You are on page 1of 16

38

(58)

მაისი - ივნისი
MAY - JUNE

2016

გვ.

გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ორგანიზებულ
სამიტს ადგილობრივი ქსელის წარმომადგენლები
დაესწრნენ

გვ.

11

8

გვ.

12

we

6 მაისი, 2016

MAY 6, 2016

კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე
გამართულ კონფერენციას ”სიდას“
წარმომადგენელი დაესწრო

GLOBAL SUMMIT ON CORPORATE
RESPONSIBILITY

4-6 მაისს, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა)
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა და
გაეროს გლობალური შეთანხმების საკონტაქტო პირმა საქართველოში
სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს გლობალური
შეთანხმების ჩეხეთის ქსელის მიერ ქ. პრაღაში ორგანიზებულ
ღონისძიებებში: კონფერენცია “გლობალური შეთანხმება 2030 კორპორაციული მდგრადობის მომავალი” და გაეროს გლობალური
შეთანხმების ევროპის ქსელების რეგიონული შეხვედრა.

On May 4-6 the Global Compact Network Czech Republic
organized a summit in Prague. Its aim was to raise awareness
about corporate sustainability and the United Nations
Global Compact, the biggest business initiative on corporate
sustainability in the world. The representatives of local
networks from other countries were invited, including
Georgia. Salome Zurabishvili, Georgian contact person of UN
Global Compact local network, attended the summit.

კონფერნეცია “გლობალური შეთანხმება 2030 - კორპორაციული
მდგრადობის მომავალი” გაიმართა 4 მაისს. ღონისძიებას ესწრებოდა
500-მდე ბიზნეს კომპანიიის წარმომადგენელი, ასევე გაეროს
გლობალური შეთანხმების ევროპის ქსელების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე ბიზნესმა წარმოადგინა საუკეთესო პრაქტიკა
კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით და აღნიშნული
იქნა ბიზნესის კონტრიბუციის მნიშვნელობა მდგრადი განვითარების
მიზნების იმპლემენტაციისთვის.

The Summit GLOBAL COMPACT 2030 - Looking into the
Future of Corporate Sustainability introduced specific steps
and actions that companies can take to incorporate
sustainability into their strategy. The Summit encouraged
participation among Czech and international companies in
the area of corporate sustainability and United Nations
Global Compact.

ღონისძიებაზე დამსწრეებს თავისი გამოცდილება გაუზიარეს ისეთმა
საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა როგორებიც არიან:
Total, Vodafone, Ikea, Avon და სხვა.

At the conference, business representatives presented their
best practices in CSR and highlighted the importance of
business contribution in implementation of sustainable
development.

5-6 მაისს ქ. პრაღაში გაიმართა გაეროს გლობალური შეთანხმების
ევროპის ქსელების რეგიონული შეხვედრა. შეხვედრას უძღვებოდა
გაეროს გლობალური შეთანხმების აღმასრულებელი დირექტორი ლიზე
კინგო. შეხვედრის მიზანი იყო გაეროს გლობალური შეთანხმების
გლობალური სტრატეგიის შემუშავების პროცესში ადგილობრივი
ქსელების ჩართულობის უზრუნველყოფა. შეხვედრაზე განხილული იქნა
შემდეგი საკითხები: გლობალური შეთანხმების ადგილობრივი
ქსელების ურთიერთობის გაღრმავება გაეროს სხვა ადგილობრივ
ორგანოებთან, ადგილობრივი ქსელების დაფინანსების სისტემა,
ადგილობრივი ქსელების მიერ მდგრადი განვითარების მიზნების
იმპლემენტაციის წახალისება ბიზნესთან, გლობალური შეთანხმების
სამომავლო გეგმები და მუშაობის ფორმატი.
კონფერენციასა და რეგიონულ შეხვედრაზე ,,სიდას“ მონაწილეობა ნაწილობრივ დაფინანსებულია
გაეროს გლობალური შეთანხმების სათაო ოფისის მიერ.

2016
(58)

2

On May 5-6 European Local Networks Regional Meeting
2016 took place along with the Summit. The meeting was led
by Lise Kingo, Executive Director of the UN Global Compact.
The meeting brought together the representatives and
contact persons of all European Local Networks to exchange
best practices and key learnings. A number of topics were
d i s c u s s e d , i n c l u d i n g : l o c a l n e t w o r k s ' e f fe c t i v e
encouragement of the implementation of SDGs by
businesses, future plans of Global Compact, and the format
of its activities. The meeting also served as a platform in
which UN Global Compact in New York presented the global
updates and allowed for a dialogue between headquarters
and Local Networks, especially on how to advance the
implementation of the Sustainable Development Goals
(SDGs) at the local level.
Visit costs of the Georgian representative were co-funded by UN Global compact HQ.

38
MAY - JUNE

P.

connect

11 მაისი, 2016

MAY 11, 2016

ბოლნისის მოსახლეობას
მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის
პროექტი გააცნეს

POPULATION INTRODUCED TO BOLNISI THE
PROJECT ON ACCESS TO JUSTICE

11 მაისს, ქალაქ ბოლნისის მუნიციპალიტეტის შენობაში გამართულ
შეხვედრაზე „სიდას“ იურისტებმა თეონა კილაძემ და ხათუნა
მენაბდიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას უფასო იურიდიული
სერვისების შესახებ პროექტი წარუდგინეს. შეხვედრაზე ბოლნისის
მოსახლეობას განემარტა, რომ პროექტი - ,,იურიდიული
დახმარებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების სერვისები
ქვემო ქართლში“, ძირითადად, ქალებისთვის და უმცირესობათა
ჯგუფების წარმომადგენლებისთვის ხორციელდება.
პროექტი ქვემო ქართლის რეგიონს რუსთავის და დმანისის ოფისების
მეშვეობით ფარავს. იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქეებს არ ექნებათ
შესაძლებლობა, იურისტს ადგილზე მიმართონ, პროექტის
წარმომადგენლები სოფლებში გასვლისას უწევენ მათ უფასო
იურიდიულ კონსულტაციას. როგორც „სიდას“ იურისტმა თეონა
კილაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში იგულისხმება უფასო
იურიდიული წარმომადგენლობაც სასამართლოში.
„ჩვენი პროექტის პარტნიორია „სიფა“ - საქართველოს იურიდიული
ფირმების ასოციაცია“, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის
საქმეებზე სააპელაციო და საკასაციო წესით დაიცავს მოწყვლადი
ჯგუფების ინტერესებს. ჩვენ გვაქვს მიმართვიანობა ძირითადად
ძალადობასთან, არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებასთან
დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე, მოქალაქეებს კონსულტაციას
ვუწევთ ნებისმიერ საკითხზე. კონსულტაციებს პერმანენტული
ხასიათი აქვს. სწორედ იმიტომ ვმართავთ საინფორმაციო
შეხვედრებს, რომ მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს
ინფორმაცია და მათ გაიგონ, რომ არსებობს ასეთი იურიდიული
სერვისი ყოველგვარი საფასურის გარეშე“, - აღნიშნა თეონა
კილაძემ.
შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ არასრულწლოვანთა
ქორწინების შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი
პროცედურებისა და სანქციების შესახებ. ასევე, შეხვედრაზე
აღინიშნა, რომ სოფლად მაცხოვრებლებისთვის დიდ პრობლემას
წარმოადგენს სამეურნეო მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის
პროცედურები. შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს
პროექტი და აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის შეხვედრების ჩატარებას
დიდი მნიშვნელობა აქვს.
„კარგი პროექტია და ძალიან სასარგებლოა ხალხისთვის. ასეთი
პროექტები უნდა გაგრძელდეს, რათა ხალხი გათვითცნობიერდეს
საკუთარ უფლებებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იურიდიული
კონსულტაცია უფასოდ ტარდება. ზოგს უჭირს და ამის თანხა არ აქვს.
მე ამ ინფორმაციას ჩემს ხალხს გადავცემ და იმედი მაქვს, ისინი
ისარგებლებენ ამ უფლებებით“, - განაცხადა გამგებლის
წარმომადგენელმა სოფელ ბოლნისში, ერვანდ მარუკიანმა.

On 11th of May 2016 lawyers of CiDA Teona Kiladze and Khatuna
Menabdishvili have presented a project on the issue of access to free
legal services for the local population at the meeting in Bolnisi
municipality. Population was informed on the availability of the
project “Legal Aid and Strategic Litigation Services in Kvemo Kartli”
aimed mainly at women and national minorities.
The project is implemented in Kvemo Kartli region through Rustavi
and Dmanisi offices. Representatives of the project also provide
legal consultation sessions in villages to ensure that territorial issues
are not hindrance to the functioning of the project. According to
CiDA's lawyer, Teona Kiladze representation at court without any
financial input from the representative of the vulnerable groups is
also guaranteed in the framework of the project.
According to her: “The Association of Law Firms of Georgia (ALFG) is
our partner throughout this project. ALFG will represent the interest
of the vulnerable groups in case of appeal and cassation for the cases
of strategic importance. We address issues of violence, premature
marriages of under aged population but we are open to provide legal
consultation on any issue brought up by the population. Our
consultations are permanent. The information meetings serve the
purpose of providing as much information as possible to locals about
the availability of legal services without any charges.”
The participants of the meeting expressed their interest with regard
to the legal procedures and sanctions in case of early marriages. It
was also mentioned that village population faces huge problem with
regard to the procedures of the registration of agricultural lands.
Attendees have evaluated positively the project and highlighted the
importance of holding such meetings.
“It is a great project with huge benefits for people. This kind of
projects should be prolonged to make people aware of their rights. It
is very important that legal consultation is provided for free as many
have financial problems and cannot pay for this service. I will spread
word about the information I got during the meeting among
acquaintances and I hope they will make use of the services.” - said
Ervand Marukyan, representative of Gamgebeli in the village of
Bolnisi.
Informational material was also distributed during the meeting. This
type of meetings are held permanently in Kvemo Kartli region.
The project Legal Aid and Strategic Litigation Services in Kvemo Kartli Region is supported by
the East-West Management Institute (EWMI) and is funded by the US Agency for
International Development (USAID) within the program entitled Promoting Rule of Law in
Georgia (PROLoG) Activity.

შეხვედრის ფარგლებში საინფორმაციო ბროშურებიც დარიგდა.
მსგავსი შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს ატარებს და ქვემო
ქართლის რეგიონს მოიცავს.
პროექტი ,,იურიდიული დახმარებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების სერვისები ქვემო
ქართლში“ ხორციელდება ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (სიდა) მიერ საქართველოს
იურიდიული ფირმების ასოციაციასთან პარტნიორობით (სიფა). პროექტი ხორციელდება ამერიკის
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით,
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის, ,,კანონის უზენაესობის
მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში.

2016

38

(58)

მაისი - ივნისი

გვ.

3

we

17 მაისი, 2016

MAY 17, 2016

საკონსულტაციო შეხვედრა დმანისის
მუნიციპალიტეტში

CONSULTATION MEETING AT DMANISI
MUNICIPALITY

17 მაისს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგარახლოს
მოსახლეობას „სიდას“ იურისტი ხათუნა მენაბდიშვილი შეხვდა.
„სიდას“ იურისტმა ადგილობრივებს ოჯახური ძალადობის,
დისკრიმინაციის და ნაადრევი ქორწინების საკითხებზე
კონსულტაცია გაუწია და უფასო იურიდიული სერვისების შესახებ
მიაწოდა ინფორმაცია.

On May 17th 2016 lawyer of CiDA Khatuna Menabdishvili has
held a meeting with the population of village Dagarakhlo in
Dmanisi municipality. Menabdishvili has consulted the local
population on the issues of early marriages, family violence
and discrimination and has informed them about the
possibility of receiving free legal aid.

შეხვედრაზე, რომელსაც მეტწილად ეროვნებით აზერბაიჯანული
მოსახლეობა ესწრებოდა, გამოიკვეთა, რომ აღნიშნული
საკითხებიდან ყველაზე მეტად ადგილობრივებს
არასრულწლოვანთა ქორწინების პრობლემა აწუხებთ. საკითხით
დაინტერსებულ მონაწილეებს ამომწურავი პასუხი გაეცათ მსგავსი
ფაქტების შემთხვევაში მოსალოდნელი იურიდიული
პროცედურებისა და სანქციების შესახებ.

During the meeting, which was mainly attended by the local
Azeri population, it was revealed that early marriages are the
most problematic issue. Elaborated answer on the topic was
provided to the interested individuals about the following
legal procedures and sanctions in case of such occurrences.

შეხვედრა პროექტის - ,,იურიდიული დახმარებისა და სტრატეგიული
სამართალწარმოების სერვისები ქვემო ქართლში“, ფარგლებში
ჩატარდა, რომელიც ძირითადად, ქალებისთვის და უმცირესობათა
ჯგუფების წარმომადგენლებისთვის ხორციელდება. პროექტი ქვემო
ქართლის რეგიონს რუსთავის და დმანისის ოფისების მეშვეობით
ფარავს.
პროექტი ,,იურიდიული დახმარებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების სერვისები ქვემო
ქართლში“ ხორციელდება ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (სიდა) მიერ საქართველოს
იურიდიული ფირმების ასოციაციასთან პარტნიორობით (სიფა). პროექტი ხორციელდება
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის, ,,კანონის
უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში.

2016

38

(58)

MAY - JUNE

P.

4

connect

The meeting was held in the framework of the project “Legal
Aid and Strategic Litigation Services in Kvemo Kartli” aimed
mainly at women and national minorities. The project covers
Kvemo Kartli region through Rustavi and Dmanisi offices.
Informational material was also distributed during the
meeting.
The project Legal Aid and Strategic Litigation Services in Kvemo Kartli Region is supported
by the East-West Management Institute (EWMI) and is funded by the US Agency for
International Development (USAID) within the program entitled Promoting Rule of Law
in Georgia (PROLoG) Activity.

24 მაისი, 2016

MAY 24, 2016

რუსთავში ”სოციალური მაცივარი“
დაიდგა

SOCIAL FRIDGE OPENED IN RUSTAVI

24 მაისს, რუსთავში, სუპერმარკეტ ,,მადაგონის" წინ დაიდგა
,,სოციალური მაცივარი".

On May 24, Social Fridge was opened in Rustavi in front
of the Madagoni Market. The aim of the Fridge is to
unite residents of the town to help socially vulnerable
group of people. In other words, people who wish to
help other people can bring different foods and put
them into the Fridge, so that vulnerable ones can take
them and use it as their own.

მაცივარი სოციალურად დაუცველი პირების დახმარების და
მოსახლეობაში სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების
მიზნით გაიხსნა და მასში ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკვები
პროდუქტის განთავსება სპეციალური ინსტრუქციის მიხედვით.
მაცივარი რუსთაველი ახალგაზრდების ინიციატივითა და
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ მხარდაჭერით გაიხსნა.
მაცივრის ირგვლივ უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად
დამონტაჟებულია ვიდეო თვალი.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გახსნილი ეს უკვე მესამე
სოციალური მაცივარია. 2015 წელს მსგავსი მაცივარი გორში,
ხოლო 2016 წელს თბილისში დადგეს.

The Fridge opening was initiated by young people of
Rustavi, whose idea has been supported by CiDA.
In order the Fridge to be secured there is a video
camera controlling the area.
During last several months this is the third Social Fridge
that has been opened in Georgia. The first Fridge was
opened in Gori in 2015 and the second in Tbilisi.

2016

38

(58)

მაისი - ივნისი

გვ.

5

we

24 მაისი, 2016

MAY 24, 2016

საინფორმაციო შეხვედრა ქვემო ქართლში
მცხოვრებ აზერბაიჯანულ მოსახლეობასთან

INFORMATION MEETING WITH THE AZERI
POPULATION OF KVEMO KARTLI REGION

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, 24 მაისს,
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე
„სიდას“ იურისტმა ადგილობრივ მოსახლეობას განუმარტა, რომ
პროექტი ორიენტირებულია დისკრიმინაციასთან, ქალებზე
ძალადობისა და არასრულწლოვანთა ქორწინებასთან
დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე. მან კონკრეტული
მაგალითებიც მოიყვანა, თუ რა სახის სანქციები გავრცელდა
ნაადრევი ქორწინების სხვადასხვა ფაქტებზე. თეონა კილაძემ
შეხვედრის მონაწილეებს მათი უფლებებიც აუხსნა, რომელსაც
კანონმდებლობა საქართველოს ყველა მოქალაქეს თანაბრად
ანიჭებს. ასევე, ისაუბრა, თუ რა შემთხვევაში შეუძლია
დაზარალებულს სასამართლოს მიმართოს და რომ „სიდა“ ამ
მიმართულებით უფასო იურიდიულ სერვისს სთავაზობს
დისკრიმინაციის, ჩაგვრისა თუ ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებს.

On 24th of May 2016 a meeting with local population was
held in the Village of Tazaqendi, Gardabani municipality.
During the meeting, lawyer of CiDA has explained to the
population that the project is oriented on the solving of
problems on such issues as family discrimination, violence
against women and early marriages. She has also
presented specific examples on the types of sanctions
introduced in case of early marriages. Teona Kiladze has
explained the rights to the participants of the meeting
granted by the Constitution of Georgia to their citizens
equally. Ms. Kiladze also talked about the instances when
one can appeal to court and has informed the audience
that CiDA provides free legal aid to the women who are
victims of violence and oppression.

შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ, თუ ვის უნდა მიმართონ
დახმარების თხოვნით. შეხვედრაზე გავრცელდა სპეციალურად
აზერბაიჯანულ ენაზე მომზადებული საინფორმაციო ბროშურები,
სადაც ყველა საკონტაქტო ინფორმაცია მითითებულია.
ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ მათ სოფელშიც არის ოჯახში
ძალადობის, ფაქტები, თუმცა პრობლემა ოჯახშივე რჩება და ამის
შესახებ ძალადობის მსხვერპლნი ღიად არ საუბრობენ. ასევე,
განაცხადეს, რომ უკეთესია მათმა შვილებმა განათლება მიიღონ,
ვიდრე ნაადრევად დაოჯახდნენ, თუმცა ტრადიციებიდან
გამომდინარე ამას ვერ ახერხებენ. „სწორედ ამიტომ ჩვენ ყველამ
ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ მსგავსი პრობლემები მოგვარდეს და
მომავალმა თაობებმა უკეთეს გარემოში იცხოვრონ“, - აღნიშნა
„სიდას“ იურისტმა.
პროექტი ,,იურიდიული დახმარებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების სერვისები ქვემო
ქართლში“ ხორციელდება ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (სიდა) მიერ საქართველოს
იურიდიული ფირმების ასოციაციასთან პარტნიორობით (სიფა). პროექტი ხორციელდება ამერიკის
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით,
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის, ,,კანონის უზენაესობის
მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში.

2016

38

(58)

MAY - JUNE

P.

6

connect

Participants of the meeting were interested whom they
should address in case of need for help. During the
meeting, informational material in Azeri language was
distributed with all the contact details. Local population
mentioned that there are facts of family violence in their
village but victims do not speak out about the issue. They
have also highlighted their preference with regard to the
path they wish for their children which is connected with
getting an education but unfortunately their traditions step
in and the aim is not always fulfilled. “That is why we have
to work all hand in hand to solve these type of problems
and ensure that next generations will live in better
environment.” – said lawyer of CiDA.
The project Legal Aid and Strategic Litigation Services in Kvemo Kartli Region is
supported by the East-West Management Institute (EWMI) and is funded by the US
Agency for International Development (USAID) within the program entitled
Promoting Rule of Law in Georgia (PROLoG) Activity.

1 ივნისი, 2016

JUNE 1, 2016

გლობალური შეთანხმების საქართველოს
ქსელის გამგეობის შეხვედრა

MEETING OF THE BOARD OF GLOBAL
COMPACT GEORGIA NETWORK

1 ივნისს, BP საქართველოს ოფისში, გლობალური შეთანხმების
საქართველოს ქსელის გამგეობის მეორე შეხვედრა გაიმართა,
რომელზეც ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ქსელის
გეგმებზე და გამოწვევებზე.

On June 1st 2016 at the BP Georgia Office second meeting
of the Board of Global Compact Georgia was held where
the representatives of the organization have discussed
the plans and challenges of the Network.

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საკონტაქტო
პირმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმოიხილა მაისში, ქ. პრაღაში
გამართული ევროპული ადგილობრივი ქსელების რეგიონული
შეხვედრა. მან ისაუბრა გაეროს გლობალური შეთანხმების
სტრატეგიაზე და ყურადღება გაამახვილა გლობალური ქსელის
პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
გამგეობის წევრებმა ქსელისა და კორპორაციული სოციალური
პასუხისმგებლობის კლუბის დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს
და ამ ორი პლატფორმის შესაძლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
გამგეობამ, ასევე იმსჯელა ბიზნესის გააქტიურების, არსებული
წევრების მოტივაციის ამაღლებისა და ახალი წევრების მოზიდვის
გზებზე. წევრები შეთანხმდენენ, რომ ზაფხულის განმავლობაში,
ქსელი, სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე იმუშავებს. ქსელი,
გაითვალისწინებს სხვა ევროპული ადგილობრივი ქსელების
გამოცდილებას და წევრებს მათთვის საინტერესო მომსახურების
პაკეტს შესთავაზებს.

The contact person for the Global Compact Georgia
Network Salome Zurabishvili has talked about the
regional meeting held in May in Prague by the Global
Compact Europe Network. She has highlighted priority
areas of the Global Compact Network and the United
Nations' Strategy of Global Compact.
The members of the board have discussed the events of
the Network and the Corporate-Social Responsibility Club
and have highlighted the possibility of synergy of the two
platforms.
The Board has also brought up an issue of activation of the
business, ways of motivating existing members and
attracting new members. The Board members have
agreed that during the summer period the Network will
elaborate the Strategy and Action Plan. The Global
Compact Georgia Network will take into account the
experience of the European Networks and will offer its
members attractive service packages.

2016

38

(58)

მაისი - ივნისი

გვ.

7

16 ივნისი, 2016

we

connect

თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის
ანგარიშის პრეზენტაცია
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თვითმმართველობის ორგანოების
საქმიანობის, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის და დეცენტრალიზაციის
პროცესის შესახებ 16 ივნისს, თბილისში, ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს.
პრეზენტაცია გაიმართა კონფერენციის - „თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა და
დეცენტრალიზაციის პროცესი - სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებები“, ფარგლებში,
რომელიც ორგანიზებული იყო ,,სიდას“ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის
საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ. დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია
წარედგინა თვითმმართველობის გაძლიერების პროცესში გამოვლენილი როგორც
ხარვეზების, ასევე პროგრესის შესახებ. არასამთავრობო სექტორმა კონკრეტული
რეკომენდაციებიც წარადგინა.
კონფერენციაზე, ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის (IDFI)
წარმომადგენელმა ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების საქმიანობის
გამჭვირვალობასა და საჯაროობაზე ისაუბრა. საკუთარ გამოსვლაში „საერთაშორისო
გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა თვითმმართველობის ფინანსებზე,
საბიუჯეტო პროცესსა და სახელმწიფო შესყიდვებზე გაამახვილა ყურადღება. ხოლო
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა თვითმმართველი
ორგანოების კომპეტენცია, უფლებამოსილებები და დეცენტრალიზაციის პროცესი შეაფასა.
რაც შეეხება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების
(ISFED) წარმომადგენელს, მან პრეზენტაცია წარადგინა საკადრო პოლიტიკასა და
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
როგორც სამოქალაქო განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა აღნიშნა,
ანგარიშის მომზადებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში პარტნიორულ რეჟიმში მუშაობდნენ
როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მოქმედი ორგანიზაციები.
,,დოკუმენტზე მუშაობისას ამოცანა იყო, რომ ერთი ანგარიშის ფარგლებში მოქცეულიყო
სხვადასხვა თემები, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემდა, რომ ზოგადი
წარმოდგენა შექმნოდა სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებებთან დაკავშირებით
თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის პროცესზე, ასევე იმ რეკომენდაციებზე,
რომელიც სამოქალაქო სექტორს ამ სფეროში გააჩნია. არავითარ შემთხვევაში არ იყო
ამოცანა, რომ მხოლოდ კრიტიკული ყოფილიყო ის პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვქმნიდით.
ჩვენ ვაფასებთ ამ რეფორმის ყველა იმ ნაწილს, სადაც ვთვლით, რომ დეცენტრალიზაციის
მიმართულებით ნაბიჯი წინ გადაიდგა. თუმცა, ასევე ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია
წარმოვაჩინოთ ჩვენი ხედვები, მათ შორის, ახალი რეფორმის იმ პროდუქტებთან
დაკავშირებით, სადაც უკვე ხარვეზები ჩანს.”- განაცხადა ზვიად დევდარიანმა.
სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებით, 2014 წლის რეფორმის შედეგად საქართველომ
მიაღწია ისეთ “მნიშნველოვან სიახლეებს”, როგორიცაა: მერებისა და გამგებლების
პირდაპირი წესით არჩევა; 7 ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის გზით ქალაქისა და სოფლის
როლის გაძლიერება ამ თვითმმართველ ერთეულებში; მათი შეფასებით, პოლიტიკური
პროცესების შედეგად საგრძნობლად გაიზარდა გამჭვირვალობის ხარისხი და
მუნიციპალიტეტის ორგანოები უფრო მეტ მზაობას გამოხატავენ სამოქალაქო ჩართულობისა
და საზოგადოებასთან თანამშრომლობისათვის.
ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ აღნიშნა, რომ კონფერენციამ და
დოკუმენტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
„ჩვენ ვნახეთ როგორც თვითმმართველობის და სამოქალაქო ორგანიზაციების, ასევე
რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან გამოთქმული
მოსაზრებები. რა თქმა უნდა, იყო როგორც რიგი შენიშვნები, ასევე ჩვენი პოზიციების
გაზიარებაც დაფიქსირდა. ძალიან საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა შედგა. ჩვენ
ვაგრძელებთ ამ საკითხებზე მუშაობას. კიდევ იქნება მოხსენებები და ველოდებით, რომ
დისკუსიები ასეთ ფორმატში გაგრძელდება“, - აღნიშნა მიხეილ ბენიძემ.
ანგარიშთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და
რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა
აბულაძემ.
„სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კრიტიკა და ასეთი ანგარიშების გამოქვეყნება ძალიან
მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ ამას ხელისუფლებამ ყურადღება მიაქციოს და
გაითვალისწინოს თავის მუშაობაში. ჩემი კრიტიკული შენიშვნა ეხება იმას, რომ ანგარიშში არ
ჩანს თუ რა სიტუაციაში დაიწყო ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა. ფაქტიურად
ადგილობრივი დემოკრატიის ჩანასახები გაჩნდა დღეს საქართველოში, ანგარიშიდან კი
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს დემოკრატია, ინსტიტუტები უკვე არსებობდა ჩვენთან
და ახლა მხოლოდ დეცენტრალიზაციის პროცესი მიდის. რეკომენდაციების ნაწილში
მოხარული ვართ, რომ სამოქალაქო სექტორი ამ რეკომენდაციებს გასცემს. ხელისუფლება და
სამოქალაქო სექტორი არა მხოლოდ ოპონირების რეჟიმში არიან, არამედ ვმუშაობთ,

2016

38

(58)

MAY - JUNE

P.

8

როგორც თანამოაზრეები, რომლებსაც მიზანი ერთი გვაქვს და
გვსურს ის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ცივილიზებული,
დემოკრატიული სახელმწიფო, მათ შორის განვითარდეს
ადგილობრივი დემოკრატია“, - განაცხადა მამუკა აბულაძემ.
დადებითად შეაფასა შეხვედრა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის
ინსტიტუტის (EWMI) „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა
და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ (ACCESS)
ორგანიზაციული განვითარების მენეჯერმა თამარ გურჩიანმა.
„ძალიან კარგი შეხვედრა იყო იმ თვალსაზრისით, რომ
მონაწილეობდნენ, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლები და როგორც ეროვნულ დონეზე
მომუშავე, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.
საინტერესო იყო დისკუსია და რეფორმის კრიტიკული შეფასება,
დაშვებული შეცდომები, მიღწეული წარმატებები და ზოგადად
რეალისტური ანალიზი იმისა, თუ სად ვართ ახლა ადგილობრივი
თვითმმართველობის რეფორმის თვალსაზრისით. ვფიქრობ ამ
თვალსაზრისით დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა“, - განაცხადა
თამარ გურჩიანმა.
ანგარიში მომზადებულია სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა
(სიდა) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის
საერთაშორისო საზოგადოების მიერ, სამოქალაქო საზოგადოების
რეგიონულ ქსელსა (R-CSN) და ეროვნულ სამოქალაქო
ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ფონდის „ღია
საზოგადოება - საქართველო“, „აღმოსავლეთ-დასავლეთის
მართვის ინსტიტუტის“ ACCESS პროგრამის, რომელსაც USAID
აფინანსებს და „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED),
მხარდაჭერით.
კონფერენცია თანაორგანიზებული იყო სამოქალაქო საზოგადოების
რეგიონული ქსელისა (R-CSN) და საქართველოს ადგილობრივ
თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ.
ანგარიშის ნახვა შესაძლებელია ქართულ და ინგლისურ ენებზე:
https://goo.gl/lbmDMP
https://goo.gl/4jNRIj

JUNE 16, 2016
CSOS HOLD REPORT PRESENTATION ON SELFGOVERNMENT BODIES' ACTIVITIES
Representatives of Civil Society organisations (CSOs) held a report
presentation which concerned the activities of self-government
bodies in Georgia and the ongoing process of decentralization.
The report presentation was held in the framework of a conference
entitled 'Self-Government Bodies and the Decentralization Process Evaluation by the Civil Society Organisations', which was organized by
the Civil Development Agency (CiDA) and the International Society
for Fair Elections and Democracy (ISFED) on June 16. The report
covered both the flaws and progress which have been identified by
CSOs. In addition, the CSOs gave concrete recommendations to the
government of Georgia to be taken into account during the reform
process.
During the presentations, representatives of the Institute for
Development of Freedom of Information (IDFI) talked about the
transparency and openness of the self-governing bodies;
Transparency International Georgia (TIG) focused on finances,
budgetary processes and procurement; the Georgian Young Lawyers
Association (GYLA) assessed the competences and powers of the selfgovernment bodies; an ISFED representative discussed policies on
human resources and holding competitions unfairly in selfgovernment bodies; lastly, CiDA made a presentation on society's
involvement and control, nihilism and the lack of interest amongst
the population to take part in public sessions.
While commenting on the presented report, the Executive Director of
CiDA, Zviad Devdariani, stated that with this report, interested people
will have a general overview of the decentralization process and the
activities of self-government bodies in Georgia. Devdariani
highlighted that the goal of the report was not to show only negative
aspects and assessments, which was why the CSOs assessed the
entirety of the process and presented both the negative and positive
effects of it.
“In the process of evaluation, a number of pending issues have been
identified, including the financial independence of municipalities, the
low level of engagement of citizens in decision-making processes, as
well as nepotism and other challenges. However, positive
achievements should also be noted, such as such as the direct
elections of various mayors and gamgebelis, and the increasing level
of transparency which is very important for carrying out successful
reforms.”
The head of the Department of Self-government Development and
Regional Policy of the Ministry of Regional Development and
Infrastructure of Georgia, Mamuka Abuladze, welcomed the CSOs'
recommendations, and said that when there is one goal to achieve, it
is important that government and civic organisations cooperate with
each other and consider their recommendations and opinions.
However, he also said that significant steps in terms of
decentralization have been put forward, and nowadays central
government's involvement in self-government bodies activities is
minimal, which has been caused by the fact that mayors and
gamgebelis are directly elected. Abuladze claimed that the situation
is different from previous years, as now there is no 'façade' selfgovernance in the country. He also forecast that more positive results
of the reform process are still to come.
The report was prepared by the Civil Development Agency (CiDA) and

the International Society for Fair Elections and Democracy,
in cooperation with the Regional Civil Society Network (RCSN) and national civil organizations.
The report was compiled with the support of the Open
Society – Georgia Foundation, the East-West Management
Institute's ACCESS programme, funded by USAID, and the
National Endowment for Democracy (NED).
To see the content of the report please follow the links:
https://goo.gl/lbmDMP
https://goo.gl/4jNRIj

2016

38

(58)

მაისი - ივნისი

გვ.

9

we

2016

38

(58)

MAY - JUNE

P.

10

connect

25 ივნისი, 2016

JUNE 25, 2016

გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ორგანიზებულ
სამიტს ადგილობრივი ქსელის წარმომადგენლები
დაესწრნენ

UN GLOBAL COMPACT LEADERS SUMMIT
2016

22-23 ივნისს, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა)
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა და გაეროს
გლობალური შეთანხმების საკონტაქტო პირმა საქართველოში, სალომე
ზ უ რ აბიშ ვილ მ ა, და აჭარ ა ჯ გუ ფ ის ს ას ტუ მ რ ო ე ბის ქ ს ე ლ ის
აღმასრულებელმა დირექტორმა, გაეროს გლობალური შეთანხმების
საქართველოს ქსელის წარმომადგენელმა, ვალერი ჩეხერიამ,
მონაწილეობა მიიღეს გაეროს გლობალური შეთანხმების სათაო
ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში “ლიდერთა სამიტი” და
“ლიდერთა სადილი”.

On June 22-23 Salome Zurabishvili, CSR Manager of CiDA
and Contact Person of UN Global Compact local network,
and , CEO of Adjara Group Hospitality Valeri Chekheria,
took part in UN Global Compact Leaders Summit and in A
Night of Pioneers: Leaders Dinner.

ლიდერთა სამიტი გაიმართა ქ. ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის სათაო ოფისში. ღონისძიება გაეროს გენერალურმა
მდივანმა, ბან კი მუნმა, გახსნა. ლიდერთა სამიტზე მონაწილეობას
იღებდა ათასამდე ბიზნესის წარმომადგენელი მსოფლიოს თითქმის
ყველა ქვეყნიდან, ასევე გაეროს გლობალური შეთანხმების
ადგილობრივი ქსელების წარმომადგენლები.
ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს ბიზნესის წვლილი
ადგილობრივად, მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის
პროცესში. ღონისძიებაზე ასევე დასახელდნენ მდგრადი განვითარების
მიზნების 10 პიონერი, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით წაახალისებენ
ბიზნესს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციისკენ.
22 ივნისს ვალერი ჩეხერია და სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდენენ
გაეროში საქართველოს ელჩს კახა იმნაძეს. მხარეებმა განიხილეს
სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები კორპორაციული
პასუხისმგებლობის წახალისების მიმართულებით.
24 ივნისს სალომე ზურაბიშვილმა, მონაწილეობა მიიღო გლობალური
შეთანხმების ადგილობრივი ქსელების შეხვედრაში რომელიც გაიმართა
გაეროს გლობალური შეთანხმების სათაო ოფისში. შეხვედრას 33
ქვეყნის ქსელის წარმომადგენელი და გლობალური შეთანხმების
აღმასრულებელი დირექტორი ესწრებოდა. შეხვედრის მიზანი იყო
კონფერენციის შეჯამება, შეხედულებების გაზიარება და სამომავლო
გეგმების დასახვა.

Leaders Summit was held in New York at UN Headquarters
and it was opened by Secretary-General of the United
Nations Ban Ki-moon. About 1000 global business
representatives and UN Global Compact local network
representatives attended the summit.
The summit provided a dynamic stage to jump-start
business action everywhere on the new Sustainable
Development Goals (SDGs). At the Summit, the journey
ahead to turn global goals into local business was outlined,
and leaders jointly identified opportunities for action and
innovation around the SDGs.
On June 22 Georgian participants Salome Zurabishvili and
Valeri Chekheria met with Permanent Representative of
Georgia to the UN Kakha Imnadze. They discussed future
cooperation opportunities in the field of Corporate Social
Responsibility in Georgia.
Zurabishvili also attended the closing meeting organized by
the UN Global Compact with 33 representatives of other
countries. The aim of the meeting was to summarize the
conference, share opinions and set future goals and plans.
Visit costs have been financed by Adjara Group Hospitality.

“სიდას" მონაწილეობა გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ორგანიზებულ "ლიდერთა სამიტზე"
დაფინანსებულია აჭარა ჯგუფის მიერ.

2016

38

(58)

მაისი - ივნისი

გვ.

11

2016

38

(58)

მაისი - ივნისი

გვ.

12

we

2016

38

(58)

MAY - JUNE

P.

13

connect

მედია ჩვენს შესახებ

MEDIA ABOUT US

we

connect

2016

38

(58)

მაისი - ივნისი

გვ.

14

მედია მონიტორინგის ანგარიში - 2015 წელი

MEDIA MONITORING REPORT - 2015

2016

38

(58)

MAY - JUNE

P.

15

2016

38

მაისი - ივნისი

MAY - JUNE