saavtoro
გამოცემაში თავმოყრილია ფილოლოგის საავტორო სვეტები, რომელიც 2015-2017
წლებში www.mediachecker.ge-ზე, მედიაენის რუბრიკაში ქვეყნდებოდა
2018
სარჩევი
2018 weli
ფილოლოგის საავტორო სვეტები
© mediachecker.ge
2018 წელი
შინაარსი
კალკი ............................................................................................................ 8
შესახებ ........................................................................................................ 12
აბრევიაცია .................................................................................................. 19
პარონიმები ................................................................................................. 22
სპორტი და მართლმეტყველება .................................................................. 26
2
3. თუ მთავარი წინადადების მისამართი სიტყვა განმარტებულია ერთზე მეტი რაოდენობის
აღმნიშვნელი სიტყვით, დამოკიდებული წინადადების წევრ-კავშირი მრავლობითში
უნდა დაისვას: რამდენიმე გამომცემლობა, რომლებიც წელს დაიხურა.
4. თუ მთავარ წინადადებაში მისამართ სიტყვად გამოყენებულია დეფისიანი კომპოზიტი:
ცოლ-ქმარი, რომლებსაც ბრალი წაუყენეს.
5. თუ მისამართი სახელი კრებითი სიტყვაა, წევრ-კავშირი მხოლობითში შეეწყობა:
აციაზე იდგა სტუდენტობა, რომელიც ამ ცვლილებას აპროტესტებდა.
–თქო ნაწილაკი იხმარება მაშინ , როდესაც პირველი პირი (მოსაუბრე) მეორე პირს
(თანამოსაუბრეს) თავის ნათქვამს აბარებს მესამე პირთან. მაგალითად:
3
შეცდომები საკმაოდ ხშირი და მრავალფეროვანია პირველი პირის ნათქვამის
გადმოცემისას. უნდა გვახსოვდეს, რომ დაუშვებელია -თქო ან - თქვა ნაწილაკების
გამოყენება, როდესაც მოუბარი საკუთარ ნათქვამს ( განზრახვას) იმეორებს.
სათაურების მართლწერა
წიგნის, გაზეთის, ჟურნალის, ლექსის, მოთხრობის, ფირმების, გემების, კომპანიების და
მისთანათა სახელწოდებები ხშირად იწერება შეცდომით.
4
1.თუ სათაური ერთსიტყვიანია და მხოლობითი რიცხვის სახელობით ბრუნვაშია, ბრუნვის
ნიშანიც და თანდებულიც დაერთვის სათაურს. სხვა სიტყვებით - ის ისევე იბრუნვის,
როგორც საზღვრული, რომელსაც წინ უძღვის შეთანხმებული მსაზღვრელი;
ნიმუში:
და არა:
მოთხრობაში „კაცია-ადამიანი?!“
სწორია:
5
საკითხის შესახებ მასალის მომზადებისას მნიშვნელოვანია სწორი ტერმინოლოგიის
გამოყენება(ტყიბულში მოვლენათა ეპიცენტრი ახლა ქვანახშირის მომპოვებელი შახტი
და შახტის მიმდებარე ტერიტორიაა).
არაადამიანური
არაგონივრული
არალეგალური
არაერთგზის
არაერთხელ
6
არათანაბარი
არაობიექტური
არამთავარი
არაიშვიათი
არაკომპეტენტური
არაარსებითი
არაგულწრფელი
არაერთგვარი
არაბუნებრივი
არა მხოლოდ და არა მარტო ცალ-ცალკე იწერება, რადგან მათ ყოველთვის მოსდევს
მაქვემდებარებელი კავშირი „არამედ“. მაგალითად:
გარდა ამისა, რუსული ენის გავლენით ზოგიერთი ქვეყნის სახელი გავრცელდა დედნის
ენაზე წარმოთქმის მიბაძვით და ასე მივიღეთ მცდარი ფორმები: მოლდოვა, ბელარუსი,
თათარსტანი, ყაზახსტანი, ყირგიზსტანი, კაბარდინო-ბალკარეთი და ა.შ.
კალკი
სხვა ენებიდან სიტყვათა სესხება, შემოტანა და დამკვიდრება ენის ლექსიკური ფონდის
გამდიდრების ერთ-ერთი საშუალებაა. „მოქალაქეობრივ“ უფლებას ამათგან მხოლოდ
ის სიტყვები „მოიპოვებენ“, რომლებიც ბუნებრივად, ენის სტრუქტურის და წესების
გათვალისწინებით დამკვიდრდებიან. სხვა შემთხვევაში სიტყვები „უცხო სხეულივით“
იჭრებიან ენაში და ანაგვიანებენ მას. ამას კალკირებას უწოდებენ (სიტყვა ფრანგულია
და ქართულად ასლს ნიშნავს). კალკირების დროს ენობრივი მასალა საკუთარია,
კონკრეტული ფორმა ან შესიტყვება კი აგებულია სხვა ენის სტრუქტურის გავლენით.
სამშობლოს ერთგულება
საქმის სიყვარული
მომავლის რწმენა
ხსოვნის პატივისცემა
ხალხის სამსახური
მაგალითად:
9
მოყვანილი მაგალითები ცხადყოფს, რომ ისეთი უცხო სიტყვების და სინტაქსური
კონსტრუქციების (შესიტყვებების) ხმარება, რომელთა შესატყვისიც ენას უკვე აქვს ან
ადვილად შეიძლება აწარმოოს არსებულ სიტყვათა საფუძველზე, საჭირო არ არის.
დავიწყოთ თავიდან:
ავიღოთ ზმნა ხატავს (ვხატავ ან ხატავ). შევუწყოთ პირები - ის მას ( მე მას, შენ მას);
დავსვათ „დამხმარე კითხვა - რას შვრება? ამ კითხვაზე ზმნას შეწყობილი ობიექტი
მიცემით ბრუნვაშია (მას - კაცს, ბუნებას, პეიზაჟს);
ახლა დავსვათ მეორე „დამხმარე კითხვა“ - რა ქნა? პასუხია - დახატა - მან, ის.
ამჯერად ობიექტმა იცვალა ბრუნვა და ის სახელობით ბრუნვაში მოგვევლინა.
(დახატა კაცი, ბუნება, პეიზაჟი).
სთხოვა - ზმნა დასრულებულ მოქმედებას გამოხატავს. შეიწყობს სამ პირს: მან მას ის;
აქედან სუბიექტი მოთხრობით ბრუნვაშია, ობიექტთაგან ერთი - მიცემითში, მეორე კი
სახელობითში.
დააკვირდით, ზმნა პასუხს გვცემს კითხვაზე - რა ქნა?
თუ არ გახსოვთ შესაბამისი წესი, გადაავლეთ თვალი ზემოთმოყვანილ წესებს და
ამოიცანით - რომელი იქნება ამ ობიექტთაგან პირდაპირი და რომელი ირიბი?
ყურადღება, „სპოილერი“!
ირიბი იქნება ის ობიექტი, რომელიც მიცემით ბრუნვაშია (მას), პირდაპირი კი ის,
რომელიც სახელობითშია (ის);
სავარაუდო პასუხები:
დიახ, რადგან ზმნა სამპირიანია, აქედან ერთი ირიბია და ირიბი ობიექტის ნიშანი უნდა
დაიწეროს;
არა, რადგან მართალია, ზმნა შეიწყობს ირიბ ობიექტს, მაგრამ არ იწყება შესაბამის
თანხმოვანზე.
თუ თქვენ არჩევანი პირველ პასუხზე შეაჩერეთ, მაშინ კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ წესი
იმის შესახებ, თუ რომელი თანხმოვნების წინ უნდა დაისვას ირიბი ობიექტის ნიშანი.
ეს ზმნებია:
გასტანს, გამოსცემს, გასცემს, გასწევს, ასწევს, სჩადის, დასძენს, დაჰყო ( დრო).
ცალ-ცალკე და ერთად
შესაბამისად, სწორია:
შესაბამისად, სწორია:
13
დედ-მამა მესტუმრა (და არა დედ-მამა მესტუმრნენ)
ცოლ-ქმარი შეთანხმდა (და არა ცოლ-ქმარი შეთანხმდნენ)
და-ძმა თაღლითი გამოდგა (და არა და-ძმა თაღლითები გამოდგნენ)
საგანგებო განცხადება:
გახსენებისთვის:
რიცხვში მონაცვლე ზმნა ისეთი ზმნაა, რომელიც უღლებისას მხოლობითში ერთ ფუძეს
იყენებს, მრავლობითში კი - მეორეს. ფუძემონაცვლე ზმნებია: ჯდომა/სხდომა, გდება/
ყრა, კვდომა/ხოცვა, მობმა/მოსხმა და ა.შ.
14
ყველა დასახელებული სიტყვა წარმოშობით ლათინურია და იწერება ასე:
შესაბამისად, სწორია:
ამათგან სწორია:
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უცხოური ენიდან შემოსული სიტყვების მეშვეობით ახალი
ფორმების წარმოქმნისას ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ორიგინალ ენაზე
საწყისი სიტყვის დაწერილობა.
15
ეროტიკა - ეროტიკული ( და არა ეროტიული)
მივყვეთ თავიდან:
პირველ მაგალითში ზმნა სცემა გარდაუვალი ზმნაა. მას შეეწყობა ირიბი ( ანუ
ბრუნვაუცვლელი, მუდამ მიცემითში მდგომი) ობიექტი. ზმნის ფუძე იწყება ხშული
თანხმოვნით ( ც). ეს ზმნა ყველა „მოთხოვნას აკმაყოფილებს“ საიმისოდ, რომ დაირთოს
ირიბი ობიექტის ნიშანი ს- და „შეიწყოს“ არა სახელობითში მდგარი პირდაპირი ობიექტი,
არამედ ირიბი ობიექტი, რომელიც მიცემით ბრუნვაში უნდა ჩავსვათ. ამ მოცემულობის
გათვალისწინებით, სწორია:
ცივა-სცივა
1. მე თავსართი დაერთვის 2-დან 20-ის ჩათვლით არაბულ ციფრებს, ასევე ლუწ ათეულებს,
ყველა ასეულს, ათასეულს, მილიონს, მილიარდს. მაგალითად: მე-5; მე-20; მე-100; მე-
2000 და ა.შ.
17
2. ყველა დანარჩენ შემთხვევაში არაბულ ციფრებს დაერთვის -ე ბოლოსართი და მე-
თავსართი ფუძის შიგნით არის მოქცეული. შესაბამისად, მისი გამოყოფა არ ხდება.
მაგალითად: 56-ე; 109-ე; 10025-ე;
მესამე პირში მისი და თავისი ნაცვალსახელები არ უნდა აგვერიოს. საერთო წესი, როგორც
ყოველთვის, მარტივია - თუ სუბიექტის კუთვნილებაზეა საუბარი, თავისი ითქმის, თუ სხვის
კუთვნილებაზე - იმისი ან მისი.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თუ ზმნის სუბიექტი მრავლობითშია, თავისი ნაცვალსახელი
თავიანთი ფორმით შეიცვლება. შესაბამისად, სწორია:
უნდა იყოს:
ჩვენგანი
თქვენგანი
მათგანი
აბრევიაცია
ბეჭდურ მედიაში ხშირადაა საჭირო სხვადასხვა აღმნიშვნელის შემოკლება. ქართული
დამწერლობისთვის სიტყვიერი შემოკლებები ოდითგანვეა დამახასიათებელი -
აბრევიაციის წინაპრად შეიძლება მივიჩნიოთ ქარაგმები, რომლებიც ადგილის და დროის
ეკონომიის მიზნით კეთდებოდა. ძველ ხელნაწერებში ქარაგმულად მოკლდებოდა
ტექსტებში ყველაზე ხშირად განმეორებადი სიტყვები ან ფრაზები, საკავშირებელი
19
სიტყვები და ა.შ.
წ.=წელი
გვ.=გვერდი
იხ.=იხილე
ცალკე აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დროს სიტყვათა ერთ ნაწილს მიეწერა
პარალელური ვარიანტებიც. ეს ნიშნავს, რომ სამეტყველო ენაში დამკვიდრებული
და სალიტერატურო ნორმად მიჩნეული ორივე ფორმა დასაშვებადაა მიჩნეული.
განსაკუთრებით საინტერესოა სიტყვის - მინახავხარ - ისტორია.
პარონიმები
მცნება და ცნება, აღთქმა და აღქმა, აფექტი და ეფექტი, კომპანია და კამპანია, სწავლა
და სწავლება, თარგმნა და თარგმანი, დიპლომატი და დიპლომანტი - ეს და სხვა მსგავსი
სიტყვები ხშირად ერევათ ხოლმე ერთმანეთში. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი
უცხო ენიდანაა შემოსული და ბგერობრივად ძალიან ჰგავს ერთმანეთს. პარონიმული
წყვილების აღრევის მიზეზი ამ სიტყვათა ლექსიკური მნიშვნელობის არცოდნაა.
22
ცნობისთვის: ისეთ სიტყვებს, რომლებიც ბგერობრივად ძალიან ჰგავს ერთმანეთს,
შინაარსობრივად კი აბსოლუტურად განსხვავდება - პარონიმები ეწოდება.
მცნება და ცნება
აღქმა და აღთქმა
აფექტი და ეფექტი
კომპანია და კამპანია
დიპლომანტი და დიპლომატი
საწყისის მართლწერა
საწყისთა უმეტესობას აწარმოებს ა ნიშანი. ავიღოთ ზმნა - ვწერ. ზმნის საწყისი არის
წერა. ვხატავ - ხატვა და ა.შ.
თუმცა ისეთი საწყისის გვხვდება, რომელიც სხვა ნიშნით ან სულაც ნიშნის გარეშე
იწარმოება(ღალატი, ყოყმანი, ქეიფი და ა.შ.).
დაგდება - დაყრა
ჯდომა-სხდომა
გდება-ყრა
ვარდნა-ცვენა
ზედმეტი ნივთის გადაგდება-ზედმეტი ნივთების გადაყრა
წიგნის დავარდნა - წიგნების დაცვენა/დაყრა
მიმღეობის მართლწერა
მმართველი ( თვითმმართველობა)
დამმორჩილებელი
დამმარხავი
ნასამართლევი//ნასამართლები
აბურძგნული//აბურძგნილი
გაუხუნარი//გაუხუნებელი
სპორტი და მართლმეტყველება
მედიაში სპორტის ტერმინების გამოყენებისას, სპორტული გადაცემების კომენტატორთა
თუ გულშემატკივართა მეტყველებაში საკმაოდ ხშირად გვხვდება ენობრივი დარღვევები.
კალკი
ფლანგზე განლაგება
შეტევა და შეტევაში
27
შეუფერებელ სიტყვათშეთანხმებას ქმნის აგრეთვე ზმნა „წააწყდა“ წინადადებაში: „გუნდი
პირველად წააწყდა ასეთ მსაჯობას“. ამ ზმნას „სემანტიკური ველი“ ( ანუ მოქმედების
არე) შედარებით შეზღუდული აქვს. წააწყდა ნიშნავს: დაეჯახა, მოულოდნელად შეხვდა,
შეეჩეხა, გადაეყარა. მოყვანილ წინადადებაში აჯობებს სხვა ზმნების გამოყენება.
მაგალითად, გუნდი პირველად გახდა ასეთი მსაჯობის მოწმე.
ენობრივი ლაფსუსები
ინდუსტრიული და ინდუსტრიალური
30