You are on page 1of 87
სოფლის მოსახლეობის კვლევა

სოფლის მოსახლეობის კვლევა

სოფლის მოსახლეობის კვლევა
სოფლის მოსახლეობის კვლევა
სოფლის მოსახლეობის კვლევა

სოფლის მოსახლეობის კვლევა განხორციელდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების

რეგიონული ქსელი“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია

"სიდა" აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC პროგრამის მხარდაჭერითა

და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

დაფინანსებით. კვლევაში გამოთქმული
დაფინანსებით. კვლევაში გამოთქმული

კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC პროგრამისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მოსაზრებებს.

სარჩევი

კვლევის წინაპირობა მიზანი

4

კვლევის დიზაინი

4

შერჩევის დიზაინი

5

სირთულეები, რომლებიც შეგვხვდა კვლევის დროს

8

კვლევის არეალი

8

დემოგრაფიული მონაცემები

10

ძირითადი შედეგები

16

ეკონომიკა და ქონება

16

სერვისებზე ხელმისაწვდომობა

16

ადგილობრივი ხელისუფლების აღქმა

17

ოჯახის ეკონომიკა ხარჯები

20

ქონება

26

ხელმისაწვდომობა სხვადასხვა სერვისზე

30

ადგილობრივი ხელისუფლების აღქმა და მოქალაქეთა აქტივობა

43

ინფორმირებულობა პარლამენტის ტეპუტატის საქმიანობის შესახებ

63

დამოკიდებულება საზოგადოებრივი გაერთიანების მიმართ

66

ადგილობრივი დავები და მათი გადაჭრის გზები

76

განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმირებულობა და მათი ეფექტიანობის აღქმა

77

მიგრაცია და ურთიერთობა სხვა რეგიონებთან

81

საკომუნიკაციო არხები

84

კვლევის წინაპირობა

წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სოფლის მოსახლეობის

საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესწავლას. 2013 წლის იანვარსა და თებერვალში

რეგიონული ქსელის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს რეგიონების (თბილისის გარდა) მოსახლეობის არსებული პრობლემების

დადგენას და ამ პრობლემების შესაბამისობის ინდეტიფიცირებას იმ აქტივობებთან,

რომელსაც ახორციელებდნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები. როგორც

აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა სიტუაცია რეგიონულ ცენტრებსა და და სოფლებს შორის

განსხვავდებოდა. ეს განსხვავება განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო სოფლისა და ქალაქის

მოსახლეობის მიერ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობების აღქმისას. ამ გარემოებიდან გამომდინარე 2013 წლის ივნის-ივლისში ჩატარებული კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმ

შესაძლებლობების და რესურსების აღწერა, რომელიც აქვს სოფლის მოსახლეობას

საქართველოს რეგიონებში.

კვლევის ამოცანებს წარმოადგენდა:

1. სოფლის მოსახლეობის ოჯახის სტრუქტურის აღწერა

2. არსებული კერძო და სოფლისთვის საერთო ქონების შესწავლა

3. სოფლის მოსახლეობის ხარჯების და შემოსავლების შესწავლა

4. სოფლის მოსახლეობის მიერ ადგილობრივი ხელისუფლების აღქმა და სამოქალაო აქტივობის შეაფსება

5. მართლმსაჯულების განხორცილებეის გავრცელებული მოდელის აღწერა

6. სოფლის მოსახლეობის დამოკიდებულების იდენტიფიცირება სხვადასხვა საზოგადოებრივი გაერთიანების მიმართ

7. ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტურობის აღქმა სოფლის მოსახლეობის მიერ

8. მიგრაციული პროცესების შესწავლა

კვლევის დიზაინი

მიზნის მისაღწევად და კვლევის ამოცანების გადასაწყვეტად კვლევითი ჯგუფის მიერ

არჩეული იქნა კვლევის რაოდენობრივი მეთოდი. კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებული

იქნა სტრუქტურირებული ანკეტა. საკვლევი საკითხები ჩამოყალიბდა 2013 წლის ზამთრის რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის შედეგად, რამაც გაამარტივა ინსტრუმენტის

შედგენა.

შერჩევის დიზაინი

შერჩევისას გამოყენებული იქნა სოფლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები და „სიდას“ ბაზები სოფლის მოსახლეობის რაოდენობების შესახებ.

კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ თითოეულ რეგიონში გამოგვეკითხა თანაბარი რაოდენობის რესპონდენტები (150 თითოეულ რეგიონში).

სოფლების შიგნით შერჩევის ფორმირებისთვის გამოვიყენეთ მოსახლეობის რაოდენობები, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით სოფლები დავყავით 3 პირობით კატეგორიად: პატარა სოფელი - 50-დან 200-მდე მოსახლე, საშუალო სოფელი - 200-დან 1000-მდე მოსახლე, დიდი სოფელი - 1000 -დან ზევით მოსახლე.

როგორც

მაცხოვრებლით.

დიაგრამიდან

ჩანს,

ყველაზე

გავრცელებული

სოფლები

არის

200-500-მდე

დიაგრამა 1. სოფლების განაწილება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით

განაწილება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით

რეპრეზენტატული შერჩევის მისაღებად და სოფლის მოსახლეობის მუნიციპალურ სერვისებზე წვდომის უკეთ დადგენის მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ყველა რეგიონიდან აგვერჩია ორი, მოსახლეობის მიხედვით ყველაზე მრავალრიცხოვანი მუნიციპალიტეტი. თითოეულ მუნიციპალიტეტში კი შემთხვევითი შერჩევით სამი სოფელი - მოსახლეობით 50-დან ზევით 1

თითოეულ

პროპორციულად.

სოფელში

გამოვიკითხეთ

რესპონდენტები

მოსახლეობის

რაოდენობის

ამ ტიპის შერჩევამ მოგვცა საშუალება კვლევაში ჩაგვერთო ყველა ტიპის სოფლის მოსახლეობა, როგორც მცირე, ასევე დიდი.

სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1496-მა რესპონდენტმა საქართველოს მასშტაბით.

1 კვლევებმა ცხადყო, რომ მცირერიცხოვანი სოფლები, რომლებიც აღწერილი იყო 2000 წელს, დღეისათვის დაცლილია.

რესპონდენტები შეირჩნენ შემთხვევითი

რესპონდენტები შეირჩნენ შემთხვევითი ხეტიალის პრინციპით, ოჯახიდან გამოიკითხა მხოლოდ ერთი რესპონდენტი.

7

სირთულეები, რომლებიც შეგვხვდა კვლევის დროს

ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულე, რომელსაც კვლევის მონაწილეთა ჯგუფი წააწყდა საველე სამუშაოების ეტაპზე, ეს იყო პატარა სოფლების მოსახლეობის არასაკმარისი რაოდენობა შერჩევით გათვალისწინებული რესპონდენტების მოსაგროვებლად. ეს სირთულე გადაწყვეტილი იქნა მსგავსი სიმჭიდროვის სოფლის დამატებით და/ან ჩანაცვლებით.

კვლევის არეალი

ცხრილი 1. კვლევაში მონაწილე მუნიციპალიტეტები და სოფლები

 

მუნიციპალიტეტი

სოფელი

აჭარა

ქობულეთი

ხუცუბანი

 

შუაღელე

   

ოხტომი

 

ჭახათი

 

ხელვაჩაური

კახაბერი

 

შარაბიძეები

   

კვარიათი

გურია

ოზურგეთი

ოზურგეთი

   

თხინვალი

 

გონებისკარი

   

არჩეული

 

ლანჩხუთი

ქვემო შუხუთი

   

ქვედა მამათი

 

ორაგვე

იმერეთი

ზესტაფონი

არგვეთა

 

შროშა

   

ლელაძისეული

 

წყალტუბო

გეგუთი

   

ჟონეთი

 

მექვენა

მცხეთა-მთიანეთი

მცხეთა

მუხრანი

 

გოროვანი

   

ცხვარიჭამია

 

დუშეთი

დაბა ფასანაური

   

წითელსოფელი

ქვემო მლეთა

რაჭ-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი

ამბროლაური

სადმელი

ზემო ჟოშხა

სადმელი ზემო ჟოშხა კვირიკეწმინდა ქვედა

კვირიკეწმინდა

ქვედა ლუხვანო

8

 

ცაგერი

ორბელი

 

ბარდნალა

   

ნაკურალეში

 

ტოლა

სამეგრელო - ზემო სვანეთი

ზუგდიდი

რუხი

 

ანაკლია

   

ოირემე

 

სენაკი

ძველი სენაკი

   

საცხვიტაო

 

რეკა

სამცხე-ჯავახეთი

ახალქალაქი

ხულგუმო

 

ჩუნჩხა

   

თახჩა

 

ახალციხე

წნისი

   

ზემო სხვილისი

 

ივლიტა

   

ჭაჭარაქი

ქვემო ქართლი

მარნეული

ყიზილ-აჯლო

   

ილმაზლო

 

პატარა ბეგლარი

 

გარდაბანი

სართიჭალა

 

მზიანეთი

   

კიკეთი

შიდა ქართლი

გორი

კარალეთი

   

მეღვრეკისი

 

შავშვები

 

ხაშური

ცხრამუხა

 

ნაბახტევი

   

ზემო ბროლოსანი

კახეთი

გურჯაანი

კარდანახი

   

ზეგაანი

 

ყიტაანი

 

თელავი

რუისპირი

 

სანიორე

   

კობაძე

გამოკითხული რესპონდენტების 29,2%-მა არ იცოდა რა ასაკის იყო მისი სოფელი, 28,3 %- ის აზრით მათი სოფელი სამ საუკუნეზე მეტს ითვლის, 31,5%-ის აზრით 1-დან 3 საუკუნემდე, ხოლო 11% -ის ინფორმაციით მისი სოფელი 1 საუკუნის ან ნაკლებისაა. თითქმის ერთნაირი განაწილებაა, როგორც პატარა, ასევე საშუალო და დიდ სოფლებში.

9

დემოგრაფიული მონაცემები

გამოკითხულთა შორის უმრავლესობა (98,2%) ადგილობრივი მაცხოვრებელია, ხოლო 1,8%

დევნილი. გამოკითხულთა საშუალო ასაკი 50 წელია.

დიაგრამა 2. რესპონდენტთა ასაკობრივი განაწილება

განაწილება გამოკითხულთა 61.4% ქალი ,

გამოკითხულთა 61.4% ქალი, ხოლო 35,9% მამაკაცია.

რესპონდენტებს შორის უმეტესობა ოჯახის უფროსი (41,2%), ან ოჯახის უფროსის მეუღლეა (40,6%). აღსანიშნავია, რომ ოჯახის უფროსად თავს 70,7 % მამაკაცი, ხოლო 29,6% ქალი თვლის. ოჯახის უფროსის მეუღლედ კი 96% შემთხვევაში ქალი მიიჩნევს.

10

გამოკითხულთა 86% ეთნიკურად ქართველად მიიჩნევს თავს, 7,4% - სომეხი, ხოლო 5% - აზერბაიჯანელია.

დიაგრამა 3. რესპონდენტთა დასაქმება

დასაქმება დიაგრამა 4.

დიაგრამა 4. რესპონდენტთა განათლება

11

ოჯახის წევრთა რაოდენობა მერყეობს 1- დან 11- მდე ,

ოჯახის წევრთა რაოდენობა მერყეობს 1-დან 11-მდე, საშუალო რაოდენობა შეადგენს 4 წევრს. დიაგრამაზე #5 მოცემულია გამოკითხულთა ოჯახის წევრთა რაოდენობების განაწილება.

დიაგრამა 5. განაწილება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით

12

რესპონდენტთა 47% არა აქვს პროფესია . ყველაზე

რესპონდენტთა 47% არა აქვს პროფესია. ყველაზე გავრცელებული პროფესია არის სამედიცინო სფეროს ტექნიკური პერსონალი, ექთნები, სანიტრები და ა.. ცხრილში ჩამოთვლილია ის პროფესიები, რომელსაც ფლობდა 15 რესპონდენტზე მეტი მაინც. სულ დასახელდა 78 პროფესია/ხელობა.

ცხრილი 2. რესპონდენტთა ყველაზე გავრცელებული პროფესიები

პროფესიები

%

სამედიცინო სფეროს მუშაკები, ექთნები და ა..

4.4

ეკონომისტები

4.0

საშუალო განათლების პედაგოგები

3.7

ბუღალტერ-მოანგარიშეები

6.0

ფილოლოგები

3.5

მსუბუქი ავტომობილების, ტაქსისა და ფურგონების მძღოლები

2.3

აგრონომები და მონათესავე პროფესიების სპეციალისტები

1.3

ფილოსოფოსები, ისტორიკოსები და პოლიტოლოგები

1.2

ინჟინერ-მექანიკოსები

1.1

სამოქალაქო მშენებლობის ტექნიკოსები

1.1

ელექტროტექნიკოსები

1.1

ფიზიკურ და ტექნიკურ მეცნიერებათა სპეციალისტები,

1.0

მკერავები, მქარგავები და მონათესავე პროფესიების მუშაკები

1.0

13

გამოკითხულთა მხოლოდ 6,4% პასუხობს, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე პროფესიული გადამზადების საჭიროება ჰქონია. ყველაზე მეტი რაოდენობა აქედან მცირერიცხოვან სოფელშია.

გამოკითხულთა უმრავლესობისთვის (86,4%) კვალიფიკაციის ამაღლება ხელმისაწვდომი არ არის.

დიაგრამა 6. კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობის შეფასება

შეფასება როგორც მოსალოდნელი

როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი და საშუალო სოფლის რესპონდენტების უფრო მეტი ნაწილისთვის არის კვალიფიკაციის ამაღლების და პროფესიული გადამზადების შესაძლებლობა ხელმისაწვდომი, ვიდრე პატარა სოფლისთვის.

დიაგრამა 7. პროფესიული გადამზადების ხელმისაწვდომობის შეფასება . განაწილება სოფლის სიდიდის მიხედვით

14

გამოკითხულთა 13,5%- ის პასუხების მიხედვით

გამოკითხულთა 13,5%-ის პასუხების მიხედვით სასწავლებლად წასული სოფლის ახალგაზრდობიდან უკან, სოფელში არავინ ბრუნდება, 51,7%-ის პასუხების მიხედვით, მხოლოდ უმცირესობა, ხოლო გამოკითხულთა მესამედის (31,8%) პასუხების მიხედვით ახალგაზრდების უმრავლესობა უბრუნდება სოფელს. გამოკითხულთა 1.3%-ის პასუხის მიხედვით კი, მათ სოფელში ახალგაზრდები არ არიან,

რესპონდენტებს ვეკითხებოდით თუ რითი არიან დაკავებული ის ახალგაზრდები, რომლებიც ბრუნდებიან სოფელში. ამ კითხვაზე პასუხების განაწილება იხ.დიაგრამაზე #8

დიაგრამა 8. რითი არიან დაკავებული სოფელში დაბრუნებული ახალგაზრდები სწავლის დასრულების შემდეგ

ახალგაზრდები სწავლის დასრულების შემდეგ 15

15

ძირითადი შედეგები

ეკონომიკა და ქონება

ერთ სულზე გადაანგარიშებით, ყველა ხარჯის გათვალისწინებით, სოფლის მოსახლეობის ყოველდღიური ხარჯი შეადგენს 5,5 ლარს. აღსანიშნავია, რომ მცირე სოფლის მოსახლეობის ყოველდღიური ხარჯი (5,7 ლარი) ოდნავ აღემატება საშუალო (5,6 ლარი) და დიდი სოფლის მოსახლეობის ყოველდღიურ ხარჯებს (5,3ლარი).

გამოკითხულთა 95.3%-ს აქვს საკუთარი სახლი, მათ შორის 65.4%-ს რეგისტრირებული. 90%-ს აქვს მიწა, მათ შორის 62,8%-ს ეს მიწა რეგისტრირებული აქვს. გამოკითხულთა საცხოვრებელი 96,4% შემთხვევაში რესპონდენტის ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს.

გამოკითხულთა უმრავლესობის საცხოვრებელი უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით და სასმელი წყლით. ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა სოფლებში ჯერ კიდევ დაბალია და მოსახლეობის მხოლოდ 15% აქვს სახლში ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა.

გამოკითხულ სოფლებში საშუალოდ 0,1ჰა-დან 15 ჰა-მდე მიწის ნაკვეთს ფლობენ.

გამოკითხულთაგან ყველაზე დიდ ნაწილს 68,2%-ს შინაური ფრინველი ჰყავს, ხოლო 54%- ს ფური (მეწველი ძროხა). თუ შევადარებთ რეგიონებს, ყველაზე მეტი საქონელი ჰყავთ სამცხე-ჯავახეთში (85%), ყველაზე ნაკლები აჭარაში, კახეთსა და მცხეთა-მთიანთში. (გამოკითხულთა 30%-).

სერვისებზე ხელმისაწვდომობა

გამოკითხული სოფლებიდან 14 სოფლის (გამოკითხული 60 სოფლის დაახლოებით მეოთხედი, 23.3%) მოსახლეობის ნახევარზე მეტი გვპასუხობს, რომ მის სოფელს საძოვარი არა აქვს. ეს სოფლები უმთავრესად გურიასა და აჭარაში მდებარეობს. რესპონდენტთა 14% ის პასუხების მიხედვით მის სოფელს მეზობელ სოფელთან საზიარო საძოვარი აქვს. იმ სოფლებში, რომლებსაც აქვს საძოვარი, რესპონდენტთა ნახევარი არადამაკმაყოფილებლად თვლის საძოვრებზე ხელმისაწვდომობას. საძოვრებზე ხელმისაწვდომობა 4 ქულიან სკალაზე საშუალოდ 2.42 ქულით შეფასდა.

სოფელში გაუნაწილებელი მიწები მიტოვებულია, ან იჯარითაა გაცემული სოფელში /სოფლის გარეთ მცხოვრებ პირზე, რომელიც სახელმწიფოს უხდის იჯარას. რესპონდენტთა ნახევარზე მეტი თვლის, რომ სოფელში არსებული მუნიციპალური რესურსები უსამართლოდ ნაწილდება.

სასოფლო-სამურნეო ბარათების მიღება რესპონდენტებისთვის მნიშვნელოვანი იყო - ბარათების მიღების მნიშვნელოვნება 5 ბალიან სკალაზე 4,7 ქულით შეფასდა. ბარათების

16

მიღება ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პატარა სოფლებისთვის - 4.82, ყველაზე დაბალი შეფასება დაფიქსირდა დიდ სოფლებში - 4.62. განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია. შეფასება ვერ გააკეთა მხოლოდ 3.4%-მა. სასოფლო-სამურნეო ბარათების განაღდების პროცესი რესპონდენტთა უმეტესობის აზრით უპრობლემოდ წარიმართა.

როგორც აღმოჩნდა, სოფლებში ყველაზე ნაკლებად არის სასოფლო-სამურნეო ინვენტარის მაღაზიები, ფერმერთა მომსახურებისა და მექანიზაციის ცენტრები, კლუბები, აფთიაქები, ბიბლიოთეკები და პროფესიული სასწავლებლები.

ადგილობრივი ხელისუფლების აღქმა

რესპონდენტთა აზრით, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ადგილობრივ ხელისუფლებას არანაირი (34,6%) ან ძალიან მცირე გავლენა აქვს (24,8%). მხოლოდ 7,7% თვლის, რომ ადგილობრივ ხელისუფლება დიდი გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურობაზე. მიუხედავად ამისა სხვადასხვა სერვისებთან დაკავშირებით პრობლემის წარმოქნისას მოსახლეობა პირველ რიგში ძირითადად სოფლის რწმუნებულს მიმართავს, შემდეგ კი გამგებელს.

რესპონდენტების 40,1% ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში პასუხისმგებლობას აკისრებს ადგილობრივ ხელისუფლებას, 37,1% კი თვლის, რომ პასუხიმგებლობა ადგილობრივ მთავრობასთან ერთად თემის წევრებმაც უნდა გაიზიარონ. სოფლის სხვადასხვა პრობლემებზე პასუხისმგებელ პირებად მოსახლეობა ძირითადად სოფლის რწმუნებულსა და გამგებელს მიიჩნევს. ცენტრალურ ხელისუფლების პასუხისმგებლობად კი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა სახელდება. თავად მაცხოვრებელთა პასუხისმგებლობა სასაფლაოებზე ზრუნვით შემოიფარგლება. გამოკითხული რესპონდენტების ნახევარზე მეტი თვლის, რომ ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაში პირველ რიგში უნდა შედიოდეს სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება. მეორე-მესამე ადგილებზე მელიორაცია და კეთილმოწყობა აღმოჩნდა. რესპონდენტთა ყველაზე ნაკლები რაოდენობა თვლის, რომ ადგილობრივი ხელისუფლების საქმეა ბიბლიოთეკა, სანიაღვრე სისტემისა და სასაფლაოების მოვლა.

რესპონდენტთა უმეტესობა თვლის, რომ ადგილობრივი მთავრობა მეტ-ნაკლებად ეფექტურად მუშაობს, 10%-მდე რესპონდენტი ნეგატიურად აფასებს მის მუშაობას.

გამოკითხულთა უმრავლესობა (88%) თვლის, რომ სოფლის რწმუნებულის ინსტიტუტი არჩევით უნდა იყოს, ამ აზრს განსაკუთრებით პატარა სოფლების მოსახლეობა უჭერს მხარს.

რესპონდენტები პასიურნი არიან ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში წვლილის შეტანის თვალსაზრისით: უფრო მცირე ჯგუფია დარწმუნებული საკუთარ ძალებში

17

ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტის კუთხითა და სამომავლოდ ამ საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობაში.

სოფლის მცხოვრებთა მოქალაქეობრივი აქტივობა დაბალია, ისინი ძალიან იშვიათად არიან ჩართულები ადგილობრივი ხელისუფლებასთან ერთად საკითხების გადაჭრაში, იშვიათად დადიან შეხვედრებზე, მონაწილეობენ მოხალისეობრივ საქმიანობაში და ა.. მათი თვითშეფასება აქტიურობის საკითხში 4 ქულიან სკალაზე 1.37 ქულის ტოლია, რომელიც საშუალოზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს. ყველაზე აქტიური საშუალო ზომის სოფლებია.

რესპონდენტები საკმაოდ პასიურნი არიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობაშიც. ისინი, ვისაც რაიმე მიზეზის გამო ჰქონიათ კავშირი, უფრო მეტად სოფლის რწმუნებულსა (14,2%) და გამგებელს (11,4%) უკავშირდებიან. საშუალო სოფელის მაცხოვრებლებს უფრო ხშირად მიუმართავთ სოფლის რწმუნებულისა და გამგებელისთვის, დიდი სოფლის მოსახლეობას კი საკრებულოს თავმჯდომარესთვის.

გამოკითხულთა 75.8% თვლის, რომ აუცილებელი ან სასურველია არსებდეს სოფლის მოსახლეობით დაკომპლექტებული რაიმე ტიპის გაერთიანება მოხალისეობრივ საწყისებზე. გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ მოსახლეობით დაკომპლექტებულ გაერთიანებას სათათბიროსთან ერთად, გადაწყვეტილების მიმღები ფუნქციაც უნდა ჰქონდეს.

რესპონდენტების უმრავლესობის (69%) აზრით მოსახლეობის წარმომადგენლებისგან შემდგარი საბჭო /კრება უნდა იკრიბებოდეს სოფლის კეთილმოწყობის საკითხებთან დაკავშირებით. მომდევნო ადგილები ადგილობრივი გზების შეკეთებასა და სარწყავი სისტემის მართვა/მოვლა/განაწილებას ერგო. ყველაზე ნაკლები ხმა ერგო საძოვრებთან დაკავშირებულ საკითხებს.

რესპონდენტთა უმრავლესობა მზადაა სოფლის პრობლემების მოსაგვარებლად მონაწილეობა მიიღოს სოფლის საბჭოს/კრების საქმიანობაში. რესპონდნეტთა პასიური ნაწილის რაოდენობა, რომელიც უფრო არ ან არ ჩაერთვება მსგავს აქტივობაში გამოკითხულთა 21%-ს შეადგენს. 14,3%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა.

მათ შორის ვინც მზადაა ჩაერთოს საბჭოს საქმიანობაში, მხოლოდ 10.7%-ს შეუძლია სოფლის საკითხების გადაწყვეტისთვის საქმიანობაში ყოველკვირა ჩართვა, მესამედზე ოდნავ მეტს (38,4%) თავისი დრო მხოლოდ თვეში ერთხელ შეუძლია დაუთმოს ამ საქმიანობას, ასევე მესამედზე ოდნავ ნაკლებს (30%) კი მხოლოდ კვარტალში ერთხელ.

რესპონდენტთა 54% თვლის, რომ სოფლის კრების წევრობა სავალდებულო უნდა იყოს სოფელში რეგისტრირებული ყველა მაცხოვრებლისთვის. 32%-ს საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს. სოფლის კრების წევრობისა და შესაბამისად სოფლის პრობლემების მოგვარებაში ჩართვის უფლება, გამოკითხულთა 53,3%-ის აზრით აქვს ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სოფლის ტერიტორიაზე უძრავი ქონება აქვს. 38,8% თვლის, რომ

18

ასეთი უფლება მხოლოდ სოფელში რეგისტრირებულ, საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირს უნდა ჰქონდეს.

რესპონდენტებს ვთხოვეთ შეეფასებინათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივა კოოპერაციების წახალისების შესახებ. აღმოჩნდა, რომ 68,2%-ს ამ ინიციატივის შესახებ არ სმენია. რესპონდენტთა 61%-ს უჭირს პასუხის გაცემა გაერთაინდებოდა თუ არა მსგავს კოოპერატივებში. 23% უარყოფითად პასუხობს კითხვას, 16% მზადაა გაერთიანდეს კოოპერატივებში.

გამოკითხულთა 39% არ იცის ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი. რესპონდენტთა 42,5% არ აქვს ინფორმაცია მათი დეპუტატის პარლამენტში საქმიანობის შესახებ. რესპონდენტთა ნახევარზე მეტი (52,6%) მხოლოდ წინაასარჩევნო შეხვედრებისას შეხვედრია თავის ოლქის დეპუტატს, 39,3% საერთოდ არ შეხვედრია მას. არჩევნების შემდეგ რესპონდენტთა მხოლოდ 13,8% ჰქონია კონტაქტი დეპუტატთან არჩევნების შემდგომ შეხვედრებზე, 4%-ს კი - საკუთარი/თანასოფლელების მიერ ინიცირებულ შეხვედრაზე. რესპონდენტების 56%-მა არ იცის სად მდებარეობს მათი მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო.

19

ოჯახის ეკონომიკა, ხარჯები

გამოკითხულთა 41% ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობებს ცუდად ან ძალიან ცუდად აფასებს. 10,2%-ის პასუხების მიხედვით არსებული შემოსავლით ვერ უზრუნველყოფენ მინიმალურ მოთხოვნილებას კვებაზე და შემოსავალი / მოსავალი კვებაზეც არ ჰყოფნით. გამოკითხულთა 58%-ის პასუხების მიხედვით მათი ფინანსური მდგომარეობა საშუალო, ან დამაკმაყოფილებელია. მათ შუძლიათ ყოველდღიური საჭიროებების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

დიაგრამა 9. ფინანსური შესაძლებლობების შეფასება

შეფასება პატარა სოფელში ორჯერ

პატარა სოფელში ორჯერ მეტია (18,6%) იმ რესპონდენტთა წილი, ვინც თავისი ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობებს, როგორც ძალიან ცუდს, ისე აფასებს, დიდ სოფელთან შედარებით (7,5%).

უმეტესობა რესპონდენტებისა გვპასუხობს, რომ მათი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო 6 თვის მანძილზე არ შეცვლილა. საერთო ჯამში, ოდნავ მეტია იმ რესპონდენტების რაოდენობა (13%), რომლებიც თვლიან, რომ მათი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, ვიდრე მათი, ვინც თვლის, რომ გაუმჯობესდა (21%). ამ შემთხვევაში სოფლის სიდიდე არ ახდენს გავლენას ფინანსური მდგომარეობის ცვლილების აღქმაზე.

20

დიაგრამა 10. ოჯახის ფინანსური მდგომარეობის ცვლილება ბოლო 6 თვის მანძილზე

ბოლო 6 თვის მანძილზე სამომავლოდ პროგნოზი

სამომავლოდ პროგნოზი უფრო ოპტიმისტურია და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შემდეგი 12 თვის განმავლობაში, საერთო ჯამში გამოკითხულთა მესამედი ელოდება.

დიაგრამა 11. ფინანსური მდგომარეობის ცვლილების სამომავლო ხედვა (მომავალი 12 თვე)

ცვლილების სამომავლო ხედვა ( მომავალი 12 თვე ) 21

21

გასული 12 თვის მანძილზე სახელმწიფოსთვის დახმარების, ან შემწეობის თხოვნით გამოკითხულთა 32,7%-ს მიუმართავს. მათ შორის, ვინც მიმართა სახელმწიფოს თხოვნით, 66%-ის პასუხების მიხედვით დახმარება სახელმწიფოსგან არ მიუღიათ.

დიაგრამა 12. მიიღეს თუ არა დახმარება

თუ არა დახმარება მათ შორის ვინც მიიღო

მათ შორის ვინც მიიღო დახმარება სახელმწიფოსგან, 72,3% ამბობს, რომ ეს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის.

გასული 6 თვის განმავლობაში გამოკითხულთა 22,3%-მა ისარგებლა ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით. მათ შორის, ვინც ისარგებლა, უმეტესობისთვის ეს მომსახურება ძალზე მნიშვნელოვანი იყო, ისევე, როგორც მთლიანად გამოკითხულებისთვის.

22

დიაგრამა 13. რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა. (ყველა რესპონდენტი ერთად)

რესპონდენტი ერთად ) ისეთი გრძელვადიანი

ისეთი გრძელვადიანი ხარჯების დიაპაზონი წლის განმავლობაში ლარში, როგორიცაა ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო საქონელი, განათლება, ჯანდაცვა, საქონელი, საცხოვრებელი ფართის შეძენა/გარემონტება, მერყეობს 0-დან 30 000 ლარამდე (ყველა ხარჯი ერთად). საშუალოდ, წლის განმავლობაში გრძელვადიანი დანახარჯები ერთ ოჯახზე გადაანგარიშებით შეადგენს 179 ლარს. დიაგრამაზე # 14 მოცემულია გრძელვადიანი ხარჯების საშუალოების განაწილება.

23

დიაგრამა 14. ყოველწლიური ხარჯების საშუალოების განაწილება ერთ ოჯახზე გადაანგარიშებით

ყოველთვიური ხარჯები ერთ ოჯახზე გადანგარიშებით შეადგენს 140 ლარს. ყველაზე მეტი ხარჯი, რაც გასულ თვეს გასწიეს რესპონდენტებმა არის სესხი (10 000 ლარი).

ყოველდღიური ხარჯებიდან ყველაზე მეტს გამოკითხული ოჯახები საკვებზე ხარჯავენ.

საკვებზე ხარჯავენ . დიაგრამა 15.

დიაგრამა 15. ყოველდღიური ხარჯების საშუალო

. დიაგრამა 15. ყოველდღიური ხარჯების საშუალო 24

24

ერთ სულზე გადაანგარიშებით, ყველა ხარჯის გათვალისწინებით სოფლის მოსახლეობის ყოველდღიური ხარჯი შეადგენს 5,5 ლარს. აღსანიშნავია, რომ მცირე სოფლის მოსახლეობის ყოველდღიური ხარჯი (5,7 ლარი) ოდნავ აღემატება საშუალო (5,6 ლარი) და დიდი სოფლის მოსახლეობის ყოველდღიურ ხარჯებს (5,3 ლარი).

25

ქონება

გამოკითხულთა 95.3%-ს აქვს საკუთარი სახლი, მათ შორის 65.4%-ს რეგისტრირებული. 90%-ს აქვს მიწა, მათ შორის 62,8%-ს რეგისტრირებული. გამოკითხულთა საცხოვრებელი 96,4% შემთხვევაში რესპონდენტის ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს. საცხოვრებელი, რომელშიც რესპონდენტები ცხოვრობენ, საშულოდ 5 ოთახისგან შედგება.

დიაგრამა 16. რეგისტრირებული უძრავი ქონება

უძრავი ქონება გამოკითხულთა

გამოკითხულთა უმრავლესობის საცხოვრებელი უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით და სასმელი წყლით.

ცხრილი 3. რითაა უზრუნველყოფილი რესპონდენტთა საცხოვრებელი

 

სულ

დიდი

საშუალო

პატარა

 

სოფელი

სოფელი

სოფელი

ელექტროობა

96.8%

96.9%

96.2%

97.7%

სასმელი წყალი

82.6%

84.7%

79.3%

81.2%

თხევადი აირით გაზმომარაგება (ბალონი)

53.3%

44.1%

67.3%

59.6%

უკაბელო ტელეფონი (არ იგულისხმება მობილური)

41.1%

40.9%

44.4%

35.3%

ტელეფონი

38.8%

44.8%

27.3%

39.4%

გაზმომარაგების ცენტრალური სისტემა

34.9%

51.4%

9.2%

24.3%

გათბობის ინდივიდუალური სისტემა (იგულისხმება გაზის გამათბობელი, ღუმელის გარდა)

21.0%

24.2%

18.0%

14.7%

კანალიზაცია

20.8%

22.1%

18.5%

20.6%

ინტერნეტი

15.2%

16.4%

13.7%

13.8%

ცხელი წყლის ცენტრალური სისტემა

2.9%

4.9%

2.7%

2.0%

26

როგორც ცხრილიდან #3 ჩანს, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა სოფლებში ჯერ კიდევ დაბალია და მოსახლეობის მხოლოდ 15.2% აქვს სახლში ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა.

გამოკითხულ სოფლებში საშუალოდ 0,1ჰა-დან 15 ჰა-მდე მიწის ნაკვეთს ფლობენ. ყველაზე გავრცელებული კულტურა, რომელიც მოყავს სოფლის მოსახლეობას, არის სიმინდი, პომიდორი და კარტოფილი. კულტურების ჩამონათვალი დასახელების სიხშირის მიხედვით მოცემულია ცხრილში # 4

ცხრილი 4. 2013 წელს მოყვანილი კულტურები 2 .

კულტურა

%

პასუხებიდან

სიმინდი

19.6%

პომიდორი

11.6%

კარტოფილი

11.3%

ყურძენი

10.0%

ნიგოზი, თხილი, ნუში,

 

5.7%

კურკოვანი ხილი (ალუბალი, ქლიავი, ატამი, ტყემალი …)

 

4.9%

ლობიო

4.8%

ციტრუსი (ლიმონი, მანდარინი, ფორთოხალი)

 

4.6%

კიტრი

4.3%

მწვანილი, ბოლოკი, წიწაკა

 

4.2%

ხორბალი

3.4%

ფხალეული, ლობიო, პარკოსნები

 

3.1%

ხახვი

3.1%

ვაშლი

2.7%

საქონლის საკვები (თივა, ჩალა, ნამჯა)

 

1.2%

საქონლის საკვები მარცვლეული (ქერი, შვრია, სოიო)

 

1.0%

მსხალი

0.7%

სხვა ხილი

(კომში,

მუშმალა

.)

0.6%

სუბტროპიკული ხილი (კარალიოკი, ხურმა, ბროწეული, ლეღვი

)

0.6%

ბადრიჯანი

0.5%

ნიორი

0.5%

კომბოსტო

0.4%

ჭარხალი

0.3%

კენკროვანები (მარწყვი, ჟოლო, მოცხარი, მაყვალი, ხურტკმელი)

 

0.2%

ბოსტნეულის ნერგები, ჩითილები

 

0.2%

სტაფილო

0.1%

საზამთრო, ნესვი, კვახი

 

0.1%

ჩაი

0.1%

ტყის ხილი (წაბლი) სოკო

 

0.1%

2 განაწილება დათვლილია პასუხებიდან

27

გამოკითხულთაგან ყველაზე მეტ ნაწილს 68,2%-ს შინაური ფრინველი ჰყავს, ხოლო 54%-ს ფური (მეწველი ძროხა). თუ შევადარებთ რეგიონებს, ყველაზე მეტი საქონელი ჰყავთ (85%) სამცხე-ჯავახეთში, ყველაზე ნაკლები აჭარაში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში. (გამოკითხულთა 30%-).

დიაგრამა 17. რა ნაწილს ჰყავს შინაური ცხოველები

შინაური ცხოველები ცხრილი 5. რა ნაწილს

ცხრილი 5. რა ნაწილს ჰყავს შინაური ცხოველები. განაწილება სოფლის სიდიდის მიხედვით

შინაური ცხოველები

დიდი სოფელი

საშუალო სოფელი

პატარა სოფელი

   

%

ფური (მეწველი ძროხა)

46.0

62.5

67.7

ხარი

2.8

3.1

2.7

ხბო

30.6

42.0

46.4

ცხვარი

1.6

4.9

4.1

თხა

0.8

2.5

0.5

ღორი

18.8

25.6

23.2

28

შინაური ფრინველი

66.3

74.2

67.7

ვირი

0.1

1.1

0.9

ცხენი

1.6

2.7

2.3

კურდღელი

2.3

3.8

1.8

ფუტკარი /სკები

2.3

5.6

5.0

ცხრილი 6. რამდენ ოჯახს ჰყავს შინაური ცხოველები , მაქსიმალური, მინიმალური და საშუალო რაოდენობა ოჯახზე

 

ოჯახების რაოდენობა ვისაც

მინიმუმ

მაქსიმუმ

საშულო

ჰყავს

ოჯახზე

   

ცალი

ფური (მეწველი ძროხა)

812

1

15

2

ხარი

48

1

5

1

ხბო

546

1

15

2

ცხვარი

44

1

25

6

თხა

19

1

12

2

ღორი

320

1

100

2

შინაური ფრინველი

1026

1

100

16

ვირი

10

1

12

3

ცხენი

31

1

10

1

კურდღელი

40

1

30

7

ფუტკარი /სკები

58

1

300

17

29

ხელმისაწვდომობა სხვადასხვა სერვისზე

გამოკითხული სოფლებიდან 14 სოფლის (გამოკითხული 60 სოფლის დაახლოებით მეოთხედი, 23.3%) მოსახლეობის ნახევარზე მეტი გვპასუხობს, რომ მის სოფელს საძოვარი არა აქვს. ეს სოფლები უმთავრესად გურიასა და აჭარაში მდებარეობს. სოფლის ზომა არ განსაზღვრავს, აქვს თუ არა სოფელს საძოვარი.

საძოვრები ძირითადად ან სოფელში მდებარეობს, ან სოფლის გარეთ. რესპონდენტთა 14% ამბობს, რომ მის სოფელს მეზობელ სოფელთან საზიარო საძოვარი აქვს.

დიაგრამა 18. საძოვრების მდებარეობა

მდებარეობა ცხრილი 7. საძოვრების

ცხრილი 7. საძოვრების მდებარეობა. განაწილება სოფლების სიდიდის მიხედვით

დიდი

საშუალო

პატარა

სოფელი

სოფელი

სოფელი

 

%

სოფელში

44.3

48.9

50.3

მეზობელ სოფელსა და ჩვენს სოფელს საერთო საძოვარი აქვთ და ის ორივე სოფლის ტერიტორიაზეა

16.1

13.0

8.5

საძოვარი სოფლის გარეთ მდებარეობს

34.8

36.3

37.3

არ ვიცი/ ..

4.9

1.8

3.9

30

მიუხედავად იმისა, რომ საძოვრების უმეტესობა სოფელთან ახლოს მდებარეობს, იმ

სოფლებში, რომლებსაც აქვს საძოვარი, რესპონდენტთა ნახევარი არადამაკმაყოფილებლად

თვლის საძოვრებზე ხელმისაწვდომობას. საძოვრებზე ხელმისაწვდომობა 4 ქულიან

სკალაზე საშუალოდ 2.42 ქულით შეფასდა.

დიაგრამა 19. საძოვრებზე ხელმისაწვდომობა

ხელმისაწვდომობა რეგიონებს შორის

რეგიონებს შორის გურიის გამოკითხული რესპონდენტები ყველაზე მაღალ შეფასებას აძლევენ საძოვრებზე ხელმისაწვდომობას.

ცხრილი 8. საძოვრებზე ხელმისაწვდომობა. განაწილება რეგიონების მიხედვით

რეგიონი

Mean

აჭარა

2.63

კახეთი

2.31

შიდა ქართლი

2.04

მცხეთა მთიანეთი

2.31

იმერეთი

2.08

რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი

2.76

სამეგრელო-ზემო სვანეთი

2.7

გურია

3.09

ქვემო ქართლი

2.2

სამცხე-ჯავახეთი

2.42

31

რესპონდენტთა აზრით საძოვრები ძირითადად სოფლისა და სახელმწიფო საკუთრებაშია.

დიაგრამა 20. საძოვრების საკუთრების ტიპი

საკუთრების ტიპი ცხრილი 9. საძოვრების

ცხრილი 9. საძოვრების საკუთრების ტიპი. განაწილება სოფლის სიდიდის მიხედვით

დიდი

საშუალო

პატარა

სოფელი

სოფელი

სოფელი

 

%

 

კერძო

1.6

1.1

სოფლის საერთო საკუთრება

40.5

36.9

44.4

სახელმწიფო საკუთრება

41.3

44.7

35.9

არ ვიცი/ ..

16.7

17.4

19.6

რესპონდენტთა თითქმის ნახევარმა არ იცის არის თუ არა მათ სოფელში გასანაწილებელი მიწები. გამოკითხული 34 სოფლის რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ მათ სოფელში ჯერ კიდევ არის გასანაწილებელი მიწები.

32

დიაგრამა 21. არის თუ არა თქვენს სოლფელში გასანაწილებელი მიწები

მიწები სოფელში

სოფელში გაუნაწილებელი მიწები მიტოვებულია, ან იჯარითაა გაცემული სოფელში /სოფლის გარეთ მცხოვრებ პირზე, რომელიც სახელმწიფოს უხდის იჯარას (დიაგრამა #22). რესპონდენტთა 19,5% ამბობს, რომ გაუნაწილებელი მიწები უცხოელებზეა იჯარით გაცემული.

დიაგრამა 22.გაუნაწილებელი ტერიტორიების მოვლა

33

რესპონდენტთა ნახევარზე მეტი თვლის , რომ

რესპონდენტთა ნახევარზე მეტი თვლის, რომ სოფელში არსებული მუნიციპალური რესურსები უსამართლოდ ნაწილდება (ძალიან უსამართლოდ 22%, უფრო უსამართლოდ

30%).

დიაგრამა 23. მუნიციპალური რესურსების განაწილების სამართლიანობის აღქმა

34

ცხრილი 10. მუნიციპალური რესურსების

ცხრილი 10. მუნიციპალური რესურსების განაწილების სამართლიანობა. განაწილება სოფლის სიდიდის მიხედვით

დიდი

საშუალო

პატარა

სოფელი

სოფელი

სოფელი

 

%

 

ძალიან უსამართლოდ

7.9

7.2

5.9

უფრო უსამართლოდ

21.4

24.9

18.2

უფრო სამართლიანად

23.7

36.4

37.3

ძალიან სამართლიანად

3.1

4.9

4.1

არ ვიცი/..

43.8

26.5

34.5

რესპონდენტთა უმეტესობა თავისი სოფლისთვის ტრადიციულ საქმიანობად მეცხოველეობას (47,9%), მებოსტნეობას (55%) და მეხილეობას მიიჩნევს (35,6%).

ცხრილი 11. ტრადიციული საქმიანობა

მებოსტნეობა

55.9%

მეცხოველეობა

47.9%

მეხილეობა

35.6%

რძის პროდუქტების წარმოება (რძე,ყველი,მაწონი,ხაჭო და ა.)

15.2%

მევენახეობა

8.3%

ტურიზმი/საკურორტო მომსახურება

6.0%

მემარცვლეობა

5.6%

ტყის პროდუქტების შეგროვება (სოკო,გირჩა და ა.)

4.2%

არ ვიცი/...

3.9%

35

თევზჭერა

1.5%

მეთუნეობა

1.1%

მიწათმოქმედება

0.9%

მეჩაიობა

0.7%

ხელით ქსოვა

0.6%

ხალიჩების ქსოვა

0.5%

ნადირობა

0.3%

თევზსაშენი მეურნეობა

0.3%

მეთხილეობა

0.3%

ტურისტული ლაშქრობა და მთამსვლელობა

0.2%

ზამთრის სპორტი

0.1%

მესათბურეობა

0.1%

ვაჭრობა

0.1%

კვლევის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა ამათუიმ დაწესებულების სოფელში არსებობა და მათი მომსახურების ხარისხით კმაყოფილების შეფასება.

ცხრილი 12. დაწესებულების არსებობა

დაწესებულება

სოფლების რაოდენობა, სადაც არ არის დასახელებული დაწესებულება

საბავშვო ბაღი

23

სკოლა

6

პროფესიული სასწავლებელი

45

ამბულატორია

18

აფთიაქი

38

ბიბლიოთეკა

27

კლუბი

40

სასოფლო სამეურნეო ინვენტარის მაღაზია

50

ფერმერთა მომსახურებისა და მექანიზაციის ცენტრები

51

იმ სოფლებში, სადაც არის დასახელებული დაწესებულებები, მომსახურების ხარისხით კმაყოფილება შემდეგნაირად განაწილდა 3 :

ცხრილი 13. სხვადასხვა დაწესებულების მომსახურებით კმაყოფილება

mean

საბავშვო ბაღი

2.45

3 მომსახურებით კმაყოფილების შეფასება ხდებოდა 3 ქულიან სკალაზე

36

სკოლა

2.50

პროფესიული სასწავლებელი

2.26

ამბულატორია/პოლიკლინიკა

2.41

აფთიაქი

2.42

ბიბლიოთეკა

2.35

კლუბი/კულტურის სახლი

2.16

სასოფლო სამეურნეო ინვენტარის მაღაზია

2.47

ფერმერთა მომსახურების და მექანიზაციის ცენტრი

2.43

რესპონდენტთა უმრავლესობა სოფლის სხვადასხვა პრობლემებზე პასუხისმგებელ პირებად ძირითადად სოფლის რწმუნებულსა და გამგებელს მიიჩნევს. ცენტრალურ ხელისუფლების პასუხისმგებლობად უმეტესობამ ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, გაზის გაყვანა და საბავშვო ბაღებით უზრუნველყოფა დაასახელა. თავად მაცხოვრებელთა პასუხისმგებლობა კი სასაფლაოებზე ზრუნვით შემოიფარგლება. ცხრილი #14.

37

ცხრილი 14. სოფლის პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობა

ეკონომიკურ ზრდის ხელშეწყობა (სოფლის მეურნეობა, დასაქმება, ბიზნესი)

მყარი ნარჩენების / ნაგვის მოგროვება და გადაყრა

გამწვანებული დასასვენებელი ადგილების მოწყობა და მოვლა

ადგილობრივი გზების შეკეთება / მოვლა

სასაფლაოს მოვლა

საბავშვო ბაღებით

ქუჩების / გზების განათება

სასმელი წყლით

უზრუნველოფა

ღონისძიებების

კულტურული

გაზის გაყვანა

მომარაგება

მოწყობა

სოფლის მაცხოვრებლები

3.3

0.3

11.8

2.9

0.1

1.5

0.1

3.7

36.5

0.5

საკრებულოს წევრი

1.2

0.3

0.4

0.9

0.5

0.8

0.3

0.9

1.3

საკრებულოს თავმჯდომარე

4.6

3.1

3.1

3.4

2.4

4.9

3.7

4.9

2.2

36.4

16.6

26.3

34.0

21.8

28.4

19.1

34.2

27.7

12.4

გამგებელი

30.3

28.9

31.0

38.0

40.7

37.3

36.7

38.7

25.3

19.3

რეგიონის გუბერნატორი

5.7

7.8

0.7

3.8

7.0

2.4

3.8

1.9

0.9

6.1

ცენტრალური

5.5

20.0

2.9

10.4

19.4

8.4

12.2

6.1

2.3

47.9

ხელისუფლება

დონორი ორგანიზაციები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები

0.3

1.6

0.1

0.4

1.2

2.8

1.5

0.7

1.6

1.6

კომუნალური სამსახურები

10.4

18.4

20.5

3.1

0.1

8.5

19.5

0.9

 

1.3

38

გამოკითხულთა შორის სასოფლო-სამეურნეო ბარათების/ვაუჩერების 4 მფლობელების ყველაზე დიდ ჯგუფებს შეადგენენ მიწის მესაკუთრეები, რომელთაც მიღებული აქვს 100 ლარიანი ბარათი 5 (36,8%) და კომბინირებული ბარათი (25,5%), ყველაზე მცირერიცხოვან ჯგუფში (5,4%) შედიან 510 ლარის ღირებულების ნომინალური ბარათის მიმღები მიწის მესაკუთრეები.

დიაგრამა 24. რა სახის სასოფლო სამეურნეო ბარათი / ვაუჩერი მიიღეთ?

/ ვაუჩერი მიიღეთ ? რესპონდენტთა 91%- ის

რესპონდენტთა 91%-ის თანახმად, ბარათები დროულად დარიგდა.

4 საქართველოს მთავრობის 2013 წლის საგაზაფხულო პროგრამით განსაზღვრული „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში ფერმერებს მთელი საქართველოს მასშტაბით დაურიგდათ ნომინალური სასოფლო-სამეურნეო ბარათები, რომლითაც მათ შეუძლიათ მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი და ინვენტარი. მიმდინარე წელს პროექტის განხორციელებისთვის 180 მლნ ლარზე მეტი იყო გათვალისწინებული.

5 100 ლარიანი ნომინალური ბარათი განკუთვნილია 0.25 ჰექტარზე მცირე მიწის მესაკუთრეებისთვის; კომბინირებული ბარათი -ნიადაგის ხვნა, ხნულის დადისკვა/გაფხვიერება (0.25 - ჰა-დან 1.25 ჰა ფართობის სახნავი მიწის მესაკუთრეებისთვის);

300 ლარიანი ნომინალური ბარათი- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი და ინვენტარის

შეძენისთვის (0.25 - ჰა-დან 1.25 ჰა ფართობის სახნავი მიწის მესაკუთრეებისთვის)

510 ლარის ღირებულების ნომინალური ბარათი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და

ინვენტარის შეძენისთვის (0.25-ჰა-დან 1.25ჰა-ის ნარგავების მესაკუთრეებისთვის)

640 ლარის ღირებულების ნომიმალური ბარათი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და

ინვენტარის შეძენისთვის (1.25-ჰადან 5 ჰა-მდე სახნავი მიწის ფართობის, ან მხოლოდ მრავალწლიანი

ნარგაობის მქონე ფერმერებისთვის)

39

დიაგრამა 25. სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგების დროულობა

დარიგების დროულობა კვლევის ჩატარების

კვლევის ჩატარების ეტაპისთვის, რესპონდენტებს, სხვადასხვა სახის ვაუჩერი, უკვე მიღებული ჰქონდათ. ვაუჩერი, სხვადასხვა მიზეზების გამო ჯერ არ ჰქონდა მიღებული მხოლოდ 14,2%-(212 რესპონდენტი). ამ რესპონდენტთა უმეტესობა დიდი და პატარა სოფლებიდანაა, შესაბამისად 16,5% და 20%. (იხ. ცხრილი #15.)

ცხრილი 15. ნომინალური ბარათების მფლობელთა განაწილება სოფლების სიდიდის მიხედვით

რა ტიპის ბარათი მიიღეს

დიდი

საშუალო

პატარა

სოფელი

სოფელი

სოფელი

 

%

 

100

ლარიანი ნომინალური ბარათი

39.7

37.5

24.1

კომბინირებული ბარათი

25.6

29.2

17.7

300

ლარიანი ნომინალური ბარათი

10.6

11

15

510

ლარის ღირებულების ნომინალური ბარათი

3.6

7.2

8.6

640

ლარის ღირებულების ნომინალური ბარათი

4.6

9.9

15.5

ჯერ არ მიმიღია ვაუჩერი

16.5

7

20

ვაუჩერის მიუღებლობის ძირითად მიზეზად რესპონდენტები ძირითად სიაში არ ყოფნასა (41,3%) და პროგრამაში ვერ მოხვედრას ასახელებენ (30,7%). მიწის რეგისტრაციის არქონის გამო სასოფლო-სამურნეო ბარათი ვერ მიიღო 7,8%-მა.

მიუხედავად

იმისა,

რომ

„მცირემიწიან

ფერმერთა

საგაზაფხულო

სამუშაოების

ხელშეწყობის

პროექტით“

მიღებული

ნომინალური

ბარათების

განაღდება

1

 

40

აგვისტომდეა 6 შესაძლებელი, რესპონდენტების 7,9%-ს კვლავ აქვს იმედი, რომ მიიღებს ბარათს 7 .

დიაგრამა 26. სასოფლო-სამეურნეო ბარათების მიუღებლობის მიზეზები (განაწილება 212 რესპონდენტის პასუხების მიხედვით - ვისაც არ მიუღია ვაუჩერი)

არ მიუღია ვაუჩერი ) ცხრილი 16. სასოფლო -

ცხრილი 16. სასოფლო-სამეურნეო ბარათების მიუღებლობის მიზეზები. განაწილება სოფლების სიდიდის მიხედვით

დიდი

საშუალო

პატარა

სოფელი

სოფელი

სოფელი

 

%

არ ვიყავი ძირითად სიაში

40.2

66.7

36.6

მიწა არ მქონდა დარეგისტრირებული

10.3

9.5

მიწა არ მაქვს

10.3

19.0

გვპირდებიან /ველოდებით

3.4

17.1

გვარი იყო შეცდომით / პირადი ნომერი

1.7

4.8

2.4

დამატებით სიაში ჩავეწერეთ

.9

განცხადი არ შემივსია

1.7

მეორე ვაუჩერი არ მიმიღია

31.6

7 კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2013. ივლისში

41

პროგრამაში ვერ ჩავჯექი

43.9

სასოფლო-სამურნეო ბარათების განაღდების პროცესი რესპონდენტთა უმეტესობის აზრით უპრობლემოდ წარიმართა.

დიაგრამა 27. სასოფლო-სამეურნეო ბარათების განაღდების პროცესი

განაღდების პროცესი რესპონდენტები ,

რესპონდენტები, რომელთაც ჰქონდათ გარკვეული პრობლემები ბარათების განაღდებისას, ასახელებენ შემდეგ მიზეზებს: ბარათის დაკარგვა, სრულად არ გამოყენება, ინვენტარის უფრო ძვირად მიყიდვა.

სასოფლო-სამურნეო ბარათების მიღება რესპონდენტებისთვის მნიშვნელოვანი იყო - ბარათების მიღების მნიშვნელოვნება 5 ბალიან სკალაზე 4,7 ქულით შეფასდა. ბარათების მიღება ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პატარა სოფლებისთვის - 4.82, ყველაზე დაბალი შეფასება დაფიქსირდა დიდ სოფლებში - 4.62. განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია. შეფასება ვერ გააკეთა მხოლოდ 3.4%-მა.

ცხრილი 17. სასოფლო-სამეურნეო ბარათების მიღების მნიშვნელოვნების შეფასება. განაწილება სოფლების სიდიდის მიხედვით

 

დიდი

საშუალო

პატარა

ყველა

სოფელი

სოფელი

სოფელი

სოფელი

 

ერთად

 

%

უმნიშვნელო

.6

.2

.6

.5

უფრო უმნიშვნელო

.7

1.2

1.2

1.0

არაფერი შეცვალა

6.4

4.2

1.8

5.1

უფრო მნიშვნელოვანი

20.2

19.3

8.4

18.3

42

მნიშვნელოვანი

72.0

75.1

88.0

75.1

ადგილობრივი ხელისუფლების აღქმა და მოქალაქეთა აქტივობა

რესპონდენტთა აზრით, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ადგილობრივ ხელისუფლებას არანაირი (34,6%) ან ძალიან მცირე გავლენა აქვს (24,8%). მათი მხოლოდ 7,7% თვლის, რომ ადგილობრივ ხელისუფლება დიდი გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურობაზე.

დიაგრამა 28. ადგილობრივი ხელისუფლების გავლენა რესპონდენტთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე

ცხოვრებაზე თავად რესპონდენტებს

თავად რესპონდენტებს ძირითადად აინტერესებთ რა ხდება ადგილობრივ ხელისუფლებაში ("ძალიან მაინტერესებს" - 23,1%, "მეტ-ნაკლებად მაინტერესებს" - 47,5%). დიაგრამა #29

დიაგრამა 29. ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობისადმი ინტერესი

ინტერესი დიდ სოფლებში

დიდ სოფლებში შედარებით ნაკლებად ინტერესდებიან ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობით დიაგრამა #30

43

დიაგრამა 30. ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობისადმი ინტერესი. განაწილება სოფლების სიდიდის მიხედვით

სიდიდის მიხედვით რესპონდენტებს

რესპონდენტებს შევთავაზეთ ფრაზები ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებისთვის. შეფასება ხდებოდა 5 ქულიან სკალაზე. მიღებული შედეგების მიხედვით ადგილობრივი ხელისუფლების საინტერესო განზოგადებულ სურათს ვიღებთ: იგი პატიოსანი და სანდოა, უსმენს მოსახლეობის პრობლემებს, ეფექტურია და კარგად მუშაობს, ამავე დროს რესპონდენტები უფრო ნაკლებად ეთანხმებიან, რომ იგი "ფულს ხარჯავს ჭკვიანად", "ადგილობრივი თემის საჭიროებებს აყენებს პერსონალურ ინტერესებზე მაღლა", "ადგილობრივი თემის საჭიროებებს აყენებს საკუთარი პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე მაღლა".

44

დიაგრამა 31. ადგილობრივი ხელისუფლების შეფასება

შეფასება სერვისებით

სერვისებით კმაყოფილების შეფასებისას ყველაზე მაღალი საშუალო ქულა მიენიჭა საბავშვო ბაღებით უზრუნველყოფას, მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებას და ქუჩების/გზების განათებას. ყველაზე დაბალი საშუალო ქულა დაფიქსირდა გამწვანებული დასასვენებელი ადგილების შექმნა/მოწყობა/მოვლის, კულტურული ღონისძიებების მოწყობისა და სარწყავი წყლით მომარაგების სერვისის შეფასებისას.

45

დიაგრამა 32. სერვისებით კმაყოფილება

კმაყოფილება სხვადასხვა

სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში ადგილობრივი მთავრობის ჩართულობის შეფასებისას ყველაზე მაღალი შეფასებები 8 მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებამ, საბავშვო ბაღებით უზრუნველყოფამ და ადგილობრივი გზების შენარჩუნებამ მიიღო. ადგილობრივი მთავრობის ჩართულობა შედარებით დაბალი ქულით ფასდება სასაფლაოების მოვლის, გამწვანებული დასასვენებელი ადგილებისა და კულტურული ღონისძიებების მოწყობის საკითხების მოგვარებაში.

8 4 ქულიანი შეფასების სკალა

46

დიაგრამა 33. სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში ადგილობრივი მთავრობის ჩართულობა

მთავრობის ჩართულობა სხვადასხვა

სხვადასხვა სერვისებთან დაკავშირებით პრობლემის წარმოქნისას მოსახლეობა პირველ რიგში ძირითადად სოფლის რწმუნებულს მიმართავს, შემდეგ კი გამგებელს.

47

დიაგრამა 34. პრობლემების გადაწყვეტის გზები

გადაწყვეტის გზები რესპონდენტთა 37%

რესპონდენტთა 37% ფიქრობს, რომ ადგილობრივი მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მამაკაცები უფრო არიან ჩართულები, 35% კი თვლის, რომ ქალები და მამაკაცები თანაბრად არიან ჩართულნი. მხოლოდ 3%-ია ქალების აქტიურობის მიმართ ოპტიმისტურად განწყობილი და თვლის, რომ ქალები უფრო აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივ მთავრობასთან ურთიერთობის პროცესში.

დიაგრამა 35. ადგილობრივი მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა

48

ცხრილი 18. ადგილობრივი მთავრობის მიერ

ცხრილი 18. ადგილობრივი მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა. განაწილება სოფლების სიდიდის მიხედვით

დიდი

საშუალო

პატარა

სოფელი

სოფელი

სოფელი

 

%

ქალები უფრო მეტად არიან ჩართულები

3.2

2.5

0.9

მამაკაცები უფრო მეტად არიან ჩართულები

37.9

35.5

40.9

თანაბარად არიან ჩართულები

34.7

36.6

31.4

არ ვიცი/..