You are on page 1of 4

http://guardian.ge/361-abraam-linkolnis-gamonathqvamebi.

html

აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები

აბრაამ ლინკოლნი (1809-1865), ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პრეზიდენტი,


რომელიც 1865 წლის 14 აპრილს მსახიობ ჯონ ვილკს ბუტის მიერ ვაშინგტონში ფორდის
სახელობის თეატრში იქნა მოკლული. 1858 წელს მან სენატის არჩევნებში დუგლასთან
პაექრობაში დამარცხება იგემა, მაგრამ მასთან დებატებმა მას კარგი რეპუტაცია შესძინა, რამაც
1860 წლის საპრეზიდენტო ნომინაციაში გამარჯვება მოუტანა. პრეზიდენტობისას
ლინკოლნმა რესპუბლიკური პარტია ძლიერ ეროვნულ ორგანიზაციად ჩამოაყალიბა. 1864
წელს იგი ხელმეორედ აირჩიეს პრეზიდენტად. მისი პრეზიდენტობის დროს დასრულდა
ამერიკის სამოქალაქო ომი და გაუქმდა მონათმფლობელობა.

ყველაფერ იმას, რაც ვარ ან რასაც ვიმედოვნებ რომ ვიქნები, ჩემს ანგელოზ დედას ვუმადლი.
(რედაქციის შენიშვნა: ლინკოლნი 9 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა).

ყველას სურს ხანგრძლივად იცხოვროს, მაგრამ არავის უნდა იყოს მოხუცი.

კომპლიმენტი ყველას მოსწონს.

მომეცი 6 საათი ხის წასაქცევად და პირველ 4 საათს ნაჯახის ასალესად გამოვიყენებ.

შენი მეგობარი ისაა, ვისაც იგივე მტერი ჰყავს, ვინც შენ.

ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენი შეუპოვარი გაბედულება, იყო წარმატებული, ყველაზე


მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამ.

როგორ ფიქრობთ, არ ვანადგურებ ჩემს მტრებს იმით, რომ მე მათ ვიმეგობრებ?

ამერიკა არასოდეს განადგურდება გარედან. ჩვენი თავისუფლების დაკარგვა და


წაფორხილება მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა თავად ჩვენ გავანადგურებთ ერთმანეთს.

დარწმუნებული იყავი, რომ შენს ფეხებს მართებულ ადგილას ადგამ და შემდეგ უკვე
შეგიძლია მყარად დადგე.

ადამიანის ხასიათი ხეს წააგავს, რეპუტაცია კი ჩრდილს. ჩრდილი ისაა, რასაც ჩვენ მასზე
ვფიქრობთ, ხე კი ნამდვილი რამ.

მე არ ვიცი ვინ იყო ბაბუაჩემი. გაცილებით მეტად ის მაწუხებს ვიცოდე, თუ ვინ იქნება მისი
შვილიშვილი.

რაღაც ის კაცი არ მომწონს. მე უნდა უკეთესად გავიცნო იგი.

ნელი ნაბიჯებით დავდივარ, მაგრამ არასოდეს უკანსვლით.

მიყვარს იმ კაცის ნახვა ვინც ამაყობს იმ ადგილით, სადაც თავად ცხოვრობს. მიყვარს იმის
ყურებაც როცა თავად ადგილი ამაყობს მისი გაზრდილი კაცით.
მოვემზადები და ერთ მშვენიერ დღეს ჩემი დროც დადგება.

არასოდეს გამაჩნდა პოლიტიკა, უბრალოდ ვცდილობდი ყოველდღიურად ჩემი მაქსიმუმი


გამეკეთებინა.

თუ ეს ყავაა, გთხოვთ იქნებ ჩაი მომიტანოთ; თუ ეს ჩაია, გთხოვთ ყავა მომართვათ.

ცხოვრების დასასრულს მნიშვნელობა იმას კი არ აქვს თუ რამდენი წელი იცოცხლე, არამედ


იმას, თუ ამ განვლილ წლებში როგორ იცხოვრე.

უმჯობესია მდუმარე იყოთ და ჩათვალონ რომ სულელი ხართ, ვიდრე დააღოთ პირი და
მართლა სისულელეები წამოროშოთ.

ქორწინება არც სამოთხეა და არც ჯოჯოხეთი, იგი უბრალოდ სალხინებელია.

თითქმის ყველა კაცს აქვს უნარი გაუძლოს გასაჭირს, მაგრამ თუ გინდა რომ კაცის ნამდვილი
ხასიათი გამოსცადო, მას ძალაუფლება უნდა მისცე.

ამ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი ყველაფერს ნიშნავს.

ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა პრეზიდენტი ვიყო.


ის, რომ ზოგიერთებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, იმას ამტკიცებს, რომ სხვებსაც შეუძლიათ
იგივეს გაკეთება.

ვინც არ უნდა იყო, პირველ რიგში იყავი კარგი კაცი.

როცა კარგ რამეს ვაკეთებ, თავს კარგად ვგრძნობ, როცა ცუდს, ცუდად. ესაა ჩემი რელიგია.

You might also like