You are on page 1of 15

35

(55)

SEPTEMBER-OCTOBER

2015

"

-

CiDA BECOMES A WINNER OF GEORGIA-ARMENIA
CALL FOR PROPOSALS

.

3

UN Global CompactCSR CLUB MEMBERS GATHERED TO DISCUSS
ONGOING ISSUES

.

4

PRESENTATION ON THE UNITED
NATIONS GLOBAL COMPACT

.

5

we

13

, 2015

connect

SEPTEMBER 13, 2015
CiDA ORGANIZED TRAINING WORKSHOPS
FOR COMMUNITY CENTER STAFF

12-13 სექტემბერს, ქ.ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“
ორგანიზებით იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების
წარმომადგენლების გადამზადების მიზნით, ტრენინგი გაიმართა. „სიდა“
ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების
მხარდაჭერის საპილოტე ინიციატივას, რომელიც მიმდინარეობს G-PAM
პროექტის ფარგლებში. საპილოტე ინიციატივა მხარდაჭერილია ევრაზიის
თანამშრომლობის ფონდის მიერ და მისი მიზანია საქართველო-ევროკავშირის
ასოცირების ხელშეკრულების 2015 წლის სამოქმედო გეგმით
გათვალისწინებული მიგრაციის სტრატეგიის ეფექტიანი იმპლემენტაციის
ხელშეწყობა.
პროექტისთვის შეირჩა ჯვარის, გეგუთის, ხევის, მეჯვრისხევის და სართიჭალის
საზოგადოებრივი ცენტრები. შეხვედრას ესწრებოდნენ „სიდას“, „მიგრაციის
ცენტრის“ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
თანამშრომლები. ტრენინგის პირველ დღეს მიგრაციის ცენტრის
თანამშრომლებმა მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ლეგალური და
არალეგალური მიგრაციის საკითხებზე თურქეთსა და საბერძნეთში, ამ
ქვეყნებისთვის დამახასიათებელ თავისებურებებზე და პრობლემებზე, რომლებიც
ქართველ მიგრანტებს აწუხებთ. სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს თანამშრომლებმა მონაწილეებს გააცნეს საქართველოში მიგრაციის
მართვის და კოორდინაციის, ასევე საქართველოში ბინადრობის ნებართვის
გაცემასთან და მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები. ტრენინგის მეორე
დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ თანამშრომლებმა მონაწილეებს
წარუდგინეს G-PAM პროექტის მუშაობის სისტემა და აუხსნეს თუ რა
მეთოდოლოგიით უნდა განხორციელდეს ბენეფიციართა კონსულტაციები.
მონაწილეებმა განიხილეს ის კონკრეტული პრობლემები, რომლებიც მიგრანტებს
ყველაზე ხშირად აწუხებთ.
“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრენინგი დაეხმარებათ მათ {ცენტრების
თანამშრომლებს} მიიღონ საბაზისო ინფორმაცია მიგრაციის კუთხით, ვინაიდან
მიგრაციის თემა ქვეყანაში უფრო აქტუალური ხდება ევროკავშირის პერსპექტივის
ჭრილში,“ ამბობს ნატალია ჩუბინიძე მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის
წარმომადგენელი.
დავით ქარდავა, ჯვარის საზოგადოებრივი ცენტრის წარმომადგენელი:
„ტრენინგზე მივიღე სასარგებლო ინფორმაცია მიგრაცისთან დაკავშირებულ
თემებზე, შევაჯამეთ საკითხები რომლებიც ყველასთვის მნიშვნელოვანი და
ახალი აღმოჩნდა. მიღებული ინფორმაცია ძალიან დაგვეხმარება, რომ პროექტის
ფარგლებში ბენეფიციარებს ხარისხიანი კონსულტაციები გავუწიოთ.“
ნათია ტერუნაშვილი, მეჯვრისხევის საზოგადოებრივი ცენტრის
წარმომადგენელი: „მასალა საკმაოდ ვრცელია და კარგი იქნებოდა თუ კიდევ
ჩავატარებდით მსგავს ტრენინგებს სხვა თემებზეც. მიგრაციის კუთხით
საქართველოს კანონმდებლობის საკითხები განვიხილეთ, მაგრამ ასევე
საინტერესო იქნებოდა თუ რა სამართლებრივი რეგულაციებია ამ მხრივ
თურქეთში და საბერძნეთში რაც კონსულტაციების გაცემაში დაგვეხმარებოდა."
პროექტი "ინდივიდუალური მხარდაჭერა ქართველ მიგრანტებს (G-PAM)" დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
ტრენინგი ჩატარდა იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მხარდაჭერის საპილოტე ინიციატივის
ფარგლებში, რომელიც ხორციელდება G-PAM პროექტის ფარგლებში. საპილოტე ინიციატივა მხარდაჭერილია ევრაზიის
თანამშრომლობის ფონდის მიერ და მისი მიზანია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების 2015 წლის
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიგრაციის სტრატეგიის ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობა.

2015

35

On September 12 -13 CiDA organized training workshops for 5
employees of Community Centers of the Public Services
Development Agency from the villages Jvari, Geguti, Khevi,
Mejvriskhevi, and Sartichala.
The workshops were conducted by representatives of the
Migration Center at the Public Services Development Agency
in partnership with CiDA. Subjects of the training workshop
were legislation of migration and its practical issues; migration
management and coordination mechanisms in Georgia; legal
and illegal migration to Turkey and Greece; risks and dangers
following illegal migration (trafficking, restriction of free
movement, deportation, forced labor, etc.); consultationinforming techniques for beneficiaries(such as migrants and
potential migrants).
On the first day community centers representatives were
familiarized with legal and illegal migration issues in particular
countries – Turkey and Greece. They were also informed about
migration management and coordination issues. On the
second day, CiDA made a presentation about the G-PAM
(Georgia - Personalized Assistance for Migrants) project and
explained to the attending guests about the methodology of
consultation for beneficiaries. Training participants discussed
the concrete problems of migrants in foreign countries and
expressed hope that if potential ones will be informed before
they go abroad, they will feel safer.
“We do hope that this training will help community centers
representatives to get basic information about migration
processes as it is known that migration issues are becoming
more pertinent in EU perspective,” Natalia Chubinidze, State
Commission for migration representative said.
David Kardava, Jvari Community Center: “I received useful
information about migration; we covered several issues which
will be important for our future activities. Received
information will help us give proper and quality information to
our beneficiaries.”
Natia Terunashvili, Mejvriskhevi Community Center:
“Discussed topics are interesting and large scale, it would be
better to hold similar trainings on relative topics. We have
discussed Georgia's legislation on migration, but it would have
been also interesting to know what kind of regulations they
have in Turkey and Greece.”
Training was arranged within the framework of the pilot
initiative in support of Ministry of Justice, which is executed as
part of the G-PAM project. The pilot initiative is supported by
Eurasia Partnership Foundation and its goal is to support
effective implementation of migration strategy as foreseen by
the 2015 Action Plan of the EU-Georgia Association
Agreement.

(55)

SEPTEMBERI-OCTOBER

P.

2

G-PAM project is financed by the European Union.

25

SEPTEMBER 25, 2015

, 2015
"

-

25 სექტემბერს, სომხეთის ქალაქ დილიჟანში ტერიტორიული
თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული
საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები ოფიციალურად დასახელდა.
გამარჯვებულთა შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა“,
რომელიც ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონში (სომხეთი)
პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პროექტს “ტრანსსასაზღვარო
ეკონომიკური განვითარება“ განახორციელებს.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს და სომხეთის ცენტრალური
ხელისუფლების და ევროკავშირის დელეგაციების წარმომადგენლები,
ასევე - გამარჯვებული პროექტების ბენეფიციარები/მთავარი
პარტნიორები და მედიის წარმომადგენლები ორივე ქვეყნიდან.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რეგიონულმა და
ადგილობრივმა სახელმწიფო ორგანოებმა, თემებმა და სამოქალაქო
საზოგადოებამ საქართველოს ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის
მხარეებიდან და სომხეთის ლორის, შირაქის და თავუშის ოლქებიდან
პარტნიორული კავშირები შექმნეს, რათა სოციალური და
ეკონომიკური განვითარების საერთო გამოწვევების საპასუხოდ
ერთობლივი პროექტები შეემუშავებინათ. ევროკავშირის მიერ
საქართველო-სომხეთის ტერიტორიული თანამშრომლობის
პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის
გრანტის მისაღებად სულ წარდგენილი იყო 40 განაცხადი, რომელთა
მიზანი ერთობლივი საზღვრისპირა პროექტების განხორციელებაა. ამ
პროექტის განსახორციელებლად ევროკავშირმა 90 ათას ევროზე მეტი
გამოყო. „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში
საზღვრისპირა თანამშრომლობისთვის ევროკავშირმა ადგილობრივ
არასამთავრობო ორგანიზაციებს და მუნიციპალურ ორგანოებს 25
ათასიდან 250 ათასამდე ევროს დაფინანსების მოპოვება შესთავაზა.
პროგრამის შესახებ: აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის მხარდაჭერის
პროგრამის (EaPTC Support Programme) მიზანია ხელსაყრელი გარემო შექმნას ტერიტორიული
თანამშრომლობის პროგრამებისთვის: სომხეთი-საქართველო, აზერბაიჯანი-საქართველო, მოლდავეთიუკრაინა და ბელორუსუკრაინა საზღვრისპირა რაიონებში თითოეული რეგიონის თავისებურების
გათვალისწინებით

CiDA BECOMES A WINNER OF GEORGIAARMENIA CALL FOR PROPOSALS
On September 25 the winners of the Call for Proposals under
Armenia – Georgia Territorial Cooperation Programme have
been identified. The official announcement of awarded projects
took place during a grant contracts signing ceremony in Dilijan,
Armenia. One of the winners of the programme is CiDA which
will carry out a project – Cross-border Economic Development with Armenian partners (Support for Noyemberyan (SFN) and
the Northern Branch of Eurasia Partnership Foundation) in
Kvemo Kartli (Georgia) and Tavush (Armenia) regions.
The regional and local state authorities, communities and civil
society organisations from Lori, Shirak and Tavush marzes of
Armenia and Kvemo Kartli and Samtskhe-Javakheti regions of
Georgia established the partnerships for developing joint
solutions to common social and economic development
challenges in their border regions. Totally, 40 project proposals
were submitted in response to the EU Call for Proposals in the
framework of Armenia-Georgia Territorial Cooperation
Programme applying for grants to implement joint cross border
projects. The event was be attended by key representatives of
Armenian and Georgian central state authorities and EU
Delegations, Beneficiaries/Lead Partners of the winning projects
as well as media representatives from both countries.
The Territorial Cooperation Programme Armenia-Georgia has
been the first of four programmes in the Eastern Partnership
that launched the competition and identified the winning
projects.
Background: the Eastern Partnership Territorial Cooperation Support Programme's (EaPTC
Support Programme) goal is to create a favourable environment for territorial cooperation
programmes along the borders of Moldova – Ukraine, Armenia – Georgia, Azerbaijan – Georgia
and Belarus – Ukraine with due regard to specifics of each border area. It is as well aimed at
strengthening the capacity of local and regional state and non-state actors to jointly develop
and implement cross-border projects. The overall EU contribution to EaPTC is 12.5 million EUR.
The Eastern Partnership (EaP) is a European Union initiative directed at six countries of Eastern
Europe and the South Caucasus: Armenia, Azerbaijan, Belarus, Georgia, Moldova and Ukraine.
The initiative aims at closer relations between the EU and the Eastern partners, deepening their
political co-operation and economic integration.

2015

35

(55)

-

.

3

we

29

, 2015

connect

SEPTEMBER 29, 2015
CSR CLUB MEMBERS GATHERED TO DISCUSS
ONGOING ISSUES

29 სექტემბერს, “სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ წევრების რიგით
მეორე შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც მიმდინარე საკითხების
განხილვასა და სამუშაო ჯგუფების ფორმირებასთან ერთად, კლუბის
წევრებისაგან წამოსული სხვადასხვა ინიციატების განხილვაც მოხდა.
ღონისძიება სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ შედგა და მას კლუბის არსებულ
წევრებთან ერთად, 100-მდე სხვადასხვა ბიზნეს, არასამთავრობო და
საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.
შეხვედრის მსვლელობისას გაიმართა CSR კლუბის ვებგვერდის და ინტრანეტის
პრეზენტაციები. მოგვიანებით, კლუბის წევრებისთვის გაეროს გლობალური
შეთანხმების (UN Global Compact) წარდგენა მოხდა, რომლის ადგილობრივი
ქსელის დაარსების ინიციატორია ,,სიდა". შეხვედრაზე მიწვეული იყო, თბილისის
ვიცე მერი ირაკლი ლექვინაძე, რომელმაც კლუბის წევრებს 13 ივნისის ანგარიში
და დაზარალებულების მხარდაჭერის პროგრამის დეტალები გააცნო.
„თბილისის მერიის სახელით შეხვედრაზე წარვადგინე პრეზენტაცია, სადაც იყო
ერთგვარი ანგარიში შემოწირული თანხების განკარგვის შესახებ. დღეს აქ
იმყოფებოდა თითქმის ყველა იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომლებმაც
უდიდესი კონტრიბუცია გაიღეს 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა
დასახმარებლად. პრეზენტაცია შეეხო ასევე იმ საჭიროებებს, რომელიც ჯერ
კიდევ არსებობს.
დაზარალებულების დასახმარებლად ჩვენ წარვადგინეთ წინადადებები, თუ რა
მიმართულებით შეიძლება სხვადასხვა კომპანიის მხრიდან განხორციელდეს
მხარდაჭერა“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
დასასრულს სოციალური პასუხისმგებლობის კლუბში გაწევრიანების სურვილი
20-მა ბიზნეს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის
წარმომადგენელმა გამოთქვა და შეიქმნა ახალი სამუშაო ჯგუფები. სოციალური
პასუხისმგებლობის კლუბს შეურთდნენ: პარტნიორები-საქართველო;
კორპორაცია ქართული ღვინო; სადაზღვევო კომპანია “ალდაგი“; სამშენებლო
კომპანია ,,როდოსი“; ელიტ ელექტრონიქსი; შპს სახელმწიფო კვებითი
უზრუნველყოფა; კომპანია - rafting.ge; სპორტკომპლექსი „არენა“; Cherry
tea; Red Bull; ქრაუნ პლაზა ბორჯომი; სუფთა სამყარო; სამშენებლო ლუქსი;
ლიბერთი ბანკი; სს მისო კრისტალი; შპს ანაგი; ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი; კრედო; ქართული კრედიტი; დირსი; IPM.
„სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი“, რომელიც 2015 წლის 27 მაისს დაფუძნდა, წარმოადგენს არარეგისტრირებულ
კავშირს, რომლის მიზანია საზოგადოებაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ ცოდნის ამაღლება
და ერთობლივი გრძელვადიანი საქმიანობით კლუბის წევრებთან/ პარტნიორებთან/ დონორებთან ერთობლივი
სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. ამ ეტაპზე კლუბის წევრია 71 ბიზნეს,
არასამთავრობო, მედია და საჯარო ორგანიზაცია.

2015

35

(55)

SEPTEMBERI-OCTOBER

P.

4

On September 29, Corporate Social Responsibility (CSR) Club
members gathered and discussed the CSR issues going on in the
country. Club members also had an opportunity to share their
initiatives about future activities within the club.
At the meeting, a presentation of a new webpage csrclub.ge was
held where all news about Georgian companies/organisations
activities in the CSR direction will be uploaded regularly.
The meeting was attended by Deputy Tbilisi Mayor Irakli
Lekvinadze who has presented a report after the Tbilisi June 13
flood. He also presented detailed information about financial
resources and support program of the victims of the flood and
hailed business companies to support them in financial assistance
of those people.
At the meeting, CiDA presented UN Global Compact and offered
partner organisations to establish local network of the initiative
in Georgia. CiDA joined UN Global Compact in August and took
responsibility to encourage local companies to actively make
their contributions in CSR direction.
At the end of the meeting 20 businesses and organisations
expressed their will to join the CSR club. They are: Partners
Georgia, Corporation Georgian Wine, Insurance Company Aldagi,
Construction Company Rodos, Elit-Electronics, Company
Rafting.ge, Arena, Chery Tea, Red Bull. Crown Plaza Borjomi,
Clean World, Liberty Bank, Ilia State University, Dirsi, IPM, etc.
Corporate Social Responcibility Club is an informal union established with the initiative of the PR
and Marketing Communications Company Gepra and Non-Governmental Organization CiDA on
May 27, 2015. CSR Club aims to improve social welfare through promoting the practice of
corporate social responsibility; make collaborative effort in development of CSR standards;
mobilize resources to help vulnerable groups and to support different interested organizations;
protect interests and lobbying of organizations with high social responsibility. Currently, there are
71 members in the Club including businesses, NGOs, media and public organisations.

29

, 2015

UN Global Compact-

SEPTEMBER 29, 2015
PRESENTATION ON THE UNITED NATIONS
GLOBAL COMPACT

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის შეხვედრის
ფარგლებში კლუბის წევრებს ,,სიდამ“ წარუდგინა გაერთიანებული ერების
გლობალური შეთანხმების ინიციატივა, გლობალ კომპაქტი (UN Global
Compact).

Within the framework of the Corporate Social Responsibility (CSR)
Club meeting, the Civil Development Agency (CiDA) presented UN
Global Compact initiative to the members of the Club.

გლობალ კომპაქტი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული
მდგრადობის ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის,
საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური
ეკონომიკის შექმნას. ინიციატივა დაფუძნებულია 10 პრინციპსა და 4
ძირითად მიმართულებებზე - ადამიანის უფლებები, შრომის უფლებები,
გარემოს დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა. აღნიშნული 10 პრინციპი
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საბაზისო სტანდარტია,
შესაბამისად მნიშვნელოვანია საქართველოშიც მოხდეს აღნიშნული
სტანდარტების დანერგვა ბიზნეს სტრატეგიებსა და ყოვედღიურ
ოპერაციებში.

The UN Global Compact is the world's largest corporate
sustainability initiative, which supports the creation of a
sustainable and inclusive global economy that delivers lasting
benefits to people, communities and markets. The initiative is base
on 10 Principles covering 4 main fields – human rights, labour
rights, environment and anti-corruption. The UN Global Compact
10 Principles are the baseline standards in the CSR field, therefore
it is important to intorduce those benchmark principles in Georgia
and incorporate them in the business strategies and daily
operations.

„სიდა“ გლობალ კომპაქტს 2015 წლის 12 აგვისტოს შეუერთდა და იმავე
თვეს დაიწყო მოლაპარაკებები გაეროს გლობალური შეთანხმების,
გლობალ კომპაქტის, ცენტრალურ ოფისთან, რათა საქართველოში
დაარსდეს გლობალ კომპაქტის ადგილობრივი ქსელი. ქსელის დაარსებასა
და შემდგომ ეფექტურ ფუნქციონირებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია
უკვე არსებულ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის
პლატფორმას საქართველოში - CSR კლუბს.

CiDA became a member of the UN Global Comapact on August 12,
2015 and simultaneously initiated negotiations with the UN Global
Compact central office in order to establish the UN Global
Compact local network in Tbilisi, Georgia. The CSR Club, which is
the already existing CSR platform in Georgia, can greatly
contribute to the establishement and effective functioning of the
UN Global Compact local network in Georgia.

გლობალ კომპაქტის პრეზენტაციის მიზანი იყო კლუბის წევრებისთვის
აღნიშნული საერთაშორისო ფორუმის შესახებ ზოგადი ინფორმაციის
მიწოდება, რაც მოიცავდა ინფორმაციას ორგანიზაციის მიზნების, ხედვის და
კომპაქტის 10 პრინციპის შესახებ. ასევე კლუბის წევრებს სიდამ წარუდგინა
გლობალ კომპაქტში გაწევრიანების დადებითი მხარეები, გაწევრინების
პროცედურა და გაწევრინებით აღებული ვალდებულულებები.

The main purpose of the presentation was to introduce to the Club
members the UN Global Compact initiative by providing
infromation on the mission of the organization, goals and 10
principles it is based on. Further, CiDA presented the poistive
aspects of the UN Global Compact membership, the procedure on
how to become a member, and defined the obligations members
are supposed to comply with.

2015

35

(55)

-

.

5

we

13

, 2015

connect

OCTOBER 13, 2015
INFORMATION MEETINGS WITH ECO
MIGRANTS

არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა,” პარტნიორ
ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს პროექტს ქვემო
ქართლისა და კახეთის რეგიონებში, რომელიც ითვალისწინებს
ეკომიგრანტებისთვის სოციალური და ეკონომიკური
შესაძლებლობების ზრდას. პროექტის “მიგრაციის მართვის
გაუმჯობესება ეკომიგრანტების ეკონომიკური და
ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაძლიერების გზით”
ფარგლებში “სიდამ“ ქვემო ქართლის მოსახლეობასთან
საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.
13 ოქტომბერს პირველი შეხვედრა წალკის მუნიციპალიტეტის
სამ სოფელში (იმერა, ტბეთი და საყდრიონი) გაიმართა,
რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეები გაეცვნენ პროექტის მიზნებს,
ამოცანებს და დაგეგმილ აქტივობებს და სურვილი გამოთქვეს
აქტიურად ჩაერთონ პროექტის მიმდინარეობაში და
შეასრულონ მასში გაწერილი საქმიანობები.
მომავალი შეხვედრები აღნიშნულ სოფლებში ჩატარდა 27
ოქტომბერს, რა დროსაც მოხდა სათემო ჯგუფების ფორმირება
და სოფლის პრიორიტეტების გამოვლენა.

2015

35

(55)

SEPTEMBERI-OCTOBER

P.

6

პროექტი ,,მიგრაციის მართვის გაუმჯობესება ეკომიგრანტების ეკონომიკური და
ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაძლიერების გზით“ დაფინანსებულია
ევროკავშირის მიერ. პროექტი ხორციელდება ქვემო ქართლისა და კახეთის 7 სოფელში.
პროექტს ახორციელებენ სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), რეგიონის
განვითარების ცენტრი (RDC) და საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
(სიქა).

CiDA along with partner organizations is implementing a
project in two regions of Georgia, Kvemo Kartli and
Kakheti. The project named Raising the Economical and
Infrastructural Capabilities of Eco-Migrants in Managing
the Migration Process, aims to strengthen economic and
infrastructural opportunities for eco migrants in those
regions.
First meetings with the local population of Kvemo Kartli
region (Tsalka Municipality) where held on October 13,
which was attended by the village trustees. Meeting
participants were familiarized with the project's content,
goals, and planned activities, and expressed their wish to
engage in the process.
Later on, meetings were held in places where community
groups and village priorities were identified. Similar
meeting was held in Kakheti, villages of Erisimedi and
Samtatskaro, where CiDA and partner organizations
representatives presented a project for the local eco
migrants.
Project Raising the Economical and Infrastructural Capabilities of Eco-Migrants in
Managing the Migration Process is financed by the European Union and is being
implemented in seven villages of Kakheti and Kvemo Kartli regions. The project is
implemented by CiDa and its partner organizations Regions Development Center and
SiQA.

14

, 2015
Global Compact +15 Europe

OCTOBER 14, 2015
CiDA PARTICIPATES IN THE GLOBAL
COMPACT + 15 EUROPE CONFERENCE

13-14 ოქტომბერს, ბერლინში გაეროს გლობალური შეთანხმების
(UN Global Compact) ორგანიზებით იმართება კონფერენცია Global
Compact +15 Europe, რომელშიც მონაწილეობას იღებს ,,სიდას”
წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილი.

The representative of CiDA, Salome Zurabishvili is
participating in the Global Compact + 15 Europe Conference,
organized by the UN Global Compact, taking place on
October 13-14 in Berlin.

სიდა, როგორც გაეროს გლობალ კომპაქტის წევრი და ორგანიზაციის
პარტნიორი გლობალ კომპაქტის ადგილობრივი ქსელის დაარსებაში
საქართველოში, ჩართულია კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი
საკითხების განხილვაში, რომელიც ეხება კორპორაციული
მდგრადობისა და გაეროს გლობალ კომპაქტის მომავალს ევროპაში.

CiDA, as the member of the UN Global Compact and the
partner organization in establishing the UN Global Compact
Local Network in Georgia, is contributing to the discussions
concerning the future of corporate sustainability and UN
Global Compact in Europe.

კონფერენციის ფარგლებში ხდება ინფორმაციის გაცვლა
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით საუკეთესო
პრაქტიკის თაობაზე, მდგრადი ბიზნეს საქმიანობის წარმართვისა და
მდგრადობის კომპოტენტის ინტეგრირებაზე ბიზნესის ყოველდღიურ
ოპერაციებში.

Within the framework of the Conference, the participants
exchange information on the best practices in the corporate
social responsibility field, on the management of sustainable
business and incorporation of sustainability component in
the daily business operations.

კონფერენციას ესწრება გლობალ კომპაქტის აღმასრულებელი
დირექტორი, ევროპის მასშტაბით წამყვანი ბიზნესის
წარმომადგენლები, გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები,
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში წამყვანი
საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები და ევროპის
წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები.

The executive director of the UN Global Compact,
representatives of the leading European companies, German
public officials, leading international and national
organizations in the corporate social responsibility field, and
the professors of major European universities are attending
the Conference.

“სიდა" ასევე მიწვვიეს გლობალ კომპაქტის ევროპის ადგილობრივი
ქსელების რეგიონულ შეხვედრაზე (Europe – Local Networks
Regional Meeting) რომელიც გაიმართა 15-16 ოქტომბერს
ბერლინში.

CiDAwas also invited to the UN Global Compact Europe –
Local Networks Regional Meeting, which took place on
October 15-16 in Berlin.

“სიდა“ გლობალ კომპაქტს 2015 წლის 12 აგვისტოს შეუერთდა და
იმავე თვეს დაიწყო მოლაპარაკებები გაეროს გლობალური
შეთანხმების, გლობალ კომპაქტის, ცენტრალურ ოფისთან, რათა
საქართველოში დაარსდეს გლობალ კომპაქტის ადგილობრივი
ქსელი.

CiDA is the member of the UN Global Compact since August
12, 2015. Simultaneously, CiDA has initiated negotiations
with the UN Global Compact headquarters on the
establishment of the local network in Georgia.
The activates of CiDA related to the promotion of corporate social responsibility in Georgia
are supported by the East-West Management Institute, within the framework of ACCESS
project.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით ,,სიდას" მიერ განხორციელებული
აქტივობები მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის
პროექტის მიერ.

2015

35

(55)

-

.

7

we

15

, 2015

connect

OCTOBER 15 2015
CiDA GIVES RECOMMENDATIONS TO STATE
COMMISSION ON MIGRATION ISSUES

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში შექმნილი
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ მიმდინარეობს საქართველოს
2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც "სიდა“
აქტიურად იღებს მონაწილეობას.
"სიდა“ დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს 2016-2020
წლების მიგრაციის სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება ქვეყნის
მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. დოკუმენტში ნათლადაა განსაზღვრული
ქვეყნის პოლიტიკა მიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით და
დაფიქსირებულია ის ძირითადი მიმართულებები, რასაც მიგრაციის
კომისიის სამდივნო მნიშნელოვან პრიორიტეტებად მიიჩნევს.
აღნიშნული სტრატეგიის გაანალიზების შედეგად ”სიდამ“ რამდენიმე
რეკომენდაცია მიაწოდა კომისიას, რომლებიც ეხება სტრატეგიაში
საერთაშორისო თანამშრომლობის ყველა მიმართულების განსაზღვრას,
მიგრაციის მართვის კუთხით ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების როლის გაძლიერებას, შიდა მიგრაციის საკითხებზე მუშაობას
რაც ეკომიგრანტების სტატუსის განსზღვრას და საკანონმდებლო ბაზის
დახვეწას გულისხმობს, შრომითი მიგრაციის სფეროში მოსახლეობამდე
ინფორმაციის მიწოდებაზე მუშაობა, მიგრაციის სფეროში დიასპორის
საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის,
პროფკავშირების და სახალხო დამცველის როლის გაძლიერებას და მათი
რესურსის უკეთ გამოყენებას.
“სიდა“ მიგრაციის სამთავრობო კომისიაში 2013 წელს გაწევრიანდა
საკონსულტაციო სტატუსით სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან
(ინოვაციების და რეფორმების ცენტრი(IRC), მიგრაციის ცენტრი(MC),
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია(GYLA), საქართველოს
გაეროს ასოციაცია) ერთად და აქტიურად თანამშრომლობს კომისიის
სამდივნოსთან.
ორგანიზაცია მიგრაციის სტრატეგიის განხილვის პროცესშიც მიიღებს
მონაწილეობას.

2015

35

(55)

SEPTEMBERI-OCTOBER

P.

8

Interfactional group of the State Commission on Migration
issues of Georgia is working on National Migration Strategy
Development. Since CiDA is a member of the State
Commission on Migration Issues of Georgia, it is actively
involved in the discussion process of the strategy.
CiDA positively assesses the fact that migration strategy of
2016-2020 is one of the priorities of the Georgian government.
As a result of analyzing the strategy, CiDA prepared a number
of recommendations to the commission. The
recommendations call the commission to determine and
strengthen local self -government bodies' role; working on
internal migration which considers determination of eco
migrants status and improving legislation in this direction;
working on delivering information to the population in the
field of labor migration; strengthening of the roles of
professional unions, Public Defender and State Ministry on
Diaspora Issues.
CiDA joined the State Commission on Migration Issues in 2013
and it has the status of a consultant. Beside CiDA, Comission
members include Innovation and Reforms Center, Migration
Center, Georgian Young Lawyers Association, and the UN
Association.

16

, 2015

16 ოქტომბერს, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის
ადმინისტრაციაში ,”სიდას“ პროექტის “ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური
განვითარება“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას რეგიონის გუბერნატორი
პაატა ხიზანაშვილი, თვითმმართველობების წარმომადგენლები და სოფლების
რწმუნებულები ესწრებოდნენ.
”სიდას“ პროექტების მენეჯერმა ნინო ჩიტორელიძემ დამსწრეებს დეტალურად
გააცნო პროექტის არსი და მიზნები. თავის მხრივ ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ორგანიზაციის
აქტიურობა ქვემო ქართლის რეგიონში და საჭიროების შემთხვევაში პროექტის
განმახორციელებელ ორგანიზაციებს დახმარება აღუთქვეს.
ქართულ-სომხური პროექტის მიზანია გააუმჯობესოს სომხეთისა და
საქართველოს ტავუშისა და ქვემო ქართლის რეგიონების მოსახლეობის
საცხოვრებელი პირობები.
პროექტის მიზნის მიღწევა რამდენიმე ამოცანის შესრულებით მოხდება: 1.
გაძლიერდება ტრანს სასაზღვრო თანამშრომლობა ქვემო ქართლსა და
ტავუშის რეგიონებს შორის ინვესტიციების მოზიდვის გზით; 2. გაძლიერდება
ქვემო ქართლსა და ტავუშის რეგიონების ტრანს სასაზღვრო თანამშრომლობა
ბიზნეს წარმომადგენლებს შორის გახშირებული ურთიერთობის გზით; 3.
ბიზნესის წარმომადგენლებს მიეწოდებათ ინფორმაცია სამიზნე რეგიონებში
არსებული ტრანს სასაზღვრო საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების
შესახებ.
პროექტის ფარგლებში გაანალიზდება საქართველოს, როგორც ევროკავშრთან
ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნის ეკონომიკური
შესაძლებლობები და სომხეთის, როგორც ევრაზიის საბაჟო კავშირის ბაზარზე
ხელმისაწვდომობის პერსპექტივები. აქედან გამომდინარე, გამოვლინდება ის
შესაძლებლობები, რასაც საქართველოსთან თანამშომლობა დაუსახავს
სომხეთში მოქმედ ბიზნესებს შეაღწიონ ევროპულ ბაზრებზე და პირიქით,
ქართული კომპანიებისთვის მიმზიდველი გახდეს ევრაზიის საბაჟო კავშირის
საბაზრო არეალი.
ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება საბაზისო მოკვლევა,
რათა გამოვლინდეს საინვესტიციო შესაძlებლობები ორივე ქვეყანაში და
მოძიებულ იქნას ის ბიზნეს ორგანიზაციები, რომლებმაც სარგებელი უნდა
მიიღონ პროექტისგან. აგროტურები სომხეთში და საქართველოში, მედია
ტური, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა, ბიზნეს კონსულტაციები
დაინტერესებული მეწარმეებისთვის, პრაქტიკული სახელმძღვანელოები
ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით და ბიზნეს კატალოგი უზრუნველყოფს
პროექტის მთავარი მიზნის მიღწევას.
პარტნიორები მიიჩნევენ, რომ პროექტის განხორციელებით რამდენიმე
მნიშვნელოვანი შედეგი იქნება მიღწეული:

გაფართოვდება საქართველოსა და სომხეთის ბიზნეს
წარმომადგენლების ცოდნა ევრაზიის საბაჟო კავშირის და
ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების პირობების შესახებ, რაც
დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს დასახავს.

გაძლიერდება კავშირები საქართველოსა და სომხეთის ბიზნეს
წარმომადგენლებს შორის და მოხდება ერთობლივი იდეების
ინიცირება ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერების მიზნით

სომხეთის და საქართველოს ბიზნეს წარმომადგენლები
გაიუმჯობესებენ წვდომას ბიზნესთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე
და დააფუძნებენ/გააუმჯობესებენ ურთიერთობებს.
ევროკავშირის პროექტის “ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარება“ (Cross Border Economic DevelopmentCED) გამარჯვებულები 25 სექტემბერს, სომხეთის ქალაქ დილიჟანში ოფიციალურად დასახელდნენ. 16 თვიან პროექტს
საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია ,”სიდა,“ სომხეთში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მხარდაჭერა
ნოემბერიანს“ და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ჩრდილოეთის ფილიალი ერთად ახორციელებენ.

2015

35

(55)

-

.

9

we

connect

OCTOBER 16, 2015
PROJECT PRESENTATION
On October 16, CiDA presented a new project at the Governor's office of Kvemo
Kartli region which was attended by the State Representative -Governor of
Kvemo Kartli Paata Khizanashvili, Mayor of Rustavi Davit Jikia and the
representatives of the local municipalities.
Nino Chitorelidze, Project Manager of CiDA introduced the content and the
goals of 16- months Project named Cross-border Economic Development (CED).
Governor and the meeting participants positively assessed CiDA's activities in
Kvemo Kartli region and expressed their support during the project
development.
CED project is being carried out by CiDA with the Armenia-based Support for
Noyemberyan (SFN) and the Northern Branch of Eurasia Partnership Foundation
within the framework of the EU-funded European Partnership Territorial
Cooperation (EaPTC). The goal of the CED is to improve the living conditions of
bordering communities in the Georgia's Kvemo Kartli and Armenia's Tavush
regions. This goal will be achieved through a) strengthening cross-border
cooperation between the Kvemo Kartli and Tavush regions by attracting
investments; b) strengthening cross-border cooperation between the Kvemo
Kartli and Tavush regions by increasing transactions between business entities
from both regions; and c) informing business entities in the target regions about
cross-border investment and trade opportunities.
The project idea is based on the assumption that Georgian businesses now have
improved access to the EU market, and Armenia has a tax-free access to the
EEU market. In fact, an access to the EU market may be attractive for Armenian
businesses that want to export products and are also interested in investing in
the Georgian economy. Vice versa, the EEU market can also be attractive for
Georgian businesses and trigger Georgian investments in Armenia. At the same
time, engagement with two different global customs unions may also hinder
direct cross-border trade relations between Armenia and Georgia. Having in
mind the assumed impediments, the CED project wants to explore the
opportunities that the current economic setting may bring to the Armenian and
Georgian businesses, particularly those located in the Kvemo-Kartli and Tavush
regions.
The CED project will commence with a Baseline Study to explore the investment
opportunities with each other and with EU and EEU countries, as well as
identify business entities in the region that can benefit from the project. Two
Agro-tours, one in each of Armenia and Georgia, will help the joint group of
about 30 entrepreneurs from Armenia and Georgia to exchange information
about business operations and problem-solving strategies. A Media Bus Tour will
make it possible for the Georgian and Armenian journalists to jointly visit
producers, processors and farmers in the cross-border region and report on
economic cooperation opportunities between the two countries. An agricultural
fair will exhibit products manufactured in the bordering regions of the two
countries. The project partners will also provide business consultations to
interested entrepreneurs; establish a user-friendly online platform for the
project beneficiaries; publish a practical guide on how to develop business
within the frameworks of the EU's Association Agreement and EEU's customs
union; as well as will produce a catalogue featuring a map of agribusinesses
located in the cross-border regions of Armenia and Georgia.
The partners anticipate that the implementation of the project will bring the
following results:
-

2015

35

(55)

SEPTEMBERI-OCTOBER

P.

10

The knowledge of Georgian and Armenian regional business holders
on new economic opportunities within the frameworks of the Eurasian
Customs Union and the EU Association Agreement has increased.
Links between Georgian and Armenian business holders have
strengthened, and joint ideas are initiated to support local economic
development.
Georgian and Armenian business holders have had an increased
access to business-related information on establishment/development of
joint business activities.

28

, 2015

OCTOBER 28, 2015
R-CSN-

FEEDBACK FROM MUNICIPALITIES

პროექტის ,,თვითმმართველობის რეფორმის რეგიონული ინიციატივა”
ფარგლებში, სიდამ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (RCSN) წევრ ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავა მუნიციპალიტეტის
გამგებლის/მერის საქმიანობის ყოველკვარტალური ანგარიშის და
გამგებლის/მერის მიერ ამომრჩევლებისათვის ანგარიშის ჩაბარების წესის
ფორმები.

Within the framework of the Local Government Regional
Initiative project, CiDA and its partner organizations from the
Regional Civil Society Network (R-CSN) prepared quarterly
reports for municipalities and mayor's office report forms for
voters. Prepared forms have been sent to the country's
municipalities for further discussion and feedback.

ქსელის წევრი ორგანიზაციების დახმარებით ეს ფორმები გადაეგზავნათ
ქვეყნის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების გამგებლებსა და მერებს
გასაცნობად, სამსჯელოდ და შემდგომი უკუგებისათვის.
თანდართულ წერილებში აღნიშნული იყო, რომ ინიციატივის ავტორები მზად
არიან დიალოგის რეჟიმში ითანამშრომლონ ადგილობრივ
თვითმმართველობებთან გაგზავნილ ფორმებში ცვლილებებში შესატანად და
მათ დასახვეწად.

In enclosed letters there was mentioned that authors of the
initiative are ready to cooperate in a dialogue format with local
self -government bodies to improve the forms for the final draft.
Currently, official feedback has been received from 12
municipalities and towns: Tetritskaro, Dmanisi, Bolnisi, Khulo,
Khelvachauri, Keda, Samtredia, Khoni, Kutaisi, Terjola, Ozurgeti,
and the town of Ozurgeti.

ამ ეტაპზე ოფიციალური უკუგება მიღებულია 12 მუნიციპალიტეტიდან და
ქალაქიდან, ესენია: თეთრიწყარო, დმანისი, ბოლნისი, ხულო, ხელვაჩაური,
ქედა, სამტრედია, ხონი, ქუთაისი, თერჯოლა, ოზურგეთი, ქალაქი ოზურგეთი.
აღნიშნული ფორმა 7 ოქტომბერს დაამტკიცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის
საკრებულომ, ხოლო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში
მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა აღნიშნულ საკითზე და მათივე
ინფორმაციით ფორმების დამტკიცება უახლოეს მომავალში მოხდება.
დანარჩენი 10 მუნიციპალიტეტის გამგებლებმა გამოთქვეს წერილობითი
თანხმობა აღნიშნული ფომის დანერგვის შესახებ. ასევე, გამოითქვა
გარკვეული შენიშვნები, კერძოდ: ოზურგეთის, ბოლნისის და ქედას
მუნიციპალიტეტებიდან არის წინადადება, რომ აღნიშნული ანგარიშგება
მოხდეს არა კვარტალურად, არამედ 6 თვეში ან წელიწადში ერთხელ, რაც არ
ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ასევე ბოლნისის და ქედას გამგეობებიდან
მიღებულია მოსაზრება, რომ ანგარიშის ფორმაში მეტი ადგილი დაეთმოს
სოფლის მეურნეობის საკითხებს. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ
გავრცელებულ წერილში მითითებულია, რომ აღნიშნული ფორმის მიხედვით
პირველი ანგარიში მომზადდება ა/წ ნოემბრის თვეში.

Above mentioned form was approved by Ozurgeti municipality.
Heads of other municipalities expressed written agreement to
approve such forms in their municipalities.
Additional remarks for received, e.g. municipalities of Ozurgeti,
Bolnisi and Keda suggest that the feedback should be received
not quarterly, but once in 6 months or once a year, which is not
against the law. Also, they suggest allocating more attention to
agricultural issues in the report forms. CiDA plans to monitor
this process with its partner organizations and then release the
forms for public access.
Local Government Regional Initiative project is financed by Open Society Georgian Foundation (OSGF)

“სიდა“ თავის პარტნიორებთან ერთად გეგმავს გაუწიოს მონიტორინგი
მუნიციპალიტეტების მერების და გამგებლების მიერ აღებული
ვალდებულებების შესრულებას და ხელი შეუწყოს მათ მიერ მომზადებული
ანგარიშების საზოგადოებაში გავრცელებას.
პროექტი "თვითმმართველობის რეფორმის რეგიონული ინიციატივა" დაფინანსებულია ფონდი „ღია საზოგადოება
საქართველოს" მიერ.

2015

35

(55)

-

.

11

we

30

OCTOBER 30, 2015

, 2015
-

"

"

ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის (ფიფ) მსოფლიო კვირეულს
არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" შეუერთდა. ფიფ-ის კვირეული
წელს მიმდინარეობს სლოგანით "ამოისუნთქე იმედით" , რომლის
აუცილებელ ატრიბუტს საპნის ბუშტების გაშვება წარმოადგენს.
კამპანიის მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა იშვიათი
დაავადების - ფილტვის იდოპათიური ფიბროზის შესახებ, რათა მოხდეს
დაავადების დროული დიაგნოსტიკა და ანტიფიბროზულ თერაპიაზე
ხელმისაწვდომობის უზრულველყოფა.
ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი ფილტვის იშვიათი, პროგრესირებადი,
შეუქცევადი დაავადებაა, რომელიც სიკვდილობის უფრო მაღალი
მაჩვენებლით გამოირჩევა, ვიდრე ავთვისებიანი სიმსივნეების
უმრავლესობა. ფილტვის იდიოპათიური ფიბროზიანი პაციენტების
ნახევარი იღუპება დიაგნოზის დასმიდან 2-5 წელიწადში.

2015

35

(55)

SEPTEMBERI-OCTOBER

P.

12

CiDA JOINED IPF WORLD WEEK
IPF, or idiopathic pulmonary fibrosis, is a condition
that causes scarring of the lungs. It has no known
cause or cure - and the number of people affected is
rising. IPF is a very rare and irreversible disease that
has a higher mortality rate than other malignant
cancers.
CiDA joined the information campaign which takes
place in Georgia under the slogan “Take a Breath
with Hope” with soap bubbles used to symbolize the
program.

connect

MEDIA ABOUT US

we

connect

2015

35

(55)

-

.

13

SEPTEMBER

2015

35

(55)

SEPTEMBERI-OCTOBER

P.

14

OCTOBER

2015

35
-

SEPTEMBER-OCTOBER