You are on page 1of 8

წინასაარჩევნო დავები:

საარჩევნო ადმინისტრაციის
აქილევსის ქუსლი

ელენე ნიჟარაძე ბოლო წლების განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციამ


მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა გამჭვირვალობის, არასამთავრობო
მარტი, 2018 წელი ორგანიზაციებთან თანამშრომლობის თუ ახალი ტექნოლოგიების
დანერგვის კუთხით. მხოლოდ 2017 წელს ცენტრალურმა საარჩევნო
კომისიამ ორი საერთაშორისო ჯილდო აიღო გაწეული საქმიანობისთვის.1
2017 წელს ჯილდო აიღო ასევე ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო
პროცესების განვითარების ხელშეწყობისათვის.2 მსგავსი ჯილდოები
წარმატებული საქმიანობის აღმნიშვნელია. აქვე ისმის კითხვა
წარმატებული იყო თუ არა საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა ყველა
მიმართულებით.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა


წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო დავების განხილვის კუთხით
წარმატებულად ვერ შეფასდება. საარჩევნო დავების სწორად გადაწყვეტა
ერთ-ერთი საშაულებაა სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო
გარემოს შექმნის პროცესში. ამ კუთხით, საარჩევნო ადმინისტრაცია,
რომელსაც კანონმდებლობით განსაზღვრული სახის დავების განხილვა-
გადაწყვეტა ევალება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მან უნდა
უზრუნველყოს სწორი პრაქტიკის დამკვიდრება, რაც შესაბამისობაში
იქნება საარჩევნო კანონმდებლობის მიზნებთან და სულისკვეთებასთან.
საარჩევნო ადმინისტრაციამ თავისი გადაწყვეტილებებით ხელი უნდა
შეუწყოს მაღალი სატანდარტის დამკვიდრებას, რაც თანასწორი
საარჩევნო გარემოს დამკვიდრების წინაპირობა იქნება.

ამის საპირისპიროდ, საარჩევნო ადმინისტრაციამ რამდენიმე


პრეცედენტულ საქმეზე წამოჭრილ გამოწვევებს სათანადოდ ვერ უპასუხა.
მის მიერ საარჩევნო ნორმების გამოყენება სრულად ეწინააღმდეგებოდა
საარჩევნო კანონმდებლობის დანიშნულებას. საარჩევნო დავების
გადაწყვეტის მხრივ ადმინისტრაციის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა
არასამთავრობო სექტორმა, მიიჩნია რა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია
ვიწროდ განმარტავდა ნორმებს და თავს არიდებდა პასუხისმგებლობის
აღებას საარჩევნო დავებთან დაკავშირებით.3

მოცემულ დოკუმენტში მიმოვიხილავთ, თუ რატომ არის საარჩევნო


ადმინისტრაციის საქმიანობა საარჩევნო დავების კუთხით
პრობლემატური; რამ გამოიწვია არასამთავრობო ორგანიზაციების
მხრიდან უარყოფითი შეფასება; საარჩევნო ადმინისტრაციის რომელი
გადაწყვეტილებები იყო ყველაზე მიუღებელი და რა პრაქტიკა დაამკვიდრა
საარჩევნო ადმინისტრაციამ თავისი გადაწყვეტილებებით, რაც
გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფით გავლენას მოახდენს საარჩევნო
გარემოზე.

აგიტაცია საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ


2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში
1 იხ. http://cesko.ge/geo/list/show/113112-tsesko-ertdrou- ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ეხებოდა საქველმოქმედო
lad-ori-saertashoriso-djildos-mflobeli-gakhda ორგანიზაციის მიერ აგიტაციის წესების დარღვევას. კერძოდ, ააიპ
2 იხ. http://cesko.ge/geo/list/show/112047-tamar-jvanias-djo-si-
baqsteris-djildo-gadaetsa „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალ“-მა პოლიტიკური გაერთიანება
3 იხ. „2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები-
წინასაარჩევნო გარემოს შეფასება“, სამართლიანი არჩევნებისა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ჩუღურეთის
და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ერთად სამედიცინო გამოკვლევები
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო
გამჭვირვალობა- საქართველო, 7 ოქტომბერი, 2016, http:// ჩაუტარა სკოლის პედაგოგებს.4 ამასთან, „ქართული ოცნება-ჯანმრთელი
www.isfed.ge/main/1151/geo/
4 საქმის მასალები იხ. https://sachivrebi.cec.gov.ge/info.
მომავალი“-ს ლოგო პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული
php?id=3734 საქართველოს“ ლოგოს მსგავსი იყო ფერებითა და ვიზუალით.
მისი სახელწოდებაც პარტიასთან ასოცირდებოდა. აღნიშნული,
ერთობლიობაში, იძლეოდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ორგანიზაცია
პარტიის სასარგებლოდ ეწეოდა აგიტაციას.

მოძიებული ინფორმაციით აღნიშნული ორგანიზაცია საქველმოქმედო


საქმიანობას ეწეოდა. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად კი,
საქველმოქმედო ორგანიზაციას ეკრძალება აგიტაციის განხორციელება
და მასში მონაწილეობა.5 აქედან გამომდინარე, „სამართლიანმა
არჩევნებმა“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, რათა ამ
უკანასკნელს რეაგირება მოეხდინა გამოვლენილი დარღვევის ფაქტზე.

2016 წლის 26 ივლისს ცესკოს თავმჯდომარემ არ დააკმაყოფილა


„სამართლიანი არჩევნების“ განცხადება6 „ქართული ოცნება-ჯანმრთელი
მომავლი“-ს მიერ აგიტაციის წესების დარღვევაზე და ადმინისტრაციული
სამართალდარღვევათა საქმის წარმოება შეწყვიტა. გადაწყვეტილების
მიღებისას ცესკოს თავმჯდომარემ იხელმძღვანელა საქართველოს
საგადასახადო კოდექსით, რომლის 32-ე მუხლით ორგანიზაცია ითვლება
საქველმოქმედოდ თუ მას მინიჭებული აქვს ეს სტატუსი. სტატუსი
კი ენიჭება იმ ორგანიზაციას, რომელიც შექმნილია საქველმოქმედო
საქმიანობის განსახორციელებლად, რეგისტრირებულია კანონმდებლობით
დადგენილი წესით, აქვს საქველმოქმედო საქმიანობის 1 წლის
გამოცდილება.

ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად


იმისა, რომ „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლი“-ს პრეზიდენტის
განცხადებით, ორგანიზაცია ახორციელებს საქველმოქმედო
საქმიანობას, ეს არ გულისხმობს მისთვის ავტომატურად საქველმოქმედო
ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას. ვინაიდან მოცემული ორგანიზაცია
არაა ფინანსთა სამინისტროს საქველმოქმედო ორგანიზაციათა
რეესტრში რეგისტრირებული, ის ვერ ჩაითვლება საქველმოქმედო
ორგანიზაციად საარჩევნო კოდექსის მიზნებისთვის. განკარგულებით
საარჩევნო კოდექსის მოქმედება ვრცელდება და აგიტაციის გაწევა/მასში
მონაწილეობა ეკრძალება მხოლოდ საქველმოქმედო ორგანიზაციას,
რომელიც ასეთად არის დარეგისტირებული და არა საქველმოქმედო
საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს.

პირველ რიგში განვიხილოთ ის, თუ რა მიზანი აქვს აგიტაციაში


მონაწილეობაზე დაწესებულ შეზღუდვას. საარჩევნო კანონმდებლობით
დადგენილი შეზღუდვები აგიტაციაში მონაწილეობაზე ემსახურება
არასათანადო გავლენებისგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნას,
რომელშიც ყველა ჩართული საარჩევნო სუბიექტი თანაბარ პირობებში
იქნება ჩაყენებული. საქველმოქმედო ორგანიზაციაზე შეზღუდვის
დაწესება იმით არის გამოწვეული, რომ მსგავსი საქმიანობის რომელიმე
საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ განხორციელება მნიშვნელოვან
უპირატესობაში ჩააყენებს მას სხვა სუბიექტებთან მიმართებით. მსგავსი
აკრძალვის არარსებობა წარმოქმნის იმის რისკს, რომ საქველმოქმედო
საქმიანობა საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენონ, რაც უარყოფითად
აისახება საარჩევნო სუბიექტების კონკურენციის ხარისხზე. ამასთან,
არჩევნების კონტექსტში საქველმოქმედო საქმიანობის გამოყენება
ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა ამომრჩევლის მოსასყიდად, რაც
კიდევ უფრო პრობლემატურია, ვინაიდან რთულია ზღვარის გავლება
ქველმოქმედებასა და მოსყიდვას შორის. შესაბამისად, საარჩევნო
მიზნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არა ორგანიზაციის
ოფიციალური სტატუსი და მისი რეგისტრაცია საქველმოქმედო
ორგანიზაციად, რაც საგადასახადო შეღავათების მიზნებისთვისაა
გათვალისწინებული, არამედ სწორედ საქმიანობის შინაარსი, რომ თავიდან
5 საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“, მუხ.45, პუნქტი 4, ქვეპუნქტი „ზ“ ავიცილოთ არჩევნებზე არამართლზომიერი გავლენა.
6 „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ცესკოს თავმჯდომარის
განკარგულების შეფასება იხ. http://www.isfed.ge/main/1103/geo/
ამის ფონზე, ცესკოს გადაწყვეტილების დასაბუთებიდანაც მარტივად
წინასაარჩევნო დავები: საარჩევნო ადმინისტრაციის აქილევსის ქუსლი

ჩანს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ძალიან ვიწროდ მიუდგა საკითხს.


ცესკო სრულად დაეყრდნო საგადასახადო კოდექსს, ისე რომ არც კი
უმსჯელია იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია საგადასახადო კოდექსის
რეგულაციების გამოყენება საარჩევნო ურთიერთობების მიმართ.
საგადასახადო კოდექსს განსხვავებული მიზნები აქვს და შესაბამისად,
არაა გასაკვირი, რომ ცესკოს გადაწყვეტილება, რომელიც ზერელე
და ზედაპირული მსჯელობით შემოიფარგლა, საერთოდ აცდენილია
თანაბარი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნის ინტერესებთან და
საარჩევნო კანონმდებლობის მიზნებთან.

რატომ არის აღნიშნული გადაწყვეტილება პრობლემური და რა


უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს მან მომავალში საარჩევნო
გარემოზე? საქართველოს არჩევნების ისტორია ადასტურებს, რომ
გამორიცხული არ არის საარჩევნო სცენაზე ფინანსურად შეძლებული
კანდიდატის/პარტიის გამოჩენა. თუ ასეთ სუბიექტს სურვილი გაუჩნდება
თავისი ფინანსური რესურსები საარჩევნო გარემოზე გავლენის
მოსახდენად გამოიყენოს, ცესკოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება
ამის სრულ შესაძლებლობას მისცემს. ამ მიზნით საკმარისი იქნება
დაინტერესებულმა სუბიექტმა შექმნას ორგანიზაცია, რომელიც
გამოკვეთილად მასთან ასოცირებულად საქველმოქმედო საქმიანობას
განახორციელებს ისე, რომ არ დარეგისტრირდება საქველმოქმედო
ორგანიზაციად საგადასახადო ორგანოში, ვინაიდან მისი მიზანი
არჩევნებზე კონკრეტული სუბიექტისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა
იქნება და არა გადასახადებისგან გათავისუფლება, რაც დაკავშირებულია
რეგისტრაციასთან. ამით მას შესაძლებლობა მიეცემა გავლენა მოახდინოს
არჩევნებზე საარჩევნო კანონმდებლობის გვერდის ავლით.

აქედან გამომდინარე, ცესკოს გადაწყვეტილება არამარტო ამ ერთ


შემთხვევაშია გაუმართლებელი და არასწორი, არამედ პრაქტიკულად,
აზრს უკარგავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეზღუდვას.
ნაკლებად სავარაუდოა ჭეშმარიტად საქველმოქმედო მიზნებით შექმნილი
რომელიმე ორგანიზაცია, რომელიც ასეთად რეგისტრირებულია შესაბამის
ორგანოში, საარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს რომელიმე სუბიექტის
სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. უფრო სავარაუდოა, რომ თუ ამის
განზრახვა იარსებებს, რომელიმე ორგანიზაციამ საქველმოქმედო
საქმიანობა განახორციელოს ამათუიმ სუბიექტის სასარგებლოდ ისე,
რომ საქველმოქმედო ორგანიზაციად არ დარეგისტრირდეს, რაც მას არ
მოაქცევს საარჩევნო კოდექსის რეგულირების სფეროში. შესაბამისად,
ეს გადაწყვეტილება მომავალში არჩევნებზე არასათანადო გავლენის
მოხდენის ფართო შესაძლებლობას ქმნის.

სოციალური ქსელების საშუალებით აგიტაცია

21-ე საუკუნეში სოციალური ქსელები განუზომელ როლს ასრულებენ


ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათ საქმიანობაში. სულ უფრო
მზარდია სოციალური ქსელების გავლენა არჩევნებზე, რაც სიახლეს
აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო
კანონმდებლობა და ადმინისტრაცია ადეკვატურად პასუხობდეს იმ
გამოწვევებს, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ
წარმოქმნა. ამ მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუმზადებელი
აღმოჩნდა და სათანადოდ ვერ შეაფასა სოციალური ქსელების
მნიშვნელობა არჩევნებთან მიმართებაში, რითაც დაავიწროვა და
არაეფექტური გახადა საარჩევნო კანონმდებლობის მოქმედება.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ყვარლის


მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა
სამუშაო საათებში საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე მმართველი პარტიის,
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდამჭერი პოსტი
გამოაქვეყნა. კანონმდებლობით საჯარო მოხელეებს ეკრძალებათ
სამუშაო საათების განმავლობაში აგიტაცია,7 რისი დარღვევაც იწვევს
დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. „სამართლიანმა არჩევნებმა“
განცხადებით მიმართა ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიას, რომ ამ
უკანასკნელს შეესწავლა დარღვევის ფაქტი და ეფექტური რეაგირება
მოეხდინა მასზე.8

ყვარლის საოლქო კომისიამ ვიწროდ განმარტა საჯარო მოხელის მიერ


აგიტაციაში მონაწილეობა. მან არ მიიღო მხედველობაში სოციალური
ქსელის („ფეისბუქის“) როლი და მნიშვნელობა საზოგადოებრივ
ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის კვლევას რაიმე
განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება. დღევანდელ სამყაროში
არავინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ იმას, თუ რამხელა გავლენა აქვს
სოციალურ ქსელს არამარტო ადამიანების პირად ცხოვრებაზე და
საზოგადოებრივი მოვლენებისა და განწყობების სტიმულირებაზე და
ორგანიზებაზე, არამედ ასევე არჩევნებზე.

ყვარლის საოლქო კომისიამ გვერდი აუარა ამ საკითხის განხილვას და


დაადგინა, რომ საჯარო მოხელეების მიერ პირად სოციალურ გვერდებზე
რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ ინფორმაციის
განთავსება/მოწონება/გაზიარება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ
არ ითვლება საჯარო მოხელის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის
რეგულირებად სფეროდ. საოლქო კომისიამ გარდა იმისა, რომ არსებულ
რეალობასთან სრულიად შეუსაბამო გადაწყვეტილება მიიღო, ასევე
დაადგინა ის პრაქტიკა, რომ საჯარო მოხელეებმა შეიძლება სამუშაო
საათების განმავლობაში აგიტაცია პირადი „ფეისბუქ“ გვერდის
საშუალებით აწარმოონ.

განურჩევლად იმისა თუ რა მიზეზით იყო გამოწვეული აღნიშნული


გადაწყვეტილება, სოციალური ქსელის გავლენისა და საჯარო
მოხელეებისთვის დაწესებული აკრძალვის მნიშვნელობის ვერ შეფასებით,
თუ კონკრეტული პირისთვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების
სურვილით, შედეგი ერთია - საჯარო მოხელეებისთვის სამუშაო საათებში
პირადი „ფეისბუქ“ გვერდის საშუალებით აგიტაციის განხორციელების
უფლების მინიჭება, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილი
აკრძალვის არსსა და მიზანს, რომ საჯარო მოხელეებმა ბიუჯეტიდან
დაფინანსებული სამუშაო საათები არ გაატარონ რომელიმე საარჩევნო
სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ აგიტაციის წარმოებაში.
მსგავსი პრეცედენტის დაშვება არ შეესაბამება ასევე სახელმწიფოს
მიერ გაცხადებული პოლიტიკურად ნეიტრალური და მიუკერძოებელი
საჯარო სამსახურის შექმნის მიზანს. ამასთან, სამუშაო საათებში თუნდაც
პირადი „ფეისბუქ“ გვერდით აგიტაციის წარმოება შეიძლება ჩაითვალოს
ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვად, ვინაიდან ეს არ წარმოადგენს
საჯარო მოხელის საქმიანობას და არც საჯარო ინტერესს ემსახურება.
ასეთ საქმიანობაზე დახარჯული დროის დაფინანსება სახელმწიფო თუ
ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაუმართლებელია.

ამ გადაწყვეტილების კიდევ ერთი უარყოფითი მხარე ისაა, რომ ეს


7 საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო შეიძლება გახდეს სტიმული ხელმძღვანელი პირებისთვის მოთხოვონ ან
კოდექსი“, მუხლი 45, პუნქტი 4, ქვეპუნქტი „თ“
8 საქმის მასალები სრულად იხ: https://sachivrebi.cec.gov.ge/
მოუწოდონ თავის დაქვემდებარებულ პირებს სამუშაო საათებში პირადი
info.php?id=5796 „ფეისბუქ“ გვერდის საშუალებით განახორციელონ აგიტაცია, ვინაიდან
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
არჩევნები, წინასაარჩევნო მონიტორინგის II შუალედური საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებით ამაზე აკრძალვა არ მოქმედებს.
ანგარიში, „სამართლიანი არჩევნები“, გვ.16 http://www.isfed.ge/
main/1285/geo/
არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს არც თუ ისე თეორიული
წინასაარჩევნო დავები: საარჩევნო ადმინისტრაციის აქილევსის ქუსლი

საფრთხეა.

ყვარლის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება „სამართლიანმა არჩევნებმა“


ცესკოში გაასაჩივრა, რომელმაც ასევე არ დააკმაყოფილა საჩივარი იმ
საფუძვლით, რომ პირად სოციალურ გვერდზე გამოხატული აზრი/ქმედება
წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლებით
დაცულ სიკეთეს.9 მოცემულ მუხლებზე მითითება გაუმართლებელი და
არაგონივრულია. სიტყვისა და აზრის თავისუფლება, ისევე როგორც
ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება არაა აბსოლუტური
და შეიძლება შეიზღუდოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სწორედ ასეთ შემთხვევას წარმოადგენს წინასაარჩევნო კამპანიის
დროს აგიტაციაზე დაწესებული შეზღუდვა, რისი მიზანიცაა უფრო
მნიშვნელოვანი სიკეთის - სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების
უზრუნველყოფა.

გარდა ამისა, კონსტიტუციის მოცემულ მუხლებში კონკრეტულად პირადი


სოციალური გვერდით აგიტაციის განხორციელებაზე სამუშაო საათებში
არაფერია ნათქვამი. შესაბამისად, გაუგებარია თუ რა კრიტერიუმით და
ლოგიკით იხელმძღვანელა ცეკსომ, როდესაც კონსტიტუციით დაცულ
უფლებად საჯარო მოხელეების მიერ სამუშაო საათებში მხოლოდ პირადი
ფეისბუქ გვერდით აგიტაცია ჩათვალა და არა საერთოდ აგიტაციის
განხორციელება ნებისმიერი საშუალებით. სამუშაო საათებში პირადი
სოციალური გვერდით აგიტაციის დაშვების შემთხვევაში ჩნდება
კითხვები, თუ რატომ არ არის ზოგადად საჯარო მოხელეებისთვის
აგიტაციაზე დაწესებული შეზღუდვა არაკონსტიტუციური? რატომ არ
არის საჯარო მოხელეების მიერ სამუშაო საათებში აგიტაცია გამოხატვის
თავისუფლებით დაცული უფლება? რა განსხვავებაა აგიტაცია „ფეისბუქ“
გვერდით განხორციელდება, თუ საჯარო მოხელე სამუშაო საათებში
რომელიმე საარჩევნო სუბიექტის შეხვედრაზე მხარდამჭერი სიტყვით
გამოვა? რატომ უნდა იყოს ერთი შემთხვევა კონსტიტუციით დაცული
და მეორე არა? არცერთ ამ კითხვაზე პასუხიცესკოს გადაწყვეტილებაში
მოცემული არ არის.

გადაწყვეტილებაში წერია, რომ „საარჩევნო ადმინისტრაციის პრაქტიკიდან


გამომდინარე, სოციალურ ქსელებთან მიმართებით, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევად მიიჩნევა და იკრძალება მხოლოდ შესაბამისი
საბიუჯეტო დაწესებულების ოფიციალური და ბიუჯეტის სახსრებით
ადმინისტრირებული სოციალური მედიის გამოყენება ან/და ამ წესით
ადმინისტრირებად სოციალურ გვერდებზე აგიტაციის გაწევა და არა
პირად სოციალურ გვერდზე განხორციელებული ქმედება/აქტივობა“.
რა პრაქტიკაზე მიუთითებს ცესკო და რატომ შექმნა საარჩევნო
ადმინისტრაციამ ასეთი პრაქტიკა? რატომ აიგივებს ბიუჯეტიდან
დაფინანსებული სოციალური მედიის გამოყენებას საარჩევნო მიზნებით,
რაც ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივი გამოყენებაა,
საჯარო მოხელის მიერ სამუშაო საათებში აგიტაციის აკრძალვასთან?
ეს ორი სხვადასხვა საკითხია და სხვადასხვა ნორმებით რეგულირდება.
თუ რომელიმე საქმეზე კანონმდებლობის მიზანთან შეუსაბამო
გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ცესკოს არათუ შეეძლო ამ არასწორი
პრაქტიკის გამოსწორება, არამედ როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის
უმაღლესი ორგანო ვალდებულიც კი იყო ეს გაეკეთებინა.

ცესკო ასევე აღნიშნავს, რომ „... სამართალდარღვევად არ უნდა იქნას


განხილული პირად გვერდზე მოქალაქის მიერ გამოთქმული აზრი, თუ
9 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
არჩევნები, წინასაარჩევნო მონიტორინგის III შუალედური ეს მხოლოდ აზრია და ამ აზრის განხორციელებას რაიმე კონკრეტული
ანაგრიში, „სამართლიანი არჩევნები“, http://www.isfed.ge/
main/1294/geo/
კანონდარღვევა არ მოჰყოლია.“ გაუგებარია რა კანონდარღვევა უნდა
V

მოჰყოლოდა ამ შემთხვევაში გამოთქმულ აზრს. საარჩევნო სუბიექტის


სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ აზრის გამოთქმა აგიტაციას
წარმოადგენს და კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე შედეგის
დადგომას არც იმ შემთხვევაში, როცა ეს აკრძალულია და არც იმ
შემთხვევაში, როცა ეს დაშვებულია. აზრის გამოთქმა თავისთავად
დასრულებული მოქმედებაა აგიტაციის განმარტებიდან გამომდინარე და
რაიმე შედეგის დადგომას არ საჭიროებს.

გადაწყვეტილებაში მოყვანილი ვერცერთი არგუმენტი კრიტიკას


ვერ უძლებს და ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს. ამიტომ,
ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაუგებარი და აბსურდული
ხდება. ის უფრო პოლიტიკურად მოტივირებული და მიკერძოებული
გადაწყვეტილების შთაბეჭდილებას ტოვებს. იქმნება იმის განცდა,
რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ეცადა სამართლებრივად სრულიად
დაუსაბუთებული გადაწყვეტილებით პასუხისმგებლობა აერიდებინა
კონკრეტული პირისთვის, რომელმაც მმართველი პარტიის კანდიდატის
სასარგებლოდ გასწია აგიტაცია.

„ფეისბუქის“ პირადი გვერდის საშუალებით აგიტაციას შეეხებოდა 2017


წლის თვთმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთი საქმე. ამ შემთხვევაში
ქუთაისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა სამუშაო საათებში
პირად გვერდზე გამოაქვეყნა პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ კანდიდატების შეხვედრები. ქუთაისის საოლქო კომისიამ,
ყვარლის საოლქო კომისიის ანალოგიურად დაადგინა, რომ პირადი
სოციალური გვერდით აგიტაციის განხორციელებაზე საარჩევნო კოდექსი
არ ვრცელდება და აგიტაციის ცნებაში სოციალურ ქსელებზე არაა
მითითებული.10

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისგან განსხვავებით


ამ საკითხს უფრო სწორი შეფასება მისცა თავისუფალი და სამართლიანი
არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ, რომელმაც თავისი
რეკომენდაციით საჯარო მოხელეებს მოუწოდა სამუშაო საათებში
თავი შეეკავებინათ სოციალურ ქსელში პირადი გვერდის პოლიტიკური
მოწოდებების და აგიტაციის მიზნით გამოყენებისგან. 11

აგიტაცია უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საინტერესო იყო ცესკოს


მიდგომა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ აგიტაციის გაწევასთან
დაკავშირებით.

2017 წლის 29 სექტემბერს თბილისში საქველმოქმედო მატჩი „მსოფლიოს


ვარსკვლავები საქართველოსთვის“ გაიმართა.12 მატჩი ფეხბურთის
ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა და მმართველი პარტიის მერობის
კანდიდატ კახი კალაძესთან ერთად მასში მონაწილეობა მიიღეს
მსოფლიოს ფეხბურთის ვარსკვლავებმა. თამაშის შემდგომ ერთ-ერთმა
ფეხბურთელმა, უკრაინის მოქალაქე ანდრეი შევჩენკომ განაცხადა, რომ
კახა კალაძე კარგი მერი იქნება.13 საქართველოს კანონმდებლობით
10 სრულად საქმის მასალები იხ. https://sachivrebi.cec.gov.ge/
info.php?id=5738 უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება აგიტაციის განხორციელება.14
11 თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის
უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია, 2 ოქტომბერი,
აღნიშნულზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცესკოს
2017, http://bit.ly/2IaIIeG მიმართა და სათანადო რეაგირება მოითხოვა.15
12 აღნიშნულ ღონისძიებაზე „სამართლიანი არჩევნების“
შეფასება იხ: http://www.isfed.ge/main/1285/geo/
13 http://netgazeti.ge/news/223276/
14 საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 45, პუნქტი 4, ცესკომ არ დააკმაყოფილა საჩივარი და თავისი განმარტებით
ქვეპუნქტი „ვ“
15 საქმის მასალები იხ. https://sachivrebi.cec.gov.ge/info.
კიდევ ერთხელ დაავიწროვა აგიტაციის ცნების გაგება. ცესკოს
php?id=5791 გადაწყვეტილებით აგიტაციის გაწევის ან/და აგიტაციაში მონაწილეობის
წინასაარჩევნო დავები: საარჩევნო ადმინისტრაციის აქილევსის ქუსლი

წესების დარღვევას მაშინ შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როდესაც პირის


მიერ ამომრჩეველთა მოწოდება ხდება წინასაარჩევნოდ ორგანიზებულ,
მომზადებულ, დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებაზე. ცესკოს
განმარტებით, ფეხბურთის ფედერაცია არ წარმოადგენს საარჩევნო
სუბიექტს და საფეხბურთო მატჩი ვერ ჩაითვლება წინასაარჩევნო
კამპანიის ნაწილად. ის არ წარმოადგენდა საარჩევნო სუბიექტის
მიერ არჩევნებში გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებას, არ
შეინიშნება ამომრჩეველთა მოწოდება ან ისეთი მოქმედება, რაც ხელს
უწყობს ან უშლის სუბიექტის არჩევას. აქედან გამომდინარე ცესკო
ასკვნის, რომ ფეხბურთელის მიერ გამოთქმული მოსაზრება მის პირად
აზრს წარმოადგენს, არაა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და არ
შეიძლება ჩაითვალოს წინასაარჩევნო აგიტაციად.16

ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს, რომ ღონისძიება, სადაც


აგიტაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საარჩევნო სუბიექტის
მიერ უნდა იყოს ორგანიზებული და ამასთან, ეს ღონისძიება საარჩევნო
მიზნით უნდა იყოს ჩატარებული, მაგალითად ამომრჩევლებთან
შეხვედრა, იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანიად ჩაითვალოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, რაიმე სხვა სახის ღონისძიებაზე გამოთქმული
მოსაზრებები რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან
საწინააღმდეგოდ აგიტაციად არ ჩაითვლება.

აღნიშნული წარმოადგენს აგიტაციის დეფინიციის არაგონივრულად


ვიწრო განმარტებას, რაც წინააღმდეგობაშია საარჩევნო კოდექსის
სულისკვეთებასთან, რომლითაც წინასაარჩევნო აგიტაცია არის
ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან უშლის
საარჩევნო სუბიექტის არჩევას.17 გაუგებარია ცესკოს განმარტება,
რომ გამოთქმული მოსაზრება პირად აზრს წარმოადგენდა. აგიტაცია
ყოველთვის პირად აზრს გამოხატავს და პოლიტიკური თუ სხვა
სუბიექტურ შეხედულებებს ეფუძნება. ამიტომ ცესკოს მიერ ამ
არგუმენტის გამოყენება იმის დასასაბუთებლად, რომ აგიტაციას
არ ჰქონია ადგილი, არაგონივრულია. ამასთან ის, რომ ცნობილი
ფეხბურთელის მიერ გაკეთებული განცხადება პოზიტიურ გავლენას
მოახდენს ამომრჩეველზე და ხელს შეუწყობს კანდიდატის არჩევას,
ლოგიკურად, სადავო არ უნდა იყოს.

შესაბამისად, აქაც იკითხება ცესკოს სურვილი კანონის ვიწრო


განმარტებით თავიდან აერიდებინა ხმაურიანი გადაწყვეტილების
მიღება, რაც სხვა შემთხვევებშიც დაფიქსირდა. ასეთი მიდგომა
ცალსახად არასწორია და არ შეესაბამება იმ მიზნებს, რასაც საარჩევნო
ადმინისტრაცია უნდა ემსახურებოდეს.

დასკვნა

განხილული საქმეების შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო საარჩევნო


ადმინისტრაციას საარჩევნო ნორმები მათი დანიშნულების და
სულისკვეთების შესაბამისად გამოეყენებინა, რაც დადებითად
აისახებოდა სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს
შექმნაზე. ნაცვლად ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციამ ნორმები
იმგვარად განმარტა, რომ მათ არამარტო არსი გამოაცალა,
არამედ შექმნა იმის ალბათობა, რომ ეს ნორმები ბოროტად იქნას
გამოყენებული საარჩევნო კანონმდებლობის პრინციპებისა და მიზნების
საწინააღმდეგოდ.
16 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა მიერ
გადაწყვეტილების შეფასება იხ: http://bit.ly/2Iavkar
17 საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 2, პუნქტი „ჰ1“ საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელსაც ყველაზე კარგად უნდა
V

ჰქონდეს გააზრებული საარჩევნო კანონმდებლობით დაწესებული


შეზღუდვების და მოთხოვნების მნიშვნელობა და ხელს უწყობდეს მათ
გამოყენებას არსებული გამოწვევების შესაბამისად, სამწუხაროდ,
ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ
საარჩევნო ადმინისტრაცია ცდილობდა თავი აერიდებინა სიღრმისეული
მსჯელობისაგან და მაქსიმალურად ვიწროდ განმარტავდა არსებულ
კანონმდებლობას. გაურკვეველია, რითი იყო გამოწვეული ასეთი მიდგომა
კვალიფიკაციის ნაკლებობით, პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებით
თუ კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ გადაწყვეტილების
მიღების მოტივაციით.

განურჩევლად მიზეზისა, ცალსახაა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები


არამარტო არასწორ პრეცენდენტს ქმნის, რაც უარყოფითად აისახება
თანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნაზე, ისინი ასევე მნიშვნელოვან
ზიანს აყენებს საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯსა და მის მიმართ
საზოგადოების ნდობას. შეიძლება ითქვას, რომ პრობლემატური
საკითხების გადაწყვეტისას, რაც მნიშვნელოვანი იყო არა ერთი
კონკრეტული საარჩევნო დავის ფარგლებში, არამედ გავლენას
ახდენდა სამომავლოდ საარჩევნო კანონმდებლობის განმარტებაზე და
სწორად გამოყენებაზე, საარჩევნო ადმინისტრაციამ თავი ვერ გაართვა
საკუთარი მოვალეობის შესრულებას. შესაბამისად, ამ მხრივ მისი
საქმიანობა ისეთივე წარმატებული არ იყო, როგორც შეიძლება სხვა
მიმართულებებით.

• სასურველია საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც სამართლიანი


და თანასწორი არჩევნების ერთ-ერთი გარანტორი, საარჩევნო
კანონმდებლობას მისი მიზნებისა და სულისკვეთების შესაბამისად
იყენებდეს;

• საარჩევნო დავების განხილვისას საარჩევნო ადმინისტრაციამ


მხედველობაში უნდა მიიღოს თანამედროვე გამოწვევები და საარჩევნო
კოდექსი შესაბამისად განმარტოს;

• აზრთა სხვადასხვაობის თავიდან ასაცილებლად, საარჩევნო


კანონმდებლობაში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომელიც
უზრუნველყოფს, ერთი მხრივ მის ერთგვაროვან გაგებას და მეორე მხრივ,
არსებული გამოწვევების გათვალისწინებით მის განახლებას.