You are on page 1of 3

L’ARTICOLO INDETERMINATIVO - განუსაზღვრელი არტიკლი

განუსაზღვრელი არტიკლი იხმარება მაშინ, როცა საუბარია უცნობ, გაურკვეველ,


ნაკლებად ცნობილ პირსა თუ საგანზე. ასევე, თუ საუბარია პირთა თუ საგანთა
ჯგუფიდან ერთ - ერთზე.

maschile
singolare plurale

un dei un libro – dei libri

un degli un anno – degli anni

uno degli uno studente – degli studenti

un - იხმარება თანხმოვნით ან ხმოვნით დაწყებული მამრობითი სქესის არსებითი


სახელების წინ.

uno - იხმარება s + თანხმოვანი, gn, ps, x, y, z - ით დაწყებული მამრობითი სქესის


არსებითი სახელების წინ.

femminile
singolare plurale

una delle una porta – delle porte

un’ delle un’ amica – delle amiche

una - იხმარება თანხმოვნით დაწყებული მდედრობითი სქესის არსებითი სახელების


წინ.

un’ - იხმარება ხმოვნით დაწყებული მდედრობითი სქესის არსებითი სახელების წინ.

განუსაზღვრელი არტიკლი ქართულად შემდეგ სიტყვებს შეესაბამება: ”ვიღაც”,


”რაღაც”,”რომელიღაც”, ”ერთი”:

un uomo - ვიღაც მამაკაცი; ერთი კაცი

una donna – ვიღაც ქალი; ერთი ქალი

uno dei libri - ერთ - ერთი წიგნი

განუსაზღვრელ არტიკლებს მრავლობითი რიცხვის ფორმები არ გააჩნია, ამიტომ


გამოიყენება ნაწილობრივი არტიკლების ფორმები: dei, degli, delle
გამონაკლისები:

-ma, -ta ზე დაბოლოებული, ბერძნული წარმოშობის არსებითი სახელები


ყოველთვის მამრობითი სქესისაა და მრავლობით რიცხვში იღებენ -i დაბოლოებას:

il programma – i programmi il problema – i problemi il poeta – i poeti

უცხო ენებიდან ნასესხები თანხმოვნით დაბოლოებული არსებითი სახელები


ყოველთვის მამრობითი სქესისაა და მრავლობითში უცვლელები რჩება:

il film – i film il tram – i tram il bar – i bar lo sport – gli sport l’autobus – gli autobus

-ista ზე დაბოლოებული არსებითი სახელები შეიძლება იყოს როგორც მამრობითი


ასევე მდედრობითი სქესის. მხოლობით რიცხვის სქესზე მიუთიტებს მხოლოდ
არტიკლი, მრავლობითში კი არტიკლი და დაბოლოება:

il turista – i turisti il pianista - i pianisti l’artista – gli artisti

la turista – le turiste la pianista – le pianiste l’artista – le artiste

ბოლო მარცვალზე მახვილიანი არსებითი სახელები მრავლობით რიცხვში


დაბოლოებას არ იცვლიან:

la città - le città l’università – le università il caffè – i caffè

-ie ზე დაბოლოებული არსებითი სახელები მდედრობითი სქესისაა და მრავლობით


რიცხვში ფორმას არ იცვლიან:

la serie – le serie la specie – le specie გამონაკლისი: la moglie – le mogli

-cia, -gia ზე დაბოლოებული არსებითი სახელები

თუ მათ წინ დგას ხმოვანი იღებენ cie, -gie დაბოლოებებს:

la camicia – le camicie la valigia – le valigie

ხოლო თუ მათ წინ დგას თანხმოვანი იღებენ ce, -ge დაბოლოებებს:

l’arancia – le arance la spiaggia – le spiagge

გამონაკლისები:

la mano – le mani

la moto – le moto (motocicletta)

la foto – le foto (fotografia)

l’auto – le auto (automobile)