You are on page 1of 50

ეროვნული უმცირესობების მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კვლევა

განხორციელდა პროექტის „ხელმისწვდომი მართლმსაჯულება ეროვნული და რელიგიური

უმცირესობებისთვის ადმინისტრაციული სამართლის სფეროში“

ფარგლებში, რომელსაც

ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის,

აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის JILEP პროგრამის მხარდაჭერითა და აშშ

საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები შესაძლებელია არ გამოხატავდეს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის JILEP პროგრამის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და აშშ-ს მთავრობის პოზიციას/შეხეულებებს, და მათზე სრულად პასუხისმგებელია სიდა/ARC

სარჩევი

შესავალი

4

კვლევის მიზანი

5

კვლევის ამოცანები

5

მეთოდოლოდია

5

ძირითადი დასკვნები

9

რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის შედეგები

14

სხვადასხვა ინსტიტუტებისადმი ნდობა

14

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა

21

ინფორმირებულობა და უფლებები

37

ინფორმირებულობა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით

42

სასამართლოს ფუნქციონირების შეფასება

47

საინფორმაციო ველი

48

შესავალი

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ნებისმიერ ქვეყანის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ ინდიკატორს წარმოადგენს. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა შესაძლებელია განვიხილოთ, როგორც იმ კომპონენტის ერთობლიობა, რომლებიც სასამართლოს გამოყენებით სამართლებრივი საკითხების სამართლიანად გადაწყვეტილების მიღების პროცესს ემსახურება.

მართლმსაჯულების პროცესისთვის მნიშვნელოვან კომპონენტებს შეადგენს:

1)

მოქალაქეების ინფორმირებულობა:

a. საკუთარი უფლებების შესახებ,

b. არსებული კანონმდებლობისა და აღსრულების მექანიზმების შესახებ;

c. ინფორმირებულობის ხარისხი სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო

ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ;

d. სამართლებრივი საკითხების მოგვარების საშუალებების შესახებ;

2)

ნდობის ხარისხი სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ:

a. სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ხარისხი განსაზღვრავს ნდობასაც ამ ინსტიტუტების

მიმართ;

3) სამართლიანობის ინფრასტრუქტურა.

აღქმა

და

სამართლებრივი

დახმარების

არსებული

a. სამართლიანი კანონმდებლობა და მისი მიუკერძოებლად აღსრულება

b. ადგილებზე არსებული სამართლებრივი კვალიფიკაცია, რომელიც აძლევს საშუალებას სხვადასხვა შესაძლებლობის ადამიანებს დაიცვას საკუთარი

ინტერესები.

საქართველო მულტიეთნიკურ ქვეყანას წარმოადგენს, სადაც ორ რეგიონში კომპაქტურად სახლობენ ეთნიკურად არაქართული თემები და რეგიონის მასშტაბით უმრავლესობას წარმოადგენენ. ასევე კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკურად არაქართველები კახეთის რეგიონში, სადაც უმრავლესობას ეთნიკური ქართველები წარმოადგენენ. ის გარემოება, რომ კომპაქტურად დასახლებულ თემებში ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის სახელმწიფო ენა, შესაძლებელია გახდეს მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი, ამიტომ ეს რეგიონები განსაკუთარებით საინტერესოა კვლევის კუთხით.

კვლევის მიზანი საქართველოში მცხოვრები ერთნიკურად არაქართველი მოქალაქეების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შეფასება.

კვლევის ამოცანები

1. ეროვნული და რელიგიური უმცირესობების ინფორმირებულობის დონის შესწავლა მათი უფლებების შესახებ.

2. ეროვნული და რელიგიური უმცირესობების ინფორმირებულობის დონის შესწავლა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობისა და იურიდიული სერვისი s მიღების

შესახებ ადმინისტრაციული სამართლის სფეროში.

მეთოდოლოდია კვლევა ჩატარდა 2013 წლის ივლისში საქართველოს 3 რეგიონის 10 მუნიციპალიტეტში.

კვლევისას გამოყენებული იქნა კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი (ფოკუს-ჯგუფების) მეთოდი

რაოდენობრივი კვლევა

კვლევის მიზნიდან გამომდინარე რეგიონები და ქალაქები, სადაც ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა შერჩეული იქნა მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის გათვალისწინებით. შეირჩა ის რეგიონები სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები.

შერჩევის არეალი: შერჩევის ფორმირებისთვის ჩარჩოდ გამოყენებული იქნა მოსახლეობის 2002 წლის აღწერის მონაცემები. 1 შერჩეული იქნა რეგიონები, სადაც არის სამი ან მეტი მუნიციპალიტეტი, რომელშიც არის ერთი დასახლებული პუნქტი მაინც სადაც მოსახლეობის 60%-ს ეთნიკური უმცირესობები წარმოადგენენ. შეირჩა სამი რეგიონი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი.

შერჩევის დიზაინი: გამოყენებული იქნა სამსაფეხურიანი კლასტერული შერჩევა. პირველ საფეხურს წარმოადგენდა რეგიონი, მეორე საფეხურს მუნიციპალიტეტი, ხოლო მესამე საფეხურს დასახლებული პუნქტი.

შეირჩა

უმცირესობები წარმოადგენენ.

ის

დასახლებული

პუნქტები,

სადაც

მოსახლეობის

60%-ზე

მეტს

ეთნიკური

pdf

რესპონდენტთა

პროპორციულად.

შერჩევა

მოხდა,დასახლებული

პუნქტების

მიხედვით

მოსახლეობის

შერჩევის პირველად ერთეულს წარმოადგენდა დასახლებული პუნქტი, მეორად ერთეულს

შინამეურნეობა, ხოლო საბოლოო ერთეულს 18 და უფროსი ასაკის ინდივიდი.

რესპონდენტები ირჩეოდენ ეთნიკური კუთვნილების ნიშნით.

თითოეულ პირველ ერთეულში შერჩევის მეორადი ერთეულის შერჩევა განხორციელდა

შემთხვევითი ხეტიალის მეთოდით. შერჩევის ბიჯი, განსხვავდებოდა ყოველი პირველადი

შერჩევის ერთეულისთვის და დამოკიდებული იყო დასახლების სიმჭიdროვეზე.

შერჩევის მეორად ერთეულში, საბოლოო ერთეულის შერჩევა ხდებოდა შინამეურნეობაში,

ოჯახის წევრთა შორის ბოლო დაბადების დღის პრინციპით.

გამოპასუხების პროცენტი შეადგენდა - 82%-.

სამიზნე რეგიონებში (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი) ჩატარდა რაოდენობრივი

კვლევა 1000 რესპონდენტზე. სამიზნე ჯგუფს ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობა წარმოადგენდა. კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რაოდენობრივი კვლევის

ინსტრუმენტად გამოყენებული იყო სტრუქტურირებული ანკეტა დახურული და ღია (49

კითხვა) კითხვებით.

ცხრილი 1 რესპონდენტთა განაწილება რეგიონების მიხედვით 2

რეგიონი

რაოდენობა

%

Sampling

 

error

ქვემო ქართლი

460

46

3.54%

სამცხე-

390

39

ჯავახეთი

3.26%

კახეთი

150

15

5.71%

სულ:

1000

100

2.21%

ცხრილი 2. სამიზნე რეგიონები და მუნიციალიტეტები:

რეგიონი

ქალაქი

ქვემო ქართლი

ბოლნისი

 

გარდაბანი

 

მარნეული

e

2

z pq N n 2 (  ) (  1) N n
z pq N n
2
(
 )
(  1)
N
n
 

დმანისი

სამცხე-ჯავახეთი

ახალციხე

 

ახალქალაქი

 

ნინოწმინდა

კახეთი

თელავი

 

საგარეჯო

 

ლაგოდეხი

თვისებრივი კვლევა

სამიზნე რეგიონებში ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, ჩატარდა 6 ფოკუს-ჯგუფის

შეხვედრა, თითოეულ რეგიონში 2 ფოკუს-ჯგუფი. ფოკუს-ჯგუფებში სულ მონაწილეობა მიიღო 68 მონაწილემ. ფოკუს-ჯგუფებში მონაწილეობდნენ ადგილობრივი არასამთავრობო

სექტორის, მედიის წარმომადგენლები და ადგილობრივი იურისტები.

ფოკუს-ჯგუფის დისკუსია მიმდინარეობდა წინასწარ შემუშავებული გაიდის/სადისკუსიო

გეგმის საშუალებით. საკვლევი საკითხები ემთხვეოდა კვლევის მიზნებსა და ამოცანებს.

დემოგრაფიული მონაცეები

ცხრილი 3. რომელ ეროვნებას მიაკუთვნებენ თავს რესპონდენტები

ეროვნება

%

სომეხი

46

აზერბაიჯანელი

43

სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი (რუსი, ბერძენი, უკრაინელი, ქურთი)

11

ცხრილი 4. რესპონდენტთა განაწილება სქესის მიხედვით

მდედრობითი

56,3%

მამრობითი

43,7%

გამოკითხულთა საშუალო ასაკი 41 წელია. გამოკითხულთა 19% დაუსაქმებელია, 21%

დასაქმებულია, ხოლო 35% თვითდასაქმებული. მათ შორის ვინც დასაქმებულია, ნახევარი

თვითდასაქმებულია, უძღვება საკუთარ ბიზნესს დაქირავებულების გარეშე.

ცხრილი 5. რესპონდენტთა დასაქმება

რესპონდენტის ძირითადი სამსახური

%

ვუძღვები საკუთარ ბიზნესს / ვარ თვითდასაქმებული დაქირავებული თანამშრომლების გარეშე, მიწის ნაკვეთზე მუშაობის ჩათვლით.

54

ვუძღვები საკუთარ ბიზნესს / ვარ თვითდასაქმებული და მყავს დაქირავებული თანამშრომლები, მიწის ნაკვეთზე მუშაობის ჩათვლით

13

ვარ დაქირავებული მუშაკი მცირე ადგილობრივ საოჯახო ბიზნესში /საოჯახო საწარმოში.

9

ვარ დაქირავებული მუშაკი საშუალო ან დიდი ზომის ადგილობრივ კერძო ორგანიზაციაში, კომპანიაში ან საწარმოში

7

ვარ დაქირავებული მუშაკი სახელმწიფო ორგანიზაციაში, კომპანიაში ან საწარმოში.

15

ვარ დაქირავებული მუშაკი უცხოურ ან საერთაშორისო ორგანიზაციაში, კომპანიაში, საწარმოში ან ერთობლივ საწარმოში

1

ვარ დაქირავებული მუშაკი ადგილობრივ ან საერთაშორისო არასამთავრობო / არაკომერციულ ორგანიზაციაში

1

ძირითადი დასკვნები

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრობლემები

1. არაინფორმირებულობა:

a. სამართლებრივი საკითხების შესახებ;

b. სამართლებრივი საკითხების მოგვარების გზების შესახებ;

c. სამართლებრივი საკითხების მოგვარების მექანიზმების შესახებ;

d. უფლებების შესახებ;

2. მართლშეგნების დაბალი დონე და დაბალი სამართლებრივი კულტურა.

3. ადგილებზე არსებული კვალიფიციური იურიდიული სერვისის ნაკლებობა და არასაკმარისი რაოდენობა.

4. ინტეგრაციის დაბალი ხარისხი და სახელმწიფო ენის არცოდნა.

5. კონფლიქტის მოგვარებაში სხვისი ჩარევის დაბალი მზაობა.

ინფორმირებულობის ხარისხი და უფლებები

კვლევაში მონაწილე ეთნიკურად არაქართველი მოსახელობა თვლის, რომ საკუთარი უფლებების და სასამართლოს შესახებ მეტ-ნაკლებად ინფორმირებულები არიან და საკუთარი ინფორმირებულობის ხარისხს სამბალიან სკალაზე, სადაც 1 ნიშნავს არაინფორმირებულს, ხოლო 3 ინფორმირებულს - 2 ქულით აფასებენ. როგორც მოსალოდნელი იყო, განსხვავებები დაფიქსირდა პასუხებში რეგიონების მიხედვით. ქვემო ქართლის რესპონდენტების უფრო მეტი ნაწილი თვლის, რომ ისინი არაინფორმირებულები არიან საკუთარი უფლებების შესახებ, ვიდრე სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რესპონდენტები.

ცხრილი 6. რამდენად ინფორმირებული ხართ საკუთარი უფლებების შესახებ, გთხოთ შეაფასოთ 3 ბალიან სკალაზე, სადაც 3 ნიშნავს ინფორმირებულს, ხოლო 1 არაინფორმირებულს

შეფასება (საშუალო ქულა)

ქვემო ქართლი

2,16

სამცხე-ჯავახეთი

2,36

კახეთი

2,31

საშუალოებს შორის სხვაობა:

ქვემო ქართლი/სამცხე-ჯავახეთი P-value (Independent Samples Test)= 0,000 ქვემო ქართლი/კახეთი P-value (Independent Samples Test)= 0,002

აღსანიშნავია, რომ საკუთარ ინფორმირებულობას უფლებეის შესახებ ქვემო ქართლის

რესპონდენტი ქალები უფრო დაბალ შეფასებას აძლევენ ვიდრე სხვა რეგიონის ქალები.

შეფასება (საშუალო ქულა) მამაკაცები

შეფასება (საშუალო ქულა) ქალები

ქვემო ქართლი

2,08

2,25

სამცხე-

2,32

2,40

ჯავახეთი

კახეთი

2,28

2,34

საშუალოებს შორის სხვაობა:

ქვემო ქართლი/სამცხე-ჯავახეთი ქალები P-value (Independent Samples Test)= 0,000

ქვემო ქართლი/კახეთი მამაკაცები P-value (Independent Samples Test)= 0,005

ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის არაინფორმირებულობის ერთ-ერთ ფაქტორი

ინტეგრაციის დაბალი ხარისხია, რასაც ადასტურებს კვლევაში მიღებული შედეგი - ყველაზე ნაკლებად რესპონდენტები სხვა რეგიონში და მთლიანად ქვეყანაში მიმდინარე

პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შესახებ არიან ინფორმირებული. 3 თავის მხრივ,

ინტეგრაციის დაბალი ხარისხის ერთ-ერთი განმსაზრღვრელი ფაქტორი კი სახელმწიფო ენის

არცოდნაა.

განსაკუთრებით გამოიკვეთა ქალების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის

პრობლემები აზერბაიჯანული თემით დასახლებულ რეგიონებში. როგორც ფოკუს-ჯგუფის

მონაწილეებმა აღნიშნეს, ქალი აზერბაიჯანულ სოფლებში უუფლებოა. მისთვის ძალიან რთულია საკუთარი უფლებების დაცვა, მასზე მუდმივად მიმდინარეობს კონტროლი

მშობლების ან მეუღლის ოჯახის მხრიდან.

ცოდნა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო არ არის მაღალი. გამოკითხულთა 18%-მა არ იციs რას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო.

სტატისტიკურად სანდო განსხვავებები პასუხებში არ დაფიქსირდა ქალებისა და მამაკაცების

პასუხებს შორის.

67%-მა იცის, რომ გამგეობა ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს, თუმცა მხოლოდ 35%

თვლის, რომ საკრებულოც ადმინისტრაციული ორგანოა. 23% თვლის, რომ სასამართლო

ადმინისტრაციული ორგანოა და 5% მიიჩნევს პრეზიდენტის ადმინისტრაციას

ადმინისტრაციულ ორგანოდ.

გამოკითხულებმა ნაკლებად იციან რა არის ინდივიდუალური ადმინისტრაციული

სამართლებრივი აქტი. მათ შორის, ვისაც მიუღია ინდივიდუალური ადმინისრტრაციულ-

3 დიაგრამა 24

თავი: ინფორმირებულობა და უფლებები

სამართლებრივი აქტი ბოლო 12 თვის მანძილზე (103 რესპონდენტი) - 16%-მა საერთოდ არ იცოდა იმის შესახებ, რომ ამ აქტის გასაჩივრება შეიძლებოდა, 3%-მა კი არ იცოდა როგორ გაესაჩივრებინა. მათ შორის, ვინც გაასაჩივრა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი (32 რესპონდენტი), 17 რესპონდენტისთვის პროცედურა რთული იყო. 4-სთვის უფრო მარტივი, ხოლო 8-სთვის არც რთული და არც მარტივი. სირთულეში ენის არცოდნა, საჩივრის შედგენის წესისა და ფორმის შესახებ ინფორმაციის არ ქონა სახელდებოდა.

ზემოთაღწერილი არაინფორმირებულობის ხარისხის გარდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების შესახებ, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრობლემა ასევე მდგომარეობს იმაში, რომ დავის გადაჭრისთვის ხშირად აკითხავენ იმ ორგანოს, რომლის კომპეტენციაშიც არ შედის საკითხის გადაჭრა. თვისებრივი კვლევის შედეგების მიხედვით საზოგადოების ნაწილს უწევს უფრო გრძელი გზის გავლა და ბევრი სახელმწიფო ინსტიტუტის შემოვლა საკითხების მოსაგვარებლად, რადგან მათ ზუსტად არ იციან ვის უნდა მიაკითხონ ამა თუ იმ საკითხის გადაჭრისთვის.

ინფორმირებულობის აღწერილი ხარისხი და ენის არცოდნა განაპირობებს იმას, რომ მოქალაქეები, განსაკუთრებით აზერბაიჯანული თემით დასახლებულ რეგიონებში, ადმინისტრაციულ ორგანოებთა n ურთიერთობისთვის, არცთუ იშვიათად, ადგილობრივ თემში მცხოვრებ შუამავლებს იყენებენ, რომელთაც იციან სახელმწიფო ენა და მომსახურებაში საფასურსაც ითხოვენ.

ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ

სხვადასხვა ინსტიტუტებისადმი ეთნიკური უm ცირესობების ნდობა შედეგების მიხედვით საშუალოზე მაღალია. სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა უფრო მაღალია ქვემო ქართლისა და კახეთის რესპონდენტებში, ხოლო ნაკლები - სამცხე-ჯავახეთში.

საშუალოზე მაღალია ნდობა (5 ბალიან სკალაზე >3,5) მართლმსაჯულების ინსტუტუტების მიმართ - სასამართლოსა და პოლიციას ეთნიკურად არაქართული მოსახლეობა ენდობა. სასამართლოზე მეტად რესპონდენტები პოლიციის მიმართ გამოხატავენ ნდობას. კერძოდ, თუ სასამართლოს მიმართ ნდობის მაჩვენებელი 3,6 ქულას უდრის 5 ბალიან სკალაზე, პოლიციისთვის ეს მაჩვენებელი 4,18 ქულას შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის მიმართ ნდობა მაღალია, ფოკუს-ჯგუფებზე გამოითქვა მოსაზრება, რომ პოლიციის მიმართ მოსახლეობას შიში აქვს, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იძახებენ პოლიციას და ცდილობენ საქმე პოლიციამდე არ მივიდეს.

მაღალია თვითმმართველობის მიმართ ნდობა. ადგილობრივი გამგეობისა და საკრებულოს მიმართ ნდობა 5 ბალიან სკალაზე 3,8 და 3,7 ქულით შეფასდა.

გამოკითხულები ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობასაც მაღალ შეფასებას აძლევენ. გამოკიხულთა 71% მათ საქმიანობას დადებითად აფასებს. გამოკითხულთა უმეტესობა თვლის, რომ გამგეობისა და საკრებულოს პერსონალი კომპეტენტურია, თავაზიანია, ორიენტირებულია პრობლემის გადაჭრაზე, მათი საქმიანობა გამჭვირვალეა.

მიუხედავად იმისა, რომ გამგეობისა და საკრებულოს საქმიანობის სხვადასხვა ასპექტი საშუალოზე მაღალი ქულებით შეფასდა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ყველაზე მაღალ შეფასებები ადგილობრივი თვითმმართველობას კახეთის რეგიონში გამოკითხულმა რესპონდენტებმა მისცეს, ხოლო ყველაზე დაბალი – სამცხე-ჯავახეთში.

მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბა

მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს ის, თუ რამდენად აქვს საზოგადოებას სამართლიანობის განცდა. საზოგადოების რა ნაწილი თვლის, რომ მას სახელმწიფო სამართლიანად ექცევა. როგორც შედეგებმა აჩვენა, გამოკითხულთა უმეტესობა (91%) თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება მას და მისნაირ ადამიანებს სამართლიანად ექცევა. მხოლოდ მცირე ნაწილმა (1,4%) გამოთქვა მოსაზრება, რომ ხელისუფლება მას და სხვა ეროვნულ უმცირესობებს უსამართლოდ ექცევა.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ მათ მიმართ სახელმწიფო სამართლიანია და სასამართლოს საქმიანობაც საშუალოზე მაღალი ქულებით შეფასდა, გამოკითხულთა მეხუთედი (30%) თვლის, რომ სადავო საკითხების სამართლიანად გადაწყვეტაზე უფრო მეტად ხელი ეთნიკურად ქართველებს და ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ხელისუფლებასთან დაახლოვებულ პირებს (47%) მიუწვდებათ. აღსანიშნავია, რომ რესპონდენტთა ეს ჯგუფების სასამართლოს მიმართ ნდობა შედარებით დაბალია. 4

რესპონდენტთა უმრავლესობა თვლის, რომ სასამართლოში არ არის კორუფცია. რესპონდენტთა მხოლოდ 0,7% (7 რესპონდენტმა) აღნიშნა რომ უკანასკნელი 2 წლის მანძილზე მოსამართლეს მისი ახლობლისთვის/მისგან ქრთამი მოუთხოვია.

გამოკითხულთა მესამედზე ოდნავ ნაკლები (31%) თვლის, რომ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა ქვეყანაში ბოლო 6 თვის მანძილზე გაუმჯობესდა. მართლმსაჯულების გაუმჯობესებას ყველაზე მეტად ქვემო ქართლის რესპონდენტები აღნიშნავენ (43%), ხოლო ყველაზე ნაკლებად სამცხე-ჯავახეთის რესპონდენტები (19%). რესპონდენტთა დაახლოებით იგივე ოდენობა (32%) თვლის, რომ ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე არ შეცვლილა, ხოლო 3%-სთვის სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა.

4 ** Correlation is significant at the 0.01 level (2-tailed).

გამოკითხულთა 74% ემხრობა მოსაზრებას, რომ მათ თემში მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, მიიღოს იურიდიული მომსახურება. გამოკითხულთა 17%-მა არ იცის სად შეიძლება იურიდიული მომსახურების მიღება. მეხუთედის (21%) აზრით მოქალაქემ ეს სერვისი შესაძლებელია მიიღოს კერძო ადვოკატისგან, 10%-ის აზრით – არასამთავრობო ორგანიზაციისგან, ხოლო 19%-ის აზრით – სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურისგან. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საერთოდ არ განიხილავენ იურიდიული სერვისის მიმწოდებლებად, როდესაც სამცხე-ჯავახეთში მეხუთედი (21%) ასახელებს მათ, როგორც იურიდიული მომსახურების მიღების წყაროს.

გამოკითხულთა მეხუთედზე ოდნავ მეტს (27%) არ შეუძლია გასცეს კითხვაზე პასუხი, რა კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებში სჭირდებათ დახმარება ადგილობრივ მოსახლეობას. გამოკითხულთა მესამედი (34%) თვლის, რომ ეს არის სოციალური საკითხები:

პენსია, შეღავათები, დახმარებები და ა.. ისეთი საკითხები, როგორიცაა: განქორწინება, უძრავი ქონების საკითხები, შრომითი ხასიათის დავები და ა.., მხოლოდ მცირე (<5%-ზე) რაოდენობამ დაასახელა იმ საკითხებად, რაშიც მოსახლეობას სამართლებრივი დახმარება სჭირდება. სოციალურ საკითხებზე, ყველაზე დიდი აქცენტი ქვემო ქართლისა და კახეთის რესპონდენტებმა გააკეთეს.

გამოკითხულთა უმეტესობას (71%), საერთოდ არ სმენია მის თემში რაიმე ტიპის სადაო საკითხების შესახებ. მათ შორის, ვისაც სმენია, ასეთი საკითხების შესახებ, ძირითადად სამეზობლო დავას 40%, დავას მიწის საკითხებზე 19% ოჯახურ დავას 23%, ასახელებენ. გამოკითხულთა აზრით მოსახლეობა დავების გადასაჭრელად უფრო ხშირად სასამართლოს მიმართავს ან ცდილობენ საკითხი არ გაახმაურონ და თავად მოაგვარონ პრობლემები. ქვემო ქართლსა და კახეთში უფრო მეტია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც ფიქრობს, რომ მოქალაქეები არ ახმაურებენ დავებს და ცდილობენ საკუთარი ძალებით მოაგვარონ პრობლემები.

სამცხე-ჯავახეთში გამოკითხული რესპონდენტების მეტი რაოდენობა ურჩევდა ნაცნობს, იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართოს (6,5%), ვიდრე ქვემო ქართლსა (0,9%) და კახეთში (0%). მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიმართ საშუალოზე მაღალი ნდობის ხარისხი დაფიქსირდა - სასამართლო, როგორც სამართლებრივი საკითხების გადაჭრის საშუალება – მხოლოდ 4%-ს ახსენდება (ქვემო ქართლი 3%, სამცხე-ჯავახეთი 8%, კახეთი 0%).

ცხრილი 7. იურიდიული მომსახურების საჭიროების შემთხვევაში რას ურჩევდნენ ახლობელს, რომელი ორგანიზაციისთვის მიემართად დასახმარებლად.

 

ქვემო

სამცხე-

კახეთი

ქართლი

ჯავახეთი

მიმართოს იურიდიული დახმარების სამსახურს

16.7

18.5

8.7

მიმართოს კერძო ადვოკატს

3.3

9

2.7

მიმართოს არასამთავრობო ორგანიზაციას

0.9

5.6

 

მიმართოს სასამართლოს

2.6

8.2

მიმართოს ადგილობრივ ავტორიტეტს

0.8

 

/

76.5

57.9

88.7

რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის შედეგები

ნდობა სხვადასხვა ინსტიტუტების მიმართ

სხვადასხვა ინსტიტუტებისადმი ეთნიკური უმცირესობების ნდობა შედეგების მიხედვით

საშუალოზე მაღალია. სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა უფრო მაღალია ქვემო

ქართლისა და კახეთის რესპონდენტებში, ხოლო ნაკლებად სამცხე-ჯავახეთში.

ჯარის მიმართ დაფიქსირდა ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 4,23 საშუალო ქულა 5

ბალიან სკალაზე, ხოლო ყველაზე დაბალი პოლიტიკური პარტიების მიმართ - 3,02 ქულა.

არასამთავრობო სექტორის მიმართ ნდობის მაჩვენებელში, რეგიონებს შორის სხვაობა არ არის

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი და საშუალო ქულა 5 ბალიან სკალაზე შეადგენს 3,4-.

წინამდებარე კვლევის შედეგების 2011 წლის „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელის შექმნის“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის მაჩვენებლებთან შედარებისას,

პოლიტიკური სიტუაციის ცვლილების მიუხედავად, ინსტიტუტების მიმართ ნდობის

მაჩვენებლები არ არის მნიშვნელოვნად შეცვლილი (ჯარი, რელიგიური ინსტიტუტები,

პოლიცია, თვითმმართველობა, პოლიტიკური პარტიები, განათლების დაწესებულებები).

ასეთი შედეგები მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების საშუალებას მოგვცემდა, კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით რომ ჩატარებულიყო. კერძოდ, ნდობის მაჩვენებლების

მდგრადობა წლების მიხედვით იმის მაჩვენებელია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მყარ

ერთეულებად ჩამოყალიბდა და საზოგადოების დამოკიდებულებას უმეტესწილად მათ მიერ

განხორციელებული საქმიანობა განსაზღვრავს და არა პოლიტიკური კონტექსტი.

დიაგრამა 1. სხვადასხვა ინსტიტუტებისადმი ნდობა 5

ჯარი 4.23 რელიგიური ინსტიტუტი 4.22 პოლიცია 4.18
ჯარი
4.23
რელიგიური ინსტიტუტი
4.22
პოლიცია
4.18
განათლების დაწესებულებები
3.97
პრეზიდენტი
3.82
მუნიციპალიტეტის გამგეობა
3.76
მუნიციპალიტეტის საკრებულო
3.74
გუბერნატორი
3.73
პრემიერ მინისტრი
3.72
მთავრობა
3.69
ჯანდაცვის დაწესებულებები
3.69
ბანკები
3.68
სასამართლო
3.64
პარლამენტი
3.62
საგადასახადო სამსახური
3.57
ბიზნეს ორგანიზაციები
3.50
სოფლის რწმუნებული
3.43
მიკროსაფინანსო…
3.42
არასამთავრობო…
3.40
მედია
3.34
სახალხო დამცველი
3.22
სადაზღვევო კომპანიები
3.20
რეინტ. საკ. სახ. მინისტრის…
3.16
პოლიტიკური პარტიები
3.02
1
2
3
4
5
უარყოფითი
დადებითი

საშუალო ქულა

5 რელიგიური ინსტიტუტების შეფასებისას, ვთხოვდით შეეფასებინათ რესპონდენტის რელიგიური აღმსარებლობის ინსტიტუტი

ცხრილი 8. სხვადასხვა ინსტიტუტებისადმი ნდობა რეგიონების ჭრილი, საშუალო მაჩვენებლი (Mean)

ქვემო ქართლი

სამცხე-

ჯავახეთი

კახეთი

საშუალო ქულა

საშუალო ქულა

4.40

3.71

4.66

თქვენი რელიგიური აღმსარებლობის ინსტიტუტი

4.47

3.52

4.78

4.42

3.55

4.65

განათლების დაწესებულებები

4.24

3.24

4.51

3.92

3.52

4.05

მუნიციპალიტეტის გამგეობა

3.92

3.28

4.19

მუნიციპალიტეტის საკრებულო

3.90

3.22

4.20

გუბერნატორი

3.94

3.29

3.98

პრემიერ მინისტრი

3.75

3.44

4.12

მთავრობა

3.73

3.37

4.17

ჯანდაცვის დაწესებულებები

4.15

2.66

4.30

ბანკები

3.97

3.20

3.74

3.74

3.24

4.16

პარლამენტი

3.67

3.28

4.11

საგადასახადო სამსახური

3.60

3.37

3.92

ბიზნეს ორგანიზაციები

3.72

3.05

3.74

სოფლის რწმუნებული

3.64

2.95

4.05

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები

3.67

2.91

3.66

არასამთავრობო ორგანიზაციები

3.35

3.40

3.54

მედია

3.52

2.81

3.84

სახალხო დამცველი

3.27

2.98

3.69

სადაზღვევო კომპანიები

3.29

2.92

3.59

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

3.27

2.87

3.69

პოლიტიკური პარტიები

3.05

2.69

3.56

როგორც შედეგებიდან ჩანს, მართლმსაჯულების ინსტუტუტების მიმართ ნდობაც საკმაოდ

მაღალია, სასამართლოსა და პოლიციას ეთნიკურად არაქართული მოსახლეობა ენდობა.

სასამართლოზე მეტად რესპონდენტები პოლიციის მიმართ გამოხატავენ ნდობას. კერძოდ,

თუ სასამართლოს მიმართ ნდობის მაჩვენებელი 3,6 ქულას უდრის 5 ბალიან სკალაზე,

პოლიციისთვის ეს მაჩვენებელი 4,18 ქულას შეადგენს.

გარდა საკუთრივ ნდობის მაჩვენებლისა, კვლევა ითვალისწინებდა სასამართლოს

საქმიანობისა და მისი მომსახურების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლას. როგორც შედეგებიდან გახდა ცნობილი, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი თვლის, რომ

სასამართლო სანდოა.

დიაგრამა 2. სასამართლოს მიმართ ნდობა

ვენდობი

მეტნაკლებად

ვენდობი

უფრო არ ვენდობი

არ ვენდობი

არ ვიცი/...

39.2 43.4 5.6 2.0 9.8
39.2
43.4
5.6
2.0
9.8

0

%

50

100

ბოლო 6 თვის მანძილზე სასამართლოსთვის მიუმართავს მხოლოდ 58 რესპონდენტს რაც გამოკითხულთა 5% ია.

ფოკუს-ჯგუფების შედეგების მიხედვით სასამართლოს მიმართ ნდობის მაჩვენებელი შესაძლებელია, განვსაზღვროთ ჯგუფებში მონაწილეთა მიერ მოყვანილი მაგალითების მიხედვითაც, რაც რაოდენობრივმა კვლევამაც დაგვიდასტურა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას სპონტანურად არ ახსენდება ურჩიოს ახლობელს სასამართლო, როგორც დავის გადაჭრის საშუალება, (დიაგრამა#23) მოსახლეობა მაინც ხშირად მიმართავს მას. ეს ნდობის ერთ-ერთი მაჩვენებელია.

„სასამართლოში თვითონ მოსახლეობა არ მიდის, მაგრამ ადვოკატთან მიდიან და მერე ერთად მიდიან სასამართლოში. უფრო ხშირად ოჯახური დავები და ქონების საკითხებზე ჩივიან. მაგრამ სასამართლომდე ადგილობრივი ავტორიტეტი არჩევს საქმეს აზერბაიჯანულ სოფლებში, სომხურ სოფლებში სიტუაცია განსხვავებულია“. (გარდაბანი)

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის მიმართ ნდობა მაღალია, ფოკუს-ჯგუფებზე გამოითქვა მოსაზრება, რომ „პოლიციის მიმართ მოსახლეობას შიში აქვს“, „მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იძახებენ პოლიციას და ცდილობენ საქმე პოლიციამდე არ მივიდეს.

ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის დამოკიდებულება ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ უფრო დადებითია, ვიდრე უარყოფითი. მათლიანობაში გამოკიხულთა 71% მათ საქმიანობას დადებითად აფასებს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა მეხუთედი ჩვენთან საუბრისას აფიქსირებდა პოზიციას, რომ მას გამგეობის საქმიანობა არ აინტერესებს და შეფასება საერთოდ არ მისცა მათ საქმიანობას.

დიაგრამა 3. ადგილობრივი გამგეობის საქმიანობის შეფასება

51.4 19.6 7.9 .5 20.3 .3
51.4
19.6
7.9
.5
20.3
.3

უფრო დადებითად

ძალიან დადებითად

უფრო უარყოფითად

სრულიად უარყოფითად

არ მაინტერესებს გამგეობის…

...

0

50

100

%

აუცილებელია აღინიშნოს, რომ განსხვავებები დაფიქსირდა რეგიონებს შორის გამგეობის მიმართ მოსახლეობის შეფასებებში. კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რესპონდენტების უფრო მეტი ნაწილი ამბობს, რომ არ აინტერესებს გამგეობის საქმიანობა, ვიდრე ქვემო ქართლში. სამცხე-ჯავახეთში მეტია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომელიც გამგეობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

დიაგრამა 4. ადგილობრივი გამგეობის საქმიანობის შეფასება. რეგიონების ჭრილი

ძალიან დადებითად

უფრო დადებითად

უფრო უარყოფითად

სრულიად უარყოფითად

არ მაინტერესებს გამგეობის საქმიანობა

37.3 3.3 27.6 44.0 47.4 57.2 .7 კახეთი 12.3 6.5 სამცხე-ჯავახეთი
37.3
3.3
27.6
44.0
47.4
57.2
.7
კახეთი
12.3
6.5
სამცხე-ჯავახეთი
ქვემო ქართლი
.5
.7
17.3
36.4
7.6

0

20

40

60

%

80

100

საკრებულოს შეფასების დროსაც მსგავსი სურათია, სამცხე-ჯავახეთში და კახეთში საკრებულოს საქმიანობა რესპონდენტთა მნიშვნელოვან ნაწილს (37% - სამცხე-ჯავახეთი,

22% -კახეთი) არ აინტერესებს და მისი საქმიანობა არ შეაფასა. ასევე, უნდა აღინიშნოს ის

გარემოება, რომ კახეთის რესპონდენტები საკრებულოს ან დადებითად აფასებენ, ან ამბობენ,

რომ მათ საკრებულოს საქმიანობა არ აინტერესებთ.

ზემოთ აღწერილი დამოკიდებულება ერთის მხრივ მოსახლეობის ნაკლებ აქტიურობას

შეიძლება მივაწეროთ, ხოლო მეორეს მხრივ, თავად ადგილობრივი თვითმმართველობის

არაეფექტურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან.

ცხრილი 9. საკრებულოს საქმიანობის შეფასება. რეგიონების ჭრილი

ქვემო ქართლი

სამცხე-ჯავახეთი

კახეთი

 

%

არ მაინტერესებს საკრებულოს საქმიანობა

8.9

37.9

22.0

სრულიად უარყოფითად

1.5

.5

უფრო უარყოფითად

5.4

10.8

უფრო დადებითად

55.4

46.4

39.3

ძალიან დადებითად

28.0

3.6

37.3

მიჭირს პასუხის გაცემა

.7

.8

1.3

ფოკუს-ჯგუფებზე ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხილვისას დისკუსია

შეეხო მთავრობის მიერ განხორციელებული სოფლის მეურნეობის პროგრამას (უფასო

ვაუჩერი) და იმ ხარვეზებს, რომელიც პროგრამას ჰქონდა.

ყველა რეგიონის ფოკუს-ჯგუფებზე გამოიკვეთა მოსახლეობის სიების და მიწის ფართობების

უზუსტობის პრობლემა.

„თავიდანვე არასწორად იყო გავრცელებული ინფორმაცია სოფლის მეურნეობის ვაუჩერის შესახებ, ხალხმა არაფერი იცოდა რა უნდა მოეთხოვათ. რწმუნებულებს დაუკავშირდნენ ცენტრიდან და სთხოვეს მიწის ფართობების და მფლობელების სია გაეკეთებინათ. ხალხს შეეშინდა, მიწების ზუსტი რაოდენობა, რომ ეთქვა და ამიტომ ნაკლები ფართობები ჩააწერინეს, შესაბამისად ვაუჩერიც ნაკლები მიიღეს. ახლა არის უკმაყოფილება და ადგილობრივ გამგეობაში რიგები დგას, მაგრამ ასე ამბობენ არ ვიცით გასწორდება თუ არა ამ წელს ეს შეცდომები.“ (ახალქალაქი)

მიუხედავად იმისა, რომ ფოკუს-ჯგუფებზე გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით რეგიონების თვითმმართველობებში პროფესიონალი კადრების დეფიციტია, მოსახლეობის

შეფასებები ამ მოსაზრებებისგან განსხვავებულია.

რესპონდენტებს 5 ბალიან სკალაზე აფასებდნენ გამგეობისა და საკრებულოს მუშაობის

სხვადასხვა ასპექტებს. როგორც შედეგებმა აჩვენა, ადგილობრივი თვითმმართველობის

ცალკეული ასპექტების შეფასებები თითქმის ისეთივეა, როგორც მთლიანობაში გამგეობისა და საკრებულოს შეფასებები (დიაგრამა #5), აღსანიშნავია, რომ გამგეობაც და საკრებულოც

გამოკითხულ ქალაქებში თითქმის ერთნაირად შეფასდა.

გამოკითხულების

უმეტესობა

თვლის,

რომ

გამგეობისა

და

საკრებულოს

პერსონალი

კომპეტენტურია,

თავაზიანია,

ორიენტირებულია

პრობლემის

გადაჭრაზე,

საქმიანობა

გამჭვირვალეა.

მიუხედავად იმისა, რომ გამგეობისა და საკრებულოს საქმიანობის სხვადასხვა ასპექტი

საშუალოზე მაღალი ქულებით შეფასდა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ყველაზე მაღალი

შეფასებები ადგილობრივი თვითმმართველობას კახეთის რეგიონში გამოკითხულმა

რესპონდენტებმა მისცეს, ხოლო ყველაზე დაბალი სამცხე-ჯავახეთში.

ცხრილი 10. გამგეობისა და საკრებულოს საქმიანობის სხვადასხვა ასპექტის შეფასება. რეგიონების ჭრილი

ქვემო

ქართლი

კახეთი

სამცხე-

ჯავახეთი

საშუალო ქულა

საშუალო ქულა
საშუალო ქულა

გამგეობის პერსონალი კომპეტენტურია

3,9

4,2

3,4

გამგეობის პერსონალი მზადაა დასახმარებლად

3,9

4,1

3,5

გამგეობის პერსონალი თავაზიანია / კეთილგანწყობილია მოქალაქეების მიმართ

4,2

4,3

3,5

გამგებელი იწვევს ნდობას

4,0

4,1

3,5

გამგებელი კომპეტენტურია

3,9

4,1

3,6

გამგებელი პატივისცემით და თავაზიანად ეპყრობა მოქალაქეებს

4,2

4,3

3,6

გამგებელი მიუკერძოებელია

3,9

4,1

3,5

გამგეობის სხდომები შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია

3,8

4,0

3,5

გამგეობაში საქმის განხილვის ვადები გონივრულია

3,8

4,1

3,3

გამგეობიდან მოქალაეებისთვის საჭირო ინფორმაციის მოწოდება დროულად ხდება

3,7

4,0

3,3

გამგეობის ფუნქციონირება გამჭვირვალეა

3,8

4,1

3,3

გამგეობის მიერ ჩემთვის მოწოდებული ინფორმაცია გასაგებია

3,9

4,2

3,4

გამგეობის გადაწყვეტილებები სათანადოდ არის დასაბუთებული

3,9

4,1

3,3

გამგეობის შეტყობინებები არის ნათელი

3,8

4,2

3,4

საკრებულოს პერსონალი კომპეტენტურია

4,0

4,2

3,5

საკრებულოს პერსონალი მზადაა დასახმარებლად

3,9

4,3

3,5

საკრებულოს პერსონალი თავაზიანია / კეთილგანწობილია მოქალაქეების მიმართ

4,2

4,4

3,5

საკრებულოს თავმჯდომარე იწვევს ნდობას

3,9

4,1

3,6

საკრებულოს თავმჯდომარე კომპეტენტურია

3,9

4,1

3,6

საკრებულოს თავმჯდომარე პატივისცემით და თავაზიანად ეპყრობა მოქალაქეებს

4,2

4,3

3,6

საკრებულოს თავმჯდომარე მიუკერძოებელია

4,1

4,2

3,7

საკრებულოს სხდომების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია

3,8

4,1

3,4

საკრებულოში საქმის განხილვის ვადები გონივრულია

3,8

4,1

3,3

საკრებულოდან საჭირო ინფორმაციის მოწოდება დროულად ხდება

3,8

4,1

3,4

საკრებულოს ფუნქციონირება გამჭვირვალეა

3,8

4,1

3,3

საკრებულოს მიერ ჩემთვის მოწოდებული ინფორმაცია გასაგებია

3,8

4,3

3,5

საკრებულოს გადაწყვეტილებები სათანადოდ არის დასაბუთებული

3,8

4,0

3,4

საკრებულოს შეტყობინებები არის ნათელი

3,8

4,3

3,4

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის საკითხის მიმართ, ფოკუს-ჯგუფებზე სხვადასხვა რეგიონში, არაერთგვაროვანი პასუხები დაფიქსირდა. აზერბაიჯანული თემის დასახლებებში

(ქვემო ქართლი, კახეთი) დისკუსიის ძირითადი დასკვნის თანახმად, მოსახლეობა ნაკლებად

არის ინფორმირებული საკუთარი უფლებების შესახებ და ეს გავლენას ახდენს

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე. მოქალაქეებმა, როგორც წესი, არ იციან სად

მიაკითხონ, როგორ მოითხოვონ უფლების აღდგენა და ა.. სამცხე ჯავახეთის ორივე ფოკუს- ჯგუფზე და ბოლნისის სომხური სოფლების პრობლემების განხილვისას, მონაწილეებმა

აღნიშნეს, რომ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა უმეტესად მაშინ დგება,

როდესაც ადამიანს არა აქვს სახსრები გადაუხადოს ადვოკატს და მიიღოს იურიდიული

დახმარება. განსხვავებით ქვემო ქართლის და კახეთის ფოკუს-ჯგუფებისა, სამცხე-ჯავახეთში

აღნიშნეს, რომ არსებობენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და უფასო

სახელმწიფო იურიდიული სერვისი, რომლებიც ეხმარებიან მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში, თუმცა იმდენად ბევრი სამართლებრივი საკითხი აქვს მოსახლეობას

მოსაგვარებელი, რომ ყოველთვის იქნება საჭირო დამატებითი რესურსი მათ გადასაწყვეტად.

ეთნიკურად არაქართული მოსახლეობით დასახლებულ პუნქტებში ძირითადი იურიდიული

ხასიათის საკითხები არის მიწის რეგისტრაციის, არასწორად აზომილი და

დარეგისტრირებული მიწების პრობლემა, სამეზობლო და ქონებრივი დავები ოჯახის წევრებს შორის. ქვემო ქართლსა და კახეთში დასახელდა სახელებისა და გვარების არასწორი ფორმით ჩაწერის პრობლემა, რაც ხელს უშლის მოქალაქეს აღადგინოს ან მოაწესრიგოს საბუთები. როგორც ფოკუს-ჯგუფის შედეგებმა აჩვენა, აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები უფრო მოწყვლადები არიან იურიდიული საკითხების მოგვარების საკითხებში.

„თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ ინფორმაციულ ვაკუუმში ცხოვრობს მოსახლეობა. ჩვენი ორგანიზაცია რამოდენიმე სკოლასთან მუშაობს აზერბაიჯანულ სოფლებში. მოსწავლეების მშობლებს ვერაფრით გავაგებინეთ, რომ აუცილებელია ბავშვის პირადი ნომრის აღება. დადიან ეს ბავშვები სკოლაში, სკოლას ვაუჩერის პრობლემა ექმნება, მშობელს არაფრით ესმის რატომ არის აუცილებელი მოუწესრიგოს შვილს საბუთები. რამე რომ დასჭირდებათ, მიაკითხავენ თავის ნდობით აღჭურვილ პირს, მოაკითხავენ აქვე საადვოკატო ბიუროს, გადაიხდიან ფულს იმაში, რაშიც სულ არაა საჭირო ფულის გადაყრა და ჰგონიათ ასე უნდა იყოს. ჩვენი ოფისის გვერდითაა ადვოკატურა, ძალიან ხშირად მიდიან სოფლებიდან ერთიდაიმავე ადამიანთან ერთად, რომელმაც ენა იცის ასე თუ ისე და შუამავალს წარმოადგენს ადგილობრივ მოსახლეობასა და სახელმწიფო ორგანოებს შორის. ასევე შუამავლებით დადიან რეესტრში, გამგეობაში. ეს იმიტომ ხდება, რომ თავად არ იციან ენა, ინფორმაცია ძალიან ნაკლებად აქვთ და არავის ენდობიან. ამ გარემოებით სარგებლობენ შუამავლები და ფულს იღებენ მომსახურებაში.“ (ბოლნისი)

„თუ ადვოკატი არ არის მოლაპარაკებული პროკურორთან ან მოსამართლესთან, თითქმის შეუძლებელია უბრალო მოქალაქემ მოიგოს საქმე, ამის შესახებ ხშირ შემთხვევაში მხარემ არც კი იცის, თუმცა ადვოკატებისგან მსმენია, რომ ყველაფერი მოლაპარაკებით ხდება. მე ისეთი საქმის შესახებაც მსმენია, როდესაც ერთი მხარის ადვოკატი, მეორეს სთავაზობდა თანხას, საქმის წაგების სანაცვლოდ“. (მარნეული)

ფოკუს-ჯგუფების მონაწილეთა აზრით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა არ არის მხოლოდ მართლმსაჯულების ინსტიტუტების განვითარების პრობლემა, პირველ რიგში ის საზოგადოების დაბალი მართლშეგნების დონით არის განპირობებული. ფოკუს-ჯგუფის ყველა მონაწილე ერთსულოვანია საქართველოში მართლშეგნების დონის შეფასებისას, რომელიც მათი აზრით დაბალია. ამის მიზეზად სახელდება:

1. ინფორმაციის ნაკლებობა კანონმდებლობის და საკუთარი უფლება-მოვალეობების შესახებ;

2.

დაბალი სამოქალაქო კულტურა;

3. განათლების დაბალი დონე;

4. მენტალიტეტი (დაწერილი კანონების მიმართ დაუმორჩილებლობა, ეთნიკური თავისებურება);

5. სახელმწიფოს მხრიდან კანონის მიმართ თანასწორობის პრინციპის დარღვევა;

ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა აზრით სიტუაციას გამოასწორებს:

1. კანონების გამკაცრება;

2. კანონების აღსრულება და წესების დაცვა;

3. თანამიმდევრულობა კანონის დაცვაში;

4. კანონის უზენაესობის დაცვა სახელმწიფოს მხრიდან;

5. ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ.

ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების კულტურა და თემში გავრცელებული ტრადიციები, ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს მათ ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულებაზე. აზერბაიჯანული თემით დასახლებულ რეგიონებში განსაკუთრებით გამოიკვეთა ქალების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემები. როგორც ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებმა აღნიშნეს, ქალი აზერბაიჯანულ სოფლებში უუფლებოა. მისთვის ძალიან რთულია საკუთარი უფლებების დაცვა, მასზე მუდმივად მიმდინარეობს კონტროლი მშობლების ოჯახის ან მეუღლის ოჯახის მხრიდან.

„ჩვენ გვქონია პროექტი, როდესაც აზერბაიჯანული სოფლების ახალგაზრდები უნდა წაგვეყვანა ექსკურსიაზე და ვთხოვდით სოფლებში მშობლებს გამოეშვათ ბავშვები ჩვენთან ერთად. სოფლიდან წამოსულ ახალგაზრდებს ყოველთვის მოყვებოდა ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც აშკარად არ იყო მოსწავლის ასაკის და ფაქტიურად მეთვალყურედ მოყვებოდა მისი სოფლიდან წამოსულ გოგონებს.

„ერთხელ პროექტის ფარგლებში ქალები მოვიწვიეთ სხვადასხვა სოფლებიდან, მინდა გითხრათ, რომ აქტიური ქალები იყვნენ, რომლებსაც სამსახური ჰქონდათ. შეხვედრა ცოტა გვიან დასრულდა, ჩემმა მეუღლემ შესთავაზა მანქანით მომსახურება და სოფლემდე მიყვანა. არაფრით წაყვნენ, რადგან ოჯახში პრობლემები შეექმნებოდათ, რომ უცხო მამაკაცის მანქანაში ჩასხდნენ და ისე მივიდნენ სოფლამდე“. (გარდაბანი)

„ამ რამოდენიმე დღის წინ გვქონდა მაგალითი, მოგვაკითხა ახალგაზრდა ოჯახმა: ქალი ითხოვდა ალიმენტს და ქონების ნაწილს ქმრისგან,

რომელთანაც შვილები ჰყავდა და წლებია მის ოჯახში ცხოვრობდა, თუმცა არ იმყოფებოდა ოფიციალურად ქორწინებაში. ქმარი იყო ბაქოში სამუშაოდ რამოდენიმე წლით წასული და იქ მოეწონა სხვა გოგო, რომელიც მოიყვანა ცოლად. საქართველოში დატოვებული ცოლი, უკანონო ცოლის მდგომარეობაში აღმოჩნდა და შესაბამისად, არანაირი უფლება ქონებაზე არ ჰქონდა. მათი საქმე ჯერ კიდევ სასამართლოშია. ასეთი სახის დავები ხშირია, რადგან უმეტეს შემთხვევაში არასრულწლოვან გოგონებზე ქორწინდებიან, ან თავადაც არიან არასრულწლოვანები და სამოქალაქო ქორწინებას მხოლოდ მაშინ აფორმებენ, როდესაც, მაგალითად სხვა ქვეყანაში უნდათ წასვლა. იგივე სიტუაციაა ბავშვებისთვის საბუთების მოწესრიგებაზეც. ამიტომ მათ ელემენტარული დოკუმენტების მოწესრიგება საკმაოდ ძვირი უჯდებათ, რადგან ქირაობენ ადვოკატს, ან შუამავალს და უხდიან თანხებს. მათ ჯერ კიდევ არ აქვთ გაცნობიერებული, რომ მარტივია საბუთების მოწესრიგება. ცხადია, ვერ ვიტყვი ყველაზე და ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობაზე, მაგრამ სოფლებში გავრცელებული პრაქტიკაა, შუამავლების საშუალებით იურიდიული საკითხების მოგვარება.“ (გარდაბანი)

„ახალციხის რაიონში არანაირი განსხვავება მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე ეთნიკური ნიშნით არ არსებობს. თუ გაუნათლებელია მოსახლეობა, ქართულ სოფლებშიც არის და სომხურშიც. ხოლო პრობლემა თავად მართლმსაჯულების ინსტიტუტებს აქვთ, რომელიც ქართველებს და არაქართველებს ერთნაირად აზარალებს. მე საკითხს მაინც დავსვამდი ასე, სახელმწიფო ორგანიზაციებში პროფესიონალიზმის დეფიციტია, ხშირად მოსახლეობას იმასაც ვერ უხსნიან კონკრეტულად ვის ეკუთვნის იმ საკითხის გადაჭრა, რომელსაც მოსახლე ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე აყენებს. დაზარალებული ისევ მოქალაქე რჩება. მოსახლეობაში კი ინფორმაციის ნაკლებობაა მართლმსაჯულების შესახებ“. (ახალქალაქი)

ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა ნაწილის აზრით, აზერბაიჯანული თემის დასახლებებში დავების გადაწყვეტისას ჯერ კიდევ დიდი როლი აქვს ადგილობრივ ავტორიტეტებს („უხუცესებს“), თუმცა ეს რაოდენობრივი კვლვის შედეგებით არ დადასტურდა. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრობლემა უფრო მეტად იმაში მდგომარეობს, რამდენად ადეკვატურად აკითხავენ დავის გადაჭრისთვის იმ ორგანოს, რომლის კომპეტენციაშიც შედის საკითხის გადაჭრა. თვისებრივი კვლევის საფუძველზე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ მოსახლეობის უმეტესობას უწევს უფრო 'გრძელი' გზის გავლა და ბევრი სახელმწიფო ინსტიტუტის შემოვლა საკითხების მოსაგვარებლად, რადგან

მათ ზუსტად არ იციან ვის უნდა მიაკითხონ ამა თუ იმ საკითხის გადაჭრისთვის. მოსახლეობა ხშირად აკითხავს ადვოკატებს და იყენებს მათ მომსახურებას, თუმცა ყველას არა აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს ფასიანი მომსახურება, უფასო იურიდიული სამსახური სოციალურად დაუცველ ფენებს ემსახურება და საკითხების გარკვეული ნაწილის მოგვარება არ შედის მათ კომპეტენციაში. ამავე დროს, უფასო იურიდიული დახმარების სამსახური ყველა მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს და მის შესახებ ინფორმაცია არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. მოკლევადიანი ან გრძელვადიანი არასამთავრობო პროექტები, რომლებსაც აქვთ იურიდიული კონსულტაციის კომპონენტი, საზოგადოების ყველა წარმომადგენელს ვერ ფარავს მომსახურებით, ამ გარემოებიდან გამომდინარე ადგილებზე არსებობს მოთხოვნა საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მართლმსაჯულება.

მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი საზომი შესაძლებელი იყოს ის, თუ რამდენად აქვს საზოგადოებას სამართლიანობის განცდა და საზოგადოების რა ნაწილი თვლის, რომ მას სახელმწიფო სამართლიანად ექცევა. როგორც რაოდენობრივი კვლევის შედეგებმა აჩვენა გამოკითხულთა უმეტესობა (84%) თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება მას და მისნაირ ადამიანებს სამართლიანად ექცევა. მხოლოდ მცირე ნაწილმა (1,3%) გამოთქვა მოსაზრება, რომ ხელისუფლება მას და მისნაირებს უსამართლოდ ექცევა.

დიაგრამა 5. რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ საქართველოს ხელისუფლება სამართლიანად ექცევა თქვენნაირ ადამიანებს?

100 90 80 70 60 51.8 50 40 31.7 30 20 6.1 7.1 10 1.3
100
90
80
70
60
51.8
50
40
31.7
30
20
6.1
7.1
10
1.3
2.0
0
საერთოდ
ძირითადად ძირითადად
სრულიად
არ ვიცი
უარი
არ
არ
ვეთანხმები
ვეთანხმები
პასუხზე
ვეთანხმები
ვეთანხმები
%

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა ეთანხმება მოსაზრებას, რომ მას და მისნაირებს ხელი მიუწვდებათ დავების სამართლიანად გადაწყვეტაზე სასამართლოს საშუალებით (დიაგრამა #7), გამოკითხულთა მეხუთედი (25%) მაინც თვლის, რომ სადავო საკითხების სამართლიანად გადაწყვეტაზე უფრო მეტად ხელი მიუწვდებათ ეთნიკურად ქართველებს (დიაგრამა #8 ) და დაახლოებით ნახევარი (47%) თვლის, რომსასამართლოს გზით სადავო საკითხების სამართლიანად გადაწყვეტაზე უფრო მეტად ხელი მიუწვდებათ

ხელისუფლების

(დიაგრამა #9)

წარმომადგენლებსა

და

ხელისუფლებასთან

დაახლოვებულ

პირებს

დიაგრამა 6. რამდენად ეთანხმებით : „სასამართლოს გზით სადავო საკითხების სამართლიანად გადაწყვეტაზე მიუწვდება ხელი ყველა ჩემნაირ მოქალაქეს“?

ვეთანხმები 48.7 უფრო ვეთანხმები 29.5 უფრო არ 10
ვეთანხმები
48.7
უფრო ვეთანხმები
29.5
უფრო არ
10
ვეთანხმები
არ ვეთნხმები
1.6
არ ვიცი/მ.პ.გ
10.2
0 20
40
60
80
100
%

დიაგრამა 7. რამდენად ეთანხმებით : „სასამართლოს გზით სადავო საკითხების სამართლიანად გადაწყვეტაზე უფრო მეტად ხელი მიუწვდებათ ეთნიკურად ქართველებს“

ვეთანხმები 5 უფრო ვეთანხმები 25.2 უფრო არ 16.7
ვეთანხმები
5
უფრო ვეთანხმები
25.2
უფრო არ
16.7
ვეთანხმები
არ ვეთნხმები
36.5
არ ვიცი/მ.პ.გ
16.6
0 20
40
60
80
100
%

დიაგრამა 8. რამდენად ეთანხმებით :“ სასამართლოს გზით სადავო საკითხების სამართლიანად გადაწყვეტაზე უფრო მეტად ხელი მიუწვდებათ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ხელისუფლებასთან დაახლოვებულ პირებს“

ვეთანხმები 27.4 უფრო ვეთანხმები 19.5 უფრო არ
ვეთანხმები
27.4
უფრო ვეთანხმები
19.5
უფრო არ ვეთანხმები
14
არ ვეთნხმები
18
არ ვიცი/მ.პ.გ
21.1
0
20
40
60
80
100
%

დიაგრამა 9. სასამართლოს გზით დავების სამართლიანად გადაწყვეტის შესაძლებლობის

შეფასება ეთნიკური განსხვავების გათვალისწინებით.

რეგიონების ჭრილი

ვეთანხმები 10.5 2.0 უფრო 4.0 51.3 კახეთი ვეთანხმები
ვეთანხმები
10.5
2.0
უფრო
4.0
51.3
კახეთი
ვეთანხმები
10.0
სამცხე-ჯავახეთი
უფრო არ
5.3
19.2
ქვემო ქართლი
ვეთანხმები
18.3
66.0
არ ვეთანხმები
4.6
53.9
24.7
არ ვიცი/მ.პ.გ
14.4
15.9
0
50
100
%

დიაგრამის ახსნისთვის ასევე მოვიყვანთ ფოკუს-ჯგუფზე განხილულ მაგალითს

ეთნიკურად არაქართული მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში

საზოგადოების მიერ პრობლემების ეთნიკურ ჭრილში განხილვის შესახებ.

„ჩვენ ხშირად გვიწევს სოფლებში გასვლითი შეხვედრების მოწყობა, პრობლემატიკასაც ვიკვლევთ. როგორც ქართულ, ისევე არაქართულ სოფლებში დაახლოებით ერთნაირი პრობლემებია: წყალი, გზა, კანალიზაცია, გაზი, მაგრამ არაქათულ სოფლებში ამის მიზეზად იმას

ასახელებენ, რომ ისინი სომხები არიან და სომხური სოფლებისთვის ახალციხის ადგილობრივი ხელისუფლება არ იცლის. ამ ადამიანებმა უბრალოდ არ იციან, რომ ქართულ სოფლებშიც იგივე პრობლემებია და ისინი ეთნიკური ნიშნით არავის გამოურჩევია“. (ახალციხე)

ხელისუფლების წარმომადგენლების მეტ ხელმისაწვდომობაზე სასამართლოს გზით სადავო საკითხების გადაწყვეტის შესახებ, რესპონდენტების მოსაზრებებში რეგიონების მიხედვით

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა.

გამოკითხულთა მესამედზე ოდნავ ნაკლები (31%) თვლის, რომ 2011-2012 წლებთან

შედარებით საქართველოში სასამართლოს საშუალებით საკითხების სამართლიანად

გადაწყვეტილების მიღების პროცესი ქვეყანაში ბოლო 6 თვის მანძილზე გაუმჯობესდა.

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ყველაზე მეტად ქვემო ქართლის

რესპონდენტები აღნიშნავენ (43%), ხოლო ყველაზე ნაკლებად სამცხე-ჯავახეთის

რესპონდენტები (19%). რესპონდენტთა დაახლოებით იგივე ოდენობა (32%) თვლის, რომ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა არ შეცვლილა, ხოლო 3%-სთვის სიტუაცია

უარესობისკენ შეიცვალა. ყურადსაღებია რესპონდენტთა ის რაოდენობა, რომელსაც არ

შეუძლია შეაფასოს მართლმსაჯულების ცვლილება. ყველაზე მეტი მათ შორის სამცხე-

ჯავახეთში გამოკითხული რესპონდენტების წილია. ცხრილიში #11 მოცემულია

რესპონდენტთა პასუხების განაწილება რეგიონების მიხედვით.

დიაგრამა 10. ბოლო 6 თვის განმავლობაში, 2011-2012 წლებთან შედარებით საქართველოში სასამართლოს საშუალებით საკითხების სამართლიანად გადაწყვეტილების მიღების პროცესის ცვლილება

გაუმჯობესდა

არ შეცვლილა

გაუარესდა

არ ვიცი/...

31.1 31.9 3.0 34.0
31.1
31.9
3.0
34.0

0

%

50

100

ცხრილი 11. ბოლო 6 თვის განმავლობაში, 2011-2012 წლებთან შედარებით საქართველოში სასამართლოს საშუალებით საკითხების სამართლიანად გადაწყვეტილების მიღების პროცესის ცვლილება. რეგიონების ჭრილი

ქვემო ქართლი

სამცხე-ჯავახეთი

კახეთი

 

%

გაუმჯობესდა

43

19,0

26,0

არ შეიცვალა

27,6

27,2

58,0

გაუარესდა

2

5,4

არ ვიცი/...

27,4

48,5

16,0

მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტთა მნიშვნელოვანი რაოდენობის აზრით, სასამართლოს

გზით სადავო საკითხების სამართლიანად გადაწყვეტაზე უფრო მეტად ხელი მიუწვდებათ

ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ხელისუფლებასთან დაახლოვებულ პირებს, გამოკითხულთაგან მხოლოდ 1,3% (13) რესპონდენტი ამბობს, რომ მას, ან მის ნაცნობს

უკეთესი მომსახურებისთვის ქრთამის გადახდა მოუწია.

დიაგრამა 11. თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ბოლო 6 თვის განმავლობაში თუ გადაგიხდიათ ქრთამი უკეთესი მომსახურების ან რაიმე სახის უპირატესობის ან რაიმე სარგებლის მიღების მიზნით

100 80 66.4 60 40 29.3 20 1.3 0 კი არა უარი პასუხზე %%
100
80
66.4
60
40
29.3
20
1.3
0
კი
არა
უარი პასუხზე
%%

ანალოგიური პასუხები დაფიქსირდა სასამართლოს შეფასებისასაც, კიდევ უფრო ნაკლებია

იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომელთაც გაუგიათ სასამართლოს მიერ ქრთამის აღების ფაქტების შესახებ. გამოკითხულთა 0,7% (7 რესპონდენტი) პასუხობს კითხვაზე, რომ

უკანასკნელი 2 წლის მანძილზე მოსამართლეს მისი ახლობლისთვის ქრთამი უთხოვია.

როგორც მონაცემებიდან ირკვევა, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში თანაბარი

რაოდენობაა (4 და 3 რესპონდენტი შესაბამისად) იმ რესპონდენტებისა, რომელთაც გაუგიათ

ქრთამის მოთხოვნის ფაქტის შესახებ, ხოლო კახეთის რეგიონში გამოკითხულთაგან ასეთი

პასუხი არავინ გასცა დასმულ შეკითხვას.

დიაგრამა 12. თქვენი და თქვენი ახლობლების/მეგობრების პირად გამოცდილებაზე რომ ვისაუბროთ, გქონიათ თუ არა შემთხვევა ბოლო 2 წლის მანძილზე, რომ მოსამართლეს თქვენთვის, თქვენი ახლობლისთვის ქრთამი მოეთხოვა?

100 88.4 90 80 70 60 50 40 30 20 10.9 10 0 0.7 0
100
88.4
90
80
70
60
50
40
30
20
10.9
10
0
0.7
0
კი, პირადად
კი, ჩემი
არა
უარი პასუხზე
ჩემთვის
ახლობლისთვის
%

გამოკითხულთა 74% ემხრობა მოსაზრებას, რომ მათ გარშემო მოსახლეობას აქვს

შესაძლებლობა, მიიღოს იურიდიული მომსახურება. რეგიონების მიხედვით მონაცემები არ

განსხვავდება. დიაგრამა #14 ასახავს ყველა რეგიონში გამოკითხულთა განაწილებას.

დიაგრამა 13. აქვს თუ არა შესაძლებლობა რესპონდენტის დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ მოსახლეობას მიიღოს იურიდიული დახმარება.

არ ვიცი/მ.პ.გ., 13.8 არა, 11.9
არ ვიცი/მ.პ.გ.,
13.8
არა, 11.9

კი, 74.3

გამოკითხულთა მეხუთედის (21,4%) აზრით იურიდიული მომსახურება მოქალაქემ შესაძლებელია მიიღოს ადვოკატისგან. გამოკითხულთა 17-მა % არ იცის სად შეიძლება ასეთი მომსახურების მიღება.

დიაგრამა 14. იურიდიული დახმარების მიღების ადგილები - ყველა რეგიონი ერთად

კერძო ადვოკატი 21.4 იურიდიული დახმარების
კერძო ადვოკატი
21.4
იურიდიული დახმარების სამსახური
19.2
გამგეობა
15.9
სასამართლო
11.1
არასამთავრობო ორგანიზაცია
10.2
საკრებულო
4.3
გუბერნია
0.9
0
20
40
60
80
100
%%%

როგორც მოსალოდნელი იყო, განსხვავებული სურათი მივიღეთ რეგიონების მიხედვით:

ქვემო ქართლში საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საერთოდ არ განიხილავენ იურიდიული სერვისის მიმწოდებლად. როგორც ქვემო ქართლის ფოკუს-ჯგუფებზე აღინიშნა, მოსახლეობა ძალიან ხშირად აკითხავს იურიდიული საკითხების გასარკვევად გამგეობას, ხალქალაქის და ახალციხის რაიონში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს იურიდიული დახმარებას მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისთვის და თუ მოქალაქეს რამე ტიპის სამართლებრივი პრობლემა შეექმნა, ის აუცილებლად აკითხავს საზოგადოებრივ ორგანიზაციას დახმარებისთვის.

„ჩვენთან თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია იურიდიული კონსულტაციით არის დაკავებული. მინდა გითხრათ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დონორის დაფინანსება არ აქვთ, მაინც ეხმარებიან მოსახლეობს კონსულტაციებით. თუ რამე გაუჭირდა ადამიანს და ვერ მიიღო კვალიფიციური პასუხი, ან სასამართლოში, ან გამგეობაში, ის აუცილებლად მიდის არასამთავრობო ორგანიზაციაშიც.“ (ახალქალაქი)

დიაგრამა 15. სად შეიძლება მოქალაქემ მიიღოს იურიდიული დახმარება - ქვემო ქართლი

გამგეობა 32.0% კერძო ადვოკატი 18.8% სასამართლო 16.4%
გამგეობა
32.0%
კერძო ადვოკატი
18.8%
სასამართლო
16.4%
საკრებულო
7.8%
იურიდიული დახმარების
სამსახური
1.5%
გუბერნია
1.5%
არასამთავრობო
0
ორგანიზაცია
არ ვიცი/მ.პ.გ.
22.0%
0%
20%
40%
60%
80%
100%

დიაგრამა 16 სად შეიძლება მოქალაქემ მიიღოს იურიდიული დახმარება - სამცხე-ჯავახეთი

იურიდიული დახმარების… 33.7% კერძო ადვოკატი 22.0%
იურიდიული დახმარების…
33.7%
კერძო ადვოკატი
22.0%
არასამთავრობო ორგანიზაცია
20.6%
სასამართლო
6.0%
გუბერნია
.8%
საკრებულო
1.1%
გამგეობა
1.8%
არ ვიცი/მ.პ.გ.
14.0%
0%
50%
100%

დიაგრამა 17 სად შეიძლება მოქალაქემ მიიღოს იურიდიული დახმარება - კახეთი

კერძო ადვოკატი 25.7% გამგეობა 22.0% იურიდიული
კერძო ადვოკატი
25.7%
გამგეობა
22.0%
იურიდიული დახმარების სამსახური
15.4%
სასამართლო
14.1%
საკრებულო
5.8%
არასამთავრობო ორგანიზაცია
2.1%
გუბერნია
0.0%
არ ვიცი/მ.პ.გ.
14.9%
0%
20%
40%
60%
80%
100%

გამოკითხულთა მეხუთედზე ოდნავ მეტს არ შეუძლია გასცეს კითხვაზე პასუხი, რა სამართლებრივ საკითხებში სჭირდება დახმარება ადგილობრივ მოსახლეობას. გამოკითხულთა მესამედი (33,5%) თვლის, რომ ეს სოციალური საკითხებია: პენსია, სარჩო, შეღავათები, დახმარებები და ა.. ყველა სხვა დანარჩენი საკითხი, მხოლოდ მცირე (<5%-ზე) რაოდენობამ დაასახელა პრობლემური საკითხები

დიაგრამა 18. ყველაზე ხშირად თქვენს დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ თქვენნაირ ადამიანებს რა საკითხებში ესაჭიროება იურიდიული დახმარება

სოციალური საკითხები ჯარიმა (ადმინისტრაციული სახდელი) განქორწინება უძრავი ქონების შეძენა-გასხვისება პენსია, სარჩო, შეღავათები და დახმარებები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება გირავნობა, იპოთეკა მემკვირდრეობა საერთოდ არ ესაჭიროება მეურვეობა მზრუნველობა ქონებრივი დავა ყოფილ მეუღლეებს შორის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა სამეწარმეო სამართალი შრომითი ხასიათის დავები ოჯახში ძალადობა

სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში…

პენსიის დანიშვნა

27.7 4.9 4.7 4.2 3.7 3.4 3.1 3.1 2.8 2.7 2.0 1.8 1.7 1.6 1.2
27.7
4.9
4.7
4.2
3.7
3.4
3.1
3.1
2.8
2.7
2.0
1.8
1.7
1.6
1.2
1.1
1.0
1.0
.1
28.2

მშობლების დავა შვილების საცხოვრებელ ადგილთან…

სისხლის სამართალი არ ვიცი/...

0

20

40

60

80

100

%

აუცილებელია აღინიშნოს, რომ სოციალურ საკითხებზე ასეთი დიდი აქცენტი უმეტესად

ქვემო ქართლისა და კახეთის რესპონდენტებმა გააკეთეს. იხ ცხრილი #12

ცხრილი 12. ყველაზე ხშირად თქვენს დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ თქვენნაირ ადამიანებს რა საკითხებში ესაჭიროება იურიდიული დახმარება - რეგიონის ჭრილი

ქვემო ქართლი

სამცხე-

ჯავახეთი

კახეთი

%

სისხლის სამართალი

0.2

განქორწინება

6.3

3.8

2.0

ქონებრივი დავა ყოფილ მეუღლეებს შორის

0.4

3.1

4.0

მშობლების დავა შვილების საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით

0.2

2.1

.7

მეურვეობა მზრუნველობა

2.2

4.4

მემკვირდრეობა

2.0

4.9

2.0

უძრავი ქონების შეძენა-გასხვისება

3.7

3.1

8.7

გირავნობა, იპოთეკა

3.3

4.1

სოციალური საკითხები

43.7

7.7

30.7

პენსიის დანიშვნა

0.9

1.5

სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია

1.5

1.0

ჯარიმა (ადმინისტრაციული სახდელი)

4.3

5.1

6.0

შრომითი ხასიათის დავები

0.4

2.6

2.7

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება

5.4

2.1

0.7

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა

1.7

2.6

ოჯახში ძალადობა

3.1

პენსია, სარჩო, შეღავათები და დახმარებები

6.5

1.5

0.7

სამეწარმეო სამართალი

4.1

0.7

საერთოდ არ ესაჭიროება

0.4

4.6

5.3

არ ვიცი/...

16.7

38.7

36.0

გამოკითხულთა უმეტესობას (71%) არ სმენია მის თემში რაიმე ტიპის სადავო საკითხების

შესახებ. მათ შორის ვისაც სმენია, ყველაზე მეტი ასახელებს სამეზობლო დავას, საოჯახო

დავებს და დავას მიწის საკითხებზე. რეგიონების მიხედვით დავების ჩამონათვალში

სიტუაცია ოდნავ განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ეს განსხვავება არ არის

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. 75% და 86% ქვემო ქართლსა და კახეთში აფიქსირებს, რომ არ სმენიათ სადავო საკითხების შესახებ, ხოლო სამცხე-ჯავახეთისთვის ეს მონაცემი 60%-ის

ტოლია.

დიაგრამა 19. რა ტიპის სადაო საკითხების შესახებ სმენიათ რესპონდენტებს

სამეზობლო დავა 11.5% საოჯახო დავა 6.6% დავა მიწის
სამეზობლო დავა
11.5%
საოჯახო დავა
6.6%
დავა მიწის საკითხებზე
5.5%
3.7%
ქონებრივი ხასიათის დავა
3.3%
მემკვიდრეობასთან…
1.8%
დავა პოლიციასა და…
1.5%
არ მსმენია
71.4%

0%

10% 20% 30% 40% 50% 60% 70% 80%

დიაგრამაზე მოცემული შედეგები ემთხვევა ფოკუს-ჯგუფზე გამოთქმულ მოსაზრებებს, ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა აზრით ყველაზე გავრცელებული სამეზობლო დავებია.

როგორც შედეგებიდან ირკვევა, დავების გადასაჭრელად მხარეები უფრო ხშირად სასამართლოს მიმართავენ ან ცდილობენ საკითხი არ გაახმაურონ და თავად მოაგვარონ პრობლემები.

დიაგრამა 20. რა გზას ირჩევენ მოქალაქეები დავების გადასაჭრელად

მიმართავენ სასამართლოს

აგვარებენ პირადად, ცდილობენ არ გაახმაურონ საკითხი

მიმართავენ პოლიციას

მიმართავენ ადგილობრივ გამგეობას

მიმართავენ ადგილობრივ უხუცესებს

მიმართავენ ადგილობრივ ავტორიტეტებს

2.46 2.37 2.37 2.36 1.62 1.54
2.46
2.37
2.37
2.36
1.62
1.54

1

2

3

არასდროს

იშვიათად

mean

ხშირად

განსხვავებები დაფიქსირდა რეგიონების მიხედვით: ქვემო ქართლსა და კახეთში უფრო მეტია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც ფიქრობს, რომ მოქალაქეები არ ახმაურებენ დავებს და ცდილობენ საკუთარი ძალებით მოაგვარონ პრობლემები. ქვემო ქართლში გამოკითხული რესპონდენტების ყველაზე ნაკლები რაოდენობა თვლის, რომ მოქალაქეები დავების გადასაჭრელად პოლიციას მიმართავენ.

დიაგრამა 21. რა გზას ირჩევენ მოქალაქეები დავების გადასაჭრელად. რეგიონების ჭრილი

აგვარებენ პირადად, ცდილობენ არ გაახმაურონ საკითხი

მიმართავენ სასამართლოს

მიმართავენ ადგილობრივ გამგეობას

მიმართავენ პოლიციას

მიმართავენ ადგილობრივ უხუცესებს

მიმართავენ ადგილობრივ ავტორიტეტებს

2.76 2.18 2.57 2.29 2.53 2.39 2.14 2.46 2.26 2.24 2.59 2.06 1.90 კახეთი 1.49
2.76
2.18