You are on page 1of 5

ოფციები , ოფციების გამოყენება რისკის

მართვისათვის

ოფციონი – არის კონტრაქტი, რომელიც საშუალებას იძლევა ვიყიდოთ ან


გავყიდოთ აქტივის გარკვეული სახეობა. ფორექსის ბაზარზე ესეთი
აქტივებია - ვალუტა, ძვირფასი ლითონები და ენერგომატარებლები.
ამასთან ერთად ოფციონით ვაჭრობისას განისაზღვრება ფასი და
ოპერაციის განხორციელების თარიღი, ან პერიოდი, რომლის
განმავლობაშიც შესაძლებელია, რომ განხორციელდეს ეს ოპერაცია.
ოფციონის მფლობელს უფლება აქვს, მაგრამ არ არის ვალდებული, დადოს
კონტრაქტი და ნებისმიერ მომენტში შეუძლია უარი თქვას გარიგებაზე.
ოფციონები არსებობს ორი სახის ოფციონი (Put) და ოფციონი (Call). ეს
სახეობები განსაზღვრავენ თუ რა უფლებას იღებს მყიდველი - საბაზო
აქტივის გაყიდვის თუ ყიდვის.
Put ოფციონი მყიდველს აძლევს უფლებას გაყიდოს საბაზო აქტივი
მომავალში, ხოლო Call ოფციონი აძლევს მყიდველს უფლებას იყიდოს
აქტივი.
call ოფციონის მყიდველთათვის შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ საერთო წესი:
call ოფციონი შესრულებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ საბაზო აქტივის
ფასი სპოტურ ბაზარზე, კონტრაქტის ესპირაციის მომენტში, იქნება
შესრულების ფასზე უფრო მეტი. და იგი არ შესრულდება თუ, იგი იქნება
ოფციონის შესრულების ფასზე ტოლი ან უფრო ნალკები.
call ოფციონის გამყიდველი მიიღებს დიდ წაგებას თუ, აქციების კურსი
ძალიან გაიზრდება და მას ისინი წინასწარვე არ უყიდია დაბალ ფასად. ამ
შემთხვევაში მას მოუწევს იყიდოს აქციები (საბაზო აქტივი) სპოტურ
ბაზარზე მიმდინარე ფასით, ხოლო მიაწოდოს ოფციონის შესრულების
ფასად. ასეთი ვარიანტის დაზღვევისათვის, გამყიდველს შეუძლია
შეიძინოს საბაზო აქტივი მისი პარალელურად, ერთდროული გაყიდვით. ამ
შემთხვევაში, თუ აქტივის ფასი გაიზრდება იგი არ მიიღებს დამატებით
ზარალს, რადგან მიაწვდის უკვე ხელთარსებულ აქტივს.
სიტუაციას, როდესაც გამყიდველი ქმნის call ოფციონს და იმავდროულად
საბაზო აქტივის ყიდვის გზით არ აზღვევს პოზიციას -
ეწოდება გადაუფარავი ოფციონი. თუ გამყიდველი ერთდროულად
1
ყიდულობს აქტივს, მაშინ ასეთ სიტუაციას - გადაფარულ ოფციონ
უწოდებენ.

put ოფციონის მყიდველთათვის შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ საერთო წესი:


put ოფციონი არ შესრულდება თუ ექსპირაციის მომენტში საბაზო აქტივის
ფასი, ოფციონის შესრულების ფასის ტოლია ან მასზე მეტია. და
შესრულდება მაშინ, როდესაც იგი შესრულების ფასზე დაბალია.
ოფციონის მყიდველის და გამყიდველის გარიგების რეზულტატი
ერთმანეთის საპირისპიროა. გამყიდველი იღებს მაქსიმალურ მოგებას
ოფციონის პრემიის ხარჯზე, ხოლო წაგება მთლიანად დამოკიდებულია
საბაზო აქტივის საკურსო ფასზე.
შესრულების ვადებიდან (სტილიდან) გამომდინარე, ოფციონები იყოფა ორ
ტიპად: ევროპული ოფციონები და ამერიკული ოფციონები.
ამერიკული ოფციონის შემთხვევაში მყიდველმა შესაძლებელია უფლება
წარადგინოს კონტრაქტის მოქმედების ნებისმიერ დღეს. ევროპული
ოფციონის შემთხვევაში მყიდველს შეუძლია წარადგინოს თავისი
უფლებები მხოლოდ ექსპირაციის მომენტში.
ფორექსზე ოფციონური ვაჭრობის სახით ძირითადად გამოიყენება
ბინარული ოფციონები, აღნიშნული ინსტრუმენტი განკუთვნილია
ოპერაციების ჩასატარებლად სავალუტო წყვილებზე, როგორც ვარიანტი
შესაძლებელია გამოყენებული იქნას ინდექსებზეც. ამასთან ერთად,
რისკების ხარისხის ლიმიტირების და შესაძლო მოგების განსაზღვრის
უნიკალური შესაძლებლობაც არსებობს.
ოფციონებით ვაჭრობა საკმაოდ მარტივია და დამწყებ ტრეიდერებსაც
არ გაუჭირდებათ. ვაჭრობა ხორციელდება ოფციონებით ვაჭრობის
სპეციფიკაციის მქონე საბროკერო კომპანიების მეშვეობით.

ოფციონებით ვაჭრობის უპირატესობები:


მაღლი შემოსავლიანობა - როგორც წესი მოგება გაცილებით უფრო მაღლია,
ვიდრე ფულის სხვაგვარ პროექტებში ალტერნატიული ინვესტირებისას.
გამოყენების სიმარტივე - ტრეიდერს არ სჭირდება კორექციის სიდიდის
გათვალისწინება, რთული ანალიზისა და გამოთვლების ჩატარება.
საკმარისია განისაზღვროს ძირითადი ტრენდი და შევისყიდოთ ოფციონი.

2
მინიმალური რისკი - შეგიძლიათ განსაზღვროთ რისკის ხარისხი ან თანხა,
რომლის დაკარვაზე ხართ თანახმა წარუმატებელი გარიგების
შემთხვევაში, ასევე გეძლევათ საშუალება წინასწარ განსაზღვროთ მოგების
რაოდენობა.

ვაჭრობის პროცესი:
ოფციონური ვაჭრობის პროცესი მარტივია და რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
ძირითადი პარამეტრების მითითება – ამ ეტაპზე საჭიროა ავირჩიოთ
სავაჭრო ინსტრუმენტი, ანუ სავალუტო წყვილი, შემდეგ უნდა
მივუთითოთ ოფციონის ფასი, როგორც წესი იგი 1-დან 1000-მდე
დიაპაზონში ვარირებს.
ფასი - გვიჩვენებს სიდიდეს, რომლის დაკარგვაზეც ვართ თანახმა
წარუმატებელი გარიგების შემთხვევაში. თუ ვყიდულობთ 10 აშშ
დოლარის ღირებულების ოფციონს, მაშინ წარუმატებლობის
შემთხვევაში სწორედ ეს თანხა ჩამოგვეჭრება ანგარიშიდან. ამ
თანხასვე დაერიცხება მოგება, რაც უფრო დიდია თანხა მით უფრო
მეტი მოგება დაერიცხება მას.
მოქმედების ვადა - როცა დასრულდება ოფციონი, სწორედ ამ
მომენტში ფასი უნდა ემთხვეოდეს ჩვენს მიერ პროგნოზირებულ
მაჩვენებელს. მაგალითად, თუ ვთამაშობთ კლებაზე, მაშასადამე
სავალუტო წყვილის კურსი უნდა იყოს უფრო დაბალი, ვიდრე
კონტრაქტის დადებისას;
მიმართულების ან კონტრაქტის სახეობის არჩევა - ვალუტის კურსის
ზრდაზე, კლებაზე, ან უცვლელობაზე. ამ ეტაპზე ძირითად მომენტს
წარმოადგენს ტრენდის მოძრაობის პროგნოზირება. საჭიროა
განვსაზღვროთ - რა მიმართულებით წავა ფასი დროის მოცემულ
შუალედში. ამისათვის ვიყენებთ ეკონომიკურ კალენდარს და ვაფასებთ
მოცემული ინსტრუმენტის პროგნოზს;
მოგების განსაზღვრა - ტერმინალში ამ ღილაკის დაჭერისას დავინახავთ,
თუ რა მოგებას მივიღებთ იმ შემთხვევაში - თუ გამოვიცნობთ ფასს, წაგება
ჩვენთვის უკვე ისედაც ცნობილია, ვინაიდან იგი რეგულირდება თავად
კონტრაქტის ღირებულებით. ამის შემდეგ ვადასტურებთ ოფციონის
ყიდვის ოპერაციას;
ოპერაციის განხორციელების შემდეგ ტერმინალში ყოველთვის შევძლებთ
ვნახოთ სრული ინფორმაცია დადებული გარიგების შესახებ და ისღა
დაგვრჩება, რომ მხოლოდ შედეგს დაველოდოთ.
3
ბინარული ოფციონი, საბირჟო — საინვესტიციო ფინანსების დარგში
წარმოადგენს ორობითი ვარიანტის არჩევანის, მარტივი ოფციონის
სახეობას. მისი საშუალებით შესაძლებელია მოგების მარტივად მიღება ან
პირიქით, — სავაჭრო პოზიციის მოგების გარეშე დახურვა. ბინარული
ოფციონებით ვაჭრობისადმი მსოფლიოს დაინტერესება, 2008 წლის
ივლისიდან იღებს სათავეს. ამ საბირჟო-სავაჭრო პროდუქტის
პოპულარობას საინფორმაციო-ციფრული და სატელეკომუნიკაციო,
ინტერნეტული ტექნოლოგიების პროგრესმა ძლიერ შეუწყო ხელი.
ბინარული ოფციონები, დღეს ელექტრონული ფორმით — ინტერნეტით
ივაჭრება. მისდამი ინტერესს ასევე აძლიერებს ვაჭრობის დასაწყებად
აუცილებელი, მიკრო საინვესტიციო ფონდი, რომელიც არ არის
მოცულობითი. ბაზარზე შესვლისთვის საკმარისია, თუნდაც 100 აშშ
დოლარის ეკვივალენტი მოცულობის თანხა. მეორე მხრივ, მიუხედავად
მოთხოვნილი საწყისი სავაჭრო ფონდის სიმცირისა, ბინარული
ოფციონებით განხორციელებული სავაჭრო ოპერაციები, ამ საქმიანობის
მცოდნე ადამიანებს აძლევს მაღალი მოგების, და თანაც ძალზე მცირე
დროის ეპიზოდში მიღების შესაძლებლობას. ბინარული ოფციონები
ერთგვარად, წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ჯგუფს
მიეკუთვნება. ბინარული ოფციონების მოქმედების ხანგრძლივობა
შეიძლება შეადგენდეს 10 წუთს, 1 საათს, 1 დღეს, 1 თვეს ან მეტ პერიოდს.
ბინარული ოფციონებით მუშაობისას, მაგალითისთვის, — შესაძლებელია
საწყისი დეპოზიტის 70% და თუნდაც 500% ან მეტი მოგების გამომუშავება.

ფორექსისგან განსხვავებით ბინარულ ოფციონებზე ვაჭრობა


გამოირჩევა ნაკლები რისკიანობით და აქვს ბევრი პლუსი, მათ შორის
შემოსავლის მიღების შესაძლებლობა დამწყები ტრეიდერებისათვისაც კი.
სავაჭრო ოპერაციები ფაქტიურად გამორიცხავენ ფსიქოლოგიური
ზეწოლის ფაქტორს, რომელიც სავალუტო ბაზარზე წარუმატებლობის
ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
ოპერაციების განხორციელება შესაძლებელია არა მარტო ვალუტებზე,
არამედ სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებზეც, როგორებიცაა - აქციები,
საქონელი, ინდექსები და ა.შ.

4
ბინარული ოფციონებით ვაჭრობისათვის პირველ რიგში უნდა გაიხსნას
ანგარიში და შეივსოს დეპოზიტი შესაბამის ბროკერთან, რომელიც
სპეციალიზდება ვაჭრობის ამ სახეობაზე.
ვაჭრობის დაწყება შესაძლებელია 10 აშშ დოლარის დეპოზიტის
შემთხვევაშიც კი. ბინარებში არ არსებობს საკრედიტო მხარის ცნება,
ამიტომ შემოსავალი დამოკიდებულია მხოლოდ გარიგებაში მონაწილე
თანხაზე.
მაგალითად: გახსენით ოპერაცია 10 აშშ დოლარით - იგებთ 8 აშშ დოლარს,
გარიგებაში მონაწილეობს 100 აშშ დოლარი - მოიგებთ 80 აშშ დოლარს.
ვაჭრობის განხორციელების სქემა:
არსებობს გარიგების სამი ძირითადი ფსონი - ზრდაზე, კლებაზე და
უცვლელობაზე.
ოპერაციის განხორციელებისათვის უნდა ჩატარდეს რამდენიმე მოქმედება:
განისაზღვროს მცულობა - უნდა განაცხადოთ ბინარული ოფციონის
თანხა. თავდაპირველად ეცადეთ იმუშაოთ შესაძლო მინიმალური
მოცულობით. როგორც წესი იგი 1-5 აშშ დოლარის ფარგლებშია;
აირჩიეთ სავაჭრო ინსტრუმენტი - რა თქმა უნდა სასურველია
აირჩიოთ ის ინსტრუმენტი, რომლის კურსის პროგნოზში ყველაზე
მეტად ხართ დარწმუნებული. მაგალითად: გამოქვეყნდა ცნობა იმის
შესახებ, რომ საბერძნეთში არსებობს დეფოლტის დიდი ალბათობა,
მაშასადამე უნდა ითამაშოთ ევროს კურსის კლებაზე;
დროის მონაკვეთის არჩევა - რაც უფრო მეტია ოფციონის არსებობის
პერიოდი, მით უფრო მეტია მოგების კოეფიცენტი. ერთი საათის
განმავლობაში შეგიძლიათ განახორციელოთ ერთი ოპერაცია,
რომლის ხანგრძლივობა იქნება 1 საათი, ან 20 ოპერაცია, რა დროსაც
თითოეულის ხანგრძლივობა იქნება 3 წუთი;
ოპერაციის მიმართულება – ამ ეტაპზე უნდა აირჩიოთ რომელი
მიმართულების ოპერაციას გახსნით - ზრდაზე, კლებაზე, თუ
უცვლელობაზე. ეს არის ბინარულ ოფციონებზე ვაჭრობის პროცესის
ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი;