ნათია ფუტკარაძე

ელექტრონული და რეალური კომუნიკაციების
ურთიერთგავლენის ერთი ასპექტისათვის
თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ადამიანებს საშუალებას აძლევს
გამოხატონ ფიქრები და გრძნობები ისევე, როგორც პირისპირ საუბრისას.
ტელეფონით საუბრისას ხმის ტემბრითა და ინტონაციით მსმენელისთვის
ცხადი ხდება მოსაუბრის გუნება-განწყობილება, მაგრამ როცა საქმე გვაქვს
ელექტრონულ წერილებთან და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებთან (შMშ),
ძირითადად სიტყვებს ვეყრდნობით, რადგან ვერ გამოვიყენებთ
ჟესტიკულაციის ენას, ინტონაციას, თუმცა ემოციის გამოხატვა მხოლოდ
სიტყვებზე არაა დამოკიდებული; მობილური ტელეფონისა და ინტერნეტის
მომხმარებლები ემოციის გამოსახატავად ხშირად უფრო მარტივ გზას
მიმართავენ - ესაა ე.წ. “ღიმილაკები”. ჩვენ შევისწავლეთ ფორუმების,
მესინჯერების (იცქ, სკყპე, ყაჰოო...) და მოკლე ტექსტური შეტყობინების ენა,
დავაკვირდით ყველაზე ხშირად გამოყენებულ ღიმილაკებს და და ვცადეთ
ისინი სისტემობრივ წარმოგვედგინა.
საინტერესოა, ვინ, სად და როდის გამოიყენა პირველი ღიმილაკი?
წარმოგიდგენთ მოკლე მიმოხილვას: "Nეწ Yორკ თიმეს"-ის 1969 წლის
აპრილის ინტერვიუში ჟურნალისტმა ალდენ ვიტმანმა ჰკითხა მწერალ
ვლადიმერ ნაბოკოვს:
- "სად დააყენებდით საკუთარ თავს გარდაცვლილი და თანამედროვე
მწერლები რომ შეგედარებინათ?" ნაბოკოვმა უპასუხა, რომ კარგი იქნებოდა
არსებობდეს სპეციალური ტიპოგრაფიული, ღიმილის მსგავსი ნიშანი,
რომელიც ამ კითხვის პასუხად ჩაისმებოდა ინტერვიუში.
პიტსბურგის კარნეგ მელონის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა
დეპარტამენტი (აშშ), რომელიც დღესაც აქტიურად განაგრძობს მუშაობას, 80იან წლებში ქმნიდა ქსელური ბიულეტენების დაფას. დეპარტამენტის
წარმომადგენელთა მიერ დატოვებული ელექტრონული გზავნილები ხშირად
იუმორისტული ხასიათისა იყო, რაც ხშირად ზოგიერთი თანამშრომლის
გულისწყრომას იწვევდა და გესლიანი კრიტიკაც კი მოჰყვებოდა. ყოველივე
ამის შემდეგ, სკოტ ფალმენმა, რომელიც დღემდე ამ საზოგადოების წევრია,
გადაწყვიტა შეექმნა რაიმე სიმბოლო, რომელიც იქნებოდა მარტივი,
უნივერსალური და რაც მთავარია, თავსებადი ჭორდ-ის პროგრამისთვის.
ამგვარად, სკოტ ფალმენმა 1982 წლის 19 სექტემბერს (1145-სთ.) ბიულეტენთა
ელექტრონულ დაფაზე გაგზავნა წინადადება, სადაც თანამშრომლებს
ურჩევდა გამოეყენებინათ :_( სიმბოლო, თუ სერიოზულ თემაზე წერდნენ,
ორწერტილი თვალებს აღნიშნავდა, ტირე - ცხვირს, ფრჩხილი კი გაუცინარ

ბაგეს და პირიქით, არასერიოზული გზავნილისთვის უნდა დაერთოთ :-) - ეს
ე.წ. გაღიმებული ფიგურა.
სკოტ ფალმენის შემოთავაზებამ დიდი მოწონება დაიმსახურა აღნიშნულ
პროფესიულ წრეში. მოულოდნელად, მათი მონაცემთა ბაზა დაზიანდა, სკოტ
ფალმენის მიერ 1982 წელს გაგზავნილი შეტყობინება კი მხოლოდ 20 წლის
შემდეგ აღადგინა მისმა თანამშრომელმა ჯეფ ბრეიდმა სხვა მონაცემებთან
ერთად, თუმცა ამ დროისთვის - ე.ი. უკვე 2002 წელს ღიმილაკების გამოყენების
არე ძალზე გაფართოებულია .

პროფ. სკოტ ფალმენი
ეს რაც შეეხებოდა ტექსტური დოკუმენტისთვის თავსებად ღიმილაკებს,
რომლებიც ორწერტილის, ტირისა და ფრჩხილისგან შედგებოდა. თავად
ღიმილის სიმბოლოს წარმოშობა ცოტა ბუნდოვანია. ვიცით მხოლოდ, რომ
ამერიკელმა ჰარვეი ბელმა მასაჩუსეტის სახელმწიფო სადაზღვეო
კომპანიისთვის შექმნა ლოგო, რომელსაც უნდა გამოეხატა კომპანიის
კეთილგანწყობა თავისი მომხმარებლებისადმი. ეს ლოგო უკვე
ვერტიკალურად ასახავდა თვალებსა და გაღიმებულ ტუჩებს, რომლებიც
ყვითელი ფერის წრეში იყო ჩასმული:
თუმცა, ინგლისური კომპანიის "შმილეყ ჭორლდ"-ის დამფუძნებელი
ფრანკლინ ლუფრინი ამტკიცებს, რომ აღნიშნული სიმბოლო პირველად მან
გამოიყენა 1971 წელს გაზეთში მუშაობისას, როცა სურდა სახალისო ახალი
ამბების ვიზუალური გასხვავება სხვა სტატიებისგან. მას შემდეგ კი მან დაიწყო
საკუთარი პროდუქციის გატანა 100-ზე მეტ ქვეყანაში, ლოგოდ კი აღნიშნულ
სიმბოლოს იყენებდა. როგორც გავარკვიეთ, ლიცენზირებული კომპანია
"შმილეყ ჭორლდ" საექსპორტოდ აწარმოებდა ტანსაცმელს, აქსესუარებს,
საკვებს, ოთახის ავეჯს და სხვ. მოკლედ, ეს იყო პირველი ნახატი ღიმილი,
ოღონდ არათავსებადი ტექსტური შეტყობინებებისთვის.

როგორც ვიცით, მობილურ ტელეფონებში, ელექტრონულ ფოსტებში,
ფორუმებსა თუ მესინჯერებში სპეციალური განყოფილება არსებობს
ღიმილაკებისთვის, რომელთაც აქტიურად იყენებენ მომხმარებლები. ჩვენ
გამოვკითხეთ სხვადსხვა ასაკის ადამიანები და გავარკვიეთ, რომ 20 წლამდე
ასაკის ბავშვები ძირითადად ფერად, არასტანდარტულ ღიმილაკებს ირჩევენ.
უფროსი თაობის წარმომადგენლები კი დროის ეკონომიის მიზნით არ
ააქტიურებენ "მენიუში" ღიმილაკების სპეციალურ ბრძანებებს და
ორწერტილისა და ფრჩხილისგან შექმნილ სიცილაკს ანიჭებენ უპირატესობას.
ღიმილაკების გავრცელების არე მხოლოდ ელექტრონული გზავნილებით არ
შემოიფარგლება, ისინი უკვე ფურცელზეც გვხვდება. ძალიან ხშირად
ხელნაწერშიც ვხვდებით ორწერტილისა და ფრჩხილისგან შექმნილ
გაღიმებულ ან მოწყენილ სიმბოლოებს, რომლებიც ავტორს სჭირდება აზრის
დასასრულებლად.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ ღიმილაკები მარტო სევდას, ან ღიმილს არ
გამოხატავენ. მაგალითად,
:-) ნიშნავს ბედნიერს;
:-( - უბედურს;
;-) - თვალის ჩაკვრას;
:-0 - დამთქნარებას;
>:-> - გაბრაზებას (წარბებაწეული);
B-) - სათვალეები
არსებობს ამ სიმბოლოთა უფრო მოკლე, ეკონომიური ვარიანტები:
:-) - :) - "ცხვირის" გარეშე
:-( - :(
;-) - ;) და ა.შ.
როგორც ჩანს ამ საკითხით დაინტერესებული ადამიანები სულ უფრო მეტ
ღიმილაკს ქმნიან სხვადასხვა სიმბოლოებისა თუ ასოების გამოყენებით.
ხშირია ცნობილ ადამიანთა თუ პერსონაჟთა სახე-სიმბოლოებიც, მაგალითად:
5:-) - ელვის პრესლი – აქცენტი მის დამახასიათებელ ვარცხნილობაზეა
გადატანილი
:-.) - მერლინ მონრო – გვახსენდება მისი ცნობილი ხალი ტუჩის კუთხეში
ჩI:-= - ჩარლი ჩაპლინი – ჩI - შლაპას აღნიშნავს და ა.შ.
:-= - ჰიტლერი;
%-/ - პიკასო;
7:-) - რონალდ რეიგანი;
:-------------) ბურატინო/ გრძელცხვირა ადამიანი.
ზოგი სიმბოლო მთელ წინადადებას ან გამონათქვამს გამოხატავს:
:-$ - ფულს კბილები მოუჭირე;
:-# - ნასვამი ვარ;
:-)))))) - გავსუქდი:

$) - ბევრი ფული მოიგო:
:-თ - მკაცრი სახით ზის;
:-Y - ცალყბად იღიმება;
:- D - ჭორიკანა ადამიანი:
(:- | -:) - სიამის ტყუპები;
:-|:-| - დეჟავიუ მაქვს;
!@#$%^&*#$%^&*(%-) - შიზოფრენიკია.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული სიმბოლოები არ არის
მართებული ორთოგრაფიული თვალსაზრისით, ელექტრონულ და ხელნაწერ
ტექსტებში სულ უფრო იმკვიდრებს თავს. მაგალითად, ერთ-ერთ ფორუმზე
სწორედ ღიმილაკების შესახებ გამართული გამართული დისკუსიისას ერთერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ მისთვის მთავარია მოკლედ,
ეკონომიურად წეროს და უფრო ექსპრესიულად გამოხატოს სათქმელი.
როგორც ჩანს, ღიმილაკთა ორი ტიპი გამოიყოფა, აღმოსავლური და
დასავლური, ჩვენ მიერ ზემოთ განხილული ყველა სიმბოლო დასავლურია.
აღმოსავლური სტილი თითქმის იგივეა, განსხვავებას მხოლოდ წერის
მიმართულება ქმნის, შდრ.:

აღმოსავლური
(-:
:-)
)-:
:-)
(-;
:-) და ა.შ.

დასავლური

არსებობს კიდევ აღმოსავლურაზიური სტილი, რომელიც სულ განსხვავდება
ზემოთაღნიშნული სიმბოლოებისგან, როგორც ჩანს, აზიაში არ მოსწონთ
გვერდულად მომღიმარი სახე-სიმბოლოები, რადგან ღიმილაკების მათი
ვერსია ვერტიკალურ მდგომარეობაშია:
(^_^) , (*_*) და ა. შ.
როგორც ჩანს, აღმოსავლურაზიურ ღიმილაკებში ეკონომიურად წერაზე ვერ
ვისაუბრებთ, აქცენტი ფიზიკური მსგავსების გაზრდაზეა გადატანილი.
ე.წ. დასავლური სტილის ღიმილაკები ძალზე გავრცელებულია
საქართველოშიც, მათ უკვე ხშირად ვხვდებით სარეკლამო დაფებზე, პრესაშიც
და მაღაზიების აბრებზეც, რასაც ადასტურებს კიდეც ჩვენი ფოტომასალა.
ვფიქრობთ, ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, თუ როგორ მკვიდრდება
კომუნიკაციაში ექსტრალინგვისტური, როგორ იქმნება თხრობის ახალი ფორმა
- უფრო დატვირთული ექსპრესიულობით და როგორ ჟონავს იგი
კომპიუტერიდან ხელნაწერ ტექსტებში. საინტერესოა, სადამდე მივა ეს ე.წ.

"ელექტრონული დიალექტი" და როგორ გავლენას მოახდენს ის ქართულ
ენაზე.
დანართი 1

Re: question Inbox
Reply

from

"Scott E.
Fahlman" <sfahlman@gmail.com>

Reply to all
Forward Print Add
hide JunScott to Contacts list
details 7 Delete this message Report
phishing Show original
Message text garbled?

reply-to sef@cs.cmu.edu
Natia
to
Putkaradze <natia.putkaradze@gmail.com>
date
Jun 7, 2007 5:46 PM
subject Re: question
mailedgmail.com
by
Dear Natia,
Thanks for your note. I don't think I've ever had Email from Georgia before.
The story of the smiley's creation, and lots of other information, is on my web site:
http://www.cs.cmu.edu/~sef/sefSmiley.htm
I'm not sure that's much I can add to that, but if you have specific questions not answered
in that text, I'll try to answer them.
Good luck with your project.
-- Scott Fahlman :-)