სასოფლო-სამეურნეო

კოოპერატივის შესახებ
კანონის კომენტარები

წინამდებარე პუბლიკაცია შეიქმნა ევროკავშირის დახმარებით, ენპარდის პროგრამის „სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გაძლიერების პროექტის“ (EuropeAid/136454/
DH/ SER/GE) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ევოლუქსერი. პუბლიკაციის შინაარსზე
პასუხისმგებელია ევოლუქსერი და მისი შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.

The publication (Comments of the Law on Agriculutural Cooperatives) has been produced with the assistance
of the European Union in the framework of the EU ENPARD funded project “Capacity Building to the Agriculture
Cooperatives Development Agency” (EuropeAid/136454/DH/ SER/GE) implemented by EVOLUXER S.L.
International Consulting. Its contents are the sole responsibility of EVOLUXER S.L. and can in no way be
taken to reflect the views of the European Union.

ყველა უფლება დაცულია. სახელმძღვანელოს არც ერთი ნაწილი (ტექსტი, ილუსტრაცია თუ სხვა)
არანაირი ფორმით და საშუალებით (ელექტრონული თუ მექანიკური) არ შეიძლება გამოყენებული
იქნას გამომცემლის და შემდგენელის ნებართვის გარეშე.

ავტორები: ალექსანდრე სვანიშვილი (სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი),
მამუკა მათიაშვილი (სამართლის დოქტორი), გიორგი დანგაძე.
სახელმძღვანელოზე მუშაობდნენ: გიორგი მიშელაძე, დავით მამუკელაშვილი, ლალი ჩხეიძე
რედაქტორები: კონსტანტინე კობახიძე, მაია ნებიერიძე

პირველი გამოცემა: აპრილი, 2017

ევროკავშირი
საქართველოსთვის
The European Union for Georgia

თბილისი, 2017
შინაარსი

შესავალი..................................................................................................... 4

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს
კანონის კომენტარები ................................. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 7

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო.............. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 7
მუხლი 2. კანონის მიზანი................................ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 9
მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება. ............................................10
მუხლი 4. საქართველოს კანონმდებლობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ. . . . . . .19
მუხლი 5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპები. ...............20
მუხლი 6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის სფეროები. .......... . . . . . . . . . . ........23
მუხლი 7. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვება და შეწყვეტა. ..................24

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის 8-13 მუხლის კომენტარები. . . . . . . 32
მუხლი 8. სააგენტო...................................... . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 32
მუხლი 9. სააგენტოს ხელმძღვანელობა............... . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 40
მუხლი 10. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება. .......................... . . . . . . . . ..........42
მუხლი 101. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრი. .................................55
მუხლი 11. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები. ................... . . . . . . . ..................58
მუხლი 12. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის შეწყვეტა. .............. . . . . . . . . . ........60
მუხლი 13. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონება. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 67

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-131,
მე-132, მე-133, მე-134, მე-14, მე-15 და მე-16 მუხლების კომენტარები. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 70
მუხლი 131. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა შენატანები. ............... . . . . . . . . . . .....70
მუხლი 132. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა უფლებები და მოვალეობები. ...........77
მუხლი 133. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგების განაწილება. .............................82
მუხლი 134. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობასთან დაკავშირებული
დამატებითი პირობები................................... . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 85
მუხლი 14. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო ხელშეწყობა. .....................87
მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი................ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 90
მუხლი 16. დასკვნითი დებულებანი.................... . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 91
მამუკა მათიაშვილი
სამართლის დოქტორი
(შესავალი და 1-7 მუხლების კომენტარი)

შესავალი
სოფლის მეურნეობა ეკონომიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია და ის უდიდეს როლს
თამაშობს მთლიანი ეროვნული პროდუქტის ფორმირებაში. სოფლის მეურნეობა
ასევე მნიშვნელოვანია სურსათის უსაფრთხოების, სოფლად სამუშაო ადგილების
შექმნისა და საყოველთაო კეთილდღეობის თვალსაზრისითაც.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ საკუთარ სოფ­ლის
მეურნეობის სექტორს. არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს გლობალურ
განვითარებაზე და იგნორირებას უკეთებს სოფლის მეურნეობის განვითარებას.
მაღალი დონის სოფლის მეურნეობა პირდაპირაა დაკავშირებული სახელმწიფო
პოლიტიკასთან და შესაბამის გარემოსთან. მსოფლიოს წამყვანი განვითარებული
4 სახელმწიფოები კარგად აცნობიერებენ, რომ სურსათის უსაფრთხოება, ადგილობრივ
ბაზარზე დომინირება და ექსპორტის პოზიციების გაძლიერება უმნიშვნელოვანესია
და აუცილებელია იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა იყოს კონკურენტუნარიანი.
Sesavali

სოფლის მეურნეობის სექტორის მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ ევრო­
კავშირის წლიური ბიუჯეტის თითქმის ნახევარი (დაახლოებით 50 მილიარდი ევრო)
იხარჯება ფერმერობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. აღნიშნული დახ­
მარების საბოლოო მიზანს წარმოადგენს, რეგიონებიდან მოსახლეობის მიგ­რაციის
შეწყვეტა, სოფლად ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესება და მისი დაახლოება
ურბანული დასახლებების დონესთან.

სოფლის მეურნეობის განვითარება შესაძლებელია მაშინ, როდესაც სხვადასხვა
პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები სათანადოდ არის
გათვალისწინებული და დაგეგმილი. წამყვანი ქვეყნების გამოცდილებიდან
გამომდინარე, ფერმერული ასოციაციები და კოოპერატივები თამაშობენ წამყვან
როლს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ევროკავშირის ქვეყნებმა გააცნობიერეს,
რომ ძლიერი, კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის ფორმირება შესაძლებელია
მხოლოდ ფერმერების მიერ ერთობლივი ძალისხმევითა და საქმიანობებით.
ეს კი განაპირობებს სამუშაო ადგილების გაჩენას, ეკონომიკური პირობების
გაუმჯობესებას, შიდა მიგრაციის პრევენციასა და ეკონომიკური ბალანსის მიღწევას
სოფელსა და ურბანულ დასახლებებს შორის. ევროკავშირის კანონმდებლობა ხელს
უწყობს ე.წ. ფერმერთა ჯგუფების (კოოპერატივების) ფორმირებას, რომელთათვისაც
აწესებს დახმარებისა და პრივილეგიების სრულ პაკეტს. უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს
ფერმერული გაერთიანებები, როგორც წესი, წარმოადგენენ იურიდიულ ერთეულებს
კოოპერატივების ფორმით და მიზნად ისახავენ მათი წევრებისათვის შემოსავლების
გაზრდას და მათი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ინტერესების დაკ­მა­
ყოფილებას.

საქართველოს სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემების დაძლევა შესაძ­
ლებელია სწორი პოლიტიკითა და ცოდნით, სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვი­
თარების გზით. ხოლო, სექტორის განვითარება კი შეუძლებელია მონაწილე პირთა
გამსხვილებისა და თანამშრომლობის გარეშე. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფორმირება დიდად შეუწყობს ხელს
მოშლილი სოფლის მეურნეობის აღდგენას და განვითარებას საქართველოში.

მიმზიდველი საგადასახადო გარემო, მიწის კადასტრი, კოოპერატივების რეგის­
ტრაციის, დაფუძნებისა და ოპერირების, აგრეთვე სახელმწიფო მხარდაჭერის ზომები
და საგადასახადო შეღავათები, სწორედ ესაა ის ძირითადი კრიტერიუმები რაც
ძირითადად განაპირობებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბების
სტიმულირებას და შემდეგ კი მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდის ეფექტს.
5
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი ერთ-ერთი
პირველია ნორმატიული აქტია, რომელმაც მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა საქარ­
თველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას და რომლითაც ერთის მხრივ მოხდა

Sesavali
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შექმნისა და ფუნქციონირების ორგანიზაციული
ნორმების დადგენა, ხოლო მეორეს მხრივ - განხორციელდა კოოპერატივის შიდა
საწარმოო ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი წესების განსაზღვრა, რაც
არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომლის საშუალებით შესა­ძლებელია კოოპე­
რატივმა შეინარჩუნოს მისი ძირითადი არსი, რაც მას დიამეტრალურად განასხვავებს
მოგებაზე ორიენტირებული სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებისგან
(შპს, სააქციო საზოგადოება და სხვა): კოოპერატივის არსებობის მიზანშეწონილობის
განმსაზღვრელი ძირითად ფაქტორს წარმოადგენს არა საპაიო ფონდში შეტანილი
მატერიალური სახსრებით დივიდენდების მიღების პერსპექტივა, არამედ მისი
წევრების შრომითი რესურსების უკუგების მაღალი ხარისხი.

აღნიშნული კანონით შეიქმნა ნორმატიულ-საკანონმდებლო ბაზა, სადაც ისეთი ელე­
მენტების შემოტანით, როგორიცაა: ეკონომიკური მონაწილეობა, სავალდებულო
საპაიო შენატანი, დამატებითი საპაიო შენატანი, კოოპერატივის ასოცირებული წევრი
და სხვა, კოოპერატივები ახდენენ შიდა საწარმოო ურთიერთობების რეგულირებას იმ
მთავარი მიზნით, რომ ამ ურთიერთობებში განმსაზღვრელი იყოს შრომითი რესურსის
ფაქტორი და მასზე მატერიალურმა კაპიტალმა არ მოახდინოს დომინანტური
ზეგავლენა. კანონის, მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტებისა და მათ მიერ
დაწესებული ნორმების სწორი აღქმა, მნიშვნელოვნად დაეხმარება კოოპერატივის
დაფუძნების მსურველებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დაფუძნებაში და
შემდგომ საქმიანობაში.
სწორედ ამიტომ, აღნიშნული კომენტარები მომზადდა, უპირატესად, დაინტერესებული
პირებისთვის, ვისაც სურს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დაფუძნება და საქ­
მიანობა. სახელმძღვანელო გათვლილია მკითხველთა ფართო წრისთვის და, ვფი­
ქრობთ, რომ მისი გამოყენება მნიშვნელოვნად გაამარტივებს კანონმდებლობით
გაწერილი ნორმების აღქმასა და პრაქტიკაში დანერგვას.
სახელმძღვანელოში განხილულია კანონი და წესდება.

კომენტარების მარტივად გაგების თვალსაზრისით, გარკვეულ ინფორმაციას მოგა­
წვდით სახელმძღვანელოს ზოგად სტრუქტურაზე. კერძოდ, სახელმძღვანელოში
კანონის ორიგინალი ტექსტი (კანონის შესაბამისი მუხლი) მოყვანილია შედარებით
წვრილი შრიფტით, ხოლო ამ მუხლის შესაბამისი კომენტარი კი წარმოდგენილია
უფრო მოზრდილი შრიფტით.

საყურადღებო ადგილები გამუქებული ან ხაზგასმულია, ხოლო დამატებითი ინფორ­
მაცია მოწოდებულია გვერდის ძირზე განხორციელებული შესაბამისი მინიშნებით
(და­ნომრილი სქოლიოთი).
6  
Sesavali
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის“
შესახებ საქართველოს კანონის
კომენტარები
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
კანონის ტექსტი:
1. ეს კანონი არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფუნქციო­ნი­რე­
ბასთან, სახელმწიფო ხელშეწყობასთან, მათი საქმიანობის მონიტორინგთან, სა­სოფ­
ლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებასთან და შეწყვეტასთან და­კავ­
შირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან დაკავშირებული სამართლებრივი
ურთი­ერ­ თობები რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და
საქარ­­თველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, თუ ამ კანონით
სხვა რამ არ არის დადგენილი.

კომენტარი:
1. როგორც წესი კანონის რეგულირების სფერო იმ ურთიერთობების ერთობლი­ 7
ობაა, რომელთა მოწესრიგებაც კონკრეტული კანონის გაცხადებულ მიზანს წარ­
მო­ად
­ გენს. კანონი არის სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს

კომენტარები
(პარლამენტის) მიერ განსაკუთრებულად დადგენილი წესით მიღებული აქტი (წესე­

კანონის
ბის ერთობლიობა), რომელიც აწესრიგებს რაიმე კონკრეტულ დარგთან, სფეროსთან
ან/და საკითხთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ურთიერთობებს.

ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“
საქართველოს კანონი აწესრიგებს ისეთ ურთიერთობებს როგორებიცაა:

• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დაფუძნება და შესაბამისი სასოფლო-სა­
მეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვება, შეჩერება და შეწყვეტა1;
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ განხორციელებული საქმიანობა2
კერძოდ ისეთის სახის საქმიანობები, რომელთა განხორციელებაც არ არის
აკრძალული და შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ;
• სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის მონი­
ტორინგის განხორციელება3, რომლის ძირითადი ფუნქცია იმის შემოწმებაა, თუ
რამ­დენად კანონიერადაა (სწორედაა) დაფუძნებული, რამდენად სწორედაა სტა­
ტუსი მინიჭებული და პასუხობს თუა არა კოოპერატივის მიერ განხორციელებული
საქმიანობა, კანონით დადგენილ ნორმებს.
• სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა სახის ხელშეწყობის ზომები.

1. იხილეთ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის კომენტარი.
2. იხილეთ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-5 და მე-6 მუხლების
კომენტარები.
3. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის კომენტარი.
2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან არსებული ურთიერთობების მოწესრი­
გების კუთხით უპირატესი ძალა აქვს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესა­
ხებ“ საქართველოს კანონს4. ზოგადი დებულებები, რაც საერთოა ყველა სახის
კოოპე­რატივისა და იურიდიული პირისთვის, წესრიგდება „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონით თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
შემდგომ ტექსტში გავამახვილებთ ამ საკითხზე ყურადღებას, ახლა კი მაგალითის
სახით შევეხებით. კერძოდ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ყველა
სახის კოოპერატივისთვის ადგენს რომ შესაძლებელია წესდებით განისაზღვროს
მეპაიი­სა­თ­ვის ერთზე მეტი ხმის მინიჭების უფლება. ხოლო, „სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი კი სასოფლო-სამეურნეო კოოპერა­
ტი­­ვებისათვის ასეთ შესაძლებლობას გამორიცხავს და დემოკრატიულობის პრინ­
ციპიდან გამომდინარე ადგენს, რომ ერთი მეპაიე სარგებლობს ერთი ხმის
უფლებით. ამ შემთხვევაში, როგორც უფრო გვიან მიღებულ და სპეციალურ კანონს,
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონს უპირატესი
მოქმედების ძალა აქვს. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული გამეორების ან მსგავსი
რეგულირების არსებობის პირობებში, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესა­
8 ხებ“ საქართველოს კანონს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა სხვა დანარჩენ
საკანონმდებლო აქტებთან5 მიმართებაში. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან
დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები წესრიგდება უპირატესად „სასოფ­
ლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით.
კომენტარები
კანონის

მნიშვნელოვანია „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს
საგადასახადო კოდექსი6, რომელთა შესაბამისად სახელმწიფო უზრუნველყოფს
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშემწყობი ზომების განხორციელებას
მათთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების საშუალებით. სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის სტატუსის მქონე კოოპერატივი, ერთადერთი სამეწარმეო იურიდიული
პირია, რომელსაც აქვს გრანტის მიღების უფლება, ყოველგვარი დაბეგვრის გარეშე.
რა თქმა უნდა ესეც სახელმწიფო ხელშეწყობის ზომაა7.

4. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანაბარი ძალის მქონე ნორმატიულ
აქტებში წინააღმდეგობის წარმოშობის შემთხვევაში, მოქმედებს სპეციალური კანონით დადგენილი ნორმები.
რადგანაც, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი სპეციალური კანონია სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივებისათვის, რაიმე წინააღმდეგობის შემთხვევაში იმოქმედებს მის მიერ დაწესებული
ნორმები.
5. აქ იგულისხმება მხოლოდ სხვა ჩვეულებრივ (ორდინალურ) კანონებთან მიმართება და არ შეეხება კონსტიტუციასა
და ორგანულ კანონს.
6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლი პირველი ნაწილის „ბ1“და „ვ1“ ქვეპუნქტები.
7. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივი ერთადერთი სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირია, რომელსაც შეუძლია გრანტის მიღება.
მუხლი 2. კანონის მიზანი
კანონის ტექსტი:
ამ კანონის მიზანია:
ა) საკომლო (საოჯახო) მეურნეობების განვითარება, მათი კოოპერირება და სიცოც­
ხლისუნარიანობის გაძლიერება;
ბ) სოფლისა და სოფლის მეურნეობის აღორძინების ხელშეწყობა;
გ) სოფლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა;
დ) სოფლად სიღარიბის აღმოფხვრა;
ე) სოფლიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება;
ვ) სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობის გაზრდა, კონკურენ­ტუნა­
რიანობის გაუმჯობესება და რენტაბელობის ამაღლება, ეროვნული ეკონომიკის
განვითარება;
ზ) ბიოლოგიური მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა8.

კომენტარი:
მე-2 მუხლი შედგება ერთი პუნქტისა და მასში შემავალი 7 ქვეპუნქტისგან9. ზოგადად
ნებისმიერი კანონის მიზანი არის ის საბოლოო შედეგი, რომლის მიღებაც იგეგმება
ამ კონკრეტული კანონის ამოქმედების შემდეგ. როგორც წესი, კანონის მიზნები და 9
ამ მიზნების განხორციელებისათვის არსებული მექანიზმები უნდა შეესაბამებოდეს
ერთმანეთს, რათა რეალურად შესაძლებელი გახდეს კანონით დასახული მიზნების

კომენტარები
მიღწევა და შესაბამისი შედეგების მიღება.

კანონის
ამ კანონის შემთხვევაში, კანონის პირველადი მიზანია „სოფლისა და სოფ­ლის
მეურნეობის აღორძინების ხელშეწყობა“, რაც უწინარესად უნდა განხორ­ციელდეს
საოჯახო მეურნეობების საქმიანობის გამსხვილებით, მათი ურთიერთთანამ­შრო­მლო­
ბისა და კოოპერირების (სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანების)
საშუალებით. სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირების კოოპერატივებში გაერ­
თიანებისა და მათ მიერ ერთობლივი და ორგანიზებული საქმიანობის წარმოების
ძირითადი მიზანია, თითოეული მეპაიის (მონაწილე პირის, წევრის) გაძლიერება,
რაც თავის მხრივ განპირობებულია სასოფლო სამეურნეო პროდუქტიულობისა და
რენტაბელობის ზრდით და საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს კოოპერატივის წევრების
მიერ მეტი შემოსავლების მიღებას. აღნიშნული კი გვაახლოებს უფრო გლობალურ
მიზანს და იძლევა მეორად შედეგს. კერძოდ, განაპირობებს ეროვნული ეკონომიკის
ზრდას, სოფლად სიღარიბის შემცირებას, სოფლის სოციალურ-ეკონომიკურ
განვითარებასა და სხვა. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ასევე დადებითად აისახება
სოფლიდან მიგრაციული პროცესებზეც.

8. ბიოლოგიური მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება ბუნებრივთან მიახლო­
ებული გზით, ქიმიური მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სასუქების გამოყენების გარეშე. „სურსათის
უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის
შესაბამისად განმარტებულია როგორც „მეურნეობის მართვის ერთიანი სისტემა წარმოების ისეთი მეთოდების
გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნებისა და ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას,
გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, შეესაბამება ბიოწარმოების წესით დადგენილ
მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავების, შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების, ეტიკეტირების/ნიშანდების,
დისტრიბუციისა და რეალიზაციის ეტაპებზე და ეს შესაბამისობა დადასტურებულია შესაბამისობის სერტიფიკატით.
მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
კანონის ტექსტი:
ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა ‒ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა­
ზე ან მიწასთან დაკავშირებულ ქონებაზე განხორციელებული ყველა სახის სამეურ­
ნეო საქმიანობა და მასთან დაკავშირებული მომსახურება, რომლებიც მოიცავს
მცენარეული და ცხოველური (მათ შორის, ფრინველის, თევზის, აბრეშუმის ჭიის,
ფუტკრის და სხვა) პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებას, დაფასოებას, შეფუთვას,
შენახვას, გადაზიდვასა და რეალიზაციას;
ბ) მიწასთან დაკავშირებული ქონება ‒ უძრავი და მოძრავი ქონება, რომელიც გამო­
იყე­ნება მცენარეული და ცხოველური (მათ შორის, ფრინველის, თევზის, აბრეშუმის
ჭიის, ფუტკრის და სხვა) პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დაფასოების,
შეფუთვის, შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციისათვის;
გ) სოფლის მეურნეობის პროდუქტი ‒ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად
მიღებული პროდუქტი;
დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ‒ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანო­
10 ნის შესაბამისად, კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო
სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო
საქმი­ანობას და რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს სასოფლო-
კომენტარები

სამეურ­ნეო კოოპერატივის სტატუსი;
კანონის

ე) ეკონომიკური მონაწილეობა ‒ სასაქონლო ბრუნვაში მეპაიის მიერ სასოფლო-
სამე­ურნეო საქმიანობის ფარგლებში წარმოებული/მიწოდებული სასოფლო-სამეუ­
რნეო პროდუქციის ან/და გაწეული მომსახურების ღირებულების ხვედრითი წილი;
ე1) პაი ‒ საპაიო ფონდში განხორციელებული საპაიო შენატანი, დამატებითი საპაიო
შენატანი და ასოცირებული წევრის შენატანი;
ვ) საპაიო შენატანი ‒ საპაიო ფონდში მეპაიის მიერ ფულით ან/და ფულად ღირე­ბუ­
ლებაში გამოხატული ქონებით განხორციელებული სავალდებულო შენატანი;
ვ1) დამატებითი საპაიო შენატანი ‒ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საჭირო­
ებ­იდან გამომდინარე, საპაიო ფონდში მეპაიის სურვილით, ფულით ან/და ფულად
ღირებულებაში გამოხატული ქონებით განხორციელებული დამატებითი შენატანი,
რომელიც მეპაიეს აძლევს ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან
გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით დამატებითი დივი­
დენდის მიღების უფლებას;
ვ2) მეპაიე ‒ პირი, რომელიც იზიარებს შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კოოპე­რა­
ტივის საქმიანობის პრინციპებს, უშუალოდ მონაწილეობს მის სასოფლო-სამეურნეო
საქმიანობაში და ფლობს საპაიო შენატანს;
ვ3) ასოცირებული წევრი ‒ პირი, რომელიც იზიარებს შესაბამისი სასოფლო-სამეურ­
ნეო კოოპერატივის საქმიანობის პრინციპებს და რომელიც შეიძლება უშუალოდ არ
მონა­წი­­ლეობდეს მის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, მაგრამ საპაიო ფონდში
განხორციელებული აქვს ასოცირებული წევრის შენატანი;
ვ4) ასოცირებული წევრის შენატანი ‒ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საჭირო­
ებ­იდან გამომდინარე, საპაიო ფონდში ასოცირებული წევრის მიერ ფულით ან ფულად
ღირებულებაში გამოხატული ქონებით განხორციელებული შენატანი, რომლის საფუ­
ძვ­ე­­ლზედაც ასოცირებული წევრი იღებს დივიდენდს ამ კანონითა და სასოფლო-
სამე­უ­რნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირო­
ბებით;
ვ5) საერთო კრება ‒ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მმართველობის უმაღლესი
ორგანო;
ვ6) სათათბირო ხმა ‒ ასოცირებული წევრის უფლება, მონაწილეობა მიიღოს საერთო
კრების დღის წესრიგის განსაზღვრაში და შესაბამისი საკითხების განხილვაში. გადაწ­
ყვე­ტილების მიღებისას სათათბირო ხმა არ ჩაითვლება მეპაიეთა ხმების საერთო
რაოდენობაში;
ზ) დემოკრატიული მართვა ‒ მეპაიეთა თანაბარი შესაძლებლობა, მართონ სასოფ­
ლო-სამეურნეო კოოპერატივი და აკონტროლონ მისი საქმიანობა, რისთვისაც თითო­
ეული მეპაიე საერთო კრებაზე 1 ხმის უფლებით სარგებლობს; 11
თ) ბიოლოგიური მეურნეობა ‒ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მოწეს­რიგე­ბული
სის­ტემა, რომელიც ცოცხალი ორგანიზმებისა და გარემოს ისეთ ურთიე­რთდა­მოკ­ი­დე­

კომენტარები
ბულებას უწყობს ხელს, რომლის დროსაც შენარჩუნებულია ბუნებრივი წონასწორობა.

კანონის
ი) კოოპერაციული შემოსავალი ‒ მეპაიის შემოსავლის ნაწილი, რომელსაც იგი იღებს
სამეურნეო წლის განმავლობაში თავისი ეკონომიკური მონაწილეობის პროპორ­
ციულად, საერთო კრების მიერ დადგენილი წესით;
კ) სასაქონლო ბრუნვა ‒ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ შესაბამის საან­
გარიშო პერიოდში წარმოებული/მიღებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და
გაწეული/მიღებული მომსახურების ღირებულებათა ჯამი;
ლ) სავალდებულო სარეზერვო ფონდი ‒ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში
აკუმუ­ლი­რებული თანხა, რომელიც გამოიყენება გაუთვალისწინებელი გარემოების
დად­გო­მისას, საერთო კრების გადაწყვეტილებით;
მ) საპაიო ფონდი ‒ პაის ფულად ერთეულში გამოხატული ჯამური ღირებულება,
რომლის ოდენობასა და განკარგვის წესს განსაზღვრავს საერთო კრება;
ნ) სავალდებულო საპაიო შენატანი ‒ საპაიო ფონდში მეპაიის მიერ განსახორციელე­
ბელი აუცილებელი შენატანი, რომელიც მას მისცემს სასოფლო-სამეურნეო კოოპე­
რატივის საქმიანობაში მონაწილეობისა და კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდის
მიღების უფლებას, აგრეთვე საერთო კრებაზე ხმის უფლებას;
ო) მინიმალური პაი ‒ საპაიო ფონდში განხორციელებული საპაიო შენატანის მინიმა­
ლური ზღვარი, რომელსაც ადგენს საერთო კრება.
კომენტარი:
მე-3 მუხლი შედგება ერთი პუნქტისგან რომელიც მასში გაერთიანებული 21 ქვეპუნ­
ქტით განმარტავს კანონში გამოყენებულ და უპირატესი მნიშვნელობის მქონე ტერ­
მინებს. კერძოდ, მუხლი განმარტავს კანონში გამოყენებულ იმ ტერმინს, რომელთა
განმარტებაც კანონმდებელმა უფრო მნიშვნელოვნად და აუცილებლად ჩათვალა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყოველი კანონი აწესრიგებს უმნიშვნელოვანეს სფეროს
და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ურთიერთობებს. ამ რეგულირების პროცესში
იმისათვის, რომ ცხადი იყოს კანონის მიზნებისათვის გამოყენებული საკითხების
მნიშვნელობა, აუცილებელია, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ როგორც ტერმინები,
რომელ­თაც კანონის მთელ ტექსტში, ყველგან ექნება ერთნაირი მნიშვნელობა. კანო­
ნში გამოყენებული ტერმინების განმარტების მიზანია განსაზღვროს და დაადგი­ნოს,
თუ კონკრეტული გამოყენებული სიტყვის (ტერმინის) უკან რას გულისხმობს კანონ­
მდებელი10. ერთ კანონში განმარტებული სიტყვა ან სიტყვათა წყობა მეორე კანონ­ში
შიძლება სხვანაირი მნიშვნელობით გამოიყენებოდეს, ამიტომ აუცილებელია ვიცო­
დეთ, რომ ტერმინი კონკრეტულ კანონში გამოიყენება იმ მნიშვნელობით, როგო­რი­
12 ცაა განმარტებული მასში.

გავარჩიოთ კანონის მე-3 მუხლში განმარტებული ტერმინები:
• სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა:
კომენტარები

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, როგორც ტერმინი განმარტებულია საქართვე­
კანონის

ლოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 61 ნაწილით, რომლის შესაბამისად ის
მოიცავს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების პირველად მიწოდებას და
არ მოიცავს, შენახვას, გადამუშავებასა და ტრანსპორტირებას. „სასოფლო-სამე­ურ­
ნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი აფართოებს საგა­
და­­სახადო კოდექსით დაწესებულ განმარტებას და სასოფლო-სამეურნეო საქმი­ან­­­
ო­­ბას განმარტავს როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა­ზე ან მი­
წა­სთ­ ან დაკავშირებულ ქონებაზე განხორციელებულ ყველა სახის სამე­ურ­ნეო
საქ­მიანო­ბას და მასთან დაკავშირებულ მომსახურებას, რომელიც მოი­ცავს მცე­
ნარეული და ცხოველური პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებას, დაფა­სოე­
ბას, შეფუთვას, შე­ნა­ხვას, გადაზიდვასა და რეალიზაციას.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა კი განმარტებულია „სასოფლო-სამეურ­
ნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ საქართველოს კანონით და ძირითადად გულის­
ხმობს „საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად რეგისტრირებულ
მიწას, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის
წარმოებისათვის ‒ მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ
გარეშე.“

10. კანონის მიმღები.
„სასოფლო-სამურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განმარტება პირველად წარმოებასთან (ნაყოფის
მიღების მომენტი) ერთად, დამატებით მოიცავს ტრანსპორტირებას, შენახვასა და
გადა­მუშავებას. მნიშვნელოვანია, რომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმო­­
ება მთავარი წინაპირობაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭე­
ბისა­თვის, თუმცა აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ტერმინის განსხვავებული
განმა­რტებები, ასევე განაპირობებს გადასახადებით დაბეგვრის განსხვავებულობას
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ტიპის მიხედვით.

მაგალითად, თუ კოოპერატივი აწარმოებს პირველად სასოფლო-სამეურნეო პრო­
დუ­ქციას, მასზე მოქმედებს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი, ხოლო თუ მას აქვს
შე­ნახვა და გადამუშავება, მაშინ ის იბეგრება განსხვავებული რეჟიმით.

• მიწასთან დაკავშირებული ქონება:
აღნიშნული ტერმინი გარკვეულწილად შეესატყვისება საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარმოდგენილ „მიწის ნაკვეთის არსებითი
შემადგენელი ნაწილის“ განმარტებას11. მიუხედავად ამ მსგავსებისა, საქართველოს 13
სამოქალაქო კოდექსისგან განსხვავებით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
შესახებ“ საქართველოს კანონი მიწასთან დაკავშირებულ ქონებას უფრო ვრცლად
განმარტავს და ადგენს მას არა როგორც მხოლოდ მიწასთან მყარად დაკავშირებულ

კომენტარები
უძრავ ქონებას12, არამედ ასევე სხვა უძრავ და მოძრავ ქონებასაც.

კანონის
• სოფლის მეურნეობის პროდუქტი:
კანონის შესაბამისად განმარტებულია, როგორც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის
შედეგად მიღებული ნებისმიერი სახის პროდუქტი, რომელიც შესაძლებელია მიღებულ
იქნეს ნაყოფის მიღების მომენტში და ასევე მისი მიღების შემდგომ, გადამუშავებისა
და/ან სხვა ოპერაციების შედეგად.

მაგალითად, თუ კოოპერატივი აწარმოებს რძეს და მას გადაამუშავებს ყველად,
მაშინ ნაყოფის მიღების მომენტში ის იღებს რძეს და რძე არის მისი პირველადი
პროდუქტი, ხოლო ყველი კი მიიღება რძის გადამუშავების შედეგად და ისიც, კანონის
მიზნებისათვის წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქტს.

• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,
იურიდიული პირი არის „განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი
ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკი­

11. „შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული
დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.“
12. მიწასთან მყარად დაკავშირებული უძრავი ქონება – მცენარეები, შენობა-ნაგებობები და სხვა ობიექტები,
რომლებიც მიწაზე მყარად დგანან.
დებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს,
დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპა­­
სუხედ“. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი არის „მეწარმეთა შესახებ“ საქარ­
თვე­­ლოს კანონის შესაბამისად, კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძ­
ნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-
სამეურნეო საქმიანობას და რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი. ნიშანდობლივია, რომ სასოფ­ლო-­
სამეურნეო კოოპე­რატივი არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბა­
მისად დაფუ­­ძ­ნებული იურიდიული პირი, რომელიც სამართლებრივ-ორგანიზაციული
ფორ­მით კოო­პერატივია და სხვა კოოპერატივებისგან გამოირჩევა მხოლოდ იმით,
რომ „სასო­ფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესა­
ბამისად მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი13.

სტატუსის მინიჭება, ხდება კოოპერატივის მიერ კანონით დადგენილი გარკვეული
კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში. სტატუსი განაპირობებს მისი მფლო­
ბელი კოოპერატივისთვის გარკვეულ სახელმწიფო მხარდაჭერის ზომებს რაც გამო­
იხატება ასეთის სახის კოოპერატივებისათვის დამატებითი უფლებებისა და ვალდე­
14 ბუ­ლებების მინიჭებაში და შესაბამისად დამატებით სახელმწიფო რეგულირებაში.
სხვადასხვა საგადასახადო და სხვა სახის შეღავათები და დახმარებები მოქმედებს
მხო­ლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირებული კოოპე­
რატივი ფლობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსს.
კომენტარები
კანონის

თუ არსებობს კანონით დადგენილი შეღავათებით სარგებლობის სურვილი და ნება,
საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი (იური­
დიული პირი) განცხადებას წარადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვი­
თარების სააგენტოში და მოითხოვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის
მინიჭებას. მნიშვნელოვანია, რომ კოოპერატივს სტატუსი მიენიჭება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ ის პასუხობს დადგენილ მოთხოვნებს და სრულ წესრიგში აქვს შესა­
ბამისი დოკუმენტაცია.

• ეკონომიკური მონაწილეობა:
აღნიშნული ტერმინი კანონის შესაბამისად განმარტებულია როგორც „სასაქონლო
ბრუნვაში მეპაიის მიერ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ფარგლებში წარმოებული/
მიწოდებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ან/და გაწეული მომსახურების
ღირე­ბულების ხვედრითი წილი“. ეს ტერმინი უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან
სწო­რედ მის საფუძველზე განისაზღვრება კოოპერატივის მეპაიის მონაწილეობის
პრო­ცე­ნტული წილი ყველა მეპაიის საერთო მონაწილეობის მოცულობასთან მიმარ­
თებაში.

13. იხილეთ მე-7 მუხლის კომენტარი.
14. იხილეთ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი, რომლის მიხე­
დვითაც სააგენტო არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამა­რთ­
ლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ახორციელებს სამინისტრო.
მაგალითად, თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ყავს 10 მეპაიე და მათ მიერ
განხორციელებული მომსახურება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მიწოდება
და სხვა საქმიანობის მთლიანი ფულადი ღირებულება შეადგენს 100,000 ლარს,
უნდა ჩავთვალოთ, რომ 100,000 ლარი არის 100%. შესაბამისად, თუ ერთ-ერთი
მეპაიის მიერ მიწოდებული პროდუქციის და/ან გაწეული მომსახურების მთლიანი
ღირებულება შეადგენს 27,000 ლარს, უნდა ჩავთვალოთ, რომ მისი ეკონომიკური
მონაწილეობის წილი არის 27% და მოგების განაწილების დროს მას შეუძლია
დივიდენდის სახით მიიღოს მთლიანი (100%) მოგების 27%. ე.ი. თუ მოგება იქნება
10,000 ლარი, ეს კონკრეტული პირი მიიღებს მის 27%, კერძოდ 2,700 ლარს.

საგულისხმოა რომ, მეპაიე თავისი ეკონომიკური მონაწილეობის შესაბამისად იღებს
დივიდენდს15 საერთო მოგებიდან. ეკონომიკური მონაწილეობა განიხილება როგ­
ორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპი. კერ­
ძოდ, მეპაიეთა ეკონომიკური მონაწილეობა არის „სასაქონლო ბრუნვაში მეპაიის
მიერ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ფარგლებში წარმოებული/მიწოდებული
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ან/და გაწეული მომსახურების ღირებულების
ხვე­დრითი წილი“. კოოპერატივის წევრებს შეაქვთ შენატანები კოოპერატივის გან­ 15
ვი­თა­რებისათვის, სავალდებულო რეზერვების ფონდის დაწესებისთვის და სხვა
საქმიანობებისათვის, რაც ხელს უწყობს კოოპერატივის გამართულ ფუნქციო­ნირ­ე­
ბას. ეკონომიკურ მონაწილეობას ახასიათებს პროპორციულობა. კერძოდ, კოოპე­

კომენტარები
რატივის თითოეული მეპაიის მიერ განხორციელებული ეკონომიკური მონაწი­ლე­ობა

კანონის
(სამუშაოების განხორციელება, მომსახურება, პროდუქციის შექმნა და მიწო­დება
და სხვა...) განიხილება ფულად განზომილებაში, როგორც პროცენტული ნაწი­
ლი კოოპერატივის ყველა მეპაიის მიერ განხორციელებული მთლიანი ეკონო­მი­
კუ­რი საქმიანობის (მთლიანი, სამუშაოები, პროდუქცია და მომსახურება, და სხვ.)
ფულადი ღირებულებისა. ეკონომიკური მონაწილეობის წილის ზუსტ განსაზ­ღვრას
დიდი მნიშვნელობა აქვს რადგან სწორედ აღნიშნული ფაქტორი განაპი­რობებს
კოო­პ­ერატივის მოგების განაწილებას მისი ყოველი კონკრეტული მეპაიის მიერ
მი­სი ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციისა და პროცენტული მონაწი­ლე­
ობის (წილის) შესაბამისად16. ეკონომიკური მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნე­
ლო­ვანია, რადგან „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად, მიღებული ზოგადი პრინციპის მიხედვით, საპაიო შენატანის
პროპორციის შესაბამისად, დივიდენდების სახით მეპაიეებზე და ასოცირებულ წევ­
რებზე ნაწილდება საერთო მოგების მხოლოდ მაქსიმუმ 30%. თუ ჩავთვლით, რომ
სავალდებულო სარეზერვო ფონდში მიემართება 15% და ასევე სხვა ფონ­დებ­შიც
გარკვეული პროცენტი (მაგალითად 5%), მაშინ ცხადი გახდება, რომ ეკონო­მი­კური
მონაწილეობის თვალსაზრისით, ეკონომიკური მონაწილეობის პროპორ­ციუ­
ლად გასანაწილებელი მოგება დარჩება დაახლოებით 50% ოდენობით. აღნი­შნული

15. დივიდენდი განიმარტება, როგორც მოგების განაწილების შედეგად მიღებული შემოსავალი.
16. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ მე-3 მუხლისა და მე-133 მუხლის მე-3 პუნქტის კომენტარები.
მეტყველებს, რომ მოგების განაწილებისა და მიღების თვალსაზრისით, მეპაიეე­
ბისთვის ეკონომიკური მონაწილეობა საკმაოდ მნიშვნელოვანია რადგან ისინი ეკო­
ნო­­მიკური მონაწილეობისას დივიდენდის სახით მნიშვნელოვან მოგებას იღებენ.
სწო­რედ ამიტომაა, რომ მეპაიეთა ეკონომიკური მონაწილეობა წარმოადგენს სასოფ­
ლო-სამეურნეო კოოპერატივის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს.

მეპაიე და კოოპერატივის ასოცირებული წევრი:
„მეპაიე არის 18 წელს მიღწეული „პირი, რომელიც არის საქართველოს მოქა­
ლაქე, იზიარებს შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის
პრინციპებს, უშუალოდ მონაწილეობს მის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში
და ფლობს საპაიო შენატანს“.

მეპაიე არის კოოპერატივის საქმიანობაში მონაწილე პირი (კოოპერატივის წევ­რი),
რომელიც კოოპერატივთან დაკავშირებულია ორი ძირითადი აქტივობით: ის ახორ­
ციელებს ფულად ან/და ქონებრივ შენატანს და ის ეკონომიკურად მონაწილეობს
კოოპერატივის საქმიანობაში. თუ პირი არ ახორციელებს ორივე საქმიანობას და
16 ახორციელებს ერთ-ერთს, ის ვერ ჩაითვლება კოოპერატივის მეპაიედ.

მაგალითად, პირი რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ახორციელებს
მხოლოდ შენატანს (ფულადი ან ქონებრივი) და არ მონაწილეობს მის საქმიანობაში,
კომენტარები

კანონის შესაბამისად არის კოოპერატივის ასოცირებული წევრი და ის არ ითვლება
კანონის

მეპაიედ. მეპაიე ასევე ვერ იქნება 17 წლის პირი, ან 25 წლის საქართველოს მოქა­
ლაქეობის არმქონე პირი.

პაი, საპაიო შენატანი, სავალდებულო საპაიო შენატანი, მინიმალური პაი,
დამა­ტებითი საპაიო შენატანი, საპაიო ფონდი და სავალდებულო სარეზერვო
ფონ­დი:
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამი­­ს­
ად პაი არის „საპაიო ფონდში განხორციელებული საპაიო შენატანი, დამატებითი
საპაიო შენატანი და ასოცირებული წევრის შენატანი“. კანონით დადგენილია და
კოოპერატივის წესდებაც განსაზღვრავს კოოპერატივის წევრების (მეპაიეების) მიერ
კოოპერატივის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, საპაიო შენატანის, კერძოდ
კი საპაიო ფონდში სავალდებულო ფულადი ან ქონებრივი შენატანის (პაის)
განხორციელებას. კანონი ასევე ადგენს დამატებითი საპაიო შენატანის განხო­
რციელების შესაძლებლობასაც თუ არსებობს საჭიროება, მეპაიის სურვილი და
საერთო კრების თანხმობა.

კანონი, ასევე, ადგენს მინიმალური პაის ცნებას, რომელსაც განსაზღვრავს ერთი
პაის ღირებულებას. კერძოდ, ერთი პაის ნომინალურ ღირებულებას (ერთეულს).
შესაბამისად, მეპაიის საპაიო შენატანი უნდა იყოს პირის ეკონომიკური მონაწილეობის
პროპორციულად და ის უნდა ფლობდეს იმდენ პაის (ნომინალური ღირებულების
პაის), რამდენიც პროპორციული ინება მისი ეკონომიკური მონაწილეობისა.

აქვე უპრიანი იქნება განვმარტოთ ტერმინის, საპაიო ფონდის მნიშვნელობაც.
კანონის შესაბამისად, საპაიო ფონდი არის „პაის ფულად ერთეულში გამოხატული
ჯამუ­რი ღირებულება, რომლის ოდენობასა და განკარგვის წესს განსაზღვრავს საე­
რთო კრება. “საპაიო ფონდი არის მეპაიეების მიერ შეტანილი ყველა პაისა და
ასო­ცირებული წევრების მიერ განხორციელებული შენატანების ერთობლიობა.
მნიშვნელოვანია, რომ საპაიო ფონდი არ არის ერთხელ დადგენილი მუდმივა. ის
იცვლება კოოპერატივის საჭიროებებიდან და მისი განვითარების მდგომარეობიდან
გამომდინარე. თუმცა აქაც მნიშვნელოვანია, რომ მისი რაოდენობა ყოველთვის უნდა
იყოს მეპაიეთა საერთო ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციული.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი დატვი­­რ­
თვა აქვს სავალდებულო სარეზერვო ფონდს, რომელიც კანონის განმარტების თა­
ნა­ხმად არის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში აკუმულირებული თანხა, რომე­
ლიც გამოიყენება გაუთვალისწინებელი გარემოების დადგომისას, საერთო კრების 17
გადაწყვეტილებით“. კანონის თანახმად, აღნიშნული თანხა უნდა იყოს არანაკლებ
წლიური მოგების 15%-ის ოდენობისა და კოოპერატივის ხელმძღვანელობას კანონით
ევალება, რომ ყოველი წინა წლის მოგების მინიმუმ 15% შეიტანოს სავალდებულო

კომენტარები
სარეზერვო ფონდში. მნიშვნელოვანია დამატებით გაკეთდეს განმარტება იმის შესა­

კანონის
ხებ, რომ კანონით „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ წლის დასა­წ­
ყისში უნდა განხორციელდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის უშუალოდ წინა
საანგარიშო წლის მოგების არანაკლებ 15%-ის აკუმულირება. შესაბამისად, კოოპე­
რა­ტივის საერთო კრების გადაწყვეტილებით შესაძლებელია სარეზერვო ფონდში
წინა წლებში აკუმულირებული თანხების გამოყენება (გარდა უშუალოდ წინა წლისა)
კოოპერატივის ინტერესებიდან გამომდინარე.

• საერთო კრება და დემოკრატიული მართვა:
საერთო კრება არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მმართველობის უმაღ­
ლე­სი ორგანო. კოოპერატივის საქმიანობაში მონაწილე მეპაიეების ან მათი წარ­
მო­მა­დგენლების თავყრილობა, სადაც მიიღება ორგანიზაციისათვის უმნიშვნე­ლო­
ვანე­სი გადაწყვეტილებები. მხოლოდ საერთო კრების გადასაწყვეტია: წესდებაში
ცვლილებების შეტანა; პაის გაზრდა, დამატებითი შესატანის შეტანის მოვალეობის
შემოღება, და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

კოოპერატივს ყავს მმართველობის განმხორციელებელი ორგანოები. ხელმძღვანე­
ლი პირი ‒ დირექტორი (დირექტორები) და მმართველობის ორგანოები, რომლებიც
წამა­რ­თავენ მის ორგანიზაციულ საქმიანობას. ამ ორგანოების მოწყობის წესი დგინ­
დე­ბა წესდებით კანონის შესაბამისად, ხოლო ხელმძღვანელი პირები კი აირჩევა და
კონტროლდება საერთო კრების მიერ. სწორედ ეს არის დემოკრატიული მართვა,
როდესაც თითოეულ მეპაიეს აქვს თანაბარი შესაძლებლობა, რომ საერთო კრების
საშუ­ალებით მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის მმართველობაში, განსაზღვროს
ძირი­თად მიმართულებები და განახორციელოს კონტროლი. თითოეულ მეპაიეს საე­
რ­თო კრებაზე აქვს 1 ხმის უფლება და თათბირობს და გადაწყვეტილებას იღებს
ე­რ­თი ხმით.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს შესაძლებლობას, რომ კოოპე­
რატივის წესდებით დადგინდეს ერთზე მეტი ხმის უფლება პირის მონაწილეობის
ხარისხის შესაბამისად17, თუმცა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“
საქა­რ­­თველოს კანონი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე კოო­
პე­­რა­­ტივებისათვის ამ მუხლის მოქმედებას გამორიცხავს და აწესებს ერთი პირი­სა­
თვის ერთი ხმის უფლებას. ამ შემთხვევაში როგორც სპეციალური კანონის ნორმა,
მოქმედებს ამ კანონით დადგენილი წესი18.

• სათათბირო ხმა:
18 კანონის თანახმად განმარტებულია როგორც „ასოცირებული წევრის უფლება,
მონაწილეობა მიიღოს საერთო კრების დღის წესრიგის განსაზღვრაში და შესაბამისი
საკითხების განხილვაში“. მნიშვნელოვანია, რომ მეპაიისგან განსხვავებით, კანო­
ნი არ აძლევს ასოცირებულ წევრს გადაწყვეტილების მიღების უფლებას. შესაბა­მი­
კომენტარები

სად მისი მონაწილეობა მმართველობით პროცესებში და საერთო კრებაზე გამოი­
კანონის

ხატება მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით, რაც გადაწყვეტილების მიღები­სას
მხედველობაში მიიღება მაგრამ არ ჩაითვლება მეპაიეთა ხმების საერთო რაოდე­ნო­
ბაში. დავაზუსტებთ, რომ გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ მეპაიეები და ასოცი­რე­
ბული წევრები კენჭისყრაში არ იღებენ მონაწილეობას.

• ბიოლოგიური მეურნეობა:
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მოწესრიგებული სისტემა, რომელიც ცოცხალი
ორგანიზმებისა და გარემოს ისეთ ურთიერთდამოკიდებულებას უწყობს ხელს, რომ­
ლის დროსაც შენარჩუნებულია ბუნებრივი წონასწორობა. სწორედ ასეთი სახითაა
განმარტებული აღნიშნული ტერმინი „სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა
და მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. „სასოფლო-სამეურნეო
კოო­პერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი „ზ“ ქვეპუნქტის შესა­
ბამი­სად, კანონის ერთ-ერთი მიზანია ბიოლოგიური მეურნეობის განვითარების
ხელშეწყობა19. კერძოდ, ეს ნიშნავს, რომ კანონი ახალისებს სასოფლო-სამეურ­ნეო
კოოპერატივებისათვის ბიოლოგიური მეურნეობების წარმართვასა და განხორ­ციე­
ლებას.

17. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლი მე-3 პუნქტი და მე-11-ს „ვ“ ქვეპუნქტი.
18. იხილეთ მე-6 და მე-7 რეფერენსები.
19. იხილეთ კანონის მე-5 მუხლის კომენტარი.
• სასაქონლო ბრუნვა:
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ შესაბამის საანგარიშო პერიოდში წარ­
მო­ებული/მიღებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და გაწეული/მიღე­ბუ­
ლი მომსახურების ღირებულებათა ჯამი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,
დასაბეგრი ბრუნვა არის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქონლის
მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, საქონლის ექსპორტისა და საქონლის
რეექსპორტის თანხის ჯამი.

ორივე განმარტებიდან ნათელია, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიზნე­
ბისათვის, სასაქონლო ბრუნვა არის სასოფლო სამეურნეო კოოპერატივში შე­
სა­ბამისი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებული და შეძენილი
სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ამ პროდუქციის წარმოებისა და შეძენი­სათ­
ვის, აგრეთვე სხვა დაკავშირებული მიზნებისათვის გაწეული და მიღებული მომ­
სახურების ჩათვლით.

მაგალითად, თუ კოოპერატივს მოყავს ხორბალი, მაშინ მისი სასაქონლო ბრუნვა
19
იქნება ხორბლის წარმოებისათვის გაწეული ყველა ხარჯის (პროდუქცია და მომსა­ხუ­
რება) და ყველა შემოსავლის ჯამი.

კომენტარები
კანონის
მუხლი 4. საქართველოს კანონმდებლობა სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივების შესახებ
კანონის ტექსტი:
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა
შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკ­
რულებების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „მეწარმეთა შესახებ“ საქარ­
თველოს კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე აქტებისაგან.

კომენტარი:
აღნიშნული მუხლი ზოგადი ხასიათისაა და მისი ძირითადი მიზანია, განსა­ზღვროს
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფუძნებასთან, სტატუსის მოპოვებასთან
და შეწყვეტასთან, საქმიანობასთან და მათთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობე­
ბის მომწესრიგებელი ძირითადი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები20.
საქართველოს კანონმდებლობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ
მოიცავს ყველა იმ ნორმატიულ (საკანონმდებლო და კანონქვემდებარე) აქტს, რომ­
ლებიც გარკვეულწილად შეეხება და აწესრიგებს სასოფლო-სამეურნეო კოოპე­რა­
ტივების დაფუძნებასთან, სტატუსის მოპოვებასთან და შეწყვეტასთან, საქმიანობასთან,
მონიტორინგთან და სხვა მათთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

20. იხილეთ პირველი და მე-5 კომენტარები.
საგულისხმოა, რომ როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, უპირატესი და უზენაესი ძალა
აქვს საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ყველა სხვა კანონისთვის განსაზღვრავს
ძირითად სამართლებრივ ჩარჩოს. ნებისმიერი კანონი უნდა შეესაბამებოდეს კონსტი­
ტუციას და თუ ეს ასე არ არის მაშინ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა წარმოშობს
წინაპირობას, რომ გაუქმდეს კანონი ან მისი ნაწილი.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფუძნებისა და საქმიანობის ძირითად და
სპე­ციალურ მარეგულირებელ ნორმებს განსაზღვრავს „სასოფლო-სამეურნეო კოო­
პ­ე­­რა­ტივის შესახებ“ საქართველოს კანონი. სწორედ ეს კანონია მთავარი ნორ­მატი­
ული აქტი, რომელიც წარმოადგენს ამ სფეროს. „სასოფლო-სამეურნეო კოოპე­რა­
ტივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის (გარდამავალი დებუ­ლებები)­

თანახმად საქართველოს მთავრობას ევალება, რომ ამ კანონის ამოქ­მედებიდან 2
თვის ვადაში დაამტკიცოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუ­სის მოპო­ვე­
ბისა და შეწყვეტის წესი. შესაბამისად, 2013 წლის 2 ოქტომბრის N254 საქარ­თვე­
ლოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა „სასოფლო-სამეურნეო კოოპე­რა­ტივის
სტა­ტუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესი”. ასევე, სოფლის მეურნეობის მინის­ტრის
20 2013 წლის 20 სექტემბრის N2-206 ბრძანებით შეიქმნა და დამტკიცდა საჯა­რო
სამარ­თლის იურიდიული პირის ‒ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვი­თა­
რე­ბის სააგენტოს დებულება.
კომენტარები

კანონმდებელი, ასევე ასახელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონსა და
კანონის

საქართველოს სამოქალაქო კოდექსს, რომლებიც არეგულირებენ კერძო სამარ­
თლე­ბრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს მათ შორის კოოპერატივებთან დაკავ­
შირებით.

აქვე, მიზანშეწონილია შევეხოთ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების
სტრატეგიას, რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს და ასევე ყურად­
საღებია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სამართლებრივი გარემოს ფორმირე­
ბისათვის.

მუხლი 5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის
ძირითადი პრინციპები
კანონის ტექსტი:
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა) ნებაყოფლობითი წევრობა;
ბ) დემოკრატიული მართვა;
გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა ეკონომიკური მონაწილეობა;
დ) სოციალური პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და ურთიერთდახმარება.
კომენტარი:
მუხლი შედგება ერთი პუნქტისგან და მასში შემავალი ოთხი ქვეპუნქტისგან. აღსა­
ნი­შნავია, რომ მუხლით მოწესრიგებული საკითხი უკიდურესად მნიშვნელოვანია
და შეეხება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ძირითად პრინციპებს. იმ ძირითად
ქვაკუთხედს, რაზეც დგას კოოპერატივი მისი დაფუძნების, ფუნქციონირებისა და წევ­
რებს შორის ურთიერთობის საკითხებში. მნიშვნელოვანია, რომ ამ მუხლში მოხსე­
ნიე­ბული ოთხი ძირითადი პრინციპი საერთაშორისო სამართლით დადგენილი ძირი­
თა­დი ნორმებია და უმეტესად თანხვედრაშია კოოპერატივების საერთაშორისო ალი­
ანსის21 მიერ განსაზღვრულ პრინციპებთან. კერძოდ:
• ნებაყოფლობითი წევრობა ნიშნავს, რომ კოოპერატივში გაწევრიანება დამო­
კიდებულია პირის ნება-სურვილზე;
• დემოკრატიული მართვა ნიშნავს კოოპერატივის მმართველობით ორგანოებში
მისი წევრების წარმომადგენლობას და მათ მიერ მმართველობისა და კოოპე­
რატივის საქმიანობის განხორციელების სრულ კონტროლს. კოოპერატივი დემოკ­­­
რა­ტ­იული ორგანიზაციაა და მისი წარმომადგენლები, რომლებიც დადგე­ნილი
წესით ახორციელებენ მმართველობას, პასუხისმგებელნი არიან კოოპე­რატივის
წევრების წინაშე. აღნიშნული პასუხისმგებლობები განსაზღვ­რუ­ლია ამ კანო­ 21
ნით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით22, და სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის ტიპური წესდებით23. დემოკრატიული მმართველობის უმნიშვ­
ნელოვანესი პრინციპია ‒ ერთი წევრი, ერთი ხმა. აღნიშნული მნიშვნე­ლოვნად

კომენტარები
განსხვავდება სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მმართვე­ლობის

კანონის
ფორმებისგან და პირველ რიგში იმით გამოირჩევა, რომ მიუხედა­ვად ეკონ­
ომ­იკური მონაწილეობისა, მეპაიების აქვთ მხოლოდ ერთი ხმა და გადა­წყვე­
ტილების მიღებისას თანაბრად მონაწილეობენ, განსხვავებით შეზღუ­დული პასუ­
ხი­სმგებლობის საზოგადოებისგან, სადაც ხმის რაოდენობა დამო­კიდ­ებ­ულია პარ­
ტნიორის წილზე.
• მეპაიეთა ეკონომიკური მონაწილეობა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის
შესაბამისად, განმარტებულია როგორც „სასაქონლო ბრუნვაში მეპაიის მიერ
სასო­ფლო-სამეურნეო საქმიანობის ფარგლებში წარმოებული/მიწოდებული სასო­­
ფ­ლო-სამეურნეო პროდუქციის ან/და გაწეული მომსახურების ღირებულების ხვე­
დ­­რითი წილი“. ეს ნიშნავს თითოეული წევრის ფინანსურ და სამეურნეო მონა­
წი­ლეობას კოოპერატივის საქმიანობაში. წევრებს შეაქვთ შენატანები კოოპე­
რატივის განვითარებისათვის და სხვა საქმიანობის განხორციელებისათვის, რაც
ხელს უწყობს კოოპერატივის გამართულ ფუნქციონირებას. ეკონომიკურ მონა­
წი­ლე­ობას ახასიათებს პროპორციულობა. კერძოდ, კოოპერატივის თითო­ეუ ­ ლი
მეპაიის მიერ განხორციელებული ეკონომიკური მონაწილეობა (სამუ­შა­ოების

21. http://ica.coop/en/what-co-operative
22. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე – 65-ე მუხლები.
23. ტიპური წესდება, რომელსაც აქვს სახელმძღვანელო ხასიათი. წარმოდგენილია სააგენტოს ვებ-გვერდზე:
http://acda.gov.ge/index.php/geo/static/88. იხილეთ აღნიშნული წესდების კომენტარების სახელმძღვანელოს
მეორე ნაწილში.
განხორციელება, მომსახურება, პროდუქციის შექმნა და მიწოდება და სხვა...)
განი­ხილება ფულად განზომილებაში, როგორც პროცენტული ნაწილი კოოპე­
რატივის ყველა მეპაიის მიერ განხორციელებული მთლიანი ეკონომიკური საქმი­
ანობის (მთლიანი, სამუშაოები, პროდუქცია და მომსახურება, და სხვ.) ფულადი
ღირებულებისა. ეკონომიკური მონაწილეობის წილის ზუსტ განსაზღვრას
დიდი მნიშვნელობა აქვს რადგან სწორედ აღნიშნული ფაქტორი განაპირობებს
კოოპერატივის სავალდებულო საპაიო შენატანის მოცულობის განსაზღვრასა
და ასევე მოგების განაწილებას მისი ყოველი კონკრეტული მეპაიის მიერ მისი
ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციისა და პროცენტული მონაწილეობის
(წილის) შესაბამისად24. ეკონომიკური მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნე­ლო­
ვანია, რადგან „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად, მიღებული ზოგადი პრინციპის მიხედვით, საპაიო შენატანის
პროპორციის შესაბამისად, დივიდენდების სახით მეპაიეებზე და ასოცირებულ
წევრებზე ნაწილდება საერთო მოგების მხოლოდ მაქსიმუმ 30%. თუ ჩავთვლით,
რომ სავალდებულო სარეზერვო და სხვა ფონდებში მიემართება 15% მაშინ
ცხადი ხდება, რომ ეკონომიკური მონაწილეობის თვალსაზრისით, ეკონომიკური
22 მონაწილეობის მიხედვით გასანაწილებელი მოგება დარჩება დაახლოებით
55% ოდენობით. აღნიშნული მეტყველებს, რომ მოგების განაწილებისა და მიღე­
ბის თვალსაზრისით, მეპაიეებისთვის ეკონომიკური მონაწილეობა საკმაოდ მნიშვ­
ნელოვანია რადგან ისინი ეკონომიკური მონაწილეობისას დივიდენდის სახით
კომენტარები

მნიშვნელოვან მოგებას იღებენ. სწორედ ამიტომაა, რომ მეპაიეთა ეკონომიკური
კანონის

მონაწილეობა წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ერთ-ერთ
მთავარ პრინციპს.
• სოციალური პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და ურთიერთდახმარება
ნიშნავს, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის თითოეული წევრი სავსე უნდა
იყოს პასუხისმგებლობით სხვა წევრების, კოოპერატივის საქმიანობისა და ასევე
მესამე პირებთან და საზოგადოებასთან მიმართებაში. კოოპერატივში ნებისმიერი
საკითხი უნდა წყდებოდეს კანონისა და კოოპერატივის წესდების შესაბამისად,
სამართლიანობის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით. წევრების მიერ ერთ­
მანეთის დახმარებაც უმნიშვნელოვანესია კოოპერატივის წარმატებული საქმია­
ნობისათვის.

საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული პრინციპების გარდა, კოოპერატივის საერთა­
შო­რისო ალიანსი ასევე ცნობს ავტონომიურობისა და დამოუკიდებლობის პრინციპს,
რომელიც უმნიშვნელოვანესია კოოპერატივის საქმიანობის განხორციელებისათვის.
ასევე, მნიშვნელოვანია კოოპერატივის წევრთა განათლებისა და სწავლების პრინ­
ციპი, რომელიც გათვლილია კოოპერატივის საქმიანობის გაუმჯობესებაზე.

24. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ მე-3 მუხლისა და მე-133 მუხლის მე-3 პუნქტის კომენტარები.
მუხლი 6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის
სფეროები
კანონის ტექსტი:
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის სფეროებია: სასოფლო-სამეუ­რ­
ნეო კოოპერატივების მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, გადამუ­
შავება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა, გადაზიდვა და რეალიზაცია.

კომენტარი:
აღნიშნული მუხლი ადგენს და განსაზღვრავს იმ კონკრეტული საქმიანობების ჩამო­
ნათვალს რომლის განხორციელების უფლებაც აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპე­
რა­ტივს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შეუძლია აწარმოოს, გადაამუშაოს,
შეფუთოს, შეინახოს, გადაზიდოს და გაყიდოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები,
თუმცა ამავე კანონის მე-134 მუხლის შესაბამისად, დადგენილია, რომ სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივის მიერ არა მეპაიეებისგან მიღებული „სასოფლო-სამეურნეო
პროდუქციის ან/და მათთვის გაწეული მომსახურების მთლიანი ღირებულება მიმდი­
ნარე საანგარიშო წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივის წლიური სასაქონლო ბრუნვის 30%-ს“25. აღნიშნული 23
შეზღუდვა მეტყველებს, რომ კოოპერატივი, რომელიც სარგებლობს სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივის სტატუსით26, ვალდებულია, რომ მის მიერ წარმოებულ
პროდუქციაში ან გაწეულ მომსახურებაში, საკუთარი წევრების (მეპაიეების) მიერ

კომენტარები
კანონის
მიწოდებული ნედლეულისა და მომსახურების წილი წარმოადგენდეს არანაკლებ 70
პროცენტს. იმ შემთხვევაში თუ კანონის აღნიშნული მოთხოვნა დაირღვევა, მაშინ
აღნიშნული გახდება კოოპერატივისთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტა­
ტუსის შეწყვეტის საფუძველი27. საგულისხმოა, რომ ეს შეზღუდვა არ ვრცელდება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესებისა და
აღწარმოებისათვის აუცილებელ სანერგე და სათესლე მასალებზე და ცხოველთა
კვებისა და გამრავლებისათვის საჭირო პროდუქციაზე.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის სფერო, ძირითადად ემთხ­
ვევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განმარტებას28, რომლის შესაბამისადაც
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა არის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა­
ზე ან მიწასთან დაკავშირებულ ქონებაზე განხორციელებული ყველა სახის სამე­
ურნეო საქმიანობა და მასთან დაკავშირებული მომსახურება, რომლებიც მოიცავს
მცენარეული და ცხოველური (მათ შორის, ფრინველის, თევზის, აბრეშუმის ჭიის,
ფუტ­კრის და სხვა) პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებას, დაფასოებას, შეფუ­
თვას, შენახვას, გადაზიდვასა და რეალიზაციას.

25. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის ეს შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფ­
ლო-სამეურნეო კოოპერატივის საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესებისა და აღწარმოებისათვის აუცილებელ სანე­
რგე და სათესლე მასალებზე და ცხოველთა კვებისა და გამრავლებისათვის საჭირო პროდუქციაზე.
26. იხილეთ მე-7 მუხლის კომენტარი.
27. იხილეთ მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის კომენტარი.
28. იხილეთ მე-3 მუხლის კომენტარი.
მაგალითად, თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი აწარმოებს 70 ტონა ვაშლს,
მის მიერ ვაშლის მოსავლის აღება იქნება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის
წარმოება. თუ კოოპერატივი მოსავლის აღების ადგილზევე გაყიდის ვაშლს, მაშინ ის
დაკავებული იქნება მხოლოდ პროდუქტის წარმოებითა და ადგილზე რეალიზაციით.
თუ კოოპერატივი ვაშლს შეინახავს მაცივარში და მოგვიანებით გაყიდის, მაშინ
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის სფეროს დაემატება მიღებული
პროდუქტის შენახვა და კოოპერატივის საქმიანობის სფერო იქნება სასოფლო-
სამე­ურნეო პროდუქტების წარმოება, შენახვა და რეალიზაცია. თუ, კოოპერატივი
გარკვეული პროდუქციის ნაწილს გადაამუშავებს ჩირად, მაშინ მისი საქმიანობის
სფეროს დაემატება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გადამუშავებაც. ყურადსაღებია
ის ფაქტი, რომ პროდუქტის გადამუშავების შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის
შესაბამისად, გადამუშავება ითვლება სასაქონლო კოდის29 შეცვლად და მასზე აღარ
მოქმედებს საგადასახადო შეღავათები30.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-134
მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი კონკრეტული მაგალითის
24 საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ კოოპერატივის მიერ 70 ტონა ვაშლის წარმოებისას
კოოპერატივის მთლიანმა წლიურმა ბრუნვამ შეადგინა 70,000 ლარი (მოიცავს სრულ
ხარჯებს, მომსახურებისა და პროდუქციის მთლიან ღირებულებას) და კოოპერატივს
სურს დამატებითი ნედლეულის შესყიდვა შემდგომი გადამუშავებისათვის ან/და
კომენტარები

შენახვისთვის, მაშინ მას უფლება ექნება მესამე პირებისგან (გარე ბაზარზე) შეიძი­
კანონის

ნოს არაუმეტეს 30,000 ლარის ღირებულების პროდუქტი, ისე, რომ მისმა ღირე­
ბულე­ბამ არ გადააჭარბოს 30%. ამ შემთხვევაში კოოპერატივის მიერ წარმოებული
პროდუქტი და მომსახურება სულ გამოვა 100,000 ლარი, რომლისგანაც 70%
(70,000 ლარი) იქნება საკუთარი მეპაიეების რესურსი, ხოლო დანარჩენი 30%­
­(30 000 ლარი) კი არა მეპაიეებისგან, მესამე პირებისგან შესყიდული.

მუხლი 7. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვება
და შეწყვეტა
კანონის ტექსტი:
1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად კოოპერატივის
სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი
განცხადებით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ‒ სასოფლო-სამეუ­
რნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს (შემდგომ ‒ სააგენტო).
2. განცხადებას უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის რეგისტრაციის
ფაქტი და განმცხადებლის უფლებამოსილება;
ბ) საჭიროების შემთხვევაში ‒ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტუ­
რდება აღნიშნული იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე
ან/და ქონებაზე საკუთრების უფლება;
გ) კოოპერატივის წესდება.
3. თუ წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული იურიდიული
პირისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ.
4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვე­
ტილების მიღების შემდეგ აღნიშნული იურიდიული პირის მონაცემები სააგენტოს
შეჰყავს ელექტრონულ რეესტრში და გასცემს შესაბამის მოწმობას.
5. ელექტრონული რეესტრის მონაცემები საჯაროა და ქვეყნდება სააგენტოს ოფი­
ციალურ ვებგვერდზე.
6. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
სტატუსის მქონე იურიდიული პირის საქმიანობის მონიტორინგი. ამ მონიტორინგის
შედეგები შეიძლება გახდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება
ეცნობება შესაბამის იურიდიულ პირს და ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ­
გვერდზე.
7. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესი 25
განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

კომენტარები
კომენტარი:

კანონის
1. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7
მუხლი ადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებასთან და
შეწყვეტასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ნებისმიერ პირთა ჯგუფს შეუძლია
დადგენილი წესით ჩამოაყალიბოს კოოპერატივი, მაგრამ კანონით განსაზღვრული
შეღავათებითა და სახელმწიფო მხარდაჭერით სარგებლობის უფლება, მის მიერ ჩა­
მო­ყალიბებულ კოოპერატივს მიენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოიპოვებს
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსს.

ნიშანდობლივია, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭება და
შეწყვეტა მთლიანად კანონის რეგულირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ამ კანონისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სასოფლო-
სამე­­ურნეო კოოპერატივად მოიაზრება მხოლოდ ის კოოპერატივი, რომელიც
ფლობს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
სტატუსს. სტატუსის ფლობა ნიშნავს, კანონით გათვალისწინებული შეღავათებით
სარ­გე­­ბლობის შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია, რომ სასოფლო-სამეურნეო
კოო­პე­­რატივის სტატუსის მინიჭება ნებაყოფლობითია, რაც გულისხმობს პირის
თა­ვი­­სუფალ ნებას და სურვილს, რომ მოიპოვოს სტატუსი და ისარგებლოს
სპეცი­ალური შეღავათებით. მნიშვნელოვანია, რომ სასოფლო სამეურნეო-კოოპე­
რატივის სტატუსის მინიჭება ასევე წარმოშობს გარკვეულ ვალდებულებებს, რომელთა
შესრულებაც მნიშვნელოვანია სტატუსის შენარჩუნებისათვის.
საგულისხმოა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის გარეშე, შესაძ­
ლე­ბელია კოოპერატივის ფუნქციონირება მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანო­
ნის მე-60 მუხლით დადგენილი სხვა ფორმებით.

სახელმწიფოს მიერ დაწესებული საგადასახადო და სხვა სახის შეღავათები, ასევე
სხვადასხვა სახის წამახალისებელი ზომები, დახმარებები მოქმედებს მხოლოდ
იმ შემთხვევაში თუ საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირებული კოოპერატივი
ფლობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსს. შესაბამისად, თუ არსე­
ბობს კანონით დადგენილი შეღავათებით სარგებლობის სურვილი და ნება, საჯარო
რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი (იურიდი­ული პი­
რი) განცხადებას წარადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვი­თარე­
ბის სააგენტოში31 და მოითხოვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუ­სის
მინიჭებას.

2. საგულისხმოა, რომ კოოპერატივს სტატუსი მიენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ წარმოდგენილ განცხადებას თან ერთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული
26 დოკუმენტაცია, რომლებიც განვრცობილი და დაკონკრეტებულია „სასოფლო-სამე­
ურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესის“ დამტკიცების
შესა­ხებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით32. კერძოდ, მოთხოვნილი დოკუ­
მენტაციაა:
კომენტარები
კანონის

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
რეესტრიდან. აღნიშნული დოკუმენტი სასურველია თუ იქნება ახალი განახ­ლე­
ბული;

ბ) განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. იმ შემთხვე­
ვაში თუ განცხადების წარმდგენი კოოპერატივის წესდებით უფლებამოსილი პირია
(მაგალითად დირექტორი), უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტად
ჩაით­­ვლება წესდება (რომელიც ისედაც ერთვის განცხადებას) და ამ პირის პირა­
დო­ბის მოწმობა, ხოლო თუ განმცხადებელი სხვა პირია, მაშინ მასზე უნდა მომზა­
დდეს შესაბამისი მინდობილობა სანოტარო ბიუროში და ნოტარიულად დადას­
ტუ­რებული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილ
იქნეს განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლთან ერთად;

გ) იმ შემთხვევაში, თუ კოოპერატივს საკუთრებაში/სარგებლობაში გააჩნია სასო­
ფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან სხვა რეგისტრირებადი ქონება ‒

31. იხილეთ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი, რომლის
მიხედვითაც სააგენტო არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით ახორციელებს სამინისტრო.
32. იხილეთ მე-2 კომენტარი.
შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ან/
და ქონებაზე საკუთრების/სარგებლობის უფლება. ეს გულისხმობს საჯარო რეეს­­
ტ­­რი­დან ამონაწერს ან სხვა ნებისმიერ რელევანტურ დოკუმენტს, რომე­ლიც
დაადასტურებს ქონების საკუთრების ან მფლობელობის უფლებას; მოძრა­ვი
ქონების (ავტოტრანსპორტი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა) შემთხვევაში განც­ხა­
დებას თან უნდა ახლდეს ამონაწერი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოდან.

დ) კოოპერატივის წესდება. საგულისხმოა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
სტატუსის მქონე კოოპერატივის წესდებისათვის კანონი განსაზღვრავს დამატებით და
განსაკუთრებულ მოთხოვნებს. იგულისხმება, რომ სხვა სახის კოოპერატივის წესდება
შეიძლება არ პასუხობდეს ამ მოთხოვნებს და ასეთი სახით წარდგენის შემთხვევაში,
მაღალია ალბათობა, რომ ის დახარვეზდება და ამ მოტივით არ მოხდება სტატუსის
მინიჭება. ამიტომ აუცილებელია, რომ განცხადებაზე თანდართული იყოს წესდება,
რომელიც სრულად უპასუხებს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებს33.

მნიშვნელოვანია, რომ წარდგენილი განცხადება პასუხობდეს ყველა არსებულ 27
მოთხოვნას და მას თან ერთოდეს კანონით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.

3. თუ განცხადება თანდართული დოკუმენტებით შეესაბამება საქართველოს კანონ­­

კომენტარები
მდე­ბლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განმც­

კანონის
ხა­დებელი (აპლიკანტი) იურიდიული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპე­
რა­­ტივის სტატუსის მინიჭების შესახებ. უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია წარ­
მო­დგენილია მთავრობის დადგენილებაში34, რომლის თანახმადაც სააგენტოს
შესა­ბამის სამსახურს მხოლოდ 5 სამუშაო დღე აქვს იმისათვის, რომ შეისწავლოს
განც­ხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილ მოთ­
ხო­ვნებთან შესაბამისობა. რაიმე ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, სააგენტო მის
გამო­სასწორებლად განსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 1 თვისა.
იგულისხმება, რომ, მაგალითად თუ დოკუმენტაციას აკლია განმცხადებლის პირა­
დობის მოწმობა, მაშინ გონივრულ ვადად შესაძლებელია ჩაითვალოს 3 დღე, ხოლო
თუ საჯარო რეესტრის ამონაწერი ძალიან ძველია და აუცილებელია განახლებულის
წარმოდგენა, მაშინ ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაძლებელია სავარაუდოდ მოთ­
ხოვნილ იქნეს 10 სამუშაო დღე.

იმ შემთხვევაში თუ სააგენტოს მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში არ მოხდა
ხარვეზის გამოსწორება, სააგენტო იღებს განცხადების განუხილვევლად დატოვების

33. იხილეთ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი და მისი
კომენტარები.
34. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის N 254 დადგენილების თანდართული წესის მე-2 მუხლის მე-4
-მე-6 პუნქტები.
გადაწყვეტილებას. ეს ნიშნავს, რომ განმცხადებელს უარი ეთქმის სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე,
მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით მოხდეს განცხადების წარდგენა და თუ მაინც
წარმოიშვება რაიმე ხარვეზი, დროულად (დადგენილ ვადებში) აღმოიფხვრას ის.

სააგენტოს შესაბამისი სამსახური დოკუმენტაციის შესწავლის დასრულებისთანავე
ადგენს დასკვნას და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, თანდართულ დოკუმე­
ნტ­აციასთან ერთად, წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარეს. იგულისხმება, რომ
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება უშუა­ლ­
ოდ სააგენტოს თავმჯდომარის კომპეტენციაა. სააგენტოს თავმჯდომარე, ვალდე­
ბუ­­ლია გადაწყვეტილება მიიღოს დასკვნის შედეგებისა და დოკუმენტაციის
შესა­ბამისად, დოკუმენტაციის გადაცემიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა.
სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
სტატუსის მინიჭების ან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის სტატუსის მინი­
ჭე­ბაზე უარის თქმის შესახებ, გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარ­
თლ­ე­ბრივი აქტის (ბრძანების) სახით. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თუ მი­ღე­ბუ­
28 ლია გადაწყვეტილება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის არ მინიჭების
შესახებ და არ ეთანხმებით სააგენტოს უარს, შესაძლებელია სააგე­ნტოს თავმ­ჯ­
დომარის გადაწყვეტილების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარ­თლე­ბრ­ივი
აქტის) გასაჩივრება მისი გაცნობიდან35 (მომენტიდან როდესაც პირისთვის ცნობილი
კომენტარები

გახდება ამ აქტის შინაარსი და დანიშნულება) ერთი თვის ვადაში36.
კანონის

4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვე­
ტი­ლების მიღების შემდეგ, აღნიშნული იურიდიული პირის მონაცემები სააგენტოს
შეჰყავს ელექტრონულ რეესტრში და გასცემს შესაბამის მოწმობას, რომლის ფორ­
მასაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი37.

5. ელექტრონული რეესტრის მონაცემები საჯაროა და ქვეყნდება სააგენტოს ოფიცი­
ალურ ვებ-გვერდზე.

მე-4 და მე-5 პუნქტების განმარტებისათვის, საგულისხმოა, რომ თუ არ მოხ­
დება განცხადების დახარვეზება, მისი განხილვისა და სტატუსის მინიჭების
გადა­წ­ყ­­ვეტილების გამოტანის მაქსიმალური ვადა არ აღემატება 10 სამუშაო
დღეს. განცხადების დახარვეზების შემთხვევაში, ეს ვადა იზრდება სააგენტოს

35. ადმინისტრაციული აქტის გაცნობა ან ფოსტით გაგზავნა.
36. გასაჩივრება უნდა განხორციელდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის შესა­
ბამისად.
37. აღნიშნული ფორმა დამტკიცებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 2 თებერვლის
N2-16 ბრძანება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წესის დამტკიცების შესახებ“. იხილეთ
დანართი 1. ეს ფორმა და ასევე ელექტრონული რეესტრის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია ინახოს სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.acda.gov.ge
მი­ერ განსაზღვრული გონივრული ვადისა და ხელახალი განხილვის ვადის
ოდე­ნობებით და შესაძლებელია 40 დღესაც გადააჭარბოს. ამიტომ უმნიშვნე­
ლოვ­ანესია, რომ ყურადღებით და უნაკლოდ მომზადდეს განცხადებაზე თანდა­
რ­თული კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია.

6. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატი­
ვის სტატუსის მქონე იურიდიული პირის საქმიანობის მონიტორინგი. მონიტორინგის
შედეგები შეიძლება გახდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება
ეცნობება შესაბამის იურიდიულ პირს და ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ბეჭდვით
ორგანოში ან/და ვებგვერდზე. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მონიტორინგის
განხორციელების დაწვრილებითი პროცედურები განსაზღვრულია „სასოფლო-სამე­
ურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესის“ დამტკიცების
შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის N 254 დადგენილების
თანდართული წესის მე-3 მუხლით. აღნიშნული დადგენილების შესაბამისად, სასო­
ფლო-სამეურნეო კოოპერატივის მონიტორინგი გულისხმობს კოოპერატივის საქ­
მი­ან­ობის შემოწმებას, რომლის შესაბამისადაც გამოიკვეთება, არის თუ არა
29
შესა­ბამისობაში შემოწმებული კოოპერატივის საქმიანობა კანონით დადგენილ
მიზნ­ებთან და შეესაბამება თუ არა დადგენილ მოთხოვნებს. შემოწმება შეიძლება

კომენტარები
იყოს გეგმური (წინასწარ დადგენილი), რაც გულისხმობს წინასწარ განსაზღვრულ

კანონის
პრევენციულ ზომებს და შემოწმებებს, რომლითაც გამოიკვეთება ზოგადი სურათი და
არაგეგმური კონკრეტული გარემოებებით განპირობებული, რაც გულისხმობს შე­
მო­სული ინფორმაციის შესაბამისად, სასწრაფოდ დაწესებულ შემოწმებას. გეგმუ­რი
მონიტორინგის შესაბამისად, შესაძლებელია წინასწარ იყოს განსაზღვრული გარკ­
ვეული რაოდენობის შემოწმებები, რომელთა მიზანია ზოგადი სიტუაციის, პრო­ბ­ლემე­
ბისა და მიმართულებების გამოვლენა. ხოლო, არაგეგმიური შემოწმება ტარ­დება
კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე, გარკვეულ შესაძლო დარღვევაზე რეაგი­
რების მიზნით და მისი მიზანია კონკრეტული დარღვევის გამოვლენა. კერძოდ, იმ
შემთხვევაში, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი იმის თაობაზე, რომ სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივი არღვევს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“
საქართველოს კანონითა და ამ წესით აღდგენილ მოთხოვნებს, სააგენტოს უფლე­ბა­
მოსილ პირებს უფლება აქვთ, განახორციელონ არაგეგმური მონიტორინგი სააგე­
ნტოს თავმჯდომარის დავალებით.

სააგენტოს თავმჯდომარე ყოველი წლის პირველ თებერვლამდე, გასული წლის
მონაცემების გათვალისწინებით, ამტკიცებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების
მონიტორინგის (შემოწმების) გეგმას (გეგმიური მონიტორინგი), რომელშიც მოცემულ
იქნება წლის განმავლობაში მონიტორინგს დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურ­
ნეო კოოპერატივების კონკრეტული ჩამონათვალი და განსახორციელებელი მონი­
ტო­რი­ნგის სავარაუდო თარიღები. საგულისხმოა, რომ გეგმური მონიტორინგის ჩატა­
რე­ბის თაობაზე წინასწარ, მაგრამ მონიტორინგის ჩატარებამდე არაუგვიანეს ერთი
თვისა (ეს გულისხმობს, რომ ჩატარების თარიღამდე სულ მცირე ერთი თვით ადრე
მაინც), უნდა ეცნობოს შესაბამის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს. მონიტო­რინ­
გის განხორციელების თაობაზე სააგენტოს თავმჯდომარე გამოსცემს ინდივი­დუა­
ლურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას), რომლის რეკვიზი­ტე­ბის
განისაზღვრება ზემოთ მითითებული დადგენილების შესაბამისად.

დადგენილება ასევე აწესრიგებს მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირე­
ბულ საკითხებს. კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მონიტორინგის
პროცესის დაწყების შემდგომ, სრულყოფილი მონიტორინგის ჩატარებას სააგენტო
უზრუნველყოფს კოოპერატივებისგან ინფორმაციის გამოთხოვის ან მათთან გას­
ვლითი შემოწმების, კონკრეტული პირების მივლინების საშუალებით. გასვლითი
ან ინფორმაციის გამოთხოვის საშუალებით შემოწმების ჩატარების მეთოდის
არჩევა განპირობებულია დროის ფაქტორით და ასევე შესამოწმებელი ობიექტის
შესახებ არსებული ინფორმაციის ანალიზით. კერძოდ, თუ შემოწმებაზე პასუხი
ძალიან სასწრაფოა, ან შემოწმების ობიექტში დარღვევების მაღალი რისკები
იკვეთება, მაშინ გადაწყვეტილება მიღებულ იქნება გასვლითი შემოწმების
სასა­რ­გებლოდ, ხოლო თუ რისკები დაბალია, გეგმიურია და დროში არ არის
30 საჩ­ქარო მაშინ ჩვეულებრივად ჩატარდება გეგმიურად, ინფორმაციის გამოთ­
ხოვის საშუალებით.

საგულისხმოა, რომ გეგმური მონიტორინგი უმრავლეს შემთხვევაში ტარდება
ინფორმაციის გამოთხოვის საშუალებით, ადგილზე ჩასვლის გარეშე და მხო­
ლოდ არასაკმარისი ინფორმაციის ან/და გარკვეული კითხვების გაჩენის შემთ­
ხვე­ვაში, ხდება გასვლითი შემოწმების ჩატარება. ამ შემთხვევაში გასვლითი
შემოწმება გულისხმობს ყველა არსებულ კითხვის ნიშანზე პასუხის გაცემას.
რაც შეეხება არაგეგმურ შემოწმებას, არსებული მაღალი რისკებიდან და დროის
ფაქტორიდან გამომდინარე, უფრო ლოგიკურია, რომ ის ჩატარდეს გასვ­ლითი
შემოწმების საშუალებით, თუმცა აქ გადაწყვეტილებას იღებს სააგე­ნტოს თავჯ­
დომარე და შესაძლებელია, რომ ასეთი შემოწმებაც ჩატარდეს ინფორ­მა­ციის
გამოთხოვის საშუალებით.

მონიტორინგის ჩატარების პროცესში სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირები
(მონიტორინგის ჩასატარებლად დანიშნული პირები) ამოწმებენ რამდენად შეესაბა­
მება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობა და სტრუქტურა კანონით გან­
საზ­ღვრულ ზომებს. კერძოდ:
• ახორციელებს თუ არა სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი „სასოფლო-
სამ­ეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვა­ლის­
წინებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და ხომ არ ახორციელებს ასევე
სხვა სახის საქმიანობას;
• დაცულია თუ არა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა კანონით
განსაზღვრული რაოდენობრივი მინიმუმი;
• ხომ არ მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ლიკვიდაცია ან
გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
• დაცულია თუ არა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქარ­თვ­
ელოს კანონით და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დად­გე­
ნილი სხვა მოთხოვნები.

მონიტორინგის დასრულების შემდგომ დგება მონიტორინგის ჩატარების აქტი,
რომელშიც აისახება:
• მონიტორინგისას განხორციელებული ქმედებები;
• მონიტორინგის განხორციელებისას გამოვლენილი დარღვევა/ები (კანონის
ან/და წესდების შესაბამისი მუხლის მითითებით);
• კომენტარი, რომელიც გულისხმობს დარღვევის შესახებ შემმოწმებლის მიერ
დაფიქსირებულ პოზიციას;
• გაცემული რეკომენდაცია, რაც გულისხმობს დარღვევის გამოსწორების
შესახებ რჩევებს და მითითებებს;
• მონიტორინგის მონაწილე პირების ხელმოწერები.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმომადგენელს უფლება აქვს, წარმოა­
31
დგინოს შენიშვნები, რომლებიც წარმოადგენს მონიტორინგის აქტის ნაწილს.
ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ სასოფლო-სამურნეო კოოპე­
რატივის წარმომადგენლობა არ ეთანხმება მონიტორინგის აქტში დაფიქ­სირებულ
პოზიციას, მას შეუძლია დააფიქსიროს თავისი განსხვავებული პოზიცია და შენი­
შვნები, რომლებიც ხდება აქტის განუყოფელი ნაწილი. აქვე საგულისხმოა, რომ
კოოპერატივთან მიმართებაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ყურა­
დღება ექცევა კოოპერატივის წარმომადგენლის მიერ დაფიქსირებულ პოზი­­
ციასაც. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმომადგენლის მხრიდან მონი­­ტ­
ორ­ინგის აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში მონიტორინგის აქტში კეთ­­
დე­ბა შესაბამისი ჩანაწერი და განმარტება.

7. მონიტორინგის აქტი და საქმის სხვა მასალები (მათი არსებობის შემთხვევაში)
მომდევნო სამუშაო დღეს წარედგინება სააგენტოს შესაბამის სამსახურს, რომელიც
3 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს წარდგენილ მასალებს და ამზადებს შესაბამის
დასკვნას, რომელსაც წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარეს, რომლის შესაბამისადაც
თავმჯდომარე იღებს, ან არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის სტატუსის შესახებ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის სტატუსის შეწყვეტის შემდეგ, სააგენტოს
შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნული კოოპერატივის ამოღებას ელექ­
ტრ­ონული რეესტრიდან. გადაწყვეტილება სასოფლო-სამეურნეო კოოპერა­ტივი­სთ­
ვის რეკომენდაციის გაცემის, სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე გა­
მო­­იცემა სა­აგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარ­
თლ­­ე­ბ­რ­ივი აქტის სახით.
ალექსანდრე სვანიშვილი

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
შესახებ“ კანონის 8-13 მუხლის
კომენტარები
მუხლი 8. სააგენტო
კანონის ტექსტი:
1. სააგენტო არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ ‒
სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის
სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ახორციელებს სამინისტრო.
2. სააგენტო იქმნება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომ ‒
მინი­სტრი) ბრძანებით.
3. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
4. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, „საჯარო სამარ­
32 თ­ლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და სააგენტოს დებულებით.
5. სააგენტოს ძირითადი უფლებამოსილებებია:
ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშემწყობი ღო­
კომენტარები
კანონის

ნი­ს­ძიებების განხორციელება;
ა1) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე გრანტების გაცემა;
ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით
წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის
კონსულტაციების გაწევა;
დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცე­
მების ბაზის შექმნა, რომელშიც აისახება ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპე­
რატივების მიერ განხორციელებული, მიმდინარე ან/და განსახორციელებელი სასოფ­
ლო-სამეურნეო საქმიანობის, აგრეთვე მოყვანილი და რეალიზებული მოსავლის,
გაწეული მომსახურების სახეობის, რაოდენობის შესახებ და სხვა მონაცემები;
ე) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭება და შეწყვეტა;
ვ) კოოპერატივების საერთაშორისო ალიანსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან
და სხვა ქვეყნების კოოპერაციულ გაერთიანებებთან თანამშრომლობა;
ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კადრების მომზადებისა და გადამ­
ზა­დების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელმძღვანელი პირების
კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის სფეროში გამოცდილებისა და ინფორმაციის
გაცვლის მიზნით სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, გამოფენების, სემი­ნა­
რებისა და შეხვედრების ორგანიზება;
ი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის მონიტორინგის განხორ­ცი­
ელება. ამ მიზნით სააგენტო უფლებამოსილია:
ი.ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისგან მოითხოვოს და მიიღოს საჭირო
ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული ან/და განსახორციელებელი სასოფლო-
სამეურნეო საქმიანობის თაობაზე;
ი.ბ) საჭიროების შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის
მონიტორინგის განხორციელების უზრუნველსაყოფად მიავლინოს უფლებამოსილი
პირები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის ადგილზე გასაცნობად;
ი.გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და საკუთარი დებულებით
განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
6. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტის სახით მიღებული თანხები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
7. სააგენტოს აქვს ბეჭედი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, სააგენტოს
უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში
ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც. 33

მე-8 მუხლის 1-4 პუნქტების კომენტარები:
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოადგენს სამთავრობო დაწე­

კომენტარები
სე­ბულებას, რომელიც შეიმუშავებს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთიან

კანონის
სახელმწიფო პოლიტიკას და ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს. სააგენტო
შეიქმნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013წ. 20 სექტემბრის N2-
26 ბრძანებით. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო ნორმატიული
აქტებია:

საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“;
საქართველოს მთავრობის დადგენილებები:
• 2013 წლის 2 ოქტომბრის №254 დადგენილება „სასოფლო-სამეურნეო კოოპე­
რატი­ვის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესის“ დამტკიცების შესახებ“,
რომე­ლიც განსაზღვრავს კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებასა და შეწყვეტასთან და სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივის მონიტორინგთან დაკავშირებულ სამართლებრივ
ურთ­იერთობებს.
• 2016 წლის 2 თებერვლის №51 დადგენილება „სსიპ − სასოფლო-სამეურნეო
კოოპე­რატივების განვითარების სააგენტოს გრანტის გამცემად განსაზღვრის
შესახებ“
ასევე, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, რომლებიც განსაზღვრავენ ცალ­
კ­ეულ სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერის სახე­
ლმწიფო პროგრამებს, რომელთა განმახორციელებლად განსაზღვრულია სააგე­ნტო.
სააგენტოს საქმიანობის განმსაზღვრელი ნორმატიული აქტებია საქართველოს სოფ­
ლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებები:
• 2013 წ. 20 სექტემბრის N2-26 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის
‒ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შექმნისა და
მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლითაც განისაზღვრება სააგენტოს
შექმნის და ლიკვიდაციის წესი, სააგენტოს მიზნები, სააგენტოს სტრუქტურა და
მართვის ორგანიზაცია;
• 2014 წლის 31 იანვრის №2-30 ბრძანება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“;
• 2016 წლის 2 თებერვლის №2-16 ბრძანება „სასოფლო-სამეურნეო კოოპე­
რატივის წევრთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“, რომელიც
განსაზღვრავს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმო­
ებ­ასთან, მონაცემების შეტანასა და განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მე-5 პუნქტის კომენტარი
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით
34 განისაზღვრება სააგენტოს ძირითადი უფლებამოსილებები, სააგენტოს მიერ დაკის­
რებული ფუნქციების შესასრულებლად.

სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა განახორციელოს სასოფლო-სამეურ­ნეო
კომენტარები

კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებები. სახე­ლ­
კანონის

მწიფო ხელშემწყობი ღონისძიებები განსაზღვრულია „სასოფლო-სამეურნეო კოოპე­
რატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით, რომელიც მოიცავს:
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების პროექტებისა და პროგ­რა­
მების შემუშავებასა და განხორციელებას;
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ შეღავათიანი საკრედიტო რესუ­რ­სე­
ბისა და გრანტების, მათ შორის, სახელმწიფო გრანტის, მიღების შესაძლებლობის
უზრუნველყოფას;
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კონსულტაციების გაწევასა და
შესა­­ბამისი რეკომენდაციების გაცემას;
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საგადასახადო შეღავათების დად­
გენას38.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში 2015 წ.
11 ნოემბერს შეტანილი ცვლილებით, სააგენტოს უფლებამოსილებას დაემატა
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე გრანტების გაცემა.

კანონში შეტანილი ამ ცვლილების შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2016
წლის 2 თებერვლის №51 დადგენილებით სააგენტო განისაზღვრა გრანტის გამცემ

38. იხილეთ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის კომენტარები.
დაწესებულებად. გრანტის გაცემის და გრანტებთან დაკავშირებული სხვა სამართ­
ლებ­რივი საკითხები განისაზღვრება საქართველოს კანონით „გრანტების შესახებ“.
ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტი განისაზღვრება,
როგორც ფულადი ან ნატურალური ფორმით უსასყიდლოდ გაცემული მიზნობრივი
სახსრები. ამ განსაზღვრებიდან გამომდინარე გრანტი არის:
• უსასყიდლოდ გაცემული ფულადი ან ნატურალური ფორმის სახსრები. გრანტის
მიმ­ღები გრანტის ფორმით გაცემულ თანხას ან ქონებას იღებს უსასყიდლოდ;
• მიზნობრივი სახსრები. გრანტით გაცემული სახსრები მხოლოდ გრანტის ხელ­შეკ­
რულებით გათვალისწინებული მიზნით შეიძლება იქნეს გამოყენებული. „გრანტების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, სხვა მიზნებისათვის
გრანტით გაცემული სახსრები შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ გრანტის
გამცემის თანხმობით. როგორც წესი, გრანტის გაცემა ემსახურება საჯარო ინტე­
რესებს და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით, სამეწარმეო მიზნების
მისაღწევად გაცემული სახსრები არ ითვლება გრანტად. მაგრამ ამ საერთო წესი­
დან, კანონი გამონაკლის უშვებს იმ კოოპერატივებისათვის, რომელთაც მინი­
ჭებული აქვთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი. ამდენად, მიუ­ხე­­
დავად იმისა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი წარმოადგენს სამე­წა­რმეო 35
სუბიექტს, სხვა სამეწარმეო სუბიექტებისგან განსხვავებით, კანონის თანახმად,
იგი შეიძლება იყოს გრანტის მიმღები39.

კომენტარები
კანონით დაუშვებელია გრანტით გაცემული ქონების რეალიზაცია. „გრანტების შესა­

კანონის
ხებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გრანტის სახით მიღებულ ფასე­
ულობათა რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ქმედება
წინასწარ იყო გათვალისწინებული გრანტის გაცემის ხელშეკრულებაში. მაგალითად,
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო
პროგრამით გათვალისწინებული ხელშეკრულებით დადგენილია, რომ გრანტის მიმ­
ღები (სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი) ვალდებულია ხელშეკრულების გაფ­
ო­რ­მებიდან 5 წლის განმავლობაში არ მოახდინოს გრანტით მიღებული სახს­რების
(სკების, თაფლის საწურების (ციბრუტების) და თაფლის შესანახი ავზების) გასხ­ვი­
სება. ამ წესიდან გამონაკლისი შესაძლებელია იქნეს დაშვებული, თუ ამ სახსრე­ბის
გასხვისება ხდება სააგენტოს ნებართვით და ისიც მხოლოდ პროგრამით გათვალი­
სწი­ნებული პირობებით.

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, გრანტის გაცემის
სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა
(დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური
და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის, ფულადი სახსრების) გამოყოფის
შესახებ. ამდენად, გრანტის გაცემა და მიღება ეფუძნება მხარეების ორმხრივ
თანხმობას და ნებას.

39. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კოოპე­
რატივის მიერ გრანტის მიღება არ იბეგრება შესაბამისი გადასახადით.
„გრანტების შესახებ“ კანონი ადგენს, რომ საგრანტო ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს
გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართუ­
ლებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის
გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე სააგენტოს მიერ გრანტების გაცემა ხდება და
საგრანტო პირობები განისაზღვრება სახელმწიფო პროგრამებიდან გამომდინარე.
მაგალითად, მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის
სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეს თანადაფინანსებით, გრანტის სახით ღირებუ­
ლების 30%-ად გადაეცემა: ა) მათ საკუთრებაში არსებული სკების იდენტური
ოდენობა (მაგრამ არაუმეტეს 100 ცალი); ბ) 1 ცალი 12 ჩარჩოიანი თაფლის საწური
(ციბრუტი); გ) 2 200 ლიტრის ტევადობის თაფლის შესანახი ავზი.

სააგენტოს უფლებამოსილებას განეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერა­ტი­
ვე­ბის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით წინადადებებისა და რეკომენ­და­
ციების შე­მუ­შავება და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კონსულ­
36 ტაციების გა­წევა.

უპირველესად, ეს არის წინადადებები და რეკომენდაციები სასოფლო-სამეურ­ნეო
კოოპერატივების საქმიანობის სამართლებრივი ბაზის დასახვეწად და გასაუმ­ჯო­
კომენტარები

ბესებლად. საკითხი ეხება, როგორც „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესა­
კანონის

ხებ“ კანონის შემდგომ სრულყოფას, ასევე, სასოფლო-სამეურნეო კოოპე­რა­ტი­ვების
საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას. სააგენტო არის ის და­წესე­
ბულება, რომელსაც აქვს ყოველდღიური ურთიერთობა სასოფლო-სამეურნეო კოოპე­
რატივებთან და კარგად იცნობს მათი საქმიანობის პრაქტიკას. აქედან გამომდინარე,
სააგენტო ახდენს არსებული მდგომარეობის ანალიზს, ავლენს ხელშემშლელ ფაქ­
ტორებს და პრობლემებს და, მათგან გამომდინარე, შეიმუშავებს წინადადებებს სა­
სო­ფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის ხელშესაწყობად და არსებული
სამართლებრივი ხარვეზების გამოსასწორებლად. გარდა ამისა, სააგენტო შეიმუშავებს
სარეკომენდაციო ხასიათის აქტებს (მაგ., სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ტიპო­
ბრივი წესდება) და წინადადებებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის,
მათი მუშაობის გასაუმჯობესებლად, ორგანიზებას უწევს სასოფლო-სამეურნეო კოო­
პე­რა­ტივების საქმიანობის გამოცდილების განზოგადებასა და გაზიარებას, რეკო­
მე­ნდაციებს და დახმარებას უწევს კოოპერატივებს სასოფლო-სამეურნეო კოოპე­
რა­ტივის სტატუსის მისაღებად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს აძლევს
რეკომენდაციებს პროდუქციის რეალიზაციის გაუმჯობესების, წარმოებაზე დანა­
ხარჯების შემცირების, მოსავლიანობის გაზრდის, ახალი თანამედროვე ტექნოლო­
გიე­ბის დანერგვის საკითხებზე. ამ მიზნით, სააგენტო შეიმუშავებს და სასოფ­ლო-
სამეურნეო კოოპერატივებს აწვდის ინსტრუქციებს (მაგ., მოტობლოკის გამო­ყე­ნე­ბისა
და ტექნიკური მომსახურების ინსტრუქცია), პრაქტიკულ ცნობარებს (მაგ., კიტრის
მოყვანის პრაქტიკული ცნობარი, კურდღლის მოშენების პრაქტიკული ცნო­ბარი, და
ა.შ.), გზამკვლევებს (მაგ., სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვ­ლე­ვი, ხში­
რად დასმული შეკითხვები, და ა.შ.) და სხვა სახის სარეკომენდაციო-სახელ­მძღ­ვან­ე­
ლო მასალას.

სააგენტოს უმნიშვნელოვანეს უფლებამოსილებას წარმოადგენს სასოფლო-სამეუ­
რნეო კოოპერატივების საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების ბაზის
შექმნა. ამ ბაზაში აისახება ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერა­ტივების
მიერ განხორციელებული, მიმდინარე ან/და განსახორციელებელი სასოფლო-სამეუ­
რნეო საქმიანობის, აგრეთვე, მოყვანილი და რეალიზებული მოსავლის, გაწეული
მომ­­სახურების სახეობის, რაოდენობის შესახებ და სხვა მონაცემები. აღნიშნული ბაზ­
ის შე­ქმნა და მისი პერიოდული განახლება იძლევა სრულ სურათს როგორც სასო­ფლო­-
-სამეურნეო კოოპერატივების, ისე ზოგადად სოფლის მეურნეობაში არსე­ბული მდგო­
მარეობის ანალიზისა და მისი განვითარების პერსპექტივების განსაზ­ღვ­რის­ათ­ვის.

სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზაციული ხასიათის მიმარ­თუ­
ლე­ბაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭება და შეწყვე­ტა. 37
კოოპერატივისთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭება განი­
სა­ზღვრება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლით
და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის №254 დადგენილებით

კომენტარები
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესის“

კანონის
დამტკიცების შესახებ“40.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის
„ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, სააგენტოს უფლებამოსილებას განეკუთვნება კოოპერა­
ტივების საერთაშორისო ალიანსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა
ქვეყნების კოოპერაციულ გაერთიანებებთან თანამშრომლობა და სასოფლო-
სამეურნეო კოოპერაციის სფეროში გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვ­
ლის მიზნით სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, გამოფენების, სემინა­
რებისა და შეხვედრების ორგანიზება.

კოოპერატივების საერთაშორისო ალიანსი წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს საერ­
თაშორისო ორგანიზაციას, რომელიც 1895წ. დაარსდა. ალიანსი აერთიანებს მსოფ­
ლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის კოოპერატივების ეროვნულ და რეგიონულ კავშირებსა და
ფედერაციებს, რაც მთლიანობაში 700 მილიონზე მეტ ადამიანს მოიცავს. ალიანსის
საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კოოპერატივთა ინტერესების დაცვა, გამოც­
დი­­ლების გაზიარება, კოოპერატივის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლება, სხვა­და­­
ს­ხვა ქვეყნების კოოპერატივთა თანამშრომლობის ხელშეწყობა და ა.შ. ალია­ნსი

40. იხილეთ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის კომენტარები.
სარგებლობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საკონსულტაციო ხმის უფლე­
ბით და სწორედ მისი ინიციატივით, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1992
წლი­­დან დაწესდა კოოპერატივების საერთაშორისო დღე. ეს დღე 2014 წლიდან აღ­
ნი­შ­ნე­ბა საქართველოშიც, ყოველი წლის ივლისის პირველ შაბათს.

გარდა კოოპერატივების საერთაშორისო ალიანსისა, სააგენტო თანამშრომლობს
სო­ფლ
­ ის მეურნეობის სფეროში მოქმედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

სააგენტოს მნიშვნელოვანი ფუნქციაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის
კადრების მომზადებისა და გადამზადების, აგრეთვე, სასოფლო-სამეურნეო
კოო­პ­ე­რატივების ხელმძღვანელი პირების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშე­
წყობა. კადრების კვალიფიკაცია ერთ-ერთი პრობლემური საკითხია. სასოფლო-
სამე­ურნეო კოოპერატივების საქმიანობის ეფექტურობა დამოკიდებულია მისი კად­
რების პროფესიონალიზმზე. ამ მიმართულებით სააგენტო არა მხოლოდ კონსუ­ლტ­
აციებსა და რეკომენდაციებს უწევს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს წარმო­
ებაზე დანახარჯების შემცირების, მოსავლიანობის გაზრდის, ახალი თანამე­დროვე
38 ტექნო­ლოგიების დანერგვის საკითხებზე, არამედ ორგანიზებას უწევს და ხელს
უწყობს როგორც კოოპერატივებში დასაქმებული პირების, ასევე, კოოპე­რა­ტივის
ხელმძ­ღვანელი პირების კვალიფიკაციის ამაღლებას. სააგენტო უზრუნვე­ლყოფს ­

კვალი­ფიკაციის ამაღლების მიზნით საჭიროებათა შესწავლას და მის შესაბამისად
კომენტარები

კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმავს და
კანონის

ორგანი­ზებას უწევს შესაბამის სფეროში და საკითხებზე ტრენინგების ჩატარებას.
სააგენტოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციული ხასიათის უფლე­ბამ­ოს­
ილებაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობაზე მონიტ­ორინგის
განხორციელება. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ მონიტორინგი არ ნიშნავს
კოოპერატივებზე ზედამხედველობას და მათ საქმიანობაში ჩარევას. მონიტორინგი
გულისხმობს ინფორმაციის სისტემატურ შეკრებასა და დამუშავებას, და მისი მიზანია
მიღებული ცოდნის გამოყენება არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად. ამასთან
ერ­თად, ცხადია, მონიტორინგის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონით დადგენილი მოთხოვნების
დაცვა. ამ მიზნებიდან გამომდინარე, მონიტორინგის განხორციელებისას სააგენტო
უფლებამოსილია: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისგან მოითხოვოს და მიიღოს
საჭირო ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული ან/და განსახორციელებელი
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის თაობაზე. ამ ინფორმაციის მიღება ემსახურება,
ერთი მხრივ, სააგენტოს მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანო­
ბასთან დაკავშირებული მონაცემების ბაზის შექმნას, ხოლო, მეორე მხრივ, სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივის მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვას41.

41. იხილეთ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის კომენტარები.
მე-6 პუნქტის კომენტარი
კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით განისაზღვრება სააგენტოს დაფინანსების წყა­
როები.

სააგენტო წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და, შესაბამისად, მისი
დაფინანსების ძირითადი წყარო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამო­ყო­
ფილი მიზნობრივი სახსრებია. სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული
პირი, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის
შესა­ბამისად შეიძლება იყოს გრანტის მიმღები. აქედან გამომდინარე, სააგენტოს
დაფი­ნანსების წყარო ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა საერთაშორისო დონორი
ორგანიზაციიდან გრანტის სახით მიღებული თანხები.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სააგენტოს, როგორც იურიდიული პირის დაფინანსების
წყაროს, ასევე, წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა
შე­მოსავლები. ეს შეიძლება იყოს ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუ­
შაოდან მიღებული შემოსავალი, საკუთარი ქონების იჯარით გაცემის ან გაყიდვის
შედეგად მიღებული შემოსავალი, შემოწირულობები და ა.შ. 39

მე-7 პუნქტის კომენტარი
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში 2014 წელს შეტანილი ცვლილების შესაბამისად

კომენტარები
საჯარო ფინანსების მართვის ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ყვე­

კანონის
ლა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ანგარიში კომერციული ბანკის ნაცვ­ლად
გადავიდა ხაზინის ერთიან ანგარიშთა სისტემაში. აქედან გამომდინარე, სააგე­ნტოს
ანგარიში აქვს გახსნილი სახელმწიფო ხაზინაში. შესაბამისად, სააგენტოს შემო­
სულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება აღირიცხება სახელმწიფო ხაზი­
ნის ერთიანი ანგარიშის მეშვეობით, მათი წარმოშობის წყაროს მიუხედავად. ამას­თან
ერთად, სააგენტოს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვა­ლი­სწ­
ინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც. საჯარო სამართლის
იურიდიული პირის ეს უფლება გათვალისწინებულია საქართველოს საბიუჯეტო
კოდექსის მე-7 მუხლის მე-8 ნაწილით, რომლის თანახმად სააგენტოს, როგორც საჯა­
რო სამართლის იურიდიულ პირს, უფლება აქვს დამატებითი შემოსავლის მიღების
მიზნით გახსნას მიმდინარე ან/და სადეპოზიტო ანგარიშები კომერციულ ბანკებში.
თუმცა, ამ ანგარიშებზე სახელმწიფო ხაზინაში გახსნილი ანგარიშიდან სახსრების
გადატანისა და სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ ანგარიშზე სახსრების დაბრუნების
გარდა სხვა ოპერაციების განხორციელება დაუშვებელია.
მუხლი 9. სააგენტოს ხელმძღვანელობა
კანონის ტექსტი:
1. სააგენტოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია
სააგენტოს თავმჯდომარე, რომელიც სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ უფლება­
მოსილებათა ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს.
2. სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­
სუფლებს მინისტრი.
3. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
ბ) იღებს გადაწყვეტილებას (გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართ­
ლებრივ აქტს) სააგენტოს კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამ­შ­
რომლებს;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახ­
სრებსა და ქონებას;
ე) ახორციელებს სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
40
კომენტარი:
კანონის მე-9 მუხლი განსაზღვრავს სააგენტოს მართვის საკითხებს, სააგენტოს
თავმჯდომარის სტატუსსა და ძირითად უფლებამოსილებებს. სააგენტო წარმოადგენს
კომენტარები
კანონის

საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც შექმნილია საქართველოს სოფლის
მეურნეობის მინისტრის ბრძანებით „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“
კანონის საფუძველზე. ამდენად, სააგენტო წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას,
რომელსაც, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-10 მუხლის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს
დებულების შესაბამისად, ერთპიროვნულად უძღვება სააგენტოს თავმჯდომარე.

სააგენტოს თავმჯდომარე არის სააგენტოს ხელმძღვანელი. ამდენად, იგი განსაზ­ღვ­
რავს სააგენტოს საქმიანობის მიმართულებებს, იღებს გადაწყვეტილებებს სააგე­ნ­ტოს
კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მას ეკისრება პერსონალური პასუხის­მგ­
ებლობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე
და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე, თანამდებობაზე ნიშნავს,
ათავისუფლებს და აძლევს დავალებებს სააგენტოს თანამშრომლებს და პასუხის­
მგებელია სააგენტოს საქმიანობაზე.

სააგენტოს თავმჯდომარე, ასევე, არის სააგენტოს წარმომადგენლობაზე უფლე­
ბამოსილი პირი, რაც ნიშნავს იმას, რომ სააგენტოს თავმჯდომარე წარმოადგენს
სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში, სააგენტოს სახელით დებს და აუქმებს
შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს, ხელს აწერს სააგენტოს სახელით გასულ
კორეს­პონდენციასა და საფინანსო დოკუმენტებს.
სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუ­
ფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი და იგი ანგარიშვალდებულია
სოფლის მეურნეობის მინისტრის წინაშე.

სააგენტოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები განისაზღვრება „სასოფლო-სამეუ­
რნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტითა
და სააგენტოს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით.

სააგენტოს თავმჯდომარე, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი და სააგენტოს წარ­
მო­მადგენლობაზე უფლებამოსილი პირი:
ა) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში. სააგენტოს თავ­
მ­ჯდომარე არის კანონით დადგენილი უფლებამოსილი პირი იმოქმედოს სააგენ­
ტოს სახელით, სააგენტოს სახელით დადოს და გააუქმოს ხელშეკრულებები და
გარიგებები, წარმოადგინოს და დაიცვას სააგენტოს ინტერესები სახელმწიფო ორგა­
ნო­ებში, საჯარო თუ კერძო იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობებში,
სააგე­ნტოს სახელით იყოს მოპასუხე და მოსარჩელე სასამართლოში.
ბ) იღებს გადაწყვეტილებას (გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამ­
არ­თლებრივ აქტს) სააგენტოს კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე.
41
სააგენტოს თავმჯდომარე, როგორც საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი გადა­
წყვეტილებებს იღებს ბრძანების სახით, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინი­

კომენტარები
სტრაციული-სამართლებრივი აქტი. სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება შეიძლება

კანონის
იქნეს გასაჩივრებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ხოლო
შემდეგ ‒ სასამართლოში.
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს
თანამშრომლებს. სააგენტოს თავმჯდომარე, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი
იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნისა
და გათავისუფლების შესახებ. სააგენტოს თანამშრომლები თანამდებობაზე ინიშნე­
ბიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს
სახსრებსა და ქონებას. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართ­
ველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს, როგორც საჯარო
სამართლის იურიდიული პირის სახსრები და ქონება მთლიანად ხმარდება სააგენტოს
მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და სხვა მიზნებით მათი გამოყენება
აკრძალულია. ამავე კანონის მე-12 მუხლის თანახმად, მხოლოდ საქართველოს
სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმების შემთხვევაშია შესაძლებელი
სააგენტოს მიერ ისეთი ქმედებების განხორციელება, როგორიცაა:
• უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
• ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
• თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების,
აგრეთვე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და
გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
• სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან
დაკა­ვშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

ხოლო სააგენტოს მიერ სესხის აღების ან თავდებობის შესახებ გადაწყვეტილების
მისაღებად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდა, ასევე, აუცილებელია თანხ­
მობის მიღება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან.

ე) ახორციელებს სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლება­მო­სი­
ლებებს.
სააგენტოს თავმჯდომარის სხვა დამატებითი უფლებამოსილებები განსაზღვრულია
სააგენტოს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად სააგენტოს
თავმჯდომარე უფლებამოსილია:
• გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები სააგე­
ნტოს თანამშრომელთა მიმართ;
• სააგენტოს თანამშრომელთათვის დაადგინოს დანამატი, რომლის ოდენობას გან­
საზღვრავს მინისტრთან შეთანხმებით;
42 • დაამტკიცოს სააგენტოს სტრუქტურა და შინაგანაწესი;
• მინისტრთან შეთანხმებით დაამტკიცოს საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი;
• სააგენტოს თანამშრომლებს მისცეს მითითებები და დავალებები, გააკონტროლოს
მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება;
კომენტარები

• განახორციელოს სააგენტოს თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმი­ან­
კანონის

ობის სამსახურებრივი ზედამხედველობა.

მუხლი 10. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება
კანონის ტექსტი:
1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებასთან დაკავშირებით გამოიყენება
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები ამ კანონით განსაზღვრული
თავისებურებების გათვალისწინებით.
2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ
ძირითად საკითხებს:
ა) სავალდებულო სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესს;
ბ) წარმომადგენელთა ან საერთო კრების მოწვევის წესსა და უფლებამოსილებებს;
გ) მინიმალური პაის და საპაიო შენატანის ღირებულებებს;
დ) ამოღებულია
ე) ამ კანონის 133 მუხლის შესაბამისად მოგების განაწილების წესს;
ვ) ზარალის განაწილების წესს;
ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრს (მეპაიეს) შორის ურთიერ­თვა­
ლდებულებების წერილობით გაფორმების წესს;
თ) ლიკვიდაციის და ლიკვიდაციის შემდგომ დარჩენილი ქონების განაწილების წესს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული სავალდებულო სარეზერვო
ფონდი არ უნდა იყოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წლიური მოგების 15%-
ზე ნაკლები. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წინა საანგარიშო წლის მოგების
არანაკლებ 15%-ის აკუმულირება წლის დასაწყისში უნდა განხორციელდეს.

4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს სხვა
სახის ფონდების, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
სავალდებულო სარეზერვო ფონდისა, შექმნას და მათი განკარგვის წესს.

1-2 პუნქტების კომენტარი
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი წარმოადგენს სამეწარმეო სუბიექტს. ამიტომ
კოო­პე
­ რატივის წესდებასთან დაკავშირებით გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ კანო­
ნით განსაზღვრული დებულებები, მაგრამ იმ თავისებურებების გათვალისწინებით,
რა­საც ადგენს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონი42.

წესდება არის სამეწარმეო სუბიექტის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. „მეწარმეთა
შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტი წესდებას განმარტავს როგორც პარტ­ 43
ნიორთა შეთანხმებას, რომლის საფუძველზედაც წესრიგდება საწარმოს საქმი­ანო­
ბასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკით­ხები. კანონი
ადგენს წესდების იმ მოთხოვნებს, რომელიც სავალდებულოა გათვა­ლისწინებული

კომენტარები
იქნეს წესდებაში, როგორც სარეგისტრაციო განაცხადი, და რომელთა გარეშეც ეს

კანონის
სუბიექტი ვერ იქნება რეგისტრირებული. ასევე, კანონის თანახმად, წესდება შეიძლება
შეიცავდეს პარტნიორთა შეთანხმების დამატებით საკითხებსაც.

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის თანახმად, წესდება აუცილებლად უნდა
შეიცავდეს:
ა) სახელწოდებას/საფირმო სახელწოდებას;
ბ) სამართლებრივ ფორმას;
გ) იურიდიულ მისამართს;
დ) საქმიანობის მიზანს და საქმიანობის საგანს;
ე) წევრად მიღების წესს და წევრობის შეწყვეტის საფუძვლებს; წევრთა უფლება-
მოვალეობებს;
ვ) მმართველობის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, მათ უფლება-მოვა­ლე­
ობებს, გადაწყვეტილების მიღების წესს;
ზ) შემოსავლებისა და მოგების განაწილების წესს;
თ) ლიკვიდაციის წესს.

42. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდების დეტალური კომენტარი მოცემული იქნება „სასოფლო-სამეუ­
რნეო კოოპერატივის ტიპიური წესდების კომენტარებში“.
გარდა ამ საკითხებისა, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის მე-
10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კოოპერატივის წესდება, ასევე, უნდა ითვალი­
სწინებდეს:
ა) სავალდებულო სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესს;
ბ) წარმომადგენელთა ან საერთო კრების მოწვევის წესსა და უფლებამოსილებებს;
გ) მინიმალური პაის და საპაიო შენატანის ღირებულებებს;
დ) მოგების განაწილების წესს;
ე) ზარალის განაწილების წესს;
ვ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრს (მეპაიეს) შორის ურთიერ­თ­
ვალდებულებების წერილობით გაფორმების წესს;
ზ) ლიკვიდაციის და ლიკვიდაციის შემდგომ დარჩენილი ქონების განაწილების წესს43.

კოოპერატივის წესდება არის კოოპერატივის სადამფუძნებლო დოკუმენტი და იგი
კოო­პერატივის მეპაიეთა მიერ მხოლოდ ერთხმად შეიძლება იქნეს მიღებული. რაც
შეეხება შემდგომ წესდებაში ცვლილების შეტანას, ეს უფლებამოსილება შეიძლება
გადა­ეცეს კოოპერატივის საერთო კრებას. თუმცა, ამავე დროს შეიძლება წესდებით
გამოყოს ცალკეული საკითხები, რომელზეც საერთო კრების მიერ გადაწყვეტილება
44 მიღებული უნდა იქნეს კვალიფიციური უმრავლესობით (მაგ., მეპაიეთა 2/3) ან ერთ­
ხმად.
კომენტარები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წესდებაში გათვალისწინებულ საკითხებს,
კანონის

ძირითადად, ეხება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მეხუთე თავი (60-68 მუხლები).
თუმცა, კოოპერატივის წესდების შედგენისას, ასევე, გასათვალისწინებელია „მეწა­
რმეთა შესახებ“ კანონის ზოგადი დებულებებიც, რომლებიც საერთოა ყველა სამე­­
წ­არმეო სუბიექტისათვის. ამასთან, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ყველა ეს დებუ­
ლება გამოყენებული უნდა იქნეს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესა­ხებ“
კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. მათ შორის განსხვავების შემთ­ხვ­
ევაში უპირატესობა ენიჭება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანო­
ნით დადგენილ ნორმებს. პირველ რიგში, ეს ეხება კოოპერატივის წევრის საკ­ითხს.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის ნორმებში არ არის გაყოფილი მეპაიესა და ასო­
ცირე­ბული წევრის უფლება-მოვალეობები. „მეწარმეთა შესახებ“ კანონი იყე­ნებს
ტერ­მინს „კოოპერატივის წევრი“ ან „პარტნიორი“. „სასოფლო-სამეურნეო კოოპე­
რატი­­ვის შესახებ“ კანონით კი ცალკეა განსაზღვრული კოოპერატივის წევრ მეპა­იის
და კოო­პერატივის ასოცირებული წევრის უფლება-მოვალეობანი. სწორედ ამიტომ,
„მეწა­რმეთა შესახებ“ კანონის დებულებების გამოყენებისას უნდა იქნეს გათვა­ლის­
წინებული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის მოთხო­ვნები,
რომლის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ კანონით „წევრის“ მიმართ დადგე­ნილი
ნორმები, უმეტეს შემთხვევაში, ეხება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპე­რა­
ტივის მეპაიეს, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში ვრცელდება როგორც მეპაიეზე, ისე
ასოცირებულ წევრზე. კერძოდ:

43. ამ პუნქტების დეტალური კომენტარები მოცემული იქნება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ტიპიური
წესდების კომენტარებში“.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-3 მუხლი განსაზღვრავს სამეწარმეო სუბიექტის
წევრთა პასუხისმგებლობას, შესატანს, ინფორმაციის მიღებისა და კონტროლის
უფლებებს. ამ მუხლის მე-51 პუნქტის თანახმად, „თუ წესდების ცვლილება ეხება
პარტნიორის ხმის უფლებას, მოგებაში/ზარალში წილს ან ლიკვიდაციისას მის უფ­
ლებებს, აღნიშნული ცვლილება მიღებული უნდა იქნეს ერთხმად, თუ წესდების
შესაბამისი ნაწილით, რომელიც პარტნიორების მიერ ერთხმად იყო მიღებული, სხვა
რამ არ არის დადგენილი“. ამრიგად, თუ თავდაპირველად, ერთხმად მიღებული
კოოპერატივის წესდებით განისაზღვრა, რომ საერთო კრება უფლებამოსილია დამს­
წრეთა ხმათა უმრავლესობით წესდებაში შეიტანოს ცვლილება, რომელიც შეეხე­
ბა პარტნიორის ხმის უფლებას, მოგებაში/ზარალში წილს ან ლიკვიდაციისას მის
უფლებებს, ეს გადაწყვეტილება იქნება კანონიერი. მაგრამ თუ წესდებით ასეთი
უფლე­ბამოსილება პირდაპირ არ არის განსაზღვრული, მაშინ წესდებაში ამ ტიპის
ცვლილება მხოლოდ ერთხმად უნდა იქნეს მიღებული. „მეწარმეთა შესახებ“ კანონით
დადგენილი ეს მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ კოოპერატივის მეპაიეებზე, რომ­
ლებიც არიან უფლებამოსილნი მიიღონ და ცვლილება შეიტანონ კოოპერატივის
წესდებაში. შესაბამისად, კანონში გამოყენებული ტერმინი „პარტნიორი“ გაგებული
უნდა იქნას ვიწრო გაგებით და ეხება მხოლოდ მეპაიეს. 45

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის ამავე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილია, რომ
„პარტნიორებს შეუძლიათ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრონ

კომენტარები
თითოეული პარტნიორის შენატანის შეტანის წესი და ვადა“. (ამ შემთხვევაშიც ტერ­

კანონის
მინი „პარტნიორი“ გაგებული უნდა იქნას ვიწრო გაგებით და ეხება მხოლოდ მეპა­
იეს). შენატანის, ანუ პაის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება კოოპერატივის
საერთო კრების მიერ. თუმცა, რა ვადაში და რა წესით უნდა მოხდეს კოოპერატივის
წევრთა მიერ პაის შეტანა, ეს საკითხი შეიძლება დადგინდეს წესდებით, ან წესდე­
ბით ამ საკითხის განსაზღვრის უფლებამოსილება მიენიჭოს კოოპერატივის მარ­
თვის ორგანოს. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ამავე პუნქტით განსაზღვრულია,
რომ თუ წევრმა დადგენილ ვადაში არ შეიტანა პაი, მაშინ იგი „კარგავს წილს და
ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც“. (ამ შემთხვევაში ტერ­
მინი „წევრი“ ეხება როგორც მეპაიეს, ასევე, ასოცირებულ წევრს). კანონი აქვე
მიუთითებს, რომ წესდებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს განსხვავებული
მიდგომაც. მაგალითად, თუ პირმა დადგენილ ვადაში ვერ შეიტანა პაი, რის გამოც
იგი კარგავს წევრობას და, შესაბამისად, წილს კოოპერატივში, წესდებით შეიძლება
იქნეს გათვალისწინებული, რომ თუ მან ამ პერიოდში შეასრულა წევრისათვის
დაკისრებული გარკვეული ვალდებულებები (მაგ., მონაწილეობას იღებდა კოოპე­
რატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში), მიეცეს ამ ვალდებულებათა შესრუ­
ლე­ბის შედეგად მიღებული სარგებლის წილი. (ეს ნორმა ვრცელდება მხოლოდ
მეპაიეზე). თუ წესდებაში ეს საკითხი არ იქნა გათვალისწინებული, მაშინ მოქმედებს
კანონის ნორმა, და პირი, რომელმაც დადგენილ ვადაში ვერ შეიტანა პაი, დაკარგავს
წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილია, რომ
„ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა
პუბლიკაციის მიღების უფლება“. ეს არის კანონის ნორმით დადგენილი უფლება,
რომე­ლიც სავალდებულოა შესასრულებლად. თუმცა, კანონი აქვე უშვებს, რომ
წესდებით შეიძლება დადგინდეს წევრის მიერ კონტროლისა და შემოწმების დამა­
ტებითი უფლებები. მაგალითად, უფლება მოითხოვოს კოოპერატივის გამგეობის
რიგგარეშე ანგარიში. წესდებით ეს უფლება შეიძლება მიეცეს თითოეულ წევრს ან
წევრთა გარკვეულ რაოდენობას (მაგ., წევრთა 5%). „სასოფლო-სამეურნეო კოოპე­
რატივის შესახებ“ კანონით, კოოპერატივის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის
მიღე­ბის უფლება გააჩნია როგორც მეპაიეს, ისე ასოცირებულ წევრს. შესაბამისად,
„მეწარმეთა შესახებ“ კანონით დადგენილი ეს ნორმა ვრცელდება როგორც მეპაიეზე,
ასევე ასოცირებულ წევრზე.

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ სამეწარმეო სუ­
ბიექტის „ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით
უფ­ლებამოსილებასაც“. თუმცა, იქვე ადგენს, რომ წესდებით შესაძლებელია წარმომა­
დგენლობაზე უფლებამოსილება მიენიჭოს არა ხელმძღვანელს, არამედ სხვა პირს
46 ან პირთა ჯგუფს.

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-91 მუხლი ადგენს პარტნიორთა საერთო კრების
კომენტარები

ზოგად წესს. ამ წესის მიხედვით საერთო კრება უნდა იქნეს მოწვეული წელიწადში
კანონის

ერთხელ მაინც. თუმცა, წესდებით შესაძლებელია დადგინდეს ყოველწლიურად
საერთო კრების ჩატარების უფრო მეტი ოდენობა.

„მეწარმეთა შესახებ“ კანონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წესდებაში
გათვალისწინებულ საკითხებზე ძირითადი ნორმები მოცემულია კანონის მეხუთე
თავში (60-68 მუხლები). მაგრამ ამ ნორმების გამოყენება უნდა მოხდეს „სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონით დადგენილი დებულებების შესაბამისად.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტით განმარტებულია
კოოპერატივის ცნება, რომლის თანახმად, „კოოპერატივი არის წევრთა შრომით
საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლის
გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება, რომლის ამოცანაა წევრთა ინტერესების
დაკმაყოფილება და იგი მიმართული არ არის უპირატესად მოგების მიღებაზე“. ცნე­
ბის ამ განმარტებით გამოიყოფა კოოპერატივის, როგორც სამეწარმეო სუბიექტის
განსაკუთრებული ნიშნები, რითაც იგი განსხვავდება სხვა კერძო სამართლის იური­
დიული პირებისაგან. ეს ნიშნებია:

1) კოოპერატივი არის წევრობაზე დაფუძნებული იურიდიული პირი. ეს ნიშნავს,
რომ კოოპერატივი უნდა აერთიანებდეს რამდენიმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის44

44. იხილეთ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის კომენტარები.
(იხ. მე-11 მუხლის კომენტარები) თანახმად, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივში
გაერთიანებული უნდა იყოს არანაკლებ 5, ხოლო იმ დასახლებაში, რომელზედაც
ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანო­ნი, არანაკლებ 3 მეპაიე. კოოპერატივის წევრი შეიძლება იყოს როგორც ფიზი­
კური, ისე იურიდიული პირი. ამასთან, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე
ფიზიკური პირი შეიძლება იყოს მხოლოდ 18 წელს მიღწეული საქართველოს
მოქალაქე, ხოლო ასოცირებული წევრი ‒ 18 წევრს მიღწეული ფიზიკური პირი (მათ
შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქე. კოოპერატივის მეპაიე იურიდიული პირი შეიძლება
იყოს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, ხოლო ასოცირებული წევრი ‒
ნებისმიერი იურიდიული პირი.

2) კოოპერატივი ეფუძნება კოოპერაციას, ანუ მეპაიეთა ურთიერთთანამშრომლობას,
რაც გამოიხატება მეპაიეთა ერთობლივ შრომით საქმიანობაში ან ერთმანეთთან
ურთიერთდაკავშირებულ ისეთ საქმიანობაში, რომელიც მიმართულია კოოპერატივის
წევრთა მეურნეობის ან შემოსავლის გაზრდასთან. მაგალითად, შესაძლებელია
კოოპერატივის ყველა მეპაიე ერთობლივად ახდენდეს მიწის დამუშავებას, მოსავლის
აღებას და მათ რეალიზაციას, ან ეს საქმიანობა იყოს დანაწილებული მეპაიეთა შო­
რის: მეპაიეთა ერთი ნაწილი ახდენდეს მიწის დამუშავებას და მოსავლის მიღებას, 47
მეორე ნაწილი ‒ უზრუნველყოფდეს მიღებული მოსავლის გადამუშავებას, ხოლო
მესა­მე ‒ მათ რეალიზებას;

კომენტარები
კანონის
3) კოოპერატივში წევრთა გაერთიანება ხდება ნებაყოფლობით საფუძველზე. კოოპე­
რატივში მეპაიეთა გაერთიანების სავალდებულო პირობაა სავალდებულო შენატანი
‒ პაი და კოოპერატივის საქმიანობაში უშუალო მონაწილეობა. იმ შემთხვევაში, თუ
ხდება მხოლოდ შენატანის შეტანა, ეს პირი იღებს არა მეპაიის, არამედ კოოპერატივის
ასოცირებული წევრის სტატუსს45;

4) კოოპერატივის მეპაიეთა ურთიერთობა იგება თანასწორობის, კოოპერატივის
დემოკრატიული მართვის, ურთიერთდახმარებისა და სოციალური პასუხისმგებლობის
პრინციპებზე46. კოოპერატივის ყველა მეპაიეს აქვს ერთი ხმა და იგი არ არის დამოკი­
დებული კოოპერატივში მის მიერ შეტანილი წილის ოდენობაზე. კოოპერატივის
საერ­თო კრების მიერ დგინდება მეპაიის სავალდებულო საპაიო შენატანის ოდენობა,
რომე­ლიც განისაზღვრება საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივში მისი მოსალოდნელი სამეურნეო საქმიანობის შესაბამისად, კოოპე­
რატი­ვის მიერ ამ მეპაიისთვის გასაწევი მომსახურების ან/და მისაწოდებელი პროდუ­
ქციის ღირებულების პროპორციულად47. პაი სავალდებულოა შეიტანოს კოოპერა­
ტი­ვის ყველა მეპაიემ საერთო კრების მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამასთან, „სასო­
ფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-131 მუხლის

45. იხილეთ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის კომენტარები.
46. იხილეთ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის კომენტარები.
47. იხილეთ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-131 მუხლის კომენტარები.
მე-2 პუნქტის თანახმად, მეპაიეს უფლება აქვს განახორციელოს დამატებითი საპაიო
შენატანი სავალდებულო საპაიო შენატანის სრულად განხორციელების შემდეგ,
საერ­თო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე. კოოპერატივის მეპაიის მიერ დამა­
ტებითი საპაიო შენატანი აძლევს მას მოგებიდან დამატებითი დივიდენდის მიღების
საშუალებას, მაგრამ დამატებითი შენატანი არ აისახება მის ხმის უფლებაზე. კანონის
თანახმად, კოოპერატივის მართვა ეფუძნება დემოკრატიული მართვის პრინციპს
და თითოეული მეპაიე საერთო კრებაზე ერთი ხმის უფლებით სარგებლობს. ამით,
კოოპერატივი განსხვავდება სააქციო საზოგადოებისაგან, სადაც აქციათა რაოდენობა
აისახება არა მხოლოდ მოგებიდან მისაღებ დივიდენდზე, არამედ აქციონერის ხმათა
რაოდენობაზეც;

5) კოოპერატივის მიზანია მეპაიეთა ინტერესების დაკმაყოფილება და იგი მიმართ­
ული არ არის უპირატესად მოგების მიღებაზე. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ნიშანი, რითაც კოოპერატივები განსხვავდებიან სხვა სამეწარმეო სუბიექტებისგან.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სამეწარმეო
საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც
48 ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად“. ამდენად,
კანონის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობის უმთავრესი მიზანია მოგების მიღება.
კოოპერატივის საქმიანობა კი, მართალია არ გამორიცხავს, მაგრამ უპირატესად არ
არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე. შესაძლებელია, კოოპერატივმა სამეურ­
კომენტარები

ნეო წელში მისი საქმიანობა ისე დაგეგმოს, რომ გაწეული საქმიანობა არ ითვა­
კანონის

ლისწინებდეს ხელშესახები მოგების მიღებას, მაგრამ მიმართული იყოს კოოპერატივის
წევრთა მეურნეობის განვითარებაზე ან მიმართული იყოს კოოპერატივის წევრთა
შემოსავლების გაზრდაზე ან მათი ხარჯების შემცირებაზე.

კოოპერატივების ვალდებულების განმსაზღვრელია „მეწარმეთა შესახებ“ კანონის
მე-60 მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც, ასევე, ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივებზე. ამ პუნქტის თანახმად, „კოოპერატივი თავისი ვალდებულებების
გამო კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ თავისი ქონებით“. კოოპე­რატი­
ვის წევრები არ არიან პასუხისმგებელნი თავისი ქონებით კოოპერატივის ვალ­დე­
ბულებებზე, ისევე, როგორც კოოპერატივი არ არის ვალდებული პასუხი აგოს მის
წევ­რთა ვალდებულებებზე.

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 61-ე მუხლი განსაზღვრავს პაის და კოოპერატივში
გაწევრიანების ზოგად წესს. თუმცა, ეს საკითხები განსხვავებულად რეგულირდება
კანონით და, შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე ვრცელდება
„სასო­ფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის დადგენილი მოთხოვნები.

განსხვავებულია მიდგომა კოოპერატივიდან წევრის გასვლასთან დაკავშირებით.
ამ შე­მთხვევაშიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა უნდა იხელმძღვანელონ
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონით და უფლება აქვთ წესდებით
გაითვალისწინონ კოოპერატივის წევრის გასვლის შეზღუდვა.

ამავე დროს, „მეწარმეთა შესახებ“ კანონით რეგულირდება მთელი რიგი საკითხები,
რომელსაც არ ეხება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონი და,
შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა უნდა იხელმძღვანელონ სწო­
რედ „მეწარმეთა შესახებ“ კანონით. ეს საკითხებია „მეწარმეთა შესახებ“ კანონის
62-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, რომელთა თანახმად,
„3. კოოპერატივის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს, სამეურნეო წლის განმავ­
ლო­ბაშიც, თავისი პაი წერილობითი შეთანხმებით გადასცეს სხვა პირს და ამით
გამოვიდეს კოოპერატივიდან საბოლოო ანგარიშსწორების გარეშე, თუ პრეტენდენტი
მის მაგივრად ხდება ან უკვე არის კოოპერატივის წევრი. წესდება (პარტნიორთა
შეთა­ნხმება) შეიძლება კრძალავდეს ან დამატებით პირობებს უდგენდეს ამგვარ
გადაცემას. გამგეობამ ეს შეთანხმება დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს მეწარმეთა
და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს.
4. კოოპერატივის წევრის გარდაცვალებისას წევრობა გადადის მის მემკვიდრეებზე.
წევრობა მთავრდება იმ სამეურნეო წლის დასრულებით, როცა მოხდა სამკვიდროს 49
გახსნა. რამდენიმე მემკვიდრეს შეუძლია საერთო კრებაზე ხმის უფლება განახო­რც­
იელოს ერთი საერთო წარმომადგენლის მეშვეობით.

კომენტარები
კანონის
წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ კოოპერატივის წევრის გარდაცვალების
შემთხვევაში კოოპერატივის წევრი გახდება მისი მემკვიდრე. წესდებით წევრობის
გაგრძელება შეიძლება დამოკიდებული გახდეს უფლებამონაცვლის პიროვნულ
ფაქტორებზე. რამდენიმე მემკვიდრის მიერ მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში
შეიძლება, ასევე, გათვალისწინებული იყოს, რომ წევრობა შეწყდება, თუ იგი არ
გადაეცემა ერთ-ერთ მემკვიდრეს წესდებით დადგენილ ვადებში“.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონი არ არეგულირებს კოოპე­
რა­ტივის საერთო კრების პროცედურულ საკითხებს. შესაბამისად, სასოფლო-სამეუ­
რნეო კოოპერატივებზე ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 63-ე მუხლით
დადგენილი წესი, რომელიც ეხება კოოპერატივის საერთო კრებას. კერძოდ, კანონის
ამ მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
„წევრს უფლება აქვს, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით განახორციელოს
თავისი ხმის უფლება. სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის
1293-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მხარდაჭერის დანიშვნისას მხარდაჭერის
მიმღების ან/და შეზღუდულ ქმედუნარიანი ფიზიკური პირის ხმის უფლებას, აგრეთვე,
იურიდიული პირის ხმის უფლებას ახორციელებენ მათი კანონიერი წარმო­მა­
დგენლები, ხოლო სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომან­
დიტური საზოგადოების ხმის უფლებას ახორციელებს წარმომადგენლობაზე უფლე­
ბამო­სილი პირი. ფიზიკური პირის მიერ გაცემული მინდობილობა ნოტარიულად
უნდა დამოწმდეს. (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4
ნაწილი ითვალისწინებს, რომ „თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის
მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში
ობიექ­ტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა
მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს, სასამართლო მხარდამჭერს
უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდი­
ნარე, დადოს აუცილებელი გარიგებები“).

ასევე, გასათვალისწინებელია „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 63-ე მუხლის 6-11
პუნქტები, რომელთა მიხედვით:
„6. საერთო კრებას იწვევს გამგეობა, თუ წესდებით ან კანონით სხვა პირებიც არ
არიან საამისოდ უფლებამოსილი. საერთო კრება, გარდა წესდებითა და ამ კანონით
სპეციალურად გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოწვეული უნდა იქნეს წელიწადში
ერთხელ მაინც.
7. საერთო კრება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული, თუ წევრთა 1/10 ან წესდე­
ბაში საამისოდ აღნიშნული უფრო მცირე ნაწილი მათ მიერ ხელმოწერილ განცხა­
დებაში მოითხოვს კრების მოწვევას კონკრეტული მიზნის მითითებით.
50 8. საერთო კრება მოიწვევა სულ ცოტა 3 კვირის ვადაში საქართველოს ერთ-ერთ
ოფიციალურ ანდა წესდებით განსაზღვრულ გაზეთში გამოქვეყნებით.
11. მხოლოდ საერთო კრებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება წესდებაში (პარ­
ტნ­იორთა შეთანხმებაში) ცვლილებების შეტანის თაობაზე, ამასთანავე, გადაწ­
კომენტარები
კანონის

ყვე­ტილება სანოტარო წესით უნდა დამოწმდეს. ქვემოთ მოცემული ცვლილებების
შესა­ტანად საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უბრალო უმრავლესობა (თუ
წესდებაში (პარტნიორთა შეთანხმებაში) სხვა რამ არ არის მითითებული):
ა) პაის გაზრდა;
ბ) რამდენიმე სავალდებულო პაით მონაწილეობის შემოღება ან გაფართოება;
გ) დამატებითი შესატანის შეტანის მოვალეობის შემოღება ან გაფართოება;
დ) რეზერვებში გამსვლელ წევრთა მონაწილეობის შემოღება ან გაფართოება;
ე) რამდენიმე ხმის უფლების დაწესება ან გაფართოება48;
ვ) პაის დაყოფა.

წესდების იმ ცვლილებისათვის, რომლითაც შემოღებული ან გაფართოებულია წევ­
რის (ეს შემთხვევა ეხება მხოლოდ მეპაიეს) მოვალეობა კოოპერატივის მოწყობი­
ლობების ან სხვა საქმიანობის გამოყენების ან/და სამსახურის შემოღების შესახებ,
საჭიროა ხმების 9/10-ის უმრავლესობა. წესდება შეიძლება სხვა მოთხოვნებსაც
ითვალისწინებდეს. კოოპერატივის ადგილსამყოფლის მიხედვით მეწარმეთა და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციამდე
გადაწყვეტილებას ძალა არ აქვს.“

48. ამ პუნქტთან მიმართებით განსხვავებულია „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის მიდგომა,
რომლის თანახმად ხმის უფლებით სარგებლობენ მხოლოდ კოოპერატივის მეპაიე წევრები და ყოველ წევრს პაის
რაოდენობის მიუხედავად აქვს ერთი ხმა.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 64-ე მუხლი ეხება სპეციალურ შემთხვევას, როცა
კოოპე­რატივის მეპაიეთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ შეიძლება გართულდეს
ერთი­ანი საერთო კრების ჩატარება. ეს საკითხიც არ არის სპეციალურად დარე­გუ­
ლირებული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონში. ამიტომ სასო­­
ფლო-სამეურნეო კოოპერატივმა ასეთ შემთხვევაში უნდა იხელმძღვანელოს „მეწა­რ­
მეთა შესახებ“ კანონის 64-ე მუხლით:

„მუხლი 64. წარმომადგენელთა კრება
1. თუ კოოპერატივის წევრთა რაოდენობა ხუთასზე მეტია, საერთო კრების ნაცვლად
მოიწვევა წარმომადგენელთა კრება. თუ წევრთა რაოდენობა ორასზე მეტია, შეიძ­
ლება წესდებით განისაზღვროს, რომ საერთო კრების ნაცვლად ჩატარდეს წარმომად­
გენელთა კრება.
2. წარმომადგენლად შეიძლება არჩეულ იქნეს ყოველი ქმედუნარიანი ფიზიკური
პირი, რომელიც კოოპერატივის წევრია, მაგრამ არ არის არც გამგეობაში და არც
სამეთვალყურეო საბჭოში.
3. წარმომადგენელთა კრება შედგება სულ ცოტა 50 წარმომადგენლისაგან, რომ­ლე­
ბსაც ირჩევენ კოოპერატივის წევრები. წარმომადგენლებს არა აქვთ უფლება, თავი­
ანთი უფლებამოსილება სხვა პირებს გადასცენ. 51
4. წარმომადგენლები აირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების
საფუ­ძველზე, ფარული კენჭისყრით; არჩევნებისას წევრთა წარმომადგენლობისათ­

კომენტარები
ვის შესაბამისად გამოიყენება ამ კანონის 63-ე მუხლის მე-4 პუნქტი. პირი წარმომა­

კანონის
დგენლად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ოთხ წელზე მეტი ვადით.
წესდებით უნდა განისაზღვროს:
ა) რამდენ წევრზე მოდის ერთი წარმომადგენელი;
ბ) წარმომადგენლობის დრო.
სხვა, უფრო დაწვრილებითი დებულებები არჩევნების წესის შესახებ, შედეგების
განსაზღვრის ჩათვლით, შეიძლება ჩამოყალიბდეს გამგეობისა და სამეთვალყურეო
საბჭოს მიერ ერთობლივად მიღებულ საარჩევნო დებულებაში. ამისათვის საჭიროა
საერთო კრების თანხმობა. გამგეობა გადაწყვეტილებებს იღებს ერთხმად.
5. ყოველი წარმომადგენლისათვის არჩეული უნდა იქნეს თითო სათადარიგო პირი.
თუ წარმომადგენელი განთავისუფლდება ვადის დამთავრებამდე, მაშინ მას შეცვლის
სათადარიგო პირი. ეს პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ წარმომადგენელთან ერთად
წარმომადგენელთა არჩევნებისათვის დადგენილი წესებით, უფლებამოსილების
იმავე ვადით.
6. არჩეულ წარმომადგენელთა და არჩეულ სათადარიგო პირთა სია 2 კვირის განმავ­
ლობაში უნდა იყოს გამოკრული კოოპერატივის ოფისში, რათა წევრები გაეცნონ მას.
ამის შესახებ უნდა გამოცხადდეს საქართველოს ერთ-ერთ ოფიციალურ ან წესდებით
განსაზღვრულ გაზეთში. სიის გამოკვრის ვადის ათვლა იწყება გამოქვეყნების
დღიდან. ყოველ წევრს მისი მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს
სიის ასლი.“
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტით „კოოპერატივს უფ­
ლ­ება აქვს წესდებით გაითვალისწინოს სამეთვალყურეო საბჭოს არსებობა და გან­­
საზ­ღვროს მის წევრთა რაოდენობა“. ეს საკითხი განსხვავებულად არის დარ­ე­გუ­ლ­
ი­რებული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კა­ნონით,
რომლის მე-12 და მე-132 მუხლები ითვალისწინებენ სამეთვალყურეო საბ­ჭოს
არსებობას. ამგვარად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ვალდებულნი არიან
თავის წესდებით გაითვალისწინონ ამ ორგანოს არსებობა და, ამავე დროს, იხელმ­
ძღვანელონ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 65-ე მუხლის მე-3 ‒ მე-7 პუნქტებით
დადგე­ნილი იმ სპეციალური წესებით, რომლებიც სამეთვალყურეო საბჭოს ეხება.
კერძოდ,
„3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს უფლება არა აქვს იმავდროულად იყოს გამგეობის
წევრი (დირექტორი) ან მისი მოადგილე, ან სხვაგვარად წარმართოს კოოპერატივის
საქმიანობა. გამგეობიდან გასული წევრი მისი ანგარიშის დამტკიცებამდე არ
შეიძლება არჩეულ იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, თუ წესდებით სხვა რამ
არ არის გათვალისწინებული.
4. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო კონტროლს
უწევს გამგეობას საქმეების წარმოებისას მართვის ყველა დარგში და, ამ მიზნით,
იღებს ინფორმაციას კოოპერატივის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ. სამეთვა­
ლყურეო საბჭოს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოსთხოვოს გამგეობას ანგა­რი­ში
52 და უშუალოდ, ან მის მიერ განსაზღვრული პირის მეშვეობით შეამოწმოს საბუღა­
ლტრო წიგნები და ჩანაწერები, აგრეთვე ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის მდგო­
მარეობა. სამეთვალყურეო საბჭო ამოწმებს კოოპერატივის წლიურ ბალანსს, მისი
კომენტარები

მდგომარეობის შესახებ მოხსენებას და წლიური მოგების განაწილების თაობაზე წი­
კანონის

ნადადებებს. შემოწმების შედეგების შესახებ იგი მოახსენებს საერთო კრებას წლიუ­
რი ბალანსის დამტკიცებამდე.
5. სამეთვალყურეო საბჭო კანონით დადგენილი წესით იწვევს საერთო კრებას, თუ
წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. სამეთვალყურეო საბჭოს სხვა ფუნქციები შეიძლება განისაზღვროს წესდებით.
საბჭოს წევრს უფლება არა აქვს, თავისი ფუნქციების შესრულება სხვა პირს გადა­
აბაროს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო უფლე­ბამო­
სილია წარმოადგინოს კოოპერატივი გამგეობასთან ერთად მესამე პირთან ხელშე­
კრ­ულების დადებისას და წარმართოს პროცესი კოოპერატივის წევრის წინააღმდეგ,
თუ ამას დაადგენს საერთო კრება. სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა სჭირდება
ყოველ კრედიტს, რომელიც მიეცემა გამგეობის რომელიმე წევრს, თუ წესდებით სხვა
რამ არ არის გათვალისწინებული. იგივე წესი მოქმედებს კრედიტის გაცემის შემთ­
ხვევაში გამგეობის წევრის თავდებად დადგომისას.“

ასევე, გასათვალისწინებელია „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 66-ე მუხლი, რომელიც
ეხება კოოპერატივის მართვის ორგანოს და თანამდებობის პირებს. ამ მუხლის
თანახმად,
„1. კოოპერატივის გამგეობა შედგება არანაკლებ 2 დირექტორისაგან (გამგეობის
წევრებისაგან), რომლებიც შეიძლება არ იყვნენ კოოპერატივის წევრები, თუ წესდე­
ბით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. დირექტორებს ირჩევენ 4 სამეურნეო წლის ვადით, თუ წესდება სხვა რამეს არ
ითვა­ლისწინებს.“

მე-3 და მე-4 პუნქტების კომენტარი
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის თანახმად, სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივში სარეზერვო ფონდის შექმნა სავალდებულოა, რომელიც
გამოიყენება გაუთვალისწინებელი გარემოების დადგომისას. კანონის თანახმად,
გადაწყვეტილებას სარეზერვო ფონდის გამოყენების შესახებ იღებს კოოპერატივის
საერთო კრება.

კანონი არ აკონკრეტებს, თუ რა იგულისხმება გაუთვალისწინებელ შემთხვევებში.
ეს შეიძლება იყოს ბუნებრივი კატაკლიზმები, სტიქიური უბედურებები, ავარიები,
ხანძარი, ეპიდემიები და ა.შ., თუ მოიცავს სხვა სახის შემთხვევებსაც. ამიტომ, შეიძ­
ლება დაისვას კითხვები:
1) ბუნებრივი კატაკლიზმის შემთხვევაში სარეზერვო ფონდის გამოსაყენებლად
აუცილებელია თუ არა საერთო კრების მოწვევა?
2) შესაძლებელია თუ არა სარეზერვო ფონდი გამოყენებული იქნეს არა მხოლოდ
საგანგებო მდგომარეობის დროს, არამედ იმ შემთხვევაშიც, თუ, მაგალითად, საწვავის 53
გაძვირების გამო ამ მიზნით გამოყოფილი თანხა არ არის საკმარისი დაგეგმილი
ღონისძიების გასატარებლად?

კომენტარები
კანონის
პირველ კითხვასთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია, რომ როცა ადგილი
აქვს სტიქიურ უბედურებას ან ავარიას, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწრაფი
და ოპერატიული რეაგირება, სხვა შემთხვევაში, მიყენებული ზარალი შეიძლება
კიდევ უფრო გაიზარდოს. ამიტომ, საჭიროა კოოპერატივის წესდებაში გაიწეროს
ასეთი შემთხვევები, რომლის დადგომა მისცემს წესდებით განსაზღვრულ ორგანოს
ან თანამდებობის პირს სარეზერვო ფონდის გამოყენების შესაძლებლობას. ცხადია,
ამ შემთხვევაშიც, საერთო კრებას უნდა წარედგინოს ანგარიში სარეზერვო ფონდის
თანხების გამოყენების შესახებ.

მეორე კითხვა ეხება ისეთ გარემოებას, რომელიც არ არის დაკავშირებული
დანაკარგებისა და სხვა შესაძლო ზარალის დაფარვაზე, ანუ არ მოითხოვს დაუყო­
ვნებლივ და ოპერატიულ რეაგირებას. მაგრამ, მეორე მხრივ, ამ ზომების მიუღებ­
ლობამ შეიძლება გამოიწვიოს დაგეგმილი ღონისძიებების შეუსრულებლობა და,
შესაბამისად, დააზარალოს კოოპერატივი. ასეთ შემთხვევაშიც, ცხადია, რომ საქმე
გვაქვს გაუთვალისწინებელ დამატებით ხარჯებთან. სარეზერვო ფონდის დანიშ­ნულე­
ბა სწორედ ის არის, რომ დააბალანსოს გაუთვალისწინებელი ხარჯები, რაც გამო­
წვეული იქნა ობიექტური (მაგ., საწვავის გაძვირება) ან, თუნდაც, სუბიექტური (მაგ.,
არასწორად დათვლილი გასაწევი ხარჯები) მიზეზებით. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში,
პირველი მაგალითისგან განსხვავებით, აუცილებელია, მოწვეული იქნეს კოოპე­
რა­ტივის საერთო კრება, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო
ფონდიდან თანხების გამოყენების შესახებ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია
კანო­ნის მოთხოვნა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სარეზერვო ფონდის
მოცუ­ლობა არ უნდა იყოს კოოპერატივის წლიური მოგების 15%-ზე ნაკლები. ამიტომ,
ამ შემთხვევაში სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყენებისას, იქვე უნდა იქნეს
გათვალისწინებული მისი შევსების წყაროები და ვადები.

კანონის თანახმად, სარეზერვო ფონდის მოცულობას განსაზღვრავს საერთო კრება.
კანონის მიხედვით, სარეზერვო ფონდის მოცულობა არ უნდა იყოს სასოფლო-სა­
მეურნეო კოოპერატივის წლიური მოგების 15%-ზე ნაკლები და სარეზერვო ფონდის
ოდენობა განისაზღვრება წინა საანგარიშო წელს მიღებული მოგების ოდენობიდან.
კანონი ასევე ადგენს, რომ ფონდში თანხების აკუმულირება უნდა მოხდეს წლის
დასაწყისში.

კანონის ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე, კოოპერატივის სარეზერვო ფონ­დის
განსაზღვრა ხდება ყოველწლიურად, წინა საანგარიშო წლის მოგების გათვა­ლი­
სწინებით. ეს ნიშნავს, რომ თუ წინა წლის სარეზერვო ფონდი არ იქნა გახარჯული,
ხდება ოდენობის კორექტირება (მოგების მოცულობიდან გამომდინარე მისი გაზრდა
ან შემცირება) და არა მასზე ახლად განსაზღვრული ოდენობის მექანიკური დამატება.
54 თუმცა, აქ შეიძლება დაისვას კითხვა, რა ხდება თუ კოოპერატივს არ გააჩნია მოგება.
როგორც აღვნიშნეთ, კოოპერატივის სხვა სამეწარმეო სუბიექტებისგან ერთ-ერთი
ძირითადი განმასხვავებელი არის ის, რომ კოოპერატივი ორიენტირებულია მის
კომენტარები

მეპაიეთა ინტერესების დაკმაყოფილებაზე და არა მოგების მიღებაზე. აქედან გამომ­
კანონის

დინარე, კოოპერატივი შეიძლება გამართულად და კარგად ფუნქციონირებდეს ისე,
რომ მას არ ჰქონდეს მოგება. ერთი მხრივ, კანონი სარეზერვო ფონდს განსაზღვრავს
როგორც სავალდებულო ფონდს, რომლის შექმნაც აუცილებელია, ხოლო, მეორე
მხრივ, ამ ფონდის მოცულობა დადგენილია მოგების ოდენობაზე, რაც შეიძლება არ
ქონდეს კოოპერატივს. ამ დილემის გადაწყვეტა მდგომარეობს სარეზერვო ფონდის
მიზანში. ცხადია, როცა ხდება რაიმე საქმიანობის წლიური დაგეგმვა, ყოველთვის
გათვალისწინებული უნდა იქნეს „გაუთვალისწინებელი“ შემთხვევები. ამიტომ,
საჭიროა, კოოპერატივს გააჩნდეს სარეზერვო ფონდი. თუმცა, მოგების არარსებობის
შემთხვევაში მისი მოცულობა შეიძლება იყოს ნებისმიერი (ცხადია, გონივრული
ოდენობის, რათა გაუთვალისწინებელი გარემოების დადგომისას კოოპერატივი არ
აღმოჩ­ნდეს გამოუვალ მდგომარეობაში).

გარდა სავალდებულო სარეზერვო ფონდისა, კოოპერატივს უფლება აქვს წესდებით
გაითვალისწინოს სხვა სახის ფონდების შექმნა და დაადგინოს ამ ფონდების ოდენობა
და განკარგვის წესი. კანონი არ ავალდებულებს კოოპერატივს სარეზერვო ფონდის
გარდა შექმნას სხვა ფონდები. თუმცა, ამავე დროს, აძლევს შესაძლებლობას,
თავის შეხედულებისა და საჭიროებიდან გამომდინარე შექმნას სხვა ფონდები (მაგ.
დაზღვევის ფონდი, კვალიფიკაციის ამაღლების ფონდი, და ა.შ.), განსაზღვროს მათი
მოცულობა და მიზნობრიობა.
მუხლი 101. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრი
კანონის ტექსტი:
1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ვალდებულია აწარმოოს სასოფლო-სამე­
ურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრი.
2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოების წესი მტკიც­
დება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

კომენტარი:
2015 წლის 11 ნოემბერს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონს
დაემატა მე-101 მუხლი, რომელიც ეხება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
წევრთა რეესტრის წარმოების საკითხს. ამ ცვლილებამდე კოოპერატივის წევრთა
რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრებოდა თავად კოოპერატივის წესდებით. ასეთი
მიდგომა არ იყო მართებული, რადგან წესდებებით შეიძლება დადგენილიყო წევრთა
რეესტრის წარმოების განსხვავებული წესები. შეტანილი ცვლილებით განისაზღვრა
კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოების, მასში მონაცემების შეტანისა და
განახლების ერთიანი წესი, რომელიც დამტკიცებული იქნა საქართველოს სოფლის
მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 2 თებერვლის №2-16 ბრძანებით. 55

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრი წარმოადგენს ცალკეული
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრთა მონაცემების ერთიანი აღრიცხვის

კომენტარები
კანონის
მიზნით შექმნილ მეპაიეთა და ასოცირებულ წევრთა მონაცემების ბაზას, რომელიც
ორი ნაწილისგან შედგება: მეპაიეთა რეესტრი და ასოცირებულ წევრთა რეესტრი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული რეესტრის
წარმოების წესის მე-3 მუხლის თანახმად, რეესტრს აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივი. რეესტრის წარმოების, მისი განახლებისა და ხელმისაწვდომობის
უზრუ­ნველყოფის მიზნით კოოპერატივის გამგეობის/დირექტორატის მიერ უნდა გან­
ისა­ზღვროს უფლებამოსილი პირი, რომელიც პასუხისმგებელია დადგენილი წესით
რეეს­ტრის წარმოებაზე. მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული რეესტრის წარმოების
წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეესტრში ასახული ინფორმაციის
ნამდვილობა დადასტურებული უნდა იქნეს კოოპერატივის შესაბამისი წევრისა და
რეესტრის მწარმოებელი პირის ხელმოწერით.

ერთიანი წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ რეესტრი უნდა იყოს სააგენტოს
მიერ აკინძული, დანომრილი, დამოწმებული და უნდა შედგებოდეს თითოეული
წევრისათვის განკუთვნილი დამოუკიდებელი გვერდისაგან.

კოოპერატივის მეპაიეთა რეესტრში აისახება:
ა) მეპაიის სახელი, გვარი (იურიდიული პირის შემთხვევაში დასახელება), პირადი
ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი), მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის
მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) მინიმალური (ერთი) პაის ღირებულება ‒ კოოპერატივის საერთო კრების მიერ
დად­გენილი, ეროვნულ ვალუტაში გამოხატული ერთი პაის ღირებულება;
გ) პაის რაოდენობა ‒ თითოეული მეპაიისათვის მისი ეკონომიკური მონაწილეობის
პროპორციულად განსაზღვრული პაის რაოდენობა, რომელიც გამოხატულია ერთე­
ულებში (მაგ: პაის რაოდენობა: 1 პაი, 2 პაი და ა.შ.);
დ) პაის სახე: ფული (ლარი) ‒ მეპაიის მიერ საპაიო ფონდში განხორციელებული,
ეროვნულ ვალუტაში გამოხატული ფულადი შენატანის ოდენობა;
ე) პაის სახე: ქონება. დასახელება /ღირებულება (ლარი) ‒ მეპაიის მიერ საპაიო
ფონ­დში შეტანილი ქონების სახე და მისი ფულად ერთეულში გამოხატული (ლარი)
ღირებულება;
ვ) შენატანის თარიღი/ხელმოწერა ‒ პაის შეტანის თარიღი, რომელიც დასტურდება
მეპაიეს ხელმოწერით;
ზ) დამატებითი საპაიო შენატანის სახე (ლარი) ‒ კოოპერატივის საჭიროების შემთ­
ხვევაში საერთო კრების მიერ დადგენილი მეპაიისათვის განსაზღვრული დამა­ტებით
განსახორციელებელი შენატანის სახე, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ფულით,
ასევე ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით;
56 თ) დამატებითი საპაიო შეტანის თარიღი/ხელმოწერა ‒ დამატებითი საპაიო შენატანის
შეტანის თარიღი, რომელიც დასტურდება მეპაიის ხელმოწერით;
ი) რეესტრის მწარმოებელი პირის ხელმოწერა/თარიღი ‒ კოოპერატივის წესდებით
განსაზღვრული რეესტრის წარმოებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და
კომენტარები

თარიღი.
კანონის

კოოპერატივის ასოცირებული წევრის რეესტრში აისახება:
ა) ასოცირებული წევრის სახელი, გვარი, (იურიდიული პირის შემთხვევაში ‒დასახე­
ლება), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი), მისამართი, ტელეფონის ნომერი
და ელ. ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) ასოცირებული წევრის შენატანის რაოდენობა ‒ კოოპერატივის საჭიროებიდან
გამო­მდინარე საერთო კრების მიერ განსაზღვრული ასოცირებული წევრის შენატანის
რაოდენობა ფულით ან ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით;
გ) ასოცირებული წევრის შენატანის სახე: ფული (ლარი) ‒ ასოცირებული წევრის მიერ
საპაიო ფონდში განხორციელებული, ეროვნულ ვალუტაში გამოხატული ფულადი
შენატანი;
დ) ასოცირებული წევრის შენატანის სახე: ქონება. დასახელება/ღირებულება (ლარი)
‒ ასოცირებული წევრის მიერ საპაიო ფონდში შეტანილი ქონების სახე და მისი
ფულად ერთეულში გამოხატული (ლარი) ღირებულება;
ე) შენატანის თარიღი/ხელმოწერა ‒ ასოცირებული წევრის შენატანის შეტანის თარი­
ღი, რომელიც დასტურდება ასოცირებული წევრის ხელმოწერით;
ვ) რეესტრის მწარმოებელი პირის ხელმოწერა/თარიღი ‒ კოოპერატივის წესდებით
განსა­ზღვრული რეესტრის წარმოებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და
თარიღი.
კოოპერატივის წევრთა რეესტრი უნდა იყოს ხელმისაწვდომი როგორც სააგენტოს,
ასევე, კოოპერატივის წევრებისათვის და მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება ნებისმიერ
დროს გაეცნონ რეესტრის მონაცემებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული რეესტ­
რის წარმოების წესის მე-7 მუხლით განსაზღვრულია რეესტრში ცვლილებების შეტა­
ნის ვადები და წესი. ამ წესის თანახმად, რეესტრში ცვლილების შეტანა ხდება კოოპე­
რატივის უფლებამოსილი პირის მიერ, შესაბამისი ცვლილების დადგომიდან არაუ­
მეტეს ერთი კვირის ვადაში.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
მეპაიეთა რეესტრის ფორმა

მეპაიეს სახელი და გვარი (იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება)
პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი)
მისამართი: ტელეფონი: ელ. ფოსტა: 57

პაის დამატებითი რეესტრის

კომენტარები
პაის
მინიმალური სახე: ქონება. შეტანის საპაიო შეტანის მწარმოებელი
პაის სახე:

კანონის
(ერთი) პაის დასახელება/ თარიღი/ შენატანის თარიღი/ პირის
რაოდენობა ფული
ღირებულება ღირებულება/ ხელმოწერა სახე ხელმოწერა ხელმოწერა/
(ლარი)
(ლარი) (ლარი) თარიღი

1 2 3 4 5 6 7 8

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებულ
წევრთა რეესტრის ფორმა

ასოცირებული წევრის სახელი, გვარი
(იურიდიული პირის შემთხვევაში –დასახელება)
პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი)
მისამართი: ტელეფონი: ელ. ფოსტა:

ასოცირებული ასოცირებული რეესტრის
ასოცირებული წევრის შენატანის შეტანის
წევრის წევრის მწარმოებელი
სახე: ქონება. დასახელება  / თარიღი/
შენატანის შენატანის სახე: პირის ხელმოწერა/
ღირებულება/  (ლარი) ხელმოწერა
რაოდენობა ფული (ლარი) თარიღი

1 2 3 4 5
მუხლი 11. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები
კანონის ტექსტი:
1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები არიან მეპაიე და ასოცირებული
წევრი.
2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული
საქართველოს მოქალაქე ან/და სხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც
უშუალოდ მონაწილეობს ამ კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და
ფლობს საპაიო შენატანს.
3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა იმ დასახლებებში, რო­
მ­­ლე­­ბზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ სა­ქა­­
რ­­­თ­ველოს კანონის მოქმედება, არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები, ხოლო საქართ­ვე­ლოს
დანარჩენ ტერიტორიაზე ‒ 5-ზე ნაკლები.
4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული წევრი შეიძლება იყოს 18
წელს მიღწეული ფიზიკური პირი (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან/და იური­
დიული პირი (მათ შორის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი),
რომელსაც ამ კანონისა და საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე საპაიო
58 ფონდში განხორციელებული აქვს ასოცირებული წევრის შენატანი.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივს შესაბამისი დარღვევის გამოსწორებისათვის ეძლევა გონი­
ვ­რული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
კომენტარები
კანონის

კომენტარი:
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლი კოოპერატივის
წევრებს ყოფს ორ კატეგორიად:
1) მეპაიე;
2) ასოცირებული წევრი.
კანონის თანახმად, მეპაიე არის პირი (ფიზიკური თუ იურიდიული), რომელიც იზიარებს
შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის პრინციპებს და:
ა) უშუალოდ მონაწილეობს კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში;
ბ) ფლობს საპაიო შენატანს.
მეპაიესგან განსხვავებით, პირის (ფიზიკური თუ იურიდიული) კოოპერატივის ასოცი­
რებულ წევრად გახდომის აუცილებელი პირობაა სასოფლო-სამეურნეო კოოპე­
რატივის საქმიანობის პრინციპების გაზიარება და საპაიო ფონდში ასოცირებული
წევ­რის შენატანის განხორციელება. კანონი არ ითხოვს ასოცირებული წევრისგან
კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში სავალდებულო მონაწილეობას.
როგორც ვხედავთ, მეპაიესა და ასოცირებულ წევრს შორის უმთავრესი განმას­ხვა­
ვებელი ნიშანი კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში მონაწილეობაა.
კანონის მე-3 მუხლი ზუსტად განმარტავს, თუ რა იგულისხმება სასოფლო-სამეურნეო
საქმიანობაში და რას ნიშნავს ეკონომიკური მონაწილეობა49.

49. იხილეთ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის კომენტარები.
მეპაიე არის კოოპერატივის სრულუფლებიანი წევრი. მხოლოდ მეპაიეს აქვს ხმის
უფლება კოოპერატივის საერთო კრებაზე და, გარდა დივიდენდისა კოოპერატივის
მოგებიდან, კოოპერატივის საერთო კრების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად,
ასევე იღებს კოოპერაციულ შემოსავალს, სამეურნეო წლის განმავლობაში მის მიერ
განხორციელებული ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად. რაც შეეხება
ასოცირებულ წევრს, მისი ურთიერთობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან,
ძირითადად, შემოიფარგლება საპაიო ფონდში სავალდებულო შენატანით (ფულით
ან ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით განხორციელებული შენატანი),
რომლის საფუძველზეც ასოცირებული წევრი კოოპერატივთან გაფორმებული
ხელშეკრულების პირობების შესაბამისად იღებს დივიდენდს.

კანონი აყენებს განსხვავებულ მოთხოვნებს თუ ვინ შეიძლება იყოს მეპაიე და
ასოცირებული წევრი. საერთო მოთხოვნებია, რომ წევრი (როგორც მეპაიე, ისე ‒
ასოცი­რებული) შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი ან იურიდიული
პირი, რომელიც საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე კოოპერატივის
საპაიო ფონდში განახორციელებს სავალდებულო შენატანს. ამავე დროს, კანონი
ადგენს განსხვავებულ მოთხოვნებს: 59
მეპაიე ფიზიკური პირი, შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, ხოლო
იურიდიული პირი - მხოლოდ სხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.

კომენტარები
რაც შეეხება ასოცირებულ წევრს, კანონი მათ მიმართ ასეთ მკაცრ მოთხოვნებს არ

კანონის
აყენებს. კანონის თანახმად, კოოპერატივის ასოცირებული წევრი ფიზიკური პირი
შეიძლება იყოს როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქე, ხოლო იური­
დიული პირი შეიძლება იყოს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ რეგის­ტრი­
რებული ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო სუბიექტი (შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება,
კომანდიტორული საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი).

კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
წევრთა მინიმალურ ოდენობას. კანონის ეს პუნქტი პირდაპირ არ მიუთითებს მინი­
მალური ოდენობა მოიცავს მხოლოდ მეპაიეებს, თუ მათში შეიძლება ვიგულისხმოთ
ასოცირებული წევრებიც. მაგრამ, გამომდინარე იქედან, რომ კოოპერატივის არსი
კოოპერატივის საქმიანობაში მის წევრთა უშუალო მონაწილეობაში მდგომარეობს
და კანონის თანახმად მხოლოდ მეპაიეებს გააჩნიათ გადამწყვეტი ხმის უფლება
(ასოცირებული წევრები სარგებლობენ მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით),
ცხა­დია, რომ კოოპერატივის წევრთა მინიმალურ ოდენობაში იგულისხმება მხო­
ლოდ კოოპერატივის მეპაიე წევრები. კანონის თანახმად, მათი რაოდენობა არ
უნდა იყოს 5-ზე ნაკლები. ამასთან, კანონი განსხვავებულ რაოდენობას ადგენს იმ
დასახ­ლებაში მოქმედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის, რომელ დასახ­
ლე­ბაზეც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი.
კანონის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა ამ
დასახლებებში არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები. მაღალმთიან დასახლება ნუსხა დამ­ტკი­
ცებულია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგე­ნი­ლ­
ებით და ამ ნუსხაში შეტანილი დასახლების მაღალმთიანი დასახლების სტატუსი არ
შეიძლება იქნეს გადახედილი (არ შეიძლება ნუსხაში შეტანილი დასახლება ნუსხიდან
იქნეს ამოღებული) დასახლების ნუსხაში შეტანიდან 10 წლის განმავლობაში.

კანონით დადგენილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა მინიმალური
ოდენობა არის ის ერთ-ერთი მთავარი პირობა, რომლის საფუძველზეც ხდება
კოოპე­რატივისთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭება. ამი­
ტომ, თუ წევრის გასვლის შემთხვევაში კოოპერატივის წევრთა რაოდენობა კანო­ნით
დადგენილ მინიმალურ ზღვარზე ნაკლები აღმოჩნდება, ასეთ შემთხვევაში სასოფ­
ლო-სამეურნეო კოოპერატივს დარღვევის აღმოსაფხვრელად მიეცემა ვადა, რომე­
ლიც არ შეიძლება იყოს 6 თვეზე მეტი. ამ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის
შეთ­ხვევაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება კოოპერატივისთვის სასოფლო-სამე­
ურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის შესახებ.
60
მუხლი 12. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის
შეწყვეტა
კომენტარები

კანონის ტექსტი:
კანონის

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) წევრობიდან გასვლა;
ბ) წევრის გარიცხვა;
გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარდაცვალება/ლიკვიდაცია;
დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ლიკვიდაცია.
2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით შეიძლება შეიზღუდოს წევრო­ბი­
დან გასვლის უფლება წევრის მიერ ფინანსური ვალდებულებების სრულად შესრუ­
ლე­ბამდე.
3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარიცხვა შეიძლება, თუ იგი:
ა) არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს;
ბ) უხეშად არღვევს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებას ან/და არ ასრუ­
ლებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საერთო კრების, გამგეობისა და სამეთ­
ვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებებს.
4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას
იღებს საერთო კრება ხმათა უბრალო უმრავლესობით. საერთო კრების გადაწყვე­ტი­
ლება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

კომენტარი:
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლით დადგენილია
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის საფუძვლები და წესი.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის ერთ-ერთი პირველი საფუ­
ძ­ველია კოოპერატივის წევრის მიერ კოოპერატივიდან გასვლა. კოოპერატივი იქმნება
მის წევრთა თავისუფალი ნების საფუძველზე, შესაბამისად, კოოპერატივის წევრს
ნებისმიერ დროს აქვს უფლება განაცხადოს კოოპერატივიდან მისი გასვლის შესახებ.
კოოპერატივიდან გასვლის შემთხვევაში, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
შესახებ“ კანონის მე-132 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
წევრი იბრუნებს კუთვნილ პაის ფულადი ან ქონების სახით. კოოპერატივის წევრობა
ემყარება ნებაყოფლობით საფუძველს, ამიტომ კოოპერატივიდან გასვლაზე უარის
თქმა დაუშვებელია. თუმცა, კოოპერატივის წესდებით შეიძლება შეიზღუდოს წევრო­
ბიდან გასვლის უფლება წევრის მიერ ფინანსური ვალდებულებების სრულად შეს­
რულებამდე. პირი, კოოპერატივში გაწევრიანებასთან ერთად, აფორმებს ხელ­შეკ­­
რულებას კოოპერატივთან, რომლითაც განისაზღვრება მისი ფინანსური და სხვა
სახის ვალდებულებები. თუ ეს ფინანსური ვალდებულებები არ არის სრულად შესრუ­
ლე­ბული, კოოპერატივის წევრს შეიძლება უარი ეთქვას წევრობიდან გასვლაზე,
სანამ ეს ვალდებულება სრულად არ იქნება შესრულებული.

კოოპერატივის წევრი, საპაიო შენატანთან ერთად, უშუალოდ ახორციელებს კოო­ 61
პე­რატივის სასარგებლოდ გარკვეულ საქმიანობას. ამიტომ, კოოპერატივის წევრო­
ბიდან გასვლა, გარდა პაის დაბრუნებისა, დაკავშირებულია მასთან საბოლოო

კომენტარები
ანგა­რიშ­სწორებასთან. საბოლოო ანგარიშსწორებისას გამოყენებული უნდა იქნეს

კანონის
„მეწარ­მეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც
ითვა­ლისწინებს, რომ კოოპერატივის წევრობიდან გამსვლელ პირთან საბოლოო
ანგარიშ­სწორება უნდა მოხდეს მისი გასვლის დღისათვის არსებული კოოპერატივის
ბალანსის საფუძველზე. თუ კოოპერატივიდან გასვლა ხდება სამეურნეო წლის გან­
მა­ვლ
­ ობაში, მაშინ საფუძვლად აიღება ბოლო ბალანსი. კოოპერატივის წევრის
აქტივები უნდა ანაზღაურდეს გასვლიდან ექვსი თვის განმავლობაში. კოოპერატივის
რეზერვებისა და სხვა ქონების მიმართ კოოპერატივიდან გასულ წევრს არა აქვს
მოთხოვნის უფლება.

კოოპერატივის წევრობიდან გასვლის სპეციალური შემთხვევაა, როცა კოოპერა­
ტივის წევრი თავის პაის გადასცემს სხვა პირს, რომელიც მას ჩაენაცვლება და კოოპე­
რატივის წევრი კოოპერატივიდან გადის საბოლოო ანგარიშსწორების გარეშე. ასეთ
შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 62-ე მუხლის
მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, „კოოპერატივის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს
სამეუ­რნეო წლის განმავლობაშიც თავისი პაი წერილობითი შეთანხმებით გადასცეს
სხვა პირს და ამით გამოვიდეს კოოპერატივიდან საბოლოო ანგარიშსწორების გარე­
შე, თუ პრეტენდენტი მის მაგივრად ხდება ან უკვე არის კოოპერატივის წევრი. წესდე­
ბა (პარტნიორთა შეთანხმება) შეიძლება კრძალავდეს ან დამატებით პირობებს უდგე­
ნდეს ამგვარ გადაცემას. გამგეობამ ეს შეთანხმება დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს.
პაის გადაცემა დაუყოვნებლივ უნდა იქნეს სიაში შეტანილი გამსხვისებელ წევრთან.
გასვლის თარიღად ითვლება რეგისტრაციის დღე.“

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის შემდეგი საფუძველია
წევრობიდან გარიცხვა. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის მე-
12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის
გარიცხვა შეიძლება, თუ იგი:
ა) არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს;
ბ) უხეშად არღვევს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებას ან/და არ
ასრულებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საერთო კრების, გამგეობისა და
სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებებს.
კოოპერატივის წევრთა ვალდებულებების განმსაზღვრელი ძირითადი დოკუმენტია
კოოპერატივის წესდება, რომელიც წარმოადგენს კოოპერატივის წევრთა ერთობ­ლივ
შეთანხმებას. ამიტომაცაა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონი წესდებასთან მიმარ­
თებით უპირატესად იყენებს ტერმინს „წესდება (პარტნიორთა შეთანხმება)“. თუმცა,
გარდა წესდებისა, შესაძლოა, არსებობდეს კოოპერატივის წევრის ინდივიდუალური
62 შეთანხმება კოოპერატივთან, რომელშიც განისაზღვრება კოოპერატივის წევრის დამა­
ტებითი და დეტალური ვალდებულებები. კოოპერატივის წევრთა ვალდებულებებს
განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია კოოპერატივისთვის, რომელიც ეფუძნება
კოოპერატივის წევრთა უშუალო შრომით საქმიანობას. ამიტომ, „სასოფლო-სამეუ­
კომენტარები

რნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონი წევრის მიერ საკუთარი ვალდებულების შეუს­
კანონის

რუ­ლებლობას ცალკე გამოყოფს და არ აიგივებს მას წესდების მოთხოვნათა შეუს­
რუ­ლებლობასთან, რომელიც, ასევე, წარმოადგენს კოოპერატივიდან წევრის გარიც­
ხვის საფუძველს. კანონით შეუძლებელია დეტალურად განისაზღვროს რა სახის
ვალდებულებათა შეუსრულებლობა ან დარღვევა შეიძლება გახდეს წევრის გარიც­
ხვის საფუძველი. ეს დაკავშირებულია იმასთან, დარღვევა მოხდა განზრახ თუ გაუფ­
რთ­ხილებლობით, არსებობს თუ არა წევრის მიერ საკუთარ ვალდებულებათა შეუს­
რულებლობის საპატიო მიზეზი, რა შედეგი გამოიწვია ამ დარღვევამ და ა.შ. ამიტომ
კანონი განსაზღვრავს მხოლოდ გარიცხვის საფუძვლებს და ამ საკითხზე გადაწყ­ვე­
ტილების მიღების უფლებამოსილებას ანიჭებს მხოლოდ კოოპერატივის უმაღლეს
ორგანოს ‒ საერთო კრებას და იქვე მიუთითებს, რომ პირს, რომელიც გარიცხული
იქნა კოოპერატივიდან, უფლება აქვს საერთო კრების გადაწყვეტილება გაასაჩივროს
სასამართლოში და სასამართლო წესით დაიცვას თავის უფლებები.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის საფუძველია, აგრეთვე,
წევრის გარდაცვალება (თუ წევრი ფიზიკური პირია) და ლიკვიდაცია (თუ წევრი იური­
დიული პირია). ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს „მეწარმეთა შესახებ“ სა­
ქარ­თველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად „კოოპერატივის
წევ­რის გარდაცვალებისას წევრობა გადადის მის მემკვიდრეებზე. წევრობა მთავრდე­
ბა იმ სამეურნეო წლის დასრულებით, როცა მოხდა სამკვიდროს გახსნა. რამდენიმე
მემკვიდრეს შეუძლია საერთო კრებაზე ხმის უფლება განახორციელოს ერთი საერთო
წარმომადგენლის მეშვეობით”. გარდა ამისა, კანონის ამ პუნქტით კოოპერატივის
წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ კოოპერატივის წევრის გარდაცვალების
შემთხვევაში კოოპერატივის წევრი გახდება მისი მემკვიდრე. წესდებით წევრობის
გაგრძელება შეიძლება დამოკიდებული გახდეს უფლებამონაცვლის პიროვნულ
ფაქ­ტორებზე. რამდენიმე მემკვიდრის მიერ მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში,
შეიძ­ლება, ასევე, გათვალისწინებული იყოს, რომ წევრობა შეწყდება, თუ იგი არ
გადაეცემა ერთ-ერთ მემკვიდრეს წესდებით დადგენილ ვადებში.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის საფუძველია თავად ამ
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ლიკვიდაცია. სასოფლო-სამეურნეო კოოპე­
რა­ტივის ლიკვიდაცია შესაძლებელია მოხდეს:
ა) კოოპერატივის წევრთა გადაწყვეტილებით;
ბ) სასამართლო განაჩენის საფუძველზე;
გ) მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმებით ხარვეზის დადგენის საფუძველზე.

კოოპერატივის წევრთა გადაწყვეტილებით კოოპერატივის ლიკვიდაცია უნდა მოხდეს 63
„მეწა­რმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით დადგენილი წესით.
კერ­ძოდ, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის თანახმად,
„1. მეწარმე იურიდიული პირის პარტნიორებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება

კომენტარები
კანონის
საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ. პარტნიორებს, ასევე, წესდებით გათვა­
ლი­სწინებულ შემთხვევაში ‒ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ან დირექტორს (დი­
რექ­ტორებს) შეუძლიათ განსაზღვრონ ის პირები, რომლებიც ახორციელებენ საწარ­
მოს ლიკვიდაციას (ლიკვიდატორები).
2. პარტნიორები საერთო კრებაზე იღებენ გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის
პროცესის დაწყების შესახებ, რის შემდეგაც იწყება კრედიტორთა დაკმაყოფილების
პროცესი.
3. პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების
შესა­ხებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იური­დიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მი­
სი რეგისტრაციის მომენტიდან. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რე­
გის­ტ­რაციის შესახებ ელექტრონულ ინფორმაციას მარეგისტრირებელი ორგანო
უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემა­
ვალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, რომე­
ლიც შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მარეგი­
სტ­რირებელი ორგანოსათვის სუბიექტის საგადასახადო ვალდებულების არსებობის
რისკის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას. საგადასახადო ვალდებულების არსე­
ბობის რისკის თაობაზე ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მითითებას საგადასახადო
შემო­წმების ჩატარებისა და დავალიანების არსებობის ფაქტის დადასტურების ვადის
შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საწარმოს ლიკვიდაციის დაწყებიდან 90
დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების 90-დღიანი ვადა
შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს ორი თვისა. ამ პუნქტით განსა­
ზღვრული რისკის არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების 10-დღიანი ვადის,
ასევე, ამ ინფორმაციით განსაზღვრული საგადასახადო შემოწმების ვადის გაშვების
შემთხვევაში ჩაითვლება, რომ სუბიექტი საგადასახადო დავალიანების არმქონეა.
31. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუ­
ყოვ­ნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსა­
ხურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი მნიშვნელოვანი
სისტემის მონაწილე საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების დარეგისტრირების
თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერ­
თად მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს ინფორმაცია, რომელშიც
მითი­თებული იქნება საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების
ვა­დები. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციისთანავე საწარ­
მოს პარტნიორებმა საწარმოს ყველა ცნობილ კრედიტორს უნდა გაუგზავნონ წერი­
ლო­ბითი შეტყობინება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ, რომელშიც უნდა
64 აღინი­შნოს კრედიტორთა დაკმაყოფილების ვადები. საწარმოს ქონების რეა­ლი­­ზა­
ციის დაწყებამდე, საწარმო (ლიკვიდატორი) ვალდებულია ნებისმიერ პირს მოთ­ხოვ­
ნისთანავე მიაწოდოს საწარმოს ცნობილ კრედიტორთა დაზუსტებული სია. საწარმოს
შეუძლია აღნიშნული დაზუსტებული სია გამოაქვეყნოს პერიოდულ გამოცე­მაში ან
კომენტარები
კანონის

მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებაში.
5. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 90-ე
დღისა, საწარმომ (ლიკვიდატორმა) უნდა დაიწყოს ამ საწარმოს ქონების რეა­ლი­
ზა­ცია საბაზრო ფასით ან აუქციონის წესით და ამგვარი რეალიზაციის შედე­გ­ად მი­
ღ­ე­ბული თანხები უნდა განათავსოს სასამართლოს ანდა ნოტარიუსის სადე­პოზი­ ­­

ტო ანგარიშზე, ხოლო სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწი­ლე­ობით
შექმნილმა საწარმომ ‒ საწარმოს ანგარიშზე. სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილო­
ბრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო უფლებამოსილია საწარმოს ანგა­რიშზე
განთავსებული თანხები გამოიყენოს ლიკვიდაციის პროცესში საჭირო ხარ­ჯების
დასაფარავად. თუ პარტნიორებმა გადაწყვიტეს ქონების ნატურით გაყოფის გზით
განაწილება, ისინი ვალდებული არიან საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწ­
ყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ნატურით გაყოფამდე საკუთარი ხარ­
ჯებით, ერთ-ერთი პარტნიორისათვის მიბარების გზით შეინარჩუნონ ქონება პირვე­
ლადი სახით. სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხების ან მიბარებული
ქონების პარტნიორთა შორის განაწილებამდე ამ თანხების ან ქონების განკარგვა
შესაძლებელია მხოლოდ კრედიტორთა დაკმაყოფილების მიზნით. ლიკვიდაციის
პრო­ცესის დაწყების შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ლიკვიდაციის
პროცესის დასრულებამდე კრედიტორები უფლებამოსილი არიან საწარმოს მოსთ­
ხოვონ ნაკისრი ვალდებულებების ვადაზე ადრე შესრულება.
6. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის განმავლობაში დაუშვებელია საწარმოს ქონების
გასხვისება (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მისი რეალიზაციისა ან/და
საწარმოს ქონებით კრედიტორების დაკმაყოფილებისა), დატვირთვა ან კრედი­ტო­
რების საზიანოდ სხვა ქმედების განხორციელება.
7. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი უნდა დასრულდეს საწარმოს ლიკვიდაციის
პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 4 თვისა, ხოლო საგადასახადო
შემო­წმების ვადის გაგრძელების შემთხვევაში − საგადასახადო შემოწმების დასრუ­
ლე­ბის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღებიდან არაუგ­
ვიანეს ერთი თვისა.
8. კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესის დასრულების შემდეგ უფლებამოს­ილი
პირი/პირები იღებს (იღებენ) გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის დასრუ­
ლების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს საწარმოს ყველა ცნობილი კრედი­ტო­რის
დაკმაყოფილების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვა­
ლი­სწინებული წესით, წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს და იგი საწარმოს
რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
9. თუ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმებიდან 3 თვის განმავლობაში აღმოჩნდება, რომ
ლიკვიდაციისას არ იქნა დაკმაყოფილებული საწარმოს კრედიტორთა ნაწილი, მათი 65
დაკმაყოფილება მოხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დეპონირებული
თანხებიდან ან ქონებიდან. აღნიშნული 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის
­

მე-5 პუნქტის შესაბამისად დეპონირებული თანხები ან ქონება ნაწილდება პარ­ტნ ­ ი­

კომენტარები
ორებს შორის მათი წილის პროპორციულად, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთან­

კანონის
ხმებით) სხვა რამ არ არის დადგენილი.
10. იმ საწარმოს ლიკვიდაციის წესს, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს
ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ამტკიცებს
საქარ­თველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.“

კოოპერატივის ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს სასამართლო განაჩენით. ამ
შემთხვევაში გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-141
მუხლი, რომლის თანახმად,
„1. იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე კანონი­
ერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე იურიდი­
ული პირის ლიკვიდაციას ახორციელებს სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირი.
ლიკ­ვი­დაციისას გამოიყენება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქა­
რ­­თველოს კანონის შესაბამისი ნორმები.
2. სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მომენტიდან სასამართლოს
გამა­მტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლის სამართლის
საქმის წარმოების შეწყვეტამდე დაუშვებელია იურიდიული პირის მიმართ სალიკ­
ვიდაციო და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება.“
კოოპერატივის, როგორც სამეწარმეო სუბიექტის ლიკვიდაციის მესამე შემთხვევაა
მისი ლიკვიდაცია მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმებით. ეს საკითხი რეგუ­
ლირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-142 მუხლით, რომლის
თანახმად,
„1. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება არის
ადმი­ნისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მისი გაუქმება შესაძლებელია სასამა­
რთლო გადაწყვეტილების საფუძველზე, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების
შესა­ხებ“ საქართველოს კანონის თანახმად ან საქართველოს კანონმდებლობით
ადმი­ნისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებისათვის დადგენილი წესით, გარ­
და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
11. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-
20 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადების
შემთხვევაში მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი სასამართლოს
განჩინებას მისი გამოტანიდან 30 დღის ვადაში წარუდგენს მარეგისტრირებელ
ორგანოს, რომელიც ვალდებულია გააუქმოს საწარმოს რეგისტრაცია.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რეგისტრაციის შესახებ მარე­გი­ს­ტრ­
66 ირებელი ორგანოს მართლსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმებით უქმდება
რეორგანიზაციის საფუძველზე წარმოშობილი მეწარმე სუბიექტის რეგისტ­რაცია,
გაუქ­­მების შესახებ გადაწყვეტილებით აღდგება რეორგანიზაციამდე არსებული მდგო­
მა­რეობა, ხოლო გაუქმებული მეწარმე სუბიექტის უფლებამონაცვლე იქნება რეორ­გა­
კომენტარები
კანონის

ნი­ზაციამდე არსებული მეწარმე სუბიექტი.
3. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში მისი უფლე­ბა­
მონაცვლეა შესაბამისი ფიზიკური პირი.
4. თუ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მართლსაწინააღმდეგო
გადაწყვეტილების გაუქმება იწვევს რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტის რეგის­
ტრაციის შეწყვეტას ისე, რომ მას არ რჩება სამართალმემკვიდრე, მარეგის­ტრი­
რებელი ორგანო გამოსცემს რეგისტრაციისათვის ხარვეზის დადგენის შესა­ხებ
ადმი­ნისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მეწარმე სუბიექტს ხარვეზის აღმოსაფ­
ხვრე­ლად განუსაზღვრავს 30-დღიან ვადას, რის შესახებაც მიეთითება მეწარმეთა
და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ხარვეზის
აღმოფხვრამდე ჩერდება რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება და მეწარმეთა
და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი
არ გაიცემა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილება რეგისტრაციისათვის
ხარვეზის დადგენის შესახებ უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ხარვეზის არსის, ასევე,
მისი აღმოუფხვრელობის შედეგების თაობაზე.
6. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზი განსაზღვრულ ვადაში არ
აღმოიფხვრა, მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს მეწარმე სუბიექტის იძულე­ბი­თი
ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრ­ივ აქტს.
ასეთ შემთხვევაში მეწარმე სუბიექტის პარტნიორები/ლიკვიდატორის დანიშვნაზე
უფლებამოსილი პირები უფლებამოსილი არიან დანიშნონ ლიკვიდატორი და გაია­
რონ ამ კანონის მე-14 მუხლით დადგენილი პროცედურები. თუ პარტნიორებმა/ლიკ­
ვიდატორის დანიშვნაზე უფლებამოსილმა პირებმა ლიკვიდატორი არ დანიშნეს,
იძულე­ბითი ლიკვიდაციის პროცესი დასრულდება ამ კანონით ლიკვიდაციისათვის
დად­გენილი საერთო ვადის გასვლისთანავე.
7. თუ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციისათვის ხარვეზის დადგენის
საფუძველი საწარმოს ერთ-ერთი პარტნიორის/წილის მესაკუთრის დაუდგენლობაა,
დანარჩენი პარტნიორი/პარტნიორები უფლებამოსილი არის (არიან) მიმართოს
(მიმა­რთონ) სასამართლოს აღნიშნული წილის მესაკუთრის დადგენის მიზნით. თუ
სასამა­რ­თლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ წილის
მესაკუ­თრის დადგენა შეუძლებელია, აღნიშნული არის იძულებითი ლიკვიდაციის
პრო­ცესის შეწყვეტისა და არაიდენტიფიცირებული პარტნიორის წილის დანარჩენ
პარ­ტნიორთა შორის მათი წილების პროპორციულად გადანაწილების საფუძველი.
და­ნარჩენი პარტნიორის/პარტნიორების მიერ ამ უფლების იძულებითი ლიკვიდაციის
პროცესისათვის დადგენილ ვადაში გამოუყენებლობა საწარმოს რეგისტრაციის გაუქ­
მების საფუძველია, ხოლო საწარმოს ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილ ქონებაზე
არაიდენტიფიცირებული პარტნიორის უფლებები გადაეცემა სახელმწიფოს.
8. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მეწარმე სუბიექტის იძულებითი ლიკვიდაციის 67
პროცესის დაწყებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრისა და ამ მუხ­
ლით განსაზღვრულ საკითხებზე სასამართლოსთვის სარჩელის წარდგენა აჩერებს
იძულე­ბითი ლიკვიდაციის პროცესის ვადის დინებას, შესაბამისი გადაწყვეტილების

კომენტარები
კანონის
კანონიერ ძალაში შესვლამდე“.

მუხლი 13. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონება
კანონის ტექსტი:
1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონება შედგება პაისგან, სასოფლო-სამეურ­
ნეო საქმიანობით მიღებული მოგებისგან, მიღებული გრანტებისა და სხვა წყარო­
ებისგან, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.
2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონებას კოოპერატივის წესდებით დადგე­
ნილი უფლებების ფარგლებში განკარგავენ მისი მმართველობის ორგანოები.

კომენტარი:
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონებას შეადგენს:
ა) პაი;
ბ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული მოგება;
გ) გრანტი;
დ) სხვა წყაროებისგან მიღებული ქონება, რომელიც არ არის აკრძალული საქართ­
ველოს კანონმდებლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლი ქონებას განმარტავს როგორც
მატერიალურ და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს, რომლის ფლობაც, სარგე­
ბლო­ბა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომლის
შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ
ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. ამდენად, ქონება შეიძლება გამოხატული იყოს
როგორც მატერიალური სახით, ისე ‒ არამატერიალური ფორმით. სამოქალაქო
კოდე­ქსი მატერიალურ ქონებას ყოფს მოძრავ და უძრავ ნივთებად. სამოქალაქო
კოდე­ქსის 149-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მას­
ში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე, შენობა-ნაგე­
ბო­ბანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. რაც შეეხება არამატერიალურ ქონებას,
სამოქალაქო კოდექსის 152-ე მუხლით არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის
ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზ­
ნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა
მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონება, ძირითადად, წარმოდგენილია საპაიო
ფონდის სახით. საპაიო ფონდი არის პაის ფულად ერთეულში გამოხატული ჯამური
ღირებულება, რომლის ოდენობასა და განკარგვის წესს განსაზღვრავს საერთო
კრება. საპაიო ფონდი იქმნება:
68 ა) სავალდებულო საპაიო შენატანისგან, რომელიც არის მეპაიის მიერ განსახორ­ცი­
ელებელი აუცილებელი შენატანი. სავალდებულო საპაიო შენატანი მეპაიეს აძ­ლევს
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობაში მონაწილეობისა და კოოპე­რა­
ტივის მოგებიდან დივიდენდის მიღების უფლებას, აგრეთვე, საერთო კრე­ბაზე ხმის
კომენტარები

უფლებას;
კანონის

ბ) ასოცირებული წევრის შენატანისგან, რომელიც არის ასოცირებული წევრის მიერ,
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საჭიროებიდან გამომდინარე, საპაიო ფონდში
ფულით ან ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით განხორციელებული შენა­
ტანი, რომლის საფუძველზედაც ასოცირებული წევრი იღებს დივიდენდს სასო­ფ­
ლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვ­რული
პირობებით;
გ) დამატებითი საპაიო შენატანისაგან, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატი­
ვის საჭიროებიდან გამომდინარე შეიტანება საპაიო ფონდში კოოპერატივის საერთო
კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, მეპაიის სურვილით. იგი წარმოადგენს საპაიო
ფონდში ფულით ან/და ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით განხორ­
ციელებულ დამატებით შენატანს, რომელიც მეპაიეს აძლევს სასოფლო-სამეურ­ნეო
კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით დამა­
ტებითი დივიდენდის მიღების უფლებას.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონებას შეადგენს სასოფლო-სამეურნეო საქ­
მია­ნობით მიღებული მოგება. კოოპერატივი, სხვა სამეწარმეო სუბიექტებისგან გან­
სხვავებით, არ არის უპირატესად ორიენტირებული მოგების მიღებაზე. მისი საქმიანობა,
ძირითადად, მიმართულია მის წევრთა ინტერესების დაკმაყოფილებასა და მათ
მეურნეობის განვითარებაზე. თუმცა, ცხადია, გარდა ამ მთავრი მიმართულებისა, არ
გა­მოირიცხება მოგების მიღებაც, რომლის შესაბამისადაც ხდება კოოპერატივის წევ­
რებზე დივიდენდების გაცემა, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანო­
ნის მე-133 მუხლით დადგენილი წესით50.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონების შექმნის მნიშვნელოვანი წყაროა
გრანტი, რომელიც წარმოადგენს კოოპერატივისთვის ფულადი ან ნატურალური
ფორ­მით, უსასყიდლოდ გადაცემულ მიზნობრივ სახსრებს. „გრანტების შესახებ“
კანო­ნის მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით აღიარებულია, რომ სასოფლო-სამეურნეო
კოო­პე­­რატივი შეიძლება იყოს გრანტის მიმღები. სასოფლო-სამეურნეო კოოპე­რა­
ტი­ვის სტატუსის უპირატესობა სხვა სამეწარმეო სუბიექტების მიმართ სწორედ ამაში
მდგო­მა­რეობს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს უფლება აქვს მონაწილეობა
მიი­ღოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით განხორ­ციე­
ლე­ბულ სახელმწიფო პროგრამებში და მიიღოს სახელმწიფო გრანტები, რომ­ლებიც
საგ­რანტო ხელშეკრულებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით წარმოად­გე­
ნენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონებას.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონების შექმნა შესაძლებელია, ასევე, სხვა 69
წყაროებით, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით. ეს
შეიძლება იყოს კოოპერატივის მიერ ქონების შეძენა, შემოწირულობა, კოოპერატივის
მიერ სხვა პირთან დადებული ხელშეკრულების შესრულების თანახმად ქონების

კომენტარები
მიღება და ა.შ.

კანონის
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგა­
ნოები განისაზღვრება კოოპერატივის წესდებით. „სასოფლო-სამეურნეო კოოპე­
რა­ტივის შესახებ“ კანონი მიუთითებს ქონების განკარგვის მხოლოდ ერთ შემთ­ხვე­
ვაზე, რომელზეც მხოლოდ საერთო კრებაა უფლებამოსილი მიიღოს გადა­წყვე­ტი­
ლება. ეს არის სარეზერვო ფონდის თანხების განკარგვა, რომელიც გამოიყენება
გაუთვალისწინებელი გარემოების დადგომისას, საერთო კრების გადაწყვეტილებით.
სხვა შემთხვევებზე კანონი არ აკეთებს პირდაპირ მითითებას და, ამდენად, ამ
კოოპერატივის სხვა ქონებაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს განსაზღვრა უნდა
მოხდეს კოოპერატივის წესდებით. თუმცა, კოოპერატივის ქონების განკარგვისას
აუცი­ლებლად გასათვალისწინებელია, რომ თუ ეს ქონება კოოპერატივის წევრის
მიერ პაის სახითაა შემოტანილი, ამ ქონების ვალდებულებით დატვირთვა ან/და
გასხ­ვი­სება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მეპაიეს წერილობითი თანხმობით. ასევე,
გრან­ტის სახით მიღებული ქონების განკარგვა შეიძლება შეზღუდული იყოს საგრანტო
ხელშე­კრულებით.

50. იხილეთ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-133 მუხლის კომენტარები.
გიორგი დანგაძე
იურისტი
ადვოკატის სიითი N0225

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-131, მე-132, მე-133, მე-134, მე-14, მე-15
და მე-16 მუხლების კომენტარები
მუხლი 131. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა
შენატანები
კანონის ტექსტი:
1. მეპაიის სავალდებულო საპაიო შენატანის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო
პერიოდის დაწყებამდე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში მისი მოსალოდნელი
სამეურნეო საქმიანობის შესაბამისად, კოოპერატივის მიერ ამ მეპაიისთვის გასაწევი
მომსახურების ან/და მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულების პროპორციულად.
70 2. მეპაიეს უფლება აქვს, განახორციელოს დამატებითი საპაიო შენატანი სავალ­
დებულო საპაიო შენატანის სრულად განხორციელების შემდეგ, საერთო კრების გა­
და­წ­ყვეტილების საფუძველზე.
3. ასოცირებული წევრის შენატანის სახესა და ოდენობას ადგენს საერთო კრება,
კომენტარები

ხო­ლო მისი განხორციელების პირობები, აგრეთვე, დივიდენდის გაცემის წესი გა­ნი­­
კანონის

სა­ზღვრება ამ კანონითა და ასოცირებულ წევრსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპე­
რატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში პაის ქონების სახით შეტანისას კოოპერატივი
და ქონების შემტანი პირი წერილობით თანხმდებიან მის ღირებულებაზე.
5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ქონების სახით შეტანილი პაის ღირებულე­
ბის ის ნაწილი, რომელიც აღემატება მეპაიის სავალდებულო საპაიო შენატანის ღი­
რებულებას, მის დამატებით საპაიო შენატანში აისახება.
6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში პაის ქონების სახით შეტანისას ქონების
ვალ­დებულებით დატვირთვა ან/და გასხვისება მისი შემტანი პირის წერილობითი
თან­ხმობის საფუძველზე ხორციელდება.

კომენტარი:
1. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდ­
გომში მოხსენიებული როგორც „კანონი“) მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზ­
ღვრულია თუ რას წარმოადგენს სავალდებულო საპაიო შენატანი: „საპაიო ფონ­
დში მეპაიის მიერ განსახორციელებელი აუცილებელი შენატანი, რომელიც მას
მის­ცემს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობაში მონაწილეობისა და
კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდის მიღების უფლებას, აგრეთვე, საერთო კრე­
ბაზე ხმის უფლებას51;“

51. იხილეთ მე-3 მუხლის კომენტარი.
კანონის ამ ჩანაწერიდან კარგად ჩანს, რომ, პირველ რიგში, მეპაიემ, ანუ იგივე კოო­
პერატივის წევრმა, აუცილებლად უნდა შეიტანოს კოოპერატივის საპაიო ფონ­დში
შენატანი, ფული ან ქონება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ მიიღებს კოოპერატივის
საქმიანობაში მონაწილეობას, არ ექნება საერთო კრებაზე ხმის უფლება და, ბუნე­
ბრი­ვია, ვერც დივიდენდის მიიღებს. ესე იგი, ასეთი პირი, უბრალოდ, ვერ იქნება
კოო­­პერატივის წევრი. როდესაც საუბარია წევრის მოსალოდნელ სამეურნეო საქმი­
ანო­ბაზე, იგულისხმება ის პროცესები და ეტაპები, რომელიც იგეგმება და მოსა­ლოდ­
ნე­ლია, რომ გაიარონ კოოპერატივის წევრებმა თავიანთი სამეწარმეო მიზნე­ბის მისა­
ღწევად. ბუნებრივია, ამ დროს იბადება შემდეგი სახის კითხვები: რა სახს­რები ან
ქონებაა (მოძრავი ან უძრავი) საჭირო იმისათვის, რომ კოოპერატივის წევრე­ბმა დაა­
ფუძ­ნონ კოოპერატივი და მიაღწიონ თავიანთ მიზნებს. ამ დროს ერთ-ერთი უმნიშ­ვნ­
ე­ლო­­ვანესი გადაწყვეტილება, რაც კოოპერატივის წევრებმა (საერთო კრე­ბამ) უნდა
მიი­ღონ არის ის, თუ რა შენატანი უნდა განახორციელოს კოოპერატივის თითო­ეულმა
წევრმა.

რა თქმა უნდა, მეპაიების მიერ განხორციელებული შენატანს უდიდესი მნიშვნელობა
აქვს შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაწყებისათვის, და მაინც, რა 71
თან­ხა ან ქონებაა (მოძრავი ან უძრავი) საკმარისი? რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია
მრავალ ფაქტორზე, მაგ.: რა მოწყობილობები და აქტივია საკმარისი საქმიანობის
დასა­წყ­ ებად? რა რესურსები გააჩნია მთლიანად კოოპერატივს? რისი გაკეთება

კომენტარები
სურთ? რა მოსალოდნელი რისკები შეიძლება არსებობდეს სასოფლო-სამეურნეო

კანონის
საქმია­ნო­ბაში? მაგალითად, კოოპერატივს ჭირდება, რომ დაიქირავოს გამოცდილი
მენეჯერი, რომელმაც თავიდანვე წარმატებულად უნდა წარმართოს კოოპერატივის
საქმიანობა. ამიტომ დღის წესრიგში შეიძლება დადგეს საკითხი მისი ხელფასის
და მისთანათა შესახებ. ამრიგად, კანონის ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,
საა­ნ­გარიშო პერიოდის ანუ კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის უშუა­
ლოდ დაწყებამდე (მაგალითად, რაიმე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოყვა­ნა­
მდე), მეპაიე განსაზღვრავს მის შესაძლო (მოსალოდნელ) სამეურნეო საქმიანობის
დანახარჯებს და ამის შესაბამისად შეაქვს სავალდებულო საპაიო შენატანი. თავისი
შეტანილი სავალდებულო საპაიო შენატანის პროპორციულად მეპაიეს გაეწევა მომ­
სა­ხურება ან/და მიეწოდება პროდუქცია.

კოოპერატივის წევრის მიერ პაის შეტანა ხდება ფულის ან ქონების სახით. კოოპე­
რატივის წევრის მიერ კოოპერატივში პაის სახით შეტანილი ქონება (მათ შორის, მიწის
ნაკვეთი) კოოპერატივის საკუთრება ხდება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
ტი­პიური წესდების თანახმად, შესაძლებელია, რომ კოოპერატივის წევრმა საპაიო
შენა­ტანი შეიტანოს ნაწილ-ნაწილ. მაგალითად, კოოპერატივის სახელმწიფო რეგის­
ტრა­ციიდან გარკვეული ნაწილი, ხოლო დანარჩენი ნაწილი მან უნდა დაფაროს კოო­
პერატივის გამგეობის მიერ დადგენილ ვადაში.
2. კოოპერატივის საქმიანობის წარმართვასთან ერთად, როდესაც კოოპერატივი
ფუნქციონირებს და მისი მდგომარეობა არაა სტატიკური, ბუნებრივია, რომ კოო­პ­
ერატივის ფუნქციონირებისათვის საჭიროა დამატებითი სახსრები. ამიტომ კოოპე­
რა­ტივის წევრები ახორციელებენ შესაბამის დამატებით შენატანებს, ანუ როგორც
ზემოთაა განმარტებული, დამატებითი საპაიო შენატანს, რომელიც, რა თქმა უნდა,
ხორციელდება კოოპერატივის საჭიროებიდან გამომდინარე და რომელიც წევრი­
სათ­ვის იძლევა დამატებითი დივიდენდის მიღების უფლებას. როგორც ვის­კონსინის
უნივერსიტეტის კოოპერატივების ცენტრის კვლევაშია ნათქვამი52: „წევრთა ეკო­ნომ­
იკ­ური მონაწილეობა“ ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ კოოპე­
რატივში, წევრები არამარტო ინაწილებენ კოოპერატივის ეკონომიკურ მონაპოვარს,
არამედ ისინი, ასევე, ინაწილებენ პასუხისმგებლობას იმისა, რომ კოოპერატივს გააჩ­
ნია საკმარისი კაპიტალი ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. თანხის ოდენობა და,
ასევე, კაპიტალის პოტენციური ოდენობა, დამოკიდებულია საქმიანობის სიდიდეზე,
წარ­მოების და მოქმედებების სტადიაზე“.

ამრიგად, ნორმალურ, გამართულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში თითოეულ
72 წევრს შეუძლია დამატებით შემოიტანოს კოოპერატივის საჭიროებისათვის ფული ან
ქონება, მაგრამ ამისათვის საჭიროა კოოპერატივის საერთო კრების, ანუ სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივის მმართველობის უმაღლესი ორგანოს გადაწყვეტილება
და, ამასთან, ამ მეპაიეს აუცილებლად უკვე განხორციელებული უნდა ჰქონდეს
კომენტარები

სავალ­დე­ბულო საპაიო შენატანი. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“
კანონის

კანონის მე-3 მუხლის ვ1 პუნქტის თანახმად დამატებითი საპაიო შენატანი განიმარტება
როგორც „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საჭიროებიდან გამომდინარე, სა­
პაიო ფონდში მეპაიის სურვილით, ფულით ან/და ფულად ღირებულებაში გამოხა­
ტული ქონებით განხორციელებული დამატებითი შენატანი, რომელიც მეპაიეს აძლევს
ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშე­კრ­
ულებით განსაზღვრული პირობებით დამატებითი დივიდენდის მიღების უფლებას“.

მაშ ასე, რას უნდა ითვალისწინებდეს მეპაიესა და კოოპერატივს შორის გაფორმე­
ბუ­ლი ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს მეპაიისათვის დამატებითი დივი­
დე­ნდის მიღების უფლებას? უპირველეს ყოვლისა, ამ დროს ორივე მხარე, ერთის
მხრივ, კოოპერატივი და, მეორეს მხრივ, დამატებითი საპაიო შენატანის შემტანი
კოოპე­რატივის წევრი აცნობიერებენ, რომ დამატებითი საპაიო შენატანის შემტანი
პირი მიიღებს დამატებით დივიდენდს იმ წესითა და პირობებით, რაც, ძირითადად,
გათვა­ლისწინებულია „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის 133
მუხლის მე-2 პუნქტით. აღნიშნული პუნქტის მოთხოვნებზე ქვემოთ გვექნება საუბარი.
კოოპერატივის საერთო კრების თანხმობა, ძირითადად, გამოიხატება კოოპერატივის

52. მარგარეტ ლუნდი „კოოპერატივის კაპიტალი და საკუთრება: შესავალი“, ვისკონსინის უნივერსიტეტის კოოპე­
რა­ტივების ცენტრი, აპრილი 2013. Margaret Lund “Cooperative Equity and Ownership: An Introduction”, Univer­
sity of Wisconsin Center for Cooperatives. April, 2013.
საერთო კრების ოქმის შედგენით, რომელიც დამატებითი საპაიო შენატანის შემ­თხვე­
ვაში წარმოადგენს ცვლილებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდე­ბაში.
ასეთ შემთხვევაში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-11
პუნქტის თანახმად:
„მხოლოდ საერთო კრებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება წესდებაში (პარტნი­
ორთა შეთანხმებაში) ცვლილებების შეტანის თაობაზე. ამასთანავე, გადაწყვეტილება
სანოტარო წესით უნდა დამოწმდეს. ქვემოთ მოცემული ცვლილებების შესატანად
საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უბრალო უმრავლესობა (თუ წესდებაში
(პარტნიორთა შეთანხმებაში) სხვა რამ არ არის მითითებული):
ა) პაის გაზრდა;
ბ) რამდენიმე სავალდებულო პაით მონაწილეობის შემოღება ან გაფართოება;
ვ) პაის დაყოფა.“

საქართველოს იუსტიციის მინისტრის „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის
შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძა­ნე­
ბის თანახმად, საერთო კრების გადაწყვეტილების (ოქმის) დადასტურებისას ნოტა­
რი­უსი ვალდებულია შეამოწმოს მხარეთა ვინაობა, რამდენად უფლებამოსილი და 73
ქმედუნარიანია პირი, ნამდვილია თუ არა მათი ნების გამოვლენა და რამდენად შეესა­
ბამება გადაწყვეტილება კანონმდებლობას. მხარეთა ნება ადეკვატურად უნდა აისა­
ხოს გარიგებაში. ასეთი წესით შესრულებულ აქტს ‒ საჯარო აქტი ეწოდება. საჯარო

კომენტარები
აქტის ფორმით დოკუმენტის დამოწმებისას, ნოტარიუსი ვალდებულია მონა­წი­ლეებს

კანონის
განუმარტოს სანოტარო აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები.

როგორც კანონის ტერმინთა განმარტებაშია განსაზღვრული, დამატებითი საპაიო
შენატანი წარმოშობს დამატებითი დივიდენდის მიღების უფლებას. ქართულ კანონ­მდ­
ებლობაში „დივიდენდის“ მეტ-ნაკლებად ზუსტ განმარტებას ვხვდებით საქართველოს
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილში, კერძოდ კი:
„დივიდენდი – აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან)
მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული)
ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და
რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი
კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე“.

ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ დივიდენდი განიმარტება, როგორც მოგების განაწილე­
ბის შედეგად მიღებული შემოსავალი. თუმცა, აქვე ნათელია, რომ ამ განმარტების
თანახმად სუბიექტები, რომლებიც დივიდენდს ინაწილებენ, სააქციო საზოგადოების
აქციონერებს, შპს-ს მეწილეებს წარმოადგენენ და არსად არის ნახსენები კოოპე­რა­
ტივის წევრები (მეპაიეები). საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-
17 ნაწილის თანახმად, კოოპერატივის წევრიც მოხსენიებულია როგორც პარტნიორი
და, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის ამავე მე-8 მუხლის 43-ე ნაწილის თანახმად
2017 წლის 1 იანვრიდან, ასევე, ამოქმედდება წმინდა მოგების ცნება, რომელსაც
წარმოადგენს მოგება, „რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

3. აღნიშნული პუნქტის კარგად გასაგებად, საინტერესოა, კიდევ ერთხელ ვნახოთ
თუ რას წარმოადგენს ასოცირებული წევრი და მისი შენატანი. როგორც ამ კანო­
ნის მე-3 მუხლის ვ3 და ვ4 ქვეპუნქტებითაა განმარტებული: ასოცირებული წევ­რი,
მეპა­იესგან განსხვავებით, შეიძლება უშუალოდ არ მონაწილეობდეს კოოპე­რა­ტი­
ვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, მაგრამ საპაიო ფონდში აუცილებლად
გან­ხო­რც­ი­ელ
­ ე­ბული უნდა ჰქონდეს ასოცირებული წევრის შენატანი. ასევე, ასო­ცი­
რე­ბული წევრი უნდა იზიარებდეს შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კოოპე­რა­ტი­ვის
საქმიანობის პრინციპებს53. ასოცირებული წევრის შენატანი კი წარმოადგენს „სასო­ფ­
ლო-სამეურნეო კოოპერატივის საჭიროებიდან გამომდინარე, საპაიო ფონდში ასოცი­
რე­ბული წევრის მიერ ფულით ან ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით
განხორციელებულ შენატანს, რომლის საფუძველზედაც ასოცირებული წევრი იღებს
დივიდენდს, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული
74 ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით“. როდესაც რაიმე ცნება თუ ტერმინი
სიახლეს წარმოადგენს ჩვენს კანონმდებლობაში, მაგრამ აპრობირებულია მსოფ­
ლი­ოს სხვადასხვა ქვეყანაში, ალბათ, სასურველია მოვიყვანოთ შედარებითი ანა­
ლი­ზი. მაგალითად, იაპონიაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში არსებობს
კომენტარები

კოოპერატივის წევრობის ორი ტიპი, ესენია54: ჩვეულებრივი წევრი და ასოცირებული
კანონის

წევრი. მხოლოდ ჩვეულებრივ წევრებს გააჩნიათ ხმის უფლება საერთო კრებაზე,
სადაც კოოპერატივი იღებს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს თავიანთი საქმი­
ანობის შესახებ. ასოცირებული წევრის სტატუსი საკმაოდ უნიკალური სისტემით არის
წარმოდგენილი იაპონიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში, რომლის ანალო­
გი ძნელად მოსაძებნია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. იაპონიის სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონი მიღებულ იქნა მეორე მსოფლიო ომ­ის
შემდეგ, 1947 წელს. მოგეხსენებათ, ეს რა პერიოდია და, ამ კონტექსტიდან გამო­მ­
დინარე, კოოპერატივის წევრობის მინიჭება არაფერმერისათვის, რომელიც ფერ­მე­
რე­ბით დასახლებულ ადგილას ცხოვრობდა, საკმაოდ გონივრული ნაბიჯი იყო, რაც
საშუალებას აძლევდა ასეთ არა ფერმერს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მომ­
სახურებით ესარგებლა. 1940-იან წლებში ძირითადი დღიური სასურსათო სისტემა,
რო­მლითაც დაკავებულნი იყვნენ იაპონიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები,
გაუ­ქმდა, მაგრამ ასოცირებული წევრობის სისტემა კი ძალაში დარჩა. წლების განმა­
ვ­ლო­ბაში ასოცირებულ წევრობაზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებდა. კერ­ძოდ კი
ის, რომ ასოცირებული წევრი ხდებოდა ის პირი, ვინც ცხოვრობდა იმ ადგი­ლებში, სად­
აც კოოპერატივი მომსახურებას ახორციელებდა. 2001 წელს სასოფ­ლო-სამეურნეო

53. იხილეთ მე-3 მუხლის კომენტარი.
54. არაფერმერების მნიშვნელობა იაპონიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში. The Significance of Non-far­
mers in Japanese Agricultural Cooperatives; http://ap.fftc.agnet.org/ap_db.php?id=264&print=1
კოოპერატივების შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ასო­
ცირებული წევრი შეიძლება გამხდარიყო პიროვნება, რომელიც არ ცხოვრობდა მაინ­
დამაინც იქ, სადაც კოოპერატივი უზრუნველყოფდა მომსახურებას. ასოცირებული
წევ­რი შეიძლება გამხდარიყო ქალაქის მკვიდრიც და ეს საკანონმდებლო ცვლილება
ქალა­ქის მკვიდრთა და ფერმერებს შორის პარტნიორობას უწყობდა ხელს.

ამრიგად, კანონის ამ პუნქტიდან გამომდინარე, სანამ საერთო კრება ასოცირებული
წევრის შენატანის სახესა და ოდენობას განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, წყდება კონკ­
რეტული ასოცირებული წევრის კოოპერატივში მიღების საკითხი, უნდათ თუ არა
კოოპერატივის წევრებს, ანუ საერთო კრებას, ასეთი პიროვნების კოოპერატივში
მიღება. თუკი ასოცირებული წევრი კოოპერატივში მიიღეს, შემდეგ განისაზღვრება
ასოცირებული წევრის შენატანის განხორციელების პირობები და დივიდენდის გაცე­
მის წესი (აღნიშნულ კანონში ამ წესს ცალკე მუხლი ეთმობა და მას ქვემოთ განვიხი­
ლავთ), რომელიც ამ კანონით მოცემული დანაწესის გარდა უნდა განისაზღვროს
ასოცირებულ წევრსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული
ხელშეკრულებით. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც „სასოფლო-სამეურნეო კოო­
პ­ერატივის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებები შევიდა და ასოცირებული 75
წევრის ცნება განისაზღვრა, კოოპერატივს ეძლევა საშუალება მოიწვიოს და თავის
კოოპერატივში გააწევრიანოს ინვესტორი, რომელიც თავისი ინვესტიციების განხორ­
ცი­ელებით ეთანხმება კანონის მოთხოვნებს იმის შესახებ, რომ ასოცირებული წევრის

კომენტარები
დივიდენდების მოცულობა გარკვეულ ჩარჩოში ექცევა. წინააღმდეგ შემთხვევაში,

კანონის
ფაქ­ტიურად, კოოპერატივი ხდება ასოცირებული წევრის ფინანსური ინტერესების
გამტარებელ ერთეულად, რომლის შედეგადაც კოოპერატივის წევრთა ეკონომიკური
ინტერესი მეორე პლანზე გადადის. ამიტომ ასოცირებულ წევრთან ხელშეკრულების
გაფორმების დროს კოოპერატივმა უნდა გაითვალისწინოს ეს მნიშვნელოვანი ფაქ­
ტორი, რათა კოოპერატივის მოგების განაწილებისას დაცული იყოს ასოცირებული
წევრებზე და მეპაიეებზე გასანაწილებელი დივიდენდების ბალანსი კოოპერატივის
წლი­ურ მოგებასთან და, შესაბამისად, მეპაიეებზე მათი ეკონომიკური მონაწილეობის
მიხედვით გასანაწილებელ დივიდენდებთან მიმართებაში.55

4. როგორც ცნობილია, შენატანი შეიძლება იყოს სასოფლო-სამეურნეო კოოპე­რა­
ტივის წევრის შენატანი ფულით ან ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით.
სწორედ, ტერმინი ‒ „ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით“ არის ძალიან
მნიშვნელოვანი, ვინაიდან პაის სახით შესატანი ქონება უნდა იყოს ლიკვიდური, ანუ
უნდა ჰქონდეს რაიმე ფასი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე, 148-ე და
149-ე მუხლების თანახმად: ქონება, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, არის ყველა
ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგე­ბლ­

55. სასწავლო მოდული: „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სამართლებრივი რეგულირება და შიდასაწარმოო
ურთიერთობების წესები“. ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით მომზადებული ანგარიში. გვ. 39.
ობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძე­­
ნაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწი­
ნააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. ნივთი შეიძლება იყოს მოძრავი ან უძრავი. უძრავ
ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმო­
ცე­ნებული მცენარეები, ასევე, შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე“.

ამრიგად, როდესაც კოოპერატივის წევრს პაის სახით კოოპერატივში შეაქვს ქონება,
შესაბამის ოქმში, კოოპერატივის წესდებაში და/ან შესაბამის ხელშეკრულებაში
იწერება, რომ პაის შემტანი პირი და კოოპერატივის დანარჩენი წევრები (ანუ საერთო
კრება) თანხმდებიან, თუ რა ღირს ეს ქონება. პრაქტიკაში და რეალურ ცხოვრებაში,
რა თქმა უნდა, ასეთ დროს ხდება ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინება
და, თუ კოოპერატივიდან არავინ აყენებს ეჭვქვეშ ამ ღირებულებას, ფაქტიურად, ამ
საკითხთან მიმართებაში შემტანსა და მიმღებს შორის საკითხი შეთანხმებულია. რა
თქმა უნდა, თუ კოოპერატივის წევრები და კოოპერატივში პაის სახით ქონების შემტანი
პირი ვერ თანხმდებიან ქონების ღირებულებაზე, ეს არ უნდა იყოს საფუძველი იმისა,
რომ კოოპერატივის წევრმა ვერ შეიტანოს პაის სახით ქონება. ასეთ შემთხვევაში,
76 საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, ქონების შეფასება შეიძლება მოწვე­
ულმა ექსპერტმა ან აუდიტორმა განახორციელოს.
კომენტარები

5. 131 მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს, რომ “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში
კანონის

ქონების სახით შეტანილი პაის ღირებულების ის ნაწილი, რომელიც აღემატება
მეპაიის სავალდებულო საპაიო შენატანის ღირებულებას, მის დამატებით საპაიო
შენატანში აისახება.” ამ პუნქტის უკეთესად აღსაქმელად და თვალსაჩინოებისათვის
კარგია შემდეგი მაგალითის მოყვანა.

მოცემულობა:
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი დაფუძნდა 5 მეპაიის მიერ. აქედან, 4 (ოთხი)
მეპაიე შეთანხმდა, რომ თითოეული წევრის სავალდებულო საპაიო შენატანი იქნე­
ბოდა 500 (ხუთასი) ლარი, ხოლო მეხუთე მეპაიე კი განახორციელებდა სასოფ­
ლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეტანას, რომლის ღირებულებაა 1500 (ათას
ხუთასი) ლარი. ასეთ შემთხვევაში, კანონის თანახმად, ჩაითვლება რომ ამ მეხუ­თე
მეპა­იემაც განახორციელა ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით სავალ­დე­
ბულო პაის შეტანა ამ კოოპერატივის სხვა წევრების შენატანის შესაბამისად და ქონე­
ბის ღირებულების ის ნაწილი, რომელიც აღემატება მეპაიის სავალდებულო საპაიო
შენა­ტანის ღირებულებას, ანუ 1000 ლარი უნდა აისახოს კოოპერატივის წევრთა
რეეს­ტრში როგორც ამ წევრის დამატებითი საპაიო შენატანი.

6. როდესაც ხდება პაის ქონების სახით შეტანა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში,
აღნიშნული ქონება ხდება კოოპერატივის საკუთრება. მაგალითად, უძრავი ქონების
პაის სახით შეტანისას დგება შესაბამისი პაის სახით ქონების გადაცემის ხელშეკრუ­
ლება და შესაბამისი საერთო კრების გადაწყვეტილება. ვთქვათ, კოოპერატივს სჭი­
რ­დება კრედიტი და კრედიტის გამცემს უნდა რომ კოოპერატივის აღნიშნული ქონება
გამოიყენოს როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, რათა კრედიტორს
(თანხის გამსესხებლის) საშუალება ჰქონდეს კოოპერატივის მიერ თავისი სასესხო
ვა­ლდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგი­
რა­ვებული ქონების ან იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით ან კრედი­
ტორის საკუთრებაში ქონების გადაცემით. მე-131 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად,
კოოპერატივი ვერ დატვირთავს ვალდებულებით (ვერ დააგირავებს და იპოთეკით
ვერ დატვირთავს) ქონებას, ასევე, ვერ გაყიდის, ვერ გაცვლის ან ვერ გააჩუქებს მას,
თუ ამაზე არ არის ქონების პაის სახით შემტანი პირის თანხმობა. ამასთან, ასეთი
თანხმობა აუცილებლად უნდა იყოს წერილობითი ფორმით.

მუხლი 132. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა
უფლებები და მოვალეობები
კანონის ტექსტი:
1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე უფლებამოსილია:
77
ა) მონაწილეობა მიიღოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მართვაში;
ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და
სამეთვალყურეო საბჭოში;

კომენტარები
გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოსგან

კანონის
მიიღოს სრული ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის შე­
სა­ხებ;
დ) ისარგებლოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მომსახურებით;
ე) მიიღოს დივიდენდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან;
ვ) მიიღოს დამატებითი დივიდენდი მისი დამატებითი საპაიო შენატანის შესაბამისად,
ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშე­კრ­
ულებით განსაზღვრული პირობებით;
ზ) მოითხოვოს საკუთარი ხარჯით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დამატებითი
საბუღალტრო შემოწმების ან/და აუდიტის ჩატარება;
თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობიდან გასვლისას ან კოოპერატივის
წევრობის შეწყვეტის სხვა შემთხვევაში დაიბრუნოს კუთვნილი პაი ფულის ან/და
ქონების სახით, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორ­მე­
ბული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;
ი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვე­
ვაში მისი ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შედეგად დარჩენილი ქონებიდან მიი­
ღოს შესაბამისი წილი, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გა­
ფო­რ­მე­ბუ­ლი ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;
კ) გაეცნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის მონაცემებს;
ლ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოო­
პე­რატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე ვალდებულია:
ა) დაიცვას ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დად­გე­
ნილი წესები;
ბ) შეასრულოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საერთო კრების, გამგეობისა
და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები;
გ) შეიტანოს პაი ამ კანონით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებითა და
საერთო კრების მიერ დადგენილი წესით;
დ) მონაწილეობა მიიღოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სასოფლო-სამეუ­
რ­ნეო საქმიანობაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით ან/და სასოფ­
ლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზ­ღვრუ­ლი
პი­რობებით;
ე) განახორციელოს დამატებითი საპაიო შენატანი ამ კანონითა და სასოფლო-სამეუ­
რნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;
ვ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპე­
რატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

78 3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული წევრი უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით;
ბ) არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვა­
ლყურეო საბჭოში;
კომენტარები

გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოსგან
კანონის

მიიღოს სრული ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის
შესახებ;
დ) ისარგებლოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მომსახურებით;
ე) მიიღოს დივიდენდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან;
ვ) მოითხოვოს საკუთარი ხარჯით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დამატებითი
საბუღალტრო შემოწმების ან/და აუდიტის ჩატარება;
ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობიდან გასვლისას ან კოოპერატივის
წევრობის შეწყვეტის სხვა შემთხვევაში, დაიბრუნოს კუთვნილი ასოცირებული წევრის
შენატანი ფულის ან/და ქონების სახით, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;
თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთ­
ხვევაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ვალდებულებების დაფარვის შემ­დეგ
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონებიდან დაიბრუნოს კუთვნილი ასოცი­რე­
ბული წევრის შენატანი და დარჩენილი ქონების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
მეპა­იეებზე განაწილებამდე მიიღოს დივიდენდი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურ­
ნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;
ი) გაეცნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის მონაცემებს;
კ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპე­
რატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დად­
გენილი წესები;
ბ) განახორციელოს ასოცირებული წევრის შენატანი ამ კანონით ან საერთო კრების
მიერ დადგენილი წესით და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული
ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;
გ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპე­
რატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

კომენტარი:
როგორც ვხედავთ, ამ მუხლში გამიჯნულია ორი სახის წევრის უფლებები და ვალდე­
ბულებები: ერთის მხრივ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეების და, მეო­
რეს მხრივ, ‒ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული წევრების. კოო­
პე­­რატივის მეპაიე, ასოცირებული წევრისგან განსხვავებით, აუცილებლად მონა­
წი­­ლეობს კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, მაშინ, როდესაც,
კანო­ნის თანახმად, ასოცირებული წევრი შეიძლება უშუალოდ არ მონაწილეობდეს
კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. თუმცა, ტერმინი „შეიძლება“, 79
რა თქმა უნდა, გულისხმობს რომ ასოცირებული წევრი შეიძლება მონაწილეობდეს
კიდევაც კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. ამავე დროს, კანონის
თანახმად, ასოცირებული წევრიც უფლებამოსილია არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურ­

კომენტარები
ნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში. ასოცირებული წევრი

კანონის
კოოპერატივის მეპაიესგან განსხვავებით, არ ირჩევს კოოპერატივის გამგეობასა და
სამეთვალყურეო საბჭოს. ეს დანაწესიც გასაგებია, ვინაიდან ასოცირებულ წევრი
მონაწილეობს საერთო კრებაში მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით, რომელიც
გადაწყვეტილების მიღებისას არ ითვლება მეპაიეთა ხმების საერთო რაოდენობაში.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის თანახმად:
„1. კოოპერატივის გამგეობა შედგება არანაკლებ 2 დირექტორისაგან (გამგეობის
წევრებისაგან), რომლებიც შეიძლება არ იყვნენ კოოპერატივის წევრები, თუ
წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. დირექტორებს ირჩევენ 4 სამეურნეო წლის ვადით, თუ წესდება სხვა რამეს არ
ითვალისწინებს. პირველი პუნქტიდან გამომდინარე ჩანს, რომ კოოპერატივის გამ­გე­
ობის წევრი, ანუ დირექტორი, შეიძლება არ იყოს კოოპერატივის წევრი, ანუ აქ კა­ნო­
ნ­მდებელი მოიაზრებს იმ შემთხვევას, როდესაც კოოპერატივის წევრები ან საერთო
კრება მოიწვევს არაკოოპერატივის წევრს (მაგალითად, გამოცდილ მენეჯერს) რომ
ამ პიროვნებამ მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და წარ­მართოს კოო­პე­
რატივის საქმიანობა, როგორც სამეწარმეო ორგანიზაციაში დანი­შნ ­ ულმა პირმა და
არა როგორც კოოპერატივის წევრმა.“
ასევე, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის („ხელმძღვანელობა
და წარმომადგენლობა“) თანახმად, კოოპერატივში ხელმძღვანელობის უფლება
აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული. ამავე მე-9 მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტების თანახმად:
„2. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგ­­
ლე­ბში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლო­
ბითი უფლე­ბამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირე­
ბთან ურთიერთობაში.

3. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლე­
ბამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვა­
ლისწინებული.

7. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან),
ასევე, სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთი­
ერ­თობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადე­
ბული ხელშეკრულებებით.“

80 მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 65-ე მუხლში მოცემულია კოოპერატი­
ვის სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები, რომლის
თანახმადაც კოოპერატივში სამეთვალყურეო საბჭოს არსებობა ნებაყოფლობითია
და არასავალდებულო. საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე კოოპე­რა­
კომენტარები

ტივს ეყოლება ან, სურვილისამებრ, არ ეყოლება სამეთვალყურეო საბჭო. სამეთ­
კანონის

ვა­ლ­ყურეო საბჭოს წევრს უფლება არა აქვს, იმავდროულად იყოს გამგეობის წევრი
(დირე­ქტორი) ან მისი მოადგილე, ან სხვაგვარად წარმართოს კოოპერატივის საქმი­
ან­ობა. გამგეობიდან გასული წევრი, მისი ანგარიშის დამტკიცებამდე არ შეიძლება
არ­ჩეულ იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, თუ წესდებით სხვა რამ არ არის
გათვა­ლისწინებული. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეთვალყურეო
საბ­ჭო კონტროლს უწევს გამგეობას საქმეების წარმოებისას მართვის ყველა დარგში
და, ამ მიზნით, იღებს ინფორმაციას კოოპერატივის საქმიანობის მიმდინარეობის
შესა­ხებ.

კოოპერატივის წევრს უფლება აქვს, საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, საერ­
თო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღოს განსაზღვრული გასამრჯელო, თუ
წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამრიგად, კოოპერატივში სამეთვალყურეო საბჭოს არსებობა განპირობებულია იმ
მიზეზით, რომ, ძირითადად, სამეთვალყურეო საბჭო ამოწმებს გამგეობის (დირექ­ტო­
რების) მუშაობის ხარისხს და, ასევე, უფლებამოსილია შეამოწმოს ბუღალტერია და
ფინანსები.

როგორც კოოპერატივის მეპაიეს, ასევე ასოცირებული წევრს, უფლება აქვთ ისარ­
გე­ბლონ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მომსახურებით (მაგალითად, სასოფ­
ლო-სამეურნეო ტექნიკით მომსახურება), მოითხოვონ საკუთარი ხარჯით სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივის დამატებითი საბუღალტრო შემოწმების ან/და აუდიტის
ჩატარება. მეწარმეთა შესახებ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად:
„ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი ხორციელდება ამ სფეროს მარეგულირებელი
შესაბამისი კანონით56.“

როგორც მეპაიე, ისე ასოცირებული წევრი უფლებამოსილი არიან სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივის წევრობიდან გასვლისას ან წევრობის შეწყვეტის სხვა
შემთხვევაში დაიბრუნონ კუთვნილი პაი, ფულის ან/და ქონების სახით. კანონი
იძლევა საშუალებას, რომ ასეთი გარემოების დადგომის შემთხვევაში, ერთის მხრივ,
კოოპერატივმა და, მეორეს მხრივ, მეპაიემ ან ასოცირებულ წევრმა დადონ ისე­თი
ხელშეკრულება, რომ შეტანილი პაის სანაცვლოდ მეპაიემ ან ასოცირებულმა წევ­
რმა მიიღოს თანხა ან სხვა მსგავსი ქონება და, პირიქით, პაის ან შენატანის თანხით
შეტანის შემთხვევაში, გამსვლელმა წევრმა, ვთქვათ, მიიღოს ქონება. ასეთი შემთ­
ხვ­ევა პრაქტიკაში თავისუფლად შესაძლებელია რომ დადგეს, მაგალითად: 10 (ათი)
წევრიანი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დაფუძნებისას, მისმა წევრებმა გან­
საზღვრეს რომ 9 (ცხრა) წევრი განახორციელებდა საპაიო შენატანს ფულით, ხოლო 81
ერთი წევრი კი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სახით. რეალურად, ამ
მიწაზე უნდა განხორციელებულიყო კოოპერატივის ძირითადი სასოფლო-სამე­ურ­ნეო
საქმიანობა. ამ დროს კოოპერატივსა და ქონებით (მიწით) საპაიო შენატანის განმ­ხო­

კომენტარები
რციელებელ პირს შორის შეიძლება დაიდოს ხელშეკრულება, რომ თუკი მომავალში

კანონის
ეს წევრი გამოხატავს სურვილს დატოვოს კოოპერატივი, მან მიიღოს თავისი საპაიო
შენატანის, ანუ ქონების ღირებულება, მაგალითად, საბაზრო ღირებულებით. ასეთი
ხელშეკრულების მნიშვნელობა რეალურ ცხოვრებაში შეიძლება ძალიან მაღალი იყ­
ოს, რადგანაც ნათელია, რომ თუკი ასეთი ხელშეკრულების შესაბამისი საფუძველი
არ იარსებებდა კანონმდებლობაში, მაშინ, ამ მაგალითში მოყვანილ კოოპერატივს
შეიძ­ლება გამოუსწორებელი ზიანი მისდგომოდა.

თითქმის ანალოგიური წესი მოქმედებს კოოპერატივის მეპაიესთან მიმართებაში,
კოოპერატივის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების
შემთხვევაში. ხოლო ასოცირებული წევრს კი, მეპაიესგან განსხვავებით, გააჩნია უპი­
რატესი უფლება კოოპერატივის ქონებიდან დაიბრუნოს კუთვნილი ასოცირებული
წევ­რის შენატანი და დარჩენილი ქონების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპა­
იე­­ებზე განაწილებამდე მიიღოს დივიდენდი, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით.

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 144 მუხლის თანახმად საწარმოს რეორ­
განიზაციის სახეებია:
ა) გარდაქმნა (სამართლებრივი ფორმის ცვლილება);

56. „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი.
ბ) შერწყმა (გაერთიანება, მიერთება);
გ) გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა).

ასევე, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლში მოცემულია
საწარმოს ლიკვიდაციის წესები, რომლის თანახმადაც პარტნიორები საერთო კრე­
ბაზე იღებენ გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ,
რის შემდეგაც იწყება კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესი.“

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონის ტერმინთა განმარტებაში საე­
რ­თო კრება განმარტებულია როგორც: „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მმა­რ­­
თველობის უმაღლესი ორგანო“57. კიდევ უფრო დეტალური და ზოგადი განმარ­ტება
მოცემულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლში, რომე­ლ­ში ­ც
დეტალურადაა მოცემული გადაწყვეტილებების მიღების წესი, ხმის უფლების გან­
ხო­რ­­ციელების წესი, საერთო კრების მოწვევის პერიოდულობა, რიგგარეშე საერ­თო
კრების მოწვევის წესი და ა.შ.

82
მუხლი 133. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
მოგების განაწილება
კანონის ტექსტი:
კომენტარები

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდები, პირველ რიგში,
კანონის

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებულ წევრებზე გაიცემა:
ა) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და ასოცირებულ წევრსა და სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია
დივი­დენდის ასოცირებული წევრის შენატანის პროპორციულად გაცემა, გაცემული
დივიდენდის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ ასოცირებული წევრის შენატანის
ღირე­ბულების 15%-ს 1 (ერთი) სამეურნეო წლის განმავლობაში;
ბ) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და ასოცირებულ წევრსა და სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია
ამ ასოცირებულ წევრზე დივიდენდის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
მოგებიდან გაცემა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა დამატებითი
საპაიო შენატანებისა და ასოცირებულ წევრთა შენატანების მიხედვით გასაცემი
დივიდენდების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის წლიური მოგების 30%-ს.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდები, ასოცირებული
წევრების შემდეგ, გაიცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე, მათი
დამატებითი საპაიო შენატანების შესაბამისად:

57. იხილეთ მე-3 მუხლის კომენტარი.
ა) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო
კოოპე­რატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია დივიდენ­
დის მეპაიის დამატებითი საპაიო შენატანის პროპორციულად გაცემა, გაცემული
დივიდენდის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მეპაიის დამატებითი საპაიო შენა­
ტანის ღირებულების 15%-ს 1 (ერთი) სამეურნეო წლის განმავლობაში;
ბ) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო
კოო­პერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია ამ მეპა­იეზე
დივიდენდის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან გაცემა, სასოფ­ლო-
სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა დამატებითი საპაიო შენატანებისა და ასო­ცი­რე­
ბულ წევრთა შენატანების მიხედვით გასაცემი დივიდენდების საერთო ოდენობა არ
უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წლიური მოგების 30%-ს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, დივიდენდების გაცემის
შემდეგ დარჩენილი მოგება ნაწილდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპა­
იე­ებზე, მათი ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად.

კომენტარი: 83
131 მუხლის კომენტირებისას ჩვენ გავეცანით დივიდენდის არსსა და მის განმარტებებს.
აქვე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის თანახმად,
რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს: „1. განაწილებული მოგება

კომენტარები
არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულა­

კანონის
დი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.“

ა) 133 მუხლი გვაჩვენებს, თუ როგორ და რა წესით ხდება სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივში მოგების განაწილება. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, აქ თვალში
გვხვდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში დივიდენდების განაწილებისას
ასოცირებული წევრების უპირატესობა, რადგან პირველ რიგში ხდება ასოცირებული
წევრის დივიდენდით დაკმაყოფილება. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის
უკეთ აღქმისა და თვალსაჩინოებისათვის სასურველია მაგალითის მოყვანა:
ვთქვათ, კოოპერატივში 11 წევრია ‒ 10 (ათი) მეპაიე და ერთი ასოცირებული წევ­
რი. მათ დადეს ხელშეკრულება, რომელიც უნდა შესაბამებოდეს კანონის 133 მუხ­
ლის პირველ პუნქტს. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ ასოცირებული წევრი
ერთი სამეურნეო წლის განმავლობაში მიიღებს შენატანის ღირებულების 15%-ს
დივიდენდის სახით. კოოპერატივის ათივე მეპაიეს შენატანმა ჯამში შეადგინა 4000
ლარი, ხოლო ასოცირებულმა წევრმა კი კოოპერატივში განახორციელა ასოცირე­
ბული წევრის შენატანი 6000 ლარის ოდენობით. სამეურნეო წლის ბოლოს კოოპე­
რა­ტივის მოგებამ რა თანხაც არ უნდა შეადგინოს და, მიუხედავად იმისა, რომ ასო­
ცირებული წევრის შენატანი შეადგენს საერთო შენატანის 60%-ს, კანონის ზემოაღ­
ნიშ­ნული პუნქტიდან გამომდინარე 1 (ერთი) სამეურნეო წლის განმავლობაში ასოცი­
რე­ბული წევრი მიიღებს მხოლოდ 900 ლარს, ვინაიდან აღნიშნული თანხა წარმოა­
დგენს ასოცირებული წევრის შენატანის (6000 ლარი) 15 %-ს.
დივიდენდის ამგვარი განაწილება, შეიძლება, ვინმეს არასამართლიანად მოეჩვე­
ნოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კოოპერატივი არ გვთავაზობს ე.წ. „გამ­დი­
დრ­ების სწაფ სქემას58“. მეწარმეთა შესახებ კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის
თა­ნახმად: „კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან
წევ­რთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლის გადიდების მიზნით შექმნილი
საზო­გადოება, რომლის ამოცანაა წევრთა ინტერესების დაკმაყოფილება და იგი
მიმარ­თუ­ლი არ არის უპირატესად მოგების მიღებაზე.“ სწორედ ეს წინადადება ‒
„...იგი მიმარ­თული არ არის უპირატესად მოგების მიღებაზე“ არის გადამწყვეტი
ამ მუხ­ლის და მა­სში მოცემული დივიდენდის განაწილების წესის საუკეთესოდ აღქმი­
სათვის.

ზემოთ აღნიშნული მაგალითის განხილვის შემდეგ, რომელიც კანონის მე-133 მუხ­
ლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს ეფუძნება, ძალზედ მნიშვნელოვანია მეორე,
„ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის განხილვა, რომელიც ეფუძნება
არა „ასოცირებული წევრის შენატანის პროპორციის პრინციპს“, არამედ „მეპაიეთა
დამატებითი საპაიო შენატანებისა და ასოცირებულ წევრთა შენატანების მიხედვით
84 გასა­ცემი დივიდენდების საერთო ოდენობის მიხედვით გაცემას“. კერძოდ კი, „ბ“
ქვე­პუ­ნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებულ წევრზე
და მეპაიეზე მათი დამატებითი საპაიო შენატანის მიხედვით გასაცემი დივიდენდების
მთლი­ანი ჯამი არ უნდა აღემატებოდეს კოოპერატივის წლიური მოგების 30%-ს.
კომენტარები
კანონის

ვთქვათ, კოოპერატივის წლიურმა მოგებამ შეადგინა Y თანხა. მეპაიეები თავიანთი
დამა­ტებითი საპაიო შენატანებისა და ასოცირებული წევრები შენატანების მიხედვით
ჯამში დივიდენდების სახით მიიღებენ Y თანხის (რომელიც სასოფლო-სამეურნეო
კოოპე­რატივის წლიურ მოგებას წარმოადგენს) მაქსიმუმ 30%-ს.

2. ამ მუხლის მეორე პუნქტი ასოცირებულ წევრთან დაკავშირებით წინა პუნქტში
მოყვანილი მაგალითის ანალოგიურია. უბრალოდ, აქ ის განმასხვავებელი ნიშა­ნია,
რომ ასოცირებული წევრის შემდეგ (ან იმ შემთხვევაში, თუკი სასოფლო-სამეუ­რნეო
კოოპერატივს არ ჰყავს ასოცირებული წევრი) მოგებიდან დივიდენდები გაიცემა
სასო­ფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე და, ამ ჩანაწერის თანა­ხმად, დივი­
დენდი გაიცემა დამატებითი საპაიო შენატანის შესაბამისად, და არა სავალ­დებუ­ლო
საპაიო შენატანის მიხედვით.

იმდენად, რამდენადაც დამატებითი საპაიო შენატანი თავისი ეკონომიკური არსით,
ასოცირებული წევრის საპაიო შენატანის მსგავსად, დამატებით მოზიდული რესუ­
რსების კატეგორიას განეკუთვნება, ამიტომ კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპე­

58. მარგარეტ ლუნდი „კოოპერატივის კაპიტალი და საკუთრება: შესავალი“, ვისკონსინის უნივერსიტეტის კოოპ­
ერატივების ცენტრი, აპრილი 2013. Margaret Lund “Cooperative Equity and Ownership: An Introduction”,
University of Wisconsin Center for Cooperatives. April, 2013.
რატი­ვის შესახებ“ მასთან მიმართებაში აწესებს მოგებიდან დივიდენდების მიღე­ბის
წესს, რომელიც თავისი შინაარსით ასოცირებულ წევრებზე დივიდენდების განაწი­ლე­
ბის წესის იდენტურია. კერძოდ:
• თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია დივიდე­
ნდის მეპაიის დამატებითი საპაიო შენატანის პროპორციულად გაცემა, გაცემული
დივიდენდის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მეპაიის დამატებითი საპაიო
შენატანის ღირებულების 15%-ს ერთი (1) სამეურნეო წლის განმავლობაში;
• თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია ამ მეპაი­
ეზე დივიდენდის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან გაცემა, სასოფ­
ლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა დამატებითი საპაიო შენატანებისა და
ასოცი­რებულ წევრთა შენატანების მიხედვით გასაცემი დივიდენდების საერთო
ოდე­ნობა არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წლიური
მოგების 30%-ს.59

3. ზემოთ აღნიშნული პუნქტების ანალიზისას და უბრალოდ დათვლაც საკმარისია 85
იმისათვის, რომ ნათელი გახდეს ის ფაქტი რომ მე-133 მუხლით გათვალისწინებული
პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად დივიდენდის მეპაიეზე და ასოცირებულ
წევრზე განაწილების შემდეგ რჩება მოგება, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანა­

კომენტარები
ხმად ნაწილდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე, მათი ეკო­ნო­

კანონის
მიკური მონაწილეობის პროპორციულად.

მუხლი 134. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობასთან
დაკავშირებული დამატებითი პირობები
კანონის ტექსტი:
1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ იმ პირებისაგან, რომლებიც მეპაიეები
არ არიან, შესყიდული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ან/და მათთვის გაწეული
მომსახურების მთლიანი ღირებულება მიმდინარე საანგარიშო წლის განმავლობაში
არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წლიური სასაქონლო
ბრუნვის 30%-ს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესებისა და
აღწარმოებისათვის აუცილებელ სანერგე და სათესლე მასალებზე და ცხოველთა
კვებისა და გამრავლებისათვის საჭირო პროდუქციაზე.

59. სასწავლო მოდული: „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სამართლებრივი რეგულირება და შიდასაწარმოო
ურთიერთობების წესები“. ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით მომზადებული ანგარიში; გვ. 40).
კომენტარი:
1. აღნიშნული მუხლი ნათელი მაგალითია იმისა, რომ, ძირითადად, კოოპერატივის
მიერ უნდა ხდებოდეს მეპაიეებისგან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესყიდვა და
მათთვის მომსახურების გაწევა. სხვა პირებისთვის იქნებიან ეს ფიზიკური პირები თუ
იურიდიული პირები (მაგალითად, სხვა კომპანიები), მათგან შესყიდული სასოფლო-
სამეურნეო პროდუქციის ან/და გაწეული მომსახურების მთლიანი ღირებულება
მიმდინარე საანგარიშო წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამე­
ურნეო კოოპერატივის მიერ შესაბამის საანგარიშო პერიოდში წარმოებული/მიღე­
ბული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და გაწეული/მიღებული მომსახურების
ღირე­ბულებათა ჯამის 30%-ს 60.

2. ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება კოოპერატივის საწარმოო-ტექნო­ლო­
გიურ პროცესებზე და განახლებისათვის აუცილებელ სანერგე და სათესლე მასა­ლებ­
ზე და ცხოველთა კვებისა და გამრავლებისათვის საჭირო პროდუქციაზე.

აღნიშნული შეზღუდვა მეტყველებს, რომ კოოპერატივი, რომელიც სარგებლობს
86 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსით61, ვალდებულია, რომ მის მიერ
წარ­მო­ებულ პროდუქციაში ან გაწეულ მომსახურებაში, საკუთარი წევრების (მეპაი­
ეების) მიერ მიწოდებული ნედლეულისა და მომსახურების წილი წარმოადგენდეს
არანაკლებ 70%-ს. იმ შემთხვევაში, თუ კანონის აღნიშნული მოთხოვნა დაირღვევა,
კომენტარები

მაშინ აღნიშნული გახდება კოოპერატივისთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
კანონის

სტატუ­სის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი62.

სასწავლო მოდულის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სამართლებრივი
რეგულირება და შიდასაწარმოო ურთიერთობების წესები“-ს თანახმად, ამ შეზღუ­
დვის დაწესება აუცილებელია იმ მთავარი მოტივიდან გამომდინარე, რომ სასოფ­
ლო-სამეურნეო კოოპერატივის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს მისი მეპაიე­
ებ­ის მომსახურება, კოოპერატივის საქმიანობაში მათი უშუალო ჩართულობით. ამ
გზით კოოპერატივი ხელს უწყობს მეპაიეებს საწარმოო გააქტიურების, ცოდნის ამაღ­
ლე­ბის, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების, სამეურნეო საქმიანობის ინტე­ნ­
სი­ური განვითარებისა და შემოსავლების ზრდის კუთხით. იმ შემთხვევაში, თუ კოოპე­
რატივი უპირატესად ორიენტირებული იქნება გარეშე პირების მომსახურებაზე, ის
დაკ­არგავს აღნიშნულ ფუნქციას და გადაიქცევა მხოლოდ საკუთარ მოგების გაზრ­
დით დაინტერესებულ კომპანიად, სადაც ეს მოგება მიმართული იქნება მისი დამფუძ­
ნებე­ლი რამდენიმე პირის ინტერესების დაკმაყოფილებაზე. ამ შემთხვევაში, მხო­
ლოდ მისი წევრების მოგების გაზრდის მიზნით, ეს კომპანია „კოოპერატივის“ სახე­
ლით, დაინტერესებული იქნება მაქსიმალურად შეზღუდოს ახალი წევრების მიღება

60. იხილეთ მე-3 მუხლის კომენტარი.
61. იხილეთ მე-7 მუხლის კომენტარი.
62. იხილეთ მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის კომენტარი.
და შეისყიდოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია მოსახლეობიდან, რაც შეიძლება
დაბ­ალ ფასებში63.

თუმცა, აღნიშნული მუხლის მეორე პუნქტი იძლევა საკმაო ჩამონათვალს, რომელ­
ზედაც არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობასთან დაკავ­
ში­რებული ამ მუხლით მოცემული შეზღუდვა. ეს არის საწარმოო-ტექნოლოგიური
პროცესებისა და აღწარმოებისათვის აუცილებელი სანერგე და სათესლე მასალები
და ცხოველთა კვებისა და გამრავლებისათვის საჭირო პროდუქცია.

მუხლი 14. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების
სახელმწიფო ხელშეწყობა
კანონის ტექსტი:
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებებია:
ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების პროექტებისა და პროგ­
რამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ შეღავათიანი საკრედიტო რესურ­
87
სებისა და გრანტების, მათ შორის, სახელმწიფო გრანტის, მიღების შესაძლებლობის
უზრუნველყოფა;
გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კონსულტაციების გაწევა და შესა­

კომენტარები
ბამისი რეკომენდაციების გაცემა;

კანონის
დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საგადასახადო შეღავათების დად­
გენა.

კომენტარი:
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების პროექტებისა და პროგრა­მ­
ების შემუშავებაზე და განხორციელებაზე, ასევე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატი­ვ­
ების მიერ შეღავათიანი საკრედიტო რესურსებისა და გრანტებზე საუბრისას, კიდევ ერ­
თხელ თავს ვერ ავარიდებთ სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითა­
რების სააგენტოს“, რომლის ძირითადი ფუნქციებია სასოფლო-სამეურნეო კოოპე­
რა­ტივ­ების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდა­
ციების შემუშავება; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კონსულტაციების
გაწევა სამართლებრივ, ინსტიტუციონალურ, წარმოების ტექნოლოგიებსა და სხვა
საკითხებში; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭება, შეჩერება და
შეწყვეტა; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კადრების მომზადებისა და
გადამზადების, ასევე, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების კვალიფიკაციის
ამაღლების ხელშეწყობა.

63. სასწავლო მოდული: „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სამართლებრივი რეგულირება და შიდასაწარმოო
ურთიერთობების წესები“. ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით მომზადებული ანგარიში. გვ. 37).
აღსანიშნავია საქართველოს მთავრობის აქტიურობა და შესაბამისი ნორმატიული
ბა­ზის64 მიღება, რომელიც ეხება, მაგალითად, შეღავათიან აგროკრედიტს, თანადა­
ფი­ნა­ნსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებებს და ა.შ. რა თქმა უნდა,
ყველაფერმა ამან ხელი უნდა შეუწყოს ახალი საწარმოების შექმნას და უმოქმედო
საწარმოების რეაბილიტაციას, სანედლეულო ბაზის განვითარებას და სოფლად
მოსახლეობის შემოსავლების ზრდას.

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი65 დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სასოფ­
ლო-სამეურნეო კოოპერატივზე გრანტის გაცემას. კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის
თანახმად: „გრანტად არ ჩაითვლება სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული
სახსრები, გარდა იმ იურიდიულ პირზე გაცემული სახსრებისა, რომელსაც მინიჭებული
აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლო-სამეურნეო კოოპე­
რა­ტივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“.

გრანტის მიმღები შეიძლება იყოს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტა­
88 ტუსის მქონე იურიდიული პირი.

უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარე­
ბის ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD)66, რომელიც საქართველოში 2013
კომენტარები

წლიდან ხორციელდება. პროგრამა მიზნად ისახავს ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა
კანონის

და სოფლის განვითარების ხელშეწყობას მთავრობის მიერ შემუშავებული სოფლის
მეურნეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელების მხარდაჭერით, ასევე, მცირე
ფერმერთა ორგანიზაციების გაძლიერებითა და სოფლის მდგრადი განვითარების
ხელ­შეწყობით. აღსანიშნავია შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელი არას­
ა­მთა­ვრობო ორგანიზაციების როლი, რომელთა აქტივობა, ძირითადად, ფერ­მერთა
ქმედუნარიანობის ამაღლებასა და ფერმერული კოოპერატივების თანა­და­ფი­ნანსებას
ხმარდება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის საგადასახადო შეღავათებს, ან, სხვანა­
ირად რომ ვთქვათ, დაბეგვრისაგან გათავისუფლებასაც განსაკუთრებული მნიშვ­ნე­
ლობა ენიჭება. კერძოდ, აღსანიშნავია რიგი გადასახადებისგან საერთოდ გათა­ვისუ­

64. მაგ.: 2014 წლის 27 იანვრის N139 განკარგულება „შეღავათიან აგროკრედიტს, სოფლის მეურნეობის პრო­
დუ­ქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონის­
ძიებებს და ა.შ. შესახებ“.
65. გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობ­
რივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლე­
ბლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამე­
ურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვ­
ნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.
66. enpard.ge (European Neighbourhood Programme for Agriculture and rural Development).
ფლ­ება, მაგალითად: საშემოსავლო გადასახადი, სასოფლო-სამეურნეო წარ­მოე­ბაში
დასა­ქმებული პირის ხელფასი, თუ კოოპერატივის შემოსავალი არ აღემატე­ბა 200
000 ლარს; მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სასოფლო-სა­
მე­უ­რნეო კოოპერატივის მიერ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესა­­
ბამი­სად მიღებული გრანტები და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის შენა­
ტანი (პაი); 2018 წლის 1 იანვრამდე მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება
სასო­­ფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის
მეუ­რ­ნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვ­
ლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმი­
ანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები.

ერთობლივ შემოსავალში ასახვას არ ექვემდებარება: სასოფლო-სამეურნეო კოოპე­
რატივსა და მის წევრთა (მეპაიეთა) შორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედე­
გად მიღებული, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის
მიწო­დება ან/და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის მიერ ამ კოოპერატივისაგან მიღებული 89
დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდების მიმღები პირის
მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.

კომენტარები
შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისაგან გათავისუ­

კანონის
ფლებულია: 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არ­
სებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვე­
თები. ეს შეღავათი ვრცელდება, აგრეთვე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
მიერ წევრებისაგან (მეპაიეებისაგან) ქონების შენატანის (პაის) სახით მიღების შემთ­
ხვე­ვე­ბშიც.

ქონების გადასახადისგან თავისუფალია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუ­
თ­­რებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ქონება
(გარ­და მიწისა) და ამავე საქმიანობისათვის მასზე ლიზინგით გაცემული მოძრავი
ქონება.
მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი
კანონის ტექსტი:
1. ამ კანონის ამოქმედებამდე დაფუძნებულ კოოპერატივს, რომელიც ახორციელებს
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთ­
ხოვნებს, უფლება აქვს, ამავე კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოს მიმა­
რთოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესი.
3. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‒ სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს დაფუძნება, სააგენტოს დებუ­
ლების დამტკიცება და ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი
პირის დანიშვნა.
4. იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებსაც 2016 წლის 1 იანვრამდე
მიენიჭებათ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი და რომლებზედაც არ
ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს
90 კანონის მოქმედება, უნარჩუნდებათ აღნიშნული სტატუსი (11.11.2015 N4495 ამოქ­
მედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს).

კომენტარი:
კომენტარები
კანონის

ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად:
„ნორმატიული აქტი შეიძლება შეიცავდეს გარდამავალ დებულებებს, თუ განსაზ­
ღვრული ვადით დგინდება ძირითადისგან განსხვავებული ნორმები ან თუ ამ ნორ­
მატიული აქტის სრულად ასამოქმედებლად გარკვეული პირობები და დროა საჭირო.“

ამ მუხლის თანახმად, კანონის მიღების დროისათვის მიღებული არ იყო რიგი ნორ­
მატიული აქტები, რომელიც უზრუნველყოფს კანონის შემდგომ განხორციელებას,
მაგალითად, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწ­
ყვეტის წესი“; სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა დაეფუძნებინა „სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“ და ა.შ.
მუხლი 16. დასკვნითი დებულებანი
კანონის ტექსტი:
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის 1-ელი – მე-7 და მე-10 – მე-14 მუხლებისა და მე-15
მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის 1-ელი – მე-7 და მე-10 – მე-14 მუხლები და მე-15 მუხლის პირველი
პუნქ­ტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.

კომენტარი:
ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: „ნორ­
მატიული აქტის დასკვნითი დებულებები შეიცავს იმ ნორმატიული აქტების ჩამო­
ნათვალს, რომლებიც ძალას კარგავს ამ ნორმატიული აქტის ამოქმედების მომე­
ნტიდან, აქტის ძალაში შესვლის დროს და მისი მოქმედების ვადას (თუ იგი განსა­
ზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული)).“

კანონის დასკვნითი დებულებებით, ფაქტიურად, მთლიანი კანონი, ანუ მისი რეგუ­
ლირების სფეროს განსაზღვრა, კანონის მიზანი, ტერმინთა განმარტება, სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივის ძირითადი პრინციპები, საქმიანობის სფერო, სასოფლო- 91
სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვება და შეწყვეტა, დებულებები, რომ­ლე­
ბიც ეხება კოოპერატივის წესდებას, წევრთა რეესტრი, ვინ შეიძლება იყოს საქარ­
თ­ველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრი, წევრობის შეწყვეტა, რას

კომენტარები
კანონის
წარ­მოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონება, წევრთა შენატანები,
წევრთა უფლებები და ვალდებულებები, მოგების განაწილება, კოოპერატივის საქმი­
ან­ობასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები, სასოფლო-სამეურნეო კოოპე­
რატივის სახელმწიფო ხელშეწყობა ‒ ამოქმედდა კანონის გამოქვეყნებიდან მე-60
დღეს.

კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა ის მუხლი, რომელიც შეეხება სასოფლო-
სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს საქმიანობას და მის ხელმძ­
ღვანელობას, ასევე, ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი.

Sign up to vote on this title
UsefulNot useful