You are on page 1of 18

პატარების ხელოვნება

bavSvis naxatis evoluciuri xedva

კრეგ როლანდი 1990, 2006

~

 

წინამდებარე ანგარიში გვთავაზობს რომ არსებობს ბავშვის სამხატვრო განვითარების ოთხი საფეხური: ჯღაბნა. ვინაიდან ბავშვისთვის ტექნიკურად უფრო ადვილია გამოსაყენებლად ფანქრები.იანი წლებიდან დაწყებული ბავშვთა კვლევების შესახებმოძრაობის შედეგად დასაბუთდა. ბავშვი შესაძლოა რეგრესს ამჟღავნებს წინამორბედ საფეხურზე იქამდე ვიდრე მიაღწევს მომდევნო საფეხურს.  ბავშვის ნახატებში როგორც წესი უფრო კარგად ჩანს განვითარების ეტაპები ვიდრე ფერწერაში. შესაძლოა მხედველბაში არ იყოს მიღებული ის ფაქტი. თუმცა. თუმცა. რომელსაც ხშირად ავლენს მათი ნამუშევრები. გადაფარვები არსებობს საფეხურებს შორის.  ნაკლებადშესაძლებელია რომ ბავშვმა მიაღწიოს მომდევნო საფეხურს უფროსის მხარდაჭერისა და ინსტრუქციის გარეშე. ეს საფეხურები დაკავშირებულია ქრონოლოგიურ ასაკთან (განსაკუთრებით 18 თვიდან 6 წლამდე). არსებობსფაქტორების მრავალფეროვნება (როგორც შინაგანი. რომ სასურველი „ბოლო“ ამ პროგრესის არის გრაფიკული რეალიზმი. ანუ „ნაჯღაბნი“ არის ბავშვის პირველი ნაბიჯები. ასევე გარეგანი). ზოგიერთი ესთეტიურად ლამაზი ნამუშევარი ხშირად შექმნილია სწორედ იმ ეტაპზე. როცა ბავშვები ეს-ეს არის იწყებენ მასალების მოსინჯვას. ფლომასტერები დაპასტელები. ყველა მათგანი გვთავაზობს მსგავს განვითარების ნიმუშს . სიმბოლიზმი და რეალიზემი. რომ ცალკეული ბავშვი განსაზღვრულ ასაკში განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე უნდა იყოს უადგილოა. რომ ნახატები. რომლებსაც ბავშვები ხატავენ ადრეულ საფეხურზე არის უფრო დაბალი. გოგონები და ბიჭები მსგავსად ხატავენ ადრეულ წლებში. რომლებიც ზემოქმედებენ ბავშვის შემოქმედებით განვითარებაზე.შესავალი ადრეული 1900.ერთი იწყება ჯღაბნით და მთავრდება რეალისტური გამოსახულებით. ამგვარად. პრე-სიმბოლიზმი. ასეთი ნამუშევარი. პირველი თვითინიცირებული შეხება ხელოვნებასთან. ამის საპირისპიროდ. ორი საფეხური შეუძლება გაერთიანებული იყოს ერთ ნამუშევარში. მიუხედავად მოდელების სიმრავლისა. გარდა ამისა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათსამხატვრო განვითარება არ არის უნივერსალური და დამოკიდებულია იმ გარემოზე. იმისი მოლოდინი. სხვა განზოგადებები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:  სოციოეკონომიკურმა ფაქტორებს გარკვეული გავლენა აქვთ ადრეულ სახურზე. თითოეული საფეხურის იდენტიფიცირება შესაძლოა იმ მახასიათებლებით. მაგალითად ყველა ბავშვი იწყებს ხატვას ჯღაბნით. წლების განმავლობაში არსებობდა თეორიული მოდელების მრავალფეროვნება ბავშვის სამხატვრო განვითარების ასახსნელად.  მნიშვნელოვანიდამთხვევები. 2    . ვიდრე საღებავები და ფუნჯები. ხელოვნება იწყება ჯღაბნით ყველა ადრეული ასაკის ბავშვი სიამოვნებას ღებულობსროცა ფურცელზე ფანქრით კვალის დატოვებით. რომ ბავშვები გაივლიან განვითარების განსაზღვრულ საფეხურებს საკუთარ შემოქმედებაში. ან ნაკლებად სასურველივიდრე გვიანი პერიოდის ნამუშევრები. ეს დაყოფა ეფუძნება პოპილარულ შეხედულებას. რომელშიც იზრდება ბავშვი და რომელშიც იღებს განათლებას.

უნებლიე ჯღაბნა ბავშვები როგორც წესი იწყებენ ჯღაბნას ერთი-ერთნახევარი წლიდან. რომლებსაც ბავშვები ავლებენ შესაძლოა ფურცელსაც გადასცდეს. მაშინაც კი თუ მათ ნახატში ძნელია რაიმე კონკრეტული ფორმების ამოცნობა. როგორიც სურთ. რომ ბავშვების ადრეული ნამუშევრები უფრო კომპლექსურია. ბავშვები იწყებენ საკუთარი ჯღაბნის კონტროლს. როცა ბავშვები პირველად იწყებენ ჯღაბნას ისინი ვერ აცნობიერებენ. მოძრაობის ვარირებით. გადაადგილებენ რა ხელს სასურათე სიბრტყეზე ხან ზევით და ხან ქვევით (სურ. მაგრამ ბავშვებს ბევრი დრო არ სჭირდებათ იმისთვის. ეს ახალი პერსპექტივა გვთავაზობს ხედვას. 1 უნებლიე ჯღაბნა სურ. 1-2). რომ ჯღაბნის დროს ბავშვები ზოგიერთ შემთხვევაში ექსპერიმენტირებენ. ცალკეული ხაზების გამეორებით რაც მათ განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს. რომ ამ დროს ბავშვები ჯღაბნისას რაიმე კონკრეტულს არ ხატავენ. რომ დაადგინონურთიერთკავშირი ხელის მოძრაობასა და ფაქნრის მიერ დატოვებულ კვალს შორის. როცა ეს აღმოჩენა გაკეთებულია. ისინი ხშირად უნებლიედ ჯღაბნიან. ბავშვის ნახატის ბევრ მკვლევარს სჯერა. 2. ამის შედეგად ბავშვი ქმნის ხანგრძლივ გრაფიკული ნიშნებს. სურ. ხაზები. ვიდრე ადრე ითვლებოდა. არამედ ისინი სიამოვნებას ღებულობენ ფურცელზე ხელის მოძრაობით და ქაღალდზე კვალის დატოვებით. 3    . რომ მათ შეუძლიათ ისეთი გრაფიკული ნიშნების გამოყვანა.თუმცა უახლოეს წარსულში ზოგიერთმა მკვლევარმა ეჭვი შეიტანა ამ ტრადიციულ ხედვაში და თვლიან.

გარკვეულ მიმართულებას აძლევს ხაზებს. სამწუხაროა. რომ თავად სიტვაში „ჯღაბნა“ უფროსები ნეგატიურ ქვეტექტს გულისხმობენ.4. კონტროლირებული ჯღაბნა. ვიქტორ ლოვენფელდი. მოგვიანებით ნახატში შესაძლოა გაჩნდეს ასოებს მიმსგავსებული ფორმები. ბავშვების პერცეპტული და მოტორული უნარების განვითარებასთან ერთად ჩნდება წრიული პატერნები და გეომეტრიული ფორმები (ნახ. 3კონტროლირებული ჯღაბნა. განსაკუთრებით ბავშვის საკუთარი სახელიდან ასოები (სურ. 4    . სურ. 3) სურ. ხაზები დაკავშირებულია ფორმებთან რაც ქმნის სხვადახვა პატერნებსა დანახატს.

როცა წაახალისებთ ბავშვს საკუთარი ფიქრების. როცა ბავშვი ამბობს: „მე დავრბივარ“. თქვენი სიტყვები დაეხმარება მას იყოს უფრო მონდომებული და შემოქმედებითი მომდევნო სამხატვრო საქმიანობაში. შეთავაზებული ფერები შესაძლოა იყოს მცირე რაოდენობის. ბავშვმა შესაძლოა წინასწარ გამოაცხადოს რისი დახატვას აპირებს. შესაფერისი სამხატვრო მასალის შერჩევისას მნიშვნელოვანია. ბავშვები იწყებენ საკუთარი ნაჯღაბნისთვის სახელის დარქმევას და ხატვის დროს ერთვებიან წარმოსახვით თამაშში. ან დახედოს საკუთარ ნახატს და თქვას: „ეს არის დედა“. თავდაპირველად შესაძლოა უბრალოდ კომენტარი გავუკეთოთ ბავშვის მოქმედებას ჯღაბნისას. დაუსვით მსგავსი შეკითხვები: „ეზოში გიყვარს სირბილი?“ ან „სად დარბიხარ ხოლმე?“. მთავარია კონტრასტული იყოს გამოყენებულ ფურცლთან. რომელსაც აქვს სქელი კონსისტენცია და არ იღვრება სასურათესიბრტყეზე. ან როგორია მისი მოძრაობა. როცა ბავშვი მოიპოვებს კონტროლს ჯღაბნაზე. თუმცა ბავშვი ამ თითქოსდა გაურკვეველ ნიშნებს გარკვეულ მნიშვნელობას აძლევს. რომლებსაც ბავშვი გთავაზობთ. მეორე დღეს კი იგივე ნახატზე თქვას: „ეს არის ძაღლი“. როდესაც ბავშვი თავის ნახატზე მიუთითებს და ამბობს: „ ეს არის მამიკო“. ბავშვთან საუბარი როდესაც ვესაუბრებით ბავშვს. აღნიშნეთ მოძრაობების მრავალფეროვნება და გრაფიკული ნიშნების განსხვავებულობა.ი ამიტომ თავი უნდა შევიკავოთ. შეგვიძლია შევთავაზოთ ტემპერა. მსწრაფად მაგალითად აღვნიშნოთ რამდენად სწრაფად გადაადგილდება ბავშვის მკლავი. ამგვარად ბავშვს არ სჭირდება საამისოდ საგანგებო მოტივაცია.მასწავლებლისა და მშობლის როლი როგორც კი დაამყარებენ კონტროლს საკუთარ გრაფიკულ ნიშნებზე. პატარების უმეტესობისთის ჯღაბნა თავისთავად სასარგებლოა. აკვარელის საღებავები. რომელიც ბავშვმა დახატა ან აღწერეთ ხაზები.მაგალითად აღნიშნეთ იმ ფორმების რაოდენობა. რომ შესთავაზონ სპეციალური მასალები და წაახალისონ ჯღაბნა. რაც ჯღაბნისას მას გაუადვილებს გრაფიკული ნიშნების კონტროლს. საუკეთესო წვლილი. არატოქსიკური მარკერები. ან ნებისმიერ ჰორიზონტალურ ზედაპირზე. როდესაც ბავშვი უკვე იწყებს თავისი ნაჯღაბნის სახელდებას. მოუსმინეთ ბავშვების კომენტარებს და დიალოგისთვის გამოიყენეთ ის მნიშვნელობები. მაგ. გრძნობების და გამოცდილების ვერბალიზებაშიუნებლიედ ეუბნებით მას. პასტელები. ისეთი მასალა. როგორიცაა ფანქრები. უფროსისთვის ბავშვის ეს ნახატი დიდად არ განსხვავდება მისი აქამდე შესრულებული ნაჯღაბნებისგან. საწერი კალმები სავსებით გამოდგება ამ საქმიანობისთვის. ფერი არ თამაშობს განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ჯღაბნაში. რთულად კონტროლირებადი მასალაა ჯღაბნის ეტაპზე მყოფი პატარებისთვის. რომ ბავშვის ნახატი თქვენთვის ფასეულია. დაუსცით მსგავსი შეკითხვები: „შენი მამიკო მაღალია? ხელში აგიყვანს ხოლმე? სად დადიხარ ხოლმე შენს მამიკოსთან ერთად?“. ბავშვებმა შესაძლოა იმუშაონ ან იატაკზე. რომ ისეთი მასალა შევთავაზოთ ბავშვს. რომელიც ჯღაბნის ეტაპზეა. პრე-სიმბოლიზმი: ფიგურის გამოჩენა 5    . რაც შეიძლება მშობლებმა შეიტანონ არი ის.

ფეხის თითები. თითები.დაახლოებით 3-4 წლისთვის ბავშვები იწყებენ წრიული ფორმების შეერთებას ერთ ან რამოდენიმე ხაზთან იმისათვის რომ გამოსახოს ადამიანის ფიგურა. 5 ოჯახის სურათი შეიცავს რამოდენიმე თავკომბალა ფიგურას. 6. „თავ-ფეხა“ ფიგურა 6    . მათ აკლიათ კისერი. ეს ფიგურები ხშირ შემთხვევაში გავს „თავკომბალებს“ (სურ.6). სურ. ტანი. 5). ან „თავ-ფეხა“ სიმბოლოები (ნახ. რომ ეს ფიგურები ძალიან არარეალისტურია. ბავშვები ხატავენ ორ თავკომბალა ფორმას იმისათვის რომ გამოსახონ დედა და მამა. ბავშვების პირველი ნახატებისთვის სადაც ადამიანის ფიგურებია გამოსახული არ არის უჩვეულო და იშვიათი ის. თუმცა ამ ორ ფიგურას შორის არ არის არსებითი სხვაობა. ტერფები. მკლავები. სურ.

ხოლო კიდევ ერთმა ოთხი წლის ბავშვმა ოჯახის ხატვისას (სურ.8) მამას დაუხატა წვერი და დიდი მკლავები. საგანმანათლებლო თვალსაზრისით მასწავლებელმა მხედველობაში ისიც უნდა იქონიოს. იმისა. თუმცა მხოლოდ ეს. 7. არ არის ხოლმე საკმარისი.ბევრი თეორია არსებობს „თავ-ფეხა“ფიგურებისფენომენისა დაიმის ასახსნელად თუ რატომ ხატავენ პატარა ბავშვები არარეალისტურ ან არასრულ ფიგურებს. რომელმაც დახატა მოსიარულე ადამიანი. უნდა მივცეთ საშუალება. თუ რას ხატავენ. 7    . ვინაიდან სხეულის ეს ნაჭილები სჭირდებოდათ ამ აქტივობის დრო. სურ. მაგრამ არა მკლავებით. რათა განივითარონ პერსონალური გაგება სხეულის ნაწილების შესახებ. რომელიც ძალიან განსხვავდება რეალური ადამიანისგან. მკლავების. რომ ბავშვებს. შეუძლიათ სხეულის ამ ნაწილების ამოცნობა. რომ პატარები იმიტომ გამოტოვებენ ხოლმე დეტალებს. არსებობს არაერთი მტკიცებულება. რომლებიც სხეულს ტანის. დახატული ფიგურა უფრო სრულია. ზოგჯერ ისინი ქმნიან საკმაოდ უნიკალურ ფიგურას. მასწავლებლისა და მშობლისათვის დიაგნოსტოკური თვალსაზრისით განხილვისას მნიშვნელოვანი და საგულისხმოა. ასეთი ნახატი უფრო მეტად აღწერს იმას თუ რას ფიქრობენ და გრძნობენ ამ ასაკის ბავშვები მათ გარშემო არსებული საგნების შესახებ. ფეხების გარეშე ხატავენ. ზოგიერთი ექსპერტი გვთავაზობს აზრს. მაგალითად. რომ ბიჭმა ადამიანის ფიგურას ბევრი ფეხი დაუხატა. ამგვარად სიფრთხილეა საჭირო ბავშვის ნახატის. როგორც პიროვნული და ინტელექტუალური ზრდის მაჩვენებლის ინტერპრეტირებისას. ანუ სთხოვო ბავშვს დახატოს ასეთი აქტივობა. რათა გადმოეცა ის შეგრძნება. სხვები ამტკიცებენ. რომ ბავშვმა სხეულის ცალკეული ნაწილები შესაძლოა გამოტოვოს ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე. საკუთარი თავი და თავისი ძმა გამოსახა ტანისა და კიდურების გარეშე . რომ არ აქვთ საკმარისი ცოდნა ადამიანის სხეულის ნაწილების შესახებ. აღსანიშნავია. რომლებიც საჭიროა. მაგალითად 4 წლის ბიჭმა. ხელთ გადააგდოს და დაიჭიროს და შემდეგ ვთხოვოთ საკუთარი თავის დახატვა „ბურთის დაჭერისას“. მაგრამ რეალისტური ფიგურების შექმნა ჯერ არ არის მათი ინტერესების სფერო (ვინერი. რომ ბავშვები უბრალოდ სელექტიურები არიან და ხატავენსხეულის მხოლოდ იმ ნაწილებს. როდესაც ბავშვი თავის ნახატში ასახავს ფიგურას მკლავების ან ხელების გარეშე. ეს მიმართულება თავს იჩენს შვიდიდან რვა წლამდე. ბავშვები სავარაუდოდ დაუხატავენ ფიგურას ხელებს. ფიგურების ვარიაციები 4-5 წლის ასაკის ბავშვები ექსპერიმენტირებენ სხვადასხვანაირი ფიგურების ხატვით და შეუძლიათ ყოველ ჯერზე განსხვავებული ფიგურა დახატონ. რომ აქტიურად იყვნენ ჩართულები დასახატ აქტივობაში. რომელიც ეუფლება როცა მამას ხელში აყავს. რომლებიც არის მათ რეპერტუარში და აღმოაჩენენ რომ ეს ფორმები შესაძლოა მრავალნაირად დააკავშირო ერთმანეთთან რათა სიმბოლურად გადმოსცე გარესამყარო. მათ სჭირდებათ ის. რომ ბურთით ითამაშოს. ზოგიერთ ექსპერტს სჯერა. დედა დახატა ტანით და ფეხებით. ვიდრე იმას რასაც ხედავენ. რომ როდესაც ბავშვი ნახატსქმნის საკუთარი სხეულის ნაწილების გამოცდილებით. 1982). ამის ნაცვლად ისინი უყურებენ იმ აბსტრაქტულ ფორმებს. რომ სხეულში ადამიანის ფორმა ამოიცნო. რომ ბავშვები არ უყურებენ იმას.

თუ ბავშვის მიერ შესრულებულ ადამიანის ფიგურის ნახატში სხეულის ნაწილების გამოტოვება შემაშფოთებელია. დევიდ მენდელოვიცი.საჭიროა მისი ცნობიერების სტიმულირება თამაშისა და საუბრის საშუალებით.სურ. 8    . ოჯახის პორტრეტი. 7: მოსეირნე ფიგურა. 8. სურ.

მე ვთამაშობ სათამაშო მოედანზე“ და ა. თემები.9 . ბავშვებთან საუბარი მათი პირადი გაოცდილების შესახებ ისეთ თემებზე. ბაღი.ზე. რომლებიც შეიცავს სიტყვებს „მე“ ან „ჩემი“ ეხმარება ბავშვებს იმაში რომ მოახდინონ საკითხთან იდენტიფიცირება.შ. საყვარელი ცხოველები ხშირად საწყისი წერტილი აღმოჩნდება ხოლმე ბავშვებისთვის. რომლებიც საშუალებას აძლევს ამ ბავშვებს გამოხატონ რაიმე ახალი საკუთარ თავზე განსაკუთრებით სასარგებლოა. ხატვისა და ფერწერის საშუალებით ბავშვი საკუთარ შესაძლებლობებს ცდის იქამდე. 9. მაგალითად ამ ასაკის ბავშვებისთის შესაბამისი თემებია: „მე მივდივარ სკოლაში“. ბევრი ის საგანი. რომელიც ბავშვის გარემოში არსებობს ჩნდება მის ნახატებში.ხელოვნება და საკუთარი გამოსახულება სურ. ან ფერწერის აქტივობას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი. მეგობრები. თავი არის დახატული უფრო დიდი ვინაიდან ეს არის სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ბავშვისთვის (ეს არის „ ადგილი. ვიდრე მიაღწევს მისთვის დამაკმაყოფილებელ ავტოპორტრეტს. „მე და ჩემი ოჯახი“. ამგვარად ხელოვნებას ენიჭება უდიდესი როლი საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესში. ან მდებარეობის თვალსაზრისით. ავტოპორტრეტი სენსიტიური ავტოპორტრეტი არის გამოსახული სურ. ეს საგნები იშვიათად არისდაკავშირებული ერთმანეთთან ზომის. ადრეული ასაკის ბავშვის კონცეფცია სივრცის შესახებ გარესამყაროს შესახებ ცოდნისა და წარმოდგენების გაღრმავებასთან ერთად. როცა გეგმავს ხატვის. ასევე არ არის ეს საგნები განაწილებული სასურათე 9    . როგორებიცაა ოჯახი. რომელიც 4 წლის და 5 თვის ბიჭმა შეასრულა და არის ტიპიური ნამუშევარი ამ ასაკის ბავშვისთვის. რომ 4-5 წლის ასაკის ბავშვები ბუნებით ეგოცენტრულები არიან და ამგვარად ის მამოტივირებელი თემები. სადაც ხდება ჭამა და ლაპარაკი“) და დასახატი თემა თავად ბავშვია. რათა დაიწყონ ხატვა.

ამის ნაცვლად სკოლამდელი ასაკის ბავშვის ნახატში. იმის ნაცვლად რომ ეს ფაქტი როგორც ბავშვის ნახატის ნაკლი ისე განვიხილოთ.სიბრტყეზე იმ ნიშნით თუ რა მდებარეობა აქვს მას რეალობაში სივრცეში. 10 მე ვთამაშობ ეზოში. 10    . ან ფერწერაში საგნები ჩნდება ისე. რომ არ არსებობს სწორი ან არასწორი გზა სივრცის სურათზე გამოსახატად (ლოვენფელდი. ან თანამედროვე მხატვრების ტილოებს დავრწმუნდებით. თითქოს ისინი “ტივტივებენ“(სურ. სურ. მითუმეტეს სამგანზომილებიანი სივრცის გამოსახვის დასავლურ ტრადიციასა და ხაზობრივ პერსპექტივას თუ გავითვალისწინებთ. 1982). 10.). უნდა დავაფასოთ ბავშვის მონდომება საგნების სასურათე სიბრტყეზე განაწილებისას და მათი უნარი შექმნან დაბალანსებული ორგანზომილებიანი კომპოზიცია (ვინერი. საგნების ასეთი განაწილება უფროსებისთვის შეიძლება არასწორი აღმოჩნდეს. 1975). ამ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ ნებისმიერი მოტივაცია. ან საგანი დაკავშირებული და მიმართული იყოს თავად ბავშვზე . ვიქტორ ლოვენფელდი. გარდა ამისა თუ დავათვალიერებთ სხვა კულტურების ხელოვნების ნიმუშებს.

თითები. ეს სიმბოლო კვლავ და კვლავ მეორდება დიდი ცვლილებების გარეშე იქამდე. ადამიანი. როგორც ადრეც აღინიშნა ბავშვის ნახატში დეტალების გამოტოვება არ ნიშნავს აუცილებლად რაიმე პრობლემის არსებობას.13). მაგალითად. რომ ეს დეტალები ისეთი მნიშვნელოვანი არ არის იმ აქტივობისთვის.11 და სურ. ბავშვი უბრალოდ უგულვებელყოფს ამ დეტალებს რადგან მიაჩნია. რომელისაც ხატავს.ში. ხე. ცხვირი და კბილები.შ. ხელები. როგორიცაა ტანსაცმელი. 11. ბავშვების ყურადღების საგანი შესაძლოა გახდეს ისეთი დეტალები. როგორც ეს მოცემულია სურ. რომელიმე ერთი ბავშვის სიმბოლოები შესაძლოა საგრძნობლად განსხვავდებოდეს სხვა ბავშვის მიერ ასახულ სიმბოლოსგან. როგორც კი შეიმუშავებს ბავშვირომელიმე პირისთვის განსაზღვრულ სიმბოლოს (ან სქემას).სიმბოლიზმის წლები 5-6 წლის ასაკისთვის ბავშვების უმრავლესობა შეიმუშავებს გარკვეულსქემების. ოჯახის პორტრეტი. რომელიც დაკავშირებულია სხეულთან.ფიგურას აქვს ზედა და ქვედა კუდურები შესაბამის ადგილზე.12 . მზე და ა. ვიდრე კონკრეტული გამოცდილება არ უბიძგებს. გამოსახულება მეტად ინდივიდუალიზირებულია და ასახავს ბავშვის მიერ სამყაროს კონცეპტუალურ გაგებას. ტერფები. სიმბოლოების მარაგს. იმ სიმბოლოს. ბავშვმა შესაძლოა 11    . რომელსაც 5-6 წლის ასაკის ბავშვები იყენებენ ადამიანის ფიგურის დასახატად აქვს თავი. სურ. 12. რომ მოახდინოს საკუთარი კონცეფციის მოდიფიცირება (სურ. ოჯახის პორტრეტი სურ. რომელსაც იყენებს ნახატებში ეს შეიძლება იყოს სახლი.

გააზვიადოს. შეცვალოს. ფიგურის სქემა. როგორიცაა სპორტული აქტივობები და ამბები. ამ ასაკის ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ და ისეთი თემების ხატვა. 13. ასევე ის გამოცდილება. როდესაც ბავშვი აკავშირებს ნახატსა და იდეას. ან განსაკუთრებულს ცალკეული ადამიანების. მაგალითად. ან იმ აქტივობის შესახებ. ან შეალამაზოს „პიროვნების“ სხეულის ცალკეული ნაწილები როცა აღმოაჩენს რაიმე უნიკალურს. 12    . რომელიც სტიმულირებას ახდენს ბავშვისცნობიერებაზე ადამიანის სხეულის მოქმედებისა და ფუნქციის შესახებ. ამ გამოცდილების საფუძველზე ბავშვი მომავალში იჩენს უფრო მეტ მოქნილობას ადამიანების ხატვისას. რომელსაც ხატავს. ანუ ნახატს მიანიჭებს მნიშვნელობას. ნახატი იქცევა სიმბოლოდ“ Al Hurwitz & Michael Day სურ. იწვევს გარკვეულ ცვლილებებს ფიგურის სიმბოლოში.

სურ. სახლებს და ხეებს ფურცლის ქვედა კიდის გასწვრივ ჩაამწკრივებენ. ტიპიური ნახატი საბაზისო ხაზით.„საბაზისო ხაზის“ გაჩენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება რაც 5-6 წლის ასაკის ბავშვის ნახატში საგნების სივრცეში გასანაწილებლად ჩნდება „საბაზისო ხაზი“ (ნახ. ორი საბაზისო ხაზის გამოყენება. ბავშვს უკვე გააზრებული აქვს. რომელზეც ასევე განთავსებულია ადამიანის.შემდგომში ბავშვის ნახატში ჩნდება ფურცლის ქვედა კიდის პარალელურად გავლებული ხაზი. თავდაპირველად ბავშვები ადამიანებს. უკვე აღარსად არის სასურათე სიბრტყეზე „მოტივტივე“ გამოსახულებები. მოგვიანებით ჩნდება რამოდენიმე საბაზისო ხაზი. სურ. 14. რომ იმ საგნებს. ან საგნები არიან მოთავსებულნი. ხან იატაკი. როგორც ეს ადრინდელ ნახატებში იყო.14). ან საგნების გამოსახულებები (სურ. რომელთაც ხატავს გარკვეული მდებარეობა აქვთ სივრცეში. ან ნებისმიერი ზედაპირი. სამგანზომილებიანი სივრცის ასახვის ასეთგრაფიკულხერხს უფროსებიც მიმართავენ საკუთარ შემოქმედებაში სხვადახვა კულტურებში და სხვადასხვა ეპოქებში. როდესაც ბავშვს უნდა სივრცის გამოსახვა. ორი ან მეტი საბაზისო ხაზი ჩნდება მაშინ. 13    . რომელზეც ადამიანები დგანან. 15. რომელიც ხან მიწაა.15).

16. 21). მაიკლ ჯორდანი მოძრაობაში. რომელიც ასახავს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე მოვლენას (სურ. 1982). სურ. ერთ-ერთი ხერხია ნახატი. სურ. სპეციალური ვიზუალური ეფექტები საბაზისო ხაზის გამოგონების გარდა ბავშვები იგონებენ მთელ რიგ გენიალურ ხერხებს. თხუნელას სორო შიგნიდან.16. ეს „სივრცისა და დროის გამოსახვა“(ლოვენფელდი. საბოლოო ჯამში საბაზისო ხაზი ქრება უფროსი ასაკის ბავშვების ნახატებიდან და საბაზისო ხაზის ქვემოთ მდებარე სივრცე საბაზისო სიბრტყის ფუნქციის მატარებელი ხდება (სურ.). 17. არის შედეგი ბავშვის მზარდი სურვილისა მოყვეს ამბავი. ასახოს მოძრაობა. შესაბამისად ბავშვებს სურთ საგნებს შორის ურთიერთობების უფრო ზედმიწევნით ასახვა. რათა გამოსახონ სივრცე. ვიზუალური ნარატივის შექმნის სურვილი ბავშვს 5 წლიდან უჩნდება და ბავშვის ზრდასთან ერთშემდეგ ეს სურვილი ძლიერდება (უილსონი და უილსონი. 1975). 14    .ზრდასთან ერთად ბავშვის სიტვათა მარაგი მდიდრდება და ამ სიტყვების აღქმაც უფრო კომპლექსური ხდება.

ოჯახის პორტრეტი ორსული დედის გამოსახულებით. 17.ნახატის კიდევ ერთი ტიპი. 19. როდესაც საგნის შიგთავსი უფრო მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. ორსული დედა. ყურადღება მიაქციეთ მილისებურ ხაზს. სურ. 15    . მანქანის შიდა სივრცის ასახვა. „რენტგენის ეფექტის“ გამოსახულება. ცხრა წლის ბავშვის ნახატი დისნეისა და საკუთარი პერსონაჟების გამოსახულებით. მან დახატა ოჯახი.). ვიდრე ის. რომ ბავშვები იყენებენ თავის ცოდნას სამყაროს შესახებ ნახატების შესრულებისას. როცა საგანი დახატულია თითქოს გამჭვირვალედ და ჩანს რა ხდება შიგნით (სურ. როგორც წესი ასეთი ნახატს მიმართავს მაშინ. რაც ხდება საგნის გარეთ. ეს იმის დამამტკიცებელია.წ. 18 -ზე მოცემულია 5 წლის ასაკის ბავშვის ნამუშევარი. რომლის შექმნასაც ბავშვი იწყებს 5-6 წლის ასაკიდან არის ე. სურ. როცა სურთ სახლის. ბაღის შენობის. რომლითაც ჩანასახი მიერთებულია დედის სხეულთან. სურ. მაგალითად ბავშვები ხშირად მიმართავენ „რენტგენის ეფექტის“ ტექნიკას.

ისინი ხატავენ ფიგურებს. რათა შექმნან საკუთარი შემოქმედება (უილსონი და უილსონი.ბავშვების ხელოვნება და კულტურათა გამოსახულებები ყველა ის ვიზუალური მასალა რომელზეც ამერიკელ ბავშვებს ხელი მიუწვდებათ დღესდღეობით ფოტოების. ადიდებენ გამოსახულებას. რეალიზმის კრიზისი 9 – 10 წლისთვისბავშვების უმეტესობა ამჟღავნებს ძალიან მაღალ ვიზუალურ ცნობიერებას. როკ ვარსკვლავებს. ფრჩხილები. თვითმფრინავებს. ისინი ხატავენ ისეთ დეტალებს. როგორ ვერ გადმოსცემდნენ წინა თაობის ბავშვები. ან კომიქსის წიგნის პერსონაჟს. დახტიან და დაფრინავენ სხვადასხვა კადრში. ფილემაბს და კომიქსების წიგნებს მოდელებისთვის. კოსმოსურ ხომალდებს. ზოგიერთი კომიქსების ხატვით არის გატაცებული ტიპიურ მეხუთე კლასში. ვიდეოთამაშებისა და ვებსაიტების სახით. თუმცა პოპულარული მედიის გავლენა უფრო თვალსაჩინო ხდება შედარებით დიდ ბავშვებში. მართლაც. რომლებიც დარბიან. იმის ნაცვლად რომ შეეწინააღდეგონ ასეთ შემოქმედებით აქტივობას მასწავლებელი და მშობელი უნდა ჩაეჭიდოს იმ ფაქტს. შედეგად ისინი უფრო მეტად კონცენტრირდებიან დახატული საგნების დეტალებზე და პროპორციებზე. ვარცხნილობა. როგორიცაატუჩები. ბუნებრივია ისინი დაესესხებიან კულტურის ამ წყაროს. 1982). მაშინ როცა ზოგიერთი ბავშვი იხატავს თავის საყვარელ სუპერგმირს. სურ. ფილმების. ბავშვებს ოთხი წლის ასაკიდან შეუძლიათ ჩართონ ნახატებში საკუთარი კულტურის ელემენტები. თანაკლასელის სურათი (12 წელი) 16    . ტელევიზიის. რათა ახლო კადრით გამოხატონ თავიანთი პერსონაჟი და გადმოსცენ პერსპექტივა და ზომები ისე. ამგვარად მოქცევისას ეს ბავშვები ხშირად მიმართავენ ტელევიზიას. მაშინ როცა ზოგიერთი ბავშვები ხატავენ სპორტსმენებეს. წიგნების ილუსტრაციების. კომიქსების. 20. რომ ბავშვი მოხიბლულია პოპულარული კულტურით და გამოიყენონ ის საკუთარი სამხატვრო უნარების გავითარებლად საბაზო საფეხურისგან მოშირებით. სპორტულ მანქანებს. მოდელებს. ისინი უფრო მეტ ყურადღეიჩენენ მოძრაობისა და ტანისამოსის გადმოცემის მიმართ. ზოგიერთი იგონებს საკუთარ პერსონაჟს და თხზავს საკუთარ ამბავს (სურ19).

ბაღის ეზო (11 წლის). ეს მოთხოვნილება ბავშვს 8-9 წლის ასაკიდან უჩნდება. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს. როცა ბავშვი იწყებს საკუთარი კულტურის კონვენციის მიღებას. ეს მიდგომა კრიზისს იწვევს ბევრი ბავშვის შემოქმედებაში. 1982). სამგანზომილებიანი სივრცის ასახვა მაშინ როცა უმცროსი ბავშვები ხატვისას ცდილობენ საგნების მნიშვნელობებსა და მოძრაობებს ჩაწვდნენ. თუ ბავშვებს მიეცემათ შესაბამისი ინსტრუქციები რეალისტური ნამუშევრის შესაქმნელად საჭირო კომპეტენციების გასავითარებლად. ბავშვების უმეტესობას შესწევს უნარი საკუთარ ნამუშევრებში მიაღწიონ იმ რეალისტურობას. რათა გამოსახოს სამგანზომილებიანი სივრცე ორგანზომილებიან ზედაპირზე (უინერი. ზრდასთან ერთად ბავშვები უფრომეტად ცდილობენ საკუთარი ნამუშევარი დაამსგავსონ იმ რეალუს საგანს რასაც ხატავენ. 20. ვიქტორ ლოვენფელდი. ზოგიერთი ბავშვი „ეძებს“ უფროსებისმაგვარ უნარებს. 17    . 21. თუმცა ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთვევაში. ცდილობენ რა დახატონ რეალისტურად. ბავშვების ძალისხმევა ხშირად არ ემთხვევა მათ მოლოდინებს რის გამოც ისინი იმედგაცრუებულები არიან.ნახატის შექმნისას ბავშვი უყვე ახალი მიდგომით ხელმძღვანელობს. რომ ბავშვი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს „რეალიზმს“ მოზარდობამდე ასაკში. მართლაც. ცდილობე მიბაძოს მათ წიგნებისა და ჟურნალების ილუსტრაციების გადახატვით.). გაოსახულება „სწორი“ უნდა იყოს დეტალებისა და მათი პროპორციების გადმოცემისას. უფრო ხშირად ბავშვები ძალიან მომთხოვნები ხდებიან საკუთარი გრაფიკული უნარების მიმართ და ისეთი სიხარულითა და სიამოვნებით აღარ ერთვებიან ხატვის აქტივობებში. რომლებიც ფოკუსირებულია ვიზუალურ აღწერაზე და დაკვირვების ტექნიკებზე განსაკუთრებით სასარგებლოა ამ ასაკში. რაც უფრო უახლოვდება ბავშვი მოზარდობის ასაკს მით უფრო კარგავს ძლიერ სუბიექტურ დამოკირებულებას სიმბოლოების სამყაროს მიმართ. რომელსაც ასე ესწრაფვიან (სურ. სურ. ისეთი არტ ინსტრუქციები.

შესაძლებელია მათ შევთავაზოთ ცნობილი მხატვრების რეპროდუქციები. საგნების გადაფარვას და ზომაში შეცვლას სივრცის გადმოსაცემად (12 წლის ). თუმცა ბავშვებს ისიც უნდა გავაგებინოთ. ამასთან ერთად ისინი ცდილობენ გადმოსცენ ის. რომლებიც ერთმანეთს გადაფარავს და მცირდება ზომაში. რომ ეს გრაფიკული ხერხები სივრცის გადმოცემის ერთ-ერთი გზაა და დღესდღეობით ბევრი მხატვარი თვითგამოხატვის საკუთარ გზას ირჩევს. ნახატი. სადაც ბავშვი იყენებს დიაგონალის ხაზს. თუ როგორ იცვლება გამოსახულება ხედვის წერტილის ცვლასთან ერთად. სადაც სივრცე სწორედ საგნების გადაფარვით. 22. ახლა ბავშვები უკვე ცდილობენ დახატონ ის დამოკიდებულება.22). 21). რომელიც საგნებს აქვთ ერთმანეთისა და იმ სიბრტყის მიმართ. სურ. ბავშვები ასევე იწყებენ დიაგონალის ხაზის გამოყენებას პერსპექტივის გადმოსაცემად (სურ. როგორც კი ბავშვი გამოხატავს მზაობას და ინტერესს საკუთარ ნახატებში სივრცისგადმოსაცემად. ხაზობრივი პერსპექტივითა და საგნების შემცირებით არის გადმოცემული. ისინი იწყებენ ისეთი საგნების ხატვას.აღარ გვხდება საბაზისო ხაზზე ერთმანეთის გვერდზე განლაგებული რაც ასე ხშირად იყო უმცროსი ასაკის ბავშვების ნამუშევარში. 18    . რომელზეც ეს საგნები მდებარეობს (სურ.