#198505
18 / აგვისტო / 2016 წ.
დასკვნა
2016 წლის 13 ივლისს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის
მიერ, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს რიგი თანამშრომლების მხრიდან შრომის დისციპლინის, ზნეობრივ-ეთიკური
ნორმებისა და სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი აქტების შესაძლო დარღვევის ფაქტებზე.
შიდა კონტროლის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ საჯარო
რეესტრის ერთ-ერთი თანამშრომელი სამუშაო საათებში, სამსახურში იმყოფება ალკოჰოლური
თრობის მდგომარეობაში. შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ საჯარო რეესტრის გეოდეზიისა და
გეოინფორმაციის დეპარტამენტის სივრცითი ინფორმაციის სამსახურის გეოინფორმაციული
სისტემების ადმინისტრატორის ზურაბ ყიფიანის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს
დისციპლინური გადაცდომის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ 2016 წლის 13 ივლისს, 16:42 საათზე,
ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ სამსახურში (თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში)
ძაღლთან ერთად გამოცხადებასა და წესრიგის დარღვევაში.
ივანე ცარციძემ ასევე განმარტა, რომ მან და ნოდარ ეფრემიძემ ზ. ყიფიანს მოსთხოვეს მისი
ქმედების ახსნა, რა დროსაც მან დაადასტურა, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში, ასევე მოიხადა
ბოდიში და განაცხადა, რომ ასე არ უნდა მოსულიყო სამსახურში.
ივანე ცარციძემ ისიც განმარტა, რომ იმავე დღეს, დაახლოებით 17:30 საათისთვის, შიდა
კონტროლის სამსახურის უფროსის სამუშაო ოთახში, ზ. ყიფიანმა უარი განაცხადა შიდა
კონტროლის სამსახურის უფროსის ნ. ეფრემიძის მოთხოვნაზე, მიეცა წერილობითი ახსნა-
განმარტება, რადგან მისი თქმით ეს გამოიწვევდა მის სამსახურიდან გაშვებას. ამასთან, მოითხოვა
განმარტება იმის თაობაზე, თუ რას აშავებდა ნასვამ მდგომარეობაში ყოფნით. შიდა კონტროლის
სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან სანებლიძის მიერ, სამსახურში ალკოჰოლური თრობის
მდგომარეობაში გამოცხადების ამკრძალავი ნორმის და თანამშრომლის მიერ ახსნა-განმარტების
მიცემის სავალდებულობის თაობაზე განმარტების მიუხედავად, ზ. ყიფიანმა არ შეასრულა
მოთხოვნა და თვითნებურად დატოვა სამუშაო ოთახი იმის მითითებით, რომ იგი არ წარმოადგენდა
თავისუფლებააღკვეთილ პირს და ვერ მოხდებოდა შიდა კონტროლის სამსახურის ოთახში მისი
დაკავება. შიდა კონტროლის სამსახურის თანამშრომლების მოთხოვნისა და უშუალო
ხელმძღვანელების არაერთი რჩევის მიუხედავად ზ. ყიფიანმა არ დაწერა ახსნა-განმარტება
ინციდენტის თაობაზე.
ი. ცარციძის განმარტებით, იმის გამო, რომ სამუშაო საათები სრულდებოდა, თვითონ დაბრუნდა
სამუშაო ოთახში კორესპონდენციების შესასრულებლად და როდესაც დაასრულა მუშაობა,
აღმოჩნდა, რომ ზ. ყიფიანს თვითნებურად ჰქონდა დატოვებული სამსახურის შენობა.
მ. აბულაძემ ასევე განმარტა, რომ ზ. ყიფიანი ბოლო ერთი თვის მანძილზე, სამუშაო დღის
განმავლობაში ხშირად არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე და დაფიქსირდა დაგვიანების
შემთხვევებიც. სამუშაო ადგილის ყოველი დატოვების შესახებ ზ. ყიფიანს მისთვის არ უცნობებია.
არყოფნის მიზეზად ასახელებდა იმას, რომ მკურნალობდა და გადიოდა ტრეინინგებს
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ზოგადად, ზ. ყიფიანს ის ზეპირსიტყვიერად ჰყავდა ჩაყენებული
საქმის კურსში თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ზოგჯერ, ასევე ელექტრონული
ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით ატყობინებდა იმის თაობაზე, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა,
ჰქონდა ჩანიშნული ექიმთან ვიზიტი, პერიოდულად იტარებდა გამოკვლევებს და ა.შ. ზ. ყიფიანის
ხსენებული პრობლემების გამო სამუშაო ადგილზე მისი შესაძლო არყოფნის შესახებ, მ. აბულაძის
მიერ ინფორმირებული იყო მისი უშუალო ხელმძღვანელი, გეოდეზიისა და გეოინფორმაციის
დეპარტამენტის უფროსი ი. ცარციძე.
ზ. ყიფიანის განმარტებით, სახლში მისულმა მიიღო წნევის დამწევი აბები და აპირებდა დაწოლას,
მაგრამ ძაღლი გაექცა გარეთ და როდესაც ცდილობდა მის დაჭერას, სახლის კარი ჩაიკეტა და
ძაღლთან ერთად დარჩა ქუჩაში. აღნიშნულის გამო ძაღლთან ერთად გადაწყვიტა სამსახურში
დაბრუნება. ვინაიდან იცოდა, რომ სამსახურში შინაურ ცხოველთან ერთად არ შეუშვებდნენ,
იძულებული გახდა დროებით გარეთ დაეტოვებინა.
ზ. ყიფიანმა ასევე განმარტა, რომ 2016 წლის 13 ივლისს, სამუშაო საათების პერიოდში (09:00 -18:00
საათებში) ალკოჰოლური სასმელი არ ჰქონდა მიღებული და ბოლო პერიოდში საერთოდ არ
ღებულობს ალკოჰოლს, რადგან სვამს წნევის მარეგულირებელ წამლებს.
ზ. ყიფიანმა განმარტა, რომ 2016 წლის 13 ივლისს, სამსახურიდან გავიდა 18:42 საათზე. გასვლამდე
მის სამუშაო ოთახში იმყოფებოდნენ, როგორც შიდა კონტროლის სამსახურის უფროსი ნ. ეფრემიძე
და მისი მოადგილე ლ. სანებლიძე, ასევე მისი უშუალო ხელმძღვანელი მ. აბულაძე, დეპარტამენტის
უფროსი ი. ცარციძე და თანამშრომელი გიორგი პეტრიაშვილი.
ზ. ყიფიანმა ასევე აღნიშნა, რომ 2013 წლის 05 ივლისს, სამსახურში გამოცხადდა დაგვიანებით,
12:51 საათზე, ხოლო 06 ივლისს - 11 საათზე, რაც გამოწვეული იყო შეუძლოდ ყოფნით. მისივე
განმარტებით, დაგვიანების თაობაზე ხელმძღვანელობას შეატყობინა თუ არა, არ ახსოვს, თუმცა
მსგავს შემთხვევებში ყოველთვის აყენებს საქმის კურსში ხელმძღვანელს.
ზ. ყიფიანის სამუშაო დროის გამოყენების აღრიცხვის ტაბელის მონაცემების მიხედვით, 2016 წლის
13 ივლისს ის სამსახურში გამოცხადდა 12:31 საათზე, შენობიდან გავიდა 14:09 საათზე, სამსახურში
შემოსვლა დაფიქსირებულია ასევე 16:42 და 17:26 საათებზე და სამსახურიდან საბოლოოდ გავიდა
18:42 საათზე.
2016 წლის ივნისის თვეში დაფიქსირდა ზ. ყიფიანის მიერ სამსახურში დაგვიანებით შემოსვლის 5
შემთხვევა (13.06.2016 - 11:12:07სთ; 14.06.2016 - 09:56:45სთ; 20.06.2016 - 10:43:04სთ; 21.06.2016
- 10:54:20სთ; 28.06.2016 - 10:31:56სთ.) ხოლო ივლისის თვეში (14 ივლისის ჩათვლით), სამი
შემთხვევა (05.07.2016 - 12:51:31სთ; 06.07.2016 10:59:57სთ; 13.07.2016 - 12:31:47სთ).
ასევე აღსანიშნავია, რომ ზურაბ ყიფიანი ხსენებული თვეების განმავლობაში სამუშაო საათებში
ხშირად გადიოდა სამსახურიდან გარკვეული დროით. კერძოდ, ასეთი შემთხვევები
დაფიქსირებულია 2016 წლის 02, 03, 06, 10, 13, 14, 15, 16. 17, 20. 21, 22, 23, 24, 27, 28, 29, 30
ივნისსა და 01, 04, 05, 06, 07, 08, 12, 13 ივლისს. თუმცა, იმის გამო, რომ შენობიდან გასვლა და
შემოსვლა ხდებოდა დადგენილი სამუშაო საათების შუალედში, ელექტრონულ ტაბელში
ფიქსირდება სრული - 8 საათიანი სამუშაო დღე, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: 13 ივნისი - 5 საათი,
14 ივნისი - 7 საათი, 20 ივნისი - 6 საათი; 21 ივნისი - 6 საათი, 28 ივნისი - 6 საათი; 05 ივლისი - 4
საათი, 06 ივლისი - 6 საათი.
ამათგან არის შემთხვევები, როდესაც ზურაბ ყიფიანი ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში არ
იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე. კერძოდ, 2016 წლის 13 ივნისი (შესვლა - 11:12:07; გასვლა -
11:17:12; შესვლა - 22:00:34, გასვლა - 22:03:31), 30 ივნისი (შესვლა - 09:00:42; გასვლა 09:01:13,
შესვლა - 19:51:22. გასვლა - 20:03:19), 06 ივლისი (შესვლა - 10:59:57. გასვლა - 11:22:09. შესვლა -
19:21:02. გასვლა - 19:25:22).
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სისტემაში დასაქმებულ პირთა შრომითი ურთიერთობები
რეგულირდება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შრომის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
სააგენტოს თავმჯდომარის 2009 წლის 20 იანვრის N35/ს ბრძანებით (შემდგომში სააგენტოს შინაგანაწესი).
აღნიშნული შინაგანაწესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, შინაგანაწესის მოქმედება
ვრცელდება სააგენტოში დასაქმებულ ნებისმიერ პირზე, მიუხედავად მისი თანამდებობრივი მდგომარეობისა
(პირველი პუნქტი) მის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა სააგენტოში დასაქმებული ნებისმიერი
პირისათვის და მათი დარღვევა იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას (მე-2 პუნქტი).
სააგენტოს შინაგანაწესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დროებითი შრომისუუნარობის გამო
სამსახურში გამოუცხადებლობისას სააგენტოში დასაქმებულმა პირმა აღნიშნულის შესახებ შესაძლოდ მოკლე
ვადაში უნდა აცნობოს უშუალო უფროსს.
სააგენტოს შინაგანაწესის 381 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური
წარმოების პროცესში ყველა პირი ვალდებულია სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურს ან
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელს, მოთხოვნისთანავე წარუდგინოს
ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი თუ ინფორმაცია, მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს შიდა
კონტროლის სამსახურში, მისცეს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტება მის მიერ
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 16 მაისის N841/ს ბრძანებით
დამტკიცებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის
დეპარტამენტის დებულების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დეპარტამენტში
დასაქმებული პირი (ამ შემთხვევეაში ზ.ყიფიანი), ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია
შესაბამისი სამსახურის უფროსის, მისი მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, სააგენტოს
თავმჯდომარისა და მისი მოადგილის წინაშე, ხოლო ამავე დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის
,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის უფროსი სამსახურის ფარგლებში ახორციელებს
ზედამხედველობას და პასუხისმგებელია თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების
შესრულებაზე.
დადგენილია, რომ 2016 წლის 13 ივლისს, მ. აბულაძეს საერთოდ არ მოუკითხავს ზურაბ ყიფიანი და
არ მიუღია მისგან ინფორმაცია, თუ რატომ არ გამოცხადდა თავის დროზე ან სამუშაო საათებში
რატომ არ იმყოფებოდა იგი სამსახურში. ასევე დადგენილია, რომ მ. აბულაძის მხრიდან, მსგავს
შემთხვევებს ზ. ყიფიანთან მიმართებაში არაერთხელ ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ზ. ყიფიანის მიერ
სამუშაო დროის გრაფიკის შეუთანხმებლად დარღვევის შემთხვევაში არ ხდებოდა განმარტების
მიღება და შესაბამისი რეაგირება. მ. აბულაძის განმარტებითვე, მან ზეპირსიტყვიერად იცოდა იმის
თაობაზე, რომ ზ. ყიფიანი გადიოდა მკურნალობას და ესწრებოდა კვალიფიკაციის ასამაღლებელ
კურსს, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები არ გააჩნდა.
მ. აბულაძემ, როგორც სამსახურის უფროსმა, ვერ შეძლო მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი
პირის მხრიდან დისციპლინური გადაცდომების ჩადენის აღკვეთა. მოცემულ შემთხვევაში მ.
აბულაძემ, როგორც სამსახურის უფროსმა, ვერ შეასრულა ჯეროვნად მასზე დაკისრებული ფუნქცია-
მოვალეობები, რაც გამოიხატა იმაში, რომ ვერ განახორციელა სათანადო კონტროლი მის
დაქვემდებარებაში მყოფი პირის ქმედებებზე.