაიბადა 1871 წლის 30 ოქტომბერს საფრანგეთის ქალაქ სეტში.
მამამისი ფრანგი იყო დედა კი იტალიელი. 1892 წლიდან
დაუახლოვდა პარიზის ლიტერატურულ წრეებს, სადაც
გაიცნო სტეფან მალარმე, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა
მის ინტელექტუალურ განვითარებაზე. პოლ ვალერის
ლიტერატურული მოღვაწეობა 1889-90 წლებიდან
დაიწყო, სიმბოლისტურ ჟურნალებში გამოქვეყნებული
ლექსებით. მათ მოჰყვა ”ლეონარდო დავინჩის მეთოდის შესავალი”
და ”საღამო ბატონ ტესტთან”, მაგრამ 1900 წლიდან მოყოლებული
თავს ანებებს ლიტერატურულ საქმიანობას და წლების
მანძილზე კარჩაკეტილად ცხოვრობს აბსოლუტურ მდუმარებაში,
რომელსაც 1917 წელს არღვევს ”ნორჩი პარკას”-(მიჩნეული ვალერის
ყველაზე მნიშვნელოვან პოემად) გამოქვეყნებით. ამ წიგნმა მას
ჭეშმარიტი პოეტის სახელი მოუხვეჭა მეგობრებსა და პოეზიის მოტრფიალეთა შორის. 1920 წელს
აქვეყნებს ”ოდებსა” და ლირიულ პოემებს, რომელებიც შემდეგ გაერთიანდნენ კრებულში ”ხიბლლი”.
ამას მოჰყვა დიალოგები: ”ევპალინოსი, ანუ ხუროთმოძღვარი” და ”სული და როკვა” (1923 წ.) ესეების
ორი ტომი ”ნარევი-1” (1924 წ.) და ”ნარევი-2” (1930 წ.), აგრეთვე მრავალი მომცრო წიგნი და
ლიტერატურულ-ფილოსოფიური ხასიათის ფრაგმენტები. 1925 წელს ვალერი
არჩეულ იქნა საფრანგეთის აკადემიის წევრად, სადაც დაიკავა ანატოლ ფრანსის
ადგილი. პოლ ვალერი შედარებულია სპინოზასა და დეკარტთან, რადგან მათი
ბიოგრაფიული მსგავსებანი თუ სულიერი სივრცე არაერთ წერტილში ავლენს
მსგავსებას და ზოგგან იკვეთება კიდეც. (მისი ცხოვრებაც ხომ გენიალური
განდეგილის ცხოვრებაა მათსავით) მას უწოდეს ”ახალი გოეთე”, სერჯო სოლომიმ
მასზე დაწერა: ”თანამედროვეობის ყველაზე მაღალი და მნიშვნელოვანი ხმა მე ვალერისგან მესმის”.
როდესაც რაინერ მარია რილკემ ვალერის ”ზღვის სასაფლაო” თარგმნა - აღნიშნა, რომ ჭეშმარიტად
აღფრთოვანებული, როგორიც იგი ვალერის შემოქმედებითაა ძალზე იშვიათად თუ ყოფილა. რილკე:
”მე მგონია, თავისი ცხოვრების რომელიღაც ეპიზოდში ამ დიდმა პოეტმა დათრგუნა ყოველივე
წარმავალი არსებითისა და მარადიულის გულისთვის, -იმდენად ნათელი ჩანს იქ, სადაც სხვები
მხოლოდ სიცხადის ხარჯზე თუ აღწევენ სიღრმეს...” ასევე რილკემ აღნიშნა: ”თუ არა ვცდები, ის
სწავლობდა მათემატიკას და იმდენად ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა შეიძინა ამ დარგში, რომ სხვა
ფრანგ სწავლულებზე ადრე შეეძლო გაეგო და ჩამოეყალიბებინა აინშტაინის მნიშვნელობა”. პოლ
ვალერი გარდაიცვალა პარიზში 1945 წლის 20 ივლისს.
ციტატები:

• ”მაშინ ვარსებობ როცა ვაზროვნებ?!”(ვარიაციები დეკარტზე)


• ”რამდენი რამის არცოდნაა საჭირო , რომ იმო ქმედო .”
• ”აი რა არის, ყველაზე ძნელი ამ ქვეყნად: ჩააყენო მთელი შენი
ინტელექტი და შემოქმედებითი უნარი-სამსახურში.”
• ”ზოგიერთი ნაწარმოები თავისი პუბლიკის მიერ არის შექმნილი.
ზოგიერთი კი თვითონვე ჰქმნის თავის პუბლიკას.”

1
• ”რე ლიგია ადამია ნებს ამარაგებს იმ გარემო ებე ბისთვის საჭირო
სიტ ყვებით , აქტებით , ჟეს ტები თა და ”აზრებით ”, სადაც მათ არ
იციან , რა თქვან , რა ქნან , რა რა წარმოიდგინონ .”
• ”ისტორია არის მეცნიერება იმაზე რაც აღარ არის და არც იქნება.”
• ”სიჭაბუკე მთავრდება მაშინ, როცა ის, რასაც ვფიქრობ, აღიბეჭდება
იმაში, რასაც ვაკეთებ, და პირიქით - როცა ის, რასაც ვაკეთებ,
ინკრუსტირდება იმაში, რასაც ვფიქრობ.”
• ”დიდი ადამია ნები ორჯ ერ კვ დე ბიან : ერ თჯერ , როგორც
ადამია ნნი და მეორეჯერ , როგ ორც დიდნი .”
• ”ძალაუფლება მისი ბოროტად გამოყენების გარეშე მთელ თავის
მიმზიდველობას კარგავს.”
• ”ჩემთვის სრულიად უსარგებლოა იმის ცოდნა, რისი მოდიფიცირებაც
არ შემიძლია.”
• ”გრიგალს შეუძლია მიწასთან გაასწოროს ქალაქი, მაგრამ არ შეუძლია
გახსნას კონვერტი ან განასკვული ძაფი.”
• ”წიგნებს იგივე მტრები ჰყავთ რაც ადამია ნებს : ცეცხლი , წყალი ,
უმეცრება , დრო და მათივე საკუთარი შინაა რსი .”
• ”სიახლეში ყველაზე უკეთესი არის ის, რაც ძველ სურვილს ეპასუხება.”
• ”ხშირად საჭიროა უფრო მეტი გამბედაობა, რათა იფიქრო ან ილაპარაკო
მორალის წინააღმდეგ, ვიდრე საქმით უარყო იგი.”
• დილის ფსალმუნი

• ”უბედურია, ვისაც არაფერი აქვს გასაცემი.


მაგრამ ათასგზის უფრო უბედურია, ვისაც კაცი არა ჰყავს, რომ
გაუზიაროს, რაცა აქვს გასაცემი... ვინ დამიჭერს მხარს? ვინ
გამომიგონებს?
ჩემი წყარო დაშრება და მწარე გახდება მისი წყალი, თუკი არ მოვლენ
მტრედი და წყურვილი.”
• istoria literaturis yvelaze gulubryvilo Janria.
• sakuTar TavSi TxemiT terfamde aRWurvili unda Sexvide.
• kaci Tavisi azrebis mamacaa da Svilic.
• mZleTa-mZle suli cdilobs Tavis kerZo SemTxvevebad aqcios
sxvebi.
• Sulebs sxvadasxvagvari gamosxiveba axasiaTebT. Zogi ufro met
siTbos iZleva vidre sinaTles, zogi piriqiT.
• bavSvi xedavs d aver xvdeba. kaci xvdeba d aver xedavs.
• me ara mjera, rom mtkice rwmenam SeiZleba didxans iarsebos
im daxvewili operaciebis gverdiT, romlebic saWiroa mis
dasacavad.
• fiqrebs Soris yvelaze fuWia sikvdilze fiqri.
• dideba – esaa efeqti, romelsac is rac me SemiZlia, axdens imaze
visac ar SeuZlia igive.
• aTidan cxra SemTxvevaSi asjer ufro advilia wero lamazad vidre
zustad.
• xelovanis mdgomareobis paradoqsi. Yyvelafers ise unda
akvirdebodes, TiTqos araferi icodes. Da yvelafers ise unda
asxamdes xorcs, TiTqos yvelaferi icodes. araviTari codna

2
SegrZnebisas; araviTari umecreba grZnobad monacemTa
transformaciisas…

ჩემს სულს აწვიმს ...


გივი გეგეჭკორის თარგმანი

რა უსიტყვო ნაღველს მალავს


სული, ჩემი მეუფე,
სულსაც აწვიმს, როგორც ქალაქს,
ანდა მის გარეუბნებს.
აწვიმს მიწას და სახურევს
და შრიალით ავივსე,
სევდა სულში ჩასახული
უკრავს წვიმის კლავიშზე.
ცხოვრობს სულით ეს ობლობა
ჩუმი წვიმის მეზობლად
სულში ჩაჯდა ვით ობობა,
სევდის უმიზეზობა.
და მით უფრო არის მძაფრი
უმიზეზო ნაღველი
არსაიდან რომ არაფრით
არის ნაკარნახევი.

ჭადა რი
ეგ შენი ტანი გადრეკილი თავბრუდამრხვევი,
თეთრია, როგორც შიშველი სკვითი,
უმანკოებას აშრიალებ, მწვანედ გახელილს
და გიცხრობს მიწა ფესვების ჭიდილს.

უბიწო ჩრდილით შორეული ლაჟვარდი შესვი


და ის ლაჟვარდი ზევით გიტაცებს,
შენს სხეულს ვნებით აკვნესებულს გიოკებს ფესვი,
რომ წმინდად იდგე დედამიწაზე.

ქარებს რად უნდა მონანავე შენი კენწერო;


ნაზსა და პირქუშ ამ დედამიწას
უნდიხარ მხოლოდ იმის მკერდზე არ დაირწევა,
ეს შენი ჩრდილი თუ არ დაირწა.

შენს კენწეროებს შეივრდომებს ზეცის თავანი,


ნელსურნელება სადაც უბერავს,
მაგრამ ჭადარო არ მოშალო მყუდრო სავანე,
დარჩეს სავანედ და სასუფევლად.

3
ირგვლივ ირხევა ბინადარი ბუნების ტაძრის
გადახლართული უთვალვავ ჰიდრად
თრთის ნეკერი და ნეკერჩხალი, ცახცახებს ნაძვი,
მუხა შრიალებს უძველეს მკვიდრად.

სიკვდილის შიშით შეპყრობილი და უსასოო


ებღაუჭება ნიადაგს ფესვი,
გაბრუებული დაფარფატებს ქარში ნასროლი
მკერდს მოწყვეტილი ფრთოსანი თესლი.

განა სუროთი შემოსილი ნაკერჩხლებია,


მოკრძალებული დგანან ქალები,
ო მათთვის კარი, თუმც თვალებით ცას ეხლებიან,
არ გაიღება მზის საბრძანებლის.

მათ არაფერი აკავშირებთ და შეეჩვივნენ


აქ მხოლოდ ერთად დგომას და ქვითინს.
დაბადებიდან დასწოლიათ ამ დახლეჩილი
და ვერცხლისფერი მკლავების ტვირთი.

როცა ეხება მათი სუნთქვა ღამის ყვრიმალებს,


და ჯამი დგება მთვარის ამოსვლის
მხოლოდ ის უნდა აფროდიტეს რომ დაიმალოს,
ქალწულს უნაზესს და კლდემამოსილს.

წინასწარმეტყველს ემონება და მის სამყოფელს


რომ აცისკროვნებს სხვა შეკრთომაა,
ჩაუსახავი ხვალინდელი ცოდვის ნაყოფი
უერთდება და უვლის მომავალს.

შენ კი ჭადარო, რომ იბნევა შენი ოქროა


და შეგაფარეს თავი ლანდებმა
ფოთლის ცახცახით გაჩენილი ეგ ჯადოქრობა
მხოლოდ ძირში თუ უჩინარდება.

ქარი ფართხალებს შენს ხელებში, შფოთვის მომტანი,


და ქედმაღლობის გადევს უღელი,
მოახლოებულ ზამთრის დღეებს ეს ტრამონტანი
შენი ფოთლების ჰანგზე უმღერის.

ო დაიკვნესე , აჭრიალდეს ტანი მოქნილი


და ნეტარებით კვნესოდეს ტანი
გრიგალს შესჩივლე მწუხარება აქეთ მოჰქრიან
გზადაბნეული იმისი სპანი.

იმ მარტვილივით იმარტვილე, სულ რომ ლოცულობს

4
და ცხოვრობს რწმენით და სასუფევლით,
ცეცხლს ეკამათე, გადაქცეულს ჩამქრალ კოცონად,
ცისკენ ვერ მიდის მისი ღრუბელი.

მაგ შენმა ჰიმნმა მიაღწიოს იმ ჩიტებამდე


რომ არ უხილავთ ჯერ მზის კისკისი
იმ ხეს შთაბერე იმედივით სუნთქვა მგზნებარე,
რომ ენატრება ცეცხლის გიზგიზი.

ვინ შეგედრება მათრობ ტანის თრთოლვით და რხევით,


შენი შრიალით შრიალებს ბაღი,
შენ ცა გიყურებს, ეგ თვალები აღაპყარ ზევით,
შენს ლოცვალ ელის ცისფერი თაღი.

ალბათ დრიადებს ლიყვარული ასე სწყუროდათ


ო მხოლოდ პოეტს ძალუძს, ჭადარო
ცხენის სრიალი თეძოების მედიდურობა
შენს მოელვარე ტანს შეადაროს.

თითქოს ჯიუტად შეარხიე და დამანახე


ეგ მოხასხასე ამაყი თავი,
რომელიც ისე მოიხრება, როგორც ბალახი,
როცა გაიგებს ქარიშხლის ბღავილს.

ზღვის სასა ფლაო


დავით წერედიანის თარგმანი

ნუ ეძებ, სულო სანატრელო, საუკუნო ცხოვრებას, არამედ ეცადე, ამოწურო


შესაძლებელი.
პინდარე, პითიური, 3

წყნარი თავანი, სახურავი მფრთონავ-მტრედება,


აკლდამებს შორის, ნაძვებს შორის რომ იხედება,
ზედ რომ შუადღე ალებს აქსოვს გამალებული, -
ზღვა, ზღვა, მარადი მოვანება, წამთა მსწრობელი!
ო, დიდი ფიქრის საზღაური ხელთუპყრობელი,
მზერა, ზეგარდმო სიმშვიდეზე დავანებული!

წვრილი ელვებით, შრომის მათის წმინდა კიანთით,


თვალშეუსწრებთა ქრება ქაფთა ბროლ-ბრილიანტი,
რინდდება სივრცე, ერთი ზვირთი არ ექანება,
და, აჰა, როცა მზე შეჩერდა უფსკრულის თავზე,
პირველმიზეზი ქმნილებანი, სინათლით სავსე,
დრო ბრწყინვად იქცა და შეცნობად იქცა ზმანება.

მინერვას სადა საბრძანისო, საუნჯევ მკვიდრო,

5
სიმშვიდის ბჭენო მრავალასნო, მიჯრილნო მჭიდროდ,
წყალო, გარშემო შემომდგარო ალთა ფახულით,
მღვიძარე თვალო, ამ უთვალავ ძილთა მომცველო,
დუმილო, სულში აგებულო წყნარ სამლოცველოდ -
მაგრამ თავანი! ბაჯაღლოთი მოჩარდახული!

დროის ტაძარო, ერთი ოხვრით ამოსათქმელო,


შიშველნო საყდარ-საყუდარნო, ვდგავარ სათქვენო,
გარემოცული საკუთარი ზღვით ჟამიერით,
ვით ძღვენი იგი, აღვლენილი ჩემგან ცათათვის,
ძირს მოიკმევა, იფანტება, ბრწყინვად გადადის
თვალშეუდგამი უგულვება ზესთამიერი.

როგორც სასაზე დნება ხილი და ნება-ნება,


როგორც სიამედ დაწურული თანისთან ქრება,
კვდება სახება, გემოდქმნილი ხორცი და ფერი,
აქ რასაც ვისვრეტ, მომავალი ჩემი კვამლია,
და ცა, რომელიც თანისთანვე გარემავლია,
ამ ზღვის კიდეთა ხმიანებად გაქრობას მღერის.

ცავ მშვენიერო, ცავ მართალო, დამხედე, ვქრები!


ამდენი დრტვინვის, ძალთა კრების, გოროზად რების
შემდეგ ეს ბოლო - კვამლთან ერთად გზა საზიარო!
მივნებდი სივრცეს მოკაშკაშეს და ჩემი ჩრდილი
მიიკეცება საფლავებზე ჩუმი და ფრთხილი,
მიწვევს, მასწავლის მისდარადვე ფრთხილად ვიარო.

ო, მზემოქცევის ჩირაღდნები, ჩახჩახი მათი!


სულში ჩაჭრილი ელვარება! სამსჯავრო მნათი!
გიძლებ, ნათელო, უმოწყალოს ვისხლეტ იარაღს,
ვლამობ, აგრეკლო, მიგაქციო პირვანდელ ალაგს,
რაც ნიშნავს: სარკის უკუმხარე სიბნელეს მალავს,
ნახე, შეხედე, ჩრდილის გარდა არა ჰგია რა!

ჩემთვის, ჩემს შიგნით, უკუმხარეს ჩემივე ფიქრის,


სადღაც გულს ახლო, სადაც ბნელში სტრიქონი იკვრის,
ვუცდი, არარსით არარსამდე ხმათა მდევნელი,
ჩემი სიღრმიდან უეცარი ხმა როდის დარეკს,
აგუგუნდება ბნელი ქვევრი, მჟღერი და მწარე,
გუგუნით მარად შორეულით, მიუწევნელით!

ეგებ შენ მითხრა, ვინც კორომში ტყვედ გარჩი ვითომ,


მწირი რაგვების შემომჭმელო ზღვის უბევ მშვიდო,
თვალს როცა ვხუჭავ და იხსნება წიბო-ფერცხალი,
ვისია ხელი, თავის ძილში მიმითრევს მღვიძარს,
ვისია შუბლი, შუბლით მაყრდნობს ამ ძვლოვან მიწას, -

6
ჩემს წასულებზე მოფიქრალი თრთის ნაპერწკალი.

წმინდა - მოზღვრილი - უსხეულო ცეცხლის ნაწილი -


მხიბლავს ეგ მიწა, ნათლისათვის შემონაწირი,
ჩირაღდანთა და ჩირაღდანთა სვლას რომ დანებდა,
მრუმე ხეთაგან, ოქროსაგან, ქვისაგან სთვილი,
უთვალავ ჩრდილზე მარმარილო ცახცახებს თლილი
და ზღვა ერთგული გაწოლილა ჩემს აკლდამებთან.

განაძე მათგან მეკერპენი, მბზინავო ძაღლო!


მწყემსის ღიმილით მოღიმარი მიყვები მაღლობს,
გარს ჩემი თეთრი საფლავების გაშლილა ფარა,
და სანამ დავალ, მარტოსული დავეხეტები,
განუფრთხე ფუჭი ზმანებები, სათნო მტრედები,
ცნობისმოყვარე ანგელოზნი, მომდგარნი კარად!

აქ თვლემად მოდის მომავალი, გუბდება ჟამი,


უჩინი მწყერი ფხაჭნის, ფხაჭნის გვალვიან ამინდს,
გადანაცრულა ყველაფერი სიზმარ-ცხადიან,
ჰაერს შერთვია, რად ქცეული, ვერ არჩევს თვალი,
და უვრცესია აქ სიცოცხლე, არყოფნით მთვრალი,
და უტკბესია სიმწარეც და სული მნათია.

მიცვალებულნი მშვიდად წვანან, მიმდრკალნი ძილად,


მათ საიდუმლოს დედამიწა ფუთნის და თბილავს,
მაღლა შუადღე დგას, გიზგიზებს ალხის ალებად,
ფიქრობს, არ იძვრის, თავისთავში ჩაბრუნდეს, ლამობს...
უებრო შუბლო, დიადემის უზადო წამო,
მე ვარ შენს შიგნით იდუმალი ფერისცვალება

და შიშთა შენთა ერთადერთიც მე ვარ მტვირთველი!


ჩემი ეჭვები, სინანულნი და საკირთველნი
შენი კაშკაშა ბრილიანტის ბნელი ბზარია...
მაგრამ რომელნიც განიწვართნენ, ფესვებად იწნენ,
მიმქრალ ლანდებად ლოდქვეშეთის ღამეში იწვნენ,
ნელ-ნელა ყველა მოიბირე, შენთან არიან!

ქალიშვილების შეკივლება, რა დასწვავს ხელი,


თვალი და კბილი, წამწამები ალმურით სველი,
ცეცხლთან ლაციცი ელვარე და მთრთოლვარე მკერდის,
სისხლი, ტუჩებზე მობრიალე, შერწყმული კოცნას,
და, რასაც ბოლო გაბრძოლებით თითები მოწნავს,
მიწად მიილტვის ყველაფერი, თამაშსვე ერთვის!

შენ, დიდო სულო, თუ ძალგიდევს, ჰპოვო ზმანება,


რომელიც ფერადს ამ სიცრუეს არ ემგვანება,

7
აქ რომ ითხზება ოქროთი და ტალღით მცინარით?
ზეაბოლქვილიც იგალობებ? ცას შექსოვილი?
წა! დაცხაულა ჩემი ყოფნა, მისხლტის ყოველი!
კვდება თვით წმინდა სასოება, მოუთმინარი!

შავი ფარჩების უკვდავებავ, ოქრომკედების,


ნუგეშინისთვის დადაფნული ჟრჟოლად გვედები,
სიკვდილის ხსენით ხარ ნაკვები, მის ძუძუს ღეჭავ!
ო, სათნო, სათნო ცბიერება, სიცრუე ტკბილი!
მაგრამ ვინ არის, არად უჩნდეს ამ არად ქმნილი,
ამ გამოხრული თავისქალის მარადი ღრეჭა!

ვის შუბლთა შიგნით აღარავინ აღარ ბინადრობს,


მამანო ღრმანო, ჩახვეწილნო სკნელს უსინათლოს,
მიწას შერწყმულნო შესაკრთობად ჩვენთა ნაბიჯთა,
მჭამელი იგი ჭეშმარიტი, უწყვლადი მღილი,
თქვენ არას გერჩით, მანდ, სეფებქვეშ განაგრძეთ ძილი,
ცოცხლებით ცოცხლობს! მე ვუნდივარ! ლხინად დამიჯდა!

რა ჰქვია? თავის სიყვარული? თუ სიძულვილი?


ისე ახლოა, ვით ნესტარი გულთან გულვილი,
ერქვას, რაც გინდა, არ კითხულობს, შხამად ვრცელდება!
მხედავს, მეხება, მესიტყვება, მჭამს დღიდან დღემდე,
ვეგემოვნები, ინებებს და ფიქრს იქით შემდევს!
მისი ვარ! ყველგან მას ვეკუთვნი! სარეცელზედაც!

ძენონ, ო ძენონ ელეველო, უწყალო ძენონ!


ვარ გაბასრული შენი ისრით, შლეგსიტყვა ბრძენო, -
მოფრენს მწივარი და არ იძვრის, დროდაჟამს მუსრავს!
წივილი მბადებს, ის კი მგმირავს, ორბისფრთიანი!
მზე, მზე!.. და სულში კუს ბაკნიდან ჩრდილი გვიანი
გრძლად ეფინება შორსმიმსრბოლავ აქილევსს უძრავს!

არამც და არამც! ზეწამოვდგეთ! გზა გავჭრათ ხვალის!


სხეულო ჩემო, შემოგამსხვრევ ფიქრიან ყალიბს,
დე, იგრძნოს მკერდმა ქარის შობა, შვება ქარისა!
აწ აღარ მიგცემ, სვი ზღვაური, სხვა რამ ცთუნებას!
შევერთოთ ზვირთებს! აჰა, სუნთქვის მოსაბრუნებლად
მლაშე და გრილი ორი შხეფიც გვესაკმარისა!

ჰო! დიდო ზღვაო! მიწყივ მზაო საუამინდოდ!


ავაზის ბეწვო, მზის კერპთათვის თხზულო ქლამინდო,
გამოფლეთილო სიზმარეულ სკნელთა ხარებად!
ყოვლადო ჰიდრავ, მთვრალო შენივ ლურჯი სხეულით,
კუდს მოელვარეს ჩაფრენიხარ ცხრად დახვეული,
ამ დიდ ხმაურში, სრულ სიჩუმეს რომ ედარება!

8
ცხოვრება ვცადოთ, ქარი ადგა, ნუ ვზრახავთ ნურას!
ქარმა მიიპყრო წიგნი ჩემი, ფურცლავს და ხურავს,
ძალს იკრებს ტალღა, კლდეს ეფშვნება და იხაფრება!
თეთრო ფურცლებო, ბრმა ფარფატით გაფრინდით შორეთს,
შმაგო ტალღებო, დაამსხვრიეთ ეს წყლები მდორე,
წყნარი თავანი, კატარღება, მფრთონავ-აფრება!

ნორჩი მოირა
თარგმანი ფრანგულიდან - მამუკა ცეცხლაძე

ანდრე ჟიდს
კაი ხნის მიტოვებული მქონდა
ლექსების წერა: ახლა ისევ გამოვიდე
თავი და ამ ცდის შედეგს შენ გიძღვნი.
1917

”განათუ გველის საცხოვრისად


დაახვავა ცამ ეს სასწაულები?"
პიერ კორნელი

ქარის მეტი მანდ ვინ ტირის?.. მანდ ქარია მარტო...


ქარის ბასრი ალმასები... მაგრამ ვინ და რატომ
ტირის, ტირილის დრო როა, ჩემთან ასე ახლოს?

ეს ხელი ლამობს, სხივი ჩემ სხივს უწიოს, ახოს,


ლამობს ხორცშესხმას ჩანაფიქრის, ოცნების, მიზნის,
ცრემლს უცდის ჩემსას, სხივი როა, ჰგონია იმ ზნის;
სხივს როცა ქარი ცრემლს შეურევს, გამოეყოფა
ჩემ ბედს და წამით, როგორც ელვა, შუქს ჰფენს
ჩემ ყოფას.
საყვედურების გადაუვლის ბაგეზე ლანდი,
დარდს არ შეიმჩნევს დარდიმანდი, დადის და თან სდევს
მითქმის და მოთქმის შარიშური, ჩურჩული ჭორის...
რას იბურძგლება ეს ხელი და ვის და რას ყვედრის,
ანდა თქვენ შორის, კუნძულებო შიშველი მკერდის,
ვისი სულია, ქარწაღებულ სხივებს რო სურინ?..
უცხო ცასა ვარ მოწყვეტილი, უცხოდ ვციაგებ...
ეს კუნწულები თვალს სჭრის ურვის
სურვილის წყურვილს.

ცთომილნო, მცდელნო უცთომელნო შორი წიაღის,


ნებულობთ, დროშიც დროებითმა გამოასხივოს
ის, რასაც თვითონ ისაკლისებს, ელტვის და ნატრობს;

9
მოკვდავის ცრემლში უზენაეს იმ სხივთა შხივილს
ვინც აირეკლავს, ერთადერთი მე ვარ აქ მარტო.
მარადისობის გაელვებებს და ჭექა-ქუხილს
მე თქვენთან ერთად ძილგამკრთალი ვესაუბრები,
განხეთქილების ქვას მოვკითხავ მიზეზს წუხილის -
რას, რას ვაშავებ, რისგან რით ვერ ვთავისუფლდები?..
ბოროტი იქნებ ჩემ სიზმრებში ბუდობს, როდესაც
(განილევა რა ოქროს ხანა ხავერდოვანი)
ხელში მიჭირავს დრონი ჩემნი ყოვლისმცოდნეს და
დროს ველოდები, რომ იმ დროებს მოვთხოვო ვალი;
სულ ყველა ვალი... სულ ყველა დროს... რადგან ჩემია,
ეს ყველაფერი ჩემთა ხორცთა უფლობით არი,
ჩემთა კავშირთა, სისხლთა ჩემთა აღმომჩენია.
ჩემივე თავის მომხედავი მე ვიყავ მუდამ,
გამოხედვებით გამოხედვებს ვხედნი და ვზღუდავ.

გველს იქ მივსდიე, სადაც ერთხელ უკვე დამგესლა.

ვით კლაკნილია მისი ქვეძრომა, მისი ცალკე სვლა?


განძთა ხუხულას ის ახარბებს ვით ჩემ სიძუნწეს?
ანგარიშს წყურვილს სიწმინდისას ჩემსას ვით უწევს?

ო, ეს თამაში, მიტოვებულ ტკივილის შუქზე,


დაკოდილს, ასე რატო მხიბლავს, როდესაც ვუმზერ?...
გული ღალატით სალბუნივით ვახმე და ვფშვენი -
რამაც მომწამლა, იმით ვწამლობ და იგი მშველის;
ის მალამაზებს მზის უნახავს და მიუკარებს,
ეჭვიანს... თუმცა ტრფიალების არ ვეჭვ მუქარებს.

რა სიჩუმეა, ჩემ ერთადერთ მეუფეს რო ხმობს?

ჩემ ღრმა ჭრილობას - ო, ღმერთებო! - წვავს


დური ოხვრა,
დისა, რო უჯობს თავისთავი ლოდინს მწუხარეს.

„წადი! შენ ჯილაგს მიამიტურს მე ვეღარ ვუძლებ,


თვალს მტაცებს ხვითო - ნატვრის თვალი -
გველის საუნჯე!
ვერ აუვედი უთავბოლო კვანძებს სინათლის -
იმ ერთგულებას, რო გამირბის, რო არ მიმართლებს...
სულმა იკმარა, რაც იტვირთა და რაც ვერ ზიდა!
მან იცის, როგორ ააცილოს ტანჯვა ჩემ აჩრდილს,
რა ულხინს წიაღს ჩემსას ღამით და ღამეს რა ჭირს;
ის იქ წოვს ძუძუს, არ შეიშრობს ოცნების ტუჩებს,
არ დაანებებს დანებებას ღონიერ მკლავთა,
სიყვარულივით უამინებს წილხვედრ სიურჩეს...

10
არც შენ გჩვევია სისასტიკის ნაკლები ხლართვა
და ნუღარ შფოთავ, დაიმშვიდე, დაიცხრე ტალღა,
ნუ გავიწყდება, რა მომეცი და რა გემართა...
მოკლედ ჭრის ჩემი გაოცება და თვალებს ვახელ -
ამ ჩემ უდაბურ განცხრომაში სულ არ ველოდი
უნიადაგო გახელების კუდის მოქნევას,
ვნებათა ღელვას ნიადაგში ჩამხმარ ღეროთა,
თვალჩაუწვდომელ სიღრმეებში რო მიმოქრება
და ჯოჯოხეთის სასოების სცდება სანახებს...
მე ვიცი, ზოგჯერ თეატრია მოწყენილობაც.
სული არც ისე წმინდაა, რომ სულ არასოდეს
კერპთაყვანებამ მისწრაფება კოცონს არ ანდოს,
სამარის კარი ან არ შეხსნას, ან არ ახსოვდეს,
ლოდინს უსაზღვროს ვით და როდის, რა ათანადოს.
ო, ამ მოლოდინს ყველაფერი ძალუძს დაბადოს.
ჩრდილი ჩრდილია და, ცხადია, უკან დაიხევს,
სულმა თუ კარი გამოუღო ურჩხულის რიხებს...
მაგრამ სულუხსარ თავნებობას ქვეწარმავლისურს, -
(მცურავი ალერსს რო უარობს და უკადრისობს) -
მარადიული ხანგრძლივობის ამ ჩემ ღამეში,
მე რა დავარქვა, რაა ჩემთვის მისი ალერსი?
შენ ძილში ნახე მშვენიერი ჩემი სიშიშვლე,
მაგრამ მე ხიფათს ჭკუით შეგყრი და გავიშვიშებ,
ჭკუით მე უფრო სათუთი ვარ და ტრელი, თირსოს!*
გიჯობს გამექცე, შავ-ბნელ ზრახვათ სიუკუღმართევ,
გიჯობს შენ როკვას ჭვრეტდნენ მიწყივ ბრმათა თვალები,
ბრმის სარეცელში ბრმა სიყვარულს უფრო უმართლებს,
ცხოვლდება ვნება უსინათლო სიმჭვირვალეთი,
უბიწოებას სული უწუხს განაწვალები!..
მე კი, მე ვფხიზლობ - ფერმიხდილი, მაგრამ დიადი,
სველი ვარ ცრემლით, რომელიც არ გადმომვარდნია,
თვით ვუნანავებ ჩემივე თავს, ირგვლივ წყვდიადი
სამარის ნათელს ბზარებს უჩენს დილაადრიან.
ვწუხვარ და მაინც მიხარია, რო მაბადია
ჩემივე თავი და რაც თვალში მეცემა ღამით -
ჩემ სიამაყეს პატივს რო სცემს ყოველი ჩქამი.»

არადა, მზარავს იმის შიში, რო არ დავკარგო


ტკივილი იგი ღვთაებრივი, რომელსაც ვკოცნი
და აღარ ვუწყი სული სხეულს როგორ მოვარგო,
ვით დავიამო უსულგულო შიშველი ხორცნი:

მკვლელი და არის, ვფიქრობ, ჩემი,მე კი - სიცრუე...

სრულია ოდეს, მე არ ეძებს სიზმრის ვიწროებს,

11
თვინიერია, როგორც ქალი - ის თავის საქმეს
პირნათლად იქმს და გარეირგვლივს
სინათლეს აფრქვევს;
მერე იმ სხივებს სინათლისას ქარი ამთავრებს,
რევს და გადარევს, შორს გატყორცნის, მიმოატარებს,
ბუქი ქარს მოსდევს და ამიტომ ითქმის ქარისად...
სწორფერი ვიყავ დღის და მისი უღელის ცალი,
არას ვიქადდი, თუმც ქადილის შემწევდა ძალი
და მამაღლებდა სიყვარული შესაბამისად...

წამწამებს ჩემსას ღამით ოქრომ გადაუარა,


ქუთუთოები დამიმძიმა ღამის საუნჯემ -
ხელის ცეცებით რას გახდები ბნელში, რო არა
ოქრო? - და სხეულს ნაწილ-ნაწილ ჩავებღაუჭე.
ჩემ ნუგბარ ნაყოფს ახლა თვითონ მე ვაჩანაგებ,
გონს ვერ მოვსულვარ, რატომ დაჰკრავს
სიკვდილის გემო
პირის პატივის საგანს ჩემგან ჩემთვის დანაკეპს:
სიმწარემ მიწყივ სიტკბოებით მინდა რო მგვემოს.
არა ვწირე რა, გარდა ცალიцშიშველი მხარის,
სინათლეს; და ის უტკბილესი, თაფლმდენი ღარი,
ჩენით რომლისაც ივსებოდა ზეცის სავსება,
საცნაურჰყოფდა მისსავ ხატს და მისსავ მსგავსებას.
ბრწყინვალე ღმერთში გატრუნულმა ტყვემ და მაქციამ
მიწა დავლახე, გადავთელე ფეხქვეშ რაც კია,
მხიბლავდა ცქერა, ჩემი ჩრდილი ჩრდილს
როგორ ერწყმის,
ჩრდილი ჩრდილს შევრთე და ვიჩრდილე
ჩრდილები ლერწმის.
ვხარობდი! მინდვრის ყვავილივით ლამაზს და მდაბალს,
ქოლგისებურთა ოჯახისას მიგავდა კაბა,
არ ვეთმობოდი სიამაყეს, გულჩვილს, იმათსას;
და თუ წყდებოდა ზოგჯერ ძაფი ჩემი სიმართლის,
თუ მაყვლის ბუჩქი ჩამომფხრეწდა ფარსაგად კაბას,
უცბი სხეული იბრალებდა მყისვე ამ ამბავს
და გამომთქვამდა შიშველს ფერად სიმჭვირვალიდან,
უთვალავ ფერთა ჩემი ჯიშის ფერი ჯაბნიდა!

ვნანობ ნახევრად ამ ამაო ძალმოსილებას...ვნანობ


სურვილთან მარტო დარჩენილი ვარ მორჩილება
გარდაუვალი და ვემთხვევი მის ნატიფ მუხლებს;
მოძრაობას ხდის ვნება ჩემსას ისე განუხრელს,
რო ვეღარა სცნობს ხვედრი ჩემიчზღუდეს და ტიხარს!
გრძნობის სინათლეს შეაცურებს სხივებში თიხა
და იმ მხურვალე სიმშვიდეში სიზმარს შეურევს -

12
უსასრულობა სუფევს ირგვლივ მარადიულებრ...
ეს რომ არ იყოს, თვალის მოჭრავ, რას იქმდა მტერი,
ჩემივე ჩრდილი და ჩემივე ფეხების მტვერი?
ჩემ არყოფნაში ტყუილის მეტს ვინ და რას იტყვის
მიწაზე, სადაც მე სულ ვმალავ ამ მსუბუქ სიკვდილს?..
ვხედავ, თუ როგორ ინაბება ვარდს და ჩემ შორის,
ყვავილის მტვერში როგორ როკავს უშარიშუროდ,
ფოთოლს არ არხევს, მისრიალებს, მშვიდი და წყნარი,
ვითარცა ნავი საიქიოს...
მე, ფეხზე მდგარი,
აღჭურვილი ვარ იდუმალი არაფრის ფარით,
მაგრამ ისე, ვით სიყვარული ღაწვზე იალებს,
ან ნესტო სურნელს შეისრუტავს ნარინჯიანებს,
დღის ნათელს ვუმზერ უცნაური და უცხო მზერით...
ო, როგორ ძალუძს სიუცხოეს ჩემი ღამისა,
ადიდოს ჩემ გულს მოწყვეტილი ფარული ძგერა
და სიღრმე მისცეს ძალისხმევას ხელოვანისას!..
დაცილებული გარემოცვას, ტყვე ვარ ეული
და ვგრძნობ სურნელით, ოქროცურვილ სუნში რეულით,
რო აცახცახებს აღნაგ სხეულს უკვე ციება,
მარმარილოს ტანს ოქრო ბრწყინვით რო ეცილება.
მაგრამ მე ვიცი, თუ რას ხედავს ჩამქრალი მზერა -
შავ-ბნელი თვალით ქვესკნელის ზღურბლს მე
მუდამ ვზვერავ!
ვფიქრობ ამაზე, როცა ნიავს ვატან საათებს
და როცა სულით უზარმაზარ წყლულებს დავათრევ,
ვფიქრობ, როცა ვარ შვებით ოქროს ნაპირზე დიდხანს -
ხრწნის წინათგრძნობა რა გემოს ჰგვრის მჩხიბავს
და მკითხავს,
ქვეყნის დასასრულს ვინც სასოებს, გულს რითი იფხანს?
მე სულ ვანახლებ ჩემ ღმერთებს და ჩემчგამოცანებს,
ჩემ გზას გაწყვეტილს, ცაში სიტყვამ რო გამოსცადა,
და სულ ვყოვნდები, იმ ოცნების ფეხით მზიდველი,
ცაში სარკისებრ რო ირეკლავს ფრენასсფრინველის;
არარსებული სხივი, მზეზე რო ვერ არილობს,
ეთამაშება არილივით ჩემ მარმარილოს.

ო, თვალისგება სახიფათო, მისი ნადავლი!

თვალს გონისმიერს აბრეშუმის სანაპიროზე


ბარეორი დღე გაუცვლია ღამის ფირუზზე,
მისი წინასწარგანზრახული ფერი და კარი
მოწყენილობის გამო გულში მე ჩავიკარი,
მის კარზე ვკრეფდი სასიცოცხლოს მუდამ იმედებს,
ის კარი ყოველ ცისმარე დღეს ახლაც მიმეტებს,

13
ის მიმეტებდა, ვით მტერს, მუდამ უქმი და ავი -
მკვდარი ვიყავი და ამავ დროს ვიყავ უკვდავი.
მეჩვენებოდა, მომავალი, ან დასაბამი
იყო მარტოდენ მარგალიტი იმ ყელსაბამის,
რომლის წვალება, წვალებითვე დაიბადება
და გაწვალებულს იმ წვალებით ედიადება.
ჩემ ნაირ-ნაირ სამარეთა დრო თუ გაბედავს,чем
კვლავ აღუღუნოს ის საღამო და კვლავ ამტრედოს,
ყარიბ მგზავრს კვალში რო მომყვება და ჩემ
კუდს მისთრევს,
როგორც ბავშვობის მოგონება, როგორც სიწითლე,
როგორც ზურმუხტში გატრუნული ჩუმი სირცხვილი?

ო, მოგონების კოცონს ოქრო ვით დაარწყულებს -


ნაპერწკლებს უშენს ცეცხლი ნიღაბს, უარი თუ თქვა,
ვთქვათ, თუ მე თვითონ აღარ მინდა იმ
ცეცხლში თუთქვა...
გაწითლდი, სისხლო, გააწითლე მკრთალი დროება,
აუკეთესე ლაჟვარდებში გარემოება -
რო ვაღმერთებდი, ზეცა იმფრად მიცისარტყელე!
მოდი, დაბუგე ჩემი ნიჭი არც რის არმთქმელი,
მოდი, რომ ვიცნო, შევიზიზღო და შევიძულო
სიჩუმის კერძი, პირად ნასი, ბავშვი ბინძური,
უღრან ტყეებში უგზო-უკვლოდ მიმოტანტალე...
მყის, გაყინული ჩემი მკერდი დაიყრანტალებს,
რომ არ უწყოდა, ვით ტკბილია ტრფობა ფარული...
ვით წარმტაცია ფრთებშესხმული მოსიარულე.

გული რო მისდის, ჩემი გული იმ გულს თუ იცნობს?

მე შევეფარე ხშირ წამწამებს და მე დავცინე


ქვეგამომხედვარ სიამეთა იმ თქვენ მუქარებს?
ვაზის ლერწს ლოყა ცრემლსადენი მე დავუღარე?..
თუ შენ... ქსოვილი წამწამების ბზინვა-ფახულით,
წელში რო სწყვიტე ის სიამე ჯერარნახული?

დე, ცას სწვდებოდეს წვერით ჩემი


კოშკის თავანი,
და ვესაძირკვლოთ იმ კოშკს მე და ჩემი სავანე!

ყვიროდა ქვა და ცას აძლევდა სტვირს სიფერმკრთალე...


მიწა, ვით ჭრელი ხილაბანდი, მიფარავს თვალებს,
მე, თავბრუხვევის არდამრიდე, ვიხსნი ამ რიდეს... ყვიროდა
ჩემ ფესვზე მდგარი ეს სამყარო ფეხს ვერ იკიდებს,
გონის გვირგვინი გონს გაურბის, წუხს, როგორც წუხდა,
სიკვდილი ყნოსავს ვარდის სურნელს ფარსაგს

14
და მუხთალს,
თან მიაქვს თავის ჯურღმულებში ის სუნთქვა ტკბილი.

თუ გაგაბრუოს სურნელებამ ჩემმა, სიკვდილო,


დაიგემოვნე ეს ხელმწიფის მხევლის ნაკვეთი,
გამომიძახე, შემომძახე, სასო წარმკვეთე,
იხსენი ჩემი თავისაგან ჩემი სიგლახე!
ყურს ნუ დამიგდებ - მომეფერე და მიინახე,
წელთა სიახლე იდუმალი იმაგალითე:
ყინვა სინანულს უთმობს ხოლმე თვლით მარგალიტებს...
ხვალემ კი იქნებ კვლავ სიამეаავარსკვლავედოს,
აშადრევნება გაზაფხულის იქნებ გაბედოს...
საკვირველია გაზაფხული - იცინის, ხარობს...
მაგრამ საიდან მიწანწკარებს სიკვდილში წყარო,
მიწას სინაზით გულგვამს ასე რო უწრიალებს?
ხეებს რო კვირტებს დაუხეთქავს, აუბრიალებს,
ყვავილს რო გაჰყრის, მერე ტოტებს უხუნძლავს მძიმედ,
მზისფერ თავთავებს მზეს რო უშვერს, ვითარცა იმედს,
ცაში რო ააქვს სურნელება მერე ტკბილ-მწარე,
კენწეროებით რო გაირეკს, გაიცისმარებს?..
ყრუო! არ გესმის, დიდებულთა გვარის სახელებს
ეს სურნელება რას უშვრება, როგორ ახელებს,
სიცოცხლის გამძლე ტყეს დაბურულს და
რკალად მოხრილს,
ღვთის გულისათვის, თუ ღვთის ჯიბრზე, ყლორტებს
რო უყრის?..
იმ ყლორტებს მერე მოყვასივით შუბლთან მიუტანს
დამსკდარ-დაღარულ არქიპელაგს მისი ტანისას...
მცურავი შუქი გადაუვლის თავზე სანახებს,
რო შეეპაროს სიკვდილივით ჩუმად ბალახებს.

მოკვდავ ქალთაგან, ვინ იქნება, რომ წინ აღუდგეს


ამ ორომტრიალს, თუ არა მე?

უნდა გავუდგე
ამ გზას. არადა... მუხლის ტეხა კარგს არას მიგრძნობს...
ჰავამ დამცადა. ჩიტის ჩრდილი, ბავშვობის სიგრძე,
უკან მომყვება სტვენა-სტვენით და გულს მიწვრილებს -
შენი შლა, ვარდო, - ვაგლახ! - ჩემი ჭკნობით იწყება,
ვით ზარდახშაში შესანახი რამ სახსოვარი...
თავს დამტრიალებს და თმებშუა მიწონის ნესტარს
მთვრალი ფუტკარი... ჩემი კოცნით თუა ნეტარი?..
დღე არის ჩემი ორპირი და ორსახოვანი...
შუქი?.. თუ შენა?.. - ო, სიკვდილო! - ვინ ვის ძლევს
და ჯობს?

15
ძგერს ჩემი გული, ძგერს, რო მკერდმა შეიზედაშოს,
შეკრთეს, შეივსოს, დაიბეროს და გაიბადროს,
მოწამემ ტკბილმა ჩემმა ჩემი ლაჟვარდი ბადოს...
მე მიჭირს, მაგრამ ხახა ხარობს უსასრულობის!..

ძვირფას აჩრდილთა წყურვილების მე ვარ მრწყულები -


ო, სურვილებო! ჰოი, ტკბილო ხილო ტრფიალის!
განათუ ღმერთთა დედობრივი მე მომცეს სახე,
მომაპირკეთეს, მაჩუქურთმეს და მაფიალეს,
რო წუთისოფლის სიამეთა ოხებს და ახებს
მიღორძინებდეს გამუდმებით ყარიბი სული
და მუდამ თესლით, რძით და სისხლით ვიყო მოცული?
თვალს მიხელს შიში და ზიზღსა მგვრის ეს ჰარმონია!
ყოველი კოცნა მოასწავებს ჩემ აგონიას...
ვხედავ, მე ვხედავ, ვით გაურბის ღირსებას ხორცი
გარდასულ სულთა, უსუსურთა ხელახლა ხოცვით,
არა სულისდგმა, არა მზერა, არა სინაზე...
წამხდარი ხალხი სიცოცხლეს მთხოვს მტრების ჯინაზე.
არა, არ მოგცემთ, არ გაცოცხლებთ, თავში ქვაც იცეთ,
ამაოდаფიქრობთ, რო ჩემ ღამეს გაილაციცებთ.
წადით და მკვდრებში თქვენი თავი მიმოიხილეთ,
აღარ მივაგებ მე სინათლეს აწი თქვენ ჩრდილებს...
გონის სინათლე სიბინძურით რად უნდა ვკვებო?
აღარ გაღირსებთ მე თქვენ ჩემი ტუჩების გემოს.
მერე მე, ალბათ, უარს ვიტყვი აღმაფრენაზეც...
დამწყდება გული, რა თქმა უნდა, ჩვენზე - ყველაზე!

დიდო ღმერთებო! ვიბნევი და ფეხი მერევა!

ნათლის კრთომასღა თუ ვხმობ შენსას,


ხანდახან, უცნობს,
რო ლამობს, მზერა გაფანტული მე დამაფუძნოს;
შენ ცრემლს გარდუვალს, ერთადერთ ჩემ
პასუხის გამცემს,
ცრემლს, ჟრჟოლას რო მგვრის ადამიანს და
ლამის დამცეს
საიქიოსკენ მიმავალი, თვალწარმტაც გზაზე;
ეს ლაბირინთი სიამაყით, ვიცი, აღგაგზნებს.
შენ გულით დაგაქვს იძულების ის ერთი წვეთი,
ის არსებითი წილი ჩემი თავისშექცევის,
ჩემ ჩრდილს რო ტოვებს უნებლიეთ, ჩემ თვალებს ერთვის
და, ვით ზედაშე, იდუმალ ფიქრს ჩემსას შესცქერის.
ჩემ შიგან ღრმული შიშის დიდი გამოქვაბულით
მარილი მოწვეთს უცნაური, გაწყალებული...
ვით და სად ჩნდები, სულ ახალი, სულ წვალებული,

16
ასეთი მწუთხე, მწუხარების ასე ყაბული?
მე ვაზვიადებ მოკვდავობის, დედობის ხარისხს
და მიწას ვტკეპნი სიმძიმილით დაღლილი მხარის,
დროში, რომელსაც ვიხანგრძლივებ, ეს წყლის ნაყვები
მე სულს მიხუთავს... შენ ფეხის ხმას მე ვერ ავყვები...
- ვინ გხმობს საშველად, როს პირს აღებს
ჩემი ჭრილობა?
ან ეს ჭრილობა, ეს ქვითინი, ეს გარჯა რაა -
სამკაულია ავბედითი, თუ ჯავრის ყრაა? თუ ბრმაა ხორცი და თავიდან იმედს
იცილებს,
შუა ღამეში უგზოუკვლოდ სად მიციმციმებს
გაკვირვებული, რწმენით რო ჰხამს თავის გატანა?
ო, მღვრიე მიწავ, ცოტა ფრთხილად თუ არ მატარე,
ფიფქმა თოვლისამ სადღა ვპოვო მე ჩემი მახე?
სად დაფარფატებ, ჩემო გედო, სად გინდა ფრენა?
... თავმომწონეა ნიადაგი... მე იმის სახელს
დავუკავშირე უნებლიეთ წყეული რწმენა!
მაგრამ როგორც კი ფეხი დავდგი და შევაღვიძე,
რიდით შევეხე, მიმდევარი ბუნებრივ წესთა,
ხახა დააღო და უწია ჩემ პიედესტალს!
იქვე, სულ ახლოს, ჩემზე ფიქრმა ქვესკნელი შეძრა -
კლდე უგრძნობელი, ლიპი, როგორც წყალმცენარეთი,
ზღაპრულად მარტო, სულ ბნელი და სულ ყიამეთი...
დაიწყო... შარმა სუდარებზე გადმოატარა
ქარი და მერე ტალღის ხმაურს თან გაატანა,
ორთაყვირები დაუმსხვრია, მილეწ-მოლეწა -
ერთი რო ლეწა, შეალეწა მას მეორეცა...
უკვე იმდენი სასიკვდილო ნახა ხრიალი,
იმდენი ხვედრი ავალალა და ატიალა,
გადაივიწყა სამუდამოდ იმდენი ვალი...
ვაგლახ! შიშველი ფეხით როგორ მოვძებნო კვალი
იმისი, თავისთავის გარდა ვინც არც რა არი?

ო, ამღვრეულო, ლიპო მიწავ, ფრთხილად მატარე!


იდუმალო მე, ცოცხალი ხარ მაინც ჯერ კიდევ,
თავი გეცნობა, ირიჟრაჟებს ოდეს ცის კიდე!..
მწარედ იგივე,
ზღვის სარკეში გაილივლივებ;
გაკრთები... ბაგით მოიყოლებ ღიმილს გუშინდელს,
არც შენ არ გინდა, შენ ნიშანწყალს ნაღველი შლიდეს;
აღმოსავლეთში ყინვა აქრობს, აზრობს და შიბავს,
ქვაზე დამდგარ სხივს სინათლისას, მერე კი ციხე,
სად თვალსაწიერს ერთადერთი ღრიჭოღა გიმხელს...
უყურებს... თუ ვით კვლავ შიშვლდება სათუთი მკლავი.
კვლავ ვხედავ ჩემ მკლავს... კვლავ რიჟრაჟობს...

17
ო, გულსაკლავი
გამოღვიძება მსხვერპლის მკვდარის, თუ
ცოცხალ-მკვდარის...
ეულის... ტკბილის... რო ეთნევა სწორფრობა ქვათა!..
დაიკლო ტალღამ, იავარქმნილ ბურთს ბანა ტანი!..
დაუძინარი მტრის აჩრდილი მტოვებს და მსურის,
კვლავ მივიტანო ის ალმური და შარიშური
მოგონებათა საკურთხევლის დალეწილ კართან.

იქ ქაფი ცდილობს, რომ როგორმე გამოიჩინოს


თავი; იქ ნავში განწირული სულისკვეთება
ცოდვილის, ტალღის ორსავ მხარეს იწილ-ბიწილობს,
დღესასწაულიც იქ იწყება, საქმის კეთებაც...
შეუდარებლად უმწიკვლოა, როცა უცილო
ენთუზიაზმის ჩენა საფლავს გადაედება,
ამ სასაცილო სამყაროში რომ გაიცინოს.

სალამი! ვარდის და მარილის სასწაულებო,


ცისკრის პირველო, თვალხუჭუნა სხივო, ულევო,
ო, კუნძულებო!.. ავარდება ფუთფუთით ალი,
გაწყდება სკაში უმუშევრად მუშა ფუტკარი,
სალი კლდე უმალ ტანით იგრძნობს სამოთხის ძალას
მწვერვალებს ცეცხლი სასუქს მისცემს,
აქცევს ნაკრძალად,
ბუტბუტს მოჰყვება უღრანი ტყეც, გამოთქვამს აზრებს,
ხოტბას აღუვლენს ადამიანს ისე, ვით ფასს სდებს...
ო, კუნძულებო! სარტყელს ისე მოგიჭერთ ზღვა, რო
თქვენმა დედებმა უბიწობის ცრემლები ღვარონ -
აღარ ინდომონ მოირების მოვლა და გაზრდა;
ჰაერში ყვავილს სილამაზით რა შეედრება,
თუ არა ყინვა, წყალში მის ფესვს რო უმხედრდება!

სულის ცხონების მზა მასალავ, ცდით ჯერ არცდილო,


სიკვდილო - ბავშვო უნებურო, უკვე გაზრდილო,
და თქვენ - მრავალთა ღვთაებათა თანამზრახველნო,
ჩემი წილხვედრი ეშხის მგმობნო, არდამნახველნო,
განათუ თქვენ ღვაწლს ვუმადლოდე უნდა ამ ყოფას?
არავინაა ჩემებრ ახლოს ღმერთებთან გმირი,
სული ჩაუდგას, გაბედულად უჩვენოს პირი,
შუაღამეში გამოიხმოს გარეთ ურჩხული
უზენაესი სინჯის ხიბლით, ჩუმად, ჩურჩულით...
წმინდა წყლის სიკვდილს, როგორც ელდას,
მხარში ვედექი,
როგორც ვედექი მხარში მე მზეს დიდი ხნის წინათ...
სასომიხდილი ჩემი ტანი სიშიშვლით ბრწყინავს,

18
სული მთვრალია თავისთავით, ძველი დიდებით,
სულს გული მისდის მოგონების ცეცხლის კიდებით,
გულის ფიცარზე სასოება რო უკაკუნებს,
თანაგრძნობის მეტს სულს ის აბა, რაღას არგუნებს?
ვირხევი სულში, როგორც სიო, როგორც ფოთოლი
და ჩემ ხელშია ჩემი სული, სული ობოლი...

ფუჭი ლოდინი ფუჭია და... არ შეუძლია


სიკვდილი, სარკით ცრემლები როს სალამს უთვლიან.

რა გიჯობს, გიჟო, აღესრულო შენი მშვენებით,


თუ სატანჯველად აირჩიო ზიზღი შენების,
შენიანების, ვისაც შენ არ შეეფერები?
სად ნახავ ასეთ გამჭვირვალე სიკვდილს მეორეს,
თავისი თავის თვითონ იყოს მსხვერპლი მეურვე,
ალალი გულით გაიმეტოს უკანასკნელი
სისხლის წვეთი და თვით უკმიოს სიკვდილს საკმელი,
არ დაიტოვოს გულში ჯავრი ამოსაყრელი?
ჰოი, რა სპეტაკ სიმშვიდეში ტოვებს მსხვერპლს სისხლი!
ყოფნის კიდეზე სილამაზე ზედმეტ ტვირთს იხსნის
და დრო მშვიდდება, დრო, რომელმაც ის გააუქმა...
არ შეერგება თავისთავადს არცერთ წამს ლუკმად
სისხლდაშრეტილი ხორცის მუქი აშადრევნება -
უფრო და უფრო შორიდან და მარტო ევნება!..
მე უფრო მზად ვარ, სადაც მე ვარ, ბედიც იქ არის,
ვირწევი ისე, როგორც ქარი არწევს კიპარისს...
სურნელოვანი მომავლისკენ ვიდოდა კვამლი,
დავმწვარიყავი ის მინდოდა, გამსვლოდა ყავლი,
სულ, სულ მთლიანად რო შევრწყმოდი
ბედნიერ ღრუბლებს!
აღმოვჩნდი კიდეც ოხშივარში ამ კენწეროსი
და სიდიადეს მივეახლე ჯერეთ ხელუხლებს
დაუსაბამო სიყვარულის სამფლობელოში.
უკიდეგანომ მომისყიდა ყოფნამ და გულში
იწვის რაც არის, რაც იქნება, რაც იყო გუშინ...
რაც სხივს ასხივებს, ყველაფერი ჩემ გულში იწვის!..

ნუ, ნუღარ გააღიზიანებ ხსოვნაში იმ ხიწვს,


შავო შროშანო! ნართაულო ბნელო ცათაო,
ქვაზე მაგარო, ვერ გასტეხე თასი სათაო...
შენ უზენაეს წამთაგანი იგემე წამი...
- მაგრამ აბა, ვინ დააჯერე და ვის აწამე,
რო დღე ეხილა შენი ხარბი თვალებით მზირალს,
შენ ნათელ შუბლზე ვინ ილოცა, ვინ ვის რა სწირა?

თუ იცი მაინც, რა ხრიოკი გზები დალახა

19
ღამემ, მკვდრებშორის ვიდრე გნახა და დღე განახა?
ო, გაიხსენე შენი თავი, მოსწიე ძაფი
ოქროცურვილი თითით, დილას რო ეცილება,
ბრმად გამოჰყევი უნატიფეს იმ ძველ ჩანაფიქრს,
რომლითაც დღემდე მოგიყვანა გამოცდილებამ...
იგაიძვერე, ისასტიკე, იცრუე, მაგრამ
მეც მაცოდინე, რა ხრიკით და რა აღმაფრენით,
ლაჩარმა, როგორ მოახერხე, რო კვამლი გაქრა,
სურნელოვანი თიხის გულში რა აღმოფხვერი,
რით მოიბრუნე სული კრული ქვეწარმავალმა,
მოწყენილობამ რატომ გასჭრა, როგორც წამალმა?
გუშინ ღრმა ხორცმა მიღალატა, ღრმა სასოებამ,
ოცნება აქნა ასო-ასოდ და ასოებმა
ვეღარ მომართვეს ვერც სურნელი, ვეღარც მუქარა,
ვერცა მამაცის მკლავი ვეღარ მომესუდარა;
არც გედი-ღმერთი და ნისკარტი შეურაცხადი,
არც ფიქრში თეთრად მოქათქათე მხურვალე ხატი...

არადა, იცის იმან გემო უნაზეს ბუდის!


პატივი ახსოვს ასოების მთლიანი გუნდის,
ოდეს, უბიწო, ჩრდილში ვიდე, ვითარცა ძღვენი...
მერე წამიღო ძილმა, თავი ვერ დავიხსენი,
მანებიერა სიზმარ-სიზმარ მოიარებით,
სულ დამავიწყა ყველა ჩემი ნაიარევი.
ჩემივე თავში ჩავიძირე, გადავიწვინე
მკლავებზე თმა და იმ მკლავებში სხვად გავიბრწყინე...
ვინ და ვის ერთვის?.. ვინ სად დაფრენს?.. ვინ
სად დახოხავს?..
გული რას მიკვეთს მხარნაქცევი, რა რჯის, რას ოხრავს?
რომელი ექო იმეორებს დაკარგულ სახელს?
მიქცევ-მოქცევის სივერაგემ სით გამიძახა,
რად დაუკარგა აზრი იმას, რაც ჯერ არ მითქვამს?..

ჩიტი რო ხეზე შემოჯდება, სულს ისე ვითქვამ.

ეს ის დრო იყო, ალბათ, როცა წვდომის უნარი


კლებულობს ხმების შინაგანის მტკიცე უარით:
ის აღარ არის ის და... ბავშვი უცნობ ხარისხში,
რო აღარა აქვს, იმ ხელების შლას აღარ იშლის,
შორიდან ელის შველას და ხელს
სთხოვს გარეირგვლივს.
ხამს, პატივს ვსცემდეთ გვირგვინოსან
სულების გვირგვინს
და პირზე სუნთქვას არაქაურს...
ვილამუნებდეთ,

20
აგერ მე: შუბლზე მაწერია, თუ რას ვნებდები...
სხეულს ვპატიობ სულ ყველაფერს და ნავლში ვეძებ,
ბედნიერებას დაღმასვლისას ვეძლევი სრულად,
მოწმის ვერმცნობი განაწამებ ხელებს ვაცეცებ,
გაუთავებლად უთავბოლო სიტყვებში ვბრუნავ...
იძინე ტკბილად, ჩემო სიბრძნევ, იძინე ტკბილად!
უანგარობის არყოფნაში ივარგე ხილად,
მიენდე გველებს, განძთსამყოფელს, ბრწყინვალე ზინათს,
იძინე!.. ჩადი!.. ხო ჩახვედი?.. ხო უკვე გძინავს?..
(დაბალი ჭერი, ანუ ხვრელი... ჰაერს აპარებს,
კვდება ყოველი... და ყურყული ყელს ახარხარებს...
ამ ყელში ჩიტის მეტი წყურვილს მოიკლავს სხვა ვინ?
ჩამოდი ქვევით... შავი არის არც ისე შავი...)

ჩემი სუდარა, სარეცელი, სველი ზეწარი...


აქ მე ვვრცელდები და ჩემივე თავს აქ ვნებდები,
აქ განვისვენებ და აღარსად არ მივიჩქარი,
ამ სამაროვანს ნაბინავარს უგავს ხედები,
აქვე თავისთავს აყურადებს მარადისობა.
აქ ყველაფერი ჩემია და ჩემით ივსება,
ჩემი ყალიბის ყალიბია ჩემი ფუღურო,
მე აქ ვარ, სხვათა ყალიბებს რო აღარ ვუყურო...
ამპარტავნობა, ო რამდენი, შემოიკეცა
სუდარამ, ქვენა ოცნებებმა სადაც აღმკვეცა!
თქვენ ზედაპირზე ის გლუვია და სიკვდილს ბაძავს,
კერპი საძილედ უნებლიეთ განწყობილია,
დაღლილი ქალის ქალობა რა ცრემლმა დასცადა,
ღრუნი და ხიბლნი იდუმალნი ანცობენ ღიად...
სიყვარულის ნაშთს ურგებელი თუნდაც რო ერგოს,
სიკვდილთან ყველა შეთანხმებას
უგულვებელყოფს.
ახლო მომავლის კიდობანო საიდუმალო,
წუხელ სიზმარში მე ვიყავი შენი სტუმარი,
ჯაჭვი გავწყვიტე, ვწყევლე, ვკრულე მისი გამჭედი,
როგორც აკვანი, დაგარწიე, ძუძუს გაჭმევდი...
სახტად დავტოვე ლაჟვარდები ცივ-ცივი ხედვით
და დავაცქერდი ვარსკვლავს, წამხდარს თავისი ხვედრით,
ყრმა მზე მოვიხმე მანათობლად, როგორც ლამპარი,
მიმოვიხილე ვაების გზა, გზა წინაპარის,
სხივი მიადგა სინანულებს, სინდისის ქენჯნას,
ალიონები შინაარსით მიმწუხრებს ემჯნა...
ყველა შინაარსს შინაარსი ნთქავს სამარისა!
ზღვამ სიამისამ ვერასდროს ვერ ისაკმარისა!
წამოდი ჩემთან, შენით ვსუნთქავ მე სულ ყოველთვის,
აორთქლდა რიდე, შენ რო სუნთქავ, იმ ჰაერს ვერთვი...

21
... მაშ, სიზმარი იყო ყველა, რაც სალმობა ვნახე?..
წარმტაცმა რაც წარვიტაცე და რაც ვივაგლახე?..
შევისრუტე, უშიშარმა, რაც ტალღების ქაფი?..
კაეშანს რაც დავაყარე სიცილი და ლაფი?..
სულიერი ქარს ეხლება, ანუ ცოცხალ ჰაერს,
ზღვა მოკითხვას ცხვირში ახლის, ფსკერზე მიაქანებს;
სული, სულს თუ შეუბერავ, სულდიდდება რისხვით,
თვითონ მაღლა ავარდება, სხვას კი დაბლა ისვრის,
ტალღა ტალღას იტარიგებს, ვით ურჩხული ურჩხულს,
გადაუვლის თავზე რისხვით ობოლ კონცხს
და კუნძულს,
ზღვის სიმაღლე სიღრმეს ანთხევს კლდეს და
კლდიდან სისხამ
დილის ლივლივს გაყინული ნაპერწკლები რისხვად
აღმოხდება და მისწვდება ჩემ სანუკვარ ფიქრებს.
მბურძგლავს, მწარე ბუსუსები კანზე ძალას იკრებს,
უნებლიეთ ვისუსები... მზეო... ვინძლო... იქნებ...
შემოხვიდე ისევ შინ და შენი თავი იცნო,
მზეო... მძლეო... შობის მადლი იქნებ მეც შევიგრძნო,

ამ ცეცხლის ალს ცად ავყვები, ფერს


ქალწულის სისხლის,
ოქროს მისხლის სადარები მადლს მოვისხამ მისხლივს!

22