კულტურის სფეროს მართვა

სიღნაღისა და დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტებში
ანგარიში და რეკომენდაციები
კულტურის სფეროს მართვა სიღნაღისა და
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში
ანგარიში და რეკომენდაციები

2017
კვლევა „კულტურის სფეროს მართვა სიღნაღისა და დედოფ­ლისწყაროს
მუნიციპალიტეტებში“ ჩატარდა სათემო განვითარების ცენტრის (CDC) მიერ,
ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ მხარდაჭერით.

პროექტის გუნდი:
ანა მარგველაშვილი, მაია ბიძინაშვილი, ქეთევან გოგობერიშვილი

მკვლევარი:
თამარ ბრეგვაძე

პროექტის კონსულტანტი:
გიორგი ტოკლიკიშვილი

დიზაინერი:
მაგდა ცოცხალაშვილი

დოკუმენტის შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის „ღია საზოგადოება -
საქართველო“ შეხედულებებს.

© სათემო განვითარების ცენტრი, 2017.
წინათქმა
სჭირდება თუ არა მუნიციპალიტეტს კულტურის განვითარებაზე ზრუნვა? რა როლი
შეიძლება ეკისრებოდეს კულტურას რეგიონული განვითარების პროცესებში, აქვს
თუ არა მას კავშირი მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ წინსვლასთან, დასაქმებისა
და თვითდასაქმების საკითხებთან, რა გავლენა აქვს კულტურის მრავალფეროვან
სერვისებს ადგილობრივ განვითარებაზე, რატომ უნდა იყოს მუნიციპალიტეტი
დაინტერესებული განავითაროს კულტურის სფერო, მიუხედავად მუნიციპალური
სამსახურების წინაშე მდგარი სხვა ბევრი პრობლემისა, რა გამოცდილება
არსებობს ამ კუთხით ქვეყნებში, სადაც მუნიციპალური კულტურის სფეროს
განვითარება მუდმივი მსჯელობის საგანია, შესაბამისად, ახალი მიდგომების
დანერგვით - მუდმივ პროგრესს განიცდის და ცხოვრების ხარისხიც მაღალია.
რა შეგვიძლია ვისწავლოთ მათი გამოცდილებიდან? - ეს ძირითადი კითხვებია,
რომლებზეც პასუხს სათემო განვითარების ცენტრი (CDC), კონსულტაციისა და
ტრენინგის ცენტრთან ერთად ეძებს. სწავლობს ევროპულ (და არა მარტო)
გამოცდილებას, კულტურის სფეროს დაგეგმვის მეთოდოლოგიასა და
მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს.

სათემო განვითარების ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციებთან, მრავალი
წელია მუშაობს კახეთის რეგიონში სხვადასხვა, და, მათ შორის, კულტურულ-
საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით. ცენტრის მიერ კულტურის
მხარდაჭერის მიმართულებით შეძენილმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ
ერთჯერადი პროექტების მეშვეობით სფეროს მდგრადი განვითარება და
შედეგები თითქმის არ მიიღწევა. მუნიციპალიტეტში კულტურის ცხოვრების
განვითარება კომპლექსურ მიდგომას, კულტურის უწყვეტი სერვისების
დანერგვასა და მოსახლეობისათვის მიწოდებას საჭიროებს. აღნიშნული ფუნქციის
განხორციელება მუნიციპალური კულტურის ორგანიზაციების პრეროგატივაა,
შესაბამისად განვითარების პროგრამები ამ ორგანიზაციების გაძლიერებასა და
განვითარებასაც უნდა ისახავდეს მიზნად.

საქართველოში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, საზოგადოებრივი ორგანიზა­
ციების მიერ ინიცირებულ კულტურის პროგრამებზე მუშაობის პროცესში, არც

 3
თუ ისე იშვიათად გავიგებთ მიდგომას, რომ უმუშევრობისა და სიღარიბის,
ინფრასტრუქტურული და სხვა მუნიციპალური პრობლემების ფონზე კულტურის
პროგრამების განხორციელება აქტუალური არ არის. შესაბამისად, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებისთვის კულტურა არ არის პრიორიტეტული
სფერო.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის, მისი
საცხოვრებლად მიმზიდველ ადგილად ჩამოყალიბებისათვის, ერთ-ერთ
მნიშვნელოვან წინაპირობას სწორედ მრავალფეროვანი და მაქსიმალურად
ხელმისაწვდომი კულტურის პროგრამები (სერვისები) წარმოადგენს. როგორც
გერმანიის ერთ-ერთი პატარა ქალაქის (ვილინგენ-შვენინგენის)1 ვებ-გვერდზე
ვკითხულობთ: „კულტურა მნიშვნელოვანია ქალაქში ცხოვრების ხარისხისათვის.
კულტურის გარეშე ქალაქის წარმოდგენა ნამდვილად შესაძლებელია, მაგრამ
მოგვინდებოდა კი ასეთ ქალაქში ცხოვრება? ქალაქში, სადაც არ არის კულტურა,
შეიძლება იყოს სამუშაო ადგილები, ღამისთევის საშუალება, საბავშვო ბაღი,
სუპერმარკეტი ან სპორტული დარბაზი. მაგრამ იქ არ იქნებოდა ბიბლიოთეკა,
მუზეუმი, თეატრი, კონცერტი, ცეკვა, ახალგაზრდული სუბ-კულტურების
ექსპერიმენტები... ეს არ იქნებოდა მყუდრო, კეთილგანწყობილი ქალაქი, არამედ
ცივი ადგილი“ - საითაც გული არ მიგიწევს.

ადგილობრივი კულტურის პროგრამების არსებობა შესაბამისი რეგიონის,
მუნიციპალიტეტის ცხოვრების დონის შეფასების ერთ-ერთ ინდიკატორს
შეიძლება წარმოადგენდეს: ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე
კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ცხოვრებით დაინტერესებული ადამიანებისთვის
მნიშვნელოვანია - ადგილზე კულტურის სერვისების ხელმისაწვდომობა და
მრავალფეროვნება. შესაბამისად ესა თუ ის ქალაქი (მუნიციპალიტეტი), მხოლოდ
მატერიალური პირობების გაუმჯობესებაზე კი არ უნდა ზრუნავდეს, არამედ უნდა
გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა კულტურის სფეროს განვითარებაში
და იზრუნოს, ადგილზე მრავალფეროვანი კულტურული ცხოვრების ხელშეწყობაზე.

2014 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტში განახორციელდა პროექტი „სიღნაღი
კულტურისათვის“.2 პროექტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურის რესურსების
მრავალმხრივ შესწავლა-აღრიცხვას გულისხმობდა (cultural mapping). კვლევის
პროცესში გამოიკვეთა რიგი პრობლემები, რაც კულტურის სფეროს ადგილობრივ
სტრატეგიებს, მართვას, სერვისების მიწოდებასა და ქსელურ მუშაობას
უკავშირდება. შესაბამისად გაჩნდა იდეა, უფრო სიღრმისეულად მომხდარიყო

1 ქალაქი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. http://www.villingen-schwenningen.de/kultur/kultur-
plan-2025/muss-eine-stadt-kultur-planen.html
2 პროექტი განხორციელდა სათემო განვითარების ცენტრის (CDC), კონსულტაციისა და
ტრენინგის ცენტრის (CTC) და სათემო კავშირი ნუკრიანის (CUN) მიერ.

4
მუნიციპალური კულტურის სფეროს მართვის ეფექტურობის კვლევა.

2016 წელს, ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ მხარდაჭერით,
სათემო განვითარების ცენტრმა განახორციელა კვლევითი პროექტი „კულტურის
მუნიციპალური ორგანიზაციების (ა(ა)იპ-ი) ეფექტურობის კვლევა“. პროექტის
საწყის ეტაპზე კულტურის სფეროს შესახებ ზოგადი ინფორმაციის გამოთხოვა
მოხდა კახეთის რვა მუნიციპალიტეტიდან. შემდეგ შეირჩა ორი (სიღნაღისა
და დედოფლისწყაროს) მუნიციპალიტეტი, სადაც უკვე სიღრმისეული კვლევა
ჩატარდა.

წარმოდგენილი ანგარიში სწორედ აღნიშნული კვლევის მეთოდოლოგიას,
ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს შეიცავს. კვლევის პროცესში კიდევ
ერთხელ დადასტურდა, რომ კულტურის სფეროს, როგორც მუნიციპალური
განვითარების ერთ-ერთი მნიშნველოვანი ქვაკუთხედის მიმართ შესაბამისი
დამოკიდებულება არ არსებობს. სხვა მრავალ პრობლემას შორის, რაც დღეს
მუნიციპალურ დონეზე ამ სფეროს მართვას უკავშირდება, ერთ-ერთი სწორედ
დარგის არასათანადოდ გააზრება და უგულებელყოფაა.

იმედი გვაქვს, წარმოდგენილი კვლევა, მისი მიგნებები და რეკომენდაციების
ნაწილი დააინტერესებს როგორც მუნიციპალური განვითარების საკითხებზე
მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას.
ასევე, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ადგილობრივი კულტურის განვითარების,
მართვის, სერვისების მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის, კულ­
ტურის რესურსების შესწავლა-გააზრების კუთხით ტარდებოდეს როგორც
კვლევები, ისე საცდელი პროგრამები. რადგან მნიშვნელოვანია დაიწყოს
ადგილობრივი კულტურის სფეროს მართვის გაუმჯობესებაზე მსჯელობა, სფეროს
განვითარებისათვის მცირე ნაბიჯების გადადგმა და კულტურის, როგორც
მუნიციპალური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტის, როლის
გააზრება. აღნიშნული პროცესი კი თავად მუნიციპალიტეტებმა უნდა წარმართონ,
როგორც ინდივიდუალურად, ასევე ინტერმუნიციპალური თანამშრომლობისა და
გამოცდილების გაზიარების გზით.

ანა მარგველაშვილი
სათემო განვითარების ცენტრი

 5
სარჩევი
შესავალი...................................................................................... 9

ძირითადი კითხვები და მეთოდოლოგია
საკვლევი კითხვები.....................................................................................11
შერჩევ ა . . ..................................................................... 12
მეთოდ ებ ი . ................................ ................................... 14
კულტური ს ორგ ანიზაციე ბის მუშ აო ბ ი ს ა ნა ლ ი ზი ს
თეორი ული ჩ არჩ ო......................................................... 14
თემ ის დ ონე ............................... ................................... 16
ქს ელი ს დ ო ნე . .............................................................. 17

ძირითადი მიგნებები
კულტურის პოლიტიკის ეფექტიანობა თემის დონეზე.............................. 18
შედ ეგებ ი თე მის დონე ზე................................................. 18
სერვ ი ს ებ ი ს სპე ქტრი - რე ლე ვანტ უ რ ო ბ ი სა
დ ა ხა რი ს ხის გ აზრდის სტრატე გ იებ ი................................ 19
რელევ ა ნ ტუ რობისა და ხარისხის გა ზრ დი ს სტ რ ა ტ ეგი ებ ი . . 19
სოც ი ა ლური/ადამიანური კ აპიტალ ი ................................ 24

კულტურის მართვის ეფექტიანობა ქსელის დონეზე
სერვ ი ს ებ ი ს გ ადაფ არვის ხარისხი .. ................................. 25
ქს ელი ს შენახვისა და ადმინისტრ ი რ ებ ი ს ხ ა რ ჯ ებ ი.. ........... 25
ქს ელი ს სი მწიფ ე . ....................... ................................... 29
მმ ართვ ელი ორგ ანიზაციის ფ უნქც ი ა................................ 30

6
კულტურის მართვის ეფექტიანობა ქსელის წევრების დონეზე
მ ი ზ ნები ს ლ ეგი ტიმაცია, რე სურსე ბზე წვ დო მა და
ს ერვ ი ს ებ ი ს წ ა რმოე ბის ხარჯი ........... ............................. 35

ძირითადი დასკვნები
დ ა სკვ ნები . ................................................................... 41

რეკომენდაციები........................................................................ 44

დანართები
დ ა ნართი 1
ფოკუსჯ გუფებ ი სა და ინტე რვიუე ბის მო ნა წ ი ლ ეთ ა სი ა ....... 46

დ ა ნართი 2
ი ნ ტ ე რვ ი უს სა ხე ლმძღვანე ლო............ ............................. 50

დ ა ნართი 3
კ ულტური ს სერ ვისე ბის შ ე ფ ასე ბის კ ითხ ვ ა რ ი ................... 52

 7
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით, 2016 წელს „სათემო
განვითარების ცენტრის“ მიერ სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში
განხორციელდა პროექტი „კულტურის სფეროში მუნიციპალური ა(ა)იპ-იების სერვისების
ეფექტიანობის კვლევა“. პროექტის მიზანია კულტურის მართვის არსებული მოდელის
შეფასება მუნიციპალურ დონეზე, ხარვეზების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების
შემუშავება.

2016 წლის ოქტომბერში სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შესწავლილ
იქნა კულტურის დარგის მართვის სპეციფიკა, შეფასდა კულტურის დარგში მოქმედი
ორგანიზაციების ქსელური მუშაობის თავისებურებები და პროგრამების მართვის სქემა.
კვლევითი სამუშაო გულისხმობდა, როგორც მეორადი მონაცემების - ადგილობრივი
მარეგულირებელი დოკუმენტაციისა და ანგარიშების შესწავლას, ასევე საველე სამუშაოს
რაოდენობრივი და თვისებრივი ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისათვის.

შესწავლის საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციათა პაკეტი, რომელიც მიმართულია
სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების ინსტიტუციურ გაძლიერებაზე.

8
შესავალი

უახლოესი ათი წლისთვის საქართველოს მთავრობა კულტურის სფეროში რამდენიმე
გრძელვადიან პრიორიტეტს ისახავს: ცოდნაზე, შემოქმედებითობასა და ინოვაციებზე
დაფუძნებული საზოგადოების შექმნის ხელშეწყობას; კულტურულ ცხოვრებაში ფართო
საზოგადოების ჩართვას; კულტურის პოზიციონირებას მდგრადი განვითარების სხვადასხვა
სექტორსა და საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროებში; კულტურის თანამედროვე
ინფრასტრუქტურის და ახალი ტექნოლოგიების განვითარებას; კულტურის სფეროს
დაფინანსების მდგრადობის უზრუნველყოფას და ამ სფეროში საქმიანობის მიმზიდველობის
გაზრდას; კულტურის ეკონომიკის განვითარებასა და ინდუსტრიალიზაციას; კულტურის
საერთაშორისო პოპულარიზაციასა და ინტერნაციონალიზაციას; ისევე როგორც კულტურის
მართვის დემოკრატიზაციას (კულტურის სტრატეგია 2025. საქართველოს კულტურისა და
ძეგლთა დაცვის სამინისტრო, 2016).

ამ პრიორიტეტების განხორციელებისათვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს
მუნიციპალიტეტებში კულტურის მართვის გაუმჯობესება. საქართველოს ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ
უფლებამოსილებას განეკუთვნება: ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი
საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება; ადგილობრივი
მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია;
მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების,
კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზებისა და სპორტულ-
გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ახალი ობიექტების
მშენებლობა.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ სტრატეგიულ დოკუმენტში
„კულტურის სტრატეგია 2025“, აღნიშნულია ადგილობრივი თვითმმართველობის
მნიშვნელოვანი როლი ოთხი ძირითადი მიმართულებით:

ა) კულტურის სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობისა და კულტურული
თვითგამოხატვის მრავალფეროვნების უზრუნველყოფის კუთხით (მიზანი 2.1).

ბ) კულტურის დაფინანსებისა და წახალისების ინოვაციური მიდგომების
დანერგვის, საბიუჯეტო სახსრების გამჭვირვალე და ეფექტიანი ხარჯვის
უზრუნველყოფის მიმართულებით (მიზანი 4.1).

გ) კულტურის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში „კარგი
მმართველობის“ პრინციპების დანერგვის“ მიმართულებით (მიზანი 8.1) .

დ) კულტურის კვლევებისა და სტატისტიკის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფის კუთხით (მიზანი 8.2).

ამ მიზნების მისაღწევად მუნიციპალიტეტს ბევრი მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს, რომელიც
სცდება კულტურის მართვის კონკრეტულ სფეროს და უკავშირდება მუნიციპალიტეტში

 9
ქსელური, სისტემური მართვის ზოგად საკითხებს - ადამიანური და მატერიალური რესურ­
სების მართვას, დაგეგმვის, მონიტორინგისა და ანგარიშგების პროცესების განვითარებას. ეს
ამოცანებია:

• საჯარო მოსამსახურეთა კომპეტენციების განვითარება და შესაბამისი
ინტელექტუალური რესურსის მობილიზება ადგილებზე;

• კულტურის სფეროს საბიუჯეტო ორგანიზაციებში არასაბიუჯეტო შემოსავლების
წილის გაზრდის ხელშეწყობა, შესაბამისი მექანიზმების შემუშავება, მენეჯმენტის
უნარების გაუმჯობესება, წარმატებული გამოცდილების გაზიარება;

• მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ საბიუჯეტო სახსრების განაწილების პროცესში
არგუმენტებზე დაფუძნებული მიდგომებისა და გამჭვირვალე, ღია და სამართლიანი
სისტემების (მაგ., კოლეგიალური და საექსპერტო შეფასება) დამკვიდრება;

• კულტურის დაფინანსების საკითხების შედეგზე ორიენტირებული (პროგრამული
ბიუჯეტი) დაგეგმვის ჭრილში განხილვა;

• თანადაფინანსების სქემების შემუშავებისა და ერთობლივი პროგრამების
განხორციელების მიზნით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და
მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება;
• კულტურის საბიუჯეტო ორგანიზაციების ძირითადი საქმიანობის წარმართვა
ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემების განვითარების საშუალებით და
მონიტორინგის მექანიზმების გაუმჯობესება;

• საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევის მეთოდოლოგიის/
ინდიკატორების დანერგვა, მონაცემთა ბაზების სრულყოფა და რეგულარული
განახლება, კულტურის სფეროს გავლენის შეფასება და კვლევის შედეგების
გათვალისწინება კულტურის პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების
პროცესში; (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, 2016).

საქართველოში, მუნიციპალიტეტის დონეზე, კულტურის მართვის სფეროში ბოლო წლე­
ბის ერთ-ერთ ტენდენციას წარმოადგენს კულტურის მართვაში ჩართული სერვისების
მომწოდებლების ფუნქციურ ჭრილში ერთი ადმინისტრაციული მართვის ქვეშ გაერთიანება.
მუნიციპალიტეტის კულტურის პოლიტიკის დაგეგმვასა და მართვაში ჩართული სუბიექტების
გაერთიანების სტრუქტურა (სუბიექტების რაოდენობა ტიპების მიხედვით, ფუნქციების
გადანაწილების სპეციფიკა, სუბიექტების უფრო დიდ გაერთიანებებში გამსხვილების ხარისხი)
განსხვავებულია მუნიციპალიტეტების მიხედვით, თუმცა საფუძვლად უდევს ზოგადი პრინციპი
- ქსელური, სისტემური მუშაობა, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს სისტემის შენატანის
(სისტემის ფუნქციონირებისთვის საჭირო რესურსების) და პროცესების ოპტიმიზაციას
სისტემის მაქსიმალური ამონაგების (შედეგების) უზრუნველყოფისთვის.

რეფორმის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ერთი ტიპის დაწესებულებების - არამომგებიანი

10
(არაკომერციული) იურიდიული პირების (ა(ა)იპ-ების) ფუნქციური თვალსაზრისით, ერთი
ადმინისტრაციის მართვის ქვეშ მოქცევის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება საბიუჯეტო
გამჭვირვალობა, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და ეფექტიანი მართვა, რაც
ეხმიანება კულტურის სტრატეგიის მიზნებსა და ამოცანებს.

მოცემული ანგარიშის მიზანია, შეისწავლოს მუნიციპალიტეტების გამოწვევები კულტურის
სფეროს მართვის თვალსაზრისით მსგავს კონტექსტში მოქმედი, თუმცა მართვაში ჩართული
სტრუქტურების გაერთიანების მხრივ განსხვავებული მოდელის მქონე ორ მუნიციპალიტეტში.

ძირითადი კითხვები და მეთოდოლოგია

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია დიდი ხანია მუშაობს სიღნაღის
მუნიციპალიტეტში და ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტების
ფარგლებში დეტალურად აქვს აღწერილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურის
რესურსები. სიღნაღის მუნიციპალიტეტში კულტურის რესურსების აღწერის პროექტში
რესურსების მართვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პრობლემები გამოვლინდა.
შედეგები აჩვენებს, რომ კულტურის სერვისების მიწოდებაში ჩართული ორგანიზაციები
ნაკლებად მუშაობენ ქსელურად, რაც (კვლევის დასკვნების თანახმად) ხელს უშლის
კულტურის პოლიტიკის ეფექტიანად დაგეგმვასა და განხორციელებას, რადგან აფერხებს
მუნიციპალიტეტში რესურსების ოპტიმიზაციასა და ეფექტური სინერგიული კავშირების
ჩამოყალიბებას.

სა კ ვ ლ ე ვ ი კ ი თხ ვები

ამ მოკვლევის ფარგლებში გვსურდა დამატებით გვენახა:

• მოქმედებს თუ არა და რა სახით მოქმედებს კულტურის ორგანიზაციების ქსელის
სტრუქტურა მის შედეგებზე?
• რამდენად ეფექტიანად მიიჩნევენ დაინტერესებული მხარეები კულტურის სერვისების
მომწოდებელი ორგანიზაციების ქსელურ მუშაობას სხვადასხვა სტრუქტურის
პირობებში?
• რა არის ქსელური მუშაობის შეზღუდვები და უპირატესობები?
• რა შეიძლება გაკეთდეს კულტურის მართვის გაუმჯობესებისათვის?

 11
შე რ ჩ ე ვ ა

კვლევაში ჩამოყალიბებული დაშვებების მიხედვით, უფრო მრავალმხრივი ინფორმაციის
მოსაძიებლად, სიღნაღის მუნიციპალიტეტს დაემატა მეორე სამიზნე მუნიციპალიტეტი,
რომელიც ე. წ. „კრიტიკული შემთხვევის“ პრინციპით შეირჩა - არჩეულ იქნა მაქსიმალურად
გამარტივებული (გამსხვილებული) სტრუქტურის მქონე მუნიციპალიტეტი, სადაც კულტურის
სერვისის მომწოდებელი ორგანიზაციების ერთი ადმინისტრაციული ქუდის ქვეშ გაერთიანების
ხარისხი, ფორმალური სტრუქტურის თანახმად, მაღალია (იხ. სქემა 1). მუნიციპალიტეტში
მოქმედი ყველა მუზეუმი, ბიბლიოთეკა და კულტურის სახლი ერთი ორგანიზაციის კულტუ­
რისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის შემადგენლობაშია. ამით გვსურდა, შეგვემოწმებინა,
როგორ მუშაობს კულტურის მართვის მოდელი მაქსიმალურად გამარტივებული სტრუქტურის
პირობებში.

მეორე სამიზნე მუნიციპალიტეტის შერჩევის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი
სიღნაღის მუნიციპალიტეტთან სიახლოვეა. ამ კრიტერიუმის შერჩევას საფუძვლად ჰქონდა
დაშვება, რომ მეზობელ მუნიციპალიტეტებს შორის შეიძლება არსებობდეს (ან სამომავლოდ
იარსებოს) ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის კონკრეტული მაგალითები ან გეგმები
-
ამგვარი თანამშრომლობის დამყარებისათვის.

სამიზნე მუნიციპალიტეტის შერჩევას წინ უძღოდა წინასწარი კვლევა. კახეთის რეგიონის
ყველა მუნიციპალიტეტიდან გამოვითხოვეთ კულტურის სერვისების პროვაიდერთა ბიუჯეტი,
საშტატო განრიგი, წესდება, ისევე როგორც მუნიციპალური ბიუჯეტები. ამ ინფორმაციის
საფუძველზე შემუშავდა წინასწარი ანგარიში.

მუნიციპალიტეტის შიგნით სამიზნე ჯგუფების შერჩევისას გამოყენებულ იქნა მაქსიმალური
ვარიაციის პრინციპი - კერძოდ, შერჩეულ იქნა დაინტერესებულ მხარეთა მაქსიმალურად
ფართო სპექტრი - როგორც გარე, ისე შიდა დაინტერესებული მხარეები. თემის დონეზე
მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენ­
ლები, ახალგაზრდები, ზრდასრული მოსახლეობა, კულტურის სერვისების მომწოდებელი
ორგანიზაციების დონეზე - ა(ა)იპ-ების ადმინისტრაცია და მასში შემავალი სტრუქტურული
ერთეულების წარმომადგენლები (მუზეუმები, კულტურის სახლები, ბიბლიოთეკები),
მუნიციპალიტეტის დონეზე - კულტურის სამსახურის წარმომადგენლები.

12
სქემა # 1 სამიზნე მუნიციპალიტეტებში კულტურის სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციათა
გაერთიანების სქემა.

 13
მე თო დ ე ბ ი

კვლევის ფარგლებში, ძირითადად, გამოყენებულ იქნა თვისებრივი მეთოდები. კერძოდ,
განხორციელდა 10 ფოკუს ჯგუფი და 20 ჩაღრმავებული ინტერვიუ (იხ.დანართი). საერთო
ჯამში ინტერვიუებსა და ფოკუს ჯგუფებში მონაწილეობა მიიღო 150-მდე რესპონდენტმა.

ზრდასრული მოსახლეობისგან ინფორმაციის შესაგროვებლად განხორციელდა გამოკითხვა
სტანდარტული კითხვარის მიხედვით (იხ. დანართი). სულ ორივე მუნიციპალიტეტში
გამოიკითხა 200-მდე რესპონდენტი (ასაკობრივი კატეგორია 45-65 წელი). ვინაიდან
რესპონდენტთა შერჩევისას არ იქნა გამოყენებული ალბათური მეთოდები და შერჩევის
ზომა პატარაა, გამოკითხვის შედეგად მიღებული დასკვნები მხოლოდ ტენდენციების
გამოსავლენად გამოდგა და დამუშავდა, როგორც თვისებრივი მონაცემები.

ადგილობრივ დონეზე დოკუმენტაციის ანალიზი გულისხმობდა ადგილობრივი
მუნიციპალიტეტების პროგრამული დოკუმენტების შესაბამისობის ანალიზს ფინანსთა
მინისტრის 385-ე ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებთან.

კულტურის ორგანიზაციების მუშაობის ანალიზის თეორიული ჩარჩო

საჯარო (მათ შორს კულტურის) სერვისების მუნიციპალურ დონეზე მიწოდების საკითხში
ერთ-ერთი მნიშნელოვანი ამოცანაა კულტურის სერვისების პროვაიდერთა ეფექტიანი
კოორდინირება და მათი ინტეგრირება სერვისების მიწოდების ერთიან ქსელში.

ამ ანგარიშში კულტურის სერვისების პროვაიდერების გაერთიანებას (ფორმალურს ან
არაფორმალურს) ქსელს ვუწოდებთ. კულტურის სერვისების პროვაიდერების გაერთია­
ნებაში (ქსელში) შედის კულტურის სფეროში მომუშავე ა(ა)იპები, ისევე როგორც ა(ა)იპებ-ის
შემადგენლობაში შემავალი კულტურის სერვისების პროვაიდერები (მაგალითად, მუზეუმები,
კულტურის სახლები, ბიბლიოთეკები და ა. შ.).

გავრცელებული შეხედულების თანახმად, ურთიერთდამოკიდებული ორგანიზაციების
ჯგუფები, რომლებიც თანამშრომლობენ, უფრო ეფექტიანები არიან კომპლექსური
საზოგადოებრივი სერვისების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ვიდრე იქნებოდნენ, თუკი
ცალ-ცალკე იმოქმედებდნენ (Alter and Hage 1993). ამ მოსაზრების ლოგიკა ეყრდნობა თამაშის
თეორიის ძირეულ კონცეფციას — თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელია ორივე
მხარისათვის უფრო ხელსაყრელი შედეგების მიღწევა, ვიდრე კონკურენციის პირობებში
(Axelrod 1984).

ეს დაშვება განსაკუთრებულად მართებულად მიიჩნევა საჯარო სექტორის შემთხვევაში.
განსხვავებით კერძო სექტორისგან, საჯარო სექტორში თანამშრომლობა უფრო მიმზიდველი
სტრატეგიაა, რადგან მოგების მოპოვების მოტივი გამორიცხულია და თანამშრომლობის
პოტენციური შეზღუდვები, როგორიცაა მცირე ავტონომია, გაზიარებული რესურსები და

14
გაზრდილი ურთიერთდამოკიდებულება, გადარჩენისათვის ნაკლებ საფრთხეს ქმნის.
საჯარო სექტორში რესურსები ხშირად მწირია, კლიენტებს მრავალფეროვანი პრობლემები
აქვთ, სერვისის პროვაიდერები ფლობენ ვიწრო ფუნქციურ ექსპერტიზას. ამ პირობებში,
პროვაიდერების ქსელებს შეუძლიათ ეფექტიანი სერვისების შექმნა ორგანიზაციული და
პროფესიული ავტონომიის გარკვეული ხარისხის შენარჩუნების პირობებშიც (Provan, 2001).

მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლობითი, ინტერორგანიზაციული ქსელები დღეს საჯარო
სერვისების მიწოდების და დაგეგმვის ფართოდ გავრცელებულ მექანიზმს წარმოადგენს,
ქსელების მუშაობის ეფექტიანობის შეფასება ძალიან რთულ საკითხადაა მიჩნეული.

ქსელების განვითარება და გამოყენება ორგანიზაციული და საჯარო პოლიტიკის კვლევის
საგანს 1960 წლებიდან წარმოადგენს, თუმცა საჯარო სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცი­
ების ქსელური მუშაობის ეფექტიანობის ერთიანი, ოპტიმალური მოდელის შესახებ შეთანხ­
მება არც სამეცნიერო წრეში არსებობს და არც პოლიტიკის განმახორციელებელთა შორის.

ქსელების ეფექტიანობის შეფასებების სირთულეები ორგანიზაციების შეფასების სირთუ­
ლეების მსგავსია, მაგრამ კიდევ უფრო კომპლექსური. ორგანიზაციული ეფექტიანობის
შეფასების თანამედროვე მოდელები ორგანიზაციის დაინტერესებული მხარეების
კმაყოფილების კონცეფციას ეყრდნობა (Freeman, 1984). ყველაზე მნიშვნელოვან
დაინტერესებულ მხარეს ამ მოდელში კლიენტი წარმოადგენს (Deming, 1986), თუმცა კლიენტი
არა ერთადერთი და, ხშირად, არა ძირითადი დაინტერესებული მხარეა. ქსელების შეფასება
კიდევ უფრო მრავალმხრივია, რადგან საქმე გვაქვს სერვისების ერთობლივ წარმოებასთან,
რომლებიც კომპლექსური სერვისის გარკვეულ კომპონენტებს ქმნიან.

სერვისების ერთობლივი წარმოებისას იზრდება კლიენტის მრავალმხრივი საჭიროებების
დაკმაყოფილების ხარისხი, მაგრამ, ასევე, იზრდება რესურსების განაწილების, პოლიტიკური
დაპირისპირებების გამოვლენის რისკიც. შესაბამისად, ქსელური მუშაობის პრინციპის
განხორციელების ეფექტიანობა ქსელის შიდა მახასიათებლებზე (სუბიექტების ინტერესები,
მათ შორის ინტერაქცია) და გარე კონტექსტზეა (მოთხოვნის სპეციფიკა) დამოკიდებული და
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურ, სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებს. ის
მოდელი, რომელიც ეფექტურად იმუშავებდა ერთ კონტექსტში, შესაძლოა, სულაც არ იყოს
ეფექტიანი მეორე კონტექსტში.

მოცემულ ანგარიშში კულტურის მართვის, როგორც ქსელური მუშაობის ანალიზი ეყრდნობა
მოდელს, რომელიც გულისხმობს ქსელის მუშაობის უპირატესობების/შედეგების შეფასებას
სამ განზომილებაში (Provan, 2001):

• თემის (საზოგადოების) დონეზე;
• ქსელის დონეზე (იგულისხმება ქსელში შემავალი სუბიექტების ერთობლიობა); და
• ქსელში შემავალი ცალკეული სუბიექტების (ორგანიზაციების) დონეზე.
სქემა # 2 აღწერს ქსელის სამ განზომილებას და თითოეულ განზომილებაში ქსელის
ეფექტიანობის შეფასების კრიტერიუმებს.

 15
სქემა # 2 ქსელის ეფექტიანობის შეფასების განზომილებები და კრიტერიუმები

მოდელის თანახმად, ქსელის მუშაობის შედეგები სხვადასხვა დონეზე რამდენიმე
კრიტერიუმით იზომება:

თ ე მ ი ს დ ონ ე

შედეგები თემის დონეზე შეიძლება გულისხმობდეს ცალკეული ზოგადი ინდიკატორის
თვალსაზრისით მდგომარეობის გაუმჯობესებას (მაგალითად, თავისუფალი დროის მართვა,
შემოქმედებითი ინტერესების დაკმაყოფილება), ისევე როგორც ცალკეული პრობლემისა
და რისკის გამოვლენის სიხშირის შემცირებას (მაგალითად, ახალგაზრდებში ალკოჰოლის
მოხმარების მაჩვენებლების შემცირება, დანაშაულის რიცხვის შემცირება და ა. შ.).
სერვისების სპექტრი ფასდება მრავალფეროვნებისა და რელევანტურობის თვალსაზრისით,
რაც აისახება სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფის კულტურის სერვისებით ზოგადი კმაყოფილების
ხარისხში.
სოციალური კაპიტალი გულისხმობს თემის დონეზე ხელსაყრელი ორგანიზაციული და
ადამიანური კავშირების ფორმირებას. ერთობლივი მუშაობით ორგანიზაციები მეტს იგებენ
ერთმანეთის შესახებ, მეტად ენდობიან ერთმანეთს, ისევე როგორც სწავლობენ, ვის უნდა
ენდონ და ვის - არა. ამგვარი ცოდნა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიმდინარე სერვისების
უზრუნველყოფის თვალსაზრისით, არამედ მომავალი საქმიანობისთვისაც. ქსელი უფრო
ეფექტიანად უზრუნველყოფს სერვისებს, რაც შეუძლებელი იქნებოდა შესაბამისი სოციალური
კაპიტალის ფორმირებისა და შენახვის გარეშე.

16
ქ სე ლი ს დ ონ ე

ქსელის დონეზე უმნიშვნელოვანეს ინდიკატორს წარმოადგენს სერვისების გადაფარვის
ხარისხი. აღსანიშნავია, რომ სერვისების გადაფარვად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი გარემოება,
როდესაც ქსელის სერვისების დუბლირება ხდება ამ სერვისზე მოთხოვნის ნაკლებობის
შემთხვევაში. სერვისების გადაფარვას არ წარმოადგენს ის შემთხვევა, როდესაც სუბიექტები
აწვდიან ბენეფიციარებს მსგავს სერვისს წარმოების ზღვრული მაჩვენებლის გაზრდის მიზნით
ამ სერვისზე მოთხოვნის არსებობის პირობებში.
მეორე მნიშვნელოვანი ინდიკატორი ქსელის შენახვის და ადმინისტრირების ხარჯებია.
მულტიპლექსურობა, ანუ კავშირების სიმყარე (Scott 1991) იზომება ორგანიზაციებს შორის
კავშირების ტიპების მრავალფეროვნებით. მაგალითად, ორგანიზაციები, რომლებიც
თანამშრომლობენ სერვისების, როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ეტაპებზე და
სხვადასხვა სერვისების/პროგრამების ფარგლებში, სავარაუდოდ, შეინარჩუნებენ კავშირს,
თანამშრომლობის ერთ-ერთი ფორმის გაუქმების შემთხვევაშიც.
ქსელის სიმწიფე გულისხმობს ქსელში შემავალ სუბიექტებს შორის ქსელის მიზნების
შესახებ ინფორმირებულობასა და ამ მიზნების გაზიარების ხარისხს. ასევე, ქსელის
სიმწიფე გულისხმობს გრძელვადიანი მიზნების შესაბამისი მოკლევადიანი ამოცანების
კოორდინირებულად განხორციელებას ქსელის ფარგლებში.
მმართველი ორგანიზაციის (ბროკერის) ფუნქცია უმნიშვნელოვანესია ქსელის
წარმატებისთვის. როდესაც თანხები პირდაპირ ნაწილდება მრავალ პროვაიდერს შორის,
არსებობს მეტი რისკი სერვისების დუბლირებისა მეტი თანხის მოზიდვის მიზნით. მმართველი
ორგანიზაციის ფუნქციაა რესურსების იმგვარი განაწილება, რომ გაიზარდოს ქსელის ჯამური
ეფექტიანობა კლიენტების (თემის) საჭიროებების დაკმაყოფილების თვალსაზრისით,
ზოგჯერ ცალკეული აგენტების ინტერესების ფასად. ეს როლი შემდეგ უზრუნველყოფს
ქსელისა და მისი აქტივობების ლეგიტიმაციას. კონტროლი და ანგარიშვალდებულების
მექანიზმები, რასაკვირველია, არ არის ქსელის ეფექტიანი მუშაობის საკმარისი პირობა,
თუმცა, კარგი ინდიკატორია იმისა, რომ აგენტებს ჰქონდეთ თანამშრომლობის სურვილი,
როგორც ერთმანეთთან, ისე მმართველ ორგანიზაციასთან (Provan and Milward, 1995).

ორგანიზაციის დონე

ორგანიზაციის დონეზე ქსელის ეფექტიანობის შეფასების მნიშვნელოვანი ინდიკატორებია
ის, თუ რამდენად მომგებიანია ორგანიზაციისთვის ქსელში ყოფნა საკუთარი მიზნების
ლეგიტიმაციის, რესურსებზე წვდომის გაზრდისა და სერვისების წარმოების ხარჯის
შემცირების თვალსაზრისით.
ქსელში გაერთიანებამ ცალკეული ორგანიზაციისთვის შეიძლება შექმნას სარგებელი ამ
ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვან სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებით (მაგალითად,
პროფესიული გადამზადება), უტილიზაციის მაჩვენებლების გაუმჯობესებით, არასაჭირო
სერვისების შემცირებით, სერვისების წარმოებასთან დაკავშირებული საერთო ხარჯების
შემცირებით.

 17
ძირითადი მიგნებები
კულ ტ უ რი ს პ ო ლიტიკის ეფ ექტიან ო ბა თე მი ს დონე ზე

შე დ ე გ ე ბ ი თ ე მის დო ნ ეზე

თემის დონეზე შედეგების თვალსაზრისით ორ სამიზნე მუნიციპალიტეტში გარკვეული
თვალსაზრისით მსგავსი შეხედულებები იკვეთება. კერძოდ, ბენეფიციარები (სხვადასხვა
ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, სათემო ორგანიზაციები და არაფორმალური
ახალგაზრდული გაერთიანებები) მიიჩნევენ, რომ კულტურის კუთხით მათ მუნიციპალიტეტში
ბევრი საჭირო რამ კეთდება (ძირითადად, იგულისხმება საგანმანათლებლო და კულტურული
ღონისძიებების ორგანიზება, წრეების ფუნქციონირება), თუმცა,

ა) სერვისების სიხშირისა და ხარისხის დინამიკის თვალსაზრისით უკანასკნელ
წლებში ცვლილება არ არის თვალსაჩინო; და
ბ) მიზნობრივი ჯგუფის ცხოვრებაში თვისებრივად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება
არ მომხდარა (თავისუფალი დროის შევსება, ახალი შესაძლებლობებისა და
სერვისების გაჩენა).
თემის დონეზე აგრეგირებული შედეგების ჩამოყალიბებისა და შეფასებისას ბენეფიცია­რე­ ბი
საკუთარი სუბიექტური მოსაზრებებით ხელმძღვანელობენ - ორივე სამიზნე მუნიციპალი­
ტეტში არც ბიუჯეტი და არც სხვა სტრატეგიული დოკუმენტი არ განსაზღვრავს კულტურის
პოლიტიკის ზოგადი ეფექტის შეფასების ინდიკატორებს. შესაბამისად, ასეთი ტიპის
ინფორმაცია თემის დონეზე არ გროვდება. არ არსებობს მონაცემები თემში მოსახლეობის
ასაკობრივი სტრუქტურის ცვლილების, მოსახლეობის მიგრაციის, დანაშაულის დონის,
სერვისებით კმაყოფილებისა და სხვა ინდიკატორების მიხედვით.

მიუხედავად იმისა, რომ ბენეფიციარები (საზოგადოების წარმომადგენლები), ზოგადად,
მნიშვნელოვნად მიიჩნევენ კულტურის სერვისებს, მათ უჭირთ იმ ზოგადი მიზნების
დასახელება, რასაც ემსახურება ეს სერვისები, რისთვისაა ისინი საჭირო.

რესპონდენტები თვლიან, რომ, ზოგადად, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები კულტურის
სფეროში ძალიან ბუნდოვანია, ბენეფიციარების ფოკუს-ჯგუფების არცერთი მონაწილე
(ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ზრდასრული მოსახლეობა) არ ფლობდა
ინფორმაციას კულტურის მიმართულებით ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ:

თანხა როგორაა განაწილებული, ეს კულტურის სამსახურმა იცის - არ ვიცით, რა
გამოიყო ახლა, იგივე იქნება, სავარაუდოდ, რაც შარშან.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, არასამთავრობო ორგანზიაციების
წარმომადგენლები

ბენეფიციარები, აგრეთვე, მიიჩნევენ, რომ კულტურის სერვისებისადმი საზოგადოების

18
ზოგადი ინტერესი და ჩართულობა საკმაოდ დაბალია. აქაც ისინი უმეტესად სუბიექტური
მოსაზრებებით შემოიფარგლებიან, რადგან ამ ტიპის მონაცემები მუნიციპალიტეტების
დონეზე არ გროვდება. მოკვლევის შედეგები მიგვანიშნებს, რომ ინტერესი განსაკუთრებით
დაბალია ხანდაზმულებში (განსაკუთრებით, მამრობითი სქესის წარმომადგენლებში).

სე რ ვ ი ს ე ბ ი ს ს პექტრ ი -
რე ლ ე ვ ა ნ ტ უ რ ობის ა და ხ არ ის ხ ის გაზ რდის სტ რა ტ ე გი ებ ი

დისკუსიაში მონაწილე ზოგიერთი რესპონდენტის აზრით, სერვისებისადმი დაბალ ინტერესს
ხშირად მათი არარელევანტურობა წარმოადგენს. ადამიანები ღონისძიებებში „ერთმანეთის
ხათრით“ ან „ვალის მოხდის მიზნით ერთვებიან“ და არა რეალური ინტერესის გამო.

მე ოთახები მაქვს კულტურის სახლში თავისუფალი, ვეუბნები მოვიდნენ, გახსნან წრე
და არ მოდიან. ჩვენთან იყო საბეჭდ მანქანაზე სწავლების წრე, ახლა ეს არავის უნდა,
ფანდურის წრეზე მოვიდა 3 ბავშვი, გვაქვს ათბავშვიანი ცეკვის წრე. ვეწვალებით,
ყველა ვეწვალებით.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, კულტურის სახლის წარმომადგენელი

დისკუსიის მსვლელობისას რესპონდენტებმა სერვისების რელევანტურობის გაზრდის
რამდენიმე სტრატეგიაც შეიმუშავეს:

რესპონდენტების აზრით, მუნიციპალიტეტებში სათანადო ყურადღება არ ექცევა იმ ფაქტს,
რომ სერვისებისადმი მოთხოვნას ძირითადად სეზონური ხასიათი აქვს, რაც აუცილებლად
გასათვალისწინებელია სერვისების სპექტრის, ისევე როგორც ღონისძიებათა განრიგის
შემუშავებისას.

საკუთარი წევრების მობილიზებასაც ვერ ვახდენთ. ჭირს მობილიზება. მუშაობას
სეზონური ხასიათი აქვს, ზამთარში - გათბობის უქონლობის პირობებში სახლებში
ვართ გამოკეტილი, სხვა სეზონებზე კი ბევრი საქმეა ისედაც და გართობისთვის
ნაკლები დროა. მამაკაცებს განსაკუთრებით არ სცალიათ.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი

რესპონდენტთა ნაწილის აზრით, სერვისებისადმი ინტერესის ნაკლებობას, შესაძლოა,
განაპირობებდეს ისიც, რომ „რაღაც ახალია საჭირო, ძველი უბრალოდ მოგვბეზრდა“.

დაბალი ხარისხის ღონისძიებებია. ინერციით, რაც საბჭოთა პერიოდიდან მოდის,
მუდმივად ერთი ნაძვის ხე. . . ადამიანებმა უბრალოდ არ იციან, უჭირთ წარმოდგენა,
რა შეიძლება გაკეთდეს ახალი, განსხვავებული. ამიტომაც არ აინტერესებთ. იდეები
სჭირდებათ, ახალი იდეები და კარგი მაგალითები, თვალნათლივ რომ დაინახონ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი

რესპონდენტებთან საუბრისას გამოითქვა მოსაზრება, რომ სერვისები საჭიროებს გადახედვას

 19
იმ მიზეზითაც, რომ მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვნად შეიცვალა მოსახლეობის
სტრუქტურა (რაოდენობა და ასაკობრივი შემადგენლობა).

ხალხი აღარ არის, ძველ მასშტაბებზე უბრალოდ ვერ გავალთ. საქმე ის არის, რომ
სხვანაირ მიდგომას საჭიროებს ეს ყველაფერი. რაც ადრე სწორი სტრატეგია იყო,
დღეს აღარ ვარგა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი

ყველა მიზნობრივი ჯგუფი (ახალგაზრდები, სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები,
ზრდასრული მოსახლეობა) ორივე მუნიციპალიტეტში ერთხმად აღნიშნავს, რომ სერვისების
ხარისხისა და ხელმისაწვდომობის კუთხით ძირითად ბარიერს ადეკვატური (მიზნების და
მასშტაბების შესაბამისი), ინფრასტრუქტურულად გამართული სივრცეების ნაკლებობა
წარმოადგენს, განსაკუთრებით სოფლად. ფუნქციური თვალსაზრისით, ბენეფიციარები
განსაკუთრებით აღნიშნავენ საშუალო და მცირე ზომის სამუშაო/შეხვედრის ადგილების
ნაკლებობას:

„ტრენინგისთვის ან შეხვედრებისთვის ჭირს მყუდრო ადგილის ნახვა, უფრო დიდი
საკონცერტო დარბაზებია“.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი

ასევე, ბენეფიციარები მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდებისთვის და ზრდასრულებისთვის
სივრცეები გამიჯნული უნდა იყოს, რადგან აქტივობები განსხვავებულია.

„კაფეები, შეხვედრის ადგილები უნდა იყოს ახალგაზრდებისთვის. ეს ძალიან, ძალიან
მნიშვნელოვანია. ერთი პაწაწინა კაფე გვაქვს და ისიც დაკეტილია, ბავშვებისთვის
არ არის ყოველ შემთხვევაში.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი,
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი

ერთ-ერთმა რესპონდენტმა ისიც აღნიშნა, რომ თავისთავად თავშეყრის ადგილების
არსებობა ბიძგს მისცემდა ახალი იდეების წარმოქმნას:
„თუ თანასოფლელებს ექნებათ შესაძლებლობა, დროდადრო შეიკრიბონ,
ისაუბრონ, იმსჯელონ, იდეებიც გაჩნდება. სხვანაირად აბა როგორ უნდა გაჩნდეს
იდეები, ადამიანებს ერთად ყოფნის შესაძლებლობა და განხილვის შესაძლებლობა
უნდა მიეცეთ“.
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ბიბლიოთეკის წარმომადგენელი

სივრცეების ნაკლებობის საკითხთან მიმართებაში ბენეფიციართა უკმაყოფილება ძირი­
თა­დად განპირობებულია კულტურის სახლების ინფრასტრუქტურის მძიმე მდგომარეობით
ორივე სამიზნე მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში. ამ მხრივ გამონაკლისს
წარმოადგენს დედოფლისწყაროს კულტურის სახლი, სადაც, სხვა კულტურის სახლებისგან
განსხვავებით, არის გათბობა.

20
ინფრასტრუქტურის მდგომარეობის თვალსაზრისით შენობების აღწერის დეტალური და
ურთიერთშედარებადი მონაცემების მოპოვება კვლევის ფარგლებში ვერ მოხერხდა.
სავარაუდოდ, დედოფლისწყაროში ამგვარი დოკუმენტი საერთოდ არ არსებობს, სიღნაღის
შემთხვევაში უახლეს დოკუმენტს წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია „სათემო
განვითარების ცენტრის“ მიერ კულტურის რესურსების აღწერის პროექტის ფარგლებში
შეგროვებული მონაცემები.

ქვემოთ მოცემული ამონარიდები შეიცავს ინფორმაციას კულტურის სახლების მდგომარეობის
შესახებ, რესპონდენტების სუბიექტურ შეფასებებზე დაყრდნობით.

ყველა კულტურის სახლი სავალალო მდგომარეობაშია. ერთადერთი არის
ნუკრიანის კულტურის სახლი, ეს არის იდეალური სხვა 14-ს შორის1. კულტურის
სახლებს ჰყავს მენეჯერები და ხელფასები გაიცემა. თუ არაფერი არ ხდება, რაში
იღებს კულტურის სახლი ხელფასს? გადაუხადონ, ვინც პატრონობს იმას, ხოლო თუ
ვეხმარებით, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ქსელის წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი

წნორში კეთდება კულტურის სახლი - 20 ათასი გეგმაზე იხარჯება (მთლიანი
ღირებულების 20%. ჩვენთან (ნუკრიანში) ჩადებულია გადახურვა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ქსელის წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი

ტიბაანში არის უზარმაზარი კინოთეატრის შენობა, ყველაზე გვიან აშენებული, მაგრამ
კედლები აღარაა — ჰყავს კოორდინატორი, მაშინ, როდესაც არცერთი ოთახი
არ არის გამოყენებული2. ანაგაში ნაწილი არის შენარჩუნებული — ბიბლიოთეკაა
შესული. თითო-ოროლა ოთახია გადარჩენილი, ისიც იმის ხარჯზე, რომ სხვა ა(ა)იპ-
ია შესახლებული.
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ქსელის წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი

კულტურის სახლების ამგვარი მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვან საკითხს
წარმოადგენს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით უკეთეს მდგომარეობაში მყოფი
შენობების ფუნქციურად უფრო მეტად დატვირთვა - მაგალითად, დედოფლისწყაროსა და
სიღნაღის ბიბლიოთეკების. ბენეფიციართა ნაწილის აზრით, ამ სივრცეების უფრო ეფექტიანი
გამოყენებაა შესაძლებელი.

ზოგადად, თემის დონეზე, ბენეფიციართა აზრით, არსებობს „ერთგვარი კრიტიკული ზღვა­რი“
- თუ ამ ზღვრამდე ვერ მოხერხდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სერვისების თვისებრივ
გაუმჯობესებაზე საუბარი ზედმეტია.

ამ მოსაზრებას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაც იზიარებს და ინტერვენციების ძირითადი
ნაწილი ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზეა მიმართული. ამ თვალსაზრისით არის

1 ნუკრიანის კულტურის სახლი კვლევის მიმდინარეობის პროცესში მნიშვნელოვნად დაზიანდა ხანძრის შედეგად.
2 კვლევის მიმდინარეობის პროცესში ტიბაანის კულტურის სახლი მნიშვნელოვნად დაზიანდა ხანძრის შედეგად.

 21
დასახული ორივე მუნიციპალიტეტის სამომავლო გეგმების უმეტესობაც.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც რესპონდენტებთან საუბრისას გამოიკვეთა,
გახლავთ გრძელვადიანი პრიორიტეტების ნაკლებობა, ან ასეთი პრიორიტეტების არსებობის
შემთხვევაში — არათანმიმდევრული პოლიტიკა. მაგალითად, რესპონდენტის აზრით,
ნაკლებად თვალსაჩინოა თანმიმდევრული, სისტემური მიდგომა რამდენიმე მნიშვნელოვან
პრიორიტეტთან მიმართებაში, როგორიცაა:

ა. დედოფლისწყაროში კულტურის სერვისების გამოყენება ეთნიკური კონფლიქტების
პრევენციის, მრავალეთნიკურ საზოგადოებაში კულტურული განსხვავებების შესახებ
მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

კონფლიქტების დარეგულირება სოფლებში კულტურის დონეზე უნდა კეთდებოდეს.
ფშავლები, ხევსურები, მოხევეები; ბოშები, რუსები . . . ძალიან მრავალეთნიკურია ეს
მუნიციპალიტეტი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი

რესპონდენტებს მოჰყავთ ამ კუთხით ცალკეული მაგალითები, თუმცა თვლიან, რომ
მუნიციპალიტეტის ღონისძიებები უფრო ხშირი უნდა იყოს და ერთ სტრატეგიულ
მიმართულებაში აისახებოდეს.

ბ. ორივე მუნიციპალიტეტიდან წასულ ახალგაზრდებთან კავშირის შენარჩუნება, მათი
რესურსის გამოყენება მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული სერვისების გაუმჯობესებისათვის;

ერთჯერადი რაღაცეებია, ერთმა ჩვენმა ჩააბარა ჟურნალისტიკაზე და უკვე აქვს
გვერდი და ჩვენთან წერს გაზეთში. კარგია, რომ გრძელვადიანად ვზრუნავდეთ
ამაზე.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, კულტურის სამსახურის წარმომადგენელი

გ. მუნიციპალიტეტებში ნაკლები ძალისხმევაა მიმართული ადგილობრივი რესურსების/
პოტენციალის აღმოჩენის/გამოყენების პოლიტიკის შექმნაზე. რესპონდენტები აღნიშნავენ,
რომ სოფლებში კულტურული ღონისძიებები უკვე არსებული ანსამბლების/ჯგუფების
რესურსებს იყენებს და ნაკლებად არის მიმართული ახალი პოტენციალის აღმოჩენაზე.

ძალიან ბევრი ფული იხარჯება მოწვევაზე — შენს წიაღში რომ მოძებნო,
ამაზეც უნდა დაიხარჯოს ფული. კონკურსები რომ იყოს ზრდასრულთათვის,
შემოქმედებითი საღამოები, გამოფენები. სამუსიკო სკოლასაც გაუხარდებოდა —
გააკეთებდა ზრდასრულებისთვისაც. შენობა რომ ვთხოვოთ, მომღერალი ოჯახები
გამოვიყვანოთ, ნახატების კონკურსი მოვაწყოთ.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი,
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი

ე. მუნიციპალიტეტში არ არსებობს განსხვავებული მიდგომა პერიფერიის კულტურის

22
სერვისების განვითარებისთვის. როგორც უკვე აღინიშნა, სოფლის კულტურის სახლების
უმეტესობის ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაშია, ბიბლიოთეკები, ძირითადად,
შეხიზნულია კულტურის სახლის ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში.
ანალოგიურად მძიმე მდგომარეობაშია სოფელში განთავსებული მუზეუმების უმეტესობა.
რესპონდენტების აზრით, ცალკეულ შემთხვევებში სოფლებსა და ცენტრს შორის რესურსების
გაზიარება ეფექტიან სტრატეგიას წარმოადგენს, მაგალითად, ერთ შენობაში სხვადასხვა
სერვისების განთავსება სწორი მიდგომაა, თუმცა სტრატეგია არ მუშაობს, როდესაც სოფელში
არ არის მინიმუმ ერთი ინფრასტრუქტურულად გამართული, ფუნქციური სივრცე.

არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს უზარმაზარი კულტურის სახლი, დიდი დარბაზით
და ჭაღით. იყოს მყუდრო, პატარა სივრცე, სადაც ადამიანები შეძლებენ შეხვედრას,
ახალგაზრდები — თავმოყრას. დიდი დარბაზი სამ სოფელში ერთიც საკმარისია.
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი

ასევე, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სოფლების მომარაგება აღჭურვილობით
და მიმდინარე სახარჯი მასალებით, ანუ ისეთი რესურსებით, რომლებიც გამოიყენება
მიმდინარე რეჟიმში.

რად გვინდა კომპიუტერები, თუ ინტერნეტი არ გვექნება?
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფლის ბიბლიოთეკის წარმომადგენელი

სოფლებში ინსტრუმენტებიც კი არა აქვთ. მიკროფონს მარტო კონცერტზე თუ
ხედავენ, როგორ გამოიყენონ, არ იციან. კარგად რომ მიეჩვიოს, მარტო კონცერტის
დღეს კი არა, სხვა დროსაც უნდა იყოს ხელმისაწვდომი. დინამიკები და მაგნიტოფონი
სახლიდან მომაქვს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, კულტურის სახლის წარმომადგენელი

ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, ბენეფიციარების აზრით, სოფლების სატრანსპორტო
რესურსით ერთმანეთთან დაკავშირება წარმოადგენს. რესპონდენტების მოსაზრებით, ეს
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როცა სოფელი და ქალაქი ზიარ რესურსებს
იყენებს (მაგალითად, ერთი საკონცერტო დარბაზი ან ტრენინგის ოთახი), ამ მიმართულებით
ორივე მუნიციპალიტეტში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. მაგალითად, დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტში შეიძინეს მიკროავტობუსი, თუმცა მკაფიოდ არ არის გააზრებული ამ
რესურსის სხვადასხვა მიზნებთან მიმართებაში მულტიფუნქციური გამოყენების სტრატეგია.
სოფელში სერვისის პროვაიდერებისათვის ნაკლებად არის ცნობილი, თუ როგორ, რა
შემთხვევაში შეუძლიათ (აქვთ) ამ რესურსის გამოყენების უფლება.

რესპონდენტების აზრით, სოფლად სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის
თვალსაზრისით, უფასო სერვისების შეთავაზება ეფექტიან სტრატეგიას წარმოადგენს
(წრეების, ისევე როგორც ბიბლიოთეკის და მუზეუმების, მომსახურება ძირითადად უფასოა,
თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სერვისების სპექტრის განვითარებისას (მაგალითად, წრეების
შინაარსის განსაზღვრისას) მეტად იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის ინტერესები და

 23
ადგილობრივი სპეციფიკა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, უფრო ნაკლებად, ვიდრე სიღნაღის
მუნიციპალიტეტში, არის ხელმისაწვდომი სერვისები ზრდასრულთათვის. ხელსაქმე
რომ ისწავლონ ქალებმა, მაგალითად. ბევრი გამოთქვამს სურვილს აქ, მაგრამ
სიღნაღისგან განსხვავებით, ნაკლებად გვაქვს. არადა პოტენციალი არსებობს
— მაჩხაანსა და მირზაანში არსებობს ფარდაგების ტრადიცია, მაგრამ არაფერი
კეთდება რეალურად.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, კერძო სექტორის წარმომადგენელი

საერთოდ გაურკვეველია, რატომ უნდა იყოს მათემატიკის წრე და არა, ვთქვათ,
ფიზიკის. საქმე იმაშია, რომ სერვისების დაგეგმვისას ძირითადად, იმას
ითვალისწინებენ, რისი რესურსი აქვთ და არა იმას, რაც ადამიანებს სჭირდებათ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი

სო ც ი ა ლ უ რ ი / ა დამ იან ურ ი კაპიტალი

ბენეფიციარები მიიჩნევენ, რომ ცოდნის, გამოცდილების, შთაბეჭდილებების, იდეების
გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიაა თემის განვითარებისთვის, თუმცა იმისათვის,
რომ ეს მოხდეს, მინიმუმ ორი პირობაა საჭირო — ადამიანები უნდა თანამშრომლობდნენ და
ჰქონდეთ განსხვავებული, ურთიერთშემავსებელი ცოდნა და გამოცდილება.

თუ განსაკუთრებული, საინტერესო და ახალი სხვისთვის გასაზიარებელი არაფერი
გაქვს, ითანამშრომლე და იყავი ასე — აზრი არ აქვს. უფრო სწორად, აზრი როგორ
არ აქვს, ადამიანები ერთობიან, მარტო არ გრძნობენ თავს, მაგრამ ახალი არაფერი
ჩნდება. ისევ ძველებურად მდარედაა ყველაფერი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი

რესპონდენტები თვლიან, რომ სოციალური და ადამიანური კაპიტალის გამდიდრების
თვალსაზრისით სამიზნე მუნიციპალიტეტებში დიდად არაფერი იცვლება, რადგან ამისათვის
არაეფექტიანად გამოიყენება, როგორც შიდა, ისე გარე რესურსი,

მუნიციპალიტეტმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ, ერთი მხრივ, წაახალისოს
თანამშრომლობა სოფლებს შიგნით, სოფლებს შორის, მუნიციპალიტეტებს შორისაც
კი იმ საკითხებში, სადაც მათ შეიძლება ერთმანეთისგან ისწავლონ. მეორე მხრივ,
თუ მუნიციპალიტეტის შიგნით ზოგადად რაღაც ტიპის კომპეტენციის დეფიციტია,
მუნიციპალიტეტმა მუდმივად უნდა იზრუნოს იმაზე, რომ გარედან შემოიტანოს ეს
ცოდნა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი

24
კულტურის მართვის ეფექტიანობა ქსელის დონეზე

სე რ ვ ი ს ე ბ ი ს გ ა დაფარ ვის ხ არ ის ხ ი

კვლევაში მონაწილე ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ქსელის მუშაობის მიმდინარე
სტრატეგიაში ნაკლებად მიიღება მხედველობაში ის, რომ სოფლად მოსახლეობის
რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რის გამოც ცალკეული სერვისების შემთხვევაში
მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას. მაგალითად, ბევრი ორგანიზაცია ერთმანეთს კონკურენციას
უწევს წრეების ბენეფიციარების მოზიდვაში. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ
სოფლების უმეტესობა მუნიციპალურ ცენტრს საკმაოდ მცირე მანძილით არის დაშორებული,
სოფლად და ქალაქად ერთი და იმავე სერვისის არსებობა სერვისების გადაფარვად
შეიძლება ჩაითვალოს.

ამ ფონზე მნიშვნელოვანი იქნებოდა ცალკეულ არეალში დუბლირებული სერვისების
ახლით ჩანაცვლება, რაც, თავის მხრივ, გაზრდიდა სერვისების უფრო ფართო სპექტრის
ხელმისაწვდომობას. თუმცა, რესპონდენტების აზრით, ამას ხელს უშლის რესურსების
სიმცირე ადგილებზე — გადაწყვეტილებები ამა თუ იმ დასახლებაში კონკრეტული წრის
მუშაობის შესახებ მიიღება ამ დასახლებაში შესაბამისი ადამიანური რესურსის — პედაგოგის
არსებობის შემთხვევაში. ვინაიდან მუნიციპალიტეტში შემავალ სხვადასხვა ერთეულებს
შორის ადამიანური რესურსის ეფექტიანი გაზიარების სტრატეგიები ნაკლებად გამოიყენება,
ორივე სამიზნე მუნიციპალიტეტში ვაწყდებით მდგომარეობას, როდესაც ხდება სერვისების
გადაფარვა ზოგადად სერვისების სპექტრის შეზღუდულობის ფონზე. მაგალითად,
მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ფუნქციონირებს ცეკვის ან სიმღერის წრე, მაშინ
როდესაც საერთოდ არ არის ხატვის წრე.

კიდევ ერთი პრობლემა, ქსელში შემავალი ერთეულების აზრით, არის ის, რომ სერვისის
მიმწოდებელი ორგანიზაციები აქცენტს აკეთებენ ღონისძიებების რაოდენობაზე და არა
მათ ფუნქციურ დატვირთვაზე. შედეგად, ერთ ქსელში შემავალი ორგანიზაციები ცდილობენ,
თავიანთ ტერიტორიაზე ჩაატარონ ღონისძიებების სტანდარტული რაოდენობა, მაშინ
როდესაც ფუნქციურად ამ ღონისძიებებს შორის დიდი გადაფარვაა.

ამის ნაცვლად, სასურველი იქნებოდა, ერთ, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით შედარებით
უკეთეს მდგომარეობაში მყოფ შენობაში განხორციელდეს კომპლექსური ღონისძიებები,
რომლებიც მოიცავს ბიბლიოთეკების, მუზეუმების, საგანმანათლებლო დაწესებულებების
ერთობლივ საქმიანობას.

ქ სე ლი ს შ ე ნ ა ხ ვის ა და ადმ ინ ის ტრ ი რე ბ ი ს ხა რჯებ ი

რესპონდენტების უმეტესობა საუბარში აღნიშნავს, რომ კულტურის სერვისების
მიმწოდებლების ქსელის ძირითად პრობლემას რესურსების არაეფექტიანი მართვა

 25
წარმოადგენს. კერძოდ, ამ მიმართულებით რესპონდენტები ორივე მუნიციპალიტეტში
პრობლემების ორ მთავარ ჯგუფს გამოყოფენ: ადამიანური რესურსებისა და შენობების
(სივრცის) არაეფექტიან მართვას, რასაც ქსელის შენახვის არარელევანტურად მაღალ
ხარჯებამდე მივყავართ.

ორივე მუნიციპალიტეტში რესპონდენტები (როგორც გარე დაინტერესებული მხარეები,
ისე თავად ქსელის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები) მიიჩნევენ, რომ კადრები
ხშირ შემთხვევაში „გაბერილია“ და ა(ა)იპ-ებში დასაქმებული ადამიანებიდან დიდი ნაწილი
არაეფექტიანად მუშაობს.

127 კაციდან 27 რომ მუშაობს, არც საპენსიო ფონდი ვართ და არც საქველმოქმედო
ორგანიზაცია. მე რომ შემეძლოს, კარგ თანამშრომლებს იმდენს გადავუხდიდი,
რამდენიც უნდა გადავუხადო, დედოფლისწყაროს ამბავს მსოფლიო გაიგებდა.
ოთხი წელია, იმ ხალხს ვინახავთ, ვისაც კულტურის სფეროში არ აქვს კომპეტენცია
— არ ჯობია, დავასაქმოთ სხვა სამსახურში? საქმის 90% გადადის 5 ადამიანზე,
სოციალური პრობლემების მოგვარება საბიუჯეტო თანხებით არ შეიძლება, კულტურა
არ არის სოციალური დახმარება.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ქსელის წევრი

ზემოთ მოცემულ ამონარიდში რესპონდენტი არასაჭირო კადრების შენახვის სტრატეგიას
„სოციალურ პროექტს“ უწოდებს, რომლის მიზანი დაბალი შემოსავლის მქონე
თემში ადამიანების პირდაპირი დახმარებაა, თუმცა ამგვარი მიდგომა, მისი აზრით,
გაუმართლებელია, რადგან საჯარო თანხების არამიზნობრივად გამოყენებას გულისხმობს.
მსგავსი პოზიცია აქვს რესპონდენტების დიდ ნაწილს სიღნაღშიც.

სახელმწიფო პოლიტიკა ახალგაზრდების განვითარებაზე უნდა იყოს. სოციალურად
დაუცველები მნიშვნელოვანი მიზნობრივი ჯგუფია, მაგრამ 100 ლარი დედას
კი არ უნდა მივცეთ პირდაპირი დახმარების სახით, იმ 100 ლარად კულტურას
უნდა ვაზიაროთ და განათლება უნდა მივცეთ ბავშვებს, თვითრეალიზაციასა და
პოტენციალის გამოვლენაში დავეხმაროთ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ქსელის წევრი

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კადრების არაეფექტიანი მართვის პრობლემა იკვეთება
ორივე მუნიციპალიტეტში, მიუხედავად იმისა, რომ ქსელის არქიტექტურა ამ ორ შემთხვევაში
განსხვავებულია (ქსელის ერთეულების გამსხვილების ხარისხი განსხვავდება). კულტურის
ა(ა)იპ-ებში ბიუჯეტების ანალიზი აჩვენებს, რომ ორივე სამიზნე მუნიციპალიტეტში (ქსელის
არქიტექტურის მიუხედავად) თანხების 80%-ზე მეტი კადრების ანაზღაურებაზე იხარჯება.

რესპონდენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მსგავსი ფუნქციური დატვირთვის მქონე
ორგანიზაციების (მაგალითად, მუზეუმების ან ბიბლიოთეკების) „საერთო ქუდის ქვეშ
გაერთიანების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა სწორედ ადმინისტრაციული

26
ხარჯების შემცირებაა, რაც, „გამსხვილების პროცესს“ ყოველთვის არ ახლავს.
რესპონდენტების ამ მოსაზრებას ცალკეულ შემთხვევებში საშტატო განრიგების ანალიზიც
ადასტურებს — ერთ შენობაში განთავსებული, ფუნქციურად მსგავსი ორგანიზაციები ცალ-
ცალკე ინახავს ერთი და იმავე ფუნქციის მქონე თანამშრომლებს.

„გამსხვილების“ მეორე მნიშვნელოვანი უპირატესობა სივრცეების (შენობების) უფრო
ეფექტიანად გამოყენებაა, თუმცა, რესპონდენტების აზრით, ეს სივრცეების ოპტიმიზაციის
პოტენციური უპირატესობაც ნაკლებად გამოიყენება ორივე მუნიციპალიტეტში.

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის ბიბლიოთეკები ხშირ შემთხვევაში კულტურის სახლებში
ან ადმინისტრაციულ შენობებში არიან შეხიზნულნი, თავად ეს შენობებიც იმდენად მძიმე
მდგომარეობაშია ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რომ სივრცის გამოყენება ეფექტიანად
ვერ ხერხდება. თუ მდგომარეობას უფრო ზოგადად შევხედავთ, მუნიციპალიტეტების
განკარგულებაში მყოფი შენობებიდან ფაქტობრივად ვერცერთი ვერ მუშაობს სრული
დატვირთვით, არ არის გააზრებული სივრცეების ოპტიმიზაციის გეგმა.

ერთი ერთეულის მეორე ერთეულის შენობაში განთავსების გადაწყვეტილება
ამწუთიერი მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღება, ყოველგვარი
გრძელვადიანი ხედვის გარეშე. გაურკვეველია, რამდენ ხანს იქნება ასე, მაგალითად,
ეს ბიბლიოთეკა ამ კულტურის სახლში, მუდმივად იქნება თუ დროებით, ან რა
ბედი ეწევა კონკრეტული მუზეუმის ფონდებს, რომლებიც ამჟამად ერთ ოთახშია
შეკეტილი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი,
სოფლის კულტურის სახლის წარმომადგენელი

იმ ფონზე, როდესაც რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ დიდი თანხა იხარჯება არასაჭირო
ადამიანური რესურსის შენახვაზე, ისინი მნიშვნელოვნად თვლიან მეტი თანხის დახარჯვას
შენობების კაპიტალურ შეკეთებაზე, განსაკუთრებით სოფლებში. თუმცა აქ, რესპონდენტების
აზრით, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ უნდა არსებობდეს შენობების ოპტიმიზაციის
მკაფიო სტრატეგია. განსაკუთრებით, კულტურის სახლებთან მიმართებაში. გადასახედია
ყველა სოფელში კულტურის სახლის არსებობის აუცილებლობის იდეა იმ ფორმით,
როგორითაც ისინი ახლა არსებობს.

ზემო ქედს აქვს უზარმაზარი კულტურის სახლი — ორი დარბაზი. ცარიელია,
შიგ ღამურებმა დაისადგურეს. უფრო პატარა სახლებს წარმოვიდგენდი. დიდი
ღონისძიებებისთვის კი ერთი კულტურის სახლიც საკმარისია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

რაც შეეხება სოფლებში მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების შენახვის იდეას, აქაც რესპონდენტები
თვლიან, რომ უფრო დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი თითოეული შემთხვევა —
გადაწყვეტილებები ადამიანური რესურსების, ისევე როგორც შენობების ოპტიმიზაციის
შესახებ, მიღებულ უნდა იქნეს მრავალი შიდა და გარე ფაქტორის გათვალისწინებით —

 27
მაგალითად, ფონდების (წიგნადი ფონდი, მუზეუმის ფონდი) მოცულობის, კონკრეტულ
არეალში მომხმარებელთა რაოდენობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

სოფლის ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების გადაადგილების იდეა არასწორად
მიმაჩნია, ასევე შეუძლებელია რიგ შემთხვევაში მუზეუმის ფონდების გადაადგი­
ლებაც, მაგრამ უნდა მოვიფიქროთ, რა ვქნათ ამ დროს. იქნებ იმ შემთხვევაში,
როცა ფონდების გადაადგილების უზრუნველყოფა შეუძლებელია, გამოსავალი
იყოს კადრების ოპტიმიზაცია. მაგალითად, რამდენიმე სოფელში ბიბლიოთეკები
დღეგამოშვებით მუშაობდეს - ერთი ბიბლიოთეკარი ემსახურებოდეს. იმ შემ­
თხვევაში, როცა ფონდების მოძრაობა შესაძლებელია, შეიძლება დაიგეგმოს
საინტერესო პროექტები - მობილური გამოფენები, მობილური ბიბლიოთეკა და ა. შ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანების
წარმომადგენელი

ამონარიდში რესპონდენტი აღნიშნავს, რომ სივრცეების ოპტიმიზაცია თავისთავად
გულისხმობს კადრების ოპტიმიზაციასაც. დისკუსიებში არაერთხელ აღინიშნა, რომ კადრებისა
და სივრცეების ოპტიმიზაციის საკითხები ერთმანეთთან კავშირშია და ხშირად, სივრცეების
ოპტიმიზაციას ხელს სწორედ ის უშლის, რომ არ არსებობს კადრების ოპტიმიზაციის ნება.

2 მუზეუმია — მხარეთმცოდნეობის და ხალხთა მეგობრობის — ვიღაც კაცია, არაფერ
განსაკუთრებულს არ წარმოადგენდა. უნდა გაერთიანდეს ეს მუზეუმები. თან ინგრევა,
კატები დაძვრებიან კედლებში. კაცი არ მისულა იმის სანახავად. 3 თანამშრომელია
და იქით გადავიყვანოთ, თუ მაინცდამაინც. ოთახში რამდენიმე ნივთია — ერთ
ოთახში ეტევა, მართლა გაბერილია შტატი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ქსელის წევრი ორგანიზაციის
წარმომადგენელი

კიდევ ერთი სფერო, სადაც ინვესტირების უფრო ეფექტიანი სტრატეგია უნდა არსებობდეს,
ადამიანური რესურსების გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებაა.
რესპონდენტები ფიქრობენ, რომ კულტურის სერვისის დაგეგმვის, მონიტორინგისა და
მიწოდების სფეროში ძალიან ბევრი მიმართულებით საჯარო მოხელეები გადამზადებას
საჭიროებენ.

ამ ამოცანის განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია კადრების საჭიროებების შეფასების,
საქმიანობის მონიტორინგის მკაფიო პროცესის არსებობა. დღეისათვის ანგარიშგების,
მონიტორინგის პროცედურები ძალიან გაუმართავია. არ არსებობს თანამშრომელთა
სამუშაოს დეტალური აღწერილობები, შეფასების კრიტერიუმები, ანგარიშის ფორმები არ
არის სინქრონიზებული უწყებებს შორის და ინფორმაციის შეგროვების არსებული ფორმები
(თუკი ისინი არსებობს) არ გულისხმობს ველს ადამიანური რესურსების საჭიროებების
იდენტიფიკაციისათვის.

რაში ხდება ხელფასის გადახდა გაუგებარია — სტრატეგია არ არსებობს.

28
სიღნაღის მუნიციპალიტეტი

კადრების შერჩევისა და შეფასების მკაფიო კრიტერიუმების არარსებობის პირობებში
ქსელში შემავალ ორგანიზაციებს უჩნდებათ განცდა, რომ ადამიანები თანამდებობებზე
არასამართლიანად ინიშნებიან.

რესპონდენტების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს გარემოება არა მარტო ხელს უშლის რესურსების
ეფექტიანად ხარჯვას, არამედ, აგრეთვე, მოქმედებს მუშაკების მოტივაციაზეც.

ეს იმის კაციაო, ეს ამის კაციაო — პოლიტიკური ნიშნით არ უნდა ინიშნებოდეს
ადამიანი. არ შეიძლება, რომ პოლიტიკიდან კულტურაში გადმოდიოდეს. არ
დავასახელებ კონკრეტულ ადამიანს, მაგრამ მარტივი წერილი ვერ დაუწერია.
ოთხი წელია, აქ მუშაობს. დამაწერინე, დამაწერინე. . . არ შეიძლება ასე. 10 წელია
მუშაობს და კიდევ 10-ს იმუშავებს, რატოა აქ, ვერ გაუგია. არადა, რამდენი ადამიანია,
რომელიც ძალიან გვჭირდება და შენარჩუნება გვიჭირს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, კულტურის სერვისების მიმწოდებელი
ორგანიზაციის წარმომადგენელი

ადამიანური რესურსების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, რესპონდენტების
მსჯელობაზე დაყრდნობით, საჭიროებათა ორი ჯგუფი იკვეთება.

საჭიროებათა პირველი ჯგუფი აერთიანებს ცოდნას (შინაარსობრივ საკითხებს) კულტურის
მართვის საკითხებში. ქსელში შემავალი ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით,
მმართველ თანამდებობებზე მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც არა აქვთ შესაბამისი ცოდნა
კულტურის საკითხებში.

საჭიროებათა მეორე ჯგუფი მართვის, ადმინისტრირების საკითხებს ეხება — კულტურის
მუშაკებს (განსაკუთრებით მმართველი რგოლის წარმომადგენლებს) აკლიათ ცოდნა
დაგეგმვისა და შეფასების, ქონების მართვის, ფინანსური მენეჯმენტის საკითხებში.

ქ სე ლი ს ს ი მ წ ი ფე

რესპონდენტებთან დისკუსია აჩვენებს, რომ ქსელში შემავალ სუბიექტებს შორის ქსელის
მიზნების შესახებ ინფორმირებულობა და, შესაბამისად, ამ მიზნების გაზიარების ხარისხი
ძალიან დაბალია. ხშირ შემთხვევაში ქსელში შემავალი ერთეულები ვერ ასახელებენ
გაერთიანებაში ყოფნის რეალურ მიზნებს.

ჩვენ ისიც ვერ გავიგეთ, ეს გაერთიანება ვინ შექმნა ან რა მიმართულებები აქვს ა(ა)
იპ-ს. ვინმემ გაგაცნოთ? მე - არა
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, მუზეუმის წარმომადგენელი

 29
ყველანი ცალ-ცალკე ვართ. გამაერთიანებელი გვყავს ცენტრი და უფროსები.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ბიბლიოთეკის წარმომადგენელი

ერთ-ერთ მიზეზად რესპონდენტები მიიჩნევენ იმას, რომ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების
განსაზღვრისას (მათ შორის კულტურის სფეროში) მოსახლეობის, ისევე როგორც ქსელის
ერთეულების ჩართულობა ძალიან დაბალია:

მუნიციპალიტეტში ზევიდან მოდის მითითებები, ისე სრულდება, თვითმმართველობა
არის ნაკლები . . . ის (თვითმმართველობა) არის შემსრულებელი, ვერ გამოდის
ინიციატივით. ჯერჯერობით ეს სიტუაციაა, სამოქალაქო ჩართულობა დაბალია, ის,
რასაც ქვია თვითმმართველობა, არ არის.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

რესპონდენტების აზრით, სიტუაციას არ ცვლის ის ფაქტი, რომ
კანონმდებლობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა
ჩართულობის ფორმებს განსაზღვრავს.

თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ინიციატივით ბევრია ამაზე
[მოსახლეობის ჩართულობაზე] საუბარი. 81-ე მუხლში მოხდა დამატება, მაგრამ
პრაქტიკაში ვერ ამუშავდა ეს. არავინ იღებს მონაწილეობას და, შედეგად, არავინ
არაფერი იცის, წარმოდგენაც არ აქვს, რა არის ეს პრიორიტეტები, რატომ იხარჯება
ფული იმაში და არა ამაში
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი

მმა რთ ვ ე ლ ი ო რ გან იზაც იის ფუნ ქც ია

ზოგადად, რესპონდენტების შეფასებით, ქსელის ეფექტიანი მუშაობა ნაკლებად არის
დამოკიდებული ქსელის არქიტექტურაზე და, ძირითადად, განისაზღვრება ქსელის მართვის
პროცესების ეფექტიანობით. ამ კუთხით ქსელის წევრთა შეფასებები საკმაოდ კრიტიკულია.

ხარჯთეფექტიანობა გაერთიანების დადებითი მხარეა, მაგრამ კარგად გაკეთება
ნებისმიერ პირობებში შეიძლება საქმის და - პირიქით, გაერთიანებას აზრი არა
აქვს, თუ ამას არ მოჰყვება შესაბამისი სწორი გადაწყვეტილებები ადამიანური და
სხვა რესურსების ოპტიმიზაციისა და ეფექტიანი მართვის მიმართულებით.
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი

რესპონდენტების საუბრიდან რამდენიმე ძირითადი ტენდენცია იკვეთება, რაც, მათი აზრით,
ხელს უშლის ქსელის ეფექტიან მართვას:

ქსელის ფარგლებში არ მოქმედებს მონაწილეობითი დაგეგმვისა და შედეგებზე

30
ორიენტირებული შეფასების სისტემა. ამის ყველაზე თვალსაჩინო დადასტურებას
წარმოადგენს ის, რომ არცერთ სამიზნე მუნიციპალიტეტში არ ხდება ბიუჯეტის პროგრამული
დაგეგმვა.

ბიუჯეტის პროგრამული დაგეგმვა წელსაც არ წავიდა. პროგრამა ჰგონიათ, რაღაც
ღონისძიებებს ჩაატარებენ და ანგარიში - რა ჩაატარეს. კულტურის ხელშეწყობა
ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს, ხელში ჩამივარდა კახეთის განვითარების გეგმა -
2020 წლის ჩათვლით. კულტურა საერთოდ არ არის ნახსენები.
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ქსელის წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი

ზოგადად, 2017 წლის ბიუჯეტის ნარატიული ნაწილი არ არის ხელმისაწვდომი ონლაინ
(სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დოკუმენტი კვლევის მომენტისათვის ვებ-გვერდზე
განთავსებული არ იყო, აგრეთვე ვერ მოხერხდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის
ვებ-გვერდის მოძიება). ასევე, მუნიციპალიტეტებმა არ წარმოადგინეს ეს დოკუმენტი
ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზეც. სიღნაღის მუნიციპალიტეტის წინა წლების
ბიუჯეტის შინაარსობრივი ანალიზი აჩვენებს, რომ დოკუმენტში არ არის განსაზღვრული
პროგრამებთან (ზოგადად) და კულტურის პროგრამებთან (კონკრეტულად) დაკავშირებული
მკაფიო მიზნები და შესაბამისი ინდიკატორები. აგრეთვე, არ არსებობს ქსელში შემავალ
ერთეულებში შედეგებზე დაფუძნებული დაგეგმვისა და ანგარიშგების სისტემა.

ერთიანი სტრატეგია შეიძლება დაწერილიყო, მაგრამ, უმდარეს დონეზეა ყველაფერი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ბიბლიოთეკის წარმომადგენელი).

ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანებას აქვს სტრატეგიული დოკუმენტი.
ამ დოკუმენტით ნაკლებად ხელმძღვანელობენ. ერთადერთი ორგანიზაციაა,
ვფიქრობ, ვისაც აქვს გეგმა, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია მისი განხორციელება,
განხორციელების გეგმები არ არის.
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, მუზეუმის წარმომადგენელი

ამგვარი სისტემის არარსებობა ხელს უშლის არა მხოლოდ პრიორიტეტების გამოკვეთას,
არამედ არაეფექტიანი, ნაკლებად რელევანტური საქმიანობების ამოღებას.

„განა იმდენს რას ვაკეთებთ, რომ ვინმეს ყელში ამოუვიდეს. რა უნდა ამოვიღოთ?“ -
აღნიშნავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ძეგლთა
დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი. ამ ამონარიდში
რესპონდენტის მთავარი არგუმენტი ის არის, რომ გამოყოფილი ბიუჯეტი ისედაც
ცოტაა, ამიტომ აქტივობების ამოღებას აზრი არ აქვს.

თუმცა რესპონდენტების გარკვეული ნაწილის აზრით, აქტივობების რელევანტურობისა და
ეფექტიანობის მიხედვით შეფასება, პრიორიტეტიზაცია და ოპტიმიზაცია განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია სწორედ მცირე ბიუჯეტის პირობებში ოპერირებისათვის.

 31
ჩვენ არ გვაქვს უფლება, ისედაც მწირი რესურსები არაეფექტიანად გამოვიყენოთ.
100 ლარი 100 ლარს ემატება. ერთი ტიპის არასაჭირო აქტივობის ამოღების შედეგად
მიღებული დანაზოგით სოფელში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ქსელის წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი

ქსელში შემავალი ორგანიზაციების (მუზეუმების, ბიბლიოთეკების, კულტურის სახლების)
თანამშრომლებიც საუბარში აღნიშნავენ, რომ ანგარიშები აქტივობების — ღონისძიებების
ჩამონათვალით შემოიფარგლება. ამასთანავე, არ არის განსაზღვრული ღონისძიებების,
მონაწილეთა რაოდენობები. ანგარიშში მათ არ მოეთხოვებათ აქტივობების/ღონისძიებების
რაიმე კრიტერიუმით შეფასება.

ყოველწლიურად ვწერთ ანგარიშს. ღონისძიებების გეგმა გვაქვს. დასწრებაზე
იმდენად არ ამახვილებენ ყურადღებას, უფრო ჩატარდა თუ არა, მოდიან ხოლმე ან
ისედაც ხვდებიან, აპარატურა ხომ იმათია. რაიონს ორი დიდი ღონისძიება გვაქვს -
26 მაისი და ფიროსმანობა. გალა კონცერტი იმართება, თითოეულ სოფელს ერთი
ნომერი გამოგვაქვს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, კულტურის სახლის წარმომადგენელი

რომ ვართ თანამშრომლები, უნდა ჩავატაროთ ღონისძიებები, ჩვენ სხვა რა უნდა ვქნათ,
— აღნიშნავს კულტურის სახლის წარმომადგენელი (სიღნაღი) იმ შეთავაზებაზე პასუხად,
რომ ანგარიში შეიძლება მოიცავდეს სექციას ღონისძიებების/პროგრამების ეფექტიანობის
შეფასებისათვის.

რესპონდენტები სხვადასხვაგვარად განმარტავენ ანგარიშგების ფორმებში ინდიკატორების
არარსებობის მიზეზებს:

ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ ამგვარი ინდიკატორები საერთოდ არ არის საჭირო:

ისედაც ვიცით, რა არის მიზეზი. რად უნდა ამას წერა და ამბები. ვერ ვატარებთ
ღონისძიებებს იმიტომ, რომ რესურსები არ გვაქვს, სოფლები დაიცალა, მეტი რა
მიზეზია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, კულტურის სახლის წარმომადგენელი

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ პრობლემებზე, გაუმჯობესების საჭიროებაზე ყურადღების
გამახვილება ორგანიზაციას ზემდგომი უწყებების თვალში ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩენს.

დამფუძნებელი მთხოვს, ჩავაბარო ანგარიში, რა გავაკეთე და არა, რა პრობლემა
მაქვს. პრობლემა სად ჩავწერო? ან რა ჩავწერო, რომ ვერ გავაკეთე რაღაცის გამო?
არ გვაქვს არაფერი და მაინც ვაკეთებთ და რა ჩავწერო? ეგ ამბები ანგარიშში არ
უნდა ეწეროს, პრეტენზიებით სხვაგან და სხვანაირად უნდა მივმართო.
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ქსელის წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი

32
რესპონდენტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანი დაგეგმვისა და
შეფასებისათვის ქსელში შემავალ უწყებების თანამშრომლებს შესაბამისი კომპეტენცია არა
აქვთ.

აი, რანაირად ჩავწერო? მე უნდა ვიყო კომპენტენტური მაშინ, კვლევებს ვაკეთებდე.
დარწმუნებული უნდა ვიყო. ეგრე ვიაროთ და ვიკითხოთ, ის ბავშვი რატომ არ
მოვიდაო?
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ქსელის წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი

ზოგადად, რესპონდენტებთან საუბრისას ჩანს, რომ პრობლემებზე, გაუმჯობესების გზებზე
მსჯელობისთვის ქსელში შემავალი ორგანიზაციები, ძირითადად, არაფორმალურ გზებს
იყენებენ, ინფორმაციის მიმოცვლის, ანგარიშგების ფორმალური პროცედურები ძალიან
ბუნდოვანია ან საერთოდ არ არსებობს.

რესპონდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქსელის წევრების პრიორიტეტებზე ერთობლივი
მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ პროცესში წამყვანი ფუნქცია მმართველ რგოლს
ეკუთვნის. წინააღმდეგ შემთხვევაში „გამსხვილებული სტრუქტურის პირობებში“ ბევრი
მნიშვნელოვანი საკითხი შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს.

ერთი მხრივ, [გაერთიანება] დანაზოგია ფულის, ადმინისტრაციაზე იმდენი არ
იხარჯება, მაგრამ, მეორე მხრივ, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, კულტურის სახლებში
იმდენი განსხვავებული პრიორიტეტია, უნებლიეთ შეიძლება მიგრჩეს რაღაც
უყურადღებოდ.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, გამგეობის წარმომადგენელი

მეორე განზომილება, რომელშიც, რესპონდენტების აზრით, მნიშვნელოვანი წვლილი
უნდა შეჰქონდეს ქსელის მმართველ რგოლს, არის ქსელში შემავალ ერთეულებს შორის
თანამშრომლობის ხელშეწყობა და სტიმულირება, ისევე როგორც ქსელის თანამშრომლობის
გაძლიერება გარე უწყებებთან.

რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ ის სივრცეები, რომლებიც ინფრასტრუქტურის
თვალსაზრისით უკეთეს მდგომარეობაშია, ნაკლებად გამოიყენება ქსელში შემავალი
სხვა ერთეულების სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. მაგალითად, ასეთი
სივრცეების ნიმუშს წარმოადგენს სიღნაღისა და დედოფლისწყაროს ბიბლიოთეკები.

ბიბლიოთეკა გაკეთდა, უნდა ყოფილიყო თანამედროვე, ახალგაზრდულ
მიმართულებებთან მიბმული. ადაპტირებული. ახლა განახლებულია, მაგრამ, რაც
შეეხება დამოკიდებულებას — ახლის დანერგვა ჭირს. მაგალითად, არსებობს
კომპიუტერები, რატომ არ უნდა შევიძინოთ ელ. წიგნები? მოსწავლეებს უნდათ
ფერადი, ახალი წიგნები. მუნიციპალიტეტში არ არსებობს რესურსი, ვინც ამას
შემოგვთავაზებს, ვისაც ეს ხედვა აქვს. ამ სივრცის გაცილებით უფრო საინტერესოდ
გამოყენება შეიძლება.

 33
დედოფლისწყარო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი

რესპონდენტები იმასაც აღნიშნავენ, რომ გარკვეული ბარიერები არსებობს ქსელის ერთ-
ერთ ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან — სკოლებთან თანამშრომლობისას.

სკოლასთან თანამშრომლობა არ გამოდის, ამბობს — ჩვენ ცალკე გვაქვს
დავალებები, რესურსცენტრი გვავალებს. სხვა ღონისძიებებს ატარებს.
დედოფლისწყარო, კულტურის სახლის წარმომადგენელი

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს აქვს უწყებათაშორისი დოკუმენტი
— სკოლის სივრცეები გამოყენებული იქნეს ახალგაზრდობისთვის. მიუხედავად
იმისა, რომ უწყებათაშორისი დოკუმენტი ამას არეგულირებს, სკოლა ღია არ არის.
თუ კეთილგანწყობა არსებობს, მაინც შეიძლება შედგეს თანამშრომლობა, მაგრამ
ნაკლებად. ბიუროკრატიაც არის — იმან უნდა მისწეროს ვიღაცას, იმან კიდევ
სამინისტროს. დირექტორებზეა ბევრი დამოკიდებული, ზედმეტი „თავის ტკივილი“
არავის უნდა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი

ასევე, რესპონდენტები საუბრობენ სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელოვნებაზე,
მაგალითად, ტურისტულ სააგენტოებთან (მუზეუმების ქსელური მუშაობის გასაძლიერებლად,
კომპლექსური ტურისტული მარშრუტების ასამოქმედებლად).

ზოგადად, ქსელში შემავალი ორგანიზაციები ორივე მუნიციპალიტეტში ძალიან სკეპტიკურად
უყურებენ ბიზნესთან თანამშრომლობას იმ არგუმენტით, რომ „ბიზნესი ვერასდროს დაისახავს
საზოგადოებრივ მიზნებს“.

თუმცა რესპონდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ თანამშრომლობა ბიზნესთან შესაძლოა
მომგებიანი იყოს ქსელისთვის:

მე კულტურის სახლებს გავასხვისებდი. ზემო ქედის სახლი შეიძლება გაყო, ერთ
ნაწილში შეიძლება იყოს დარბაზი (საქორწილო) და დანარჩენში რემონტი რომ
გააკეთოს, ვინც შემოვა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ქსელის მმართველი რგოლის წარმომადგენელი

ასევე, რესპონდენტების აზრით, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში არსებული რესურსების
უფრო ეფექტიანად გამოყენება კულტურის სერვისების გასაუმჯობესებლად (მაგალითად,
შირაქის ტერიტორიაზე მიმდინარე გათხრები, ვაშლოვანის ნაკრძალი).

34
კულტურის მართვის ეფექტიანობა ქსელის წევრების
დონეზე

მი ზ ნ ე ბ ი ს ლ ე გ იტიმ აც ია, რ ეს ურ ს ებზ ე წვ დომა და სერვ ი სებ ი ს
წა რ მ ოე ბ ი ს ხ ა რ ჯ ი

ქსელში შემავალი ორგანიზაციების წარმომადგენლების უმეტესობა მიიჩნევს, რომ სამივე
თვალსაზრისით — მიზნების ლეგიტიმაციის, რესურსებზე წვდომისა და სერვისების ხარჯის
შემცირების თვალსაზრისით ქსელში გაერთიანება მათთვის სასარგებლოა.

პირველი და, რესპონდენტების აზრით, ყველაზე თვალსაჩინო უპირატესობა (განსაკუთრებით
სოფლად სერვისების პროვაიდერების პერსპექტივით) ზიარი რესურსების ხელმისაწვდომობა
წარმოადგენს, რაშიც იგულისხმება, მაგალითად, ინსტრუმენტები, ტრანსპორტი, სივრცეები,
რაც სხვა შემთხვევაში ნაკლებად ხელმისაწვდომი იქნებოდა ქსელში შემავალი ცალკეული
ორგანიზაციისთვის.

მეორე უპირატესობა, რომელსაც რესპონდენტები აღნიშნავენ, ადგილზე კომპეტენციების
ნაკლებობის კომპენსაციაა — რაშიც იგულისხმება ფინანსური მართვის, ანგარიშგების
პროცედურების წარმოების კომპეტენციები. რესპონდენტები ფიქრობენ, რომ ამ
უპირატესობის სანაცვლოდ ისინი არაფერს კარგავენ, რადგან საკუთარი ანგარიშის ქონის
შემთხვევაში, დამატებითი სახსრების მოზიდვას მაინც ვერ შეძლებდნენ.

„კარგია, რომ ცალკე ბუღალტრის დაქირავების, ანგარიშის გახსნის საჭიროება
არ გვაქვს. ამ ყველაფერზე, როგორც დაკარგულ შესაძლებლობაზე, გული მაშინ
დაგვწყდებოდა, დამატებითი შემოსავლების მოზიდვის მცირედი შანსი რომ
გვქონდეს. ახლა კი ამ წვალებას აზრი არა აქვს“
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ბიბლიოთეკის წარმომადგენელი

თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ორივე სამიზნე მუნიციპალიტეტში ქსელის მუშაობის
ეფექტიანობის გაზრდისთვის კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ეფექტიანი სტრატეგიის
დასაგეგმად კი პირველ ნაბიჯს შედეგებზე დაფუძნებული შეფასების სისტემების
დანერგვა წარმოადგენს, რაც პოლიტიკის განმსაზღვრელებს ფაქტებზე დაფუძნებული
გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას მისცემდა.

სამწუხაროდ, ვერცერთ სამიზნე მუნიციპალიტეტში ვერ მოხერხდა 2017 წლის პროგრამული
ბიუჯეტის თხრობითი ნაწილის მოპოვება. ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე
გამგეობებმა კვლევით ჯგუფს ბიუჯეტის მხოლოდ ცხრილი წარუდგინეს. წარმოდგენილ
დოკუმენტში არ არის მოცემული ის ნაწილი, სადაც გაშლილი იქნებოდა პროგრამების
ფარგლებში დასახული მიზნები და ჩამოყალიბებული იქნებოდა ინდიკატორები.

ანალოგიურად, არ არსებობს ორგანიზაციების (ა(ა)იპ-ების დონეზე) საქმიანობის
შეფასებისათვის გრძელვადიანი მიზნები, ამოცანები და ინდიკატორები.

 35
ცხრილი # 1 სამიზნე მუნიციპალიტეტში კულტურის სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციები

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

ა(ა)იპ
ა(ა)იპ
კულტურისა და
მართვა ხელოვნების
ძეგლთა დაცვის
სკოლა
ცენტრი
მოსახლეობის
ა(ა)იპ
რაოდენობა

სამხატვრო სკოლა
კულტურის სახლი

სამუსიკო სკოლა/
გალობის შენიშვნები
(2014 წლის
ბიბლიოთეკა
სკოლა
მუზეუმი მონაცემით)
დასახლებული
პუნქტი

ბიბლიოთეკა
ზემო მაჩხაანი + + 1826 განთავსებულია
კულტურის სახლში
ბიბლიოთეკა
განთავსებულია კერძო
სახლში
მირზაანი + + 433
ფიროსმანის მუზეუმი
ეკუთვნის სახელმწიფო
მუზეუმს
ბიბლიოთეკა
განთავსებულია
არბოშიკი + + + 1138 კულტურის სახლში.
სამუსიკო სკოლას აქვს
დამოუკიდებელი შენობა
ბიბლიოთეკა
ოზაანი + 833 განთავსებულია საბავშვო
ბაღის შენობაში
ბიბლიოთეკას აქვს ცალკე
გამარჯვება + 1010 შენობა, კულტურის სახლი
არ არის

   
ბიბლიოთეკა და სამუსიკო
ზემო ქედი + + + 1826 სკოლა განთავსებულია
კულტურის სახლში
ბიბლიოთეკა
არხილოს კალო - + 980 განთავსებულია
ტერიტორიულ ორგანოში
ბიბლიოთეკა
ქვემო ქედი - + - 1153 განთავსებულია
ტერიტორიულ ორგანოში
ბიბლიოთეკა
სამთაწყარო - + - 1037 განთავსებულია სკოლის
შენობაში
ბიბლიოთეკას აქვს
საბათლო - + - 391
საკუთარი შენობა

36
სკოლაშია განთავსებული
ფიროსმანი - + - 569
და აქვთ პრობლემები

   
ბიბლიოთეკა
განთავსებულია
ტერიტორიული ორგანოს
ხორნაბუჯი - + + - 2095 შენობაში
ხალხთა მეგობრობის
მუზეუმი - ისტორიული
შენობა
ბიბლიოთეკა
სამრეკლო + + - 1786 განთავსებულია
კულტურის სახლში
მხარეთმცოდნეობის
მუზეუმი განთავსებულია
ცალკე შენობაში.
სამუსიკო სკოლა
დამოუკიდებელ
შენობაშია
სამხატვრო სკოლა
დედოფლისწყარო + + + + + 5940 განთავსებულია მუზეუმის
შენობაში

მუზეუმის შენობაშია ა(ა)
იპ - ჰამლეტ გონაშვილის
სახელობის ქართული
გალობისა და ხალხური
სიმღერის სკოლა

 37
სიღნაღის მუნიციპალიტეტი

ა(ა)იპ
ა(ა)იპ სიღნაღის სამუსიკო და

მოსახლეობის რაოდენობა
კულტურისა
სახელოვნებო და სახელოვნებო
მართვა და
საგანმანათლებლო სკოლების
ხელოვნების
ცენტრი გაერთიანება
ცენტრი
შენიშვნა

ბიბლიოთეკა

სამუსიკო
მუზეუმი

სკოლა
კულტურის
სოფელი
სახლი

ცალ-ცალკეა ყველა
დაწესებულება
ბიბლიოთეკა
სანდრო
ანაგა + + 2002 განთავსებულია სკოლაში
ახმეტელი
სამუსიკო სკოლა —
ტერიტორიული ორგანოს
შენობაში

იროდიონ ბიბლიოთეკა კულტურის
ბოდბისხევი + + 2665
ევდოშვილი სახლშია განთავსებული

ბიბლიოთეკა
ვასო
ადმინისტრაციულ
გოძიაშვილი
შენობაშია განთავსებული

სამუსიკო სკოლა ძველი
ილო
ვაქირი + + + 1950 სკოლის შენობაშია
მოსაშვილი
განთავსებული

 
ალექსანდრე
გზირიშვილი

ზემო ბოდბე ბიბლიოთეკას
(შედის ქვემო + 424 დამოუკიდებელი შენობა
ბოდბეში) აქვს
ბიბლიოთეკა და მუზეუმი
სტატუსის გარეშე
ხალხთა
ადმინისტრაციულ
მეგობრობის
შენობაშია,
მუზეუმი
რომელიც საკმაოდ
ამორტიზირებულია.

ილიაწმინდა + + + 560 მაღაროს სამუსიკო სკოლა
ბაღის შენობაში მუშაობს,
რომელიც ამ ორი სოფლის
საზღვარზეა და ორივე
უსტატუსო
სოფელი სარგებლობს.
ამავე სკოლაში დადიან
კალოების სკოლის
ბავშვები

38
ბიბლიოთეკა
განთავსებული
ადმინისტრაციულ
შენობაში
კულტურის სახლი
ნაწილობრივ
ამორტიზებულია,
მაღარო + + + 1747 ნაწილში ფუნქციონირებს
ცეკვის წრე, რომელიც
ეკუთვნის კულტურის ა(ა)
იპ-ის და იხდის ქირას
ოფიციალურად და
არაოფიციალურად ხელზე
უხდის კულტურის სახლის
კოორდინატორს

ყველაფერი კულტურის
ნუკრიანი/ სახლის შენობაში მუშაობს
+ + + 1935
კალოები
კალოების ბიბლიოთეკა
ძველ ადმინისტრაციულ
შენობაშია განთავსებული
ბიბლიოთეკა საკრებულოს
საქობო + + 2107
შენობაშია განთავსებული
ვანო
სარაჯიშვილი, საბავშვო ბიბლიოთეკა
სკოლაშია, სარაჯიშვილის
სიღნაღი + + + 1485
მუზეუმი ქორწინების
სანდრო სახლის 1 სართულზე
მირინაშვილი
ბიბლიოთეკა
ადმინისტრაციულ
ტიბაანი + + + 1786 შენობაშია განთავსებული,
მუსიკალური სკოლა და
საბავშვო ბაღი ერთადაა.
ბიბლიოთეკა
განთავსებულია
ბოდბე + + 2287
ადმინისტრაციულ
შენობაში

ბიბლიოთეკა და
ქვემო ფორე
+ + 609 ამბულატორია ერთ
მაჩხაანი მოსული­შვილი
შენობაშია

ყარაჯაღი
ბიბლიოთეკა ცალკე
(ქვ.მაჩხაანს + 155
შენობაშია განთავსებული
ეკუთვნის)
ბიბლიოთეკა
ხირსა (ქვ.
განთავსებულია ძველ
მაჩხაანს + 355
ადმინისტრაციულ
ეკუთვნის)
შენობაში
ბიბლიოთეკა
ძველი ანაგა + + 1465 განთავსებულია კულტურის
სახლში
ყველა დაწესებულება
წნორი + + + 4815
ცალ-ცალკეა

 39
ბიბლიოთეკა
განთავსებულია
ჯუგაანი/
ადმინისტრაციულ
ერისიმედი
შენობაში
სანდრო 2017/
+ + ერისიმედში ბიბლიოთეკა
შანშიაშვილი 317
საბავშვო ბაღთან ერთად,
ძველ ადმინისტრაციულ
შენობაში განთავსებული
და არ აქვს ელ.ენერგია

40
ძირითადი დასკვნები

• კახეთის რეგიონის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგია არ მოიცავს კულტურის
სფეროს და მისი განვითარების ხედვას. კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა
სტრატეგიაში დასახელებულია, როგორც ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი
ხელშემწყობი პირობა და ძლიერი მხარე, რაც თავისთავად სწორი მიდგომაა, თუმცა,
ასეთი მასშტაბის დოკუმენტში კულტურის სფეროს ცალკე პრიორიტეტად არარსებობა
პრობლემურად უნდა ჩაითვალოს. ამასთან, კულტურის სფეროს განვითარების
სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი არ არსებობს მუნიციპალიტეტების დონეზეც კი,
რაც იმას ნიშნავს, რომ აქაც არასათანადოდაა გააზრებული კულტურის როლი,
როგორც თემის იდენტობის შენარჩუნების, მისი განვითარების, მათ შორის მოცემული
მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი.

• მუნიციპალიტეტებს კულტურის სფეროში პრიორიტეტები უმეტეს შემთხვევაში არა
აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული. გამონაკლის შემთხვევაში კულტურის სფეროს რიგ
სტრუქტურებს (სერვისის მიმწოდებლებს) აქვთ გარკვეული პრიორიტეტები, თუმცა
რეალურად იქაც არ ხორციელდება თანმიმდევრული პოლიტიკა. შესაბამისად,
კულტურის სფეროს განვითარებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურებს (მუნიციპალური
სამსახური, ქსელში შემავალი თუ დამოუკიდებელი ა(ა)იპ-ები), როგორც წესი, არ
გააჩნიათ სფეროს განვითარების ერთიანი, გაზიარებული ხედვა. უფრო მეტიც, ამ
სტრუქტურათა ხელმძღვანელები სტრატეგიული დოკუმენტების მნიშვნელობას
ნაკლებად აცნობიერებენ.

• კულტურის სფეროში პრიორიტეტების და ღონისძიებების განსაზღვრა,როგორც წესი,
ხდება არა ბენეფიციართა საჭიროებების და მოთხოვნების გათვალისწინებით, არამედ
არსებული ადამიანური თუ ინფრასტრუქტურული რესურსის ხელმისაწვდომობის
საფუძველზე. პრაქტიკულად არ დგას მუნიციპალიტეტში არსებული ახალი რესურსების
გამოვლენის ამოცანა და, შესაბამისად, მექანიზმიც. ამდენად, გარდა მოთხოვნა-
მიწოდებას შორის არსებული შეუსაბამობისა, გრძელვადიან პერსპექტივაში,
ამგვარი მიდგომა (უფრო ზუსტად, მიდგომის არარსებობა) აფერხებს რესურსების
განვითარებასაც.

• კულტურის სერვისების მომხმარებლები სამიზნე მუნიციპალიტეტებში მიიჩნევენ,
რომ, მიუხედავად სტრუქტურული ცვლილებებისა და მართვის განსხვავებულ
მოდელზე გადასვლისა (კულტურის სფეროში არსებული მუნიციპალური
დაწესებულებების გაერთიანება 2006-2010 წლებში) ა). კულტურის სერვისების
მიწოდების ხელმისაწვდომობის და ხარისხის თვალსაზრისით ცვლილებები არ არის
თვალსაჩინო; და ბ). მიზნობრივი ჯგუფის კულტურულ ცხოვრებაში თვისებრივად

 41
მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ მომხდარა, რაც იმას ნიშნავს, რომ კულტურის
სერვისების მომწოდებელი სუბიექტების რეორგანიზაციას და მართვის მოდელების
ცვლილებას არ მოაქვს ხელშესახები ცვლილებები თემის დონეზე.

• არსებული კულტურის სერვისებით სარგებლობის მაჩვენებლები და მოსახლეობის
ჩართულობა, ბენეფიციართა შეფასებით, დაბალია, რაც განპირობებულია:

ა) სერვისების ერთფეროვნებით;

ბ) სერვისების/ღონისძიებების დაგეგმვისას მნიშნველოვანი
გარემოებების გაუთვალისწინებლობით (მაგალითად, სეზონების
მიხედვით მოსახლეობის თავისუფალი დროის გათვალისწინება,
არეალების მიხედვით სამიზნე ჯგუფების ასაკობრივი თავისებურებების
გათვალისწინება და ა. შ.).

გ) სერვისების განაწილების გეოგრაფიით, რაც, ერთი მხრივ, დაკავშირებუ­
ლია რესურსების არათანაბარ გადანაწილებასთან მუნიციპალურ ცენტრსა
და პერიფერიებს შორის და, მეორე მხრივ, მუნიციპალურ დასახლებებს
შორის სატრანსპორტო კავშირის სირთულეებთან;

დ) ზოგადად, სივრცეების ნაკლებობითა და ინფრასტრუქტურული
თვალსაზრისით უკეთეს მდგომარეობაში მყოფი შენობების ფუნქციური
დაუტვირთაობით;

ე) არათანმიმდევრული პოლიტიკის გატარებით ისეთ პრიორიტეტულ
მიმართულებებში, როგორიცაა: ეთნიკური კონფლიქტების პრევენცია,
მრავალეთნიკურ საზოგადოებაში კულტურული განსხვავებების შესახებ
მოსახლეობის ინფორმირება; ადგილობრივი რესურსების/პოტენციალის
აღმოჩენა/გამოყენება; ახალგაზრდების ადგილზე დამაგრება; პერიფე­
რიებში კულტურის სერვისების განვითარება განსხვავებული მიდგომების
გამოყენებით.

ვ) აღჭურვილობით და მიმდინარე სახარჯი მასალების ნაკლებობით, ანუ
ისეთი რესურსების ნაკლებობით, რომლებიც გამოიყენება მიმდინარე
რეჟიმში.

• რესპონდენტები ორივე მუნიციპალიტეტში პრობლემების ორ მთავარ ჯგუფს
გამოყოფენ: ადამიანური რესურსებისა და შენობების (სივრცის) არაეფექტიან
მართვას, რასაც ქსელის შენახვის არარელევანტურად მაღალ ხარჯებამდე
მივყავართ.

42
o კადრები ხშირ შემთხვევაში „გაბერილია“და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა
დიდი ნაწილი არაეფექტიანად მუშაობს.

o მუნიციპალიტეტების განკარგულებაში მყოფი შენობებიდან ფაქტობრივად
ვერცერთი ვერ მუშაობს სრული დატვირთვით, არ არის გააზრებული
სივრცეების ოპტიმიზაციის გეგმა. კადრებისა და სივრცეების ოპტიმიზაციის
საკითხები მიბმულია ერთმანეთთან და ხშირად სივრცეების ოპტიმიზაციას
ხელს სწორედ ის უშლის, რომ არ არსებობს კადრების ოპტიმიზაციის ნება.

• მუნიციპალურ დონეზე არ არსებობს პროცესების მართვის გაუმჯობესებაზე
მიმართული ცხადი პოლიტიკა (მაგალითად, საკონსულტაციო/სარეკომენდაციო
ხასიათის მითითებები, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების ღონისძიებები).

• შიდა დოკუმენტაცია ძირითადად არასრულია. დაწესებულებებს არ გააჩნიათ
წერილობით ჩამოყალიბებული პროცედურათა სახელმძღვანელო, რომელიც
განსაზღვრავდა ძირითადი ოპერაციების, ადამიანური რესურსების და ფინანსური
მართვის წესს.

• არ არსებობს თანამშრომელთა სამუშაოს დეტალური აღწერილობები, შეფასების
კრიტერიუმები, ანგარიშის ფორმები არ არის სინქრონიზებული უწყებებს შორის
და ინფორმაციის შეგროვების არსებული ფორმები (თუკი ისინი არსებობს) არ
გულისხმობს ადამიანური რესურსების საჭიროებებების იდენტიფიკაციისათვის
შესაბამის ველს.

• კულტურის სერვისების შეფასების სისტემა საუკეთესო შემთხვევაში შემოიფარგლება
ღონისძიებების აღნუსხვით და არ ითვალისწინებს ბენეფიციართა კმაყოფილების
შესწავლას, გრძელვადიანი ეფექტის შეფასებას (მაგალითად, სასწავლო
პროგრამების შემთხვევაში, მოსწავლეთა შემდგომი განვითარების/პროგრესის
შესწავლა). ასევე, არ გამოიყენება გაწეული დანახარჯებისა და სოციალურ-
ეკონომიკური ეფექტის შედარებითი ანალიზი. დაწესებულებები არ არიან
ვალდებულნი, ჩააბარონ წერილობითი ანგარიში მუნიციპალიტეტს. ეს ყოველივე
შეუძლებელს ხდის კულტურის პროგრამათა ჯეროვან შეფასებას, დაგროვილი
გამოცდილების გათვალისწინებას შემდგომი დაგეგმვისათვის.

 43
რეკომენდაციები

• აუცილებელია დაინტერესებულ მხარეთა ფართო მონაწილეობით მუნიციპალიტეტის
დონეზე კულტურის სფეროს განვითარების გრძელვადიანი ხედვის, მიზნების
და პრიორიტეტების შემუშავება, რაც უნდა აისახოს სტრატეგიულ დოკუმენტში
და მუნიციპალურ ბიუჯეტში საშუალოვადიანი პროგრამის და მოკლევადიანი
ქვეპროგრამების სახით.

• პერიოდულად, 3-4 წელიწადში ერთხელ მაინც, მოთხოვნა-მიწოდების დაახლოების
მიზნით, სასურველია, ტარდებოდეს კულტურის სფეროს სერვისების ბენეფიციართა/
სამიზნე ჯგუფების იდენტიფიცირება ასაკობრივ, გენდერულ, გეოგრაფიულ ჭრილში
და აღნიშნული კატეგორიების მიხედვით საჭიროებების კვლევა, რასაც დაეფუძნება
მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროს განვითარების ხედვა, სტრატეგია, საბიუჯეტო
პროგრამები და ქვეპროგრამების სახით გამოხატული კონკრეტული სერვისები.

• ეფექტიანი დაგეგმვისა და რესურსების ოპტიმიზაციის მიზნებიდან გამომდინარე,
უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტის კულტურის სფეროში არსებული მატერიალური და
არამატერილური რესურსის შესწავლა და აღრიცხვა.

• მუნიციპალური კულტურის სფეროს განვითარების მნიშვნელობა გაგებული უნდა
იქნეს, არა მხოლოდ, როგორც მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა თავისუფალი დროის
გონივრულად მართვის ან ადგილობრივი თემის იდენტობის შენარჩუნების ამოცანა,
არამედ, როგორც კონკრეტული ტერიტორიის ეკონომიკური განვითარების (მათ
შორის, მაგალითად, ტურიზმის განვითარების) ხელშემწყობი ფაქტორი.

• მუნიციპალიტეტში კულტურის პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი უნდა იყოს
შესაბამისი მუნიციპალური სამსახური, რაც გულისხმობს მის წამყვან როლს სფეროს
განვითარების ხედვების, მიზნების, პრიორიტეტების, საბიუჯეტო პროგრამების და
ქვეპროგრამების შემუშავებაში. კულტურის სფეროში შექმნილი მუნიციპალური
ორგანიზაცია თუ ქსელი, როგორც სერვისის მიმწოდებელი, ჩართულია სტრატეგიული
დაგეგმვის პროცესებში, თუმცა მისი ძირითადი ფუნქცია ღონისძიებებისა და
სერვისების ეფექტიან დაგეგმვა-განხორციელებაში გამოიხატება.

• უნდა გაუმჯობესდეს კულტურის მუნიციპალური სამსახურის მართვის და კოორდინა­
ციის ფუნქცია ქსელის რეალური სარგებლის და უპირატესობების მისაღწევად, რასაც
შედეგად მოჰყვება ქსელში გაერთიანებულ პროვაიდერებს შორის პრიორიტეტების და
მიზნების გაზიარებული ხედვა, რესურსების (თანხების, კადრების, ინფრასტრუქტურის)
ოპტიმიზაცია, ურთიერთდახმარება და თანამშრომლობა, გადაფარვების თავიდან
აცილება და, საბოლოო ჯამში, კულტურის სერვისების ხარისხის ზრდა.

• კულტურის სფეროს მენეჯმენტის ცვლილების გეგმის შემუშავება (შესაძლებელია,
ეს იყოს სტრატეგიის ნაწილიც) მოწვეული კონსულტანტის ლიდერობით, რაც სხვა
საკითხებთან ერთად უნდა მოიცავდეს:

44
o კულტურის სფეროს მართვის ოპტიმალური ორგანიზაციული მოდელის
განსაზღვრას. არსებული სტრუქტურის (ქსელების არქიტექტურის)
რევიზიისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ფიზიკური
ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაციის მკაფიო
გეგმის ჩამოყალიბებას;
o ძირითადი შიდა ორგანიზაციული პროცედურების აღწერას, როგორც
კულტურის მუნიციპალური სამსახურის, ისე ქსელში შემავალი თუ ცალკეული
პროვაიდერი ორგანიზაციების დონეზე;
o კულტურის სფეროში სერვისის მიმწოდებელ მუნიციპალურ ორგანიზაციებში
(მათ შორის ქსელის შიგნით) მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემის
დანერგვას;
o კულტურის სფეროში სერვისის მიმწოდებელ მუნიციპალურ ორგანიზაციებში
დასაქმებულთა სამუშაო აღწერილობების და შეფასების სისტემების
შემუშავება-დანერგვას;
o სფეროს შუა რგოლის მენეჯმენტისთვის, მათ შორის სერვისის მიმწოდებელი
მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებისთვის კულტურის
მართვის ტრენინგებს;

• კულტურის სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციათა საქმიანობების დაგეგმვა და
შეფასება უნდა ხდებოდეს პროგრამული ბიუჯეტირების პრინციპების გათვალისწი­
ნებით, არა პროცესზე, არამედ შედეგზე ორიენტირებული მიდგომით, როდესაც
შეფასების ისეთი ინდიკატორები გამოიყენება, რომლებიც ჩატარებული ღონისძიებე­
ბის რაოდენობრივი მაჩვენებლების მიღმა ბენეფიციარების კმაყოფილების თუნდაც
არაპირდაპირი გზით გაზომვის საშუალებას იძლევა;

• მუდმივად უნდა იყოს კულტურის სფეროში დაგეგმილი სხვადასხვა პროგრამებისა
და პროექტების დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით საბიუჯეტო სახსრების
ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიების მცდელობები ქსელის
ან ცალკეული მუნიციპალური ორგანიზაციების მიერ. ისინი ორგანიზაციულ-
სამართლებრივი ფორმით (ა(ა)იპ) და უფლებამოსილების ფარგლებით აღნიშნული
აქტივობებისთვის მოქნილნი არიან. ამ მიზნით აუცილებელია მენეჯმენტის უნარების
გაუმჯობესება.

• გარდა მუნიციპალიტეტის შიგნით თანამშრომლობის და კოორდინაციის
გაუმჯობესების აუცილებლობისა, მნიშვნელოვანია მეზობელ მუნიციპალიტეტებთან
თანამშრომლობის ფორმატების გამონახვა, ურთიერთსარგებლიანობაზე დაფუძ­
ნებული თანამშრომლობის შესაძლო სფეროებისა და ფორმების განსაზღვრის მიზ­
ნით (ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა). ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებული
წარმატებული გამოცდილების, საინტერესო პროექტების მუდმივი ძიება და გაზიარება.

 45
დანართები

და ნ ა რ თ ი 1

ფოკუსჯგუფებისა და ინტერვიუების მონაწილეთა სია

ქალაქი ორგანიზაცია თანამდებობა
სიღნაღი „საქართველო და ინტეგრაცია“ ფსიქოლოგი
დედოფლისწყარო ა(ა)იპ „დედოფლისწყაროს ქალები“ აღმას.დირექტორი
სიღნაღი ა(ა)იპ კომპლ. სასპორტო სკოლა სპეციალისტი
სიღნაღი ა(ა)იპ კომპლ. სასპორტო სკოლა დირექტორის მოადგილე
სიღნაღი ა(ა)იპ სახელოვნებო და საგანმანათლ. დირექტორი
მომსახ.ცენტრი
სიღნაღი ა(ა)იპ სახელოვნებო და საგანმანათლ. მთავარი სპეციალისტი
მომსახ.ცენტრი
სიღნაღი ა(ა)იპ სახელოვნებო და საგანმანათლ. მეთოდისტი
მომსახ.ცენტრი
სიღნაღი ა(ა)იპ სახელოვნებო და საგანმანათლ. მთავარი სპეციალისტი
მომსახ.ცენტრი
სიღნაღი ა(ა)იპ სახელოვნებო და საგანმანათლ. კონსულტანტი
მომსახ.ცენტრი
სიღნაღი ა(ა)იპ. სიღ. მუნიც. სამუსიკო (სახელ) დირექტორი
სკოლა გაერთიანება
სიღნაღი ა(ა)იპ. სიღ. მუნიც. სამუსიკო (სახელ) ბუღალტერი
სკოლა გაერთიანება
სიღნაღი ა(ა)იპ. სიღ. მუნიც. სამუსიკო (სახელ) პედაგოგი
სკოლა გაერთიანება
სიღნაღი ა(ა)იპ. სიღ. მუნიც. სამუსიკო (სახელ) პედაგოგი
სკოლა გაერთიანება
სიღნაღი ა(ა)იპ. სიღ. მუნიც. სამუსიკო (სახელ) პედაგოგი
სკოლა გაერთიანება
სიღნაღი ა(ა)იპ. სიღ. მუნიც. სამუსიკო (სახელ) პედაგოგი
სკოლა გაერთიანება
სიღნაღი ა(ა)იპ. სიღ. მუნიც. სამუსიკო (სახელ) პედაგოგი
სკოლა გაერთიანება
სიღნაღი ა(ა)იპ. სიღ. მუნიც. სამუსიკო (სახელ) სპეც. საკანც. საკ
სკოლა გაერთიანება
სიღნაღი ა(ა)იპ. სიღ. მუნიც. სამუსიკო (სახელ) სპეც.კომპ.უზრუნველყ.
სკოლა გაერთიანება საკ
სიღნაღი ა(ა)იპ გზა იმედისკენ დამფუძნებელი
სიღნაღი „ქალები სამართლიანობისთვის“ ქალთა სახ.
ხელმძღვანელი
სიღნაღი ა(ა)იპ სასპორტო სკოლა ტრენერი
სიღნაღი ალ. გზირიშივლის მუზეუმი მენეჯერი
სიღნაღი ალ. გზირიშივლის მუზეუმი ექს. მძღოლი

46
სიღნაღი ანაგის ბიბლიოთეკა ბიბლიოთეკარი
სიღნაღი არასმთ. „ქალები წევრი
სამართლიანობისთვის“
დედოფლისწყარო არბოშიკის ბიბლიოთეკა ბიბლიოთეკარი
დედოფლისწყარო ასოციაცია „წითელწყაროელი“ თავმჯდომარე
სიღნაღი ახმეტელის მუზეუმი მენეჯერი
დედოფლისწყარო დ.წყაროს ხელოვნების სკოლა დირექტორი
დედოფლისწყარო დ.წყაროს კულტურისა და ძეგლთა დირექტორი
დაცვის ცეტნრი

სიღნაღი ვ. გოძიაშვილის მუზეუმი ფონდების მცველი
სიღნაღი ვ. გოძიაშვილის მუზეუმი მენეჯერი
სიღნაღი ვანო სარაჯიშვილის მუზეუმი მენეჯერი
სიღნაღი ვაქ. კულტურის სახლი კოორდინატორი
სიღნაღი ვაქ. კულტურის სახლი ხელმძღვანელი
დედოფლისწყარო ზ.ქ. N17 ბიბლიოთეკა ბიბლიოთეკარი
სიღნაღი ილო მოსაშვილის მუზეუმი ფონდის მცველი
სიღნაღი ილო მოსაშვილის მუზეუმი მენეჯერი
სიღნაღი ილო მოსაშვილის მუზეუმი ექს. მძღოლი
სიღნაღი კომპლ. სასპორტო სკოლა ფეხბურთის მწვთნელი
სიღნაღი კომპლ. სასპორტო სკოლა მთავარი ბუღალტერი
სიღნაღი კომპლ. სასპორტო სკოლა

სიღნაღი კომპლ. სასპორტო სკოლა სპ.სკ.სპეციალისტი
სიღნაღი კომპლ. სასპორტო სკოლა საქ. წრ. საკ.
სიღნაღი კულტურის დახელოვნების ცენტრი მდივანი

დედოფლისწყარო მ/ახალგაზრდობის სახლი დირექტორი
დედოფლისწყარო მუნიციპალური ბიბლიოთეკა ბიბლიოთეკარი
სიღნაღი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი პედაგოგი
სიღნაღი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი საქ.მწარმ
სიღნაღი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი პედაგოგი
სიღნაღი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი პედაგოგი
სიღნაღი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი პედაგოგი
სიღნაღი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი პედაგოგი
სიღნაღი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი პედაგოგი
სიღნაღი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი პედაგოგი
სიღნაღი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი პედაგოგი
სიღნაღი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი სპეციალისტი
სიღნაღი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი დირიექტორი

 47
სიღნაღი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი პედაგოგი
სიღნაღი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი დირექტორი
სიღნაღი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი პედაგოგი
დედოფლისწყარო მუნიციპალური ბიბლიოთეკა ბიბლიოთეკარი
დედოფლისწყარო მუნიციპალური ბიბლიოთეკა წამყვ. სპეციალისტი
დედოფლისწყარო მუნიციპალური ბიბლიოთეკა მთავარი სპეციალისტი
დედოფლისწყარო მუნიციპალური ბიბლიოთეკა მხატვარ-გამფორმებელი
დედოფლისწყარო მუნიციპალური ბიბლიოოთეკა ბიბლიოთეკარი
დედოფლისწყარო მუნიციპალური ბიბლიოოთეკა ბიბლიოთეკარი
სიღნაღი ნუკრიანის კულტურის სახლი კოორდინატორი
დედოფლისწყარო ს. ოზაანის ბიბლიოთეკა ბიბლიოთეკარი
დედოფლისწყარო ს. არბოშიკის ბიბლიოთეკა ბიბლიოთეკარი
დედოფლისწყარო ს. არბოშიკის კულტურის სახლი სამხატვრო
ხელმძღვანელი
დედოფლისწყარო ს. გამარჯვების ბიბლიოთეკა ბიბლიოთეკარი
დედოფლისწყარო ს. გამარჯვების კულტურის სახლი კულტურის მუშაკი
დედოფლისწყარო ს. ზემო მაღხაანის კულტურის სახლი ხელმძღვანელი
დედოფლისწყარო ს. ზემო ქედის კულტურის სახლი ხელმძღვანელი
დედოფლისწყარო ს. მირზაანის ბიბლიოთეკა ბიბლიოთეკარი
სიღნაღი ს. მირიანაშვილის მუზეუმი მენეჯერი
სიღნაღი ს. მირიანაშვილის მუზეუმი ფონდების მცველი
დედოფლისწყარო ს. ოზაანის კულტურის სახლი სამხატვრო
ხელმძღვანელი
დედოფლისწყარო ს. საბათლოს ბიბლიოთეკა ბიბლიოთეკარი
დედოფლისწყარო ს. სამთაწყაროს ბიბლიოთეკა ბიბლიოთეკარი
დედოფლისწყარო ს. სამრეკლოს ბიბლიოთეკა ბიბლიოთეკარი
დედოფლისწყარო ს. სამრეკლოს კულტურის სახლი კულტურის მუშაკი
დედოფლისწყარო ს. ხორნაბუჯის „ხალხ. მეგ. მუზ“ მუზეუმის დირექტორი
დედოფლისწყარო ს. ხორნაბუჯის „ხალხ. მეგ. მუზ“ სპეციალისტი
დედოფლისწყარო ს. ხორნაბუჯის N28 ბიბლიოთეკა ბიბლიოთეკარი
დედოფლისწყარო ს.არხილოსკალოს ბიბლიოთეკა ბიბლიოთეკარი
დედოფლისწყარო ს.ზ. მაჩხაანის ბიბლიოთეკა ბიბლიოთეკარი
სიღნაღი სათემო კავშირი „ნუკრიანი“ ოსტატი
სიღნაღი სათემო კავშირი „ნუკრიანი“ ოსტატი
სიღნაღი სათემო კავშირი „ნუკრიანი“ ოსტატი
სიღნაღი სათემო კავშირი „ნუკრიანი“ თექის, ქვილთის ოსტატი
დედოფლისწყარო საინიციატივო ჯგუფი კოორდინატორი

48
სიღნაღი სამოქალაქო ინიციატივა გამგეობის თავმჯდომარე
სიღნაღი სამოქალაქო ინიციატივა წევრი
სიღნაღი სასპორტო სკოლა მდივანი
სიღნაღი სასპორტო სკოლა მენეჯერი
სიღნაღი სასპორტო სკოლა ფონდების მცველი
სიღნაღი საჯარო სკოლა პედაგოგი
დედოფლისწყარო სახელოსნო „ფესვები“ ხელმძღვანელი
დედოფლისწყარო სახელოსნო „ფესვები“ წევრი
დედოფლისწყარო სახელოსნო „ფესვები“ წევრი
დედოფლისწყარო სახელოსნო „ფესვები“ ვაშლოვანის დიზაინერი
დაცული ტერიოტრიები
სიღნაღი სიღნაღის საქ. ბიბლიოთეკა ბიბლიოთეკარი
სიღნაღი სიღნაღის საქ. ბიბლიოთეკა ბიბლიოთეკარი
სიღნაღი სიღნაღის საქ. ბიბლიოთეკა ბიბლიოთეკარი
სიღნაღი სიღნაღის ანსამბლი გომი კოორდინატორი
სიღნაღი სიღნაღის კულტურის ცენტრი ქორეოგრაფი
სიღნაღი სიღნაღის კულტურის ცენტრი გარდერობის გამგე
სიღნაღი სიღნაღის კულტურის ცენტრი ბუღალტერი
სიღნაღი სიღნაღის მრავალშვილიანთა და დირექტორი
უნარშეზღუდულ ბავშვთა კომიტეტი
სიღნაღი საქალაქო ბიბლიოთეკა მენეჯერი
სიღნაღი ფერმერ ქალთა ასოციაცია თავმჯდომარე
დედოფლისწყარო ქალები 21-ესაუკუნეში თავმჯდომარე
დედოფლისწყარო ს. ქვ. ქედის ბიბლიოთეკა ბიბლიოთეკარი
დედოფლისწყარო წ.წყაროს მუნიც. გამგ. განათლების სამსახურის უფროსი
კულტურის ძეგლთა დაცვის
სამსახური
სიღნაღი წნორის კულტურის სახლი ქორეოგრაფი
სიღნაღი წნორის კულტურის სახლი კოორდინატორი
დედოფლისწყარო ჰ. გონაშვილის სახელობის ქართული დირექტორი
გალობისა და ხალხური სიმღერები
სსკოლა
სიღნაღი სტუდენტი

 49
და ნ ა რ თ ი 2

ინტერვიუს სახელმძღვანელო

კულტურის სფეროს მართვის ფორმალიზებული პოლიტიკა

პირველი საკითხი, რომელზეც გვინდა ვისაუბროთ, არის კულტურის მიმართულებით
მიმდინარე, განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამები და სტრუქტურული ერთეულების
ფუნქციები.

1. თქვენი აზრით, რა არის თქვენი ორგანიზაციის ძირითადი დანიშნულება? რა
მიზანს ემსახურებით?

2. რომელ პროგრამებს ახორციელებს თქვენი ორგანიზაცია მიმდინარე წლის
განმავლობაში?

3. მივყვეთ ჩამონათვალს და დავახასიათოთ:

• რომელია აქედან შედარებით ახალი საქმიანობა?

• რომელია ამ ჩამონათვალიდან ერთჯერადი და მრავალჯერადი
(სისტემური) საქმიანობა?

• ამ აქტივობებიდან/პროგრამებიდან რომელს მიიჩნევთ უფრო
მნიშვნელოვნად და რატომ? თქვენი ნება რომ იყოს, კიდევ რა საქმიანობას
დაამატებდით?

4. თქვენი ნება რომ იყოს, რამეს ხომ არ ამოიღებდით ან დაამატებდით ამ
ჩამონათვალს? რატომ?

• რომ არ იყოს ეს პროგრამები, რა შეიცვლებოდა გარემოში?

• თქვენი აზრით, რა სარგებელს ქმნით ამ პროგრამებით? რა კავშირშია
თქვენი საქმიანობა სხვა მსგავსი ორგანიზაციების საქმიანობასთან
მუნიციპალიტეტის მასშტაბით?

პოლიტიკის ფორმირების პროცესი

აქტივობები

• როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმატებულად ხორციელდება ეს
პროგრამები/აქტივობები? რატომ ფიქრობთ ასე?

• რა არის ამ პროგრამების/საქმიანობების წარმატების საზომი? როგორ
იზომება/ თუ იზომება წარმატება? ვინ ზომავს? ვის წარუდგენთ ინფორმაციას?
თავად როგორ მონაწილეობთ ამ პროცესში?

• თუ არ გაქვთ, როგორ წარმოგიდგენიათ ეს საზომები

• რა ხდება ან მომხდარა იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობის განხორციელებისას

50
პრობლემა გექმნებათ? გაქვთ თუ არა შესაძლებლობა, რამე შეცვალოთ?
როგორ აუმჯობესებთ?

ბენეფიციარები

• ვინ არიან თქვენი სამიზნე ჯგუფები?

• როგორია თქვენი საქმიანობის წარმადობა (რამდენ ადამიანს ემსახურებით)
და როგორია ამ მიმართულებით დინამიკა? რას მიიჩნევთ ამ დინამიკის
მიზეზებად?

• როგორ აღრიცხავთ ბენეფიციართა რაოდენობას? აფასებთ კმაყოფილებას?
ახდენთ თუ არა რაიმე სახის ანგარიშგებას? ვის წინაშე? (აღწერეთ პროცესი)

საჭიროებები და პრიორიტეტები

• რა ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენიათ კლიენტებს თქვენი
ორგანიზაციის სერვისების გაუმჯობესება?

• რას აკეთებთ/უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია გათვა­
ლისწინებულ იქნეს სამომავლო გეგმებში?

პროგრამის დოკუმენტის შემუშავება

• ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, ასახულია თუ არა რაიმე დოკუმენტში? სად
შეიძლება ვნახოთ ეს დოკუმენტები?

• როგორ მიმდინაროებს მუშაობა პროგრამაზე — ძირითადი ეტაპები,
ეტაპების სირთულეები, გაუმჯობესების შესაძლებლობები

• გაქვთ თუ არა დამატებითი შემოსავალი? (წილი საერთო შემოსავლებში,
გაზრდის პერსპექტივები);

პარტნიორები

• ვინ არიან თქვენი ძირითადი პარტნიორები, რაში მდგომარეობს ეს
თანამშრომლობა?

• რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ, რომ ეს თანამშრომლობა უფრო
ეფექტიანი გახდეს?

სუსტი და ძლიერი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები

• როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ორგანიზაციის ძლიერი მხარე?

• როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ორგანიზაციის სუსტი მხარე?

• რა შესაძლებლობებს ხედავთ გარემოში თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის
შემდგომი გაუმჯობესებისათვის?

• რა საფრთხეებს ხედავთ გარემოში, რაც ამჟამად აფერხებს ან მომავალში
შეიძლება შეაფერხოს თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა?

 51
და ნ ა რ თ ი 3

კულტურის სერვისების შეფასების კითხვარი

გამოკითხვის შესახებ

თქვენ მონაწილეობთ მოსახლეობის გამოკითხვაში კულტურული სერვისების ხელ­
მისაწვდომობისა და ხარისხის შესახებ.

თქვენი პასუხები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თქვენს დასახლებაში კულტურის
პოლიტიკის დახასიათებას, ხარვეზების იდენტიფიცირებასა და ქმედითი ღონისძიებების
დაგეგმვას კულტურის სერვისებისა და პოლიტიკის გასაუმჯობესებლად.

პროექტი ხორციელდება „სათემო განვითარების ცენტრის“ მიერ ფონდის „ღია საზოგადო­ე­
ბა - საქართველო“ მხარდაჭერით.

კითხვარის შესახებ

თქვენ მიერ გაცემული პასუხები არ გასაჯაროვდება. კვლევა კონფიდენციალურია.
მნიშვნელოვანია, დაკვირვებით გასცეთ პასუხი ყველა შეკითხვას იმისათვის, რომ თქვენს
მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ რაც შეიძლება ზუსტად აღწეროს ვითარება.

ამ კითხვარის შესავსებად დაახლოებით 20 წუთი დაგჭირდებათ.

თუ კითხვები გაგიჩნდათ, ან დამატებითი ინფორმაციის მიღება გჭირდებათ კითხვარის
ან კვლევის შესახებ, დაგვიკავშირდით. საკონტაქტო პირი: თამარ ბრეგვაძე, ტელეფონი:
599515785

ჩვენ ვაფასებთ თქვენს მიერ დახარჯულ დროსა და ძალისხმევას და მადლობას გიხდით
კვლევაში მონაწილეობისათვის!

52
კულტურული რესურსები და სერვისები
ქვემოთ ჩამოთვლილია ძირითადი კულტურული რესურსები და სერვისები. გთხოვთ შეაფასოთ,
1. რამდენად ხელმისაწვდომია ეს სერვისები/რესურსები თქვენს დასახლებაში (თემში) და
სარგებლობთ თუ არა ამ სერვისებით/რესურსებით?
გთხოვთ, თითოეული რიგის გასწვრივ მონიშნოთ ერთი პასუხი.
ხელმისაწვდომია,
არ არის ხელმისაწვდომია
მაგრამ არ
ხელმისაწვდომი და ვსარგელობ
ვსარგებლობ
ა) მუზეუმების მომსახურება o1 o2 o3
ბ) ბიბლიოთეკების მომსახურება o1 o2 o3
გ) თეატრის მომსახურება o1 o2 o3
დ) კინოთეატრი o1 o2 o3
ე) კულტურის სახლების მომსახურება o1 o2 o3
წარმოდგენები და კონცერტები
საშემსრულებლო ხელოვნების
ვ)
ადგილობრივი წარმომადგენლების o1 o2 o3
მონაწილეობით
წარმოდგენები და კონცერტები სა­
შემ­სრულებლო ხელოვნების მოწვე­
ზ)
ული წარმომადგენლების მონა­წი­ o1 o2 o3
ლეობით
თ) კინოჩვენებები o1 o2 o3
ი) გამოფენები o1 o2 o3
საგანმანათლებლო/
კ) სარეკრეაციო კლუბები/წრეები o1 o2 o3
ზრდასრულთათვის
ღია საჯარო სივრცეები (თავშეყრის
ლ)
ადგილები) o1 o2 o3
გამწვანებული რეკრეაციული
მ) ზონები (კეთილმოწყობილი o1 o2 o3
პარკები, სკვერები)
დახურული საჯარო სივრცეები
ნ)
(დარბაზები) o1 o2 o3
ო) ინტერნეტი o1 o2 o3
პ) ადგილობრივი ტელემაუწყებლობა o1 o2 o3
ადგილობრივი
ჟ)
რადიომაუწყებლობა o1 o2 o3
რ) ადგილობრივი პრესა o1 o2 o3
ს) წიგნის მაღაზიები o1 o2 o3
ფესტივალები და სახალხო
ტ)
დღესასწაულები o1 o2 o3
სხვადასხვა სახის კულტურული
უ)
ღონისძიებები/შეხვედრები o1 o2 o3
ფ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბი
ზრდასრულთათვის o1 o2 o3

 53
2. მოცემული ფაქტორებიდან რომელი აფერხებს (თუ საერთოდ აფერხებს) ქვემოთ ჩამოთვლილი
სერვისების თქვენ მიერ გამოყენებას?

თითოეული რიგის გასწვრივ შეგიძლიათ მონიშნოთ რამდენიმე პასუხი

ობიექტი დაშორებულია
დროული ინფორმაცია
არაფერი მაფერხებს

ჩემი საცხოვრებელი
არ მაქვს საკმარისი/

არ შეესაბამება ჩემს

სხვა (ჩაწერეთ)
ჯანმრთელობა არ

სერვისის ხარისხი
მიწყობს ხელს

ადგილიდან

ინტერესებს
დაბალია
ა) მუზეუმების მომსახურება o0 o1 o2 o3 o4 o5
ბ) ბიბლიოთეკების მომსახურება o0 o1 o2 o3 o4 o5
გ) თეატრის მომსახურება o0 o1 o2 o3 o4 o5
დ) კინოთეატრი o0 o1 o2 o3 o4 o5
ე) კულტურის სახლების მომსახურება o0 o1 o2 o3 o4 o5
ვ) წარმოდგენები და კონცერტები
საშემსრულებლო ხელოვნების
ადგილობრივი წარმომადგენლების
მონაწილეობით o0 o1 o2 o3 o4 o5
ზ) o0 o1 o2 o3 o4 o5
თ) კინოჩვენებები o0 o1 o2 o3 o4 o5
ი) გამოფენები o0 o1 o2 o3 o4 o5
კ) საგანმანათლებლო/სარეკრეაციო
კლუბები/წრეები ზრდასრულთათვის o0 o1 o2 o3 o4 o5
ლ) ღია საჯარო სივრცეები (თავშეყრის ად­
გი­ლები) o0 o1 o2 o3 o4 o5
მ) გამწვანებული რეკრეაციული ზონები (კე­
თილმოწყობილი პარკები, სკვერები) o0 o1 o2 o3 o4 o5
ნ) დახურული საჯარო სივრცეები
(დარბაზები) o0 o1 o2 o3 o4 o5
ო) ინტერნეტი o0 o1 o2 o3 o4 o5
პ) ადგილობრივი ტელემაუწყებლობა o0 o1 o2 o3 o4 o5
ჟ) ადგილობრივი რადიომაუწყებლობა o0 o1 o2 o3 o4 o5
რ) ადგილობრივი პრესა o0 o1 o2 o3 o4 o5
ს) წიგნის მაღაზიები o0 o1 o2 o3 o4 o5
ტ) ფესტივალები და სახალხო დღესას­
წაულები o0 o1 o2 o3 o4 o5
უ) სხვადასხვა სახის კულტურული ღონის­
ძიებები/შეხვედრები o0 o1 o2 o3 o4 o5
ფ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი
კომპლექსები o0 o1 o2 o3 o4 o5

54
კულტურის სერვისების მნიშვნელოვნება

3. რამდენად მნიშვნელოვანია პირადად თქვენთვის ქვემოთ ჩამოთვლილი სერვისების/რესურსების
არსებობა
გთხოვთ, თითოეული რიგის გასწვრივ მონიშნოთ ერთი პასუხი.

არ არის მეტ-ნაკლებად ძალიან
მნიშნელოვანი მნიშვნელოვანია მნიშვნელოვანია

ა) მუზეუმების მომსახურება
o1 o2 o3
ბ) ბიბლიოთეკების მომსახურება o1 o2 o3
გ) თეატრის მომსახურება
o1 o2 o3
გ) კინოთეატრი o1 o2 o3
დ) კულტურის სახლების მომსახურება o1 o2 o3
ე) წარმოდგენები საშემსრულებლო ხელოვნების
ადგილობრივი წარმომადგენლების
მონაწილეობით o1 o2 o3
ვ) წარმოდგენები საშემსრულებლო ხელოვნების
მოწვეული წარმომადგენლების მონაწილეობით o1 o2 o3
ზ) კინოჩვენებები o1 o2 o3
თ) გამოფენები o1 o2 o3
ი) საგანმანათლებლო/სარეკრეაციო კლუბები/
წრეები ზრდასრულთათვის o1 o2 o3
კ) ღია საჯარო სივრცეები (თავშეყრის ადგილები) o1 o2 o3
ლ) გამწვანებული რეკრეაციული ზონები
(კეთილმოწყობილი პარკები, სკვერები) o1 o2 o3
მ) დახურული საჯარო სივრცეები (დარბაზები) o1 o2 o3
ნ) ინტერნეტი o1 o2 o3
ო) ადგილობრივი ტელემაუწყებლობა o1 o2 o3
პ) ადგილობრივი რადიომაუწყებლობა o1 o2 o3
ჟ) ადგილობრივი პრესა o1 o2 o3
რ) წიგნის მაღაზიები o1 o2 o3
ს) ფესტივალები და სახალხო დღესასწაულები o1 o2 o3
ტ) სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები/
შეხვედრები o1 o2 o3
უ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები o1 o2 o3

 55
4. რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით ქვემოთ მოცებულ დებულებებს კულტურის სერვისების დანიშნულების
შესახებ თქვენი ასაკობრივი ჯგუფისათვის
გთხოვთ, თითოეული რიგის გასწვრივ მონიშნოთ ერთი პასუხი.

საერთოდ მეტ-
არ სრულიად
არ ნაკლებად
ვეთანხმები
ვეთანხმები ვეთანხმები ვეთანხმები ვეთანხმები
კულტურის სერვისები ხელს
ა)
უწყობს განტვირთვას o1 o2 o3 o4 o5
კულტურის სერვისები ხელს
უწყობს მთელი სიცოცხლის
ბ)
მანძილზე სწავლის o1 o2 o3 o4 o5
პრინციპის განხორციელებას
კულტურის სერვისები ხელს
უწყობს თემში ადამიანებს
გ)
შორის ურთიერთობების o1 o2 o3 o4 o5
გაუმჯობესებას
კულტურის სერვისები ხელს
დ)
უწყობს თვითრეალიზაციას o1 o2 o3 o4 o5
კულტურის სერვისები ხელს
ე)
უწყობს თვითგამოხატვას o1 o2 o3 o4 o5

ზოგადი შეფასებები

5. როგორ შეაფასებდით თქვენი ასაკობრივი ჯგუფის დამოკიდებულებებს კულტურის სერვისების მიმართ
თქვენს დასახლებაში
გთხოვთ, თითოეული რიგის გასწვრივ მონიშნოთ ერთი პასუხი.

საერთოდ მეტ-
არ სრულიად
არ ნაკლებად
ვეთანხმები ვეთანხმები ვეთანხმები
ვეთანხმები ვეთანხმები
ა) თქვენი ასაკობრივი ჯგუფის
ადამიანების ინტერესი
კულტურის სერვისების o1 o2 o3 o4 o5
მიმართ
ბ) თქვენი ასაკობრივი
ჯგუფის კმაყოფილება
კულტურის სერვისების o1 o2 o3 o4 o5
მრავალფეროვნებით
გ) თქვენი ასაკობრივი ჯგუფის
კმაყოფილება კულტურის o1 o2 o3 o4 o5
სერვისების ხარისხით
დ) კულტურის სერვისების
მნიშვნელოვნება თქვენი o1 o2 o3 o4 o5
ასაკობრივი ჯგუფისათვის

6. თქვენი აზრით, როგორ შეიცვალა კულტურის სერვისების ხარისხი თქვენს დასახლებაში
ბოლო 5 წლის განმავლობაში?

გთხოვთ, მონიშნოთ ერთი პასუხი.

56
o1 საგრძნობლად გაუმჯობესდა

o2 გაუმჯობესდა

o3 არ შეცვლილა

o4 გაუარესდა

o5 საგრძნობლად გაუარესდა

o6 მიჭირს პასუხის გაცემა

7. თქვენი აზრით, როგორ შეიცვალა კულტურის სერვისების მრავალფეროვნება თქვენს
დასახლებაში ბოლო 5 წლის განმავლობაში
გთხოვთ, მონიშნოთ ერთი პასუხი.

o1 საგრძნობლად გაუმჯობესდა

o2 გაუმჯობესდა

o3 არ შეცვლილა

o4 გაუარესდა

o5 საგრძნობლად გაუარესდა

o6 მიჭირს პასუხის გაცემა

რა ტიპის სერვისების არსებობას ისურვებდით თქვენს დასახლებაში თქვენი ასაკობრივი
8.
ჯგუფისათვის?

ზოგადად, რა რეკომენდაციას გაუწევდით ადგილობრივ თვითმმართველობას კულტურის
9.
სერვისების გაუმჯობესების თვალსაზრისით თქვენი ასაკობრივი ჯგუფისათვის?

 57
თქვენს შესახებ

10. გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი სქესი.
გთხოვთ, მონიშნოთ ერთი პასუხი.

o1 ქალი o2 კაცი

11. რამდენი წლის ბრძანდებით?

გთხოვთ, გამოყოფილ გრაფაში ჩაწეროთ თქვენი ასაკი.

12. რომელია განათლების ყველაზე მაღალი საფეხური, რომელიც გაქვთ დასრულებული?

გთხოვთ, მონიშნოთ ერთი პასუხი.

o1 საშუალო განათლება

o2 საშუალო პროფესიული განათლება

o3 უმაღლესი პროფესიული განათლება

o4 ბაკალავრის ხარისხი

o5 მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი

o6 დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი

13. გთხოვთ მიუთითოთ, სად ცხოვრობთ? (ქალაქის, სოფლის, დაბის დასახელება)
--------------------------------------------------
14. რამდენი ხანია ცხოვრობთ ამ დასახლებაში ?

o1 ერთ წელზე ნაკლები

o2 1-3 წელი

o3 3 წელზე მეტი

15. რამხელაა თქვენი შინამეურნეობის თვიური შემოსავალი (შინამეურნეობაში იგულისხმება ადამიანები,
ვისთანაც ერთად ცხოვრობთ
გთხოვთ, გამოყოფილ გრაფაში ჩაწეროთ თვიური შემოსავალი ლარებში

58
გა მო ყ ე ნ ე ბ უ ლ ი წ ყარ ო ები:

Alter, Catherine, and Jerald Hage. 1993. Organizations WorkingTogether. Newbury Park, CA: Sage
Publications.

Axelrod, Robert. 1984. The Evolution of Cooperation. New York:Basic Books.

Deming, W. Edward. 1986. Out of the Crisis. Cambridge, MA:MIT.

Freeman, Robert Edward. 1984. Strategic Management: A StakeholderApproach. Boston, MA: Pitman
Publishing.

Provan, K. G., & Milward, H. B. (1999, August). DO NETWORKS REALLY WORK?: A FRAMEWORK
FOR EVALUATING PUBLIC-SECTOR ORGANIZATIONAL NETWORKS. In Academy of Management
Proceedings (Vol. 1999, No. 1, pp. A1-A6). Academy of Management.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (2016). კულტურის სტრატეგია
2025