International Archaeological Center

The University of Georgia

,,აღმოაჩინე უძველესი ნამოსახლარები“

ამიერკავკასის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ნამოსახლარები, რომლებიც ნეოლითის
პერიოდს განეკუთვნებიან საქართველოს ისტორიული მხარეში, ქვემო ქართლში,
თბილისიდან 50-55 კმ-ზე მდებარეობენ. ამ უნიკალურ ძეგლთა შესწავლა გასული საუკუნის
შუა ხანებში დაიწყო, ხოლო თანამედროვე მეთოდებით კვლევა საქართველოს ეროვნულმა
მუზეუმმა 2012 წლიდან განაახლა. არქეოლოგიური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ამ

 ნეოლითური პერიოდის ნამოსახლარი - იმირის გორა. ზოგადი ხედი

ადგილის მკვიდრი მოსახლეობა ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ იყო დაკავებული
მიწადმოქმედებითა და მესაქონლეობით, ამზადებდა თიხის ჭურჭელს, მისდევდა ფეიქრობას,
სხვადასხვა ჯიშის ქვისგან და ძვლისგან ამზადებდა სამიწათმოქმედო და სამეურნეო იარაღს.
თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ არქეოლოგიურმა და ინტერდისციპლინარულმა
კვლევებმა აქ აღმოჩენილ თიხის ჭურჭლებში ღვინის არსებობა დაადასტურა.

2016 წლიდან ნეოლითური პერიოდის აღნიშნულ ნამოსახლართა არქეოლოგიურ გათხრებში
საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად ტორონტოს უნივერსიტეტიც ჩაერთო, რამაც
კვლევები უფრო დინამიური და ინფორმაციული გახადა.
International Archaeological Center
The University of Georgia

 არქეოლოგიური გათხრები ნეოლითური პერიოდის ნამოსახლარზე. 2016 წ.

არქეოტური

ქვემო ქართლის ნეოლითური პერიოდის გორანამოსახლარების სტუმრობა შესაძლებელია
წელიწადის ყველა დროს, თუმცა, საუკეთესო მაინც შემოდგომა, ზამთარი ან ადრე
გაზაფხულია. ვისაც უშუალოდ არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობა სურს, უნდა
გაითვალისწინოს, რომ ექსპედიცია აქ მაისის თვეში მუშაობს და თადარიგი ადრევე
დაიჭიროს.

მათ კი, ვისაც მხოლოდ ამ ძეგლებისა და რეგიონის დათვალიერების სურვილი აქვს
საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრი სთავაზობს:

9:00. გამგზავრება თბილისიდან სოფ. იმირის მიმართულებით, უძველეს
ნამოსახლარებისკენ.
International Archaeological Center
The University of Georgia

10:30. ვიზიტი არქეოლოგიურ ძეგლზე, ისტორიული ექსკურსი, ლანდშაფტისა და
გათხრების დათვალიერება, უახლესი აღმოჩენების გაცნობა. მცირე ლანჩი (ჩაი, ყავა)

12:30 გამგზავრება ბოლნისის რაიონში. ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის
დათვალიერება.

16:30. პიკნიკი ბუნებაში, ქართული ტრადიციული კერძებითა და ღვინის
დაგემოვნებით

19:00. დაბრუნება თბილისში.

არქეოლოგიური ექსპედიციის ოფიციალური ვებ-გვერდი:

http://www.grape.utoronto.ca