ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?

“ „ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში
გაიმართა
ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ შავი ზღვის მეოთხე ღია თასის
ჩემპიონატი, რომელიც „ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში გაიმართა, დასრულდა.
ტურნირში,

რომელსაც

ზღვისპირა

ქალაქი

სამი

დღის

განმავლობაში

მასპინძლობდა, საქართველოს, გერმანიის, სომხეთის, მოლდავეთის, აზერბაიჯანი,
რუსეთის, ბალტიისპირეთისა და უკრაინის მოაზროვნეები მონაწილეობდნენ.
ერთამენთს 50-მდე გუნდი ეჯიბრენოდა, ჟიურის შორის კი იყვნენ ისეთი ცნობილი
მოაზროვნეები, როგორებიც არიან ალექსანდრე რუბინი (მოსკოვი), ალეს მუხინი
(მინსკი), ალექსანდრე ანდროსოვი (ოდესა).
გამარჯვება ბაქოს გუნდმა მოიპოვა, რომელიც სილქნეტის სპეციალური თასით
დაჯილდოვდა.
2 აგვისტოს, კლუბში „Take Five” შავი ზღვის მეოთხე ღია თასისი ფარგლებში
ბრეინ-რინგის ტურნირიც მოეწყო, რომლის გამარჯვებული ერევანს გუნდი გახდა.
დასასრულს,

გამარჯვებულების

დაჯილდობა

და

ფესტივალის

დახურვის

ცერემონიალი გაიმართა.
„საკმაოდ

საინტერესო

და

მასშტაბური

ტურნირი

შედგა.

50-მდე

გუნდი

მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნებიდან და ეს უკვე სერიოზული შედეგია.
საპრიზო ადგილები ბაქოს, გერმანიისა და თურქეთის გუნდებმა გადაინაწილეს...
ბათუმში ჩამოსვლას კიდევ ერთი მიზეზი დაემატა - შავი ზღვის მეოთხე ღია თასის
ჩემპიონატი,“ -

აღნიშნა საქართველოს ინტელექტუალური კლუბის „რა? სად?

როდის?“ პრეზიდენტმა გიორგი მოსიძემ.
„შავი ზღვის ღია თასმა“ უკვე ოთხი წელია, რაც სამხრეთ კავკასიიის ჩემპიონატი
ჩაანაცვლა, რომელსაც

1998-2011 წლებში აჭარა მასპინძლობდა. 2013 წელს,

გამარჯვება მოსკოვის გუნდმა „აფინა“ (კაპიტანი - მაქსიმ პოტაშოვი) იზეიმა. 2014
წელს დნეპროპრეტროვსკის გუნდმა „პრიმატები“ (უკრაინა, კაპიტანი - არსენ
ბ ა თუმ ი ს
კ ულტური ს
ც ე ნ ტრი

მალინოვსკი) გაიმარჯვა. წელს ტურნირში საქართველოს გუნდებიც შეეცადნენ
თასისთვის ბრძოლას და ღირსეული კონკურენცია გაუწიეს სტუმრებს.
საქართველოში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ 1991 წლიდან
იმართება, რომელშიც ყოველწლიურად 1000-ზე მეტი გუნდი და 10000-ზე მეტი
მოაზროვნე მონაწილეობს.
პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების
არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების
ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან
გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.
„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ
პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს.
ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.
„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც
თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების
ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15
სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის
კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.
პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში
ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის
განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის
ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის
მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის
პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

ბ ა თუმ ი ს
კ ულტური ს
ც ე ნ ტრი