You are on page 1of 3

თალესი (624-547

)

მილეტის ფიზიკის სკოლის ფუძემდებელი, ფიზიკისა და ფილოსოფიის
პირველი წარმომადგენელი, ინჟინერი ( მდ. ჰალისის კალაპოტის შემცვლელი ),
სახელმწიფო მოღვაწე ( რჩევა მილეტელებს არ წაყოლოდნენ მეფე კრეზისს
სპარსთა წინააღმდეგ ბრძოლაში ). გარდაიცვალა შეჯიბრების ყურებისას
სიცხითა და წყურვილისაგან.

იგი ცდილობს ახსნას სამყარუ, მაგრამ არა იმით თუ როგორ, როდის და
რისგან გაჩნდა იგი, არამედ თუ რისგან ჩნდება ახალი საგნები. თალესი ეზებს
საგნის ბუნებას-არსს,იმას რაც იქვემდებარებს ყოველ მოვლენას, თუ რა არის
ყოველი საგნის ძირი? იგი ამბობს: „საგნები ჩნდება იგისგან, რაც მასში
არის.“ მაგალითდ, კედელში არის აგურები, ე.ი. კედელი არის აგურების ჯამი,
ამ დებულებიდან კი გამომდინარეობს მეორე და მთავარი კითხვა თუ რა არის
ყველა საგანში? პასუხია „წყალი“, იგია ყველა საგნის არხე-მმართველი-
უფროსი, ის იქვემდებარებს ყოველ საგანს, იგია ყოველი მოვლენის ძირი-
პრედიკატი.

ყოველი საგანი წყლისგან ჩნდება და მასშივე გადადის, ყველა საგანი
შიგნიდან წყალია. ისეთ შეხედულებას, რომელიც ყოველივეში ერთ საწყისს
ეძებს მონიზმი ეწოდება. თალესის თეორემა გამომდინარეობს იქიდან,
რომყოველი ცოცხალის საზრდოს თესლი სველი ბუნებისა აქვს. მას შეეძლი
ეთქვა: „ გადაფხიკეთ ყველაფერი და იქ წყალს ნახავთ „ თალესს მიაჩნდა,
რომ წყალი თავისით გარედან უცხო ძალის გარეშე მოძრაობს-იცვლება, ე.ი.
წყალი არის ცოცხალი რამ არსება, ასეთ შეხედულებას კი ჰილოძოიზმი ქვია.

ანაქსიმანდრე (610-546)

მილეტის სკოლის წარმომადგენელი, თალესის მოწაფე, გამომგონებელი
( მიაწერენ გნომონის ანუ მზის საათის გამოგონებას ), პირველი დამხაზავი
მსოფლიო გეოგრაფიული რუკისა.

იგი უარყოფდა თალესის დებულებას, რომ თითქოს „ყველაფრის არხე
წყალია“, ის ამბობდა: „აი შეხედეთ სკინას ცეცხლს, მათსი არაფერია
წყლისა, არაფრისგან კი არაფერი არ წარმოიშობა“ ცეცხლი მშრალია და
ცხელი, წყალი კი სველი და ცივი, ე.ი. ისინი წინააღმდეგობრივნი არიან, ანუ
ერთი გამორიცხავს მეორეს, ამიტომ არცერთი სხვა განსაზღვრული ნივთიერება
არ გამოდგება არხედ.
ანაქსიმანდრე ფიქრობდა, რომ ყოველი მატერიის პრინციპი უნდა
ყოფილიყო სივრცეში უდროო განუსაზღვრელი(აპეირონი), ძალით
უსაზღვრო, უდასაწყისო საწყისი, მისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი ყოველი
და მასში უნდა არსებულიყო, როგორც ადგილში მდებარე საგანი, მაგალითად:
ოთახში მაგიდა. ის ფიქრობდა, რომ აპეირონში არის წონასწორობის
პრინციპით ყოველი წინააღმდეგობრივი საგნის ბუნება, რომელნიც
წონასწორობიდან გამოგდინარე აბათილებენ ყოველგვარ
წინააღმდეგობას. მისი აზრით საგანთა ბუნებანი ჩნდებიან მაშინ, როცა
აპეირონში ირღვევა წონასწორობა „მეტიჩრული“ „ნახევრად მექანიკური“
მოძრაობა-გამოყოფის გზით(საცერის მსგავსი ქანაობით). ამ
ინდივიდუალურ მოძრაობას ანაქსიმანდრემ უსამართლობა უწოდა, რადგან
ერთის გამოყოფა-დაბადება მეორე ბუნებაზე მეტობა და მისი შეზღუდვაა,
სამართლიანობა კი ღდგება მაშინ, როცა გამოყოფილნი იღუპებიან და უკანვე
აპეირონში ბრუნდებიან(მაგ: ზაფხულის დასჯა ზამდარია და პირიქით), მისი
აზრით არამარტო ბუნებანი ისჯებიან გამოყოფის გამო, არამედ თვით აპეირონიც
, რამეთუ მან დაუშვა ეს მოძრაობა, მისი სასჯელი კი მარადიულად ახალი
ბუნებების წრიულ წარმოქმნაშია.

ანაქსიმანდრეც ჰილოძოისტია.

ანაქსიმენი (585-528)

ანაქსიმანდრეს მოწაფე. იგი იზიარებს მასწავლებლის დებულებას, რომ
საგანთა დასაბამს არ უნდა ქონდეს არცერთი გასაზღვრული ნივთიერების სახე,
იგი უნდა იყოს განუსაზღვრელი. თუმცა მისი თეორიის მიხედვით საგნის გაჩენა
არაა გამოყოფა, რადგან „გამოიყოფა ის რაც უკვე არსებობს“ აქედან
გამოგდინარე საგანთა არხედ იგი თვლიდა ჰაერს, რამეთუ ჰაერში საგნის
განსაზღვრული თვისებანი არაა, მას არ აქვს ფერი, გემო, სუნი, სიმაგრე, იგი
თითქმის უსახოა, ის უსაზღვროა მოცულობითაც.

ანაქსიმენის აზრით საგანი და საგნის თვისებანი ჩნდება ერთად მათში
არსებული ჰაერის რაოდენობასთან ერთად გასქელება-გათხელების გზით,
რასაც ჰაერის დაუსაბამო-დაუსრულებელი მოძრაობა განაპირობებს.

მსოფლიო ჰაერი არის მსოფლიო სული, როგორც ადამიანის, სამყარო
ადამიანივით სუნთქვს, ჰაერია მსოფლიო კოსმოსი-მთლიანობა-მომწყობი.
სიტყვა კოსმოსი პირველად ანაქსიმენმა გამოიყენა.

ანაქსიმენიც ჰილოძოისტია.