You are on page 1of 11

2018

2018

2018 2018 კამპანია ბ ი უ ლ ე ტ ე ნ ი მოითხოვე

კამპანია

2018 2018 კამპანია ბ ი უ ლ ე ტ ე ნ ი მოითხოვე

მოითხოვე ცვლილებები - ელექტრონული პეტიციების პლატფორმის საინფორმაციო კამპანია

კორპორაციული პასუხისმგებლობა

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის

მცირე გრანტების პროგრამა

მცირე გრანტები მეწარმე ქალებს მცირე გრანტები დარგობრივი ბიზნეს-ასოციაციების გასაძლიერებლად ყოფილი პატიმრებისათვის მცირე ბიზნეს გრანტების გაცემა დაიწყო

მიგრაცია

მიგრანტის პირველი ნაბიჯები - საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში

ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა

სიდა ახალ ტრანსსასაზღვრო პროექტს იწყებს

პროექტს იწყებს NEWSLETTER იანვარი l
პროექტს იწყებს NEWSLETTER იანვარი l

NEWSLETTER

იანვარი l თებერვალი l მარტი

Campaign

Request Changes – New Pe on Pla orm Launched

Corporate Responsibility

CSR Award 2018 Georgian Stock Exchange, IFC, CiDA, and UN Women “Ring the Bell” for Gender Equality

Small Grants Programs

Ten women entrepreneurs will receive small grants Small grants for strengthening business associa ons Distribu on of grants on former convicts now underway

Migra on

Migrant's First Steps – informa ve mee ngs underway in regions

Cross-Border Coopera on

CiDA becomes a winner of Georgia-Azerbaijan call for proposals

January I February I March

კამპანია

მოითხოვე ცვლილებები - ელექტრონული პეტიციების პლატფორმის საინფორმაციო კამპანია

24 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით საქართველოს რეგიონებში გაიმართა მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების პლატფორმის ichange.gov.ge-ს პრეზენტაციები. საინფორმაციო შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი სალომე საღარაძე უძღვებოდნენ, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობების, სამოქალაქო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს პორტალის მოხმარების წესები და პირობები გააცნეს.

ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა, რომლის განხორციელების ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ აიღო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმის მიხედვით. პორტალის დახმარებით საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან/და მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია პეტიციის საშუალებით საქართველოს მთავრობის ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, რომელიც მისი აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, განიხილოს პეტიციაში აღწერილი საკითხი და მოახდინოს რეაგირება.

მოსახლეობის უკეთ ინფორმირებულობის მიზნით გამართულ საინფორმაციო კამპანიას რეგიონებში მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ. 21 -მა ორგანიზაციამ, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ქსელს წარმოადგენენ, სხვადასხვა ქალაქებში თუ სოფლებში, 60-ზე მეტი შეხვედრა გამართეს.

Ichange პროცესი ხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმი- ნისტრაციის მიერ.

პრეზენტაციები გაიმართაა არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ. კამპანია დაფინანსებულია USAID-ის პროგრამის “დემოკრატიული მმართცველობის ინიციატივა”-ს (GGI) მიერ. კამპანიის განმახორციელებელი პარტნიორია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R- CSN).

Request Changes – New Pe on Pla orm Launched

Ci zens of Georgia can now use a new electronic pla orm to submit

pe ons on issues of special importance.

The new pla orm Ichange.gov.ge func ons under the Government's competence. It was launched few weeks ago and according to the new rules, if ini ators collect enough signatures, the government will be obliged to discuss and give reasonable response whether the pe on has been approved or not. In case of refusal, the pe oner will be provided by the explana on of the problem publicly.

To further disseminate informa on about the new opportunity and how to address the government, from January 24 to February 6, representa ves of two non-governmental organisa ons- Civil Development Agency (CiDA) and Georgian Young Lawyers Associa on (GYLA) held informa on mee ngs and regional presenta ons of the portal in eleven ci es of Georgia. During the mee ngs, local self- government bodies, civil society organisa ons and media representa ves have been informed about the func ons and rules of the pla orm.

Pe on with under 10 000 signatures won't be accepted by the government. Some NGOs as well as locals consider the minimum number of signatures required is too high and call on the government to decrease it to 5 000. The rule remains same for now, however, government argues its readiness to consider their sugges on if the prac ce clearly shows its flaws.

The commitment to create an e-pe on pla orm was announced in 2012. Five years later, on May 18, 2017, the government approved a decree regula ng the use and condi ons of the pla orm. Ichange.gov.ge was created within the framework of the country's Open Government Partnership (OGP) Ac on Plan.

Ichange.gov.ge process is being implemented by the administra on of the Georgian Government. The informa on campaign is funded by “Ichange Public Awareness and Educa on Campaign” grant from USAID Good Governance Ini a ve (GGI).

by “Ichange Public Awareness and Educa on Campaign” grant from USAID Good Governance Ini a ve

CAMPAIGN

by “Ichange Public Awareness and Educa on Campaign” grant from USAID Good Governance Ini a ve
by “Ichange Public Awareness and Educa on Campaign” grant from USAID Good Governance Ini a ve
by “Ichange Public Awareness and Educa on Campaign” grant from USAID Good Governance Ini a ve

კორპორატიული პასუხისმგებლობა

CORPORATE RESPONSIBILITY

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო

23 თებერვალს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბ- ის (CSR Club) და გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) საქართველოს ქსელის ინიციატივით, საქართველოში პირვე- ლად, „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო - 2018“-ის ცერე- მონიალი გაიმართა.

ღონისძიებას, კლუბისა და გლობალური შეთანხმების ქსელის წევრი კომპანიების თანამშრომლების გარდა, საქაართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე მედიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

23 წარდგენილი პროექტიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა და დააჯილდოვა სამი გამარჯვებულ კომპანია, შემდეგ კატეგორიებში:

ნომინაცია: ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი გამარჯვებული: ფოთის პორტი პროექტი: ტრენინგები უსაფრთხოების საკითხებზე, სატვირთო ავტომანქანის მძღოლებისთვის

ნომინაცია: გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი გამარჯვებული: ნატახტარი პროექტი: ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა

ნომინაცია: წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის გამარჯვებული: m2 პროექტი: მთაწმინდის ტყის აღდგენა-გატყევება

ჯილდოს კონკურსი მიზნად ისახავს, საქართველოში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა და მისი თანა- მედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების ხელშეწყობას. პროექტმა სტარტი 2017 წლის ოქტომბერში აიღო და მასში 17-მა ადგილობრივმა და საერთაშორისო ბიზნესკომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ორგანიზატორების განცხადებით კონკურსი რეგულარულ სახეს მიიღებს და მომავალ წლებშიც ჩატარდება.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტივობები მხარდაჭე- რილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და ევროკავშირის მიერ.

CSR Award 2018

On February 23, Tbilisi hotel hosted Corporate Social Responsibility Award Ceremony. Ini ated by CSR club and Global Compact Network Georgia, the CSR award compe on was held in Georgia for the first me. 16 companies submi ed 23 projects, which were evaluated by the independent and impar al jury consis ng of na onal as well as interna onal level professionals.

As a result of the evalua ons, three winner companies were named in three nomina ons:

Nomina on: The Best Project in the Area of Human Rights Winner: APM TERMINALS POTI – Po Seaport Project: Trainings for truck drivers on road safety issues

Nomina on: The Best Project in the Area of Environmental Protec on Winner: Natakhtari Project: Effec ve wastewater treatment procedure

Nomina on: Successful Partnership for Sustainable Development Winner: m2 Project: Restora on of Mtatsminda Forest

The CSR Award compe on was announced in October 2017, with the purpose of promo ng corporate social responsibility in Georgia and enabling businesses to get recogni on as reliable partners in these fields.

The CSR Award Ceremony was held for the first me and is planned to take place on an annual basis. The ac vi es implemented regarding to corporate social responsibility are supported by the European Union and East-West Management Ins tute's (EWMI) ACCESS project through USAID funding.

supported by the European Union and East-West Management Ins tute's (EWMI) ACCESS project through USAID funding.
supported by the European Union and East-West Management Ins tute's (EWMI) ACCESS project through USAID funding.
supported by the European Union and East-West Management Ins tute's (EWMI) ACCESS project through USAID funding.
supported by the European Union and East-West Management Ins tute's (EWMI) ACCESS project through USAID funding.
supported by the European Union and East-West Management Ins tute's (EWMI) ACCESS project through USAID funding.

კორპორატიული პასუხისმგებლობა

დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის

7 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თბილისმა პირველად უმასპინძლა საერთაშორისო ინიციატივას „დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის.“ მისი მიზანი ეკონომიკური განვითარებისა და ზრდისთვის გენდერული თანასწორობის მნიშვნელობის ხაზგასმა იყო.

საერთაშორისო კვლევების თანახმად, 2025 წლისთვის მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტი შესაძლებელია დაახლოებით 5,3 ტრილიონი აშშ დოლარით გაიზარდოს, თუკი გენდერული უთანასწორობა ეკონომიკურ საქმიანობაში სულ ცოტა 25 პროცენტით შემცირდება. მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის გლობალური გენდერული უთანასწორობის შესახებ 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 2017 წელს 144 ქვეყანას შორის 75-ე ადგილი დაიკავა ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა მონაწილეობის თვალსაზრისით; ათი წლის წინ კი 41-ე იყო 115 ქვეყანას შორის.

ღონისძიებაზე იმსჯელეს თუ როგორ უწყობს ხელს ქალთა როლის

გაძლიერება კერძო კომპანიების ნაყოფიერების ამაღლებას, რაც საბოლოოდ ეკონომიკურ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას, შემოსავლების ზრდას და განვითარების სტიმულირებას

განაპირობებს. ღონისძიებამ

დაახლოებით 70 წარმომადგენელი

მოიზიდა კერძო სექტორიდან, სამთავრობო უწყებებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

თბილისის ღონისძიება მსოფლიოს 60-ამდე სხვა ქალაქში ჩატარებული საერთაშორისო კამპანიის ნაწილია, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), საქართველოს საფონდო ბირჟის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA), Global Compact-ის საქართველოს ქსელის სამდივნოს პარტნიორობით შედგა. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღონისძიებას ფინანსური მხარდაჭერა გაუწია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის მეშვეობით.

„ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია. ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ბირჟაზე მოვაჭრე კომპანიებს, რომელთა სამეთვალყურეო საბჭოებში ქალები არიან წარმოდგენილნი, უკეთესი შედეგები აქვთ ვიდრე იმ კომპანიებს, რომელთა საბჭოებში

ქალები არ შედიან. მოხარულნი ვართ, შევუერთდეთ საფონდო ბირჟებს მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც გონივრული ბიზნესსტრატეგიის ფარგლებში მხარს უჭერენ თანაბარ გენდერულ წარმომადგენლობას სამეთვალყურეო საბჭოებში და ხელმძღვანელ პოზიციებზე“, აღნიშნა საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ფარესიშვილმა.

„გენდერული უთანასწორობის შემცირება ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და ბევრი ოჯახის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. სწორედ ამიტომ IFC-მ და მისმა პარტნიორებმა გააერთიანეს ძალები კერძო სექტორში ქალი თანამშრომლების, მეწარმეების, მომხმარებლების და ლიდერების ჩართულობის ასამაღლებლად. საქართველო დიდ სარგებელს მიიღებს ამ პოტენციალის ათვისებით ,“ განაცხადა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა.

საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის, ერიკა კვაპილოვას თქმით: „ქალთა როლის გაძლიერება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ინიციატივა და მდგრადი განვითარების წინაპირობაა, არამედ ხელს უწყობს პროდუქტიულობის ამაღლებას, უკეთესი შედეგების მიღებას და კერძო კომპანიების ეკონომიკურ მდგრადობას.“

CiDA-ს წარმომადგენელმა, Global Compact-ის საქართველოს ქსელის სამდივნოს ხელმძღვანელმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა:

„საქართველოს ბიზნესსექტორში ქალთა როლის გაძლიერება ბოლო ხანს საკმაოდ შთამბეჭდავია. აქტიურად ვმუშაობდით წამყვან კომპანიებთან სამეწარმეო საქმიანობაში ქალთა გაძლიერების პრინციპების დასანერგად. მოხარულნი ვართ, რომ ქართულ კომპანიებს შორის ამ საკითხისადმი ინტერესი სწრაფად იზრდება.“

ეს მეოთხე ღონისძიებაა სახელწოდებით „დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის“, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ორგანიზებულია IFC-ის, მდგრადი საფონდო ბირჟების ინიციატივების, Global Compact- ის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, Women in ETF-ის და საფონდო ბირჟების მსოფლიო ფედერაციის მიერ.

და საფონდო ბირჟების მსოფლიო ფედერაციის მიერ.
და საფონდო ბირჟების მსოფლიო ფედერაციის მიერ.
და საფონდო ბირჟების მსოფლიო ფედერაციის მიერ.
და საფონდო ბირჟების მსოფლიო ფედერაციის მიერ.

CORPORATE RESPONSIBILITY

Georgian Stock Exchange, IFC, CiDA, and UN Women “Ring the Bell” for Gender Equality in Tbilisi

For the first me, Tbilisi hosted a “Ring the Bell for Gender Equality” event today to celebrate Interna onal Women's Day 2018, emphasizing the importance of gender equality for economic development and growth.

According to recent es mates, global GDP could increase by up to $5.3 trillion by 2025, if the gender gap in economic par cipa on was closed by 25 percent over the same period. The World Economic Forum's Global Gender Gap Report 2017 ranks Georgia 75th for women's economic par cipa on and opportunity out of 144 countries measured in 2017—compared to 41st out of 115 countries more than a decade ago.

The event highlighted how empowering women can help achieve higher produc vity in private companies, ul mately suppor ng the economy and job crea on, raising income, and promo ng development. It a racted around 70 private sector, government, and interna onal ins tu on representa ves.

Part of a global campaign taking place in around 60 other ci es, the event in Tbilisi was a partnership between IFC, a member of the World Bank Group, the Georgian Stock Exchange, UN Women, and the Civil Development Agency (CiDA), the Secretariat of Global Compact Network Georgia. The Norwegian Ministry of Foreign Affairs, supported the event, through the UN Women-led program.

“The poten al benefits from women's economic empowerment are significant. Mul ple studies show listed companies with women represented on boards outperform those without,” said George Paresishvili, CEO, Georgian Stock Exchange. “We are delighted to join stock exchanges around the world in advoca ng for equal gender representa on on boards and in senior management as a smart business strategy.”

“Narrowing the gender gap can help drive growth and improve the lives of many families, which is why IFC and its partners have joined forces to strengthen women's par cipa on in the private sector as employees, entrepreneurs, consumers, and leaders,”

said Jan van Bilsen, IFC Regional Manager for the South Caucasus. “Georgia would benefit greatly from tapping this poten al.”

Erika Kvapilova, UN Women Country Representa ve, said:

“Women's empowerment is not only an important human rights impera ve, and a precondi on of sustainable development, but it also contributes to higher produc vity, be er results and greater sustainability for private companies.”

Salome Zurabishvili, CiDA representa ve, Managing Head of the Global Compact Network Georgia, said: “Women's empowerment in the business sector in Georgia has been impressive in the last couple of years. We have been ac vely working with leading companies to support the incorpora on of Women's Empowerment Principles in business opera ons and interest among businesses is growing rapidly.”

This is the fourth Ring the Bell event organized globally by IFC and the Sustainable Stock Exchanges Ini a ve, together with the United Na ons Global Compact, UN Women, Women in ETFs and the World Federa on of Exchanges.

ve, together with the United Na ons Global Compact, UN Women, Women in ETFs and the
ve, together with the United Na ons Global Compact, UN Women, Women in ETFs and the
ve, together with the United Na ons Global Compact, UN Women, Women in ETFs and the
ve, together with the United Na ons Global Compact, UN Women, Women in ETFs and the
ve, together with the United Na ons Global Compact, UN Women, Women in ETFs and the

მცირე გრანტების პროგრამა

გრანტების პროგრამა მცირე გრანტები

მცირე გრანტები მეწარმე ქალებს

,,სიდას“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზანს წარმოადგენს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების წახალისება საქართველოში სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობის და თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით.

აღნიშნული მიმართულებით, სიდა აქტიურად მუშაობს ბიზნესის მიერ ქალთა გაძლიერების თემაზე დასაქმების ადგილას, ბაზარსა და საზოგადოებაში. პროექტი, რომელსაც ორგანიზაცია ახორციელებს ქალი მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად.

პროექტის პირველ ეტაპზე შეირჩა 20 მეწარმე ქალი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში და გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ციფრული მარკეტინგი, საჯარო გამოსვლის ხელოვნება, სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები და მარკეტინგული კომუნიკაცი- ები. ტრენინგების გარდა მეწარმეები მსხვილი ბიზნეს კომპანიებისგან მიიღებენ კონსულტაციას/მენტორინგს მათი საწარმოების განვითა- რების საკითხებზე.

პროექტის მეორე ეტაპზე, გასაუბრების შედეგად შეირჩა 10 კონკურ- სანტი, რომლებსაც გადაეცათ მცირე გრანტები მათი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

მცირე გრანტები დარგობრივი ბიზნეს-ასოციაციების გასაძლიერებლად

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდამჭერი ინიციატივა“ (FASSI), ფარგლებში სიდამ პროექტში ჩართული ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის მცირე საგრანტო პროგრამის განხორციელება დაიწყო და დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში სიდას პროექტის მენეჯერმა, შორენა მეგრელიშვილმა დასმულ კითხვებს უპასუხა, მიმოიხილა საგრანტო პროგრამის პროცედურები და განმარტა აპლიკაციასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები.

საგრანტო პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 50, 000 ევროა და იგი მიზნად ისახავს ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობას, რათა შემდგომში მათ ეფექტური და საჭიროებებზე მორგებული კონსულტაცია გაუწიონ მცირე და საშუალო საწარმოებს, დაეხმარონ მათ სურსათის უვნებლობის რეგულაციების დაკმაყოფი- ლებასა და ევროკავშირის ბაზარზე გასვლაში და წარმატებით ჩაერთონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკ- რულების (DCFTA) და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელების პროცესში.

პროგრამას აქვს რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება, მათ შორისაა:

- მცირე და საშუალო ფერმერთათვის ბაზრებზე წვდომის გაზრდა;

- ახალი სტანდარტების დანერგვაში დახმარება;

- ფერმერული მეურნეობის/აგრობიზნესის მხარდაჭერის სერვისები;

- DCFTA-ს და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგი;

- თანამედროვე სტანდარტებზე და რეგულაციებზე ადვოკატირების, ცნობიერების და კვალიფიკაციის ამაღლების პროექტები.

პროექტი „სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდამჭერი ინიციატივა“ ხორციელდება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ, სიდასთან, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან (ISET), ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან და ასოციაცია „ათინათთან“ თანამშრომლობით.

და ასოციაცია „ათინათთან“ თანამშრომლობით.
და ასოციაცია „ათინათთან“ თანამშრომლობით.
და ასოციაცია „ათინათთან“ თანამშრომლობით.

SMALL GRANTS PROGRAMME

SMALL GRANTS PROGRAMME Ten women entrepreneurs will receive small grants One of the goals of CiDA

Ten women entrepreneurs will receive small grants

One of the goals of CiDA is to boost business and human rights in Georgia through engaging various par es and ensuring coopera on.

To achieve this, CiDA is ac vely working to ensure that business empowers women on workplace, market and society. The project the organisa on is currently carrying out aims at economic empowerment of women entrepreneurs.

20 women entrepreneurs have been selected on the ini al stage of the project who took part in training and familiarized themselves with the issues of digital marke ng, delivery of public speech, financial decision-making and market communica on. Apart from the training, the entrepreneurs will also receive consulta ons/mentoring from the large business companies on how to further develop their enterprises.

On the next stage of the project, 10 par cipants have been selected via the interviews, which will be given small grants to support development of their business.

Small grants for strengthening business associa ons

Within the EU-funded project "Food and Agriculture SME Support Ini a ve” (FASSI), CiDA launched a small grants program for business support organiza ons (BSOs) engaged in the project and held an informa onal mee ng for interested par cipants. During the mee ng, CiDA's Project Manager, Shorena Megrelishvili, responded to the raised ques ons, reviewed Grant Program Procedures and explained technical details related to the applica on.

The total budget of the grant program amounts to EUR 50,000 and it's aimed at promo ng the ac vi es of BSOs in order to enable them to provide small and medium enterprises with effec ve and needs-based consulta ons and assist them in complying food safety regula ons and accessing EU markets and to get them engaged in the DCFTA and SME Development Strategy implementa on process.

Several priority direc ons have been iden fied within the program, including:

- Increasing SMEs' access to markets;

- Assis ng SMEs in implemen ng new standards;

- Farming/Agro-business Support Services;

- Monitoring of the DCFTA and SME Development Strategy implementa on process;

- Advocacy, awareness and qualifica on enhancement projects on modern standards and regula ons.

The project "Food and Agriculture SME Support Ini a ve" (FASSI) is implemented by the Georgian Farmers Associa on, in coopera on with CiDA, Interna onal School of Economics (ISET), Export Development Associa on and Associa on "A na ".

Interna onal School of Economics (ISET), Export Development Associa on and Associa on "A na ".
Interna onal School of Economics (ISET), Export Development Associa on and Associa on "A na ".
Interna onal School of Economics (ISET), Export Development Associa on and Associa on "A na ".

მცირე გრანტების პროგრამა

ყოფილი პატიმრებისათვის მცირე ბიზნეს გრანტების გაცემა დაიწყო

არასამთავრომო ორგანიზაცია „სიდა“ ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტს „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში“, რომელიც მიმართულია ყოფილი პატიმრების, პრობაციონერების, განრიდებული პირებისა და მათი ოჯახის წევრების პროფესიული გადამზადების, დასაქმების, ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებისა და რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისკენ. პროექტი, საგანმანათლებლო კომპონენტების განხორციელების პარალელურად, აქტიურად ეხმარება კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრებასა და რეალიზებაში, რაც მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაშიც გამოიხატება. განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, „სიდა“ თანამშრომლობს მართლმსაჯულების სექტორში მომუშავე ისეთ სახელმწიფო უწყებებთან, როგორიცაა იუსტიციის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, განათლების სამინისტრო და სხვა.

ამ ეტაპზე „სიდასა“ და იუსტიციის სამინისტროს პარტნიორობით მიმდინარე პროექტის „ყოფილ პატიმართა ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში შესაძლებელი გახდა „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ყოფილ პატიმართა რეაბილიზაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ბენეფიციარების ბიზნეს პროექტის დაფინანსება სოფლის მეურნეობის, მომსახურების სფეროს, სამშენებლო საქმიანობისა და ტურიზმის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს იდეების კონკურსში თავდაპირველად ჩართულ იქნა 161 ყოფილი პატიმარი, რომელთაგან გასაუბრების საფუძველზე 83 პირს შეეთავაზა ბიზნეს-გეგმის წერის ორდღიან ტრენინგში მონაწილეობა. საბოლოოდ, კი სპეციალური კომისიის მიერ შეფასებულ იქნა მონაწილეთა ბიზნეს პროექტები და მხოლოდ 43 ბენეფიციარის ბიზნეს გეგმა გადავიდა დაფინანსების ეტაპზე.

გამარჯვებული ბენეფიციარებისათვის გრანტის გაცემა 6 თებერვლიდან დაიწყო და დღემდე შესაძლებელი გახდა 37 ბენეფიციარის დაკმაყოფილება სხვადასხვა ტექნიკით, ინვენტარითა და ბიზნესისათვის საჭირო მასალებით თბილისში, აჭარაში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. გაცემული გრანტის ოდენობა თითოეული პირისათვის მერყეობს 3000-დან 5000 ლარამე.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს გრანტები ხელს უწყობს პროექტის ბენეფიციართა ჩართულობასა და გაძლიერებას, ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებას, რაც საბოლოოდ განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მადეტერმინირებელია.

„აქ სამი სოფელია ერთმანეთთან ახლოს. მხოლოდ ზემო ქედში 1000 კომლზე მეტი ცხოვრობს. სოფლის მაღაზიებში პურის პრობლემაა. ერთგან არის მხოლოდ თონე და ისიც თითქმის არ მუშაობს. თუ ამინდებმა ხელი შეგვიწყო, თონის მოწყობას მარტის ბოლოსთვის დავასრულებ. ვაპირებ ადგილობრივი მაღაზიების მომარაგებას. თავდაპირველად პურს გამოვაცხობთ, შემდგომ თანდათან სხვა ცომეულ პროდუქტსაც შევურევთ. ეს ჩვენი ოჯახისთვის დიდი ხელშეწყობაა“, - აღნიშნა დედოფლისწყაროს მუნიციპალილტეტში მცხოვრებმა ბენეფიციარმა.

პროექტის მენეჯერის, ნინო დემეტრაშვილის, თქმით კი გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის ფარგლებში ბენეფიციართა ხელშეწყობა ხორციელდება უშუალოდ ბიზნესისთვის საჭირო პროდუქციითა და არა ფულადი სახით, მეტად შესაძლებელია ბიზნესის მდგრადობის შენარჩუნება და განვითარება.

აღსანიშნავია, რომ დიდია მცირე ბიზნესის დაწყებისადმი კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა ინტერესი, რადგან თვითდასაქმებად ასაქმების განსაკუთრებულად ეფექტურ გზად ითვლება მათთვის. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში კიდევ დაგეგმილია 70-მდე გრანტის გაცემა, რისთვისაც ბიზნეს იდეების კონკურსი გაზაფხულიდან გამოცხადდება.

იდეების კონკურსი გაზაფხულიდან გამოცხადდება.
იდეების კონკურსი გაზაფხულიდან გამოცხადდება.
იდეების კონკურსი გაზაფხულიდან გამოცხადდება.
იდეების კონკურსი გაზაფხულიდან გამოცხადდება.
იდეების კონკურსი გაზაფხულიდან გამოცხადდება.

SMALL GRANTS PROGRAMME

Distribu on of grants on former convicts now underway

Non-governmental organiza on CiDA, with support of the European Union and in partnership with the Georgian Farmers Associa on and DVV Interna onal is implemen ng a Training and Employment Support Ini a ve in Criminal Jus ce Sector (TESI) project. The project aims at providing professional training, employment, development of economic opportuni es and reintegra on of convicts, ex-convicts, diverted persons, as well as persons with a condi onal sentence and their families. Together with the educa onal ac vi es, the project ac vely assists the people in conflict with the law to establish themselves at the labour market and show off their skills and ability in small business development. To reach the defined goals, CiDA cooperates with the state agencies working in the field of judiciary, including the Ministry of Jus ce, Ministry of Correc on, etc.

At this stage in partnership with the Ministry of Jus ce of Georgia, CiDA carries out a project Development and Support ex-prisoners Economic Opportuni es. Within the project, business ini a ves of the benefi aries, engaged in rehabilita on and re-sosialisa on program at the Crime Preven on Centre's, have been financed in the fields of agriculture, service, construc on and tourism. It is noteworthy that 161 former convicts took part in the contest of business ideas on the ini al stage, 83 of which have been offered to par cipate in the two-day trainings on wri ng business plans. Finally, as a result of the special commission's es ma ons, only 43 benefi aries moved on the next stage to receive the funding for their business plans.

Grants distribu on among the winning beneficiaries started on February 6 and up to now 37 of them have been provided with various technical staff necessary for their businesses in Tbilisi, Adjara, Imere , Guria, Samegrelo, Kakhe , Shida Kartli and Kvemo Kartli. The amount of grants per person ranges between GEL

3000-5000.

“There are three villages close to one another with some 1,000

families in Zemo Keda only. The local shops have lack of bread.

There is only one bakery nearby and it hardly ever works. If the weather is fine we will finish our bakery by the end of March.

A erwards we plan to provide the local shops with bread. At

first we will be baking only bread, but later we will move to different pastry. This will be a great support for our family”, one of the beneficiaries living in the Dedoplistskaro Municipality says.

According to the project manager Nino Demetrashvili the business grants help the project beneficiaries engage, empower and develop their economic opportuni es that will further contribute to preven ng repeated crimes. According to her the project provides the beneficiaries with the materials necessary for their business, not money, therefore it will contribute to ensuring more sustainability and development of their businesses.

People in conflict with the law are highly interested in running small businesses as it is considered as the effec ve way of self- employment. This is why 70 more grants are scheduled to be distributed during the project and the contest of business ideas will be announced in spring.

grants are scheduled to be distributed during the project and the contest of business ideas will
grants are scheduled to be distributed during the project and the contest of business ideas will
grants are scheduled to be distributed during the project and the contest of business ideas will
grants are scheduled to be distributed during the project and the contest of business ideas will
grants are scheduled to be distributed during the project and the contest of business ideas will

მიგრაცია

მიგრანტის პირველი ნაბიჯები - საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში

პროექტის ,,პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის (G-PMR)“ ფარგლებში, თებერვალში და მარტში, ოთხი რეგიონის 10 სოფელში (ტყვიავი, მეჯვრისხევი, კოდა, მანგლისი, სართიჭალა, კაჭრეთი, რუისი, გომი, ბერძენაული და შორაპანი) ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრების მიზანი იყო, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. „სიდას“ წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტი, რომელმაც მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

პროექტის წარმომადგენლებმა მოსახლეობას გააცნეს „სიდას“ მიერ, მიგრაციის სამთავრობო კომისიასთან თანამშრომლობით მომზადებული სახელმძღვანელო - „მიგრანტის პირველი ნაბიჯები“. სახელმძღვანელო შეიცავს სასარგებლო რჩევებს პოტენციური მიგრანტებისათვის, შენგენის სივრცეში გამგზავრებისა და ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრების პრაქტიკულ საკითხებზე როგორიცაა, საცხოვრებელი, დასაქმება, კვება, ჯანდაცვა, გადასახადები, ტრანსპორტი, საფოსტო და საბანკო მომსახურება, არადოკუმენტირებული მიგრაციის საფთხეები და ა.შ.

შეხვედრების დროს მონაწილეები ძირითადად ინტერესდებიან უვიზო მიმოსვლის პირობებით, უვიზო მიმოსვლით გათვალისწინებული ვადის ათვლის წესებით, ასევე, ევროპის ქვეყნებში სამუშაოსა და საცხოვრებლის მოძებნის გზებით.

პროექტი ხორციელდება „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური დახმარებით.

Migrant's First Steps – informa ve mee ngs underway in regions

Informa ve mee ngs have been held with the local popula on of 10 villages (Tkviavi, Mejvriskhevi, Koda, Manglisi, Sar chala, Kachre , Ruisi, Gomi, Berdzenauli and Shorapani) in four regions of Georgia within the project - Partnership for Migrant's Rights (G-PMR) during the last month.

The mee ngs aimed at informing the local popula on about the issues concerning migra on. The migrant who has returned to the homeland also accompanied the representa ves of CiDA, shared personal experience with the par cipants and answered their ques ons.

The project staff presented the Migrant's First Steps – a manual that was prepared in coopera on with the State Commission on Migra on. The handbook consists of prac cal informa on and recommenda ons for everyday life related to housing, employment, risk of the labour exploita on, food, taxes, medical care and pharmacies, transport, banking and money transfer, postal services, consumer rights, freedom and security, reintegra on of the returning migrants

The par cipants of the mee ng were mainly interested in the visa-free travel opportuni es, the rules for defining the expira on of visa-free stay, as well as the ways of finding jobs and accommoda on in the European states.

The project is implemented with financial support of the Open Society Founda ons.

on in the European states. The project is implemented with financial support of the Open Society

MIGRATION

on in the European states. The project is implemented with financial support of the Open Society
on in the European states. The project is implemented with financial support of the Open Society

ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა

CROSS-BORDER COOPERATION

სიდა ახალ ტრანსსასაზღვრო პროექტს იწყებს

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ ახალ ტრანსსასაზღვრო პროექტს იწყებს. „ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ - ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც ,,სიდა” აზერბაიჯანულ ორგანიზაცია „დასავლეთის რესურსცენტრთან“ ერთად, განახორციელებს.

პროექტი, რომლის მიზანია გააძლიეროს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს თემთა შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, ევროკავშირის მიერაა მხარდაჭერილი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის საქართ- ველო-აზერბაიჯანის პროგრამის ფარგლებში. პროექტი განხორციელდება საქართველოს (ქვემო ქართლი, კახეთი) და აზერბაიჯანის (განჯა, აღსტაფა) რეგიონებში.

პროექტის ფარგლებში, ორი ქვეყნის სამოქალაქო ორგანიზაციები შეი- მუშავებენ ერთობლივ სამოქმედო გეგმას, რომელიც მიმართული იქნება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მხარდასაჭერისკენ. ასევე, პროექტის მიმდინარეობისას ორი ქვეყნის ახალგაზრდა მეწარმეებს ქსელური თანამშრომლობის, ბიზნესის მართვის და სტრატეგიული დაგეგმვის საშუალება ექნებათ. პროექტში ჩართული მხარეები უზრუნველყოფენ ტოლერანტობის, გენდერული თანასწორობის და გარემოს მდგრადობის ღირებულებების პოპულარიზაციას და განახორციელებენ შესაბამის ღონისძიებებს.

ახალგაზრდა მეწარმეთა მხარდაჭერის მიზნით, მოხდება ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავება და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის იდეის ადვოკატირება რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე. ქსელური თანამ- შრომლობის, ბიზნესის მართვის და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით მონაწილეები გაიუმჯობესებენ ცოდნას და უნარებს. მოეწყობა კონფერენ- ციები, გამოფენები და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობები საქართველოსა და აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონებს შორის კავშირების გამყარების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეოთხე ტრანსსასასზღვრო პროექტია, რომელსაც „სიდა“ მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად ახორციელებს. პროექტი „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარება” „სიდამ“ სომხეთში პარტნიორ ორგანზიაციებთან ერთად გასულ წელსაც განახორციელა, ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის (EaPTC) საქართველო-სომხეთის პროგრამის ფარგლებში.

ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა აძლევს შესაძლებლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას ერთობლივად გამოავლინონ და უპასუხონ მოსაზღვრე რეგიონებში არსებულ გამოწვევებს, ადგილობრივ დონეზე მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარების გზით. აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობა მოიცავს ოთხ პროგრამას: სომხეთი–საქართველო, აზერბაიჯანი–საქართველო, ბელარუსი –უკრაინა და მოლდოვა – უკრაინა.

CiDA becomes a winner of Georgia-Azerbaijan call for proposals

On March 30 the official launch of 6 Azerbaijani-Georgian cross- border projects, which received grants under the Eastern Partnership Territorial Coopera on Programme (EaPTC), was held in Tbilisi. One of the winners of the programme is CiDA which will carry out a project Young Entrepreneurship Synergy (YES!) together with its partner organiza on West Resource Public Union (WRPU) In Azerbaijan.

The project will be carried out in Georgia's two regions (Kvemo Kartli, Kakhe ) and in two municipali es of Azerbaijan (Gazakh, Agstafa). Project's overall objec ve is to contribute to improved living condi ons in Georgia-Azerbaijan border regions through increased cross-border economic coopera on (O.O). Specifically, the project aims to create an enabling environment for enhanced economic CBC and community rela ons between Gardabani, and Sagarejo municipali es as well as Gazakh and Ağstafa districts (S.O). This will be achieved by mobilizing key stakeholder groups in a bo om-up, inclusive process to contribute to local development planning that leverages cross-border coopera on for the revitaliza on of rural economies; by providing capacity building and direct assistance to young entrepreneurs, including women entrepreneurs, to start up and expand local SMEs; and by raising awareness with the ac ve involvement of the local business community on the importance of cross-cultural tolerance, gender equality and environmentally sustainable economic ac vi es.

It is noteworthy that this is a forth cross-border project CiDA is implemen ng with its partner organiza ons in neighboring countries.

The grant projects of the Azerbaijan – Georgia EaPTC Programme are aimed at strengthening regional development and cross- border coopera on between two countries in the field of improving the living condi ons of local communi es, solving the problems of environment, youth employment and tourism development. The total amount of funding that the European Union made available for the implementa on of these projects is 1.35 mln Euros.

amount of funding that the European Union made available for the implementa on of these projects
amount of funding that the European Union made available for the implementa on of these projects
amount of funding that the European Union made available for the implementa on of these projects