You are on page 1of 1

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის

კლუბის სამდივნოს,

ვადასტურებ რომ [კომპანია] მხარს უჭერს კორპორაციული სოციალური
პასუხისმგებლობის (CSR) კლუბის (შემდეგში - კლუბი) საქმიანობას, რომლის
მიზანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის
საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის გზით
ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

[კომპანია] შესაძლებლობის მიხედვით ჩაერთვება კლუბის მიერ ორგანიზებულ
აქტივობებში, რომლებიც მიზნად ისახავს:
ა) კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების
ამაღლებას;
ბ) კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას;
გ) კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კარგი მაგალითების
გამოვლენასა და გაზიარებას;
დ) კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული მდგრადი პროექტების
მხარდაჭერას და ამ მიზნით სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ერთმანეთთან
დაკავშირებას;
ე) წევრების მხარდაჭერას მათ მიერ განხორციელებული პროექტების მდგრადი
განვითარების მიზნებთან დაკავშირებაში.
ვ) კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით ბიზნესის
გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.
ზ) კლუბის ქსელის გაფართოებას.

აქვე, [კომპანია] ვალდებულებას იღებს:

1. დაესწროს წელიწადში კლუბის ორ ღონისძიებას:
ა) კლუბის საერთო კრებას;
ბ) კლუბის წლის შემაჯამებელ შეხვედრას, სადაც ორგანიზაციები სურვილის
შემთხვევაში წარადგენენ კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში წინა
წლის მანძილზე განხორციელებულ აქტივობების ანგარიშს.
2. კლუბის სამდივნოს პერიოდულად მიაწოდოს განახლებული ინფორმაცია
კომპანიის CSR საქმიანობის შესახებ, რომელიც აიტვირთება კლუბის ვებ-გვერდზე
(www.csrclub.ge).

პატივისცემით,

[სახელი, გვარი]
[აღმასრულებელი დირექტორი]