ელექტრონული ფორმა დამზადებულია FPSPI ოლიმპიადის ფარგლებში 46-ე საჯარო

სკოლის ადგილობრივი თემის პრობლემაზე შექმნილი გუნდის მიერ.

▶ გულის წასვლა
▶ ცხვირიდან სისხლდენა
▶ კიდურის მსუბუქი დაზიანება
▶ ძვლის მოტეხილობა
▶ ტვინის შერყევა

▶გულის წასვლა◀
გულის წასვლა ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვაა და განპირობებულია ტვინში
სისხლის მიმოქცევის ხანმოკლე დარღვევით. მიზეზი შეიძლება იყოს ტკივილი, შიში,
შიმშილი, სტრესი, დაღლილობა და სხვა.

პირველადი დახმარებისთვის გულის წასვლის დროს აუცილებელია:

✔ დაზარალებულის მოთავსება ზურგზე ისე, რომ ფეხები მაღლა ჰქონდეს აწეული.
ამავდროულად მას უნდა მიეწოდოს სუფთა ჰაერი.

✔ გონზე მოსვლის შემთხვევაში უნდა შენარჩუნდეს იგივე პოზიცია ავადმყოფის
მდგომარეობის სრულად გაუნჯობესებამდე.

▶ცხვირიდან სისხლდენა◀

ცხვირიდან სისხლდენის დროს რეკომენდირებულია :

✔ შენარჩუნდეს პაციენტის მჯდომარე პოზიცია

✔ აუცილებელია - პირით სუნთქვა

✔ თითების მოჭერა ცხვირის ფუძის ქვემოთ

✔ ყინულიანი პარკის დადება ცხვირსა და კეფაზე.
✘ დაუშვებელია თავის უკან გადაწევა, რამაც შეიძლება ღებინება გამოიწვიოს !

✚ 30 წუთის განმავლობაში სისხლდენის არშეწყვეტის შემთხვევაში აუცილებელია
სასწრაფოს გამოძახება.

▶კიდურის მსუბუქი დაზიანება◀

კიდურის დაჟეჟილობის ან ღრძობის შემთხვევაში აუცილებელია:

✔ დაზიანებულ ადგილას სველი/ცივი საფენის დადება.

✔ სხეულის დაზიანებული ნაწილი არ უნდა გადაიტვირთოს.

✚ მსუბუქად დაზიანებულ კიდურზე გართულების წარმოქმნის შემთხვევაში ეწვიეთ ექიმს.

▶ძვლის მოტეხილობა◀

ღია მოტეხილობა (დაზიანებულ ადგილას დარღვეულია კანის მთლიანობა) -
პირველადი დახმარების გაწევის მიზნით უნჯობესია დაზარებულს არ შევეხოთ
დაზიანებულ ადგილას. ტრამვირებულს უნდა შევუხვიოთ კიდური სუფთა ქსოვილით ისე,
რომ არ მოხდეს ზეწოლა ძვლებზე. ამასთანავე აუცილებლად უნდა გამოვიძახოთ
სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

დახურული მოტეხილობა (დაზიანებულ ადგილას არაა დარღვეული კანის მთლიანობა) -
დაზარალებულს უნდა დავუფიქსიროთ დაზიანებული ადგილი და არ ვამოძრაოთ ის.
კარგი იქნება, თუ მოხდება იმობილიზაცია არტაშანის გამოყენებით.

▶ტვინის შერყევა◀

ტვინის შერყევა ვითარდება თავის არეში ძლიერი დარტყმის შედეგად. ამ დროს
დაზარალებულს ებინდება გონება, ვითარდება მსუბუქი თავის ტკივილი და შეიძლება
აღინიშნოს ღებინებაც.

✔ ტრამვირებული უნდა მოთავსდეს უსაფრთხო მდგომარეობაში იმ შემთხვევაში, თუ მან
დაზიანება ვარჯიშის ან თამაშის დროს მიიღო, აუცილებელია მისი შეწყვეტა.

✚ გულის ხანგრძლივად წასვლის (3 წუთზე მეტის) შემთხვევაში სავარაუდოა სერიოზული
დაზიანების არსებობა. შესაბამისად აუცილებელია სამედიცინო დახმარების გამოძახება.

გისურვებთ ჯანმრთელობას !!!