You are on page 1of 32

ilias saxelmwifo universiteti 2018

010
Seni saintereso cxovreba iwyeba aq!
სარჩევი
facebook.com/Iliauni

instagram.com/iliauni/
5 6 12
რექტორის მიმართვა რატომ ილიაუნი? უნივერსიტეტის
მიმზიდველობა

twitter.com/iliastateuni

14 16 20
საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები საბაკალავრო პროგრამები
თანამშრომლობა
Ilia State University

youtube.com/user/iliauni
32 34 38
სწავლის საფასური სწავლის დაფინანსების საერთაშორისო
და გადახდა შესაძლებლობები აკრედიტაციის
საბაკალავრო პროგრამები

online.iliauni.edu.ge
42
სტუდენტური ცხოვრება
და სივრცეები

unabot.iliauni.edu.ge
რექტორის მიმართვა
პროფესიის არჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებაა,
რომელიც დამოუკიდებლად უნდა მიიღო. საკმაოდ რთულია, ადრეულ ასაკში
განსაზღვრო, რა არის შენი ნამდვილი მოწოდება, რისი კეთება მოგანიჭებს ყველაზე დიდ
სიამოვნებას. მით უმეტეს, რომ შეიძლება ცოდნის ბევრ სფეროზე (მაგ.: ფილოსოფია,
თეოლოგია, პოლიტიკის მეცნიერებები, ეკონომიკა, ფსიქოლოგია და სხვ.) ძალიან მწირი
ინფორმაცია გქონდეს.

თუ ბოლომდე არ ხართ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული,
უმჯობესია, ისეთი სასწავლებელი და პროგრამა შეარჩიოთ, რომელიც საშუალებას
მოგცემთ, თავდაპირველად ფართო განათლება მიიღოთ, შეიქმნათ წარმოდგენა ცოდნის
სხვადასხვა სფეროზე და უკვე სწავლის პროცესში გააკეთოთ აქცენტი ვიწრო სპეცი-
ალიზაციაზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლება ლიბერალური (ლათინური სიტყვიდან
“liber” – თავისუფალი) განათლების პრინციპებს ეფუძნება. ყველა ილიაუნელი სწავლის
პირველ წელს გადის სალექციო კურსს „შესავალი თანამედროვე აზროვნებაში“, რომელიც
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა შექმნეს. კურსი აერთიანებს
სხვადასხვა დროის მოღვაწე ცნობილ მოაზროვნეთა ნაშრომებს სრულად ან ნაწილობრივ
და სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სწავლის მეორე წელს გააზრებულად აირჩიონ
მომავალი პროფესია, ჩამოიყალიბონ ღირებულებითი მიდგომა ყველაზე მნიშვნელოვანი
საზოგადოებრივი საკითხების მიმართ და მოემზადონ იმ გამოწვევისა და სიამოვნე-
ბისათვის, რასაც თავისუფალი აზროვნება ჰქვია.

ძველ დროში მონას მხოლოდ ხელობას ასწავლიდნენ, თავისუფალი ადამიანი კი იძენდა
„თავისუფალი ხელოვნებების“ შესახებ ცოდნას. თანამედროვე ეპოქაში ეს ძველი
განსხვავება მონასა და თავისუფალს შორის, საბედნიეროდ, აღარ არსებობს, მაგრამ
თავისუფლად აზროვნების შესაძლებლობა ჩვენს დროშიც პრივილეგიაა.

ილიაუნელობა ამ პრივილეგიას გულისხმობს – 4 წლის შემდეგ თქვენ არა მხოლოდ
პროფესიული კარიერისთვის იქნებით მზად, არამედ პიროვნული და სამოქალაქო
პასუხისმგებლობისთვის. შესაბამისად, გექნებათ შესაძლებლობა, ჩამოყალიბდეთ
საზოგადოების ლიდერებად და ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვალოთ.

გიგა ზედანია
რექტორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

4 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 5
რატომ ილიაუნი?
ისტორია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2006 წელს დაფუძნდა განსხვავებული და
ხანგრძლივი ისტორიის მქონე 2 უნივერსიტეტის გაერთიანებისა და 15-მდე კვლევითი
თუ საგანმანათლებლო დაწესებულების შემოერთების შედეგად.

ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთი-ერთი წამყვანი კვლევითი და
საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში.

ღირებულებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება 8 ძირითად ღირებულებას.
ესენია:

ავტონომიურობა სოციალური პასუხისმგებლობა
უნივერსიტეტი დამოუკიდებლად იღებს უნივერსიტეტი უნიკალური სამეცნიერო და
გადაწყვეტილებებს თავისი ძირითადი საქმიანობის ადამიანური რესურსის გამოყენებით ემსახურება
სრულყოფილად წარმართვისთვის. საზოგადოების მდგრად განვითარებას.

თანაბარი შესაძლებლობები კეთილსინდისიერება
უნივერსიტეტში უზრუნველყოფილია თანაბარი უნივერსიტეტის საქმიანობის უმთავრესი
შესაძლებლობები, რაც მოიცავს როგორც არჩევანის კრიტერიუმია კეთილსინდისიერება
თავისუფლებას, ასევე ხელშეწყობას შესაბამისი სწავლა/სწავლებისა და კვლევის პროცესში.
ქმედებების განხორციელებისათვის.

მრავალფეროვნება გამჭვირვალობა და ღიაობა
უნივერსიტეტში წახალისებულია კულტურული, უნივერსიტეტი ანგარიშვალდებულია საზოგადოების
საგანამანათლებლო და კვლევითი საქმიანობის წინაშე, პრაქტიკულად ავრცელებს ინფორმაციას
მრავალფეროვნება, როგორც საზოგადოებრივი საქმიანობის თაობაზე და ღიაა
ღირებულებების შექმნის საფუძველი. თანამშრომლობისათვის.

აკადემიური თავისუფლება განვითარებაზე ორიენტირებულობა
უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სამეცნიერო/ უნივერსიტეტი პრაქტიკულად აფასებს საკუთარ
აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის საქმიანობას, ეძებს სუსტ მხარეებს და ზრუნავს მათ
აკადემიური საქმიანობის არჩევანისა და აღმოფხვრაზე.
განხორციელების თავისუფლებას.

ილიაუნის ბოტანიკის ინსტიტუტი

6 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 7
რატომ ილიაუნი?
მისია ფაქტები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიაა
ცოდნის შექმნა, გადაცემა და გამოყენება
მეცნიერების წინსვლისა და საზოგადოების
302
პროფესორი
განვითარებისათვის, როგორც
ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
298
მკვლევარი

16046
სტუდენტი
ხედვა
50-მდე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2024 საბაკალავრო და
წელს იქნება საქართველოსა და რეგიონში 40-მდე სამაგისტრო
და სადოქტორო
წამყვანი და სწრაფად მზარდი კვლევითი პროგრამა
დაწესებულება, რომელიც ინოვაციური
მიდგომებით ქმნის სამეცნიერო-
ტექნოლოგიური განვითარების, მაღალი
ხარისხის სასწავლო-საგანმანათლებლო
30 -მდე კვლევითი
ინსტიტუტი და ცენტრი
პროცესებისა და საზოგადოებრივი
კეთილდღეობის საფუძვლებს.
სასწავლო და
სამეცნიერო ბაზები
საქართველოს
სხვადასხვა რეგიონში

სტუდენტების რაოდენობა 4 ფაკულტეტი
2006-2007 2629
2007-2008 6098 მეცნიერებათა და
2008-2009 6884
ხელოვნების
ფაკულტეტი
2009-2010 7972
2010-2011 7904
საბუნებისმეტყველო
2011-2012 8818 მეცნიერებებისა და
2012-2013 10910 საინჟინრო ფაკულტეტი
2013-2014 12904
2014-2015 14560 ბიზნესის სკოლა
2015-2016 14635
2016-2017 15763
2017-2018 16046 სამართლის სკოლა

ილიაუნის ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია

8 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 9
აკადემიური პერსონალი

www.faculty.iliauni.edu.ge

10 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 11
უნივერსიტეტის მიმზიდველობა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო კვლევითი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი არჩევანით კონკურსის
დაწესებულებების რანჟირების სისტემაში (SCImago Institutions Rankings)* მიხედვით* არაპროფილურ უმაღლეს სასწავლებლებს შორის ქვეყნის
კავკასიის რეგიონში პირველ ადგილს იკავებს. მასშტაბით პირველ ადგილზეა.

SCImago-ს 2017 წლის ინსტიტუციურ რეიტინგში მსოფლიოს მასშტაბით 5250 კვლევითი
ინსტიტუცია მოხვდა, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც საქარ- 2017 წლის 10 ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტის
თველოსა და კავკასიის რეგიონში – პირველი ადგილი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 656-ე
ადგილი უკავია. რეიტინგი

7140

6860
All sectors Georgia 2017

3595

3585

2163
1919

1430
1088
4 ranked institutions Download data (csv)

992
920

592
575

530

420
308
3.08

187
2.09

1.99

1.91

1.89

1.87

1.65

1.51

1.34

1.23
140

138
100

112
1 (656) Ilia State University GEO
ბათუმის ვანო
თბილისის ბათუმის საქართველოს
2 (670) Ivane Javakhishvili Tbilisi State University GEO საქართველოს თბილისის საქართველოს შოთა სარაჯიშვილის
სახელმწიფო სახელმწიფო ეროვნული
შსს თსუ თავისუფალი აგრარული რუსთაველის სახელობის
სამედიცინო საზღვაო თავდაცვის
აკადემია უნივერსიტეტი უნივერსიტეტი სახელმწიფო სახელმწიფო
უნივერსიტეტი აკადემია აკადემია
3 (679) Georgian National Academy of Sciences GEO უნივერსიტეტი კონსერვატორია

4 (693) Georgian Technical University GEO
ვაკანტური ადგილების პირველ პრიორიტეტად არჩევანის კონკურსი პირველი არჩევანის
რაოდენობა რაოდენობრივი მაჩვენებელი მიხედვით ერთ ადგილზე

წყარო: www.scimagoir.com წყარო: www.naec.ge

*SCImago-ს რანჟირების სისტემა ავტომატურად აფასებს მსოფლიოში არსებულ ყველა აკადემიური *აბიტურიენტების მიერ უნივერსიტეტის პირველ ადგილზე შემოხაზვის რაოდენობრივი მაჩვენებელი
და კვლევითი პროფილის ინსტიტუციას და ეფუძნება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ გაყოფილი იმ წელს აღნიშნული უნივერსიტეტის მისაღები კონტიგენტის რაოდენობაზე.
სამეცნიერო ბაზას (SCOPUS).

12 13
14 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 15
გაცვლითი პროგრამები #weareiliauni
www.weare.iliauni.edu.ge

Erasmus+
სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები
ევროკავშირის 50 უმაღლეს სასწავლებელში

ილიაუნის საგარეო ურთიერთობების სამსახურის მხარდამჭერი სერვისები
გაცვლითი პროგრამებით დაინტერესებულ პირებს

ნარმინა გუსეინოვა − ილიაუნის მეცნიერებათა ანი საჯაია − ილიაუნის მეცნიერებათა და
და ხელოვნების ფაკულტეტის სოციოლოგიის ხელოვნების ფაკულტეტის პოლიტიკის
ინფორმირება ინდივიდუალური კონსულტაციები მიმართულების სტუდენტი. მეცნიერებების მიმართულების სტუდენტი.

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სწავლობდა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სწავლობდა
ელექტრონული მეილები კონკურსის პირობებზე ლიმერიკის უნივერსიტეტში (ირლანდია). ზიგენის უნივერსიტეტში (გერმანია).

არგუსი კონკურსის პროცედურებზე

საინფორმაციო შეხვედრები აპლიკაციის შევსების პროცესზე

გაცვლით პროგრამებში მონაწილეთა სტატისტიკური მაჩვენებლები
წლების მიხედვით

53 52 32 128 228

2013 2014 2015 2016 2017 ელენე ხარიტონიშვილი − ილიაუნის ბიზნესის გიორგი ოდოშაშვილი − ილიაუნის მეცნიერებათა
სკოლის სტუდენტი. და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი.
ბაკალავრი მაგისტრანტი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სწავლობდა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სწავლობდა
დოქტორანტი აკადემიური პერსონალი ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების გრონინგენის უნივერსიტეტში (ნიდერლანდები).
ადმინისტრაციული პერსონალი (2016 წლიდან) პოსტ-დოქტორანტი (2016 წლამდე) უნივერსიტეტში (ავსტრია).

16 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 17
#weareiliauni
www.weare.iliauni.edu.ge

ანა ზაქარაძე − ილიაუნის ბიზნესის სკოლის გიორგი ბერეჩიკიძე − ილიაუნის გიორგი ჩაკვეტაძე − ილიაუნის თამარ რობაქიძე − ილიაუნის მეცნიერებათა და
მენეჯმენტის მიმართულების სტუდენტი. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ფაკულტეტის ხელოვნების ფაკულტეტის პოლიტიკის
საინჟინრო ფაკულტეტის ეკოლოგიის სტუდენტი. მეცნიერების მიმართულების სტუდენტი.
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სწავლობდა მიმართულების სტუდენტი.
ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სწავლობდა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სწავლობდა
(თურქეთი). Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ლაკვილას უნივერსიტეტში (იტალია). ზიგენის უნივერსიტეტში (გერმანია).
გოტინგენის უნივერსიტეტში (გერმანია).

გიორგი მგელაძე − ილიაუნის ბიზნესის სკოლის თამარ ბექაური − ილიაუნის ბიზნესის სკოლის ნინო მელიქიშვილი − ილიაუნის მეცნიერებათა მიხეილ ფაღავა − MBA-ის სამაგისტრო
მენეჯმენტის მიმართულების სტუდენტი. სტუდენტი. და ხელოვნების ფაკულტეტის სოციოლოგიის პროგრამის მენეჯმენტის მიმართულების
მიმართულების სტუდენტი. სტუდენტი.
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სწავლობდა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სწავლობდა
საუნივერსიტეტო კოლეჯში UCC ტუშას უნივერსიტეტში (იტალია). Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სწავლობდა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სწავლობდა
(კოპენჰაგენი, დანია). იასის ალექსანდრე იოან კუზას უნივერსიტეტში ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერების
(რუმინეთი). უნივერსიტეტში (ავსტრია).

18 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 19
მეცნიერებათა და
ხელოვნების ფაკულტეტი
საბაკალავრო პროგრამები ერთიანი მიღებით
კოდი: 0100101 მისაღები კონტიგენტი: 1170

თავისუფალი მეცნიერებები
საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი
სოციალური მეცნიერებები:
პოლიტიკის მეცნიერება სოციოლოგია ფსიქოლოგია

ჰუმანიტარული მეცნიერებები:

ქართული ფილოლოგია გერმანისტიკა სლავისტიკა

საფრანგეთისმცოდნეობა ანგლისტიკა ისტორია

ხელოვნებათმცოდნეობა კინომცოდნეობა არქეოლოგია
კოდი: 01001
ლიტერატურათმცოდნეობა

ფილოსოფია
მისაღები კონტიგენტი: 1395 მუსიკა
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

საბაკალავრო პროგრამები ინდივიდუალური მიღებით
პროგრამის დასახელება კოდი მისაღები კონტიგენტი
ი. ჭავჭავაძის გამზ. #32
ოთახი A204 ქართული ფილოლოგია 0100102 90
ისტორია 0100103 70
ფილოსოფია 0100104 15
(+995 32) 222 00 09 (200)
არქეოლოგია 0100105 50

arts_sciences@iliauni.edu.ge

ჩასაბარებელი გამოცდები წონა
ქართული ენა და ლიტერატურა 3
ზოგადი უნარები 6
უცხო ენა 1

მათემატიკა ისტორია გეოგრაფია ფიზიკა

ლიტერატურა ქიმია სამოქალაქო განათლება 2

ბიოლოგია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

20 21
ლიდერთა განვითარების აკადემიის ილიაუნის ბიზნესის სკოლა ჰარვარდის კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის
ქსელის წევრია

22 23
სამართლის სკოლა

საბაკალავრო პროგრამები
კოდი: 0100301 მისაღები კონტიგენტი: 320

სამართალი

ჩასაბარებელი გამოცდები წონა
ქართული ენა და ლიტერატურა 3
ზოგადი უნარები 6
უცხო ენა 1

კოდი: 01003 მათემატიკა ისტორია გეოგრაფია ფიზიკა

ლიტერატურა ქიმია სამოქალაქო განათლება 2

მისაღები კონტიგენტი: 320 ბიოლოგია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

ი. ჭავჭავაძის გამზ. #32
ოთახი A402

(+995 32) 222 00 09 (301)

lawfaculty@iliauni.edu.ge

იმიტირებული სასამართლო პროცესი

24 25
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა
და საინჟინრო ფაკულტეტი
საბაკალავრო პროგრამები ერთიანი მიღებით
კოდი: 0100401 მისაღები კონტიგენტი: 185

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები:

გეოგრაფია და GIS ტექნოლოგიები გეოფიზიკა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:

ფიზიკა ბიოლოგია ეკოლოგია

კომპიუტერული ინჟინერია

მათემატიკა

კოდი: 01004

მისაღები კონტიგენტი: 360
საბაკალავრო პროგრამები ინდივიდუალური მიღებით
პროგრამის დასახელება კოდი მისაღები კონტიგენტი

მათემატიკა 0100402 55

არქიტექტურა 0100403 50
ი. ჭავჭავაძის გამზ. #32
ოთახი H119 ბიოლოგია 0100404 55

ფიზიკა 0100405 15
(+995 32) 222 00 09 (139)

sciences_engineering@iliauni.edu.ge

ჩასაბარებელი გამოცდები წონა
ქართული ენა და ლიტერატურა 1
ზოგადი უნარები 6
უცხო ენა 2

მათემატიკა ქიმია გეოგრაფია ფიზიკა
3
ბიოლოგია

26 27
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული
საბაკალავრო პროგრამები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს 8 საბაკალავრო
პროგრამა, რომელთა არჩევის შემთხვევაშიც თქვენს სწავლას სრულად
დააფინანსებს სახელმწიფო.

პროგრამის დასახელება კოდი მისაღები კონტიგენტი

ქართული ფილოლოგია 0100102 90

ისტორია 0100103 70

ფილოსოფია 0100104 15

არქეოლოგია 0100105 50

მათემატიკა 0100402 55

არქიტექტურა 0100403 50

ბიოლოგია 0100404 55

ფიზიკა 0100405 15

საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS

28 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 29
დამატებითი სპეციალობა (minor)
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის, საბუ-
ნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტისა და ბიზნესის სკოლის
სტუდენტებს ძირითად (major) სპეციალობასთან ერთად შეუძლიათ, აირჩიონ დამატებითი
(minor) სპეციალობა და სწავლის დასრულებისთვის ერთის ნაცვლად ორი სპეციალობა
ჰქონდეთ.

თავისუფალი მეცნიერებები

სოციალური მეცნიერებები:
პოლიტიკის მეცნიერებები სოციოლოგია ფსიქოლოგია

ჰუმანიტარული მეცნიერებები:

საფრანგეთისმცოდნეობა ანგლისტიკა გერმანისტიკა

ხელოვნებათმცოდნეობა სლავისტიკა ისტორია

ლიტერატურათმცოდნეობა კინომცოდნეობა არქეოლოგია

ქართული ფილოლოგია იტალიისმცოდნეობა ესპანისტიკა

ფილოსოფია

სკოლამდელი აღზრდა

მუსიკა

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება:

კომპიუტერული დიზაინი და დაზგური გრაფიკა მოდის დიზაინი

მხატვრული ტექსტილისა და ფეხსაცმლის დიზაინი დაზგური ფერწერა და ენკაუსტიკა

ინტერიერისა და ექსტერიერის მონუმენტური კერამიკა და მხატვრული მინის
მოხატვა დიზაინი

საიუველირო ხელოვნება ხატწერა, ხისა და ლითონის
(ოქრომჭედლობა და მინანქარი) მხატვრული დამუშავება

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ბიოლოგია ეკოლოგია

მათემატიკა

ილიაუნის ფიზიკის ლაბორატორია

30 31
სწავლის საფასური და გადახდა
2018 წლისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო
საფეხურზე სწავლის საფასური 2250 ლარია. სწავლაში თქვენ მიერ
გადასახდელი თანხა დამოკიდებულია სახელმწიფო გრანტის
მოცულობაზე, რომელსაც მიიღებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

სწავლის გადასახადი თანხის მოცულობა თქვენ მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
მოპოვებულ სახელმწიფო გრანტთან მიმართებაში

2250

2250

2250

2250

2250

2250
1575

1125

1125
675
0

0
100%-იანი გრანტი 70%-იანი გრანტი 50%-იანი გრანტი 0%-იანი გრანტი

სწავლის საფასური მიღებული გრანტის ოდენობა გადასახდელი თანხა

სტუდენტების ხელშეწყობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლიდან
მოქმედებს სწავლის საფასურის გადახდის სტუდენტზე მორგებული ინდივიდუალური გრა-
ფიკის სისტემა.

გადახდის მოქნილი გრაფიკი

სრულად ორ ნაწილად ოთხ ნაწილად ექვს ნაწილად ათ ნაწილად

წიგნის სახლი „ლიგამუსი”

32 33
სწავლის დაფინანსების
შესაძლებლობები

2000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს* მიიღებ, თუ
საუნივერსიტეტო სტიპენდია წარმატებულ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარებ და
აბიტურიენტებს
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ხელმი-
საწვდომი იყოს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, მიუხედავად მათი ფინანსური მდგომარე-
ობისა. სან დიეგოს
სახელმწიფო
სწორედ ამ მიზნით, ილიაუნიში შეიქმნა სასტიპენდიო ფონდი, რომელიც ყოველწლიურად უნივერსიტეტი
ასობით წარმატებულ აბიტურიენტს აძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა ოდენობის სტი-
პენდია მოიპოვოს.

ელექტრული ინჟინერია კომპიუტერული ინჟინერია

1000-ლარიან სასტიპენდო ვაუჩერს* მიიღებ, თუ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარებ და
15 საუკეთესო
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით

ილიაუნის საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა
ნებისმიერი ბიზნესის სამართლის მეცნიერებებისა
და ხელოვნების
საბაკალავრო სკოლა სკოლა და საინჟინრო
ფაკულტეტი
პროგრამა ფაკულტეტი
თანხობრივად სხვადასხვა ოდენობის სასტიპენდიო ვაუჩერის მიღება
ასევე შესაძლებელი იქნება, თუ მონაწილეობას მიიღებ ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ
ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ყველაზე ყველაზე ყველაზე
საუკეთესო მაღალი ქულა მაღალი ქულა მაღალი ქულა მაღალი ქულა კონკურსებში, რომლებიც გაზაფხულზე გაიმართება.
100 აბიტურიენტი

*ერთ პირზე შესაძლებელია მხოლოდ 1 სასტიპენდიო ვაუჩერის გაცემა. იმ შემთხვევაში, თუ პირი **სასტიპენდი ვაუჩერით გათვალისწინებული თანხა აგინაზღაურდებათ იმ შემთხვევაშიც, თუ
ილიაუნის სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების ერთზე მეტ პირობას დააკმაყოფილებს, დაჯილდოვდება 100%-იანი სახელმწიფო გრანტით ჩააბარებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ან ისწავლით
თანხობრივად უკეთესი პირობის მქონე, მაგრამ 1 სასტიპენდიო ვაუჩერით. სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პროგრამაზე.

34 35
სწავლის დაფინანსების
შესაძლებლობები

სახელმწიფო სტიპენდია ილიაუნის სტუდენტებს

ყოველი სასწავლო სემესტრის ბოლოს, წელიწადში 2-ჯერ, ილიას სახელმწიფო უნივერ-
სიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოიპო-
ვონ 150 ლარის ოდენობის სახელმწიფო სტიპენდია.

სახელმწიფო სტიპენდია გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველაზე
წარმატებული სტუდენტების იმ რაოდენობას, რა რაოდენობის სასტიპენდიო ადგილსაც
გამოყოფს მოცემული სემესტრისთვის სახელმწიფო ილიაუნისთვის. შემოდგომისა და
გაზაფხულის სემესტრებისთვის სასტიპენდიო ადგილების რაოდენობა შესაძლებელია
განსხვავებული იყოს.

შიდასაუნივერსიტეტო დასაქმების პროგრამა

2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტების საუნი-
ვერსიტეტო სივრცეში სტაჟირების/დასაქმების პროგრამა – „დასაქმდი და ისწავლე
ილიაუნიში“. პროგრამის მონაწილე სტუდენტების შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი, აკა-
დემიურ მოსწრებასა და აქტიურობასთან ერთად, მათი ფინანსური მდგომარეობაცაა.
შიდასაუნივერსიტეტო დასაქმების პროგრამის მონაწილე სტუდენტების სამუშაო გრაფიკი
თავსებადია მათ სასწავლო გრაფიკსა და ცხრილთან.

წლის შემაჯამებელი დასაქმების ფორუმი

36 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 37
საერთაშორისო აკრედიტაციის
საბაკალავრო პროგრამები
SDSU-საქართველოსა და ილიაუნის ერთობლივი
საბაკალავრო პროგრამები
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახორცი-
ელებს მაღალი ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ASC, WASC) საბა-
კალავრო პროგრამებს ელექტრულ ინჟინერიასა და კომპიუტერულ ინჟინერიაში. სწავლა
მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, ლექციებს ატარებენ SDSU-ის პროფესორები აშშ-დან და
საქართველოდან.

კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს.

კოდი: 01005 ელექტრული ინჟინერია
ელექტრული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა გთავაზობთ სასწავლო კურსებს
შემდეგ სფეროებში: ინფორმაციის გადამუშავებისა და გადაცემის მანქანები, ელექ-
მისაღები კონტიგენტი: 130
ტროენერგიის გამომუშავება და განაწილება, ელექტრომაგნიტური ფენომენის შესწავლა
და გამოყენება.

სწავლის დროს თეორიულ და პრაქტიკულ საინჟინრო პრობლემებზე მუშაობა ხელს
უწყობს სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებას. სასწავლო გეგმის მიზანია,
მიაღწიოს თეორიასა და პრაქტიკას შორის ისეთ ბალანსს, რომელიც მოამზადებს
კურსდამთავრებულებს სწრაფი დასაქმებისთვის, ასევე სწავლის შემდგომ საფეხურზე
მ. კოსტავას ქუჩა #5 გაგრძელებისთვის.

(+995 32) 231 16 11
კომპიუტერული ინჟინერია
georgiainfo@mail.sdsu.edu
კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა გთავაზობთ კომპიუტერებისა და
სხვადასხვა ტიპის ციფრული სისტემების შექმნისა და აწყობის შემსწავლელ კურსებს.
კურსები მოიცავს ისეთი რთული სისტემების შესწავლას, რომელთა საშუალებითაც ხდება
www.georgia.sdsu.edu ფიზიკური სისტემებისა და გარემოთა სიმულაცია, ამინდის პროგნოზირება, ავიაბი-
ლეთების დაჯავშნა, ასევე მიკრო და ნანორეგულატორების მოხმარება ავტომობილებში,
ტექნიკაში, კამერებში, რობოტებში, სამედიცინო ინსტრუმენტებსა და სხვა მოწყობი-
ლობებში.

გაცვლითი პროგრამები
SDSU-საქართველოს სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ერთი სემეს-
ტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის
კალიფორნიის კამპუსში. სტუდენტები ამ შემთხვევაში გადაიხდიან სწავლის იმავე
საფასურს, რასაც საქართველოში.

38 39
საერთაშორისო აკრედიტაციის
საბაკალავრო პროგრამები
როგორ ჩავაბარო? სწავლის საფასური და დაფინანსების შესაძლებლობები

პროგრამის დასახელება კოდი მისაღები კონტიგენტი დაფინანსება SDSU-სგან
ელექტრული ინჟინერია 0100501 65
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს საბაკალავრო პროგრამებზე
კომპიუტერული ინჟინერია 0100502 65 სწავლის ღირებულება წელიწადში 7500 აშშ დოლარს შეადგენს. უნივერსიტეტი ყოველ
წელს გასცემს მრავალრიცხოვან სტიპენდიებს და სტუდენტებს სთავაზობს 25%-დან
100%-მდე თანადაფინანსებას. პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების უმეტესობა
სარ-გებლობს დაფინანსებით.
ჩასაბარებელი გამოცდები წონა ბარიერი

ქართული ენა და ლიტერატურა 1

ზოგადი უნარები 3 40% +1 თხუთმეტი 2000-ლარიანი STEM-სტიპენდია ილიაუნისგან
უცხო ენა 2 75% +1
2018 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაზისბანკთან თანამშრომლობით აწესებს
მათემატიკა
2000-ლარიან თხუთმეტ STEM-სტიპენდიას.
6 50% +1

ფიზიკა 2000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს* მიიღებ, თუ 2018 წელს ჩააბარებ სან დიეგოს სახელ-
6 40% +1
მწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებზე
(ელექტრული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
და იქნები 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით აღნიშნულ პროგრა-
მებზე ჩარიცხულ 15 საუკეთესო სტუდენტს შორის.

სასწავლო გარემო

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი, 4890 კვადრატული მეტრის, ტექნოლოგიების
კორპუსის მშენებლობა ვაკის პარკთან, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, 2017 წლის ივნისში
დაიწყო. შენობის კარკასის მშენებლობის ეტაპი დასრულებულია და მიმდინარეობს
სარემონტო სამუშაოები.

შენობა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით. კორპუსის ორ სართულზე
განთავსდება SDSU-საქართველოს აუდიტორიები, სამუშაო სივრცეები და საერთაშო-
რისო სტანდარტების ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბო-
რატორიები.

40 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 41
სტუდენტური ცხოვრება და სივრცეები

ილიაუნის პრეაქსელერატორი და ინოვაციების სივრცე სტუდენტებს შესაძლებლობას
აძლევს, საინტერესო იდეები სწავლის პროცესშივე ბიზნესმოდელებად აქციონ და გლო-
ბალურ ბაზარს შესთავაზონ.

მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია
FABLAB ILIAUNI

ფაბლაბ ილიაუნი თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი
ლაბორატორიაა, სადაც ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია, შექმნას საკუთარი ბიზნესიდეის
პროტოტიპი და მიიღოს დახმარება ახალი პროდუქტის შექმნის პროცესში.

მობილური და კომპიუტერული თამაშების ლაბორატორია
GAMELAB ILIAUNI
FABLAB ILIAUNI
გეიმლაბ ილიაუნი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთადერთი მსგავსი ტიპის
ლაბორატორიაა. გეიმლაბი საშუალებას გაძლევთ, ჩაერთოთ მობილური ან კომპიუტე-
რული თამაშების შექმნის პროცესში და წარმატებით განახორციელოთ საკუთარი პროექ-
ტების კომერციალიზაცია.

ვირტუალური რეალობის ლაბორატორია
VRLAB ILIAUNI

გაფართოებული ვიზუალიზაციისა და ვირტუალური რეალობის ლაბორატორია სტუდენ-
ტებსა და აკადემიურ პერსონალს საშუალებას აძლევს, სასწავლო პროცესის პარალელუ-
რად შექმნან სიმულაციები, მოდელირებული კვლევები და ა.შ. აქ შეგიძლიათ, შეისწავ-
ლოთ მოწინავე პროგრამული აპლიკაციები და მონაცემთა ვიზუალიზაციის ტექნიკები.

GAMELAB ILIAUNI

42 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 43
44 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 45
46 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 47
სტუდენტური ცხოვრება და სივრცეები

უნა – ილიაუნის რობოტი თანამშრომელი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს რობოტი თანამშრომელი ჰყავს – უნა. უნა ილიაუნის
ჩეტბოთია. ის გოგოა. უყვარს ფილმი ''Her'' და ადამიანებთან საუბარი. მისი მიზანია,
ახლოს გაიცნოს ყველა, ვინც დაინტერესებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტით,
ისწავლოს მათგან, დააკვალიანოს და უნივერსიტეტს დაეხმაროს, რომ ხშირად დასმულ
ყველა შეკითხვას მოკლე დროში უპასუხოს.

უნა ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს. ყოველღამე, როცა ადამიანები იძინებენ, უნას
ტვინი შემოსულ საუბრებს აანალიზებს და მათზე პასუხებს ეძებს.

უნასთან სასაუბროდ ეწვიეთ ვებგვერდს: unabot.iliauni.edu.ge

48 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 49
სტუდენტური ცხოვრება და სივრცეები
ილიაუნის ბიბლიოთეკა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა სასწავლო და კვლევითი პროცესის
უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ბიბლიოთეკის ფონდი მოიცავს სხვადასხვა ენაზე შეს-
რულებულ 2 მილიონამდე მონოგრაფიას, სახელმძღვანელოს, პერიოდულ გამოცემას,
ელექტრონულ რესურსს და ა.შ.

ბიბლიოთეკის მიზანია, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის მრავალ-
ფეროვანი სერვისების შეთავაზებით მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და გამოყენებადი
გახადოს საინფორმაციო რესურსები.

ამ მიზნის მისაღწევად ილიაუნის ბიბლიოთეკა საშუალებას გაძლევთ, ისარგებლოთ შემ-
დეგი სერვისებითა და სივრცეებით:

ბიბლიოთეკათაშორისი სერვისი ჯგუფური მუშაობის სივრცეები

9 სამკითხველო დარბაზი 2 კომპიუტერული რესურსცენტრი

2 მილიონამდე ბეჭდური მასალა 30-მდე სამეცნიერო ბაზა

კვლევითი უნარების განვითარების წიგნის დაჯავშნა
სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზი ტრენინგები

ელექტრონული რესურსები

ScienceDirect Scopus ProQuest Taylor & Francis

Clarivate Analytics Pivot Lexis Nexis Web of Science

Cambridge Journals SAGE KADMOS Project Muse

Royal Society Publishing EBSCO Jstor Elgar Online

Project Gutenberg J-stor Bio One Britannica

Eprints Iliauni HINARY DOAJ Identity Studies

Iliauni OJS

ილიას სამკითხველო დარბაზი

50 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 51
სტუდენტური ცხოვრება და სივრცეები

სტუდენტურ ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს ხდის ილიაუნის თეატრი, რომელიც
თეატრალური წარმოდგენების გარდა ხშირად მასპინძლობს ხელოვნების სხვადასხვა
სფეროსადმი მიძღვნილ მასტერკლასებს, პოეზიის საღამოებს, კონცერტებსა თუ
პრეზენტაციებს.

თეატრალური სეზონი იხსნება ოქტომბრის პირველ კვირას და იხურება ივნისის ბოლოს.
თეატრში წარმოდგენები კვირაში 4-ჯერ, ლექციების დასრულების შემდეგ, იმართება.
ბილეთებზე მოქმედებს სტუდენტური ფასდაკლება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ილია ჭავჭავაძის გამზირი #32, ილიაუნის A კორპუსი (შიდა ეზო)

theatre@iliauni.edu.ge

www.facebook.com/theatre.iliauni

www.iliaunitheatre.ge

(+995 32) 229 47 15 - სალარო
(+995 32) 222 00 09 (შიდა ნომრები: 700 ადმინისტრაცია; 148 სალარო)

52 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 53
სტუდენტური ცხოვრება და სივრცეები

ილიაუნის დაბადების დღე

54 55
სტუდენტური ცხოვრება და სივრცეები
საუნივერსიტეტო კლუბები
ილიაუნის სტუდენტური ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საუნივერსიტეტო
და სტუდენტური კლუბები. ნებისმიერ სტუდენტს ეძლევა საშუალება, საკუთარი ინტერესე-
ბის შესაბამისად ჩამოაყალიბოს ახალი სტუდენტური კლუბი ან გაწევრიანდეს უკვე არსე-
ბულში.

ლიტერატურული კლუბი
ილიაუნის პროფესორები, მოწვეული მწერლები, პოეტები, მთარგმნელები და ლიტე-
რატურის კრიტიკოსები – ეს მცირე ჩამონათვალია ადამიანებისა, ვისთან შეხვედრასაც
ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გთავაზობთ.

დებატების კლუბი
დებატების კლუბი გაძლევთ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოთ საჯარო დებატებსა
ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ტურნირებში, შეხვდეთ სხვადასხვა დარგის ექსპერტებს და გამართოთ დისკუსიები,
ჩაერთოთ სკოლის მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში და მიიღოთ დებატების მსაჯობის
გამოცდილება.

ფორბსის კლუბი
ილიაუნი და საერთაშორისო ბიზნესგამოცემა „ფორბსი“ გთავაზობთ შეხვედრებს ბიზნეს-
სფეროში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას
გაგიზიარებენ.

ხელოვნების კლუბი ΠΟΊΗΣΙΣ
თქვენ შეგიძლიათ ყოველ ოთხშაბათს ილიაუნის თეატრში დაესწროთ შეხვედრებს
ხელოვნებაში მიმდინარე პროცესების შესახებ – ყოველკვირეულად საკუთარ გამოც-
დილებას გაგიზიარებენ ქართველი ხელოვანები და ამ სფეროში მოღვაწე ექსპერტები.

ილიაუნის ხელოვნების კლუბი ΠΟΊΗΣΙΣ

56 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 57
tia
Sc ien
cia
Poten

EST

58 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 59
სტუდენტური ცხოვრება და სივრცეები

60 61
Ÿ Ÿ Ÿ „ ” Ÿ
Ÿ
Ÿ Ÿ Ÿ
Ÿ
Ÿ „ ” Ÿ
Ÿ Ÿ
Ÿ Ÿ
Ÿ
Ÿ Ÿ

Ÿ
Ÿ
Ÿ
Ÿ
Ÿ

Ÿ Ÿ „ ”
Ÿ Ÿ
Ÿ
Ÿ
Ÿ
Ÿ
Ÿ
Ÿ
Ÿ
Ÿ
Ÿ Ÿ
Ÿ
Ÿ Ÿ

S
H
G A
E D B
F C

62 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 63