You are on page 1of 7

პროფ.

ტარიელ ფუტკარაძე

კონფლიქტი აფხაზეთში, როგორ ხორციელდება
"თანამშრომლობა კავკასიის საკეთილდღეოდ"
და კვლავ
კავკასიის ფედერაცია?!
შეიარაღებული კონფლიქტი სასიკეთოდ მაშინაა ტრანსფორმირებული, როცა
"ომის უარყოფითი ენერგია" წარიმართება "პოზიტიური სოციალ-პოლიტიკური
ცვლილებების განსახორციელებლად"... მხარეებს შორის კონფლიქტი გადაიჭრება
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სწორად მოხდება: დაპირისპირების მიზეზების
სიღრმისეული ანალიზი, მხარეთა განსაზღვრა, დაპირისპირების არსში გარკვევა,
კონფლიქტის კვალიფიკაცია... და ამ ყოველივეს გათვალისწინებით დაიგეგმება:
კონსტრუქციული დიალოგი, ხანგრძლივი მშვიდობიანი თანაცხოვრების მშენებლობა...
სამწუხაროდ, ზოგი უცხოელი პარტნიორი უსაფუძვლოდ თვლის, რომ მათ
გამორკვეული აქვთ აფხაზეთის კონფლიქტის მიზეზები და ნაპოვნი აქვთ გადაჭრის
გზებიც...
ვფიქრობთ, საქართველოს უბედურებაზე მათ ან სასურველი ოაზისი მოიწყვეს, ან
იმთავითვე შეცდომებით იარეს და ჩვენ გაგვწირეს...
ერთ-ერთ ამგვარი "პარტნიორული" ჯგუფის გეგმებისა და საქმიანობის ფონზე
ქვემოთ წარმოვადგენთ იმ საფრთხეებსა და რისკებს, რომლებიც დღეს არსებობს
ქართველი ერისთვის.
1994 წელს ლონდონში შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია "შერიგების
რესურსები"
("Concilation Resources") 1997 წლიდან ახორციელებს "კავკასიურ
პროგრამას" (დირექტორი Jonathan Cohen); საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ლონდონური ორგანიზაცია
საქართველოს ხელისუფლების უცხოელი პარტნიორია საქართველოს რეგიონებში
(აფხაზეთი, სამხრეთი ოსეთი) არსებული კონფლიქტების გადაჭრის მიმართულებით...
"Concilation Resources" (ჯონათან კოენი) საქართველოში აქტიურად თანამშრომლობს
სოროსის ფონდის წარმომადგენლობასთან (კახა ლომაია, დავით დარჩიაშვილი...), დანიის
ლტოლვილთა საბჭოსთან, შვეიცარიის საელჩოსთან, ჰაინრიხ ბიოლის ფონდთან და სხვ.
საქართველოში მისი აქტიური თანამშრომლები არიან: პაატა ზაქარეიშვილი1, გოგა
1

პაატა ზაქარეიშვილი რესპუბლიკური პარტიის წევრი, სოროსის ფონდის წარმომადგენელი "სოციალურ
მეცნიერებათა ცენტრში" (ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელია თემურ იაკობაშვილი; ცენტრის მიზანია
ხელი შეუწყოს რეფორმას ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში) - შდრ., Concilation resources-ს ინფორმაცია;
პაატა არის ქართველი ანალიტიკოსი და აქტივისტი,რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაარსების
დღიდან... (http://www.c-r.org/our-work/caucasus/caucasus-partners.php). საყურადღებოა, რომ საქართველოს
მთავრობის მინისტრის რანგში მყოფმა ბ-ნმა თემურ იაკობაშვილმა სათანამშრომლოდ საჯაროდ მიიწვია
პაატა ზაქარეიშვილი და გოგა ხაინდრავა; ასევე, მანვე 2008 წლის 6 მარტს აფხაზეთიდან დევნილ
(ლეგიტიმურ) უზენაეს საბჭოსა და მთავრობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბ-ნი ჯონათან კოენი არის
სახალხო დიპლომატიის საშუალებით "ქართულ-აფხაზური" კონფლიქტის მოგვარების აქტიური
ხელისშემწყობი... ვფიქრობ, ქვემოთ წარმოდგენილი მასალის გაცნობის შემდეგ, ბ-ნ მინისტრს მოუწევს
ინფორმაციების გადამოწმება...

1

ხაინდრავა... პოლიტიკურ გაერთიანებათაგან "შერიგების რესურსების" ძირითადი
პარტნიორია
რესპუბლიკური
პარტია
(მასალები
იხ.,
მაგ.,
http://www.cr.org/russian/index.php). ე.წ. აკადემიური წრეების წარმომადგენელთაგან
"Concilation
Resources"-ისა და სოროსის ფონდის რჩეული (მათგან არაერთგზის დაფინანსებული)
ავტორები არიან: გიგი თევზაძე, ნოდარ ლადარია, მანანა დარჯანია (ჟურნალ "პოსტ
ფაქტუმის" რედაქტორი)2 და სხვ..
საინტერესოა ისიც, რომ "Concilation Resources"-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული
სამეცნიერო-სახელმძღვანელო
ლიტერატურის
სიაში
(http://www.c-r.org/ourwork/accord/georgia-abkhazia/russian/biblio.php) წამყვანი ადგილი უჭირავს ლონდონის
უნივერსიტეტის კავკასიურ ენათა პროფესორის ჯორჯ ჰიუიტის ნაშრომებს3.
პირველ რიგში მოკლედ გაგაცნობთ, სწორედ ლონდონელი პროფესორის
"კავკასიური პროექტის" ძირითად თეზისებს (აქ განვიხილავთ დასავლეთ საქართველოს
ეპიზოდს - ტ.ფ.)4:
კონფლიქტის არსი:
ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული კონფლიქტი ეთნოკულტურული
ხასიათისაა: ქართველთა აგრესიის პირობებში აფხაზი ერი კრემლის თანადგომით
ინარჩუნებs თავის იდენტობას5... მეოცე საუკუნემდე არც მეგრელები ითვლებოდნენ
ქართველებად; "ძველთაგანვე მეგრულ ენაზე მეტყველი ხალხი ქართველებად მოინათლა
საბჭოთა პერიოდში"...

2

ქ-ნი მ. დარჯანია არის IDP Women Association (იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა")
დირექტორთა საბჭოს წევრი (იხ. http://www.idpwa.org.ge/dirboard.html); ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დონორია
ფონდი "Conciliation Resources" (დიდი ბრიტანეთი). შდრ., სხვა დონორები და პარტნიორები: ევანგელისტურ
ეკლესიათა ასოციაცია EED (გერმანია), დანიის ლტოლვილთა საბჭო DRC, ფონდი HAELLA
(ნიდერლანდები), გაერო-ს ქალთა ფონდი UNIFEM (http://www.idpwa.org.ge/about.html)...

3

Hewitt, B.G. Abkhazia: a problem of identity and ownership. Central Asian Survey, vol. 12, no. 3, pp. 267–323, 1993
Hewitt, B.G. Demographic manipulation in the Caucasus. The Journal of Refugee Studies, vol. 8, no. 1, pp. 48–74, 1995
Hewitt, G. (ed.) The Abkhazians. Curzon Press, 1999...
პატივცემულ მკითხველს შევახსენებ, რომ ჯ. ჰიუიტი არის აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ერთ-ერთი
თანამედროვე იდეოლოგი; იხ., მაგ., „ინტერპრესნიუსის“ ერთ-ერთი ინფორმაცია; "თვითაღიარებული
აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, აფხაზეთში გადამღები
ჯგუფი მუშაობს, რომელიც აფხაზეთის ისტორიის, კულტურისა და დღევანდელობის შესახებ ინგლისურ და
გერმანულენოვან დოკუმენტურ ფილმს ამზადებს... ფილმის მთავარი გმირია დიდი ბრიტანეთის ლორდთა
პალატის წევრი ნიკოლას რიი, რომელმაც ოჯახთან ერთად აფხაზეთი წელს პირველად მოინახულა“...
პროექტის ავტორია კავკასიოლოგი ჯორჯ ჰიუიტი. ფილმს მოსკოვის აფხაზური დიასპორა აფინანსებს.
4

ჯორჯ ჰიუიტი, "თანამშრომლობა კავკასიის საკეთილდღეოდ" (სტატია საქართველოს მეცნიერებათა
აკადემიის არნ. ჩიქობავას ინსტიტუტს სარეცენზიოდ გადასცა თურქეთში გამომავალი ჟურნალის
"ჩვენებურების" რედაქციამ 1999 წელს; აკად. გუჩა კვარაცხელიამ რეცენზიის მომზადება თხოვა პროფ.
თეიმურაზ გვანცელაძეს და პროფ. მანანა ტაბიძეს. პროფესორების: თ. გვანცელაძის, მ. ტაბიძის, მ.
ქურდიანისა და ა. არაბულის ხელმოწერით პასუხი გაიგზავნა "ჩვენებურების" რედაქციაში.

5

ჯ. ჰიუიტი: "კრემლის ჩარევის გარეშე მარტო დატოვებული აფხაზები თავისი ენისა (და კულტურის)
დაკარგვის გამო, შესაძლოა, გაქართველებულიყვნენ: მიეღოთ ქართული ენა (და კულტურა) და
გამხდარიყვნენ ჩვეულებრივი ქართველი მოქალაქეები".

2

კონფლიქტის გადაჭრის ჯ. ჰიუიტისეული სტრატეგია:
1. ქართველები უნდა განთავისუფლდნენ "ნაციონალიზმისგან" და უნდა აღიარონ
თავიანთი შეცდომები;
2. აფხაზებს ქართველებისგან ფიზიკურად განადგურების საფრთხე აღარ დაემუქრებათ,
თუკი საქართველოსა და აფხაზეთს შორის ჩამოყალიბდება სამეგრელოს ბუფერული
სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი: ეს პროცესი უნდა დაიწყოს მეგრულის, როგორც
მეგრელთა სალიტერატურო და კულტურის ენის, აღიარებით; "მეგრელებმაც უნდა
ქართველების
დაიცვან თავიანთი უფლებები"6; "მეგრელებმა არ უნდა გაიზიარონ
კულტურული მემკვიდრეობა და უნდა განავითარონ თავიანთი თვითმყოფადი ენა და
კულტურა"... ამ "ისტორიული შეცდომის გამოსწორებამ გრძელვადიან პერსპქტივაში
შეიძლება ქართულ-აფხაზური ურთიერთობის საყოველთაოდ სასურველი გამოსწორება
მოიტანოს..."
3. უნდა შეიქმნას კავკასიის კონფედერაცია (რომლის სუბიექტებადაც ივარაუდება:
აფხაზეთი, სამეგრელო, საქართველო, აზერბაიჯანი, ყარაბახი, სომხეთი, სამხრეთი
ოსეთი...).
სრული პასუხიმგებლობით ვამბობთ: პროფ. ჯ. ჰიუიტის მიერ გაცხადებული
წარმოდგენილი გეგმა გარკვეული ჯგუფების მიერ საქართველოში ხორციელდება ბოლო
10 წელიწადის განმავლობაში; ამ პროცესის ერთ-ერთი დონორი და სულისჩამდგმელი
უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციაა ლონდონური "Concilation Resources" (თავისი
დიდი თუ მცირე პარტნიორებით)...
წარმოვადგენთ მხოლოდ ფაქტებს:
კონფლიქტის არსის შესახებ:
"შერიგების რესურსების" მიერაც აფხაზეთში არსებული კონფლიქტის საფუძვლად
მიჩნეულია ეთნიკური დაპირისპირება ქართველთა და აფხაზთა შორის; "Concilation
Resources"-ის ვებგვერდზე აფხაზეთის რეგიონში არსებული კონფლიქტი სახელდებულია,
როგორც ქართულ-აფხაზური კონფლიქტი (Conciliation Resources has worked on the
Georgian-Abkhaz conflict and peace process since 1997)... მასალებიდან ჩანს, აგრეთვე, რომ
ომის
დამწყებად
მიჩნეულია
ქართული
მხარე
(http://www.c-r.org/ourwork/caucasus/index.php).
არადა, ყველასთვის ცნობილია, რომ შავი ზღვის სანაპიროს ხელში ჩაგდების
მიზნით რუსეთის იმპერია დიდი ხანია ცდილობს საქართველოს ამ მხარის მოსახლეობის
გადაბირებას, ან გენოციდს...
შდრ.: მეფის რუსეთმა აფხაზთა დიდი ნაწილი აიძულა, გადასახლებულიყო
თურქეთში (მუჰაჯირობა), მეორე ნაწილი სათავისოდ აღზარდა საბჭოთა პერიოდში,
მესამე ნაწილი კი დღეს აფხაზეთიდან დევნილია აფხაზეთის მკვიდრ ქართველთა
მსგავსად...
მაშასადამე: აფხაზეთის კონფლიქტის არსი: საქართველო იგერიებს რუსეთის აგრესიას...
კონფლიქტის გადაჭრის "ჰიუიტისეული" სტრატეგია კარგად ჩანს "Concilation Resources"-ის
(და მისი პარტნიორების) მიერ განხორციელებული პროექტებიდან:

6

ჯ. ჰიუიტი: "ვინც ამტკიცებს, რომ მეგრელებს შორის არ არსებობს ამგვარი უფლებების მოთხოვნა, ვიტყვი,
რომ მათთვის ამ კითხვით არავის მიუმართავს..."

3

გარკვეული ჯგუფების მიერ ქართველური ტრადიციული ღირებულებებისადმი
ნიჰილიზმის სისტემური "დანერგვა" ცალკე მსჯელობის თემაა; ამჟამინდელი სტატიის
თემის კონტექსტში არსებითია - ზემოთ დასახელებული უცხოური ორგანიზაციების მიერ
დაფინანსებული
კამპანია:
"ჰათამზაიტ"
("ბოდიში"),
რომელიც
გულისხმობს
ქართველების მიერ აფხაზების წინაშე დანაშაულის აღიარებასა და ბოდიშის მოხდას... ამ
თემას გახმაურებული სპექტაკლიც კი ("ბამბაზიის სამოთხე") მიეძღვნა...
"ჰათამზაიტის" და სპექტაკლის ავტორებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ მხოლოდ
აფხაზს აქვს უფლება, ქართველისგან მოითხოვოს ბოდიში (ვიდეომასალისათვის იხ.
http://imedinews.ge/ge/droeba/2007-09-30/324)7...
არადა, ქართველებიც და აფხაზებიც შეიწირა მთავარმა მოქმედმა პირმა - რუსეთის
იმპერიულმა ინტერესმა. ეს იმპერია 100 წლის მანძილზე ამზადებდა ამ კონფლიქტს.
ბოლო ეტაპზე იმპერიისგან აღზრდილ და მართულ პირებს წარმოადგენდნენ ვ. არძინბა
და ე. შევარდნაძე (რუსეთის იმპერიამ ამ უკანასკნელთა დახმარებით შეიყვანა სისხლიან
ჩიხში აფხაზთა და ქართველთა ურთიერთობა)...
რაც შეეხება "პატიებას": თანაცხოვრების მანძილზე ძმებსა და მეზობლებს შორის
კინკლაობა ჩვეულებრივი ადამიანური მოვლენაა; სისხლისღვრა კი გაუმართლებელია:
აფხაზების იმ ნაწილს, რომელიც ვ. არძინბას რეჟიმის გავლენის ქვეშ მოექცა, და
ქართველების იმ ნაწილს, ვინც შევარდნაძის გვერდით იყო, მართლაც აქვთ საპატიებელი
ერთმანეთისთვისაც და ზოგადად, ქართველი და აფხაზი ხალხებისთვის... ქართველები
და აფხაზები მრავალი საუკუნის მანძილზე ერთად ვიბრძოდით კავკასიის დაპყრობის
მოსურნეთა წინააღმდეგ და მომავალშიც შევძლებთ მშვიდობიან თანაცხოვრებას...
ჩვენ არც დღეს ვართ ერთმანეთის მტრები; ახლა მთავარია, ყველაფერს თავისი
სახელი დავარქვათ და დიპლომატიური "ვალდებულებებისგან" თავისუფალმა
ადამიანებმა (არასამთავრობო ორგანიზაციებმა!) მაინც პატიოსნად განვსაზღვროთ
არსებული კონფლიქტის მხარეები: საქართველო და რუსეთი.
ჯ. ჰიუიტისა და ზოგი რუსი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, "Concilation
Resources"-ისა და მისი ქართველი პარტნიორების მიერ ჯერჯერობით არ არის ღია
საუბარი
საქართველოსა
და
აფხაზეთს
შორის
სამეგრელოს
ბუფერული
სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ჩამოყალიბებაზე, მაგრამ 10 წელია აქტიურად
განიხილება ე.წ. ასიმეტრიული ფედერაციის საკითხი; გარდა ამისა, სხვადასხვა სახის
შეხვედრებზე რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან არაერთხელ დაისვა აფხაზეთის
აღიარებისა და მეგრული (და სვანური) ენის უფლებების დაცვის საკითხები8...
7

ინფორმაციისთვის; 2007 წლის 14 მარტს მანანა დარჯანიას და მისი თანამოაზრეების მიერ გავრცელდა
მიმართვა "მიმართვა აფხაზი ხალხისადმი"; მოგვყავს მცირე ფრაგმენტი: “...ჩვენ გვინდა ყველა აფხაზს
მოვუხადოთ ბოდიში იმისათვის, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს..." ქ-ნ მ.დარჯანიას შევახსენებთ, რომ ომი
დაიწყეს კრემლის მიერ მართულმა არძინბასა და შევარდნაძის მცირე ჯგუფებმა ქართველი და აფხაზი
ხალხების საზიანოდ... შდრ.: 2007 2 მაისს 17:00 საათზე ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის
რეგიონალურ ოფისში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: "ჰათამზაიტ: ბოდიშის კამპანია - რატომ უნდა
მოვუხადოთ ბოდიში აფხაზებს?" მომხსენებლები: მანანა დარჯანია, ჟურნალისტთა ასოციაციის "პოსტფაქტუმის" თავმჯდომარე; უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებების საინფორმაციო და სადოკუმენტაციო
ცენტრი; გიორგი ხაინდრავა, კინორეჟისორი/"თანასწორობის ინსტიტუტი".
8

ბოლო წლებში გააქტიურდნენ ქართველური დიალექტებისთვის ე.წ. "რეგიონალური ენების" სტატუსის
მინიჭების მომხრე მოძრაობები; ეს იმ ფონზე, როცა საერთაშორისო დოკუმენტებში ხაზგასმით წერია, რომ

4

შემთხვევითი არ არის არც ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში უცხოელთა დაფინანსებით
შეიქმნა და გავრცელდა სახელმძღვანელოები: "ლაზური დედაენა", "მეგრული დედაენა";
ზემოთ დასახელებული ფონდების აქტიურობით ასევე რამდენიმეგზის გამოქვეყნდა:
"მეგრული ენა", "ლაზური ენა", "სვანური ენა"... ძველ თუ ახალ ქართველურ დიალექტურ
ლექსიკონებს კი ასევე გააზრებულად დაერქვა: ქართულ-მეგრული ლექსიკონი, ქართულსვანური ლექსიკონი, სადაც ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ესენი ორენოვანი ლექსიკონებია
(რუსულ-ქართული თუ გერმანულ-ჩინური ლექსიკონებივით)... კერძოდ, ზოგმა
თანამედროვე გამომცემელმა, დიდი მოღვაწეების: პეტრე ჭარაიასა და ბესარიონ ნიჟარაძის
ფუნდამენტური მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, მათ მიერ შედგენილ დიალექტურ
ლექსიკონებს დაარქვა ორენოვანი ლექსიკონები; გარდა ამისა, ჩემთან საუბარში ერთერთმა თანამედროვე ავტორმა განაცხადა, რომ მეგრული დიალექტური ლექსიკონის
ორენოვნად განსაზღვრა მოითხოვა დამფინანსებელმა...
ხაზგასმით აღვნიშნავთ: საშურია, კარგად შევისწავლოთ, შევინარჩუნოთ და
მომავალ თაობებს ვასწავლოთ ქართველური ენობრივი სამყარო: ქართული სამწიგნობრო
ენა და ქართული ხალხური ენობრივი საუნჯე (მეგრული, ლაზური, სვანური, ტაოური,
ხევსურული, ლივანური, ფერეიდნული, იმერხეული, თუშური...), მაგრამ დაუშვებელია,
ქართველთა დედაენას - ქართულს - დავუპირისპიროთ მის წიაღში არსებული
დიალექტები (/ენაკავები)9, დედასაქართველოს კი - მისი კუთხეები...
"Concilation Resources"-ისა და სოროსის ფონდის კონცეპტუალურ კალაპოტშია
ბოლო წლების განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგრანტო "წესრიგი", სასკოლო
სახელმძღვანელოების მეთოდოლოგია და საკადრო პოლიტიკა; მაგ., თანამდებობებზე
ისეთი პირები დაინიშნენ, რომლებიც პროპაგანდას უწევენ ფედერაციულ წყობას (პროფ.
გიორგი ხუბუა), ცალკეული ქართველური კილოების დამოუკიდებელ ენებად აღიარებას
და მათზე წმინდა წერილის თარგმნას (ბ-ნი სოზარ სუბარი) და სხვ..
საბედნიეროდ,
ჯერჯერობით,
პოსტ(საბჭოთა)"რევოლუციური"
დროისგან
განსხვავებით, თანამედროვე ოფიციალურ წრეებში ღია მხარდამჭერი არ გამოუჩნდა ე.წ.
"მეგრულენოვან" თუ "სვანურენოვან მასმედიას"; თუმცა მეგრულ"ენოვან" გაზეთ "გალს"
რეგიონალური ენის სტატუსი ენიჭება ძირითადი მოსახლეობისგან განსხვავებულ და ამავე დროს
ავტოქთონ ეთნიკურ ჯგუფს.
9

ზოგი წარუმატებლად ცდილობს, რომ მეგრულ-ჭანური, სვანური...
"ლინგვისტურად" ენებად,
"სოციოლინგვისტურად" კი დიალექტებად წარმოადგინოს... მაგ., ქ-ნი ლ. ეზუგბაია ჟურნალ "პოსტ
ფაქტუმის" 2007 წლის № 5 ნომრითაც ავრცელებს ამგვარ წინააღმდეგობრივ მოსაზრებას. არნ.ჩიქობავას
ენათმეცნიერების ინსტიტუტის ამჟამინდელ დირექტორს შევახსენებ, რომ ცივილიზებული მსოფლიოს არც
ერთი ენის სტატუსი არ განსაზღვრულა გაგებინების პრინციპით; არც ბგერათშესატყვისობით, ლექსიკის,
ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსის დონეზე არსებული გარკვეული სხვაობებით... გარდა ამისა,
იმერულსა და მეგრულს შორის არც ერთ ენობრივ დონეზე არ არსებობს "სისტემური სხვაობა"; "სისტემური
სხვაობა" გვაქვს მონათესავე აფხაზურსა და მეგრულს (/ქართულს), არამონათესავე ქართულსა (/მეგრულსა)
და რუსულს შორის და ა.შ. ადრეც და დღესაც, მთელს მსოფლიოში ენის/კილოს სტატუსი
განიხილებოდა/განიხილება მოცემული საზოგადოების ეროვნულ იდენტობასთან (/მეობასთან) უშუალო
კავშირში; ამ თემაზე მრავალი დაწერილა; აქ დავიმოწმებ თანამედროვე ავტორიტეტული მკვლევარის
რუდოლფო სტავენჰაგენის ერთ ციტატას წიგნიდან: "ეთნიკური კონფლიქტები და ეროვნული სახელმწიფო":
ენა არის ეროვნული იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნიშანი...

5

და გალის „მეგრულენოვან“ რადიოს აფხაზეთის დე ფაქტო მმართველებთან ერთად დიდი
ხანია კურატორობს პროფ. ჯ. ჰიუიტი; გალის ე.წ. მეგრულენოვანი ტელევიზიის ერთ-ერთ
ლობისტად კი ოფიციალურად ითვლება "Concilation Resources"-ის კავკასიური ბიუროს
ხელმძღვანელი ჯონათან კოენი10...
აქვე აღვნიშნავ, რომ 2005 წელს განათლების სამინისტრომ პრეზენტაცია მოუწყო
ი.გიპერტისა და ჯ. ჰიუიტის მეცადინეობით შექმნილ პროექტს. ამ მრავალათასიანი
პროექტის
ფარგლებში
შემუშავდა
ე.წ.
კითხვარი
"ქართველურ
ენებზე
მოლაპარაკეთათვის", სადაც დასმულია შემდეგი კითხვები:
_ რა ენაზე გინდათ, რომ განათლება მიიღონ თქვენმა შვილებმა? (მეგრულ-ლაზურ,
ქართულ, სვანურ თუ სხვა)? რატომ?
_ რომელ ენაზე ლოცულობთ ეკლესიაში (მეგრულ-ლაზურ, ქართულ, სვანურ თუ სხვა)?
_ საჭიროდ მიგაჩნიათ თუ არა სატელევიზიო გადაცემები მეგრულ-ლაზურ/სვანურ
ენებზე?
_ საჭიროდ მიგაჩნიათ თუ არა რადიოგადაცემები მეგრულ-ლაზურ/სვანურ ენაზე?
_ საჭიროდ თვლით თუ არა, რომ პრესა გამოდიოდეს მეგრულ-ლაზურ/სვანურ ენაზე? თუ არა
რატომ?

რთული არაა იმის მიხვედრა, რომ ეს კითხვები აშკარად ეხმაურება ჯ. ჰიუიტის
მიერ ზემოთ წარმოდგენილი პროექტის ერთ-ერთ მონაკვეთს (იხ., მე-6 სქოლიო).
ვფიქრობ, არსებითია აქვე ითქვას ისიც, რომ "Concilation Resources"-ის ვებგვერდზე
ყოველთვის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოიაზრება აფხაზეთი და საქართველო;
მოვიყვან მხოლოდ ერთ ციტატას; "В нашем проекте аудиодневников участвуют 20
радиостанций и более 40 журналистов из Абхазии, Азербайджана, Армении, Грузии,
Нагорного Карабаха и Южной Осетии..." (http://www.c-r.org/russian/index.php).
ამ ციტატიდანვე ჩანს, თუ "Concilation resources"-ს ამ ეტაპზე როგორ აქვს
მოწოდებული
ჰიუიტისეული
"კავკასიის
კონფედერაციის"
კონფიგურაცია11...
10

ინფორმაციისთვის: რუსლან ქიშმარიამ აფხაზურ სააგენტო აფსნი-პრესს განუცხადა, რომ გალის
მეგრულენოვანი ტელევიზიის აპარატურა ბრიტანული ორგანიზაცია „შერიგების რესურსების“ მიერ არის
შეძენილი... "მეგრულ ენაზე" მაუწყებლობას ქიშმარია ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთ საფეხურად
განიხილავს: ,,დღეს სახელმწიფო საკმაოდ ბევრს აკეთებს გალის რაიონში სიტუაციის ნორმალიზებისა და
რეგიონის განვითარების დაწყებისათვის. მოსახლეობამ ეს უნდა იცოდეს. ამით, აფხაზეთთან
დამოკიდებულებაში მათი ნდობაც გაიზრდება"... გასული საუკუნის პირველ ნახევარში მეგრული ენის
დამწერლობის შექმნის მცდელობებიც იყო. ახალი იმპულსები კი ამ პროცესმა, რა უცნაურიც უნდა იყოს,
აფხაზეთის მიერ რეალური დამოუკიდებლობის მოპოვების მერე შეიძინა... (ანტონ კრივენიუკი, სოხუმი,
გაზეთი „პანორამა“; http://www.media.ge/geo/page.php?m=news_detailed&id_numb=2532).
11

"კავკასიის კონფედერაციის" თემა პირველად გააქტუალურდა მეოცე საუკუნის 90-იანი წლების
დასაწყისში კრემლის მიერ, მაშინ როცა საქართველოს წინააღმდეგ კაზაკებისა და ჩრდილოკავკასიელების
ერთი ნაწილის მიერ (მუსა შანიბოვისა და იუსუფ სოსლანბეკოვის ხელმძღვანელობით) შეიქმნა ე.წ.
"კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია", რომელმაც დედაქალაქად გამოაცხადა სოხუმი. შავი ზღვის
სანაპიროზე, ზოგადად კავკასიაში რუსეთის გეოპოლიტიკის მიზნების შესახებ გთავაზობთ მცირე
ამონარიდს რუსეთის გეოპოლიტიკური კონცეფციის მამამთავრის ალექსანდრე დუგინის წიგნიდან: "Основы
геополитики" (Москва: Арктогея-центр, 1999): Абсолютным императивом русской геополитики на черноморском
побережье является тотальный и ничем не ограниченный контроль Москвы на всем его протяжении - от
украинских до абхазских территорий. Можно сколь угодно дробить всю эту зону по этнокультурному признаку, -

6

საქართველოს ასიმეტრიული ფედერაციის თუ კონფედერაციის სტრუქტურის "დადგენის"
შემთხვევაში (ღმერთმა ნუ ქნას ამ მზაკვრობის განხორციელება!)
კი "კავკასიის
კონფედერაციის" წევრთა რაოდენობა ამ ვებგვერდზეც შეიცვლება...
მკითხველს, ალბათ, ბევრი კითხვა აღერძვრება... ბ-ნ ჯონათან კოენისა და მისი
ქართველი პარტნიორების გარშემო ჩემთვისაც კიდევ ბევრი უპასუხო კითხვაა; თუნდაც:
- რატომ იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე კოენისა და მისი მეგობრების მიმართ
და რატომ შეწყდა?
- ჰაინრიხ ბიოლის ფონდში რატომ დაემუქრნენ პარტიზანები ბ-ნ ჯონათან კოენს
(რომელსაც გოგა ხაინდრადვა "გადაეფარა")?
- როდის გამოფხიზლდებიან გრანტებს დახარბებული ქართველები?
- ქართველები/კავკასიელები როდის ვიპოვით ოქროს შუალედს ფსევდოლიბერალურ და
ფუნდამენტალისტურ უკიდურესობების მოძალების საუკუნეში?
და ბოლოს:
2008 წლის 5 იანვარს საქართველოს მოსახლეობამ დიდი ისტორიული არჩევანი
გააკეთა: "ევროატლანტიკური ალიანსი"; თუმცა, თუ ხანგრძლივად სტაბილური
კავკასია/საქართველო გვინდა, საქართველოს მოქალაქეებმაც (ქართველებმა,
აფხაზებმა...) და საქართველოს პარტნიორობის მოსურნეებმაც შორეული თუ
უახლესი ისტორიის ობიექტური გააზრებით, აწმყოსეულ მოვლენებზე ადეკვატური
სახელების დარქმევით, ლეგიტიმური არჩევნებით და ადგილობრივი ეკონომიკის
აღორძინებით დროულად უნდა შევქმნათ ხანგრძლივი და მშვიდობიანი
თანაარსებობის პერსპექტივები...

предоставляя этническую и конфессиональную автономию крымским молороссам, татарам, казакам, абхазцам,
грузинам и т. д. - но все это только при абсолютным контроле Москвы над военной и политической ситуацией..."
(с. 349); "Всякое широтное размежевание этнических регионов Закавказья следует поддерживать, а долготную
интеграцию - напротив укреплять... Общий передел Северного Кавказа мог бы решить и осетинскую проблему, так
как новые этнические образования (например объединенная Осетия) теряли бы смысл национальногосударственных образований, приобретая чисто этнический и культурный, лингвистический и религиозный
смысл. Следуя той же меридиональной логике важно связать Абхазию непрямую с Россией ...можно назвать весь
этот план "новым геополитическим порядком на Кавказе". Он предполагает отказ от традиционного подхода к
существующим политическим образованиям как к "государственным-нациям", т. е. строго фиксированным
административным образованиям с постоянными границами и законченной властной структурой. "Новый
геополитический порядок на Кавказе" предполагает полный передел ныне существующих политических
реальностей и переход от модели взаимоотношений государство-государство или нация-нация к чисто
геополитической системе Центр-периферия, причем структура периферии должна определяться не политической,
но этно-культурной дифференциацией. Это возможно осуществить через план создания "Кавказской
Федерации", которая включала бы в себя как три кавказских республики СНГ, так и внутрироссийские
автономные образования. Центр при этом уступал бы всему этому району культурно-экономическую автаркию,
но
обеспечивал
бы
жесточайший
стратегический
централизм...
(сс.
351-352)

7