You are on page 1of 11

გიორგი გურჯიევის ფილოსოფია და

მისი ანალიზი (ნაწ. 1)

გვინდა
შემოგთავაზოთ 20 საუკუნის გამორჩეული მისტიკოსის გიორგი გურჯიევის სწავლების
მცირე ანალიზი რომელსაც ამ ეზოთერულ -ფილოსოფიური სისტემით დაინტერესებული
მკვლევარი, ნიკოლოზ ჩიხლაძე წარმოგვიდგენს.
ნიკოლოზ ჩიხლაძე: ამ და შემდგომ სტატიებში ვეცდები ჩემეული ანალიზით მოგაწოდოთ
გიორგი გურჯიევის სწავლების არსი და მოვახდინო მისი ფილოსოფიური გააზრება ,
ალბათ გასაგებია რომ რაზეც უამრავი წიგნია დაწერილი და მისი შემქნელის ასი წლის
გარდაცვალების შემდეგაც სხვა და სხვა ორგანიზაციები თუ მასწავლებლები კვლავაც
აცხადებენ თავს ამ ტრადიციის ერთადერთ და ზუსტ გამაგრძელებლებად, რამოდენიმე
სტატიაში არ ამოიწურება , ეს არც არის ჩემი მიზანი, მე ვეცდები ეს საინტერესო და
ადამიანის განთავისუფლებისკენ მოწოდებული სწავლება, დაგანახოთ ისე როგორც ამას
მე აღვიქვავ და ასევე გავაღვიო ინტერესი რათა თავად დაინტერესდეთ ,,მეოთხე გზის
სწავლებით ‘’
მეოთხე ანუ ცბიერის გზა როგორც მას გურჯიევი უწოდებდა , თანამედროვე ენაზე
შეიძელბა ,,ხაკერის გზაც’’ ეწოდოს, ეს არის სწავლება რომელიც განსხვავდება ყველა
დანარჩენი თვითშემეცნების გზებიდან რომელსაც გურჯიევი ყოფდა ასე :
პირველი, ფაკირის გზა - ანუ ასკეზებით საკუთარ მექანიკურობასთან ბრძოლა და
ნებისყოფის გამომუშავება .
მეორე, ბერის გზა - მხოლოდ გულის ანუ სიყვარულის გზით უპირობო გრძნობის
კულტივირება სამყაროსადმი
მესამე, იოგინის გზა - ეს არის სწავლულის გზა ანუ მენტალით, ფილოსოფიური მიდგომით
და ჭვრეტით სამყაროს შემეცნება
მეოთხე გზა კი თავად გურჯიევის განმარტებით არის - ცბიერის გზა - ეს გზა აერთიანებს
სამივე სწავლებას , იღებს მათგან ყველაზე მნიშვნელოვანს და ამატებს სხვა და სხა
ტექნიკებს და მიდგომებს რომელიც შესაძლებელს ხდის დეპროგრამირების პროცესი

გაცილებით უფრო სწრაფად და ცნობიერად მინდინარეობდეს , ცნობიერად ანუ ადამიანში
შინაგანი ემოციური პროცესების და მათი გარეგანი გამოვლინებების ერთი - მე - სადმი ანუ
ნებისყოფისადმი დამორჩილება , ეს არის გიორგი გურჯიევის და ზემოთხსენებული
მეოთხე გზის მთლიანი არსი , თუმცა დავიწყოთ სულ თავიდან როდესაც გურჯიევი
პირველად გამოჩნდა საქართველოში.
ეს მოხდა 1919 წელს, გიორგი გურჯიევმა თბილისში დაარსა მისი პირველი ეზოთერული
ცენტრი რომელსაც -ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი - დაარქვა
(ბოლოში მიმაგრებული ფოტო ასახავს ამ ინსტიტუტის აფიშას რომელიც გამოიყენებოდა
თბილისში სხვა და სხვა ღონისძიებების ჩატარების დროს )
საქართველოში პირველი ოკულტური სკოლის გახსნას დიდი პრობლემები ახლდა თან,
პირველ რიგში ძალიან რთული აღმოჩნდა შესაფერისი შენობის მოძიება, ეს გურჯიევის
მოსწავლეებმა იმდროინდელ სატირულ ჟურნალში ( ,,ეშმაკის მათრახი’’ ) კარიკატურის
გამოქვეყნებითაც გამოხატეს (იხილეთ სურათი ქვემოთ )

ამ ინსტიტუტმა სულ ერთი წელი იარსება რისი დახურვის მიზეზიც საქართველოში
დაძაბული პოლიტიკური ვითარება გახდა.
ინსტიტუტის არსებობის დროს თბილისში იყოფებოდნენ გურჯიევის შიდა წრის ანუ

ყველაზე დაახლოებული, შესაბამისად ამ სისტემაში ყველაზე კარგად გარკვეული ხალხი,
როგორებიც იყვნენ : პიტერ უსპენსკი, კომპოზიტორი ტომას ჰარტმანი , ჟანა დე ზალცმანი ,
მორის ნიკოლი , ბრიტანეთის დაზვერვის თანამშრომელი ჯონ ბენეტი და სხვები...........
საქართველოს იმჟამინდელი ინტელიგენციის წარომადგენლებიდან გურჯიევთან ყველაზე
დაახლოებულები იყნენ პაულო იაშვილი და გრიგოლ რობაქიძე
გიროგოლ რობაქიძე თავის მოგონებებში ასე აღწერს მაშინდელ თბილისს:
“ტფილისი უცნაური ქალაქია, ხოლო 1919-20 წლებში კიდევ უფრო აუცნაურდა.
გამორეკილი თუ გამოქცეული რუსები თავს აქ აფარებდნენ. სცენიდან გაისმოდა
კოჩალოვის ხმა… ტფილისშივე იყო ხოდოტოვი, სცენიდან მისი ხმაც ისმოდა.
კომპოზიტორი ჩერეპნინი კაფეში შედიოდა მთვრალი და ნაღვლობდა რუსეთზე. მხატვარი
სუდეიკინი რესტორანს ხატავდა, რომელსაც ქართველმა პოეტებმა “ქიმერიონი” დაარქვეს
_ სუდეიკინმა მართლაც აავსო რესტორანი ქიმერებით. მხატვარ საველი სორინს
ყელმოღერებულ თავადის ასულების პროფილები ტილოზე გადმოჰქონდა ლამაზი, მეტად
ლამაზი ხაზებით… ვინ არ იყო მაშინ ტფილისში? ფუტურისტებმაც აქ გადადგეს ნაბიჯი
დადაიზმისკენ. მათ შექმნეს ორგანო “41 გრადუსი”. ტფილისშივე იყო ილია ზდანევიჩი,
დიდებული იყო, როცა კაფეებში თავის “სმერტ გაპპოს”-ს კითხულობდა… ვასილი
კამენსკიც ეწვია მაშინ ტფილისს…”
აქ იყო გიორგი გურჯიევი, კარლ რობერტსი, ტომას გარტმანი, იყვნენ სხვებიც…
უმშვენიერესი ქალები _ სალომე ანდრონიკაშვილი, მელიტა ჩოლოყაშვილი, მერი
შერვაშიძე, ელისო დადიანი _ პოეტებისა და მხატვართა მუზები და “…ტფილისი გახდა
პოეტების ქალაქი. კაფე “ინტერნაციონალში” კიდეც გამოაცხადეს პოეტების ქალაქად.
კიდევ მეტი: გაიძახოდნენ _ პოეზია მარტო ტფილისშიაო… ქვეყანა მართლაც იქცეოდა და
მხოლოდ ტფილისი იყო ერთად ერთი ქალაქი, რომელიც ასეთ “ქცევას” პოეტური მღერით
ხვდებოდა. ასეთი იყო ტფილისის ფანტასტიკა”.
განცხდება კი რომელიც აუწყებდა ხალხს ამ ეზოთერული ინტიტუტის პროგრამას იყო
ასეთი :
,, საქართველოს ეროვნული განათლების სამინსტროს თანხმობით ,თბილისში
იხსნება ,,ადამიანის აჰრმონიული განვითარების ინსტიტუტი'' რომლის პროგრამაც
დაეფუძნება გიორგი ივანეს ძე გურჯიევის მეთოდიკას. ინსტიტუტი არცხადებს ორივე
სქესის წარმომადგენელი როგორც ბავშვების ასევე ზრდასრულების მიღებას,
ღონისძიებები ჩატარდება დილას და საღამოს. ინსტიტუტის პროგრამა ითვალისწინებს
მრავალმხრივ გიმნასტიკას, როგორიცაა რითმული, სამკურნალო და სხვა; ასევე

ვარჯიშებს ადამიანში ნებისყოფის, მახსოვრობის , ყურადღების ,სმენის , აზროვნების ,
ემოციების და ინსტიკტების სწორად ფორმირებისთვის ''
ჯონ ბენეტის წიგნიდან - გურჯიევი, გზა ახალი მსოფლიოსკენ
აღსანიშნავია კიდე ერთი რამ 1919 წლის 22 ივნის თბილისის ოპრეისა და ბალეტის
თეატრში გაიმართა გურჯიევის საკრალური ცეკვების წარმოდგენა .
ეს ცეკვები არის სიმბოლური მეთოდი ,დაშიფრული ცოდნის გადმოცემის , უძველეს
წარსულში ადმიანები ჩანაწერბის ნაცვლად სიმბოლური გამოხატულებებით ახდენდნენ
ცოდნის გადაცემას, ამავე მეთოდს იყენებდნენ სხვა და სხვა ოკულტური სკოლის ადეპტები
ცოდნის შესანახად და პროფანებისგან მის დასაცავად , რადგან მხოლოდ ცნობიერების
შესაბამის სიმაღლეზე მდგომ პირს შეეძლო საუკუნეების წინადელი ჩაშიფრული ცოდნის
წაკითხვა

იორგი გურჯიევის ფილოსოფია და მისი ანალი ზი - მრავალი მე- (ნაწ. 2)

რადგან რამოდენიმე სტატიაში გურჯიევის სისტემის პრაქტიკული მხარე ძნელად აიხსნება,
სანამ გურჯიევის პრაქტიკულ სავარჯიშოებზე გადავლ, ჩემი სუბიექტური აღქმით გირჩევთ
რომელი წიგნიდან დაწყება არის ყველაზე მოსახერხებელი ამ თემაში უფრო ღრმად
გასარკვევად.
- ცბიერის გზა - ყველაზე მარტივად აქვს ჩამოყალიბებული გურჯიევის ყველაზე ცნობილ
მოსწავლეს პიტერ უსპენსკის მის წიგნში - საოცრების ძიებაში - და ამიტომ თავად
გურჯეივის წიგნების წაკითხვამდე ყველას გირჩევთ პირველად ეს წიგნი აიღოთ ხელში.
ქვემოთ მოიძიებთ ამ წიგნის ინგლისურ და რუსულ ვერსიებს:
http://www.gurdjieff.am/in-search/index.pdf
http://www.fhotm.kpi.ua/guest/ouspensky_miracle.pdf
მოკლედ რომ ვისაუბროთ ამ პრაქტიკის შესახებ, გურჯიევი ყველასგან გამორჩეული
ფიგურაა ,,ეზოთერიზმში’’ რადგან თუ რელიგიებში ან სხვა მისტიკურ სწავლებებში
ნებისმიერ ადამიანს განიხილავენ როგორც სულის მქონე არსებას, თვლიან რომ ადამიანი
არის სული და ეს უბრალო მოცემულობაა, გურჯეივი ასე არ უდგება ამ საკითხს, მისი
აზრით ადამიანთა უმრავლესობას საერთოდ არ გააჩნია სული. სულის მოპოვება ! ანუ
ისეთი ნატიფი სუბსტანციის ფორმირება სხეულში როგორიც სულია, მხოლოდ
ხანგრძლივი დროის მანძილზე საკუთარ თავზე ცნობიერად მუშაობის შემდეგ შეიძლება
იქნას მიღწეული.
ასეთი მიდგომა გამომდინარეობს იქიდან რომ გურჯიევი ადამიანს განიხილავს როგორც
გარკვეულ მექანიზმს , მანქნას, რომელსაც არ გააჩნია ერთი ურყევი - მე - ანუ
ნებელობა , ის მთლიანად გარე თუ შინაგანი ზეგავლენების მსხვერპლია და სიცოცხლეს
ამ გამაღიზიანებლებზე მექნიკურ რეაგირებაში ატარებს.

თუნდაც ერთი შეხედვით ძლიერი ნების პიროვნებასაც, რომელმაც ბევრს მიაღწია
ცხოვრებაში ამ უნარით, ის განიხილავს მხოლოდ ცალმხრივად განვითარებულ არსებად
და არა მთლიან ურყევ ნების მოქნე ინდივიდად, რადგან მისი აზრით ასეთი ადმიანიც თუ
ის ცნობიერად არ მუშაობს საკუთარ თავზე და გარკვეული არ არის იმ სისტემის კანონებში
რომლის ტყვეობაშიც ის დაბადებიდანვე მოხვდა (იგულისხმება პლანეტარული
მდებარეობა, ცნობიერი თუ არაცნობიერი ზეგავლენები და აშ, რაზეც კიდევ გვექნება
საუბარი ) მისი ნებისყოფა რომელიც მიმართულია ცხოვრების გარკვეულ სეგმენტისადმი
აუცულებლად დაბალანსდება სხვა სფეროებში მისი ქცევის სრული მექანიკურობით და
უნებსყოფობით.
გურჯიევი ამბობდა რომ ადამიანი ძალაინ მარტივად ხმარობს სიტყვა -მეს- და ვერ
აცნობიერებს რომ ის შედგება არა ერთი არამედ უამრავი ერთმანეთისგან დამოუკიდბელი
ემოციის და მიზნის მქონე - მე-ებისგან, რომლებიც განუწყვეტლივ იბრძვიან ერთმანეთთან
ლიდერობის მოსაპოვებლად, როდესაც გარკვეულ მომენტში ადამიანი იძახის მე -ს, ეს -მემხლოდ იმ მომენტში გამარჯვებული დროებითი მართველია, რაც გარე თუ შიდა
ფაქტორების შეცვლასთან ერთად მალევე შეიძლება ჩანაცვლდეს სურულიად სხვა მეთი,
ხოლო იგივე ადამიანი არც კი მაიქცევს ამ მისი სხვა და სხვა მეების ურთიერთ
გამომრიცხავ ცვლილებებს ყურადღებას.
მას მოყავს ასეთი მაგლითი : ,, ერთ დღესაც თქვენ გადაწყვეტთ ებრძოლოთ თქვენ თავში
გვიან გაღვძების ნეგატიურ თვისებას და მიიღებთ გადაწყევეტილებას ხვალიდან დაიწყოთ
ყოველ დღე დილით ადრე ადგომა, ეს თქვენში იმ მომენტში გამარჯვებული -მეს მიღებული გადაწყვეტილებაა ხოლო როდესაც გათენდება დილა და თქვენ უნდა
შეასრულოთ ეს გადაწყვეტილება აღმოეჩენთ რომ იმ -მესგან- რომელმაც მიიღო
გადაწყევტილება დილას ადრე ამდგარიყო აღარაფერია დარჩენილი, ეხლა სრულიად
სხვა მე გარწმუნებთ რომ გარეთ ცივა ,ცუდი ამინდია თქვენ კი ასე თბლად ხართ, ჯობია
ისევ განაგრძოთ ძილი’’
სწორედ ამ მექნიკურობის და ცნობიერების ძილისგან განთავისუფლებას შეადგენს
გურჯიევის სწავლების პრაქტიკული მხარე, ხოლო პირველი ნაბიჯი ამ ყველაფერთან არა
ბრძოლის დაწყება არამედ მისი გაცნობიერებაა.
შემდეგ სტატიაში განვიხილავთ გიორგი გურჯიევის სწავლების მთავარ ,,იარაღს’’ რაც მისი
აზრით ადამიანის ტყვეობიდან დაღწევის ერთადერთი საშუალებაა, იგი მას
- თვითდაკვირვებას - ეძახდა .

გიორგი გურჯიევის ფილოსოფია და
მისი ანალიზი - თვითმახსოვრობა
(ნაწ. 3)

ვაგრძელებ გიორგი გურჯიევის სწავლების მოკლე მიმოხილვას, ჩემს მესამე
სტატიაში განხილული იქნება მეოთხე გზის ფილოსოფიაში უმთავრესი ასპექტი
რომლის გარეშეც გურჯიევის აზრით ადამიანი მხოლოდ მექანიზმია
დამორჩილებული სხვა და სხვა ცნობიერ თუ არაცნობიერ ზეგავლენას.
ამ სისტემის მიხედვით მომუშავე პრაქტიკანტი მას შემდეგ რაც გააცნობიერებს მის
ამჟამინდელ ნახევარძილის მდგომარეობას, იწყებს ხანგრძლივ და უმნიშვნელოვანეს
პროცესს, რასაც შეგვიძლია ადამიანში შინაგანი დამკვირვებლის ფორმირება
ვუწოდოთ, ანუ ,,ერთი ყურადღების’’ გარდა, რომელიც მიჩვეული იყო გარე სამყაროსთან

მის ხასიათში გამჯდარი შაბლონებით რეაგირებას, ჩნდება ,, მეორე ყურადღებაც ‘’
რომლითაც ადამიანი გარკვეული დროის მანძილზე ახდენს მხოლოდ დაკვირვებას
საკუთარ თავზე, ეს გამოიახატება დაკვირვებით იმაზე თუ რა სიტუაციაში რა მექანიკური
გრძნობა იბადება მის შინაგან სამყაროში და როგორ რეაგირებს ის გარე სამყაროში
მომხდარ მოვლენებზე
საწყის ეტაპზე პრაქტიკანტი არ ცდილობს ძალისხმევით რაიმე შეცვლოს, არც საკუთარ
ემოციებში და არც რეაქციებში, ის უბრალოდ ახდენს ერთგვარ აღწერას იმ პროგრამების,
რითაც მისი პიროვნება გამოიხატება ამა თუ იმ სიტუაციაში. საკმარისი მასალის
დაგროვების შემდეგ , მაგალითად როდესაც ჩვენ ერთი თვის განმავლობაში შევეცდებით
მაქსიმალური ინფორმაცია დავაგროვოთ თუ როგორ მუშაობს ჩვენი მექანიკურობა ,
მხოლოდ შემდეგ იწყება ამ მექანკურ გამოვლინებეთან უკომპრომისო ბრძოლა, ეს კი
ხდება იმ პრაქტიკის საშუალებით რომელსაც გურჯიევი -თვითმახსოვრობას- ეძახის.
-თვითმახსოვრობა - შემიძლია ავხსნა ასე: ახლა როდესაც მე ამ სიტყვებს ვწერ ეს
შესაძლებელია წარიმართოს ორნაირად, ან უბრალოდ ვწერო ან ამასთანავე ე.წ. ,,მეორე
ყურადღებით’’ აღვიქვა ეს პროცესი, ანუ მახსოვდეს ჩემი თავი რომ ეხლა მე ვწერ ამ
ტექსტს. ასევე როდესაც ელაპარაკებით მეორე ადამიანს, საკუთარი თავის მახსოვრობა
გამოიხატება იმაში რომ თქვენ კი არ ხართ თავდავიწყებით ჩართული ამ დიალოგში,
არამედ თუ შეიძლება ასე ითქვას ,,უკანა ფონზე’’ აღიქვავთ ამ მიმდინარე აქტივობას.
იგივე - თვითმახსოვრობის - მდგომარეობას ინარჩუნებთ როდესაც დადიხართ ქუჩაში, ანუ
არ აძლევთ თქვენ შინაგან ასოციაციებს და ფიქრებს დაგაკარგვინონ შეგრძნება თქვენი
არსებობის (თქვენს Presence -ს , собственное присутствие -ეს ) ამ სავარჯიშოს
გამოყენებით, გურჯიევის ენაზე რომ ვთქვა ადამიანში ნელ ნელა კრისტალიზდება ისეთი
სუბსტანცია რომელიც ხელს უწყობს მის შინაგან ქაოსში ისეთი ცნობიერების ფორმირებას
რომელიც არ არის დამოკიდებული გარე თუ შინაგანი სამყაროს ცვალებადობებზე ,
სწორედ ასე იწყებს უამარვი ზეგავლენისგან (კოსმიური ანუ პლანეტარული, აღზრდის,
ჩვებევბის ,თავს მოხვეული იდეოლოგიებისგან და გარემოსგან ) ჩამოყალიბებული
ეწ ,,პიროვნება’’ რომელსაც გურჯიევი მანქანას ეძახის, შინაგან ალქიმურ პროცესს,
რომელსაც მივყავართ - ნების- ანუ ერთი უცვლელი -მეს - ფორმირებამდე .
ეს პროცესი გავს საკუთარი თავის კოსნტრუირებას ოღონდ ამჯერად უკვე არა ბუნების
მექანიკური ევოლუციით არამედ საკუთარი ცნობიერი ძალისხმევით. ახლა მინდა
ვილაპარაკო უფრო კონკრეტულად თუ როგორ ხდება ამგვარად მუშაობა ყოველდღიურ
ცხოვრებაში. შინაგანი დამკვირვებლის ზრდა ანუ - საკუთარი თავის მახსოვრობა ყველაზე
კარგად ჩანს კრიტიკულ ანუ ჩვენთვის უსიამოვნო სიტუაციებში, როდესაც ჩვენ
იმპულსურად, ,,მაშინალურად’’ ვრეაგირებთ მათზე.
გურჯიევის აზრით სანამ ადამიანები სიკვდილის შემდეგ სულის, ანუ ცნობიერების
შენარჩუნებაზე დაიწყებენ ლაპარაკს, ჯერ ამ ცხოვრებაში მატრავმირებელი სიტუაციების
დროს შინაგანი დამკვირვებლის, ანუ ცნობიერების გაზრდაზე უნდა იზრუნონ. სწორედ
ამისთვის საჭიროდ თვლიდა, რომ ნებისმიერი უსიამოვნო სიტუაცია მის მოსწავლეებს
შინაგან სამუშაოდ გადაექციათ. მისი აზრით, ადამიან-მანქანას ყოველთვის უნდა, რომ
აირიდოს ის, რაც აღელვებს ან მის ჩვეულ კომფორტს არღვევს. თუმცა, რადგან ეს ყალბი
სტაბილურობა მუდმივ ცვალებად სამყაროსთან წინააღმდეგობაში მოდის, სიძნელეებთან
ცნობიერ მუშაობას იგი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა .

ახლა განვიხილოთ ,,მანქანიდან საკუთარი თავის გამოცალკევების’’ მაგალითი, ვთქვათ
თქვენ აღმოჩნდით ისეთ სიტუაციაში, როდესაც რაღაც ძალიან გაბრაზებთ ,სიტუაცია
ეწინააღმდეგება თქვენს მოლოდინებს და ამას გამოყავხართ წყობიდან . ეს შეიძლება
გამოიხატროს როგორც სიტუაციით ასევე თქვენს ირგვლივ არსებული კონკრეტული
ადამიანებით რომელებიც გაღიზიანებენ, მათთან ურთიერთობისას თქვენი შინაგან
სამყარო კარგავს ბალანსს , ამ დროს - საკუთარი თავის მახსოვრობა- არ ნიშნავს ამ გარე
გამაღიზიანებლ სიტუაციაზე პასიურ მოქმედებას ან ემოციების დათრგუნვას , ასეთი აღქმა
გურჯიევის სწავლების არასწორი აღქმაა. -თვითმახსოვრობა- ასეთ სიტუაციებში
ნიშნავს ცნობიერ არჩევანს იმ რეაქციისა, რომელსაც ამ მოვლენაზე მოახდენთ, ეს
მეთოდი თქვენ გაძლევთ საშუალებას გაჩნდეს გარკვეული წყვეტა მომხდარ
უსიამოვნო მოვლენასა და თქვენს რეაქციას შორის , სწორედ ამ წყვეტის დროს
მიიღება არა დაპროგრამირებული არამედ - საკუთარი ნებელობისგადაწყვეტილება
რაზეც ახლა ვსაუბრობთ მისი (მიუხედვად რომ შეიძლება საკმაოდ მარტივად ჟღერდეს)
ცხოვრებაში დანერგვა თავიდან ნებისმიერ პრაქტიკანტს გაუჭირდება, მდგომარეობა
როდესაც თქვენ ნებისმიერ სიტუაციაში შინაგანი დამკვირვებლის პოზიციიდან
შეგეძლებათ ზოგჯერ თავის შეკავება, ხოლო ზოგჯერ როგორც გურჯიევი იძახდა ისეთი
პასუხის გაცემა რომ ,, ის საკუთარმა ბებიამაც ვერ იცნოს’’ , გურჯიევის სისტემის ასე
ვთქვათ ,,უმაღლესი პილოტაჟია’’.
ჩემი დაკვირვებიდან მინდა გითხრათ რომ, როდესაც თვითმახსოვრობას აპრაქტიკებ
თავიდან გექნებათ შეფერხებები კრიტიკულ სიტუაციების წარმოქმნისას ანუ გექნებათ
შერგძნება, რომ ან არაცნობიერი უნდა გახდეთ და უპასუხოდ მექანკურად, შეგექმნებათ
ილუზია თითქოს შინაგანი დამკვრვებელი გაფერხებთ სხარტად იმოქმედოთ , თუმცა
მინდა გითხრათ რომ დროთა განმავლობაში -დამკირვებლით- მიღებული
გადაწყვეტილება სულ უფრო და უფრო სწრაფი გახდება .
გურჯიევი იწყებს სულ თავიდან და გვთავაზობს შემდეგ მეთოდებს, მაგალითად : თუ
ეცდებით თვითმახსოვრობის პრაქტიკის დანერგვას თქვენს ცხოვრებაში აღმოეჩენთ, რომ
ეს საკმაო ენრგიას მოითხოვს, ჩაატარეთ ექსპერიმენტი და ნახავთ, რომ თუ გადაწყვეტთ
გაისეირნოთ ქუჩაში ისე რომ ეს -მახსოვრობის გრძნობა სახლში დაბრუნებამდე
შეინარჩუნოთ, მცირე ხნის შემდეგ აღმოაჩენთ თქვენს თავს სრულიად დაკარგულს,
როგორც გარეთ მომხდარ მოვლენებსა, ასევე თქვენი ფიქრების უკონტროლო ნაკადში,
ამიტომ გურჯიევი ურჩევდა პრაქტიკანტებს თავიდანვე კი არ შეჭიდებოდნენ მთელი დღის
მანძიზლე თვითმახსოვრობით ცხოვრებას, არამედ აერჩიათ კონკრეტული მოვლენა და
ხანგრძლივობა , რა დროსაც წინასწარი განზრახვის შესაბამისად ამაგავრ შინაგანი
მუშაობის მდგომარეობაში გაატერბდენ მათ მიერ შერჩეულ სიტუაციას .
ასეთი წინასწარ არჩეული სიტუაცია შეიძლება იყოს როგორც ერთი საათი სერინობა ,
სამარშუტო ტაქსში მგზავრობა , ან კონკრეტული ადამინის არჩევა და მასთან ყოფნის
დროს მისდა შეუმჩნევლად ამ პრაქტიკის გატარება.
თქვენს მიერ შერჩეული დროის მონაკვეთების ცნობიერი გავლა მოგცემთ

შესაძლებლობას გავარჯიშოთ ზემოთ ხსენებული ,,მეორე ყურადღება ‘’ ისე რომ ენერგია
გეყოთ მის განსახორციელებლად, ამგვარი მიდგომა მოგცემთ საშუალებას გაიგოთ ამ
პრაქტიკის ,,გემო’’ ხოლო შემდგომ აღმოაჩენთ რომ თანდათან შეძლებთ უფრო
გაზარდოთ თქვენი ცნობიერი მუშაობის ხანგრძლივობა , როგორც დროის თავლსაზრისით
ასევე ემოციურად რთულ სიტუაიციების გავლით.
ამით ვამთავრებ გიორგი გურჯიევის სისტემაში იმ მთავარი ასპექტების ჩემეულ ანალზის
რომელის შედეგებიც მხოლოდ პრაქტიკისთვის გაწეული ძალისხმევის პროპორციულია,
ხოლო მათი მიერ მოტანილი თავისუფლება არ გადმოიცემა თეორიულად , ეს ყველამ
თვითონ უნდა აღმოაჩინოს.
მოამზადა : ნიკოლოზ ჩიხლაძე