You are on page 1of 12

ენა და დიალექტი

ენა არ არსებობს საზოგადოების გარეშე და, პირიქით, არც საზოგადოება იარსებებს


ენის გარეშე.ენა ცვალებადია. ცვლილებები შეინიშნება ენობრივი სისტემის ყველა
რგოლში: ლექსიკურ შემადგენლობაში, გრამატიკულ წყობაში, ბგერით
შემადგენლობასა და ბგერით პროცესებში, სიტყვებისა და ფორმანტების
მნიშვნელობაში.
როგორ მცირე ტერიტორიაზეც არ უნდა იყოს ენა გავრცელებული, იგი მაინც
ყოველთვის შეიცავს განსხვავებულ თქმებს.განსხვავება თავს იჩენს ერთ ოჯახშიც კი,
რადგან ახალი თაობა ისე არ მეტყველებს, როგორც ძველი.თვითონ ერთი ინდივიდის
მეტყველებაც კი ყოველთვის არ არის ერთნაირი, იგი იცვლება გარემოებების
ცვლასთან ერთად. ენაში ცვლილებებს ამჩნევენ იმ შემთხვევაშიც, როდესაც
აკვირდებიან ერთსა და იმავე ენას მისი გავრცელების სხვადასხვა, ერთმანეთისგან
მეტ-ნაკლებად დაშორებულ მიწა-წყალზე. ცვლილებები დროში – ესაა ისტორიული
ცვლილებები; ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტში
შეინიშნება და უკავშირდება გარკვეულ ტერიტორიაზე ენის გავრცელებას,
დიალექტური ცვლილებებია.ისტორიული ცვლილებები და დიალექტური
თავისებურებანი შინაგანად უკავშირდებიან ერთმანეთს: ამა თუ იმ
დიალექტისათვის დამახასიათებელი თავისებურებანი წარმოადგენენ შედეგს
ისტორიული განვითარებისა, რომელიც სხვადასხვა პირობებში სხვადასხვაგვარად
მიმდინარეობდა.
დიდ ტერიტორიაზე გავრცელებულ ენაში ყოველთვის გამოიყოფა დიალექტები
ანუ კილოები. ეს არის ტერიტორიული დიალექტები.დიალექტს ახასიათებს
გარკვეული თავისებურებანი, რომლებითაც ერთი დიალექტი განსხვევდება
მეორისაგან და აგრეთვე, სამწერლო ენისაგან.
ყველაზე მცირე ერთეულად მიჩნეულია იდიოლექტი, რომელიც განისაზღვრება
როგორც ერთი ინდივიდის მეტყველება გარკვეული სტილით. ამიტომ ერთი
ინდივიდის მეტყველება რამდენიმე იდიოლექტად შეიძლება დაიშალოს.
იდიოლექტზე უფრო დიდი ერთეულია თქმა, რომელიც შეიძლება ახასიათებდეს
ერთ ოჯახს, ერთ კუთხეს და სოფელსაც კი. ქვემოიმერული კილოკავის თქმები
იქნებოდა: ხონური, ვანური... შიგნიკახური კილოკავის თქმებად შეიძლება
მივიჩნიოთ: ყვარლური,გურჯაანული... კიდევ უფრო მსხვილი ერთეულია
კილოკავი, რომელიც დიალექტის შიგნით გამოიყოფა, რადგანაც ერთი დიალექტის
ფარგლებში რამდენიმე კილოკავი შეიძლება განსხვავდებოდეს მაგალითად
ზემოიმერული კილოკავი, ქვემოიმერული კილოკავი და ა.შ. ენის შემდეგი ყველაზე
დიდი ერთეულია დიალექტი ანუ კილო. დიალექტი არის ამა თუ იმ ენის
მეტყველებრივი ნაირსახეობა, გავრცელებული გარკვეულ ტერიტორიაზე ან
ეთნიკურ, სოციალურ, პროფესიულ თუ ასაკობრივ ჯგუფში. ამისდა მიხედვით,
გვაქვს ტერიტორიული, ეთნიკური, სოციალური და პროფესიული დიალექტები.
კილოები გამოიყოფა ენაში.დღესდღეობით ძირითადად საუბრობენ ქართული ენის
თექვსმეტ დიალექტზე, რომელთა დაჯგუფებაც ხდება ძირითადად გეოგრაფიული
პრინციპით, თუმცა არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ლინგვისტურ მონაცემებსაც:
აღმოსავლეთ საქართველოს ბარის დიალექტები – ქართლური, კახური და
ისტორიულად კახურის განაყარი დიალექტები – ინგილოური (აზერბაიჯანში),
ფერეიდნული (ირანში); აქვე მოიაზრებენ მესხურს (სამცხურ-ჯავახური).
აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტები: ხევსურული, ფშაური, თუშური,
მოხეური, მთიულურ-გუდამაყრული.
დასავლეთ საქართველოს დიალექტები: იმერული, ლეჩხუმური, რაჭული, გურული,
აჭარული, იმერხეული (თურქეთში).
ბოლო პერიოდის კვლევების საფუძველზე თურქეთის ტერიტორიაზე
დადასტურებულ ქართულ მეტყველებას რამდენიმე დიალექტად წარმოგვიდგენენ (შ.
ფუტკარაძე, მ. ფაღავა), თუმცა ეს ჯერჯერობით სამუშაო ვარიანტებია ეს არის
ტერიტორიული დიალექტები. დიალექტს ახასიათებს გარკვეული თავისებურებანი,
რომლებითაც ერთი დიალექტი განსხვავდება მეორე დიალექტისაგან და აგრეთვე
სამწერლო ენისაგან (თუ იგი არსებობს). ამა თუ იმ დიალექტის თავისებურებებმა
შეიძლება თავი იჩინოს იმაში, რომ ერთი დიალექტის გარკვეული სიტყვები არ
შეგვხვდება მეორე დიალექტში ან შესაძლებელია ეს სიტყვები სხვადასხვაგვარად
წარმოითქმებოდეს, ანდა ერთგვარად წარმოითქმებოდეს, მაგრამ სხვადასხვა
მნიშვნელობა ჰქონდეთ, ან არადა ერთი და იგივე სიტყვები განსხვავებული იყოს,
როგორც წარმოთქმით, ისე მნიშვნელობით; გარდა ამისა, განსხვავება შეიძლება
გამოვლინდეს გრამატიკულ ფორმებში ბგერით შემადგენლობაში,
ბგერათცვლილებებში.
შესაძლებელია წარმოვადგინოთ ზოგი ქართული კილოს ნიმუში. მაგალითად
გურული კილო: იყო ცოლ-ქმარი; იგენს არ ყავდენ შვილი. ერ ღამეს დეესიზმა ამ კაცს,
რომ შვილი ეყოლებოდა, მარა თვითონ ქე მოკდებოდა. სამი დღით ადრე ქმარმა
უთხრა ცოლს, რომ ასთე დემესიზმაო.ქმარმა გააფრთხილა ცოლი: ლოგინობის დროს
ისეთ გამოქვაბულში შესულიყო, რომ დევებს ვერ მიეგნენ. მოკტა აი კაცი. მუაწია
მოლოგინების დროი, ქალმა მონახა ერთი ყუდრო გამოქუაბული და მოლოგინდა.
ბოვშს სამი დღეი რო შუუსრულდა, უშველებელი გახთა... (ჩაწერილია ს.ჟღენტის
მიერ; იხ. მისი “გურული კილო”, გვ.124)
ხევსურული კილო: ... მაშინ ერეკლეს შაუქუჩებიან თავის ყმან; ბევრ დახოცივან.
უფრო ხევსურთა არვინ მამკვდარას ომში, იმით რომ ხევსურთ სრუ ყველას ჯაჭვი
სცმივ. ერეკლეს უთქვამ: რა გინდათ, ჩემნო ხევსურნო, რომ მაგცათ: თეთრი თუ
იარაღი, თუ რვალი? ხევსურთ არაისად ხელ არ მაუკიდებავ, უთქომ: "რად გვინდავ
საჩუქარივ? განა საჩუქრის გულისად ვიომეთავ? " მაშინ ერეკლეს მიუცემავ ზოგისად
იარაღი, ზოგისად – თეთრი. გამაბრუნვილან ხევსურნი, წამასულან. უთქომ
წამასვლაში ერეკლისად: "თუ კიდევ რა მაუხდ თათრებს, საჩქაროდ დაგვიბარიდი,
მაშინ სათათრეშიაც აღარ დავაყენებთ". ნეფე ერეკლესაც მადლობა გადაუხდავ და
წასულან ხევსურნი შინ" (ჩაწერილია ბეს. გაბუურის მიერ, გამოსცა ა.შანიძემ – იხ.
წელიწდეული, I-II, 1923-24 წ. , გვ. 164).
დიალექტები მხოლოდ ცოცხალ ენაში ჩნდება. მკვდარი ენა, ხმარებიდან გამოსული
ენა აღარ ვითარდება. მას დიალექტური სხვაობა არ შეეძინება.
კილო, კილოკავი, თქმა, ქცევა – ეს ოთხი ცნება თავისებურებათა მეტ-ნაკლებობის
საფეხურებს გამოხატავს. ისინი შეფარდებითი ცნებებია, როგორც ვიცით ყველაზე
დიდ ერთეულს წარმოადგენს კილო, ამაზე დიდი ერთეული უკვე ენა იქნება.
გარკვეულ საზოგადოებრივ-ისტორიულ პირობებში ამა თუ იმ ენის დიალექტი
შეიძლება გადაიქცეს დამოუკიდებელ ენად. რთულია ზღვარი გავავლოთ ენასა და
დიალექტს შორის. დღემდე სადავოა, ვთქვათ, რუმინული და მოლდავური, ან
მეგრული და ჭანური ორი სხვადასხვაა ენაა თუ ერთი ენის ორი სხვადასხვა
დიალექტი. ეს იმიტომ ხდება, რომ არ არსებობს ზუსტი საზომი იმის გასარკვევად,
თუ სად მთავრდება ენა და სად იწყება დიალექტი. ასეთ საზომად შეიძლება
გამოგვადგეს ურთიერთგაგებინების კრიტერიუმი, მაგრამ ეს კრიტერიუმიც არ არის
ზუსტი. ქართ ული და მეგრული, რომ ორი სხვადასხვა ენაა, თავისუფლად შეიძლება
დავამტკიცოთ, რადგან ქართველს არ ესმის მეგრული. მაგრამ ამას ვერ ვიტყვით
ჭანურის შესახებ. მეგრელი და ჭანი ერთმანეთს გარკვეულად გაუგებს, თუ მეგრელი
მეგრულად ილაპარაკებს, ხოლო ჭანი – ჭანურად. თუმცა ურთიერთგაგებინება
განხორციელდება მეტად შეზღუდულ დონეზე, რადგან მეგრული და ჭანური
ერთმანეთისგან მეტად დაშორებულია. ამიტომ მეგრული და ჭანური დღეისათვის
ორი სხვადასხვა ენა უფროა, ვიდრე ერთი ენის ორი დიალექტი.
ენებისა და დიალექტების გამოყოფა ხშირად არ ხდება მხოლოდ ლინგვისტურ
კრიტერიუმებზე დაყრდნობით. თავს იჩენს ისეთი არალინგვისტური ფაქტორები,
როგორიცაა ისტორიული გეოგრაფია, ეთნოგრაფიული დაყოფა, რელიგია,
სახელმწიფოს განვითარების ისტორია და სხვა. თანამედროვე ქართული ენა
მდიდარია ეთნიკურ-ტერიტორიული დიალექტებით. ამრიგად, ენის გავრცელებას
ასე თუ ისე დიდ ტერიტორიაზე ყოველთვის თან სდევს ახალი დიალექტების
წარმოქმნა ანუ დიფერენციაციის პროცესი. მაგალითად: რომის იმპერიის წარმოქმნამ
გამოიწვია ლათინური ენის გავრცელება მეტად დიდ ტერიტორიაზე, მაგრამ რომის
იმპერიის დაცემის შემდეგ ლათინური თანდათანობით დაიშალა დიალექტებად,
რომლებიც შემდეგ დამოუკიდებელი ენები გახდნენ. ეს ენებია:ფრანგული,
იტალიური, ეპანური, რუმინული, მოლდავური და სხვ. ყველა ეს ენა თავის დროზე
ლათინურის დიალექტს წარმოადგენდა, მაგრამ ყოფილმა დიალექტებმა შემდეგში
რომანული ენები მოგვცეს.
არსებითი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როდის მოხდა ამა თუ იმ ენის გავრცელება
დიდ ტერიტორიაზე. მაგალითად რუსული უფრო დიდ ტერიტორიაზეა
გავრცელებული, ვიდრე ქართული, მაგრამ ქართულში უფრო მეტი დიალექტი
გვაქვს, ვიდრე რუსულში.
დიფერენციაციის პროცესს ენაში უპირისპირდება ინტეგრაციის (ლათ. Integratio
“გაერთიანება” “შევსება”) პროცესი, რომელიც დიალექტობრივი სხვაობების მოშლასა
და საერთო ნაციონალური ენის ჩამოყალიბებაში გამოიხატება. ინტეგრაციის
საფუძველს წარმოადგენს კონტაქტების გაძლიერება. რაც უფრო მეტია კონტაქტები
ერთ ენობრივ კოლექტივს შიგნით, მით უფრო მეტია დიალექტობრივი სხვაობების
მოშლის შესაძლებლობა.
დიფერენციაციისა და ინტეგრაციის პროცესები მოქმედებენ ენებში ყოველთვის და
ყველან. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ეპოქაში მათი შეფარდება
სხვადასხვაა: ფეოდალური კარჩაკეტილობის დროს ჭარბობდა დიფერნციაციის
პროცესი, რაც თავისმხრივ აპირობებდა ახალი დიალექტების წარმოქმნას. ხოლო
კაპიტალისტური და სოციალისტური წყობილების პერიოდში კი სჭარბობს
ინტეგრაციის პროცესი.
ზოგი საზღვარგარეთელი დიალექტოლოგი დიალექტების თავისებურებებს
სხვადასხვა წესის საშუალებით შეისწავლის.. ერთ-ერთი მეთოდია ამ
თავისებურებების კარტოგრაფიის წესით შესწავლა. რუკაზე აღნიშნავდნენ იმ
ადგილებს, სადაც გარკვეული თავისებურება იჩენდა თავს. ცალკეულ
თავისებურებათა რუკები ერთიანდება ატლასში, ე.წ ლინგვისტურ ატლასში.
ამგვარად შეისწავლება ენობრივი თავისებურებანი, მათი გეოგრაფიული
გავრცელების ფარგლები და შესწავლის შედეგები აისახება რუკაზე. ამგვარად,
დიალექტების კარტოგრაფიული შესწავლის პროცესში აღმოცენდა ლინგვისტური
გეოგრაფია.
ლინგვისტური გეოგრაფია დიალექტურ თავისებურებებს სწავლობს, მაგრამ
დიალექტთა არსებობას უარყოფს: გვაქვს დიალექტური თავისებურებანი, მაგრამ არ
არსებობს თავისებურებათა ერთობლიობა, რომელიც გავრცელებულია
განსაზღვრულ ტერიტორიაზე. შესაძლებელია განვსაზღვროთ ცალკეულ
თავისებურებათა გავრცელების ტერიტორია, მაგრამ შეუძლებელია განვსაზღვროთ
დიალექტის, როგორც თავისებურებათა ერთობლიობის, გავრცელების ტერიტორია. “
დ ი ა ლ ე ქ ტ ო ლ ო გ ი ა, რ ო მ ე ლ ი ც უ ა რ ყ ო ფ ს დ ი ა ლ ე ქ ტ ე ბ ი ს ა რ ს ე ბ
ო ბ ა ს”, – ასე შეიძლება დავახასიათოთ საზღვარგარეთული ლინგვისტური
გეოგრაფიის ზოგიერთი მიმდინარეობის თვალსაზრისი.
ლინგვისტური გეოგრაფია ფასეულია არა დიალექტთა არსებობის უარყოფის გამო,
არამედ, მიუხედავად ამ უარყოფისა, დიალექტურ თავისებურაბათა შესწავლის
კარტოგრაფიული მეთოდის გამო, რაც საშუალებას იძლევა თვალსაჩინოდ იქნეს
წამოდგენილი დიალექტურ თავისებურებათა განლაგება რუკებზე სხვადასხვა
პირობითი ნიშნების საშუალებით.
ენისა და დიალექტების შესახებ მსჯელობისას განსაკუთრებით მნიშვნეოვანია
სალიტერატურო ენის საკითხი. რა თქმა უნდა, ყველა ენა არ არის სალიტერატურო.
მეგრული და სვანური, მართალია, ენებია, რომელთაც აქვთ დიალექტებიც კი, მაგრამ
სალიტერატურო ენა სვანებისა და მეგრელებისათვის ყოველთვის იყო, და იქნება
ქართული. საერთოდაც მსოფლიო ენათა უმრავლესობა, რომელთა რიცხვი 3000-ზე
მეტია არ წარმოადგენს სალიტერატურო ენას.
სალიტერატურო ენა ერთგვარ პრესტიჟულ მდგობარეობაში იმყოფება
უმწერლობო ენებთან და დიალექტებთან შედარებით. ამ პრესტიჟულ მდგომარეობას
აპირობებს ის, რომ სალიტერატურო ენა პოლიფუნქციონალურია. ესაა ენა
ლიტერატურის, ხელოვნების, სკოლის, პრესის, რადიოსი, ტელევიზიის,
მეცნიერების. სალიტერატურო ენაზე იწერება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
დოკუმენტები, ის არის სახელმწიფო ენა, რომლის ნორმების დაცვა
სახელმწიფოებრივი საქმეა.
მიუხედავად სალიტერატურო ენის ასეთი დიდი უპირატესობისა დეალექტებთან
შედარებით, სალიტერატურო ენასა და დიალექტებს შორის გარადაუალი ზღვარი
მაინც არ არსებობს. სალიტერატურო ენა სხვა არაფერია, თუ არა ყოფილი
დიალექტი,რადგანაც სალიტერატურო ენას საფუძვლად ედება ესა თუ ის დიალექტი,
მაგრამ კონკრეტულად თუ რომელი, ეს დამოკიდებულია კულტურულ, ეკონომიკურ
და პოლიტიკურ ფაქტორებზე. სალიტერატურო ენის საფუძველი ხდება ის
დიალექტი, რომლის მატარებელნიც დაწინაურნებულნი არიან პოლიტიკური,
ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით. ასე, მაგალითად, ლათინურს
საფუძვლად დაედო რომის დიალექტი, რადგან რომს გაბატონებული მდგომარება
ეკავა ძველი რომის იმპერიაში ამავე მიზეზის გამო ფრანგულს საფუძვლად დაედო
პარიზის მეტყველება, ძველ ბერძნულს – ანტიკური, რუსულს ჩრდილოური,
ქართულს – ქართლ-კახური დიალექტი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ამოსავალი
ერთი კილოა (დიალექტია), ლიტერატყრული ენა არ ემთხვევა მას: დროთა
ვითარებაში ლიტერატურული ენის განვითარებაში სხვა კილოები იღებენ
მონაწილეობას. ეს კილოები მის მასაზრდოებელ წყაროს წარმოადგენენ. ასეთებია
ქართულისათვის კახური და ნაწილობრივ იმერული, ფშავური, უფრო ნაკლებ
მოხეური, მესხური გურული, ზოგჯერ მეგრული, სვანური და სხვ. „(ვ. თოფურია)...
„სალიტერატურო ენა იქმნება გარკვეული დიალექტის საფუძველზე... ძველი
სალიტერატურო ქართული ენა შეიქმნა ისტორიული ქართლის მეტყველების
საფუძველზე (ახალი ქართული სალიტერატურო ენა ქართლურის გარდა კახურსაც
ემყარება). სახელდობრ, რა დიალექტს მიეცემა უპირატესობა სალიტერატურო ენის
ჩამოყალიბებისა, ამას განსაზღვრავს საზოგადოებრივ პოლიტიკური გარემოებები (და
არა დიალექტის ენათმეცნიერული თვისებები): საკითხს ის წყვეტს, თუ რა
დიალექტის წარმომადგენლები თამაშობენ წამყვან როლს სათანადო ქვეყნის
საზოგადოებრივ პოლიტიკურსა და კულტურულ ცხოვრებაში. სალიტერატურო ენა
იქმნება გარკვეული დიალექტის საფუძველზე, მაგრამ იგი სავსებით არაა
თანხვედრილი არც ერთ დიალექტთან (თუნდაც საორიენტაციო დიალექტთანაც).
თვის შექმნის მომენტშიც კი სალიტერატურო ენა ერთგვარად სცილდება ძირითად
დიალექტის, ამ მთავარი მასაზრდოებელი წყაროს ფარგლებს. შემდგომი
განვითარების პროცესში კი სალიტერატურო ენა ითვისებს სხვა დიალექტების
მასალასაც“ (არნ. ჩიქობავა).

ის, რომ ქართულ სალიტერატურო ენასთან ყველაზე ახლოსაა ქართლური და კახური


დიალექტები, სადავო არაა, მაგრამ იმავდროულად აშკარაა ზოგი პრინციპული
ხასიათის სხვაობა მათ შორის — როგორც კონკრეტული ფორმების, ასევე
განვითარების შინაგანი ტენდენციების თვალსაზრისით.

სალიტერატურო ენა საერთოა და სავალდებულო ამ ენაზე ყველა მეტყველისთვის,


არის ოფიციალური ურთიერთობის საშუალება, სამწერლობოა და ნორმირებული. ეს
ნიშნები განსაზღვრავს ნებისმიერი სალიტერატურო ენის არსს.

იმის კითხვა: რამდენად არის შესაძლებელი, ეომ ამა თუ იმ დიალექტმა უშუალოდ,


ყოველგვარი გარდამავალი საფეხურის გარეშე მოიპოვოს ყველა ის ნიშანი, რომელიც
დასახელებული იყო სალიტერატურო ენის განმსაზღვრელად?

ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ეს ნიშნები ერთმანეთითაა შეპირობებული.


ერთმანეთისგან გამომდინარეობს: ის, რომ სალიტერატურო ენა საერთოა ყველა ამ
ენაზე მოსაუბრესთვის, განსაზღვრავს მის სავალდებულო და ოფიციალურ ხასიათს,
ეს კი, თავის მხრივ, შეაპირობებს იმას, რომ სამწერლობო ხდება სწორედ ეს საერთო
და სავალდებულო ენა, რაც თავისთავად განსაზღვრავს ასეთი ენის ნორმირების
აუცილებლობას (ანუ: მის დაცვას დიალექტური მინარევებისგან).

ზემოხსენებულის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ სალიტერატურო ენას


საფუძვლად უნდა დასდებოდა ის მეტყველება, რომელიც ატარებდა
დასახელებულთაგან ერთ-ერთის ნიშან-თვისებას, კერძოდ. არსებითი მაინც
საერთოობა არის; ესე იგი, ივარაუდება მეტყველება, რომელსაც საერთოობის
თვალსაზრისით უნდა ჰქონოდა მოპოვებული სოციალური სანქცია.

სტიქიურად წარმოქმნილი ასეთი საერთო მეტყველება (ენა) არის კოინე, რომელიც


ზედიალექტის სახელითაც არის

სალიტერატურო ენა, მართალია, ორიენტაციას იღებს ეთნიკურ (ტერიტორიულ)


დიალექტზე, მაგრამ მასში საკმაოდ ხელშესახებია სოციალური დიალექტების
დანაშრევიც, განსაკუთრებით კი იმ სოციალური დიალექტისა, რომელიც
მწიგნობრობასთან ნაზიარევი სოციალური ფენის მეტყველებაა.
სალიტერატურო ენა იქმნება გარკვეული დიალექტის საფუძველზე, მაგრამ იგი
სავსებით არაა თანხვედრილი არც ერთ დიალექტთან (თუნდაც საორიენტაციო
დიალექტთანაც). თვის შექმნის მომენტშიც კი სალიტერატურო ენა ერთგვარად
სცილდება ძირითად დიალექტის, ამ მთავარი მასაზრდოებელი წყაროს ფარგლებს.
შემდგომი განვითარების პროცესში კი სალიტერატურო ენა ითვისებს სხვა
დიალექტების მასალასაც.
ის, რომ ქართულ სალიტერატურო ენასთან ყველაზე ახლოსაა ქართლური და
კახური დიალექტები, სადავო არაა, მაგრამ იმავდროულად აშკარაა ზოგი
პრინციპული ხასიათის სხვაობა მათ შორის — როგორც კონკრეტული ფორმების,
ასევე განვითარების შინაგანი ტენდენციების თვალსაზრისით.
სალიტერატურო ენა საერთოა და სავალდებულო ამ ენაზე ყველა მეტყველისთვის,
არის ოფიციალური ურთიერთობის საშუალება, სამწერლობოა და ნორმირებული. ეს
ნიშნები განსაზღვრავს ნებისმიერი სალიტერატურო ენის არსს.
იმის კითხვა: რამდენად არის შესაძლებელი, რომ ამა თუ იმ დიალექტმა უშუალოდ,
ყოველგვარი გარდამავალი საფეხურის გარეშე მოიპოვოს ყველა ის ნიშანი, რომელიც
დასახელებული იყო სალიტერატურო ენის განმსაზღვრელად?
ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ეს ნიშნები ერთმანეთითაა შეპირობებული.
ერთმანეთისგან გამომდინარეობს: ის, რომ სალიტერატურო ენა საერთოა ყველა ამ
ენაზე მოსაუბრესთვის, განსაზღვრავს მის სავალდებულო და ოფიციალურ ხასიათს,
ეს კი, თავის მხრივ, შეაპირობებს იმას, რომ სამწერლობო ხდება სწორედ ეს საერთო
და სავალდებულო ენა, რაც თავისთავად განსაზღვრავს ასეთი ენის ნორმირების
აუცილებლობას (ანუ: მის დაცვას დიალექტური მინარევებისგან).
ზემოხსენებულის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ სალიტერატურო ენას
საფუძვლად უნდა დასდებოდა ის მეტყველება, რომელიც ატარებდა
დასახელებულთაგან ერთ-ერთის ნიშან-თვისებას, კერძოდ. არსებითი მაინც
საერთოობა არის; ესე იგი, ივარაუდება მეტყველება, რომელსაც საერთოობის
თვალსაზრისით უნდა ჰქონოდა მოპოვებული სოციალური სანქცია. სალიტერატურო
ენა, მართალია, ორიენტაციას იღებს ეთნიკურ (ტერიტორიულ) დიალექტზე, მაგრამ
მასში საკმაოდ ხელშესახებია სოციალური დიალექტების დანაშრევიც,
განსაკუთრებით კი იმ სოციალური დიალექტისა, რომელიც მწიგნობრობასთან
ნაზიარევი სოციალური ფენის მეტყველებაა. აქვე უნდა ღინიშნოს, რომ
სალიტერატურო ენა უფრო კონსერვატულია, ვიდრე ტერიტორიული დიალექტები.
ტერიტორიული დიალექტი ერთგვარი ღია სისტემაა, რმელშიც გზა აქვს გახსნილი
ყოველგვარ ინოვაციას, ხოლო სალიტერატურო ენა მასთან შედარებით დახურული
სისტემაა, რომელიც ემყარება თავის პრესტიჟულ მდგომარეობას, გზას უღობავს
დიალექტებში მომხდარ გარდაქმნებს. ამიტომ დროთა განმავლობაში
სალიტერატურო ენა შესაძლებელია გაუგებარიც კი გახდეს ხალხისათვის, რაც
თავისმხივ წარმოშობს სალიტერატურო ენის დამოუკიდებლად შესწავლის
საჭიროებას. მაგალითად ინგლისური სალიტერატურო ენა იმდენად არის
დაცილებული ინგლისური დიალექტებისგან, რომ ინგლისურენოვანი მოსახლეობა
სალიტერატურო ინგლისურს სწავლობს როგორც დამოუკიდებელ ენას. სწორედ
სალიტერატურო ინგლისური აერთიანებს ინგლისურენოვან სამყაროს ერთ
მთლიანობად და არ ინგლისრურის დიალექტები, რომლებიც ერთმანეთისაგან
დიდად განსხვავდებიან. ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს გერმანულში, რადგან
გერმანულის დიალექტები იმდენად დაცილებულნი არიან აერთმანეთისაგან, რომ
მხოლოდ სალიტერატურო გერმანული აერთიანებს გერმანულენოვან სამყაროს ერთ
ენობრივ კოლექტივად. თითქმის ასეთივე მდგომარეობა გვაქვს ქართულში:
ქართველებს, მეგრელებს, და სვანებს ერთ ენობრივ კოლექტივად აერთიანებს
სალიტერატურო ქართული, რაც საფუძველი ხდება იმისა, რომ სვანები და
მეგრელები ქართველებია ეროვნული თვალსაზრისით. გარკვეული რეფორმების
გატარება სალიტერატურო ენაში აუცილებელია, რადგანაც სინააღმდეგო
შემთხვევაში სალიტერატურო ენა ადვილად შესაძლებელია მთლიანად დასცილდეს
საერთო სახალხო ენას ე.ი გაუგებარი გახდეს ხალხისათვის.

ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ტერიტორიული და სოციალური


დიალექტები. როდესაც სოციალური დიალექტების შესახებ საუბრობენ,
მხედველობაში აქვთ ამა თუ იმ საზოგადოებრივი კლასის, ამა თუ იმ
საზოგადოებრივი ჯგუფის, გარკვეული პროფესიის, გარკვეული სპეციალობის პირთა
მეტყველების თავისებურებანი. მაშასადამე, სოციალური დიალექტების ნიმუშებს
წარმოადგენს:ფეოდალური არისტოკრატიის, ბურჟუაზიის “კლასობრივი”
დიალექტები; ამა თუ იმ სპეციალობის მუშათა: ფეიქრის, მეწაღის, დურგლის,
კალატოზის, მელითონის, რკინიგზელის... მეზღვაურის... მეტყველების
თავისებურებანი; სხვადასხვა სპეციალობის გონებრივ მუშაკთა მეტყველების
თავისებურებანი.
სოციალურ დიალექტებს გარკვეული თავისებურებები ახასიათებს; ეს არის
ტერიტორიული და სოციალური დიალექტების საერთო ნიშანი: მეტყველების
თავისებურებათა გარეშე, საერთოდ, დიალექტი არც გვექნებოდა. მაგრამ სოციალური
დიალექტები განსხვავდება ტერიტორიულისაგან რიგი მნიშვნელოვანი მომენტის
მიხედვით. სოციალურ დიალექტს არც თავისი ფონემატური სისტემა აქვს და არც
გრამატიკა. ამიტომ სოციალური დიალექტისგან ენა არ მიიღება.
სოციალური დიალექტების თავისებურებებში სიმძიმის ცენტრი ლექსიკასა და
ფრაზეოლოგიას ხვდება. ეს გასაგებიცაა. ისინი შეპირობებულია, საერთოდ,
ადამიანის საზოგადოებრივი მდგომარეობით და შრომითი საქმიანობით, პირველ
რიგში კი საწარმოო საქმიანობით.
სოციალური დიალექტები წარმოადგენენ ე.წ. ჟარგონებს, სლენგებს. ჟარგონები
წარმოიშობა პრაქტიკული მოთხოვნილების შედეგად, რაც ენობრივი
განცალკევებისაკენ მიდრეკილებაში მჟღავნდება. ჟარგონი – ამ სიტყვის პირდაპირი
მნიშვნელობით – ესაა ქურდების, პროფესიული მათხოვრების, მოხეტიალე
მეწვრილმანეთა პირობითი “ენა”. იგი უნდა მივიჩნიოთ სოციალური დიალექტის
სახეობად, რამდენადაც ჟარგონი მოემსახურება ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს,
რომელთაც პროფესიული ინტერესები აერთიანებს.
ასევე ჟარგონს წარმოადგენს ჩვენებური “ქაჯური ენა” : აქ სიტყვებს ასხვაფერებენ
იმით, რომ ყოველ მარცვალს ურთავენ გარკვეულ ნაწილაკს, ამის შემდეგ სიტყვა ისე
იცვლება, რომ იგი გაუგებარი ხდება. ჟარგონებს ვხვდებით ყველა ენაში. მაგალითად
ერთ ამერიკულ ჟარგონში ყოველი სიტყვის თავკიდურა თანხმოვანი გადადის
ბოლოში და მას ემატება – ay [ei].
ტერიტორიული დიალექტი ყოველთვის გავრცელებულია რაიმე გეოგრაფიულ
არეალში. საკუთრივ ლინგვისტური თვალსაზრისით ტერიტორიული დიალექტი
საინტერესოა იმით, რომ მას აქვს თავისებური სისტემა ფონემებისა, ასევე
თავისებური გრამატიკული სისტემა და ლექსიკა. ამიტომ ტერიტორიული
დიალექტები წარმოადგენენ ერთი და იმავე ენის სხვადასხვა ვარიანტებს. ქართული
ენის თხუთმეტი სხვადასხვა დიალექტი ქართული ენობრივი სისტემის სხვადასხვა
ვარიანტებია, ასევე სვანური ენის სხვადასხვა ვარინტებია მისი დიალექტები: ბალს
ზემოური, ბალს ქვემოური, ლაშხური და ლენტეხური. რუსული ენის სხვადასხვა
ტერიტორიულ ვარიანტებს წარმოადგენენ ჩრდილოური, შუა და სამხრეთული
დიალექტები და ა.შ. ყველა ენას, თუ ის, ასე თუ ისე დიდ ტერიტორიაზეა
გავრცელებული, ყოველთვის აქვს ასეთი ტერიტორიალური დიალექტები,
რომლებიც ენის სხვადასხვა ვარიანტებს წარმოადგენენ. რადგანაც ტერიტორიულ
დიალექტს თავისებური ფონემატური სისტემა, გრამატიკა და ლექსიკა აქვს, ამიტომ
დროთა განმავლობაში მაგვარი დიალექტისაგან, ენაც კი შეიძლება მივიღოთ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტერიტორიული დიალექტები გამიჯნულია
ერთმანეთისაგან გავრცელების ადგილის მიხედვით: ერთ სოფელში ან ქალაქში ორი
ტერიტორიული დიალექტი შეუძლებელია გვქონდეს. სოციალური დიალექტები
ტერიტორიულად გამიჯნული არ არის: ერთ ქალაქში, ერთ სოფელშიც კი შეიძლება
წარმოდგენილი იყოს რამდენიმე სოციალური დიალექტი. ტერიტორიული
დიალექტი მასებს ემსახურება, სოციალური დიალექტი კი – მხოლოდ საზოგადოების
გარკვეულ ჯგუფს. ტერიტორიული დიალექტების თავისებურება ეხება ძირითად
ლექსიკურ ფონდსაც, გრამატიკულ წყობასაც, ფრაზეოლოგიასაც და ბგერით
მოვლენებსაც; სოციალრ დიალექტთა თავისებურებანი კი ძირითადად ლექსიკასა და
ფრაზეოლოგიაზე მოდის.
ენა ისტორიულ კატეგორიას წარმოადგენს: იგი დროთა ვითარებაში იცვლება,
ვითარდება. ენაში მომხდარ ცვლილებებს თვითონ მოლაპარაკენი ძნელად ამჩნევენ,
გარეშე პირთათვის კი მათი შემჩნევა ადვილია.
ლიტერატურა:
1.გ.ნებიერიძე, ენათმეცნიერების შესავალი, თბილისი, 1999.
2.ენათმეცნიერების შესავლის საკითხები, გ.ახვლედიანის რედაქციით,თბილისი 1972.
3.არნ. ჩიქობავა, ენათმეცნიერების შესავალი, თბილისი, 1952.
4.http://www.lingua.ge/dialektebi.html