You are on page 1of 53

ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი

„მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის


გაძლიერება “

აღნიშნული დოკუმენტი გადათარგმნილია


ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის
„მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის
გაძლიერების“ ფარგლებში

თბილისი 2017 წელი

2015/DG I/JP/3265

1
მოსლი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ

CASE OF MOSLEY v. THE UNITED KINGDOM

(განაცხადი no. 48009/08)

განჩინება

ქ. სტრასბურგი

10 მაისი, 2011 წ.

საბოლოო

15/09/2011

წინამდებარე განჩინება წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილებას კონვენციის 44-ე


მუხლის მე-2 (გ) პუნქტის თანახმად. იგი შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ
გადასინჯვას.

საქმეზე „Mosley v. the United Kingdom“,


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეოთხე სექცია) პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:

ლეხ გარლიცკი, თავმჯდომარე,


ნიკოლას ბრატცა,
ლილიანა მიოვიჩი,
დევიდ თორ ბიორგვინსსონი,
პაივი ჰირველა,
ლედი ბიანკუ,
ნებოისჩა ვუჩინიჩი, მოსამართლეები,
და ლორენს იორლი, სექციის მდივანი,

2011 წელს 11 იანვარს და 12 აპრილს ჩატარებულ დახურულ თათბირზე მსჯელობის


შედეგად, გამოიტანა შემდეგი განჩინება:

2
პროცედურა

1. საქმის წარმოება დაიწყო, სასამართლოს წინაშე ადამიანის უფლებათა და


ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის
საფუძველზე, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული
სამეფოს წინააღმდეგ ბრიტანეთის მოქალაქის, ბ-ნი მაქს რუფუს მოსლის
(„განმცხადებელი“) მიერ 2008 წლის 29 სექტემბერს წარდგენილი no. 48009/08
საჩივრის საფუძველზე.
2. განმცხადებელს წარმოადგენდა კოლაიერ ბრისტოუ LLP, ლონდონში მდებარე
საადვოკატო ფირმა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობას ( "მთავრობა")
წარმოადგენდა მათი ნდობით აღჭურვილი პირი, ბ-ნი დ. უოლტონი, საგარეო საქმეთა
და თანამეგობრობის საკითხთა განყოფილებიდან.

3. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ


დაარღვია მასზე კონვენციის მე-8 მუხლით დაკისრებული პოზიტიური
ვალდებულებები, როგორც ცალკე აღებული, ისე მე-13 მუხლთან ერთობლიობაში, რაც
მდგომარეობს მისი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დაცვაში.

4. 2009 წლის 20 ოქტომბერს სასამართლომ გადაწყვიტა შეტყობინების გაგზავნა


გაერთიანებული სამეფოსთვის (მოპასუხე მხარე) no. 48009/08 განაცხადთან
დაკავშირებით. სასამართლომ ასევე გადაწყვიტა ერთდროულად ემსჯელა განაცხადის
დასაშვებობასთან და არსებით მხარესთან დაკავშირებით (29-ე მუხლი, 1-ლი პუნქტი).

5. განმცხადებელმა და მთავრობამ წარმოადგინეს წერილობითი მოსაზრებები


(რეგლამენტის 54-ე წესი, მე-2 (ბ) პუნქტი). ასევე, მესამე მხარის კომენტარებიც იქნა
მიღებული შემდეგი ორგანიზაციებისგან: შპს „Guardian News & Media“, მედიასფეროს
იურისტთა ასოციაცია და ფაინესრ სტივენს ინოსენტი, მედიის სამართლებრივი
დაცვის ინიციატივის სახელით, ცენზურის ინდექსი, მედიასფეროს იურისტთა
საერთაშორისო ასოციაცია, ევროპის გამომცემელთა საბჭო, მასმედიის დაცვის
ცენტრი, რუმინეთის ჰელსინკის კომიტეტი, ბულგარეთის ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის პროგრამის (AIP) ფონდი, გლობალურ მოწმეთა და
მედიასამართლის რესურს-ცენტრი, რომლებსაც პრეზიდენტმა უფლება მიანიჭა
ჩაერიონ წერილობით პროცედურაში (კონვენციის 36-ე მუხლი, მე-2 პუნქტი და
რეგლამენტის 44-ე წესი, მე-3 (ა) პუნქტი).

6. მოცემული საქმის საჯარო განხილვა გაიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის


შენობაში, ქ. სტრასბურგში, 2011 წლის 11 იანვარს (რეგლამენტის 59-ე წესი, მე-3
პუნქტი).

სასამართლოს წინაშე გამოცხადდნენ:

3
(ა) მთავრობის მხრიდან
ბ-ნი დ. უოლტონი, ნდობით აღჭურვილი პირი,
ბ-ნი ჯ.იდი, სამეფო ადვოკატი,
ბ-ნი ა.ჯიივსი, მრჩეველი;

(ბ) განმცხადებლის მხრიდან


ლორდ პანნიკი, სამეფო ადვოკატი,
ბ-ნი დ. შერბორნი, ადვოკატი,
ბ-ნი მ. მოსლი, განმცხადებელი,
ბ-ნი დ. კროსლი,
ბ-ნი ტ. ლოულესი, ადვოკატები.

სასამართლომ მოისმინა ბ-ნი იდის და ლორდ პანნიკას მოსაზრებები და


სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებზე მათი პასუხები.

7. 2011 წლის 1 თებერვალს, სასამართლომ შეცვალა სექციების შემადგენლობა


(რეგლამენტის 25-ე წესი, 1-ლი პუნქტი), მაგრამ მოცემული საქმე დარჩა ყოფილი
მეოთხე სექციის ფარგლებში დაკომპლექტებული პალატის კომპეტენციაში

ფაქტები

I. საქმის გარემოებანი

8. განმცხადებელი დაიბადა 1940 წელს და ცხოვრობს მონაკოში.

9. 2008 წლის 30 მარტს საკვირაო გაზეთში „News of the World“, რომელიც „News
Group Newspapers Limited“ ფლობს, გამოქვეყნდა სტატია სათაურით "ფორმულა 1-ის
ბოსს ავადმყოფური ნაცისტური ორგია აქვს ხუთ მეძავთან". სტატია იწყება
წინადადებით, "ფორმულა 1-ის ავტომრბოლელი მაქს მოსლი გამოაშკარავდა როგორც
ფარული სადომაზოხისტური სექსუალური გარყვნილი". გაზეთის რამდენიმე გვერდი
ასევე მიეძღვნა ამბავს, რომელიც შეიცავდა სექსუალური ქმედებების ერთ-ერთი
მონაწილის მიერ ფარულად ჩაწერილი ვიდეომასალებიდან ამოღებულ ფოტოებს.
ვიდეოჩანაწერის და უძრავი გამოსახულებების რედაქტირებული ფრაგმენტი ასევე
გამოქვეყნდა გაზეთის ვებგვერდზე და გავრცელდა ინტერნეტში. გაზეთის ბეჭდურ
ვერსიაში მკითხველებს სთავაზობდნენ ენახათ ვიდეო და მითითებული იყო გაზეთის
ვებსაიტის მისამართი.

10. იმავე დღეს, განმცხადებლის ადვოკატებმა პრეტენზით მიმართეს „News of the


World“ ვებგვერდზე ატვირთულ მასალებთან დაკავშირებით. მომდევნო დღეს, 2008
წლის 31 მარტს გამოცემამ ნებაყოფლობით ნებაყოფლობით აიღო საიტიდან და

4
პირობაც დადო, რომ ეს კადრები კვლავ არ იქნებოდა ნაჩვენები წინასწარი
შეტყობინების გაკეთების გარეშე. ასეთი შეტყობინება გაკეთდა წერილობითი
ფორმით, წერილი დათარიღდა 2008 წლის 3 აპრილით და იმავე დღეს 13:19 საათზე
ფაქსით გაიგზავნა.

11. 2008 წლის 30 და 31 მარტს რედაქტირებული ვიდეომასალა ნახა 1.4 მილიონზე


მეტმა ადამიანმა, სტატიის ონლაინ-ვერსიას კი 400,000 მეტი მნახველი ჰყავდა. „News
of the World“ ბეჭდური ვერსიის საშუალო ტირაჟი სამ მილიონზე მეტ ეგზემპლარს
შეადგენს.

12. 2008 წლის 4 აპრილს განმცხადებელმა დაიწყო სამართლებრივი დავა „News


Group Newspapers Limited“ და ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას ნდობის
დარღვევისათვის და პირად ცხოვრებაში ჩარევისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მას
არ უარუყვია, რომ სექსუალურ ქმედებებს ჰქონდა ადგილი, იგი აპროტესტებდა მათ
დახასიათებას, როგორც „ნაცისტურ როლურ თამაშად“. ის ასევე ითხოვდა
სასამართლოსგან ამკრძალავი დადგენილების მიღებას, რათა „News of the World-ს“ არ
შეძლებოდა ვებგვერდზე რედაქტირებული ვიდეომასალის ატვირთვა.

13. 2008 წლის 6 აპრილს გაზეთში „News of the World“ დაიბეჭდა განმცხადებლის
სექსუალური ხასიათის ქმედებების ამსახველი სტატიების მეორე სერია.

14. 2008 წლის 9 აპრილს ბატონმა მოსამართლე იდი-მ, უმაღლეს სასამართლოში,


უარი თქვა აკრძალვის დაწესებაზე, ვინაიდან ეს მასალა აღარ იყო კონფიდენციალური
მისი ვრცლად გამოცემის გამო როგორც ბეჭდურ, ისე ინტერნეტ მედიაში.

15. სასამართლოს მიდგომის შეფასებისას სასამართლოს მიერ დაწესებულ


დროებით აკრძალვასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ აუცილებელია შემდეგი
პრინციპები იყოს გათვალისწინებული ყველა იმ საქმეში, სადაც არის მცდელობა
შეიზღუდოს პუბლიკაციის გამოცემა მე-8 მუხლით გარანტირებული უფლებების
სავარაუდო ხელყოფის საფუძველზე და სადაც ეს უფლებები ეწინააღმდეგება სხვა
პირების უფლებებს, კერძოდ, აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ
მედიის უფლებებს:

"28 ... i) კონვენციის არცერთი უფლება, როგორც ასეთი, არ არის სხვაზე უპირატესი;

ii) მაშინ, როდესაც კონფლიქტი ჩნდება კონვენციის მე-8 და მე-10 მუხლებით


გარანტირებულ ღირებულებებს შორის, აუცილებელია “განსაკუთრებული აქცენტი“
გაკეთდეს კონკრეტული უფლებების შედარებით მნიშვნელობაზე, რომლებიც დავის
საგანს წარმოადგენს თითოეულ კონკრეტულ საქმეში;

5
iii) სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ყოველ უფლებაში ჩარევის, ან მისი
შეზღუდვის მიზანშეწონილობის დასაბუთება;

iv) ამგვარად, პროპორციულობის ტესტი უნდა გამოიყენონ თოთოეულ


უფლებასთან მიმართებაში.“

16. მან განაგრძო:

"29. უდავოა, რომ ბატონი მოსლის მე-8 მუხლით დადგენილი უფლებები


წინააღმდეგობაში მოდის მოპასუხე მხარის მე-10 მუხლით დადგენილ უფლებებთან.
ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს არის - უნდა ჰქონდეს თუ არა
ბატონ მოსლის გონივრული მოლოდინი იმ ინფორმაციის თვალსაზრისით, რომელსაც
რედაქტირებული ვიდეომასალა შეიცავს, რომ მისი პირადი ცხოვრება
ხელშეუხებელია იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მოხდა პირველი
პუბლიკაციის გამოცემის შედეგად. "

17. იდი ჯ-ს მიაჩნდა, რომ არ არსებობდა განსაკუთრებულად მაღალი


საზოგადოებრივი ინტერესი კადრების გამოქვეყნებისადმი. იგი აღნიშნავს:

"30. ... ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს სურათები ინტერესს იწვევს, არის ის, რომ
ისინი მსუბუქად უხამსია და მათზე გამოსახული ადამიანების დაცინვის საშუალებას
იძლევა. იმდენად, რამდენადაც საზოგადოებას ოდესმე საერთოდ თუ ჰქონდა უფლება
ცოდნოდა ბატონი მოსლის სექსუალური გემოვნების შესახებ, ეს თემა უკვე
გაცვეთილი იყო მისი პირველად „News of the World“-ში გამოქვეყნების შემდეგ. არ
არსებობს საზოგადოებრივი ინტერესის ლეგიტიმური ელემენტი, რომლის
დაკმაყოფილება შეიძლებოდა რედაქტირებული ვიდეოკადრების დამატებით
გამჟღავნებით, მოპასუხის ვებგვერდზე. "

18. თუმცა, რაც შეეხება განმცხადებლის გონივრულ მოლოდინს პირადი ცხოვრების


ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით, იდი ჯ-მ აღნიშნა, რომ მასალა ათასობით
ადამიანმა ნახა მთელ მსოფლიოში, და რომ მისი ნახვა კვლავ შესაძლებელი იყო. მან
დასძინა:

"33. ... სასამართლომ ყოველთვის უნდა გაიაზროს პრაქტიკული რეალობა და


შეზღუდვები, თუ რისი მიღწევა შეიძლებოდა ამით ... მიუხედავად ამისა, შეიძლება
მივაღწიოთ მომენტს, როდესაც ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია შეიზღუდოს
სასამართლოს ბრძანებით, იმდენად ფართოდ და ზოგადად ხელმისაწვდომია
"საზოგადოებრივ სივრცეში", რომ ასეთ აკრძალვას არ ჰქონდეს პრაქტიკული
მნიშვნელობა.

6
34. როგორც ბ-ნმა მილარმა [News Group Newspapers Limited-სთვის] აღნიშნა, თუ
ვინმეს სურს მოიძიოს ინტერნეტში რედაქტირებული კარდები, ამისთვის სხვადასხვა
გზა არსებობს მიუხედავად სასამართლოს მიერ დაწესებული რაიმე განჩინებისა,
რომელიც სასამართლოს შეუძლია შემოიღოს „News of the World“ ვებგვერდის
კონტენტზე შეზღუდვების დაწესების მიზნით. სასამართლომ არ უნდა დაუშვას, რომ
შეასრულოს მეფე კნუდის როლი. მიუხედავად იმისა, რომ დადგენილება
შესაძლებელია სასურველი იყოს პირადი ცხოვრების დასაცავად და შეიძლება
შემუშავდეს სასამართლოების მიერ ამჟამად გამოყენებული პრინციპების შესაბამისად,
შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც მას აღარ ექნება არანაირი სასარგებლო მიზანი
და ის შეიძლება უბრალოდ დახასიათდეს ტრადიციული ტერმინოლოგიით როგორც
brutum fulmen. სასამართლოს არ შეეფერება უშედეგო ჟესტების გაკეთება."

19. მან დაასკვნა, რომ მასალა იმდენად ფართოდ ხელმისაწვდომი იყო, რომ
თანმიმდევრობა ტერმინებში ფაქტობრივად არ შეცვლიდა პრაქტიკულ ასპექტებს და
აღნიშნა:

"36. ... კაშხალი რეალურად გაირღვა. მე, გარკვეული ყოყმანით მივედი იმ


დასკვნამდე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს მასალა პირადი ცხოვრების შემლახველი
და დამამცირებელი იქნებოდა, და მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ლეგიტიმური
საჯარო ინტერესი მის შემდგომ გამოცემაში, მოპასუხის წინააღმდეგ დადგენილების
გამოტანა მოცემულ ეტაპზე უბრალოდ უშედეგო ჟესტი იქნება. ნებისმიერი ადამიანი,
ვისაც სურს წვდომა მიიღოს კადრებზე, ადვილად შეუძლია ამის გაკეთება, და არ აქვს
აზრი აუკრძალო „News of the World“-ს აჩვენოს ის, რაც უკვე ხელმისაწვდომია. "

20. მალევე რედაქტირებული ვიდეომასალა აღდგენილ იქნა „News of the World“


ვებგვერდზე.

21. მომდევნო სამართალწარმოების პროცესში პირადი ცხოვრების


ხელშეუხებლობის საქმეზე უზენაეს სასამართლოში, სასამართლომ მოისმინა „News of
the World“-ის რედაქტორის არგუმენტები“. რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ არ
შეატყობინეს განმცხადებელს წინასწარ სტატიის მოკლე დროში გამოქვეყნების
შესახებ, მოეწყო შემდეგი ტიპის გამოკითხვა:
“კ: შენი მესამე მიზეზი დროებითი აკრძალვის რისკი იყო და ეს რეალური მიზეზი
იყო, ასე არ არის?
პ: ეს იყო შეშფოთების მთავარი მიზეზი, დიახ.
კ: თქვენ გაღელვებდათ ის ფაქტი, რომ სასამართლოს შეეძლო აკრძალვის
დაწესება?
პ: დიახ, ეს შესაძლებლობა განიხილებოდა.
...

7
კ: ასე რომ, თქვენ აღიარეთ, რომ არსებობდა რეალური რისკი იმისა, რომ
სასამართლოს დროებით საფუძველზე გაეთვალისწინებინა, რომ აღნიშნული
ჩარევა პირად ცხოვრებაში არ იყო გამართლებული?
პ: დღესდღეობით ყველა გაზეთი დგას ამ რისკის წინაშე.
კ: რაში მდგომარეობს სასამართლოს გადაწყვეტილება? ნუთუ ასე არ ხდება
დემოკრატიულ საზოგადოებებში; როდესაც ერთი ადამიანი ამბობს, რომ ეს არ
არის ჩარევა პირად ცხოვრებაში, ხოლო მეორე - რომ არის? ... არის რაიმე
არამართლზომიერი იმაში, რომ მიუკერძოებელი მოსამართლე ამას ხედავს?
პ: არა. ეს ხშირად ხდება.
კ: მაგრამ თქვენ არ იყავით მზად რისკზე წასულიყავით ამ კონკრეტულ
შემთხვევაში, ასე არ არის?
პ: ამ კონკრეტულ შემთხვევაში.”
22. 2008 წლის 24 ივლისს მოცემული განჩინება გამოტანილ იქნა პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის საქმეზე წარმოების პროცესში.

23. რაც შეეხება ბრალდებებს სტატიებში ნაცისტურ თემატიკასთან დაკავშირებით,


იდი ჯ-მ აღნიშნა, რომ რედაქციამ სათანადოდ არ შეამოწმა შეიცავდა თუ არა ის
ნაცისტურ თემატიკას და იგი არცკი ითარგმნა. სამაგიეროდ, დაინტერესებული
მხარეები უბრალოდ დაეყრდნენ ზოგად შთაბეჭდილებებს, რომლებიც იდი ჯ-მ არ
ჩათვალა "დამაკმაყოფილებლად" იმ დამანგრეველი გავლენის გათვალისწინებით,
რომელიც მან იქონია ყველა ჩართულ პირზე და ბრალდებების სიმძიმის
მხედველობაში მიღებით, განსაკუთრებით კი, საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრების
მიმართ დამცინავ მოპყრობასთან დაკავშირებით. მან დაასკვნა:

"170. თუმცა, მათი დარწმუნება ამაში ვერ მოხერხდა, რომ მათ წინაშე არსებული
მასალის რაციონალური ანალიზის შედეგად. როგორც ბატონმა ტურლბეკმა
[ჟურნალისტმა] აღნიშნა, ეს უფრო ნაჩქარევი დასკვნა იყო. საპირწონე ფაქტორები,
კერძოდ, რომელიმე კონკრეტული ნაცისტური ნიშნები, არ განხილულა. როდესაც
ბატონი მაილერი [რედაქტორი] გაეცნო ათობით ფოტოს, რომელთაგან ზოგიერთი მან
ნახა გამოქვეყნებამდე, ჩვენებების მიცემის პროცესში აღიარა, რომ არ იკვეთებოდა
ნაცისტური ქვეტექსტი, და რა თქმა უნდა, მას არ შეეძლო ემტკიცებინა, რომ აქ რაიმე
ფაქტორი არსებობდა, რომელიც გაამართლებდა საკონცენტრაციო ბანაკის
მსხვერპლთა "დაცინვის" შესახებ განცხადებას. ეს დასკვნა უნდა და შეიძლებოდა
გაკეთებულიყო ამ მასალის გამოქვეყნებამდე. მიმაჩნია, რომ ნაცისტური ელემენტის
და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დაცინვის დანახვის ეს სურვილი არ ეფუძნებოდა არც
მოკვლევას და არც ანალიზს, რომელიც „პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის“
შესაბამისი იქნებოდა. გადაწყვეტილება იმგვარად იქნა მიღებული, რომ მისი
დახასიათება შეიძლება როგორც, სულ მცირე, "შემთხვევითი" და "უცერემონიო".

8
24. იდი ჯ-მ განაგრძო გაზეთის შეფასების განხილვა გამოქვეყნებამდე სტატიების
დაბეჭდვის კანონიერების კონტექსტში. მან აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის თვალსაზრისით არსებობს უამრავი შესაძლებლობა გაკეთდეს
განსხვავებული შეფასებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, გონივრული
მოლოდინები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით, ან რეალური
საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის თვალსაზრისით, რომელიც გაამართლებდა
უფლებაში ჩარევას. მან ჩათვალა, რომ არ შეეძლო დათანხმებოდა განმცხადებლის
შემდეგ არგუმენტს: ყველა შესაბამის პირს უნდა სცოდნოდა იმ კონკრეტული დროის
მომენტში, რომ გამოქვეყნება უკანონო იქნება იმ თვალსაზრისით, რომ
საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილება ვერ მიიღწეოდა და მან ვერ შეძლო
დაედასტურებინა, რომ მათთვის სულერთი იყო დაკმაყოფილდებოდა თუ არა
საზოგადოებრივი ინტერესი. თუმცა, მისი თქმით, მათ შესაძლოა არ გაუანალიზებიათ
ეს არგუმენტი და ყოველგვარი ეჭვის გარეშე ჟურნალისტიკის ხარისხი შეიძლება
კრიტიკის საგნად იქცეს, იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული მოვლენა ამგვარად
იქნა გაშუქებული, მაგრამ ეს არ არის ნამდვილი გულგრილობის ტოლფასი ამგვარი
ქმედების კანონიერების მიმართ. მან აღნიშნა:

"209. ნათელია ისიც, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ეს ამბავი
„მიჩქმალული“ იყო შეძლებისდაგვარად ბოლო მომენტამდე, იყო დროებითი
აკრძალვის ღონისძიების თავიდან აცილება. ამით შესაძლებელი გახდებოდა
გამოცემის შეყოვნების თავიდან აცილება და, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის
კონტექსტში, ზოგადად ნიშნავდა, რომ პოტენციური მოსარჩელე საერთოდ არ
შეიტანდა საქმეს სასამართლოში. მას შემდეგ, რაც კატა ტომრიდან ამოხტება და
მოხდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შემლახველი
პუბლიკაციის გამოცემა, უმრავლესობა ადამიანებისა იფიქრებს, რომ ამით ბევრი
არაფრის მიღწევა შეიძლება. მიუხედავად ამისა, არასწორი იქნება ასეთი ტაქტიკა
გავუტოლოთ შეცდომის დაშვებას მიზანმიმართულად ან დაუფიქრებლად".

25. იდი ჯ-მ დაასკვნა, რომ საგაზეთო სტატიებით და სურათებით დაირღვა


განმცხადებლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. მან დაასკვნა, რომ
განმცხადებლის სექსუალური ქმედებები არ შეიცავდა ნაცისტურ კონოტაციას და ამის
გამო არ არსებობდა არანაირი საჯარო ინტერესი ან გამართლება მისი პირადი
ცხოვრების ამსახველი თანხმლები ფოტოებით პუბლიკაციის გამოცემისა.

26. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, იდი ჯ-მ უარყო


განსაკუთრებული ზიანის მიყენება და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა
მხოლოდ კომპენსაციის დაკისრებით შემოფარგლა. მან აღნიშნა, რომ შემაკავებელ
ზომას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭებოდეს ზიანის ანაზღაურების
დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, და მიუთითა, რომ ეს ცნება უფრო
ბუნებრივად უკავშირდება სასჯელს. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ზიანი აუნაზღაურდა
კერძო პირს ბრალდებულის შეკავების მიზნით, რა საკვირველია, ის განხილული

9
იქნება როგორც დაუმსახურებელი გაუთვალისწინებელი შემთხვევა. მისივე თქმით,
თუ ზიანს შეკავებისთვის შეეძლო რაიმე დადებითი შედეგის მოტანა, აუცილებელი
იქნებოდა გათვალისწინებულიყო მოპასუხის სახსრები. ნებისმიერი გადაწყვეტილება
ზიანის კომპენსირების დაკისრებასთან დაკავშირებით „News of the World“-სთვის
უნდა იყოს იმდენად მაღალი მოცულობის, რომ მას ვერ უნდა გაევლო
პროპორციულობის ტესტი, თუკი იგი ასრულებდა კომპენსატორულ ფუნქციას და
შეეძლო „დაშინების ეფექტი" ჰქონოდა გამოხატვის თავისუფლებაზე.

27. იდი ჯ-მ აღიარა, რომ მინიჭებული საკომპანსაციო თანხა არ წარმოადგენს


ადეკვატურ კომპენსაციას, და აღნიშნა:
"230. ... მე უკვე აღვნიშნე, რომ რეპუტაციის შელახვა არ წარმოადგენს
რელევანტურ ფაქტორს, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ცილისწამების
შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების შედეგად
შესაძლებელია ერთი მიზნის მიღწევა, რაც შეუძლებელია პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის შემთხვევებში. მაშინ, როდესაც რეპუტაციული ზიანის
ვინდიკაცია შესაძლებელია ზიანის კომპენსაციის ვალდებულების დაკისრებით,
იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება განმცხადებლის რეპუტაციისადმი
მიყენებული ზიანი გამოსწორდეს, ეს შეუძლებელია უხამსი პირადი ინფორმაციის
საჯაროდ გამოქვეყნების შემთხვევაში. ვინაიდან მასმედიისთვის კარგადაა
ცნობილი რომ, როგორც კი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება
ირღვევა, ხდება ზიანის მიყენება და უხერხულობა მხოლოდ გაძლიერდება
სასამართლოში საქმის განხილვის ფაქტით. ბ-ნი მაქს მოსლის მონდომების (და
ფინანსური რესურსების) მქონე განმცხადებლები, სავარაუდოდ, ცოტანი იქნებიან
და მსგავსი შემთხვევები - იშვიათი. აქედან გამომდინარე, თუ ჟურნალისტები
წარმატებით იცილებენ თავიდან დროებითი აკრძალვის დაკისრებას, მათ
შეუძლიათ, როგორც წესი, მშვიდად იყონ, რათა ეცოდინებათ, რომ სხვა
ადამიანების სქესობრივი ცხოვრების შემლახავი ხასიათის გაშუქება არ გამოიწვევს
არანაირ უარყოფით შედეგებს მათთვის და (როგორც ბატონმა თურლბეკმა
აღნიშნა თავის ორი აპრილის ელექტრონულ წერილში), რომ ახალი ამბების დღის
წესრიგი კვლავინდებურად გაგრძელდება.

231. ყოველივე ზემოთხსენებულის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ პირადი


ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფა შეუძლებელია ოდესმე ადეკვატურად
კომპენსირდეს ფულადი ანაზღაურებით. მოსამართლეებს არ შესწევთ ძალა
მიაღწიონ იმას, რისი მიღწევის შესაძლებლობაც ბუნებაში არ არსებობს. ეს
არასასიამოვნო ფაქტი არ შეიძლება შერბილდეს უბრალოდ რამდენიმე ნულის
დამატებით იმ ციფრზე, რომელიც თავდაპირველად მოიაზრებოდა. შესაბამისად,
მეჩვენება, რომ ერთადერთი რეალისტური გზა მდგომარეობს იმ ციფრის არჩევაში,
რომელიც აღნიშნავს უკანონო ჩარევის იმ ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა
გარკვეული ხარისხის კომპენსაციის მინიჭებისას დაზარალებული მხარისთვის. ეს

10
არის ის, რისი გაკეთებაც შესაძლებელია იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს
რესტიტუციის ტრადიციული ობიექტი. ამავე დროს, შერჩეული მაჩვენებელი არ
უნდა იყოს ისეთი, რომ შეიძლებოდეს მისი გაგება როგორც დაშვებული შეცდომის
ან მიყენებული ზიანის მასშტაბის მინიმუმამდე შემცირება. "

28. განმცხადებელმა მიიღო 60,000 ბრიტანული ფუნტი ზიანის


ასანაზღაურებლად და დაახლოებით 420,000 ბრიტანული ფუნტი გაწეული
ხარჯების კომპენსირებისთვის. მოსამართლემ აღნიშნა, რომ განმცხადებელი არ
აჭარბებდა, როდესაც ამბობდა, რომ მისი ცხოვრება დაინგრა. საბოლოო აკრძალვა
სასამართლომ დააწესა გაზეთის წინააღმდეგ.

II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა

ა. პრესის საჩივრების განმხილველი კომისია

29. პრესის საჩივრების განმხილველი კომისია (“პსკ”) არის დამოუკიდებელი


ორგანო, რომელიც იხილავს საჩივრებს გაზეთების, ჟურნალების და მათი ვებსაიტების
სარედაქციო შინაარსის შესახებ გაერთიანებულ სამეფოში. თუ საჩივარი
დაკმაყოფილდა, პრესის საჩივრების კომისია აქვეყნებს საჯარო გადაწყვეტილებას და
შესაბამისი გაზეთი ან ჟურნალი ვალდებულია გამოაქვეყნოს კრიტიკული
დადგენილება სრული ფორმით და შინაარსით.

30. 2008 წლის 18 ნოემბერს, პრესის საჩივრების კომისიამ დააკმაყოფილა ბ-ნი პ.


ბარელის საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რომ „News of the World“-მა გამოაქვეყნა
სტატია მის შესახებ, რომელიც არაზუსტი იყო და ამით დაარღვია რედაქტორთა
პრაქტიკის კოდექსის 1-ლი პუნქტი (ქვემოთ იხ. 31-ე პუნქტი). გაზეთმა ვერ მოახერხა
მისგან კომენტარების აღება სტატიის გამოქვეყნებამდე. თავის გადაწყვეტილებაში
“პსკ” აღნიშნა:

"“პსკ”-მ ადრეც განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ მასალაში ასახულ პიროვნებებს არ


დაუკავშირდნენ სტატიის გამოქვეყნებამდე, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის
სავალდებულო მოთხოვნა, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წარმოადგენდეს
არასათანადო გულმოდგინებას 1-ლი მუხლის მნიშვნელობით. კომისიას არასდროს
უთქვამს, რომ ადამიანს არ აქვს უფლება კომენტარი გააკეთოს ამა თუ იმ სტატიაზე, ან
მიიღოს პასუხის გაცემის უფლება, თუ სტატიებს შეცდომაში შეჰყავთ ადამიანები სხვა
კონტექსტში.

„პსკ”-სთვის ასევე ცნობილი იყო გაზეთის შეშფოთების შესახებ იმის გამო, რომ მას
დაუმსახურებელი აკრძალვა დაეკისრა. თუმცა, კომისია არ მიიჩნევს, რომ კოდექსის ეს
მოთხოვნები არ უნდა გავრცელებულიყო. მოცემული ისტორიის ხასიათის და იმ

11
ფაქტის გათვალისწინებით, თუ როგორ სურდა გაზეთს ამის წარმოდგენა,
აუცილებელი იყო განმცხადებლის კომენტარების ასახვა, რათა არ მომხდარიყო
კოდექსის დარღვევა.

...

გაზეთებს არასდროს ცალსახად არ ევალებოდათ იმ პირებთან დაკავშირება,


რომლებზეც იგეგმება სტატიების დაწერა. ეს არაპრაქტიკულია რიგი მიზეზების გამო:
ხშირად ფაქტებთან დაკავშირებით არაფერია სადავო, ან ინფორმაცია არასაზიანოა;
მარტივ და ადვილად გასაგებ ისტორიებში მოხსენიებულ ადამიანთა რიცხვი იმდენად
დიდია, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია; და შესაძლებელია ამ წესის შესრულებით,
ზოგიერთ შემთხვევაში, მოხდეს კანონიერი გამოძიების კომპრომეტირება. თუმცა, ამ
კონკრეტულ შემთხვევაში, გაზეთმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და საჩივარი
დაკმაყოფილდა."

ბ. პრაქტიკის კოდექსები

1. რედაქტორთა პრაქტიკის კოდექსი

31. „პსკ“ პასუხისმგებელია რედაქტორთა პრაქტიკის კოდექსის („რედაქტორთა


კოდექსი“) რატიფიცირებასა და აღსრულებაზე. საჭიროების მიხედვით ხდება
რედაქტორთა კოდექსის რეგულარული გადახედვა და შესწორება. („რედაქტორთა
კოდექსის 1-ლი მუხლი ითვალისწინებს, მათ შორის, რომ პრესა უნდა ზრუნავდეს
იმაზე, რომ არ გამოქვეყნდეს არასწორი, შეცდომაში შემყვანი და დამახინჯებული
ინფორმაცია, მათ შორის ფოტოსურათები).

32. რედაქტორთა კოდექსის მე-3 პუნქტი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას


ეხება. იმ დროს, როდესაც მოცემულ მოვლენებს ჰქონდა ადგილი, მუხლი შემდეგს
ითვალისწინებდა:
“3. *პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

ყველა ადამიანს აქვს უფლება პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას,
საცხოვრისს, ჯანმრთელობასა და კორესპონდენციას, მათ შორის, ციფრულ
კომუნიკაციებს. რედაქტორებმა უნდა გაამართლონ ნებისმიერი ადამიანის პირად
ცხოვრებაში ჩარევის ფაქტი მისი თანხმობის გარეშე.

ii) დაუშვებელია ადამიანის ფოტოს გადაღება პრივატულ ადგილას მისი


თანხმობის გარეშე.

შენიშვნა - პრივატულ ადგილებში იგულისხმება საჯარო თუ კერძო საკუთრება,


სადაც დაშვებულია კონფიდენციალურობის გონივრული მოლოდინი. "

12
33. რედაქტორთა კოდექსის მე-10 პუნქტი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ
დებულებებს შეიცავს:

"10 * ფარული მოწყობილობები

i) პრესა არ უნდა ცდილობდეს მოიძიოს და გამოაქვეყნოს ფარულ კამერებზე


გადაღებული და ფარული მოსასმენი აპარატურით ჩაწერილი მასალები; ან
პირადი და მობილური ტელეფონების ზარების მოსმენის, შეტყობინებების, ან
პირადი ელექტრონული ფოსტის შეტყობინებების წაკითხვის გზით მიღებული
მასალები; ან უნებართვოდ მოპოვებული დოკუმენტები ან ფოტომასალები, ან
თანხმობის გარეშე ციფრულ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომის გზით
მიღებული მასალები.

ii) ინფორმაციის გაყალბებაში და მისი მოპოვების მიზნით ფარულ ქმედებებში


მონაწილეობა, ნდობით აღჭურვილი პირების და შუამავლების ჩათვლით,
შეიძლება გამართლდეს მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესით და მხოლოდ
მაშინ, როდესაც მასალის მიღება შეუძლებელია სხვა საშუალებით".

34. იმ დროს, როდესაც მოცემულ მოვლენებს ჰქონდა ადგილი, "საზოგადოებრივი


ინტერესი" რედაქტორთა კოდექსში შემდეგნაირად განიმარტებოდა:

"შეიძლება არსებობდეს გამონაკლისი * მონიშნული პუნქტებიდან, იმ შემთხვევებში,


როდესაც საკმარისი დასაბუთება არსებობს იმისა, რომ ეს საზოგადოებრივ ინტერესს
წარმოადგენს.

1. საზოგადოებრივი ინტერესი მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

i) დანაშაულის ან სერიოზული დარღვევების გამოვლენა და გამოაშკარავება.

ii) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა.

iii) საზოგადოების შეცდომაში შეყვანის პრევენცია კერძო პირის ან ორგანიზაციის


ქმედებით, ან განცხადებით.

2. საზოგადოებრივ ინტერესს თვით გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს.

3. ყოველთვის, როდესაც არგუმენტის სახით ხდება საზოგადოებრივი ინტერესის


დასახელება, რედაქტორთა პრაქტიკის კოდექსი ითხოვს რედაქტორებისგან მკაფიოდ
დაასაბუთონ, თუ როგორ დაკმაყოფილდა საზოგადოებრივი ინტერესი.

4. რედაქტორთა პრაქტიკის კოდექსი ითვალისწინებს, თუ რა მასშტაბით გახდა, ან


გახდება მასალა ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის.

13
...”
35. 2009 წლის ოქტომბერში მე-3 პუნქტში შემდეგი ცვლილებები შევიდა:
„ყოველთვის, როდესაც არგუმენტის სახით ხდება საზოგადოებრივი ინტერესის
დასახელება, რედაქტორთა პრაქტიკის კოდექსი ითხოვს რედაქტორებისგან
მკაფიოდ დაასაბუთონ, რომ მათ გონივრულად მიაჩნდათ, რომ პუბლიკაცია ან
ჟურნალისტური საქმიანობა, რომელიც სტატიის მოსამზადებლად
განხორციელდა, საზოგადოების ინტერესში იქნება.”

36. კოდექსზე თანდართულია რედაქტორთა კოდექსის განმარტებითი


სახელმძღვანელო, რომელიც მითითებებს შეიცავს კოდექსის დებულებებთან
შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. 2011 წლის იანვარში კოდექსი ძირეულად
გადაისინჯა, რის შედეგადაც შეიცვალა წინასწარ შეტყობინებასთან და
"საზოგადოებრივ ინტერესთან" დაკავშირებული დებულებები. რაც შეეხება წინასწარ
შეტყობინების ცნებას, ახლა ის ასეა განმარტებული:

"მიღწეული კონსენსუსის თანახმად, მასალაში ასახული პიროვნების წინასწარი


შეტყობინება დაგეგმილი სტატიების შინაარსთან დაკავშირებით მათ გამოცემამდე,
თუმცა ხშირად სასურველია, ვერ იქნება - და არ უნდა იყოს - სავალდებულო. ეს
არაპრაქტიკული, ხშირად არასაჭირო, და შეუძლებელი იქნება, და შეიძლება საფრთხე
შეუქმნას ლეგიტიმურ გამოძიებას. თუმცა, ამავე დროს, თუკი სტატიის შესაბამისი
მხარე არ იქნება ჩართული, ამან შეიძლება ინფორმაციის უზუსტობა და კოდექსის
დარღვევა გამოიწვიოს. რედაქტორთა პრაქტიკის კოდექსში ჩამოყალიბებულია
სპეციალური მითითებები ამასთან დაკავშირებით:

1. თუ არ არსებობს ეჭვი, რომ მოცემული ისტორია სიმართლეს შეესაბამება,


ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისტორიის მონაწილეებთან არდაკავშირებამ შენიშვნების
მისაღებად სტატიის გამოქვეყნებამდე გამოიწვიოს კოდექსის 1-ლი მუხლის
[სიზუსტესთან დაკავშირებით] დარღვევა;

2. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის მიღება ხდება წყაროდან (განსაკუთრებით


ანონიმურიდან), შეიძლება გონივრული იყოს "მეორე მხარის მოძებნა“ სტატიის
გამოქვეყნებამდე.

37. რაც შეეხება „საზოგადოებრივი ინტერესის“ ტესტს, რედაქტორთა კოდექსის


განმარტებითი სახელმძღვანელოს თანახმად:
"გამოცემების მტკიცების შეფასების პროცესში, რომელთა შესაბამისადაც
აკრძალული ინფორმაციის, ან მისი მოპოვების მეთოდების გამართლება ხდება
საჯარო ინტერესით, როგორც კოდექსით, ისე „პსკ“ მაღალ სტანდარტს აწესებს.
მტკიცების ტვირთი, თუ როგორ დაკმაყოფილდა საზოგადოების ინტერესი, ამ
შემთხვევაში მთლიანად რედაქტორს ეკისრება."

14
38. სახელმძღვანელოში ასახულია „პსკ“ მიერ გამოტანილი წინა განჩინებების
დეტალები "საზოგადოებრივი ინტერესის" საკითხთან დაკავშირებით, და
იდენტიფიცირებულია ისეთი მთავარი საკითხები, როგორიცაა:

"იყო თუ არა ლოგიკური გვეფიქრა, რომ გამოცემა ან ჟურნალისტური საქმიანობა


ემსახურებოდა საზოგადოების ინტერესს? „პსკ“ მოითხოვს დეტალურ ახსნა-
განმარტებას, რომელიც დაასაბუთებს, რომ საფუძვლები რეალური და მყარი იყო
მოცემულ გარემოებებში.

თუ საქმე გვაქვს ფარული მეთოდების გამოყენებასთან, მაქინაციებთან,


შევიწროებასთან ან დამნაშავეების, ან მოწმეების მოსყიდვასთან, შეიძლება თუ არა
ინფორმაციის მოპოვება სხვა საშუალებებით?

არის თუ არა უკვე ინფორმაცია ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, ან,


სავარაუდოდ, გახდება თუ არა იგი ცნობილი?

თუ საქმე ბავშვებს ეხება, არის თუ არა საზოგადოებრივი ინტერესი გამოცემის


მიმართ განსაკუთრებული? "

2. Ofcom სამაუწყებლო კოდექსი

სამაუწყებლო კომპანიებზე Ofcom სამაუწყებლო კოდექსის მოთხოვნები ვრცელდება


(შემდგომში „Ofcom კოდექსი"). Ofcom კოდექსის მე-7 ნაწილი სამართლიანობის
პრინციპს ეხება და შემდეგს ადგენს:

"7.9 ფაქტობრივი მასალების შემცველი პროგრამის გადაცემამდე, მათ შორის, იმ


შემტხვევებში, როდესაც საქმე ეხება წარსული მოვლენების შესწავლას, სამაუწყებლო
კომპანიებმა უნდა გაატარონ გონივრული ზომები, რათა დარწმუნდნენ, რომ:

...

• ყველა პირს, რომლის აზრის გაუთვალისწინებლობა შესაძლოა უსამართლო


ყოფილიყო კერძო პირის თუ ორგანიზაციისთვის, მიეცეს შესაძლებლობა წვლილი
შეიტანოს მასალების მომზადებაში“.

40. Ofcom კოდექსის მე-8 პრინციპი პროგრამებში პირადი ცხოვრების


ხელშეუხებლობის დაუსაბუთებელი დარღვევის თავიდან აცილებას და ასევე,
პროგრამებში გამოყენებული მასალის მოპოვებას ეხება.

გ. პირადი ინფორმაციის გამოქვეყნების სამართლებრივი დაცვის საშუალებები

15
41. ინგლისის კანონმდებლობის თანახმად, პირადი ინფორმაციის ბოროტად
გამოყენების შემთხვევებში არსებობს სამართლებრივი დაცვის რიგი საშუალებები.
შეიძლება აიკრძალოს პირადი ინფორმაციის შემცველი მასალის გამოქვეყნება. ასევე
გათვალისწინებულია ზიანის ასანაზღაურებელი სხვადასხვა კომპენსაცია, რომელიც
გამოიწვია ნებისმიერმა პირად ცხოვრებაში ჩარევის ნიშნების მქონე უცერემონიო
პუბლიკაციამ, მათ შორის უფრო მძიმე ზიანის მიყენების შემთხვევაში, როდესაც
პირად ცხოვრებაში ჩარევის დამატებითი ნიშნები, ან ბრალდებულის ქცევა
გამოქვეყნების შედეგად კიდევ უფრო ამძიმებს თავდაპირველად მიყენებულ ზიანს.
კომპენსირების ალტერნატიული საშუალება ბრალდებულის მიერ შემოსავლების
ანგარიშის წარმოდგენა შეიძლება იყოს. სასამართლოს ასევე შეუძლია მოითხოვოს
შეურაცხმყოფელი მასალის მიწოდება.

42. დამატებითი გარანტიებია ასახული 1998 წელს მიღებულ მონაცემთა დაცვის


კანონში, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის დამუშავების რეგულირებას
ფიზიკურ პირებთან მიმართებაში, მათ შორისაა, ასეთი ინფორმაციის მოპოვება,
შენახვა, გამოყენება ან გახმაურება. კანონში განსაზღვრულია მონაცემთა დაცვის რვა
პრინციპი, რომლებიც სავალდებულოა მონაცემების დისპეტჩერებმა დაიცვან
გაერთიანებულ სამეფოში. ეს პრინციპები შემდეგია: პირადი მონაცემები უნდა
დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად; პირადი მონაცემები უნდა იყოს
მიღებული მხოლოდ ერთი, ან მეტი განსაზღვრული კანონიერი მიზნებისათვის;
პირადი მონაცემები უნდა იყოს ადეკვატური, რელევანტური და არ უნდა სცდებოდეს
იმ მიზნის ფარგლებს, რომლისთვისაც ის დამუშავდა; პირადი მონაცემები უნდა იყოს
ზუსტი და განახლებული; და პირადი მონაცემები უნდა დამუშავდეს კანონით
უზრუნველყოფილი მონაცემთა სუბიექტების უფლებების თანახმად. დამატებითი
მოთხოვნები გათვალისწინებულია "სენსიტიურ პირად მონაცემებთან" მიმართებაში,
რომლებიც მოიცავს ინფორმაციას პიროვნების სექსუალური ცხოვრების შესახებ.

43. თუმცა, კანონის 32-ე (1) მუხლი უზრუნველყოფს "საზოგადოებრივი ინტერესის"


ამოღებას მონაცემთა დაცვის პრინციპებიდან, როდესაც ინფორმაციის დამუშავება
ხდება ჟურნალისტიკის მიზნებისთვის:

"პირადი მონაცემები, რომელიც მუშავდება მხოლოდ სპეციალური მიზნებისათვის


თავისუფლდება ყველა დებულებისგან, რომლებსაც ეს ქვეპუნქტი ეხება, თუკი:

(ა) დამუშავება ხორციელდება, რათა ნებისმიერ პირს შეეძლოს ნებისმიერი


ჟურნალისტური, ლიტერატურული და მხატვრული მასალის გამოქვეყნება,

(ბ) მონაცემების დისპეტჩერი გონივრულად მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი


ინტერესის გათვალისწინებით გამოხატვის თავისუფლების მიმართებაში, გამოცემა
გამოიწვევს საზოგადოების ინტერესს და

16
(გ) მონაცემების დისპეტჩერი გონივრულად მიიჩნევს, რომ ყველა არსებულ
გარემოებაში, დებულების დაცვა შეუთავსებელია სპეციალურ მიზნებთან".

44. მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ისეთ "სპეციალურ მიზნებს", როგორიცაა


"ჟურნალისტიკის მიზნები". 32-ე (2) მუხლი განსაზღვრავს, რომ გამონაკლის
შემთხვევებში ინფორმაციაზე არ გავრცელდება მონაცემთა დაცვის არც-ერთი
პრინციპები, გარდა მეშვიდე პრინციპისა, რომელიც ადგენს შესაბამისი ტექნიკური და
ორგანიზაციული ზომების გატარებას პირადი მონაცემების უნებართვო ან უკანონო
დამუშავების და შემთხვევითი დაკარგვის ან განადგურების, ან დაზიანების
წინააღმდეგ. 32-ე (3) მუხლი ადგენს, რომ პრაქტიკის კოდექსის მოთხოვნების დაცვა
აუცილებელია იმის შეფასებისას, არსებობდა თუ არა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ
გამოცემა საზოგადოებრივ ინტერესში იქნებოდა.

45. კანონის მე -13 მუხლი ადგენს მონაცემთა სუბიექტის უფლებას მოითხოვოს


მისთვის კომპენსაციის გადახდა იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს კანონის
მოთხოვნების დარღვევას, და მე-14 მუხლი უფლებას ანიჭებს მას მიმართოს პირადი
მონაცემების გასწორების, წაშლის ან განადგურების მოთხოვნით.

დ. დროებითი აკრძალვები
46. ბრიტანეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულ დროებით აკრძალვასთან
დაკავშირებული პოზიცია გადმოცემულია საქმეში „American Cyanamid Co. v. Ethicon
Ltd“ ([1975] სააპელაციო საქმეები 396). კერძოდ, მოსარჩელეს, რომელიც დროებით
აკრძალვას ითხოვდა, უნდა დაემტკიცებინა, რომ მისი საქმის განსახილველად
"სერიოზული არგუმენტები“ არსებობდა. მას შემდეგ, რაც ეს დასაბუთდა,
სასამართლოებს უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება, თუ როგორ დაეცვათ ბალანსი
აკრძალვის დაწესებასა და განმცხადებლისთვის უფლების მინიჭებას შორის მიეღო
ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურებს თვალსაზრისით სამართლებრივი დაცვის
საშუალების ადეკვატურობასთან დაკავშირებით ეჭვების არსებობის შემთხვევაში,
პრაქტიკაში ხშირად ხდება სტატუს-კვოს შენარჩუნება, რომლის შედეგად
დაწესდებოდა დროებითი აკრძალვა.

47. მოგვიანებით, ადამიანის უფლებათა დაცვის 1998 წლის კანონის ძალაში


შესვლასთან ერთად ცვლილებები შევიდა გამოხატვის თავისუფლებასთან
დაკავშირებულ დებულებაშიც. კანონის მე-12 ნაწილი ითვალისწინებს შემდეგს:

"(1) მოცემული ნაწილი გავრცელდება თუ სასამართლო განიხილავს ამკრძალველ


ზომის დაკისრების საკითხს, როდესაც ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს
კონვენციის გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობაზე.

17
(2) თუ პირი, რომლის მიმართაც შეტანილია ("მოპასუხე") ამკრძალველი ზომის
გატარების შუამდგომლობა, არ გამოცხადდა პირადად, ან მის ინტერესებს არავინ არ
წარადგენს, ეს ვალდებულება არ შეიძლება დაეკისროს გარდა იმ შემთხვევებისა,
როდესაც სასამართლო მიიჩნევს, რომ:

(ა), განმცხადებელმა ყველა შესაძლო ზომა მიიღო, რათა შეეტყობინებინა მოპასუხე


მხარისთვის; ან

(ბ) არსებობს დამაჯერებელი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის


შეტყობინება.

(3) ამგვარი ამკრძალველი ზომის შესახებ შუამდგომლობა, რომელიც მოითხოვს


სასამართლო პროცესამდე გამოცემის შეზღუდვას, არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუ
სასამართლო დარწმუნდება, რომ განმცხადებელი, სავარაუდოდ გადაწყვეტს არ
გამოსცეს სტატია.

(4) სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიანიჭოს კონვენციის


გამოხატვის თავისუფლების უფლების მნიშვნელობას და თუ სამართალწარმოება
დაკავშირებულია მასალებთან, რომლებსაც მოპასუხე აპროტესტებს, ან რომლებიც
სასამართლომ მიიჩნია როგორც ჟურნალისტური, ლიტერატურული და მხატვრული
მასალა (ასეთ მასალასთან დაკავშირებული ქცევა),

(ა), იმ ხარისხით, რომ -

(i) მასალა გახდეს, ან შესაძლებელია გახდეს, ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის;


ან

(ii) მისი გამოქვეყნება არის, ან იქნებოდა, საჯარო ინტერესში;

(ბ) ნებისმიერი შესაბამისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კოდექსის


თანახმად."

48. ადამიანის უფლებათა კანონის, კერძოდ, მე-12 (3) ნაწილის ზეგავლენა


შესწავლილ იქნა ლორდთა პალატის მიერ საქმეში „Cream Holdings Limited and others v.
Banerjee and others [2004] UKHL 44“. ლორდ ნიკოლსმა ბირკენჰედიდან აღნიშნა, რომ:

"15. როცა ხდებოდა ადამიანის უფლებათა კანონპროექტის განხილვა, პარლამენტში


გამოითქვა წუხილი მისი უარყოფითი გავლენის შესახებ პრესის თავისუფლებაზე.
ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დადგენილი პირადი ცხოვრების პატივისცემის
უფლება მიეკუთვნება კონვენციის მიერ მინიჭებულ იმ უფლებებს, რომლებსაც
უშუალოდ შეეხება კანონპროექტი მისი მიღებისთანავე. პრობლემა იმაში
მდგომარეობდა, რომ „American Cyanamid“ ტრადიციული მიდგომის გამოყენებით,

18
სასამართლოებს ადვილად შეუძლიათ გამოსცენ გაზეთებზე წინასწარი შეზღუდვის
დაწესების დადგენილებები სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად სასამართლო პროცესის
დაწყებამდე, როდესაც განმცხადებლები ამტკიცებენ, რომ საფრთხის შემცველი
გამოცემა დაარღვევს მათ მე-8 მუხლით დადგენილ უფლებებს. მე-12 (3) ნაწილი
ძალაში შევიდა ამ ვითარების გამოსასწორებლად. მისი ძირითადი მიზანი იყო
გამოხატვის თავისუფლების დაცვის გამყარება შუალედურ ეტაპზე. ამის მისაღწევად
კანონპროექტში გათვალისწინებული იყო უფრო მაღალი ბარიერის დადგენა
დროებითი აკრძალვის დაწესებისთვის მასმედიასთან დაკავშირებით, ვიდრე
„American Cyanamid“-ის სახელმძღვანელო წესით არის განსაზღვრული, რომელიც
ეხება „სასამართლოს მიერ გადასაწყვეტ სერიოზულ საკითხს“ ან სასამართლო
პროცესის მოგების „რეალურ პერსპექტივას.“

49. მან დაასკვნა შემდეგი:

"22. მე-12(3) ნაწილით სასამართლო პროცესზე წარმატების ალბათობა არსებით


ელემენტს წარმოადგენს სასამართლოს მიერ შუალედური დადგენილების მიღების
საკითხის განხილვისას. მაგრამ იმისათვის, რომ მივაღწიოთ საჭირო მოქნილობას,
სასამართლო პროცესზე წარმატების ალბათობის ხარისხი, რომელიც აუცილებელია
მე-12 (3) ნაწილის პირობების შესასრულებლად, დამოკიდებული უნდა იყოს
გარემოებებზე. არ შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი ხისტი სტანდარტი,
რომელის დაარეგულირებს დროებითი აკრძალვის დადგენილებების ყველა
განაცხადს. პირიქით, მე-12 (3) ნაწილის მართებული ფორმულირება
შესაძლებლობას იძლევა, რომ სასამართლომ არ გასცეს დროებითი აკრძალვის
დადგენილება, თუკი ის არ არის მიმართული გაამყაროს განმცხადებლის
წარმატების პერსპექტივა სასამართლო პროცესზე, რაც სავსებით საკმარისია ასეთი
დადგენილების გასამართლებლად საქმის კონკრეტულ გარემოებებში. რაც შეეხება
ალბათობის ხარისხს იმასთან დაკავშირებით, რომ წარმატების პერსპექტივა
"საკმარისად ხელსაყრელია", ზოგადი მიდგომა უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ
სასამართლოები დროებითი აკრძალვის დადგენილებების გაცემისგან თავს
შეიკავებენ იმ შემთხვევაში, როცა განმცხადებელი ვერ უდასტურებს სასამართლოს
("უფრო კი, ვიდრე არა"), რომ ის წარმატებას მიაღწევს პროცესზე. ზოგადად, ეს
ბარიერი განმცხადებელმა უნდა გადალახოს, სანამ სასამართლო თავის
დისკრეციულ უფლებამოსილებას გამოიყენებს, მე-10 მუხლის დარღვევის
საკითხზე შესაბამისი სასამართლო პრაქტიკის, და კონვენციით გარანტირებული
ყველა საკომპენსაციო უფლების გათვალისწინებით. მაგრამ არის შემთხვევები,
როდესაც აუცილებელია სასამართლომ გადაუხვიოს ამ ზოგადი მიდგომიდან, და ამ
შემთხვევაში ნაკლები ხარისხის ალბათობა იქნება საკმარისი, როგორც წინაპირობა.
გარემოებები, როდესაც ეს შეიძლება მოხდეს მოცემულია ზემოთ: როდესაც
ინფორმაციის გამჟღავნების შესაძლო უარყოფითი შედეგები განსაკუთრებით
მძიმეა, ან ხანმოკლე აკრძალვა არის საჭირო, რათა სასამართლომ შეძლოს

19
სათანადოდ შეისწავლოს და განიხილოს სარჩელის უზრუნველყოფის განაცხადი,
რომელიც ელოდება სასამართლო ან ნებისმიერ სხვა სააპელაციო განხილვას. "

50. საქმეში „Douglas & Ors v Hello! Ltd & Ors ([2005] EWCA Civ 595)“, სააპელაციო
სასამართლომ აღნიშნა:

"258. რა თქმა უნდა, როგორც ცოტა ხნის წინ ლორდთა პალატამ აღნიშნა საქმეში „Cream
Holdings Limited v Banerjee [2004] 3 Wlr 918“, განმცხადებელმა, რომელიც ითხოვს
დროებით აკრძალვას გამოცემის შეკავების მიზნით, ასეთ შემთხვევაში მან უნდა
გადალახოს განსაკუთრებით მკაცრი ტესტი ადამიანის უფლებათა დაცვის 1998
წლის კანონის მე-12 (3) მუხლის მიხედვით."

ე. თემთა პალატის კულტურის, მედიისა და სპორტის კომიტეტი

2010 წლის 9 თებერვალს თემთა პალატის კულტურის, მედიისა და სპორტის


კომიტეტმა ("შესარჩევი კომიტეტი") გამოაქვეყნა მოხსენება პრესის სტანდარტების,
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და ცილისწამების შესახებ (სესიის 2009-10, HC
362-I მეორე ანგარიში). ანგარიში მომზადდა არაერთი დაინტერესებული მხარის
წერილობითი არგუმენტების მიღების და ზეპირი ჩვენებების მოსმენის შემდეგ, მათ
შორის „News of the World“-ის განმცხადებლის და რედაქტორის. ანგარიშის ერთ-ერთი
თავი მიეძღვნა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესწავლის და ნდობის
შელახვის საკითხებს. რაც შეეხება წინასწარი შეტყობინების საჭიროების წესთან
დაკავშირებულ მტკიცებულებას, ანგარიშში ნათქვამია, რომ:

"82. საკუთარ საქმესთან დაკავშირებით ბატონმა მოსლიმ განაცხადა, რომ, რა თქმა


უნდა ის მოითხოვდა სასამართლო აკრძალვას, თუ მას წინასწარ შეატყობინებდნენ
„News of the World“-ის მიერ პუბლიკაციის გამოქვეყნების შესახებ. ბ-ნმა მაილერმა [
„News of the World“ რედაქტორმა] გვითხრა, რომ მას და მის კოლეგებს ეს გააზრებული
ჰქონდათ: "ჩვენ ვიცოდით, რომ სავარაუდოდ ბატონი მოსლი მიმართავდა
სასამართლო აკრძალვის მექანიზმს, და ნათლად ვაცნობიერებდით, რომ ეს ის
ისტორია იყო, რომელიც ფაქტობრივად არ უნდა შეჩერებულიყო აკრძალვის გამო ".

52. შესარჩევი კომიტეტის მიერ მიღებული მონაცემების თანახმად, უმრავლესობა


შემთხვევაში ჟურნალისტები წინასწარ უკავშირდებოდნენ მასალაში ასახულ
პიროვნებებს მის გამოქვეყნებამდე. თუმცა, კომიტეტმა მოიპოვა გარკვეული
მტკიცებულებები იმისა, რომ რედაქტორები ზოგჯერ მიდიოდნენ გათვლილ რისკზე
და არ უკავშირდებოდნენ მასალაში ასახულ პიროვნებებს, რადგან მათ იცოდნენ ან
ეჭვობდნენ, რომ განზრახული სტატიის დაბეჭდვაზე აკრძალვას დაუწესებდნენ.
ანგარიშში აღნიშნულია:

20
"91. ცხადია, წინასწარი შეტყობინება და კომენტარების გაკეთების შესაძლებლობის
მინიჭება ნორმას წარმოადგენს ამ სფეროში. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის
მოულოდნელი იყო, როდესაც შევიტყვეთ, რომ „პსკ“ არ ითვალისწინებს რაიმე
მითითებებს წინასწარ შეტყობინებასთან დაკავშირებით. მასალაში ასახული
პიროვნებებისთვის შესაძლებლობის მიცემას წარმოადგინონ თავისი შენიშვნები,
ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის სამართლიანი და
დაბალანსებული მიწოდებისთვის, და „პსკ“ კოდექსში უნდა იყოს ცალკე
კონკრეტული დებულება. "

53. შესარჩევი კომიტეტის რეკომენდაციით რედაქტორთა კოდექსში ცვლილებები


უნდა შევიდეს, რათა ჟურნალისტებს, ჩვეულებრივ, დაევალოთ მასალაში ასახული
პიროვნებების წინასწარი შეტყობინება დაგეგმილი სტატიის შესახებ მის
გამოქვეყნებამდე, "საზოგადოებრივი ინტერესის" მქონე შემთხვევების გამონაკლისით,
და ჟურნალისტების და რედაქტორების სახელმძღვანელო წესები წინასწარი
შეტყობინების შესახებ შეტანილ იქნეს რედაქტორთა კოდექსში.

54. რაც შეეხება იურიდიულად სავალდებულო წინასწარი შეტყობინების


მოთხოვნის აუცილებლობას, შესარჩევმა კომიტეტმა შემდეგი დასკვნა გააკეთა:

"93. ... წინასწარი შეტყობინების იურიდიული ან უპირობო მოთხოვნა არ იქნება


ეფექტიანი, რის გამოც ჩვენ ვაღიარებთ "საზოგადოებრივი ინტერესის" გამონაკლისის
საჭიროებას. ამის ნაცვლად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა
რედაქტორებს და ჟურნალისტებს ვურჩიოთ წინასწარ შეატყობინონ კრიტიკულ
სტატიაში ან სიუჟეტში ასახულ პიროვნებას მასალის გამოქვეყნების შესახებ და
სასამართლოებმა გაითვალისწინონ შეტყობინების შეუძლებლობის გარემოებები
ზიანის შეფასებისას ყველა მომდევნო სასამართლო პროცესში მე-8 მუხლის
დარღვევასთან დაკავშირებით. ჩვენ ამიტომ რეკომენდაციას ვუწევთ იუსტიციის
სამინისტროს შეცვალოს სამოქალაქო-საპროცესო წესები, რათა წინასწარი
შეტყობინების შეუძლებლობა დამამძიმებელ ფაქტორად იქცეს ზიანის შეფასებისას
მე-8 მუხლის დარღვევის შემთხვევაში. ჩვენ ასევე გთავაზობთ წესების შესწორებაში
განიმარტოს, რომ არანაირი გარანტიები არ არსებობს დამამძიმებელ ზიანთან
დაკავშირებით იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს პირადი ინფორმაციის
გამოქვეყნების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი."

III. შესაბამისი საერთაშორისო მასალები

ა. ევროპის საბჭოს შესაბამისი დოკუმენტები

1. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

21
23 იანვარს 1970 წელს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო
რეზოლუცია 428, რომელიც შეიცავს მასობრივი კომუნიკაციის მედიის და ადამიანის
უფლებათა დეკლარაციას. რაც შეეხება პრესის მოვალეობას იმოქმედოს
პასუხისმგებლობით, დეკლარაციაში მითითებულია, რომ სასურველი იქნებოდა
უზრუნველყოფილი იქნას:

"(ა) ჟურნალისტების პროფესიული ტრენინგი რედაქტორების და ჟურნალისტების


პასუხისმგებლობის ქვეშ;

(ბ) ჟურნალისტების პროფესიული ეთიკის კოდექსის მიღება, რომელიც, მათ შორის,


უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ინფორმაციის ზუსტი და
დაბალანსებული მიწოდება, არასწორი ინფორმაციის შესწორება, მკაფიო განსხვავება
მიწოდებულ ინფორმაციასა და კომენტარებს შორის, ცილისწამების თავიდან აცილება,
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, სამართლიანი სასამართლო განხილვის
უფლების უზრუნველყოფა, რაც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა დაცვის
ევროპული კონვენციის მე -6 მუხლით.

(გ) პრესის საბჭოები უფლებამოსილება უნდა მიენიჭოთ ჩაატარონ გამოძიებები და


გააკრიტიკონ არაპროფესიონალური ქცევის შემთხვევები თვითკონტროლის
განხორციელების მიზნით თავად პრესის მიერ ".

56. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ არსებობს სფერო, სადაც გამოხატვის


თავისუფლების უფლების აღსრულება შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას მე-8 მუხლის მნიშვნელობით, და რომ ამ
პირველი უფლების აღსრულება არ უნდა უშვებდეს უკანასკნელი უფლების შელახვას.
ის აღნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების უფლება არსებითად გულისხმობს ადამიანის
უფლებას იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით მინიმალური ჩარევით და ჰქონდეს კერძო,
ოჯახური და სახლში ცხოვრების შესაძლებლობა, ფიზიკური და მორალური
ხელშეუხებლობა, პატივი და ღირსება, ადამიანზე ყალბი ინფორმაციის გავრცელების
თავიდან აცილების შესაძლებლობა - შეუსაბამო და უხერხული ფაქტების გამოვლენა,
პირადი ფოტოების არასანქცირებული გამოქვეყნება, დაცვა პირადი შეტყობინებების
არამართლზომიერი გამოყენებისგან და ინფორმაციის გამჟღავნებისგან, რომელიც
მოწოდებულ ან მიღებულ იქნა კერძო ფიზიკური პირის მიერ კონფიდენციალურად.
დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება გულისხმობს, რომ პირი დაცული
უნდა იქნას არა მხოლოდ საჯარო ორგანოების მხრიდან მის უფლებებში ჩარევისგან,
არამედ ასევე კერძო პირების ან დაწესებულებების მხრიდანაც, მათ შორის მასობრივი
ინფორმაციის საშუალებების მხრიდან ჩარევისგან, და ეროვნული კანონმდებლობა
უნდა უზრუნველყოფდეს ასეთ დაცვას.

22
57. 1998 წლის 26 ივნისს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია,
კერძოდ რეზოლუცია 1165, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შესახებ
განსაკუთრებული აქცენტით საზოგადო მოღვაწეებზე. რეზოლუციაში აღნიშნულია,
რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ხშირად ირღვეოდა იმ ქვეყნებშიც კი, სადაც
არსებობს კონკრეტული კანონმდებლობა მის დასაცავად, რადგან ადამიანების პირადი
ცხოვრება უაღრესად მომგებიანი საქონელი გახდა მედიის გარკვეული
სექტორებისთვის. ამის გარდა:

"8. ხშირად მედიის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10


მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების უფლების ცალმხრივი
ინტერპრეტაციის გზით მედია საშუალებები ერევიან ადამიანების პირად
ცხოვრებაში და აცხადებენ, რომ მათ მკითხველებს უფლება აქვთ ყველაფერი იცოდნენ
საზოგადო მოღვაწეების შესახებ.

9. ზოგიერთი ფაქტი, რომლებიც ეხება საზოგადო მოღვაწეების პირად ცხოვრებას,


და განსაკუთრებით პოლიტიკოსების, შეიძლება მართლაც იყოს მოქალაქეების
ინტერესში, და ამიტომ, შესაძლოა მკითხველების ინფორმირება ამ ფაქტების შესახებ
ლეგიტიმური იყოს, რომლებიც ასევე ამომრჩევლები არიან.

10. ამიტომ, აუცილებელია მოიძებნოს ორი ფუნდამენტური უფლების აღსრულების


დაბალანსების გზა, რომლებიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციით: პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება და გამოხატვის
თავისუფლების უფლება.

58. რეზოლუციაში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული ყველა ადამიანის


პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების
მნიშვნელობა, როგორც ფუნდამენტური საფუძველი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ეს უფლებები არც აბსოლუტურია და მათი არც
რაიმე იერარქიული თანმიმდევრობა არსებობს, რადგან ისინი თანაბრად ღირებულია.
გარდა ამისა, კონვენციის მე-8 მუხლით განსაზღვრული პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის უფლება საჭიროებს დაცვას კერძო პირების ან დაწესებულებების,
მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მხრიდანაც ჩარევისგან.
რეზოლუციაში ასევე ასახულია კონკრეტული სახელმძღვანელო მითითებები
ეროვნული კანონმდებლობის სავალდებულო შინაარსთან მიმართებით:

"i. გარანტირებული უნდა იყოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით საკუთარი


უფლებების დაცვის შესაძლებლობა, რათა დაზარალებულს შეეძლოს მოითხოვოს
ზიანის ანაზღაურება მის პირად ცხოვრებაში ჩარევის გამო;

23
ii. რედაქტორებმა და ჟურნალისტებმა პასუხი უნდა აგონ მათი პუბლიკაციების
მეშვეობით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზე, მსგავსად
იმისა, როგორც ეს ცილისწამების შემთხვევაშია გათვალისწინებული;

...

iv. ეკონომიკური სანქციები უნდა იყოს გათვალისწინებული საგამომცემლო


ჯგუფებისთვის, რომლებიც სისტემატურად არღვევენ სხვა ადამიანების პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობას;

...

vii. მათთვის, ვინც იცის, რომ ინფორმაცია ან სურათები, რომელიც ეხება მის პირად
ცხოვრებას უნდა გავრცელდეს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საგანგებო
სასამართლო პროცესის წამოწყების შესაძლებლობა დროებითი ღონისძიებების
გატარების შესახებ განჩინების ან სასამართლო აკრძალვის მოთხოვნის მიზნით, რათა
გადაიდოს ინფორმაციის გავრცელება, იმ პირობით, რომ სასამართლომ პირად
ცხოვრებაში ჩარევის საფუძველზე წარდგენილი სარჩელის არსებითი მხარე უნდა
შეაფასოს.

VIII. მასმედიას რეკომენდაცია უნდა გაეწიოს შექმნას საკუთარი სახელმძღვანელო


პრინციპები გამოცემასთან დაკავშირებით და ინსტიტუტი, სადაც პირად ცხოვრებაში
ჩარევის ფაქტებზე საჩივრის და საჯაროდ შესწორებების გამოქვეყნების მოთხოვნის
წარდგენა იქნება შესაძლებელი".

59. 2008 წლის 3 ოქტომბერს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 1636


(2008) მედია ინდიკატორების შესახებ დემოკრატიის პირობებში. მასში კიდევ ერთხელ
ხაზგასმულია პრესის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა დემოკრატიის
პირობებში, და ის მოუწოდებს წევრ-სახელმწიფოებს, შეაფასონ მათი ეროვნული
მედია-კანონმდებლობა ძირითადი პრინციპის გათვალისწინებით, რომელთა
თანახმად უნდა არსებობდეს მედიის თვითრეგულირების სისტემა, მათ შორისა
პასუხის გაცემის და შესწორების უფლება, ან ჟურნალისტების მიერ ნებაყოფლობითი
ბოდიშის მოხდა, და ჟურნალისტებმა უნდა შექმნან და გამოსცენ საკუთარი
პროფესიული ქცევის კოდექსები.

2. მინისტრთა კომიტეტი
60. 2000 წლის 15-16 ივნისს ქალაქ კრაკოვში ჩატარებულ ევროპული ქვეყნების
მინისტრთა მეექვსე კონფერენციაზე მასმედიის პოლიტიკის თემაზე, კონფერენციაში
მონაწილე მინისტრებმა მიიღეს დეკლარაცია "მედიაპოლიტიკა ხვალ". დეკლარაციაში
ხელშემკვრელი სახელმწიფოების წარმომადგენლები შეთანხმდნენ პან-ევროპულ
დონეზე მოქმედებათა პროგრამის დეტალების თაობაზე, რომლის განხორციელებაზე

24
მასმედიის საკითხებში მმართველი კომიტეტი ("მმკ") იქნება პასუხისმგებელი.
მოქმედებათა პროგრამაში შემდეგი დებულებები შევიდა:

„I. საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ბალანსის უზრუნველყოფასთან


გამოხატვის თავისუფლებას, ინფორმაციას და სხვა უფლებებსა, და კანონიერ
ინტერესებს შორის.

„მმკ“-მ უნდა:

- გააძლიეროს მისი მუშაობა რათა ხელი შეუწყოს ბალანსის დამყარებას


ინფორმაციის და გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის უფლებას შორის;

- დაასრულოს მუშაობა შემდეგი მიმართულებებით: ინფორმაციის გამჟღავნება და


მოსაზრებების გამოხატვა პოლიტიკური მოღვაწეების და საჯარო მოხელეების
შესახებ, ინფორმაციის გამჟღავნება, რომელიც საზოგადოების ინტერესს
წარმოადგენს, ისევე როგორც სამართალწარმოების პროცესის გაშუქება მედიის მიერ,
რათა მაქსიმალურად სწრაფად განისაზღვროს საერთო ორიენტირები ევროპის ყველა
ქვეყნისთვის;

- შეისწავლოს მასალების გავრცელებით გამოწვეული პრობლემები, რომლებიც ადამიანის


ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვას იწვევს, მათ შორის ტრადიციული მედიით
გასაჯაროების შემთხვევაში;

- შეისწავლოს ინფორმაციის კერძო პირების ან სხვა წყაროების მიერ ონლაინ რეჟიმში


გავრცელების შედეგები, რომლებზეც არ ვრცელდება პროფესიული ჟურნალისტური
ეთიკის ან ქცევის კოდექსის წესები."

61. მოქმედებათა პროგრამის მიღების შემდეგ, „მმკ“ შექმნა გამოხატვის


თავისუფლების და სხვა ფუნდამენტური უფლებების სპეციალისტთა ჯგუფი ("MM-S-
FR"). MM-S-FR-მა მოამზადა მინისტრთა კომიტეტის დეკლარაციის მონახაზი
გამოხატვის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების შესახებ,
რომელიც „მმკ“-მ განიხილა 2003 წლის 10 ივლისს და 2004 წლის 21 იანვარს
ჩატარებულ სხდომებზე. თუმცა, „მმკ“-ს არ მოუწოდებია მინისტრთა კომიტეტისთვის
მიეღოთ დეკლარაცია.

ბ. კანონმდებლობა და პრაქტიკა ევროპის საბჭოს წევრ-სახელმწიფოებში

62. მხარეთა მიერ მიწოდებული, ან სასამართლოს მიერ სხვაგვარად მოპოვებული


ინფორმაციის თანახმად, არცერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს სამართლებრივ

25
სისტემაში არ არსებობს წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა, როგორც ასეთი. თუმცა,
ზოგიერთი წევრი-სახელმწიფო მოითხოვს პირადი ცხოვრების შემცველი მასალების
გამოქვეყნებასთან დაკავშირებით მასში ასახული პიროვნების თანხმობის
მოპოვებას, რაც ხშირ შემთხვევაში "საზოგადოებრივი ინტერესის" არსებობის
საფუძველზე გარკვეულ გამონაკლისებს ითვალისწინებს. ამდენად, თუკი თანხმობა
არ იქნება მიღებული, ამას შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები
პუბლიკაციაში ასახული პიროვნების მიერ ინიცირებულ ნებისმიერ მომდევნო
სამოქალაქო სამართალწარმოებაში.

63. მთელმა რიგმა წევრმა-სახელმწიფომ მიიღეს პრაქტიკის კოდექსები, რომლებიც


როგორც წესი არასავალდებულო ხასიათისაა და შეიცავენ გარკვეულ მოთხოვნებს
თანხმობასთან დაკავშირებით.

გ. ევროპარლამენტისა და საბჭოს 1995 წლის 24 ოქტომბრის № 95/46/EC დირექტივა


პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასა და აღნიშნულ მონაცემთა თავისუფლად
მოძრაობასთან დაკავშირებით ფიზიკური პირების უფლებების დაცვის შესახებ
(„ევროპის საბჭოს დირექტივა“)

64. ევროკომისიის დირექტივა მიღებულ იქნა პირადი მონაცემების სათანადო


დაცვის უზრუნველსაყოფად. ის ვრცელდება ევროკავშირის 27 წევრ-
სახელმწიფოზე. დირექტივა ტრანსპონირებული იქნა გაერთიანებული სამეფოს
კანონმდებლობაში 1998 წლის მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიღებით (ზემოთ
იხ. 42-45-ე პუნქტები). ევროკომისიის დირექტივაში არ არის მინიშნება წინასწარი
შეტყობინების მოთხოვნის გათვალისწინების აუცილებლობაზე, როდესაც საქმე
ეხება ადამიანების პირად ცხოვრებას.

კანონი

I. კონვენციის მე-8 და მე-13 მუხლების სავარაუდო დარღვევა

65. განმცხადებელი აპროტესტებდა იმ ფაქტს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ დაარღვია


კონვენციის მე-8 მუხლით განსაზღვრული პოზიტიური ვალდებულებები, როგორც
ცალკე, ასევე მე-13 მუხლთან ერთობლიობაში, იმის გამო, რომ ვერ დააკისრა
სამართლებრივი მოვალეობა „News of the World“-ს წინასწარ ეცნობებინათ მისთვის
სტატიის გამოქვეყნების შესახებ, რათა მას შესაძლებლობა ჰქონოდა მოეთხოვა
დროებითი აკრძალვა და ამით აღეკვეთა მასალის გამოქვეყნება, რომელიც არღვევდა
მისი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას. მთავრობამ გააპროტესტა
აღნიშნული არგუმენტი.

26
66. სასამართლოს აზრით, კონვენციის მე-13 მუხლით წარდგენილი საჩივარი ეფექტური
შიდასახელმწიფოებრივი საშუალების არარსებობასთან დაკავშირებით, არის
განმცხადებლის მე-8 მუხლის ფარგლებში წარმოდგენილი საჩივარი ხელახალი
ფორმულირებით იმის თაობაზე, რომ მოპასუხე-სახელმწიფომ არ უზრუნველყო
განმცხადებლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, და არის წინა საჩივრის
ქვემდებარე (იხ. საქმეები „ Armonienė v. Lithuania, no. 36919/02, § 23, 25 ნოემბერი,
2008 წ.; და „Biriuk v. Lithuania“, no. 23373/03, § 23, 25 ნოემბერი, 2008 წ.). შესაბამისად,
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმცხადებლის საჩივრების
გაანალიზებას მხოლოდ კონვენციის მე-8 მუხლის ჭრილში, სადაც ნათქვამია:

"1. ყველა ადამიანს აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას
...

2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების


ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება
კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში
ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის
ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან
დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ
სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.“

ა. დასაშვებობა

1. მსხვერპლის სტატუსი

ა. მხარეთა არგუმენტები

67. მთავრობამ მიიჩნია, რომ განმცხადებელი აღარ იყო კონვენციის რომელიმე მუხლის
დარღვევის მსხვერპლი. მათ აღნიშნეს, რომ მან წარმატებით გაიარა ეროვნული შიდა
სამართალწარმოების პროცესი და მან მიიღო 60,000 ბრიტანული ფუნტის ოდენობის
თანხა ზიანის და 420,000 ბრიტანული ფუნტი სამართალწარმოების ხარჯების
ასანაზღაურებლად (ზემოთ იხ. 28-ე პუნქტი). მათ დაასკვნეს, რომ მან ისარგებლა
ეროვნული სამართლებრივი დაცვის საშუალებებით და მიიჩნიეს, რომ
სამართლებრივი დაცვის ეს საშუალება ადეკვატური და პროპორციული კომპენსაცია
იყო იმ ზიანისთვის, რაც მას მიადგა. მათ აღნიშნეს, რომ მის საქმეში გამოვლენილი
მიყენებული ზიანი, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ეხებოდა,
დღემდე ყველაზე დიდი იყო გაერთიანებულ სამეფოში. მთავრობამ აღნიშნა, რომ
განმცხადებელს აუნაზღაურდა ზიანი სხვა იურისდიქციებში და სავარაუდოდ ამჟამად
მიმდინარეობდა სამართალწარმოება გაერთიანებულ სამეფოში და სავარაუდოდ სხვა
იურისდიქციაშიც ერთი და იმავე ან მსგავს პუბლიკაციებთან დაკავშირებით. მათ
შორისაა სამართალწარმოება გერმანიაში, რომელიც დასრულდა EUR 250,000

27
კომპენსაციის გადახდით და სამოქალაქო და სისხლის სამართალწარმოებები
საფრანგეთსა და იტალიაში იმ გამოცემასთან დაკავშირებით, რომელიც დავის საგანი
იყო ბრიტანეთის სასამართლოში.

68. მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც დაიწყო სამართლებრივი დავა
„News of the World“-ის წინააღმდეგ, განმცხადებლის შემთხვევა ფართოდ გაშუქდა
მედიის მიერ გაერთიანებულ სამეფოში, როგორც პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის უფლებების დაცვის თვალსაჩინო მაგალითი და, ამ კონტექსტში,
მან წარუდგინა მტკიცებულება პარლამენტს და მონაწილეობა მიიღო პრესასთან, და
სხვა მედიასაშუალებებთან არაერთ ინტერვიუში. მათ ეჭვქვეშ დააყენეს ის ფაქტი, იყო
თუ არა სტატიის გამოქვეყნებით განმცხადებლისთვის მიყენებული ზიანი იმ
მასშტაბის, როგორც ის ამტკიცებდა.

69. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ იგი იყო კონვენციის დარღვევის მსხვერპლი, მის
სასარგებლოდ ზიანის ასანაზღაურებელი კომპენსაციის მინიჭების მიუხედავათ
შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოების პროცესში. იგი ამტკიცებდა, რომ
ზიანი არ იყო სამართლებრივი დაცვის ადეკვატური საშუალება, როდესაც პირადი და
უხერხული ფაქტები, და ინტიმური ფოტოები განზრახ წარედგინა საზოგადოებას
ბეჭდური და ინტერნეტ მედიის საშუალებებში. ეს ინფორმაცია არასოდეს არ
ამოიშლება მილიონობით ადამიანის გონებიდან, რომლებმაც წაიკითხეს ან ნახეს
მასალა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების აღდგენა მისთვის
შეუძლებელი იყო ზიანის კომპენსირებით. სამართლებრივი დაცვის ერთადერთი
ეფექტური საშუალება ამ საქმეში სასამართლოს აკრძალვა იქნებოდა, საშუალება,
რომელიც მან ვერ გამოიყენა, რადგან გაზეთმა მას წინასწარ არ აცნობა სტატიის
შესახებ. ანალოგიურად, სხვა იურისდიქციებში განხორციელებული ქმედებებით მისი
მსხვერპლის სტატუსი არ უქმდება. ასეთი ქმედებები მიმართული იყო იმაზე, რომ
მედიასაშუალებების და ინტერნეტ ვებსაიტებიდან ამოეღოთ აშკარა ან მეტად პირადი
ინფორმაცია, რომელიც ამოკრებილი ან განმეორებულია „News of the World“
სტატიიდან. ნამდვილად, მისი ძალისხმევა ამ მიმართულებით იმის მტკიცებულება
იყო, თუ რამდენად ხანგრძლივი ეფექტის მქონე და საზიანო იყო მისთვის პირადი
ცხოვრების დარღვევა.

70. დაბოლოს, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ნებისმიერი მტკიცება იმისა, რომ


მან არ იზარალა მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის შედეგად
აბსურდულიც და შეურაცხმყოფელიც იყო. მან ხაზი გაუსვა გამჟღავნებული მასალის
ინტიმურ ბუნებას და დამცირებას, რომელიც მასალის საჯაროდ გამჟღავნებას მოჰყვა,
და აგრეთვე პუბლიკაციის გავლენას მის ოჯახზე.

ბ. სასამართლოს შეფასება

28
71. სასამართლო ეთანხმება იმ ფაქტს, რომ განმცხადებლის სექსუალურ აქტებში
მონაწილეობის ამსახველი სტატიების, ფოტოების და ვიდეოჩანაწერების
გამოქვეყნებით, მნიშვნელოვნად დაზიანდა განმცხადებლის უფლება, პატივი სცენ მის
პირად ცხოვრებას. ის ფაქტი, რომ მასალის საჯაროდ გავრცელების შემდეგ (ზემოთ იხ.
მე-11 პუნქტი), განმცხადებელმა არჩია გაესაჩივრებინა, მისი აზრით, კანონში
აუცილებელი ცვლილება არ ამცირებს ნებისმიერი დამცირების ან ზიანის ხარისხს,
რომელიც მას მიადგა მასალის პირველად გამოქვეყნების შედეგად.

72. სასამართლო აღნიშნავს განმცხადებლის საჩივრის უჩვეულო ხასიათს.


ეროვნულ დონეზე საქმის მოგების და კომპენსაციის მიღების შემდეგ, მისი
არგუმენტაცია ამ სასამართლოში მიმართულია გაერთიანებული სამეფოში არსებულ
ზოგად ვითარებაზე, როდესაც არ არსებობს არანაირი სამართლებრივი მოთხოვნა
მასალაში ასახული პიროვნების წინასწარი შეტყობინების თაობაზე გამომცემლობის
მხრიდან, რომელიც ამჟღავნებს მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ მასალას.
მიუხედავად იმისა ითხოვს ამას მე-8 მუხლი თუ არა, განმცხადებლის მტკიცებით,
გაერთიანებულმა სამეფომ უნდა შემოიღოს სამართლებრივად სავალდებულო
წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა, და საკითხი უნდა განხილულ იქნეს საქმის
არსებითი მხარის კონტექსტში. თუმცა, ცხადია, რომ არანაირი ფულადი კონპენსაცია,
რომელიც განმცხადებელმა მიიღო სადავო მასალის გამჟღავნების შემდგომ, ვერ
უზრუნველყოფდა სამართლებრივ საშუალებას განმცხადებლის მიერ შემოტანილი
კონკრეტული საჩივრის მიმართებაში.

73. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებელს


შეუძლია იმის მტკიცება, რომ იგი არის მე-8 მუხლის დარღვევის მსხვერპლი მისი
საჩივრის სპეციფიკიდან გამომდინარე.

2. ეროვნული საშუალებების ამოწურვა

ა. მხარეთა არგუმენტები

74. მთავრობა ამტკიცებდა, რომ იმდენად, რამდენადაც მომჩივანი ცდილობდა


დაემტკიცებინა, რომ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიენიჭა ეროვნული
სამართალწარმოების შედეგად არ იყო ადეკვატური, მან ვერ შეძლო ამოეწურა
შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი საშუალებები, რადგან მას არ
გაუსაჩივრებია მოსამართლის დადგენილება განსაკუთრებული ზიანის მიმართებით.
გარდა ამისა, ისინი დაეყრდნენ იმ ფაქტს, რომ მომჩივანმა გადაწყვიტა აერჩია
სამართლებრივი საშუალება ზიანის კომპენსაციისთვის, და არა მოგების
დაანგარიშებისთვის. და ბოლოს, მათ აღნიშნეს, რომ განმცხადებელს არ შეუტანია
საქმე სასამართლოში 1998 წლის მონაცემთა დაცვის კანონის შესაბამისად (ზემოთ იხ.
42-45-ე პუნქტები), რაც საშუალებას მისცემდა მას გაესაჩივრებინა თავისი პირადი

29
ინფორმაციის არასანქცირებული დამუშავების ფაქტი და მოეთხოვა მისი პირადი
მონაცემების გამოსწორება ან განადგურება.

75. განმცხადებელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ იგი არ დაელოდა გაზეთის
მხრიდან მისთვის მეტი ზიანის მიყენებას, არამედ გაასაჩივრა კანონის არარსებობის
ფაქტი, რომელიც არ დაუშვებდა სტატიის გამოქვეყნებას, მიმართულს დაერღვია მისი
უფლება, პატივი სცენ მის პირად ცხოვრებას. შესაბამისად, მთავრობის მიერ
შეთავაზებული სამართლებრივი დაცვის დამატებითი საშუალებები, მისი
მტკიცებით, არარელევანტურია მის საჩივართან მიმართებით.

ბ. სასამართლოს შეფასება

76. სასამართლომ კვლავ ხაზი გაუსვა განმცხადებლის საჩივრის უჩვეულო ბუნებას


მოცემულ საქმეში (ზემოთ იხ. 72-ე პუნქტი). სამართლებრივი დაცვის არცერთ
საშუალებას, რომელსაც მთავრობა ეყრდნობოდა არ შეეძლო დაეკმაყოფილებინა
მისი კონკრეტული საჩივარი კანონის არარსებობის გამო, რომელიც მოითხოვდა
წინასწარ შეტყობინებას. ამ მიზეზით, ისინი არ უნდა განიხილებოდეს როგორც
სამართლებრივი დაცვის საშუალებები, რომლებიც განმცხადებელს უნდა
ამოეწურა, სანამ საჩივარს შეიტანდა ამ სასამართლოში.

77. შესაბამისად, მთავრობის პრეტენზია არ დაკმაყოფილდა.

3. დასკვნა
78. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავრობის არგუმენტები განმცხადებლის
დაზარალებულის სტატუსთან და შიდა საშუალებების ამოწურვასთან დაკავშირებით.
იგი აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე
მუხლის მე-3 (ა) პუნქტის შესაბამისად. ის არ არის დაუშვებელი რაიმე სხვა
საფუძვლით. შესაბამისად, ის უნდა გამოცხადდეს დაშვებულად.

ბ. არსებითი მხარე

1. მხარეთა არგუმენტები

ა. განმცხადებელი

79. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ პოზიტიური ვალდებულება შეიძლება


წარმოიშვას კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე თვით ადამიანთა შორის
ურთიერთობების სფეროში. მოცემულ საქმეში, იგი ამტკიცებდა, რომ მოპასუხე
სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება, რათა მისთვის მიეცა საშუალება მოეთხოვა
აკრძალვა იმ პირობით, რომ მას უნდა ეცნობოს წინასწარ სტატიის შინაარსი მის
გამოქვეყნებამდე, რომელიც ეხებოდა მის პირად ცხოვრებას. განმცხადებელმა

30
ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი საქმის შემთხვევაში დეტალები მისი პირადი ცხოვრების
ყველაზე ინტიმურ ნაწილებზე დაიბეჭდა გაზეთის წინა და რამდენიმე შიდა
გვერდებზე, რომელსაც სავარაუდოდ დაახლოებით 10 მლნ. მკითხველი ჰყავს
გაერთიანებულ სამეფოში. პირადი ცხოვრების მეტად შემლახავი სურათები,
რომლებიც გაკეთდა ფარული ჩანაწერების მოწყობილობით ასევე გამოქვეყნდება
გაზეთის ვებგვერდზე და გამრავლდა სხვაგან ინტერნეტში. განმცხადებელი
მიიჩნევდა, რომ იდი ჯ-ს გადაწყვეტილებაში ნათლად იყო აღნიშნული, რომ მისთვის
საშუალება რომ მიეცათ აკრძალვა მოეთხოვა, აკრძალვის მოთხოვნა
დაკმაყოფილდებოდა (ზემოთ იხ. მე-17-18 პუნქტები).

80. თავისი არგუმენტის მხარდასაჭერად, რომ კანონი უნდა ითვალისწინებდეს


სასამართლოს აკრძალვის შესაძლებლობას, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ პირველ
რიგში, მაშინ, როდესაც კონფლიქტი წარმოიშვა კონკურენტულ ინტერესებს შორის მე
-8 და მე -10 მუხლების თანახმად, ეს იყო სასამართლოების და არა გაზეთების
გადასაწყვეტი. მან ხაზი გაუსვა იმ საფრთხეებს, რომლებიც დაკავშირებულია
ჟურნალისტებისთვის საშუალების მიცემით ერთადერთი მოსამართლეები იყონ იმ
საკითხში, თუ სად არის ბალანსი გამოხატვის თავისუფლების უფლებას და პირადი
ცხოვრების პატივისცემის უფლებას შორის, რადგან, მისი თქმით, ბრიტანული პრესა
მეტწილად მტრულად იყო განწყობილი როგორც პირადი ცხოვრების დაცვის
საჭიროების მიმართ, ისე სასამართლო ორგანოების მხრიდან მათი ინტერპრეტაციის
მიმართ. გარდა ამისა, იგი მიიჩნევდა, რომ მოქმედი კანონი ახალისებს რედაქტორებს
არ შეატყობინონ მასალაში ასახულ პიროვნებას, ვინაიდან სტატიის გამოქვეყნების
შემდეგ, მათ ხშირად არ შეაქვთ საჩივარი სასამართლოში მათი პირადი ცხოვრების
ყოველთვის უხერხული და საზიანო დეტალების ზედმეტი გახმაურების შიშით.
მეორე, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ იქ, სადაც კონფლიქტის მოგვარება მე-8 და
მე-10 მუხლებს შორის მოხდა მხოლოდ გამოქვეყნების შემდეგ, პირადი ცხოვრების
დაცვა არ იყო საკმარისი, რადგან ერთხელ მისი შელახვის შემდეგ, პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობა ვერ აღსდგებოდა. იდი ჯ.-ს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით
(ზემოთ იხ. 27-ე პუნქტი), განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ცილისწამების შემთხვევაში,
ეს იყო სრული დაცვა გამოქვეყნებული მასალის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად და
რომ შედეგად, რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანი შეიძლება გაქარწყლდეს, თუ
დადასტურდება ბრალდებების სიცრუე. თუმცა, იგივე არ შეიძლება ითქვას პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობაზე, რომელიც მალფუჭებადი საქონელია და ამიტომ
შეუძლებელია მისი აღდგენა დაზარალებულისთვის. გარდა ამისა, იგი თვლიდა, რომ
1998 წლის ადამიანის უფლებათა კანონის მე-12 მუხლი მნიშვნელოვნად იცავდა
გაზეთების გამოხატვის თავისუფლების უფლებას მაღალი ბარიერის დაწესებით
დროებითი აკრძალვის შემოღებამდე (ზემოთ იხ. 47-50-ე პუნქტები). მან ხაზგასმით
აღნიშნა, რომ სასამართლო პრაქტიკის თანახმად მე-10 მუხლით აუცილებელია
გაზეთებმა, რომლებიც დაცვას ითხოვენ შეასრულონ პასუხისმგებლიანი
ჟურნალისტიკის მოთხოვნები. მისი აზრით, ეს მოთხოვნები წინასწარი შეტყობინების
მოთხოვნასაც მოიცავდა.

31
81. განმცხადებელმა აღიარა, რომ მოპასუხე სახელმწიფოს ჰქონდა დისკრეციული
უფლება, მაგრამ ამტკიცებდა, რომ ეს ეხებოდა მხოლოდ ნებისმიერი წინასწარი
შეტყობინების მოთხოვნის ეფექტიანობას. მისი საჩივარი არ უკავშირდებოდა
მხოლოდ იმ ფაქტს, რომ მან მიიღო გარკვეული, მაგრამ არა საკმარისი შეტყობინება;
სავარაუდოდ, მას საერთოდ არ მიუღია არანაირი შეტყობინება. იგი თვლიდა, რომ
გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმ ფაქტს, რომ არ არსებობს ერთიანი მიდგომა
წინასწარი შეტყობინების კუთხით სხვა ხელშემკვრელ მხარეებს შორის. მან აღნიშნა ის
ფაქტი, რომ რიგ სახელმწიფოში, თანხმობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის კონტექსტში და
ამტკიცებდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ თანხმობის მიღება საჭიროა, რათა გამჟღავნდეს
ან შეფასდეს იყო თუ არა გამჟღავნება კანონიერი, არ იყო აუცილებელი ცალკე
წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა. გარდა ამისა, იგი ეყრდნობოდა, როგორც მან
უწოდა გაერთიანებული სამეფოს „ბულვარული პრესის უნიკალურ ბუნებას" და ხაზი
გაუსვა ზოგიერთი ბულვარული ტაბლოიდის უკანონო ქმედებებს, და ბულვარული
პრესის კრიტიკას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კანონმდებლობის
შემუშავებასთან დაკავშირებით.
82. მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელი დაეთანხმა, რომ ნებისმიერი წინასწარი
შეტყობინების სისტემის ზუსტი სტრუქტურა და ფარგლები წარმოადგენდა მოპასუხე
სახელმწიფოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, მან განაცხადა, რომ ის
სირთულეები, რაც მთავრობის მტკიცებით წარმოიქმნება, მაგალითად, წინასწარი
შეტყობინების ვალდებულების ფორმულირებისას, მოჩვენებითი ან, სულ მცირე,
გადაჭარბებულია, იმის გათვალისწინებით, რომ წინასწარ შეტყობინებას ისედაც
ადგილი ჰქონდა უმეტეს შემთხვევაში (იხ. 52-ე პუნქტი). მისი აზრით, წინასწარი
შეტყობინების ვალდებულება დაგეგმილი პუბლიკაციის შესახებ წარმოიქმნება, სულ
მცირე, იმ შემთხვევებში, თუკი არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ გამოცემა
დაარღვევს პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას ყველა არსებული გარემოების
გათვალისწინებით, მათ შორის ყველა საჯარო ინტერესის დაცვისა. არაფერი იყო
უცნობი "გონივრული რწმენის" სამართლებრივ ცნებაში. მან ასევე აღნიშნა, რომ
წინასწარი შეტყობინების ფორმა უკვე გათვალისწინებულია Ofcom კოდექსში,
რომელიც მაუწყებლებს აკისრებს ვალდებულებას მიიღოს ყველა იმ პირის შენიშვნები,
ვისი გამორიცხვაც არასამართლიანი იქნება მანამ, სანამ ფაქტობრივი პროგრამა
ეთერში გადაიცემა (ზემოთ იხ. 39-ე პუნქტი).

83. განმცხადებელი დაეთანხმა იმას, რომ გამონაკლისები უნდა არსებობდეს


ნებისმიერ სისტემაში გარკვეულ შემთხვევებში, რათა დასაშვები იყოს ლეგიტიმური
სიტუაციები, როდესაც არაპრაქტიკული ან საზოგადოების ინტერესის საწინააღმდეგო
მედიასაშუალებამ წინასწარ უნდა აცნობოს ცალკეულ პირს. ამგვარად, როდესაც ყველა
შესაძლო ნაბიჯი შეტყობინებასთან დაკავშირებით უკვე გადაიდგა ან სადაც არ იყო

32
დამაჯერებელი მიზეზები შეტყობინებისთვის, შეუტყობინებლობით გამოწვეული
სანქციის დაკისრების საჭიროება არ წარმოიშვება. იგი აცხადებდა, რომ
კონცეპტუალური სიძნელეები წარმოიქმნება ზოგადი მოთხოვნიდან საჯარო
ინტერესიდან გამომდინარე გამონაკლისის დაშვების შემთხვევაში, და მიუთითა 1998
წლის ადამიანის უფლებათა დაცვის კანონის დებულებაზე, რომლის თანახმად,
აკრძალვის მაძიებელმა მხარემ წინასწარ უნდა აცნობოს მედიას ამის შესახებ და,
ზოგადად დადგენილი წესიდან "მყარი მიზეზების“ გამონაკლისის შესახებ, რაც ამავე
კანონით არის განსაზღვრული (ზემოთ იხ. 47-ე პუნქტი).

84. რაც შეეხება სანქციებს, განმცხადებელს მიაჩნდა, რომ წინასწარი შეტყობინების


მოთხოვნა გამყარებული უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის ან მარეგულირებელი
სანქციებით (იხ. საქმე „K.U. v. Finland“, no. 2872/02, 2 დეკემბერი, 2008 წ.). მან აღნიშნა,
რომ სისხლის სამართლის დევნა შესაძლებელი იყო გაზეთებისა და რედაქტორების
წინააღმდეგ სასამართლოს უპატივცემულობის, უხამსობის ან სახელმწიფო
საიდუმლოების შესახებ კანონების დარღვევის სავარაუდო ფაქტზე.

ბ. მთავრობა
85. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ აღიარა, რომ მე-8 მუხლმა შეიძლება
დააკისროს პოზიტიური ვალდებულებები, იგი აცხადებდა, რომ მე-8 მუხლის ამ
ჭრილში ასამოქმედებლად, აუცილებელი იყო მაღალი ბარიერის გადალახვა. მათ
შემთხვევების სამი ტიპი გამოკვეთეს. პირველი, როდესაც განმცხადებელს უშუალოდ
ზიანი მიადგა სახელმწიფოს უმოქმედობის შედეგად, როგორიცაა ტრანსსექსუალების
არაღიარება, მაშინ პოზიტიური ვალდებულების საკითხი აშკარად იკვეთება. მეორე,
როდესაც განმცხადებელი სახელმწიფოსგან პოზიტიურ ქმედებებს ითხოვდა, რათა
თავიდან აეცილებინა არა-სახელმწიფო ორგანოების ჩარევა, მაგალითად,
გარემოსდაცვით და მედიასთან დაკავშირებულ საქმეებში, პოზიტიური
ვალდებულებები ნაკლები მოცულობით გამოიკვეთება. მესამე, როდესაც
განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ საჭირო იყო ცალკეული პირების მხრიდან
პოზიტიური ქმედებები, მე-8 მუხლით ნებისმიერი პოზიტიური ვალდებულების
ხარისხი ყველაზე სუსტი იყო. მთავრობა ამტკიცებდა, რომ პოზიტიური
ვალდებულებების ფარგლების განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის, თუ რა
მოცულობით დაირღვა პირადი ცხოვრების ფუნდამენტური და არსებითი ასპექტები;
განმცხადებლისთვის მიყენებული ზიანი; კონსენსუსის მასშტაბი ევროპის საბჭოს
წევრ-სახელმწიფოებში ან საერთაშორისო დონეზე. ამ ფაქტორებთან დაკავშირებით
ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ პოზიტიური ვალდებულება დაეცვათ
განმცხადებლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და გაეთვალისწინებინათ
სამართლებრივად სავალდებულო წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა.

33
86. მთავრობა აცხადებდა, რომ საქმის გარემოებებში პოზიტიური ვალდებულება რომ
ყოფილიყო, მას დისკრეციის საკმაოდ ფართო უფლებამოსილება გააჩნია
გადაწყვეტილების მისაღებად იმასთან დაკავშირებით, თუ როგორც უნდა იყოს
ბალანსი დაცული მე-8 და მე-10 მუხლების მოთხოვნებს შორის ადგილობრივ
კანონმდებლობაში, და ხვდება თუ არა არსებული შემთხვევა ამ დიაპაზონში. ისინი
ამტკიცებდნენ, რომ წინასწარი შეტყობინების მოთხოვნის შედეგად მნიშვნელოვნად
გაიზრდება დროებითი აკრძალვების რიცხვი, რაც თავის თავად გამოხატვის
თავისუფლების შეზღუდვას წარმოადგენს და ამის გამო დიდ სიფრთხილეს
მოითხოვს.

87. მთავრობამ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს წევრ-სახელმწიფოებს შორის არსებობს


მდგრადი წინასწარი შეტყობინების სისტემა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავის
საგანია ის ფაქტი, რომ ბულვარული პრესა გაერთიანებულ სამეფოში უნიკალურია
მთელ ევროპაში. რაც შეეხება თანხმობის როლს ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, მთავრობამ
აღნიშნა, რომ გარკვეული არ არის იყო თუ არა თანხმობა მკაცრი მოთხოვნა
განმცხადებლის მიერ მითითებულ შემთხვევებში, ასევე გაურკვეველი იყო, იყო თუ
არა დაშვებული გამონაკლისები. ნებისმიერ შემთხვევაში, მათთვის არ იყო გარკვეული
განსხვავდებოდა ეს მიდგომა თუ არა გაერთიანებულ სამეფოში
დამკვიდრებულისაგან, როდესაც თანხმობა უზრუნველყოფდა სრულ დაცვას
ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც პირად ცხოვრებაში ჩარევას უკავშირდება და
წინასწარი შეტყობინების არგამოყენება მხედველობაში იქნება მიღებული ზიანის
კომპენსაციის განსაზღვრის დროს. გარდა ამისა, მთავრობამ აღნიშნა, რომ
დაჟინებული სავალდებულო წინასწარი შეტყობინება შეუსაბამო იქნება ევროპის
საბჭოს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან (ზემოთ იხ. 55-59-ე პუნქტები).
ამ კუთხით, კერძოდ, მათ მიუთითეს, რომ სამართლებრივი პოზიცია გაერთიანებულ
სამეფოში შეესაბამება რეზოლუცია 1165 სახელმძღვანელო პრინციპებს (ზემოთ იხ. 58-
ე პუნქტი).

88. მთავრობამ ასევე აღნიშნა „პსკ“ და რედაქტორთა კოდექსის მნიშვნელოვანი როლი


გაერთიანებული სამეფოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სისტემაში.
კერძოდ, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „პსკ“-მ ცოტა ხნის წინ დააკმაყოფილა
საჩივარი, სადაც გაზეთს არ უცდია მიეღო მასალაში ასახული პიროვნების
კომენტარები სტატიის გამოქვეყნებამდე (ზემოთ იხ. 30-ე პუნქტი). მათ ასევე აღნიშნეს,
რომ ეს საკითხი ცოტა ხნის წინ განიხილეს გამოძიების კონტექსტში, რომელიც ჩაატარა
თემთა კულტურის, მედიისა და სპორტის კომიტეტმა (ზემოთ იხ. 51-54- პუნქტები).
მტკიცებულებების შეფასების შედეგად, შესარჩევმა კომიტეტმა მიიღო

34
გადაწყვეტილება არ გაეწია რეკომენდაცია წინასწარი შეტყობინების შესახებ
სამართლებრივი მოთხოვნისთვის (ზემოთ იხ. 54-ე პუნქტი).

89. დაბოლოს, მთავრობამ მიიჩნია, რომ ის ფაქტი, რომ წინასწარი შეტყობინების


პროცედურა უმეტეს შემთხვევებში განხორციელდა კარგი პრაქტიკის სტანდარტების
დაცვით არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობდა არანაირი გადაულახავი სირთულეები
შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნის დაკისრებისას. მათი აზრით, წინასწარი
შეტყობინების მოთხოვნის შემოღება წარმოშობს გარკვეულ პრაქტიკულ და
პრინციპულ კონტრარგუმენტებს. სირთულეები გაჩნდა ნებისმიერი ვალდებულების
მოცულობის ზღვრების ფორმულირებასთან დაკავშირებით, მათ შორისაა პრესისა და
მედიის კატეგორიების იდენტიფიცირება, რომლებსაც დაეკისრება ეს ვალდებულება
და შეტყობინების მოთხოვნის მოცულობა და ვითარება, რომელშიც ისინი იქნებიან
ჩართული, ისევე როგორც ნებისმიერი "საზოგადოებრივი ინტერესის" გამონაკლისის
აღსრულება. ამ მხრივ, ისინი აპროტესტებდნენ განმცხადებლის პრეტენზიას, რომ
Ofcom კოდექსში ასახულია ამგვარი ტიპის წინასწარი შეტყობინების მოვალეობის
მაგალითი, იმის გათვალისწინებით, რომ ამ კოდექსის 7.9 წესით დადგენილი
ვალდებულება მნიშვნელოვნად უნდა განსხვავდებოდეს. ასევე პრობლემატური იყო
სანქციების საკითხი წინასწარი შეტყობინების მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის.
მთავრობამ მიიჩნია, რომ აშკარაა, რომ განმცხადებელმა გააანალიზა სისხლის
სამართლის სანქციები და შეშფოთება გამოთქვა, თუ როგორ უნდა განისაზღვროს და
აღსრულდეს ნებისმიერი სისხლის სამართლის დანაშაული. მათ ასევე აღნიშნეს, რომ
არაადეკვატურად ჩამოყალიბებულ კანონს შეიძლება მე-10 მუხლის დარღვევა
მოჰყვეს.

90. დაბოლოს, მთავრობამ მიმართა სასამართლოს აღიარებინა ის ფაქტი, რომ


გაერთიანებულ სამეფოში მოქმედი სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოები იმ
პუბლიკაციებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს პირადი
ცხოვრების პატივისცემის უფლებას საკმარისი იყო ნებისმიერი პოზიტიური
ვალდებულების შესასრულებლად, რომელიც წარმოიშვა.

გ. მესამე მხარის არგუმენტები

i. „Guardian News & Media“ Ltd


91. „The Guardian News & Media“ Ltd
("The Guardian") ამტკიცებდა, რომ თუ სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა
განმცხადებლის საჩივარი, ეს სერიოზულად და არათანაზომიერად შეზღუდავდა
პრესის გამოქვეყნების უფლებას და საზოგადოების უფლებას მიიღოს

35
საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაცია და მოსაზრებები. შესაბამისად,
წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა სერიოზულ და გაუმართლებელ გავლენას
იქონიებს გამოხატვის თავისუფლების უფლების პრაქტიკულ გამოყენებაზე. მათი
აზრით, ეს ასევე შეუსაბამო იქნებოდა პასუხისმგებლიანი ჟურნალისტური
თავისუფლების კონცეფციასთან, რომელსაც სასამართლო გამუდმებით უსვამდა ხაზს.

92. „The Guardian“-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ


განმცხადებელმა ჩამოაყალიბა წინასწარი შეტყობინების მოვალეობა თავისი საქმის
ფაქტების მითითებით, მისი შედეგები ბევრად უფრო ფართო მასშტაბით გახდება
საგრძნობი. პირველ რიგში, მათ განაცხადეს, რომ სავარაუდო დარღვევაში შეიძლება
ჩაერთოს არა მხოლოდ მედია, არამედ ასევე საჯარო ხელისუფლება, არასამთავრობო
ორგანიზაციები ან თუნდაც კერძო პირები. მეორე, ლოგიკური დასკვნით წინასწარი
შეტყობინება აუცილებელი იქნება არა მარტო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის
შემთხვევაში, არამედ ყველა საქმეში, რომელიც მოითხოვს დაბალანსებულ
აღსრულებას კონვენციის მე -10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

93. ამ სფეროში დისკრეციული უფლების ფართო დიაპაზონის გათვალისწინებით,


„The Guardian“-ს მიიჩნია, რომ სათანადო ბალანსი დაცული იყო გაერთიანებულ
სამეფოში. მათ ხაზი გაუსვეს ევროპული კონსენსუსის არარსებობას წინასწარი
შეტყობინების მოვალეობასთან დაკავშირებით. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ
ზოგიერთ ქვეყანაში აუცილებელია თანხმობის მოპოვება პირადი ცხოვრების შესახებ
ინფორმაციის გასავრცელებლად, სულ მცირე იქ, სადაც საზოგადოებრივი ინტერესი
არ იყო ჩართული, ანალოგიური რაოდენობის ქვეყნებში არ არსებობდა ასეთი
დებულება. „The Guardian“ ასევე შეეხო მონაცემთა დაცვის 1998 წლის კანონს და
ევროკომისიის დირექტივას, რომელიც არ ითვალისწინებდა რაიმე მოთხოვნებს
წინასწარ შეტყობინებასთან დაკავშირებით (ზემოთ იხ. 42-45-ე პუნქტები). გარდა
ამისა, ისინი დაეყრდნენ ბოლოდროინდელ გამოძიებას, რომელიც თემთა პალატის
შესარჩევმა კომიტეტმა ჩაატარა და თავის შემდგომ ანგარიშში უარყო არგუმენტი, რომ
გაერთიანებულ სამეფოში არსებობს წინასწარი შეტყობინების მოთხოვნის საჭიროება
(ზემოთ იხ. 51-54-ე პუნქტები).

94. და ბოლოს, „The Guardian“-ი ამტკიცებდა, რომ ნებისმიერი წინასწარი


შეტყობინების მოთხოვნა პრაქტიკაში არ გაამართლებს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ
ყოველთვის არ იქნება აშკარა, როდის მოხდება წინასწარი შეტყობინების წესის
ინიცირება, და არ იყო ცხადი, თუ როგორ უნდა დაკმაყოფილდეს "საზოგადოებრივი
ინტერესის" გამონაკლისის საჭიროება.

36
ii. მედიასფეროს იურისტთა ასოციაცია
95. მედიასფეროს იურისტთა ასოციაცია ("მია") ამტკიცებდა, რომ წინასწარი
შეტყობინების მოთხოვნა პრინციპულად არ იყო სწორი, არ გაამართლებს პრაქტიკაში
და დაარღვევს კონვენციის მე -10 მუხლს.

96. „მია“-მ ხაზგასმით აღნიშნა დისკრეციის თავისუფლება გადაწყვეტილების


მისაღებად, თუ რა ზომებია საჭირო, რათა დაკმაყოფილდეს ნებისმიერი პოზიტიური
ვალდებულება ამ სფეროში. ისინი დაეყრდნენ ევროპული კონსენსუსის არარსებობის
გარემოებას წინასწარი შეტყობინების მოვალეობასთან დაკავშირებით. მათ ასევე
აღნიშნეს ის ფაქტი, რომ თემთა პალატის ახლახან არჩეულმა კომიტეტმა უარყო
წინადადება იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია დაწესდეს წინასწარი
შეტყობინების მოთხოვნა (ზემოთ იხ. 54-ე პუნქტი). გამოცემამდე მასალაში ასახულ
პიროვნებასთან დაკავშირების საკითხი, მათი აზრით, იყო საკითხი, რომელიც უნდა
გადაიჭრას ჟურნალისტური ეთიკის და პრაქტიკის კოდექსის კონტექსტში, რომლებიც
არეგულირებენ მედიასაშუალებების საქმიანობას. ამ კოდექსებმა დროთა
განმავლობაში ცვლილება განიცადეს და დაადასტურეს, რომ მედიას კარგად აქვს
გათვითცნობიერებული ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის
პატივისცემის მოვალეობა. კერძოდ, „მია“-მ აღნიშნა, რომ რედაქტორთა კოდექსი
იძლევა მითითებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება იყოს დაფარული
"საზოგადოებრივი ინტერესებით" (ზემოთ იხ. 34-35-ე პუნქტები).

97. „მია“ ამტკიცებდა, რომ მოვალეობა, რომელსაც განმცხადებელი აპროტესტებდა


ბუნდოვანი და გაურკვეველი იყო. მათ აღნიშნეს, რომ სტატიაში ასახული პიროვნების
წინასწარი შეტყობინების მოვალეობას გარკვეული შედეგები ექნება, რომელიც
პოტენციურად გამოყენებადი იქნება არა მხოლოდ მედიისა და ჟურნალისტების,
არამედ უფრო ფართო ჯგუფის მიმართებითაც. არაერთი პრაქტიკული კითხვა
იბადება, მაგალითად, თუ რომელ მედიასაშუალებას უნდა დაუკავშირდეს ადამიანი
ნებისმიერი დაგეგმილი პუბლიკაციის თაობაზე, წარმოიქმნება თუ არა
პასუხისმგებლობა ქუჩაში უცნობი ადამიანების ფოტოებთან დაკავშირებით, ეს
შეეხება ადრე გამოქვეყნებულ სურათებს თუ ტექსტს, და შეეხება ეს თუ არა მასალაში
ასახული პიროვნების ოჯახის წევრების შეტყობინებას, რომლებზეც ასევე შეიძლება
გავლენა იქონიოს მასალის გამოქვეყნებამ. გარდა ამისა, „მია“-მ ხაზი გაუსვა ზოგადი
მოვალეობებიდან გამონაკლისის დაშვების აუცილებლობას, მაგალითად, როდესაც
არსებობდა მიზეზი იმისა, რომ გამოცემა არ დაკავშირებოდა მასალაში ასახულ

37
პიროვნებას ან იმ შემთხვევებში, როდესაც საზოგადოებამ ინტერესი გამოავლინა
სტატიის მიმართ.

98. „მია“-მ ხაზი გაუსვა მე-10 მუხლის მნიშვნელობას და კერძოდ, პრესის


„საზოგადოებრივი მეთვალყურის“ როლს. მათ მიაჩნიათ, რომ დროებითი
აკრძალვების არსებობა და ფუნქციონირება კვლავ შეშფოთების საგანია ამ სფეროში და
ამტკიცებდნენ, რომ გამოცემებზე წინასწარი შეზღუდვები სერიოზულ ჩარევას
წარმოადგენდა გამოხატვის თავისუფლების უფლებაში. შესაბამისად, ასეთი
შეზღუდვები უნდა დაწესდეს მხოლოდ საგანგებო საჭიროების დროს და ნებისმიერი
მიზნით გაცემული აკრძალვა არ უნდა იყოს აუცილებელზე მკაცრი. მათ აღნიშნეს, რომ
სამართალწარმოებამ რასაკვირველია გამოიწვია დროში გადადება და ხარჯები,
მაშინაც კი, თუ საბოლოოდ სასამართლო აკრძალვას არ ჰქონია ადგილი და ამიტომ,
ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობდა სასამართლო აკრძალვის
დაკმაყოფილებას არასასურველი იქნებოდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ
შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა ამყარებს სათანადო ბალანსს
კონკურენტულ უფლებებსა და ინტერესებს შორის.

iii. მედიის სამართლებრივი დაცვის ინიციატივა, ცენზურის ინდექსი, მედიასფეროს


იურისტთა საერთაშორისო ასოციაცია, ევროპის გამომცემელთა საბჭო, მასმედიის
დაცვის ცენტრი, რუმინეთის ჰელსინკის კომიტეტი, ბულგარეთის ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის პროგრამის (AIP) ფონდი, გლობალურ მოწმეთა და
მედიასამართლის რესურს-ცენტრი
99. თავის ერთობლივ წერილობით არგუმენტაციაში, მონაწილე მესამე მხარეებმა
განმარტეს გამოხატვის თავისუფლების უფლების მნიშვნელობა. მათი აზრით,
შესაძლებელი იყო მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყოლოდა წინასწარი შეტყობინების
მოთხოვნას. ეს შეაფერხებს მნიშვნელოვანი ამბების გამოქვეყნებას, რომელიც თავის
თავად მალფუჭებადი საქონელია ფართო სპექტრის საზოგადოებრივი ინტერესის
მქონე სიტუაციებში, როდესაც საზოგადო მოღვაწეს შეუძლია განაცხადოს, რომ მისი
ფსიქოლოგიური მთლიანობა რისკის ქვეშ დადგა სიმართლის გამოქვეყნების
შედეგად. მესამე მხარემ გააპროტესტა ის ფაქტი, რომ რაიმე ბალანსი იყო საჭირო
კონვენციის მე-8 და მე-10 მუხლებით განსაზღვრულ უფლებებს შორის და
ამტკიცებდა, რომ პრეზუმფცია არსებობდა მე-10 მუხლის სასარგებლოდ და რომ
რეპუტაცია დამხმარე უფლებას წარმოადგენს, რომელიც ვიწრო ინტერპრეტაციას
მოითხოვს.

100. მესამე მხარე ასევე ამტკიცებდა, რომ ამ სფეროში დისკრეციულ


უფლებამოსილებას ფართო ფარგლები გააჩნია. მათ ხაზი გაუსვეს საერთო სამართლის
ქვეყნებში არსებულ ტრადიციას გამოცემაზე წინასწარი შეზღუდვის წინააღმდეგ და
აღნიშნეს, რომ წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა წინააღმდეგობაში მოვიდოდა

38
მრავალი წლის მანძილზე ამ სფეროში არსებულ მიდგომასთან. გარდა ამისა, მათ
აღნიშნეს, რომ არ არსებობს ევროპის საყოველთაო კონსენსუსი წინასწარი
შეტყობინების წესის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ასევე აღსანიშნავია, რომ
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის საკითხები რეგულარულად
განიხილება გაერთიანებულ სამეფოში ბოლო წლებში და ამ თემაზე მომზადდა
სხვადასხვა ანგარიში, მათ შორის სპეციალური კომიტეტის ბოლო ანგარიში (ზემოთ
იხ. 51-54-ე პუნქტები). ამ ანგარიშში განმცხადებლის საქმე წინასწარი შეტყობინების
მოთხოვნასთან დაკავშირებით არ იქნა დაკმაყოფილებული.

101. მესამე მხარე ასევე ამტკიცებდა, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა


არასაკმარისადაა განსაზღვრული წინასწარი შეტყობინების მოთხოვნის
გასამყარებლად. თუმცა, დაეთანხმა, რომ შეტყობინების მოთხოვნისთვის შეიძლება
არსებობდეს არგუმენტი, რომელიც ეხება, მაგალითად, სამედიცინო ჩანაწერებს და
პრივატულ ადგილებში თანხმობის გარეშე გადაღებულ ფოტოებს, მაგრამ მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ რეპუტაცია არ ექცეოდა მე-8 მუხლის მოქმედების ფარგლებში და
პირადი ინფორმაცია სათანადოდ იყო განსაზღვრული. მათი აზრით, იმ ფორმით,
როგორც ამჟამადაა ჩამოყალიბებული, ეს კონკრეტული მოთხოვნა იმდენად
ბუნდოვანი იყო, რომ მისი გადაწყვეტა უშედეგო იქნებოდა.

102. მესამე მხარემ ჩათვალა, რომ ნებისმიერი ზოგადი მოვალეობა უნდა


დაექვემდებაროს გამონაკლისის დაშვებას, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, სადაც
პუბლიკაციის მიმართ იყო "საზოგადოებრივი ინტერესი". განმცხადებლის
შემთხვევაში „News of the World“ რედაქტორი გამოაქვეყნებდა სტატიას მასალაში
ასახული პიროვნების წინასწარი შეტყობინების გარეშე მაშინაც კი, თუ იარსებებდა
სამართლებრივად სავალდებულო წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა იმიტომ, რომ
ის ნამდვილად ფიქრობდა, რომ აღნიშნული ქმედებები ნაცისტურ ელემენტს
შეიცავდა, რაც გაამართლებდა სტატიის გამოქვეყნების ფაქტს, რომელიც საჯარო
ინტერესს წარმოადგენდა (ზემოთ იხ. 24-ე პუნქტი).

103. მესამე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აკრძალვასთან დაკავშირებული


სამართალწარმოების წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც კი, შესაძლოა გაზეთს
სასამართლო ხარჯების სახით 10,000 ბრიტანული ფუნტის ოდენობის დანახარჯები
გაეღო; პროცესის წაგების შემთხვევაში - შეიძლება კომპენსაციის სახით 60,000
ბრიტანული ფუნტის გადახდა დაკისრებოდა. უბრალოდ მედიისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი არ იყო ყველა საქმეზე საჩივრის შეტანა სასამართლოში, სადაც
სავალდებულო შეტყობინებას მოჰყვებოდა აკრძალვის მოთხოვნა. ეს იყო წინასწარი
შეტყობინების მოთხოვნის დამაშინებელი ეფექტი.

39
2. სასამართლოს შეფასება
104. სასამართლო აღნიშნავს, რომ იდი ჯ-მ უზენაეს სასამართლოში დააკმაყოფილა
განმცხადებლის საჩივარი „News of the World“-ის წინააღმდეგ (ზემოთ იხ. 25-ე
პუნქტი). მან მიიჩნია, რომ განმცხადებლის სექსუალურ ქმედებებში არ იყო არანაირი
ნაცისტური ელემენტი. მან ასევე გააკრიტიკა ჟურნალისტის და რედაქტორის ქმედება
თვითნებური და თავხედური დასკვნის გაკეთებისთვის ნაცისტურ თემასთან
დაკავშირებით. ეს მასალა არ წარმოადგენდა საჯარო ინტერესს, სტატიების ან
ფოტოების გამოქვეყნებას არ ჰქონდა გამართლება, თუკი მათში არ იქნებოდა
ნაცისტური კონოტაციები. ამ შემთხვევაში განმცხადებლის პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის მძიმე ხასიათის დარღვევის გათვალისწინებით, იდი ჯ.-მ
გამოიტანა გადაწყვეტილება მისთვის მიყენებული ზიანისთვის 60,000 ბრიტანული
ფუნტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის სასარგებლოდ. გაზეთს გადაწყვეტილება
არ გაუსაჩივრებია. ამ ფაქტების გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ
მოცემული საქმე დასრულდა აშკარა და დაუსაბუთებელი ჩარევის ფაქტით
განმცხადებლის პირად ცხოვრებაში.

105. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ, რამდენადაც ბალანსის მიღწევა


მნიშვნელოვანი იყო განმცხადებლის საქმის კონკრეტულ გარემოებებში, ეროვნულმა
სასამართლომ მტკიცედ მიიღო გადაწყვეტილება მისი პირადი ცხოვრების
პატივისცემის უფლების სასარგებლოდ და დაადგინა განმცხადებლისთვის
სოლიდური ფულადი კომპენსაციის გადახდა. შეფასება, რომელიც სასამართლომ
უნდა გააკეთოს წინამდებარე სამართალწარმოებაში ეხება არა განმცხადებლის საქმის
კონკრეტულ ფაქტებს, არამედ ეროვნულ კანონმდებლობაში პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს შორის ბალანსის
დამყარების ჩარჩოს. შესაბამისად, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მე-8 და მე-
10 მუხლების გავრცელების მარეგულირებელი ზოგადი პრინციპები, სანამ
განიხილავს ჰქონდა თუ არა ადგილი მე-8 მუხლის დარღვევას გაერთიანებულ
სამეფოში სამართლებრივად სავალდებულო წინასწარი შეტყობინების მოთხოვნის
არარსებობის შედეგად.

ა. ზოგადი პრინციპები

i მე-8 მუხლი
106. ცხადია, რომ სიტყვები "... პირადი ... ცხოვრების...პატივისცემის უფლება",
რომლებიც მოცემულია მე-8 მუხლში მოითხოვს არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან
თავის შეკავებას ჩაერიოს პირად ცხოვრებაში, არამედ წარმოადგენს სახელმწიფოს

40
გარკვეულ პოზიტიურ ვალდებულებებს უზრუნველყოფდეს ამ უფლების ეფექტიან
გამოყენებას მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ადამიანების მიერ (იხ. საქმე „Marckx v.
Belgium“ 13 ივნისი, 1979 წ., § 31, სერია A no. 31). ამ ვალდებულების შესასრულებლად
შეიძლება საჭირო გახდეს პოზიტიური ღონისძიებების გატარება, რათა ადამიანების
პირად ცხოვრებას პატივი სცენ თავად კერძო პირებს შორის ურთიერთობების
სფეროშიც კი (იხ. საქმე „Von Hannover v. Germany“, no. 59320/00, § 57, ECHR 2004 VI;
და „Stubbings and Others v. the United Kingdom“, 22 ოქტომბერი, 1996 წ., § 61-62,
განჩინებების და გადაწყვეტილების ანგარიშები 1996 IV).

107. სასამართლო ხაზს უსვამს გონივრული მიდგომის მნიშვნელობას სახელმწიფოს


პოზიტიური ვალდებულებების მიმართ, ზოგადად დაიცვან პირადი ცხოვრება და
აღიარონ შესაძლო მეთოდების მრავალფეროვნება, რათა უზრუნველყონ მისი
ხელშეუხებლობა (იხ. საქმე „Karakó v. Hungary“, no. 39311/05, § 19, 2009 წლის 28
აპრილი). ღონისძიებების არჩევანი ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად
ინდივიდებს შორის ურთიერთობის სფეროში ფაქტობრივად მიეკუთვნება
ხელშემკვრელი სახელმწიფოების დისკრეციულ უფლებას (იხ., მათ შორის, საქმე „X
and Y v. The Netherlands“, 1985 წლის 26 მარტი . § 24, სერია A no. 91; და საქმე „Odièvre
v France“ [GC], no 42326/98, § 46, ECHR 2003 III). თუმცა, ეს წინდახედულობა თან
ახლავს ევროპულ ზედამხედველობას (იხ., შესაბამისი ცვლილებების
გათვალისწინებით, საქმე „Observer and Guardian v. the United Kingdom“, 26 ნოემბერი.
1991 წ., § 59 (გ), სერია A no 216; და საქმე „Lindon, Otchakovsky-Laurens and July v. France“
[GC], nos. 21279/02 და 36448/02, § 45, ECHR 2007 XI).

108. სასამართლო აღნიშნავს, რომ მთელი რიგი ფაქტორები უნდა იქნეს


გათვალისწინებული დისკრეციული უფლების მოცულობის დასადგენად, რომელიც
სახელმწიფოს ენიჭება საქმეების განსახილველად კონვენციის მე-8 მუხლთან
მიმართებით. პირველ რიგში, სასამართლო აღნიშნავს, რომ ცნება "პატივისცემა" მე-8
მუხლში არ არის მკაფიოდ განმარტებული, განსაკუთრებით იმ პოზიტიური
ვალდებულებების გათვალისწინებით, რომლებიც თან ახლავს მოცემულ კონცეფციას:
ხელშემკვრელ სახელმწიფოებში პრაქტიკის მრავალფეროვნების და სიტუაციების
გათვალისწინებით მოთხოვნები ამ ცნების მიმართ მნიშვნელოვნად განსხვავებული
იქნება თითოეულ შემთხვევაში (იხ. საქმე „ Sheffield და Horsham v. the United Kingdom“,
30 ივლისი, 1998 წ., § 52, ანგარიშები 1998 V). ამდენად ხელშემკვრელი მხარეები
სარგებლობენ ფართო დისკრეციული უფლებით იმ ღონისძიებების დასადგენად,
რომლებიც უნდა გატარდეს კონვენციასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად (იხ.
საქმე “Handyside v. the United Kingdom“, 1976 წლის 7 დეკემბრის განჩინება, სერია A no.

41
24, გვ 22, პუნქტი 48; საქმე „Abdulaziz, Cabales and Balkandali v. the United Kingdom“, 1985
წლის 28 მაისი, § 67, სერია A no. 94; საქმე „Hatton and Others v. the United Kingdom“ [GC],
no 36022/97, § 97, ECHR 2003 VIII; და საქმე „Armonienė“, ზემოთ ხსენებული, § 38). ამ
მხრივ, სასამართლო აღნიშნავს, რომ მათი პირდაპირი და მუდმივი კონტაქტის გამო
თავიანთი ქვეყნების სასიცოცხლო ძალებთან, ხელისუფლებას, ფაქტობრივად,
უკეთესი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე საერთაშორისო მოსამართლეს, გამოიტანოს
დასკვნა, თუ როგორ შეიძლება პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების უკეთესად
დაცვა შიდა სამართლებრივი წესრიგის ფარგლებში (იხ., შესაბამისი ცვლილებების
გათვალისწინებით, ზემოთ ხსენებული, „Handyside“ საქმე, პუნქტი 48; საქმე „A, B და C
v Ireland“ [GC], no 25579/05, § 232, 16 დეკემბერი. 2010 წ.; და საქმე „MGN Limited v. the
United Kingdom“, no. 39401/04, § 142, 2011 წლის 18 იანვარი).

109. მეორე, ქმედებების ბუნება გავლენას ახდენს დისკრეციული უფლებამოსილების


მოცულობაზე. სასამართლომ ადრე აღნიშნა, რომ შეიძლება წარმოიშვას სერიოზული
ჩარევა პირად ცხოვრებაში, სადაც შიდა კანონმდებლობა პერსონალური იდენტობის
მნიშვნელოვან ასპექტს ეწინააღმდეგება (იხ. საქმე „Christine Goodwin v. the United
Kingdom“ [GC], no. 28957/95, § 77, ECHR 2002 VI). ამდენად, მე-8 მუხლთან
დაკავშირებულ საქმეებში, სადაც საფრთხე ინდივიდის არსებობის ან იდენტურობის
განსაკუთრებით მნიშვნელოვან ასპექტს ემუქრება, სახელმწიფოსთვის მინიჭებული
დისკრეციული უფლების ფარგლები მცირდება (იხ. საქმე „Evans v. The United
Kingdom“ [GC], no. 6339/05, § 77, ECHR 2007 IV და საქმე „A, B და C v Ireland“ [GC],
ზემოთ ხსენებული, § 232). იგივე მიდგომაა იმ საქმეებში, სადაც ქმედებები ეხება
პირადი ცხოვრების ყველაზე ინტიმურ ასპექტს (იხ.,შესაბამისი ცვლილებების
გათვალისწინებით, საქმე „Dudgeon v the United Kingdom“, 1981 წლის 22 ოქტომბერი, §
52, სერია A no 45; და საქმე „A.D.T. v. the United Kingdom“, no. 35765/97, § 37, ECHR 2000-
IX).

110. მესამე, ევროპის საბჭოს წევრ-სახელმწიფოებს შორის კონსენსუსის არსებობის და


არარსებობის ფაქტიც გავლენას ახდენს დისკრეციული უფლების ჩარჩოების
დადგენაზე, როგორც შედარებითი მნიშვნელობის ინტერესის, ისე მისი დაცვის
საუკეთესო საშუალებების მიმართ: სადაც კონსენსუსი არ არსებობს, სახელმწიფოებს
ენიჭებათ საკმაოდ ფართო დიაპაზონის დისკრეციული უფლებამოსილება (იხ. „Evans“
საქმე, ზემოთ ხსენებული, § 77; საქმე „X, Y and Z v. the United Kingdom“, 1997 წლის 22
აპრილი, § 44, ანგარიშები. 1997 II და საქმე „Dickson v. the United Kingdom [GC], no.
44362/04, § 78, ECHR 2007 XIII). მსგავსად ამისა, ყველა მოქმედ საერთაშორისო
დოკუმენტში და ანგარიშში გაწერილი სტანდარტი შეესაბამება კონვენციის

42
გარანტიების ინტერპრეტაციას და კერძოდ, ამ სფეროს ყველა საერთო ევროპული
სტანდარტის იდენტიფიკაციას (იხ. საქმე „Tănase v. Moldova“ [GC], no. 7/08, § 176, ECHR
2010-...)

111. დაბოლოს, იმ შემთხვევებში, როდესაც ღონისძიებები, რომლებსაც


განმცხადებელი აპროტესტებს აუცილებელია მე-8 მუხლით დადგენილი პოზიტიური
ვალდებულებების შესაბამისად და ისინი გავლენას იქონიებს გამოხატვის
თავისუფლებაზე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სამართლიანი ბალანსი
საპირისპირო უფლებებსა და ინტერესებს შორის, რომლებიც გამომდინარეობს მე-8 და
მე-10 მუხლებიდან (იხ. „MGN Limited“ საქმე, ზემოთ ხსენებული, 142-ე პუნქტი),
უფლებები, რომლებიც, ფაქტობრივად, თანაბარ პატივისცემას იმსახურებს (იხ. საქმე
„Hachette Filipacchi Associés (ICI PARIS) v France“, no. 12268/03, § 41, 23 ივლისი, 2009 წ.;
შეადარეთ და განასხვავეთ საქმესთან “Sunday Times v. the United Kingdom (no. 1)“, 26
აპრილი, 1979 წ., § 65, სერია A no. 30).

ii. მე-10 მუხლი


112. სასამართლო ხაზს უსვამს პრესის განსაკუთრებულ როლს საზოგადოების
ინფორმირების, ინფორმაციის და იდეების გავრცელების სფეროში იმ საკითხებზე,
რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს კანონის უზენაესობის
პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფოში (იხ. საქმე „Financial Times Ltd and Others v.
The United Kingdom“, no. 821/03, § 59, 2009 წლის 15 დეკემბერი; „MGN Limited“ საქმე,
ზემოთ ხსენებული, § 141; და საქმე „De Haes and Gijsels v. Belgium“, 1997 წლის 24
თებერვალი, § 37, ანგარიშები 1997-I). ასეთი ინფორმაციის და იდეების გავრცელება
არა მარტო პრესის ამოცანას წარმოადგენს, არამედ საზოგადოების უფლებასაც, მიიღოს
იგი. ეს სხვაგვარად რომ ყოფილიყო, პრესაც ვერ შეძლებდა "საზოგადოებრივი
მეთვალყურის" ფუნქციის შესრულებას (საქმეები „Observer and Guardian“, ზემოთ
ხსენებული, პუნქტი 59; „Bladet Tromsø and Stensaas v. Norway“ [GC], no. 21980/93, § 62,
ECHR 1999-III; „Gutiérrez Suárez v. Spain“, no. 16023/07, § 25, 1 ივნისი, 2010 წ.; და „MGN
Limited“ საქმე, ზემოთ ხსენებული, § 141).

113. უნდა აღინიშნოს, რომ ობიექტური და დაბალანსებული ინფორმირების


მეთოდები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან და ამიტომ
სასამართლომ არ უნდა შეცვალოს თავისი შეხედულებები პრესის შეხედულებებით
იმასთან დაკავშირებით, თუ ინფორმირების რომელი ტექნიკა უნდა იქნეს
გამოყენებული (იხ. საქმე „Jersild v. Denmark“, 23 სექტემბერი, 1994 წ., § 31, სერია A no.
298). თუმცა, სარედაქციო დისკრეცია არ არის განუსაზღვრელი. პრესა არ უნდა

43
გასცდეს საზღვრებს, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, დადგენილია "დაიცვან...
სხვათა უფლებები...", მათ შორისაა მოთხოვნები იმოქმედონ კეთილსინდისიერად და
ზუსტ ფაქტობრივ საფუძველზე, და უზრუნველყონ "საიმედო და ზუსტი"
ინფორმაციის მიწოდება ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად (იხ. საქმეები „Pedersen
და Baadsgaard v. Denmark“ [GC], no. 49017/99, § 78, ECHR 2004-X; „Times Newspapers Ltd
v. United Kingdom“ (nos. 1 და 2), no. 3002/03 და 23676/03, § 42, ECHR 2009 და „MGN
Limited“, ზემოთ ხსენებული, § 141).

114. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ აუცილებელია განსხვავება გაკეთდეს


ფაქტების მიწოდებას შორის, თუნდაც ეს ფაქტები საკამათო იყოს, რომლებსაც
შეუძლიათ თავისი წვლილი შეიტანონ საზოგადოების ინტერესის დებატებში
დემოკრატიულ საზოგადოებაში, და არასაზიანო ბრალდებების გაკეთებას შორის
ადამიანის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით (იხ. „Armonienė“ საქმე, ზემოთ
ხსენებული, § 39). რაც შეეხება აღნიშნულს, დემოკრატიულ საზოგადოებაში პრესის
მნიშვნელოვანი როლის და მისი „საზოგადოებრივი მეთვალყურის“ მოვალეობის
შესრულებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა გამოხატვის თავისუფლების
შეზღუდვების შემოღება შესაძლებელი იყოს მხოლოდ ვიწრო ფარგლებში. თუმცა,
სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს პრესის მიერ სენსაციური და, ამავე დროს,
ტრაგიკული ამბების გაშუქებასთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია
აუდიტორიის გასართობად და ინტერესის გასაღვივებლად, და მიზნად ისახავს
კონკრეტული მკითხველების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას კონკრეტული
პირის პირადი ცხოვრების ინტიმურ ასპექტებზე (იხ. „Von Hannover“ საქმე, ზემოთ
ხსენებული § 65; საქმე „Hachette Filipacchi Associés“ (ICI PARIS), ზემოთ ხსენებული, §
40; და „MGN Limited“ საქმე, ზემოთ ხსენებული, § 143). ამგვარი გაშუქება არ იწვევს
პრესისთვის განკუთვნილ მე-10 მუხლის განუხრელ დაცვას. შედეგად, ასეთ
შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლება მოითხოვს უფრო ვიწრო ინტერპრეტაციას
(იხ. საქმეები „Société Prisma Presse v. France“ (dec.), Nos. 66910/01 და 71612/01, 1 ივლისი,
2003 წ.; „Von Hannover“, ზემოთ ხსენებული, § 66; „Leempoel & S.A. ED. Ciné Revue v.
Belgium“, no. 64772/01, § 77, 9 ნოემბერი, 2006 წ.; „Hachette Filipacchi Associés (ICI
PARIS)“, ზემოთ ხსენებული, 40; და „MGN Limited“, ზემოთ ხსენებული, § 143).
მიუხედავად იმისა, რომ მე-10 მუხლი ადასტურებს საზოგადოების წევრების უფლებას
ჰქონდეთ წვდომა ფართო სპექტრის პუბლიკაციებზე სხვადასხვა სფეროებში,
სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტული გამოცემის შეფასების კონტექსტში
არსებობს თუ არა საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც ამართლებს ჩარევას პირადი
ცხოვრების პატივისცემის უფლებაში, აქცენტი უნდა იყოს იმაზე, არის თუ არა

44
გამოცემა საზოგადოების ინტერესში, და არა დაინტერესდება თუ არა საზოგადოება
წაიკითხოს აღნიშნული სტატია.

115. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ აუდიოვიზუალურ მედიას ხშირად ბევრად


უფრო სწრაფი და ძლიერი ეფექტი აქვს, ვიდრე ბეჭდურ მედიას (იხ. საქმე „Jersild“,
ზემოთ ხსენებული, § 31; და საქმე „Peck v. The United Kingdom“, no. 44647/98, § 62, ECHR
2003 I). შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლება ასევე
ვრცელდება ფოტომასალის გამოქვეყნებაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს არის
სფერო, სადაც უფლებების დაცვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს,
განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სურათები ძალიან პირად და ინტიმურ
"ინფორმაციას" შეიცავს ადამიანის შესახებ ან სადაც ისინი გადაღებულია პრივატულ
ადგილებში ფარული ჩამწერი მოწყობილობის გამოყენების მეშვეობით (იხ. საქმეები
„Von Hannover“, ზემოთ ხსენებული, § 59; „Hachette Filipacchi Associés (ICI PARIS)“,
ზემოთ ხსენებული, § 47; და „MGN Limited“, ზემოთ ხსენებული, § 143). შეფასების
ფაქტორები, თუ სად გადის ბალანსი დაჟინებულ ინტერესებს შორის, მოიცავს
ფოტოების გამოქვეყნების შედეგად საერთო ინტერესის დისკუსიაში შეტანილ
დამატებით წვლილს ისევე, როგორც ფოტოების შინაარსისა (იხ. საქმე „Krone Verlag
GmbH & Co. KG v. Austria“, no. 34315/96, § 37, 26 თებერვალი, 2002 წ.).

116. სასამართლო აღნიშნავს, რომ პრესაზე დაკისრებული ნებისმიერი სანქციის ბუნება


და სიმძიმე პუბლიკაციასთან დაკავშირებით დამოკიდებულია ჩარევასა და
გამოხატვის თავისუფლების უფლებას შორის პროპორციულობის შეფასებაზე
(იხილეთ, მაგალითად, საქმეები „Ceylan v. Turkey“ [GC], no. 23556/94, § 37, ECHR 1999-
IV; „LesNik v. Slovakia“, no. 35640/97, § 63, ECHR 2003-IVl და „Karsai v. Hungary“, no.
5380/07, § 36 1 დეკემბერი, 2009 წ.). ამრიგად, სასამართლომ მაქსიმალური სიფრთხილე
უნდა გამოიჩინოს, სადაც ეროვნული ხელისუფლების მიერ გატარებული
ღონისძიებები ან დაკისრებული სანქციები მიმართულია გადააფიქრებინონ პრესას
მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესის თემების განხილვაში
(იხ. „Jersild“ საქმე, ზემოთ ხსენებული, § 35; და საქმე „Cumpǎ nǎ and Mazǎ re v. Romania“
[GC], no. 33348/96, § 111, ECHR 2004 XI).

117. დაბოლოს, სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე-10 მუხლი
არ კრძალავს გამოცემაზე წინასწარი შეზღუდვების დაკისრებას, საფრთხეები,
რომლებიც თან ახლავს წინასწარ შეზღუდვას საჭიროებს სასამართლოს მიერ
დეტალურ შესწავლას. ეს განსაკუთრებით პრესას ეხება, რადგან ახალი ამბები
მალფუჭებადი საქონელია და მისი გამოცემის შეყოვნება, თუნდაც მოკლე დროით,
შესაძლოა, მთლინად დააკარგვინოს მას ღირებულება და ინტერესი (იხ. საქმე „Observer

45
and Guardian“, ზემოთ ხსენებული, § 60). ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ
წინასწარი შეზღუდვები შეიძლება უფრო ადვილად გამართლდეს იმ შემთხვევებში,
სადაც ნათლად არ ჩანს სტატიის დაუყოვნებელი გამოცემის საჭიროება და რომელსაც
არ შეაქვს აშკარა წვლილი დისკუსიებში, რომლებიც საზოგადოების ინტერესს
წარმოადგენს.

ბ. ზოგადი პრინციპების გამოყენება საქმის ფაქტებთან მიმართებით

118. როგორც ზემოთ აღინიშნა (იხ. 106-ე პუნქტი), ცხადია, რომ პოზიტიური
ვალდებულება წარმოიშობა კონვენციის მე-8 მუხლიდან პირადი ცხოვრების
პატივისცემის უფლების ეფექტიანი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. მოცემულ
საქმეში განხილვის საკითხი იმაში მდგომარეობს, არის თუ არა განმცხადებლის მიერ
მოთხოვნილი კონკრეტული ღონისძიება, კერძოდ, სამართლებრივად სავალდებულო
წინასწარი შეტყობინების წესი, საჭირო ამ ვალდებულების შესასრულებლად.

119. სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ ეს არ არის ის შემთხვევა, სადაც არ


არსებობს მე-8 მუხლით უზრუნველყოფილი უფლებების დაცვის არანაირი ზომები.
გაერთიანებულ სამეფოში შეიქმნა პრესის თვითრეგულირების სისტემა, რომლის
სახელმძღვანელო მითითებები ასახულია რედაქტორთა კოდექსში, რედაქტორთა
კოდექსის განმარტებით სახელმძღვანელოში და ჟურნალისტების, და რედაქტორების
ქცევის „პსკ“ ზედამხედველობის დოკუმენტში (ზემოთ იხ. 29-38-ე პუნქტები). ეს
სისტემა ასახავს 1970 წლის დეკლარაციას, 1998 წლის რეზოლუციას და ევროპის
საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის რეზოლუციას (ზემოთ იხ. 55-ე და 58-59-
ე პუნქტები). მიუხედავად იმისა, რომ პრესის საჩივრების კომისია (“პსკ”) თავად არ
არის უფლებამოსილი მიანიჭოს კომპენსაცია, ადამიანს შეუძლია შეიტანოს
სამოქალაქო სარჩელი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების ნებისმიერი
სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, რომლის მოგების შემთხვევაში, შეიძლება მიიღოს
ზიანის ანაზღაურების კომპენსაცია. მაგალითად, განმცხადებლის შემთხვევაში,
გაზეთს დაეკისრა 60,000 ბრიტანული ფუნტის გადახდა განმცხადებლისთვის ზიანის
საკომპენსაციოდ, დაახლოებით 420,000 ბრიტანული ფუნტი განმცხადებლის
ხარჯების ასანაზღაურებლად და კიდევ ერთი თანხა, რომელიც არ იქნა მითითებული,
სასამართლოში საქმის წარმოების მისი პირადი იურიდიული ხარჯების
ასანაზღაურებლად. სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთ კომპენსაციებს შესაძლოა
დადებითი გავლენა ჰქონდეთ ჟურნალისტურ პრაქტიკაზე. გარდა ამისა, თუ
რომელიმე პირმა იცის დაგეგმილი გამოცემის შესახებ, რომელიც მის პირად
ცხოვრებას ეხება, მას უფლება აქვს მოითხოვოს დროებითი აკრძალვის დაწესება
მასალის გამოქვეყნებაზე. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო

46
სამართალწარმოების შესაძლებლობა და დროებითი აკრძალვა სრულად შეესაბამება
საპარლამენტო ასამბლეის 1998 წლის რეზოლუციის დებულებებს (ზემოთ იხ. 58-ე
პუნქტი). ფიზიკური პირების დამატებით დაცვას უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის
1998 წლის კანონი, რომელიც ანიჭებს უკანონოდ შეგროვებული ან არასწორი
მონაცემების განადგურების, ან გამოსწორების უფლებას (ზემოთ იხ. 42-45-ე
პუნქტები).

120. სასამართლო აღნიშნავს, რომ დღეისათვის ეროვნულ დონეზე მიღებული მე-8


მუხლით დადგენილი ღონისძიებების განხილვისას გამოხატვის თავისუფლების
კონტექსტში, მან ირიბად აღიარა, რომ ex post facto ზიანი უზრუნველყოფს
სამართლებრივი დაცვის ადეკვატურ საშუალებას მე-8 მუხლის უფლებების
დასაცავად, რომლებიც წარმოიქმნება გაზეთში პირადი ინფორმაციის გამოქვეყნების
შედეგად. ამდენად, ზემოთ ხსენებულ „Von Hannover“ საქმეში, სასამართლოს
ანალიზი დაეყრდნო იმ გარემოების დადგენას, შეძლეს თუ არა შიდა სასამართლოებმა
სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში დაეცვათ სამართლიანი ბალანსი პირადი
ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნებასა და კონკურენტულ ინტერესებს შორის.
ზემოთ ხსენებულ „Armonienė“ საქმეში, საჩივარი განმცხადებლის მეუღლის აივ
დადებითი სტატუტის გამჟღავნების ფაქტზე ორიენტირებული იყო "სასაცილო
თანხაზე" ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც წარმოიშვა მომდევნო სამოქალაქო
სამართალწარმოების პროცესში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სერიოზული
დარღვევის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ სასამართლო სამოქალაქო
სამართლით განსაზღვრულ ზიანზე მეტს ითხოვს, რათა დააკმაყოფილოს პოზიტიური
ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობს კონვენციის მე-8 მუხლიდან, მე-8 მუხლის
დარღვევას ამ საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ამგვარად, საქმეში „X
and Y v. The Netherlands“, 1985 წლის 26 მარტი, § 27, სერია A no. 91, სასამართლომ
მოითხოვა რომ საქმე, რომელშიც ადგილი ჰქონდა იძულებით სქესობრივ აქტს
თექვსმეტი წლის გონებრივად უნარშეზღუდულ გოგონასთან, განხილულიყო
სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლებში შეკავების ღონისძიების
დაკისრების მიზნით. საქმეში „K.U. v. Finland“, no. 2872/02, §§ 46-47, 2008 წლის 2
დეკემბერი, ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერის მიერ სამოქალაქო
სამართლისთვის მიყენებული ზიანი არაადეკვატური იყო, რადგანაც შეუძლებელი
იყო იმ პირის დადგენა, რომელმაც განათავსა რეკლამა განმცხადებლის სახელით,
რომელიც იმ დროისათვის მხოლოდ თორმეტი წლის იყო, გაცნობის საიტზე, რის
შედეგადაც მას სექსუალური ძალადობის საფრთხე დაემუქრა.

47
121. წინამდებარე საქმეში სასამართლომ უნდა განიხილოს, მიუხედავად მისი
წარსული მიდგომისა პრესის მხრიდან პირადი ცხოვრების პატივისცემის
დარღვევების საქმეებში, ითვალისწინებს თუ არა მე-8 მუხლი წინასწარი
შეტყობინების წესს პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების ეფექტიანი დაცვის
უზრუნველყოფის მიზნით. ამგვარად, სასამართლო მხედველობაში მიიღებს, პირველ
რიგში, დისკრეციის ჩარჩოს, რომელიც ხელმისაწვდომია მოპასუხე-
სახელმწიფოსთვის ამ სფეროში (ზემოთ იხ. 108-110-ე პუნქტები) და, მეორე,
განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი წესის სიცხადეს და პოტენციურ ეფექტიანობას.
თუმცა, განმცხადებლის საქმის კონკრეტული ფაქტები ქმნიან ამ საკითხის
სასამართლოს მიერ განხილვის საფუძველს, წინასწარი შეტყობინების მოთხოვნის
შედეგები აუცილებლად გაცილებით უფრო ფართო იქნება. რამდენადაც არსებითად
დასაბუთებული არ უნდა იყოს განმცხადებლის პირადი საქმე, სასამართლომ უნდა
გაითვალისწინოს მოთხოვნილი მოვალეობის ზოგადი ხასიათი. კერძოდ, შედეგები
გამოხატვის თავისუფლების მიმართ არ შემოიფარგლება ამ შემთხვევის სენსაციური
გაშუქებით, არამედ ვრცელდება პოლიტიკური საკითხების გაშუქებაზე და
სერიოზულ საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ
შეზღუდვების შემოღება საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე დეტალურ შესწავლას
მოითხოვს.

i. დისკრეციული უფლება
122. სასამართლო აღნიშნავს, რომ, პირველი, განმცხადებლის სარჩელი ეხება მე-8
მუხლით განსაზღვრულ პოზიტიურ ვალდებულებას და რომ სახელმწიფო
ფაქტობრივად სარგებლობს ფართო დისკრეციული უფლებით (ზემოთ იხ. 108-ე
პუნქტი). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოპასუხე-სახელმწიფომ
გადაწყვიტოს კონკურენტული უფლებების და ინტერესების დამაბალანსებელი
სისტემის შექმნა, რომელიც გამორიცხავს წინასწარი შეტყობინების მოთხოვნას. აქვე
უნდა აღინიშნოს, რომ საპარლამენტო კომიტეტმა ჩაატარა კვლევა პირადი ცხოვრების
დაცვის საკითხებზე, რომლის დროსაც მიღებულ იქნა ზეპირი და წერილობითი
მტკიცებულებები სხვადასხვა დაინტერესებული მხარისაგან, განმცხადებლის და
გაზეთის რედაქტორების ჩათვლით. თავის შემდგომ ანგარიშში, შესარჩევმა
კომიტეტის არ მიიღო არგუმენტი, რომ წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა საჭირო
იყო იმისათვის, რომ უზრუნველყოფილიყო პირადი ცხოვრების პატივისცემის
ეფექტიანი დაცვა (ზემოთ იხ. 54-ე პუნქტი).

123. მეორე, სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის საქმე ეხებოდა მისი


სექსუალური ცხოვრების ინტიმური დეტალების გამოქვეყნებას, რაც, როგორც წესი,

48
დისკრეციული უფლების შევიწროებას იწვევს (ზემოთ იხ. 109-ე პუნქტი). თუმცა,
უაღრესად პირადი ხასიათის ინფორმაციას განმცხადებლის შემთხვევაში არ შეუძლია
მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს დისკრეციულ უფლებაზე, რომელიც
სახელმწიფოს ეძლევა ამ სფეროში იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ზემოთ
აღინიშნა (იხ. 121-ე პუნქტი), ნებისმიერი წინასწარი შეტყობინების მოთხოვნას
მოჰყვება შედეგები, რომლებიც არ უკავშირდება განმცხადებლის საქმის გარემოებებს.

124. მესამე, სასამართლო აღნიშნავს წევრი-სახელმწიფოების მრავალფეროვან


პრაქტიკას, თუ როგორ დააბალანსონ კონკურენტული ინტერესები, პირადი
ცხოვრების პატივისცემა და გამოხატვის თავისუფლება (ზემოთ იხ. 62-63-ე პუნქტები).
მართლაც, განმცხადებელს არ დაუსახელებია არცერთი იურისდიქცია, სადაც
დაწესებულია წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა, როგორც ასეთი. იმდენად,
რამდენადაც შესაძლებელია ნებისმიერი საერთო კონსენსუსის იდენტიფიცირება,
ამიტომ, როგორც ჩანს, ასეთი კონსენსუსი ეწინააღმდეგება წინასწარი შეტყობინების
მოთხოვნას და არა მის სასარგებლოდაა. სასამართლო აღიარებს, რომ რიგ წევრ-
სახელმწიფოში აუცილებელია მასალაში ასახული პიროვნების თანხმობის მოთხოვნა,
სანამ პირადი მასალა გამოქვეყნდება. თუმცა, დარწმუნებით არ შეიძლება ითქვას, რომ
თანხმობის საჭიროება ზოგიერთ სახელმწიფოში შეიძლება გამოყენებულ იქნეს
ევროპული კონსენსუსის დასამტკიცებლად წინასწარი შეტყობინების მოთხოვნასთან
დაკავშირებით. განმცხადებელს არ მიუთითებია რომელიმე საერთაშორისო
დოკუმენტზე, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს შემოიღოს წინასწარი
შეტყობინების მოთხოვნა. მართლაც, როგორც სასამართლომ აღნიშნა (იხ. 119-ე
პუნქტი), გაერთიანებულ სამეფოში არსებული სისტემა სრულად ასახავს ევროპის
საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს (ზემოთ იხ. 56-59-ე პუნქტები).
აქედან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ მოპასუხე სახელმწიფოს წინამდებარე
საქმეში ფართო დისკრეციული უფლება აქვს.

ii. წინასწარი შეტყობინების მოთხოვნის სიცხადე და ეფექტიანობა

125. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ პასუხისმგებლობის ინიცირება უნდა მოხდეს


იქ, სადაც მოხდა პირადი ცხოვრების ნებისმიერი ასპექტის შეხება. აქედან
გამომდინარე, ის არ უნდა შემოიფარგლოს ინტიმური და სექსუალური პირადი
ცხოვრების დეტალების გამჟღავნებით. შესაბამისად, მოვალეობა იქნებოდა
შედარებით ფართო. მიუხედავად მთავრობის და პირადი ცხოვრების დამრღვევი
პირების შეშფოთებისა (ზემოთ იხ. 89, 94, 97 და 101-ე პუნქტები), სასამართლო
მიიჩნევს, რომ "პირადი ცხოვრების" ცნება საკმარისად კარგად ესმით გაზეთების

49
რედაქტორებს და ჟურნალისტებს იმისათვის, რომ შეძლონ დაადგინოს არღვევს თუ
არა რომელიმე გამოცემა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას. კონკრეტული
მოსაზრებები წარმოიქმნება, მაგალითად, მასების ფოტომასალებთან დაკავშირებით,
მაგრამ შესაფერისი დებულებები შეიძლება შეტანილი იყოს ნებისმიერ კანონში.
სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ შეიძლება მოიძებნოს იმ პირთა
დამაკმაყოფილებელი განმარტება, ვინც მოხვდება ამ კატეგორიაში. შესაძლებელია,
მაგალითად, მოვალეობის განსაზღვრა, რომელიც რედაქტორთა კოდექსის
მოქმედების სფეროში ხვდება.

126. თუმცა, სასამართლო დარწმუნებულია, რომ წუხილი წინასწარი შეტყობინების


მოვალეობის პრაქტიკაში ეფექტიანობასთან დაკავშირებით არ არის გაუმართლებელი.
ამასთან, ორი მოსაზრება არსებობს. პირველი, ზოგადად მიღებულია, რომ რაიმე
წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას აუცილებლად თან უნდა ახლდეს
გამონაკლისები "საზოგადოებრივი ინტერესის" ფორმით (ზემოთ იხ. 83, 89, 94, 97 და
102-ე პუნქტები). ამგვარად, გაზეთმა შეიძლება არჩიოს არ შეატყობინოს მასალაში
ასახულ პიროვნებას იმ შემთხვევაში, თუ თვლის, რომ შემდგომში შეძლებს დაიცვას
თავისი გადაწყვეტილება საჯარო ინტერესის საფუძველზე. სასამართლოს მიაჩნია,
რომ იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული სერიოზული გავლენა გამოხატვის
თავისუფლებაზე, შეუტყობინებლობის გასამართლებლად საკმარისი უნდა იყოს
საფუძვლიანი რწმენა იმისა, რომ საქმე ეხება "საზოგადოებრივ ინტერესს", მაშინაც კი,
თუ შემდგომ დადგინდება, რომ არანაირი ასეთი "საზოგადოებრივი ინტერესი" არ
არსებობდა. მხარეთა არგუმენტები როგორც ჩანს, განსხვავდება იმასთან
დაკავშირებით, უნდა შეიზღუდოს თუ არა "საზოგადოებრივი ინტერესი"
კონკრეტული საზოგადოებრივი ინტერესით არ გაკეთდეს წინასწარი შეტყობინება
(მაგალითად, სადაც იყო მტკიცებულებების განადგურების საშიშროება) ან
გავრცელდეს უფრო ზოგად საზოგადოებრივ ინტერესზე რომ მასალა გამოქვეყნდეს.
სასამართლო იზრუნებს იმაზე, რომ ვიწროდ განსაზღვრული საჯარო ინტერესის
გამონაკლისით გაიზარდოს წინასწარი შეტყობინების მოვალეობის დაშინების ეფექტი.

127. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე გაზეთი ეყრდნობოდა ჟურნალისტის და


რედაქტორის რწმენას, რომ სექსუალურ ქმედებას, რომელშიც განმცხადებელი
მონაწილეობდა ნაცისტური კონტექსტი ჰქონდა. შესაბამისად, ისინი ამტკიცებდნენ,
რომ გამოცემა გამართლებული იყო საზოგადოების ინტერესით. მიუხედავად იმისა,
რომ იდი ჯ გააკრიტიკა შემთხვევითი და უცერემონიო მანერა, რომელშიც „News of the
World“ დაასკვნა ნაცისტური ელემენტის არსებობა, მან აღნიშნა, რომ არსებობდა
მნიშვნელოვანი ფარგლები განსხვავებული შეხედულებებისთვის "საზოგადოებრივი
ინტერესის" შეფასების თაობაზე და დაასკვნა, რომ მას არ შეეძლო იმის დადგენა, რომ

50
ჟურნალისტმა და რედაქტორმა არ იცოდნენ იმ დროს, რომ საზოგადოებრივი
ინტერესის დაცვა შეიძლებოდა წარმატებით მიღწეულიყო (ზემოთ იხ. 23-24-ე
პუნქტები). აქედან გამომდინარე, განმცხადებლის შემთხვევაში არ არის
გამორიცხული, რომ სამართლებრივად სავალდებულო წინასწარი შეტყობინების
მოთხოვნა უკვე არსებობდა შესაბამის დროს, „News of the World“ გადაწყვიტა არ
შეეტყობინებინა მასალაში ასახული პიროვნებისთვის არცერთ შემთხვევაში და ამ
დროს დაეყრდნო საზოგადოებრივი ინტერესის გამონაკლისს, რათა გაემართლებინა
გამოცემა.

128. მეორე, და რაც მთავარია, ნებისმიერი წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა


იქნებოდა ისეთივე ძალის მქონე, როგორც ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის
დაწესებული სანქციები. ნორმატიული ან სამოქალაქო ჯარიმა, თუ ის არის მაღალ
სადამსჯელო დონეზე დაწესებული, ნაკლებად სავარაუდოა შეაკავოს გაზეთები არ
გამოსცენ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები წინასწარი შეტყობინების გარეშე.
განმცხადებლის შემთხვევაში არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ ერთ-ერთი მთავარი
მიზეზი, თუ არა ერთადერთი, რომ მან ვერ გააკეთა თავისი შენიშვნები იყო შესაძლო
აკრძალვის თავიდან აცილება, რომელიც შეეძლო მოეთხოვა და მიეღო (ზემოთ იხ. 21 -
და 52-ე პუნქტები). აქედან გამომდინარე, „News of the World“ არჩია რისკზე წასულიყო,
რომ მომჩივანს საქმე შეეტანა სასამართლოში მასალის გამოქვეყნების შემდეგ და მათ
დაკისრებოდა ჯარიმის გადახდა ამ პროცესის შედეგად. ნებისმიერ სხვა საქმეზე
წინასწარი შეტყობინების მოთხოვნასთან დაკავშირებით, აღნიშნულ გაზეთს შეეძლო
იგივე რისკზე წასულიყო და უარი ეთქვა შეტყობინებაზე, და გადაეხადა ex post facto
ჯარიმა.

129. მიუხედავად იმისა, რომ სადამსჯელო ჯარიმის ან სისხლის სამართლის სანქციები


შეიძლება ეფექტიანი იყოს წინასწარი შეტყობინების მოთხოვნის შესრულების
წახალისების კუთხით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამან შეიძლება მე-10 მუხლის
მოთხოვნებთან შეუთავსებლობის საფრთხე შექმნას. სასამართლო კიდევ ერთხელ
ადასტურებს, რომ ამ მხრივ შეზღუდვები დიდი სიფრთხილით უნდა იყოს
განხილული, რომლებმაც შესაძლოა ცენზურის ფორმა მიიღონ გამოქვეყნებამდე.
სასამართლო დარწმუნებულია, რომ სადამსჯელო ჯარიმების ან სისხლის სამართლის
სანქციების გამოყენების საფრთხე დაშინების ეფექტს შექმნის, რომელიც აისახება
პოლიტიკური თემების გაშუქებასა და საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე, რომლებიც
კონვენციის მე-10 მუხლით მაღალი დონის დაცვით სარგებლობენ.

iii. დასკვნა

51
130. როგორც ზემოთ აღინიშნა, გაზეთის ხელმძღვანელობის ქცევა განმცხადებლის
საქმეში მწვავე კრიტიკის საგნად იქცა. განმცხადებლის სექსუალური ცხოვრების
ამსახველი დეტალური სტატიების გამოქვეყნების გარდა, „News of the World“-მა
გამოაქვეყნა ფარულად მოპოვებული ფოტოები და ვიდეომასალა, რასაც უდავოდ
გაცილებით უფრო დიდი გავლენა ჰქონდა ვიდრე სტატიებს. მიუხედავად იმისა, რომ
განმცხადებელმა არაერთ იურისდიქციაში სცადა დაეცვა საკუთარი თავი, ეს მასალა
ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია ინტერნეტში. სასამართლო არ მიიჩნევს, რომ
აუდიოვიდეომასალას რაიმე დამატებითი ეფექტის შექმნა შეუძლია (ზემოთ იხ. 115-ე
პუნქტი), რომელიც, როგორც ჩანს, „News of the World“-მა გააშუქა, მხოლოდ
მკითხველების ინტერესის გასაღვივებლად და განმცხადებლისთვის უფრო მეტი
უხერხულობის შესაქმნელად.

131. სასამართლო, ისევე როგორც საპარლამენტო ასამბლეა, აღიარებს, რომ


საზოგადოების ყურადღების ცენტრში მყოფი პირების პირადი ცხოვრება უაღრესად
მომგებიანი საქონელი გახდა მედიის გარკვეული სექტორებისთვის (ზემოთ იხ. 57-ე
პუნქტი). ამ პირებზე ახალი ამბების გამოქვეყნება ხელს უწყობს საზოგადოებისათვის
ხელმისაწვდომი ინფორმაციის გამრავალფეროვნებას და, თუმცა საერთო ჯამში
გართობის და არა განათლების მიზნებით, უდავოდ სარგებლობს მე-10 მუხლის
დაცვით. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ დაცვაზე უპირატესი შესაძლოა მე-8
მუხლით დადგენილი მოთხოვნები გახდეს, როდესაც ეს ინფორმაცია პირად და
ინტიმურ ხასიათს ატარებს და არ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი იმისათვის,
რომ ის გავრცელდეს. ამ მხრივ, სასამართლო ითვალისწინებს შესარჩევი კომიტეტის
რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რედაქტორთა კოდექსში შევიდეს
ცვლილება და ჟურნალისტებს, ჩვეულებრივ, დაევალოთ აცნობონ მასალაში ასახულ
პიროვნებას მასზე სტატიის შინაარსის შესახებ მასალის გამოქვეყნებამდე,
"საზოგადოებრივი ინტერესის" გამონაკლისი შემთხვევების გარდა (ზემოთ იხ. 53-ე
პუნქტი).

132. თუმცა, სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ მოცემული საქმის ფაქტების


განხილვასთან პარალელურად აუცილებელია შეფასდეს წინასწარი შეტყობინების
მოთხოვნის გავლენა უფრო ფართო მასშტაბით. გასათვალისწინებელია მე-10 მუხლის
ლიმიტირებული ფარგლები პრესის თავისუფლების შეზღუდვასთან მიმართებით
გამოაქვეყნონ მასალა, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების ინტერესის მქონე
საკითხებზე დებატებს. ამდენად, ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა
დაშინების ეფექტი, რომელიც შეიძლება წინასწარი შეტყობინების მოთხოვნას
ჰქონდეს; საფუძვლიანი ეჭვი წინასწარი შეტყობინების მოთხოვნის ეფექტიანობასთან

52
დაკავშირებით და ფართო დისკრეციული უფლება ამ სფეროში, სასამართლო
მიიჩნევს, რომ მე-8 მუხლი არ ითვალისწინებს სამართლებრივად სავალდებულო
წინასწარი შეტყობინების მოთხოვნას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ
ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას, რადგან ასეთი მოთხოვნა არ
არსებობდა ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად

1. აცხადებს განაცხადს დასაშვებად;

2. ადგენს, რომ მე-8 მუხლი არ დარღვეულა.

53