მე8 ლექცია

სარჩევი
8. სიტყვაწარმოება: წარმოებული სიტყვის სტრუქტურა .......................................... 1
8.1 მორფემები, როგორც წარმოებული სიტყვის შემადგენელი ელემენტები.
მორფემათა სახეები .......................................................................................................... 3
8.1.1 მნიშვნელობა/ფუნქცია.................................................................................... 4
8.1.2. ბმულობის ხარისხი ........................................................................................ 6
8.1.3. ადგილმდებარეობა......................................................................................... 7
8.1.4. რეპროდუქციის უნარი .................................................................................. 7
8.2 წარმოებული სიტყვის სინტაქსური სტრუქტურა ............................................ 8
8.3 წარმოებული სიტყვის სემანტიკური სტრუქტურა ........................................ 10
8. სიტყვაწარმოება: წარმოებული სიტყვის სტრუქტურა
წესები, რომლებიც ახალი ლექსიკური ერთეულების წარმოებას უდევს
საფუძვლად და რომლის მიხედვითაც შედგენილი სიტყვების სემანტიკურ
ანალიზს ვახერხებთ, არ არის ნებისმიერი: ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ
განსაზღვრული ელემენტების კომბინაციაა შესაძლებელი – მაგ. *hausbar

ან

*befindbar გერმანულ ენაზე მოლაპარაკისთვის არამართებული კომბინაცებია:
სუფიქსი ‘bar’ არსებითი სახელის და რეფლექსური ზმნის ძირებს არ დაერთვის;
ამის გარდა განსაზღვრული კომპონენტის მიხედვით შეგვიძლია გავარკვიოთ
ამა თუ იმ სიტყვის მორფოლოგიური კატეგორია (მაგ. თუ შედგენილი სიტყვა
ბოლოვდება პრეფიქსით ‘bar’ ‘haft’ ან მსგ. ერთეულით, მაშინ ის ზედსართავი
სახელების კატეგორიას მიეკუთვნება, თუ მისი მეორე კომპონენტი არის ‘haus’
‘ung’ ‘ling’ და მსგ. მაშინ არსებით სახელთან გვაქვს საქმე). სიტყვაწარმოების
წესების ცოდნა გვეხმარება ასევე, სწორად გავიგოთ ისეთი რთული ლექსიკური
კონსტრუქციის მნიშვნელობა, როგორიცაა მაგ. Bezirksjahreshauptversammlung ან

Geschwindikkeitsbegrenzungssteuergerät.
როგორც ხედავთ, სიტყვაწარმოება ენობრივი (ლექსიკურ–მორფოლოგიურ–
სემანტიკური) ცოდნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ არ შეგვიძლია
დავადგინოთ, თუ რა რაოდენობის სიტყვაა რომელიმე ენაში, ასევე ვერ
დავადგენთ რომელიმე ლექსიკური ერთეულის შესაძლებელ მნიშვნელობათა
სრულ სიას, თუმცა ენის განვითარების გარკვეული ეტაპისთვის შეგვიძლია

აღვწეროთ წესების სასრული რაოდენობა, რომლის საფუძველზეც შედგენილ
ლექსიკურ ერთეულებს ვაწარმოებთ და ვაანალიზებთ. (შდრ. აიზენბერგი 2000:
201).

სიტყვაწარმოება 1 გულისხმობს ახალი ლექსიკური ერთეულის წარმოქმნას
ენაში უკვე არსებული მორფემულ–ლექსიკური ინვენტარის საფუძველზე.

თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ახალი ლექსიკური ერთეულის
წარმოქმნის

ყველა

საშუალებას

არ

მოიცავს.

ნასესხობების

გარდა

სიტყვაწარმოება უნდა გავმიჯნოთ სიტყვათშემოქმედებისგან (Wortschöpfung),
რომლის დროსაც არა მხოლოდ ახალი ლექსიკური ერთეული, არამედ ასევე
ახალი მორფემა მიიღება. სიტყვაშემოქმედების მაგალითია ონომატოპოეტური
სიტყვები (plumps, krächzen, piepsen). 2
სიტყვაწარმოება

სხვადასხვა

ასპექტით

არის

ენათმეცნიერებისთვის

მნიშვნელოვანი. ამიტომ საბოლოოდ დაზუსტებული არ არის, რა დისციპლინის
ფარგლებში უნდა მოხდეს მისი შესწავლა.
სიტყვაწარმოება შეისწავლება მორფოლოგიის ფარგლებში, რამდენადაც
საქმე სიტყვის აგებულებას, მის მორფემულ კონსტრუქციას ეხება. მას
განიხილავენ

ასევე

ცალკე

დისციპლინადაც,

რადგან

მიაჩნიათ,

რომ

მორფოლოგიის საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ ფლექსია, სიტყვაწარმოება კი
თავისი ფუნქციით განსხავავებული ფენომენია. დაბოლოს, რამდენადაც
სიტყვაწარმოება ლექსიკური ფონდის გამდიდრების (განვითარების) ერთ–

1

სიტყვაწარმოების გერმანული შესატყვისი ‘Wortbildung’ გულისხმობს ახალი ლექსიკური
ერთეული წარმოქმნის როგორც პროცესს, ასევე შედეგს. ჩვენ ტერმინით „სიტყვაწარმოება“
მხოლოდ პროცესს ვიგულისხმებთ. სიტყვაწარმოების პროდუქტი აღნიშნული იქნება
ტერმინით ‘შედგენილი/რთული/წარმოებული სიტყვა’ ან ‘სიტყვაწარმოებითი კონსტრუქცია’.
2
ბუში და შტენშკე (2007:108) სიტყვას Handy სიტყვაშემოქმედების პროდუქტად მიიჩნევენ,
რადგან ინგლისურში მობილურ ტელეფონი სხვანაირად აღინიშნება (mobile, cellphone). თუმცა
ეს თვალსაზრისი სიტყვაწარმოების დეფინიციის შესაბამისად არამართებულია. მართალია ეს
სიტყვა (მეტ–ნაკლებად) ინგლისური ენისგან დამოუკიდებლად წარმოიქმნა, მაგრამ მაინც
სიტყვაწარმოებად უნდა ჩაითვალოს, რადგან ეყრდნობა ინგლისურ ძირს ‘hand’ და აფიქსს ‘y’ და
მიღებულია ინგლისური დერივაციის ანალოგიით: fair-fairy, fuzz-fuzzy.

ერთი მთავარი საშუალებაა, ის ლექსიკოლოგიის ერთ–ერთ ქვედისციპლინას
წარმოადგენს. 3
მე8, მე9 და მე10 ლექციას ჩვენ სიტყვაწარმოებას დავუთმობთ. მე8 ლექციაში
განვიხილავთ

შედგენილი

სიტყვის

(სიტყვაწარმოების

პროდუქტის)

აგებულებას – მის სტრუქტურასა და შემადგენელი კომპონენტების სახეებს, მე9
და მე10 ლექციაში ვისაუბრებთ სიტყვაწარმოების

ძირითად ტიპებზე

(კომპოზიციაზე, დერივაციაზე, კონვერსიაზე, შემოკლებებზე).
8.1 მორფემები, როგორც წარმოებული სიტყვის შემადგენელი ელემენტები.
მორფემათა სახეები
განვიხილოთ პირველ რიგში ის ელემენტები, რომელთა მეშვეობითაც
ნაწარმოები სიტყვა მიიღება: მორფემები.

მორფემა ჰქვია მნიშვნელობის მქონე უმცირეს ენობრივ ერთეულს, სხვანაირად
მორფემა არის მინიმალური ენობრივ ნიშანი, რომელიც რთული სიტყვის
სეგმენტაციის შედეგად მიიღება. სიტყვაწარმოება მორფემათა კომბინაციის
შედეგია.

სიტყვაწარმოებითი კონსტრუქციის აგებისას ყველა მორფემას თანაბარი
მნიშვნელობა და ფუნქცია არ გააჩნია. განვიხილოთ რამდენიმე თუნდაც
სპონტანურად გახსენებული გერმანული მორფემა, მაგ. ‚hoch’, ‚haus’ ‚ung’, ‚ver’.
პირველ ორს (‚hoch’, ‚haus’) (დამოუკიდებელი) ლექსიკური მნიშვნელობა აქვს,
სხვა ელემენტებთან კომბინაციისას არ არიან ფორმალურად შეზღუდული
(haushoch, häuslich) და შეიძლება შეგვხდნენ ცალკე სიტყვის სახითაც.
მორფემებმა ‘hoch’ და ‘haus’ ნაწარმოებ სიტყვაში შეიძლება როგორც საწყისი,
ისე დამამთავრებელი პოზიცია დაიკავონ (haushoch, Hochhaus). დანარჩენ
მორფემებს

(ung’,

‚ver’)

საპირისპიროდ

დამოუკიდებელი

ლექსიკური

მნიშვნელობა არ გააჩნიათ, მეტყველებისას გვხვდებიან მხოლოდ ნაწარმოები
3

გარკვეული სამართლიანობით სიტყვაწარმოება სინტაქსური თეორიის ფარგლებშიც შეიძლება
განვიხილოთ, რამდენადაც საქმე ნიშნების ლინეარულ მიმდევრობასთან გვაქვს. ამ
თავისებურებიდან გამომდინარე, ნაწარმოები სიტყვის ანალიზისას ხშირად იყენებენ სინტაქსში
შემუშავებულ მეთოდებს („სტრუქტურის ხეს“, გადასმის მეთოდებს და სხვ.). თუმცა, რადგან
სიტყვაწამოების პროდუქტი მაინც სიტყვებია და არა ფრაზები, არ არსებობს ისეთი სინტაქსის
სახელმძღვანელო, რომელიც სიტყვაწარმოებას ქვედისციპლინად განიხილავს.

სიტყვის ფარგლებში, კომბინაციურად შეზღუდული არიან (არ დაერთვიან
ფუნქციით

თავისივე

მსგავს

მორფემებს

*unglich

წარმოუდგენელი

კონსტრუქციაა) და იკავებენ ყოველთვის განსაზღვრულ პოზიციას (‘ver’
შეუძლებელია სიტყვის ბოლოში შეგვხვდებს, ‘ung’ საპირისპიროდ – სიტყვის
თავში).
მორფემების

კლასიფიკაციას

სიტყვაწარმოების

ანალიზისას

დიდი

მნიშვნელობა აქვს – ჩვენ შემდეგ ვისწავლით, რომ ნაწარმოები სიტყვის ტიპი
ძირითადად

მისი

შემადგენელი

მორფემების

კლასის

მიხედვით

განისაზღვრება.
მორფემათა

კლასიფიკაცია

ზემოთ

ჩამოთვლილი

თავისებურების

გათვალისწინებით ხდება. თეა შიპანი (1992: 81–82) მორფემული ინვენტარის
აღწერისთვის ოთხ კრიტერიუმს გამოყოფს:
1. მორფემის მნიშვნელობა/ფუნქცია
2. მისი ბმულობის ხარისხი
3. მისი პოზიცია.
4. მისი რეპროდუქციის უნარი.

განვიხილოთ თითოეული მათგანი.

8.1.1 მნიშვნელობა/ფუნქცია

მნიშვნელობის/ფუნქციის
განვასხვავოთ

მიხედვით

ძირეული/საბაზისო

ერთმანეთსგან

მორფემები,

აფიქსები

შეგვიძლია
და

მაერთი

ელემენტები (გერმ. Fugenelement).
საბაზისო/ძირეული მორფემას უწოდებენ (დამოუკიდებელი) ლექსიკური
მნიშვნელობის მქონე (უმცირს) ენობრივ ერთეულს. ძირეული მორფემები
შეიძლება შეგვხვდნენ რთული სიტყვის ფუძის/ბაზისის სახით. (თუმცა
მორფოლოგიური ტერმინი ფუძე

მოიცავს როგორც ცალკეულ

ძირეულ

მორფემას (‚sprach’), ასევე მორფემათა მთლიან ჯგუფს (Muttersprachlers). ფუძე
არის ენობრივი ერთეული, რომელსაც დაერთვის ფლექსიური მორფემები და
რომელიც გვხდება დამოუკიდებელი სიტყვის სახით.)

აფიქსები ძირეული მორფემებისგან განსხვავებით მხოლოდ აბსტრაქტულ და
გრამატიკულ ინფორმაციას შეიცავენ. (სიტყვაში Schulung აფიქსი გამოხატავს
როგორც აბსტრაქტულ პროცესს (რომელიც მხოლოდ ძირეული მორფემით
ზუსტდება), ასევე მოიცავს გრამატიკულ ინფორმაციებსაც (არსებითი სახელი,
მდედრ. სქესი), აფიქსები არ შეიძლება შეგვხდნენ ფუძის სახით (ძალიან მცირე
გამონაკლისის გარდა: urbar, urtümlich)
ერთმანეთუგან უნდა გავმიჯნოთ ფლექსიური და სიტყვაწარმოებითი
აფიქსები:

ფლექსიური აფიქსების ფუძეზე დართვით ვიღებთ ახალ სიტყვა–ფორმას
(სინტაქსურ სიტყვას), სიტყვაწარმოებითი აფიქსების ფუძეზე დართვით კი –
ახალ ლექსიკურ ერთეულს.

ფლექსიური აფიქსები სიტყვის ლექსიკურ (აღწერით) მნიშვნელობას არ
ცვლიან, ფლექსიური აფიქსების მეშვეობით კი სიტყვის მნიშვნელობის
მოდიფიკაცია ხდება.
აფიქსების

მსგავსად

სიტყვაში

მყარი

პოზიცია

გააჩნიათ

მაერთ

ელემენტებსაც. ისინი ყოველთვის მოთავსებული არიან წარმოებული სიტყვის
შუაში, მორფემათა შესაყარზე. 4 თუმცა მათგან განსხვავებით რაიმე ცნებითი ან
გრამატიკული

მნიშვნელობა

არ

გააჩნიათ.

მაერთების

ფუნქცია

იმით

ამოიწურება, რომ ისინი ხაზს უსვამენ რთული სიტყვის შემადგენელი
მორფემების ლექსიკურ მთლიანობას. 5 გერმანული ტერმინი Fugenelement
ძალიან კარგად გამოხატავს მაერთი ელემენტის თავისებურებას – სიტყვა Fuge
ქართულად

ნიშნავს

(საგოზავით/ცემენტით

ამოვსებულ)

სივრცეს

საშენ

მასალებს შორის. მაერთს გააჩნია ასევე სიტყვათგანმასხვავებელი ფუნქცია, მაგ.
შდრ. Landsmann – ‘თანამემამულე’ და Landmann – ‘გლეხი’.
გერმანულ ენაში სულ რამდენიმე მაერთი ელემენტი გვაქვს -e-, -s-, -es-, -n-, en-, -er-, ძალიან იშვიათად ასევე -t-, -i-ც (სიტყვებში Bräutigam, Fahrt).
გერმანულში რთული სიტყვის ლექსიკური მთლიანობის სიგნალიზება ხდება
4

ამ თავისებურების გათვალისწინებით მათ ინფიქსებსაც უწოდებენ.
ამის გამო ფლაიშერი და ბარცი (1995: 137) მაერთების მორფემულ სტატუსს კითხვის ნიშნის
ქვეშ აყენებენ. თუმცა მაერთი ელემენტები მაინც უნდა განსხვავოთ ფონემებისგან, რომელთაც
მხოლოდ სიტყვატგანმასხვავებელი ფუნქცია გააჩნიათ.

5

ასევე (e ან en) ბგერის/ბგერების ამოვარდნის მეშვეობითაც: Endkampf,
Sprachwissenschaft, Kästchen.

გერმანული მაერთი ელემენტები განვითარდნენ

ნათესაობითი ბრუნვის ნიშნისგან (თავდაპირველად გერმანული ნომინალური
ფრაზა

ყოველთვის

საზღვრულს.

პრეპოზიციური

იყო:

ნაწარმოები

სიტყვა

ბევრი

მსაზღვრელი

წინ

გენიტიური

უსწრებდა

კონსტრუქციის

ლექსიკალიზაციის შედეგად არის მიღებული: des Lebens müde Ōlebensmüde
(ცხოვრებით დაღლილი), des

Nächsten Liebe ŌNächstenliebe (მოყვასის

სიყვარული) და ა.შ. ეს ნიმუში უამრავ ანალოგიას დაედო საფუძვლად და
გავრცელდა ასევე სხვა ტიპის გენიტიურ კონსტრუქციებზეც. დღეისთვის მაერთ
ელემენტს ნათესაობით ბრუნვასთან არაფერი აქვს საერთო, ამაზე მეტყველებენ
თუნდაც

ის

სიტყვაწარმოებითი

კონსტრუქციები,

სადაც

‘–s’

მაერთი

მდედრობითი სქესის სახელებსაც დაერთვის, მაგ. Hilfsbereitschaft, Arbeitsamt.
(გენიტივში გვაქვს der Hilfe, der Arbeit).

8.1.2. ბმულობის ხარისხი

ბმულობის ხარისხის მიხედვით ერთმანეთისგან განასხვავებენ თავისუფალ
და ბმულ მორფემებს.
თავისუფალია მორფემა, თუ ის დამოუკიდებელი სიტყვის სახითაც
შეიძლება შეგვხვდეს (‚schön’, ‚hand’, ‚frei’). ბმულია მორფემა, თუ ის მხოლოდ
სხვა მორფემასთან კომბინაციით იღებს სიტყვის სტატუსს (Sitzung, Verzehr).
ბმული მორფემები ჩვეულებრივად მხოლოდ აფიქსები და მაერთი ელემენტები
არიან, ხოლო თავისუფალი მორფემები - საბაზისო მორფემები. თუმცა
არსებობს მცირე გამონაკლისი: ნასესხებ მორფემათა მნიშვნელოვანი ნაწილი
(‘soph’ სიტყვაში Philosoph, ‘hard’ სიტყვაში Hardrock ან ‘boy’ სიტყვაში Playboy და
მსგ.),

რომელთა

სეგმენტაცია

წარმოებულ

სიტყვაში

სირთულეს

არ

წარმოადგენს და რომლებსაც ლექსიკური მნიშვნელობა უდაოდ გააჩნიათ,
მეტყველებისას

ცალკე

არ

გვხვდება

და

გამოიყენება

მხოლოდ

სხვა

მორფემებთან კომბინაციაში. გერმანულ სამეცნიერო ლიტერატურაში ასეთ
მორფემებს კონფიქსებს უწოდებენ. კონფიქსების გარდა, შეიძლება ისეთი
ენობრივი ერთეულების გამოყოფაც, რომლებიც მნიშვნელობით აფიქსებისგან

დიდად არ განსხვავდებიან, მაგრამ შეიძლება ასევე დამოუკიდებელი სიტყვის
სახითაც შეგვხვდნენ (მაგ. ´voll´, ´los´, mäßig´). ასეთ ერთეულებს აფიქსო–
იდებს, ან ნახევრადაფიქსებს უწოდებენ (Affixoid, Halbaffix).

8.1.3. ადგილმდებარეობა

ადგილმდებარეობის მიხედვით, ძირითადად, ე.წ. ადიტიური მორფემების
კლასიფიკაცია ხდება. ადიტიური ეწოდება მორფემას, რომელიც ძირეულ
მორფემას დაერთვის და გააჩნია ყოველთვის მყარი პოზიცია სიტყვაში.
აფიქსები

და

მაერთები

ადიტიურ

მორფემებს

მიეკუთვნებიან.

ადგილმდებარეობის მიხედვით სულ ოთხი ტიპის მორფემას გამოყოფენ –
პრეფიქსებს რომლებიც ძირეულ მორფემებს დაერთვიან [გრაფიკულად]
მარცხნიდან

(verzehren);

მორფემების

შესაყარზე

ინფიქსებს,
(Hilfskraft).

რომლებიც

გვხვდება

ძირეული

(გერმანულში

ინფიქსები

მხოლოდ

მაერთებით არის წარმოდგენილი); სუფიქსებს, რომლებიც ძირეულ მორფემებს
დაერთვიან მარჯვნიდან (Sitzung); და ცირკუმფიქსებს, რომლებიც ძირეულ
მორფემებს ორივე მხრიდან დაერთვიან (Gedränge, Beamte).

8.1.4. რეპროდუქციის უნარი

რეპროდუქციის უნარი თითქმის უკლებლივ ყველა მორფემისთვისაა
დამახასიათებელი: ჩვენ მათ ვიმახსოვრებთ (ჩვენს მენტალურ ლექსიკონში
„ვინახავთ“) და ვიყენებთ სხვადასახვა მორფმებთან კომბინაციისას (Kopftuch,

Kopfschmerzen, Kopfzerbrechen, Tischler Schwindler, Übergewichtler). თუმცა
არსებობს რამდენიმე გამონაკლისი – ე.წ. უნიკალური მორფემები, რომლებიც
(ენის

განვითარების

გარკვეულ

ეტაპზე)

მხოლოდ

ერთ

კომბინაციაში

გვხვდებიან, როგორიცაა, მაგალითად, მორფემები ‘brom´ და ‘him’ სიტყვებში

Brombeere და Himbeere.

8.2 წარმოებული სიტყვის სინტაქსური სტრუქტურა

შედგენილ სიტყვას ბევრი რამ აქვს საერთო წინადადებასათან. ისიც
ნიშანთა ლინეარულ მიმდევრობას წარმოადგენს და იძლევა ცალკეულ
კომპონენტებად

სეგმენტაციის/ანალიზის

საშუალებას.

წინადადადების

მსგავსად წარმოებული სიტყვის ანალიზიც სხვადასხვა იერარქიულ საფეხურზე
ხორციელდება. ცალკეული მორფემები მხოლოდ ანალიზის ბოლო საფეხურზე
გამოიყოფა, თავდაპირველად კი გამოვყოფთ ე.წ. უშუალო შემადგენლებს (გერმ.
Unmittelbare Konstituente – UK), რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც
ცალკეულ მორფემას ასევე მორფემათა ჯგუფს. (მაგ. სიტყვაში Umweltschutz
უშუალო შემადგენლებია ´Umwelt´ და ‘Schutz’, აქედან მხოლოდ მეორე UK
არის ერთი მორფემით წარმოდგენილი, პირველი ორ მორფემას ‘um’ და ‘welt’–ს
აერთიანებს).

ასე

რომ

სამართლიანად

შეგვიძლია

ვილაპარაკოთ

სიტყვაწარმოების სინტაქზე და სინტაქსური მეთოდები სიტყვაწარმოებითი
ერთეულის ანალიზისას გამოვიყენოთ.
შედგენილი სიტყვის სინტაქსი შეგვიძლია გამოვსახოთ ე.წ. ფრაზის
სტრუქტურის ხის მეშვეობით:
წარმოებული სიტყვა
ფუძე

sm,

ფუძე

me

sm

Stimme

n

gleich

აფიქსი/სუფ.

heit

სმ – საბაზისო მორფემა,
მე–მაერთი ელემენტი.
გამოსახულება 8.1: წარმოებული სიტყვის Stimmengleichheit (ხმების თანაბარი
რაოდენობა) მორფოსინტაქსური ანალიზი

როგორც ხედავთ განხილული სიტყვაწარმოებითი კონსტრუქცია ბინარული

ხასიათისაა: ის ორ უშუალო შემადგენელს მოიცავს: “Stimmen“ და „Gleichheit“,
ორივე მათგანის დაშლით უკვე ცალკეულ მორფემებს ვიღებთ – პირველ
შემთხვევაში სახელურ ძირს ‘Stimme’ და მაერთს ‘n’, (მაერთი სქემაში ძირისგან
მძიმით

არის

გამოყოფილი,

რადგან

გარკვეული

თვალსაზრისით

ის

დამოუკიდებელ მორფემად არ უნდა ჩაითვალოს), მეორე შემთხვევაში –
ძირეულ მორფემას (ზედსართავ სახელს) ‘gleich’.

ბინარულობა

თითქმის

ნებისმიერი

წარმოებული

სიტყვისთვის

არის

დამახასიათებელი.

(გამონაკლისს ქმნიან სინტაქსური კომპოზიტები, როგორიცაა Tunichtgut,

Vergissmeinnicht და ა.შ., ასევე შემოკლებები FAZ, AG და მსგ.) ისეთი რთული
კონსტრუქციაც კი, როგორიცაა Landgeschwindigkeitsrekordbrecherpreis, მარტო
ორ

უშუალო

ინფორმაცია

შემადგენელს
გრამატიკული

მოიცავს

(Land…brecher

კატეგორიის

შესახებ

და

preis). აქედან

მხოლოდ

ერთ–ერთი

(გერმანულში ყოველთვის მეორე) კომპონენტით არის წარმოდგენილი: შდრ.
Hochhaus [არს. [ზედს. Hoch] [არს. haus]] და [ზედს. [არს. haus] [ზედს. hoch]].
გრამატიკული მნიშვნელობის მატარებელ უშუალო შემადგენელს რთული
სიტყვის “თავს“ უწოდებენ („Kopf“, Head“). „თავი“ შეიძლება ძირითად
სემანტიკურ ინფორმაციასაც მოიცავდეს, მაგ. სიტყვის Hochhaus რეფერენტი
განსაზღვრულია მეორე კომპონენტით haus, პირველი კომპონენტი მხოლოდ
აზუსტებს ნაწარმოები სიტყვის მნიშვნელობას (Hochhaus კატეგორიის HAUS
ერთ–ერთი ტიპია.) ძირითადი სემანტიკური

მნიშვნელობის მატარებელ

კომპონენტს რთული სიტყვის ბირთვს უწოდებენ (”Kern“, „Nukleus“)´. „თავი“
და „ბირთვი“ ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. მაგ. აფიქსით ნაწარმოებ

სიტყვებში (verständlich), თავი წარმოდგენილია აფიქსით (lich განსაზღვრავს
სიტყვის გრამატიკულ კატეგორიას – ზედსართავ სახელს), ხოლო ბირთვი –
მორფემით (verständ)

8.3 წარმოებული სიტყვის სემანტიკური სტრუქტურა

წარმოებული
მსგავსად

სიტყვის

ძირითადად

სემანტიკური

ინტერპრეტაცია

კომპოზიციურობის

პრინციპის

წინადადების
საფუძველზე

ხორციელდება.

კომპოზიციურობის პრინციპი გულისხმობს, რომ კომპლექსური ენობრივი
ერთეულის

მნიშვნელობა

მიიღება

მისი

შემადგენელი

ელემენტების

მნიშვნელობისა და მათი ურთიერთმიმართების მნიშვნელობის კომბინაციის
საფუძველზე.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რთული სიტყვის, ფრაზის, წინადადების ან
ტექსტის მნიშვნელობა რომ გავიგოთ, უნდა ვიცოდეთ მისი ცალკეული
ელემენტის მნიშვნელობა და ის წესები, რის საფუძველზეც ეს კომპონენტები
ერთმანეთთან არიან დაკავშირებული.
წინადადებასთან შედარებით შედგენილი სიტყვის კომპოზიციურობის
პრინციპის მიხედვით ინტერპრეტაცია რთულია, რადგან მის ცალკეულ
ელემენტთა შორის მიმართება ხშირად ერთმნიშვნელოვნად დაზუსტებული არ
არის. ვისაც მთარგმნელობითი გამოცდილება აქვს, ის კარგად იცნობს იმ
სირთულეს, რაც წარმოებული სიტყვის პერიფრაზირებასა და კომპონენტთა
ურთიერთმიმართების სწორ „გაშიფვრასთან“ არის დაკავშირებული: ერთნაირი

კონსტრუქციები

ხშირად

შეიძლება

სხვადასხვა

სახის

მიმართებებს

გამოხატავდეს:

(1)
ა) Schichtarbeit – ‘Arbeit in Schichten’ – ‘ცვლაში მუშაობა’
ბ) Schieferdach – ‘Dach, das mit Schieferplatten bedeckt ist’ - შიფერის/შიფერით
გადახურული
გ) breitschultrig – ‘breite Schultern habend’ – ‘ბეჭებგანიერი’, ‘განიერი ბეჭების
მქონე’
დ) schlampig – ‚in der Art von der Schlampe’ – ‘მოუწესრიგებელი’ სიტყვასიტყვით

‘ისეთი როგორც მოუწესრიგებელი ადამიანია’
(1ა) და (1ბ) ფორმალურად მსგავსი კონსტრუქციებია (არს. + არს.), თუმცა (1ა)
შემთხვევაში პირველი კომპონენტი გამოსახავას მეორე კომპონენტის ტიპს,
რაგვარობას (ცვლაში მუშაობა მუშაობის ერთ–ერთი სახეა), ხოლო (1ბ)
შემთხვევაში

რთული

სიტყვის

კომპონენტების

ურთიერთმართება

ასე

შეიძლება გამოიხატოს: მასალა (I კომპ., II კომპ.): პირველი კომპონენტი არის
მასალა მეორე კომპონენტისთვის, მეორე კომპონენტი პირველისგან არის
დამზადებული, უფრო ზუსტად გადახურული. ’გ’ და ‘დ’ შემთხვევაში
კომპონენტების (სუფიქსისა და ძირეული მორფემის ურთიერთმიმართება)
განპირობებულია თვითონ სუფიქსის პოლისემიით: ‘–ig’ (1გ) შემთხვევაში
აღნიშნავს კუთვნილებას, (2დ) შემთხვევაში – რაგვარობას (ისეთი, როგორც
პირველი კომპონენტია).
ზოგჯერ

ცალკეული

წარმოებული

სიტყვის

სწორი

გაშიფვრა

დიდ

სირთულეებთან არის დაკავშირებული. მაგალითად ჰერინგერს (1984, ციტ.
აიზენბერგთან 2000:221) წარმოდგენილი აქვს 12 ვარიანტი, თუ როგორ
შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს სიტყვა Fischfrau: დაწყებული „ქალით,
რომელიც თევზებს ყიდის“ დამთავრებული „ქალით, რომელსაც თევზეულის
მაღაზია აქვს.“
მიუხედავად ამ სირთულეებისა შედგენილი სიტყვის უდიდესი ნაწილის
სწორი სემანტიკური კომპოზიცია შესაძლებელია, რადგან: ერთი მხრივ რთული
სიტყვის კომპონენტებს შორის მაინც სასრული რაოდენობის მიმართება

შეიძლება არსებობდეს; მეორე მხრივ, რამდენადაც შედგენილი სიტყვის
მნიშვნელობა

წინადადების

მნიშვნელობისგან

განსხვავებით

ლექსიკალიზებულია, მის სწორ სემანტიკურ ინტერპრეტაციაში გვეხმარება
ჩვენი ლექსიკური ცოდნა და სიტყვის სინტაქსური და პრაგმატული კონტექსტი.
თუმცა შედგენილი სიტყვის ინტერპრეტაცია კომპოზიციური პრინციპის
საფუძველზე ყოველთვის არ ხერხდება, ე.ი. მისი მნიშვნელობა ყოველთვის
მისი

შემადგენლების

მნიშვნელობებით

არ

არის

მოტივირებული.

მაგ.

კომპოზიციის პრინციპით სიტყვა Tischler (დურგალი) უნდა გავშიფროთ,
როგორც ის, ვინც მაგიდებს ამზადებს (‘Tisch’+’ler’) თუმცა ჩვენ ვიცით, რომ
დურგალს მაგიდების გარდა სხვა პროდუქციის დამზადებაც შეუძლია. რთული
სიტყვის კომპონენტი Tisch – მეტონიმიზაციის საფუძველზე სემანტიკურად
დაშორდა მის შესატყვის ლექსიკურ ერთეულს. იმის მიხედვით, თუ რამდენად
არის

შესაძლებელი

რთული

სიტყვის

მნიშვნელობის

განასხვავებენ სრულად მოტივირებულ (Hochhaus, Lehrer),

კომპოზიცია,

ნაწილობრივ

მოტივირებულ (Tischler, რადგან ამ სიტყვის მეორე კომპონენტს მნიშვნელობა
შეცვლილი
წარმოებულ

არ

აქვს)

სიტყვებს.

და

იდიომატიზებულ

სრულად

(Eigenbrödller,

მოტივირებულ

სიტყვებში

Buchhalter)
ლექსიკური

მნიშვნელობა შენარჩუნებული აქვს ორივე კომპონენტს, ნაწილობრივად
მოტივირებულ სიტყვებში – მხოლოდ ერთს, ხოლო იდიომატიზებულ რთულ
სიტყვებში მნიშვნელობით არცერთი კომპონენტი არ შეესაბამება მის ლექსიკურ
შესატყვისს. იდომატიზებული რთული სიტყვების მნიშვნელობის გაგების
ერთადერთი წინაპირობაა ლექსიკური ცოდნა. ზოგიერთი რთული სიტყვის
კომპონენტის სემანტიკური ინტერპრეტაცია რომელიმე სინქრონულ ეტაპზე
შეუძლებელია, მაგ. ენის ისტორიის ცოდნის გარეშე შეუძლებელია, გავიგოთ
რას ნიშნავს მორფემა ‘brom’

და ‘him’

კონსტრუქციებში Brombeere. ძველი

ზემოგერმანულის მცოდნეებისთვის კი ცნობილია, რომ brom წარმოშობილია
სიტყვისგან brāma, რაც ეკლიან ბუჩქს აღნიშნავდა.

Sign up to vote on this title
UsefulNot useful